საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-19
ბიუროს ნომერი 322
📜 ტექსტი
წერილი
განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
2-2056/24
16-02-2024
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს,
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ
2023 წელს გაწეულ საქმიანობის ანგარიშს.
დანართი 70 გვერდი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
გივი მიქანაძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის
განათლებისა და მეცნიერების
კომიტეტის საქმიანობის 2023 წლის
ანგარიში
შესავალი
მოცემული ანგარიში წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და
მეცნიერების კომიტეტის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც უზრუნველყოფილია
კომიტეტის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ დაინტერესებული
პირების ინფორმირება.
დოკუმენტში მიმოხილულია განათლებისა და მეცნიერების დარგში არსებული
გამოწვევები და მიღწევები, სფეროს ძირითადი ტენდენციები, ასევე, მოცემულია
ინფორმაცია
კომიტეტის
წარმომადგენლობითი
კანონშემოქმედებითი,
საქმიანობისა
და
საზედამხედველო
საერთაშორისო
და
ვალდებულებების
შესრულების შესახებ.
აღსანიშნავია,
რომ
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტი
განსაზღვრავს
კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენის ვალდებულებას,
რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისათვის
საჭირო მექანიზმია.
გარდა ამისა, საჯარო უწყების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ
მოსახლეობის ფართო ფენებისთვის ინფორმაციის მიწოდება შეესაბამება გაეროს
მდგრადი
განვითარების
16.6
მიზანს,
რომელიც
გულისხმობს
ეფექტიანი,
ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე ინსტიტუტების შექმნას ყველა დონეზე.
ამასთანავე, ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების
ორგანიზაციის (OECD) ერთობლივი ინიციატივის მიხედვით, საჯარო მმართველობის
პრინციპებს
შორისაა
ანგარიშვალდებულება,
სანდოობა,
პროგნოზირებადობა,
მონაწილეობა, ღიაობა, გამჭვირვალობა, ეფექტიანობა და ეფექტურობა.
კომიტეტის საქმიანობის პროცესში, ზემოხსენებული პრინციპების დაცვის მიზნით,
საქართველოს
პარლამენტის
მეცნიერების
კომიტეტი
რეგლამენტის
ყოველწლიურად
შესაბამისად,
ამზადებს
განათლებისა
ანგარიშს,
და
რომელიც
საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვისა წარედგინება საქართველოს
პარლამენტს და ქვეყნდება პარლამენტის ვებ-გვერდზე.
დოკუმენტში, სხვა საკითხებთან ერთად, მოცემულია ინფორმაცია განათლებისა და
მეცნიერების კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული
აქტივობების შესრულების შესახებ.
ანგარიშზე მუშაობის პროცესში გაანალიზდა კომიტეტის სამოქმედო გეგმის შედეგები,
სხდომების ოქმები, ოფიციალური კორესპონდენცია, საზედამხედველო მექანიზმები,
კომიტეტის წევრთა და აპარატის თანამშრომელთა სამუშაო შეხვედრები, როგორც
ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ფორმატში.
ანგარიში მომზადებულია საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების
კომიტეტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების მიერ.
ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ
2023 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიების განმავლობაში, განათლებისა და
მეცნიერების კომიტეტი, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტისა და კომიტეტის დებულებით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში,
ახორციელებდა და მხარს უჭერდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო პოლიტიკას,
მათ შორის, ამ სფეროებში ინსტიტუციური რეფორმირების კუთხით.
კომიტეტი ამზადებდა და განიხილავდა განათლებისა და მეცნიერების სფეროსთან
დაკავშირებულ კანონპროექტებს, მხარს უჭერდა აღმასრულებელი ხელისუფლების
მიერ საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების ეფექტიანად განხორციელებას.
კომიტეტი უზრუნველყოფდა განათლებისა და მეცნიერების სფეროებში პროექტების
განხორციელების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, დარგობრივი,
საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობას.
განათლებისა
და
მეცნიერების
საქართველოს
პარლამენტის
კომიტეტი,
რეგლამენტის
უფლებამოსილების
ფარგლებში,
შესაბამისად
სახელმწიფო
პრიორიტეტებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფდა:
კანონპროექტების შემუშავებასა და განხილვას;
და
საზედამხედველო
საქმიანობის
განხორციელებას
აღმასრულებელი
ხელისუფლების შესაბამის უწყებებზე საპარლამენტო კონტროლის გზით;
საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
საპარლამენტო საქმიანობის გამჭვირვალობასა და მასში საზოგადოების
ჩართულობას.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, კომიტეტის საქმიანობა მიმართული იყო
შემდეგი მიზნების მიღწევისკენ:
განათლებისა და მეცნიერების სფეროებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა
და აღნიშნულ პროცესში თანამონაწილეობა;
მაღალი
ხარისხის
სკოლამდელ,
ზოგად,
უმაღლეს
და
პროფესიულ
განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფა;
სასკოლო საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფა;
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა ანაზღაურების
ზრდა;
უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველყოფა;
უმაღლესი
განათლების
ხარისხის
განვითარება
და
სისტემის
ინტერნაციონალიზაცია;
მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის მოდერნიზაცია.
საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის გადაწყვეტილებით განისაზღვრა თემატური
მომხსენებლები, ასევე დაამტკიცა საკონსულტაციო საბჭოების შემადგენლობები
სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების
მიმართულებით.
2023 წლის ბოლოს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული
ცვლილებების
შედეგად,
განათლებისა
და
მეცნიერების
კომიტეტს
დაემატა
ახალგაზრდობის მიმართულება, რის შედეგადაც 2024 წლიდან მუშაობა დაიწყო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სახელით.
მთავარი მიღწევები და გამოწვევები
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი აქტიურად ახორციელებდა კანონშემოქმედებით
საქმიანობას, მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
•
სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა;
•
ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესება;
•
მასწავლებელთა პროფესიის პოპულარიზაცია;
•
პროფესიული
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
მართვის
პროცესის
გაუმჯობესება;
•
დაწყებითი განათლების საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის ცვლილება.
საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, განათლებისა
და მეცნიერების კომიტეტმა აქტიურად გამოიყენა საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტით
გათვალისწინებული
ინსტრუმენტები,
მათ
შორის,
თემატური
მოკვლევა განხორციელდა შემდეგ საკითხებზე:
•
ბაზრის
მოთხოვნაზე
მორგებული
განათლების
ხელმისაწვდომობა
თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით;
•
საქართველოს რეგიონებში მდებარე საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების
წინაშე
არსებული
გამოწვევების
განსაზღვრა
და
მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება;
•
პროფესიულ განათლებაში შრომის ბაზართან თავსებადი პრიორიტეტების
იდენტიფიცირება და დაფინანსების მოდელის ანალიზი;
•
მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე მათი სოციალური და ემოციური
მდგომარეობის გავლენის შეფასება და არსებული მხარდამჭერი მექანიზმების
ეფექტიანობა;
•
საგანმანათლებლო დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური და სკოლის
ექიმების ნორმების დაცვის პრაქტიკა და არსებული გამოწვევები;
•
სკოლამდელი
აღზრდისა
და
განათლების
დაწესებულებების
ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ადამიანური რესურსების გავლენა
ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე.
ასევე,
კომიტეტმა
საანგარიშო
ზოგადსაგანმანათლებლო
პერიოდში
დაწესებულების
დაიწყო
თემატური
მოკვლევა
მართვის
პროცესში
სასკოლო
მიღებული
კანონების
საზოგადოების ჩართულობის პრაქტიკის შესწავლის მიზნით.
ამასთანავე,
კომიტეტი
ზედამხედველობას
აღსრულებას,
ასევე
ანგარიშებს
ისმენდა
უწევდა
კომიტეტის
სფეროს
მიკუთვნებულ
საკითხებთან დაკავშირებით.
საანგარიშო
პერიოდში,
ერთობლივი
გაძლიერდა
თანამშრომლობა
პროექტების
საერთაშორისო
განხორციელების
ორგანიზაციებთან,
მიზნით,
შესაბამისად,
განისაზღვრა პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები.
კომიტეტის მიერ კონკრეტული მიმართულების პოლიტიკის განსაზღვრისა და
ცალკეული ინიციატივების ანალიზის პროცესში, აქტიურად მუშაობდა სკოლამდელი,
ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით
კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოები.
სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
შესაბამისად, 2023 წლის საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე შეიმუშავა და დაამტკიცა
სამოქმედო გეგმა, თუმცა კომიტეტის ხელმძღვანელობის ცვლილებასთან ერთად,
შეიცვალა
აღნიშნული
დოკუმენტი,
რომლის
მიხედვითაც
განისაზღვრა
სტრატეგიული მიზანი, 13 ამოცანა და 66 აქტივობა.
კომიტეტმა 2023 წლისთვის გამოყო 4 ძირითადი მიმართულება:
1. პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება და კანონშემოქმედება;
4
2. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა;
3. კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია;
4. კომიტეტის ორგანიზაციული განვითარება.
მიმართულებების განსაზღვრის შემდეგ, სტრატეგიული მიზნები ჩამოყალიბდა:
1. მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება და
საკანონმდებლო საქმიანობის წარმოება;
2. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის წარმართვა კანონის აღსრულების,
კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებისა და დარგობრივი
მიმართულებით
მომუშავე
სახელმწიფო
ორგანიზაციების
საქმიანობის
გაუმჯობესების მიზნით;
3.
კომიტეტის საქმიანობასა და დარგობრივი მიმართულებით არსებული
სიახლეების
შესახებ
სამიზნე
აუდიტორიის
ინფორმირების
მიზნით,
კომუნიკაციის გაუმჯობესება;
4. კომიტეტის შიდა ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება, მისი
მანდატით განსაზღვრული საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისათვის.
აღნიშნული მიზნების მისაღწევად კომიტეტმა განსაზღვრა შესაბამისი ამოცანები და
აქტივობები. საანგარიშო პერიოდში, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა
განახორციელა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული, როგორც საკანონმდებლო,
ისე საზედამხედველო და კვლევითი საქმიანობა. აღნიშნულის შესასრულებლად
კომიტეტი აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობდა ადგილობრივ და საერთაშორისო
ორგანიზაციებთან, დარგობრივ ექსპერტებთან, სამეცნიერო საზოგადოებასთან და
კომიტეტის ბაზაზე არსებულ საკონსულტაციო საბჭოსთან.
მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა, ასევე კომიტეტისა და აპარატის ინსტიტუციურ
განვითარებას. ამ კუთხით, წლის განმავლობაში, კომიტეტის წევრები და აპარატის
თანამშრომლები
აქტიურად
მონაწილეობდნენ,
როგორც
პარლამენტის,
ისე
საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ ინიცირებულ ტრენინგებსა
და პროექტებში.
კომიტეტი მუდმივ რეჟიმში უწევდა მონიტორინგს 2023 წლის სამოქმედო გეგმით
გათვალისწინებული აქტივობების შესრულებას. აქტივობების ძირითადი ნაწილი
კომიტეტმა შეასრულა. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ:
•
სრულად განხორციელდა − 44 აქტივობა;
•
მეტწილად განხორციელდა − 7 აქტივობა;
•
ნაწილობრივ განხორციელდა − 11 აქტივობა;
•
სამოქმედო გეგმის რევიზიის შედეგად, 2023 წლიდან 2024 წლის სამოქმედო
გეგმაში გადმოინაცვლა − 4-მა აქტივობამ.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა იმუშავა იმ საკითხებზეც,
რომელიც გასული წლის სამოქმედო გეგმით არ იყო გათვალისწინებული.
საერთაშორისო ვალდებულებები
საანგარიშო პერიოდში, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების
კომიტეტი
ხელმძღვანელობდა
საერთაშორისო
ვალდებულებებით
და
უზრუნველყოფდა საქმიანობის აღნიშნულ ვალდებულებებთან შესაბამისობას.
აღსანიშნავია, რომ კომიტეტის მიერ განხორციელებული აქტივობები მიემართებოდა
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.
მდგრადი განვითარების მე-4 მიზნის 1-ლი ამოცანის შესაბამისად, რაც გულისხმობს
2030 წლისთვის ყველა გოგონასა და ბიჭისთვის სრულად უფასო, თანასწორი და
ხარისხიანი
დაწყებითი
და
საბაზო
განათლების
მიღების
უზრუნველყოფას,
კომიტეტმა მხარი დაუჭირა ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში
შესატან ცვლილებებს. აღნიშნულის საფუძველზე არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი
გადაიდგა, მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სახელმწიფო
ენაში მომზადების პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭება, ინკლუზიური
განათლების კოორდინაციისა და მართვის საკითხების პროცესში საგანმანათლებლო
დაწესებულებების მანდატურის სამსახურის ჩართულობის ზრდა და მისი უფლებამოვალეობების განსაზღვრა.
ამასთანავე, კომიტეტმა განახორციელა თემატური მოკვლევა, რომლის მიზანიც
მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე მათი სოციალური და ემოციური მდგომარეობის
გავლენისა და არსებული მხარდამჭერი მექანიზმების ეფექტიანობის შეფასება იყო.
აღნიშნული შეესაბამებოდა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების 4.1 ამოცანას.
მდგრადი განვითარების მე-4 მიზნის მე-2 ამოცანის შესაბამისად, რაც გულისხმობს
2030 წლისთვის ყველა გოგონასა და ბიჭისთვის ადრეულ ასაკში განვითარებისა და
ზრუნვის
ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფა,
რათა
ისინი
მზად
იყვნენ
სკოლამდელი განათლებისათვის, კომიტეტმა ჩაატარა თემატური მოკვლევა, რომლის
მიზანიც
იყო
ადრეული
და
სკოლამდელი
აღზრდისა
და
განათლების
დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ადამიანური რესურსების
გავლენის შეფასება ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს უმაღლესი და პროფესიული განათლების
შესახებ საქართველოს კანონებში, რომელთა შედეგადაც საქართველოს მთავრობის
დადგენილებით
დამტკიცდა
„საქართველოს
უმაღლეს
დაწესებულებაში
ფინანსური
დავალიანების
მქონე
საგანმანათლებლო
სტატუს
შეჩერებული
სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების წესი“,
ასევე დარეგულირდა უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ფილიალის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი საგანმანათლებლო
საქმიანობის განხორციელება.
პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების
მიხედვით,
დამტკიცდება
საჯარო
პროფესიული
საგანმანათლებლო
დაწესებულებების დირექტორის სტანდარტი და შესარჩევი კონკურსის გამართვის
წესი. აღნიშნული ცვლილებები შესაბამისობაში მოდიოდა გაეროს მდგრადი
განვითარების მიზნების 4.3 ამოცანასთან, რაც გულისხმობს 2030 წლისთვის ყველა
ქალისა და მამაკაცისათვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ტექნიკური, პროფესიული
და
უმაღლესი
უზრუნველყოფას.
განათლების,
მათ
შორის
საუნივერსიტეტო
განათლების,
ზემოხსენებულ მიზნებს შეესაბამება კომიტეტის მიერ ჩატარებული 2 თემატური
მოკვლევა:
•
საქართველოს რეგიონებში მდებარე საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების
წინაშე
არსებული
გამოწვევების
განსაზღვრა
და
მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება
•
პროფესიულ განათლებაში შრომის ბაზართან თავსებადი პრიორიტეტების
იდენტიფიცირება და დაფინანსების მოდელის ანალიზი.
საანგარიშო პერიოდში, განსაკუთრებული ადგილი ეკავა ინიციატივებს, რომელთა
მიზანიც
იყო
მოტივაციის
მასწავლებელთა
ზრდა,
პროფესიული
აღნიშნულის
განვითარების
შესაბამისად,
კომიტეტმა
მხარდაჭერა
მხარი
და
დაუჭირა
საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა საფუძველზეც შემუშავდა მასწავლებლის
ეროვნული
პრემიის
დაჯილდოების
წესი.
ზემოხსენებული
ინიციატივები
მიემართებოდა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების 4.გ ამოცანას, რომელიც
გულისხმობს
2030
წლისთვის
კვალიფიციური
მასწავლებლების
რაოდენობის
მნიშვნელოვნად გაზრდას.
2023 წლის განმავლობაში განხორციელდა კიდევ ერთი მოკვლევა, რომლის მიზანიცაა
საგანმანათლებლო დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური და სკოლის ექიმების
ნორმების
დაცვის
პრაქტიკისა
და
არსებული
გამოწვევების
შესწავლა,
რაც
შესაბამისობაში მოდის მე-6 მიზანთან. ზემოაღნიშნული სუფთა წყალსა და
სანიტარიაზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს.
მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის მე-6 ამოცანის შესაბამისად, რაც გულისხმობს
ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე ინსტიტუტების შექმნას ყველა
დონეზე,
განათლებისა
და
მეცნიერების
კომიტეტი
ახორციელებდა
აქტივობებს:
•
დროული და ეფექტიანი რეაგირება მოქალაქეთა წერილებზე;
შემდეგ
•
მოქალაქეებისთვის საინტერესო და საჭირო საკითხებზე, საკონსულტაციო
შეხვედრები,
კომიტეტის
წევრთა
და
აპარატის
თანამშრომელთა
ჩართულობით;
•
კომიტეტის
მიერ
განხორციელებული
აქტივობების
(სხდომები,
შეხვედრები, ღონისძიებები და ა.შ.) შესახებ მოქალაქეების ინფორმირება,
პარლამენტის
ვებ-გვერდისა
და
კომიტეტის
სოციალური
არხების
მეშვეობით;
•
კომიტეტის
მიერ
განხორციელებულ
აქტივობებში
მედიის
წარმომადგენელთა ჩართულობა.
მე-16 მიზნის მე-7 ამოცანის შესაბამისად, რომელიც გულისხმობს ყველა დონეზე
სწრაფი რეაგირების უნარის მქონე, ინკლუზიური, მონაწილეობაზე დაფუძნებული და
წარმომადგენლობითი გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის უზრუნველყოფას,
კომიტეტი
ახდენდა
საზოგადოების,
საკანონმდებლო
დარგობრივი
ცვლილებების
ორგანიზაციებისა
პროცესში
და
სამოქალაქო
სამეცნიერო
სფეროს
წარმომადგენლების ჩართულობას. ამასთანავე, კომიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებდა
5 დარგობრივი საკონსულტაციო საბჭო.
კანონშემოქმედებითი მიმართულება
2023 წელს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ჩაატარა 35 სხდომა.
კომიტეტმა წამყვანის სტატუსით განიხილა 13, ხოლო სავალდებულო წესით 10
კანონპროექტი, რომელთა ინიციატორებიც იყვნენ:
•
საქართველოს პარლამენტის წევრები - ოთხი;
•
საქართველოს მთავრობა - ცხრამეტი.
საანგარიშო პერიოდში, კომიტეტმა განიხილა და პარლამენტის რეგლამენტის
შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო ერთ დადგენილების პროექტსა და ორ
საკანონმდებლო
წინადადებაზე,
ამასთანავე
განიხილა
რატიფიცირებისთვის
წარმოდგენილი სამი საერთაშორისო ხელშეკრულება/შეთანხმება.
წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტები
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 2023 წელს, წამყვანის სტატუსით, განიხილა
13 კანონის პროექტი.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/276; 19.04.2023)
ცვლილებების შედეგად ბავშვისთვის, რომელსაც 6 წელი, „ზოგადი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული
სასწავლო წლის დაწყების თარიღის ჩათვლით უსრულდება, სავალდებულოა
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში
სწავლის
დაწყება,
ხოლო
ბავშვი,
რომელსაც სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1 ნოემბრამდე უსრულდება
6
წელი
უფლებამოსილია,
მშობლის/კანონიერ
წარმომადგენელის
სურვილის
შემთხვევაში, ნებაყოფლობით დაიწყოს სწავლა.
გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას
_____________________________________________________________________________
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/258; 15.03.2023)
ცვლილების შედეგად „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს
კანონის
ჩანაწერი
შესაბამისობაში
მოვიდა
საქართველოს კანონის არსებულ ჩანაწერთან.
,,ზოგადი
განათლების
შესახებ“
კერძოდ, ,,ზოგადი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონის მსგავსად, „განათლების ხარისხის განვითარების
შესახებ“ საქართველოს კანონში გაჩნდა ჩანაწერი, რაც ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებს სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის განხორციელების
უფლებას მისცემს.
გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას
_____________________________________________________________________________
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტები: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/257;
15.03.2023)
საკანონმდებლო ცვლილებით საქართველოს მთავრობა 2022-2023 სასწავლო წლის
ჩათვლით ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო
სასწავლო გრანტის ოდენობებს. იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობს
უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავება, მიზანშეწონილი
იყო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულიყო
ცვლილება
და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
პროგრამისათვის
სახელმწიფო
სასწავლო გრანტის ოდენობები 2025-2026 სასწავლო წლის ჩათვლით გადავადება.
გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას
_____________________________________________________________________________
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/314; 01.09.2023).
ცვლილებების შედეგად „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6
მუხლის პირველ პუნქტს დაემატა ქვეპუნქტი და მაღალი მიღწევების სპორტულ
შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენებს, რომლებიც შეჯიბრებაში მონაწილეობის
გამო ვერ ახერხებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღებას, უფლება
მიეცათ
პირობით
ჩაირიცხოს
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
ბაკალავრიატის ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ
საგანმანათლებლო პროგრამაზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე.
გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას
_____________________________________________________________________________
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/319; 15.09.2023)
საკანონმდებლო ცვლილებით დარეგულირდა კერძო სამართლის იურიდიული პირის
უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალის მიერ
საქართველოს ტერიტორიაზე საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება.
გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას
_____________________________________________________________________________
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/297; 14.06.2023)
საკანონმდებლო ცვლილებით გაუმჯობესდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინკლუზიური განათლების მიმართულების მართვის საკითხები და დაინერგა ახალი
მხარდამჭერი
მომსახურებები.
კერძოდ,
დაზუსტდება
სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის განმარტება, კერძოდ სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ განისაზღვრება შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე მოსწავლეც, რომელიც სასწავლო პროცესში დამატებით
მხარდაჭერას
საჭიროებს,
აქვს
სწავლასთან
ხელმისაწვდომობასთან
დაკავშირებული
სირთულეები
ვერ
ან/და
ან/და
მნიშვნელოვანი,
აკმაყოფილებს
ეროვნული
სასწავლო
გარემოს
გახანგრძლივებული
სასწავლო
გეგმით
გათვალისწინებულ მოთხოვნების მინიმალურ დონეს. ასევე, მულტიდისციპლინური
გუნდი
შეიცვალა
მომსახურების
ფსიქო-საგანმანათლებლო
გამწევი
სპეციალისტების
შეფასებისა
სახით.
და
კონსულტირების
ახლებურად
ჩამოყალიბდა
სოციალური მუშაკის განმარტება, როგორც მანდატურის სამსახურის სოციალური
მუშაკი და დაზუსტდა რესურს სკოლების მიერ განსახორციელებელი მომსახურება.
ფსიქო-სოციალური მომსახურების, მიწოდება ხორციელდება მხოლოდ სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის მიერ.
გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას
_____________________________________________________________________________
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/317; 13.09.2023)
საკანომდებლო ცვლილებით საქართველოს მთავრობის მიერ 2023 წლის 30 აგვისტოს
N340 დადგენილებით მიღებულ „მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების
წესს“ გაუჩნდა საკანონმდებლო საფუძველი.
გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას
_____________________________________________________________________________
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/324; 04.10.2023)
საკანონმდებლო ცვლილებებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს
დაფუძნებული
გაუჩნდა
უფლებამოსილება
კოლეჯისა
(გარდა
დაამტკიცოს
კერძო
სამინისტროს
სექტორთან
მიერ
სამინისტროს
თანამონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით
არსებული კოლეჯის) და სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტი და
შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი.
გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას
_____________________________________________________________________________
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ადრეული და სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№07-2/330; 18.10.2023)
საკანონმდებლო ცვლილებით, უცხოელ მასწავლებლებისთვის სასწავლო საათებთან
დაკავშირებული
შეზღუდვა
მოიხსნა
და
მათ
საშუალება
მიეცათ
სრული
დატვირთვით ჩაერთონ სასწავლო პროცესში. ასევე, ზოგადი განათლების დაწყებით,
საბაზო
და
საშუალო
საფეხურებზე
უცხოურ
ენაზე
განხორციელებული
ზოგადსაგანმანათლებლო
პროგრამები
შეიძლება
ითვალისწინებდეს
ზოგადი
განათლების საფეხურებისთვის კანონით განსაზღვრული სასწავლო წლებისგან
განსხვავებულ წლებს იმ პირობით, რომ სამივე საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო
პროგრამის სასწავლო წლები ჯამურად არ იქნება 12 წელზე მეტი ან ნაკლები.
გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას
_____________________________________________________________________________
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/331; 01.11.2023)
საკანონმდებლო ცვლილებებმა შესაძლებლობა მისცა საქართველოს მთავრობას
დამტკიცებულიყო დადგენილება - „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
ფინანსური
დავალიანების
მქონე
სტატუს
შეჩერებული
სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
წესი“. აღნიშნულის შედეგად ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებს
ჩამოეწერათ თანხები და გაუჩნდათ სტატუსის აღდგენის შესაძლებლობა.
გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას
_____________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის წევრის ხატია დეკანოიძის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№073/370; 25.10.2023)
კანონის პროექტის მიხედვით, ცვლილება ეხებოდა „ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტს და ყალიბდებოდა შემდეგი
რედაქციით: თუ სამეურვეო საბჭომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მიერ წარდგენილი დირექტორობის არც ერთი კანდიდატურა არ აირჩია,
აღნიშნული სამინისტრო სამეურვეო საბჭოს წარუდგენს კონკურსის წესით შერჩეულ
ახალ კანდიდატურას. სამეურვეო საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს
დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომლის უფლებამოსილების ვადა
გრძელდება ახალი დირექტორის არჩევამდე. სამინისტრომ არ შეიძლება სამეურვეო
საბჭოს განმეორებით წარუდგინოს ასარჩევად ან დირექტორად დანიშნოს პირი,
რომელიც მიმდინარე არჩევნებში არ აირჩია სამეურვეო საბჭომ.
გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას
_____________________________________________________________________________
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს
კანონის
პროექტები:
„საქართველოს
მთავრობის
სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი
მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბავშვთა
და
ახალგაზრდული
კავშირების
სახელმწიფოებრივი
მხარდაჭერის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული
არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
საგადასახადო
კოდექსში
ცვლილების
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
შეტანის
შესახებ“,
„სპორტის
თაობაზე“,
შესახებ“
„საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„ბავშვის
უფლებათა
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“,
„შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ
მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„მეცნიერების,
ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„საჯარო
სამართლის
იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი
წიგნის“
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“,
„საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს
კანონში
ცვლილების
საქართველოს
კანონში
შეტანის
თაობაზე“,
ცვლილების
„დასაქმების
შეტანის
ხელშეწყობის
თაობაზე“,
„სისხლისა
შესახებ“
და
მისი
კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადრეული და
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის,
ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მეზღვაურთა
განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„სააღმზრდელო
საქმიანობის
ლიცენზირების
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პატიმრობის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საბიუჯეტო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან
გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროფესიული
თეატრების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს პარლამენტის ეროვნული
ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„ლატარიების,
აზარტული
და
მომგებიანი
თამაშობების
მოწყობის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ტყის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ
გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„სარეგისტრაციო
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„იარაღის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საავტორო და
მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს
მომსახურების
სააგენტოს
მიერ
გაწეული
მომსახურებისათვის
დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
საქართველოს
„სალიცენზიო
კანონში
ცვლილების
და
სანებართვო
შეტანის
მოსაკრებლების
თაობაზე“,
შესახებ“
„ლიცენზიებისა
და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
საქართველოს ორგანული კანონის პროექტის - „საქართველოს ორგანულ კანონში
„საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/336; 15.11.2023)
საკანონმდებლო ცვლილებით განხორციელდა ახალგაზრდობის მიმართულებით
საქართველოს
კულტურის,
სპორტისა
და
ახალგაზრდობის
სამინისტროს
ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადაცემა საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროსთვის.
გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას
_____________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის წევრების გივი მიქანაძის, ირაკლი მეძმარიაშვილის და
გიორგი ჩაკვეტაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
რეგლამენტის პროექტი ,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (07-3/396; 29.11.2023)
ცვლილებით განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს შეუერთდება ახალგაზრდობის
კომპონენტი.
გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას
_____________________________________________________________________________
სავალდებულო კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტები
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 2023 წელს, სავალდებულო წესით,
განიხილა 10 კანონის პროექტი.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს
კანონების
პროექტები:
„თავდაცვის
კოდექსი“
თანმდევ
46
კანონპროექტებთან ერთად (07-2/241; 28.12.2022) .
კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, სამეცნიერო, პედაგოგიურ და სამედიცინო
საქმიანობასთან ერთად, სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან თავსებადი იქნება
საინფორმაციო
ტექნოლოგიების,
სახელმწიფო
ან
სახელმწიფო
წილობრივი
მონაწილეობით შექმნილ საწარმოში, საავიაციო სფეროში, აგრეთვე, საზღვარგარეთ
საერთაშორისო ორგანიზაციის თანამდებობაზე განხორციელებული საქმიანობა, ეს
უკანასკნელი
უნდა
ემსახურებოდეს
საერთაშორისო
პარტნიორობის
ან/და
სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესრულებას.
გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას
_____________________________________________________________________________
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „პენიტენციური კოდექსი“, „არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“,
„დანაშაულის
პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო სპეციალური
წოდებების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„საქართველოს
მთავრობის
სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
საპროცესო
კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის
სამართლის
კოდექსში
საერთაშორისო
ცვლილების
სასამართლოსთან
შეტანის
შესახებ“,
საქართველოს
„სისხლის
სამართლის
თანამშრომლობის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობის
შესახებ“
საქართველოს
კანონში ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„პოლიციის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
შეტანის
თაობაზე“,
„სქესობრივი
თავისუფლებისა
წინააღმდეგ
მიმართულ
და
ცვლილების
ხელშეუხებლობის
დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის,
ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფსიქიკური ჯანმრთელობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო
კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტს
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/229; 07.12.2022)
წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა
შრომითი პირობები გაუმჯობესდა, აღნიშნული, ერთი მხრივ, მიიღწევა იმით, რომ
სამსახურის სპეციალურ და სამოქალაქო დანაყოფებად წარმოდგენის გრადაცია
უქმდება. მეორე მხრივ, საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ აბსოლუტურად
ყველა
თანამშრომელს,
ენიჭება
სპეციალური
წოდება,
შესაბამისად,
გარდა
თანამდებობრივი სარგოსი, ეს ადამიანები მიიღებენ წოდებრივ სარგოსაც, რეალურად
ხდება
მათი
შრომითი
ბრალდებულებისთვის
სარგებლობის
პირობების
გაჩნდა
შესაძლებლობა
გაუმჯობესება.
სპეციალური
და
ისინი
ცვლილებების
მხარდამჭერი
მეტად
თანახმად,
პროგრამებით
ერთვებიან
სხვადასხვა
სარეაბილიტაციო ღონისძიებებში.
გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას
_____________________________________________________________________________
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „გრანტების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (№07-2/215, 21.11.2022)
შემოთავაზებული ცვლილებებით ,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3
მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გრანტის გაცემის უფლებამოსილების
მქონე სუბიექტთა წრეს დაემატა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მინისტრის აპარატი.
გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას
_____________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის წევრების დავით სონღულაშვილის, ირაკლი კირცხალიას,
გოჩა ენუქიძის, ბეჟან წაქაძის, გელა სამხარაულის, ლევან მგალობლიშვილის, რამინა
ბერაძის, ანტონ ობოლაშვილის, ირმა ზავრადაშვილისა და ეკა სეფაშვილის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების
პროექტები: ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07- 3/327;
24.05.2023)
ცვლილებების შედეგად გამოსწორდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და
კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის დასკვნაში მითითებული
„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის ხარვეზები, შესაბამისად გასწორდა
„მაუწყებლობის შესახებ" კანონში არსებული ტექნიკური უზუსტობები და ისეთი
საკითხები, რომლებსაც შესაძლებელია ბუნდოვანება გამოეწვია. კანონპროექტით,
უფრო მკაფიოდ განისაზღვრება მაუწყებლის ვალდებულება, რომ სატელევიზიო
დროის არა ნაწილი, არამედ უმეტესი ნაწილი გამოყოს ევროპული წარმოების
პროდუქციის განსათავსებლად.
გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას
_____________________________________________________________________________
საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საზღვაო
შრომის
კონვენცია“
და
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „მეზღვაურთა შრომის შესახებ“, „საქართველოს
საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მეზღვაურთა განათლებისა და
სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/228; 07.12.2022)
წარმოდგენილი
ცვლილებები
ძირითადად
შეეხო
მეზღვაურთა
სამედიცინო
მოწმობების, ნავსადგურების სახელმწიფო კონტროლისა და ეკიპაჟის უსაფრთხო
დაკომპლექტების
სტანდარტების
შესაბამისობას
კანონთან.
წინამდებარე
კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ საქართველოს დროშით მცურავ გემებზე
დასაქმებამდე ყოველი მეზღვაური ვალდებულია ფლობდეს მოქმედი მეზღვაურის
სამედიცინო მოწმობას.
გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას
_____________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის წევრების: იაგო ხვიჩიას, ვახტანგი მეგრელიშვილის, ჰერმან
საბოსა და ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს: „გენდერული თანასწორობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,დისკრიმინაციის
ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„მეწარმეთა
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ქალთა მიმართ ძალადობის
ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მოხალისეობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საერთაშორისო
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანული კანონების პროექტებს:
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების
შეტანის
შესახებ“,
„საქართველოს
ორგანულ
კანონში
„ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნორმატიული აქტების
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს „საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/343; 29.06.2023)
კანონპროექტის ავტორთა განმარტებით, კანონპროექტების მიზანია საქართველოს
კანონმდებლობიდან ამოღებულ იქნეს ტერმინი გენდერი, ვინაიდან არსებობს
მხოლოდ ორი სქესი, რომლის განსხვავება ბიოლოგიურად არის განსაზღვრული,
ქრომოსომების მეშვეობით. ავტორთა შეფასებით, ტერმინ გენდერის ნებისმიერი
გამოყენება
კანონმდებლობაში
აჩენს
ბუნდოვანებას,
რაც
პირველ
რიგში,
განპირობებულია იმით, რომ არ არსებობს გენდერის მესამე პირის მიერ დადგენადი
განმასხვავებელი მახასიათებლები.
გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას
_____________________________________________________________________________
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/320; 19.09.2023)
2023 წლის განვლილ პერიოდში, რიგი მიმართულებებით, გამოიკვეთა დამატებითი
დაფინანსების საჭიროება, რომელიც მიზანშეწონილი იყო განხორციელებულიყო 2023
წელს.
წარმოდგენილი
ცვლილებებით
საქართველოს
განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტროს დაფინანსება გაიზარდა 47,0 მლნ ლარით და შეადგინა 2 077,8 მლნ ლარს,
კერძოდ 34,8 მლნ ლარით გაიზარდა საჯარო სკოლების მშენებლობა - რეაბილიტაციის
პროგრამის
დაფინანსება,
ტრანსპორტირების
10,5
ხარჯები,
მლნ
ხოლო
ლარით
სხვა
გაიზარდა
მიმართულებებით
მოსწავლეების
ასიგნებების
გადანაწილებასთან ერთად დაფინანსება გაზრდილია 1,7 მლნ ლარით.
გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას
_____________________________________________________________________________
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ
„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად, დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი
მონაცემები და მიმართულებები 2024-2027 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის
მოხსენება - „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
მიმდინარეობის შესახებ“ (№07-2/322; 29.09.2023)
2024 წლის ბიუჯეტით ყველაზე დიდი მოცულობით გაიზარდა სოციალური
მიმართულებები,
870,0
მლნ
ლარზე
მეტით,
განათლების
და
მეცნიერების
მიმართულება 470,0 მლნ ლარზე მეტით, თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და
უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 240 მლნ ლარამდე, ნაერთი
ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიემართა 6,0 მილიარდ ლარზე
მეტი, სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია
560,0 მლნ ლარზე მეტი და გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის
გამოყოფილია 180,0 მლნ ლარამდე.
გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას
_____________________________________________________________________________
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„უმაღლესი
განათლების
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საექიმო საქმიანობის შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
და
„საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
(№07-2/327; 18.10.2023).
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შედეგად,
ექთნებისა და მეანი-ექთნებისთვის დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების,
უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და უწყვეტი პროფესიული განათლების
სისტემები ამოქმედდა.
ცვლილებებით განისაზღვრა ექთნებისა და მეანი-ექთნებისთვის დიპლომისშემდგომი
პროფესიული მზადების, უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და უწყვეტი
პროფესიული განათლების სისტემების ამოქმედება. კანონს დაემატა ახალი „V1 თავი.
ექთნის და მეანი-ექთნის განათლება და საქმიანობა“, რომელიც უპირველეს ყოვლისა
ითვალისწინებს ექთნის და მეანი-ექთნის უფლებების, მოვალეობების, ეთიკური
ღირებულებების და მათი პრაქტიკის შინაარსის და მოცულობის განსაზღვრას.
ასევე, კანონმდებლობით განისაზღვრება
ექთნის და მეანი-ექთნის საბაზისო
განათლების პროგრამები, მათ შორის პროფესიული განათლების კრედიტების
აღიარება მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა და
ბაკალავრთან ასოცირებული ხარისხის მიღების მიზნებისთვის.
გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას
_____________________________________________________________________________
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტები: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის
ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№072/325; 04.10.2023) - განხილვა
ცვლილების შედეგად, რესურსცენტრების უფროსები გახდნენ საჯარო მოხელეები და
მათზე გავრცელდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას
საქართველოს დადგენილების პროექტები
2023 წელს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა განიხილა ერთი დადგენილების
პროექტი რომელზეც მოამზადა შესაბამისი დასკვნა.
საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, რამინა ბერაძის, ანა
ბუჩუკურის, ქეთევან დუმბაძის, ნინო იობაშვილის, ეკა სეფაშვილის, მიხეილ
სარჯველაძის, ანა ნაცვლიშვილის, მაია ბითაძის, თეონა აქუბარდიას, ბაია კვიციანის,
ხათუნა სამნიძის, გიორგი ხელაშვილის, ირაკლი ზარქუას, გიორგი ცაგარეიშვილის,
ლევან
იოსელიანის,
ირაკლი
მეზურნიშვილის,
თამარ
კორძაიას,
ლევან
მგალობლიშვილის, ირმა ზავრადაშვილის, ბექა დავითულიანის, ლევან ქარუმიძის,
მიხეილ
ყაველაშვილის,
ალექსანდრე
დალაქიშვილის,
ანა
წითლიძის,
ხატია
წილოსანის, მაკა ბოჭორიშვილის, რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის,
მარიამ ლაშხისა და ირაკლი ბერაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის“
პროექტი (№07-3/281; 14.12.2022)
კონცეფცია მიმართულია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გზით საქართველოში
თანასწორობის უფლების განმტკიცებისკენ, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნის
კეთილდღეობასა და ეკონომიკური დოვლათის ზრდას. ქალთა ეკონომიკური
გაძლიერების კონცეფცია წარმოადგენს ევროკავშირის მიერ 12 რეკომენდაციის
ფარგლებში გენდერული თანასწორობის კუთხით გაცემული მე-9 რეკომენდაციის
ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელს.
გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ დადგენილებას
კომიტეტში შემოსული საკანონმდებლო წინადადებები
განათლებისა
და
მეცნიერების
წინადადება.
კომიტეტმა
კომიტეტმა
შესაბამისი
განიხილა
დასაბუთების
ორი
საკანონმდებლო
საფუძველზე,
ორივე
საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად სცნო.
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის თანაარსებობის
შესახებ“ (ქართული ასომთავრული ანბანის მხედრულ ანბანთან ერთად გამოყენების
წესისა და პირობების განსაზღვრის საკითხი).
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების არსი მდგომარეობდა შემდეგში:
ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის - ასომთავრული, მხედრული
და ნუსხური დამწერლობის თანაარსებობის უწყვეტი ტრადიციის განმტკიცების
მიზნით, საკანონმდებლო დონეზე განისაზღვროს ქართული ასომთავრული ანბანის
მხედრულ ანბანთან ერთად გამოყენების წესი და პირობები.
გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ წინადადებას
_____________________________________________________________________________
საქართველოს
მეცნიერებათა
ეროვნული
აკადემიის
მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მეცნიერების,
ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით (№1-11690/23;
31.08.2023)
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
მეცნიერებათა
ეროვნული
წინადადება
აკადემიის
ითვალისწინებს
შესახებ“
„საქართველოს
საქართველოს
კანონში
და
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილებების განხორციელებას. ცვლილებები შეეხებოდა აკადემიის საერთო
კრების საქმიანობას, აკადემიის ყოფილი პრეზიდენტის საპატიო პრეზიდენტად
არჩევას, აკადემიის სისტემაში სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დაფუძნებას
საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით, აკადემიის წევრ-კორესპონდენტთა
არჩევას
და
აკადემიის
სტიპენდიანტებს.
გარდა
აღნიშნულისა,
შესაბამისი
ცვლილებები შედის ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“
საქართველოს
კანონში,
რომლიც
გამომდინარებს
,,მეცნიერებათა
ეროვნული
აკადემიის შეახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებებიდან.
გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი
არ დაუჭირა წარმოდგენილ წინადადებას,
ვინაიდან მეცნიერებათა აკადემია არ წარმოადგენს საკანონმდებლო ინიციატივის
უფლების
მქონე
სუბიექტს,
თუმცა
კომიტეტმა
აკადემიასთან
გაგრძელდა
თანამშრომლობა
საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების რატიფიცირება
2023 წელს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა, განიხილა რატიფიცირებისთვის
წარმოდგენილი
სამი
საერთაშორისო
ხელშეკრულება/შეთანხმება,
რომელზეც
მოამზადა შესაბამისი დასკვნა.
საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საზღვაო
შრომის
კონვენცია“
და
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „მეზღვაურთა შრომის შესახებ“, „საქართველოს
საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მეზღვაურთა განათლებისა და
სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/228; 07.12.2022)
წარმოდგენილი
ცვლილებები
ძირითადად
შეეხო
მეზღვაურთა
სამედიცინო
მოწმობების, ნავსადგურების სახელმწიფო კონტროლისა და ეკიპაჟის უსაფრთხო
დაკომპლექტების
სტანდარტების
შესაბამისობას
კანონთან.
კანონში
შესული
ცვლილებების თანახმად, საქართველოს დროშით მცურავ გემებზე დასაქმებამდე,
ყოველი მეზღვაური ვალდებულია ფლობდეს მოქმედი მეზღვაურის სამედიცინო
მოწმობას.
გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ პროექტს
_____________________________________________________________________________
საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საფრანგეთის
განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის
საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმება“ (№07-2/231; 13.12.2022)
საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის გაფორმდა სასესხო
შეთანხმება - „საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამა“.
აღნიშნული ითვალისწინებს რეფორმების განხორციელებას შემდეგ სექტორებში:
განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა. შეთანხმების ფარგლებში IBRD-მა
საქართველოს გამოუყო 385 500 000 ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი სესხის
სახით.
გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ პროექტს
_____________________________________________________________________________
საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ,,საქართველოსა
და
გერმანიის
ფედერაციული
რესპუბლიკის
მთავრობას
შორის
ტექნიკური
თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება (07-2/318;
14.09.2023)
შეთანხმების მიხედვით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიერ
შემოთავაზებული
დახმარებას
იყო
კონკრეტული
გამოყოფა,
ეკონომიკისა
პროექტების
და
ხელშესაწყობად
მდგრადი
ფინანსურ
განვითარების
სამი
კომპონენტისთვის, ესენია: „მდგრადი და დაკავშირებული მობილობა საქართველოში“
– 3 500 000 ევროს ოდენობის თანხით, „ხარისხის ინფრასტრუქტურა ფასეულობის
შექმნის, პროდუქტიულობისა და ინოვაციებისთვის კერძო სექტორში“ – 1 500 000
ევროს ოდენობის თანხით და „კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაძლიერება
ხარისხის ინფრასტრუქტურის მეშვეობით“ – 500 000 ევროს ოდენობის თანხით.
გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ პროექტს
საზედამხედველო მიმართულება
მოკვლევები
თემატური
მოკვლევა
გათვალისწინებული
არის
საქართველოს
ინსტრუმენტი,
პარლამენტის
რომელიც
რეგლამენტით
საკანონმდებლო
ორგანოს
საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებაში ეხმარება. თემატურ მოკვლევას
კომიტეტი იყენებს აქტუალური საკითხის შესწავლისა და მტკიცებულებებზე
დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
2023 წელს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა
განახორციელა 7 თემატური მოკვლევა.
ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე
აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით
განათლებისა და მეცნიერების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და
აგრარულ
საკითხთა
კომიტეტებმა
საანგარიშო
პერიოდის
განმავლობაში
განახორციელეს თემატური მოკვლევა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი
მიმართულებებით,
ბაზრის
მოთხოვნაზე
ხელმისაწვდომობის შესწავლისთვის.
მორგებული
განათლების
მოკვლევის
მიზნად
დეფიციტური
განისაზღვრა
პროფესიების
აგრარულ
და
გარემოსდაცვით
იდენტიფიცირება
და
აღნიშნული
სფეროში
დეფიციტის
გამომწვევი მიზეზები შესწავლა. ხოლო მოკვლევის ამოცანებს წარმოადგენდა შემდეგი
საკითხები:
•
აგრარულ
და
გარემოსდაცვით
სფეროში
დეფიციტური
პროფესიების
იდენტიფიცირება;
•
აღნიშნულ სფეროებში სამუშაო ძალის მომზადების ხარისხისა და შრომის
ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
•
აღნიშნული
პროფესიების
პროვაიდერი
შესაბამისი
საგანმანათლებლო
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
პროგრამების
გამოწვევების
გაანალიზება;
•
რეკომენდაციების
შემუშავება
აგრარული
და
გარემოსდაცვითი
მიმართულებით სამუშაო ძალაზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის
აღმოფხვრის მიზნით.
თემატური მოკვლევის ფარგლებში შემოვიდა 32 დასაბუთებული მოსაზრება,
რომელთა
უმეტესობა
საგანმანათლებლო
წარმოადგინეს
დაწესებულებებმა.
პროფესიულმა
მოკვლევის
და
უმაღლესმა
განხორციელების
ეტაპზე,
მოსაზრებების ავტორებთან ჩატარდა 3 ზეპირი მოსმენა.
არსებული მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა გამოწვევები, რომლის საპასუხოდ,
აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებების მისამართით შემუშავდა 16
რეკომენდაცია.
საქართველოს
რეგიონებში
მდებარე
საჯარო
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების წინაშე არსებული გამოწვევების განსაზღვრა და მხარდამჭერი
მექანიზმების შემუშავება
მოკვლევის მიზანი იყო საქართველოს რეგიონებში არსებული საჯარო უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
ინფრასტრუქტურული,
ისე
მდგომარეობის
მატერიალურ-ტექნიკური
შესწავლა,
როგორც
თვალსაზრისით,
ასევე
დაფინანსებისა
და
საგანმანათლებლო
პროგრამების
შესაბამისობის
დადგენა
რეგიონში არსებულ საჭიროებებთან. შესაბამისად, მოკვლევის შედეგად საქართველოს
მთავრობისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და წარდგენა.
მოკვლევის ფარგლებში მოსაზრებები და წინადადებები წარმოადგინა რეგიონში
მდებარე ექვსმა საჯარო უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ. კერძოდ:
• შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა;
• ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა;
• იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა;
• სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა;
• გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა;
• აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.
პროფესიულ
განათლებაში
შრომის
ბაზართან
თავსებადი
პრიორიტეტების
იდენტიფიცირება და დაფინანსების მოდელის ანალიზი
კომიტეტმა პროფესიულ განათლებაში შრომის ბაზართან თავსებადი პრიორიტეტების
იდენტიფიცირებისა და დაფინანსების მოდელის ანალიზის მიზნით, საანგარიშო
პერიოდში, დაიწყო თემატური მოკვლევა.
მოკვლევის მიზნებად განისაზღვრა:
•
პროფესიული
განათლების
დაფინანსების
მოდელთან
დაკავშირებით
არსებული გამოწვევების გამოკვეთა და მათი ანალიზი;
•
პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამების განსაზღვრის მნიშვნელობა
და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენა;
•
ინკლუზიური
პროფესიული
განათლების
მიმართულებით
არსებული
გამოწვევების გამოკვეთა და მათი ანალიზი;
•
პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობასთან დაკავშირებული
გამოწვევების დადგენა და ანალიზი;
•
პროფესიული
განათლების
პოპულარიზაციის
კუთხით
არსებული
მექანიზმების გაანალიზება.
მოკვლევის ფარგლებში შემოვიდა 7 მოსაზრება, რომელიც აერთიანებდა 35 კერძო
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პოზიციას. ასევე, მოკვლევის
პროცესში
ჩართული
იყვნენ
საჯარო
პროფესიული
საგანმანათლებლო
დაწესებულებების, დამსაქმებლების, ბიზნეს სექტორის, პროფესიული განათლების
მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებები.
მოკვლევის განხორციელების ეტაპზე ჩატარდა 2 ზეპირი მოსმენა და საუკეთესო
საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის მიზნით, მოკვლევის ჯგუფის წევრების მიერ
განხორციელდა ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.
ადრეული
და
სკოლამდელი
აღზრდისა
და
განათლების
დაწესებულებების
ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ადამიანური რესურსების გავლენა ხარისხიანი
განათლების მიწოდებაზე;
კომიტეტმა თემატური მოკვლევა დაიწყო ხარისხიან სკოლამდელ განათლებაზე
ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსების გავლენის შეფასების მიზნით.
თემატური მოკვლევის ანგარიშში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ადრეულ და
სკოლამდელ
განათლებასთან
დაკავშირებულ
საერთაშორისო
გამოცდილების
ანალიზს.
თემატური მოკვლევის მიზნად განისაზღვრა შემდეგი მიმართულებები:
•
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების
ინფრასტრუქტურული მდგომარეობისა და ადამიანური რესურსის გავლენის
შესწავლა ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე;
•
საგანმანათლებლო პერსონალის განვითარების მექანიზმების ეფექტიანობისა
და არსებული მეთოდოლოგიური/საგანმანათლებლო რესურსის შეფასება;
•
ადრეული
და
სკოლამდელი
ინკლუზიური
განათლების
გამოწვევების
შესწავლა და განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
•
დაწესებულებების
ავტორიზაციის
პროცესის
გაუმჯობესების
მიზნით
მიმდინარე გამოწვევების იდენტიფიცირება და დამხმარე მექანიზმების
შეფასება.
მოკვლევის ჯგუფმა სულ 73 სუბიექტისგან მიიღო ინფორმაცია, მათ შორის იყო 2
სამინისტროს და 65 ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოსაგან.
დასაბუთებული
მოსაზრებები
კომიტეტს
მიაწოდეს
საქართველოს
სახალხო
დამცველის აპარატმა, მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღების გაერთიანებებმა და
დარგობრივი
მიმართულებით
მომუშავე
ადგილობრივმა
და
საერთაშორისო
ორგანიზაციებმა.
თემატური მოკვლევის ფარგლებში ჩატარდა 2 გასვლითი სამუშაო შეხვედრა,
აღნიშნულის ფარგლებში ბაღების წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ ესაუბრათ
მუნიციპალურ დონეზე ინფრასტრუქტურის
და ადამიანური რესურსების მხრივ
არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე.
ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები,
საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის მიზნით, იმყოფებოდნენ ფინეთში, სადაც მათ
მიეცათ შესაძლებლობა ადგილზე გაცნობოდნენ ფინეთის სკოლამდელი განათლების
სისტემას.
მოკვლევის ფარგლებში გაიცა 18 რეკომენდაცია, რომელთა ადრესატები არიან
აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებები.
მოკვლევა მომზადდა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით.
მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე მათი სოციალური და ემოციური მდგომარეობის
გავლენის შეფასება და არსებული მხარდამჭერი მექანიზმების ეფექტიანობა
კომიტეტმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად სწორედ მოსწავლეთა სოციალურ და
ემოციურ მდგომარეობაზე მოქმედი ფაქტორების და მათი გავლენის გზების შესწავლა
განსაზღვრა.
შესაბამისად,
გადაწყდა
თემატური
მოკვლევის
ინსტრუმენტის
გამოყენება.
მოკვლევის მიზნებად განისაზღვრა:
•
მოსწავლეთა სოციალური და ემოციური მხარდაჭერის შესახებ არსებული
მდგომარეობის შესწავლა;
•
სოციალური და ემოციური კომპეტენციების როლის დადგენა მოსწავლეთა
აკადემიურ მიღწევებთან მიმართებაში;
•
სოციალური და ემოციური კომპეტენციების მნიშვნელობისა და მათი
განვითარების შესახებ დისკუსიის წამოჭრა, ყველა დაინტერესებული პირის
მონაწილეობით და ერთიანი ხედვის განსაზღვრა;
•
სოციალური და ემოციური კომპეტენციების მნიშვნელობის შესახებ სასკოლო
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით საჭირო მექანიზმების
შემუშავება;
•
სოციალური
და
საგანმანათლებლო
ემოციური
სწავლების
რესურსებისა
და
ხელშეწყობა,
მასწავლებელთა
ამ
მიზნით
პროფესიული
პროგრამების განვითარება;
•
სასკოლო გარემოსა და ინფრასტრუქტურის მნიშვნელობის განსაზღვრა
მოსწავლეთა სოციალურ და ემოციურ უსაფრთხოებაზე.
მოკვლევის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
•
კომიტეტმა დაინტერესებული პირებისგან, მტკიცებულებებზე დაფუძნებული
წერილობითი
ინფორმაცია
მიიღო,
მოსწავლეთა
სოციალურ-ემოციური
კომპეტენციებისა და მხარდამჭერი მექანიზმების შესახებ;
•
ზეპირი მოსმენები წარიმართა, დასაბუთებული მოსაზრებების ავტორთა
მონაწილეობით;
•
მოხდა მოსწავლეთა სოციალური და ემოციური მხარდაჭერის მიზნით,
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში
არსებული
შესწავლა და მათი საჭიროებების იდენტიფიცირება;
მდგომარეობის
•
გამოწვევების დაძლევის მიზნით შემუშავდა მხარდამჭერი მექანიზმები;
•
შემუშავდა რეკომენდაციები მათი შესრულების ვადებისა და პასუხისმგებელი
უწყებების მითითებით.
ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ მოკვლევაზე მომუშავე პირების, საუკეთესო
პრაქტიკის შესწავლის მიზნით, იმყოფებოდნენ დანიასა და შვედეთში.
მოკვლევის ფარგლებში შემუშავდა რეკომენდაციები, რომელთა ადრესატები არიან
აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებები.
მოკვლევა მომზადდა USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.
საგანმანათლებლო დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური და სკოლის ექიმების
ნორმების დაცვის პრაქტიკა და არსებული გამოწვევები
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური და სკოლის
ექიმების ნორმების დაცვის საკითხი სახელმწიფოს ერთ-ერთ
პრიორიტეტს
წარმოადგენს. საკითხმა განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა COVID 19-ით
გამოწვეული
პანდემიის
დროს.
აქედან
გამომდინარე,
კომიტეტმა
მიიღო
გადაწყვეტილება დაეწყო თემატური მოკვლევა, რომლის მიზნადაც განისაზღვრა:
•
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამედიცინო
პუნქტების/კაბინეტებისა და პერსონალის მუშაობის ეფექტიანობის შესწავლა;
•
სკოლების თანაბარი ხელმისაწვდომობის შეფასება სუფთა წყალზე;
•
სკოლაში სანიტარულ - ჰიგიენური ნორმების დაცვის პრაქტიკა;
•
სუფთა წყალსა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის პროცესში
სკოლის ექიმის როლის გამოკვეთა;
•
ჯანმრთელობის, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისა და სუფთა
წყალზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, სასკოლო საზოგადოების
წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით საჭირო
ინტერვენციების განსაზღვრა;
•
სკოლების მიერ სანიტარიულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვასთან, ექიმის
ფუნქციონირებასთან და სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობასთან
დაკავშირებული მხარდამჭერი მექანიზმების შეფასება.
მოკვლევის ფარგლებში, მოკვლევის ჯგუფმა მიიღო 95 წერილობითი მოსაზრება,
მოსაზრებების ავტორებს შორის იყვნენ საჯარო სკოლების, რესურსცენტრის და
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ამასთანავე, გაიმართა 2 ზეპირი
მოსმენა და 8 სამუშაო შეხვედრა, მათ შორის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
მოკვლევის
შედეგად
გამოიკვეთა
ძირითადი
მიგნებები
და
შემუშავდა
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა უწყების მისამართით რეკომენდაციები.
ამასთანავე, კომიტეტმა 2023 წელს დაიწყო კიდევ ერთი თემატური მოკვლევა,
სასკოლო საზოგადოების ჩართულობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
მართვის პროცესში, რომლის დასრულებაც 2024 წელს იგეგმება.
მიღებული ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებული
ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხვედველობა
საანგარიშო პერიოდში, კომიტეტმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროდან ინფორმაცია გამოითხოვა შვიდი ნორმატიული აქტის გარდამავალი
დებულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე.
აღნიშნული ნორმატიული აქტებია:
1. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1500-VIIIმს-Xმპ, 13.04.2022;
2. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1548-VIIIმს-Xმპ, 10.05.2022;
3. საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1429-VIIIმს-Xმპ,
16.03.2022;
4. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1430-VIIIმს-Xმპ, 16.03.2022;
5. საქართველოს კანონი ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე N1465-VIIIმს-Xმპ, 30.03.2022;
6. საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
N1377-VIIIმს-Xმპ, 15.02.2022;
7. საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე № 1979-IXმს-Xმპ; 02.11.2022.
კომიტეტის წინაშე წარდგენილი ანგარიშები
2023 წლის განმავლობაში, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მოისმინა
პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ წარმოდგენილი 27
ანგარიში, რომელთაგან ექვსი მოიცავდა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან
დაკავშირებულ საკითხებს, ხოლო 21 დარგობრივი უწყებების საქმიანობის მოსმენას.
კომიტეტის წევრებმა მოისმინეს შემდეგი ანგარიშები:
დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2022 წლის ანგარიში
თარიღი: 28 აპრილი
მომხსენებელი: თამარ ბარკალაია - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ანგარიში ეხებოდა 2020 წლის 14 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული
საქართველოს
კანონის,
„დასაქმების
ხელშეწყობის
შესახებ“,
აღსრულებას.
დოკუმენტში მიმოხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველოს
მოქალაქეების დასაქმების ხელის შეწყობა, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის
განხორციელება, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარება,
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების თანაბარი ხელმისაწვდომობა.
პროფესიული უნარების სააგენტოს საქმიანობის ანგარიშის მოსმენა
თარიღი: 10 მაისი
მომხსენებელი: თამარ ქიტიაშვილი - ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს
გენერალური დირექტორი
ანგარიში შეეხებოდა პროფესიული უნარების სააგენტოს საქმიანობას, კერძოდ
მომხსენებლის მიერ წარმოდგენილი საკითხები ეხებოდა სააგენტოს მისიასა და
ხედვას, მის მიერ განხორციელებულ აქტივობებს 2022 წლის განმავლობაში,
პროფესიული
განათლების
პოლიტიკის
განვითარებას,
კერძო
სექტორის
წარმომადგენელთა და დარგობრივი უნარების ორგანიზაციის კონსოლიდაციას, ასევე
მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სააგენტომ საქმიანობა 2022 წლიდან დაიწყო,
პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების დაფინანსებას, რომლის
ფარგლებში, ინტენსიური კამპანია წარიმართა კერძო სექტორის დაინტერესებისთვის.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მოსმენა, 2023 წლის ერთიან ეროვნულ
გამოცდებთან დაკავშირებით
თარიღი: 25 მაისი
მომხსენებელი: სოფიო გორგოძე - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული
ცენტრის დირექტორი
ცენტრის საქმიანობის ანგარიში ეხებოდა ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად
მიმართულებებს, კერძოდ: ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების საკითხს,
სტუდენტთა
საგრანტო
კონკურსს,
ეროვნული
სასწავლო
ოლიმპიადებს,
მასწავლებლის ტესტირებას, საერთაშორისო გამოცდებსა და (კემბრიჯის, TOEFL-ის,
ACCA-ს კომპიუტერული და საკვალიფიკაციო გამოცდები) კვლევებს (PIRLS; TIMSS;
PISA), პროფესიულ ტესტირებას, საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა
გამოცდას, პროექტს „შეფასება განვითარებისათვის“ (მე-4 და მე-6 კლასელთა
დიაგნოსტიკური
შეფასება),
სახელმწიფო
და
კერძო
ორგანიზაციებთან
თანამშრომლობის საკითხებს.
საკომიტეტო მოსმენა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე
თარიღი: 5 ივნისი
მომხსენებელი: თამარ მახარაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე
საკომიტეტო მოსმენა ეხებოდა ავტორიზაციის პროცესის მიმდინარეობას, კერძოდ:
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პირველად
რეგისტაციას, ავტორიზაციის დროებითი წესის დამტკიცებას, თვითშეფასების
განხორციელებას, დიაგნოსტიკურ ანალიზს, ავტორიზაციის განრიგის დამტკიცებას
და 2025-2029 წლებში დაწესებულებების მიერ ავტორიზაციის გავლას.
საკომიტეტო მოსმენა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში "ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს ჩართულობასთან დაკავშირებით
თარიღი: 6 ივნისი
მომხსენებელი: ნინო ინასარიძე - ეროვნული ოფისის „ჰორიზონტი ევროპას“
ხელმძღვანელი
საკომიტეტო მოსმენა ეხებოდა „ჰორიზონტი ევროპასთან“ ასოცირების შეთანხმებას,
საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობას საგრანტო პროექტებში, მათი
ჩართულობის
მკვლევართა
გაზრდას.
ასევე,
მონაწილეობის
ევროპულ
კონსორციუმებში
საქართველოს
გზით
საქართველოში
მეცნიერების
ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობასა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის
მხარდაჭერას.
როგორც ანგარიშის წარდგენისას აღინიშნა, 2022 წელს საგრანტო ოფისმა 93
საინფორმაციო შეხვედრა და 252 ინდივიდუალური კონსულტაცია ჩაატარა. 2023
წლის პირველ კვარტალში კი 47 საინფორმაციო შეხვედრა და 101 ინდივიდუალური
კონსულტაცია ჩატარდა.
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის დანერგვის
პროცესთან დაკავშირებით მოსმენა
თარიღი: 23 ივნისი
მომხსენებელი: თამარ მახარაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე
საკომიტეტო მოსმენა ეხებოდა აკრედიტაციის სტანდარტებს და პროცედურებს, ასევე
საზღვარგარეთ
მოქმედი
საგანმანათლებლო
პროგრამების
საერთაშორისო
აკრედიტაციის პროცედურებსა და მიდგომებს.
მოსმენა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესთან
დაკავშირებით
თარიღი: 26 ივნისი
მომხსენებელი: თამარ მახარაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე
საკომიტეტო მოსმენა ეხებოდა ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის
რეფორმას, 2022 წელს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და
გარდამავალ
პერიოდს,
განხორციელდება
იმ
რომლის
თანახმად
რეგულაციებით,
ადმინისტრაციული
რომელიც
ძალაში
იქნება
წარმოებები
განაცხადის
წარმოდგენის მომენტისათვის.
ანგარიშში მოცემული ინფორმაციის თანახმად, შემუშავდა ავტორიზაციის ოთხი
ახალი სტანდარტი, ესენია: სკოლის ფილოსოფია, სასკოლო კურიკულუმი, სასწავლო
პროცესის
ადმინისტრაციული
და
ინფრასტრუქტურული
მხარდაჭერა
და
მოსწავლეთა მხარდაჭერა. ასევე საუბარი შეეხო დიაგნოსტიკური შეფასებისა და
ზოგადად, ავტორიზაციის მიმდინარეობის საკითხს.
სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ანგარიშის მოსმენა
თარიღი: 1 სექტემბერი
მომხსენებელი:
გიორგი
ალიბეგაშვილი
-
სახელმწიფო
ენის
დეპარტამენტის
თავმჯდომარე
ანგარიშის
წარმოდგენისას,
დეპარტამენტის
გაწეული
მომხსენებელმა
საქმიანობის
კომიტეტის
ანგარიში
და
წევრებს
გააცნო
ინფორმაცია
მიაწოდა
სახელმწიფო ენის სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმაზე, ასევე
საერთაშორისო თანამშრომლობაზე.
ანგარიში ასევე ეხებოდა სახელმწიფო ენის სტრატეგიას, 2030 წლისთვის ქართული
ენის
სრულფასოვანი
ფუნქციონირებისთვის,
ქართული
ენის
დაცვასა
და
განვითარების საკითხებს საკანონმდებლო და საერთაშორისო ვალდებულებების
გათვალისწინებით.
ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ანგარიშის მოსმენა
თარიღი: 2 სექტემბერი
მომხსენებელი:
ქეთევან
ჯაყელი
-
ზურაბ
ჟვანიას
სახელობის
სახელმწიფო
ადმინისტრირების სკოლის დირექტორი
ანგარიში
ეხებოდა
სკოლამდელი
განათლების
ხელმისაწვდომობის
მიზნით
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების
ფარგლებში ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან
ცვლილებებს, როგორიცაა თანამედროვე სასკოლო მზაობის პროგრამის 2024-2025
დანერგვა,
სასკოლო
გაერთიანებული
მზაობისა
კონცეფციის
ინფრასტრუქტურის
და
დაწყებითი
დანერგვა,
გამოყენებით
განათლების
საფეხურის
მცირეკონტინგენტიანი
სკოლების
სკოლამდელი
განათლების
ცენტრების
მხარდაჭერა, 14 სკოლამდელ დაწესებულებაში ბილინგვური განათლების მოდელის
დანერგვა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის
ანგარიშის მოსმენა
თარიღი: 18 სექტემბერი
მომხსენებელი: ბერიკა შუკაკიძე - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის დირექტორი
ანგარიშის
წარდგენისას
მომხსენებელმა
ცენტრის
სამომავლო
გეგმებსა
და
პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება. ანგარიში მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
განათლების რეფორმის მხარდაჭერა, განათლების ხელმისაწვდომობა, სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების პროგრამა, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და
მასწავლებლის პროფესიის რეგულირება.
მომხსენებელმა
განსაკუთრებული
ლაბორატორიების
გამოყენების
ყურადღება
მეთოდური
გაამახვილა
მხარდაჭერაზე,
სკოლებში
STEM
მასწავლებლების
ტრენინგებსა და მათი პროფესიის პოპულარიზაციაზე, არაქართულენოვანი სკოლების
მხარდაჭერაზე, ქართული დიასპორისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის
სწავლების მხარდაჭერასა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების სპეციალისტების
მომზადებაზე.
განათლების საერთაშორისო ცენტრის მოსმენა
თარიღი: 28 სექტემბერი
მომხსენებელი: ნუნუ მიცკევიჩი - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის
აღმასრულებელი დირექტორი
ანგარიში შეეხო ცენტრის 14 სასტიპენდიო პროგრამას, რომელიც სამი ძირითადი
სქემით ერთიანდება, ესენია: სახელმწიფო, ბილატერალური და საპარტნიორო
სასტიპენდიო პროგრამები. მომხსენებლის განცხადებით, 2014-2022 წლებში ცენტრმა
საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის 1250-ზე მეტი
სასწავლო სტიპენდია გასცა. ასევე, მისივე ინფორმაციით დაფინანსდა 151 მოქალაქე
და ეს რიცხვი წლის ბოლომდე კიდევ გაიზრდება. მოწოდებული ინფორმაციის
თანახმად, ცენტრი ახორციელებს 14 სასტიპენდიო პროგრამას, მათ შორის,
საერთაშორისო სამაგისტრო, სადოქტორო და სახელოვნებო აკადემიურ პროგრამებს.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსმენა
თარიღი: 28 სექტემბერი
მომხსენებელი: დიმიტრი ბერიძე - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემების დირექტორი
მომხსენებლის
განმარტებით,
განათლების
მართვის
საინფორმაციოა
სისტემა
დაფუძნდა 2012 წელს, მისი ძირითადი მიზანი განათლების სამ საფეხურზე,
ინფორმაციული
ტექნოლოგიების
გამოყენებით
ინფორმაციების
შეგროვებაა.
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქმიანობის მიმართულებებია მართვის
ელექტრონული
სისტემების
განვითარება
და
სერვისების
ხელმისაწვდომობა,
განათლების პროცესების ინფორმაციული უზრუნველყოფა და ICT-სა და შესაბამისი
ინფრასტრუქტურის განვითარება.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის საქმიანობის ანგარიშის
მოსმენა
თარიღი: 2 ოქტომბერი
მომხსენებელი: სოფიო აბულაშვილი - სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახურის უფროსი
ანგარიში ეხებოდა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს,
რომელიც 2010 წლიდან ფუნქციონირებს და მთავარ მიზანს უსაფრთხო სკოლა და
ჰარმონიული,
ზრუნვაზე
ორიენტირებული
მისაღწევად,
საგანმანათლებლო
გარემო
დაწესებულების
წარმოადგენს.
მანდატურის
მიზნის
სამსახური
წარმოდგენილია შემდეგი 2 კომპონენტით: საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატური და ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი (ფსიქოლოგი, სოციალური
მუშაკი, ფსიქიატრი).
მომხსენებლის
ინფორმაციით,
1801
მანდატური
უსაფრთხოებისა
და
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, საქართველოს მასშტაბით, 719 სკოლაში
ახორციელებს. ასევე, ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად
გაძლიერდა სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების კომპონენტი.
მისივე თქმით, ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრები მთელი საქართველოს
მასშტაბით 10 ლოკაციაზეა განთავსებული: თბილისში, თელავში, რუსთავში, გორში,
ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდსა და ახალციხეში. 2024 წლისთვის კი ცენტრი
გაიხსნება გურიის რეგიონშიც. ცენტრის საქმიანობაში ჩართულები არიან სოციალური
მუშაკები, ფსიქოლოგები და ფსიქიატრები.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს
საქმიანობის ანგარიშის მოსმენა
თარიღი: 2 ოქტომბერი
მომხსენებელი: ლევან სუხიტაშვილი - სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი
ანგარიში
ეხებოდა
საგანმანათლებლო
და
სამეცნიერო
ინფრასტრუქტურის
განვითარების სააგენტოს საქმიანობას, რომელსაც აქვს ორი ძირითადი მიმართულება,
აღნიშნული
მოიცავს:
სკოლებისა
და
პროფესიული
საგანმანათლებლო
დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციას, ასევე მათი შესაბამისი რესურსებით
აღჭურვას.
მომხსენებლის ინფორმაციით, დაწყებულია 1 მილიარდი ლარის
ღირებულების
მასშტაბური
პროექტი,
რომელიც
800
სკოლის
მშენებლობა-
რეაბილიტაციას გულისხმობს. პროექტის პირველ ეტაპზე მიმდინარეობს 80 ახალი
სკოლის მშენებლობა და 200 სკოლის რეაბილიტაცია.
მომხსენებლის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სრული რეაბილიტაცია
ჩაუტარდა 40 საჯარო სკოლას. მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება 3 საჯარო
სკოლის მშენებლობა და 5 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია.
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის
საქმიანობის ანგარიშის მოსმენა
თარიღი: 16 ოქტომბერი
მომხსენებელი: ზაალ აბაშიძე - კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი
საკომიტეტო მოსმენა ეხებოდა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საქმიანობას, რომელიც 1958 წლის 30 ივნისს
საქართველოს მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების ბაზაზე შეიქმნა. ცენტრს ორი
უმთავრესი მიმართულება აქვს ხელნაწერების დაცვა-აღრიცხვა და მათი მეცნიერული
კვლევა.
საზოგადოებრივი
მაუწყებლის
სამეურვეო
საბჭოს
მიერ
წარმოდგენილი
საზოგადოებრივი მაუწყებლის 2022 წლის ანგარიში (№1-5987/23; 28.04.2023)
თარიღი: 27 ოქტომბერი
მომხსენებელი: ვასილ მაღლაფერიძე - სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო
საბჭოს თავმჯდომარე
წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო
საბჭოს მიერ დამტკიცებულმა 2022 წლის მთლიანმა ბიუჯეტმა შეადგინა 80,779,328
ლარი. „საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ 2022 წლის განმავლობაში ჯამურად
მიღებულმა საკასო შემოსავალმა შეადგინა 124,283,754 ლარი. აქედან, 69,853,000 ლარი
შეადგინა
სახელმწიფო
ასიგნებები,
49,931,700
ლარი
შეადგინა
შენობის
რეალიზაციიდან მიღებულმა თანხამ, ხოლო - 4,499,054 ლარი კომერციული
საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა. 2022 წლის განმავლობაში მაუწყებლის მიერ
გაწეულმა ჯამურმა საკასო ხარჯმა შეადგინა 76,392,513 ლარი. 2022 წლის დასაწყისში
მაუწყებლის ანგარიშზე აკუმულირებული ფულადი ნაშთი შეადგენდა 6,718,668 ლარს,
წლის დასასრულს დარჩენილმა საკასო ნაშთმა შეადგინა 54,609,908 ლარი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სკოლამდელი და ზოგადი
განათლების მიმართულებით, განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის მოსმენა
თარიღი: 30 ოქტომბერი
მომხსენებელი: თამარ მახარაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე
ანგარიშის მიხედვით, 1704 საჯარო, 323 კერძო ბაღი და 27 სასკოლო მზაობის ცენტრი
ფუნქციონირებს. სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში დასაქმებულია 20 291
პირი საგანმანათლებლო მიმართულებით, მათ შორის 9 262 აღმზრდელი და 7 520
აღმზრდელის თანაშემწე. საბაკალავრო პროგრამებს ახორციელებს 7 უნივერსიტეტი,
რომლებიც ამზადებენ აღმზრდელ-პედაგოგებს. მომხსენებლის ინფორმაციით, ასევე,
დაწყებულია ავტორიზაციის პროცესი, რომელიც განხორციელდება 2025 წლიდან.
2027 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება
ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება, ხოლო მიმდინარე წელს დაახლოებით
400 სკოლაში უკვე დაწყებულია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის
მოსმენა, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით
თარიღი: 7 ნოემბერი
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე
ანგარიშის მიხედვით პროფესიული განათლების მიმართულებით 2023 წელს
სახელმწიფო ბიუჯეტის ჯამურმა ოდენობამ 124 მლნ ლარი შეადგინა. მიმდინარეობს
პროფესიულ
საგანმანათლებლო
დაწესებულებათა
ქსელის
გაფართოება
და
ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, რის ფარგლებშიც 2022 წელს დასრულდა
ხაშურის, წყალტუბოსა და ლანჩხუთის ლოკაციების მშენებლობა. 2023 წელს
დასრულდა ახალქალაქის სასწავლო ბაზის სრული რეაბილიტაცია, ხოლო მიმდინარე
პროექტებია
ბორჯომში,
ბოლნისში
და
ბათუმში
(„ბლექსი“ ახალი
შენობა).
მომხსენებლის განცხადებით, ასევე 2027 წლისთვის ყველა მუნიციპალიტეტში
ხელმისაწვდომი იქნება მინიმუმ ერთი დაწესებულება, რომელიც განახორციელებს
პროფესიულ პროგრამებს, მათ შორის გამოყენებული იქნება საჯარო სკოლების
რესურსი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის
მოსმენა,
ინფრასტრუქტურულ,
საგამოცდო
და
სასკოლო
უსაფრთხოებასთან
დაკავშირებულ საკითხებზე
თარიღი: 8 ნოემბერი
მომხსენებელი: გელა გელაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე
ანგარიში მოიცავდა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საქმიანობას
2023 წელს, რომელიც გამორჩეული და უპრეცედენტო იყო რეგისტრირებულ
აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობის თვალსაზრისით, სადაც 45 000-ზე მეტი
გამოსაცდელი დარეგისტრირდა. ჯამში, გამოცდებზე დარეგისტრირებული იყო 75
000-ზე
მეტი
მაგისტრანტებს
აპლიკანტი,
და
რომელიც
მასწავლებლებს.
მოიცავდა,
ახალი
როგორც
საგამოცდო
აბიტურიენტებს,
ცენტრი
გაიხსნა
ამბროლაურში, ხოლო მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრში
მიმდინარეობდა საგამოცდო პროცესი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საქმიანობის ანგარიშის და
სამომავლო გეგმების მოსმენა
თარიღი: 27 ნოემბერი
მომხსენებელი: ზურაბ ზუბადალაშვილი - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს აკადემიის რექტორი
ვახტანგ გაბრიჭიძე - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის
პრორექტორი
ანგარიშის მიხედვით აკადემია საჯარო სამართლის იურიდიული პირია და
წარმოადგენს
სპეციალური
პროფესიული
საგანმანათლებლო
დაწესებულებას,
რომლის მთავარი მისიაა პროფესიონალი კადრებისა და თანამედროვე სტანდარტებზე
მორგებული სასწავლო პროგრამების მეშვეობით, საზოგადოებაზე ორიენტირებული
მაღალკვალიფიციური
საპოლიციო
კადრების
მომზადება.
მომხსენებლის
განმარტებით, ის ერთადერთი საგანმანათლებლო უწყებაა ქვეყნის მასშტაბით,
რომელიც პასუხისმგებელია პოლიციელთა პროფესიულ მომზადებაზე. ერთ-ერთი
ძირითადი
მიმართულება
სასწავლოა,
სადაც
გაერთიანებულია
პროფესიული
მომზადების სამმართველო და ფსიქოლოგთა განყოფილება.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის
ანგარიშის მოსმენა
თარიღი: 26 დეკემბერი
მომხსენებელი: თეიმურაზ დოჭვირი - სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს
ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი
ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს შოთა რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსდა
სამეცნიერო გრანტების გაცემისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის პროგრამა 33 779 300 ლარით, ასევე „სსიპ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური
ბაზის განახლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამა - 1 500 000 ლარით და „საერთაშორისო
სასწავლო ოლიმპიადების“ ქვეპროგრამა - 434 848.49 ლარით.
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ზედამხედველობა
კომიტეტმა მოისმინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი,
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებული შემდეგი ანგარიშები:
•
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს
2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა (№16015/23; 28.04.2023);
•
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2022 წლის
სახელმწიფო
ბიუჯეტის
შესრულების
წლიური
ანგარიში“
(№07-2/289;
31.05.2023) და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „2022 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე
(№1-7253/23; 19.05.2023), აგრეთვე ინფორმაცია ,,ძირითადი მაკროეკონომიკური
პროგნოზებისა
და
საქართველოს
სამინისტროების
ძირითადი
მიმართულებების შესახებ" (07-2/294; 1.06.2023) განხილვა;
•
საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2023 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (07-2/320; 19.09.2023) განხილვა;
•
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს
2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა (1-10744/23;
31.07.2023) განხილვა;
•
საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტი
თანდართულ
მასალებთან
ერთად,
დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2024-2027
წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2023
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (№072/322; 29.09.2023) განხილვა;
•
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს
2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა (№114027/23; 31.10.2023) განხილვა.
წარმომადგენლობითი მიმართულება
2023 წლის განმავლობაში, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი აქტიურად
თანამშრომლობდა სახელმწიფო უწყებებთან, ადგილობრივ, საერთაშორისო და
დარგობრივ ორგანიზაციებთან.
კომიტეტის წევრები აქტიურად მართავდნენ შეხვედრებს სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებთან, როგორც ინდივიდუალურ და დახურულ ფორმატში, ამასთანავე
რეგიონებში
ვიზიტებისა
და
მიმდინარე
მოკვლევების
ზეპირი
მოსმენების
ფარგლებში.
საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთობლივ მუშაობასაც.
საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა დაინტერესებულ პირებთან, უზიარებდა
ინფორმაციას საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის თაობაზე და პერმანენტულად
მართავდა სამუშაო შეხვედრებს.
გამართული შეხვედრების შედეგად იკვეთებოდა სფეროში არსებული მიღწევები და
გამოწვევები, რის საფუძველზეც კომიტეტი იღებდა შესაბამის მტკიცებულებებზე
დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს.
აღსანიშნავია, რომ კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრები
აქტიურად იყვნენ ჩართული კომიტეტის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, ამასთანავე
ისინი
აქტიურად
ესწრებოდნენ
კომიტეტის
სხდომებს
და
გამოთქვამდნენ
მოსაზრებებს მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.
2023 წლის განმავლობაში, კომიტეტი ერთობლივ პროექტებს ახორციელებდა
არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის იყო: UNICEF,
USAID, NDI, UKAID.
კომიტეტის წევრები რეგულარულად მონაწილეობდნენ განათლებისა და მეცნიერების
სფეროსთან დაკავშირებულ აქტივობებში, კერძოდ დეპუტატები სტუმრობდნენ
საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ეცნობოდნენ
მათ ინფრასტრუქტურულ
პრობლემებს, იქ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს და შესაბამისი სახელმწიფო
უწყებებისთვის გასცემდნენ რეკომენდაციებს. ამასთანავე, დარგის სპეციალისტებთან
ერთად,
ადგილზე
განიხილავდნენ
სკოლამდელი,
ზოგადი,
უმაღლესი
და
პროფესიული განათლების, ასევე, მეცნიერების განვითარების შესაძლებლობებს.
კომიტეტის საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა ეძლეოდა დაინტერესებულ
პირებს, მათ შორის, მასმედიის წარმომადგენლებს. ისინი, აქტიურ რეჟიმში
ესწრებოდნენ კომიტეტის სხდომებსა და კომიტეტის ინიციატივით გამართულ
სხვადასხვა ღონისძიებებს.
აღსანიშნავია, რომ კომიტეტის მიერ ინიცირებულ პროცესებში ჩართულობის
შესაძლებლობა ეძლეოდა ყველა დაინტერესებულ პირს, შესაბამისად, კომიტეტის
საქმიანობა ეფუძნებოდა ღიაობასა და გამჭვირვალობას. ამ კონტექსტში აღსანიშნავია,
მოქალაქეთა ფართო ფენების დასწრების მაჩვენებელი კომიტეტის სხდომებზე,
სამუშაო შეხვედრებსა და ღონისძიებებზე. პირები კომიტეტს მიმართავდნენ, როგორც
წერილობითი, ასევე ზეპირი სახითაც, რაც უზრუნველყოფდა კომიტეტის მიერ
ჩართულობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას.
დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, კომიტეტი
აქტიურად იყენებდა სოციალურ არხებს, მათ შორის, Facebook, Twitter-სა და Youtubeს.
ვიზიტები რეგიონებში
2023
წლის
პერიოდში,
განსაკუთრებული
ადგილი
ეჭირა
რეგიონებთან
ურთიერთობას, კერძოდ, კომიტეტის წევრების ჩართულობით 50-მდე შეხვედრა
გაიმართა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, რომელთა მიზანიც იყო სკოლამდელი,
ზოგადი,
პროფესიული
და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
საჭიროებების
დადგენა.
აღნიშნული
შეხვედრების
ფარგლებში,
დეპუტატები
ხვდებოდნენ მასწავლებლებს, პროფესორებს, საგანმანათლებლო დაწესებულებების
ხელმძღვანელებს,
მოსწავლეთა
მშობლებსა
და
სათემო
ორგანიზაციების
წარმომადგენლებს.
შეხვედრების ფარგლებში გამოკვეთილი გამოწვევების საფუძველზე, კომიტეტმა
შეიმუშავა რეკომენდაციები და იქ წამოჭრილ საკითხებზე, კომიტეტის წევრები
აქტიურად მუშაობდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოსთან
ჩართულობით.
შეხვედრების დიდი ნაწილი შედგა სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, შიდა
ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარაში.
რეგიონებში ვიზიტებს მნიშვნელოვანი ადგილი ექნება კომიტეტის სამომავლო
საქმიანობაშიც.
საანგარიშო პერიოდში ჩატარდა არაერთი გასვლითი კომიტეტის სხდომა, მათ შორის:
•
1-3 სექტემბერს კომიტეტის სხდომა ჩატარდა სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო
ქართლში, კერძოდ, მარნეულსა და ახალციხეში;
•
26 დეკემბერს კომიტეტის სხდომა ჩატარდა კახეთში, კერძოდ ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტში.
საერთაშორისო თანამშრომლობა
2023 წლის განმავლობაში, კომიტეტისთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტული
გახდა საერთაშორისო პარტნიორობა, რაც გამოიხატებოდა საქართველოში არსებული
დიპლომატიური
კორპუსისა
და
საერთაშორისო
ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან მუდმივ კოორდინაციასა და პარტნიორ ქვეყნებში ვიზიტებში.
საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის წევრებმა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა
გამართეს საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, რომელიც ეხებოდა
ორმხრივ თანამშრომლობას, საქართველოში განათლებისა და მეცნიერების დარგისა
და ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით.
გამართულ შეხვედრებს შორის აღსანიშნავია:
•
საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ენრიკო
ვალვოსთან;
•
საქართველოში ვატიკანის ელჩთან, ჟოზე აველინოსთან;
•
საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჭოუ ციენთან;
•
საქართველოში ფინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კირსტი
ნარინენთან;
•
საქართველოში ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვესელინ
ვალკანოვთან;
•
საქართველოში ლატვიის
საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ედიტე
მედნესთან;
•
გაერო-ს
ბავშვთა
ფონდის
წარმომადგენელთან
საქართველოში,
იესპერ
მოლერთან.
კომიტეტის
წევრებმა
შეხვედრები
გამართეს
შემდეგი
ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან: გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ევროკავშირის განათლების
მიმართულებით არსებული პროექტები, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი
(NDI), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების
სააგენტო (USAID) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება
(GIZ).
საანგარიშო პერიოდში, არაერთი პროექტი განხორციელდა საერთაშორისო დონორ
ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მათ შორის:
•
USAID-ის
საჯარო
მმართველობის
პროგრამასთან
პარტნიორობით
განხორციელდა თემატური მოკვლევა მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე
მათი სოციალური და ემოციური მდგომარეობის გავლენის შეფასებისა და
არსებული მხარდამჭერი მექანიზმების ეფექტიანობის შესწავლის მიზნით,
ამასთანავე
2021
წელს
განხორციელებული
თემატური
მოკვლევის
მონიტორინგი თემაზე COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის გავლენა ზოგადი
განათლების სისტემაზე საქართველოში;
•
UNICEF-ის
მხარდაჭერით
სკოლამდელი
განხორციელდა
აღზრდისა
და
თემატური
განათლების
მოკვლევა
-
დაწესებულებების
ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ადამიანური რესურსების გავლენა
ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე;
•
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით განხორციელდა
2022
წელს
ჩატარებული
თემატური
მოკვლევის,
ეთნიკური
უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის
მიზნით, რეკომენდაციების მონიტორინგი, ამასთანავე NDI-მ უზრუნველყო
გასვლითი სამუშაო შეხვედრების დაფინანსება საქართველოს რამდენიმე
რეგიონში;
•
USAID-ის
საჯარო
მმართველობის
პროგრამის
მხარდაჭერით
ჩატარდა
კომიტეტის გასვლითი სამუშაო შეხვედრა, სამოქმედო გეგმის შემუშავების
მიზნით;
•
ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის
თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან,
გიორგი ამილახვართან ერთად, მონაწილეობა მიიღო ედინბურგში გამართულ
უმაღლესი განათლების კონფერენციაში სახელწოდებით Going Global 2023.
საანგარიშო პერიოდში, არაერთი ვიზიტი განხორციელდა მეგობარ ქვეყნებში,
რომელთა ნაწილის მიზანიც პარტნიორული ურთიერთობების გამყარება, ხოლო
ნაწილის საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა იყო.
ვიზიტებში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც კომიტეტის წევრები, ასევე აპარატის
თანამშრომლები. განხორციელებულ ვიზიტებს შორის აღსანიშნავია:
•
ვიზიტი ვატიკანში
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე, სამუშაო
ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა ვატიკანში. გამართულ შეხვედრებს შორის
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
პარლამენტის ეროვნულ
ბიბლიოთეკასა
და
ვატიკანის ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.
აღსანიშნავია, რომ ბიბლიოთეკაში კვლევითი საქმიანობის ჩატარების უფლების
მისაღებად ვატიკანში მსოფლიოდან ყოველწლიურად დაახლოებით 12 000 განაცხადი
იგზავნება, საიდანაც კმაყოფილდება მხოლოდ 60 განცხადება. მემორანდუმით,
ქართველ მკვლევარებს, ისტორიკოსებსა და მეცნიერებს ვატიკანის ბიბლიოთეკის
ფონდებსა და საცავებში მიეცემათ კვოტირების გარეშე კვლევითი საქმიანობის
ჩატარების უფლება.
•
ვიზიტი იტალიის რესპუბლიკაში
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე, სამუშაო
ვიზიტით იმყოფებოდა იტალიის რესპუბლიკაში, რომლის ფარგლებშიც, გაიმართა
შემდეგი შეხვედრები:
•
სენატის
კულტურის,
განათლების,
მეცნიერებისა
და
სპორტის
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ჯულია კოზენცასა და ქვედა
პალატის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ფედერიკო მოლიკონესთან;
•
ქართველ სტუდენტებთან, რომლებიც საბაკალავრო და სამაგისტრო
პროგრამებზე რომის, მილანის, ბოლონიის, ტრიესტეს, ფლორენციისა და
პიზას უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში სწავლობენ.
•
რომის ქართულ საკვირაო სკოლაში - სკოლაში 6-დან 12 წლამდე ასაკის
ბავშვები ყოველკვირეულად ეუფლებიან ქართული წერა-კითხვის უნარებს,
სწავლობენ საქართველოს ისტორიასა და კულტურას. შეხვედრის ფარგლებში
კომიტეტის
თავმჯდომარემ
პედაგოგებისგან
მოისმინა
მხარდამჭერი საშუალებები.
საკვირაო
სკოლის
სკოლის
საჭიროებები
ხელმძღვანელისა
და
განიხილა
და
მათი
ვიზიტის შემდეგ დაიგეგმა იტალიის რესპუბლიკისა და საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მიმართულებით მომუშავე კომიტეტების გაერთიანებული სხდომა.
•
ვიზიტი კვიპროსის რესპუბლიკაში
საქართველოს
პარლამენტის
განათლებისა
თავმჯდომარე,
გივი
სამუშაო
მიქანაძე
და
მეცნიერების
კომიტეტის
ვიზიტით
იმყოფებოდა
კვიპროსის
რესპუბლიკაში.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა:
•
კვიპროსის
პარლამენტის
საგარეო
და
ევროპასთან
ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჰარის გეორგიადესთან;
•
პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილესთან, ხრიზანტოსს სავიდისთან;
განათლებისა
და
კულტურის
კომიტეტის
თავმჯდომარის
მოადგილესთან
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი პარლამენტის კომიტეტების განათლებისა
და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობასა და კომუნიკაციის პირდაპირი ფორმით
დანერგვაზე, რაც მიმდინარე რეფორმებისა და ნოვაციების შესახებ ინფორმაციის
მყისიერად გაცვლის შესაძლებლობას უზრუნველყოფს. განსაკუთრებული ყურადღება
დაეთმო 2018 წელს ორი ქვეყნის განათლების უწყებებს (სამინისტროებს) შორის
განათლებისა
და
მეცნიერების
სფეროში
გაფორმებული
ურთიერთგაგების
მემორანდუმის აღსრულების კუთხით საზედამხედველო ფუნქციის გააქტიურებას.
•
ვიზიტი ლუქსემბურგში
საქართველოს
პარლამენტის
თავმჯდომარის
პირველი
განათლებისა
მოადგილე,
და
გიორგი
მეცნიერების
ჩაკვეტაძე
კომიტეტის
ლუქსემბურგის
პარლამენტის ვიცე-სპიკერს, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს,
ჯუნა ბერნარდს შეხვდა.
მხარეები ორ ქვეყნას შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით
თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
საუბარი შეეხო ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოსთან თანამშრომლობას სხვადასხვა
მიმართულებებით, მათ შორის, პირდაპირი კავშირის დამყარების კუთხით ორი
ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო-კვლევით
ერთეულებს შორის.
•
ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში
საქართველოს
პარლამენტის
განათლებისა
და
მეცნიერების
კომიტეტის
თავმჯდომარე, გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ბულგარეთის
რესპუბლიკაში.
ვიზიტი
მიზნად
ისახავდა
ახალგაზრდობის
პოლიტიკის
სამართლებრივ რეგულირებასთან დაკავშირებით ბულგარეთის გამოცდილების
გაზიარებას, ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე
ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივების დასახვას,
განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა:
•
ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, დანიელა დაშევასა
და უწყების სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან;
•
ბულგარეთის პარლამენტის ბავშვთა, ოჯახის, ახალგაზრდობისა და
სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, ნებიე კაბაკს და კომიტეტის სხვა
წევრებთან;
•
ბულგარეთის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილე, ჯენალ ტოპალოვა-იაშართან და კომიტეტის
წევრებთან.
•
ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკაში
საქართველოს
პარლამენტის
განათლებისა
თავმჯდომარე,
გივი
რესპუბლიკაში.
ვიზიტი
სამართლებრივ
რეგულირებასთან
მიქანაძე
სამუშაო
მიზნად
და
მეცნიერების
ვიზიტით
ისახავდა
იმყოფებოდა
ახალგაზრდობის
დაკავშირებით
კომიტეტის
ლატვიის
ლატვიის
პოლიტიკის
გამოცდილების
გაზიარებას, ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე
ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივების დასახვას,
განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა:
•
ლატვიის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან,
ილზე სალენიეცესთან;
•
რიგის მერის მოადგილესთან, ლინდა ოზოლასა და მუნიციპალიტეტში
ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე სხვა თანამდებობის პირებთან;
•
ლატვიის ახალგაზრდული ორგანიზაციების ეროვნულ საბჭოსთან;
•
ლატვიის პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების
კომიტეტის თავმჯდომარესთან, აგიტა ზარინა-სტურესთან;
•
ლატვიის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის
ჯგუფის ხელმძღვანელთან, აივა ვიკსნასთან.
ვიზიტის შემდეგ დაიგეგმა ლატვიის რესპუბლიკისა და საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა.
•
ვიზიტი დანიის სამეფოში
საქართველოს
პარლამენტის
განათლებისა
და
მეცნიერების
კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილემ, ბაია კვიციანმა სამუშაო შეხვედრები გამართა დანიის
სამეფოში, რომელთა მიზანი ზოგადი განათლების მიმართულებით დანიაში
არსებული პრაქტიკის გაცნობა იყო.
შეხვედრები გაიმართა:
•
დანიის ბავშვთა და განათლების სამინისტროში;
•
პედაგოგთა და ფსიქოლოგთა საბჭოში
•
კოპენჰაგენის
მუნიციპალიტეტის
სპეციალური
საჭიროებების
ბავშვთა სკოლაში
•
•
დანიის პარლამენტის ბავშვთა და განათლების კომიტეტში.
ვიზიტი შვედეთის სამეფოში
მქონე
საქართველოს
პარლამენტის
განათლებისა
და
მეცნიერების
კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილემ, ბაია კვიციანმა სამუშაო შეხვედრები გამართა შვედეთის
სამეფოში, რომელთა მიზანი ზოგადი განათლების მიმართულებით შვედეთში
არსებული პრაქტიკის გაცნობა იყო.
შეხვედრები გაიმართა:
•
შვედეთის პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან,
ფრედრიკ მალმთან;
•
შვედეთის
პარლამენტის
საქართველოს
პარლამენტთან
მეგობრობის
ჯგუფის წევრებთან;
•
•
შვედეთის განათლების სააგენტოს წარმომადგენლებთან.
ვიზიტი ფინეთის რესპუბლიკაში
ფინეთის
რესპუბლიკის
ქალაქ
ჰელსინკში,
გაიმართა
საქართველო-ფინეთის
რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის საპასუხო ვიზიტი, საპარლამენტო
და ეკონომიკური დიპლომატიისა და პარლამენტთა შორისი ურთიერთობების
გაღრმავების მიზნით. ასევე, გაიმართა შეხვედრები, ადრეული და სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების მიმართულებით მიმდინარე თემატურ მოკვლევასთან,
„ადრეული
და
სკოლამდელი
ინფრასტრუქტურის
ხარისხიანი
აღზრდისა
მდგომარეობისა
განათლების
და
მიწოდებაზე“,
და
განათლების დაწესებულებების
ადამიანური
რესურსების
გავლენა
დაკავშირებით.
ვიზიტის
ფარგლებში
საქმეთა
კომიტეტის
გაიმართა შემდეგი შეხვედრები:
•
ფინეთის
რესპუბლიკის
პარლამენტის
საგარეო
წევრებთან;
•
ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან;
•
ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან;
•
ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტის განათლებისა და კულტურის
კომიტეტის წარმომადგენლებთან;
•
ფინეთის
რესპუბლიკის
განათლებისა
და
კულტურის
სამინისტროს
წარმომადგენლებთან;
•
ფინეთის რესპუბლიკის პროფესიული განათლების ცენტრში - „ომნია“,
ქალაქ ჰელსინკის ვიცე-მერთან შეხვედრა.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მხრიდან ვიზიტში მონაწილეობას
იღებდნენ კომიტეტის წევრები, მარიამ ლაშხი და გენრიეტა წიწავა.
•
ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში შედგა საქართველოს პარლამენტის
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრის, პროფესიული განათლების
საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის სამუშაო ვიზიტი, რომლის
ფარგლებშიც, ბერლინსა და ბონში შეხვედრები გაიმართა:
•
ქართველ სტუდენტებთან;
•
ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან;
•
გერმანიის ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილესთან, დოქტორ პეტრა სიტტესთან;
•
გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროსა
•
UNESCO-UNEVOC-ის წარმომადგენლებთან;
•
პროფესიული
განათლების
ფედერალურ
ინსტიტუტის
წარმომადგენლებთან.
•
ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დელეგაცია
ოფიციალური
ვიზიტით
იმყოფებოდა
ჩინეთის
სახალხო
რესპუბლიკაში.
საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი
მიქანაძე.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა:
•
ჩინეთის სახალხო კონგრესის ვიცე-სპიკერთან, თიე ნინგთან;
•
ჩინეთის სახალხო კონგრესის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კომიტეტის ხელმძღვანელთან,
ლუო
შუკანგთან და კომიტეტის სხვა წარმომადგენლები;
•
ცინჰუას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან;
•
ჩინეთის განათლების მინისტრის მოადგილე, ჩენ ძიესთან;
•
ქალაქ შანხაის ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის
მოადგილე, ჭოუ ხუეილინთან და განათლების, მეცნიერების, კულტურისა
და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარესთან;
•
ფუდანის უნივერსიტეტის პრორექტორთან, ძინ ხაიიენთან.
ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის
ურთიერთობების განვითრების დინამიკასა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
აქცენტები
გაკეთდა
საპარლამენტო
დიპლომატიასა
და
ხალხთა
შორის
ურთიერთობების მნიშვნელობაზე. ასევე, ვიზიტისას განხილვის საგანი იყო ორი
ქვეყნის
სამინისტროების
შეთანხმების
გაფორმების
დაჩქარება
უმაღლესი
სასწავლებლების დიპლომების აღიარებასთან დაკავშირებით.
ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულება
2023 წლის საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა კომიტეტისა და აპარატის
ინსტიტუციურ გაძლიერებას. ამ კუთხით, ჩატარდა არაერთი ღონისძიება და
შემუშავდა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები, რომელიც მიზნად ისახავდა, როგორც
პარლამენტის
წევრების
საქმიანობის
ეფექტიანობის
ზრდას,
ისე
აპარატის
ორგანიზაციულ განვითარებას.
მათ შორის აღსანიშნავია კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო ფორმატის
ცვლილება,
რის
შემდეგადაც
განათლების
თითოეულ
მიმართულებასა
და
მეცნიერებას ცალკეული საბჭო უწევს კონსულტაციას, ამასთანავე, თითოეულ
მიმართულებას კურირებს კომიტეტის შესაბამისი წევრი და აპარატის კონკრეტული
თანამშრომელი.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის განმავლობაში შეიცვალა კომიტეტის თავმჯდომარე და
თავმჯდომარის მოადგილეები, ამასთანავე წევრთა რაოდენობა გაიზარდა 14-მდე.
2023 წლის ბოლოს კომიტეტს დაემატა ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულება,
რომელმაც განაპირობა აპარატის შემადგენლობის გადახალისება და ახალგაზრდული
საქმეების მიმართულებით მომუშავე სპეციალისტის გაჩენა.
კომიტეტმა 2023 წლის დასაწყისში შეიმუშავა საქმიანობის სამოქმედო გეგმა, რომლის
მიხედვითაც განსაზღვრული იყო ის აქტივობები, რომელიც კომიტეტს მიმდინარე
წლის განმავლობაში უნდა განეხორციელებინა. მათ შორის, ერთ-ერთ მნიშვნელოვან
საკითხს წარმოადგენდა, დარგობრივი სფეროების მიხედვით, კომიტეტის წევრებისა
და აპარატის თანამშრომლებისათვის უფლებამოსილებების განაწილება. კომიტეტის
წევრები და აპარატის თანამშრომლები თითოეულ აქტივობაზე განისაზღვრნენ, ერთი
მხრივ, თემატურ მომხსენებლებად, ხოლო მეორე მხრივ, პასუხისმგებელ პირებად.
აღნიშნული მოდელი ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის
განხორციელების საშუალებას იძლეოდა.
კომიტეტის აპარატის გაძლიერების მიზნით, 2023 წელს აპარატს დაემატა 4 ახალი
თანამშრომელი, რომლებმაც გაიარეს კვალიფიკაციების ასამაღლებელი კურსები. ამ
დროის მონაცემებით, კომიტეტის აპარატი შედგება 10 თანამშრომლისგან, მათ შორის
7 პროფესიული საჯარო მოხელე, ხოლო 3 ადმინისტრაციული და შრომითი
ხელშეკრულებებით დასაქმებული პირია.
საკონსულტაციო საბჭოების საქმიანობა
საქართველოს
პარლამენტის
განათლებისა
ფუნქციონირებს
საკონსულტაციო
საბჭოები,
და
მეცნიერების
აღსანიშნავია,
რომ
კომიტეტში
საანგარიშო
პერიოდში საბჭოების რაოდენობა შეიცვალა და ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 5 საბჭო,
განათლების ყველა საფეხურისა და მეცნიერების მიმართულებით.
სკოლამდელი განათლება - ხელმძღვანელი გიორგი ჩაკვეტაძე
o საბჭო შედგება 31 წევრისგან.
ზოგადი განათლება - ხელმძღვანელი ბაია კვიციანი
o საბჭო შედგება 28 წევრისგან.
უმაღლესი განათლება - ხელმძღვანელი გიორგი სოსიაშვილი
o საბჭო შედგება 26 წევრისგან.
პროფესიული განათლება - ხელმძღვანელი მარიამ ლაშხი
o საბჭო შედგება 33 წევრისგან.
მეცნიერება და ტექნოლოგიები - ხელმძღვანელი ვლადიმერ კახაძე
o საბჭო შედგება 22 წევრისგან.
საბჭო არის კომიტეტის სათათბირო ორგანო, რომელიც ეხმარება კომიტეტს
კონკრეტული
მიმართულების
პოლიტიკის
განსაზღვრასა
და
ცალკეული
ინიციატივების ანალიზში. საბჭოს წევრები გარკვეული პერიოდულობით იკრიბებიან
საბჭოს სხდომაზე, გამოხატავენ თავიანთ შენიშვნებს, წინადადებებს, მოსაზრებებს და
წარმოადგენენ რეკომენდაციებს ცალკეულ საკითხთან დაკავშირებით.
საბჭოების წევრებად განისაზღვრნენ სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და
უმაღლესი განათლების, ასევე მეცნიერების განვითარების მიმართულებით მომუშავე
ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სკოლების
დირექტორები,
უმაღლესი
პროფესიული
კოლეჯების
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
ხელმძღვანელები,
მეცნიერებათა
რექტორები,
აკადემიის
წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.
აღნიშნული პლატფორმა გახდა კომიტეტისათვის ეფექტიანი შესაძლებლობა, რის
მიხედვითაც მოხდა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტისა და სფეროში მოღვაწე
პირების თანამშრომლობის ფორმალიზება.
კომიტეტი
აქტიურად
თანამშრომლობდა
საკონსულტაციო
საბჭოებთან,
განსაკუთრებით მაღალია მათი ჩართულობა საკომიტეტო სხდომების ფორმატში.
სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა
კომიტეტის
საქმიანობის
ინკლუზიური
და
უზრუნველყოფაა.
პრინციპებს
თანამშრომლობაზე
შორის
ერთ-ერთი
დაფუძნებული
უმნიშვნელოვანესი
სამუშაო
პროცესის
აღნიშნული გულისხმობს სახელმწიფო უწყებებთან ეფექტიან
კოორდინაციას.
2023 წლის განმავლობაში, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი იყენებდა
შედეგზე
ორიენტირებულ
და
კოლეგიალური
ურთიერთობის
პრინციპებს
აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებთან, რაც გულისხმობს აქტიურ
თანამშრომლობას
საქართველოს
მთავრობის
წარმომადგენლებთან
სხვადასხვა
ფორმატში, მათ შორის კომიტეტის სხდომებში, სამუშაო შეხვედრებსა და სხვადასხვა
ღონისძიებებში.
გარდა ამისა, კომიტეტის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილებდნენ სახელმწიფო
უწყებების მიერ ორგანიზებულ სამუშაო ფორმატებში.
კომიტეტის წევრები აქტიურად იყენებდნენ სხვადასხვა მექანიზმებს აღმასრულებელი
ხელისუფლების
შესაბამის
პირებთან
ურთიერთობის
მიზნით,
მათ
შორის
სადეპუტატო შეკითხვასაც.
აღსანიშნავია
კომიტეტის
წარმატებული
თანამშრომლობა
მეცნიერებათა
აკადემიასთან, კერძოდ აკადემიის წევრები აქტიურად არიან ჩართული კომიტეტთან
არსებული
მეცნიერებისა
და
ტექნოლოგიების
საკონსულტაციო
საბჭოს
შემადგენლობაში, ამასთანავე, კომიტეტის წევრები მუდმივად თანამშრომლობენ
აკადემიასთან, მათი საჭიროებების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი მხარდამჭერი
ნაბიჯების გადადგმის კუთხით.
პარლამენტის სპეციალური ჯილდო
პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და პოპულარიზაციის მიზნით,
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი ჩაერთო პროფესიული განათლების
ეროვნული ჯილდოს კონკურსში და დააწესა სპეციალური კატეგორია - ინკლუზიური
პროფესიული განათლების ხელშეწყობის მხარდაჭერისათვის. კომიტეტის წევრებისა
და კომიტეტის აპარატის თანამშრომელთა მიერ, მოხდა შეფასების კრიტერიუმების
შემუშავება და განაცხადების განხილვა. აღნიშნულის საფუძველზე გამოვლინდა
საუკეთესო პრაქტიკის მქონე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, 2023
წელს აღნიშნული ჯილდო აიღო სსიპ პროფესიულმა კოლეჯმა სპექტრმა.
კომიტეტის ოფიციალური კორესპონდენცია
საანგარიშო პერიოდში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში შემოვიდა 407
ოფიციალური კორესპონდენცია.
მათგან 187 განცხადებების ავტორს გაეგზავნა ოფიციალური პასუხი, ნაწილთან
გაიმართა შეხვედრა, კომიტეტის წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა
მონაწილეობით, ხოლო ზოგიერთ პირს გაეწია შუამდგომლობა შესაბამის
უწყებებთან.
ამასთანავე, კომიტეტის წევრებმა, სხვადასხვა საკითხების შესწავლის მიზნით,
საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრს მიმართეს 11-ჯერ.
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის
შემადგენლობა 2023 წლის მდგომარეობით