საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.02.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
ნომერი
#2-2194/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-21
ბიუროს ნომერი 323

📜 ტექსტი

წერილი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 2-2194/24 19-02-2024 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის შესაბამისად, გიგზავნით საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს. დანართი: 25 გვერდი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში 1 სარჩევი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში ................................................................................................................................................ 1 შესავალი ............................................................................................................................................... 3 ზოგადი ინფორმაცია კომიტეტზე ................................................................................................... 3 კომიტეტის მიზნები ................................................................................................................... 3 კომიტეტის საქმიანობა ............................................................................................................... 3 კომიტეტის შემადგენლობა ....................................................................................................... 4 მთავარი მიღწევები და გამოწვევები ............................................................................................... 4 სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები................................................................................ 6 კანონშემოქმედებითი საქმიანობა .................................................................................................... 7 წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტები....................................... 7 სხვა კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტები .............................................. 8 საზედამხედველო მიმართულება .................................................................................................. 14 პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ პირთა ანგარიშების მოსმენა ........................ 15 საბიუჯეტო ზედამხედველობა .............................................................................................. 19 ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლი .................................................................. 19 წარმომადგენლობითი მიმართულება .......................................................................................... 20 მოქალაქეებთან ურთიერთობა ............................................................................................... 20 არასამთავრობო სექტორთან/საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა .... 21 საკანონმდებლო წინადადებები ............................................................................................. 22 პეტიციები ................................................................................................................................... 23 საერთაშორისო ხელშეკრულებები ........................................................................................ 23 ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულება ............................................................................ 24 სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო............................................................................................. 25 სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა ....................................................................... 25 2  შესავალი წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის საქმიანობის ანგარიშს და მოიცავს 2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვას. დოკუმენტის მიზანია შეაჯამოს კომიტეტის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი ყოველწლიურად ამზადებს ანგარიშს, რომელიც წარედგინება საქართველოს პარლამენტს, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე და განთავსებულია პარლამენტის ვებგვერდზე. ანგარიშში წარმოდგენილია: ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ; შეჯამებულია საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტის მთავარი მიღწევები და გამოწვევები; სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები; მიმოხილულია საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კუთხით განხორციელებული აქტივობები; აგრეთვე, ინფორმაცია კომიტეტის კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო და წარმომადგენლობითი საქმიანობის შესახებ; შეჯამებულია ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით კომიტეტის აქტივობები.  ზოგადი ინფორმაცია კომიტეტზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის საქმიანობა დარეგულირებულია საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და კომიტეტის დებულებით. კომიტეტის საქმიანობის სფერო მოიცავს რეგიონული პოლიტიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის, დეცენტრალიზაციისა და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების საკითხებს. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეწევა საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობას. კომიტეტის მიზნები კომიტეტის მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისათვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და სრულყოფა, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობა, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების უზრუნველყოფა, ამ სფეროში მიმდინარე პროცესებზე ზედამხედველობა, სუბსიდიარობის პრინციპზე დაფუძნებული უფლებამოსილებების გამიჯვნის მიღწევა. კომიტეტის საქმიანობა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, კომიტეტმა, ჩაატარა 19 სხდომა, წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა 2 საკითხი, ხოლო სავალდებულო კომიტეტის 3 სტატუსით განიხილა 28 საკანონმდებლო ინიციატივა და მათგან გამომდინარე 149 კანონის პროექტი. გარდა ამისა განხილული იყო 13 სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტი და 2 საკანონმდებლო წინადადება. კომიტეტის შემადგენლობა 2023 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის შემადგენლობაში იყო 16 პარლამენტის წევრი: 1. კახა კახიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე; 2. ირაკლი ზარქუა - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 3. მერაბ ქვარაია - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 4. ანზორ ბოლქვაძე - კომიტეტის წევრი; 5. ბექა დავითულიანი - კომიტეტის წევრი; 6. ზაურ დარგალი - კომიტეტის წევრი; 7. ედიშერ თოლორაია - კომიტეტის წევრი; 8. შალვა კერესელიძე - კომიტეტის წევრი; 9. დიმიტრი სამხარაძე - კომიტეტის წევრი; 10. დავით უსუფაშვილი - კომიტეტის წევრი; 11. ბაჩუკი ქარდავა - კომიტეტის წევრი; 12. ქეთევან ჩარკვიანი- კომიტეტის წევრი; 13. ნატო ჩხეიძე - კომიტეტის წევრი; 14. ანა წითლიძე - კომიტეტის წევრი; 15. შოთა ხაბარელი - კომიტეტის წევრი; 16. ვიქტორ ჯაფარიძე - კომიტეტის წევრი.  მთავარი მიღწევები და გამოწვევები კომიტეტი, თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით და კომიტეტის დებულებით, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების მიმართულებით, აგრეთვე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დეცენტრალიზაციის 2020 − 2025 წლების სტრატეგია. დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია, მუნიციპალიტეტებისთვის უფლებამოსილებების გაზრდა, კომპეტენციის შესწავლისა და მათთვის ფინანსური რესურსების გამოყოფის შედეგად. აღნიშნული მიმართულებით კომიტეტმა წლის განმავლობაში განიხილა შემდეგი მნიშვნელოვანი კანონის პროექტები:  საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/224; 30.11.2022). 4 საქართველოს კონსტიტუციის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო ხელისუფლების მიერ თვითმმართველი ერთეულისთვის უფლებამოსილების დელეგირება ხორციელდება საკანონმდებლო აქტის ან ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით“. მსგავსი შინაარსის ჩანაწერი მოცემულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-17 მუხლის მე-2 პუნქტში, თუმცა კანონმდებლობით არ არის დარეგულირებული სახელმწიფოს/ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად საჭირო მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშებისა და დელეგირებული უფლებამოსილებისათვის გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ოდენობის განსაზღვრის წესი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დარეგულირდეს აღნიშნული საკითხი და უზრუნველყოფილ იქნას მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების წესის დადგენა. შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი 1 თვითმმართველობის კოდექსი“ მე-17 მუხლს დაემატა 2 პუნქტი, რომლის მიხედვით მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების წესი განისაზღვრება შესაბამისად საქართველოს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით. ამასთან, განისაზღვრა, რომ მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების წესის მოქმედება არ გავრცელდება 2023 წლის 1 სექტემბრამდე სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების დელეგირებაზე.  საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/385; 15.11.2023). „ტურიზმის შესახებ” საქართველოს კანონის მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) შექმნის სამართლებრივი წინაპირობების განსაზღვრა. ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია არის ადგილობრივ დონეზე ტურიზმის განვითარებისა და კონკრეტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით კერძო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის საფუძველზე შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს ტურისტული დანიშნულების მართვის ორგანიზაციის სტატუსი. დანიშნულების მართვის ორგანიზაციის დამფუძნებლები შეიძლება იყვნენ მუნიციპალიტეტ(ებ)ი და კერძო სამართლის კომერციული იურიდიული პირი ან/და არაკომერციული იურიდიული (ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული ასოციაცია) პირი ან/და ფიზიკური პირი. იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტებს მიეცეთ ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) შექმნის სამართლებრივი საფუძველი, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტს (მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებები) დაემატა შემდეგი ჩანაწერი: „ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამისი 5 ღონისძიებების განხორციელება“, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი იქნება დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია.  საქართველოს კანონების პროექტები: „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/292; 31.05.2023). ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ერთ ერთი უფლებამოსილებაა საგზაო მოძრაობის ორგანიზება, რაც მოიცავს ასევე რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოძრაობის მარშრუტების დადგენას. ამდენად, მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტი თვითონ განსაზღვრავდეს მის ადმინისტრაციულ საზღვრებში კონკრეტულ ადგილას კონკრეტული ავტოსადგურის ფუნქციონირების მიზანშეწონილობის საკითხს, რაც ერთ ერთი მნიშვნელოვანი პირობა იქნება ავტოსადგურების სერტიფიცირებისათვის. ასევე, იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ დასახლებაში ავტოსადგურის არ არსებობის შემთხვევაში არ დაირღვეს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობა, იმასთან დაკავშირებით, რომ რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დროს რეისი უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს ავტოსადგურში, მუნიციპალიტეტს ენიჭება უფლებამოსილება, შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვროს იმ დასახლებების ჩამონათვალი საიდანაც არ იქნება სავალდებულო ავტოსადგურიდან რეისში გასვლა.  სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები კომიტეტი საანგარიშო წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა 2023 წლის დამტკიცებული სტრატეგიული სამოქმედო გეგმით. ადგილობრივი თვითმმართველობისა და საბიუჯეტო კოდექსიდან გამომდინარე საკითხებზე კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მოუსმინა 10 ინფორმაციას პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სუბიექტებიდან 1 და ასევე, განახორციელა ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, სადაც ჩატარდა 4 შეხვედრა, სულ ჩატარდა 14 მოსმენა. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში. პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ პირთა ანგარიშების მოსმენა. გვ.15 1 6  კანონშემოქმედებითი საქმიანობა (ამოცანა 1) კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული იყო მთელი რიგი კანონპროექტები, მათ შორის მნიშვნელოვანი:  საქართველოს კანონში „ადმინისტრაციულ კოდექსში“ ცვლილებების განხორციელება. სამართალდარღვევათა კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილის ან/და დროის დარღვევით მოძრაობაზე დაწესდა სხვადასხვა ადმინისტრაციული სანქციები;  საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, სალომე ქურასბედიანის, ნოდარ ტურძელაძის, გიორგი ცაგარეიშვილის, გოდერძი ჩანქსელიანის, ალექსანდრე დალაქიშვილის, ისკო დასენის, ირაკლი კირცხალიას, დავით კაჭარავას, გოგი მეშველიანის, გურამ მაჭარაშვილის და ბექა ოდიშარიას საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებდა ძაღლების საბელის ანდა ალიკაპის გარეშე ტარებისათვის ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობის გაზრდას;  ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/223; 30.11.2022) საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მოქმედი 42-43 მუხლები ითვალისწინებენ ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციის სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთვის წარდგენის ვალდებულებას. აღსანიშნავია, რომ ამავე მუხლების საფუძველზე, იერარქიულად ზემდგომი ქალაქთმშენებლობითი გეგმები (გენერალური გეგმა ან/და განაშენიანების გეგმა) თანხმდება ცენტრალურ დონეზე, სააგენტოსთან და არეგულირებს ქალაქთმშენებლობითი თვალსაზრისით მნიშვნელოვან საკითხებს. ინიციატორებმა მიიჩნიეს რომ, მათზე დაყრდნობით, იმ დასახლებებში, სადაც მოქმედებს ზემდგომი ქალაქთმშენებლობითი გეგმა, შესაბამის მუნიციპალიტეტს გააჩნია საკმარისი რესურსი დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის განხილვა/დამტკიცებასთან დაკავშირებით. წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტები:  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ 7 კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/224; 30.11.2022) 2  საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ისკო დასენის, ბეჟან წაქაძის, ვასილ ჩიგოგიძის, გელა სამხარაულისა და ირაკლი კირცხალიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესითწარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№073/385;15.11.2023) კანონპროექტის მიღებით მუნიციპალიტეტებს დაემატათ ახალი საკუთარი უფლებამოსილება და მიეცათ უფლება დააფუძნონ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია. სხვა კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტები (სავალდებულო):  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ №07-2/200; 26.10.2022;  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ №07-2/215; 21.11.2022;  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ №07-2/216; 22.11.2022;  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ №07-2/223; 30.11.2022;  საქართველოს პარლამენტის წევრების: რესან კონცელიძის, ზაალ მიქელაძისა და ანზორ ბოლქვაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ №07-3/276; 07.12.2022;  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ №07-2/235; 21.12.2022;  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ეროვნული სივრცითი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში. მთავარი მიღწევები და გამოწვევები გვ.4. 2 8 მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“ და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“№07-2/234; 15.12.2022;  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „სამრეწველო ემისიების შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“№072/240; 28.12.2022;  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „თავდაცვის კოდექსი“, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო 9 კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონების პროექტებს: „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“№07- 2/241; 28.12.2022;  საქართველოს პარლამენტის წევრების: ხატია წილოსანის, ნინო წილოსანის, გიორგი ცაგარეიშვილის, გოგი მეშველიანის, რამინა ბერაძის, ბექა დავითულიანის, ნინო იობაშვილის, მაია მენაღარიშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ელგუჯა გოცირიძისა და გელა სამხარაულის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით 10        წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“№07-3/288; 08.02.2023; საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, დავით სერგეენკოს, ალუდა ღუდუშაურის, გენრიეტა წიწავას, ზაზა ლომინაძის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ქეთევან დუმბაძის, გიორგი ცაგარეიშვილის, ბაია კვიციანის, რატი იონათამიშვილის, მაია მენაღარიშვილის, ანტონ ობოლაშვილის, მარიამ ლაშხის, ირმა ზავრადაშვილისა და რამინა ბერაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე“№07-3/289; 08.02.2023; საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“№07-2/259; 15.03.2023; საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, მაკა ბოჭორიშვილის, ხატია წილოსანის, ეკა სეფაშვილის, ანტონ ობოლაშვილის, გოდერძი ჩანქსელიანის, გოგი მეშველიანის, გიორგი ცაგარეიშვილის, გელა სამხარაულის, დავით სონღულაშვილის, გიორგი კახიანის, გოჩა ენუქიძის, სოზარ სუბარისა და ბექა ოდიშარიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ და „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ №07-3/312; 19.04.2023; საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“№072/274; 19.04.2023; საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“№07-2/275; 19.04.2023; საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“№07-2/279; 02.05.2023; საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, სალომე ქურასბედიანის, ნოდარ ტურძელაძის, გიორგი ცაგარეიშვილის, გოდერძი ჩანქსელიანის, ალექსანდრე დალაქიშვილის, ისკო დასენის, ირაკლი კირცხალიას, დავით კაჭარავას, გოგი მეშველიანის, გურამ მაჭარაშვილისა და ბექა ოდიშარიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის 11 პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“№07-3/316; 03.05.2023;  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტს - „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ №07-2/292; 31.05.2023;  საქართველოს პარლამენტის წევრების: იაგო ხვიჩიას, ვახტანგი მეგრელიშვილის, ჰერმან საბოსა და ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანული კანონების პროექტებს: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“№07-3/343; 29.06.2023;  საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ბექა დავითულიანის, ბექა ოდიშარიას, ირაკლი ზარქუას, ნოდარ ტურძელაძის, გოჩა ენუქიძის, გოდერძი ჩანქსელიანის, რამინა ბერაძის, ირმა ზავრადაშვილისა და სავალან მირზოევის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ №07-3/344; 07.08.2023; 12  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „ამნისტიის შესახებ“№07-2/316; 13.09.2023;  საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ანრი ოხანაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, ირმა ზავრადაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, რამინა ბერაძის, ნინო წილოსანისა და ბაია კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანულის კანონების პროექტებს - „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ №073/357; 27.09.2023;  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად, დოკუმენტი 13      „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2024-2027 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“№07-2/322; 29.09.2023; საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“№07-2/324; 04.10.2023; საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის, ბეჟან წაქაძის, ისკო დასენის, ირაკლი კირცხალიას, ანტონ ობოლაშვილის, ირმა ზავრადაშვილის და ელგუჯა გოცირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ №07-3/363; 11.10.2023; საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ბექა დავითულიანის, ირაკლი ზარქუას, სალომე ჯინჯოლავას, ქეთევან ჩარკვიანის, ნოდარ ტურძელაძის, ზაალ მიქელაძის, ანზორ ბოლქვაძის, რესან კონცელიძის, გენრიეტა წიწავას, ირმა ზავრადაშვილის და რამინა ბერაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“№07-3/377; 01.11.2023; საქართველოს პარლამენტის წევრების: ლევან მგალობლიშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის, ანზორ ბოლქვაძისა და გიორგი ჩაკვეტაძის და მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“№07-3/388; 15.11.2023; საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ხახუბიას, არჩილ თალაკვაძის, გიორგი ჩაკვეტაძის, ირაკლი ჩიქოვანის, ქეთევან ჩარკვიანის, სალომე ქურასბედიანის, ედიშერ თოლორაიას, ირაკლი კირცხალიასა და გოჩა ენუქიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ №07-3/403; 06.12.2023;  საზედამხედველო მიმართულება (ამოცანა 2) კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია საკონტროლო– საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული იყო, როგორც პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული პირების ინფორმაციის მოსმენა, ასევე ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლი. გარდა ამისა, კომიტეტის სამოქმედო 14 გეგმა მოიცავს საბიუჯეტო ზედამხედველობას და რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა აქტივობებს. საქართველოს პარლამენტის ამ მიმართულებით კომიტეტი საქმიანობდა შემდეგი ფორმებით: პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ პირთა ანგარიშების მოსმენა კომიტეტი აგრძელებდა წლების წინ დაწყებულ და კარგად აპრობირებულ პრაქტიკას, მოუსმინოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოებსა და თანამდებობის პირების ინფორმაციებს, რეგიონების განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტმა მოუსმინა შემდეგ ინფორმაციებს: • მუნიციპალური განვითარების ფონდის (შემდგომში მგფ) ანგარიში 2022 წელს შესრულებული სამუშაოების და სამომავლო გეგმების შესახებ, მათ შორის ინფორმაციები: 1. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობის შესახებ; 2. საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ,,საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმებიდან“ (N07-2/152;19.05.2022 - (07-02/165; 08.07.2022) გამომდინარე (საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების შესახებ) კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განსახორციელებელი პროექტების დაწყებისთანავე იყოს სრულ კოორდინაციაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან - გუბერნატორებთან და მერებთან, რომლებმაც კარგად იციან მოსახლეობის მოთხოვნები და პრობლემები. • საქართველოს რეგიონებში მყარი ნარჩენების მართვის მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ანგარიში. კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოში მყარი ნარჩენების ეფექტური უტილიზაციის მიზნით, დაიწყოს ევროკავშირის შესაბამისი სტანდარტებით დადგენილი ნაგავგადამამუშავებელი ქარხნების აშენების პროექტის შემუშავებაგანხორციელება. • ინფორმაცია ,,სოფლის მიმდინარეობის შესახებ“. მხარდაჭერის პროგრამის“ შესრულების კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ: 1. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რადგან მოსახლეობას შეუძლია მიიღოს პირდაპირი მონაწილეობა ადგილობრივი საკითხების განხილვაში და მათი ერთიანი გადაწყვეტილებით შეირჩეს სოფლის (დასახლება) მაცხოვრებლებისათვის ყველაზე პრიორიტეტული 15 ინფრასტრუქტურული პროექტები და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად მიიღონ მაქსიმალურად ოპტიმალური გადაწყვეტილება; 2. მოხდეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსების გაზრდა, რომლის ოდენობაც 40 მლნ ლარი რამდენიმე წელია არ შეცვლილა. როგორც მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციითა და დღეს არსებული საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე ირკვევა, სოფლებისათვის გამოყოფილი თანხა საკმარისი აღარ არის მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელებისათვის; 3. ასევე გადახედვას საჭიროებს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მიხედვით დასახლებისათვის განსაზღვრული თანხების გაანგარიშების პრინციპი. • მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის შესრულების მიმდინარეობასთან დაკავშირებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონები მკაცრი კლიმატით ხასიათდება, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ჩერდება დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რითაც ირღვევა პროექტით განსაზღვრული ვადები. კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია: 1. მაღალმთიანი სტატუსის მქონე მუნიციპალიტეტებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეიმუშაოს მექანიზმები, რომელიც შესაძლებლობას მისცემს კომპანიებს უფრო მეტად დაინტერესდნენ და ჩაერთონ მაღალმთიან დასახლებებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში; 2. კომიტეტი მიიჩნევს, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ფონდის ხარჯვაზე. სახსრები, რომელიც გამოყოფილია ამ ფონდისთვის (20 მილიონი), სრულად მიიმართოს, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული კაპიტალური ღონისძიებების დასაფინანსებლად და არა სხვა მიმართულებით. • საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენი) მიერ წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2022 წლის ანგარიში (№1-4872/23; 07.04.2023) კომიტეტისათვის მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს: 1. კერძო კომპანიების მიერ მოსახლეობისთვის წყლის, ელექტროენერგიისა და გაზის სისტემატურ გათიშვებს, რაც პრობლემას უქმნის როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ბიზნეს სექტორს; 2. კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, შემუშავდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც: 2.1. სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს გაუჩნდებათ ვალდებულება, განაახლონ აბონენტთა ბაზები წყლის დავალიანების სულადობრივი გაანგარიშების 16 უფროსწორი ადმინისტრირების მიზნით, რათა თავიდან იქნეს აცილებული წყლის დავალიანების უსაფუძვლოდ აღრიცხვა; 2.2 უძრავი ქონების შეძენის დროს, სავალდებულო გახდეს შემსყიდველის ინფორმირება უძრავ ქონებაზე დარიცხული დავალიანების რაოდენობასთან დაკავშირებით და კანონით დადგენილი წესით გადაფორმება მოხდეს მხოლოდ წერილობითი თანხმობის განცხადების შემდეგ. წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებით: 3. კომიტეტს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, თბილისის მოსახლეობას გაუწიოს ხარისხიანი და ოპერატიული მომსახურება ავარიების შემთხვევაში; 4. ამასთანავე, კომიტეტი მიიჩნევს, რომ კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, ჯეროვნად უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება წყლისა და წყალარინების მილების შეცვლასთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისმხრივ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს ხელს უშლის, დაზიანებული ასფალტის საფარის დროულად მოწესრიგებაში. გაზიფიცირების მიმართულებით: 5. კომიტეტისთვის მნიშვნელოვანია, გაუმჯობესდეს, სამეწარმეო ობიექტებთან გაზის, წყლისა და ელექტროენერგიის კომუნიკაციების მიყვანის არსებული პრაქტიკა. საკომიტეტო მოსმენისას, ამ მიმართულებით გამოიკვეთა სამი მთავარი პრობლემა: 5.1. დაუსაბუთებლად მაღალია ობიექტამდე კომუნიკაციის მიყვანის სერვისის საფასური; 5.2. ასევე პრობლემას წარმოადგენს, ქსელზე მიერთების განცხადების განხილვის დაუსაბუთებლად ხანგრძლივი ვადა, რომელმაც შეიძლება ახალგახსნილ ბიზნესს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას; 5.3. გარდა ზემოაღნიშნულისა, ხშირია დადგენილი ვადის დაუსაბუთებლად გადაცილების ფაქტებიც, ასევე როგორც ანგარიშის მოსმენისას გაირკვა სერვისის მიმწოდებელი კომპანია, ხშირად დადგენილი ვადის ბოლო დღემდე არ ახდენს მომსახურების გაწევას; 6. რეგიონებში გაზის მიერთების ბიუროკრატიული პროცედურები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობას, შესაბამისად ვერ ხდება გაზის ობიექტამდე მიყვანა დროულად და ეფექტურად. ელექტროენერგიით მომარაგების მიმართულებით: 7. ცალკე ყურადღება უნდა დაეთმოს, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე გამავალ ელექტროსადენებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ხშირად მესაკუთრეს არაპირდაპირ ეზღუდება მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოყენების უფლება; 8. ანგარიშიდან იკვეთება, რომ რიგ მუნიციპალიტეტებში, ზაფხულის პერიოდში ბუნებრივად ჭარბი მოხმარებიდან გამომდინარე, ელექტროენერგიის სტანდარტის შეუსაბამო, უხარისხო ძაბვით მიწოდების გამო პრობლემური ხდება საყოფაცხოვრებოდა სხვა ტექნიკის გამოყენება, ასევე შეიძლება გამოიწვიოს 17 ტექნიკის დაზიანება, აგრეთვე ის იწვევს სასმელი წყლის მიღების პრობლემებსაც ვინაიდან დაბალი ძაბვის გამო, ვერ ხერხდება წყლის ტუმბოს გამოყენება. ყოველივე ზემოაღნიშნული ზრდის მოსახლეობის უკმაყოფილებას. კომიტეტი მიიჩნევს, რომ სტანდარტებთან შეუსაბამო სერვისების მიწოდება, საჭიროებს დაუყოვნებლივ გადაწყვეტას, ვინაიდან ამის გარეშე, შეუძლებელია რეგიონების მდგრადი განვითარების დაგეგმვა და შენარჩუნება. კომიტეტმა მოისმინა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში და მნიშვნელოვნად მიიჩნევს, გათვალისწინებულ იქნას სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები, რათა მოსახლეობამ მიიღოს სათანადო სერვისი, მათ მიერ გადახდილი მომსახურების საფასურის შესაბამისად. • მუნიციპალიტეტებში სკოლამდელი აღზრდისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ანგარიში. კომიტეტმა გასცა შემდეგი სახის რეკომენდაციები: 1. მომავალ თაობებში საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების პატივისცემისა და პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გააძლიეროს კონტროლი საგანმანათლებლო დაწესებულებებში „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სიმბოლოების განთავსების წესის აღსრულებაზე; 2. კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და ქ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ უზრუნველყოს პედაგოგთა სასწავლო პროგრამების შემუშავება, მათი სერტიფიცირება და შესაბამისად, შრომის ანაზღაურების მომატების საკითხის გადაწყვეტა. • საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ,,დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2022 წლის ანგარიში“ (N07-2/273; 13.04.2023) კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება: მნიშვნელოვანია სამუშაოს მაძიებელთა, მათ შორის სოციალურად დაუცველ სამუშაოს მაძიებელთა საზოგადოებრივი სამუშაოებზე დასაქმების თაობაზე მოქალაქეთა სისტემატური ინფორმირების, აღრიცხვის, რეგისტრაციისა და წინადადებათა შეთავაზების სისტემის უფრო აქტიურად განზოგადება და გავრცელება მუნიციპალიტეტებში და ამ მიზნით ახალი სპეციალური სარეგისტრაციო პორტალის შექმნა. კომიტეტს მიაჩნია, რომ მუნიციპალიტეტებში დასაქმების პროგრამის განხორციელების პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან უფრო მეტი ჩართულობაა საჭირო სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული გადამზადების რაოდენობის გასაზრდელად. 18 საბიუჯეტო ზედამხედველობა სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს კომიტეტის საქმიანობას საბიუჯეტო კონტროლის მხრივ. ამ მიმართულებით კომიტეტმა განიხილა: • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა (№1-14027/23; 31.10.2023) კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი დოკუმენტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას. • საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად, დოკუმენტი „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2024-2027 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (№07-2/322; 29.09.2023). კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას. • საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/320; 19.09.2023). კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას. ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლი კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში, საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან, შვეიცარიის განვითარების სააგენტოსთან და პარლამენტის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით განახორციელა ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონზე. ამ მიზნით კომიტეტის და შვეიცარიის საელჩოს, შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და პარლამენტის კვლევით ცენტრის წარმომადგენლებს შორის ჩატარდა სამი შეხვედრა და 21 სექტემბერს გაიმართა კვლევის შედეგების პრეზენტაცია. მაღალმთიანი რეგიონების განვითარება ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. აღნიშნული პოლიტიკის მიზანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თანაბარი სოციალური და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონი (რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 16 ივლისს) და მისი თანმდევი ნორმატიული აქტები მიზნად ისახავს მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისთვის და ბიზნესისთვის მთელი რიგი სოციალური და საგადასახადო შეღავათების განსაზღვრის გზით. 19 2023 წლის აპრილის მდგომარეობით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1801 დასახლებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის, თერთმეტია ისეთი მუნიციპალიტეტი, რომლის ყველა დასახლება სრულად შედის მაღალმთიანი დასახლებების ნუსხაში. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის ამოქმედებიდან თითქმის შვიდი წელია გასული. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, კანონის აღსრულების პროცესი და რამდენად მიაღწია კანონმა დასახულ მიზნებს. კვლევის ფარგლებში, 11 მაღალმთიან მუნიციპალიტეტზე, რომლის ყველა დასახლება შედის მაღალმთიანი დასახლებების სიაში, გაანალიზდა სტატისტიკური მონაცემები, ხოლო საკითხის უფრო სიღრმისეულად შესასწავლად ამ 11 მუნიციპალიტეტიდან შეირჩა ორი სამიზნე მუნიციპალიტეტი: ამბროლაურის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები, რომლებზეც განხორციელდა შემთხვევის ანალიზი (case study). აღნიშნულ ორ მუნიციპალიტეტში სტატისტიკური მონაცემების ანალიზთან ერთად, ასევე, გაანალიზდა თვისებრივი მონაცემები. ანგარიშის პირველ ნაწილში წარმოდგენილია სამართლებრივი გარემოს მიმოხილვა. აღნიშნული ნაწილი მოიცავს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების და კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიმოხილვას. ანგარიშის მეორე ნაწილში გაანალიზებულია კანონის აღსრულების პროცესი, რომლის შესაფასებლად, შემოწმდა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების (კნა) საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და ნორმატიული აქტის აღსრულების პროცესში ჩართული ორგანოების საქმიანობა და გაანალიზდა სასამართლო გადაწყვეტილებები. ანგარიშის მესამე ნაწილში შეფასებულია დასახული ამოცანების მიმართ კანონის ეფექტიანობა. ანგარიშის ბოლო ნაწილი ეთმობა ძირითად მიგნებებსა და დასკვნებზე დაყრდნობით შემუშავებულ რეკომენდაციებს, რომელთა მიზანია კანონის აღსრულების პროცესის და დასახული ამოცანების მიმართ კანონის ეფექტიანობის გაზრდა.  წარმომადგენლობითი მიმართულება (ამოცანა 3) კომიტეტი, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და კომიტეტის დებულების საფუძველზე, უზრუნველყოფდა კომიტეტის საქმიანობის, კომიტეტის სხდომების, განხილვის პროცესში მყოფი საკითხების პარლამენტის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომობას. მოქალაქეებთან ურთიერთობა საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა 360 კორესპონდენცია, მათ შორის მიღებულ იქნა მოქალაქეთა 164 განცხადება, კომიტეტიდან გასული წერილების რაოდენობა 224, დადგენილი წესით ერთ თვიან ვადაში გაეცა პასუხი განცხადებებს და გადაიგზავნა 20 შესაბამის ორგანოში. წერილებზე, რომელიც სხვადასხვა ადრესატთან იყო შემოსული, მათზე რეაგირება მოახდინა შესაბამისმა თემატური დარგის კომიტეტებმა. მოქალაქეთა მიმართვიანობის ძირითადი თემატიკა: ინფრასტრუქტურულ საკითხები : გზების კეთილმოწყობა, რეაბილიტაცია, სასმელი წყლის წყალარინების პრობლემები, გაზის მომარების პრობლემები; სამართლებრივი საკითხები: მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემები, საკუთრების უფლების აღიარება, დაკანონება, უკანონო მშენებლობები; სოციალურ საკითხები: სოციალურად დაცველი პირებისთვის ერთჯერად ფულადი დახმარებზე შუამდგომლობა, მიწის გამოყოფა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, საცხოვრებელი ბინით და დრობითი თავშესაფრებით უზრუნველყოფა, სახლის შეკეთების თხოვნის წერილები, შრომითი მოწყობის და დასაქმების საკითხები; ბინათმშენებლობით დაზარალებულების, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება, უკანონო ქმედებებთან დაკავშირებული წერილები. არასამთავრობო სექტორთან/საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა • 2023 წლის 6 თებერვალს კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის აპარატის თანამშრომლებთან ერთად შეხვდა ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის. შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა მიმოიხილეს და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრეს; • 2023 წლის განმავლობაში კომიტეტის თავმჯდომარისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის წარმომადგენლებს შორის გაიმართა 6 შეხვედრა, სადაც შეთანხმდნენ საკომიტეტო თემატური მოკვლევის „დეცენტრალიზაციის როლი და გამოწვევები მუნიციპალიტეტების თანაბარი სოციალურ ეკონომიკური განვითარებისთვის“ დაწყებაზე და თემატური მოკვლევის ტექნიკურ პირობებზე (ToR); • 2023 წლის 13 ივლისს კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის აპარატის უფროსთან ერთად სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ტერიტორიული ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის პარლამენტს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და საკომიტეტო დონეზე თანამშრომლობის გამყარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. იმავე შემადგენლობას კომიტეტის თავმჯდომარე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, შეხვედრისას მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობები და ბოლო დროს გახშირებული მაღალი დონის ვიზიტები, როგორც სამთავრობო, ასევე, საპარლამენტო დონეზე. მხარეებმა აღნიშნეს მომავალი პარტნიორობის გაღრმავების საჭიროება და ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცების შესახებ მზაობა გამოთქვეს; 21 • 2023 წლის 17 ოქტომბერს კომიტეტის თავმჯდომარე, კომიტეტის აპარატის უფროსთან ერთად შეხვდა ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მალიკ მურზალინს. შეხვედრა გახლდათ გაცნობითი ხასიათის, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს; • 2023 წლის 29 ნოემბერს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, კომიტეტის აპარატის თანამშრომლებთან ერთად ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანს, მეთიუ მორის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა კონგრესისა და საქართველოს ურთიერთობასა და შემდგომი თანამშრომლობის პოტენციურ მიმართულებებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო დეცენტრალიზაციის საკითხებს და ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებსა და არსებულ გამოწვევებს. საკანონმდებლო წინადადებები საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 2 საკანონმდებლო წინადადება:  საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ვანიშვილისა და შალვა ხაჭაპურიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№12823/23; 23.02.2023) საკანონმდებლო წინადადების მიხედვით "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი იქნეს ტერმინი "ნასოფლარი“. კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას, შემდეგ მიზეზთა გამო: საქართველოს კანონმდებლობა არ ცნობს საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილ ტერმინს. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ადგენს მხოლოდ დასახლებების შექმნასა და გაუქმებას და მათი კატეგორიის შეცვლას. ამდენად, თუ დასახლება იქცა „ნასოფლარად“, შესაძლებელია დადგეს ამ დასახლების გაუქმების საკითხი. დასახლების გაუქმების წესი კი დეტალურად არის მოცემული საქართველოს მთავრობის N307 დადგენილებით. შესაბამისად არ არსებობს საჭიროება იმისა, რომ "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი იქნეს ამ სახის ცვლილება.  საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-3974/23; 20.03.2023) საკანონმდებლო წინადადების მიხედით, ინიციატორი ითხოვს, რომ საქართველოს ორგანულ კანონში – ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში – შევიდეს იმდაგვარი ცვლილება, რომ ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა მერად და საკრებულოს თავმჯდომარედ იყოს დაუშვებელი. 22 წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება და უარყოფილად იქნა მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო: საკითხი არ წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ მოწესრიგების საგანს: მსგავსი საკითხების რეგულირების სფერო საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ კომპეტენციების სფეროს განეკუთვნება. პეტიციები საანგარიშო პერიოდში კომიტეტში პეტიცია წარმოდგენილი არ ყოფილა. საერთაშორისო ხელშეკრულებები კომიტეტმა წლის განმავლობაში განიხილა შემდეგი საერთაშორისო ხელშეკრულებები: • • • • • • • საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა („KfW“), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმება (ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურა (ფაზა V)“ შეთანხმება №07-2/242; 29.12.2022; საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსურ ხელშეკრულება (საქართველო - ზემო სამგორის ირიგაციის პროექტი)“№07-2/247; 09.02.2023; საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი - ფაზა II)“ №07-2/265; 30.03.2023; საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი)“№07- 2/280; 08.05.2023; საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია II)“ და საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (ბოჭკოვანი ქსელი საქართველოს სოფლებისთვის)“ ცვლილების წერილშეთანხმება“№07-2/286; 25.05.2023; საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოს და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს ურბანული რეკონსტრუქცია და განვითარება)“ №3“, „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (ქუთაისის წყალარინება)“ №2“ , „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენა)“ №2“ და „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია ბ)“ №2“ ცვლილების წერილ-შეთანხმება №07-2/287; 25.05.2023; საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოს და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსურ ხელშეკრულების 23 • • • • • • (საქართველო - ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი)" №3, „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები)“ №1, „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველო - წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი)“ №1, „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველო - აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი II)“ №2, „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია)“ №2 ცვლილების წერილ-შეთანხმება“№07-2/311; 16.08.2023; საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2019 წლის 9 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა)“ №1 ცვლილების წერილ-შეთანხმება“№07-2/334; 14.11.2023; საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2017 წლის 12 ივნისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)“ №4 ცვლილების წერილ-შეთანხმება"№07-2/337; 17.11.2023; საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმება (საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა)“№07-2/339; 28.11.2023; საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამა - ქვეპროგრამა 1)“ №07-2/340; 28.11.2023; საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროექტი)“№07-2/341; 28.11.2023; საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2017 წლის 17 ივნისის „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)“ №1 ცვლილების წერილ-შეთანხმება“№07-2/343; 30.11.2023. ყველა ზემოაღნიშნულ საერთაშორისო ხელშეკრულებაზე კომიტეტმა გასცა დადებითი დასკვნა.  ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულე (ამოცანა 4) საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის აპარატის უფროსის მიერ მოხდა კომიტეტის აპარატის მოხელეთა შეფასება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 24 კომიტეტის აპარატის მოხელეებს, პარლამენტის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, უტარდებათ ტრენინგები, მათი შეფასების შედეგებით გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად, მონაწილეობას იღებენ სამინისტროების, პარლამენტის კომიტეტების და ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის (nala) ინიციატივით ჩატარებულ ტრენინგებსა და კონფერენციებში.  სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო კომიტეტი საანგარიშო პერიოდში მუშაობდა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს განახლებული შემადგენლობის ფორმირებასა და დებულების შემუშავებაზე. საბჭოში სამუშაოდ მოწვეულ იქნენ პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით თვითმმართველი ქალაქების წარმომადგენლები და გამოცდილი დარგის სპეციალისტები.  სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან, რაც შედეგიანი სამუშაო პროცესის უზრუნველყოფაა. საქართველოს მთავრობისა და სამინისტროების, მათი საქვეუწყებო ორგანიზაციების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები წარმატებულად მონაწილეობდნენ კომიტეტის სხდომებში, სამუშაო შეხვედრებსა და ღონისძიებებში. 25