საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.02.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტი
ნომერი
#2-2329/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-26
ბიუროს ნომერი 325

📜 ტექსტი

წერილი
სპორტის კომიტეტი 2-2329/24 21-02-2024 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის 3-ე გიგზავნით სპორტის კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშს. პუნქტის შესაბამისად, დანართი: 41 ფურცელი; პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
სპორტის კომიტეტის ანგარიში 2023 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ 1 სარჩევი თბილისი 20 იანვარი 2023 წ. 1.შესავალი................................................................................................................ 3 2. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტზე.......................................................................3 3. მთავარი მიღწევები და გამოწვევები...................................................................5 4. სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები....................................................8 5. საერთაშორისო ვალდებულებები.....................................................................21 6. კანონშემოქმედებითი მიმართულება...............................................................22 7. საზედამხედველო მიმართულება.....................................................................29 8. წარმომადგენლობითი მიმართულება...............................................................33 8.1. საზოგადოებასთან ურთიერთობა...........................................................33 8.2.საერთაშორისო თანამშრომლობა.......................................................38 9. ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულება..................................................39 10. სხვა საქმიანობა………………………………………………………………………………………………..40 10.1. საკონსულტაციო საბჭოების საქმიანობა.........................40 10.2. სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა ..............................40 2 1.შესავალი წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს ინფორმაციას 2023 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო, ასევე სამთავრობო, სამოქალაქო და საერთაშორისო სუბიექტებთან თანამშრომლობის, ინსტიტუციური გაძლიერების და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. 2. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტზე დარგობრივი პოლიტიკის სფეროში კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: • • • • • • • • • • • დარგობრივი პოლიტიკის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შემდგომი განვითარება, ასევე საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური ვალდებულებების შესაბამისად, ახალი რეგულაციების შემოღება ან/და მოქმედის დახვეწა; დარგობრივი პოლიტიკის სფეროში რეფორმების ინიცირება და მათ განხორციელება; საკანონმდებლო ინიციატივის მქონე სუბიექტებთან ეფექტიან კომუნიკაციას და თანამშრომლობა; ეროვნული კანონმდებლობის აღსრულებაზე, სტრატეგიული დოკუმენტებისა და პროგრამების განხორციელებაზე ზედამხედველობა; სფეროში მოქმედი საერთაშორისო ვალდებულებებისა და შესაბამისი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების კონტროლი; ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლი, დარგობრივი პოლიტიკის სფეროში განსაზღვრული პრიორიტეტებისა და სამოქმედო გეგმების შესაბამისად; კომიტეტის მიერ მომზადებული გადაწყვეტილებების, რეკომენდაციებისა და დასკვნების შესრულების მონიტორინგი დარგობრივი პოლიტიკის სფეროში ჩართულ სუბიექტებთან, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა სპორტში და სპორტის მეშვეობით საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ხელშეწყობა სპორტში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა; სპორტის წინაშე არსებული გამოწვევების, მათ შორის: დოპინგის, სპორტული შეჯიბრების მანიპულაციის, დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა; 3 2023 წლის განმავლობაში კომიტეტის საქმიანობის მიმართულებებს ასევე წარმოადგენდა: • ისეთი გარემოს შექმნა, სადაც უზრუნველყოფილია ახალგაზრდების, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრების მონაწილეობა, ღირსეული დასაქმება, ჯანმრთელობის დაცვა და კეთილდღეობა; • ახალგაზრდებისათვის ინფორმაციის, რესურსებისა და განვითარების შესაძლებლობის თანაბარი ხელმისაწვდომობის პირობების შექმნის ხელშეწყობა. საანგარიშო პერიოდში კომიტეტის საქმიანობა ეფუძნებოდა კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმას (იხ. https://bit.ly/3Hmv08I ), რომლის შესაბამისად, 2023 წლის განმავლობაში დარგობრივი პოლიტიკის სფეროში კომიტეტის თემატური პრიორიტეტები იყო: სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის მიმართულებით: • • • • • მოსახლეობის ფიზიკური და სპორტული აქტივობის დონის ამაღლების ხელშეწყობა; სპორტის მთლიანობის დაცვა; ეკონომიკის განვითარებაში სპორტის როლის გაზრდა; საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა; სპორტის პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე; სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით:    სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერება და განხორციელების ხელშეწყობა; ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა; საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთახმების და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ხელშეწყობა; საანგარიშო პერიოდში კომიტეტის შემადგენლობა განსაზღვრული იყო 14 წევრით, საიდანაც 6 - წარმოადგენდა ფრაქციას ,,ქართული ოცნება“, 3 - საპარლამენტო უმრავლესობის პოლიტიკურ ჯგუფს ,,ხალხის ძალა“ და 5 - საპარლამენტო ოპოზიციის წევრს. კომიტეტის წევრები იყვნენ კომიტეტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები (თემატური მომხსენებლები). 4 3. მთავარი მიღწევები და გამოწვევები (წლის განმავლობაში კომიტეტის მნიშვნელოვანი მიღწევები, ასევე გამოწვევები და მათ საპასუხოდ მიღებული ზომები) 2023 წელს კომიტეტმა განახორციელა შემდეგი მნიშვნელოვანი ინიციატივები: 1. სპორტის მთლიანობის დაცვა და ამ სფეროში ძირითადი დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და სპორტის სფეროში სახელმწიფოს პოლიტიკის ერთ-ერთი ძირეული მიმართულებაა. ამ მიზნით, მიმდინარე წელს, კომიტეტის ინიციატივით, ცვლილებები შევიდა ,,სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში: • საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა დოპინგთან ბრძოლის სამართლებრივი საფუძვლები და დოპინგის სფეროსთან დაკავშირებული ტერმინოლოგია; • განაწილდა და მკაფიოდ განისაზღვრა სფეროში ჩართული მხარეების ფუნქციები და პასუხისმგებლობა (სახელმწიფო, საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო, სპორტული ორგანიზაციები და სხვ.); • დარეგულირდა დოპინგის სფეროში ინტერესთა კონფლიქტის საკითხები; • განისაზღვრა საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს სტატუსი და ფუნქციები, საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება მისი დაფინანსების საფუძველი; • განისაზღვრა დოპინგის გამოყენების სამართლებრივი შედეგები; 2. მაღალი მიღწევების სპორტის ხელშეწყობის მიზნით, ცვლილება განხორციელდა ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლითაც განისაზღვრა მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვის და დაფინანსების წესი. კანონის მოქმედება გავრცელდა, მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენებზე, რომლებმაც მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის გამო ვერ მოახერხეს 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა. მათ მიეცათ უფლება პირობით ჩარიცხულიყვნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე. 3. ადგილობრივ დონეზე სპორტის პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კომიტეტმა გამართა არაერთი გასვლითი სხდომა და სამუშაო შეხვედრა რეგიონებში; 5 4. კომიტეტმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტში, რომლის ფარგლებშიც მომზადდა და საკრებულოს მიერ დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის სპორტის პოლიტიკის კონცეფცია 2024-2030 წლებისთვის და 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა. კომიტეტი მომავალ წელს გეგმავს. აქტიურად შეუწყოს ხელი მსგავსი გამოცდილების დანერგვას სხვა მუნიციპალიტეტებში. 5. სახელმწიფო ახალგაზრდულ პოლიტიკაში მყისიერი შედეგების მისაღწევად მნიშვნელოვანია წინასწარ განსაზღვრული, მიზანმიმართული ქმედებების განხორციელება და სფეროში მოქმედი სუბიექტების ძალისხმევის გაერთიანება. აღნიშნული გულისხმობს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ახალგაზრდებთან, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო პარტნიორებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო, შეთანხმებულ თანამშრომლობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის დარგობრივმა კომიტეტმა, 2023 წლის განმავლობაში, განახორციელა შემდეგი მნიშვნელოვანი საზედამხედველო და კანონშემოქმედებითი ინიციატივები: • დაინერგა სამინისტროების მიერ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ანგარიშების და გეგმების მოსმენის პრაქტიკა; • განხორციელდა ვიზიტები რეგიონებში (აჭარა, გურია, სამეგრელო, მცხეთა-მთიანეთი) ახალგაზრდული პოლიტიკის ადვოკატირების მიზნით; • ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარების ფარგლებში განხორციელდა სამუშაო ვიზიტები ლატვიასა და ბულგარეთში. • კომიტეტთან არსებული ,,სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფი“-ს ფორმატში მიმდინარეობდა სამოქალაქო სექტორთან - ახალგაზრდულ საკითხებზე პასუხისმგებელ ორგანიზაციებთან, აქტიური თანამშრომლობა. მათ მიეცათ მაქსიმალური შესაძლებლობა, ჩართულიყვნენ საკომიტეტო საქმიანობაში და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა ინიციატივის მომზადებაში, ასევე, კომიტეტის ინიციატივით ჩატარებულ კვლევებში. 6. საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ჩატარდა თემატური მოკვლევა: „მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და გაუმჯობესების შესაძლებლობები“. ამ ეტაპზე მომზადებულია მოკვლევის ანგარიშის პროექტი და მიმდინარეობს მუშაობა დოკუმენტის რედაქტირებაზე. 7. კომიტეტის ინიციატივით, მომზადდა 2 კვლევის ანგარიში: • ,,ახალგაზრდობის სფეროში საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების, მათ შორის საქართველოევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით აღებული საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულება“; 6 • „ახალგაზრდული ორგანიზაციების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის სისტემის გაუმჯობესება: ანალიზი და საკანონმდებლო წინადადებები“; პროექტის ფარგლებში მომზადდა რეკომენდაციები და საკანონმდებლო წინადადებები, რომელზე მუშაობაც გაგრძელდება 2024 წელს. პროექტი განხორციელდა საქართველოში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს ადამიანის უფლებათა ცენტრისა (UNHRC) და ორგანიზაცია „ვორლდ ვიჟენ საქართველო“-ს ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით; 2023 წელი გამორჩეული იყო ქართველ სპორტსმენთა წარმატებებით. ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში (მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატები, საერთაშორისო ტურნირები) ქართველმა სპორტსმენებმა ჯამში მოიპოვეს 1400 მედალი, აქედან ოქრო-564, ვერცხლი-407, ბრინჯაო-429. 7 4. სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები (ინფორმაცია სამოქმედო გეგმის ამოცანებისა და აქტივობების შესრულების მაჩვენებლების შესახებ, მიღწეული პროგრესის და შედეგების შესახებ) 1. კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა ამოცანა 1.1. საკანონმდებლო ინიციატივის მქონე სუბიექტებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა N ქმედება ინდიკატორი შესრულების მდგომარეობა კომიტეტის კანონშემოქმედებითი გეგმის შემუშავება სპორტის და სამოქმედო გეგმა შემუშავებულია, ახალგაზრდობის მიმართულებით შესრულებულია (სამინისტროებისგან მოპოვებული სამოქმედო გეგმა განახლებულია ინფორმაციის და მთავრობის 1 კანონშემოქმედებითი გეგმის საფუძველზე) ცალკეულ საკანონმდებლო შეხვედრების და სხდომების საკითხებზე საკონსულტაციო გადაწყვეტილებები და შესრულებულია შეხვედრების ორგანიზება, ოქმები საჭიროებისას სამუშაო ჯგუფების 2 შექმნა ამოცანა 1.2. კანონმდებლობის დასახვეწად საკითხების წინასწარი შესწავლა და ანალიზი, ასევე შესაბამისი რეაგირება N ქმედება ინდიკატორი შესრულების მდგომარეობა 8 3. 4. კომიტეტთან არსებული ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სამუშაო ჯგუფის შეხვედრები სამუშაო ვიზიტი ბულგარეთსა და ლატვიაში „ახალგაზრდობის შესახებ“ კანონების აღსრულებასა და გავლენასთან დაკავშირებით საკითხების შესწავლის მიზნით სამუშაო ჯგუფის შეხვედრების ოქმები სამუშაო შეხვედრის ანგარიში შესრულებულია შესრულებულია ** ანგარიში წარედგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს ამოცანა 1.3. საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივ და პოლიტიკურ ვალდებულებებთან, ასევე ქვეყნის სტრატეგიულ პრიორიტეტებთან დაკავშირებული რეფორმების ინიცირება, განხორციელების ხელშეწყობა და მხარდაჭერა N 5. 6. ქმედება სპორტის გრძელვადიანი მულტისექტორული სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების პროცესში კომიტეტის აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა ფიზიკურ აქტივობებში ჩართული მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის, ჯანმრთელობის სკრინინგის პროგრამის განხორციელებისთვის ხელშეწყობა/კოორდინაცია/სამუშაო შეხვედრის ორგანიზება (საპილოტე პროექტი დაგეგმილია გურიის რეგიონში) ინდიკატორი შეხვედრის გადაწყვეტილებები, მონაწილეთა სია შეხვედრის გადაწყვეტილებები, მონაწილეთა სია შესრულების მდგომარეობა შენიშვნა: ** დარგობრივი სამინისტროს მიერ არ დაწყებულა სტრატეგიაზე მუშაობა ნაწილობრივ შესრულებულია ** აღნიშნული აქტივობა ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. დონორი ორგანიზაციის მენეჯმენტში განხორციელებული ცვლილებების გამო, მისი დასრულება იგეგმება 2024 წელს. 9 2. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა ამოცანა 2.1. ეროვნული კანონმდებლობის აღსრულებაზე, სტრატეგიული დოკუმენტებისა და პროგრამების განხორციელებაზე ზედამხედველობა, მათ შორის, პრობლემურ საკითხთა გადაჭრის კოორდინაცია N ქმედება 7. ანგარიშვალდებული უწყების მიერ დაგეგმილი ქმედებების თაობაზე ინფორმაციის მოსმენა კომიტეტის სხდომის/შეხვედრის ოქმი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 41-ე მუხლის შესაბამისად, ანგარიშვალდებული უწყებების საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვა მიღებული ინფორმაცია 8. 9. 10. ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი/თემატური მოკვლევა: „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ“ საკომიტეტო მოსმენა/სამუშაო შეხვედრა: სპორტული ორგანიზაციების/ფედერაციების საქმიანობის თაობაზე ინდიკატორი შესრულების მდგომარეობა შესრულებულია შენიშვნა: **კომიტეტს არ გამოუყენებია აღნიშნული უფლებამოსილება მეტწილად შესრულებულია ნაკის/თემატური მოკვლევის ანგარიში გამოქვეყნებულია ** ამ ეტაპზე მომზადებულია მოკვლევის ანგარიშის პროექტი და მიმდინარეობს მუშაობა რედაქტირებაზე კომიტეტის სხდომის ოქმი/შეხვედრის ოქმი შესრულებულია ** კომიტეტმა მოისმინა 8 სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია 10 11. 12. 13. 14. საკომიტეტო მოსმენა: სსიპ. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ 2021-2022 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიშისა და მოკლევადიან პერიოდში (2023-2025წწ.) უნივერსიტეტის განვითარების გეგმის განხილვა საკომიტეტო მოსმენა: სსიპ. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო კოლეჯის მიერ 2021-2022 წლებში გაწეული საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მოსმენა სამუშაო შეხვედრა: საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭოს და კომიტეტის შეხვედრები მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენა: სპორტული ინფრასტრუქტურის (მათ შორის სტადიონების) გაუმჯობესება/რეაბილიტაცია/გა ნახლება მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშის მოსმენა კომიტეტის სხდომის ოქმი შესრულებულია ** კომიტეტმა 23 მაისს გამართულ სხდომაზე მოისმინა აღნიშნული საკითხი შესრულებულია კომიტეტის სხდომის ოქმი ** კომიტეტმა 23 მაისს გამართულ სხდომაზე მოისმინა აღნიშნული საკითხი შეხვედრის გადაწყვეტილებები შესრულებელია კომიტეტის სხდომის ოქმი შესრულებულია ** კომიტეტმა 27 აპრილს გამართულ სხდომაზე მოისმინა აღნიშნული საკითხი 11 საკომიტეტო მოსმენა: საქართველოში სპორტული მედიცინა და სპორტსმენების ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, კოვიდის პანდემიით გამოუწვეული შედეგები ქართულ სპორტში კომიტეტის სხდომის ოქმი 16 საკომიტეტო მოსმენა: ბავშვთა უფლებები და შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების ჩართულობა სპორტში კომიტეტის სხდომის ოქმი 17. საკომიტეტო მოსმენა: შრომითი უფლებები და კანონმდებლობა სპორტში კომიტეტის სხდომის ოქმი 18 საკომიტეტო მოსმენა: სპორტული ჟურნალისტიკა, სპორტული ჟურნალისტიკის როლი სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში კომიტეტის სხდომის ოქმი 19. საკომიტეტო მოსმენა: დანაშაულის პრევენცია და ახალგაზრდები კომიტეტის სხდომის ოქმი 15 20. საკომიტეტო მოსმენა: 2024 წელს პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისა და 2025 წელს ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადების თაობაზე ინფორმაციის მოსმენა კომიტეტის სხდომის ოქმი შესრულებულია ** კომიტეტმა 26 ივნისს გამართულ სხდომაზე მოისმინა აღნიშნული საკითხი შესრულებულია ** კომიტეტმა 26 ივნისს გამართულ სხდომაზე მოისმინა აღნიშნული საკითხი შესრულებულია ** კომიტეტმა 30 მარტს გამართულ სხდომაზე მოისმინა აღნიშნული საკითხი შესრულებულია ** კომიტეტმა 26 ივნისს გამართულ სხდომაზე მოისმინა აღნიშნული საკითხი შესრულებულია ** კომიტეტმა 17 თებერვალს გამართულ სხდომაზე მოისმინა აღნიშნული საკითხი შენიშვნა: ** კომიტეტმა წერილობით მიმართა (14.07.2023) საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს საკომიტეტს მოსმენის გამართვის თხოვნით, რაზეც ორგანიზაციამ უარი განაცხადა (წერილი 1-14818/23; 20.11.2023) 12 21 საკომიტეტო მოსმენა: ახალგაზრდების ჯანმრთელობა და ხელმისაწვდომი სერვისები კომიტეტის სხდომის ოქმი 22 საკომიტეტო მოსმენა: საგანმანათლებლო პროგრამები და საზღვარგარეთ სწავლება კომიტეტის სხდომის ოქმი საკომიტეტო მოსმენა: ახალგაზრდები ემიგრაციაში და მათთვის ხელმისაწვდომი სახელმწიფო პროგრამები კომიტეტის სხდომის ოქმი საკომიტეტო მოსმენა: სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები და მათი პოტენციალის რეალიზების ხელშემწყობი პროგრამები კომიტეტის სხდომის ოქმი საკომიტეტო მოსმენა: ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა კომიტეტის სხდომის ოქმი საკომიტეტო მოსმენა: ძალადობისა და დისკრიმინაციის პრევენცია კომიტეტის სხდომის ოქმი 23. 24. 25. 26. შესრულებულია ** კომიტეტმა 23 მაისს გამართულ სხდომაზე მოისმინა აღნიშნული საკითხი შესრულებულია ** კომიტეტმა 17 მარტს გამართულ სხდომაზე მოისმინა აღნიშნული საკითხი შენიშვნა: ** აქტივობის შესრულების ვადის პერიოდს დაემთხვა რეგლამენტში ცვლილება, რომელის თანახმად შეიცვალა კომიტეტის ფუნქციები და ახალგაზრდობის მიმართულება გადავიდა განათლების და მეცნიერების კომიტეტის კომპეტენციაში შენიშვნა: ** აქტივობის შესრულების ვადის პერიოდს დაემთხვა რეგლამენტში ცვლილება, რომელის თანახმად შეიცვალა კომიტეტის ფუნქციები და ახალგაზრდობის მიმართულება გადავიდა განათლების და მეცნიერების კომიტეტის კომპეტენციაში შენიშვნა: ** აქტივობის შესრულების ვადის პერიოდს დაემთხვა რეგლამენტში ცვლილება, რომელის თანახმად შეიცვალა კომიტეტის ფუნქციები და ახალგაზრდობის მიმართულება გადავიდა განათლების და მეცნიერების კომიტეტის კომპეტენციაში შენიშვნა: ** აქტივობის შესრულების ვადის პერიოდს დაემთხვა რეგლამენტში ცვლილება, რომელის თანახმად შეიცვალა კომიტეტის ფუნქციები და ახალგაზრდობის მიმართულება გადავიდა განათლების და მეცნიერების კომიტეტის კომპეტენციაში 13 27. 28. 29. საკომიტეტო მოსმენა (დახურული სხდომა): იძულებით გადაადგილებული და დროებით ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ხელშემწყობის სახელმწიფო პროგრამები ,,2020-2030 წლებისთვის ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის“ დოკუმენტის, აგრეთვე 2023-2025 წლებისთვის ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიის განხორციელების წლიური ანგარიში ინფორმაციის ანალიზი: მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკა, 2023 წლის ახალგაზრდული პროგრამებისა და ფინანსური რესურსის მიმოხილვა კომიტეტის სხდომის ოქმი კომიტეტის სხდომის ოქმი ანალიზის დოკუმენტი მომზადებულია შენიშვნა: ** აქტივობის შესრულების ვადის პერიოდს დაემთხვა რეგლამენტში ცვლილება, რომელის თანახმად შეიცვალა კომიტეტის ფუნქციები და ახალგაზრდობის მიმართულება გადავიდა განათლების და მეცნიერების კომიტეტის კომპეტენციაში შენიშვნა: ** აქტივობის შესრულების ვადის პერიოდს დაემთხვა რეგლამენტში ცვლილება, რომელის თანახმად შეიცვალა კომიტეტის ფუნქციები და ახალგაზრდობის მიმართულება გადავიდა განათლების და მეცნიერების კომიტეტის კომპეტენციაში შენიშვნა: ** აქტივობის შესრულების ვადის პერიოდს დაემთხვა რეგლამენტში ცვლილება, რომელის თანახმად შეიცვალა კომიტეტის ფუნქციები და ახალგაზრდობის მიმართულება გადავიდა განათლების და მეცნიერების კომიტეტის კომპეტენციაში ამოცანა 2.2. ეფექტიანი საბიუჯეტო ზედამხედველობა N ქმედება ინდიკატორი შესრულების მდგომარეობა 14 30. 31. 32. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის კოორდინაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული რეკომენდაციების (დარგობრივი პოლიტიკის სფეროში) შესრულების მონიტორინგი, საკომიტეტო მოსმენები სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მოსმენა რეგლამენტის 141-ე და 142-ე მუხლების შესაბამისად 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკომიტეტო სხდომის ოქმი შენიშვნა: **სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის საკომიტეტო მოსმენა ცალკე საჭიროების მიხედვით არ განხორციელებულა. თუმცა, პროფილური საკომიტეტო მიმართულებით აუდიტების მოსმენა კოორდინაციაში მიმდინარეობდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ფარგლებში. კერძოდ, კომიტეტის წევრები/წარმომადგენლები როგორც წესი ესწრებოდნენ და მონაწილეობას იღებდნენ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მოსმენაში/განხილვაში აუდიტის მუდმივმოქმედი ჯგუფის ფარგლებში გამართულ სხდომაზე. შესრულებულია საკომიტეტო მოსმენის ოქმები, დასკვნა ** სხდომის ოქმები განთავსებულია პარლამენტის ვებგვერდზე შესრულებულია კომიტეტის დასკვნა ** სხდომის ოქმი განთავსებულია პარლამენტის ვებგვერდზე 15 33. 34. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის ფარგლებში, კომიტეტის პროფილური მიმართულებით სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მოსმენა/განხილვა/მონაწილეობის მიღება დარგობრივი სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე კონსულტაციები კომიტეტის წევრებთან მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის ფარგლებში ჩატარებულ სხდომებში კომიტეტის/კომიტეტის წარმომადგენელის მონაწილეობა კონსულტაციები განხორცილებელია შესრულებულია **აუდიტის ჯგუფმა მიმდინარე წლის 27 სექტემბერს განიხილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი “ა(ა)იპ- საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის 2019-2021 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში” (19/36; 25.04.2023). სადაც განიხილეს აუდიტის მიერ ორგანიზაციის მიმართ გაცემული რეკომენდაციები შესრულებულია 3. საჯაროობის, ანგარიშვალდებულებისა და თანამონაწილეობის პრინციპზე დაფუძნებული საქმიანობის წარმართვა ამოცანა 3.1. სფეროში ჩართულ სუბიექტებთან კომუნიკაციის გაუმჯობესება და ჩართულობის ხელშეწყობა N ქმედება ინდიკატორი შესრულების მდგომარეობა 16 35. 36. 37. 38. რეგიონული შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ახალგაზრდებთან: იმერეთი, რაჭალეჩხუმი-ქვემო სვანეთი შეხვედრის ოქმი რეგიონული შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ახალგაზრდებთან: სამცხე ჯავახეთი, შიდა ქართლი შეხვედრის ოქმი რეგიონული შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ახალგაზრდებთან: კახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი. შეხვედრის ოქმი მაღალი პოლიტიკური დონის ფორუმი/კონფერენცია „ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდებთან ერთად, ახალგაზრდების მიერ“ შენიშვნა: ** აქტივობის შესრულების ვადის პერიოდს დაემთხვა რეგლამენტში ცვლილება, რომელის თანახმად შეიცვალა კომიტეტის ფუნქციები და ახალგაზრდობის მიმართულება გადავიდა განათლების და მეცნიერების კომიტეტის კომპეტენციაში შენიშვნა: ** აქტივობის შესრულების ვადის პერიოდს დაემთხვა რეგლამენტში ცვლილება, რომელის თანახმად შეიცვალა კომიტეტის ფუნქციები და ახალგაზრდობის მიმართულება გადავიდა განათლების და მეცნიერების კომიტეტის კომპეტენციაში შენიშვნა: ** აქტივობის შესრულების ვადის პერიოდს დაემთხვა რეგლამენტში ცვლილება, რომელის თანახმად შეიცვალა კომიტეტის ფუნქციები და ახალგაზრდობის მიმართულება გადავიდა განათლების და მეცნიერების კომიტეტის კომპეტენციაში ფორუმი/კონფერენცია ჩატარებულია შენიშვნა: ** აქტივობის შესრულების ვადის პერიოდს დაემთხვა რეგლამენტში ცვლილება, რომელის თანახმად შეიცვალა კომიტეტის ფუნქციები და ახალგაზრდობის მიმართულება გადავიდა განათლების და მეცნიერების კომიტეტის კომპეტენციაში 17 39. 40. 41. 42. საკომიტეტო გასვლითი სხდომა/სამუშაო შეხვედრა/რეგიონებში: ადგილობრივი/მუნიციპალური ხელისუფლების, სპორტის (ადგილობრივი სპორტული ორგანიზაციები, სამსახურები) დაინტერესებული აქტორები/სპორტსმენები/სხვა წარმომადგენლები: აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი და სხვა. შეხვედრების გაიმართება წინასწარ შეთანხმებული გეგმის მიხედვით სამუშაო შეხვედრა: დონორების 2024 წლის პრიორიტეტები და პროექტები (ფიზიკური აქტივობისა და სპორტის და ახალგაზრდული პოლიტიკის ჭრილში) კომიტეტის ვებგვერდის სრულყოფა, ინფორმაციის რეგულარული განახლება კომიტეტის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა ფართო აუდიტორიისთვის შეხვედრების/სხდომების ოქმები შესრულებულია ** სხდომის ოქმები და ინფორმაცია სამუშაო შეხვედრების გამართვის თაობაზე განთავსებულია პარლამენტის ვებგვერდზე სამუშაო შეხვედრის ოქმი შენიშვნა: ** დაგეგმილია 2024 წლის თებერვალ-მარტში ინფორმაცია განთავსებულია და მუდმივად ხდება მისი განახლება შესრულებულია ღონისძიების პრესრელიზი, შესრულებულია ფოტო- ვიდეო მასალა შენიშვნა: ** დაგეგმილია 2024 წლის თებერვალ-მარტში ხელმისაწვდომია კომიტეტის სოციალურ ქსელში და პარლამენტის ვებგვერდზე 18 43. თემატური შეხვედრების ორგანიზება დაინტერესებულ ჯგუფებთან შეხვედრის გადაწყვეეტილებები შესრულებულია ** ინფორმაცია სამუშაო შეხვედრების გამართვის თაობაზე განთავსებულია პარლამენტის ვებ-გვერდზე 4. კომიტეტის ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარება ამოცანა 4.1. შიდა კოორდინაციის გაუმჯობესება N 44. 45. ქმედება კომიტეტის თავმჯდომარისა და აპარატის თანამშრომელთა საკოორდინაციო/საინფორმაციო შეხვედრების რეგულარული ჩატარება მიმდინარე საკითხებსა და სფეროში არსებულ სიახლეებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სპორტულგამაჯანსაღებელ და მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობა ინდიკატორი შესრულების მდგომარეობა შესრულებულია ჩატარებულია არანაკლებ 3 შეხვედრა ღონისძიებაში მონაწილეთა სია შესრულებულია 19 46. სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობის შეფასება და შესაძლო ცვლილებების განხილვა შეფასების დოკუმენტის მომზადება, ცვლილების განხორციელება შესრულებულია ** შეფასების შედეგების მიხედვით, სამოქმედო გეგმაში ცვლილებები განხორციელდა 2-ჯერ ამოცანა 4.2. კომიტეტის აპარატის შესაძლებლობების ზრდა N 47. ქმედება კომიტეტის აპარატის წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა დარგობრივ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სემინარებსა და ტრენინგებზე ინდიკატორი წელიწადში არანაკლებ 5 შეხვედრა შესრულების მდგომარეობა შესრულებულია ამოცანა 4.3. გარე ექსპერტული დახმარების ეფექტიანი გამოყენება N 48. ქმედება სამოქმედო გეგმის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ექსპერტული დახმარების მიღება დონორი ორგანიზაციების რესურსების გამოყენებით ინდიკატორი შესრულების მდგომარეობა შესრულებულია ექსპერტი აყვანილია 20 კონკრეტულ ამოცანათა შესასრულებლად მოწვეული სპეციალისტის ინსტიტუტის 49. გამოყენება და შესაბამისი წინადადების მომზადება კომიტეტში ექპერტთა მოწვევის თაობაზე მოწვეულია შესაბამისი ექსპერტი/კონსულტანტი შესრულებულია 5. საერთაშორისო ვალდებულებები (განხორციელებული ძირითადი ღონისძიებების მნიშვნელობა საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით) საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე ცვლილებები შევიდა ,,სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში, რაც ემსახურება საქართველოს შესაბამისობას ქვემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო შეთანხმებების მოთხოვნებთან: • • 1989 წლის “დოპინგსაწინააღმდეგო კონვენცია“, რომელიც საქართველოს მიერ რატიფიცირებულია 2003 წელს; იუნესკოს 2005 წლის საერთაშორისო კონვენცია „სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, რომელსაც საქართველო ხელმოწერით შეუერთდა 2009 წელს. დოპინგის სფეროში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებები მხარეებს აკისრებს კონკრეტული პოლიტიკის გატარების, საკანონმდებლო ჩარჩოს განსაზღვრისა და კოორდინაციის ვალდებულებებს. კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ცვლილებების მიღებით განხორციელდა დოპინგთან დაკავშირებული საკითხების საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგება, რითაც შესრულდება საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. კომიტეტის ინიციატივით, „ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის“ (EPLO) მიერ მომზადდა 2 კვლევის ანგარიში: • ,,ახალგაზრდობის სფეროში საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების, მათ შორის საქართველოევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით აღებული საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულება“; 21 • „ახალგაზრდული ორგანიზაციების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის სისტემის გაუმჯობესება: ანალიზი და საკანონმდებლო წინადადებები“; პროექტის ფარგლებში მომზადდა რეკომენდაციები და საკანონმდებლო წინადადებები, რომელზე მუშაობაც 2024 წელს გაგრძელდება განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის კომიტეტში. პროექტი განხორციელდა საქართველოში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს ადამიანის უფლებათა ცენტრისა (UNHRC) და ორგანიზაცია „ვორლდ ვიჟენ საქართველო“-ს ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით. 6. კანონშემოქმედებითი მიმართულება (კანონშემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით სამოქმედო გეგმით განსაზღვრული თითოეული ამოცანის მიღწევის პროგრესისა და ძირითადი აქტივობების შესრულების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, მნიშვნელოვანი კანონპროექტები, მათი მიზნები და საჭიროება, დამდგარი შედეგები) კომიტეტის მიერ დამტკიცებული სტრატეგიის შესაბამისად, კანონშემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით, კომიტეტის ამოცანებია ა) კანონმდებლობის დასახვეწად საკითხების წინასწარი შესწავლა და ანალიზი, ასევე შესაბამისი რეაგირება; ბ) დაინტერესებულ სუბიექტებთან ეფექტიანი კომუნიკაცია და თანამშრომლობა; გ) საერთაშორისო სამართლებრივ და პოლიტიკურ ვალდებულებებთან, ასევე ქვეყნის სტრატეგიულ პრიორიტეტებთან დაკავშირებული რეფორმების ინიცირება და განხორციელების ხელშეწყობა. საანგარიშო პერიოდში კომიტეტის მიერ განხილული პროექტები (69 კანონის პროექტი) კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივები: 1. საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარსადგენი საქართველოს კანონის პროექტის ,,სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა; განხილვის თარიღი: 20.03.2023 კანონპროექტების არსი: „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი სრულყოფილად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს, რომლებიც სპორტის სფეროში დოპინგის აღმოფხვრას შეეხება და რომელთა დანერგვის ვალდებულებაც იკისრა სახელმწიფომ. ეს აქტებია: ევროპის საბჭოს 1989 წლის “დოპინგსაწინააღმდეგო კონვენცია“, რომელიც საქართველოს მიერ რატიფიცირებულია 2003 წელს და იუნესკოს 2005 წლის საერთაშორისო კონვენცია „სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, 22 რომელსაც საქართველო ხელმოწერით შეუერთდა 2009 წელს. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ ამოქმედდება დოპინგის სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო და მის აღსრულებაში ჩაერთვებიან როგორც სახელმწიფო უწყებები, ისე - დოპინგის სფეროში მოქმედი ეროვნული ორგანიზაცია, ყველა შესაბამისი სპორტული ორგანიზაცია და საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს კანონის პროექტის ,,სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენას. სხდომის ოქმი: https://bit.ly/48LtCYO; საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მიიღო დაჩქარებული წესით (13.04.2023) და ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტები, რომლებიც კომიტეტმა განიხილა სავალდებულო წესით: 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/215; 21.11.2022) განხილვის თარიღი: 20.02.2023 კანონპროექტების არსი: კანონის არსებული რედაქციის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატს არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი მმართველობისა და საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული ამოცანების შესრულების მიზნებისათვის გრანტის სახით გაეცა დაფინანსება. ამდენად, ,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გრანტის გაცემის უფლებამოსილების მქონე სუბიექტთა წრეს დაემატა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მომზადებულად მიიჩნია პლენარულ სხდომაზე განსახილველად. სხდომის ოქმი: https://bit.ly/3tW4Zd8; 23 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/314; 01.09.2023) განხილვა განხილვის თარიღი: 18.09.2023 კანონპროექტის არსი: წარმოდგენილი ცვლილება შეეხო მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესს. ცვლილების თანახმად, კანონის მოქმედება გავრცელდა, მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენებზე, რომლებმაც მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის გამო ვერ მოახერხეს 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა. მათ მიეცათ უფლება პირობით ჩარიცხულიყვნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტის წევრებმა, ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, წარმოდგენილი ცვლილებების პროექტი მომზადებულად მიიჩნიეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. სხდომის ოქმი: https://bit.ly/3HiT63Q; 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/320; 19.09.2023); განხილვის თარიღი: 25.09.2023 კანონპროექტის არსი: წარმოდგენილი ცვლილებით, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი გაიზარდა 256,7 მლნ ლარით და შეადგენა 22 170,9 მლნ ლარი. ზრდა განხორციელდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებაში (34,0 მლნ ლარით) და იგი განისაზღვრა 465,2 მლნ ლარით. დამატებითი თანხიდან 27,5 მლნ ლარი - მიღწეული შედეგების მიხედვით სპორტსმენთათვის დაწესებული ჯილდოების ანაზღაურებისთვის, ხოლო 6,5 მლნ ლარი - რაგბსა და კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატებზე საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებასთან. 24 მიღებული გადაწყვეტილება: კომიტეტის წევრებმა, ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, წარმოდგენილი ცვლილებების პროექტი მომზადებულად მიიჩნიეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. სხდომის ოქმი: https://bit.ly/47DzNgC; 4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე თანდართულ მასალებთან ერთად, დოკუმენტზე ,,ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2024-2027 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენებაზე ,,საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (N 07-2/322; 29.09.2023) განხილვის თარიღი: 10.10.2023 კანონპროექტის არსი: 2024 წლისათვის რეალური ეკონომიკური ზრდა 5.2%-ის ოდენობით დაიგეგმა, მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი კი 85,4 მლრდ. ლარით განისაზღვრა. კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადებმა 24 161, 188 მლნ. ლარი, შემოსულობები კი - 23 881,660 მლნ. ლარი შეადგინა. კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2024 წლის დაფინანსება 460 მილიონი ლარით განისაზღვრა. აღნიშნული თანხიდან სპორტის და ახალგაზრდულ მიმართულებებზე თანხები შემდეგნაირად განაწილდება: მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია - 180,1 მლნ. ლარი; კულტურისა და სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვისა და ხელშეწყობის ღონისძიებები - 46,4 მლნ. ლარი; სახელოვნო და სასპორტო სფეროში უმაღლესი განათლება - 19,6 მლნ. ლარი; ინფრასტრუქტურის განვითარება - 50,0 მლნ ლარი; სახელოვნო და სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობა - 7,8 მლნ ლარი; ახალგაზრდობის ხელშეწყობა - 8,0 მლნ. ლარი. ქართველი სპორტსმენების ოლიმპიადაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯებისათვის, შედეგების მიხედვით, შესაძლებელია მოხდეს დამატებითი თანხების გამოყოფა. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტის სხდომაზე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საზღვრისპირა სოფლებისთვის, კერძოდ, ერგნეთში სტადიონისა და ახალგაზრდული განვითარების ცენტრის ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობის მხარდასაჭერად დამატებითი დაფინანსების გამოყოფა. შესაბამისად, კომიტეტის წინადადებაა დამატებითი დაფინანსება მოხდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ან/და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი ასიგნებების ფარგლებში. კომიტეტმა ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, ზემოაღნიშნული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს მის თანდართულ მასალებთან ერთად. სხდომის ოქმი: https://bit.ly/3HF69Nz; 25 5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/324; 04.10.2023) განხილვის თარიღი: 16. 10. 2023 კანონპროექტის არსი: ცვლილების თანახმად, კულტურის და სპორტის სამინისტრო დაამტკიცებს სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯისა (გარდა კერძო სექტორთან სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯის) და სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტს და შესარჩევი კონკურსის გამართვის წესს. ამასთან, სამინისტრო უფლებამოსილი იქნება სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯისა (გარდა კერძო სექტორთან სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯის) და სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი. გარდა ამისა, სამინისტრო კონკურსის საფუძველზე 5 წლის ვადით თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს სამინისტროს მიერ დაფუძნებული ან სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორს. ერთი და იგივე პირი იმავე კოლეჯში დირექტორად შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. ამასთან, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორს კონკურსის საფუძველზე 5 წლის ვადით თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს დამფუძნებელი, რომელიც უფლებამოსილი იქნება დაამტკიცოს: კოლეჯის დირექტორის სტანდარტი; კოლეჯის დირექტორის შესარჩევი კონკურსების გამართვის წესი; კოლეჯის დირექტორის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი. რაც შეეხება კერძო სექტორთან სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებულ კოლეჯის მართვის ორგანოებს, მათი არჩევის/დანიშვნის წესი, მათთვის წასაყენებელი მოთხოვნები, მათი უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება კოლეჯის წესდებით. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა წარმოდგენილი ცვლილება მომზადებულად მიიჩნია პლენარულ სხდომაზე განსახილველად. სხდომის ოქმი: https://bit.ly/3tTjVsq; 6. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების 26 შეტანის თაობაზე“, „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, 27 „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტის - „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/336; 15.11.2023) განხილვის თარიღი: 28.11.2023 კანონპროექტის არსი: ახალგაზრდობის მიმართულებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ჩაითვალა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ახალგაზრდობის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტთა პაკეტს და მომზადებულად მიიჩნია პლენარულ სხდომაზე განსახილველად. სხდომის ოქმი: https://bit.ly/47AZyOG; 7. საქართველოს პარლამენტის წევრების - გივი მიქანაძის, ირაკლი მეძმარიაშვილის და გიორგი ჩაკვეტაძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/396; 29.11.2023) განხილვის თარიღი: 05.12.202 28 ინიციატივის არსი: „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებამ, რომლითაც ახალგაზრდობის მიმართულება გადავიდა განათლების და მეცნიერების სამინისტროს კომპეტენციაში, დღის წესრიგში დააყენა საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადახედვა. წარმოდგენილი ცვლილებით, განხორციელდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტიდან ახალგაზრდობის კომპონენტის საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში გადატანა. კომიტეტის გადაწყვეტილება: ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, კომიტეტმა წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა მომზადებულად მიიჩნია პლენარულ სხდომაზე განსახილველად. სხდომის ოქმი: https://bit.ly/41YCo3w; 7. საზედამხედველო მიმართულება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ამოცანები იყო: ა) ეროვნული კანონმდებლობის აღსრულების, სტრატეგიული დოკუმენტებისა და პროგრამების განხორციელების ზედამხედველობა, მათ შორის პრობლემური საკითხების გადაჭრის კოორდინაცია; ბ) საერთაშორისო სამართლებრივ და პოლიტიკურ ვალდებულებათა შესრულების ზედამხედველობა გ) საბიუჯეტო ზედამხედველობის ეფექტიანი განხორციელება; საზედამხედველო საქმიანობის ნაწილში, კომიტეტმა უზრუნველყო შემდეგი ძირითადი ღონისძიებების ჩატარება:  თემატური მოკვლევა საკითხზე ,,ლატარიების, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე მოზარდებისა და ახალგაზრდების დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და მოგვარების პერსპექტივები“;  ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენციის, კანონთან კონფლიქტში მყოფი ახალგაზრდებისა და ახალგაზრდების მიერ სასჯელის აღსრულებასა და რესოციალიზაციასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიშისა და 2023 წელს დაგეგმილი საქმიანობის მოსმენა;  საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2022 წელს განხორციელებული საქმიანობისა და 2023 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოსმენა;  საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნების და ამოცანების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2022 წელს 29           განხორციელებული და 2023 წელს დაგეგმილი ღონისძიებების (ახალგაზრდების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა) შესახებ ინფორმაციის მოსმენა; სპორტში შრომითი უფლებებისა და ხელშეკრულებების თაობაზე ინფორმაციის მოსმენა; მიმდინარე და დაგეგმილი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების თაობაზე სსიპ. ,,მუნიციპალური განვითარების ფონდის“ ანგარიშის მოსმენა; საქართველოში ადაპტიური ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განათლების განვითარების თაობაზე ინფორმციის მოსმენა; სსიპ. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო კოლეჯის მიერ 2021-2022 წლებში გაწეული საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მოსმენა; სსიპ. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ 2021-2022 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიშისა და მოკლევადიან პერიოდში (2023-2025 წწ.) უნივერსიტეტის განვითარების გეგმის განხილვა; საქართველოში სპორტული მედიცინა და სპორტსმენების ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, კოვიდის პანდემიით გამოწვეული შედეგები ქართულ სპორტში (საკომიტეტო მოსმენა); ბავშვთა უფლებები და შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების ჩართულობა სპორტში (საკომიტეტო მოსმენა); სპორტული ჟურნალისტიკის როლი სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში (საკომიტეტო მოსმენა); სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური და წლიური ანგარიშების მოსმენა; სპორტული და ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობის და პრობლემატურ საკითხებზე ინფორმაციის მოსმენა; თემატური მოკვლევა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად, 2023 წლის 6 ივნისს დაიწყო თემატური მოკვლევა საკითხზე ,,ლატარიების, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე მოზარდებისა და ახალგაზრდების დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და მოგვარების პერსპექტივები“. მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებელია გივი მიქანაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი; ჯგუფის წევრები - ზაზა ლომინაძე, და ეკა სეფაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები. მოკვლევის საკითხის თაობაზე დასაბუთებული მოსაზრებები წარმოდგენილი იყო 48 ორგანიზაციის მიერ. მოკვლევის ჯგუფმა 30-31 ოქტომბერს გამართა ორი ზეპირი მოსმენა, რომელშიც მონაწილეობდა 14 დაინტერესებული სუბიექტი და ორგანიზაცია. ამ ეტაპზე მომზადებულია თემატური მოკვლევის ანგარიშის პროექტი და მიმდინარეობს მუშაობა რედაქტირებაზე. თემატური მოკვლევის თაობაზე დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე https://bit.ly/3nMI3aD; 30 სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვის“ (1-6015/23/10; 28.04.2023) განხილვა სხდომის ჩატარების თარიღი: 15.05.2023 ანგარიშის არსი: გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს გააცნო 2023 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შემოსავლები, არაფინანსური და ფინანსური აქტივების ზრდის მაჩვენებლები და ბიუჯეტის ვალდებულებების კლების მონაცემები. მომხსენებელმა კომიტეტების საზედამხედველო სახელმწიფო უწყებების მიერ ბიუჯეტის ათვისების მაჩვენებლებზე და შესაბამისი პროგრამების შესრულების მიმდინარეობაზეც ისაუბრა. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტის წევრებმა ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, ცნობად მიიღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის შესრულება. სხდომის ოქმი: https://bit.ly/3RUIjBY; 2. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ (07-2/289; 31.05.2023), „2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებისა (17253/23; 19.05.2023) და „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ ინფორმაციის განხილვა სხდომის ჩატარების თარიღი: 13.06.2022 ანგარიშის არსი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პარლამენტის წევრებს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში გააცნო. მომხსენებელმა ისაუბრა საანგარიშო პერიოდის ეკონომიკური ზრდის მონაცემებზე, ინფლაციის მაჩვენებლებზე, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებზე და მის ხარჯვით ნაწილზე. მომხსენებელმა ასევე ისაუბრა ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ და აღნიშნა, რომ მიმდინარე პერიოდში ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობისკენ, რათა საშუალო ვადიან პერიოდში ქვეყნის განვითარების დონე დაუბრუნდეს პოტენციურ მაჩვენებელს და უზრუნველყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტის წევრებმა ჩატარებული კენჭისყრების შედეგად მხარი დაუჭირეს საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშს“ (07-2/289; 31.05.2023), „2022 31 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებებასა (1-7253/23; 19.05.2023) და „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ ინფორმაციას. სხდომის ოქმი: https://bit.ly/422lDnP; 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა (№1-10744/23; 31.07.2023); სხდომის ჩატარების თარიღი: 25.09.2023 განხილული საკითხი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრების 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მაჩვენებლები გააცნო. საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვრა 16 335 194.2 ათასი ლარით. აღნიშნული სახსრებიდან საანგარიშო პერიოდში გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 8 021 925.7 ათასი ლარი, გაწეულმა საკასო ხარჯმა - 7 848 852.1 ათასი ლარი, რაც კვარტლის გეგმიური მაჩვენებლის 97.8%-ია, ხოლო წლიური დამტკიცებული მაჩვენებლის - 48.0%-ია. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა. სხდომის ოქმი: https://bit.ly/3XlRXyw ; 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა (1-14027/23; 31.10.2023) სხდომის ჩატარების თარიღი: 06.11.2023 განხილული საკითხი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები გააცნო. მომხსენებელმა საანგარიშო პერიოდში ეკონომიკურმა ზრდის, ინფლაციის და საგარეო ვაჭრობის მიმართულებით არსებულ მონაცემებზე ისაუბრა. 2023 წლის იანვარ-სექტემბრის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 13 266 135.5 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 13 732 482.2 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 103.5%. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მინოხილვა. 32 სხდომის ოქმი: https://bit.ly/4aQiwDA; 8. წარმომადგენლობითი მიმართულება 8.1 საზოგადოებასთან ურთიერთობა საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა 200 - მდე მოქალაქეთა წერილი და განცხადება. ყველა მათგანი შესწავლილი იქნა კომიტეტის მიერ და რეაგირების მიზნით დაქვემდებარებისამებრ გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში. განცხადებების ძირითადი თემატიკა უკავშირდებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე მოვლენებს. კომიტეტის შეხვედრები: 20 იანვარი - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული ახალგაზრდული პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის წევრები კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმის იმ მიმართულებებს გაეცნენ, რომლებიც ახალგაზრდულ საკითხებზეა ორიენტირებული. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელმა დეპუტატმა, გივი მიქანაძემ საპარლამენტო საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, სხვადასხვა სამინისტროსა და სახელმწიფო უწყების ანგარიშის წარდგენაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომიტეტის სამოქმედო გეგმის პროექტის მომზადებისას სამუშაო ჯგუფის წინადადებები და რეკომენდაციები გაიზიარეს, რაც სამუშაო ჯგუფის წევრების შეფასებით, დარგის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ვრცლად: http://tinyurl.com/4w2svzh7 17 თებერვალი - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, დამოუკიდებელი საქართველოს პირველ მსოფლიო ჩემპიონს ზამთრის ცურვაში, ჰენრი კუპრაშვილს და საქართველოს სპორტის უნივერსიტეტის რექტორს, ევროპის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საერთაშორისო ფედერაციის ტულინის პრემიის მფლობელს, ჯემალ ძაგანიას, კომიტეტის სახელით, მადლობის სიგელები გადასცა. ვრცლად: http://tinyurl.com/56nyz579 33 28 თებერვალი - ახალგაზრდული პოლიტიკის ინსტიტუციურ გაძლიერება და მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა იყო განხილვის მთავარი თემა აჭარაში გამართულ თემატურ შეხვედრაში, რომელშიც მონაწილეობდნენ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი დეპუტატი გივი მიქანაძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილესთან ირაკლი გივიაშვილთან ერთად. შეხვედრა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა და მას მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი თვითმმართველობების ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები და აჭარის მაჟორიტარი დეპუტატები: ანზორ ბოლქვაძე, რესან კონცელიძე და ზაალ მიქელაძე. მონაწილეებმა ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობასა და კოორდინაციის გაძლიერებაზეც გაამახვილეს ყურადღება. ვრცლად: http://tinyurl.com/4tad8cak 1 მარტი - პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა და კომიტეტის წევრმა, ახალგაზრდობის მიმართულებებზე პასუხისმგებელმა დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ოზურგეთში, გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ურუშაძესთან და რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე, რომელსაც გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი დაესწრნენ, მხარეებმა ის მუნიციპალური პროგრამები და სერვისები განიხილეს, რომლებიც ახალგაზრდობის საკითხებზეა ორიენტირებული. გურიის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, კომიტეტის წარმომადგენლები ოზურგეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდნენ, სადაც ახალგაზრდობის მიმართ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და საჭიროებებზე ღია დისკუსია გაიმართა. ვრცლად: http://tinyurl.com/4zrdwjxc 2 მარტი - რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა, კომიტეტის წევრმა, ახალგაზრდობის მიმართულებებზე პასუხისმგებელმა დეპუტატმა გივი მიქანაძემ და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რწმუნებულის მოადგილეებთან და რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა ის მუნიციპალური პროგრამები და სერვისები განიხილეს, რომლებიც ახალგაზრდობის საკითხებზეა ორიენტირებული. ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ, კომიტეტის წარმომადგენლები ტექნოპარკში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სათათბიროს წევრებს და წიგნის მოყვარულთა ჯგუფს B612-ს შეხვდნენ. კომიტეტის წევრებმა ახალგაზრდებს დეტალურად გააცნეს ის პროგრამები, რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს. ვრცლად: http://tinyurl.com/mrxvd8ex 23 მაისი - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრებს და მათ მწვრთნელებს, ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მადლობის სიგელები გადასცა. ვრცლად: http://tinyurl.com/2jmynzw4 34 5 ივნისი - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი მეძმარიაშვილმა და კომიტეტის წევრებმა მცხეთის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გამართეს და სპორტული ობიექტები დაათვალიერეს. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, დავით ნოზაძესთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატებმა კომიტეტის გასვლითი სხდომების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრებზე პარლამენტის წევრებს საშუალება ეძლევათ ადგილზე გაეცნონ იმ მიღწევებსა და გამოწვევებს, რაც სპორტის და ახალგაზრდობის კუთხით არსებობს რეგიონში. კომიტეტის წევრებმა გიორგი კაპანაძის სახელობის მცხეთის კანოესა და ნიჩბოსნობის აკადემია დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ. დეპუტატები მცხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსს და მცხეთის საცურაო აუზსაც ესტუმრნენ და სპორტის მასწავლებლებს და სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩართულ ახალგაზრდებს ესაუბრნენ. მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული სპორტული ობიექტების დათვალიერება სოფელ მისაქციელის ახლად გახსნილი საჭიდაო დარბაზის დათვალიერებით დასრულდა. ვრცლად: http://tinyurl.com/3ru2pup2 6 ივნისი - ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებულ სპორტულ ინფრასტრუქტურას, მიმდინარე პროექტებს და დაგეგმილ ღონისძიებებს გაეცნენ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი და კომიტეტის წევრები მუნიციპალიტეტის მერთან, ბაკურ ავსაჯანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე. მერის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში სპორტის ყველა სახეობაში ახალგაზრდები საფასურის გადახდის გარეშე ვარჯიშობენ. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში რაგბის, ფეხბურთის, ჭიდაობის, ტანვარჯიშის და კლდეზე ცოცვის შემსწავლელი ჯგუფები მუშაობს და სამომავლოდ საცურაო აუზის აშენება და შესაბამისად, წყლის სპორტის სახეობების განვითარება იგეგმება. შეხვედრაზე ყაზბეგში ახალი სპორტული დარბაზის და რაგბის სტადიონის აშენების საკითხიც განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომიტეტის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყაზბეგში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაათვალიერეს. ვრცლად: http://tinyurl.com/3a8edat5 9 ივნისი - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებულმა ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ სამი ახალი ორგანიზაციის მიერ ჯგუფში გაწევრიანების გამოთქმულ სურვილზე ინფორმაცია წარადგინა. მისი თქმით, ახალი ორგანიზაციების მიერ სამუშაო ჯგუფის გაძლიერება ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიმართულებებს კიდევ უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის. გივი მიქანაძემ სამუშაო ჯგუფის წევრებს ახალი თემატური მოკვლევის დაწყების შესახებ ინფორმაცია გააცნო. მისი განცხადებით, სპორტისა და ახალგაზრდულ კომიტეტში ახალი თემატური მოკვლევის ჯგუფი - „ლატარიების, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე მოზარდებისა და ახალგაზრდების დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და მოგვარების პერსპექტივები“ შეიქმნა, რომელიც მისი ხელმძღვანელობით იმუშავებს. თემატური მოკვლევის ჯგუფში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა სეფაშვილი და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მოწვეული ექსპერტი გიორგი ბესელია იქნებიან წარმოდგენილი. ვრცლად: http://tinyurl.com/ync3hr2x 27 ივნისი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა „სტუდენტური ფესტივალი 35 2023“-ის დახურვის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. 2023 წლის სტუდენტურ ფესტივალში 30-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობდა. ფესტივალის ფარგლებში გამარჯვებული სამი საუკეთესო უნივერსიტეტიც გამოვლინდა. ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, უნივერსიტეტის რექტორები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ვრცლად: http://tinyurl.com/yhpy8en6 28 სექტემბერი - პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა თელავში სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. კომიტეტის გასვლითი შეხვედრა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერ ლევან ანდრიაშვილთან შეხვედრით დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, კომიტეტის წევრებმა ჩოგბურთის კორტები, სპორტული დარბაზი, გივი ჩოხელის სახელობის რეაბილიტირებული სტადიონი, ჭადრაკის სახლი და სპორტის სასახლე დაათვალიერეს. ვრცლად: http://tinyurl.com/yc7kkn24 6 ოქტომბერი - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხელშეწყობით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ქუთაისის 2024-2030 წლების სპორტის პოლიტიკის დოკუმენტი და 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა შემუშავდა. დოკუმენტების პრეზენტაცია პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში გაიმართა. პრეზენტაციას 32 სპორტული ფედერაციის წარმომადგენელი და ქუთაისის მერიის სამსახურების ხელმძღვანელები დაესწრნენ. ვრცლად: http://tinyurl.com/5dbyhvvw 13 ოქტომბერი - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა, გასვლითი საკომიტეტო შეხვედრების ფარგლებში, ქუთაისში არსებული სპორტული კომპლექსები, რაგბის და ფეხბურთის მოედნები, მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის სპორტული სკოლა და ოლიმპიური საცურაო აუზი დაათვალიერეს. ვრცლად: http://tinyurl.com/4myd3nu2 17 ოქტომბერი - პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრა საქართველოს კულტურის აკადემიის ორგანიზებით, პროექტ „ახალგაზრდობის ინტეგრაციის ხელშეწყობის პლატფორმის" ფარგლები გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციებისა და საქმიანობის გაცნობა და საპარლამენტო საქმიანობაში მათი ჩართულობის ხელშეწყობა. პროექტის მონაწილეებმა დეპუტატებს თიანეთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გააცნეს. ახალგაზრდებმა პარლამენტის შენობა დაათვალიერეს. სხდომათა დარბაზში მათ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიესალმა. ვრცლად: http://tinyurl.com/bdfnrr8m 29 ოქტომბერი - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი ქუთაისში, თვითმმართველობის მიერ შემუშავებული სპორტის კონცეფციის პრეზენტაციას დაესწრნენ. 36 პარლამენტის წევრებმა, სპორტის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს 2024-2030 წლებისთვის სპორტის პოლიტიკის დოკუმენტისა და 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის განხილვაში, რომელზეც ქუთაისის მერიამ, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან ერთად, დაასრულა მუშაობა. ვრცლად: http://tinyurl.com/4zukh4cj 30 ოქტომბერი - ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკის საკითხებზე პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. კომიტეტის წევრმა, ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ მოკვლევის პირველ ეტაპზე, ჯგუფში შემოსულ წერილობით მოსაზრებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირისგან სულ 45 წერილობითი მოსაზრება მიიღეს, რომელიც გადამუშავდება და დოკუმენტის საბოლოო ტექსტში აისახება. თემატური მოკვლევის „ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და გაუმჯობესების შესაძლებლობები“ ჯგუფში გივი მიქანაძესთან ერთად პარლამენტის წევრები: ეკა სეფაშვილი და ზაზა ლომინაძე შედიან. თემატური მოკვლევის ზეპირ მოსმენას იუსტიციის, შინაგან საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების, ფინანსთა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები დაესწრნენ. ვრცლად: http://tinyurl.com/yvtvpurb 31 ოქტომბერი - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის - „ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და გაუმჯობესების შესაძლებლობები“ რიგით მეორე ზეპირი მოსმენა გაიმართა. შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა და საკითხისადმი დაინტერესებულმა პირებმა მოსაზრებები გამოთქვეს და რეკომენდაციების შემუშავებაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა, ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ მოკვლევის მთავარ მიზნებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, მოკვლევის მიზანს სათამაშო ბიზნესისთვის ახალი შემზღუდველი რეგულაციების დაწესებას არ წარმოადგენს. თემატური მოკვლევის ჯგუფის ზეპირ მოსმენას ააიპ „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“, სარეაბილიტაციო ცენტრის „დღე პირველი“, ააიპ „სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ წარმომადგენლები და სარეაბილიტაციო ცენტრის ყოფილი ბენეფიციარები დაესწრნენ. ვრცლად: http://tinyurl.com/mtpa5axm 2 ნოემბერი - პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილ პრეზიდენტს, გია ნიჟარაძეს შეხვდა და მსოფლიო რაგბის მიერ რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზით - ვერნონ პიუს პრემიით დაჯილდოება მიულოცა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით კაჭარავა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე გივი ჭიჭინაძე. პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი მეძმარიაშვილის განცხადებით, ნებისმიერ წარმატება რომელიც აღინიშნება საერთაშორისო დონეზე არის კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი იმ დიდი წარმატებისკენ, რომელიც ჩვენს ქვეყნას უნდა 37 ჰქონდეს. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით კაჭარავას განცხადებით, გია ნიჟარაძემ თავისი განვლილი გზით დაამტკიცა, რომ ქართულ რაგბის ძალიან ბევრი რამ შემატა. ვრცლად: http://tinyurl.com/8pu6ca27 8.2 საერთაშორისო თანამშრომლობა 18 იანვარი - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ გატარებული ღონისძიებები მიმოიხილეს და ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე ისაუბრეს. ვრცლად: http://tinyurl.com/5w523rx7 18 იანვარი - პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი, ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი დეპუტატი გივი მიქანაძე „საქართველოს გაეროს ასოციაციის“ პროექტის -„ერთიანობა მრავალფეროვნებაში“ ხელმძღვანელს ლაშა ჯუღელს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს. გივი მიქანაძემ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტები და ახალგაზრდობის მხარდაჭერის მიზნით, 2023 წელს კომიტეტის მიერ დაგეგმილი აქტივობები გააცნო. ვრცლად: http://tinyurl.com/mrybz556 18 იანვარი - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი, ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი დეპუტატი, გივი მიქანაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელს, ღასან ხალილს შეხვდა. შეხვედრაზე გივი მიქანაძემ კომიტეტსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გასულ წლებში ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტებისთვის მის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა. ვრცლად: http://tinyurl.com/mt4j2yfc 10 აპრილი - პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ეგიდით, გაეროს ბავშვთა ფონდმა (იუნისეფი) ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კვლევის შედეგები წარადგინა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა. როგორც ღასან ხალილმა აღნიშნა, იგი ამ დღეებში ასრულებს საქმიანობას საქართველოში. მან მადლობა გადაუხადა პარლამენტის წარმომადგენლებს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც საქართველოში მისი თითქმის ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში იღებდა. პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა ღასან ხალილს კომიტეტის სახელით საპატიო სიგელი გადასცა. ვრცლად: http://tinyurl.com/bdacppbb 38 28 აპრილი - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (პარლამენტი) თავმჯდომარის მოადგილეს, ადილ ალიევს შეხვდა. ირაკლი მეძმარიაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას, რომელიც მილი მეჯლისში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს ხელმძღვანელობს, საქართველოში სპორტის განვითარების და ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიზნით გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ სპორტი და ახალგაზრდობის საკითხები ხელისუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმარს ბოლო პერიოდში გატარებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ინფორმაცია მიაწოდა და ამ კუთხით, ანტიდოპინგური კანონმდებლობის მიღების საკითხზე და ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციაზე ესაუბრა. ასევე „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები გააცნო, რომლის თანახმადაც პერსპექტიული და პროფესიონალი სპორტსმენებისთვის სამხედრო სამსახურის გავლისთვის გარკვეული შეღავათები წესდება. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობა აღნიშნეს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს. ვრცლად: http://tinyurl.com/bddan5nh 16 მაისი - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა იაპონიაში გასამართ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის საკითხი განიხილეს და ამ კუთხით სუმოს და კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატებზე გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სპორტული გაცვლითი ერთობლივი პროგრამების ორგანიზების საკითხებს. იაპონელი დიპლომატის მხრიდან აღინიშნა, რომ სექტემბერში იაპონელი მორაგბე ქალები საქართველოს ეწვევიან და ერთობლივ სწავლებას ჩაატარებენ. ირაკლი მეძმარიაშვილი ქართველი სპორტსმენებისთვის სუმოს შესწავლის ინიციატივას მიესალმა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხს საქართველოში სუმოს ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად განიხილავს. ვრცლად: http://tinyurl.com/yc3246cz 9. ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულება დარგობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, სპორტის კომიტეტის აპარატის თანამშრომლები, აქტიურად მონაწილეობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში, კონფერენციებში, შეხვედრებში, საჯარო ლექციებში, სემინარებსა და თემატურ სამუშაო ჯგუფებში. 39 10. სხვა საქმიანობა 10.1 საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობა კომიტეტის 2022 წლის 8 დეკემბერს სხდომის გადაწყვეტილებით, კომიტეტთან შექმნილია საკონსულტაციო საბჭო. საბჭოს საქმიანობის მიზანია სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში არსებული მდგომარეობის შესწავლა - ანალიზი და ამის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისათვის რეკომენდაციების და ინიციატივებისა მომზადება. ამ მიზნების მისაღწევად კი საბჭოს გააჩნია კონკრეტული ამოცანები: სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრა, არსებული გამოწვევების ანალიზი, საკანონმდებლო წინადადებების, რეგულაციების, რეკომენდაციების შემუშავება და აუცილებლობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფების შექმნა. საკონსულტაციო საბჭოს წევრები, კონსულტაციას უწევენ კომიტეტს მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, ესწრებიან კომიტეტის სხდომებს და სამუშაო შეხვედრებს და გამოთქვამენ მოსაზრებებს. საბჭოს შემადგენლობის თაობაზე იხ. https://bit.ly/48AndQv; საკონსულტაციო საბჭოს გარდა, კომიტეტთან ასევე შექმნილია სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანია „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციით“ განსაზღვრული ამოცანების შესრულების ხელშეწყობა და ზედამხედველობა. ჯგუფის ხელმძღვანელია კომიტეტის წევრი გივი მიქანაძე და მასში გაწევრებულია ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე 33 ორგანიზაცია. სამუშაო ჯგუფის შექმნა ეფუძნება ღია მმართველობის პრინციპებს და ემსახურება საჯარო პოლიტიკაში ახალგაზრდების ინტერესებისა და საჭიროებების მეინსტრიმინგს. სამუშაო ჯგუფის შიგნით შექმნილია 5 ქვეჯგუფი (კონცეფციით განსაზღვრული 5 სტრატეგიული მიმართულების შესაბამისად). საანგარიშო პერიოდში ჯგუფმა გამართა 2 სამუშაო შეხვედრა (20 იანვარი, 9 ივნისი). სამუშაო ჯგუფის მუშაობის ვადა განსაზღვრულია 2024 წლის 1 ოქტომბრამდე; სამუშაო ჯგუფის მიზნებისა და შემადგენლობის თაობაზე ინფორმაცია იხილეთ https://bit.ly/3QuZ59v . 10.2 სხვა ინსტიტუტებთან თანამშრომლობა საანგარიშო პერიოდში, კომიტეტი განხორციელებული ღონისძიებების ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობდა სპორტის სფეროსთან დაკავშირებულ სხვადასხვა საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან: 40 • • • • • • • • • საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სსიპ. დაავადებათა კონტროლისა სა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები; სსიპ. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და კოლეჯი; აღიარებული სპორტული ორგანიზაციები; 41