საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-26
ბიუროს ნომერი 325
📜 ტექსტი
წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-2387/24
22-02-2024
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის პირველი და მე-3
პუნქტების
შესაბამისად,
წარმოგიდგენთ
საქართველოს
პარლამენტის
ადამიანის
უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2023 წელს გაწეული
საქმიანობის ანგარიშს.
დანართი: - ანგარიში „27“ ფურცელზე
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
saqarTvelos
parlamentis adamianis
uflebaTa dacvisa da
samoqalaqo integraciis
komitetis saqmianobis
2023 wlis angariSi
სარჩევი
1.
შესავალი ...................................................................................................................................................... 2
2.
ზოგადი ინფორმაცია კომიტეტზე ........................................................................................................... 2
2.1.
კომიტეტის მისია ............................................................................................................................... 2
2.2.
კომიტეტის წევრები .......................................................................................................................... 2
3. მთავარი მიღწევები და გამოწვევები ........................................................................................................... 3
4.
სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები ....................................................................................... 5
5.
კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა .................................................................................... 7
6.
კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა ......................................................................................... 16
7.
კომიტეტის წარმომადგენლობითი საქმიანობა ................................................................................. 18
7.1.
საზოგადოებასთან ურთიერთობა ............................................................................................... 18
7.1.1.
მოქალაქეთა წერილები/მომართვები .................................................................................... 18
7.1.2.
სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა ............................................................ 20
7.2.
საერთაშორისო თანამშრომლობა .............................................................................................. 21
8.
კომიტეტის ინსტიტუციური გაძლიერება ............................................................................................ 23
9.
კომიტეტის სხვა საქმიანობა .................................................................................................................. 23
9.1.
სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა ................................................................... 23
9.2.
შიდა ინსტიტუციური თანამშრომლობა .................................................................................... 24
9.3.
კომიტეტისთვის სპეციფიკური საქმიანობა - ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობაზე ზედამხედველობა .......................................................... 24
9.4.
2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის განხილვა .... 25
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2023
1
1. შესავალი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის წინამდებარე ანგარიში მომზადებულია საქართველოს კონსტიტუციის,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს პარლამენტის ბიუროს N277/5
გადაწყვეტილების და კომიტეტის დებულების შესაბამისად. დოკუმენტში წარმოდგენილია
კომიტეტის მიერ, 2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაწეული საქმიანობის
ანგარიში.
ანგარიშის მიზანია, წარმოადგინოს საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის გამგებლობას
მიკუთვნებულ სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების, კანონმდებლობის
შემუშავების და საპარლამენტო კონტროლის მიმართულებებით კომიტეტის მიერ გაწეული
საქმიანობის, მათ შორის, კომიტეტის წლიური სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული
საქმიანობის მონიტორინგის შედეგები.
საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენდა
კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობა, საზოგადოებასთან და
საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა და კომიტეტის ინსტიტუციურ გაძლიერებაზე
ზრუნვა. ანგარიშის შესაბამის თავებში წარმოდგენილია ინფორმაცია ხსენებული
საქმიანობების შესახებ.
2. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტზე
2.1.
კომიტეტის მისია
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის მისიას წარმოადგენს მის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხთა შესახებ
საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, კანონმდებლობის განვითარება და
პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და საქართველოს მთავრობის
საქმიანობის კონტროლი.
კომიტეტის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს
კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის, საქართველოს კანონებისა და კომიტეტის დებულების შესაბამისად.
2.2.
კომიტეტის წევრები
საანგარიშო პერიოდის დასასრულს, კომიტეტი წარმოდგენილია თერთმეტი დეპუტატით,
რომელთაგან ექვსი არის მმართველი პარტიის წარმომადგენელი, ხოლო ხუთი - ოპოზიციური
პარტიებიდან.
კომიტეტის შემადგენლობა 2022 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით:
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2023
2
1.
მიხეილ სარჯველაძე (კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქცია „ქართული ოცნება“),
2.
ალუდა ღუდუშაური (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია
„ქართული ოცნება“),
3.
ანა ბუჩუკური (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური
ჯგუფი „საქართველოსთვის“),
4.
სავალან მირზოევი (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ქართული
ოცნება“),
5.
ზაურ დარგალი (კომიტეტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება“),
6.
ხატია დეკანოიძე - (კომიტეტის წევრი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“),
7.
ირმა ზავრადაშვილი (კომიტეტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება“),
8.
სუმბატ კიურეღიან (კომიტეტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება“),
9.
ტარიელ ნაკაიძე
„რეფორმების ჯგუფი“),
(კომიტეტის
წევრი,
საპარლამეტო
პოლიტიკური
ჯგუფი
10.
ანა ნაცვლიშვილი (კომიტეტის წევრი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ პარტნიორობა საქართველოსთვის“)
11.
მერაბ ქვარაია (კომიტეტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება“),
12.
ეკატერინე ხერხეულიძე (კომიტეტის წევრი, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობა“- გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ).
3. მთავარი მიღწევები და გამოწვევები
2023 წელს, კომიტეტის ფარგლებში მომზადებული და ინიციირებული საკანონმდებლო
აქტები მიმართული იყო ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული რეფორმების
განხორციელებისა და სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებისკენ. ამასთანავე, კომიტეტი
კრიტიკულად აანალიზებდა წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივებს ადამიანის
უფლებების ჭრილში, განსაზღვრავდა მათ სამომავლო ზეგავლენას ადამიანის უფლებებზე
და აფასებდა შემოთავაზებული ცვლილებების ეფექტიანობას ამ მიმართულებით არსებული
გამოწვევების დასაძლევად. ამას გარდა, კომიტეტის შეფასების საგანი იყო წარმოდგენილი
საკანონმდებლო ინიციატივების თავსებადობა ადამიანის უფლებების შესახებ სახელმწიფო
პოლიტიკის დოკუმენტებითა და საერთაშორისოდ ნაკისრ ვალდებულებებთან.
2023 წელს, კომიტეტი, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანებისა და აქტივობების
პარალელურად, მუშაობდა საკუთარ და მთავრობის მიერ წარმოდგენილ ახალ
ინიციატივებზე.
საანგარიშო წელს კომიტეტმა ჩაატარა 29 სხდომა. აღნიშნულ სხდომებზე კომიტეტის მიერ
განხილულ იქნა:
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2023
3
•
•
•
•
•
•
•
•
•
52 საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მოიცავს 291 კანონპროექტს. მათ შორის:
37 საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მოიცავს 276 კანონპროექტს და 15 ცალკეული
კანონპროექტი. მათგან, წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა 5 საკანონმდებლო
ინიციატივა, რომელიც მოიცავს 17 კანონპროექტს, ხოლო სავალდებულო
დასკვნისთვის განხილულია 47 საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მოიცავს 274
კანონპროექტს;
1 დადგენილების პროექტი წამყვანი კომიტეტის სტატუსით;
4 საერთაშორისო ხელშეკრულება, მათ შორის 2 წამყვანი კომიტეტის სტატუსით;
18 ანგარიში, მათ შორის 3 წამყვანი კომიტეტის სტატუსით;
11 საკანონმდებლო წინადადება წამყვანი კომიტეტის სტატუსით;
1 თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატურა;
1 პეტიცია წამყვანი კომიტეტის სტატუსით;
6 საორგანიზაციო საკითხი;
2 სხვა საკითხი.
2023 წელს, დასრულდა ხანგრძლივი და კომპლექსური მუშაობა და პარლამენტის მიერ
მიღებულ იქნა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი.
შედეგად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტები შესაბამისობაში მოვიდა
ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციებთან. აღნიშნული კანონის მიღება
გათვალისწინებული იყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული
ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით.
მომზადდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა და ბავშვთა უფლებების განსამტკიცებლად. 1
საანგარიშო პერიოდში, მრავალფეროვანი იყო კომიტეტის მიერ, საზედამხედველო
საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და საზედამხედველო
ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკა.
2023 წელს კომიტეტმა განიხილა 18 ანგარიში, შექმნა 2 სამუშაო ჯგუფი, იმუშავა 1 თემატურ
მოკვლევაზე. სხვადასხვა საკითხებზე ინფორმაციის მიღების მიზნით გაიგზავნა 312
სადეპუტატო კითხვა. კითხვების ძირითადი ადრესატები იყვნენ აღმასრულებელი და
ადგილობრივი ხელისუფლების დაწესებულებები და დასმული კითხვების თემატიკა
მოიცავდა შემდეგ ძირითად საკითხებს: მსჯავრდებულთა/ ბრალდებულთა უფლებები, შშმ
პირთა საჭიროებები, ქალთა უფლებები, ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, განათლება,
ბავშვთა უფლებები და სხვა. კითხვებისა და მიღებული პასუხების ნაწილი საფუძვლად
დაედო საკომიტეტო მოკვლევებს, რომელთა შედეგადაც გამოიკვეთა კონკრეტული
მიგნებები და მომზადდა კომიტეტის შესაბამისი რეკომენდაციები.
დასკვნით ეტაპზეა მუშაობა კომიტეტის თემატურ მოკვლევაზე, რომლის მიზანი იყო ქალთა
მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის
საბჭოს კონვენციასთან საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის
ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების და ცალკეული
1
დეტალურად ინიციატივების შესახებ - ანგარიშის მე-5 თავში.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2023
4
საკითხების იდენტიფიცირება. გამოიკვეთა კონკრეტული მიგნებები და მომზადდა
რეკომენდაციები.
საანგარიშო პერიოდი, წარმატებულ საქმიანობასთან ერთად იყო გამოწვევებიც. კვლავაც
გამოჩნდა, რომ სამოქმედო გეგმის შედგენისას, რთულია მომდევნო წლის აქტივობების
სრულყოფილად პროგნოზირება. დღის წესრიგში კვლავ აქტუალური იყო საკითხები, რაც
სამოქმედო გეგმით გაწერილი არ ყოფილა. სამუშაო პროცესში, პერიოდულად
გამოიკვეთებოდა საჭიროებები, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას მოითხოვდა.
იმავდროულად, გამოწვევა იყო წლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანებისა და
აქტივობების შესრულების განუხრელი დაცვა. 2
მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის აპარატის შესაძლებლობების
გაძლიერების კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება დაიგეგმა და განხორციელდა,
სასურველია ამ მიმართულებით უფრო ფართო შესაძლებლობა და არჩევანის თავისუფლება
არსებობდეს, რაც საბოლოოდ, კომიტეტის აპარატის მიერ შექმნილი პროდუქტის ხარისხზე
დადებითად აისახება.
4. სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები
კომიტეტმა, 2023 წლის გეგმის შედგენისას იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა სფეროში
იდენტიფიცირებული იმ საკითხებით, რომლებიც დამატებით შესწავლასა და გადაჭრას
საჭიროებდა. ხსენებულ საკითხთა წყაროებს უპირატესად წარმოადგენდა მოქალაქეთა
მომართვები, შიდა საკომიტეტო კვლევები და დაკვირვებები, სახალხო დამცველის,
საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშები და ა.შ.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, წლის სამოქმედო გეგმაში კვლავ არ აისახა სამთავრობო
სამოქმედო გეგმით წარმოდგენილი ინიციატივები. წინა წლებში არსებული პრაქტიკიდან
გამომდინარე, ხშირი იყო შემთხვევები, როცა კომიტეტის მიერ განხორციელებული
საქმიანობის შეფასებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა გარე ფაქტორები.
მაგალითისთვის, კომიტეტის საქმიანობის ნაწილის პრაქტიკული განხორციელება
გარკვეულწილად დამოკიდებული იყო სამთავრობო გეგმით გათვალისწინებულ
ინიციატივებში ცვლილებებზე და პარლამენტის მიერ, კომიტეტის კომპეტენციას
მიკუთვნებულ საკითხად მათ განსაზღვრაზე. 2023 წლის სამოქმედო გეგმის აქტივობებად
კომიტეტმა საკუთარი ინიციატივები განსაზღვრა, თუმცა იქვე მიუთითა, რომ საანგარიშო
პერიოდში აგრეთვე იმუშავებდა კომიტეტის კომპეტენციად განსაზღვრულ სამთავრობო
ინიციატივებზე.
კომიტეტის
მიერ,
კანონშემოქმედებითი
და
საზედამხედველო
საქმიანობის
პრიორიტეტებად 2023 წლის გეგმისთვის განისაზღვრა: სამოქალაქო და პოლიტიკური
უფლებების დაცვის გაუმჯობესება, სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის
გაუმჯობესება, სამოქალაქო თანასწორობის ხელშეწყობა, პიროვნების თავისუფალი
სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის თაობაზე ინფორმაცია მოცემულია ანგარიშის მე-4
თავში.
2
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2023
5
განვითარების უფლების რეალიზების ხელშეწყობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება, ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის
გაუმჯობესება,
ქალთა
უფლებების
დაცვის
გარანტიების
გაუმჯობესება,
ბრალდებულის/მსჯავრდებულის და დაზარალების უფლებების დაცვის გაუმჯობესება.
ცალკეულ ამოცანებად განისაზღვრა: პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების
საქმიანობის კონტროლი და სპეციალური ანგარიშების განხილვა, ადამიანის უფლებათა
დაცვის
ეროვნული
პოლიტიკის
დოკუმენტებზე
საპარლამენტო
კონტროლის
განხორციელება, სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრი
ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობა, ეფექტური წარმომადგენლობითი
საქმიანობის განხორციელება როგორც საზოგადოებასთან, ასევე საერთაშორისო
პარტნიორებთან თანამშრომლობის მიმართულებით, კომიტეტის ინსტიტუციური
გაძლიერება, ისევე როგორც შიდა ინსტიტუციური და მულტისექტორული თანამშრომლობის
განვითარება.
სამოქმედო გეგმის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად განისაზღვრა აქტივობები და
მათზე პასუხისმგებელი პირები. წლის გეგმით, განსაზღვრული იყო 56 აქტივობა. მათგან
შესრულდა 31, ნაწილობრივ შესრულდა 10, ხოლო შეუსრულებელი დარჩა 15 აქტივობა,
რომლებიც, მათი შინაარსის გათვალისწინებით, აისახება მომდევნო წლის სამოქმედო
გეგმაში.
27%
შესრულდა
55%
ნაწილობრივ შესრულდა
არ შესრულდა
18%
აქტივობების შეუსრულებლობის მიზეზებს შორისაა: გეგმით გაუთვალისწინებელი
საკითხების დღის წესრიგში ასახვა, მათი პრიორიტეტულობა და რესურსის მათკენ მიმართვა,
აგრეთვე, წამყვანი (სხვა) კომიტეტის მიერ პროექტის განხილვის დაყოვნება.
აქვე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა გეგმით
გათვალისწინებული აქტივობების რევიზია და დღის წესრიგის ცვლილება საკითხთა
აქტუალობიდან, კომიტეტის სხვა ვალდებულებებიდან და განსაკუთრებული მნიშვნელობის
საკითხთა პრიორიტეტულობიდან გამომდინარე.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2023
6
5. კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა
ანგარიშის ამ თავში წარმოდგენილია კომიტეტის მიერ, საანგარიშო პერიოდში
ინიციირებული და განხილული მნიშვნელოვანი კანონპროექტები. მათი ნაწილი წამყვანი
კომიტეტის სტატუსით იქნა განხილული, ხოლო სხვა კანონპროექტები, რომლებიც
კომიტეტმა სავალდებულო წესით განიხილა, მისი მხრიდან მნიშვნელოვანი კონტრიბუციის
შედეგად არსებითად დაიხვეწა.
#სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები
საანგარიშო პერიოდში დასრულდა მუშაობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონსა და თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტებზე,
რომლებიც მოიცავდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ევროკავშირში მოქმედი
სამართლებრივი აქტების, კერძოდ, მონაცემთა დაცვის რეგულაციისა (GDPR) და ე.წ. LED
დირექტივის იმპლემენტირებას, რის გამოც იგი კომპლექსური და ხანგრძლივი ანალიზის
ობიექტი გახდა. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის
სტატუსით განიხილა.
საჯარო და კერძო ორგანიზაციების დაინტერესებულ პირებთან ერთად გამართული
არაერთი სამუშაო შეხვედრის შედეგად, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა 2023 წლის საგაზაფხულო
სესიაზე. აღსანიშნავია, რომ პირველი მოსმენისთვის ცვლილებათა პაკეტმა განიცადა
მნიშვნელოვანი, პრინციპული ხასიათის შესწორებები, რათა მაქსიმალურად ყოფილიყო
გათვალისწინებული, როგორც რეგულაციის, ისე დირექტივის რიგი ფუნდამენტური
საკითხები.
პირველი მოსმენის შემდეგ, ცვლილებათა პაკეტზე მუშაობა გაგრძელდა მეორე
მოსმენისთვის
განსახილველად.
ამ
შემთხვევაშიც
პროცესში
მონაწილეობა
უზრუნველყოფილი იყო როგორც საჯარო დაწესებულებების, ისე კერძო ორგანიზაციების
წარმომადგენლებისთვის.
შედეგად,
მათი
შენიშვნებისა
და
რეკომენდაციების
გათვალისწინებით, პაკეტი კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა.
2023 წლის 14 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო აღნიშნული
კანონი და თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებები, სადაც საბოლოოდ განისაზღვრა
კანონპროექტში არსებული ძირითადი ნაწილისა და ზოგიერთი ნორმის ამოქმედების
თარიღები. თარიღების განსაზღვრისას კი გათვალისწინებული იყო ერთგვარი
მოსამზადებელი პერიოდი საჯარო და კერძო დაწესებულებებისთვის, რათა მათ ჰქონოდათ
შესაბამისი დრო კანონით განსაზღვრული ახალი ვალდებულებების გათვალისწინებისთვის.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და თანმდევი
ცვლილებების მიღებით ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნება
ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულაციასთან და ე.წ. LED
დირექტივასთან. ამასთან, კანონის მიღება ემსახურებოდა ევროკავშირთან ასოცირების
შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
აღსანიშნავია ისიც, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
მიღება, პარალელურად გააძლიერებს ამ სფეროში დამოუკიდებელი საზედამხედველო
ორგანოს, კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საზედამხედველო
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2023
7
ფუნქციებს და შექმნის მეტად ეფექტიან საფუძველს კანონის ნორმათა აღსრულებისთვის,
რამაც პოზიტიურად იმოქმედა ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მოპოვებისთვის
წარმოდგენილ 12 პუნქტიანი სამოქმედო გეგმის შესრულებაზე, რომელიც, მათ შორის,
ითვალისწინებს აღნიშნული სამსახურის გაძლიერებას.
#ბავშვთა უფლებები
კომიტეტის ფარგლებში მომზადდა და წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილულ იქნა
საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ბავშვის უფლებათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით
განისაზღვრა, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული მიზნების
მისაღწევად სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოთა თანამშრომლობის
უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობა ქმნის უწყებათაშორისი კოორდინაციის
ინსტიტუციურ მექანიზმს. უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციურ მექანიზმის
ფუნქციონირებისთვის ბავშვის პერსონალური მონაცემების დამუშავება დასაშვები იქნება
ბავშვის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, უსაფრთხოებისთვის ან/და ბავშვის
საუკეთესო ინტერესისთვის ან უფლებისთვის მიყენებული ზიანის ან მოსალოდნელი
რისკების შემცველი შემთხვევის გამოვლენის ან/და მართვის მიზნებისთვის და ამავე
ფარგლებში, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად.
#შშმ პირთა უფლებები
კომიტეტის ფარგლებში შემუშავდა და წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილულ იქნა
საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო
ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ და „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
კანონპროექტით, იმ პირთა კატეგორიას, რომელებიც სამხედრო სამსახურში გაწვევისგან
თავისუფლდებიან, დაემატა პირთა ახალი ჯგუფი. კერძოდ, წვევამდელი/სამობილიზაციო
რეზერვისტი, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადა ამოიწურა,
გათავისუფლდება სამხედრო სამსახურში გაწვევისგან ვადის ამოწურვიდან სტატუსის
გადამოწმებამდე პერიოდში, თუმცა არაუმეტეს 3 თვის მანძილზე.
#გენდერული თანასწორობა
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა საქართველოს
პარლამენტის წევრების მიერ ინიიცირებული საქართველოს პარლამენტის დადგენილების
პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების
შესახებ. აწ უკვე დამტკიცებული კონცეფცია მიზნად ისახავს საქართველოში ქალთა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2023
8
ეკონომიკური გაძლიერების ხედვის ჩამოყალიბებას და ძირითადი პოლიტიკის განსაზღვრას.
კონცეფცია ასაბუთებს ღონისძიებების საჭიროებებს როგორც მაკრო, ასევე, მიკრო დონეზე
და მიმართულია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გზით საქართველოში თანასწორობის
განმტკიცებისკენ, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის კეთილდღეობის და
ეკონომიკური დოვლათის გაზრდას.
#შშმ პირთა უფლებები
კომიტეტის ფარგლებში მომზადდა და განხილულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრთა
ჯგუფის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების
პროექტები: „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საპატენტო
კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
მიღებული კანონით მოწესრიგდა ბეჭდური ნაწარმოების კითხვისთვის საჭირო უნარის
დარღვევის მქონე პირის სასარგებლოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცული
ბეჭდური ნაწარმოების ნებადართულ გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები. შეიქმნა
სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი საკუთრივ ბეჭდვითი ნაწარმოების კითხვის უნარის
დარღვევის მქონე ადამიანებისათვის, რათა მათ მარტივად მოიპოვონ მისაწვდომ ფორმატში
ადაპტირებული ნაწარმოებები. მათ მიენიჭათ უფლება, ერთი მხრივ, განახორციელონ
ნაწარმოების რეპროდუცირება მისაწვდომ ფორმატში მხოლოდ პირადი მოხმარების
მიზნით, მეორე მხრივ, ავტორიზებული პირებისგან მიიღონ ადგილობრივ და საერთაშირისო
დონეზე არსებული ნაბეჭდი ნაწარმოებების ადაპტირებული ფორმატები.
აღსანიშნავია, რომ მიღებული კანონმდებლობა კარგ ნიადაგს უქმნის მთავრობას,
რატიფიცირებისთვის მომზადდეს ე.წ. „მარაკეშის შეთანხმება“ რის შესახებაც კომიტეტმა
გასცა კიდეც რეკომენდაცია.
#შშმ პირთა უფლებები #სამართლიანი სასამართლოს უფლება
კომიტეტის ფარგლებში შემუშავდა და საანგარიშო პერიოდში განხილულ იქნა პარლამენტის
წევრების მიერ ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შშმ პირთა უფლებრივი
მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით. კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებების
პაკეტით უქმდება ის საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც მოწმის, გამოსაკითხი პირის,
ახსნა-განმარტების მიმცემი პირის სტატუსის მიღების შესაძლებლობიდან გამორიცხავს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ პირებს, რომლებსაც არ შეუძლიათ სწორად აღიქვან,
დაიმახსოვრონ და აღიდგინონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და
მიაწოდონ ინფორმაცია ან მისცენ ჩვენება. ამრიგად, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის
მიღების შედეგად, ფსიქიკური და ინტელექტუალური დარღვევის მქონე შშმ პირებს მიეცემათ
ზემოაღნიშნული სტატუსის მიღების პროცესუალური შესაძლებლობა, რაც აღარ იქნება
ბლანკეტურად
შეზღუდული
(აქედან
გამომდინარე
დისკრიმინაციულად
დარეგულირებული). აღსანიშნავია, რომ ხსენებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე
მუშაობით კომიტეტი აღასრულებს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2023
9
უფლებების კომიტეტის (CRPD) რეკომენდაციას ეროვნულ დონეზე ყველა იმ სამართლებრივი
ნორმის გაუქმებაზე, რომელიც გაუმართლებლად ზღუდავს შშმ პირთა მონაწილეობას
მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში.
#შშმ პირთა უფლებები
კომიტეტმა განიხილა კომიტეტის ფარგლებში შემუშავებული და საქართველოს
პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის მიერ საქართველოს
მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების სრულფასოვნად შესრულების უზრუნველსაყოფად
საჭირო ეფექტიანი ეროვნული მექანიზმის შემოღება, ეროვნული კანონმდებლობის
შესაბამისობაში მოყვანა საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან.
ახლად
გამოვლენილ/აღმოჩენილ
გარემოებათა
გამო
სისხლის
სამართლის
განაჩენი/ადმინისტრაციული
გადაწყვეტილება
გადაისინჯება/გასაჩივრდება
იმ
შემთხვევაშიც, თუ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა
კომიტეტის
დამაარსებელი
კონვენციის
დარღვევა
და
გადასასინჯი
განაჩენი/გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.
#ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებები
კომიტეტის ფარგლებში შემუშავდა და განხილულ იქნა პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საკანონმდებლო ცვლილებათა
პაკეტი. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოიცავს 26 კანონპროექტს.
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად:
•
•
•
•
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული აღკვეთის
ღონისძიების სახეებს ემატება ახალი ღონისძიება - გადაადგილების შეზღუდვა;
გადაადგილების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებული იქნეს იმ პირის მიმართ, რომლის
მკაცრი იზოლაციაც პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებით აუცილებელი არ არის
აღკვეთის ღონისძიების მიზნების მისაღწევად;
აღკვეთის ღონისძიების - გადაადგილების შეზღუდვის კონტროლი განხორციელდება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ ელექტრონული
მონიტორინგის საშუალებით.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული აღკვეთის
ღონისძიების დამატებით ღონისძიებებად განისაზღვრება დაზარალებულთან, მის
სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც დაზარალებული იმყოფება მიახლოების
აკრძალვა და აგრეთვე იარაღის ჩამორთმევა, რომელთა გამოყენება შესაძლებელი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2023
10
•
•
იქნება არა მხოლოდ ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური
დანაშაულის, არამედ ნებისმიერი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებზე.
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის
ბრალდების საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2
ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიება - დაზარალებულთან, მის სამსახურთან და
სხვა იმ ადგილებთან, სადაც დაზარალებული იმყოფება, მიახლოების აკრძალვა
შეიძლება აღსრულდეს ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენებით;
ბრალდებულის მიმართ ელექტრონული მონიტორინგისა და ელექტრონული
ზედამხედველობის განხორციელების წესი დადგინდება საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანებით.
#ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებები
კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „პენიტენციური კოდექსი“ და მისი
თანმდევი 23 კანონპროექტი.
პენიტენციური კოდექსის პროექტით ახლებურად და სისტემატიზებულად დარეგულირდა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის საქმიანობის ორგანიზების, პატიმრობისა და
თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში არსებული ურთიერთობები. საკომიტეტო
განხილვის პროცესში, ისევე როგორც ინიციატორის მიერ ორგანიზებული გასვლითი
სამუშაო შეხვედრის დროს, კომიტეტის მხრიდან გამოითქვა არაერთი მოსაზრება და
რეკომენდაცია, რაც მიზნად ისახავდა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებრივი
მდგომარეობის გაუმჯობესებას. კომიტეტის დასკვნაში მითითებული მოსაზრებების
აბსოლუტური უმრავლესობა გაზიარებული იქნა ინიციატორის მიერ და აისახა ინიციატივის
საბოლოო რედაქციაში.
საკანონმდებლო ინიციატივით გათვალისწინებულ სიახლეებს შორის კომიტეტის
განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენდა ისეთი საკითხები, როგორიცაა:
ბრალდებულის საცხოვრებელი ფართობის ნორმად 4 კვადრატული მეტრის განსაზღვრა და
ამ ნაწილში СPT-ის მოთხოვნის გათვალისწინება; ბრალდებულისთვის ხანგრძლივი პაემნის
უფლების მინიჭება; ვიდეოპაემნის უფლებით სარგებლობისას მსჯავრდებულებისთვის
პირთა შეუზღუდავ წრესთან კომუნიკაციის შესაძლებლობის მინიჭება; განსაკუთრებული
რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისთვის
ვიდეოპაემნის განხორციელების უფლების მინიჭება (პირთა განსაზღვრულ წრესთან);
მსჯავრდებულისთვის უფლების მინიჭება, რომ ხანმოკლე პაემნის უფლება ჩაანაცვლოს
ვიდეოპაემნით, ხანგრძლივი პაემანი − ხანმოკლე პაემნით, ვიდეოპაემნით ან სატელეფონო
საუბრით, ხოლო საოჯახო პაემანი − ხანმოკლე პაემნით, ვიდეოპაემნით ან სატელეფონო
საუბრით; ხანგრძლივი პაემნის განხორციელებისთვის დაწესებული საფასურის გაუქმება და
აღნიშნული უფლების უსასყიდლოდ განხორციელების წესის დადგენა; სატელეფონო
საუბრის უფლების ახლებური რეგულირება, რომლითაც სატელეფონო საუბრების
მაქსიმალური
რაოდენობა
და
ხანგრძლივობა
გარდაიქმნება
მინიმალურ
რაოდენობად/ხანგრძლივობად, ხოლო საქართველოს იუსტიციის მინისტრს ენიჭება
უფლებამოსილება, შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ინფრასტრუქტურის
გათვალისწინებით, დაწესებულებაში გაზარდოს სატელეფონო საუბრების რაოდენობა და
ხანგრძლივობა;
პენიტენციურ
დაწესებულებაში
მოთავსებული
ოჯახის
წევრი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2023
11
ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ერთმანეთთან სატელეფონო საუბარისა და
ერთმანეთთან
მიმოწერის
უფლების
მინიჭება;
ქალი
მსჯავრდებულებისთვის
გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის
მოხდის შესაძლებლობის გაჩენა; ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ რადიომიმღების და
ტელევიზორის შეძენის წესის ცვლილება, რომლის თანახმადაც მოიხსნა ამ
მოწყობილობების შესაძენად პენიტენციური დაწესებულების დირექტორის სპეციალური
თანხმობის მიღების პირობა; პენიტენციურ დაწესებულებაში უმაღლესი განათლების
მიღების საკითხის ახლებურად დარეგულირება და ყველა მსჯავრდებულისთვის (გარდა
საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა) აკადემიური უმაღლესი განათლების
მიღების უფლების მინიჭება; მსჯავრდებულისთვის აკადემიურ უმაღლესი განათლების
ციფრული სწავლების ფორმით მიღების შესაძლებლობის გაჩენა; სამედიცინო პერსონალის
ვალდებულების საკანონმდებლო დონეზე გათვალისწინება, რომ პენიტენციურ
დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების გაწევისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის
სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ
შესაბამის საგამოძიებო ორგანოს; ცრემლსადენი გაზის გამოყენების აკრძალვა დახურულ
სივრცეში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში და იმ პირთა
მიმართ, რომლებიც უკვე იმყოფებიან შესაბამისი უფლებამოსილი პირის კონტროლის ქვეშ;
საქართველოს სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის
ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრებისთვის სპეციალური ოთახის მოწყობა,
სადაც ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი არ
განხორციელდება.
#ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებები
კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ამნისტიის შესახებ“.
საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებდა საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 180-ე მუხლით ან/და 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის
ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, პირობითი მსჯავრისგან,
სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან იმ პირის გათავისუფლებას,
რომელმაც 2023 წლის 1 სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვა სახელმწიფო
საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების
უფლება და რომელიც 2024 წლის 1 სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებდა დანაშაულის
ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს.
კომიტეტმა დადებითად შეაფასა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლოსამეურნეო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით ჩადენილი კონკრეტული დანაშაულების
ამნისტირების იდეა და მიიჩნია, რომ აღნიშნული აქტი ბრალდებული/მსჯავრდებული
პირების მიმართ ჰუმანურობის პრინციპის პრაქტიკულ გამოვლინებასთან ერთად ასევე
მნიშვნელოვანია მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით დაწესებული სამართლებრივი
შეზღუდვების მოსახსნელად და ამ გზით ამ მიწის ნაკვეთებისთვის ეკონომიკურ ბრუნვაში
მონაწილეობის შესაძლებლობის გახსნის კუთხითაც.
კომიტეტმა ასევე დადებითად შეაფასა კანონპროექტის მიდგომა, რომლის თანახმადაც
ბრალდებულს და მსჯავრდებულს გარანტირებული აქვს სამართლიანი სასამართლოს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2023
12
უფლებით სარგებლობა, რაც, სურვილის შემთხვევაში, საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს
გააგრძელოს სამართლებრივი დავა თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად.
#ბავშვთა უფლებები
კომიტეტმა
განიხილა
საქართველოს
მთავრობის
მიერ
რატიფიცირებისთვის
წარმოდგენილი „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და
ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენცია, „რჩენის
ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ ჰააგის 2007 წლის 23
ნოემბრის ოქმი“ და საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი, აღნიშნული
კონვენციისა და ოქმის თანმდევი საკანონმდებლო პაკეტი.
აღსანიშნავია, რომ დასახელებული კონვენციის სავალდებულოდ აღიარება წარმოადგენს
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ
ვალდებულებას.
აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირებითა და თანმდევი
საკანონმდებლო
ცვლილებების
განხორციელებით
ფუძნდება
ეფექტიანი
და
ხელმისაწვდომი საერთაშორისო მექანიზმი ბავშვისა და ოჯახის რჩენის საკითხებთან
დაკავშირებულ საერთაშორისო ხასიათის სამართლებრივ დავებზე. ამ მიმართულებით
ხდება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა და ოჯახის წევრების რჩენის მიზნით
ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინების ხელშეწყობა და უზრუნველყოფა. აღნიშნული
ინსტრუმენტი უზრუნველყოფს როგორც ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის
სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით სწრაფი და ეფექტიანი
მართლმსაჯულების განხორციელებას, ისე მხარეთა სასამართლოსადმი მიმართვის
ხელმისაწვდომობას.
საქართველოს
კანონმდებლობა
შესაბამისობაში
მოდის
საერთაშორისო
ხელშეკრულებასთან, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო ელემენტის მატარებელ
სასამართლო დავებთან დაკავშირებულ საქმეებზე მართლმსაჯულების ეფექტიან წვდომას,
ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას მისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის
გზით და ოჯახის რჩენის საკითხებზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას, ასევე, უცხო ქვეყნების
შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან თანამშრომლობის გზით, აღნიშნულ
საკითხთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილებების დროულ აღსრულებას.
#სიცოცხლის უფლება
კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და თანმდევი საკანონმდებლო
აქტების ცვლილებები.
წარმოდგენილი ცვლილებათა პროექტები განსაზღვრავდა სამედიცინო და ფარმაცევტულ
სფეროში
სახელმწიფო
კონტროლის
განხორციელებისას
მაკონტროლებლის
უფლებამოსილებების გაზრდის შესაძლებლობას, ასევე, სამედიცინო და ფარმაცევტული
საქმიანობის სფეროში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ეტაპზე
სამინისტროს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან
დაკავშირებულ საკითხებს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2023
13
აღსანიშნავია, რომ კომიტეტის მიერ ინიციატივის განხილვის შედეგად პროექტმა
მნიშვნელოვანი გაუმჯობესება განიცადა რეგულირების დაბალანსების თვალსაზრისით
სხვადასხვა ურთიერთსაპირისპირო ლეგიტიმურ ინტერესებს შორის.
#სიცოცხლის უფლება #პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება
კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის
შესახებ“ თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად. განხორციელებული
საკანონმდებლო
ცვლილებები
არეგულირებს
ადამიანის
ორგანოების
გადანერგვის/ადამიანის
ქსოვილებისა
და
უჯრედების
გამოყენების
თაობაზე
საკანონმდებლო ბაზის ისეთ პრინციპებს, როგორებიცაა უანგარობა, ფინანსური სარგებლის
მიღების აკრძალვა, რეკლამის აკრძალვა, გადანერგვით მკურნალობის თანაბარი
ხელმისაწვდომობა, ადამიანის ორგანოების/ქსოვილის მოპოვების და გადანერგვის
პროცესის ხარისხიანობა და უსაფრთხოება, ორგანოების/ქსოვილების სამართლიანი
განაწილება და სხვა. ერთი მხრივ, საკანონმდებლო ცვლილებებმა აღმოფხვრა არსებული
საკანონმდებლო ვაკუუმი და, მეორე მხრივ, საქართველომ შეასრულა საქართველოსა და
ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი
ვალდებულება ადამიანის ქსოვილების და უჯრედების გამოყენების/ადამიანის ორგანოს
გადანერგვის სფეროებში ევროკავშირის სამართალთან დაახლოვების შესახებ.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის გაუმჯობესების მიმართულებით კომიტეტმა გასცა
არაერთი რეკომენდაცია, რომელთაგან რიგი რეკომენდაცია გაითვალისწინა ინიციატორმა.
#მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებები
კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული საქართველოს
ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რაც ხელს უწყობს მოქალაქეობის არმქონე
პირთა გამარტივებულ ნატურალიზაციას, მოქალაქეობის მსურველთა ფინანსური და
დროითი რესურსის დაზოგვას. აწ უკვე განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების
საკვანძო დებულებები ასეთია: ა) მოქალაქეობის არმქონე პირთა ნატურალიზაციისთვის
საქართველოში ცხოვრების ცენზი შემცირდა 5 წლამდე; ბ) საქართველოს სახელმწიფო ენის,
საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის დადგენა
განხორცილდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით განცხადების
წარდგენამდე და, შესაბამისად, დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის
მიღების პროცესის ინიციირებამდე; გ) საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით
მოპოვების შესახებ განმეორებით მიმართვის ვადა შემცირდა 6 თვემდე.
#პირადი ცხოვრების უფლება #პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება
კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული საქართველოს
კანონის პროექტი „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ თანმდევ
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2023
14
საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად. საკანონმდებლო პაკეტით შემოთავაზებული
ძირითადი ცვლილებების თანახმად, მათ შორის, იქმნება მედიცინის დახმარებით
რეპროდუქციის (მდრ) სისტემა, ასევე, რეგულირდება მდრ-ის პროცესში მონაწილე ყველა
დაინტერესებული მხარის უფლებები და მოვალეობები, მდრ-ისთან დაკავშირებული
მონაცემებისა და ინფორმაციის დაცვა და მისი მართვა, დგინდება მოთხოვნები მდრ-ის
ხარისხის სისტემის და მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების ინსპექტირების
საკანონმდებლო საფუძვლები, მდრ-ს ფარგლებში გამოსაყენებელი ადამიანის
რეპროდუქციული ქსოვილების, უჯრედებისა (გამეტებისა) და ემბრიონების ხარისხისა და
უსაფრთხოების
სტანდარტები,
ყალიბდება
ავტორიზაციის,
ზედამხედველობის,
მეთვალყურეობისა და სერიოზული გვერდითი მოვლენებისა და სერიოზული გვერდითი
რეაქციების სისტემები და მდრ-ის შესახებ მონაცემთა ერთიანი ეროვნული რეესტრი.
საკანომდებლო ცვლილებები ეფუძნება ევროკავშირის კანონმდებლობას, როგორც ეს
გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებით. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის გაუმჯობესების
მიმართულებით კომიტეტმა გასცა რიგი რეკომენდაციები.
#პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება
კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი ახალი თავდაცვის კოდექსის პროექტი და თანმდევი 48 კანონპროექტისგან
შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი.
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით განისაზღვრა ქვეყნის თავდაცვის ორგანიზების
სამართლებრივი საფუძვლები, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის დამოუკიდებლობის,
სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აგრეთვე, საქართველოს
კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან
დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულებას.
განხორციელდა თავდაცვის სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტების კოდიფიკაცია,
რითაც უზრუნველყოფილ იქნა როგორც შესაბამის სამართლებრივ აქტებში არსებულ
ნორმათა დუბლირების/კოლიზიის აღმოფხვრა, ასევე თავდაცვის სფეროში ერთიანი,
კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტის შექმნა.
დარეგულირდა ისეთი სფეროები, როგორიცაა სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკა,
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილება და სტრუქტურა, სამხედრო
აღრიცხვა, სამხედრო სამსახურის გავლა, თავდაცვის რეზერვის მართვა, სამხედრო
განათლება, საერთაშორისო სწავლება, სამშვიდობო ოპერაცია, წახალისება და
დისციპლინური პასუხისმგებლობა, საომარი მდგომარეობის რეგულირება, მოხალისეობა
თავდაცვის სფეროში.
მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივა ახდენს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების
ორგანიზაციასთან (ნატო) სამართლებრივი მექანიზმების თავსებადობის ხელშეწყობას.
განხილვის შედეგად, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით გათვალისწინებული
ზოგიერთი საკითხის უკეთ დარეგულირების მიზნით, კომიტეტმა გასცა სათანადო
რეკომენდაციები.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2023
15
6. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა
წინამდებარე თავში წარმოდგენილია ინფორმაცია კომიტეტის მიერ, საანგარიშო პერიოდში
გამოყენებული საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების და ზედამხედველობის
ღონისძიებების შესახებ.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი აქტიურად მიმართავდა საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტით გათვალისწინებულ საზედამხედველო ინსტრუმენტებს, რომელთა
საფუძველზეც ატარებდა საჭირო ღონისძიებებს ან შემუშავებდა რეკომენდაციებს.
#თემატური მოკვლევა
დასკვნით ეტაპზეა მუშაობა კომიტეტის თემატურ მოკვლევაზე, რომლის მიზანი იყო ქალთა
მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის
საბჭოს კონვენციასთან საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის
ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების და ცალკეული
საკითხების იდენტიფიცირება. გამოიკვეთა კონკრეტული მიგნებები და მომზადდა
რეკომენდაციები.
#პარლამენტის წევრის კითხვა
კომიტეტის რვა წევრმა ისარგებლა პარლამენტის წევრის კითხვის უფლებამოსილებით და
სხვადასხვა ადრესატთან ჯამურად 312 კითხვა გაგზავნა.
#შშმ პირთა უფლებები
საანგარიშო წელს კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ სამოქმედო გეგმების
შესრულების 2022 წლის წლიური ანგარიში. ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში,
სახელმწიფო დაწესებულებების მიერ განხორციელებული საქმიანობა მიემართებოდა ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებს, საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლას,
შესაბამისი გზამკვლევების შემუშავებას, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
საკითხებს,
დამოუკიდებელი
ცხოვრების
ხელშეწყობასა
და
მისაწვდომობის
უზრუნველყოფას, სამართალწარმოებაზე ხელმისაწვდომობას, დასაქმების ხელშეწყობის
საკითხებს, განათლების უფლების მისაწვდომობასა და მონაწილეობას კულტურულ,
სპორტულ, გასართობ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში. მთლიანობაში, კომიტეტმა
მოიწონა წარმოდგენილი ანგარიში და ამავდროულად, 2020 წლის „შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების
საქმეში მეტი პროგრესის უზრუნველყოფისათვის აღმასრულებელი უწყებების მიმართ გასცა
რიგი რეკომენდაციები.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2023
16
#სოციალური მუშაობა
საანგარიშო პერიოდში, კომიტეტი აგრძელებდა ზედამხედველობას „სოციალური მუშაობის
შესახებ“ საქართველოს კანონითა და მისი გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი
ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების შესრულების
პროგრესზე. აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების დაწესებულებებთან
თანამშრომლობის
პროცესში
კომიტეტმა
გამართა
შეხვედრები
რელევანტურ
დაწესებულებებთან, იდენტიფიცირებული გამოწვევების საპასუხოდ, დაიწყო მუშაობა
საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე.
#პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლი
2023 წლის განმავლობაში კომიტეტმა განიხილა სხვა, პარლამენტის წინაშე
ანგარიშვალდებული ორგანოების ქვემოთ ჩამოთვლილი ანგარიშები. თითოეული ანგარიშის
საფუძველზე მომზადებულ დასკვნებში კომიტეტმა ასახა რეკომენდაციები ადრესატი
უწყებების მიმართ.
−
−
−
−
−
−
−
−
−
−
−
−
−
−
−
−
−
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის შესახებ;
„დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2022 წლის ანგარიში“ ;
„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების შესრულების
თაობაზე საქართველოს მე-5 და მე-6 გაერთიანებული პერიოდული ანგარიშების“
პროექტი;
სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2022 წლის
ანგარიში;
საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში;
სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის 2022 წლის ანგარიში;
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში;
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის
2022 წლის ანგარიში;
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა
უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2022 წლის ანგარიში;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში;
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის
ანგარიში;
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის წლიური ანგარიში;
საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა;
„2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის
მდგომარეობის შესახებ“;
სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 2022 წლის
საქმიანობის ანგარიში;
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისიის საქმიანობის შესახებ 2022 წლის წლიური ანგარიში;
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის
ანგარიში;
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2023
17
−
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ სამოქმედო
გეგმების შესრულების 2022 წლის წლიური ანგარიში“.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში განხილულ
საკითხთა შორის იყო:
−
„საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030
წლებისთვის“ პროექტი;
საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების ეროვნული
სამოქმედო გეგმის პროექტი.
−
7. კომიტეტის წარმომადგენლობითი საქმიანობა
7.1.
საზოგადოებასთან ურთიერთობა
7.1.1. მოქალაქეთა წერილები/მომართვები
კომიტეტისთვის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას
წარმოადგენს მოქალაქეთა საჭიროებების იდენტიფიცირება, დროული რეაგირება და
პრევენციულ ღონისძიებებზე მუშაობა. კომიტეტი, კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს და
რეაგირებას ახდენს მოქალაქეთა მომართვებზე. რეაგირების ფორმები განსხვავებულია
საკითხის სპეციფიკის თუ სისტემური ხასიათის გათვალისწინებით. სხვადასხვა სახელმწიფო
დაწესებულებასთან შუამდგომლობის გარდა, კომიტეტისთვის, მოქალაქეთა მომართვები
წარმოადგენს საკითხის შემდგომი დაკვირვების, შესწავლის და საჭიროებიდან გამომდინარე,
საკანონმდებლო ცვლილებების გატარების ერთ-ერთ წყაროს.
ასე, მაგალითად, საანგარიშო პერიოდში შემოსული წერილების საფუძველზე, კომიტეტმა
გამოიყენა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული სხვადასხვა
საპარლამენტო ინსტრუმენტი. მათ შორის: კანონპროექტის ინიციირება, სამუშაო
შეხვედრების ჩატარება, პარლამენტის წევრის კითხვა.
−
კომიტეტს მომართა არაერთმა მოქალაქემ, რომლებიც გამოხატავდნენ წუხილს, რომ პირებს,
რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი შეუწყდათ 18 წლის ასაკს მიღწევის
საფუძვლით, დროით შუალედში, ვიდრე მოხდება მათი მდგომარეობის გადამოწმება,
იწვევენ სამხედრო სავალდებულო სამსახურში. განცხადების ავტორთა განმარტებით,
აღნიშნული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსშეწყვეტილი პირებისათვის, ისევე
როგორც მათი წარმომადგენლებისათვის, წარმოადგენს მძიმე ტვირთს. მაგალითად,
სტატუსშეწყვეტილი პირისათვის გამწვევ კომისიაში გამოცხადება, სამხედრო‐სამედიცინო
საექსპერტო კომისიაში სამედიცინო შემოწმების გავლა შესაძლოა დაკავშირებული იყოს
როგორც ლოჯისტიკურ, ისე ემოციურ სირთულეებთან. აღსანიშნავია, რომ სამხედრო
სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა წარმოადგენს პირის
მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობას.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2023
18
კომიტეტმა შეისწავლა გაზიარებული გარემოებები და მოამზადა შესაბამისი
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის თანახმადაც იმ პირთა კატეგორიას,
რომელებიც სამხედრო სამსახურში გაწვევისგან თავისუფლდებიან, დაემატა პირთა ახალი
ჯგუფი. კერძოდ, წვევამდელი/სამობილიზაციო რეზერვისტი, რომლის შესაძლებლობის
შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადა ამოიწურა, გათავისუფლდება სამხედრო სამსახურში
გაწვევისგან ვადის ამოწურვიდან სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, თუმცა არაუმეტეს 3
თვის მანძილზე. ცვლილებები შევიდა შემდეგ კანონებში: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ“ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამედიცინოსოციალური ექსპერტიზის შესახებ“.
−
ზემოთხსენებულ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში კომიტეტმა გამართა სამუშაო
შეხვედრები განმცხადებლების, უწყებების, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.
−
პარლამენტის წევრის კითხვის მეშვეობით, სახელმწიფო უწყებებიდან მიღებულ იქნა
ინფორმაცია, რომელიც კომიტეტს მნიშვნელოვნად დაეხმარა კანონმდებლობის
შემუშავების პროცესში.
2023 წელს, კომიტეტი კვლავაც განიხილავდა და რეაგირებას ახდენდა მოქალაქეთა
მომართვებზე. საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტი წერილობით სამართლებრივ
განმარტებას აძლევს მოქალაქეს, მისი საჭიროებებიდან გამომდინარე შესაძლებლობების
შესახებ.
საანგარიშო პერიოდში სულ შემოვიდა მოქალაქეთა 2198 განცხადება. მათგან, კომიტეტის
მხრიდან რეაგირებულ იქნა 1871. რეაგირების გარეშე დარჩა დუბლირებული განცხადებები.
შემოსული განცხადებების შინაარსობრივი კლასიფიკაცია შემდეგია:
გამოძიება და მართლმსაჯულება-1043
სასჯელაღსრულება-370
სასჯელისაგან გათავისუფლება/შეწყალება-86
ამნისტია-62
სოციალური და ეკონომიკური საკითხები-127
იურიდიული დახმარება-102
დევნილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებები-15
ინფრასტრუქტურა-24
ჯანმრთელობის დაცვა-35
ქონებრივი დავა-44
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება-33
სხვადასხვა-256
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2023
19
იხ. დიაგრამა:
ქონებრივი დავა
2%
ინფრასტრუქტურა
1%
ჯანდაცვა
1%
სასამართლო
გადაწყვეტილების
აღსრულება
1%
სხვადასხვა
10%
გამოძიება და
მართლმსაჯულება
56%
დევნილთა
1%
იურიდიული დახმარება
4%
სოციალური და ეკონომიკური
5%
ამნისტია
2%
სასჯელისგან
გათავისუფლება/შეწყალება
3%
სასჯელაღსრულება
14%
7.1.2. სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა
2023 წლის სამოქმედო გეგმის შედგენისას, კომიტეტმა შეხვედრები გამართა სხვადასხვა
სამიზნე ჯგუფთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და
მიღებული ინფორმაცია გაითვალისწინა წლის ამოცანებისა და აქტივობების განსაზღვრისას.
ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს უსინათლოთა თემის მიერ გაჟღერებული საკითხი
„მარაკეშის შეთანხმების“ რატიფიცირებასთან დაკავშირებით პარლამენტის აქტიური
ჩარევის საჭიროების შესახებ. კომიტეტმა უზრუნველყო შესაბამისი სახელმწიფო უწყებების
კოორდინირება რატიფიცირების მომზადებისთვის საჭირო პროცედურებთან დაკავშირებით,
ხოლო თავის მხრივ მოამზადა ცვლილებების პაკეტი ეროვნული კანონმდებლობის
„მარაკეშის შეთანხმებასთან“ ჰარმონიზების მიზნით. საანგარიშო პერიოდში საქართველოს
პარლამენტმა მიიღო ცვლილებები „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“
საქართველოს კანონში, „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს
კანონში და „საქართველოს საპატენტო კანონში“.
აღნიშნული ცვლილებებით მოწესრიგდა ბეჭდური ნაწარმოების კითხვისთვის საჭირო
უნარის დარღვევის მქონე პირის სასარგებლოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებებით
დაცული ბეჭდური ნაწარმოების ნებადართულ გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2023
20
შეიქმნა სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი საკუთრივ ბეჭდვითი ნაწარმოების კითხვის
უნარის დარღვევის მქონე ადამიანებისათვის, რათა მათ მარტივად მოიპოვონ მისაწვდომ
ფორმატში ადაპტირებული ნაწარმოებები.
კომიტეტში, საანგარიშო წლის მანძილზე, არაერთი შეხვედრა გაიმართა სამოქალაქო
საზოგადოების ინდივიდუალური წევრების და ორგანიზაციების, აგრეთვე პროფესიული და
აკადემიური წრეების მონაწილეობით. ასე, მაგალითად - შეხვედრა სმენადაქვეითებული და
ყრუ პირებისათვის მართვის მოწმობის მინიჭების წესთან დაკავშირებით; შეხვედრა
ეთნიკური უმცირესობების და ეთნიკური უმცირესობების უფლებებზე მომუშავე
ორგანიზაციების წარმომადგენლებთან; შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირებთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე
არასამთავრობო ორგანიზაციებთან; შეხვედრა საავტორო უფლებებთან დაკავშირებით; ღია
მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრების, ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის და საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო
გამჭვირვალობა
საქართველოს
(TI-G),
საქართველოს
ახალგაზრდა
იურისტთა
ასოციაციის(GYLA) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებთან,
პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით; სამუშაო
შეხვედრა სტამბოლის კონვენციიდან მომდინარე ვალდებულებების ეროვნული სისხლის
სამართლის კანონმდებლობაში ასახვის შესაძლებლობებზე; სამუშაო შეხვედრა შშმ პირთა
სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გამორიცხვის მექანიზმებზე; შეხვედრა
ასაკობრივი პენსიით სარგებლობის შეზღუდვის მოქმედი წესის თაობაზე; ფემიციდის
პრევენციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრები; შეხვედრები მარაკეშის შეთანხმების
დებულებების ასახვაზე ეროვნულ კანონმდებლობაში; შეხვედრა „პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე; შშმ პირთა უფლებების დაცვის დღის აღნიშვნა;
შეხვედრები ელექტრონული მონიტორინგის, როგორც აღკვეთის ღონისძიების ახალი
სახეობის თემაზე; შეხვედრა აღსრულების ახალი კოდექსის პროექტთან დაკავშირებით;
კომიტეტის თავმჯდომარის და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის
შეხვედრები სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან
2023 წლის განმავლობაში კომიტეტმა უპასუხა სამოქალაქო საზოგადოების მიერ საჯარო
ინფორმაციის გაცემის თაობაზე 21 მოთხოვნას. არ დაკმაყოფილდა საჯარო ინფორმაციის
მიწოდების 1 მოთხოვნა, რადგან მისი შინაარსი სცდებოდა საჯარო ინფორმაციის ფარგლებს.
კომიტეტი კვლავაც უზრუნველყოფდა საკომიტეტო განხილვებში ყველა დაინტერესებული
მხარის, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას და ჩართულობას.
7.2.
საერთაშორისო თანამშრომლობა
კომიტეტისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორ
ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. საანგარიშო პერიოდში გაიმართა არაერთი შეხვედრა
და ერთობლივი ღონისძიება როგორც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან,
ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2023
21
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის გადამუშავების პროცესში, კომიტეტი
აქტიურად
თანამშრომლობდა
ევროკავშირის
წარმომადგენლობასთან,
გაეროს
განვითარების პროგრამასთან და ევროპის საბჭოს ოფისთან საქართველოში.
საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა გაეროს ბავშვთა
ფონდის, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის, ეროვნული უმცირესობების საკითხებში
ეუთოს უმაღლესი კომისარიატის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის
მონიტორინგის კომიტეტის, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების
დეპარტამენტის, ვენეციის კომისიის დელეგაციის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ
საკითხთა ეროვნული კომისიის წარმომადგენლებთან. კომიტეტის თავმჯდომარე ასევე
შეხვდა საქართველოში საფრანგეთის ელჩს, ნიდერლანდების სამეფოს ელჩს, ნორვეგიის
სამეფოს ელჩს, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის
გენერალურ მდივანს, თურქეთის ომბუდსმენს. კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა შეხვედრა გამართა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური
საბჭოს პრეზიდენტთან.
მიხეილ სარჯველაძემ უმასპინძლა ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობაზე
გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, ასევე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს შშმ პირთა
უფლებების საკითხებში. აღსანიშნავია, რომ სწორედ შშმ პირთა უფლებების საკითხებში
გაეროს სპეციალური მომხსენებლის მიერ საქართველოში ვიზიტის შედეგად მომზადებული
ანგარიშის, აგრეთვე გაეროს შშმ პირთა კომიტეტის დასკვნით მოსაზრებებში საქართველოს
მიმართ გაცემული რეკომენდაციების საპასუხოდ, საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის მიერ
შემუშავდა და ინიციირებულ იქნა კანონპროექტი, რომლითაც ინტელექტუალური და
ფსიქიკური შეზღუდვის მქონე პირთა სამართალწარმოებისადმი ხელმისაწვდომობის
უფლების რეალიზებას ეწყობა ხელი.
აღნიშნულს გარდა, კომიტეტის თავმჯდომარე ინდივიდუალურად და დელეგაციის
ფარგლებში მონაწილეობას იღებდა საზღვარგარეთ ორგანიზებულ სხვადასხვა შეხვედრაში
და ღონისძიებაში. საანგარიშო პერიოდში, მიხეილ სარჯველაძემ მონაწილეობა მიიღო ქალაქ
კიშინიოვში გამართულ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიაში,
პარლამენტის სხვა წევრებთან ერთად შეხვედრები გამართა სტრასბურგში,
ევროპარლამენტის პლენარული სხდომის ფარგლებში.
კომიტეტის თავჯდომარემ მონაწილეობა მიიღო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის,
გაეროს ბავშვთა ფონდის, გაეროს განვითარების პროგრამის, ევროპის საბჭოს მიერ
ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებაში და შეხვედრაში.
საანგარიშო პერიოდში, გრძელდებოდა თანამშრომლობა აშშ საელჩოსთან, ელექტრონული
მონიტორინგის შესახებ კანონმდებლობაზე მუშაობის პროცესში. ამავე საკითხზე, აშშ-ში
უწყებათაშორისი დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, კომიტეტის თავმჯდომარე ადგილზე
გაეცნო აშშ-ის ელექტრონული მონიტორინგის სისტემის მუშაობას და შეხვდა შესაბამისი
სამსახურების წარმომადგენლებს. ვიზიტი აშშ საელჩოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით
განხორციელდა.
კომიტეტის თავმჯდომარე, როგორც ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO)
სამართლის უზენაესობის გლობალური კომისიის წევრი მონაწილეობას იღებდა კომისიის
წევრთა შეხვედრებში და ორგანიზაციის ღონისძიებებში.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2023
22
2023 წელს კომიტეტი აგრძელებდა თანამშრომლობას ევროპის საბჭოს ოფისთან შემდეგი 5
პროექტის ფარგლებში: ადამიანის უფლებათა სტანდარტებისა და სწავლების
იმპლემენტაციის გაძლიერება საქართველოში, სოციალური და ეკონომიკური უფლებების
დაცვის გაძლიერება საქართველოში, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების
უზრუნველყოფა საქართველოში, ბავშვთა დაცვა და პრევენცია ძალადობისგან, მათ შორის
ციფრულ გარემოში, ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის
ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში, მონაწილეობითი
დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე
საქართველოში.
8. კომიტეტის ინსტიტუციური გაძლიერება
საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის აპარატის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს
სხვადასხვა თემატურ საკითხზე გამართულ სასწავლო ვიზიტებში, ტრენინგებში, სამუშაო
შეხვედრებში და სემინარებში. მათ შორის: ევროპის საბჭოს პროექტის „ადამიანის
უფლებათა სტანდარტებისა და სწავლების იმპლემენტაციის გაძლიერება საქართველოში“
მიერ ორგანიზებული სასწავლო ვიზიტი სტრასბურგში, აშშ-ის კონგრესის სააგენტოს „ღია
სამყაროს“ სასწავლო პროგრამა აშშ-ში, სასწავლო ვიზიტი აშშ-ში თემაზე - „სისხლის
სამართლის მართლმსაჯულების რეაგირება სამართალდამცავების მიერ ჩადენილ
დანაშაულებრივ ქმედებებზე“, სემინარი გენდერული ზეგავლენის (GIA) შეფასების შესახებ,
სემინარი სამსახურებრივი ურთიერთობების შესახებ, ბავშვის უფლებათა კონვენციის
შესახებ,
აღნიშნული კურსების ორგანიზატორი და მხარდამჭერი იყო: პარლამენტის სასწავლო
ცენტრი, ევროპის საბჭო, აშშ საელჩო, გაეროს ბავშვთა ფონდი, ეროვნულ დემოკრატიული
ინსტიტუტი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია.
9. კომიტეტის სხვა საქმიანობა
9.1.
სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა
კომიტეტი ხშირად მიმართავდა უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფორმატს, საანგარიშო
პერიოდში მიმდინარე პროექტებზე მუშაობისას და საპარლამენტო კონტროლის
მექანიზმების გამოყენებისას. ამას გარდა, კომიტეტი ჩართულია სხვადასხვა
უწყებათაშორისი/მულტისექტორული ჯგუფების მუშაობაში. 2023 წელს, კომიტეტი
წარმოდგენილი იყო სხვადასხვა უწყებათაშორისი კომისიის, საბჭოს, სამუშაო ჯგუფის
მუშაობაში.
კომიტეტის თავმჯდომარე აქტიურ მონაწილეობას იღებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო
თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, შრომის ინსპექციის,
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ანტიკორუფციული ბიუროს, რელიგიის საკითხთა
სახელმწიფო სააგენტოს ღონისძიებებში.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2023
23
აღსანიშნავია კომიტეტის მჭიდრო თანამშრომლობა მთავრობის ადმინისტრაციასთან.
არაერთი სამუშაო შეხვედრა და საკომიტეტო მოსმენა გაიმართა მთავრობის
ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოსთან თანამშრომლობით.
კომიტეტის თავმჯდომარე შეხვდა ახლადარჩეულ სახალხო დამცველს და საანგარიშო
პერიოდში კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა სახალხო დამცველის ოფისთან
საპარლამენტო და სპეციალური ანგარიშებში წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით.
სამუშაო ჯგუფის ფორმატში, პარლამენტის წევრებისა და რელევანტური უწყებების
მონაწილეობით გაიმართა სამუშაო შეხვედრები, სადაც მხარებმა იმსჯელეს სახალხო
დამცველის მიერ პარლამენტისადმი მიმართული წინადადებების გათვალისწინების
მიზანშეწონილობის თაობაზე.
რელევანტურ უწყებებთან ერთად, კომიტეტი აქტიურად იყო ჩართული საანგარიშო
პერიოდში, გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებში 3 საქართველოს მიერ წარდგენილი
ანგარიშების განხილვისთვის მოსამზადებელ სამუშაოებში და კოორდინაციაში.
9.2.
შიდა ინსტიტუციური თანამშრომლობა
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი ინტენსიურად თანამშრომლობდა პარლამენტის
სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან. აღსანიშნავია თანამშრომლობა სასწავლო
ცენტრთან, გენდერული თანასწორობის, ბავშვის უფლებათა დაცვისა და ღია მმართველობის
მუდმივმოქმედ საბჭოებთან. განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო თანამშრომლობა
პარლამენტის კვლევით ცენტრთან, რომელიც კომიტეტის მოთხოვნისამებრ, ამზადებდა
ანალიტიკურ დოკუმენტებს, რაც ხელს უწყობდა კომიტეტს მტკიცებულებებზე დაფუძნებული
კანონშემოქმედებითი საქმიანობის წარმართვაში.
9.3.
კომიტეტისთვის სპეციფიკური საქმიანობა - ქვეყანაში ადამიანის
უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობაზე ზედამხედველობა
სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიში, კომიტეტის მიერ, ქვეყანაში ადამიანის
უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობაზე ზედამხედველობის ეფექტიანი
განხორციელების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. კომიტეტი ყურადღებით
სწავლობს და აანალიზებს ანგარიშში წარმოდგენილ ადამიანის უფლებათა საკითხებს და
მჭიდროდ თანამშრომლობს ადრესატ უწყებებთან და დარგობრივ კომიტეტებთან, რაც
არსებითად მნიშვნელოვანია ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების გაზიარების და
პარლამენტის დადგენილების პროექტში მათი ასახვის თვალსაზრისით. მას შემდეგ, რაც
ეცნობა და აანალიზებს ადრესატი უწყებების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას, კომიტეტი
იღებს გადაწყვეტილებას სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების
გაზიარების თაობაზე. საბოლოოდ, კომიტეტი ამზადებს პარლამენტის დადგენილების
ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი (CEDAW), შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა უფლებების კომიტეტი (CRPD)
3
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2023
24
პროექტს, რომელშიც წარმოდგენილია სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე
გაცემული დავალებები აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიმართ.
კომიტეტმა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიში „2022 წელს
საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
მოისმინა და განიხილა 2023 წლის 2 ოქტომბრის სხდომაზე. აღნიშნულ ანგარიშში
წარმოდგენილი 288 რეკომენდაციიდან კომიტეტმა გაიზიარა და პარლამენტის
დადგენილების პროექტში ასახა 277 რეკომენდაცია, რომლებიც თავის მხრივ აისახა
პარლამენტის დადგენილებაში რელევანტური უწყებების მიმართ გაცემული დავალებების
სახით. რეკომენდაციების გაზიარების წლის მაჩვენებელია 96.2%.
იხ. დიაგრამა
რეკომენდაციების გაზიარების პროცენტული მაჩვენებელი
120
100
75.2
80
84.1
88.9
91.7
94.1 96.2
60
40
20
10.8
13.5
18.7
29
32.3
0
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო პერიოდში გაუმჯობესების დადებითი დინამიკის
მიუხედავად, გამოწვევად რჩება საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ასახული
რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი, რასთან დაკავშირებითაც კომიტეტი
აგრძელებს მუშაობას.
9.4.
2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული
სტრატეგიის განხილვა
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა საქართველოს
მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული
სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის“ პროექტი. საქართველოში ასეთი სტრატეგია შემუშავდა
მეორედ. სტრატეგია მიმართულია როგორც ადამიანის უფლებათა მარეგულირებელი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2023
25
კანონმდებლობის დახვეწის, ისე მისი ცხოვრებაში გატარებისკენ და ამისთვის შესაფერისი
პირობების შექმნისკენ. სტრატეგია ორიენტირებულია ადამიანის უფლებათა ეფექტიან
დაცვაზე, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. ადამიანის უფლებათა ეროვნული
სტრატეგია მოიცავს ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას: 1. მართლმსაჯულების,
სამართლის უზენაესობის პრინციპების, ინსტიტუციური დემოკრატიის გამყარება და
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით ეფექტიანი სარგებლობა; 2. ეკონომიკური და
სოციალური უფლებების დაცვის გაძლიერება და ამისთვის სისტემური გარანტიების
გაუმჯობესება; 3. თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპის განმტკიცება პოლიტიკასა და
პრაქტიკაში; 4. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო
ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უფლებებისა და თავისუფლებების
დაცვა. ხაზგასასმელია, რომ სტრატეგიის იმპლემენტაციის სტანდარტის უმაღლეს დონეზე
დადგენის აუცილებლობის გათვალისწინებით, კომიტეტმა გასცა არაერთი პრინციპული
ხასიათის რეკომენდაცია სტრატეგიის აღმასრულებელი ყველა სუბიექტის მიმართ,
რომლებიც სრული მოცულობით აისახა საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში,
რომლითაც დამტკიცდა სტრატეგია.
ამავე დროს, საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, კომიტეტმა მოისმინა
სტრატეგიიდან გამომდინარე საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026
წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი და არსებული რედაქციის დადებითად
შეფასების პარალელურად იმსჯელა სამოქმედო გეგმის პროექტის გაუმჯობესების
პერსპექტივებზე. აღსანიშნავია, რომ კომიტეტი ჩართული იყო სამოქმედო გეგმის
შემუშავების ეტაპზეც და მონაწილეობას იღებდა შესაბამის განხილვებში.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში |2023
26