საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინფორმაცია 2024 წლის 4 მარტის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი (დაჩი) ბერაიას არჩევის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.03.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-3032/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-03-04
კომიტეტის სხდომის ნომერი 3

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2713?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 3 აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 04 მარტი 2024 13:00 2024 წლის 4 მარტი, 13:00 საათი საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304) დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა; მომხსენებელი: გელა სამხარაული – საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, გელა სამხარაულის, გიორგი ცაგარეიშვილის, ხატია წილოსანის, მერაბ ქვარაიას, რამინა(რიმა) ბერაძის, ირაკლი მეძმარიაშვილის, გოგი მეშველიანის, სალომე ჯინჯოლავას, ზაზა ლომინაძის, ანტონ ობოლაშვილის, ზაალ დუგლაძის, ვლადიმერ კახაძის, შალვა კერესელიძის, ირმა ზავრადაშვილის, ქეთევან ჩარკვიანის, შოთა ხაბარელის, გიორგი სოსიაშვილის, სამველ მანუკიანის, სუმბატ კიურეღიანის, ალექსანდრე ტაბატაძის, ლევან ქარუმიძის, ზაალ მიქელაძის, ვიქტორ ჯაფარიძის, სოზარ სუბარის, ნიკოლოზ სამხარაძის, გოდერძი ჩანქსელიანის, კახა კახიშვილის, გია ბენაშილის, ედიშერ თოლორაიას, ირაკლი ჩიქოვანის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ბეჟან წაქაძის, ლევან მგალობლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ (07-3/401; 06.12.2023) (კომიტეტი წამყვანია; პირველი მოსმენა); მომხსენებელი: ნინო წილოსანი - საქართველოს პარლამენტის წევრი; 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“, 3/4/2024, 8:20 PM https://parliament.ge/print/announcement/2713?local=true საქართველოს პარლამენტი 2 of 3 „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის „საქართველოს თაობაზე“, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილების საქართველოს შეტანის კანონში თაობაზე“, ცვლილების „სამოქალაქო შეტანის თაობაზე“, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტს - „საქართველოს ორგანულ კანონში თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ „ადგილობრივი (07-2/359; 29.12.2023) (კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა); მომხსენებელი: ნინო თანდილაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე; 4. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა 3/4/2024, 8:20 PM https://parliament.ge/print/announcement/2713?local=true საქართველოს პარლამენტი 3 of 3 და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება“ (07-2/365; 19.02.2024) (კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა); მომხსენებელი: გენადი არველაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. პრესრელიზი 3/4/2024, 8:20 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი ოქმი N3 2024 წლის 4 მარტი, 1300 საათი საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი #304 სხდომას თავმჯდომარეობდა: გელა სამხარაული (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გელა სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარე, სამველ მანუკიანი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გიორგი ბოტკოველი, ზაალ დუგლაძე, შალვა კერესელიძე, სუმბატ კიურეღიანი, გიორგი სოსიაშვილი, სოზარ სუბარი, გოდერძი ჩანქსელიანი, ქეთევან ჩარკვიანი, გიორგი ცაგარეიშვილი, ნინო წილოსანი. აპარატის თანამშრომლები: ივერი ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, ეკატერინე ობოლაძე, სიმონ უროტაძე, ნინო ქორიძე, ირმა ქიტიაშვილი, ნინი ჟღენტი. მოწვეული სტუმრები: ნინო თანდილაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გენადი არველაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ლიკა გიორგაძე, გიორგი ფანცხავა - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, გოჩა ცოფურაშვილი - საქართველოს სათემო კავშირის გამგეობის წევრი, 1 თინათინ ოდილავაძე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს უფროსი. დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა. (მომხსენებელი: გელა სამხარაული – საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე). 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, გელა სამხარაულის, გიორგი ცაგარეიშვილის, ხატია წილოსანის, მერაბ ქვარაიას, რამინა(რიმა) ბერაძის, ირაკლი მეძმარიაშვილის, გოგი მეშველიანის, სალომე ჯინჯოლავას, ზაზა ლომინაძის, ანტონ ობოლაშვილის, ზაალ დუგლაძის, ვლადიმერ კახაძის, შალვა კერესელიძის, ირმა ზავრადაშვილის, ქეთევან ჩარკვიანის, შოთა ხაბარელის, გიორგი სოსიაშვილის, სამველ მანუკიანის, სუმბატ კიურეღიანის, ალექსანდრე ტაბატაძის, ლევან ქარუმიძის, ზაალ მიქელაძის, ვიქტორ ჯაფარიძის, სოზარ სუბარის, ნიკოლოზ სამხარაძის, გოდერძი ჩანქსელიანის, კახა კახიშვილის, გია ბენაშილის, ედიშერ თოლორაიას, ირაკლი ჩიქოვანის, ირაკლი(დაჩი) ბერაიას, ბეჟან წაქაძის, ლევან მგალობლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ (07-3/401; 06.12.2023). (კომიტეტის წამყვანია; პირველი მოსმენა). (მომხსენებელი: ნინო წილოსანი - საქართველოს პარლამენტის წევრი). 3. საქართველოს მთავრობის წარმოდგენილი მიერ საქართველოს საკანონმდებლო კანონის ინიციატივის პროექტი წესით „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად (#07-2/359; 29.12.2023) (კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა) (მომხსენებელი: ნინო თანდილაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე). 4. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება“ (07-2/365; 19.02.2024) (კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა) (მომხსენებელი: გენადი არველაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე). 2 კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით. I. მოისმინეს: გელა სამხარაულის ინფორმაცია აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე წარადგინა კომიტეტის წევრი - ირაკლი (დაჩი) ბერაია. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის ათმა (10) წევრმა. გადაწყვიტეს: (ერთხმად, მომხრე-10; წინააღმდეგი-0) კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ღია კენჭისყრით თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე, კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით, ერთხმად აირჩია კომიტეტის წევრი - ირაკლი (დაჩი) ბერაია. აღნიშნული ინფორმაცია ეცნობოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო სწორედ სოფლის მეურნეობაა, აღნიშნული თანამდებობა მისთვის არის ძალიან საპასუხისმგებლო. მან განაცხადა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ აგრარულ სექტორში დაკავებული თითოეული ადამიანისთვის, თუ ოჯახისთვის, მეტი სიკეთე შექმნან და უკეთესი იყოს მათი ხვალინდელი დღე. II. მოისმინეს: ნინო წილოსანის ინფორმაცია - „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თაობაზე. მან აღნიშნა, რომ კანონის მიღების აუცილებლობა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოში არ არსებობს ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც დაარეგულირებს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას, წარმოაჩენს ხედვასა და მიზნებს დარგში პოლიტიკის შემდგომ ეტაპზე განსახორციელებლად, ამასთან, 3 აღსანიშნავია, რომ ქვეყანას გააჩნია სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი სექტორში, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია (2021–2027 წწ.), რომელიც აყალიბებს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ძირითად ვექტორებს ეროვნულ დონეზე, თუმცა, მასში გაცხადებული მიზნების სრულად რეალიზება რთულია შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არსებობის გარეშე, რომელიც ფუნდამენტურად განსაზღვრავს დარგში არსებული სუბიეტების როლსა და უფლებამოსილებებს. მომხსენებლის განცხადებით, ფერმერის სტატუსის განსაზღვრისა და ფერმერული მეურნეობების ერთიანი ბაზის/რეესტრის არსებობის აუცილებლობა განპირობებეულია შემდეგი მიზეზებით: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, განსაკუთრებით საძოვრების გასხვისებისას მნიშვნელოვანია, მიწის საკუთრებაში თუ დროებით სარგებლობაში გადაცემისას უპირატესი უფლება ჰქონდეს ფერმერს, რომელიც მიზნობრივად გამოიყენებს აღნიშნულ მიწას; სახელმწიფოს პოლიტიკის განსაზღვირსას, მათ შორის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებისას, ხშირად ვერ ხერხდება ფერმერთა იდენტიფიცირება და მიბმულია საკუთრებაში არსებულ სასოფლო სამეურნეო მიწაზე, რაც არ იძლევა რეალურ სურათს; ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრის არსებობის პირობებში, შესაძლებელი იქნება სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი პროგრამები, ზუსტად პასუხობდეს ფერმერთა არსებულ საჭიროებებს. კანონპროექტის მიღების შედეგად, საკანონმდებლო დონეზე განიმარტება ისეთი მნიშნველოვანი ტერმინები, როგორიცაა: სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, სოფლის განვითარება, ფერმერი, ფერმერული მეურნეობა, ფერმერული მეურნეობების რეესტრი და სხვ., განისაზღვრება მხარდამჭერი ღონისძიებების გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოები/უწყებები, შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი გადამხდელი სააგენტოს მიერ მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებისთვის. სოფლის მეურნეობის სწორი ანალიზისა და დაგეგმვის პირობებში, გაიზრდება სასოფლოსამეურნეო წარმოება, გაუმჯობესდება ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება და ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა სოფლად მაცხოვრებლებისთვის. ფერმერული მეურნეობების რეესტრი ფუნქციონალურად დატვირთული იქნება და ფერმერთა უმრავლესობა რეგისტრირებული, გამოიყენება ხოლო პოლიტიკის მნიშვნელობიდან რეესტრის დაგეგმისთვის გამომდინარე, სტატისტიკური და მართვისთვის. კანონპროექტის მონაცემები საკითხის ამოქმედება გათვალისწინებულია 2025 წლის 1 იანვრიდან, გარდა კანონპროექტის მე-10, მე-13, მე-14 და მე-15 მუხლებისა, რომლებიც, შესაბამისად, აღმასრულებელი 4 ხელისუფლების დონეზე შესასრულებელ ვალდებულებებს უკავშირდება და 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. აზრი გამოთქვეს: 1. შალვა კერესელიძე: რომელმაც აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონი არის საუკეთესო, ძალიან სასარგებლო სოფლის მეურნეობისა და მთლიანად სოფლის განვითარებისთვის და დიდი ხანია მასზე მიდის მუშაობა. პროექტში ძირითადად წარმოდგენილია სამინისტროს როლი, ფუნქციები და გაწერილია დეტალურად, რა უნდა გაკეთდეს, თუმცა არ ჩანს სხვა უწყებების, მაგალითად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს როლი, რომელსაც არანაკლებ მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს სოფლის განვითარების კუთხით. არ ჩანს კარგად თვითმმართველობების და სამხარეო ადმინისტრაციების პასუხისმგებლობები, რომელთა როლი და მნიშვნელობაც მკაფიოდ უნდა იყოს გამოკვეთილი. მისი მოსაზრებაა, რომ მომავალში, თვითმმართველობებში სპეციალური სამსახურების შექმნა აუცილებელია, რომლებიც სოფლის განვითარების მიმართულებით იმუშავებენ. მისი პოზიციაა, გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს დარგობრივ და უწყებრივ ჭრილში, რომ ნათლად ჩანდეს მათი ძირითადი ფუნქციები, პასუხისმგებლობები და კომპეტენციები. სოფლის განვითარება ბევრად უფრო ფართოა და სხვა მიმართულებებიც უნდა იყოს გათვალისწინებული (ენერგეტიკა, სოციალური საკითხები და სხვა). პროექტში არ ჩანს ასევე, მაღალმთიანობის კომპონენტი. თუ ვინმეს ჭირდება სოფლის განვითარება ნებისმიერი მიმართულებით, ეს არის მაღალმთიანი დასახლებები და ამ კომპონენტის გაჩენაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. ფერმერის სტატუსის განსაზღვრა, რეესტრის შექმნა კანონის გარეშეც შესაძლებელია. ამ კანონის მიღების მთავარი მიზანი არის, რომ შეიქმნას მოქნილი მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას, სიღარიბის დაძლევას, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას და სხვა. მან ასევე განაცხადა, რომ საერთო საქმისთვის უკეთესი იქნება, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან დასხდნენ და მათგან მოისმინონ აზრი. ერთად გაიარონ, რამდენად არის შესაძლებელი ამის გაკეთება. მოსაზრებები ბევრი აქვთ. წარმოადგენს შენიშვნებს, მაგრამ მათ ან გაითვალისწინებენ, ან არა. ამიტომ დათანხმდა კანონის თანაავტორობას, რომ იმუშაონ ერთად და კანონი გამოვიდეს წარმატებული და სასარგებლო. 5 2. გოჩა ცოფურაშვილი: რომელიც დაეთანხმა შალვა კერესელიძის გამოთქმულ მოსაზრებებს და აღნიშნა, რომ კანონის სათაურიც მიანიშნებს, რომ არა მხოლოდ სექტორული, არამედ, სექტორული და ტერიტორიული მიმართულებებით ავითარებენ პროცესს. წარმოდგენილი პროექტი უნდა იყოს, როგორც დარგობრივი, ისე ტერიტორიული დოკუმენტი. ევროპული სოფლის განვითარების მიმართულებით სოფლის პოლიტიკა ითვალისწინებს განვითარებას. ძალიან ცენტრიდანულ ბევრი პოლიტიკას, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს, უნდა ხვდებოდეს ცენტრისკენული პოლიტიკა. აუცილებელია, ადგილებზე შეიქმნას ამ ტიპის პოლიტიკა, ჩაერთოს ისეთი ტერიტორიების პრინციპები, კვლევაზე და რომელიც მათი მიიყვანს ლოკალური შესაძლებლობების ფიქსირებაზე, ლოკალურ ტერიტორიებზე მიზნობრივი პროგრამების განხორციელებაზე, ცენტრიდან კი არ უნდა კეთდებოდეს პროგრამები, ქვემოდან უნდა მოდიოდეს. მან აღნიშნა, რომ ეთანხმება მოსაზრებას, რომ კანონი კარგია, ბევრია ნაფიქრი, თუმცა აუცილებლად უნდა გაძლიერდეს რეგიონული მომენტი და სხვა უწყებები იყვნენ ჩართული. 3. ნინო წილოსანი: რომელმაც გააკეთა განმარტებები დასმულ საკითხებთან მიმართებით და აღნიშნა, რომ კარგ პრინციპს, რომელზეც იყო საუბარი, ეთანხმება და სთხოვა შალვა კერესელიძეს, კანონის ფორმიდან, შინაარსიდან გამომდინარე, თუ აქვთ სურვილი, რაიმე ჩანაწერი განახორციელონ, მზად არიან გაითვალისწინონ. მან განაცხადა, რომ შალვა კერესელიძე თავად არის ერთ-ერთი ინიციატორი და როგორც ინიციატორს და როგორც პარლამენტის წევრს, შეუძლია მოაწოდოს მოსაზრებები, რასაც გაითვალისწინებენ შეძლებისდაგვარად. ნინო წილოსანმა, ასევე დააფიქსირა თავისი პოზიცია რიგ საკითხებზე. ეთანხმება, რომ სოფლის განვითარება დაკავშირებულია დეცენტრალიზაციასთან და ისეთ საკითხებთან, რომელიც შესაძლოა, თვითმმართველობის კოდექსში, ან სხვა კანონებში ასახულიყო, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ დეცენტრალიზაციის ახალ ეტაპზე გადასვლის მომენტს, ისინი ახლა რეალურად ვერ ხედავენ და თვითმმართველობებისთვის, სოფლის მეურნეობის პროგრამების მიმართულებით, მცირედითაც არ არის დელეგირებები გაკეთებული, ამ პროექტის დაინიცირებას ვერ გააჩერებდნენ იქამდე, სანამ დეცენტრალიზაციის პრინციპული საკითხები არ გადაწყდებოდა. როდესაც დეცენტრალიზაცია ახალ ეტაპზე გადავა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებიც მეტად იქნება დელეგირებული თვითმმართველობებზე, ამ კანონშიც შევა უკვე ცვლილებები. რაც შეეხება მაღალმთიან რეგიონებს, არსებობს ცალკემდგომი კანონი, სხვა კანონები და ამასთან დაკავშირებით, თუ რაიმეს ჩაწერა უნდათ, ეს შეიძლება იყოს ცალკე ინიციატივის 6 საფუძველი და არა ამ კანონის ფორმატში. მან ასევე განაცხადა, რომ საკითხის წინა განხილვების შედეგად მოწოდებული შენიშვნების და მოსაზრებების საფუძველზე დაამატეს გარკვეული ჩანაწერები. შესაბამისად, თუ რამე კონკრეტული ფორმულირებები აქვთ, იმის გათვალისწინებით, რომ დეცენტრალიზაციის ახალ ეტაპს ვერ მოიტანს წარმოდგენილი პროექტი და ამ მოცემულობაში, თუ შეუძლიათ, რამით გაამდიდრონ, მზად არის გაითვალისწინოს. 4. გელა სამხარაული: რომელიც დაეთანხმა იმას, რომ სასურველია კონკრეტული ფორმულირება გამოგზავნონ და შემდეგ იმსჯელონ. უნივერსალური ვერ იქნება კანონი. პრინციპების დონეზე წარმოდგენილი პროექტი არ ეწინააღმდეგება, რაზეც იყო საუბარი და ნებისმიერ დროს შესაძლებელია მასში ცვლილების შეტანა. ის კარგი ჩარჩო დოკუმენტია, ძირითადი აქცენტი გაკეთებულია სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეთანხმება, სოფელი მარტო სოფლის მეურნეობა არ არის, არის ენერგეტიკა, განათლება, ინფრასტრუქტურა და სხვა მიმართულებები. დოკუმენტი ნებისმიერ დროს შეიძლება შეივსოს და გამოთქმული მოსაზრებები შემდეგ იქნას გათვალისწინებული. მათი ერთობლივი ინიციატივაა და კონკრეტული ფორმულირება, სად, რა ფორმით, რა დაემატოს, წარმოადგინონ, დასხდნენ და განიხილონ. ყველას უნდა უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და ფუნქციური დოკუმენტი იქნას მიღებული. კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 10 წევრი: გადაწყვიტეს: (ერთხმად, მომხრე- 10) კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, გელა სამხარაულის, გიორგი ცაგარეიშვილის, ხატია წილოსანის, მერაბ ქვარაიას, რამინა(რიმა) ბერაძის, ირაკლი მეძმარიაშვილის, გოგი მეშველიანის, სალომე ჯინჯოლავას, ზაზა ლომინაძის, ანტონ ობოლაშვილის, ზაალ დუგლაძის, ვლადიმერ კახაძის, შალვა კერესელიძის, ირმა ზავრადაშვილის, ქეთევან ჩარკვიანის, შოთა ხაბარელის, გიორგი სოსიაშვილის, სამველ მანუკიანის, სუმბატ კიურეღიანის, ალექსანდრე ტაბატაძის, ლევან ქარუმიძის, ზაალ მიქელაძის, ვიქტორ ჯაფარიძის, სოზარ სუბარის, ნიკოლოზ სამხარაძის, გოდერძი ჩანქსელიანის, კახა კახიშვილის, გია ბენაშილის, ედიშერ თოლორაიას, ირაკლი ჩიქოვანის, ირაკლი(დაჩი) 7 ბერაიას, ბეჟან წაქაძის, ლევან მგალობლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად. III. მოისმინეს: ნინო თანდილაშვილის ინფორმაცია - საქართველოს კანონის პროექტის „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ და გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტების თაობაზე. მან აღნიშნა, რომ საქართველოში ბიომრავალფეროვნების დეგრადაციის გამომწვევ ერთერთ მიზეზად მიჩნეულია ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ბიოლოგიური რესურსებით სარგებლობის რეგულირების სფეროში არსებული საკანონმდებლო ხარვეზები. დღეისათვის, ბიომრავალფეროვნების სფეროში არსებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები არ არის შესაბამისობაში ბიომრავალფეროვნების დაცვის, შენარჩუნებისა და მდგრადი მართვის პრინციპებთან. შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს ეკოსისტემების, ჰაბიტატების, სახეობებებისა და გენეტიკური რესურსების დაცვას, შენარჩუნებას და მდგრად სარგებლობას. არსებულ ნორმატიულ აქტებში არსებული ხარვეზები და კოლიზიები განაპირობებს მათ წინააღმდეგობას როგორც ერთმანეთთან, ისე ქვეყანაში მოქმედ სხვა საკანონმდებლო აქტებთან. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ეკოსისტემებისა და გადაშენების პირას მყოფი სახეობების, ასევე, გენეტიკური რესურსების შენარჩუნება საჭიროებს შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებას და მათ აღსრულებას. როგორც მომხსენებელმა განაცხადა, კანონპროექტის შემუშავების მიზანია სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ბიომრავალფეროვნების დაცვის, ხანგრძლივვადიანი შენარჩუნების და მდგრადი მართვის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებისათვის, საქართველოს მიერ ბუნების დაცვის სფეროში რატიფიცირებული მრავალმხრივი ხელშეკრულებებით და ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისათვის, ასევე, ქვეყნის პოლიტიკის ევროპის ბუნების დაცვის სტრატეგიებთან ჰარმონიზებისათვის. კანონპროექტმა უნდა შექმნას მყარი სამართლებრივი საფუძველი ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის სფეროში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მისაღებად და მათი 8 გამართული ფუნქციონირებისათვის. საბოლო ჯამში, ეს უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების კომპონენტებით ისეთი სახით და მოცულობით სარგებლობას, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში არ იწვევს მათ შემცირებას და ხელს უწყობს მისი პოტენციალის შენარჩუნებას. კანონპროექტის მიღების შემდგომ: ა) გაუქმებული იქნება საქართველოს კანონი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“, რომელთა რეგულირების სფეროებსაც მთლიანად ფარავს კანონპროექტი. ბ) შეტანილი „ცხოველთა იქნება შესაბამისი სამყაროს ცვლილებები შესახებ“, რომლის საქართველოს კანონში საფუძველზეც მოხდება ნადირობისა და თევზჭერის რეგულირება. აზრი გამოთქვა: გელა სამხარაულმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მომხსენებელს წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და აღნიშნა, რომ საკმაოდ მასშტაბური ღონისძიებებია გატარებული და ბევრი სამუშაო ჩატარდა, რომ აღნიშნული პაკეტი წარმოდგენილიყო საქართველოს პარლამენტში. პროექტის თანახმად, მაქსიმალურად უნდა მოხდეს საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვა და მეორე მხრივ, გონივრულად იყოს გამოყენებული. ასევე, მკაცრად იყოს გაწერილი და განსაზღვრული ყველა ის უფლება თუ საჭიროება, რომელიც ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებით არსებობს. კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 9 წევრი: გადაწყვიტეს: (მომხრე - 9) კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ და თანმდევ საქართველოს კანონის პროექტებს და მიზანშეწონილად ჩათვალა მათი გატანა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად. IV.მოისმინეს: გენადი არველაძის ინფორმაცია - საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების“ შესახებ. „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების“ ტექსტის 9 მიღების მიზნით მთავრობის მოლაპარაკების 2022 წლის 23 გამართვის სექტემბრის თაობაზე #1719 საქართველოს განკარგულებისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 23 სექტემბრის #233 ბრძანების შესაბამისად, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის გამართული მოლაპარაკებები დასრულდა 2023 წლის მარტში. სულ გაიმართა მოლაპარაკებების 3 რაუნდი. 2023 წლის 10 ოქტომბერს ხელი მოეწერა „საქართველოსა და ყოვლისმომცველი არაბთა გაერთიანებულ ეკონომიკური საამიროებს პარტნიორობის შორის შეთანხმებას“. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით, 2020 წლის დეკემბერში, ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, ხოლო 2022 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს“. მომხსენებლის განცხადებით, შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველო საამიროებთან ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც გულისხმობს, მილიონიანი რომ საქართველოსთვის მაღალი დამატებით მსყიდველობისუნარიანი გაიხსნება ბაზარი. 10 ამასთან, საქართველოსთვის აღნიშნული შეთანხმების დადება ძალიან შედეგიანი იქნება სატარიფო დათმობების კუთხით. კერძოდ, არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდან ბაზარი გაიხსნა და საქართველოდან ემირატებში ექსპორტისას ტარიფის გარეშე, ნულოვანი დაბეგვრით შევა ქართული პროდუქციის 97.5%. შესაბამისად, გამონაკლისებში რჩება მხოლოდ 2.5%. საქართველოს მხრიდან ტარიფები შენარჩუნდა 4.5%-ზე. ამასთან, ქართულმა მხარემ გამონაკლისებში გადამუშავებული დაიტოვა, პროდუქციის როგორც მნიშვნელოვანი პირველად, ნაწილი. ასევე, სატარიფო მოლაპარაკებების შედეგად არაბთა გაერთიანებულ საამიროების მხრიდან შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, მყისიერად გაიხსნება ბაზარი შემდეგ პროდუქციაზე: საქონლისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილის ნაწარმი, და ა.შ. არმატურაზე გავრცელდება სატარიფო შეღავათი, ხოლო 5-წლიანი გარდამავალი პერიოდის შემდეგ, კიდევ უფრო მეტი პროდუქტისთვის გაიხსნება არაბთა გაერთიანებული საამიროების ბაზარი. წარმოდგენილი შეთანხმება საშუალებას მისცემს საქართველოში არსებულ საწარმოებს, რომ საკუთარი პროდუქტი სატარიფო და არასატარიფო ბარიერების გარეშე ხელმისაწვდომი გახადონ დამატებითი 10 სამომხმარებლო ბაზრისათვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ქვეყანაში დასაქმების გაზრდას. ასევე მნიშვნელოვნად წაახალისებს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას. შეთანხმების ამოქმედება არ მოახდენს არსებით გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. მისი მიღება ასევე არ გამოიწვევს დამატებით დანახარჯებს იმ პირებისათვის, ვის საქმიანობაზეც გავრცელდება შეთანხმება. აზრი გამოთქვეს: ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, რომლის შეკითხვა შეეხებოდა ლოჯისტიკის წახალისების საკითხს მალფუჭებადი პროდუქციის შემთხვევებში საჰაერო გადაზიდვების დროს, სოზარ სუბარმა, რომელიც დაინტერესდა, საქართველოს წილი, რა მოცულობითაა სავაჭრო ურთიერთობებში ექსპორტისა და იმპორტის კუთხით და სამომავლოდ თუ არის ის გათვლილი. მომხსენებელმა ამომწურავად უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს და გააკეთა განმარტებები. გელა სამხარაულმა აღნიშნა, რომ უამრავი ვიზიტორი ყავს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს და შესაბამისად ქართული პროდუქტები, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მომხსენებელს, სამინისტროს და ყველა ჩართულ მხარეს გაწეული სამუშაოსთვის. კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 9 წევრი: გადაწყვიტეს: (ერთხმად, მომხრე - 9) კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება“-ს და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებისათვის. სხდომის თავმჯდომარე: გელა სამხარაული სხდომის მდივანი: ირმა ქიტიაშვილი 11
პრესრელიზი
პრესრელიზი განსახილველი საკითხები: 1. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა. საქართველოს რეგლამენტის 31 მუხლის საფუძველზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე კანდიდატურას წარადგენს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული. 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, გელა სამხარაულის, გიორგი ცაგარეიშვილის, ხატია წილოსანის, მერაბ ქვარაიას, რამინა(რიმა) ბერაძის, ირაკლი მეძმარიაშვილის, გოგი მეშველიანის, სალომე ჯინჯოლავას, ზაზა ლომინაძის, ანტონ ობოლაშვილის, ზაალ დუგლაძის, ვლადიმერ კახაძის, შალვა კერესელიძის, ირმა ზავრადაშვილის, ქეთევან ჩარკვიანის, შოთა ხაბარელის, გიორგი სოსიაშვილის, სამველ მანუკიანის, სუმბატ კიურეღიანის, ალექსანდრე ტაბატაძის, ლევან ქარუმიძის, ზაალ მიქელაძის, ვიქტორ ჯაფარიძის, სოზარ სუბარის, ნიკოლოზ სამხარაძის, გოდერძი ჩანქსელიანის, კახა კახიშვილის, გია ბენაშილის, ედიშერ თოლორაიას, ირაკლი ჩიქოვანის, მგალობლიშვილის ირაკლი(დაჩი) მიერ ბერაიას, საკანონმდებლო ბეჟან წაქაძის, ინიციატივის ლევან წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ (07-3/401; 06.12.2023). (კომიტეტი წამყვანია; პირველი მოსმენა). კანონის მიღების აუცილებლობა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ დღეის მდგომარეობით არ არსებობს კანონი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ. საქართველოში არ არსებობს ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც დაარეგულირებს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას, წარმოაჩენს ხედვასა და მიზნებს დარგში პოლიტიკის შემდგომ ეტაპზე განსახორციელებლად. კანონპროექტის მიღების შედეგად საკანონმდებლო დონეზე განიმარტება ისეთი მნიშნველოვანი ტერმინები, როგორიცაა: სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, სოფლის განვითარება, ფერმერი, ფერმერული მეურნეობა, ფერმერული მეურნეობების ღონისძიებების რეესტრი და გამართულ სხვ., განისაზღვრება ფუნქციონირებაზე მხარდამჭერი პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოები/უწყებები, შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი გადამხდელი სააგენტოს მიერ მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებისთვის. დაგეგმვის სოფლის პირობებში, მეურნეობის გაიზრდება სწორი ანალიზისა სასოფლო-სამეურნეო და წარმოება, გაუმჯობესდება ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება და ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა სოფლად მაცხოვრებლებისთვის. ფერმერული მეურნეობების რეესტრი ფუნქციონალურად დატვირთული იქნება და ფერმერთა უმრავლესობა რეგისტრირებული, ხოლო რეესტრის სტატისტიკური მონაცემები გამოიყენება პოლიტიკის დაგეგმისთვის და მართვისთვის. აღნიშნულ საკითხს საქართველოს პარლამენტის წევრი - ნინო წილოსანი წარმოადგენს. 3. საქართველოს მთავრობის წარმოდგენილი მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონის პროექტი „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად (#07-2/359; 29.12.2023) (კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა) კანონპროექტის მიზანია, შექმნას ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის მყარი სამართლებრივი საფუძვლები, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ჰაბიტატების ფუნქციების რაოდენობრივი განსახორციელებლად სახეობებისა და მახასიათებლების ხარისხობრივი და შენარჩუნება და გაუმჯობესება. კანონპროექტმა უნდა შექმნას მყარი სამართლებრივი საფუძველი ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის სფეროში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მისაღებად და მათი გამართული ფუნქციონირებისათვის. საბოლო ჯამში, ეს უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების კომპონენტებით ისეთი სახით და მოცულობით სარგებლობას, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში არ იწვევს მათ შემცირებას და ხელს უწყობს მისი პოტენციალის შენარჩუნებას ახლანდელი და მომავალი თაობების მოთხოვნილებების და საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის. კანონპროექტის მიღების შემდგომ: ა) გაუქმებული იქნება საქართველოს კანონი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“, რომელთა რეგულირების სფეროებსაც მთლიანად ფარავს კანონპროექტი. ბ) შეტანილი იქნება შესაბამისი ცვლილებები საქართველოს კანონში „ცხოველთა სამყაროს შესახებ“, რომლის საფუძველზეც მოხდება ნადირობისა და თევზჭერის რეგულირება. აღნიშნულ საკითხს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე - ნინო თანდილაშვილი წარმოადგენს. 4. საქართველოს მთავრობის მიერ „საქართველოსა და არაბთა ყოვლისმომცველი ეკონომიკური 19.02.2024). საქართველოსა და არაბთა რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი გაერთიანებულ საამიროებს შორის პარტნიორობის შეთანხმება“ (07-2/365; გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობის შეთანხმების ძალაში ეკონომიკური შესვლის შემდეგ, საქართველო საამიროებთან ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც გულისხმობს, რომ საქართველოსთვის დამატებით გაიხსნება 10 მილიონიანი მაღალი მსყიდველობისუნარიანი ბაზარი. ამასთან, საქართველოსთვის აღნიშნული შეთანხმების დადება ძალიან შედეგიანი იქნება სატარიფო დათმობების კუთხით. კერძოდ, არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდან ბაზარი გაიხსნა და საქართველოდან ემირატებში ექსპორტისას ტარიფის გარეშე, ნულოვანი დაბეგვრით შევა ქართული პროდუქციის 97.5%. შესაბამისად, გამონაკლისებში რჩება მხოლოდ 2.5%. საქართველოს მხრიდან ტარიფები შენარჩუნდა 4.5%-ზე. ამასთან, ქართულმა მხარემ გამონაკლისებში დაიტოვა, როგორც პირველადი, ასევე, გადამუშავებული პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი. წარმოდგენილი შეთანხმება საშუალებას მისცემს საქართველოში არსებულ საწარმოებს, რომ საკუთარი პროდუქტი სატარიფო და არასატარიფო ბარიერების გარეშე ხელმისაწვდომი გახადონ დამატებითი სამომხმარებლო ბაზრისათვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ქვეყანაში დასაქმების გაზრდას. ასევე მნიშვნელოვნად წაახალისებს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას. აღნიშნულ საკითხს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გენადი არველაძე წარმოადგენს.