„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/374; 13/03/2024) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-18
ბიუროს ნომერი 332
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) ,,უ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,უ1)
ელექტრონული
სწავლება
−
საქართველოს
სტუდენტებისთვის/მასწავლებლის
ტერიტორიაზე
მყოფი
საგანმანათლებლო
პროგრამაზე,
მომზადების
სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ვეტერინარის
მომზადების
საგანმანათლებლო
პროგრამაზე
ან
ქართულ
ენაში
მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირებისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
საქართველოში
აკრედიტებულ
უმაღლეს
საგანმანათლებლო
პროგრამაზე კვალიფიკაციის მისაღებად ორგანიზებული, თანამედროვე ლიცენზირებულ
საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი
ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილზე სტუდენტისა და უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის ერთდროულად ყოფნას. ელექტრონული
სწავლების განხორციელებისათვის აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო
პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების
გამოყენება.“;
ბ) ,,ფ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ფ2) ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ქსელი – სამაგისტრო გამოცდებში მონაწილე უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებათა
ერთობლიობა,
რომლებშიც
მაგისტრანტობის
კანდიდატები ირიცხებიან ამ კანონით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა
და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
განსაზღვრული
გამოცდის/გამოცდების შედეგად ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
დადგენილი წესით, ამ კანონის 46-ე მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებულ მაგისტრატურის
საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში.“;
გ) ,,ჰ18“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ჰ18) უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს
ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას, მასწავლებლის
მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას,
სამედიცინო/სტომატოლოგიური
განათლების
პროგრამას,
ბაკალავრიატის
და
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს, მაგისტრატურის ან/და დოქტორანტურის
საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს ან აკადემიური უმაღლესი
განათლების სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო
კვლევებს;“;
დ) ,,ჰ33“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის
განხორციელების კონცეფციის მოწონების წესსა და პირობებს.“.
3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,პ14” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,პ14) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს,
გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამებისა, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო
პროგრამისა (მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს) და მაგისტრატურის საგანმანათლებლო
პროგრამის (მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს) შემუშავების წესს;“.
4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. მე-11 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
საქართველოს
მთავრობის
მიერ
დამტკიცებული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების წესისა და პირობების შესაბამისად
მოწონებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის
საფუძველზე, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის
მოპოვების მიზნით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან კერძო სამართლის
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.“;
ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:
„11.
გადაწყვეტილება
უმაღლესი
საგანმანათლებლო
საქმიანობის
განხორციელების
კონცეფციის მოწონების თაობაზე კარგავს ძალას იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირი უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის
განხორციელების კონცეფციის მოწონებიდან 2 წლის ვადაში არ წარადგენს საავტორიზაციო
განაცხადს.
12. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ იურიდიულ პირს უფლება არ აქვს
წარადგინოს საავტორიზაციო განაცხადი საქართველოს მთავრობის მიერ საგანმანათლებლო
საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების გარეშე.“.
6. მე-12 მუხლის:
ა) პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
საქართველოს
მთავრობის
მიერ
დამტკიცებული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების წესისა და პირობების შესაბამისად
მოწონებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის
საფუძველზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით
შეიძლება დაფუძნდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს
სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირი.
1 1.
საქართველოს
მთავრობის
მიერ
დამტკიცებული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების წესისა და პირობების შესაბამისად
მოწონებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის
საფუძველზე კერძო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს
უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი წესით, სხვა
დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე.“;
ბ) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 და 13 პუნქტები:
„12.
გადაწყვეტილება
უმაღლესი
საგანმანათლებლო
საქმიანობის
განხორციელების
კონცეფციის მოწონების თაობაზე კარგავს ძალას იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირი უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის
განხორციელების კონცეფციის მოწონებიდან 2 წლის ვადაში არ წარადგენს საავტორიზაციო
განაცხადს.
13. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ იურიდიულ პირს უფლება არ აქვს
წარადგინოს საავტორიზაციო განაცხადი საქართველოს მთავრობის მიერ საგანმანათლებლო
საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების გარეშე.“.
7. 28-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე დეკანის
ვერარჩევის შემთხვევაში ირჩევს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს;“.
8. 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
,,4. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დეკანის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე დეკანის ვერარჩევის შემთხვევაში ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6
თვის ვადით. ერთი და იგივე პირი დეკანის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს
მხოლოდ ერთხელ.“.
9. 30-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სადისერტაციო საბჭოსა და საუნივერსიტეტო
სადისერტაციო
საბჭოს
შემადგენლობა
განისაზღვრება
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ დადგენილი წესით. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრები
შეირჩევიან დაწესებულების აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და
წესის შესაბამისად.“.
10. 46-ე მუხლის 23 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,23. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მინისტრის ბრძანებით
დადგენილი წესით შეიმუშაოს, გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამებისა,
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს
ან/და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60
კრედიტს. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესი უნდა ითვალისწინებდეს დათქმებს
შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობების, საგანმანათლებლო
პროგრამის კომპონენტების, კრედიტების განაწილებისა და უმაღლესი განათლების შემდგომ
საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობის შესახებ.“.
11. 474 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 474. ელექტრონული სწავლება
1. ელექტრონული სწავლება ითვალისწინებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე
სასწავლო პროცესის ან მისი ნაწილის კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული
საშუალებების, სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის გამოყენებით
წარმართვას.
2. სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს თანამედროვე
ლიცენზირებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო
პროცესის
ორგანიზებას,
წარმართვასა
და
გამოყენებას
-
სასწავლო
მასალების
მიწოდებისათვის, სტუდენტის (გარდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული
სტუდენტისა) სტუდენტთან ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
პერსონალთან
კომუნიკაციისათვის,
ინტერაქციისთვის,
სტუდენტთა
ობიექტური,
გამჭვირვალე და სამართლიანი შეფასებების განხორციელებისთვის, კონსულტირებისათვის,
სტუდენტთა პროგრესის მონიტორინგისა და სხვა მიზნებისათვის.
3. ელექტრონული სწავლება ხორციელდება სინქრონული კომუნიკაციის ფორმით, როდესაც
კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს ხორციელდება.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული სწავლების
განხორციელების მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს
ელექტრონული სწავლების ლიცენზირებული თანამედროვე აპლიკაციის/პლატფორმის
შერჩევასა და გამართულად გამოყენებას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება
სასწავლო პროცესის ინტერაქტიულად წარმართვა.
5. სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული დეტალური სფეროების
ჩამონათვალს და ასევე, უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე კრედიტების მაქსიმალურ
რაოდენობას,
ამტკიცებს
რომელთა ფარგლებშიც
მინისტრი
განათლების
ელექტრონული სწავლება იქნება დაშვებული
ხარისხის
განვითარების
ეროვნული
ცენტრის
წარდგინებით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ელექტრონული სწავლების
ფორმით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია სტუდენტებს
შესთავაზოს აითვისონ სასწავლო კურსი/საგანი, რომელიც მოიცავს თეორიულ კომპონენტს
და არ მოიცავს პრაქტიკული კომპონენტს (სასწავლო/საწარმოო პრაქტიკა, ლაბორატორიული
მეცადინეობა, კლინიკური სწავლება და სხვა.), რომელიც სასწავლო კურსის/საგნის სწავლის
შედეგების მიღწევისათვის, საჭიროებს სტუდენტისა და პროგრამის განმახორციელებელი
პერსონალის ერთდროულად ერთ ფიზიკურ გარემოში ყოფნას. აღნიშნულ შემთხვევაში,
შუალედური, დასკვნითი და დამატებითი გამოცდები ტარდება უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სტუდენტების ნაწილი,
რომელიც არ აირჩევს ელექტრონული ფორმით თეორიული შინაარსის სასწავლო კურსების,
საგნების გავლას ელექტრონული ფორმით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
მათთვის სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებას უზრუნველყოფს
არაელექტრონული ფორმით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადგილზე
მისვლით.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ელექტრონული სწავლების
ფორმით თეორიული შინაარსის სასწავლო კურსების, საგნების განხორციელების დაწყებამდე,
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია არანაკლებ 60 დღით ადრე
აცნობოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აღნიშნულის თაობაზე.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
პირობების შემოწმება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
9.
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულება
უფლებამოსილია
შეიმუშაოს
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სასწავლო პროცესის წარმართვას
გულისხმობს მთლიანად ელექტრონული სწავლების ფორმით. აღნიშნულ შემთხვევებში,
შუალედური,
დასკვნითი
და
დამატებითი
გამოცდები
შესაძლებელია
ჩატარდეს
ელექტრონული ფორმით ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადგილზე
მისვლით.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ელექტრონული ფორმით
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლებას, უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება მოიპოვებს აკრედიტაციის გზით.“.
12. 49-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
დოქტორანტურაში
სწავლის
უფლება
აქვს
არანაკლებ
მაგისტრის
ან
მასთან
გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, გარდა იმ პირებისა რომელთაც
მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭათ ამ კანონის 46-ე მუხლის 23 პუნქტით
გათვალისწინებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის გავლის საფუძველზე.“.
13. 52-ე მუხლის ,,31“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,31. აბიტურიენტების ხელშეწყობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულ პირში −
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი
ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა
და დადგენილ ვადებში სწავლა დასაშვებია საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების
წევრებისთვის, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ
ოლიმპიადებში
თამაშებში, აგრეთვე
საჭადრაკო
ოქროსმედალოსნები/ვერცხლისმედალოსნები/ბრინჯაოსმედალოსნები
გახდებიან.“.
14. 521 მუხლის მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
,,41. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ერთიან სამაგისტრო
საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ამ
კანონის 46-ე მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებულ მაგისტრატურის საგანმანათლებლო
პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაზე.“.
15. 541 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
,,5. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ამ კანონის 46-ე მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებულ მაგისტრატურის
საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, სახელმწიფო სასწავლო
სამაგისტრო გრანტის მინიჭების საფუძველია საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლა.“.
16. 562 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ავტორიზაციის
პროცესის
ან
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების პროცესის ფარგლებში მიიღოს
გადაწყვეტილება
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებისათვის
სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა მიღების უფლების არანაკლებ 1 წლის ვადით
შეზღუდვის შესახებ, როგორც ერთიანობაში დაწესებულების მიმართ, ასევე უმაღლესი
განათლების ცალკეული საფეხურის მიხედვით. ამ გადაწყვეტილების მიღების წესი და
პირობები,
აგრეთვე
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებისათვის
სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა მიღების უფლების შეზღუდვის მაქსიმალური ვადა
განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით.“.
17. 801 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლება აქვთ საქართველოს
მოქალაქესა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა
რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის
პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ
პირს, რომლებიც ამ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხნენ ერთიან სამაგისტრო საგამოცდო
ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ
საგანმანათლებლო პროგრამაზე. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ამ კანონის 46-ე მუხლის 23 პუნქტით
გათვალისწინებულ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების
შემთხვევაში, სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების საფუძველია საერთო
სამაგისტრო გამოცდის გავლა.“.
18. 87-ე მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
19. 8918 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 8919 მუხლი:
,,მუხლი 8919. ონლაინ უნივერსიტეტის შექმნასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები
დაევალოს
სამინისტროს
2026
წლამდე
შეიმუშაოს
ონლაინ
უნივერსიტეტის
კონცეფცია/მოდელი და სტანდარტი.”.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე სასწავლო უნივერსიტეტის სახით არსებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების სახედ, ამ კანონის ამოქმედებიდან მათი ავტორიზაციის
დარჩენილი ვადით, განისაზღვროს უნივერსიტეტი და მათზე გავრცელდეს უნივერსიტეტის
სახით არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის კანონმდებლობით
დადგენილი მოთხოვნები.
მუხლი 3. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს
შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა/მიღება.
მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში (შემდგომ - კანონი).
წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად დაკორექტირდება ელექტრონული სწავლების
ცნება და ელექტრონული სწავლების მუხლი ჩამოყალიბდება ახლებური რედაქციით. კერძოდ
განისაზღვრება, რომ ელექტრონული სწავლება არის საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი
სტუდენტებისთვის/ჩარიცხული
დაწესებულების
მიერ
პირებისთვის
საქართველოში
უმაღლესი
საგანმანათლებლო
უმაღლეს
საგანმანათლებლო
აკრედიტებულ
პროგრამაზე კვალიფიკაციის მისაღებად ორგანიზებული, თანამედროვე ლიცენზირებულ
საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი
ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილზე სტუდენტისა და უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის ერთდროულად ყოფნას. ელექტრონული
სწავლების განხორციელებისათვის აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო
პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების
გამოყენება. ასევე, პროექტის თანახმად, ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და
დოქტორანტურაში ნაწილობრივ იქნება დაშვებული ელექტრონული სწავლება, შესაძლებელი
იქნება
მაგისტრატურაზე
სწავლა
განხორციელდეს
სრულად
ელექტრონულად,
იმ
შემთხვევაში თუ პროგრამა ხელახლა გაივლის აკრედიტაციას. მინისტრი დაადგენს სწავლის
სფეროების
ჩამონათვალს,
სადაც
შესაძლებელი
იქნება
ელექტრონული
სწავლების
კომპონენტის ნაწილობრივ ან სრულად გამოყენება.
პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების შესაბამისად, შესაძლებელი იქნება არანაკლებ
60 კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის (გარდა რეგულირებადი პროფესიებისა) შემუშავება,
რომლის დასრულებაც სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების საფუძველი არ
იქნება. არანაკლებ 60 კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობა არ იქნება
საერთო სამაგისტრო გამოცდა. არანაკლებ 60 კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამაზე
ჩაბარებისას სტუდენტისთვის მხოლოდ 1 წლით გადავადდება ჯარი.
პროექტის თანახმად, კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ18“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
უნივერსიტეტის ტერმინი ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით და უნივერსიტეტის განმარტება
ჩამოყალიბდება იმგვარად, რომ იგი გაითვალისწინებს ,,სასწავლო უნივერსიტეტის“ ცნებასაც.
აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით, კანონიდან ამოღებულ იქნება მე-2 მუხლის ,,ჰ33“
ქვეპუნქტი (სასწავლო უნივერსიტეტის ტერმინი), მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი
(უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეებიდან ამოღებულ იქნება სასწავლო
უნივერსიტეტი). ასევე, ტექნიკური ცვლილება შევა კანონის 52-ე მუხლის ,,31“ პუნქტში და
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის
სახელმწიფო
სასწავლო
უნივერსიტეტის
ნაცვლად
მიეთითება
საჯარო
სამართლის
იურიდიული პირი − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო
უნივერსიტეტი.
პროექტის მე-2 მუხლი ითვალისწინებს, ამ კანონის პროექტით გათვალისწინებული
ცვლილებების ამოქმედებამდე სასწავლო უნივერსიტეტის სახით არსებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების სახედ, ამ კანონის პროექტით გათვალისწინებული
ცვლილებების ამოქმედებიდან მათი ავტორიზაციის დარჩენილი ვადით, უნივერსიტეტის
განსაზღვრას და მათზე უნივერსიტეტის სახით არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებებისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გავრცელებას.
გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილებების შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო
საქმიანობის განხორციელების მიზნით, იურიდიული პირები საავტორიზაციო განაცხადს
საქართველოს მთავრობის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების
კონცეფციის მოწონების გარეშე ვერ წარადგენენ. საქართველოს მთავრობას მიენიჭება
უფლებამოსილება, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით დაამტკიცოს
უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების წესები
და პირობები.
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
საგანმანათლებლო
დაწესებულების
ავტორიზაციის
მიერ
პროცესის
ავტორიზაციის
ან
უმაღლესი
პირობების
შესრულების
შემოწმების პროცესის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებისათვის სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა მიღების უფლების არანაკლებ
1 წლის ვადით შეზღუდვის შესახებ. ამ გადაწყვეტილების მიღების წესი და პირობები, აგრეთვე
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა
მიღების
უფლების
დებულებით.
შეზღუდვის
მაქსიმალური
ვადა
განისაზღვრება
მიზანშეწონილია,
ავტორიზაციის
საბჭოს
ჰქონდეს
ავტორიზაციის
უფლებამოსილება
სტუდენტთა მიღების უფლება შეზღუდოს, არა მხოლოდ დაწესებულების არამედ უმაღლესი
განათლების საფეხურების (მაგისტრატურა, მაგისტრთან გათანაბრებულ ერთსაფეხურიანი
პროგრამები, დოქტორანტურა) მიხედვითაც. აღნიშნული ცვლილება შესაძლებლობას მისცემს
ავტორიზაციის საბჭოს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ძირითადი ხარვეზები დადგენილი იქნება
მაგალითად სადოქტორო საფეხურის პროგრამებზე ან/და სამეცნიერო/კვლევითი საქმიანობის
მიმართულებით, სტუდენტების მიღების შეზღუდვა მოხდეს მხოლოდ ერთი საფეხურის და
არა მთლიანად ინსტიტუციის ფარგლებში. შეზღუდვის პირობები და ხანგრძლივობა
დადგენილი იქნება ავტორიზაციის დებულებით.
სსიპ - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ საშუალება თავად
განსაზღვრონ სადისერტაციო საბჭოების ფორმირების წესი.
გარდა
ზემოხსენებულისა,
განათლების,
მეცნიერებისა
წარმოდგენილი
და
პროექტის
ახალგაზრდობის
შესაბამისად
სამინისტროს
საქართველოს
დაევალება
ონლაინ
უნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელის და სტანდარტის შემუშავება 2026 წლამდე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს
არ აქვთ შესაძლებლობა ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის
საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს შესთავაზონ მათ შორის ელექტრონული
სწავლების ფორმით. გასათვალისწინებელია, რომ წამყვან ევროპულ ქვეყნებში, ასევე ამერიკის
შეერთებულ შტატებში თანდათანობით იზრდება ელექტრონული ფორმით შეთავაზებული
აკადემიური პროგრამების რაოდენობა, რაც გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზით, როგორიცაა სტუდენტების დასაქმება, უცხოელი აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის მოზიდვა და
პროგრამის განხორციელებაში ჩართვა, დროითი რესურსების დაზოგვა და სხვა. შესაბამისად,
საქართველოში
ავტორიზებულ
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებებსაც
მიზანშეწონილია საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში ჰქონდეთ
უფრო მეტი მოქნილობა.
კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოში მოქმედ უნივერსიტეტებს ექნებათ
შესაძლებლობა შეიმუშაონ ისეთი აკადემიური პროგრამები, რომლებიც გაითვალისწინებს
ელექტრონული სწავლების კომპონენტებს, ან მაგისტრატურის შემთხვევაში - მთლიანად
განხორციელდება ელექტრონულად. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს კვალიფიციური
საერთაშორისო პერსონალის მოწვევას და მათ ჩართვას სასწავლო და კვლევით საქმიანობაში,
ასევე განსაკუთრებით მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების იმ
ნაწილისთვის, რომელიც სწავლის პარალელურად დასაქმებულია, იქნება კარგი საშუალება არ
მოწყდნენ სასწავლო, კვლევით პროცესებს და მიიღონ შესაბამისი განათლება.
პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების შესაბამისად, შესაძლებელი იქნება არანაკლებ
60 კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის (გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო
პროგრამებისა) შემუშავება, რომლის დასრულებაც სადოქტორო პროგრამაზე სწავლის
გაგრძელების საფუძველი არ იქნება. არანაკლებ 60 კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამაზე
მიღების წინაპირობა არ იქნება საერთო სამაგისტრო გამოცდა. არანაკლებ 60 კრედიტიანი
სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარებისას სტუდენტისთვის მხოლოდ 1 წლით გადავადდება
ჯარი. აღნიშნული რეგულაცია შესაძლებლობას მისცემს საქართველოში მოქმედ
უნივერსიტეტებს მაგისტრატურის საფეხურით დაინტერესებულ პირებს შესთავაზონ
სხვადასხვა შინაარსის, სპეციფიკის, ვიწრო სპეციალიზაციის სამაგისტრო პროგრამები,
რომელიც კონკრეტული ვიწრო სფეროს სიღრმისეულ, პრაქტიკულ შესწავლაზე იქნება
ორიენტირებული. კანონპროექტის მიღების შედეგად, არანაკლებ 60 კრედიტიან პროგრამაზე
პირების მიღება მოხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი
წესის შესაბამისად, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების ავტონომიურობისა და პასუხისმგებლობის გაზრდას.
შემოთავაზებული
საქართველოს
კანონპროექტის
მთავრობა
მიღების
დაამტკიცებს
შედეგად,
უმაღლესი
სამინისტროს
წარდგინებით
საგანმანათლებლო
საქმიანობის
განხორციელების კონცეფციის მოწონების წესსა და პირობებს.
შესაბამისად, უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცესის დაწყებამდე, შესაბამისი
საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მთავრობის მიერ მოწონების შემთხვევაში,
დაიწყება უკვე არსებული ავტორიზაციის პროცესი.
კანონპროექტის მიღება აუცილებელია იმისათვის, უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებისათვის სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა მიღების უფლების არანაკლებ
1 წლის ვადით შეზღუდვის შესახებ ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილების ნაწილში,
გაჩნდება შესაძლებლობა, რომ აღნიშნული შეზღუდვა გამოყენებულ იქნეს როგორც
ერთიანობაში დაწესებულების მიმართ, ასევე უმაღლესი განათლების ცალკეული საფეხურის
მიხედვით, რაც შეფასებასთან კავშირში გადაწყვეტილების მიღების რაციონალური მიდგომაა
- შეზღუდვა, ხარვეზების გათვალისწინებით, შესაძლოა მოიცავდეს მხოლოდ ცალკეულ
საფეხურს და არა მთლიანად დაწესებულებას.
კანონში დარეგულირდება დეკანის მოვალეობის შემსრულებლის არაუმეტეს 6 თვის ვადით
დანიშვნის საკითხი და კანონის გარდამავალი დებულებებიდან ამოღებულ იქნება 87-ე
მუხლის მე-6 პუნქტი.
სსიპ - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ საშუალება თავად
განსაზღვრონ სადისერტაციო საბჭოების ფორმირების წესი.
წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალება ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელის
და სტანდარტის შემუშავება 2026 წლამდე.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად დაკორექტირდება ელექტრონული სწავლების ცნება და
ელექტრონული
სწავლების
მუხლი
ჩამოყალიბდება
ახლებურად.
ბაკალავრიატში,
მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ნაწილობრივ იქნება დაშვებული ელექტრონული
სწავლება. შესაძლებელი იქნება მაგისტრატურაზე სწავლა განხორციელდეს სრულად
ელექტრონულად, იმ შემთხვევაში თუ პროგრამა ხელახლა გაივლის აკრედიტაციას. მინისტრი
დაადგენს სწავლის სფეროების ჩამონათვალს, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული
სწავლების კომპონენტის ნაწილობრივ ან სრულად გამოყენება.
გარდა ზემოხსენებულისა, შესაძლებელი იქნება არანაკლებ 60 კრედიტიანი სამაგისტრო
პროგრამის (გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამებისა) შემუშავება, რომლის
დასრულებაც სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების საფუძველი არ იქნება.
არანაკლებ 60 კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობა არ იქნება საერთო
სამაგისტრო გამოცდა. არანაკლებ 60 კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარებისას
სტუდენტისთვის მხოლოდ 1 წლით გადავადდება ჯარი.
კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ18“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უნივერსიტეტის ტერმინი
ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით. აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით, კანონიდან
ამოღებულ იქნება მე-2 მუხლის ,,ჰ33“ ქვეპუნქტი და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
ასევე, ტექნიკური ცვლილება შევა კანონის 52-ე მუხლის ,,31“ პუნქტში.
ამ კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების ამოქმედებამდე სასწავლო
უნივერსიტეტის სახით არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახედ, ამ
კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების ამოქმედებიდან მათი ავტორიზაციის
დარჩენილი ვადით, განისაზღვრება უნივერსიტეტი და მათზე გავრცელდება უნივერსიტეტის
სახით არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის კანონმდებლობით
დადგენილი მოთხოვნები.
საყურადღებოა, რომ დღეს მოქმედ რედაქციაში უკვე არსებობს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ
აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი
საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების
უზრუნველყოფა. კანონპროექტის მიღების შედეგად, კი სამინისტროს წარდგინებით
საქართველოს
მთავრობა
დაამტკიცებს
უმაღლესი
საგანმანათლებლო
საქმიანობის
განხორციელების კონცეფციის მოწონების წესსა და პირობებს. აქედან გამომდინარე, მოხდება
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცესის დაწყებამდე
შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის კონცეფციის შეთანხმება საქართველოს
მთავრობასთან. ამ შეთანხმების შემდეგ კი დაიწყება უკვე არსებული, კანონით
გათვალისწინებული, ავტორიზაციის პროცესი.
კანონპროექტის მიღების შედეგად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის
სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა მიღების უფლების არანაკლებ 1 წლის ვადით
შეზღუდვის შესახებ ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილების ნაწილში, გაჩნდება
შესაძლებლობა, რომ აღნიშნული შეზღუდვა გამოყენებულ იქნეს როგორც ერთიანობაში
დაწესებულების მიმართ, ასევე უმაღლესი განათლების ცალკეული საფეხურის მიხედვით,
რაც შეფასებასთან კავშირში გადაწყვეტილების მიღების
რაციონალური მიდგომაა -
შეზღუდვა, ხარვეზების გათვალისწინებით, შესაძლოა მოიცავდეს მხოლოდ ცალკეულ
საფეხურს და არა მთლიანად დაწესებულებას.
კანონში დარეგულირდება დეკანის მოვალეობის შემსრულებლის არაუმეტეს 6 თვის ვადით
დანიშვნის საკითხი და კანონის გარდამავალი დებულებებიდან ამოღებულ იქნება 87-ე
მუხლის მე-6 პუნქტი.
სსიპ - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ საშუალება თავად
განსაზღვრონ სადისერტაციო საბჭოების ფორმირების წესი.
გაჩნდება საკანონმდებლო რეგულაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალება ონლაინ უნივერსიტეტის
კონცეფციის/მოდელის და სტანდარტის შემუშავება 2026 წლამდე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიღების შედეგად დაკორექტირდება ელექტრონული სწავლების ცნება და
ელექტრონული
სწავლების
მუხლი
ჩამოყალიბდება
ახლებურად.
ბაკალავრიატში,
მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ნაწილობრივ იქნება დაშვებული ელექტრონული
სწავლება. შესაძლებელი იქნება მაგისტრატურაზე სწავლა განხორციელდეს სრულად
ელექტრონულად, იმ შემთხვევაში თუ პროგრამა ხელახლა გაივლის აკრედიტაციას. მინისტრი
დაადგენს სწავლის სფეროების ჩამონათვალს, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული
სწავლების კომპონენტის ნაწილობრივ ან სრულად გამოყენება.
გარდა ზემოხსენებულისა შესაძლებელი იქნება არანაკლებ 60 კრედიტიანი სამაგისტრო
პროგრამის (გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამებისა) შემუშავება, რომლის
დასრულებაც სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების საფუძველი არ იქნება.
არანაკლებ 60 კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობა არ იქნება საერთო
სამაგისტრო გამოცდა. არანაკლებ 60 კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარებისას
სტუდენტისთვის მხოლოდ 1 წლით გადავადდება ჯარი.
გაჩნდება საკანონმდებლო რეგულაცია, რომლითაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა
და
ახალგაზრდობის
სამინისტროს
დაევალება
ონლაინ
კონცეფციის/მოდელის და სტანდარტის შემუშავება 2026 წლამდე.
უნივერსიტეტის
კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ18“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უნივერსიტეტის ტერმინი
ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით და უნივერსიტეტის განმარტება ჩამოყალიბდება
იმგვარად, რომ იგი გაითვალისწინებს ,,სასწავლო უნივერსიტეტის“ ცნებასაც. აღნიშნული
ცვლილების გათვალისწინებით, კანონიდან ამოღებულ იქნება მე-2 მუხლის ,,ჰ33“ ქვეპუნქტი
(სასწავლო უნივერსიტეტის ტერმინი), მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი (უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების სახეებიდან ამოღებულ იქნება სასწავლო უნივერსიტეტი).
ასევე, ტექნიკური ცვლილება შევა კანონის 52-ე მუხლის ,,31“ პუნქტში და საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო
სასწავლო უნივერსიტეტის ნაცვლად მიეთითება საჯარო სამართლის იურიდიული პირი −
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ამ კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების ამოქმედებამდე სასწავლო
უნივერსიტეტის სახით არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახედ, ამ
კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების ამოქმედებიდან მათი ავტორიზაციის
დარჩენილი ვადით, განისაზღვრება უნივერსიტეტი და მათზე გავრცელდება უნივერსიტეტის
სახით არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის კანონმდებლობით
დადგენილი მოთხოვნები.
კანონპროექტის მიღების შედეგად საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით
დაამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის
მოწონების წესსა და პირობებს. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის მიერ
დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის
მოწონების წესისა და პირობების შესაბამისად მოწონებული კონცეფციის საფუძველზე,
სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით
დააფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან კერძო სამართლის არასამეწარმეო
(არაკომერციულ) იურიდიულ პირს. აგრეთვე, ამავე წესისა და პირობების შესაბამისად
მოწონებული კონცეფციის საფუძველზე დაფუძნდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს
კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული კერძო სამართლის
იურიდიული პირი. კერძო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილი იქნება
განახორციელოს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი
წესით,
სხვა
დამოუკიდებელი
იურიდიული
პირის
შექმნის
გარეშე,
უმაღლესი
საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების შემთხვევაში.
გარდა ამისა, გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების
კონცეფციის მოწონების თაობაზე დაკარგავს ძალას კონცეფციის მოწონებიდან 2 წლის ვადაში
საავტორიზაციო განაცხადის წარუდგენლობის შემთხვევაში.
საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების გარეშე კი
საავტორიზაციო განაცხადის წარდგენა შესაძლებელი არ იქნება.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა
მიღების უფლების არანაკლებ 1 წლის ვადით შეზღუდვის შესახებ ავტორიზაციის საბჭოს
უფლებამოსილების ნაწილში გაჩნდება შესაძლებლობა, რომ აღნიშნული შეზღუდვა
გამოყენებილ იქნეს როგორც ერთიანობაში დაწესებულების მიმართ, ასევე უმაღლესი
განათლების ცალკეული საფეხურის მიხედვით.
კანონში დარეგულირდება დეკანის მოვალეობის შემსრულებლის არაუმეტეს 6 თვის ვადით
დანიშვნის საკითხი და კანონის გარდამავალი დებულებებიდან ამოღებულ იქნება 87-ე
მუხლის მე-6 პუნქტი.
სსიპ - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ საშუალება თავად
განსაზღვრონ სადისერტაციო საბჭოების ფორმირების წესი.
გაჩნდება საკანონმდებლო რეგულაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალება ონლაინ უნივერსიტეტის
კონცეფციის/მოდელის და სტანდარტის შემუშავება 2026 წლამდე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი
პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან,
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
პროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები დაიფარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ამასთან, ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელის და სტანდარტის შემუშავებასთან
დაკავშირებით ექსპერტული დახმარების საჭიროების შემთხვევაში გამოყენებულ იქნება
დონორთა პროგრამები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას,
რამდენადაც კანონპროექტის მიღების შემთხვევაში გაიზრდება მაგისტრატურის საფეხურზე
ელექტრონული სწავლების ფორმით პროგრამის განხორციელების
მოთხოვნა, რაც
დაკავშირებულია დაწესებულების მიერ აკრედიტაციის ადმინისტრაციული წარმოებისათვის
დადგენილი საფასურის გადახდასთან. შესაბამისად, აღნიშნული გამოიწვევს ცენტრის
საკუთარი შემოსავლების გაზრდას, საიდანაც 10% მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ასევე,
უმაღლესი
მრავალფეროვანი
საგანმანათლებლო
დაწესებულებებს
გახადონ
პროგრამების
მათი
შესაძლებლობა
კატალოგი,
მიეცემათ
დისტანციურად
განხორციელებული პროგრამების ხარჯზე, შესაბამისად გაიზრდება მათი შემოსავლები, რაც
ასევე გამოიწვევს მათ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხების გაზრდას.
ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გაიზრდება იმ მიმართულებითაც, რომ
მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებსაც სურვილი ექნებათ რომ 60 კრედიტიან
სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხონ საერთო სამაგისტრო გამოცდებით (სახელმწიფო
დაფინანსების მიღების მიზნით), გადაიხდიან საერთო სამაგისტრო გამოცდის რეგისტრაციის
საფასურს, რომლის 10%-ი სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ
მიემართება სახელწმიფო ბიუჯეტში, ხოლო ის აპლიკანტები, რომლებიც 60 კრედიტიან
სამაგისტრო პროგრამაზე ჩააბარებენ საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე, არ მოუწევთ
სამაგისტრო გამოცდის რეგისტრაციის საფასურის გადახდა, რაც ამ ნაწილში შეამცირებს სსიპ
- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შემოსავლებსა და შედეგობრივად
სახელწმიფო ბიუჯეტს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე,
რამდენადაც, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო
დაწესებულებებმა, ელექტრონული სწავლების ფორმით საგანმანათლებლო პროგრამების
განხორციელების შემთხვევაში უნდა შეიძინონ ლიცენზირებული პროგრამები, ხოლო
მაგისტრატურის
საფეხურზე
ელექტრონული
სწავლების
ფორმით
პროგრამის
განხორციელებისას გაიარონ აკრედიტაცია, რაც დაკავშირებულია ამ ადმინისტრაციული
წარმოებისათვის
დადგენილი
საფასურის
გადახდასთან.
შესაბამისად,
აღნიშნულმა
შესაძლებელია გამოიწვიოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფის
საჭიროებას. ამასთან, თუ აღნიშნულ დაწესებულებებს გააჩნიათ საკუთარი შემოსავლები,
აღნიშნული ხარჯების გაწევა შეიძლება მოხდეს საკუთარი შემოსავლებიდან, შესაბამისად ამ
შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგენებების გამოყოფის საჭიროება არ
იარესებებს. ამასთან, ელექტრონული სწავლების დანერგვის შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ
დაფუძნებულ დაწესებულებებს შესაძლებლობა ექნებათ სრულად ან ნაწილობრივ შეიმცირონ
ადმინისტრაციული ხარჯი, რაც დაკავშირებულია სასწავლო კომპონენტების დაწესებულების
ტერიტორიაზე განხორციელებასთან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კერძო
სამართლის
იურიდიული
პირის
ფორმით
დაფუძნებულმა
უმაღლესმა
საგანმანათლებლო დაწესებულებებმა (რომლებიც არ არიან დაფუძნებული სახელმწიფოს
მიერ),
ელექტრონული
სწავლების
ფორმით
საგანმანათლებლო
პროგრამების
განხორციელების შემთხვევაში უნდა შეიძინონ ლიცენზირებული პროგრამები, რაც
განაპირობებს მათი ხარჯების გაზრდას, ხოლო მაგისტრატურის საფეხურზე ელექტრონული
სწავლების ფორმით პროგრამის განხორციელების სურვილის შემთხვევაში, უნდა გაიარონ
აკრედიტაცია, რაც დაკავშირებულია ამ ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი
საფასურის გადახდასთან. შესაბამისად, აღნიშნული გამოიწვევს მათთვის ხარჯების გაზრდას.
ასევე, კანონპროექტის მიღების შედეგად, შესაძლოა გაიზარდოს მოთხოვნა ლიცენზირებულ
პროგრამებზე, რაც გაზრდის ასეთი პროგრამების მიმწოდებელების შემოსავლებს.
ამასთან,
ელექტრონული
სწავლების
დანერგვის
შემთხვევაში,
დაწესებულებებს
შესაძლებლობა ექნებათ სრულად ან ნაწილობრივ შეიმცირონ ადმინისტრაციული ხარჯი, რაც
დაკავშირებულია
სასწავლო
კომპონენტების
დაწესებულების
ტერიტორიაზე
განხორციელებასთან.
ელექტრონული სწავლების არსებობის შემთხვევაში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ,
ადგილმდებარეობის შეცვლის გარეშე მიიღონ ცოდნა, რაც დაზოგავს მათ ხარჯებს, ასევე ამ
ფორმით სწავლის ხელმისაწვდომობის გაზრდამ შესაძლოა გააჩინოს ახალი სამუშაო
ადგილები პროგრამაში ჩართული პერსონალისათვის.
მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებსაც სურვილი ექნებათ რომ, 60 კრედიტიან
სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხონ საერთო სამაგისტრო გამოცდებით (სახელწმიფო
დაფინანსების მიღების მიზნით), გადაიხდიან საერთო სამაგისტრო გამოცდის რეგისტრაციის
საფასურს, რაც გავლენას იქონიებს მათ ხარჯებზე, ხოლო იმ აპლიკანტებს, რომლებიც 60
კრედიტიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩააბარებენ საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე, არ
მოუწევთ სამაგისტრო გამოცდის რეგისტრაციის საფასურის გადახდა.
ელექტრონული სწავლების ფორმატის დანერგვამ შეიძლება ხელი შეუწყოს სტუდენტების
დასაქმების კოეფიციენტის გაზრდას.
ამ კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების ამოქმედებამდე სასწავლო
უნივერსიტეტის სახით არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახედ, ამ
კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების ამოქმედებიდან მათი ავტორიზაციის
დარჩენილი ვადით, განისაზღვრება უნივერსიტეტი და მათზე გავრცელდება უნივერსიტეტის
სახით არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის კანონმდებლობით
დადგენილი მოთხოვნები. ამასთან, მათ მოუწევთ ლოგოს, საქმიანი წერილისა და ბეჭდის
ცვლილება, ასევე ყველა მარკეტინგული ხასიათის მასალის შეცვლა, რაც დაკავშირებული
იქნება მათ მიერ გასაწევ ხარჯებთან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.