„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/374; 13/03/2024) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-18
ბიუროს ნომერი 332
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
09.10.2018,
სარეგისტრაციო
კოდი:
430060000.05.001.019178) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჯ“ ქვეპუნქტი:
,,ჯ)
დისტანციური
სწავლება
–
საქართველოს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების
პროგრამის განხორციელების უფლებამოსილების მქონე იურიდიულ პირში პროფესიული
საგანმანათლებლო
პროგრამაზე/მოკლე
ციკლის
საგანმანათლებლო
პროგრამაზე/პროფესიული
მომზადების
პროგრამაზე/პროფესიული
გადამზადების
პროგრამაზე/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამაზე პროფესიული განათლების
მისაღებად ორგანიზებული, დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა
საშუალებების გამოყენებით წარმართული, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე
დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს
განსაზღვრულ ადგილას პროფესიული სტუდენტისა/მსმენელისა და საგანმანათლებლო
დაწესებულების პერსონალის ერთდროულად ყოფნას. დისტანციური სწავლების
განსახორციელებლად აუცილებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის
სათანადოდ დაგეგმვა, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვის შესაბამისი
მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება;“.
2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
,,6. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო
პროგრამა/პროფესიული მომზადების პროგრამა/პროფესიული გადამზადების პროგრამა/
სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა შესაძლოა ითვალისწინებდეს კომპონენტებს,
რომელებიც წარიმართება დისტანციურად, სამინისტროს მიერ დადგენილი წესისა და
პირობების შესაბამისად.“.
3. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ღ1“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ღ2“
ქვეპუნქტი:
,,ღ2)
ამტკიცებს
პროფესიული
საგანმანათლებლო
პროგრამის/მოკლე
ციკლის
საგანმანათლებლო
პროგრამის/პროფესიული
მომზადების
პროგრამის/პროფესიული
გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის კომპონენტების
დისტანციურად წარმართვის წესსა და პირობებს.“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლით
განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული
სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
აქტის
გამოცემა
და
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
სათანადო
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის „პროფესიული განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში (შემდგომ - კანონი).
კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ღ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეპიდემიის/პანდემიის დროს
იღებს გადაწყვეტილებებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, პროფესიული
მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელ
საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების, განახლებისა და
დისტანციურად წარმართვის თაობაზე. მოცემული ნორმის შესაბამისად, პროფესიულ
საგანმანათლებლო პროგრამაზე, პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული
გადამზადების პროგრამაზე სასწავლო პროცესის დისტანციურად განხორციელება
შესაძლებელია მხოლოდ ეპიდემიის/პანდემიის დროს.
მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზე გაიწეროს იმის სამართლებრივი საფუძველი, რომ
პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა/სწავლების პროცესი არამხოლოდ
ეპიდემიის/პანდემიის დროს განხორციელდეს დისტანციურად, არამედ სხვა დროსაც.
მიზანშეწონილია კანონში დამატებით გაჩნდეს პროფესიული განათლების დისტანციური
სწავლების ფორმატშიც მიწოდების შესაძლებლობაც. დისტანციური სწავლების პრაქტიკაში
სრულყოფილად განხორციელების მიზნებისათვის აუცილებელია მინისტრს მიენიჭოს
უფლებამოსილება, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დაამტკიცოს პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული
მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში
მომზადების პროგრამის კომპონენტების დისტანციურად წარმართვის წესი და პირობები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ღ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეპიდემიის/პანდემიის დროს
იღებს გადაწყვეტილებებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, პროფესიული
მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელ
საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების, განახლებისა და
დისტანციურად წარმართვის თაობაზე. მოცემული ნორმის შესაბამისად, პროფესიულ
საგანმანათლებლო პროგრამაზე, პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული
გადამზადების პროგრამაზე სასწავლო პროცესის დისტანციურად განხორციელება
შესაძლებელია მხოლოდ ეპიდემიის/პანდემიის დროს. მნიშვნელოვანია საკანონმდებლო
დონეზე გაიწეროს იმის სამართლებრივი საფუძველი, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო
დაწესებულებებში სწავლა/სწავლების პროცესი არამხოლოდ ეპიდემიის/პანდემიის დროს
განხორციელდეს დისტანციურად, არამედ სხვა დროსაც.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის „პროფესიული განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში, რომლითაც დამატებით გაჩნდება პროფესიული განათლების
დისტანციური სწავლების ფორმატშიც მიწოდების შესაძლებლობაც.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ზემოთ მითითებული პრობლემების გადაჭრისა და დასახული მიზნების
უზრუნველყოფის მიზნით ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებებს: კანონს ემატება
დისტანციური სწავლების ტერმინი, რომელიც იქნება საქართველოს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების
პროგრამის განხორციელების უფლებამოსილების მქონე იურიდიულ პირში პროფესიული
საგანმანათლებლო
პროგრამაზე/მოკლე
ციკლის
საგანმანათლებლო
პროგრამაზე/პროფესიული
მომზადების
პროგრამაზე/პროფესიული
გადამზადების
პროგრამაზე/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამაზე პროფესიული განათლების
მისაღებად ორგანიზებული, დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა
საშუალებების გამოყენებით წარმართული, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე
დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს
განსაზღვრულ ადგილას პროფესიული სტუდენტისა/მსმენელისა და საგანმანათლებლო
დაწესებულების პერსონალის ერთდროულად ყოფნას. დისტანციური სწავლების
განსახორციელებლად აუცილებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის
სათანადოდ დაგეგმვა, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვის შესაბამისი
მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება.
კანონპროექტით
ასევე
განისაზღვრება,
რომ
პროფესიული
საგანმანათლებლო
პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა/პროფესიული მომზადების
პროგრამა/პროფესიული გადამზადების პროგრამა/ სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა
შესაძლოა ითვალისწინებდეს კომპონენტებს, რომელებიც წარიმართება დისტანციურად,
სამინისტროს მიერ დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.
დისტანციური სწავლების პრაქტიკაში სრულყოფილად განხორციელების მიზნებისათვის,
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის მინისტრი ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე
ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული
გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის კომპონენტების
დისტანციურად წარმართვის წესსა და პირობებს.
კანონპროექტის მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტრომ ამ კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების
ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს წარმოდგენილი კანონპროექტით
განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა
სამართლებრივი
აქტების
კანონპროექტით
გათვალისწინებულ
შესაბამისობაში მოყვანა.
და სათანადო
ცვლილებებთან
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მისი ამოქმედება დაკავშირებულია
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის ამოქმედებასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ასიგნებების გამოყოფას სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პროფესიული საგანმანათლებლო
დაწესებულებებისა და დამოუმკიდებელი იურიდიული პირის მიერ პროფესიული
მომზადება/გადამზადების პროგრამების დამატების სურვილი, რაც დაკავშირებულია
დაწესებულების/იურიდიული პირის მიერ ამ მიმართულებით, კანონმდებლობით
დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების საფასურის გადახდასთან. აღნიშნული თანხა
მიემართება სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკუთარ
შემოსავლებში, საიდანაც შემდგომ 10% მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. შესაბამისად
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
მიუხედავად იმისა რომ, დისტანციური სწავლების ფორმით თეორიული კომპონენტების
დაძლევის შესაძლებლობამ, შეიძლება გამოიწვიოს პროფესიული განათლების მიღების
მსურველი პირების რაოდენობის გაზრდა, ბოლო პერიოდში არსებული სტატისტიკით,
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის განსაზღვრული პროფესიული
სტუდენტების ზღვრული რაოდენობები, როგორც წესი, სრულად ივსება. აღნიშნული
პროგრამების განხორციელება მოხდება დაწესებულებისათვის ავტორიზაციის ეტაპზე
განსაზღვრული ზღვრული რაოდეობის ფარგლებში. შესაბამისად, კანონპროექტის მიღება არ
გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფის საჭიროებას.
დამოუმკიდებელი იურიდიული პირის მიერ განხორციელებული პროფესიული
მომზადება/გადამზადების პროგრამების ნაწილში, მართალია შესაძლოა გაიზარდოს
მსმენელთა რაოდენობა, დისტანციური ფორმით თეორიული კომპონენეტების აღების
შესაძლებლობის შექმნიდან გამომდინარე, თუმცა, სახელმწიფოს მიერ აღნიშნული
პროგრამები ფინანსდება პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით, კონკურსის წესით.
შესაბამისად, გაზრდილი მოთხოვნა ავტომატურად არ განაპირობებს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან დამატებებითი ასიგნებების გამოყოფის ვალდებულებას.
დისტანციური ფორმით პროგრამის განხორციელება არ განაპირობებს დამატებით ხარჯს
სახელმწიფოს
მიერ
დაფუძნებული
იურიდიული
პირებისათვის,
რამდენადაც
სწავლებისათვის საჭირო ელექტრონული რესურსები და პლატფორმები დაწესებულებებმა
შექმნეს და გამოსცადეს კოვიდ პანდემიის პერიოდში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით განსაზღვრული ცვლილებები ხელს შეუწყოს პროფესიული განათლების
ხელმისაწვდომის ზრდას, პროფესიულ სტუდენტებსა და მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ
ნაკლები დანახარჯებით (ლოკაციის ცვლილების გარეშე) მიიღონ პროფესიული განათლება.
ამასთან, დისტანციური ფორმით პროგრამის განხორციელება არ განაპირობებს დამატებით
ხარჯს იურიდიული პირებისათვის, რამდენადაც სწავლებისათვის საჭირო ელექტრონული
რესურსები და პლატფორმები დაწესებულებებმა შექმნეს და გამოსცადეს კოვიდ პანდემიის
პერიოდში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.