„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/374; 13/03/2024) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-03-18
ბიუროს ნომერი 332
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
მე-11 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პროცესის ან უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების პროცესის ფარგლებში მიიღოს
გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა/პროფესიულ
სტუდენტთა მიღების უფლების არანაკლებ 1 წლის ვადით შეზღუდვის შესახებ, როგორც ერთიანობაში
დაწესებულების მიმართ, ასევე უმაღლესი განათლების ცალკეული საფეხურის მიხედვით. ამ
გადაწყვეტილების მიღების წესი და პირობები, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებისათვის სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა მიღების უფლების შეზღუდვის
მაქსიმალური ვადა განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით.“;
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 327 მუხლი:
”მუხლი 327. სტუდენტთა ადგილების ზღვრული ოდენობის განსაზღვრა „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად
აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე
1. 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის
საბჭოს მიერ ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
გადაწყვეტილების მიღებისას, საბჭო ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად, ასევე
განსაზღვრავს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე
სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის
დადგენილი სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, როდესაც უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის მიერ წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში
მითითებულია აღნიშნული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა და
მასზე აკრედიტაციის საბჭოს არ აქვს განსაზღვრული სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა.
2. 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის
საბჭოს მიერ ამ კანონის 162 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტთა ადგილების
რაოდენობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, საბჭო ავტორიზაციის დებულებით
დადგენილი წესის შესაბამისად, ასევე განსაზღვრავს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილი სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის
ფარგლებში, როდესაც განმცხადებელი, რომელიც ცენტრს მიმართავს სტუდენტთა რაოდენობის გაზრდის
მოთხოვნით, ახორციელებს აღნიშნული რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო
პროგრამას და მასზე აკრედიტაციის საბჭოს არ აქვს განსაზღვრული სტუდენტთა ადგილების ზღვრული
რაოდენობა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის
შესაბამისად მედიცინის რეგულირებად ერთსაფეხურიან უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასთან
(დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა) მიმართებით აკრედიტაციის, ან პირობითი
აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში, აკრედიტაციის საბჭო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებისთვის დადგენილი სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში,
აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს აკრედიტაციის ვადის განმავლობაში
სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას. რადგან ეს რეგულაცია ამოქმედდა 2022 წლის 16 მარტის
№1429-VIIIმს-Xმპ საკანონმდებლო ცვლილების ფარგლებში და მასთან მიმართებით გარდამავალი ეტაპი
არ არის განსაზღვრული და არც სხვა დამატებითი საკანონმდებლო ნორმა არსებობს, აღნიშნული
ცვლილების განხორციელებამდე აკრედიტებულ დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო
პროგრამებზე სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის საკითხი, აღნიშნულ პროგრამებთან
მიმართებით კანონმდებლობით განსაზღვრული კლასტერული აკრედიტაციის ვადის დადგომამდე,
რეგულირების მიღმა რჩება.
გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული რეგულაცია მნიშვნელოვან ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმს
ქმნის დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და ეს მოთხოვნები
შესაბამისობაშია სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის WFME-ის მოთხოვნებთან,
მიზანშეწონილია, საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების გზით, შეიქმნას მექანიზმი, რომელიც
ინსტიტუციური შეფასების ფარგლებში უზრუნველყოფს სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის
განსაზღვრას უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულების იმ პროგრამებისთვის, რომელთაც
არსებული/მიმდინარე აკრედიტაციის ფარგლებში არ აქვთ განსაზღვრული სტუდენტთა ზღვრული
რაოდენობა და აკრედიტაციის ვადის გასვლამდე უწევთ ხელახალი ავტორიზაციის გავლა. ,,განათლების
ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ინსტიტუციური შეფასების
ფარგლებში მოისაზრება 2 პროცესი: საგანმანათლებლო საქმიანობის უწყვეტობის მიზნით უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ხელახალი ავტორიზაციის პროცესი და სტუდენტთა ადგილების
ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის/გაზრდის მიზნით ინსტიტუციის მიერ გაკეთებული განაცხადის
საფუძველზე განხორციელებული შეფასების პროცესი, რომლებიც, საკანონმდებლო ცვლილების
ფარგლებში, შესაძლებელია გახდნენ აღნიშნული საკითხის მოწესრიგების საკანონმდებლო
რეგულირების მექანიზმები.
აღსანიშნავია, რომ ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად,
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პროცესის ან უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების პროცესის ფარგლებში მიიღოს
გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა/პროფესიულ
სტუდენტთა მიღების უფლების არანაკლებ 1 წლის ვადით შეზღუდვის შესახებ. ამ გადაწყვეტილების
მიღების წესი და პირობები, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის
სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა მიღების უფლების შეზღუდვის მაქსიმალური ვადა
განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით.
მიზანშეწონილია, ავტორიზაციის საბჭოს ჰქონდეს უფლებამოსილება სტუდენტთა მიღების უფლება
შეზღუდოს, არა მხოლოდ დაწესებულების არამედ უმაღლესი განათლების საფეხურების (მაგისტრატურა,
მაგისტრთან გათანაბრებულ ერთსაფეხურიანი პროგრამები, დოქტორანტურა) მიხედვითაც. აღნიშნული
ცვლილება შესაძლებლობას მისცემს ავტორიზაციის საბჭოს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ძირითადი
ხარვეზები დადგენილი იქნება მაგალითად სადოქტორო საფეხურის პროგრამებზე ან/და
სამეცნიერო/კვლევითი საქმიანობის მიმართულებით, სტუდენტების მიღების შეზღუდვა მოხდეს
მხოლოდ ერთი საფეხურის და არა მთლიანად ინსტიტუციის ფარგლებში. შეზღუდვის პირობები და
ხანგრძლივობა დადგენილი იქნება ავტორიზაციის დებულებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონში განხორციელდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის
საბჭოს მიერ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, საბჭო ავტორიზაციის
დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად, ასევე განსაზღვრავს „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად
აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილი სტუდენტთა ადგილების ზღვრული
რაოდენობის ფარგლებში, როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის
მიერ წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში მითითებულია აღნიშნული რეგულირებადი აკადემიური
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა და მასზე საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის
საბჭოს არ აქვს განსაზღვრული სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა.
„2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის
საბჭოს მიერ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 162 მუხლის მე-3
პუნქტით
გათვალისწინებული
სტუდენტთა
ადგილების
რაოდენობის
გაზრდის
შესახებ
გადაწყვეტილების მიღებისას, საბჭო ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად, ასევე
განსაზღვრავს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე
სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის
დადგენილი სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, როდესაც განმცხადებელი,
რომელიც ცენტრს მიმართავს სტუდენტთა რაოდენობის გაზრდის მოთხოვნით, ახორციელებს
აღნიშნული რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას და მასზე
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს არ აქვს განსაზღვრული სტუდენტთა ადგილების
ზღვრული რაოდენობა.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პროცესის ან უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების პროცესის ფარგლებში მიიღოს
გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა/პროფესიულ
სტუდენტთა მიღების უფლების არანაკლებ 1 წლის ვადით შეზღუდვის შესახებ, როგორც ერთიანობაში
დაწესებულების მიმართ, ასევე უმაღლესი განათლების ცალკეული საფეხურის მიხედვით. ამ
გადაწყვეტილების მიღების წესი და პირობები, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებისათვის სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა მიღების უფლების შეზღუდვის
მაქსიმალური ვადა განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღება აუცილებელია იმისათვის, რომ აღმოიფხვრას ხარვეზი 2022 წლის 16 მარტის
№1429-VIIIმს-Xმპ საკანონმდებლო ცვლილებამდე აკრედიტებულ დიპლომირებული მედიკოსის
საგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებით კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის ვადის
დადგომამდე (არაუგვიანეს 2027 წლის 31 დეკემბრისა) სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის
საკითხის მოწესრიგებასთან დაკავშირებით და ცვლილების ფარგლებში შესაძლებელი გახდება
სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრა იმ პროგრამებისთვის, რომელთაც აკრედიტაციის
ფარგლებში არ აქვთ განსაზღვრული სტუდენტთა ზღვრული რაოდენობა და აღნიშნული პროგრამების
განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მათი აკრედიტაციის ვადის
გასვლამდე უწევთ ხელახალი ავტორიზაციის გავლა ან დაწესებულებები, სტუდენტთა ადგილების
ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის/გაზრდის მიზნით წერილობითი განაცხადით მიმართავენ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
ცვლილების ფარგლებში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა/პროფესიულ
სტუდენტთა მიღების უფლების არანაკლებ 1 წლის ვადით შეზღუდვის შესახებ ავტორიზაციის საბჭოს
უფლებამოსილების ნაწილში, გაჩნდება შესაძლებლობა, რომ აღნიშნული შეზღუდვა გამოყენებულ იქნეს
როგორც ერთიანობაში დაწესებულების მიმართ, ასევე უმაღლესი განათლების ცალკეული საფეხურის
მიხედვით, რაც შეფასებასთან კავშირში გადაწყვეტილების მიღების რაციონალური მიდგომაა შეზღუდვა, ხარვეზების გათვალისწინებით, შესაძლოა მოიცავდეს მხოლოდ ცალკეულ საფეხურს და არა
მთლიანად დაწესებულებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად აღმოიფხვრება ხარვეზი და ადრეულ ეტაპზე, ინსტიტუციური
შეფასების ფარგლებში, ავტორიზაციის პროცესის ჩართულობით, განხორციელდება იმ უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მიმართებითაც დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო
პროგრამების სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრა, რომელთაც აღნიშნული პროგრამებთან
დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული კლასტერული აკრედიტაციის ვადის დადგომამდე
უწევთ ხელახალი ავტორიზაცია ან დაწესებულებები სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის
განსაზღვრის/გაზრდის მიზნით წერილობითი განაცხადით მიმართავენ სსიპ - განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნულ ცენტრს. პროცესი სრულ შინაარსობრივ თანხვედრაში იქნება მედიცინის
რეგულირებადი ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული
აკრედიტაციის პროცესთან და განათლების ხარისხის განვითარების პროცესის ადრეულ ეტაპზე
სრულყოფას უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია
აგრეთვე,
რომ
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებისათვის
სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა მიღების უფლების არანაკლებ 1 წლის ვადით შეზღუდვის შესახებ,
ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილების ნაწილში, გაჩნდება შესაძლებლობა, რომ აღნიშნული
შეზღუდვა გამოყენებულ იქნეს როგორც ერთიანობაში დაწესებულების მიმართ, ასევე უმაღლესი
განათლების ცალკეული საფეხურის მიხედვით, რაც შეფასებასთან კავშირში გადაწყვეტილების მიღების
რაციონალური მიდგომაა - შეზღუდვა, ხარვეზების გათვალისწინებით, შესაძლოა შეეხოს მხოლოდ
ცალკეულ საფეხურს და არა მთლიანად დაწესებულებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, კანონის 327 მუხლით განსაზღვრული მოწესრიგება, დიპლომირებული
მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებით კანონმდებლობით განსაზღვრული
კლასტერული აკრედიტაციის ვადის დადგომამდე (არაუგვიანეს 2027 წლის 31 დეკემბრისა)
უზრუნველყოფს სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის საკითხის მოწესრიგებას იმ უმაღლეს
საგანმანთლებლო დაწესებულებებთან მიმართებით, რომლთა პროგრამებს, კანონმდებლობით
განსაზღვრული კლასტრული აკრედიტაციის ვადის დადგომამდე, საგანმანათლებლო პროცესის
უწვეტობის ფარგლებში, უწევთ ხელახალი ავტორიზაცია ან დაწესებულებები სტუდენტთა ადგილების
ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის/გაზრდის მიზნით წერილობითი განაცხადით მიმართავენ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
აგრეთვე მე-11 მუხლის 21 პუნქტის განახლებული რედაქციით, უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებისათვის სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა მიღების უფლების არანაკლებ 1 წლის
ვადით შეზღუდვის შესახებ ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილების ნაწილში გაჩნდება
შესაძლებლობა, რომ აღნიშნული შეზღუდვა გამოყენებულ იქნეს როგორც ერთიანობაში დაწესებულების
მიმართ, ასევე უმაღლესი განათლების ცალკეული საფეხურის მიხედვით, რაც შეფასებასთან კავშირში
გადაწყვეტილების მიღების რაციონალური მიდგომაა - შეზღუდვა, ხარვეზების გათვალისწინებით,
შესაძლოა მოიცავდეს მხოლოდ ცალკეულ საფეხურს და არა მთლიანად დაწესებულებას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მისი ამოქმედება დაკავშირებულია „უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
ამოქმედებასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ასიგნებების გამოყოფას სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას,
რამდენადაც კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, დაწესებულებას სტუდენტების მიღება შეეზღუდება
არა ყველა საფეხურზე, როგორც ეს მოქმედი კანონმდებლობით არის განსაზღვრული, არამედ მხოლოდ
კონკრეტულ საფეხურზე. შესაბამისად დაწესებულებას არ შეუმცირდება შემოსავალი დარჩენილ
საფეხურებზე, რაც შედეგობრივად გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს, რამდენადაც
საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული დაწესებულებები საკუთარი
შემოსავლების 10%-ს მიმართავენ სხელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო სახელწმიფოს მიერ არადაფუძნებული
დაწესებულებები, კანონმდებლობით დადგენილ გადასახადებს იხდიან სახელმწიფო ბიუჯეტში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ბიუჯეტის ანდ/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ავტორიზაციის
ეტაპზე დიპლომირებული მედიკოსის პროგრამაზე სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის
განსაზღვრისათვის დაწესებულება ცალკე თანხას არ გადაიხდის. აღნიშნული პროცესი შედის
ავტორიზაციის წარმოების ფარგლებში. შესაბამისად, ამ მიმართულებით სახელმწიფოს არ მოუწევს
დამატებითი ასიგნებების გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ დაფუძნებული
საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან
საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება
კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების
მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს
პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტს არ მოჰყვება ფინანსური შედეგები, დამატებითი საფასურის გადახდის კუთხით, იმ
პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ავტორიზაციის ეტაპზე
დიპლომირებული მედიკოსის პროგრამაზე სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრისათვის
დაწესებულება ცალკე თანხას არ გადაიხდის. აღნიშნული პროცესი შედის ავტორიზაციის წარმოების
ფარგლებში. ამასთან, რამდენადაც დიპლომირებული მედიკოსის პროგრამაზე კანონპროექტის ძალაში
შესვლით, დაწესებულებებს ავტორიზაციის ეტაპზე განესაზღვრებათ სტუდენტთა ზღვრული
რაოდენობა, იმ შემთხვევაში თუ მათ მიერ განხორციელებული დიპლომირებული მედიკოსის
საგანამანთლებლო პროგრამზე დადგენილი საფასური იყო უფრო მაღალი, ვიდრე სხვა პროგრამებზე
დადგენილი საფასური, მოკლევადიან პერსპექტივაში (სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების
კლასტერული აკრედიტაციის დაწყებამდე - 2027 წლამდე) დიპლომირებული მედიკოსის პროგრამაზე
დაწესებულებას შეეძლო მიეღო უფრო მეტი სტუდენტი (დაწესებულებისათვის დადგენილი ზღვრული
რაოდენობის ფარგლებში), ხოლო კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ, მიიღებს ავტორიზაციის
საბჭოს მიერ განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში. ამავდროულად, დიპლომირებული მედიკოსის
პროგრამის განხორციელების ხარისხი გაიზრდება.
კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, დაწესებულებას სტუდენტების მიღება შეეზღუდება არა ყველა
საფეხურზე, როგორც ეს მოქმედი კანონმდებლობით არის განსაზღვრული, არამედ მხოლოდ კონკრეტულ
საფეხურზე. შესაბამისად, დაწესებულებას არ შეუმცირდება შემოსავალი დარჩენილ საფეხურებზე, რაც
დადებით გავლენას მოხდენს მის ფინანსურ მდგომარეობაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან
საქართველოს
წევრობასთან
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო
ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
სამუშაო
ჯგუფის,
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას,
ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.