„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
17.04.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგი მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე რაქვიაშვილი, იაგო ხვიჩია, ჰერმან საბო, ვახტანგი მეგრელიშვილი
ნომერი
#07-3/440/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-22
ბიუროს ნომერი 349

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) 1. მე-40 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად : ,,7. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და გარანტიები განისაზღვრება ამ კანონითა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით და ლობისტური საქმიანობის შესახებ კანონით. ‘’ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი საკანონმდებლო პაკეტი ,,ლობისტური საქიანობის შესახებ’’ ითვალისწინებს საკრებულოში არჩეული პირებისთვის ისეთი უფლებამოსილების მინიჭებას, რომელიც დღეს არსებული საკანონმდებლო ჩარჩოთინ არ იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, საჭიროა ცვლილება შევიდეს საქართველოს ორგანულ კანონში - ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში’’ და დაზუსტდეს საკრებულოს წევრის უფლებამოსილება. დღეს მოქმედი კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქის გარდა არცერთ სხვა პირს უფლებას არ აძლევს დარეგისტრირდეს ლობისტად, ასევე სხვა კანონით აკრძალულია პოლიტიკოსმა მატერიალური სარგებელი მიიღოს ლობისტური საქმიანობის ფარგლებში დადებული შეთანხმებიდან. კანონპროექტის მიღების მიზეზი არის ლობისტური საქმინობის დალეგალიზება ქვეყანაში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა დღეს მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის გარდა სხვა პირი დარეგისტრირდეს ლობისტად, პოლიტიკური თანამდებობის პირსაც აკრძალული აქვს მატერიალური სარგებლის მიღება, ამიტომ ამ ცვლილების განხორციელება აუცილებელია. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები საკრებულოს წევრი უფლებამოსილი იქნება გარიგება დადოს ლობისტთან, კონკრეტული პროექტის განხორციელების მიზნით, მიიღოს შემოსავალი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და გარანტიები განისაზღვრება მათ შორის ლობისტური საქმიანობის შესახებ კანონით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას, რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) პარლამენტი განიხილავს უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესაებ კანონს, ჩვენს მიერ წარმოდგენილი ცვლილება კი ამ კანონის ალტერნატივად შეიძლება იქნას განხილული, ამიტომ მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროეტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელბიც დარეგისრირდებიან ლობისტებად და მიიღებენ ფინანსურ სარგებელს გაწეული საქმიდან, ასევე პოლიტიკოსებისთვი და პოლიტიკური პარტიებისთვსი , რომლებიც მიიღებენ სარგებელს ლობისტებთან დადებული ხელშეკრულებიდან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორები არიან, საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგი მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან, საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგი მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო.