„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
17.04.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგი მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე რაქვიაშვილი, იაგო ხვიჩია, ჰერმან საბო, ვახტანგი მეგრელიშვილი
ნომერი
#07-3/440/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-22
ბიუროს ნომერი 349

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1.მე-7 მუხლს დაემატოს 41 მუხლი : ,,41. პარლამენტის წევრი შეიძლება ეწეოდეს ,,ლობისტური საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე ,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ’’ ა) ზოგადი ინფორმაცია პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შესახებ: ა.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი: ,,ლობისტური საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრს უჩნდება უფლებამოსილება გარიგება დადოს კანონის წესით რეგისტრირებულ ლობისტთან, კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივის მიღების ან გაუქმების მიზნით და ამ საქმიანობაში მიიღოს ანაზღუარება. შემოთავაზებული ცვლილება პაკეტის სახით იქნება წარმოდგენილი, ვინაიდან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით უნდა განისაზღვროს ამ უფლებამოსილების მიღების შესაძლებლობა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღების აუცილებლობა: რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული პარლამენტის წევრის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. შესაბამისად, აღნიშნული საკითხების ახლებურად მოწესრიგების მიზნით, აუცილებელია სათანადო ცვლილებები განხორციელდეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. ა.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის მიღების შემთხვევაში, პარლამენტის წევრი უფლებამოსილი იქნება დადოს გარიგება ლობისტთან, კონკტერული ნორმატიული აქტის მიღებაზე ან მიღებაზე უარის თქმის მოტივით, აღნიშნული საქმიანობა იქნება სრულად გამჭირვალე საზოგადოებისთვის. ა.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი: მოცემული კანონპროექტის მიზანია საქართველოს პარლამენტის წევს მიეცეს უფლება მიიღოს შემოსავალი ლობისტური საქმიანობის შედეგად რისი უფლებაც მას ახლა არ გააჩნია. 1 ა.დ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შემთხვევაში): განმარტებითი ბარათის ეს ნაწილი არ ვრცელდება წარმოდგენილ რეგლამენტის პროექტზე. ა.ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო პარლამენტის რეგლამენტის პროექტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: პარლამენტის რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული ნორმები ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. პარლამენტის რეგალმენტის პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არის მოთხვნილი, ვინაიდან ,,ლობისტური საქმიანობის შესახებ კანონი’’ რომლის პაკეტის ნაწილს წარმოადგენს რეგლამენტის ცვლილება, განსახილველად დაჩქარებული წესით არის წარმოდგენილი. საქართველოს პარლამენტში განიხილება კანონი, რომლის ალტერნატიულ კანონადაც შეიძლება განიხილოს აღნიშნული. ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღებამ არ გამოიწვევს დამატებით ხარჯების გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღების შედეგად გამოწვეული ხარჯები დაიფარება საქართველოს პარლამენტისთვის განკუთვნილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რეგლამენტის პროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან რეგლამენტის პროექტით გათვალისწინები საქართველოს პარლამენტის წევრების ხელფასის გაორმაგება მხოლოდ პარლამენტის სხვა ხარჯების შემცირების მეშვეობით მოხდება. ბ.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და 2 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: პარლამენტის რეგალმენტის პროექტი ითვალისწინებს პარლამენტის წევრებისთვის ხელფასის ზრდას, თუ ისინი არ ივლიან პარლამენტში. გავლენა პარლამენტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე დამოკიდებული იქნება მოხდება თუ არა პარლამენტის წევრებისგან ასეთი წინადადების შეთავაზება პარლამენტისთვის. გასათვალისწინებელი იქნება რომ თუ პარლამენტის წევრები უარს იტყვიან პარლამენტში სიარულზე შემცირდება ხარჯებიც, თანაშემწის, მომსახურე პერსონალის, კომუნალურების, მანქანების, მძღოლების და სხვა. ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯები არ იქნება საჭირო. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია პარლამენტის რეგლამენტის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: რეგლამენტის პროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს პარლამენტის იმ წევრისთვის, რომლებიც ანაზღაურებად გარიგებაში შევლენ ლობისტებთან. ბ.ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება: პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე მოსალოდენლი ზეგავლენის შეფასება: პარლამენტის პროექტის პარლამენტის რეგლამენტის პროექტი გავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. 3 გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო. ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ინიციატორი: 4 საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო. 5