საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე” (№1-419/24; 17.01.2024) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.04.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-6263/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-04-29
ბიუროს ნომერი 350

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-6263/24 26-04-2024 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო წინადადებაზე საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2024 წლის 26 აპრილს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ (N1-419/24; 17.01.2024). წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლში ცვლილების განხორციელებას, რომელიც განსაზღვრავს პარლამენტის წევრისა და პარლამენტის თანამდებობის პირისათვის სანქციის სახით გაფრთხილების დაწესებას საკანონმდებლო წინადადების განხილვისათვის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი დეტალურად განსაზღვრავს საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადას, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ვადის გაგრძელების წესს. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის ბიურო, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადებას გადასცემს წამყვან კომიტეტს, რომელიც მას განიხილავს მისთვის გადაცემიდან 30 დღეში, ხოლო საკანონმდებლო წინადადების სხვა კომიტეტისათვის გადაცემისას, სხვა კომიტეტი წინადადებას განიხილავს გადაცემიდან არაუგვიანეს 20 დღისა და წამყვან კომიტეტს წარუდგენს დასკვნას საკანონმდებლო წინადადების თაობაზე. იმ შემთხვევაში თუ საკანონმდებლო წინადადების საკომიტეტო განხილვისათვის მომზადება დადგენილ ვადაში მოხერხდა, პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია, მისი ვერ განხილვისათვის თავდაპირველად დადგენილი ვადა, წამყვანი კომიტეტის მოთხოვნით, გააგრძელოს არაუმეტეს 30 დღისა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge აგრეთვე, განსაზღვრულია აღნიშნული ვადების ათვლის, ვადის დინების შეჩერებისა და ბიუროს მიერ ვადის დინების გაგრძელების წესიც, რაც გამორიცხავს რეგლამენტით დადგენილი ვადების ათვლის განსხვავებულ ინტერპრეტაციას. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის საქმიანობის დაგეგმვა და წარმართვა მიმდინარეობს განსახილველი საკითხების პრიორიტეტულობისა და აქტუალურობიდან გამომდინარე, რაც რიგ შემთხვევებში დღის წესრიგში აყენებს განსახილველი საკითხებისათვის, რეგლამენტით დადგენილი წესით, ვადის გაგრძელების მოთხოვნის აუცილებლობას. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს პარლამენტის წევრებისა თუ პარლამენტის თანამდებობის პირებისათვის რეგლამენტის დარღვევისთვის სხვადასხვა სანქციებს და მათი შეფარდების წესს, მათ შორის, კომიტეტის თავმჯდომარის მიერ კომიტეტის სხდომის მოუწვევლობის შემთხვევაში. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ცვლილების განხორციელება კომიტეტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კომიტეტმა უარყოფილად ცნო წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი