„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“
- „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები (07-3/446; 04/06/2024): (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ გამომდინარე „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან (07-3/446; 04/06/2024). (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-10
ბიუროს ნომერი 361
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ
მუხლი 1. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური
ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერება.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ქალი მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით
იდენტიფიცირებული მდედრობითი სქესის ადამიანი;
ბ) მამაკაცი მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით
იდენტიფიცირებული მამრობითი სქესის ადამიანი;
გ) ბიოლოგიური სქესი მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების
მიხედვით იდენტიფიცირებული სქესი.
მუხლი 3. ქორწინება
1. ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით განსხვავებული ბიოლოგიური
სქესის ორი ადამიანის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც აკმაყოფილებს
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სხვა სახის კავშირის,
როგორც ქორწინების, რეგისტრირება ან/და სამართლებრივი აქტით ქორწინებად
აღიარება დაუშვებელია.
2. დაუშვებელია ქორწინების ალტერნატიული კავშირის ან ოჯახის შექმნის
მიზნით ისეთი კავშირის რეგისტრირება ან/და სამართლებრივი აქტით აღიარება,
რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ქორწინებისთვის დადგენილ პირობას
ეწინააღმდეგება. საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ან/და აღიარებულ ასეთ კავშირს
საქართველოში იურიდიული ძალა არ აქვს.
3. დაუშვებელია იმ ადამიანთა შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით
გამოხატული ურთიერთობის რეგისტრირება ან/და სამართლებრივი აქტით
აღიარება, რომელთაგან ერთი მაინც თავს თავისი ბიოლოგიური სქესისგან
განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ან მისი სექსუალური ორიენტაცია
ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება. საზღვარგარეთ აღიარებულ
ან/და რეგისტრირებულ ასეთ ურთიერთობას საქართველოში იურიდიული ძალა
არ აქვს.
მუხლი 4. შვილად აყვანა, მინდობით აღზრდა
1. დაუშვებელია იმ ადამიანის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანა,
რომელიც თავს თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს
ან მისი სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ
განეკუთვნება.
1
2. დაუშვებელია იმ ადამიანისთვის არასრულწლოვანის მინდობით
აღსაზრდელად გადაცემა, რომელიც თავს თავისი ბიოლოგიური სქესისგან
განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ან მისი სექსუალური ორიენტაცია
ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება.
მუხლი 5. სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება
ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის
მიკუთვნების მიზნით ქირურგიული ოპერაციის სხვისთვის ჩატარება ან სხვა სახის
სამედიცინო მანიპულაციის სხვის მიმართ გამოყენება დაუშვებელია.
მუხლი 6. სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითება
პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ან სახელმწიფოს მიერ
გაცემულ სხვა დოკუმენტში ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან
განსხვავებული სქესის მითითება დაუშვებელია.
მუხლი 7. განათლება
დაუშვებელია ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების
სააღმზრდელო ან/და საგანმანათლებლო პროგრამაში, სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების
დაწესებულების
სააღმზრდელო
ან/და
საგანმანათლებლო
პროგრამაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის, პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის ან უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში ისეთი ინფორმაციის შეტანა ან/და
აღნიშნული დაწესებულების თანამშრომლის მიერ ამ დაწესებულების საქმიანობის
ფარგლებში ან/და იმავე დაწესებულების ტერიტორიაზე ისეთი ინფორმაციის
გავრცელება ან გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის
თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი
და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური
გამოხატული
ურთიერთობის
ან
ინცესტის
ორიენტაციის
ნიშნით
პოპულარიზაციისკენ.
მუხლი 8. ინფორმაციის გავრცელება
1. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის
გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან
განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის
წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული
ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ეს აკრძალვა შემოქმედებითი
ნაწარმოების მაუწყებლის ეთერში განთავსების შემთხვევაზე მოქმედებს მხოლოდ
იმ ფარგლებში, რომ არ იქნეს დაშვებული ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის
წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული
ინტიმური ურთიერთობის ან ინცესტის ამსახველი სცენის მაუწყებლის ეთერით
გავრცელება. ამ პუნქტით დადგენილი აკრძალვის დარღვევა მაუწყებელს არ
შეერაცხება, თუ ის შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებაზე ფაქტობრივ
კონტროლს არ ახორციელებდა.
2
2. დაუშვებელია არასრულწლოვანისთვის მასთან პირდაპირი კომუნიკაციის
განხორციელების გზით ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი
ნაწარმოების) მიწოდება (გაზიარება) ან/და ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი
შემოქმედებითი ნაწარმოების) ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის შექმნა,
რომელიც
მიმართულია
ადამიანის
თავისი
ბიოლოგიური
სქესისგან
განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის
წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული
ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
3. დაუშვებელია ისეთი რეკლამის გავრცელება, რომელიც მიმართულია
ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის
მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის
სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის
პოპულარიზაციისკენ. ამ აკრძალვის დარღვევა სუბიექტს არ შეერაცხება, თუ ის
შესაბამისი რეკლამის გავრცელებაზე ფაქტობრივ კონტროლს არ ახორციელებდა.
მუხლი 9. შეკრება, მანიფესტაციის ჩატარება
დაუშვებელია საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება,
რომელიც
მიმართულია
ადამიანის
თავისი
ბიოლოგიური
სქესისგან
განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის
წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული
ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
მუხლი 10. შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის
უგულებელყოფა
ბათილია შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დაკისრებული ისეთი
ვალდებულება, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში გაცემული ისეთი მითითება
ან/და დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დადებული ისეთი შეთანხმება,
რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ ან მისი
უგულებელყოფის წახალისებისკენ.
მუხლი 11. ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე
17 მაისი დადგენილია ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის
დღედ.
მუხლი 12. პასუხისმგებლობა
ამ კანონით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა კანონით გათვალისწინებულ
პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
მუხლი 13. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოში აღიარებულია ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული
ოჯახური ღირებულებები. ეს ღირებულებები განმტკიცებულია, მათ შორის,
საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ
მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც
ოჯახის შექმნას ჯვრისწერის საიდუმლოებას უკავშირებს. ამ ღირებულებების
შენარჩუნებასა და დაცვას ემსახურება საქართველოს კონსტიტუციაში 2017 წელს
განხორციელებული ცვლილებაც, რომლის თანახმადაც, ქორწინება არის მხოლოდ
ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. ამ საკითხთან მჭიდროდ
დაკავშირებულია ასევე არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები, რომელთა
დასაცავად მიღებულ იქნა ბავშვის უფლებათა კოდექსი და მთელი რიგი სხვა
საკანონმდებლო აქტები.
აღნიშნულის საპირისპიროდ საზღვარგარეთის მთელ რიგ სახელმწიფოებში
დღესდღეობით ფართოდ გავრცელებულია და დანერგილია ისეთი იდეოლოგია,
რომელიც ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებულ ოჯახურ ღირებულებებს
აშკარად და მიზანმიმართულად ეწინააღმდეგება. ამის შედეგია, მათ შორის, ის
გარემოება, რომ აღნიშნულ სახელმწიფოებში ამჟამად მოქმედებს ისეთი
კანონმდებლობა, რომელიც აღიარებს, უშვებს, ბუნებრივად მიიჩნევს და ახალისებს
ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის ადამიანების ქორწინებას, მათ მიერ ოჯახის
შექმნის მიზნით სხვა მსგავსი კავშირების რეგისტრირებას, მათ მიერ ბავშვის
შვილად აყვანას, სქესის შეცვლის მიზნით სამედიცინო მანიპულაციების
გამოყენებას, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის ადამიანებს შორის სექსუალური
ორიენტაციის ნიშნით გამოხატულ ურთიერთობებს, ამგვარი ურთიერთობების
ამსახველი საკითხების საბავშვო ბაღებსა და სკოლებში არასრულწლოვანის
საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფით სწავლებასა და პოპულარიზაციას,
სხვა მსგავს მიდგომებსა და მეთოდებს. ამ იდეოლოგიის გავრცელებასა და
დანერგვას ხელს უწყობს სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტიც.
აღნიშნულზე მეტყველებს აგრეთვე სხვადასხვა კვლევის შედეგად წარმოებული
სტატისტიკა: მაგალითად, 2023 წელს Ipsos-ის მიერ 30 ქვეყანაში ჩატარებული
კვლევის თანახმად, მოსახლეობის 9% თავს LGBT+ თემს მიაკუთვნებს, რომლის
საგულისხმო ნაწილიც არასრულწლოვანია;1 Gallup-ის კვლევის მიხედვით, აშშ-ის
1
იხ. https://www.ipsos.com/en-us/pride-month-2023-9-adults-identify-lgbt
1
მოსახლეობის იმ ნაწილის რაოდენობა, რომელიც თავს LGBTQ+ თემს მიაკუთვნებს,
2012 წლიდან 2023 წლამდე გაორმაგდა.2
ყოველივე ამის შედეგია სწორედ ის, რომ, მაგალითად, გაერთიანებული სამეფოს
პრემიერ-მინისტრს ბოლო დროს მოუწია, საგანგებოდ ყურადღება გაემახვილებინა
და განეცხადებინა შემდეგი: „საკამათო არ უნდა იყოს მშობლებისთვის იმის ცოდნა,
რას ასწავლიან სკოლაში მათ შვილებს ურთიერთობების შესახებ. პაციენტებმა
უნდა იცოდნენ, რას გულისხმობენ საავადმყოფოები, როდესაც ისინი მამაკაცსა თუ
ქალზე საუბრობენ. ჩვენ არ უნდა დაგვამუნათონ და არ უნდა დაგვაჯერონ, რომ
ადამიანს შეუძლია იყოს ნებისმიერი სქესის წარმომადგენელი, რომელსაც ის
მოისურვებს. მას ეს არ შეუძლია. მამაკაცი არის მამაკაცი და ქალი არის ქალი − ეს
უბრალოდ საღი აზრია.“3
მაგალითად, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის შეერთებული
შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მის მიერ თავისი თანამშრომლებისთვის
მიცემული სახელმძღვანელო წესების ერთ-ერთ ბოლოდროინდელ დოკუმენტში
სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს უთითებს, რომ მოერიდონ ისეთი
სიტყვების გამოყენებას, როგორებიც არის: „ბიჭებო“, „ქალბატონებო და ბატონებო“,
„დედა/მამა“, „ვაჟი/ქალიშვილი“, „ქმარი/ცოლი“, ხოლო ამ სიტყვების ნაცვლად
გამოიყენონ გენდერულად ნეიტრალური შემდეგი სიტყვები: „ყველა“, „ხალხო“,
„თქვენ ყველა“, „მშობელი“, „შვილი“, „მეუღლე“, „პარტნიორი“.4
აღნიშნულ უარყოფით პროცესებს საზღვარგარეთ დღეს ინტენსიური და მზარდი
ხასიათი აქვს. ამ პროცესების მხარდაჭერა და ზემოაღნიშნული იდეოლოგიის
პროპაგანდა ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური
ღირებულებების აშკარა და მიზანმიმართული უგულებელყოფის ხარჯზე ბოლო
წლებში საქართველოშიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად, აუცილებელია
აღნიშნული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო
ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერება, რასაც ემსახურება სწორედ
წარმოდგენილი კანონპროექტი. ამ მხრივ კანონპროექტი მიმართულია აგრეთვე იმ
რისკების აღმოფხვრისკენ, რომლებიც დაკავშირებულია ინცესტის სამომავლო
პროპაგანდასთან.
2
იხ. https://news.gallup.com/poll/611864/lgbtq-identification.aspx
იხ. https://www.independent.co.uk/tv/news/rishi-sunak-man-is-a-man-speech-transgenderb2424372.html
https://www.youtube.com/watch?v=g5kQhhgK6T8
4 იხ. https://www.nationalreview.com/news/exclusive-blinken-cautioned-state-dept-staff-againstmisgendering-using-gendered-terms-like-father-in-official-cable/
https://nypost.com/2024/02/19/us-news/secretary-of-state-antony-blinken-urges-staffers-to-avoid-usingproblematic-terms-like-manpower-and-mother-father-report/
https://www.foxnews.com/politics/state-department-defends-blinken-memo-urging-staffers-avoidproblematic-language-manpower
https://www.state.gov/briefings/department-press-briefing-february-20-2024/
https://www.youtube.com/watch?v=QWG5Rnv71ek
3
2
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ინიციირების საჭიროება აშკარად
წარმოაჩინა ანალოგიურ საკითხზე ინიციირებული კონსტიტუციური კანონის
პროექტის (N07-3/432; 03.04.2024) საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესმაც, რა
დროსაც გამოიკვეთა მოსაზრებები აღნიშნული კონსტიტუციური კანონის
პროექტით
გათვალისწინებული
ნორმების
იმპლემენტაციის
ქმედითი
მექანიზმების დანერგვის აუცილებლობის შესახებ.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ყოველი ადამიანის ძირითადი უფლებები
აღიარებულია და დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სხვა
საკანონმდებლო აქტებით, განურჩევლად ადამიანის ცხოვრების წესისა.
წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად არ ისახავს არცერთი ამ ძირითადი
უფლების უგულებელყოფას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტი ემსახურება ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული
ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების
გაძლიერებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და
არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით კანონპროექტით
განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და
მინდობით აღზრდასთან, ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან
განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო მანიპულაციის
გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან,
განათლებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, საჯაროდ შეკრებასა და
მანიფესტაციის
ჩატარებასთან,
შრომითი
ურთიერთობის
ფარგლებში
ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფასთან დაკავშირებული საკითხები.
ამასთანავე, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე დგინდება ოჯახის სიწმინდისა და
მშობლების პატივისცემის დღედ.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
3
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას,
რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია
მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტი არ იწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური
ბიუჯეტიდან
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
სხვა საკითხებთან ერთად კანონპროექტით განისაზღვრება შემდეგი საკითხები:
ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის
მიკუთვნების მიზნით ქირურგიული ოპერაციის სხვისთვის ჩატარება ან სხვა
სახის სამედიცინო მანიპულაციის სხვის მიმართ გამოყენება დაუშვებელია.
დაუშვებელია ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების
სააღმზრდელო ან/და საგანმანათლებლო პროგრამაში, სკოლამდელი აღზრდისა
და განათლების დაწესებულების სააღმზრდელო ან/და საგანმანათლებლო
პროგრამაში,
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების/სკოლის,
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის ან უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში ისეთი
ინფორმაციის შეტანა ან/და აღნიშნული დაწესებულების თანამშრომლის მიერ
ამ დაწესებულების საქმიანობის ფარგლებში ან/და იმავე დაწესებულების
ტერიტორიაზე ისეთი ინფორმაციის გავრცელება ან გავრცელების ხელშეწყობა,
რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან
განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის
4
წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული
ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
დაუშვებელია მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის
გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური
სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე
ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის
ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ეს
აკრძალვა შემოქმედებითი ნაწარმოების მაუწყებლის ეთერში განთავსების
შემთხვევაზე მოქმედებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ არ იქნეს დაშვებული
ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური
ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ინტიმური ურთიერთობის ან ინცესტის
ამსახველი სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება. აღნიშნული აკრძალვის
დარღვევა მაუწყებელს არ შეერაცხება, თუ ის შესაბამისი ინფორმაციის
გავრცელებაზე ფაქტობრივ კონტროლს არ ახორციელებდა.
დაუშვებელია არასრულწლოვანისთვის მასთან პირდაპირი კომუნიკაციის
განხორციელების გზით ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი
შემოქმედებითი ნაწარმოების) მიწოდება (გაზიარება) ან/და ისეთი
ინფორმაციის
(მათ
შორის,
ისეთი
შემოქმედებითი
ნაწარმოების)
ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის შექმნა, რომელიც მიმართულია
ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის
მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის
სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის
პოპულარიზაციისკენ.
დაუშვებელია ისეთი რეკლამის გავრცელება, რომელიც მიმართულია
ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის
მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის
სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის
პოპულარიზაციისკენ. ამ აკრძალვის დარღვევა სუბიექტს არ შეერაცხება, თუ ის
შესაბამისი
რეკლამის
გავრცელებაზე
ფაქტობრივ
კონტროლს
არ
ახორციელებდა.
დაუშვებელია საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება,
რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან
განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის
წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული
ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
ამ შეზღუდვებმა შესაძლებელია ფინანსური გავლენა მოახდინოს შესაბამისი
დონის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რაც დამოკიდებული იქნება შესაბამისი
სუბიექტების მიერ გადასახდელი გადასახადის თანხის შესაძლო ცვლილებაზე,
ხოლო სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში ბიუჯეტში გადასახდელი
სათანადო ჯარიმების ოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
5
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
სხვა საკითხებთან ერთად კანონპროექტით განისაზღვრება შემდეგი საკითხები:
ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის
მიკუთვნების მიზნით ქირურგიული ოპერაციის სხვისთვის ჩატარება ან სხვა
სახის სამედიცინო მანიპულაციის სხვის მიმართ გამოყენება დაუშვებელია.
დაუშვებელია ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების
სააღმზრდელო ან/და საგანმანათლებლო პროგრამაში, სკოლამდელი აღზრდისა
და განათლების დაწესებულების სააღმზრდელო ან/და საგანმანათლებლო
პროგრამაში,
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების/სკოლის,
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის ან უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში ისეთი
ინფორმაციის შეტანა ან/და აღნიშნული დაწესებულების თანამშრომლის მიერ
ამ დაწესებულების საქმიანობის ფარგლებში ან/და იმავე დაწესებულების
ტერიტორიაზე ისეთი ინფორმაციის გავრცელება ან გავრცელების ხელშეწყობა,
რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან
განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის
წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული
ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
დაუშვებელია მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის
გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური
სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე
ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის
ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ეს
აკრძალვა შემოქმედებითი ნაწარმოების მაუწყებლის ეთერში განთავსების
შემთხვევაზე მოქმედებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ არ იქნეს დაშვებული
ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური
ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ინტიმური ურთიერთობის ან ინცესტის
ამსახველი სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება. აღნიშნული აკრძალვის
6
დარღვევა მაუწყებელს არ შეერაცხება, თუ ის შესაბამისი ინფორმაციის
გავრცელებაზე ფაქტობრივ კონტროლს არ ახორციელებდა.
დაუშვებელია არასრულწლოვანისთვის მასთან პირდაპირი კომუნიკაციის
განხორციელების გზით ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი
შემოქმედებითი ნაწარმოების) მიწოდება (გაზიარება) ან/და ისეთი
ინფორმაციის
(მათ
შორის,
ისეთი
შემოქმედებითი
ნაწარმოების)
ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის შექმნა, რომელიც მიმართულია
ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის
მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის
სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის
პოპულარიზაციისკენ.
დაუშვებელია ისეთი რეკლამის გავრცელება, რომელიც მიმართულია
ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის
მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის
სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის
პოპულარიზაციისკენ. ამ აკრძალვის დარღვევა სუბიექტს არ შეერაცხება, თუ ის
შესაბამისი
რეკლამის
გავრცელებაზე
ფაქტობრივ
კონტროლს
არ
ახორციელებდა.
დაუშვებელია საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება,
რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან
განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის
წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული
ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
ამ შეზღუდვებმა შესაძლებელია ფინანსური გავლენა მოახდინოს იმ პირებზე,
რომლებიც აღნიშნული საქმიანობის შედეგად ფინანსურ სარგებელს იღებდნენ,
აგრეთვე იმ პირებზე, რომლებსაც შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენისთვის
ჯარიმა დაეკისრებათ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი (ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღების შედეგად გაძლიერდება ქალისა და მამაკაცის კავშირზე
დაფუძნებულ ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებული არასრულწლოვანის
დაცვის მექანიზმები.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
7
კანონპროექტი ემსახურება ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული
ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების
გაძლიერებას, რაც არ იქონიებს უარყოფით გავლენას ქალისა და მამაკაცის
თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
8
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ანრი
ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი,
თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, სოზარ სუბარი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ანრი
ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი,
თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, სოზარ სუბარი.
9