„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“
- „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები (07-3/446; 04/06/2024): (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ გამომდინარე „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან (07-3/446; 04/06/2024). (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროს ნომერი 361
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
28.12.2011,
სარეგისტრაციო კოდი: 040200010.05.001.016538) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:
„მუხლი 61. სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის
მოწმობაში სქესის მითითება
სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ან/და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის
მოწმობაში ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესის
მითითება დაუშვებელია.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 541 მუხლი:
„მუხლი 541. ქორწინების ალტერნატიული კავშირისა და ოჯახის შექმნის
მიზნით ქორწინების საწინააღმდეგო კავშირის რეგისტრაციისა და აღიარების
დაუშვებლობა
1. დაუშვებელია ისეთი კავშირის, როგორც ქორწინების, რეგისტრირება ან/და
სამართლებრივი აქტით ქორწინებად აღიარება, რომელიც საქართველოს
კანონმდებლობით ქორწინებისთვის დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება.
2. დაუშვებელია ქორწინების ალტერნატიული კავშირის ან ოჯახის შექმნის
მიზნით ისეთი კავშირის რეგისტრირება ან/და სამართლებრივი აქტით აღიარება,
რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ქორწინებისთვის დადგენილ პირობას
ეწინააღმდეგება. საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ან/და აღიარებულ ასეთ კავშირს
საქართველოში იურიდიული ძალა არ აქვს.
3. დაუშვებელია იმ ადამიანთა შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით
გამოხატული ურთიერთობის რეგისტრირება ან/და სამართლებრივი აქტით
აღიარება, რომელთაგან ერთი მაინც თავს თავისი ბიოლოგიური სქესისგან
განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ან მისი სექსუალური ორიენტაცია
ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება. საზღვარგარეთ აღიარებულ
ან/და რეგისტრირებულ ასეთ ურთიერთობას საქართველოში იურიდიული ძალა არ
აქვს.“.
3. 78-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი გამომდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტიდან და მიზნად ისახავს ამ კანონპროექტით
მოწესრიგებული შესაბამისი საკითხის „სამოქალაქო აქტების შესახებ“
საქართველოს კანონით დამატებით მოწესრიგებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტი ემსახურება ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული
ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების
გაძლიერებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონს კანონპროექტით ემატება
შემდეგი შინაარსის ნორმები:
სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ან/და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის
მოწმობაში ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესის
მითითება დაუშვებელია.
დაუშვებელია ისეთი კავშირის, როგორც ქორწინების, რეგისტრირება ან/და
სამართლებრივი აქტით ქორწინებად აღიარება, რომელიც საქართველოს
კანონმდებლობით ქორწინებისთვის დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება.
დაუშვებელია ქორწინების ალტერნატიული კავშირის ან ოჯახის შექმნის
მიზნით ისეთი კავშირის რეგისტრირება ან/და სამართლებრივი აქტით
აღიარება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ქორწინებისთვის
დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება. საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ან/და
აღიარებულ ასეთ კავშირს საქართველოში იურიდიული ძალა არ აქვს.
დაუშვებელია იმ ადამიანთა შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით
გამოხატული ურთიერთობის რეგისტრირება ან/და სამართლებრივი აქტით
1
აღიარება, რომელთაგან ერთი მაინც თავს თავისი ბიოლოგიური სქესისგან
განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ან მისი სექსუალური ორიენტაცია
ჰეტეროსექსუალობის
კატეგორიას
არ
განეკუთვნება.
საზღვარგარეთ
აღიარებულ ან/და რეგისტრირებულ ასეთ ურთიერთობას საქართველოში
იურიდიული ძალა არ აქვს.
კანონპროექტი ითვალისწინებს აგრეთვე „სამოქალაქო აქტების
საქართველოს კანონის 78-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის ამოღებას.
შესახებ“
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას,
რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია
მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტი არ იწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური
ბიუჯეტიდან
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
2
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტს არ აქვს ფინანსური გავლენა იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი (ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღების შედეგად გაძლიერდება ქალისა და მამაკაცის კავშირზე
დაფუძნებულ ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებული არასრულწლოვანის
დაცვის მექანიზმები.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ემსახურება ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული
ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების
გაძლიერებას, რაც არ იქონიებს უარყოფით გავლენას ქალისა და მამაკაცის
თანასწორობის მდგომარეობაზე.
3
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
4
იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადების შემთხვევაში:
მომზადებისას,
ასეთი
მიმოხილვის
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ანრი
ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი,
თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, სოზარ სუბარი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ანრი
ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი,
თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, სოზარ სუბარი.
5