„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“
- „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები (07-3/446; 04/06/2024): (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ გამომდინარე „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან (07-3/446; 04/06/2024). (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროს ნომერი 361
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ.
421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 29-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. იმ საგნის (საქონლის) კონფისკაცია, რომელიც ამ კოდექსის 1533 ან 1536
მუხლით ან 17210 მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის უშუალო ობიექტი იყო,
გულისხმობს მის შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში იძულებით,
უსასყიდლოდ გადაცემას.“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 17210 მუხლი:
„მუხლი 17210. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევა
1. ისეთი რეკლამის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი
ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე
ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის
ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ, თუ
აღნიშნული რეკლამის გამავრცელებელი მის გავრცელებაზე ფაქტობრივ
კონტროლს ახორციელებდა, −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით,
სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო იურიდიული პირისა − 2 500
ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
2.
არასრულწლოვანისთვის
მასთან
პირდაპირი
კომუნიკაციის
განხორციელების გზით ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი
ნაწარმოების) მიწოდება (გაზიარება) ან/და ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი
შემოქმედებითი ნაწარმოების) ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის შექმნა,
რომელიც
მიმართულია
ადამიანის
თავისი
ბიოლოგიური
სქესისგან
განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის
წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული
ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ, −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით,
სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო იურიდიული პირისა − 3 000
ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
3. ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების სააღმზრდელო
ან/და საგანმანათლებლო პროგრამაში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
1
დაწესებულების
სააღმზრდელო
ან/და
საგანმანათლებლო
პროგრამაში,
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების/სკოლის,
პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის ან უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში ისეთი ინფორმაციის შეტანა ან/და
აღნიშნული დაწესებულების თანამშრომლის მიერ ამ დაწესებულების საქმიანობის
ფარგლებში ან/და იმავე დაწესებულების ტერიტორიაზე ისეთი ინფორმაციის
გავრცელება ან გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის
თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი
და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური
ორიენტაციის
ნიშნით
გამოხატული
ურთიერთობის
ან
ინცესტის
პოპულარიზაციისკენ, −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით,
სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო იურიდიული პირისა − 4 000
ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.“.
3. 2093 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 465, 466, 552, 555, 556, 771 და 772 მუხლებით, 825 მუხლით
(პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე და
1072–1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე16 ნაწილებით, 1252−1254 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით,
1341, 135-ე−1355, 1461, 148-ე და 150-ე−1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
1511, 1512, 152-ე და 1522–1529 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4
ნაწილებით, 1534 მუხლით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539,
1561, 1583 და 1584 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 159-ე,
1591, 1662, 1728 და 1729 მუხლებითა და 17210 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს ამ
კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით განიხილავს მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის
სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს
მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი.“;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ ამ კოდექსის 552, 555, 556, 642, 771, 772 და 103-ე მუხლებით, 130-ე
მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341, 135-ე−1355, 148-ე და 1501−1503
მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1512, 152-ე, 1522−1529, 1534, 1539, 1561,
1583 და 1584 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 159-ე და
1591 მუხლებითა და 17210 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას
სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების
დადგენისთვის ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის, მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის
სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს
მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ამ კოდექსის 2906
მუხლის
გათვალისწინებით
ადგილზე
განიხილავს
ადმინისტრაციული
2
სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს
ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).“;
გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კოდექსის 552, 555, 556, 642, 771, 772, 103-ე და 1074 მუხლებით, 1142
მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252
მუხლით, 1253 მუხლის მე-4−51 ნაწილებით, 1254 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341, 135-ე−1355, 1461, 148-ე და 1501−1503 მუხლებით, 151ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1512, 152-ე და 1522−1529 მუხლებით, 1533 მუხლის
პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1534 მუხლით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და
მე-4 ნაწილებით, 1539, 1583 და 1584 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2
ნაწილებითა და 159-ე და 1591 მუხლებითა და 17210 მუხლის პირველი და მე-2
ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენისთვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ
ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივარს ამ კოდექსის 2906
მუხლის გათვალისწინებით განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული
მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირი.“.
4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2299 მუხლი:
„მუხლი 2299. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული საქმე
1. ამ კოდექსის 17210 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს იხილავს და შესაბამის სახდელს
ადებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს უფლებამოსილი პირი.
2. თუ ამ კოდექსის 17210 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ეს ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამოსილი
პირი აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე
განიხილავს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ
სახდელს.“.
5. 239-ე მუხლის:
ა) მე-14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. ამ კოდექსის 431, 432, 513, 533, 55-ე, 552 და 553 მუხლებით, 825 მუხლით
(პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 1074
მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 1191 მუხლით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილითა
და 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე−151-ე, 152-ე, 1523, 1533, 1534, 1536, 1584, 159-ე და 1591
მუხლებითა და 17210 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
ოქმებს
ადგენენ
შესაბამისი
მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ უფლებამოსილი პირები.“;
ბ) 27-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3
„27. ამ კოდექსის 555, 556, 642, 771, 772, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის
მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252−1254 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის
„ა“ ქვეპუნქტით, 1341, 135-ე−1355, 1461, 1501−1503, 1511, 152-ე, 1522−1529, 1533, 1536,
1539, 1561, 1583 და 1584 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1591
და 1662 მუხლებითა და 172-ე მუხლითა (იმ ნაწილში, რომელიც გულისხმობს
მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანის
აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობას,
რაც გამოიხატება არასრულწლოვანის მიერ ვანდალიზმის ჩადენით) და 17210
მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ამ კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით
ადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული
მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან
იურიდიული პირი.“;
გ) 76-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 77-ე ნაწილი:
„77. ამ კოდექსის 17210 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ოქმს
ადგენს
საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამოსილი
პირი აღნიშნული სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.“.
6. 242-ე მუხლის 31 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. ამ კოდექსის 552, 555, 556, 1502, 1503, 1511, 152-ე და 1523−1529 მუხლებით,
3
153 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1534 მუხლით, 1536 მუხლის
პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539, 1583 და 1584 მუხლებით, 1585 მუხლის
პირველი და მე-2 ნაწილებითა და 159-ე და 1591 მუხლებითა და 17210 მუხლის
პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამრღვევს გამოეწერება
საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმი.“.
7. 295-ე მუხლის პირველი ნაწილის:
ა) „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი
ორგანოს
მიერ
„გ1)
განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი
ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი − ამ კოდექსის 1511 და 1512 მუხლებით, 1533
მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1534 მუხლით, 1536 მუხლის პირველი,
მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539 მუხლითა და 17210 მუხლის პირველი და მე-2
ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენისას;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს უფლებამოსილი პირი − ამ კოდექსის 17210 მუხლის მე-3 ნაწილით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას.“.
4
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
5
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი გამომდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტიდან და მიზნად ისახავს ამ კანონპროექტით
გათვალისწინებულ სათანადო მოთხოვნათა დარღვევისთვის ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობის განსაზღვრას და შესაბამის სამართალდარღვევათა ჩადენის
პრევენციას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტი ემსახურება ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული
ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების
გაძლიერებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით განისაზღვრება ადმინისტრაციული სახდელები „ოჯახური
ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნების დარღვევისათვის და წესრიგდება ამ
ადმინისტრაციული სახდელების შეფარდებასთან დაკავშირებული სათანადო
საკითხები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
1
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას,
რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია
მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტი არ იწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური
ბიუჯეტიდან
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტით განისაზღვრება ადმინისტრაციული სახდელები „ოჯახური
ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნების დარღვევისათვის და წესრიგდება ამ
ადმინისტრაციული სახდელების შეფარდებასთან დაკავშირებული სათანადო
საკითხები. ამრიგად, კანონპროექტმა შესაძლებელია ფინანსური გავლენა
მოახდინოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, თუ
ჩადენილი იქნება შესაბამისი სამართალდარღვევები. აღნიშნული ფინანსური
გავლენა დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევების ჩამდენ პირთა მიერ
გადასახდელი ჯარიმების ოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
2
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტით განისაზღვრება ადმინისტრაციული სახდელები „ოჯახური
ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნების დარღვევისათვის და წესრიგდება ამ
ადმინისტრაციული სახდელების შეფარდებასთან დაკავშირებული სათანადო
საკითხები. ამრიგად, კანონპროექტს ექნება შესაბამისი ფინანსური გავლენა იმ
პირებზე, რომლებსაც შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმა
დაეკისრებათ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით ჯარიმის სახით განისაზღვრება ადმინისტრაციული სახდელები
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული
შესაბამისი
მოთხოვნების
დარღვევისათვის და წესრიგდება ამ ადმინისტრაციული სახდელების
შეფარდებასთან დაკავშირებული სათანადო საკითხები, რაც ორიენტირებულია
შესაბამის სამართალდარღვევათა ჩადენის პრევენციაზე.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღების შედეგად გაძლიერდება ქალისა და მამაკაცის კავშირზე
დაფუძნებულ ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებული არასრულწლოვანის
დაცვის მექანიზმები.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ემსახურება ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული
ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების
3
გაძლიერებას, რაც არ იქონიებს უარყოფით გავლენას ქალისა და მამაკაცის
თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
4
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ანრი
ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი,
თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, სოზარ სუბარი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ანრი
ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი,
თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, სოზარ სუბარი.
5