საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე მაიზერ სიჭინავას მიერ წარმოდგენილ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-2156/24; 23.02.2024) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-06-17
კომიტეტის სხდომის ნომერი 115
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2934?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
17 ივნისი 2024 12:00
2024 წლის 17 ივნისი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N239
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში
ცვლილების
საქართველოს
კანონში
შეტანის
თაობაზე“,
ცვლილების
„პროფესიული
შეტანის
თაობაზე“,
განათლების
შესახებ“
„განათლების
ხარისხის
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
„თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/374; 13.03.2024) განხილვა
მესამე მოსმენით;
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/386; 29.04.2024) განხილვა მეორე მოსმენით;
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
3. „განათლების დამცველთა ასოციაციის (განათლების ომბუდსმენი)“ (დათო ფერაძე) მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მოსწავლის ვაუჩერული დაფინანსების
საკითხთან დაკავშირებით“ (1-3053/24; 12.03.2024) განხილვა;
6/17/2024, 11:06 AM
საქართველოს პარლამენტი
2 of 2
https://parliament.ge/print/announcement/2934?local=true
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე;
4. საქართველოს მოქალაქე მაიზერ სიჭინავას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
(1-2156/24;
23.02.2024).
განხილვა;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.
6/17/2024, 11:06 AM
ოქმი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის ოქმი
ოქმი N115
2024 წელი, 17 ივნისი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი
(C კორპუსი, II სართული, ოთახი N239)
სხდომას უძღვებოდა: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი ჩაკვეტაძე, ბაია კვიციანი, რამინა
ბერაძე, მარიამ ლაშხი, გიორგი სოსიაშვილი, გენრიეტა წიწავა, იმედა ნიკურაძე, ვლადიმერ
კახაძე, დავით ზილფიმიანი, თამარ ჩარკვიანი, ვახტანგ მეგრელიშვილი, როსტომ ჩხეიძე.
სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
დავით ლომინაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ
საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი.
სხდომის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის
წესრიგი და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს
წარმოდგენილ დღის წესრიგს.
დღის წესრიგი:
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროფესიული განათლების შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„განათლების
ხარისხის
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
„თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/374; 13.03.2024) განხილვა
მესამე მოსმენით;
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/386; 29.04.2024) განხილვა მეორე მოსმენით;
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
3. „განათლების დამცველთა ასოციაციის (განათლების ომბუდსმენი)“ (დათო ფერაძე) მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მოსწავლის ვაუჩერული დაფინანსების
საკითხთან დაკავშირებით“ (№1-3053/24; 12.03.2024) განხილვა;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე;
4. საქართველოს მოქალაქე მაიზერ სიჭინავას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-2156/24; 23.02.2024).
განხილვა;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ,
ნოდარ პაპუკაშვილმა კომიტეტის წევრებს მესამე მოსმენით განსახილველად წარუდგინა
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში
ცვლილების
საქართველოს
კანონში
შეტანის
თაობაზე“,
ცვლილების
„პროფესიული
შეტანის
თაობაზე“,
განათლების
შესახებ“
„განათლების
ხარისხის
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
„თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/374; 13.03.2024).
მომხსენებლის განცხადებით მეორე მოსმენის შემდეგ წარმოდგენილ კანონის პროექტებში
შინაარსობრივი ცვლილებები არ განხორციელებულა.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი
დაუჭირეს მესამე მოსმენით განსახილველად წარმოდგენილ საქართველოს კანონების
პროექტებს: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
(№07-2/374; 13.03.2024).
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 8;
წინააღმდეგი: 0;
თავი შეიკავა: 0.
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ,
ნოდარ პაპუკაშვილმა კომიტეტის წევრებს მეორე მოსმენით განსახილველად წარუდგინა
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/386; 29.04.2024).
მომხსენებლის განცხადებით პირველი მოსმენის შემდეგ წარმოდგენილ კანონის პროექტში
შინაარსობრივი ცვლილებები არ განხორციელებულა.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი
დაუჭირეს მეორე მოსმენით განსახილველად წარმოდგენილ საქართველოს კანონის
პროექტს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№07-2/386; 29.04.2024).
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 8;
წინააღმდეგი: 0;
თავი შეიკავა: 0.
კომიტეტმა მოისმინა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი
მიქანაძემ კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა „განათლების დამცველთა
ასოციაციის (განათლების ომბუდსმენი)“ (დათო ფერაძე) მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „მოსწავლის ვაუჩერული დაფინანსების საკითხთან
დაკავშირებით“ (№1-3053/24; 12.03.2024).
კომიტეტის აპარატის წარმომადგენლის განცხადებით წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება არის 2022 წლის 11 აპრილს საქართველოს პარლამენტში დ. ფერაძის მიერ
შემოტანილი საკანონმდელო წინადადების
შემოკლებული ვერსია. კომიტეტმა
აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება განიხილა 2022 წლის 17 ივნისს და მიუღებლად
ცნო იგი.
ხელახლა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების ავტორი ითხოვს ,,საჯარო
სკოლის მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების
დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბერის №126/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანას.
საკანონმდებლო წინადადების ავტორს მიაჩნია, რომ ბრძანება არ შეესაბამება კანონს,
ვინაიდან
ბრძანებით
განსაზღვრულია
მასწავლებლის
საბაზო
ხელფასი
და
თანამდებობრივ სარგოზე დანამატი. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება ვაუჩერული
დაფინანსების მოდელს ვინაიდან სანამ არსებობს ე.წ. ვაუჩერული დაფინანსება პედაგოგი
მთლიანად უნდა დაფინანსდეს მხოლოდ ვაუჩერიდან.
დ. ფერაძე ასევე კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14
სექტემბრის N476 დადგენილებას ,,ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ
მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული
ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“. მისი მოსაზრებით 2015 წელს შემოღებულ იქნა
კოეფიციენტი, რომლითაც სტანდარტული ვაუჩერის ოდენობა სხვადასხვანაირი გახდა
ქართული, არაქართული და მაღალმთიან რეგიონებში მდებარე სკოლებისათვის. გარდა
ამისა, მრავალკონტინგენტიან სკოლებში ვაუჩერის ოდენობა იკლებს მოსწავლეთა საერთო
ოდენობის ზრდასთან ერთად. დ. ფერაძეს მიაჩნია, რომ დაფინანსების დიფერენცირებული
მიდგომა უსამართლოა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მიხედვით საკანონმდებლო
წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ
პარლამენტისათვის მატერიალურად ან ელექტრონულად წარდგენილი, დადგენილი
წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში
ცვლილების
შეტანის
ან
კანონის
ძალადაკარგულად
გამოცხადების
თაობაზე.
საკანონმდებლო წინადადების ავტორი ითხოვს ცვლილებებს საქართველოს მთავრობისა
და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ
მიღებულ/გამოცემულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში. ამდენად, ზემოაღნიშნული
საკითხები არ წარმოადგენს საკანონმდებლო წინადადების ფორმატში განხილვის საგანს.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი არ
დაუჭირეს „განათლების დამცველთა ასოციაციის (განათლების ომბუდსმენი)“ (დათო
ფერაძე) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას „მოსწავლის ვაუჩერული
დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით“ (№1-3053/24; 12.03.2024) და უარყოფილად ცნეს.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 0;
წინააღმდეგი: 8;
თავი შეიკავა: 0.
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს განსახილველად
წარუდგინა
საქართველოს
მოქალაქე
მაიზერ
სიჭინავას
მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№12156/24; 23.02.2024).
კომიტეტის აპარატის წარმომადგენლის განცხადებით საკანონმდებლო წინადადების
ავტორი წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაში წარმოადგენს შეთავაზებას,
რომლის მიხედვითაც ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის
მე-2 პუნქტს უნდა დაემატოს შემდეგი წინადადება: ,,ზედიზედ ორჯერ არჩევა/დანიშვნის
შემთხვევაში, იმავე სკოლაში პირის დირექტორად არჩევა/დანიშვნა შესაძლებელია
მხოლოდ ერთი საარჩევნო ვადის - 6 წლის გასვლის შემდგომ“. შესაბამისად კანონის 41-ე
მუხლის მე-2 პუნქტი საკანონმდებლო წინადადების ავტორის აზრით უნდა ჩამოყალიბდეს
შემდეგნაირად:
,,2. დირექტორად შეიძლება განწესდეს ამ კანონის შესაბამისად არჩეული ან დანიშნული
საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, მუშაობის 3 წლის სტაჟი
და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. დირექტორი
ირჩევა/ინიშნება 6 წლის ვადით. ერთ სკოლაში პირის დირექტორად არჩევა/დანიშვნა
შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. ,,ზედიზედ ორჯერ არჩევა/დანიშვნის შემთხვევაში,
იმავე სკოლაში პირის დირექტორად არჩევა/დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ ერთი
საარჩევნო ვადის - 6 წლის გასვლის შემდგომ“.
კომიტეტის აპარატის წარმომადგენლის განცხადებით, ზოგადი განათლების სფეროში
მიმდინარე
რეფორმები
გამოიწვევს
დირექტორის
სტანდარტის
გადახედვასა
და
დირექტორის როლის ახლებურად დანახვას სისტემაში. შესაბამისად, დირექტორის
სტანდარტი, მისი არჩევის/დანიშვნის ვადები, არჩევნებთან დაკავშირებული
პროცედურები და სხვა მსგავსი რეგულაციების გადახედვა მეტწილად დამოკიდებული
იქნება რეფორმის მიმდინარეობასა და შედეგებზე. გარდა აღნიშნულისა, ამჟამად, აგრეთვე,
მიმდინარეობს
სკოლის
დირექტორთა
დასრულების
შემდეგ,
ასევე
არჩევის/დანიშვნის
მნიშვნელოვანი
იქნება
პროცესი,
გაანალიზდეს
რომლის
შესაბამისი
ნორმატიული აქტების პრაქტიკაში გამოყენების თავისებურებები და ნაკლოვანებები.
საჭიროების შემთხვევაში, კი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული იქნება გრძელვადიანი გეგმა და
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე, ამ ეტაპზე წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების მიღება კომიტეტს
მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი არ
დაუჭირეს
საქართველოს
მოქალაქე
მაიზერ
სიჭინავას
მიერ
წარმოდგენილ
საკანონმდებლო წინადადებას „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№12156/24; 23.02.2024).
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 0;
წინააღმდეგი: 8;
თავი შეიკავა: 0.
სხდომის თავმჯდომარე: გივი მიქანაძე
სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე