„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-02
ბიუროს ნომერი 378
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27/02/2023, სარეგისტრაციო კოდი:
040090000.05.001.020812) XIV თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი XIV
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 97. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები
2027 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) და მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. აღნიშნული კანონი და მის საფუძველზე
მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები იურიდიულ ძალას
ინარჩუნებს 2027 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების
ფარგლებში, მათ დასრულებამდე, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 98. ამ კანონის ამოქმედებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები
1. 2027 წლის 1 იანვრიდან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო
შესყიდვების სააგენტოს ეწოდოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო
შესყიდვების სააგენტო. ამ თარიღის დადგომამდე საქართველოს მთავრობამ
უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო შესყიდვების
სააგენტოს დებულების დამტკიცება.
2. 2027 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების
განხილვის საბჭოს ეწოდოს საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის
საბჭო. ამ თარიღის დადგომამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო
შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცება. ამ
კანონის ამოქმედება არ იწვევს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის
საფუძველზე არჩეული სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის
საბჭოს წევრის/წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.
3. საქართველოს მთავრობამ:
ა) 2027 წლის 1 იანვრამდე:
ა.ა) მიიღოს ამ კანონის 53-ე მუხლის მე-14 პუნქტით, 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 73-ე
მუხლის მე-2 პუნქტითა და 74-ე მუხლით გათვალისწინებული კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტები;
ა.ბ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
უფლებამოსილი ორგანო/ორგანოები;
ა.გ) შექმნას ამ კანონის 41-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო
სამართლის იურიდიული პირი – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, დაამტკიცოს მისი
დებულება და დანიშნოს მისი ხელმძღვანელი.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს
თავმჯდომარემ 2027 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს ამ კანონის მე-100 მუხლის მე-2 პუნქტში
მითითებულ
ამ
კანონის
მუხლებთან
დაკავშირებული,
ამავე
კანონით
გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი/აქტები. ამასთანავე, საჯარო
სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2027 წლის 1
იანვრამდე შექმნას ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული შესაბამისი
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან მისადაგებული ელექტრონული
სისტემა.
5. შემსყიდველმა ორგანიზაციამ 2027 წლის 1 იანვრიდან, ამ კანონის მე-15 მუხლის
შესაბამისად, თავის სტრუქტურაში/საშტატო ნუსხაში საჯარო შესყიდვებთან
დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილი სტრუქტურული
ერთეულის/პირის განსაზღვრისთვის განახორციელოს სათანადო ღონისძიებები.
მუხლი 99.
შესყიდვები
ამ
კანონის
ამოქმედებამდე
განხორციელებული/განსახორციელებელი
1. ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს 2027 წლის 1 იანვრიდან გამოცხადებულ საჯარო
შესყიდვებზე.
2. 2027 წლის 1 იანვრამდე გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს და
დასრულდეს 2027 წლის 1 იანვრამდე მოქმედი კანონმდებლობით.
3. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია არაუგვიანეს 2026 წლის 1 ნოემბრისა
შესაბამის სისტემაში წარადგინოს ამ კანონის მე-100 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული
ნორმების შესაბამისად შედგენილი წლიური გეგმა. ამ გეგმაში უნდა აისახოს 2027 წლის 1
იანვრიდან გამოსაცხადებელი საჯარო შესყიდვები, აგრეთვე ინფორმაცია „სახელმწიფო
შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2026 წლის ნოემბერსა და
დეკემბერში
გამოსაცხადებელი,
2027
წლის
საჯარო
შესყიდვების
გეგმით
გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის/შესყიდვების შესახებ.
მუხლი 100. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, გარდა
გამოქვეყნებისთანავე.
ამ
კანონის
პირველი−96-ე
მუხლებისა,
ამოქმედდეს
2. ამ კანონის პირველი−მე-15 მუხლები, მე-16 მუხლის მე-2−მე-11 პუნქტები და მე-17–96-ე
მუხლები ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.
3. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-12 პუნქტები ამოქმედდეს 2029 წლის 1
იანვრიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის საქართველოს პარლამენტის მიერ,
2023 წლის 9 თებერვალს მიღებულ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
(№ 2549-XIმს-Xმპ). აღსანიშნავია, რომ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს
კანონით კარდინალურ რეფორმირებას განიცდის ამჟამად მოქმედი სახელმწიფო
შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი დებულებები, იცვლება სახელმწიფო
შესყიდვებთან დაკავშირებული არაერთი მიდგომა, მათ შორის ინერგება ახალი საჯარო
შესყიდვის პროცედურები, ინსტრუმენტები და ინსტიტუტები. რეფორმის ერთ-ერთ
მიზანს წარმოადგენს ერთი მხრივ, კიდევ უფრო მოქნილი გარემოს შექმნა საჯარო
შესყიდვის პროცედურებში ბიზნეს სუბიექტების მონაწილეობისთვის, ხოლო, მეორე
მხრივ, ეფექტიანი მექანიზმების განსაზღვრა საჯარო შესყიდვებისთვის განკუთვნილი
ფულადი სახსრების რაციონალურად, გამჭვირვალედ და კანონის მოთხოვნათა დაცვით
ხარჯვის უზრუნველსაყოფად. საგულისხმოა, რომ გასულ წლებთან შედარებით 2023 წელს
განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ჯამური ღირებულების მიხედვით
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 10,493,526,646 ლარს გაუტოლდა
ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის
(მშპ/GDP) დაახლოებით 13.1%-ს შეადგენს.1 ამდენად, კანონით განსაზღვრული
სიახლეებისა და საჯარო შესყიდვების რეფორმის სრულყოფილად იმპლემენტაციისთვის
კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საფრთხე არ შეექმნას 4769 შემსყიდველი
ორგანიზაციისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების დროულად და
დაუბრკოლებლად განხორციელებას, აგრეთვე მათი საქმიანობის ეფექტიანობას.
შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების
შეუფერხებლად განხორციელების, მათი საქმიანობის ეფექტიანობისა და უწყვეტობის
შენარჩუნების კონტექსტში, გასათვალისწინებელია ევროკავშირის საბჭოს 2024 წლის 3
ივნისს გამოქვეყნებული დასკვნები (C/2024/3521) ევროპის აუდიტორთა სასამართლოს
სპეციალურ ანგარიშზე (No28/2023)2 – „სამართლიანი და ეფექტიანი კონკურენციის
გაუმჯობესება სამუშაოს, საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შესახებ ევროკავშირის
საჯარო შესყიდვების ხელშეკრულებებზე“.3 დასკვნის თანახმად, ევროკავშირის საბჭო
„ხაზს უსვამს აუცილებლობას, რომ თავიდან იქნეს აცილებული არასაჭირო
ადმინისტრაციული ტვირთი შემსყიდველი ორგანიზაციებისა და ეკონომიკური
ოპერატორებისთვის, მათ შორის მცირე და საშუალო საწარმოებისა და მიკრო
საწარმოებისთვის.“ ამ კუთხით, ევროკავშირის საბჭოს „მიაჩნია, რომ საჯარო
შესყიდვებთან დაკავშირებული კანონმდებლობის სირთულემ შესაძლოა ხელი შეუშალოს
1
იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში
http://procurement.gov.ge/files/showfiles?id=fb7018f3-6637-4dc3-aee3-8e1f97b3891b
2
იხ. https://www.eca.europa.eu/en/publications?ref=SR-2023-28
3
იხ. https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=OJ:C_202403521
გარკვეული ეკონომიკური ოპერატორების მონაწილეობას საჯარო შესყიდვებში“. არსებობს
რისკი, რომ არასრულყოფილად მომზადებული და ნაჩქარევი რეფორმების ინიციირების
შემთხვევაში, შესაძლოა დაზარალდეს ქართული ბიზნესის წარმომადგენელი 58157
კომპანია, ვინც კეთილსინდისიერად „ვაჭრობს“ მთავრობასთან საჯარო შესყიდვების
ფარგლებში.
საგულისხმოა, რომ საჯარო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივების
სავალდებულო ხასიათი ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როდესაც შესყიდვის
სავარაუდო ღირებულება აღემატება ევროკავშირის შესაბამისი დირექტივებით დადგენილ
მონეტარულ ზღვრებს. ამდენად, კანონის არსებულ რედაქციაში შემოღებული
ადმინისტრაციული ბარიერებისა თუ არსებული არაერთი მარეგულირებელი
დებულებების გამარტივების კონტექსტში, მიზანშეწონილია, რომ, რიგ შემთხვევებში,
გათვალისწინებულ იქნეს ზემოაღნიშნული დირექტივებით განსაზღვრული დისკრეცია
და ევროკავშირის მონეტარული ზღვრების ქვემოთ დაწესდეს შედარებით „ლიბერალური“
სამართლებრივი რეჟიმი.
აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ 2023 წლის 14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს
გადაწყვეტილებით საქართველოს მიენიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი4 და
ევროკომისიის შეფასებით,5 „საქართველომ, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს
კანონის მიღებით, განიცადა კარგი პროგრესი, თუმცა საჭიროა, რომ სამართლებრივი ჩარჩო
შესაბამისობაში იყოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან“. ამდენად, საჯარო შესყიდვების
რეფორმის სრულყოფილი იმპლემენტაციისთვის, ევროკავშირის კანონმდებლობასთან
კიდევ უფრო მეტად დაახლოებისათვის, საჭიროა, გადაიდგას სათანადო ნაბიჯები. ამ
მიზნით, სააგენტოსა და ევროკომისიის შესაბამის დირექტორატებთან უკანასკნელ
პერიოდში გამართული კონსულტაციების (ევროკომისიის საბოლოო პოზიციის ამსახველი
წერილი სააგენტოში შემოვიდა 2024 წლის 18 ივნისს) შედეგად, ევროპული მხარის მიერ
გამოკვეთილია ასამდე კონკრეტული შენიშვნა და კომენტარი, რომელთა ანალიზის
შედეგად, მიზანშეწონილია, მომზადებულ იქნეს არსებული კანონის არსებითად
გადამუშავებული ვერსია, რომელშიც ასახვას პოვებს ასევე ე.წ. „კომუნალური სექტორის“
და „თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის“ შესყიდვების ახალი რეგულაციები.
ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სააგენტოს მიერ პრაქტიკულად
შეუძლებელი იყო დარჩენილ მოკლე დროში კომპლექსური და ყოვლისმომცველი
კანონპროექტის, განმარტებითი ბარათის და ევრო-დირექტივებთან შესაბამისობის
ცხრილების მომზადება, სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მომზადება
და ახალი გარემოსადმი ადაპტირებული ელექტრონული სისტემის მოდერნიზება,
მრავალი ათასი მომხმარებლის გადამზადება.
განსახორციელებელი
და
მოსალოდნელი
ცვლილებების
მასშტაბურობის
გათვალისწინებით, აგრეთვე საკანონმდებლო სივრცის ერთიანობისა და უწყვეტობის
შენარჩუნების მიზნით, მიზანშეწონილია, რომ „საჯარო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული ძირითადი დებულებების ამოქმედების
თარიღად ნაცვლად 2025 წლის 1 იანვრისა, განისაზღვროს 2027 წლის 1 იანვარი.
აღნიშნული ვადა საჭიროა იმისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს როგორც შესაბამისი
ნორმატიული შინაარსის ცვლილებების მომზადება, ასევე სახელმწიფო სექტორისა და
4
იხ. https://www.eeas.europa.eu/georgia/evrokavshiri-da-sakartvelo_ka?s=221
იხ. https://op.europa.eu/en/publication-detail/-/publication/86d42452-7eee-11ee-99ba01aa75ed71a1/language-en
5
ბიზნეს საზოგადოების ინფორმირებულობა, შესაბამისი სასწავლო კურსების ჩატარება,
სახელმძღვანელოებისა და ინსტრუქციების შემუშავება, ელექტრონული სისტემის
მოდერნიზება, საჯარო შესყიდვების პროცესში ჩართულ და იმავდროულად
„ელექტრონული მთავრობის“ სერვისის მიმწოდებელ მრავალ სახელმწიფო უწყებასთან
სათანადო ელექტრონული სერვისების აწყობა/გამართვა.
წარმოდგენილი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტით „საჯარო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული ძირითადი დებულებების ამოქმედების
თარიღად ნაცვლად 2025 წლის 1 იანვრისა, განისაზღვრება 2027 წლის 1 იანვარი. კერძოდ,
კანონის ძირითადი ნაწილი – პირველი−მე-15 მუხლები, მე-16 მუხლის მე-2−მე-11
პუნქტები და მე-17–96-ე მუხლები ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან, ხოლო კანონის
მე-16 მუხლის პირველი და მე-12 პუნქტები ამოქმედდება 2029 წლის 1 იანვრიდან.
შედეგად, 2027 წლიდან საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე შეიქმნება
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომლის
სახელმწიფო კონტროლს განახორციელებს და დებულებას დაამტკიცებს საქართველოს
მთავრობა. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად,
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-7 პუნქტი და 55-ე
მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან. შესაბამისად, საკანონმდებლო
სივრცის ერთიანობის უზრუნველსაყოფად, წარმოდგენილი კანონპროექტი აგრეთვე
ითვალისწინებს „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 98-ე მუხლის მე-3
პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-6 პუნქტის ამოღებას, ვინაიდან
აღნიშნული ნორმები ადგენს 2025 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 1 იანვრამდე
საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს. წარმოდგენილი
კანონპროექტი აგრეთვე აღარ ითვალისწინებს „საჯარო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონის 98-ე მუხლის მე-4 პუნქტში არსებულ ჩანაწერს „საჯარო
შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველ და მე-12 პუნქტებთან
დაკავშირებით კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის/აქტების გამოცემის თაობაზე,
ვინაიდან თავისი შინაარსით, კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს
ვალდებულებას, ხოლო მე-12 პუნქტი ითვალისწინებს გამონაკლისს აღნიშნული
ვალდებულებიდან, რაც არ საჭიროებს დამატებით კანონქვემდებარე აქტის გამოცემას.
ამასთან, 2027 წლიდან ყველა შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული იქნება,
დაწესებულების სტრუქტურაში ან საშტატო ნუსხაში განსაზღვროს საჯარო შესყიდვებთან
დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილი სტრუქტურული
ერთეული ან თანამდებობის პირი (თანამშრომელი). ამავე თარიღიდან სააგენტო
განახორციელებს საჯარო შესყიდვის სპეციალისტთა სერტიფიცირებას ხოლო,
სავალდებულო სერტიფიცირების წესი (მე-16 მუხლის პირველი და მე-12 პუნქტები)
ამოქმედდება 2029 წლის 1 იანვრიდან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მისი ძირითადი
დებულებების ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2025 წლის 1 იანვარი. ამ თარიღის
შეცვლა კი მხოლოდ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
განხორციელების გზით არის შესაძლებელი. კანონის ამოქმედების შემოთავაზებული
გადავადებით კი 2027 წლამდე, უზრუნველყოფილ იქნება „საჯარო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის
მომზადება, რომელიც იქნება უკვე სრულიად თავსებადი ევროკავშირის საჯარო
შესყიდვების მარეგულირებელ სამართლებრივ ჩარჩოს წესებთან და რეგულაციებთან.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის მიღების შედეგად „საჯარო
შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ძირითადი
დებულებების ამოქმედების თარიღად ნაცვლად 2025 წლის 1 იანვრისა, განისაზღვრება
2027 წლის 1 იანვარი. კერძოდ, კანონის ძირითადი ნაწილი – პირველი−მე-15 მუხლები, მე16 მუხლის მე-2−მე-11 პუნქტები და მე-17–96-ე მუხლები ამოქმედდება 2027 წლის 1
იანვრიდან, ხოლო კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-12 პუნქტები ამოქმედდება 2029
წლის 1 იანვრიდან. შედეგად, 2027 წლიდან საქართველოს მთავრობის დადგენილების
საფუძველზე შეიქმნება ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, საჯარო სამართლის
იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს განახორციელებს და დებულებას
დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ამასთანავე, საკანონმდებლო სივრცის ერთიანობის
უზრუნველსაყოფად, წარმოდგენილი კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინებს „საჯარო
შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა
და იმავე მუხლის მე-6 პუნქტის ამოღებას, ვინაიდან აღნიშნული ნორმები ადგენს 2025
წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობის მიერ
განსახორციელებელ ღონისძიებებს. წარმოდგენილი კანონპროექტი აგრეთვე აღარ
ითვალისწინებს „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 98-ე მუხლის მე-4
პუნქტში არსებულ ჩანაწერს „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16
მუხლის პირველ და მე-12 პუნქტებთან დაკავშირებით კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტის/აქტების გამოცემის თაობაზე, ვინაიდან თავისი შინაარსით, კანონის მე-16 მუხლის
პირველი პუნქტი ადგენს ვალდებულებას, ხოლო მე-12 პუნქტი ითვალისწინებს
გამონაკლისს აღნიშნული ვალდებულებიდან, რაც არ საჭიროებს დამატებით
კანონქვემდებარე აქტის გამოცემას. აგრეთვე, 2027 წლიდან შემსყიდველი ორგანიზაცია
ვალდებული იქნება, დაწესებულების სტრუქტურაში ან საშტატო ნუსხაში განსაზღვროს
საჯარო
შესყიდვებთან
დაკავშირებული
საქმიანობის
განმახორციელებელი
უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული ან თანამდებობის პირი (თანამშრომელი),
ამავე თარიღიდან სააგენტო განახორციელებს საჯარო შესყიდვის სპეციალისტთა
სერტიფიცირებას, ხოლო, სავალდებულო სერტიფიცირების წესი (მე-16 მუხლის პირველი
და მე-12 პუნქტები) ამოქმედდება 2029 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნულ ვადაში,
უზრუნველყოფილ იქნება „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება საჯარო
შესყიდვების
მარეგულირებელი
სამართლებრივი
ჩარჩოს
ევროკავშირის
კანონმდებლობასთან კიდევ უფრო მეტად დაახლოების უზრუნველსაყოფად და
ამავდროულად, იმ მოქნილობის გასათვალისწინებლად, რომლითაც შემცირდება
არასაჭირო ადმინისტრაციული ბარიერები (შესაბამისი დირექტივებით განსაზღვრული
დისკრეციის ფარგლებში), რათა ხელი არ შეეშალოს შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის
კანონით დაკისრებული უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელებასა და
შესყიდვის პროცესის ეფექტიანობას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტით „საჯარო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული ძირითადი დებულებების ამოქმედების
თარიღად ნაცვლად 2025 წლის 1 იანვრისა, განისაზღვრება 2027 წლის 1 იანვარი. კერძოდ,
კანონის ძირითადი ნაწილი – პირველი−მე-15 მუხლები, მე-16 მუხლის მე-2−მე-11
პუნქტები და მე-17–96-ე მუხლები ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან, ხოლო კანონის
მე-16 მუხლის პირველი და მე-12 პუნქტები ამოქმედდება 2029 წლის 1 იანვრიდან.
შედეგად, 2027 წლიდან საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე შეიქმნება
ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის
სახელმწიფო კონტროლს განახორციელებს და დებულებას დაამტკიცებს საქართველოს
მთავრობა. ამასთანავე, საკანონმდებლო სივრცის ერთიანობის უზრუნველსაყოფად,
წარმოდგენილი კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინებს „საჯარო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე6 პუნქტის ამოღებას, ვინაიდან აღნიშნული ნორმები ადგენს 2025 წლის 1 იანვრიდან 2027
წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს.
წარმოდგენილი კანონპროექტი აგრეთვე აღარ ითვალისწინებს „საჯარო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს კანონის 98-ე მუხლის მე-4 პუნქტში არსებულ ჩანაწერს „საჯარო
შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველ და მე-12 პუნქტებთან
დაკავშირებით კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის/აქტების გამოცემის თაობაზე,
ვინაიდან თავისი შინაარსით, კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს
ვალდებულებას, ხოლო მე-12 პუნქტი ითვალისწინებს გამონაკლისს აღნიშნული
ვალდებულებიდან, რაც არ საჭიროებს დამატებით კანონქვემდებარე აქტის გამოცემას.
აგრეთვე, 2027 წლიდან შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული იქნება, დაწესებულების
სტრუქტურაში ან საშტატო ნუსხაში განსაზღვროს საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული
საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული ან
თანამდებობის პირი (თანამშრომელი), ამავე თარიღიდან სააგენტო განახორციელებს
საჯარო შესყიდვის სპეციალისტთა სერტიფიცირებას ხოლო, სავალდებულო
სერტიფიცირების წესი (მე-16 მუხლის პირველი და მე-12 პუნქტები) ამოქმედდება 2029
წლის 1 იანვრიდან.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან
მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და
მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
საგულისხმოა, რომ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე3 პუნქტის თანახმად, „შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია არაუგვიანეს 2024 წლის
1 ნოემბრისა შესაბამის სისტემაში წარადგინოს ამ კანონის მე-100 მუხლის მე-2 პუნქტში
მითითებული ნორმების შესაბამისად შედგენილი წლიური გეგმა. ამ გეგმაში უნდა აისახოს
2025 წლის 1 იანვრიდან გამოსაცხადებელი საჯარო შესყიდვები, აგრეთვე ინფორმაცია
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2024 წლის
ნოემბერსა და დეკემბერში გამოსაცხადებელი, 2025 წლის საჯარო შესყიდვების გეგმით
გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის/შესყიდვების შესახებ.“. ვინაიდან
წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს „საჯარო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონის ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღის გადავადებას 2027
წლის 1 იანვრამდე, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ 2025 და 2026 წლის წლიური გეგმა
წარდგენილ უნდა იქნეს, მოქმედი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს
კანონის მიხედვით. ამდენად, წარმოდგენილი კანონპროექტის 2024 წლის 1 ნოემბრამდე
მიღება აუცილებლობას წარმოადგენს შემსყიდველი ორგანიზაციების შეუფერხებელი
საქმიანობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, მოთხოვნილია კანონპროექტის
დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
საგულისხმოა, რომ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
თანდართულ
განმარტებით
ბარათში
მითითებულია
ფინანსური
(https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/301924)
გავლენები, რომელსაც ადგილი უნდა ჰქონოდა 2025 წელს პაკეტის ამოქმედების
შემთხვევაში, შესაბამისად, ვინაიდან, წარმოდგენილი. „საჯარო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტით
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ძირითადი
დებულებების ამოქმედების თარიღად ნაცვლად 2025 წლის 1 იანვრისა, განისაზღვრება
2027 წლის 1 იანვარი, ზემოაღნიშნულ განმარტებით ბარათში მითითებულ ფინანსურ
გავლენებს ადგილი ექნება არა 2025, არამედ 2027 წლიდან. კერძოდ, როგორც ეს
გათვალისწინებულია ზემოაღნიშნულ განმარტებით ბარათში, „კანონპროექტის მიღება
გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. აღნიშნული
ხარჯები დაფინანსდება „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ შესაბამისი კანონიდან. ამასთან,
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ხარჯების გარკვეული ნაწილი დაიფარება სსიპ
— საჯარო შესყიდვების სააგენტოს (ამჟამად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო)
საკუთარი შემოსავლებიდან, რომელიც კანონპროექტის მიხედვით შედგება: საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით, შესყიდვის პირობების
გამოქვეყნებისა
და
განაცხადის/წინადადების
წარდგენის
საფასურით,
განაცხადის/წინადადების უზრუნველყოფის მიზნით წარდგენილი გარანტიით,
ელექტრონული სისტემით სარგებლობისგან მიღებული შემოსავლით, საჯარო შესყიდვის
სპეციალისტების სერტიფიცირებისთვისა და სერტიფიცირებისთვის მოსამზადებელი
პროგრამის გავლისთვის დაწესებული საფასურით, საჯარო შესყიდვების სფეროში
ტრენინგებისა და სემინარების ჩატარებისთვის დაწესებული საფასურით და საქართველოს
კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლით.“.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
ვინაიდან, წარმოდგენილი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით „საჯარო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ძირითადი დებულებების
ამოქმედების თარიღად ნაცვლად 2025 წლის 1 იანვრისა, განისაზღვრება 2027 წლის 1
იანვარი, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს თანდართულ
განმარტებით
ბარათში
(https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/301924)
მითითებულ გავლენებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ადგილი ექნება არა 2025, არამედ
2027 წლიდან. კერძოდ, გასაჩივრებას დაქვემდებარებულ საკითხთა წრე გაფართოვდება
2027 წლის 1 იანვრიდან. ამდენად, კანონპროექტმა შესაძლოა გამოიწვიოს სახელმწიფო
ბიუჯეტში შემოსავლის ზრდა 2027 წლიდან. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება
წარდგენილი საჩივრების ოდენობაზე. ამასთან, ზემოაღნიშნულ განმარტებით ბარათში
მითითებულ გავლენებს სააგენტოს დაფინანსების შესაძლებლობების გაზრდასთან
დაკავშირებით („სააგენტო უფლებამოსილი ხდება, საჯარო შესყიდვების სფეროში
შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის, ეკონომიკური ოპერატორებისთვის და სხვა
დაინტერესებული პირებისთვის ჩაატაროს ტრენინგები და სემინარები, ხოლო
ტრენინგებსა და სემინარებში მონაწილეობისათვის დააწესოს საფასური. კანონპროექტით,
სააგენტოს დაფინანსების ერთ- ერთ წყაროს აგრეთვე წარმოადგენს საჯარო შესყიდვის
სპეციალისტების სერტიფიცირებისთვისა და სერტიფიცირების პროგრამის გავლისთვის
დაწესებული საფასური. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თანახმად, 2029 წლის 1
იანვრიდან, პირი/პირები, რომელიც/რომლებიც უშუალოდ ჩართული/ჩართულნი
არის/არიან
საჯარო
შესყიდვებთან
დაკავშირებულ
საქმიანობაში,
უნდა
ფლობდეს/ფლობდნენ საჯარო შესყიდვის სპეციალისტის სერტიფიკატს. სერტიფიკატს
სერტიფიცირების საფუძველზე გასცემს სააგენტო. სერტიფიცირებისთვის წესდება
საფასური, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება სააგენტოს
თავმჯდომარის ბრძანებით. ამასთანავე, სერტიფიცირების ხელშეწყობის მიზნით,
სააგენტო ატარებს სერტიფიცირებისთვის მოსამზადებელ კურსს, რომელიც
არასავალდებულოა. კანონპროექტის თანახმად, მოსამზადებელი პროგრამის გავლისთვის
წესდება საფასური, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება სააგენტოს
თავმჯდომარის ბრძანებით. აღნიშნული სახის საფასური მოქმედი კანონმდებლობით არ
არის გათვალისწინებული. ამდენად, კანონპროექტმა შესაძლოა გამოიწვიოს სააგენტოს
შემოსავლის ზრდა, რისი ოდენობაც დამოკიდებული იქნება შესაბამისად, ტრენინგებისა
და სემინარების, აგრეთვე, სერტიფიცირებისთვის მოსამზადებელი კურსის მონაწილეთა
და სერტიფიცირების მსურველ პირთა რაოდენობაზე.“) ადგილი ექნება 2027 წლიდან.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საგულისხმოა, რომ „საჯარო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონის თანახმად, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ
განხორციელებულ
ცენტრალიზებულ
შესყიდვაში
მონაწილეობის
მიზნით,
განაცხადის/წინადადების წარდგენის საფასურის გარდა, გამარჯვებული პრეტენდენტი
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ანგარიშზე იხდის ცენტრალიზებულ შესყიდვაში
მონაწილეობის საფასურს (ცენტრალიზებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულების
გარკვეულ პროცენტს), რომლის ოდენობა, გადახდისა და დაბრუნების წესი განისაზღვრება
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით.
წარმოდგენილი კანონპროექტი აღარ ითვალისწინებს „საჯარო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტსა და იმავე მუხლის მე-6
პუნქტს ვინაიდან აღნიშნული ნორმები ადგენს 2025 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 1
იანვრამდე საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს.
შესაბამისად,
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ განხორციელებულ
ცენტრალიზებულ შესყიდვაში მონაწილეობის მიზნით, განაცხადის/წინადადების
წარდგენის საფასურს გავლენა ექნება 2027 წლიდან. კერძოდ, 2027 წლის 1 იანვრიდან
გამარჯვებული პრეტენდენტი გადაიხდის ცენტრალიზებულ შესყიდვაში მონაწილეობის
საფასურს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ანგარიშზე და შესაბამისად, აღნიშნული
საფასური იქნება ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს საკუთარი შემოსავალი.
ამავდროულად, ზემოაღნიშნული განმარტებითი ბარათის თანახმად, „ელექტრონული
სისტემის მეშვეობით შესყიდვის პირობების გამოქვეყნებისთვის შემსყიდველი
ორგანიზაცია სააგენტოს ანგარიშზე იხდის გამოქვეყნების საფასურს. შესყიდვის
პირობების გამოქვეყნების საფასურის ოდენობა, გადახდისა და დაბრუნების წესი კი,
განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. ამასთან, ეკონომიკური ოპერატორი
ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაცხადის წარსადგენად, ხოლო მისი
არარსებობისას – წინადადების წარსადგენად, სააგენტოს ანგარიშზე იხდის
განაცხადის/წინადადების წარდგენის საფასურს, რომლის ოდენობა, გადახდისა და
დაბრუნების წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. აღნიშნული
საფასურების ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 100 ლარს. დღეს მოქმედი რეგულაციის
თანახმად, წინადადების წარდგენის საფასური შეადგენს 50 ლარს, დოკუმენტაციის
გამოქვეყნების საფასური კი შეადგენს 50 და რიგ შემთხვევებში 25 ლარს. წარმოდგენილი
კანონპროექტი საფასურთან მიმართებით განსაზღვრავს ზოგად წესს, რომლის თანახმად,
საფასურის ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 100 ლარს. ამდენად, კანონპროექტს
შესაძლოა გავლენა ჰქონდეს სააგენტოს საკუთარ შემოსავალზე, რომლის გავლენის
ოდენობა დამოკიდებულია შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული
შესყიდვის პროცედურების რაოდენობაზე, აღნიშნულ პროცედურებში წარდგენილი
განაცხადის/წინადადების რაოდენობაზე, აგრეთვე სააგენტოს თავმჯდომარის მიერ
მისაღებ კანონქვემდებარე აქტზე, რომლითაც დადგინდება ზემოაღნიშნული საფასურების
ზუსტი ოდენობა.“. შესაბამისად, აღნიშნულ გავლენებსაც ადგილი ექნება არა 2025, არამედ
2027 წლიდან.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს თანდართული
განმარტებითი
ბარათის
(https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/301924)
თანახმად, „კანონპროექტით გათვალისწინებული საჯარო შესყიდვების პროცედურების
სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებისათვის,
კანონპროექტის მიღების შემდგომ, საჭირო გახდება სისტემის მოდერნიზება, რისთვისაც
აუცილებელი იქნება აღნიშნულის განხორციელებისათვის შესაბამისი ფინანსური თუ
ადამიანური რესურსის გამოყოფა.“. კერძოდ, წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად,
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, 2027 წლის 1 იანვრამდე, უნდა შექმნას კანონისა და
მის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტების მოთხოვნებს მისადაგებული საჯარო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული
სისტემა, თუმცა ერთიანი ელექტრონული სისტემის მოდერნიზებისათვის საჭირო
ფინანსური რესურსის ოდენობა დამოკიდებულია „საჯარო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტებით დადგენილ რეგულაციებსა და რეგულაციებით განსაზღვრული
ახალი პროცედურებისა და ინსტრუმენტების სისტემაში იმპლემენტაციის მასშტაბზე.
აღნიშნული ხარჯები დაფინანსდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკუთარი
შემოსავლებიდან.
ამასთან, რამდენადაც წარმოდგენილი კანონპროექტით „საჯარო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონის მოქმედების სფერო ფართოვდება და საბჭოში გასაჩივრებას
დაქვემდებარებულ საკითხთა წრე იზრდება 2027 წლის 1 იანვრიდან, ზემოაღნიშნულ
განმარტებით ბარათში მითითებულ გავლენებს („აღნიშნულმა, შესაძლოა, გამოიწვიოს,
საბჭოს მიერ განსახილველი საქმეების ოდენობის გაზრდა, ხოლო საბჭოში
წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს შემსყიდველი
ორგანიზაციის შესაბამისი ადამიანური რესურსისა და შესაბამისად, შემსყიდველი
ორგანიზაციის ხარჯების გაზრდა. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება
წარდგენილი საჩივრების ოდენობაზე. ამასთან, საბჭოს მიერ განსახილველი საქმეების
ოდენობის ზრდამ, შესაძლოა, გამოიწვიოს საბჭოს აპარატის თანამშრომელთა ადამიანური
რესურსის გაძლიერება, რამაც შრომითი ანაზღაურების მიმართულებით, შესაძლოა,
გამოიწვიოს ხარჯების გაზრდა. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება წარდგენილი
საჩივრებისა და საბჭოს მიერ განსახილველი საქმეების ოდენობაზე.“) ადგილი ექნება არა
2025, არამედ 2027 წლიდან.
საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს ცვლილებას
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის (შემსყიდველი
ორგანიზაციის საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული ერთეულის ან თანამდებობის
პირის განსაზღვრასთან დაკავშირებული დებულებები) ამოქმედების ვადასთან
დაკავშირებით. შესაბამისად, როგორც ეს მითითებულია ზემოაღნიშნულ განმარტებით
ბარათში – „2027 წლის 1 იანვრიდან შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული იქნება,
დაწესებულების სტრუქტურაში ან საშტატო ნუსხაში განსაზღვროს საჯარო შესყიდვებთან
დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილი სტრუქტურული
ერთეული ან თანამდებობის პირი (თანამშრომელი), რისთვისაც შესაძლებელია საჭირო
გახდეს შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფა.“
წარმოდგენილი კანონპროექტი აგრეთვე არ ითვალისწინებს ცვლილებას ცენტრალურ
შემსყიდველ ორგანოსთან დაკავშირებული „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს
კანონის 41-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და 55-ე მუხლის მე-4 პუნქტის ამოქმედებასთან
დაკავშირებით, შესაბამისად, როგორც ეს მითითებულია ზემოაღნიშნულ განმარტებით
ბარათში – ვინაიდან 2027 წლის 1 იანვრიდან გათვალისწინებულია ახალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის — ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნა, „საჭირო
იქნება ამ დაწესებულების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ხარჯების გამოყოფა
სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კერძოდ, აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით,
შესაბამისი საბიუჯეტო წლიდან (2027 წელი) აუცილებელი იქნება საბიუჯეტო ასიგნებების
გათვალისწინება ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცენტრალური
შემსყიდველ ორგანოსთვის. ასევე შესაბამისი საბიუჯეტო წლიდან აუცილებელი იქნება
დამატებითი საბიუჯეტო სახსრების გათვალისწინება, საოფისე ფართისა და
აღჭურვილობის შეძენის, მათ შორის, საკანცელარიო და საკომუნიკაციო ხარჯების გაწევის
მიზნით. აღნიშნული ხარჯების ოდენობა, თავის მხრივ, დამოკიდებული იქნება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე. კერძოდ, გასათვალისწინებელია საშტატო
რიცხოვნობა, დასაქმებულთა ანაზღაურება და აღნიშნული ორგანოს ფუნქციონირებასთან
დაკავშირებული სხვა ხარჯები. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საოფისე
ფართის სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე გასათვალისწინებელია ისიც,
რომ მხოლოდ პირველი წლის განმავლობაში იქნება აუცილებელი საჭირო ტექნიკისა და
საოფისე ავეჯის შესყიდვა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომდევნო წელს არ დადგა
ხსენებული საქონლის დაზიანების გამო შეცვლის/განახლების აუცილებლობა.“.
გარდა ზემოაღნიშნულია, აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ განმარტებით ბარათში
მითითებულ
გავლენებს
მდგრად
საჯარო
შესყიდვებთან
დაკავშირებით,
(„კანონპროექტით განისაზღვრება მდგრადი განვითარება, როგორც კანონის მიზანი.
ამასთან, საჯარო შესყიდვა დაეფუძნება მდგრადი განვითარების მიზნის მიღწევის
პრინციპს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში.
ამასთან, წინამდებარე პროექტის თანახმად, საჯარო შესყიდვის განხორციელებისას,
მდგრადი განვითარებისთვის იმ შესყიდვის ობიექტის (საქონლის, მომსახურების,
სამუშაოს) CPV კოდები, რომლის შესყიდვისას სავალდებულო იქნება მდგრადი
განვითარების მახასიათებლების გათვალისწინება, აგრეთვე, საჯარო შესყიდვის
კონკრეტულ პროცედურაში მდგრადი განვითარების მახასიათებლების მითითების წესი
და მეთოდოლოგია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
შესაბამისად, მდგრადი საჯარო შესყიდვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება,
საწყის ეტაპზე, სავარაუდოდ, გაზრდის ხარჯებს, თუმცა, ვინაიდან აღნიშნული მიდგომა
ეფუძნება სასიცოცხლო ციკლის დანახარჯის ცნებას, აღნიშნული ხარჯები გრძელვადიან
პირობებში შემცირდება. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის გავლენის ზუსტი
ოდენობა დამოკიდებულია ამ კრიტერიუმის გამოყენების მეთოდოლოგიასა და
კონკრეტულ CPV კოდებზე, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით.“) ადგილი ექნება არა 2025, არამედ 2027 წლიდან.
ამავდროულად, ზემოაღნიშნული განმარტებითი ბარათის თანახმად, „ელექტრონული
სისტემის მეშვეობით შესყიდვის პირობების გამოქვეყნებისთვის შემსყიდველი
ორგანიზაცია სააგენტოს ანგარიშზე იხდის გამოქვეყნების საფასურს. შესყიდვის
პირობების გამოქვეყნების საფასურის ოდენობა, გადახდისა და დაბრუნების წესი კი
განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. საფასურის ოდენობა არ შეიძლება
აღემატებოდეს 100 ლარს. დღეს მოქმედი რეგულაციის თანახმად, დოკუმენტაციის
გამოქვეყნების საფასური შეადგენს 50 და რიგ შემთხვევებში 25 ლარს. წარმოდგენილი
კანონპროექტი საფასურთან მიმართებით განსაზღვრავს ზოგად წესს, რომლის თანახმად,
საფასურის ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 100 ლარს. ამდენად, კანონპროექტს
შესაძლოა გავლენა ჰქონდეს შემსყიდველ ორგანიზაციებზე და შესაბამისად სახელმწიფო,
აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, თუმცა გავლენის ზუსტი
ოდენობა დამოკიდებულია შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული
შესყიდვის პროცედურების რაოდენობაზე, აგრეთვე სააგენტოს თავმჯდომარის მიერ
მისაღებ კანონქვემდებარე აქტზე, რომლითაც დადგინდება ზემოაღნიშნული საფასურის
ზუსტი ოდენობა.“. შესაბამისად, აღნიშნულ გავლენებსაც ადგილი ექნება არა 2025, არამედ
2027 წლიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას
არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ვინაიდან, წარმოდგენილი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტით „საჯარო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ძირითადი დებულებების
ამოქმედების თარიღად ნაცვლად 2025 წლის 1 იანვრისა, განისაზღვრება 2027 წლის 1
იანვარი, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს თანდართული
განმარტებითი
ბარათით
(https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/301924)
გათვალისწინებულ იმ გავლენებს (პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება
კანონპროექტის მოქმედება) რომლებსაც ადგილი უნდა ჰქონოდა 2025 წლიდან, გავლენა
ექნება 2027 წლიდან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს თანდართული
განმარტებითი
ბარათის
(https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/301924)
თანახმად,
„კანონპროექტით საჩივრის წარდგენის საფასური განისაზღვრება
შემდეგნაირად: საჯარო შესყიდვასთან დაკავშირებული საჩივრის შემთხვევაში საჩივრის
წარდგენის საფასური იქნება საჯარო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების, ხოლო
წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შემთხვევაში – შესყიდვის
ღირებულების 2%, მაგრამ არანაკლებ 100 და არაუმეტეს 500 ლარისა. ამასთან, საჯარო და
კერძო თანამშრომლობის პროექტთან დაკავშირებული საჩივრის შემთხვევაში, საჩივრის
წარდგენის საფასური იქნება პროექტის სავარაუდო ღირებულების 0,15%, მაგრამ
არანაკლებ 22000 და არაუმეტეს 150000 ლარისა.“. ვინაიდან, წარმოდგენილი „საჯარო
შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს
კანონის პროექტით „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღად ნაცვლად 2025
წლის 1 იანვრისა, განისაზღვრება 2027 წლის 1 იანვარი, ზემოაღნიშნული პრინციპიც,
საჩივრის წარდგენის საფასურთან დაკავშირებით, ამოქმედდება არა 2025, არამედ 2027
წლიდან.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტს
არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ)არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.