საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის ნინო წილოსანის მიერ წარმოდგენილი, საქართველოში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2023 წლის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-17
ბიუროს ნომერი 383
📜 ტექსტი
წერილი
2-12577/24
13-09-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 76-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად,
გიგზავნით
გენდერული
თანასწორობის
მუდმივმოქმედი
საპარლამენტო
ანგარიშს საქართველოში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ.
პატივისცემით,
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე,
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო
საბჭოს თავმჯდომარე
ნინო წილოსანი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
საბჭოს
ანგარიში
[Type here]
აბრევიატურები და შემოკლებები
BPfA
პეკინის დეკლარაცია და სამოქმედო პლატფორმა
GIA
გენდერული ზეგავლენის შეფასება
NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი
UNDP
გაეროს განვითარების პროგრამა
UNFPA
გაეროს მოსახლეობის ფონდი
UN Women
გაეროს ქალთა ორგანიზაცია
EU Twinning
ევროკავშირის ტვინინგის პროექტი
IFES
საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი
GREVIO
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე
მომუშავე ექსპერტთა ჯგუფი
CEDAW
ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი
DCAF
შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრი
STEM
მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა
SDG
მდგრადი განვითარების მიზნები
ICCPR
სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტი
INL
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ
ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო
EBRD
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
EaP
აღმოსავლეთ პარტნიორობა
ADB
აზიის განვითარების ბანკი
1
სარჩევი
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ანგარიში საქართველოში გენდერული
თანასწორობის მდგომარეობის შესახებ
3
1. საქართველოში გენდერული თანასწორობის დაცვის ინსტიტუტების მიმოხილვა
3
1.1 გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო
3
1.2 გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე
უწყებათაშორისი კომისია
4
1.3 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
5
1.4 მუნიციპალურ დონეზე შექმნილი გენდერული თანასწორობის საბჭოები
5
2. ძირითადი მიღწევების მოკლე მიმოხილვა
6
3.
ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები გენდერულ ჭრილში
9
4.
საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები
10
5.
გენდერული პოლიტიკის განსაზღვრა
12
6. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდაჭერა
15
7. გენდერული მეინსტრიმინგის ხელშეწყობა
16
8. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა
19
9. ცნობიერების ამაღლება სექსუალური შევიწროების შესახებ
26
10. კანონმდებლობის გენდერული ანალიზის მეთოდოლოგიის დანერგვა
28
11. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია
29
12. სახელმწიფოს გენდერული პოლიტიკის იმპლემენტაცია
31
12.1 თანასწორობის პოლიტიკის დამკვიდრება და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა
31
12.2 უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესება გენდერული თანასწორობის პოლიტიკის სისტემური
იმპლემენტაციისათვის
35
12.3 ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის გასაძლიერებლად
36
13. ქალთა ეკონომიკური გაძლიერება
44
14. ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება
51
15. გენდერული თანასწორობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
54
16. გენდერული თანასწორობა განათლებაში, კულტურასა და სპორტში
55
17. გენდერული თანასწორობა სოფლის მეურნეობასა და გარემოს დაცვაში
57
18. გენდერულად სეგრეგირებული მონაცემების შეგროვება
59
19. შეჯამება
63
2
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი
საპარლამენტო საბჭოს ანგარიში საქართველოში
გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ
წინამდებარე ანგარიში მოიცავს 2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით
პერიოდში გენდერული თანასწორობის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობას
და ქვეყანაში ამ მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან საქმიანობებს.
1. საქართველოში გენდერული თანასწორობის დაცვის ინსტიტუტების
მიმოხილვა
საქართველოში ქვეყნის გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განსაზღვრას და
განხორციელებას ხელს უწყობს შემდეგი ინსტიტუციების საქმიანობის კოორდინაცია:
●
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო;
●
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის
საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია;
●
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი;
●
მუნიციპალურ დონეზე შექმნილი გენდერული თანასწორობის საბჭოები.
1.1 გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო
გენდერულ
საკითხებზე
სისტემური
და
კოორდინირებული
მუშაობის
უზრუნველსაყოფად, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს უმაღლეს
საკანონმდებლო ორგანოში შექმნილია გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი
საპარლამენტო საბჭო.
საბჭო ხელს უწყობს შემდეგ საქმიანობებს: პარლამენტის მიერ გენდერულ სფეროში
სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; გენდერული
თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნა და განვითარება; შესაბამისი
სტრატეგიის განხილვა და დამტკიცება; გენდერული თანასწორობის საკითხებზე
საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოთა საქმიანობის
კონტროლი; ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის
შესახებ; ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება.
ამასთანავე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო სანდო,
გამჭვირვალე და კომპეტენტური ორგანოა, რომელიც წამყვან როლს ასრულებს
სახელმწიფო გენდერული პოლიტიკის დღის წესრიგის ფორმირებაში, ასევე, გენდერული
თანასწორობის კუთხით ქვეყანაში მიღწეული დადებითი ცვლილებების სწორ და
ეფექტიან კომუნიკაციაში.
3
1.2 გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში
ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის
საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა საქართველოს მთავრობის 2017
წლის 12 ივნისის №286 დადგენილებით.
კომისია საქართველოს მთავრობის მაკოორდინირებელი ორგანოა გენდერული
პოლიტიკის განსაზღვრისა და აღსრულების მიმართულებით. მისი მიზანია: ხელი
შეუწყოს საქართველოს მთავრობის მიერ გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების,
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სფეროებში ნაკისრი საერთაშორისო
ვალდებულებების შესრულებას; იმუშაოს სქესის ნიშნით სეგრეგირებულ მონაცემთა
შეგროვებისა და ანალიზის მიმართულებით; წაახალისოს გენდერული მეინსტრიმინგი
აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებსა და სექტორულ პოლიტიკაში. სხვა
ამოცანებთან ერთად, უწყებათაშორისი კომისია უძღვება სამოქმედო გეგმების შემუშავებას
გაეროს დოკუმენტების განსახორციელებლად, რომლებიც შეეხება გენდერულ
თანასწორობას.
უწყებათაშორის კომისიას თავმჯდომარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის
მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში.
მნიშვნელოვანია, რომ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო
აქტიურად თანამშრომლობს უწყებათაშორის კომისიასთან, კერძოდ, რეგულარულად
ერთვება სხდომებში. აღნიშნულის ნათელი მაგალითია 2023 წლის 25 ივლისს გამართული
სხდომა, რომელსაც უწყებათაშორისი კომისიის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ
არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. კომისიის სხდომაზე განიხილეს:
●
●
●
●
გენდერული
თანასწორობის
მუდმივმოქმედი
საპარლამენტო
საბჭოს
რეკომენდაციები საქართველოს სამინისტროების ძირითად მიმართულებებთან
(2024-2027) დაკავშირებით;
გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის
დასკვნითი მოსაზრებები საქართველოს მე-6 პერიოდულ ანგარიშთან
დაკავშირებით;
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ
ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის - გრევიოს მიერ გაცემული
რეკომენდაციები;
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის,
მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების
პროცედურების (რეფერალური მექანიზმების) პროექტი.
ამასთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის
თანახმად1, ამავე სხდომაზე დაიგეგმა საქართველოს მე-6 პერიოდულ ანგარიშთან
დაკავშირებით გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის
კომიტეტის დასკვნითი მოსაზრებების იმპლემენტაციისთვის საჭირო საქმიანობა.
გარდა ამისა, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში
ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომის ფარგლებში,
გადაწყდა ორი თემატური სამუშაო ჯგუფის შექმნა: საერთაშორისო ორგანიზაციების
რეკომენდაციების შესრულების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფისა და ქალთა მიმართ
ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის სამუშაო ჯგუფის ფორმირება. პირველი
სამუშაო ჯგუფი მიზნად ისახავს CEDAW-ს და GREVIO-ს რეკომენდაციების განხილვას,
1
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის N GOV 9 24 00021545 წერილი
4
მათ შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების დაგეგმვას და შესრულების პროგრესის
შესახებ ინფორმაციის გაცვლას, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფი მუშაობს ქალთა მიმართ
ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის ერთიან სამოქმედო გეგმაზე. მოცემული
გეგმის შემუშავების ვალდებულება გათვალისწინებულია ქალთა მიმართ ძალადობისა და
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 2022-2024 სამოქმედო გეგმით. აღსანიშნავია,
რომ ორივე სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან როგორც სახელმწიფო უწყებების
წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო
ორგანიზაციები. 2023 წლის სექტემბერში ჩატარდა საერთაშორისო ორგანიზაციების
რეკომენდაციების შესრულების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა,
რომელზეც განხილული იქნა CEDAW-ს რეკომენდაციები, რომელთა შესრულების შესახებ
ინფორმაცია საქართველომ უნდა წარადგინოს 2025 წლის 2 მარტამდე.2
1.3 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
საქართველოს სახალხო დამცველი კონსტიტუციური ინსტიტუტია, რომელიც
ზედამხედველობს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას საქართველოს
ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში. იგი ავლენს ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებებისა და
თავისუფლებების აღდგენას.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტი 2013 წელს
შეიქმნა. მისი მიზანია: ზედამხედველობა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა
დაცვაზე გენდერული თანასწორობის კუთხით; სახალხო დამცველის რეგულარულ
უფლებადაცვით საქმიანობაში გენდერული თანასწორობის საკითხთა ინტეგრირების
ხელშეწყობა; საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება საქართველოში გენდერული
თანასწორობის გასაძლიერებლად.
ზემოხსენებული ინსტიტუტების ერთობლივი საქმიანობა განაპირობებს გენდერული
თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერებასა და გატარებას საქართველოში. ამ მხრივ,
მდგრადი სისტემური თანამშრომლობა და კოორდინაცია სახელმწიფო გენდერული
პოლიტიკის წარმატებით განხორციელების წინაპირობაა. მნიშვნელოვანია საერთაშორისო
და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების როლიც,
რომელთა ჩართულობა ცალსახად უწყობს ხელს კონსტიტუციით გამყარებული
თანასწორობის დამკვიდრებას და მდგრადობას სძენს მიღწეულ შედეგს.
1.4 მუნიციპალურ დონეზე შექმნილი გენდერული თანასწორობის საბჭოები
მუნიციპალურ დონეზე შექმნილი გენდერული თანასწორობის საბჭოები მნიშვნელოვან
როლს ასრულებენ ქვეყანაში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფაში. მათ
მოვალეობაში შედის როგორც ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო გენდერული
პოლიტიკის გატარება, დისკრიმინაციის იდენტიფიცირება და აღმოფხვრა, აგრეთვე
მოსახლეობის გენდერულ თანასწორობასთან ასოცირებული სხვა საჭიროებების
გამოვლენა და კეთილდღეობის ხელშეწყობა.
აღსანიშნავია, რომ გენდერული პოლიტიკის ლოკალიზება საქართველოში ჯერ კიდევ 2013
წლიდან დაიწყო - ამ კუთხით ქვეყანამ საინტერესო გზა განვლო, კერძოდ:
2
იქვე
5
●
●
●
2013 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროში, აგრეთვე 49 მუნიციპალიტეტში დაინიშნნენ გენდერის მრჩევლები;
2016 წელს ცვლილებები შევიდა გენდერული თანასწორობის შესახებ კანონის3 მე-13
მუხლსა და თვითმმართველობის კოდექსის4 24-ე მუხლში, რამაც საფუძველი
ჩაუყარა ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნას.
2018-2019 წლებში ადგილობრივ, რეგიონულ და ცენტრალურ დონეზე
კოორდინაციის მექანიზმის გაუმჯობესებისთვის დამტკიცდა გენდერული
თანასწორობის
ლოკალიზაციის
კონცეფცია
და
საქართველოს
64-ვე
მუნიციპალიტეტში შეიქმნა მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოები,
ხოლო
აღმასრულებელ
შტოში
გამოიყო
გენდერულ
თანასწორობაზე
პასუხისმგებელი პირები.
საბჭოების გაძლიერებისა და შესაძლებლობების ზრდის მიზნით პარლამენტის
გენდერული თანასწორობის საბჭო, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები
აქტიურად მუშაობენ თითოეულ მუნიციპალიტეტში. მეტიც, გენდერული თანასწორობის
მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში შეიქმნა ურთიერთთანამშრომლობის
ცალკემდგომი სამოქმედო გეგმა და თანამშრომლობის ონლაინ პლატფორმა, რომელიც
კომუნიკაციის მოქნილ მეთოდს წარმოადგენს.
2. ძირითადი მიღწევების მოკლე მიმოხილვა
საანგარიშო პერიოდში საქართველოში გენდერული თანასწორობის გაძლიერების
მიმართულებით განსაკუთრებულად აღსანიშნავია შემდეგი ღონისძიებები:
●
ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელების მიზნით,
2022 წლის 5 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ მოიწონა, ხოლო 2023 წლის 23
მარტს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის
რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია5 (2022-2030), რომელიც გამომდინარეობს
პირველი ეროვნული სტრატეგიიდან (2014-2020 წწ.) და წარმოადგენს მის ლოგიკურ
გაგრძელებას; ეროვნული სტრატეგიის მიზანია საქართველოში ადამიანის
უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სისტემური გარანტიების შემდგომი
განმტკიცება. დოკუმენტი ასახავს საქართველოს ეროვნულ საჭიროებებსა და
არსებულ გამოწვევებს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით; სტრატეგია
ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო, მათ შორის ‒
ევროპული სამართლებრივი დოკუმენტებიდან გამომდინარე ვალდებულებებს
(როგორც ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შემდგომი გაუმჯობესების
მიმართულების
განმსაზღვრელი
შესაძლებლობების
ერთობლიობას)
და
თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან.
●
ზემოაღნიშნული სტრატეგიის შესრულების მიზნით, საქართველოს მთავრობამ,
2023 წლის დეკემბერში, დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026
საქართველოს კანონი “გენდერული თანასწორობის შესახებ” https://matsne.gov.ge/ka/document/view/91624?publication=10
4 საქართველოს ორგანული კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობის კოედქსი” https://matsne.gov.ge/ka/document/view/2244429?publication=73
5 საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის https://myrights.gov.ge/uploads/files/docs/3906%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1
%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91
%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%98%E1%83%
A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%
83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90.pdf
3
6
წლების სამოქმედო გეგმა.6 უნდა აღინიშნოს, რომ სამოქმედო გეგმაში ცალკე თავი
ეძღვნება გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის
წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საკითხებს. აღნიშნული თავის აქტივობები
ორიენტირებულია სისტემური და ინსტიტუციური მექანიზმების გაუმჯობესებაზე
თანაბარი შესაძლებლობებისა და არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად
და ქალთა და გოგოების გაძლიერებაზე; ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ
სამოქმედო გეგმის აქტივობების ჩამოყალიბებისას მხედველობაში იქნა მიღებული
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფცია და სხვა თემატური პოლიტიკის
დოკუმენტები.7
●
Un Women-ის მხარდაჭერით 2023 წელის 1 ივლისს ძალაში შევიდა თავშესაფრით
სარგებლობისთვის ე.წ „მსხვერპლის სტატუსის“ არსებობის წინაპირობის გაუქმება,
რითაც გამარტივდა ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფო თავშესაფრით
სარგებლობის შესაძლებლობა.8 აღნიშნულმა საკანონმდებლო ცვლილებამ
გამოიწვია შესაბამისი ცვლილებები შემდეგ საკანონმდებლო აქტებში:
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის,
ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს
კანონში“;
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“;
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში;
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში;
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში.
●
2023 წლის 23 მარტს პარლამენტმა ინტერპარტიულ ფორმაში დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი ქალთა ეკონომიკური
გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია“.9 იგი წარმოადგენს რეგიონში პირველ
ერთიან დოკუმენტს, რომელიც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ეძღვნება და
მიზნად ისახავს საქართველოში არსებული სპეციფიკური გენდერული
თანასწორობის
გამოწვევების
გათვალისწინებით,
ქალთა
ეკონომიკური
გაძლიერების ჩარჩოს ჩამოყალიბებას; ითვალისწინებს ინტერვენციებს როგორც
ინდივიდუალურ, ისე საზოგადოებრივ დონეზე.
●
UN Women-ის მხარდაჭერით 2023 წლის თებერვალში მოხდა 2021 წელს შექმნილი
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თანასწორობის თაობის
ფორუმის დროს აღებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობის
ჯგუფის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის მონიტორინგი. აღნიშნული
პროცესი უწყვეტად გრძელდება.
საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმა https://myrights.gov.ge/uploads/files/docs/6965%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1
%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91
%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%
98%E1%83%A1%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%94%E1%
83%93%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%902024-2026.pdf
7
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის N GOV 9 24 00021545 წერილი
8 საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე - https://info.parliament.ge/#lawdrafting/23672
9 ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია https://matsne.gov.ge/ka/document/view/5755428?publication=0
6
7
●
2023 წლიდან პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ აქტიურად დაიწყო
თანამშრომლობა ახალგაზრდებთან გენდერული თანასწორობის საკითხებში მათი
ცნობიერების ამაღლებისა და განვითარების მიზნით. მოსწავლეებთან და
სტუდენტებთან რეგულარული საინფორმაციო შეხვედრების გარდა, საქართველოს
პარლამენტმა დაიწყო 2 მასშტაბური პროექტის განხორციელება, კერძოდ, 2023
წლის აპრილიდან გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის
ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მხარდაჭერით, გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების
კამპანია დაიწყო. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, საბჭო ყოველკვირეულად
პარლამენტში მასპინძლობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელ
სკოლას: მოსწავლეებს უტარდებათ საინფორმაციო ექსკურსია პარლამენტარიზმის
შესახებ, რის შემდეგაც ისინი ხვდებიან გენდერული თანასწორობის საბჭოს
წევრებს; ეცნობიან საბჭოს საქმიანობას, გენდერული თანასწორობის არსსა და
მნიშვნელობას და დისკუსიის რეჟიმში განიხილავენ მათთვის საინტერესო
საკითხებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2023 წლის განმავლობაში საბჭომ
უკვე 20-მდე სკოლას უმასპინძლა; ამასთან, ახალგაზრდებთან გენდერული
თანასწორობის ადვოკატირების ფარგლებში საბჭოს თავმჯდომარე და წევრები
რეგულარულად ხვდებოდნენ საქართველოს სტუდენტებს, რის ფარგლებშიც
საბჭომ 10-მდე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსა თუ მკვლევრებს
უმასპინძლა.
●
2023 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და გრძელდება მუშაობა მარტოხელა
მშობლის სტატუსის გაფართოებასთან დაკავშირებით.
●
საანგარიშო პერიოდში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ინვესტორთა საბჭოს
მხარდაჭერით, ასევე - სავაჭრო პალატის აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა
მუშაობა ქალების მფლობელობაში არსებული ბიზნესის სერტიფიცირების
თაობაზე.
●
საანგარიშო პერიოდში ,,საჯარო შესყიდვების შესახებ” კანონით თანასწორობის
კუთხით პოზიტიური ცვლილებები განისაზღვრა. კანონში აისახა მდგრადი
განვითარების პრინციპი, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოს
დაცვის ასპექტებს. ამასთან, კანონში გაჩნდა ჩანაწერი შემსყიდველი
ორგანიზაციების დისკრეციული უფლებამოსილების შესახებ, საჯარო შესყიდვის
პროცედურები გამოაცხადონ ისეთი ეკონომიკური ოპერატორებისთვის, რომელთა
მთავარი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ან სხვა მოწყვლადი
ჯგუფის წევრთა, მათ შორის, ნაკლებად წარმოდგენილი სქესის სოციალური და
პროფესიული ინტეგრაცია.10
●
2023 წლის თებერვალში გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის
კომიტეტმა განიხილა „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის
აღმოფხვრის", საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად, საქართველოს მიერ
წარდგენილი სახელმწიფო ანგარიში, რომელიც საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციის კოორდინაციით მომზადდა. საქართველოს დელეგაციამ,
რომელიც აერთიანებდა სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს, კომიტეტს
მიაწოდა ინფორმაცია კონვენციის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით დასმულ
კითხვებზე, რომელიც მოიცავდა საკითხთა ფართო სპექტრს. აღსანიშნავია, რომ
საქართველოს კანონი “საჯარო შესყიდვების შესახებ”, მუხლი 35
https://matsne.gov.ge/ka/document/view/5714621?publication=3
10
8
ალტერნატიული ანგარიშები წარდგენილ იქნა საქართველოს სახალხო დამცველისა
და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.11
●
2023 წლის ივნისში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველოევროკავშირის ყოველწლიური დიალოგის რიგით მე-16 შეხვედრა გაიმართა.
მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის
კუთხით არსებულ ვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე.
დიალოგის ფარგლებში, ასევე, განხილული იქნა გენდერულ თანასწორობასთან
დაკავშირებული საკითხები.12
●
საქართველოს იუსტიციის იუსტიციის სამინისტრო 2023 წლის განმავლობაში
მუშაობდა ხანდაზმულ პირთა უფლებების საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნაზე.
შედეგად, მომზადდა „ხანდაზმულ პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტის პირველადი რედაქცია. კანონპროექტი მიზნად ისახავს
ხანდაზმულ პირთა უფლებების, სოციალური გარანტიების, საზოგადოებრივ
ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის საფუძვლებისა და ადმინისტრაციული
ორგანოებისთვის სახელმძღვანელო პრინციპების ერთიან სამართლებრივ
სივრცეში მოქცევასა და განმტკიცებას.13 აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო
ინიციატივის ერთ-ერთი მიზანი ხანდაზმულ ქალთა საჭიროებების გენდერულად
მგრძნობიარე პროგრამებში გათვალისწინებაა.
●
საანგარიშო
პერიოდში
საქართველოს
განათლების,
მეცნიერებისა
და
ახალგაზრდობის სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენდა ქალებისა და
გოგოების STEM მიმართულებით გაძლიერება. აზიის განვითარების ბანკის
„თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების“ პროგრამის
ფარგლებში შემუშავდა 2022-2026 წლების გენდერის სამოქმედო გეგმა, რომელიც
მიზნად ისახავს პროფესიულ განათლებაში ქალებისა და გოგოების მონაწილეობის
გაზრდისა და სტერეოტიპებისგან თავისუფალი პროფესიული არჩევანის
შესაძლებლობების ხელშეწყობას. 2023 წლის განმავლობაში აქტიურად
მიმდინარეობდა დასახული ამოცანების შესრულება.14
3. ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები გენდერულ
ჭრილში 15
2023 წლის მონაცემებით, საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 3 736.400 ადამიანს
შეადგენს. აქედან 1 942.500 ქალია, ხოლო 1 793.800 - კაცი. შესაბამისად, მოსახლეობის
პროცენტული მაჩვენებლები გენდერულ ჭრილში შემდეგნაირად ნაწილდება: ქალი - 52%,
კაცი - 48%.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 40
214 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 21 010 ბიჭი და 19 204 გოგოა. ცოცხლად დაბადებულთა
აღნიშნული ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 1.7-ს, ხოლო 2022 წლის მაჩვენებელი კი 1.82-ს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის N GOV 9 24 00021545 წერილი
იქვე
13 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს № 8936 წერილი
14 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს N MES 4 24 0000960846
წერილი
15 მონაცემები გამოყენებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ეროვნული სამსახურის ვებგვერდიდან - https://gender.geostat.ge/gender/index.php
11
12
9
2023 წელს ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 29
წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი წინა წელთან შედარებით 11%ით შემცირდა; 30-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 2%-ით შემცირდა; 40-49
წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი კი 35%-ით გაიზარდა.
2023 წელს საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა
ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და 2542 ერთეულით
განისაზღვრა. 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 13%-ით
შემცირდა და 42 756 ერთეული შეადგინა.
საქსტატის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების კვლევის თანახმად, 2023 წელს
რეგისტრირებულია 22 275 ქორწინება, რაც 14 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის
მაჩვენებელთან შედარებით. ქორწინების საშუალო ასაკი 2023 წლისთვის ქალებისთვის
შეადგენს 31.9 წელს, ხოლო კაცებისთვის 34.4 წელს. ამასთან, 2023 წელს რეგისტრირებულ
განქორწინებათა რაოდენობამ 8757 ერთეული შეადგინა, რაც 9 პროცენტით ნაკლებია წინა
წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
გლობალური გენდერული სხვაობის შესახებ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2023 წლის
ანგარიშის თანახმად, საქართველოს გენდერული სხვაობის გლობალური ინდექსი 0.708
ქულას შეადგენს და 146 ქვეყანას შორის 76-ე ადგილს იკავებს.
4. საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები
საქართველოს კონსტიტუციასა და ეროვნულ კანონმდებლობასთან ერთად, გენდერული
თანასწორობის ჩარჩო საქართველოში ეყრდნობა საერთაშორისო ინსტრუმენტებსაც.
გენდერული თანასწორობის ინსტიტუციურ დონეზე გასაძლიერებლად, საქართველომ
ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რაც დადებითად ფასდება
საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც. კერძოდ, რეგულარულად უმჯობესდება
გენდერული თანასწორობის ეროვნული ინსტიტუციური მექანიზმები ქვეყანაში, ასევე,
ხორციელდება პერიოდული სამოქმედო გეგმები, რომლებიც შეეხება გენდერულ
თანასწორობას, ქალთა მიმართ ძალადობას, ასევე, ქალებზე, მშვიდობასა და
უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს N1325 (UNRS1325) რეზოლუციის საკითხებს.
გენდერული თანასწორობის გაძლიერების კუთხით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო
ინსტრუმენტებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
●
●
●
●
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები (SDG’s);
პეკინის დეკლარაცია და სამოქმედო პლატფორმა (BPfA);
გაეროს კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის
შესახებ (CEDAW);
ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის
პრევენციისა და აღკვეთის შესახებ (სტამბოლის კონვენცია).
საქართველომ CEDAW კომიტეტში ბოლო ანგარიში 2023 წელს წარადგინა, ხოლო ამავე
წლის მარტის თვეში კომიტეტის შეფასებასთან ერთად ქვეყანამ მიიღო რეკომენდაციები
ქვეყანაში გენდერული თანასწორობის გაძლიერების მიზნით საკანონმდებლო და
ინსტიტუციურ დონეზე გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. საქართველოს მიერ
CEDAW კომიტეტში წარდგენილმა ანგარიშმა პოზიტიური შეფასება დაიმსახურა. CEDAW
კომიტეტის რეკომენდაციები ეტაპობრივად იქნა გათვალისწინებული, რაც გამოხატული
იქნა როგორც საკანონმდებლო დონეზე მყარი სამართლებრივი ბერკეტების
ჩამოყალიბებაში, ასევე ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებაში.
10
საანგარიშო პერიოდში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო
აქტიურად მუშაობდა როგორც ეროვნულ, აგრეთვე საერთაშორისო დონეზე ნაკისრი
ვალდებულებებისა
და
სამოქმედო
გეგმით
გათვალისწინებული
ამოცანების
შესრულებაზე. ევროკომისიის მე-9 რეკომენდაციის შესრულება და მონიტორინგი ის
გარდამტეხი მომენტია, რომლის აღნიშვნის გარეშეც წარმოუდგენელია საქართველოს
უახლესი ისტორიის განხილვა. ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისს გადაწყვეტილებით
საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად 12 პრიორიტეტის
შესრულება დაევალა. გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო
და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის
კომიტეტი
განისაზღვრა
საქართველოს
მიმართ
გაცემული
რეკომენდაციებიდან, კონკრეტულად, მე-9 რეკომენდაციის აღსრულებაზე პასუხისმგებელ
ორგანოებად. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დასახელებული რეკომენდაცია საქართველოს
პარლამენტმა სრულიად შეასრულა. შედეგად კი ამავე წლის 8 ნოემბერს მოხდა
ისტორიული გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის მხრიდან, რაც გულისხმობს
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის დადებით შეფასებას.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2023 წლის ივნისში ოლივერ ვარჰეიმ, ევროკომისარმა
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, გაასაჯაროვა ევროკავშირის წევრი
ქვეყნების ელჩებისთვის წარდგენილი ზეპირი მოხსენება, რომელშიც საქართველოს მიერ
12 რეკომენდაციის შესრულებას აფასებდა; მისი განცხადებით, საქართველომ სრულად
შეასრულა სამი რეკომენდაცია, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ მე-9 რეკომენდაციაა
(გენდერული თანასწორობის შესახებ).
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელს პარიზში გამართულ თანასწორობის თაობის ფორუმს
საქართველოც შეუერთდა. აღნიშნული ფორუმის მიზანს წარმოადგენდა ჩართული
ქვეყნების მხრიდან კონკრეტული ვალდებულებების გაჟღერება გენდერული
თანასწორობის პროგრესის მისაღწევად, რის ფარგლებშიც ქვეყანამ აიღო ვალდებულებები
2 მიმართულებით: გენდერული ნიშნით ძალადობა; ტექნოლოგიები და ინოვაციები
გენდერული თანასწორობისთვის. 2022 წლის განმავლობაში აღნიშნულმა ჯგუფმა
შეიმუშავა თანასწორობის თაობის 2022-2026 წლებში საქართველოს მიერ ორი თემატური
მოქმედებათა კოალიციის (გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრისა და ინოვაცია და
10
ტექნოლოგიები გენდერული თანასწორობისთვის) ფარგლებში აღებული
ვალდებულებების განხორციელების მონიტორინგის მექანიზმი. ამ მიზნით 2023 წლის
თებერვალში მოხდა 2021 წელს შექმნილი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების
მიმართულებით თანასწორობის თაობის ფორუმის დროს აღებული ვალდებულებების
შესრულების ზედამხედველობის ჯგუფის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის
მონიტორინგი. აღნიშნული პროცესი უწყვეტად გრძელდება.
საანგარიშო პერიოდში გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ
თანასწორობის თაობის ფორუმის შუალედური შეფასების ღონისძიებაში მიიღო
მონაწილეობა, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ნიუ იორკში, გაეროს სათავო
ოფისში უმასპინძლა. კონფერენცია მიზნად ისახავდა ყურადღება და ინვესტიციები
მიემართა გენდერული თანასწორობისკენ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დისკუსია
გაიმართა SDG მიზნების შესრულებაზე, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული
გენდერული თანასწორობის გაძლიერებაზე. ღონისძიებაზე გამოიყო რამდენიმე
პრიორიტეტული მიმართულება, კერძოდ, ციფრული ძალადობის აღმოფხვრა, რაც უნდა
განხორციელდეს ერთობლივად, მათ შორის, კაცებისა და ბიჭების აქტიური
მხარდაჭერითაც.
რაც შეეხება უწყებების მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების იმპლემენტაციის
მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ
11
წარმატებით განახორციელა 2023 წელს ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს
უშიშროების საბჭოს რეზოლუციების ეროვნული სამოქმედო გეგმით ნაკისრი
ვალდებულებები.16
აღნიშნული მიმართულებით საყურადღებოა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ,
გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად გადადგმული ნაბიჯები. ცნობიერების
ამაღლებისა და პროფესიული განვითარების აქტივობები პასუხობს სამოქალაქო და
პოლიტიკურ უფლებათა პაქტის (ICCPR) ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნით
მოსაზრებებს საქართველოს მეხუთე პერიოდული ანგარიშის თაობაზე, სადაც კომიტეტი
მოუწოდებს მხარე სახელმწიფოს, გააგრძელოს ცნობიერების ამაღლება ოჯახში და
საზოგადოებაში არსებულ გენდერულ სტერეოტიპებთან ბრძოლის მიზნით. ამასთან,
მტკიცებულებებზე
დაფუძნებული
გადაწყვეტილების
მიღების
პრაქტიკის
ჩამოყალიბებისათვის
სრულყოფილი
და
სანდო
მონაცემების
წარმოების
უზრუნველსაყოფად, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მონაცემთა დამუშავების სისტემის
გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯები ხელს უწყობს მდგრადი განვითარების
მიზნების (SDGs) შესრულების პროგრესის გაზომვას. კერძოდ, საჯარო სამსახურის ბიურო
არის მონაცემთა წყარო SDG-ის მე-5 მიზნისთვის და წარადგენს სტატისტიკურ მონაცემებს
საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების შესახებ.17
5. გენდერული პოლიტიკის განსაზღვრა
სამთავრობო დონეზე ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე
სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაში, გარდა მოქმედი საკანონმდებლო აქტებისა,
მნიშვნელოვან როლს ასრულებს პოლიტიკის დოკუმენტები, როგორებიცაა ადამიანის
უფლებების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმები. აღნიშნული დოკუმენტები
ხელს უწყობს პოლიტიკის დაგეგმვას, პრიორიტეტების განსაზღვრას, აღსრულების
კოორდინაციას, მიღებული შედეგების შეფასებასა და ახალი მიდგომების დანერგვას.
2023 წლის იანვრიდან გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო
საბჭომ აქტიურად განაგრძო მუშაობა საბჭოს 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმით
გათვალისწინებულ საკითხებზე. საანგარიშო პერიოდში საბჭო აქტიურად მუშაობდა
როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებებისა და
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში მოხდა აღნიშნული სამოქმედო გეგმის
გადახედვა და მასში შესაბამისი ცვლილებების შეტანა მულტისექტრორულ ფორმატში,
საბჭოს წევრებთან, მხარდამჭერ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან
ერთად.
რაც შეეხება აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე გაწეულ სამუშაოებს გენდერული
პოლიტიკის განსაზღვრისას, აუცილებელია, რომ აღინიშნოს რამდენიმე მათგანი:
საყურადღებოა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 29 დეკემბრის
№1/545 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ადამიანური რესურსების მართვის 2024-2027 წლების სტრატეგია და საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის 2024 - 2025 წლების სამოქმედო
გეგმა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს გენდერულ ჭრილში
მნიშვნელოვან სიტუაციურ ანალიზს, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის
16
17
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს N MOD 2 24 00989484 წერილი
საჯარო სამსახურის ბიუროს წერილი № გ511
12
კუთხით სამინისტროს მიერ აღებულ ვალდებულებებსა
შესრულებისკენ მიმართულ სტრატეგიულ მიზნებს.18
და
მათი
ეტაპობრივი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის 24 ნოემბერს დაამტკიცა
გენდერული თანასწორობის 2022-2025 წლების სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს
სამინისტროს სისტემაში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გატარებას და
ინტეგრირების ხელშეწყობას, ქალისა და კაცის თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა
და შესაძლებლობების რეალიზაციისათვის სათანადო პირობების შექმნას, ასევე,
დისკრიმინაციის ყველა ფორმის პრევენციას და აღმოფხვრას, გენდერული ძალადობის
ყველა
ფორმის
წინააღმდეგ
ბრძოლას.
აღნიშნული
სამოქმედო
გეგმით
გათვალისწინებული აქტივობების შესრულება 2023 წელსაც აქტიურად მიმდინარეობდა.19
აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ საჯარო სამსახურის ბიურომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით, შეიმუშავა საჯარო სამსახურის ბიუროს გენდერული თანასწორობის
სტრატეგია 2022-2027 და შესაბამისი სამოქმედო გეგმა 2022-2024 წლებისთვის. სტრატეგიის
მიზანია გენდერულად მგრძნობიარე საჯარო სამსახურის სისტემის (კანონმდებლობა,
პოლიტიკა, პროგრამები) ჩამოყალიბება, რომელიც შესაძლებელს ხდის ქალების სრულ და
ეფექტიან მონაწილეობასა და ლიდერობას საჯარო სამსახურში. საჯარო სამსახურის
ბიუროს მიერ საანგარიშო პერიოდში გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული
აქტივობები, სწორედ აღნიშნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით
განახორციელა.
ამასთან, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს
მხარდაჭერით, საჯარო სამსახურის ბიურომ შეიმუშავა და დაამტკიცა ოჯახში ძალადობის
მსხვერპლთა დაცვის სახელმძღვანელო ინსტრუქცია. ამგვარად, ბიურომ შექმნა
პრეცედენტი და საქართველოში პირველი დამსაქმებელია, რომელმაც აღნიშნული
მექანიზმი დანერგა. სახელმძღვანელო ინსტრუქცია მიზნად ისახავს, შექმნას
შიდაუწყებრივი მექანიზმი სამუშაო ადგილზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისა და
ძალადობაგამოვლილთა მხარდასაჭერად. სახელმძღვანელო ინსტრუქცია ითვალისწინებს
რეაგირების
მექანიზმებს,
მსხვერპლებისა
და
ძალადობაგამოვლილთათვის
უსაფრთხოების გეგმების შემუშავებას და პრევენციული ღონისძიებების გატარებას.20
აღსანიშნავია საქართველოს ფინანსთა სამინისტროში 2023 წელს გენდერული
თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით გენდერული პოლიტიკის განსაზღვრის
ნაწილში განხორციელებული აქტივობებიც:21
2022 წელს დაინერგა ახალი „პოლიტიკის კლასიფიკატორი“, რომლის ინტეგრირება მოხდა
2023 წელს ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget), რის საფუძველზეც
მხარჯავ დაწესებულებებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი პროგრამები/ქვეპროგრამები
დაუკავშირონ შესაბამის „პოლიტიკის კლასიფიკატორს“ როგორიცაა:
●
●
●
●
●
●
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები (SDG);
გენდერულ თანასწორობა;
კლიმატის ცვლილება (ადაპტაცია, შერბილება);
სექტორული სტრატეგიები;
მწვანე ბიუჯეტირება;
ადამიანური კაპიტალის მიზნები და სხვა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს N MIA 8 24 02649916 წერილი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს N 01/25244 წერილი
20 საჯარო სამსახურის ბიუროს წერილი № გ511
21 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს N 08-03/60782 წერილი
18
19
13
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2023 წლის განმავლობაში აქტიურად
მიმდინარეობდა მუშაობა პილოტ სამინისტროებთან (საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო) გენდერულ
თანასწორობასთან დაკავშირებული პროგრამების იდენტიფიცირების მიზნით, ბიუჯეტის
მართვის ელექტრონული სისტემის (E-Budget) მეშვეობით. ამასთან, საჯარო ფინანსების
მართვის რეფორმის 2023-2026 წლების სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილია, ბიუჯეტის
მართვის ელექტრონული სისტემის (E-Budget) ფუნქციონალის გაუმჯობესება რათა
მომზადდეს ინფორმაცია საშუალოვადიან პერიოდში პოლიტიკის კლასიფიკატორების,
მათ შორის გენდერული თანასწორობის ფისკალური გავლენის შესახებ.
საყურადღებოა ისიც, რომ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030წწ.
სტრატეგიის 2023 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის
მიერ სტრატეგიული პრიორიტეტების, და სამოქმედო გეგმების თითოეული ამოცანის
ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ეთნიკური უმცირესობების
წარმომადგენელი ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებაზე. გამართული
შეხვედრებისა და კონსულტაციების შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზის
საფუძველზე, ყველა შესაბამისი ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორის აქტიური
მონაწილეობით მომზადდა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო
სტრატეგიის 2023-2024 წწ. სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2023
წლის 3 აპრილს N646-ე განკარგულებით დაამტკიცა. ზემოხსენებულ პროცესებში
მნიშვნელოვანი როლი ეკისრებოდა ქალთა ჩართულობას გეგმის შემუშავების სხვადასხვა
ეტაპზე.22
რაც შეეხება მომზადებულ ან/და დამტკიცებულ პოლიტიკის დოკუმენტებს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მისი საქმიანობის უმთავრეს
სამოქმედო გეგმას წარმოადგენს „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №517
დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განვითარების სტრატეგიის ფარგლებში
ყოველწლიურად შემუშავებული სამოქმედო გეგმა. ასევე, რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს გააჩნია „დეცენტრალიზაციის 2020-2025 წლების
სტრატეგია“ და „დეცენტრალიზაციის 2020-2025 წლების სტრატეგიის განხორციელების
2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის
2024 წლის 6 ივნისის №186 დადგენილებით. აღსანიშნავია, რომ რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საქართველოს მთავრობას
დასამტკიცებლად წარუდგინა „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების
2024-2030 წლების სტრატეგია“ და „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების
განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგის განხორციელების 2024-2026 წლების
სამოქმედო გეგმა.“ ყველა ზემოთ აღნიშნულ სტრატეგიებში და სამოქმედო გეგმებში
გათვალისწინებულია გენდერული თანასწორობის პრინციპები.23
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის N
1395 წერილი
23 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს N MRDI N 01/1744
წერილი
22
14
6. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდაჭერა
საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ქალთა თანაბარი პოლიტიკური
მონაწილეობა ბუნებრივი, თვითდინების გზით ძალიან ძნელად მიიღწევა და ამას ათეული
წლები სჭირდება, რისი შესაძლებლობაც დღეს არცერთ სახელმწიფოს და, მათ შორის,
საქართველოსაც არ გააჩნია. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ყოფილი აღმასრულებელი
დირექტორის (Phumzile Mlambo-Ngcuka) განცხადების მიხედვით, დღევანდელი
ცვლილებების ტემპითაც კი პოლიტიკის სფეროში გენდერული თანასწორობის
მისაღწევად მსოფლიოს დაახლოებით 50 წელი კიდევ დასჭირდება, ამიტომ საჭიროა ისეთი
მეთოდების აქტიურად გამოყენება, როგორიც გენდერული კვოტირებაა. მაგალითად,
ბელგიის პარლამენტში გენდერული კვოტების დანერგვის შედეგად ქალთა
წარმომადგენლობა 1999 წელს 16%-იდან 25%-მდე გაიზარდა, ხოლო 2007 წელს ამ რიცხვმა
38%-ს მიაღწია.24
2023 წლის თებერვალში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის უზრუნველყოფის
მიზნით, კვოტირების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის ადგილმონაცვლეობის
წესი, ე.წ „ჩამკეტი მექანიზმი“ განისაზღვრა. კერძოდ, საქართველოს ორგანულ კანონში
„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, საქართველოს
პარლამენტს გამოკლებული ქალი წევრი დადგენილ ვადაში უნდა ჩანაცვლდეს იმავე
პარტიის სიაში შეყვანილი მომდევნო ქალი კანდიდატით, ხოლო კაცის შემთხვევაში მისი
ჩანაცვლება არა ავტომატურად სიის მომდევნო წევრი კაცით, არამედ სიის მომდევო
წევრით უნდა მოხდეს, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ სიის მომდევნო წევრი იყოს
ქალი დეპუტატი.25
2023 წლის მდგომარეობით ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობა ასე გამოიყურება:
●
●
●
უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში - 27 ქალი, რაც დეპუტატთა მთლიანი
შემადგენლობის 19,4% პროცენტია;
აღმასრულებელ ხელისუფლებაში - 2 ქალი, რაც მინისტრთა მთლიანი
შემადგენლობის 16,6% პროცენტია; მინისტრის მოადგილეთა შორის – 23.5
პროცენტი ფიქსირდება (სულ მინისტრის მოადგილე 12 ქალი);
მერი - 3 ქალი, რაც მერთა მთლიანი შემადგენლობის 4.6% პროცენტია.
საანგარიშო პერიოდში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო
საბჭომ არაერთი ღონისძიება დაგეგმა და განახორციელა ქალთა პოლიტიკური
მონაწილეობის მხარდამჭერი საკანონმდებლო ცვლილებების ხელშესაწყობად. მათ შორის
იყო როგორც საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები, ასევე
პარლამენტის შიგნით დაგეგმილი კონსულტაციები.
ეუთოსთან მიმდინარე თანამშრომლობის ფარგლებში, 2023 წლის ნოემბერში დაიგეგმა
საქართველოში პირველი ახალგაზრდა პოლიტიკოს ქალთა 5 დღიანი აკადემია, რომელიც
განკუთვნილია ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წევრი ქალებისთვის და მათი, როგორც
პოლიტიკის აქტორების, გაძლიერებას ისახავს მიზნად. მსგავსი აკადემია პირველად
ეუთომ 2021 წლის დეკემბერში, სტამბულში ჩაატარა და მასში საქართველოს დელეგაციის
წევრებიც იღებდნენ მონაწილეობას. იქიდან გამომდინარე, რომ აკადემია ქალების
პოლიტიკური მონაწილეობის წახალისებას ისახავს მიზნად, მას მნიშვნელოვანი როლი
OECD-ს ანგარიში გენდერული კვოტირების შესახებ. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:
https://www.oecd.org/social/quotas-gender-equality.htm
25 შენიშვნა: 2024 წლის 17 აპრილის საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც საქართველოს ორგანულ
კანონში “საარჩევნო კოდექსში” განხორციელდა, კენჭი ეყარა გენდერული კვოტირების გაუქმებას.
https://info.parliament.ge/#law-drafting/28278
24
15
შეუძლია შეასრულოს აღნიშნული კუთხით ინსტიტუციური ცოდნის თავმოყრის
მიმართულებითაც, რისი გამოცდილებაც მანამდე ნაკლებად ყოფილა.
ამასთან, ეუთოსთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით საბჭო 2023 წლის 1 მაისს
საქართველოში სასწავლო ვიზიტით მყოფ ტაჯიკეთის დელეგაციას შეხვდა.
ვიზიტორებთან გაზიარდა საბჭოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია და ის წარმატებული
პრაქტიკა, რაც საკუთარ ქვეყანაში შეუძლიათ დანერგონ.
2023 წლის 13 თებერვალს საბჭოს, IFES-ის და ეუთოს ორგანიზებით გაიმართა სამუშაო
შეხვედრა
ჰიბრიდულ
ფორმატში,
სადაც
ადგილობრივი
ხელისუფლების
წარმომადგენლები და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის დეპუტატი ქალები
გაეცნენ პოლიტიკოს ქალებზე ძალადობის აღმოფხვრის სახელმძღვანელო პრინციპებს და
მიიღეს პრაქტიკული რჩევები უსაფრთხოების შესახებ.
2023 წლის თებერვალში საბჭომ UNDP-თან თანამშრომლობით უმასპინძლა ყოველწლიურ
პოლიტიკურ ფორუმს, რომელიც ქმნის თანამშრომლობის პლატფორმას, რათა
წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებმა ცენტრალურ
და ადგილობრივ დონეზე, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების,
სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსის, განვითარების საერთაშორისო
პარტნიორების
წარმომადგენლებმა შეაფასონ მიღწეული შედეგები და დაგეგმონ
მომავალი თანამშრომლობა პოლიტიკაში თანასწორი წარმომადგენლობის და თანაბარი
მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის.
7. გენდერული მეინსტრიმინგის ხელშეწყობა
სახელმწიფო
პოლიტიკის
ფორმირებაში
ადამიანის
უფლებების
დაცვაზე
ორიენტირებული მიდგომების ინტეგრირება სახელმწიფოს პრიორიტეტად რჩება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გენდერული
მეინსტრიმინგის მიმართულებით შემდეგი ღონისძიებები განახორციელა:26
2023 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელშეწყობით ჩატარდა
სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამონაწილეობით გენდერული აუდიტი,
მომზადდა გენდერული აუდიტის ანგარიშის დოკუმენტი, შემუშავდა რეკომენდაციები.
2023 წელს “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის რეფორმების დახმარების
ტექნიკური ჯგუფის“ (EU4Gender Equality Reform Helpdesk) მიერ შემუშავდა სამინისტროს
ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტრატეგიის
გენდერული მეინსტრიმინგის სახელმძღვანელო, ასევე რეკომენდაციები საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადამიანური რესურსების
მართვის 2022-2024 წლების სტრატეგიის გენდერული მეინსტრიმინგისთვის და
გენდერულად პასუხისმგებლიანი ადამიანური რესურსების მართვის გაიდლაინი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები.
საჯარო სამსახურის ბიურომ27, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, შეიმუშავა
გენდერულად
მგრძნობიარე
დასაქმების
პოლიტიკის
შესახებ
პრაქტიკული
სახელმძღვანელო, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საჯარო დაწესებულებების
ადამიანური რესურსების მართვის ციკლში გენდერულად მგრძნობიარე დასაქმების
პოლიტიკის არსის, ასევე, მისი შემადგენელი ელემენტების გააზრებას, ადამიანური
26
27
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს N 6120/01 წერილი
საჯარო სამსახურის ბიუროს წერილი № გ511
16
რესურსების მართვის ორგანიზაციულ პროცესებში გენდერულად
ინდიკატორების გაჩენას და შესაბამისი ინსტრუმენტების დანერგვას.
მგრძნობიარე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პოლიტიკის
დოკუმენტებში გენდერული მეინსტრიმინგის ინტეგრირებისათვის ყურადღება ექცევა
სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს. სამინისტროში შექმნილია გენდერული
მეინსტრიმინგის პლატფორმა, რომლის მიზანია განათლების სისტემაში გენდერული
მეინსტრიმინგის გაძლიერება, გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრა, ასევე,
მასწავლებლებსა და სკოლის მოსწავლეებში გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი
მგრძნობელობის ამაღლება.28 აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში 2023 წლის 28
ნოემბერს შედგა შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და სამინისტროს ორგანიზებით.
შეხვედრის შედეგად დაიგეგმა შემდეგი ღონისძიებები:
●
●
●
●
●
●
გენდერული მეინსტრიმინგის პლატფორმის სამოქმედო გეგმის ჩარჩო დოკუმენტის
მომზადება, რომლის მიზანი იქნება განათლების სფეროში გენდერული
მეინსტრიმინგის
თვალსაზრისით
არსებული
პრობლემების/გამოწვევების,
ამოცანების და მათი განხორციელების შესაძლო გზების განსაზღვრა.
თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის ანგარიშის და მისი რეკომენდაციების
გამოყენება გენდერული მეინსტრიმინგის პლატფორმის სამოქმედო გეგმის
კონკრეტული მოქმედებების განსაზღვრის მიზნით.
პლატფორმის სამოქმედო გეგმაში სოციალური თემატიკის საკითხების
დამატება/გათვალისწინება.
გენდერული მეინსტრიმინგის პლატფორმის წევრი ორგანიზაციების მიერ
განხორციელებული გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი საქმიანობის, კარგი
მაგალითების გაშუქება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით.
განათლების სფეროში მომუშავე სხვადასხვა დაინტერესებული მხარის
(stakeholders), განვითარების პარტნიორების, ორგანიზაციებისა და სამოქალაქო
სექტორის ინფორმირება და გენდერული მეინსტრიმინგის პოპულარიზაცია.
გენდერული მეინსტრიმინგის პლატფორმის გამოყენება საკითხებისა და
პრობლემების ადვოკატირებისთვის.
სამინისტროს გენდერული მეინსტრიმინგის პლატფორმის სამდივნოს ფუნქციისა
და როლის გაძლიერება.
საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა 2022-2030 წლების საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიისა და 2022-2024 წწ. სამოქმედო გეგმის
იმპლემენტაცია.29
ამასთან, 2023 წლის პროგრამულ ბიუჯეტში სამინისტროს პროგრამის „განათლებისა და
მეცნიერების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და პროგრამების მართვა“
ფარგლებში, აღწერისა და მიზნის ნაწილში დამტკიცებული იყო „სამინისტროს
კომპეტენციის სფეროში/დარგში/მიმართულებაში გენდერული თანასწორობის ასპექტების
გათვალისწინება“, ასევე, პროგრამის „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების
სექტორის განვითარების პროგრამისთვის - პროექტი (ADB)“ ფარგლებში „ინკლუზიური
და გენდერული თანასწორობის უნარების განვითარება და პროფესიული განათლების
იმიჯის გაუმჯობესება“. 30
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს N MES 4 24 0000960846
წერილი
29 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს N MES 4 24 0000960846
წერილი
30 იქვე
28
17
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის პირველი მარტის N59 ბრძანებით
დამტკიცდა ახალი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის
შინაგანაწესი“, რომლის მე-16 მუხლი მოიცავს გენდერული საკითხების მარეგულირებელ
ნორმას - „სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპის დაცვის, დისკრიმინაციის
აღმოფხვრის და მხილების ზოგადი წესი“.31
ქალების ჩართულობის ხელშემწყობი პროგრამების/პროექტების ნაწილში აღსანიშნავია,
რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ32 2023 წელს
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, განახლდა
სოფლის
მხარდაჭერის
პროგრამის
სახელმძღვანელო,
რომელიც
დაეგზავნა
მუნიციპალიტეტებს.
სახელმძღვანელო
წარმოადგენს
ინსტრუქციას
მუნიციპალიტეტებისათვის, რომლითაც განსაზღვრულია სოფლის მხარდაჭერის
პროგრამით
დასახლებებში
პროექტების
შერჩევის პროცედურები,
რომელთა
განხორციელებას უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოები, რომელშიც
განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ინკლუზიურობასა და გამჭვირვალობაზე.
სახელმძღვანელომ გაითვალისწინა შემდეგი რეკომენდაციები:
●
●
●
დასახლების საერთო კრების/კონსულტაციის ჩატარების ადგილის და დროის
განსაზღვრის დროს გათვალისწინებულ იქნას გენდერული თავისებურებები, რათა
უზრუნველყოფილ იქნეს ქალისა და კაცის თანაბარი დასწრება და მონაწილეობა
სხდომებზე.
მიეთითა ინფორმაციის გამოკვრის რეკომენდაცია, ამობეჭდილი სახით, მერიის
ადმინისტრაციულ შენობასა და ყველა დასახლებაში მდებარე საჯარო შენობებსა
(მაგალითად, საბავშვო ბაღის შენობები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
შენობები და სხვ.) და მოსახლეობის თავშეყრის ადგილებში (მაგალითად, ბაზარი ან
ტრანსპორტის გაჩერება), სადაც უნდა ჩატარდეს დასახლების საერთო კრებების
სხდომები ან კონსულტაციები.
შემუშავდა დასახლების საერთო კრების სხდომის/კონსულტაციის ოქმის ნიმუში,
რომელმაც გაითვალისწინა შემდეგი ინფორმაციის ასახვის რეკომენდაცია:
დასახლებაში რეგისტრირებული რამდენი ამომრჩეველი ესწრებოდა, მათ შორის
რამდენი ქალი და რამდენი კაცი. დამსწრე ამომრჩევლიდან რამდენი იყო შშმ პირი,
მათ შორის შშმ ქალი და შშმ კაცი. ასევე, ინფორმაცია ასაკობრივი ჭრილის შესახებ
(18-25 წელი; 25–60 წელი და 60+).
ოქმის ნიმუში, ასევე, მოუწოდებს
მუნიციპალიტეტებს ყურადღება მიაქციონ და ოქმში ასახონ დისკუსიის დროს,
ქალების და შშმ პირების მიერ განსაკუთრებით რომელი პროექტი იქნა
მხარდაჭერილი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში33 2023 წელს
მიმდინარეობდა საკონსულტაციო ღონისძიებები საქართველოსა და ევროპის
რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 2019 წლის 29 ნოემბერს
გაფორმეული სასესხო შეთანხმების (საქართველოს 6 მუნიციპალიტეტისათვის
ავტობუსების შეძენის მიზნით) თანმდევი გრანტის ფარგლებში. პროექტის ფარგლებში
გათვალისწინებულია გენდერული პროგრამის განხორციელება და ხორციელდება
უშუალოდ EBRD-ის მიერ. კერძოდ საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში
საპროექტო ქალაქების (რუსთავში, გორში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში და ფოთის)
სატრანსპორტო კომპანიებს გაეწიათ მხარდაჭერა ადამიანური რესურსების პოლიტიკის
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს N 08-03/60782 წერილი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს N MRDI N 01/1744
წერილი
33 იქვე
31
32
18
შემუშავებასა და დანერგვაში, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას
და თანაბარი შესაძლებლობები მისცეს სატრანსპორტო კომპანიების თანამშრომლებს;
დაასაქმონ, შეინარჩუნონ და ხელი შეუწყონ ქალებს და უზრუნველყონ ქალების დასაქმება
იმ პოზიციებზე, რომლებზეც ტრადიციულად მამაკაცები დომინირებენ (განსაკუთრებით
ავტობუსის მძღოლის როლში და ასევე ტექნიკურ და ხელმძღვანელ პოზიციებზე). მოხდა
სამართლებრივი აქტების და რეგულაციების შესწავლა და იმ შესაძლო ბარიერების
გამოვლენა, რომლებსაც ქალები აწყდებიან ტრანსპორტის სფეროში მუშაობისას.
ამასთანავე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უწყებაში დანერგილია გენდერული ბიუჯეტირება
და ხორციელდება გენდერული ბიუჯეტირების მექანიზმები. ამ მიმართულებით
აქტიურად
მიმდინარეობს
ამ
პროცესში
ჩართული
საჯარო
მოხელეების
გადამზადება/პროფესიული განვითარება. 2023 წლის განმავლობაში გენდერული
ბიუჯეტირების მიმართულებით გადამზადდა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი.
8. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა
ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა საქართველოში კვლავ ერთ-ერთ ყველაზე
მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რომელიც არღვევს ქალთა ფუნდამენტურ
უფლებებს და მათ სხვებთან თანასწორად მინიჭებული უფლებებით სარგებლობის
პროცესში სერიოზულ ბარიერებს უქმნის. აქედან გამომდინარე, საქართველოს
ხელისუფლება ითვალისწინებს აღნიშნული ძალადობის ფორმების პრევენციის,
გამოძიების, დასჯისა და მსხვერპლთა რეპარაციის კუთხით გასატარებელი ღონისძიებების
მნიშვნელობას და ხელს უწყობს სახელმწიფოს პოლიტიკის მუდმივ განვითარებასა და
გაუმჯობესებას.
ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობაზე ეფექტური რეაგირება
პრიორიტეტულ საკითხებად არის განსაზღვრული საქართველოს პროკურატურისა და
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა უწყებრივი დოკუმენტებით. კერძოდ, ქალთა მიმართ
და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტად იყო განსაზღვრული
საქართველოს პროკურატურის 2022-2027 წლების სტრატეგიით. საქართველოს
გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და
სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი და ადამიანის უფლებათა დაცვის
სამმართველო მუდმივად ახორციელებენ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური
დანაშაულის საქმეთა მონიტორინგს და ყოველწლიურად აანალიზებენ არსებულ
მდგომარეობას.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულთან ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა აქვს
სასამართლო სისტემის მიერ გატარებულ ერთიან პოლიტიკას მსგავსი დანაშაულების
აღსაკვეთად. უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილება სისტემატურად
აწარმოებს ოჯახში ძალადობისა ან/და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ყველა
ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებათა ანალიზს. ამის დასტურია, ანალიტიკური
განყოფილების მიერ გამოქვეყნებული კვლევები: ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში
ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები;
სასამართლო პრაქტიკის ანალიზი ადევნების და ქორწინების იძულების დანაშაულებზე
და სხვა. კვლევებში მოცემულია ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები.
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ინიციატივითა და
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2022 წელს მომზადდა ცვლილებათა პაკეტი,
რომელიც ითვალისწინებდა ე.წ. „მსხვერპლის სტატუსის“ გაუქმებას, რაც ხელს უშლიდა
19
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის მიერ მხარდაჭერის
მომსახურებების, მათ შორის, თავშესაფრის ხელმისაწვდომობას. 2022 წლის 22 დეკემბერს
საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა აღნიშნული ცვლილებათა პაკეტი. ე.წ.
„მსხვერპლის სტატუსის“ არსებობა პირდაპირ კავშირში იყო და ძირითად წინაპირობას
წარმოადგენდა სახელმწიფო მომსახურებებით სარგებლობისთვის, რაც ხშირ შემთხვევაში
მნიშვნელოვან ბარიერს უქმნიდა ძალადობა გამოვლილ ადამიანს. აღნიშნული
ცვლილებათა პაკეტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს კანონმდებლობის სტამბოლის
კონვენციის დებულებებთან უფრო მეტად ჰარმონიზება და ქალთა მიმართ ძალადობისა
და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება. ცვლილებების მიღებით
მხარდაჭერის მომსახურებებით, მათ შორის, თავშესაფრით სარგებლობა შეუფერხებელი
და ადვილად ხელმისაწვდომი გახდა ძალადობის მსხვერპლებისთვის, რაც ნიშნავს, რომ
სახელმწიფომ სრულად გაიზიარა საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული
ვალდებულებები ამ ნაწილში.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საკანონმდებლო
ცვლილება ძალაში 2023 წელის 1 ივლისს შევიდა. აღნიშნულმა საკანონმდებლო
ცვლილებამ გამოიწვია შესაბამისი ცვლილებები შემდეგ საკანონმდებლო აქტებში:
●
●
●
●
●
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის,
ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს
კანონში“;
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“;
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში;
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში;
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში.
საყურადღებოა ისიც, რომ გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭო საანგარიშო
პერიოდში
მუდმივად
ახორციელებდა
ზედამხედველობას
აღმასრულებელ
ხელისუფლებაზე, კერძოდ ზეპირი მოსმენებისა და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის
საშუალებით ეცნობოდა მიმდინარე სამუშაოებს. სწორედ ამ მიზნით 2023 წლის 27
სექტემბერს საბჭოს შეხვედრაზე მსჯელობა გაიმართა ქალთა მიმართ ძალადობისა და
ფემიციდის საკითხებზე. სხდომაზე დამსწრეებმა მოუსმინეს
შინაგან საქმეთა
სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის
დეპარტამენტის,
სახელმწიფო
ზრუნვისა
და
ტრეფიკინგის
მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და გენერალური პროკურატურის ადამიანის
უფლებათა დაცვის სამმართველოს წარმომადგენლებს. ამასთან, განხილულ იქნა ქალთა
მიმართ ძალადობისა და ფემიციდის საკითხებთან დაკავშირებული სტატისტიკა,
უწყებების ანგარიში და ანალიზი ქალთა მიმართ და ოჯახის ძალადობის დანაშაულებთან
და ფემიციდთან დაკავშირებით.
ამასთანავე, 2023 წლის 25 ნოემბერს გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭო
კვლავ შეუერთდა გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიან
გლობალურ კამპანიას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით უკვე არაერთი წელია
ხორციელდება. საბჭოს მიერ 2023 წელს განხორციელებული ზოგიერთი აქტივობა:
●
●
●
34
25 ნოემბერი - კამპანიის გახსნა საბჭოს წევრი დეპუტატების
ვიდეომიმართვით;34
27 ნოემბერი - საინფორმაციო პოსტი ქალთა მიმართ ძალადობის სახეებისა
და სტატისტიკის შესახებ;
28 ნოემბერი - საინფორმაციო პოსტი ონლაინ ძალადობის შესახებ;
იხ ვიდეო - https://fb.watch/tFOxuzYQMF/
20
●
●
●
●
●
●
●
●
29 ნოემბერი - საინფორმაციო პოსტი ბავშვთა ქორწინების შესახებ;
30 ნოემბერი - საინფორმაციო პოსტი ფემიციდის შესახებ;
1 დეკემბერი - საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Mercy Corps-ის
ალტერნატიული ანგარიშის მოსმენა;
1 დეკემბერი - ისრაელის ელჩთან შეხვედრა;
5, 6, 8 დეკემბერი - თელავის, გორისა და ზუგდიდის უნივერსიტეტების
სტუდენტებთან შეხვედრა ბავშვთა ქორწინების შესახებ. საბჭოსთან ერთად
შეხვედრებში მონაწილეობას იღებდნენ Mercy Corps-ისა და სახალხო
დამცველის აპარატის წარმომადგენლები;
8 დეკემბერი - ხობის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა
ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ;
9 დეკემბერი - შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან Mercy Corps-თან ერთად
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბავშვთა ქორწინებისა და
კიბერბულინგის შესახებ;
10 დეკემბერი - საბჭოს ათწლეულის პუბლიკაციის პრეზენტაცია სახალხო
დამცველის ოფისთან ერთად.
ამავე კამპანიის ფარგლებში, 2023 წლის 1 დეკემბერს გაეროს მოსახლეობის ფონდის
(UNFPA) ინიციატივით, გაიმართა მაღალი დონის შეხვედრა ბავშვთა ქორწინების საზიანო
პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით ეროვნული ვალდებულებების შესრულების დაჩქარების
მნიშვნელობის შესახებ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო და სიტყვით წარსდგა
გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს წევრი ბაია კვიციანი.
საყურადღებოა, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით,
სახელმწიფომ პოლიტიკის შემუშავებისა და სამართალდამცავი პირების მიერ
შემთხვევებზე რეაგირების კუთხით, მნიშვნელოვანი პროგრესი განახორციელა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის
უფლებების დაცვის დეპარტამენტი, რომელიც მიმდინარე შემთხვევებზე, პოლიციელებს
სამართლებრივ/პრაქტიკულ კონსულტაციას უწევს მუდმივ რეჟიმში. მონიტორინგის
საშუალებით კი ხდება ტენდენციებზე დაკვირვება, მიგნებების, გამოწვევების
იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება. 2023 წლის 1
იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, დეპარტამენტის მიერ მონიტორინგი განხორციელდა
ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის 5000-ამდე, ხოლო
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ დანაშაულის 500-ამდე
სისხლის სამართლის საქმეზე.35
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, შემუშავებული და დანერგილია
ძალადობის განმეორების რისკის შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც პოლიციელს აძლევს
შესაძლებლობას დროულად გამოავლინოს განმეორებითი ძალადობის საფრთხე და
გამოიყენოს ძალადობის პრევენციისთვის ისეთი ოპერატიული მექანიზმი, როგორიცაა
შემაკავებელი ორდერი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლიდან
დანერგა ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა (ელექტრონული სამაჯური),
რომელიც სამინისტროს აძლევს საშუალებას რეალურ დროში გააკონტროლოს მოძალადის
მხრიდან ორდერით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების პროცესი, კერძოდ
მსხვერპლთან, მის სახლთან, სამსახურთან ან წინასწარ განსაზღვრულ სხვა ადგილებთან
მიახლოების აკრძალვა. 2023 წლის მაისში ამოქმედდა განახლებული რისკების შეფასების
ინსტრუმენტი. შედეგად, თანხმობის შემთხვევაში, უფრო მეტ მსხვერპლს მიეცა
შესაძლებლობა, ისარგებლოს ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმით,
35
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს N MIA 8 24 02649916 წერილი
21
შესაბამისად, გაიზარდა დაწესებული ელექტრონული ზედამხედველობის რაოდენობა.
ევროკომისიამ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რისკების შეფასების
ინსტრუმენტის განახლება და ეფექტიანობის გაზრდა დადებითად შეაფასა.36
2023 წლის სექტემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამომძიებელთა
კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ორგანიზების წესი დამტკიცდა, რის
შესაბამისადაც, ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ჩართულობით, აკადემიის
ბაზაზე, მიმდინარეობს სამინისტროს სისტემაში გამომძიებელთა კვალიფიკაციის
ამაღლების ხელშეწყობა. კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, გათვალისწინებულია
სწავლებები ისეთ პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: ოჯახში და
ქალთა მიმართ ძალადობა, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის
წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, სექსუალური შევიწროება, ცალკეული
საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების თავისებურებები და სხვა. 2023
წელს, რვა თემატური მიმართულებით, 1440 გამომძიებელი გადამზადდა, მათ შორის,
პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამისა და გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსების ფარგლებში,
რომლებიც უკავშირდება: გენდერულ თანასწორობას; ქალთა მიმართ ძალადობასა და
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს
(მათ
შორის,
სექსუალურ
შევიწროებას),
777-მა
მსმენელმა
მიიღო
მონაწილეობა.სამინისტროში პერმანენტულად, არაერთი სხვადასხვა ტიპის სწავლება თუ
ტრენინგი ტარდება კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მათ შორის, როგორიცაა
ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებები,
ასევე, შშმ ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა, სქესობრივი ხასიათის
დანაშაულები, არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულები. საანგარიშო
პერიოდში, ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ჩართულობით გადამზადდა
2000-ზე მეტი სამართალდამცავი. 37
აღსანიშნავია ისიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის
თანახმად, 2023 წლის განმავლობაში, მოწმისა და დაზარალებულთა კოორდინატორებმა
მხარდაჭერა გაუწიეს 2307 პირს.
საქართველოს პროკურატურის 2022-2027 წლების განვითარების სტრატეგიის38 თანახმად,
ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, ოჯახური დანაშაულის, სქესობრივი
დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა და გენდერული თანასწორობის დაცვა
პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს. შესაბამისად, 2023 წელს საქართველოს
პროკურატურამ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა:39
2023 წელს აქტიურად მიმდინარეობდა ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის
სისხლის
სამართლის
საქმეთა
მონიტორინგი.
მონიტორინგის
ფარგლებში
იდენტიფიცირდა გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელებისას
გამოვლენილი ტენდენციები და გაანალიზდა სასამართლოს მიერ გამოტანილი როგორც
გამამართლებელი, ასევე, გამამტყუნებელი განაჩენები. იდენტიფიცირებული გამოწვევები
ინტეგრირდა ოჯახური დანაშაულის სპეციალიზაციის ტრენინგ მოდულში.
2023 წელს ოჯახურ დანაშაულებზე სპეციალიზაციის მორიგი კურსი ჩატარდა. ამ ეტაპზე,
სულ სპეციალიზებულია 258 თანამშრომელი. ამათგან, 185 პროკურორი, 25 გამომძიებელი,
იქვე
იქვე
38 საქართველოს პროკურატურის სტრატეგია https://pog.gov.ge/page/default/prokuraturis-strategia-1
39 საქართველოს გენერალური პროკურატურის N13/50627 წერილი
36
37
22
10 მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორი და 38 მენეჯერი. სპეციალიზებული
თანამშრომლებიდან - 143 კაცია, ხოლო 115 ქალი.
საქართველოს პროკურატურა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალთა მიმართ
გენდერული ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის სისხლის სამართლის
საქმეებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთას. განხორციელებული
რეფორმების
შედეგად,
რომელიც
გამოიხატა
სპეციალიზაციის
დანერგვაში,
სპეციალიზებულ პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და განგრძობად
ტრენინგებში, საერთაშორისო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებასა და
პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებაში, გენდერული
დისკრიმინაციის
ნიშნით
შეუწყნარებლობით
მოტივირებულ
დანაშაულებზე
სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა.
2023 წელს შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებზე სპეციალიზაციის მორიგი
კურსი ჩატარდა. ამ ეტაპზე, სულ სპეციალიზებულია 165 თანამშრომელი. ამათგან, 102
პროკურორი, 12 გამომძიებელი, 16 მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორი და 35
მენეჯერი. სპეციალიზებული თანამშრომლებიდან - 82 კაცია, ხოლო 83 ქალი.
2023 წელს საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის
დეპარტამენტი ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებდა დისკრიმინაციის ნიშნით
შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლის სამართლის საქმეთა
მონიტორინგს. მონიტორინგის შედეგების შესაბამისად, მომზადდა სისხლის სამართლის
საქმეთა ანალიზი, რომელიც მოიცავს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობით
მოტივირებული დანაშაულების კრიმინოლოგიურ და სისხლისსამართლებრივ ასპექტებს,
არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებს. აღნიშნული ანალიზი ქართულ და ინგლისურ
ენებზე საჯაროდ ხელმისაწვდომია საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე.40
2023 წელს საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის
დეპარტამენტი მონიტორინგს უწევდა ფემიციდის - ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის
მცდელობის სისხლის სამართლის საქმეებს. მონიტორინგის ფარგლებში, გამოვლინდა
ტენდენციები და გაანალიზდა სასამართლოს გადაწყვეტილებები. მონიტორინგის
შედეგების შესაბამისად, ეფექტიანი საპროკურორო საქმიანობის უზრუნველყოფის
მიზნით, პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის, მომზადდა
სახელმძღვანელო მითითება „ფემიციდის სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის
ფარგლებში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ“.
გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების გამოყენების შედეგია ის, რომ ბოლო წლებში
ქალთა თვითმკვლელობამდე და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის საქმეებში 88%-მდე
გაიზარდა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივის იდენტიფიცირება. 2023 წლის
მონაცემებით, ჩადენილია 23 ქალის მკვლელობა, 17 ქალის მკვლელობის მცდელობა და 1
ქალის მკვლელობის მომზადება, ასევე, თვითმკვლელობამდე/თვითმკვლელობის ცდამდე
მიყვანა ჩადენილია 9 ქალის მიმართ. 2023 წლის ზემოაღნიშნული მონაცემებიდან,
ფემიციდი გამოიკვეთა 9 შემთხვევაში, ხოლო ფემიციდის მცდელობა 14 შემთხვევაში.
საქართველოს პროკურატურა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ფემიციდის
დანაშაულებზე საქართველოს პროკურატურის და სახალხო დამცველის აპარატის
მონიტორინგის მეთოდოლოგიების დაახლოებას და საერთაშორისო სტანდარტების
შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას. ამ მიზნით, 2023 წელს საქართველოს პროკურატურის
40
გენდერული დისკრიმინაციის მოტივი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლის
საქმეებში https://pog.gov.ge/page/default/qalTa-mimarT-genderuli-Zaladoba-da-ojaxshi-Zaladoba;
23
და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, შინაგან
საქმეთა სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატისა და უზენაესი სასამართლოს
წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. ერთიანი, სრულყოფილი
და სეგრეგირებული მონაცემების აღრიცხვის და ფემიციდის დანაშაულების
მონიტორინგის მიმართულებით, დაიგეგმა უწყებების კოორდინირებული სამომავლო
საქმიანობა.
2023 წელსაც აქტიურად მიმდინარეობდა სქესობრივი თავისუფლებისა და
ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეების
მონიტორინგი. საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული
განვითარების დეპარტამენტის მიერ შესწავლილია სისხლის სამართლის კოდექსის 137141-ე მუხლებით სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი და გამამართლებელი
განაჩენები. შესწავლილი საქმეების და გადაწყვეტილებების საფუძველზე მომზადდა
ანალიზი, რაც ინტეგრირდა პროკურორთა გადამზადების მოდულში.
2023 წელს სქესობრივ დანაშაულებზე სპეციალიზაციის მორიგი კურსი ჩატარდა. ამ
ეტაპზე, სულ სპეციალიზებულია 174 თანამშრომელი. ამათგან, 102 პროკურორი, 16
გამომძიებელი, 18 მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორი და 38 მენეჯერი.
სპეციალიზებული თანამშრომლებიდან - 87 კაცია და ამდენივე ქალი.
რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპების41 მიერ
განხორციელებულ
აქტივობებს,
საანგარიშო
პერიოდში,
შემუშავებული
და
პილოტირებულია „სრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ მეუღლის/პარტნიორის ან/და
სხვა პირის მიმართ მოსალოდნელი ძალადობის რისკის შეფასების“ ინსტრუმენტი
(SPAPRA), რომლითაც ფასდება მოსალოდნელი ძალადობის მსხვერპლთა წრე და შესაძლო
ზიანი. შეფასების ინსტრუმენტთან ერთად, ბრძანების პროექტის სახით შემუშავებულია
შეფასების ინსტრუქცია. „სრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ მეუღლის/პარტნიორის
ან/და სხვა პირის მიმართ მოსალოდნელი ძალადობის რისკის შეფასების ფორმა“
საშუალებას იძლევა, განისაზღვროს მსჯავრდებულებისგან მომდინარე საფრთხეები,
რისკები, რომლებიც შესაძლოა, ახასიათებდეს რომელიმე მათგანს და საფრთხეს უქმნიდეს
დაზარალებულ პირებს, განსაკუთრებით, მეუღლეს ან პარტნიორს. ასევე, ნებისმიერ სხვა
პირს, ვისაც მიადგა ან შესაძლოა, მიადგეს გარკვეული ზიანი მოძალადის მხრიდან.
შეფასების წესი დაინერგება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახურის
ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში.
ამასთან, აღსანიშნავია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 12 მარტის №502
ბრძანებით (სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა
და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე,
ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესის
(შემთხვევის მართვის წესი) წარსულში ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური,
ეკონომიკური ძალადობის ან იძულების მსხვერპლი ქალი მსჯავრდებულების
იდენტიფიცირებისა და, ასევე, მათი მხარდაჭერისა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის
მიზნით დამტკიცებული სკრინინგის კითხვარი „ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის
მსხვერპლთა პირველადი შეფასება“. აღნიშნული კითხვარით დღემდე გამოვლენილია
ძალადობის მსხვერპლი 59 ქალი.
იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ის - დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს
41
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს № 8936 წერილი
24
ინიციატივით შემუშავდა და დაინერგა „ჯგუფური სამოტივაციო პროგრამა ქალებისთვის“,
რომლის მიზანია მსჯავრდებული ქალების მხარდაჭერა, გაძლიერება და მოტივირება
პიროვნული ცვლილებების განხორციელებისთვის მათი ცხოვრების ხარისხის
გასაუმჯობესებლად. დამატებით, შემუშავდა და დაინერგა „თანასწორობის პროგრამა“,
რომლის მიზანია ბენეფიციარების დისკრიმინაციული მიდგომებისა და წინასწარი
განწყობების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ამასთან, სააგენტოშივე შემუშავდა მყისიერი ძალადობის რისკის იდენტიფიცირების
კითხვარი, რომლის ფარგლებშიც დაუყოვნებლივ ხორციელდება როგორც მოძალადის
იდენტიფიცირება, ისე მსხვერპლის დაცვაზე ორიენტირებული ღონისძიებები.
აღსანიშნავია ისიც, რომ სააგენტოში 2023 წელს შემუშავდა „პრობაციონერთა
საორიენტაციო კურსი“, რომლის მიზანია დაბალი რისკის პრობაციონერებში ცნობიერების
ამაღლება და პროსოციალური ღირებულებების განმტკიცება განმეორებითი დანაშაულის
პრევენციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხელშეწყობისა და პრობაციის ოფიცრის,
როგორც შემთხვევის მმართველის, როლის ზრდა დანაშაულის პრევენციის პროცესში.
კურსის ერთ-ერთ თემატიკას წარმოადგენს მართლმსაჯულების სისტემაში მყოფი ქალების
გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ქალთა უფლებებისა და
ქალ მჯავრდებულებთან მუშაობის სპეციფიკის გაცნობა და გაზიარება.
აღსანიშნავია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მუშაობაც ამ მიმართულებით.42
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულია ,,ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში
ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად
გასატარებელ ღონისძიებათა 2022-2024 წლების და ,,ქალებზე, მშვიდობასა და
უსაფრთხოებაზე გაეროს 1325 რეზოლუციების“ განხორციელების 2022-2024 წლების
განხორციელების
სამოქმედო
გეგმები,
სადაც
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრო და მის კონტროლს დაქვემდებარებული სააგენტოები კომპეტენციის
შესაბამისად ჩართულები არიან სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული აქტივობების
შესრულებაში.
ქვეყანაში ფუნქციონირებს ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის
მსხვერპლთა 7 (თბილისი 2 თავშესაფარი, სიღნაღი, ბათუმი, ქუთაისი, გორი, 2024 წლის
იანვრიდან დაემატება ზუგდიდი)) თავშესაფარი, რომელიც ბენეფიციარებს სთავაზობს
როგორც საცხოვრებელს/თავშესაფარს, ასევე, ფსიქოლოგიურ და იურიდიულ
მხარდაჭერას და სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას/მიღებას. თავშესაფარში
შესაძლებელია პირის დამოკიდებულ პირებთან ერთად განთავსება.
გარდა აღნიშნულისა, ფუნქციონირებს ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით
ძალადობის მსხვერპლთა (მათ შორის სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა და
ტრეფიკინგის მსხვერპლთა) 6 კრიზისული ცენტრი (თბილისი, მარნეული, გორი, ქუთაისი,
ოზურგეთი, თელავი (თელავი დაემატა 2023 წელს)), რომლის ფარგლებში
გათვალისწინებულია როგორც ფსიქოლოგის, ასევე, იურისტისა და სოციალური მუშაკის
მომსახურება. ასევე შესაძლებელია მსხვერპლზე დამოკიდებულ პირთა განთავსება
კრიზისულ ცენტრში, სადაც შესაძლებელია მათი დაცვა, დახმარება და რეაბილიტაციის
მომსახურების მიღება. ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის მომსახურებით, 2023 წელს
12 თვის განმავლობაში ისარგებლა სულ 247 ბენეფიციარმა. (150 მსხვერპლია და 97
დამოკიდებული პირი). მათგან, სამედიცინო მომსახურება გაეწია 138 პირს;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს N MOH 5 24 00840629 წერილი
42
25
სამართლებრივი კონსულტაციით ისარგებლა - 202 ბენეფიციარმა; სამართლებრივი
მომსახურება გაეწია - 38 ბენეფიციარს; ფსიქოლოგიური მომსახურება გაეწია - 222
ბენეფიციარს; ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრების მომსახურებით 12 თვის
განმავლობაში ისარგებლა სულ 242 ბენეფიციარმა (194 მსხვერპლი და 48 დამოკიდებული
პირი);
სამედიცინო
მომსახურება
გაეწია
5
პირს;
სამართლებრივი
კონსულტაცია/მომსახურება
მიიღო
113
ბენეფიციარმა;
ფსიქოლოგიური
კონსულტაცია/მომსახურება გაეწია - 112 ბენეფიციარს; ბავშვის მიტოვებისა და ოჯახისგან
განცალკევების თავიდან აცილების მიზნით, ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე
ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“ მოქმედებს დედათა და ბავშვთა
თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის სამიზნე ჯგუფებს მიეკუთვნებიან
სხვადასხვა მოწყვლად სიტუაციაში მყოფი დედები. ქვეპროგრამის ძირითადი სერვისებია:
24-საათიანი თავშესაფარი, კვების პროდუქტებით, სამოსით და პირადი ჰიგიენის
ნივთებით უზრუნველყოფა, პროფესიული განათლების მიწოდება და შემდგომი
დასაქმების ხელშეწყობა, ფსიქოლოგის მომსახურება და საჭიროების შემთხვევაში
სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა. სულ რეგისტრირებულია 7 ასეთი
თავშესაფარი, მომსახურების მიმღებია თვეში დაახლოებით 70 პირი.
2023 წელს სსიპ-სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა
დახმარების სააგენტოს ძალადობის საკითხებზე საკონსულტაციო ცხელ ხაზზე (116 006)
შემოვიდა - 4100 შეტყობინება. აღნიშნული ცხელი ხაზი უფასოა და უზრუნველყოფს 24 საათიან მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ძალადობის მსხვერპლთა დახმარების
ცხელი ხაზის მეშვეობით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეწოდება ინფორმაცია
ძალადობის შემთხვევაში მასზე რეაგირების მექანიზმებისა და მსხვერპლის დაცვის
ღონისძიებების შესახებ. ცხელ ხაზზე კონსულტაციის მიღება შესაძლებელია ქართულ,
ინგლისურ, რუსულ, თურქულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, არაბულ, უკრაინულ და
სპარსულ ენებზე. აღნიშნული სერვისებით სარგებლობა უფასოა და ანონიმური.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს კრიზისულ ცენტრსა და თავშესაფარში მოთავსებულ
ძალადობის მსხვერპლს/დაზარალებულს (მასზე დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად)
საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს თარჯიმნის მომსახურებით. ძალადობის
საკითხებზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს კრიზისულ ცენტრს და
მიიღოს ინფორმაცია ქვეყანაში არსებული სამართლებრივი მექანიზმებისა და მსხვერპლის
დაცვის ღონისძიებების შესახებ.
9. ცნობიერების ამაღლება სექსუალური შევიწროების შესახებ
2023 წელს საჯარო სამსახურის ბიურომ საჯარო სამსახურში დასაქმებულთათვის
ტრენინგი ჩაატარა სექსუალური შევიწროების საკითხზე. ჯამში გადამზადდა 668 საჯარო
მოხელე, რომელთა გადანაწილება სქესისა და რანგის მიხედვით ასეთია43:
➔ ქალი: 392
➔ კაცი: 276
➔ მენეჯერული პოზიცია (I და II რანგი): 135
➔ პროფესიული საჯარო მოხელე (I, II, III და IV რანგი): 533
საქართველოს პროკურატურაში უსაფრთხო, გენდერული დისკრიმინაციისაგან
თავისუფალი სამუშაო გარემოსა და „სექსუალური შევიწროების პრევენციისა და
რეაგირების მექანიზმის“ შესახებ, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების
ინფორმირებულობის გაზრდისა და შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, 2021-2023
43
საჯარო სამსახურის ბიუროს წერილი № გ511
26
წლებში, ჯამში გადამზადდა საქართველოს პროკურატურის 640 თანამშრომელი, მათ
შორის მენეჯერები, პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები, სტაჟიორები,
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები, პროფესიული საჯარო მოხელეები,
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.44
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ათმა თანამშრომელმა მონაწილეობა მიიღო
გენდერული თანასწორობისა და სექსუალური შევიწროების შესახებ 4 სხვადასხვა
ტრენინგში. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების
სამსახურის ელექტრონული სწავლების პლატფორმის მეშვეობით45, ჩატარებულ იქნა
ცნობიერების ამაღლების ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მომზადებულ
ელექტრონულ კურსში - „სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა სამუშაო ადგილზე“.46
საჯარო მოხელეთა და უწყებებში დასაქმებულ პირთა ცნობიერების ამაღლებისა თუ
კვალიფიკაციის გაზრდის მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სექსუალური
შევიწროების შესახებ ონლაინ კურსი - „მოხელის მენეჯერული უნარები“ განახორციელა.47
II და I რანგის მოხელის პროფესიული განვითარების აკრედიტებული საბაზისო სასწავლო
პროგრამით − „მოხელის მენეჯერული უნარები“ – 2023 წელს გადამზადდნენ სამინისტროს
მენეჯერული რგოლის წარმომადგენლები, პროგრამა მოიცავდა თემას „გენდერული
თანასწორობა და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა სამუშაო ადგილზე“. ამასთან, სსიპ
“საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის” ორგანიზებით 2023 წლის 14 ნოემბერს
სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ თანამშრომლებისათვის ჩატარდა
ტრენინგი სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციის შესახებ, რომელშიც
მონაწილეობა მიიღო 27-მა თანამშრომელმა. ასევე, ჩაატარა ტრენინგი „სექსუალური
შევიწროება – შემთხვევის ამოცნობა და საკანონმდებლო რეგულირება“, რომელსაც 7
მონაწილე ესწრებოდა.
ზემოხსენებულ უწყებაში შეიქმნა ვიდეო –
„კანონი მარტივად“ – სექსუალური
შევიწროების ცნებასა და მასზე რეაგირების მექანიზმების შესახებ, რომელიც
განთავსებულია სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ ვებგვერდზე.48
2023 წლის ოქტომბერში და ნოემბერში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროსა და სისტემის თანამშრომლებისთვის ჩატარდა 2 ტრენინგი
თემაზე „სექსუალური შევიწროება და მასზე რეაგირების მექანიზმები.“49
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო
უზრუნველყოფის
სააგენტო
ხელს
უწყობს
თანამშრომლების
გადამზადებას
დასახელებულ საკითხზე, კერძოდ საანგარიშო პერიოდში გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით,
სააგენტოს
თანამშრომელთათვის
მუდმივად
ხორციელდებოდა
სექსუალური შევიწროების პრევენციის და რეაგირების მექანიზმის დანერგვის შესახებ
ტრენინგები.50
ცნობიერების ამაღლების კამპანიების ფარგლებში, სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის
სააგენტოს“ თანამშრომელთა 28%-მა გაიარა ონლაინ კურსები გენდერული თანასწორობისა
საქართველოს გენერალური პროკურატურის N13/50627 წერილი
პლატფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე - http://ac1.rs.ge/
46 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს N 08-03/60782 წერილი
47 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს № 8936 წერილი
48 იქვე
49 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს N 6120/01 წერილი
50 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს N MOH 5 24 00840629 წერილი
44
45
27
და სექსუალური შევიწროების შესახებ, რომელიც ასევე, სააგენტოს ადამიანური
რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს სამოქმედო გეგმაში არის
გაწერილი.51
სს “საქართველოს რკინიგზაში” sms შეტყობინების და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით
პერიოდულად იგზავნება საინფორმაციო ვიდეოს ბმულები სამუშაო ადგილზე
სექსუალური შევიწროების მნიშვნელობის, ქალთა მიმართ ძალადობის და სხვა სახის
ცნობიერების ამაღლების შესახებ.
EBRD და ADB-თან აღებული ვალდებულებების იმპლემენტაციის ჭრილში, რკინიგზის 11
სადგურსა და 21 სამგზავრო ბაქანზე თვალსაჩინო დაფებზე გაიკრა საინფორმაციო
პლაკატები, ქალთა უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით. ასევე, მოქმედებს ცხელი ხაზი
და ელექტრონული ფოსტა, სადაც შესაძლებელია (მათ შორის ანონიმურად) ძალადობისა
და შევიწროების შესახებ შეტყობინების განხორციელება.52
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში53 საჯარო
მოხელეთათვის განკუთვნილი ცნობიერების ამაღლების კამპანიის ნაწილში სამინისტროს
თანამშრომლებს ელ-ფოსტაზე პერიოდულად ეგზავნებათ საინფორმაციო ხასიათის
ვიდეო რგოლი ან/და ელექტრონული ბუკლეტი, რომელიც მოიცავს გენდერული
თანასწორობის საკითხებს. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მარტიდან სამინისტროში
მოქმედებს სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი.
განსაზღვრულია სექსუალური შევიწროების ფაქტის შემსწავლელი კომისიის
შემადგენლობა. სექსუალური შევიწროების შესახებ ელექტრონულ სასწავლო კურსს
სამინისტროს თანამშრომლები ეტაპობრივად გადიან.
10. კანონმდებლობის გენდერული ანალიზის მეთოდოლოგიის
დანერგვა
საბჭოს ინიციატივითა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის ჩართულობით 2022 წლის 15 დეკემბერს კანონშემოქმედებითი პროცესის
გენდერული მგრძნობელობის დახვეწის მიზნით შეტანილ იქნა ცვლილებები
საქართველოს კანონში „ნორმატიული აქტების შესახებ“, რის საფუძველზეც
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ჩაიდო გენდერული გავლენის ანალიზის (GIA)
ასპექტები.
GIA-ს უფრო მეტად ეფექტურად განხორციელების მიზნით, 2023 წლის 5 მაისს
გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭომ, სამინისტროების იურიდიული
დეპარტამენტებისა და პარლამენტის კომიტეტების აპარატების წარმომადგენლების
მონაწილეობით, გენდერული გავლენის ანალიზის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა
გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებას განსაკუთრებული მიზანი ჰქონდა, კერძოდ კანონპროექტების განმარტებითი ბარათის ის პუნქტი, სადაც აღწერილი უნდა იყოს, თუ რა
გავლენას ახდენს კონკრეტული ინიციატივა ქალებსა და კაცებზე, მწირად არის შევსებული
და საჭიროა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა უფრო დაიხვეწოს. საბჭოს თავმჯდომარემ
დამსწრეებს კარგი პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით რეკომენდაციები წარუდგინა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს № 19/5966 წერილი
იქვე
53 საქართველოს რეგიონული განვიტარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს N MRDI N 01/1744
წერილი
51
52
28
2023 წლის 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს საბჭომ ორგანიზება გაუწია გენდერული
გავლენის ანალიზის ორდღიან ტრენინგს, რომელსაც მხარს უჭერდა NDI და UN WOMEN.
ტრენინგი განხორციელდა პარლამენტში დასაქმებული საჯარო მოხელეებისათვის.
თავდაცვის სამინისტროს სისტემის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს „ევროკავშირი
გენდერული თანასწორობისთვის - რეფორმების განხორციელებაში დახმარების
ტექნიკური ჯგუფის“ (EU4 Gender Equality Reform Helpdesk) მიერ ორგანიზებულ
„გენდერული ზეგავლენის შეფასების“ ტრენინგში და საპილოტე პროექტის ფარგლებშიც
განახორციელეს თავდაცვის კოდექსის მეხუთე თავისა (სამხედრო სამსახური) და მერვე
თავის (პროფესიული სამხედრო სამსახურის) გენდერული ანალიზი.54
ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს ქალთა
ორგანიზაციის ერთობლივი ინიციატივით განხორციელდა „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის გენდერული ზეგავლენის შეფასება. დოკუმენტი მიზნად ისახავდა,
გენდერული თანასწორობის კუთხით კანონში არსებული ხარვეზების გამოვლენასა და
რეკომენდაციების შემუშავებას კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად გენდერული
თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობისათვის საჯარო სამსახურში.55
სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა“56 და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის
თანამშრომლობით, ნორვეგიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში –
„კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“, რომელიც
გენდერული თანასწორობის განმტკიცებას ისახავდა მიზნად, ჩატარდა მეუღლეთა
ქონების, როგორც თანასაკუთრების, შესახებ სამართლებრივი ჩარჩოს გენდერული
ზეგავლენის შეფასება (GIA) და 2023 წლის მაისში შეიქმნა შიდაუწყებრივი დოკუმენტი.
11. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია
2021 წელს გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით აქტიურად დაიწყო
მუშაობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის შემუშავებაზე.
დოკუმენტი მიზნად ისახავს, საქართველოში არსებული სპეციფიკური გენდერული
თანასწორობის გამოწვევების გათვალისწინებით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების
ჩარჩოს
ჩამოყალიბებას,
რომელიც
ითვალისწინებს
ინტერვენციებს
როგორც
ინდივიდუალურ, ისე საზოგადოებრივ დონეზე, როგორც კერძო პრაქტიკებში, ისე
სახელმწიფო ინსტიტუციების დონეზე. იგი წარმოადგენს ერთგვარ გრძელვადიან ხედვას
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით.
დოკუმენტის შექმნის პროცესს წინ უძღოდა ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების მთავარ
აქტორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ინტერვიუების ჩატარება ქალთა
ეკონომიკური
გაძლიერების
მიმართულებით
ძირითადი
გამოწვევებისა
და
შესაძლებლობების იდენტიფიცირების მიზნით და სამაგიდო კვლევის შემუშავება,
რომელმაც მეორად წყაროებზე დაყრდნობით, ქალთა ეკონომიკური განვითარების შვიდი
მამოძრავებლისა და მდგრადი განვითარების მიზნების ირგვლივ შეკრიბა ძირითადი
ეკონომიკური მახასიათებლები გენდერული თანასწორობის ჭრილში.
სწორედ კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა მიმდინარე ტენდენციები:
●
ქალები ღარიბი
ზრდადია).
მოსახლეობის
უმეტესობას
წარმოადგენენ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს N MOD 2 24 00989484 წერილი
საჯარო სამსახურის ბიუროს წერილი № გ511
56 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს № 8936 წერილი
54
55
29
(ეს ტენდენცია
●
●
●
მარტოხელა ქალების ოჯახები ყველაზე ღარიბები არიან და სიღარიბის ციკლი ასევე
გადაეცემათ მათ შვილებს.
გენდერული უთანასწორობის გამო, ქალებს უფრო უჭირთ სიღარიბიდან თავის
დაღწევა, ვიდრე კაცებს.
საქართველოს შემთხვევაში, შრომის ბაზარზე მონაწილეობაში არსებული
გენდერული უთანასწორობა იწვევს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს 11.3%-იან
დანაკარგს.
ამიტომ, ქალების ეკონომიკური გაძლიერება გამოიწვევს ეკონომიკური ზრდის და
პროდუქტიულობის ხელშეწყობას და ექნება დადებითი ეფექტი ეკონომიკურ ზრდაზე,
როგორც პირდაპირ, მთლიან გამოშვებაზე სამუშაო ძალის ეფექტის გათვალისწინებით, ისე
არაპირდაპირ, მისი გავლენით პროდუქტიულობაზე.
აღსანიშნავია, რომ გაეროს გენერალური მდივნის მაღალი დონის პანელმა ქალთა
ეკონომიკურ გაძლიერებაზე შეიმუშავა მოქმედებაზე დაფუძნებული რეკომენდაციები,
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით, რომელიც გულისხმობს
ქალებისთვის ეკონომიკური გამოსავლების გაუმჯობესებას, მდგრადი განვითარების
მიზნებთან მიმართებაში, ქალების ხელშეწყობას გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე
ეკონომიკური ზრდისა და პოლიტიკურ ძალთა გათანაბრებისთვის. სწორედ
ზემოაღნიშნულ რეკომენდაციებს ეყრდნობა კონცეფცია და მისი სტრუქტურა აგებულია
გარდაქმნის შვიდი მამოძრავებლის გარშემო, კერძოდ:
●
●
●
●
●
●
●
წინააღმდეგობრივ სოციალურ ნორმებთან ბრძოლა;
სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფა და დისკრიმინაციული კანონებისა და
რეგულაციების გარდაქმნა;
აუნაზღაურებელი და ზრუნვის შრომის აღიარება, შემცირება და განაწილება;
აქტივებზე ხელმისაწვდომობა;
სამეწარმეო კულტურისა და პრაქტიკის ცვლილება;
საჯარო სექტორის დასაქმებისა და შესყიდვების პრაქტიკის ცვლილება;
ხილვადობის, კოლექტიური ხმისა და წარმომადგენლობის გაძლიერება.
ტრანსფორმაციის თითოეული მამოძრავებელი განხილულია საქართველოს მიერ
ნაციონალიზებულ მდგრადი განვითარების მიზნებთან და შესაბამის ამოცანებთან
მიმართებაში, რომელთა შესრულების პასუხისმგებლობა ქვეყანამ აიღო 2030 წლისთვის.
აღსანიშნავია, რომ საწყის ეტაპზე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი
საპარლამენტო საბჭოს 2021 წლის 24 მაისის სხდომაზე დამტკიცდა ქალთა ეკონომიკური
გაძლიერების კონცეფციის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, რომელშიც გაწევრიანდა 30
დეპუტატი ინტერპარტიულ ფორმატში.
საქართველოს პარლამენტმა ინტერპარტიულ ფორმატში 2023 წლის 23 მარტს დაამტკიცა
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია. აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე
წლის 11 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და გაეროს
განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა. ღონისძიება
ეხებოდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის ინტეგრაციას
ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ უწყებებისა და მუნიციპალიტეტების
წარმომადგენლები, რომლებმაც განსაზღვრეს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით
ჩასატარებელი ღონისძიებები.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში არაერთი შეხვედრა ჩატარდა მეწარმე ქალთა საბჭოსთან,
რომლის მიზანიც იყო საჯარო-კერძო დიალოგის შექმნა და შენარჩუნება - ქალთა
30
ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციაზე, მეწარმე ქალთა საჭიროებებზე და
სხვა რელევანტურ საკითხებზე.
12. სახელმწიფოს გენდერული პოლიტიკის იმპლემენტაცია
12.1 თანასწორობის პოლიტიკის დამკვიდრება და დისკრიმინაციის წინააღმდეგ
ბრძოლა
გენდერული ნიშნით დისკრიმინაციასთან ბრძოლა, საზოგადოებრივი შეხედულებების
ტრანსფორმაცია, ქალთა მონაწილეობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და
პოლიტიკურ თუ სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში კრიტიკული მნიშვნელობის მქონეა
თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული საზოგადოების ფორმირებისთვის.
გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის კუთხით, თავდაცვის სამინისტროს მიერ 2023
წელს განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, 2023 წლის 23 ოქტომბერს
დამტკიცდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სექსუალური შევიწროების
პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი, 2023 წელს წარმატებით დასრულდა დიდი
ბრიტანეთის, DCAF-ისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი პროექტი "ქალები
თავდაცვაში: მომავალი ქალი ლიდერების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა",
რომელიც მოიცავდა
აქტივობებს/სემინარებს ქალთა პროფესიული განვითარების
ხელშეწყობის მიზნით როგორც ონლაინ, ისე პირისპირ რეჟიმში. ტრენინგების სერიაში
მონაწილეობა მიიღო ჯამში 27-მა ქალმა, მათ შორის - 24 სამხედრო მოსამსახურე და 3
სამოქალაქო პირი, საანგარიშო პერიოდში გადამზადდა 570 სამხედრო და სამოქალაქო
პერსონალი (459 კაცი, 111 ქალი). განხორციელებულ ტრენინგებს შორისაა: გენდერული
თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფის წევრების, გენდერული მრჩევლებისა და
გენდერის საკითხებზე საკონტაქტო პირთა ტრენინგი; მაღალი დონის სემინარი თემაზე გენდერული პერსპექტივები და თავდაცვის შესაძლებლობები; მენტორინგის ტრენინგი;
სერჟანტთა და კაპიტნის საკარიერო კურსები და სხვა.57
რაც შეეხება გენდერულ ორგანიზაციულ პოლიტიკას საქართველოს გენერალურ
პროკურატურაში, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით დამტკიცებული
2022-2027 წლების გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და გენდერული
თანასწორობის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის ხედვა გენდერულად მგრძნობიარეა
და მოიცავს დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს ხელშეწყობას. 2023 წელს,
პირველად მომზადდა და საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე58 გამოქვეყნდა
გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის 2022-2023 წლების შესრულების ანგარიში.59
სახელმწიფო პოლიტიკის იმპლემენტაციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს
რელევანტურ უწყებებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხი, ამ
მხრივ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება
გაატარა. საანგარიშო პერიოდში გენდერული შეუწყნარებლობით მოტივირებული
დანაშაულის იდენტიფიცირების, გამოძიებისა და ეფექტიანი საპროკურორო საქმიანობის
საკითხებზე, პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა გადამზადების 17
სასწავლო აქტივობა განხორციელდა. შედეგად, პროკურატურის 186-მა თანამშრომელმა
აიმაღლა კვალიფიკაცია. ღონისძიებებს შორის აღსანიშნავია:60
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს N MOD 2 24 00989484 წერილი
საქართველოს პროკურატურის გენდერული თანასწორობის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის 2022-2023
წლების შესრულების ანგარიში https://pog.gov.ge/page/default/genderuli-Tanasworoba;
59 საქართველოს გენერალური პროკურატურის N13/50627 წერილი
60 იქვე
57
58
31
●
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ
ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) ორგანიზებით, თბილისში
გამართული სამართალდამცავი ქალების მე-10 საერთაშორისო კონფერენცია,
რომელშიც საქართველოსა და სხვა ქვეყნების 100 სამართალდამცავი ქალი, მათ
შორის საქართველოს პროკურატურის 6 მენეჯერი და 2 პროკურორი
მონაწილეობდა;.
●
INL-ის მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურის პროკურორმა ქ. ჩიკაგოში
გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, „სქესობრივი ძალადობა, ოჯახში
ძალადობა და ცვლილებებისთვის ბრძოლა“ მიიღო მონაწილეობა.
●
საქართველოს
პროკურატურაში
ქალთა
მართლმსაჯულებისადმი
ხელმისაწვდომობის თემაზე ევროპის საბჭოს მენტორინგის პროგრამის მესამე
ეტაპი დაიწყო. პროგრამის გახსნას წინ უძღოდა, 2023 წლის 4-9 სექტემბერს,
ტრენერთა ტრენინგი ქალაქ ბუდაპეშტში, სადაც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით,
აღმოსავლეთ
პარტნიორობის
ქვეყნების
წარმომადგენლებთან
ერთად,
საქართველოს პროკურატურიდან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
მუშაობის გამოცდილების მქონე ხუთმა სპეციალიზებულმა პროკურორმა
გადამზადება გაიარა. გადამზადებული პროკურორები მენტორობას ოჯახში
ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის თემაზე სპეციალიზებულ 10 პროკურორს
უწევენ. მენტორინგის პროგრამა 1 წლის განმავლობაში გრძელდება და მოიცავს
ქალების მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვან ასპექტებს.
●
ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს პროკურატურის მასშტაბური
კამპანიის ფარგლებში, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, HELP-ის პროგრამის ორი
სასწავლო კურსი - „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა“ და „ქალთა
მართლმსაჯულებისადმი
ხელმისაწვდომობა“
განხორციელდა.
HELP-ის
პროგრამის სასწავლო კურსები მიზნად, ქალთა მიმართ გენდერული და ოჯახში
ძალადობაზე რეაგირების იმ მექანიზმებისა და ინსტრუმენტების გაცნობას
ისახავდა, რომლებსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებათ ოჯახურ დანაშაულებზე
ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობის, ასევე გენდერულად მგრძნობიარე
მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში.
●
საქართველოს
პროკურატურისა
და
გაეროს
ქალთა
ორგანიზაციის
თანამშრომლობის ფარგლებში, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის
წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე პროკურატურის თანამშრომლების სპეციალიზაციის
კურსი ჩატარდა და დამატებით 22 პროკურორი გადამზადდა. გაეროს ქალთა
ორგანიზაციასა და ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, სპეციალიზაციის
სასწავლო
კურსი
განხორციელდა
სქესობრივი
თავისუფლებისა
და
ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების მიმართულებითაც.
პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა ორი ჯგუფის ფარგლებში
გადამზადდა 45 თანამშრომელი.
●
INL-ის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებულ
საერთაშორისო ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოს
პროკურატურის პროკურორმა მიიღო. კონფერენციის თემას სასამართლოსამედიცინო ექსპერტიზის ექთნები - მეცნიერება და პრაქტიკა წარმოადგენდა.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში განიხილეს სასამართლო-სამედიცინო ექთნების
ფუნქციები, როლი და გამოწვევები ქალთა მიმართ ძალადობის, გაუპატიურებისა
და სხვა გენდერულად მოტივირებულ დანაშაულებში. ასევე, მონაწილეები გაეცნენ
32
სხვადასხვა შტატის
შემთხვევებზე.
გამოძიების
მეთოდებსა
და
პრაქტიკას
ძალადობის
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2023 წელს გენდერული
თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით61 განხორციელდა არაერთი აქტივობა,
რომელთაგანაც მნიშვნელოვანი იყო ის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურის ქალმა თანამშრომლებმა, 2023 წლის 6-10 მარტის პერიოდში,
მონაწილეობა მიიღეს ამერიკის საელჩოს ორგანიზებით წარმართულ მე-10 საერთაშორისო
კონფერენციაში სახელწოდებით - „ქალები პოლიციაში“. ღონისძიების ფარგლებში
კანდიდატებმა იმუშავეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ლიდერობა, ოჯახური
ძალადობა, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულები, სიძულვილის მოტივით
ჩადენილი დანაშაულები, ტრეფიკინგი და ა.შ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრმა საანგარიშო პერიოდში
ჩაატარა62 თანასწორობასა და დისკრიმინაციის დაუშვებლობასთან დაკავშირებით 15
ტრენინგი, რომელთაც, ჯამში, დაესწრო 218 მსმენელი. ტრენინგი მოიცავდა შემდეგ
თემებს: „დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში“ (50 მონაწილე); „თანასწორობა
შრომით ურთიერთობებში“ (7 მონაწილე); „თანასწორობის უფლება და დისკრიმინაცია“ (17
მონაწილე); „თანასწორობის უფლება“ (40 მონაწილე); „თანასწორობის უფლება შრომის
სამართალში“ (8 მონაწილე); „თანაბარი მოპყრობის პრინციპი და დისკრიმინაციის
აკრძალვა სამუშაო ადგილზე“ (20 მონაწილე); „ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის
პრევენცია და მასზე რეაგირების მექანიზმები“ (69 მონაწილე); „სექსუალური შევიწროება
– შემთხვევის ამოცნობა და საკანონმდებლო რეგულირება“ (7 მონაწილე).
საანგარიშო პერიოდში
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ განხორციელდა63 არაერთი
მნიშვნელოვანი ღონისძიება. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო თანასწორობისა და
ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ეფექტურად განხორციელებასა და სამოქმედო
გეგმით გათვალისწინებული აქტივობების ხელშეწყობასთან დაკავშირებული პროცესების
გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის უზრუნველყოფის, ასევე, სამოქალაქო
საზოგადოების რეკომენდაციებისა და მოსაზრებების გაზიარების მიზნით, გაფართოვდა
და გააქტიურდა საკონსულტაციო თემატური მექანიზმის საქმიანობის არეალი, ექვსი
ძირითადი მიმართულებით: ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება; სოციალურეკონომიკური
ინტეგრაცია;
მედიასა
და
ინფორმაციაზე
ხელმისაწვდომობა;
მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერა; განათლება და სახელმწიფო ენა;
ინტერკულტურული დიალოგის წახალისება.
საანგარიშო პერიოდში საჯარო სამსახურის ბიურო64 აქტიურად მუშაობდა თანასწორობის
პოლიტიკის
დამკვიდრებაზე.
უწყებამ
რამდენიმე
მნიშვნელოვანი
აქტივობა
განახორციელა, კერძოდ: 2023 წლის 16 ივნისს, ბიურომ საჯარო მოხელეთა ფორუმს
უმასპინძლა თემაზე: „დროის გამოყენების კვლევა - აუნაზღაურებელი შრომა
საქართველოში“. შეხვედრის ფარგლებში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა
შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ განხორციელებული „დროის გამოყენების
გამოკვლევის“ ძირითადი მიგნებები. ასევე, განიმარტა, თუ რას გულისხმობს
აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომა და რა გავლენა აქვს მას საჯარო სამსახურში ქალთა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს N 08-03/60782 წერილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს № 8936 წერილი
63 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის N
1395 წერილი
64 საჯარო სამსახურის ბიუროს წერილი № გ511
61
62
33
მონაწილეობისა და ლიდერობის ჭრილში. შეხვედრას ცენტრალური საჯარო
დაწესებულებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 115
წარმომადგენელი ესწრებოდა.
ამასთან, 2023 წლის 25 მარტს, ბიურომ, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით,
ჩაატარა შეხვედრა თემაზე „თანასწორობა და მრავალფეროვნება საჯარო სამსახურში“.
შეხვედრის მიზანი იყო საჯარო მოხელეებს შორის მრავალფეროვნებისა და თანასწორობის
მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. შეხვედრის სადისკუსიო თემებს შორის
იყო გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევები არსებულ სოციალურეკონომიკურ და პოლიტიკურ კლიმატში.
საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებმა, საერთაშორისო თანამშრომლობის
ფარგლებში, მონაწილეობა მიიღეს გენდერის საკითხებზე პროფესიული განვითარების
ღონისძიებებში. კერძოდ, ბიუროს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ბერლინში,
ჰერტის მმართველობის სკოლის ექვსთვიან სასერტიფიკატო პროგრამაში „ქალთა
ლიდერობა ორგანიზაციული განვითარებისთვის“. პროგრამის თემებს შორის იყო
გენდერული თანასწორობის პოლიტიკა. პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს ოცდაათამდე
გამორჩეულმა ქალმა ლიდერმა EaP-ის ქვეყნებიდან. სასწავლო პროგრამა ორგანიზებული
იყო GIZ-ის საჯარო მმართველობის რეფორმის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული
ფონდის მიერ.
შვედეთის საჯარო სექტორის საუკეთესო გამოცდილების გაცნობის მიზნით, ბიუროს,
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით
იმყოფებოდნენ სტოკჰოლმში. SDC-ისა და UN Women-ის მხარდაჭერით, შეხვედრები
გაიმართა შვედეთის პარლამენტის წევრებთან, დარგობრივ სამინისტროებთან, საჯარო
უწყებებსა და პროფესიულ კავშირებთან. სასწავლო ვიზიტის მიზანი იყო საჯარო
სამსახურის დასაქმების პოლიტიკაში გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ მონაწილეთა
ცნობიერების ამაღლება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მასში შემავალი
სსიპ-ები აქტიურად მუშაობდნენ თანასწორობის პოლიტიკის დამკვიდრებაში.65 „აწარმოე
საქართველოს“ თანამშრომელთათვის ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2023 წლის
განმავლობაში გადამზადდა სააგენტოს 8 თანამშრომელი შემდეგი მიმართულებებით ელექტრონული კურსი გენდერული თანასწორობის შესახებ და ელექტრონული კურსი
სექსუალური შევიწროების პრევენციისთვის.
ამასთან, 2023 წელს, სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს
თანამშრომლები ჩართულები იყვნენ გენდერული თანასწორობის საკითხებზე
დაკავშირებულ საერთაშორისო ღონისძიებებში, მათ შორის 2023 წლის ივნისში ქ.
ტაშკენტში (უზბეკეთი). სააგენტოს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ISO-ს
(სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) რეგიონულ სემინარში თემით
,,გენდერული სამოქმედო გეგმის საკითხებზე“.
65
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს N 19/5966 წერილი
34
12.2 უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესება გენდერული თანასწორობის
პოლიტიკის სისტემური იმპლემენტაციისათვის
ადგილობრივ დონეზე საკრებულოებში არსებული გენდერული თანასწორობის
საბჭოებთან თანამშრომლობა და მათი გაძლიერების ხელშეწყობა საანგარიშო წელსაც
წარმოადგენდა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ერთერთ მთავარ პრიორიტეტს.
საბჭო თანამშრომლობს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი
საბჭოების გენდერული თანასწორობის საბჭოებთან, საქართველოს მუნიციპალიტეტებში
არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოებთან და მერიებში გენდერული
თანასწორობის საკითხების უზრუნველსაყოფად დანიშნულ მრჩევლებთან. კომუნიკაციის
ეფექტიანად წარმართვისთვის კი საბჭო ქმნის საკომუნიკაციო სტრატეგიას და იყენებს
არაერთ სოციალურ პლატფორმას, ყოველთვიურ საინფორმაციო ბიულეტენებსა და
საგანმანათლებლო ვებ-გვერდს, რომელიც ერთგვარ ელექტრონულ ბიბლიოთეკას
წარმოადგენს და გენდერული თანასწორობის საკითხებით დაინტერესებული
პირებისთვის მრავალმხრივი ინფორმაციის შეთავაზებას უზრუნველყოფს.
2022-2023 წელს შემუშავდა „გენდერული თანასწორობისა და ქალთა მხარდაჭერის
სივრცის“ (ასევე, ცნობილი, როგორც „ქალთა ოთახი“) ინსტიტუციური გაძლიერების
სამოქმედო გეგმა და კონკრეტული რეკომენდაციები. დოკუმენტზე მუშაობა 1 წელი
გაგრძელდა და პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. შედეგად, შეიქმნა კომპლექსური
დოკუმენტი, რომელიც მოიცავს კონკრეტულ მაგალითებსა და რეკომენდაციებს „ქალთა
ოთახების“ სერვისის შექმნის, სამართლებრივი საფუძვლების უზრუნველყოფის,
საქმიანობის სფეროსა და მართვის, მენეჯერის სამუშაო აღწერილობის, პროგრამულ
ბიუჯეტში თანხის განსაზღვრისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფის
მიმართულებით. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტს
გაეგზავნა რეკომენდაციის სახით. ამჟამად ასეთი სივრცე 32 მუნიციპალიტეტში
მოქმედებს.
2023 წლისათვის 64 მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოდან 44-ს აქვს
ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარების პროგრამა, ხოლო 49
მუნიციპალიტეტს მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთათვის სხვადასხვა სერვისი
აქვს
დანერგილი.
აღსანიშნავია,
რომ
46
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტში
გათვალისწინებულია გენდერული თანასწორობის ასპექტები ან/და გამოყოფილია
კონკრეტულად გენდერული თანასწორობის საბჭოს ბიუჯეტი.66
საყურადღებოა ის ფაქტი რომ 2023 წელს გენდერული თანასწორობის საპარლამენტო
საბჭომ
ინფრასტრუქტურის
სამინისტროსთან
კოორდინირებით
შეიმუშავა
სარეკომენდაციო ხასიათის პოლიტიკის დოკუმენტი „ქალთა მიმართ ძალადობისა და
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერისა და გაძლიერების პოლიტიკა
მუნიციპალურ დონეზე.“ ეს უკანასკნელი დაეხმარება მუნიციპალიტეტებს საკუთარ
ქვეპროგრამებში გაითვალისწინონ ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის
წინააღმდეგ როგორც პრევენციული ღონისძიებები, ასევე მსხვერპლთა მხარდაჭერის
ღონისძიებები.
დოკუმენტზე მუშაობის ფარგლებში გაანალიზდა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები და
სოციალური დახმარებების გაცემის წესი, რათა შესწავლილიყო, რამდენად არის
იგულისხმება 2023 წლის ზაფხულში საბჭოს მიერ შიდამოხმარების მიზნით მოკვლეული ინფორმაცია
მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოების შესახებ.
66
35
ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამები ორიენტირებული ოჯახში ძალადობისა
და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერაზე.67
ქვეყნის ცენტრალურ დონეზე გენდერული თანასწორობის გაძლიერებასთან ერთად
მნიშვნელოვანია ამ საკითხის
აქტიური ადვოკატირება მუნიციპალიტეტებში და
ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება შემდგომში მათი ეფექტური
ფუნქციონირების მიზნით. აღსანიშნავია ისიც, რომ მუნიციპალიტეტების ჩართულობა
გენდერული თანასწორობის ადვოკატირებაში საკმაოდ მაღალია. აღნიშნულის ნათელი
მაგალითია საანგარიშო პერიოდში ჩატარებული საკოორდინაციო შეხვედრა, რომელზეც
64 მუნიციპალიტეტიდან 200-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. ესაა საბჭოს მიერ შექმნილი
ურთიერთთანამშრომლობის პლატფორმა, სადაც განხილულ იქნა მიმდინარე საქმეები,
მხარეებს შორის გაზიარდა წარმატებული გამოცდილებები და შედგა დიალოგი იმ
წინაღობებზეც, რომელთა დაძლევის მიზნით რამდენიმე აქტივობა დაიგეგმა. შეხვედრაზე
საბჭოს თავმჯდომარემ მონაწილეებს გააცნო ევროკავშირის მე-9 რეკომენდაციის
შესრულების სტატუსიც.
12.3 ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის გასაძლიერებლად
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის განმავლობაში გენდერული საბჭოს საქმიანობის
მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო სწორედ ცნობიერების ამაღლების კამპანიებისა და სხვა
ღონისძიებების ჩატარებას, რომელიც ხელს შეუწყობდა როგორც საზოგადოების, აგრეთვე
სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლობის გენდერული მგრძნობელობისა და
ცნობიერების გაზრდას. აღსანიშნავია, რომ ამ მიზნით საბჭომ 2023 წელს ჩაატარა 4 სხდომა
და 113 სამუშაო შეხვედრა თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში ცალკეული დონორებისა და
უწყებების ჩართულობით. აგრეთვე, პარტნიორების მიერ ორგანიზებულ 116 ფორუმსა და
კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: გრევიოსა
და სტამბოლის კონვენციის მხარეთა კომიტეტის მიერ საქართველოს მიმართ გაცემული
რეკომენდაციების განხილვა; ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ ფორუმი;
ამასთან, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა 2 მივლინება საზღვარგარეთ.
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ის ძირითადი ღონისძიებები, რომელიც საანგარიშო
პერიოდში განხორციელდა და ზემოთ მოცემულ თავებში არ არის განხილული:
მომზადდა საბჭოს 2022 წლის ქვეყანაში გენდერული თანასწორობის შესახებ ანგარიში;
●
●
●
●
●
ტექნოლოგიების სფეროში ქალთა მონაწილეობის გაზრდისა და ცნობიერების
ამაღლების მიზნით ტექნოლოგიების დღესთან დაკავშირებით რუსთავში ჩატარდა
შეხვედრა ქალებთან და გოგოებთან;
პარლამენტის აპარატის, მათ შორის გენდერული საბჭოს სამდივნოს
მონაწილეობით ჩატარდა
EU Twinning-ის სამდღიანი ტრენინგი თემაზე გენდერული ბიუჯეტირება ავსტრიაში;
პარლამენტის ტრენინგ ცენტრის მხარდაჭერით საბჭომ დემო ტრენინგი ჩაატარა
პარლამენტის თანამშრომელთათვის გენდერული თანასწორობის თემაზე;
პარლამენტის აპარატის აპარატის წარმომადგენლებმა, მათ შორის გენდერული
საბჭოს სამდივნომ მონაწილეობა მიიღო EU TWINNING-ის ტრენინგში - ბიუჯეტის
განხილვის ორი ახალი გზა;
2023 წლის ნოემბრის თვეში საბჭომ ორგანიზება გაუწია გოგოების 3-დღიან ბანაკს „EmpowerHER: გოგოების ბანაკი თანასწორობისა და ლიდერობისთვის“. აღნიშნულ
აღნიშნული დოკუმენტი 2024 წელს მუნიციპალიტეტებს გაუზიარდათ და ჩატარდა ორი ონლაინ
სალკოორდინაციო შეხვედრა
67
36
აქტივობას მხარს უჭერდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით
გადაადგილებულ პირთა სამინისტრო.
● ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით გაიმართა პარლამენტისა
და სახალხო დამცველის ოფისის ერთობლივი ღონისძიება “ქალთა გაძლიერების
ათწლეულის” პუბლიკაციის პრეზენტაცია;
● საბჭო 2023 წლის განმავლობაში ყოველ თვეს ქმნიდა და აზიარებდა ორენოვან
საინფორმაციო ბიულეტენს საბჭოს საქმიანობის შესახებ;
● საანგარიშო პერიოდში გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების
ამაღლების მიზნით საბჭომ ჩაატარა სტუდენტური ბლოგების კონკურსი, სადაც
ახალგაზრდებს ჰქონდათ საშუალება ესაუბრათ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე
როგორიცაა ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა, ჯანდაცვისა და
სოციალური საკითხები, რესურსებზე ხელმისაწვდომობა, გავრცელებული
სტერეოტიპები და ა.შ. მათ მიერ დაწერილი ბლოგები გამოქვეყნდა საბჭოს
ელექტრონული ბიბლიოთეკის ვებგვერდსა68 და facebook გვერდზე.
ცნობიერების ამაღლების კუთხით
განხორციელებული აქტივობებიც:
მნიშვნელოვანია
აღმასრულებელ
დონეზე
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო69
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველწლიურად უერთდება ქალთა მიმართ
ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ თექვსმეტ დღიან კამპანიას. 2023 წელსაც, კამპანიის
ფარგლებში, შემდეგი ღონისძიებები დაიგეგმა და განხორციელდა:
●
●
●
●
ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები, საქართველოს
თითქმის ყველა რეგიონში, შეხვდნენ მოსახლეობას, მონაწილეობა მიიღეს, როგორც
უწყების ორგანიზებულ, ასევე, სხვა უწყებებისა და პარტნიორი ან/და დონორი
ორგანიზაციების (მათ შორის, ამერიკის საელჩო, შვედეთის საელჩო, გაეროს ქალთა
ორგანიზაცია, გაეროს მოსახლეობის ფონდი, ევროპის საბჭო და ა.შ.) მხარდაჭერით
გამართულ შეხვედრებში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მულტიუწყებრივი სამუშაო შეხვედრა
გაიმართა, მათ შორის, მოსამართლეებთან - რისკის შეფასების ინსტრუმენტსა და
ელექტრონულ ზედამხედველობასთან დაკავშირებულ ტენდენციებსა და
გამოწვევებზე, ასევე, გაიმართა სამუშაო შეხვედრა ადგილობრივი საპოლიციო
დანაყოფების მენეჯერებთან.
ორ მილიონზე მეტ აბონენტს, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში
პოლიციისათვის მიმართვის გზებზე, მოკლე ტექსტური შეტყობინებები
გაეგზავნათ.
ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ქალთა
მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, რადიო გადაცემებსა და სხვადასხვა
ბეჭდურ მედიაში ისაუბრეს.
2023 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გაეროს მოსახლეობის ფონდთან
თანამშრომლობით, ტრადიციად ქცეული საინფორმაციო კამპანია „ნუ წაართმევ
ბავშვობას“ გამართა. კამპანიის ფარგლებში, ადამიანის უფლებების დაცვის
დეპარტამენტისა და საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები, ყოველწლიურად,
სიმბოლურად,
ბავშვთა
დაცვის
საერთაშორისო
დღიდან,
პარტნიორი
უწყებების/ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან
და
თარჯიმნებთან
ერთად,
ბლოგები შეგიძლიათ იხილოთ საბჭოს ელექტრონული ბიბლიოთეკის ბმულზე http://genderequality.ge/ge/blogi
69 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს N MIA 8 24 02649916 წერილი
68
37
საქართველოს
მასშტაბით,
მართავენ
შეხვედრებს
სკოლის
მოსწავლეებთან,
მასწავლებლებთან, მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებთან, სოციალური
სამსახურის თანამშრომლებთან, მედიცინის მუშაკებთან, მოსახლეობასთან, ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებთან, გენდერული თანასწორობის საბჭოებთან და სხვა
რელევანტური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრების დროს, ყურადღება
მახვილდება შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებულ სამართლებრივ ინსტრუმენტებსა
და ბავშვობის ასაკში ქორწინების პრევენციის აუცილებლობაზე. კამპანიის ფარგლებში
მზადდება ვიდეორგოლები და ცხადდება სხვადასხვა სახის კონკურსი. განსაკუთრებით
უნდა აღინიშნოს, კამპანიის ფარგლებში, 2023 წელს დაბეჭდილი საინფორმაციო პოსტერი,
რომელშიც განმარტებულია ვინ ითვლება ბავშვად, რომ ბავშვობის ასაკში ქორწინება
დანაშაულია, ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული მძიმე შედეგები, ასევე,
ჩამოთვლილია ის სახელმწიფო უწყებები, რომლებსაც რეაგირების ვალდებულება
გააჩნიათ. პოსტერში მითითებულია ინფორმაცია, ადრეულ ასაკში სავარაუდო
ქორწინების/ქორწინების იძულების ფაქტის ფლობის შემთხვევაში, მომართვის გზებზეც.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან
თანამშრომლობით, პოსტერები განთავსდა საქართველოს ყველა სკოლაში, ჯამში 2302
სკოლა (216 კერძო და 2086 საჯარო).
ამავე წელს, პოლიციის ფაილების სერია მომზადდა ქორწინების იძულების სისხლის
სამართლის საქმეებზე, რომელსაც სოციალურ ქსელებსა და ტელევიზიაში 238 000 ნახვა
ჰქონდა. აღნიშნული სერია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც ითარგმნა. 2000000
აბონენტს გაეგზავნა ბავშვობის ასაკში ქორწინების დანაშაულებრივი ხასიათისა და
პოლიციისადმი მომართვის გზების შესახებ მოკლეტექსტური შეტყობინებები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2023 წელს შეუერთდა თანასწორობის
კვირეულს, რომლის ფარგლებშიც: სამინისტროს წარმომადგენლებმა, ევროპის საბჭოს
მხარდაჭერით, პარტნიორ სახელმწიფო უწყებებთან - საქართველოს გენერალურ
პროკურატურასთან და უზენაეს სასამართლოსთან ერთად, დისკრიმინაციის ნიშნით
შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის ერთიანი ანალიზის
პრეზენტაცია გამართეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების,
საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მხარეებმა
პრეზენტაციაზე 2021-2022 წლებში დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით
ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა წარმოადგინეს.
სამინისტროში 2022 წლიდან დაიწყო კამპანია „ემეგობრე პოლიციას“, რომელიც დღემდე
აქტიურად გრძელდება. სამინისტროს თანამშრომლების მიერ საინფორმაციოშემეცნებითი კამპანიის ფარგლებში, სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაგრძელდა და
ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად, 30-ამდე სხვადასხვა სკოლა მოიცვა, რომელსაც 1300-ზე
მეტი მოსწავლე დაესწრო, ასევე, 4 შეხვედრა გაიმართა ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში,
რომელსაც ჯამში 1000-ამდე მოზარდი ესწრებოდა.
2023 წლის ივლისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და ოთხ რეგიონში
(თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი), საზოგადოების ცნობიერების ამაღლების
მიზნით, სექსუალური შევიწროების თემატიკაზე საინფორმაციო ბანერები ავტობუსებზე,
გაჩერებებსა და თბილისის მეტროპოლიტენში განათავსა. თემატიკას მიეძღვნა
რადიოგადაცემაც, რომელშიც ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის
თანამშრომელმა ისაუბრა სექსუალურ შევიწროებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს
მხრიდან რეაგირების სპეციფიკასა და საზოგადოების ცნობიერების მნიშვნელობაზე.
38
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია70
საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აქტიურად
ადვოკატირებდა გენდერულ თანასწორობას სახელმწიფო დონეზე. აუცილებელია, რომ
აღინიშნოს 2023 წლის ნოემბერში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ვიზიტი, სხვა
სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, გენდერული თანასწორობისა და
გენდერული ბიუჯეტირების საკითხზე. სასწავლო ვიზიტით ისინი შვედეთში
იმყოფებოდნენ. ვიზიტის განმავლობაში ზემოაღნიშნულ საკითხებზე შეხვედრები
გაიმართა შვედეთის სხვადასხვა, თემატურ სახელმწიფო უწყებასთან;
საქართველოს გენერალური პროკურატურა71
საანგარიშო პერიოდში საყურადღებოა საქართველოს გენერალური პროკურატურის როლი
ცნობიერების ამაღლების ნაწილში:
ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან გლობალურ კამპანიაში საქართველოს პროკურატურა
წლებია აქტიურადაა ჩართული. 2023 წლის 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე მიმდინარე
კამპანიის
ფარგლებში,
ქალთა
მართლმსაჯულებისადმი
ხელმისაწვდომობის
გაუმჯობესების, თანასწორობის უზრუნველყოფისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით,
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით 31 ღონისძიება განხორციელდა.
2023 წელს აქტიურად მიმდინარეობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით 2022 წელს დაწყებული მასშტაბური საინფორმაციო კამპანია „არა
ფემიციდს“. ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანს, ქალთა მიმართ და
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის
დანაშაულების პრევენცია წარმოადგენს.
კამპანიის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა 250-მდე ღონისძიება.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებით
დასახლებულ რაიონებში, მოსახლეობასთან ჩატარდა 100-ზე მეტი საინფორმაციო
შეხვედრა. კამპანიისთვის სპეციალურად დამზადდა საინფორმაციო ბროშურები სომხურ
და აზერბაიჯანულ ენებზე. სპეციალიზებული პროკურორები და მოწმისა და
დაზარალებულის კოორდინატორები საქართველოს 5 ქალაქში: თბილისში, თელავში,
გორში, სენაკსა და ზუგდიდში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებებში
შეხვდნენ
ძალადობაგამოვლილ
ქალებს.
შეხვედრებზე
პროკურატურის
წარმომადგენლებმა, ბენეფიციარებს მათი უფლებების და გენდერული თანასწორობის
საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
სპეციალიზებულმა პროკურორებმა საქართველოს 7 ქალაქში 19 საჯარო ლექცია ჩაატარეს
სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში, 76 საინფორმაციო
შეხვედრა გაიმართა სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მანდატურებთან
და მოსწავლეებთან, 6 საინფორმაციო შეხვედრა კი ჩატარდა თბილისის ბაგა-ბაღის
საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორებთან.
ფემიციდის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებასა
და შშმ თემის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაღრმავებას დაეთმო და
70
71
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის N GOV 9 24 00021545 წერილი
საქართველოს გენერალური პროკურატურის N13/50627 წერილი
39
პროკურორებმა შშმ ქალებთან, არასრულწლოვნებთან და შშმ თემის წარმომადგენლებთან,
5 ქალაქში გამართეს შეხვედრები.
2023 წელს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიისა და
ფემიციდის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის
ინიციატივით, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ
ბრძოლის თემაზე ადგილობრივი საბჭოს სხდომები საქართველოს 11 ქალაქში გაიმართა.
ადგილობრივი საბჭოს სხდომები ჩატარდა მცხეთაში, გორში, რუსთავში, მარნეულში,
ბოლნისში, თელავში, ახალქალაქში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და ოზურგეთში.
კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურამ საერთო ჯამში 20-ზე მეტ
საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და სახელმწიფო
უწყებასთან ითანამშრომლა.
2023 წელს განხორციელებული ღონისძიებები, მათ შორის სტატისტიკური მონაცემები
ასახულია საქართველოს პროკურატურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშში.72
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო73
ქალების ჩართულობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საანგარიშო პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი
ღონისძიება თუ კამპანია აქვს ჩატარებული. ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების
ცნობიერების ამაღლებისა და მგრძნობელობის გაზრდის მიზნით იუსტიციის
სამინისტრომ 16-დღიან გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო მასშტაბის
კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.
ასევე, სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ ორგანიზაციული და გაერო-ს
ქალთა ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით, 2022 წლის 21 ნოემბრიდან 2023 წლის 20
იანვრის ჩათვლით ჩაატარა ესეების კონკურსი, ხოლო 2023 წლის 16 მარტს – მხატვრული
ნამუშევრების გამოფენა ფემიციდის თემაზე. ესეების კონკურსში მონაწილეობდა
საქართველოში ავტორიზებული 30-მდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
168 სტუდენტი. პარალელურად, მხატვრული ნამუშევრების კონკურსის ფარგლებში 16
წელს მიღწეულ ყველა დაინტერესებულ პირს (როგორც პროფესიონალ მხატვარს, ისე
მოყვარულს) მიეცა თემატური საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენის შესაძლებლობა.
მონაწილეთა ნამუშევრები შეიცავდა გზავნილებს ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის,
ფემიციდის წინააღმდეგ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახურში 2023 წელს ქალთა მიმართ
ძალადობის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებებში მოეწყო
შემდეგი ღონისძიებები:
●
●
●
№2 პენიტენციური დაწესებულება, არასრულწლოვანთა განყოფილება –
პრეზენტაცია თემაზე „ქალთა მიმართ ძალადობა“ – ჩაერთო 12 არასრულწლოვანი.
№8 პენიტენციური დაწესებულება, არასრულწლოვანთა განყოფილება –
ღონისძიება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში
(პრეზენტაცია, დისკუსია) – ჩაერთო 13 არასრულწლოვანი.
№11 არასრულწლოვანთა დაწესებულება:
საქართველოს პროკურატურის 2023 წლის ანგარიში https://pog.gov.ge/uploads/6e00a257-2023-wlis-angarishi-15maisi-2024-weli.pdf
73 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს № 8936 წერილი
72
40
●
●
●
●
❖ „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კვირეულის ფარგლებში
საინფორმაციო-ინტერაქციული შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის
შესახებ და შესაბამისი შინაარსის პოსტერის შექმნა“ – ჩაერთო 22
არასრულწლოვანი;
❖ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კვირეულის ფარგლებში ფილმ
„ნატვრის ხის“ ჩვენება და დისკუსია – ჩაერთო 23 არასრულწლოვანი.
№5 ქალთა პენიტენციური დაწესებულება:
❖ გენდერული თანასწორობის ექსპერტ ლელა გაფრინდაშვილის ლექცია
ქალთა უფლებებთან დაკავშირებით – ჩაერთო 45 მსჯავრდებული;
❖ ზრუნვის სააგენტოს ჩართულობით ქალთა მიმართ ძალადობის
საინფორმაციო შეხვედრა – ჩაერთო 23 ქალი.
№12 პენიტენციური დაწესებულება – ფილმის ჩვენება ქალთა მიმართ ძალადობის
წინააღმდეგ, დისკუსია – ჩაერთო 18 მსჯავრდებული.
№16 პენიტენციური დაწესებულება – ტრენინგი თემაზე „ქალთა მიმართ ძალადობა“
– ჩაერთო 10 მსჯავრდებული.
№17 პენიტენციური დაწესებულება – „იმოქმედე ქალთა მიმართ ძალადობის
წინააღმდეგ“ – ჩაერთო 10 მსჯავრდებული.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამინისტროში შემავალი ციფრული მმართველობის
სააგენტომ, კომპეტენციის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება
განახორციელა,
რომელთაგანაც
აღსანიშნავია
პლატფორმა
–
„ქალები
კიბერუსაფრთხოებაში“
(WIC).
ინიციატივის
მიზანია,
ხელი
შეუწყოს
კიბერუსაფრთხოების სფეროში ქალთა გაძლიერებას, წინსვლასა და მათ პროფესიულ
განვითარებას. ინიციატივა აერთიანებს ქალებს საჯარო, კერძო და აკადემიური
სექტორებიდან, რათა მათ მისცეს საერთაშორისო კავშირების გაფართოების,
კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობები. WIC-ის
ფარგლებში, ციფრული მმართველობის სააგენტოს თანამშრომლების ჩართულობით
გაიმართა არაერთი შეხვედრა როგორც ქალების კიბერუსაფრთხოების სფეროში
პროფესიული განვითარების კუთხით, ისე მათი ჩართულობის მნიშვნელობისა და
ხელშეწყობის მიზნით.
ზემოთ ხენებული სააგენტოს ინიციატივით 2023 წელს ორ ეტაპად განხორციელდა
საინფორმაციო კამპანია, რომელიც ონლაინ საფრთხეების შესახებ საზოგადოების
ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. პირველი ტალღის კამპანიის ფარგლებში,
გადაცემები გავიდა ადგილობრივ ტელევიზიებსა და რადიოში, ასევე, მომზადდა და
გავრცელდა საინფორმაციო ვიდეორგოლები. კამპანიის მეორე ტალღის ფარგლებში,
რომელიც კიბერსივრცეში უსაფრთხოდ ოპერირებისთვის აუცილებელი ჩვევების
გამომუშავებას ემსახურებოდა, შეიქმნა ვიდეორგოლები, სპეციალური თამაშები, ქვიზები,
ბანერები. ინფორმაცია, ასევე, განთავსდა სოციალურ ქსელში. საინფორმაციო კამპანიების
ფარგლებში, გადაცემები გავიდა 25 სატელევიზიო და 20-მდე რადიოეთერში. აღნიშნული
კამპანიები მოიცავდა ქალებისა და გოგოების, როგორც კიბერდანაშაულის კუთხით ერთერთი მოწყვლადი ჯგუფის, ცნობიერების ამაღლების საკითხებსაც.
ასევე უნდა აღინიშნოს, სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“-ს მიერ
ჩატარებული ტრენინგების ციკლი „ოჯახში ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირების
მექანიზმები“ სკოლის მოსწავლეებისთვის. ჩატარდა 53 ტრენინგი ოჯახში ძალადობის
პრევენციასა და მასზე რეაგირების მექანიზმებზე. აღნიშნულ ტრენინგებში, ჯამში, 53
სკოლიდან ჩართული იყო 1403 მოსწავლე.
საჯარო რეესტრმა 2023 წელს ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალთა
საკუთრების უფლების დაცვისა და ამ მიმართულებით გენდერული თანასწორობის
41
ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა მიწის სისტემურ რეგისტრაციაში ჩართული
ქალებისთვის წამახალისებელი ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი
იყო ქვეყნის მასშტაბით მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარეობის შუალედური
ანგარიში საინფორმაციო ბუკლეტების სახით, სააგენტოს მიწის სისტემურ რეგისტრაციაში
ჩართული ქალი თანამშრომლების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; ასევე,
წარმატებული რეესტრელი ქალების ფოტოგამოფენა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტრო74
ცნობიერების
ამაღლების
თვალსაზრისით
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო საზოგადოების ინფორმირებას ძალადობის
მსხვერპლთა სახელმწიფო მომსახურებების შესახებ უზრუნველყოფს სხვადასხვა გზით.
სამინისტრო შეუერთდა ძალადობის წინააღმდეგ გამართულ 16 დღიან გლობალურ
კამპანიას, რომლის ფარგლებშიც, არაერთი საინფორმაციო შეხვედრა თუ ტრენინგი
გაიმართა,
როგორც
ცენტრალურ
ისე
ადგილობრივ
დონეზე,
ძირითადად
საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ცნობიერების
ამაღლების მიმართულებით მიწოდებულ იქნა ინფორმაცია ოჯახში ძალადობის,
ტრეფიკინგის თაობაზე, ასევე სახელმწიფო სერვისებზე, მოქმედ კანონმდებლობასა და
საკანონმდებლო ცვლილებებზე.
ცნობიერების ამაღლების კამპანიების ფარგლებში საანგარიშო პერიოდში პერიოდულად
იმართებოდა
საინფორმაციო
შეხვედრები
ძალადობისა
და
ტრეფიკინგის
მსხვერპლთათვის განკუთვნილი სახელმწიფო სერვისების შესახებ ჯანდაცვის
დაწესებულებების მედპერსონალთან, ოჯახის ექიმებთან და ადმინისტრაციის
წარმომადგენლებთან. საინფორმაციო შეხვედრაზე მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია
სააგენტოს ბაზაზე არსებული იმ სახელმწიფო სერვისების შესახებ, რომელიც
განკუთვნილია
ტრეფიკინგისა
და
ძალადობის
მსხვერპლთათვის.
გადაეცათ
საინფორმაციო ბროშურები.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინიციატივით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან რეგიონებში, დამსწრეებს მიეწოდათ
ინფორმაცია ქალთა და გოგოების მიმართ, ოჯახში ძალადობის, ასევე ტრეფიკინგის
შესახებ, კრიზისული ცენტრის დანიშნულების და არსებული სახელმწიფო სერვისების
შესახებ.
სააგენტოს ორგანიზებით მაისი-ივნისის თვეში საქართველოს მასშტაბით შეხვედრები
გაიმართა ქ. თბილისში და ათ რეგიონში. სულ გაიმართა 52 შეხვედრა - საინფორმაციო
შეხვედრებს ესწრებოდა 1930 ადამიანი, მათ შორის ძირითადად არასრულწლოვანები,
პედაგოგები, აღმზრდელები, სტუდენტები და რიგითი მოქალაქეები.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო75
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ზოგადი
განათლების საბაზო საფეხურისთვის (VII-IX კლასები) შემუშავდა მოქალაქეობის
(სამოქალაქო განათლების) სასწავლო გეგმა, რომელშიც აქცენტირებულად გაძლიერდა
გენდერული თანასწორობისა და ადრეული ქორწინების შესახებ ახალგაზრდების
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს N MOH 5 24 00840629 წერილი
75 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს N MES 4 24 0000960846
წერილი
74
42
ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული საკითხები. ამ საგანში ცენტრალური მნიშვნელობა
აქვს ადამიანის უფლება-მოვალეობათა და დემოკრატიის პრინციპების შესახებ
განათლებას. ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი კი თანასწორობაა, რომელიც გულისხმობს,
რომ ყველა მოქალაქე თანაბრად ღირებულია, ყველას უნდა ჰქონდეს თანასწორი
შესაძლებლობები და უფლებები, გამოირიცხოს მათი დისკრიმინაცია რასის, რწმენის,
სქესის (გენდერის), ეთნიკური მიკუთვნებულობის მიუხედავად. საგნის სასწავლო
პროგრამა, ასევე, მოიცავს ადრეული ქორწინების საკითხს, რაც აღნიშნულ საგანში
წარმოდგენილია მოქალაქეობრივი ცნობიერების, პიროვნული განვითარებისა და
ადამიანის უფლებათა კონტექსტში. კერძოდ, ადრეული ქორწინება განხილულია, როგორც
ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევის საფუძველი და მისი პიროვნული
განვითარებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი. მოქალაქეობის სასწავლო გეგმაში აგრეთვე
წარმოდგენილია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის N1325 („ქალების, მშვიდობისა
და უსაფრთხოების შესახებ“) ძირითადი პრინციპები.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო76
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და და მის
სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ გენდერული თანასწორობის
კუთხით, 2023 წლის განმავლობაში გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების
ამაღლების არაერთი ღონისძიება განხორციელდა.
ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამების შესახებ ქალთა ინფორმირებულობის გაზრდისა
და ბიზნესის კორპორაციული პასუხისმგებლობის წახალისების მიმართულებით, 2023
წლის
განმავლობაში სააგენტოს
„აწარმოე
საქართველოში“
და პარტნიორი
უწყებების/ორგანიზაციების მიერ ჩატარდა კომპანიებთან შეხვედრები/ტრენინგები,
რომელსაც ესწრებოდა 90-მდე კომპანიის წარმომადგენელი. შეხვედრების მიზანი იყო
ქალთა გაძლიერების თემაზე პრიორიტეტული მიმართულებების იდენტიფიცირება და
ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვის თაობაზე ცნობიერების ამაღლება.
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო პერიოდულად ეწევა საავიაციო სექტორში ქალთა
თანასწორუფლებიანი ჩართულობის და შესაძლებლობების რეალიზაციის თემის
პოპულარიზაციას, საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების საკომუნიკაციო
კამპანიების მხარდაჭერას და ამ მიზნით, ქალ ავიასპეციალისტებზე ცნობიერების
ასამაღლებელი ინფორმაციის გავრცელებას. 2023 წელს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო,
შეუერთდა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO - International Civil
Aviation Organization) მულტიმედია კონკურსს თემაზე: „ქალები ავიაციაში“. კონკურსი
ჩატარდა ავიაციაში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების თემატიკის
ირგვლივ და მისი მიზანი იყო სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომუშავე ქალთა
თანასწორუფლებიანი ჩართულობის და მათი შესაძლებლობების რეალიზაციის
საკითხების მიმართ ყურადღების მიპყრობა.
2023 წლის 18 მაისს, საზღვაო სფეროში ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად,
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო
აკადემიამ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლეს, რომელიც ჰიბრიდულ
ფორმატში გაიმართა. კონფერენციაში ქართველ მომხსენებლებთან ერთად მონაწილეობა
მიიღეს სტუდენტებმა უკრაინიდან და ინდოეთიდან. საერთაშორისო საზღვაო
ორგანიზაციამ (IMO) 2023 წლის 18 მაისის თემად: „კავშირების გაძლიერება გენდერული
თანასწორობის მისაღწევად“ განსაზღვრა, რასაც კონფერენციაზე განხილული მთავარი
საკითხები ეხმიანებოდა.
76
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს № 19/5966 წერილი
43
კულტურისა და სპორტის სამინისტრო77
2023 წლის განმავლობაში კულტურის მიმართულებით ქალთა ჩართულობით
განხორციელებული პროექტების სტატისტიკა არის შემდეგი: პროექტების რაოდენობა 330; მათ შორის, პროექტის ხელმძღვანელ (მენეჯერ) ქალთა რაოდენობა - 120; პროექტებში
მონაწილე ქალთა საერთო რაოდენობა - 4 160; სპეციალიზებული კონკურსების რაოდენობა
- 2.
სპორტის სფეროში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ
აღიარებული ეროვნული სპორტული ფედერაციები შესაბამის სპორტის სახეობებში
ატარებენ ეროვნულ ჩემპიონატებს როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა შორის. სამინისტროს
დაფინანსებით ყოველწლიურად ტარდება ქალთა ეროვნული და გოგონათა
ახალგაზრდული ჩემპიონატები ხელბურთში, ფრენბურთში, ჩოგბურთში, რაგბიში,
ფეხბურთში, კალათბურთსა და სხვა როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურ სპორტის
სახეობებში. ამასთან, სამინისტროს დაფინანსებით, ქალთა და გოგონათა ნაკრები გუნდები
მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ტურნირებსა და ჩემპიონატებზე.
13. ქალთა ეკონომიკური გაძლიერება
საქართველომ, ქალთა ეკონომიკური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ბოლო წლების
განმავლობაში არაერთი პოზიტიური ღონისძიება გაატარა. ქვეყანამ ასევე აიღო
მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვალდებულებები, რომლის ფარგლებში სახელმწიფომ
იკისრა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით კონკრეტული და გაზომვადი
ზომების მიღება.78
ამ მიმართულებით გამოირჩევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო
კონცეფცია, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2023 წელს მულტიპარტიულ რეჟიმში
იქნა მიღებული. აღნიშნული დოკუმენტი პირველია რეგიონში, რომელიც წარმოადგენს
სახელმწიფოს ერთიან ხედვას კონკრეტულად ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და
უკეთესი შრომითი პირობების შექმნისათვის. იგი მიზნად ისახავს საქართველოში
არსებული სპეციფიკური გენდერული თანასწორობის გამოწვევების გათვალისწინებით,
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ჩარჩოს ჩამოყალიბებას; დოკუმენტი, ასევე,
ითვალისწინებს საქართველოში გენდერული თანასწორობის სფეროში არსებულ
გამოწვევებს და გვთავაზობს საპასუხო ინტერვენციებს როგორც ინდივიდუალურ, ისე
საზოგადოებრივ დონეზე, რომლებიც ხელს შეუწყობს არსებული უთანასწორობის
შემცირებას.
დოკუმენტის შექმნის პროცესს წინ უძღოდა ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების მთავარ
აქტორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ინტერვიუების ჩატარება ქალთა
ეკონომიკური
გაძლიერების
მიმართულებით
ძირითადი
გამოწვევებისა
და
შესაძლებლობების იდენტიფიცირების მიზნით და სამაგიდო კვლევის შემუშავება,
რომელმაც, მეორად წყაროებზე დაყრდნობით, ქალთა ეკონომიკური განვითარების შვიდი
მამოძრავებლისა და მდგრადი განვითარების მიზნების ირგვლივ, შეკრიბა ძირითადი
ეკონომიკური მახასიათებლები გენდერული თანასწორობის ჭრილში:
2023 წლის განმავლობაში საბჭოს ინიციატივით ჩატარდა არაერთი შეხვედრა, მათ შორის:
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს N00029789 წერილი
საქართველოს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო,
თანასწორობა
საქართველოში:
ბარიერები
და
რეკომენდაციები,
ნაწილი
II,
https://georgia.unfpa.org/sites/default/files/pub-pdf/gender_geo_part_2.pdf
77
78
44
გენდერული
2022,
იხ:
●
●
●
●
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის მიღებიდან მალევე,
21 აპრილს, მისი აღსრულების საკითხზე პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად განხილულ იქნა
კონცეფციით
განსაზღვრული
ინტერვენციები
და
მათი
ეფექტურად
განხორციელების გზები.
1 მაისს საბჭოს ინიციატივით ორგანიზება გაეწია თემატური მოკვლევის „ქალებისა
და გოგოების მისაწვდომობა ფინანსურ რესურსებზე“ - სამუშაო ჯგუფის დასკვნის
საპრეზენტაციო ღონისძიებას, რომელსაც ესწრებოდნენ უწყებების, საერთაშორისო,
დონორი და ადგილობრივი, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
მაისის თვეში აქტიურად დაიწყო მუშაობა და კონსულტირება ინვესტორთა
საბჭოსთან,
რომელიც
ეხება
ქალთა
ბიზნეს
სერტიფიცირების
ინსტიტუციონალიზაციას. აღნიშნული პროცესის მხარდამჭერია UN WOMEN-ი.
11 ოქტომბერს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად საბჭომ
აქტიურად მიიღო მონაწილეობა სამუშაო შეხვედრაში, რომელიც შეეხებოდა ქალთა
ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის შედეგად გაცემულ
რეკომენდაციებს და მათი აღსრულების მონიტორინგს.
2022 წლიდან, საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს მიერ, ლაგოდეხისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში,
ხორციელდება საპილოტე პროგრამა ქალებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ხელი
შეუწყოს ქალთა ჩართულობას ეკონომიკურ საქმიანობაში. აღნიშნული პროგრამა
მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მისი სამიზნე არეალი მოიცავს ეთნიკური უმცირესობებით
დასახლებულ მუნიციპალიტეტებს, სადაც განსაკუთრებით მწვავეა გამოწვევები
გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით.
2022-2023 წლის მონაცემებით, პროგრამის ფარგლებში ჯამში 38-მა ბენეფიციარმა მიიღო
თანადაფინანსება სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად. აღსანიშნავია, რომ პროგრამა
იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მის ფარგლებში კიდევ სამი ახალი
მუნიციპალიტეტი - ჩოხატაური, ვანი და ჩხოროწყუ დაემატა.
მნიშვნელოვანია
აღინიშნოს
აღმასრულებელი
ხელისუფლების
დონეზე
განხორციელებული სამუშაოები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით:
2023 წელს საქართველო პირველად იყო CAREC-ის (ცენტრალური აზიის რეგიონული
ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა) თავმჯდომარე ქვეყანა და რიგით 22-ე
მინისტერიალს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც ქალთა ბიზნეს ფორუმი და გენდერის
ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ბიზნეს ფორუმი მიზნად ისახავს CAREC-ის
წევრი ქვეყნების თანამშრომლობით, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, ქალების
მხარდაჭერას ფინანსებზე წვდომაში და ასევე რაც მნიშვნელოვანია, ქალების აქტიურ
ჩართულობას ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში.79
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ქალთა დასაქმებისა
და შრომის ბაზარზე გააქტიურების საკითხი. აღნიშნული მიმართულებით საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო მნიშვნელოვან პროგრამას ახორციელებს.80
2023 წლის 16 იანვარს საქართველოს მთავრობის N17 დადგენილებით დამტკიცდა
,,დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“, რომელიც მოიცავს სამ ქვეპროგრამას,
ესენია:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის N GOV 9 24 00021545 წერილი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს N MOH 5 24 00840629 წერილი
79
80
45
●
●
●
,,დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების ქვეპროგრამა“, რომლის
მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების
ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება/განხორციელება;
,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამა“,
რომლის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების
ხელშეწყობის
მომსახურებათა
განვითარებით/გაძლიერებით,
სამუშაოს
მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით დასაქმების
ხელშეწყობა.
,,საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“, რომლის
მიზანია სოციალურად დაუცველი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური
პოლიტიკის განხორციელება მათი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების
ხელშეწყობისა და სოციალური დაცვის/დახმარების უზრუნველყოფის გზით.
პროგრამის განმახორციელებელია - სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო
სააგენტო.
ზემოთ დასახელებული სააგენტოს ინფორმაციით81 დასაქმების ხელშეწყობის
მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო ქვეპროგრამის ფარგლებში ქალთა
ჩართულობა 2023 წელს წარმოდგენილია შემდეგნაირად:
●
●
●
●
●
შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის82 განვითარება - 2023 წელს
სისტემაში რეგისტრაცია გაიარა 17 339 სამუშაოს მაძიებელმა, მათ შორის 10 446
ქალმა;
შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირების გაწევა
მუნიციპალურ დონეზე - სააგენტოს სერვის ცენტრებში ინდივიდუალური
კონსულტირება გაიარა 11329 სამუშაოს მაძიებელმა, მათ შორის 7625 ქალმა;
საშუამავლო მომსახურების გაწევა/განვითარება - დამსაქმებლების მიერ
წარმოდგენილ 11 470 თავისუფალ სამუშაო ადგილზე, დამსაქმებლებთან გაიგზავნა
2626 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის 1370 ქალი;
მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობის
მექანიზმების შემუშავება და დანერგვა - დასაქმების კონსულტანტებმა 198
მოწყვლად პირს გაუწიეს მხარდაჭერით მომსახურება, მათ შორის 78 ქალს;
სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირების კომპონენტი სუბსიდირების კომპონენტში ჩაერთო 5 დამსაქმებელი და 14 შშმ სამუშაოს
მაძიებელი, მათ შორის 8 ქალი.
რაც შეეხება სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების 2023 წლის
სახელმწიფო ქვეპროგრამას:
●
●
81
82
პროფესიული კონსულტაციისა (პროფკონსულტაცია) და კარიერის დაგეგმვის
მომსახურებების მიწოდება რეგიონულ დონეზე - სააგენტოს სერვის ცენტრებში
ინდივიდუალური კარიერის დაგეგმვა და პროფესიული კონსულტირება
ჩაუტარდა 4856 სამუშაოს მაძიებელს, მათ შორის 3593 ქალს;
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება, პროფესიული გადამზადება და
კვალიფიკაციის ამაღლება - სასწავლო პროცესი დაიწყო 36 საგანმანათლებლო
დაწესებულებაში. 97 მოთხოვნად პროფესიაზე ჩაერთო 3911 მოსარგებლე. მათ
შორის ქალი - 3008. ხოლო, სასწავლო პროცესი დაასრულა 2007 მოსარგებლემ, მათ
შორის, 1526 ქალმა; ღონისძიების ფარგლებში პრიორიტეტულ ჯგუფებს
განეკუთვნებიან ქალები.
იქვე
საინფორმაციო სისტემის სანახავად გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს - www.worknet.gov.ge-ს
46
●
პროგრამის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს სტაჟირება - სტაჟირების
კომპონენტში ჩაერთო და ხელშეკრულება გაფორმდა 31 დამსაქმებელთან,
სტაჟირებაში ჩაერთო 144 სტაჟიორი. მათ შორის 108 ქალი.
აღსანიშნავია საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამაც,
რომლის მიხედვითაც: 2023 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით, საზოგადოებრივ
სამუშაოზე დასაქმდა 39 999 სოციალურად დაუცველი პირი. აქედან 32 921 პირს აქვს
აქტიური ხელშეკრულება, მათ შორის 19 022 ქალს.
საყურადღებოა ისიც, რომ 2023 წლის 24 იანვრის საქართველოს მთავრობის N33
,,ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის
გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო
ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობის
განსაზღვრისა და გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ დადგენილების
პირველი მუხლით განისაზღვრა ორსულობისა და მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო
ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო
ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა
ჯამურად არაუმეტეს 2000 ლარით.
ამასთან, 2023 წელს ორსულობის და მშობიარობის გამო დახმარებით ისარგებლა - 13 508
ქალმა. ხოლო ბავშვის მოვლის გამო - 357 პირმა. დასაქმების პროგრამებში ჩართვის
მსურველი ბენეფიციარების თანაბარ პირობებში არსებობის შემთხვევაში უპირატესი
უფლება ენიჭებათ ოჯახში ძალადობის და ტრეფიკინგის მსხვერპლ პირებს.83 ამასთან,
საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების ფარგლებში, წინასწარი შეფასების
პროცესში, დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად, ქალ ბენეფიციარებს ენიჭებათ
დამატებითი ქულა.
მნიშვნელოვანია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული
აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავდა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას.84სსიპ
„დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის
ეროვნული სააგენტო“ პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ქალ ბენეფიციარებს,
ასევე, სთავაზობს მოკლევადიან პროფესიულ კურსებსა (სტილისტი, ჭრა-კერვა,
კოსმეტოლოგია) და მათსავე საჭიროებებზე მორგებულ სხვადასხვა თემატიკის
ტრენინგებსაც (მაგ.: ბიზნეს ტრენინგები, ციფრული უსაფრთხოება, სხეულზე
ორიენტირებული თერაპია და ა.შ.). 2023 წლიდან დღემდე აღნიშნული მომსახურებებით
ისარგებლა 33-მა ქალმა ბენეფიციარმა.
იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით85 უწყებაში
შემავალი სპეციალური პენიტენციური სამსახური აქტიურად არის ჩართული ქალთა
გაძლიერებისა და მათი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ჩართულობის
ხელშეწყობის ღონისძიებებში. მათგან მნიშვნელოვანია დასაქმების პროგრამები.
მსჯავრდებულთა დასაქმების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილია:
●
სამკერვალო საწარმო, რომელშიც მსჯავრდებული ქალები სისტემის საჭიროებების
მიხედვით (მაგ.: უნიფორმა, ზეწრები, ბალიშის პირები) კერავენ და ქმნიან
პროდუქციას. დასაქმებულია, სულ, 18 ქალი;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს N MOH 5 24 00840629 წერილი
84 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს № 8936 წერილი
85 იქვე
83
47
●
●
●
●
●
სათბური, რომელშიც ქალი მსჯავრდებულები სწავლობენ მარწყვის, ჟოლოსა და
ყვავილების მოვლას, ამჟამად, დასაქმებულია 5 ქალი, ხოლო ყვავილების სათბურში
– 6;
სასადილო და მაღაზია, დასაქმებულია 18 ქალი;
დასუფთავების სამსახური, დასაქმებულია 2 ქალი;
სახელოსნოები სხვადასხვა მიმართულებით (თექა, ქარგვა, ხის დამუშავება,
კერამიკა, ეპოქსიდი, ხალიჩების ქსოვა), დასაქმებულია 54 ქალი.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში პენიტენციურ სისტემაში მოქმედი
სამეურნეო სამსახურის სამუშაოებში ჩართული იყო 35 ქალი.
2023 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით ქალ მსჯავრდებულთა გაძლიერების მიზნით
№5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში განხორციელდა პროფესიული მომზადებისა და
გადამზადების შემდეგი პროექტები:
●
●
●
●
●
●
●
●
●
●
●
●
მოხალისე მასწავლებელი (ინგლისური ენა) (1 უვადო თავისუფლებააღკვეთილი
მსჯავრდებული);
საგადასახადო კანონმდებლობის ზოგადი კურსი (11 მსჯავრდებული);
სასწავლო გამაჯანსაღებელი კურსი (ქოუჩინგი) (16 მსჯავრდებული);
თექაზე მუშაობის მასტერკლასი (27 მსჯავრდებული);
სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი (15 მსჯავრდებული);
ქართული ხალიჩისა და ფარდაგის ქსოვა (10 მსჯავრდებული);
მეწარმეობა – როგორ მოვარგო პროდუქტი მომხმარებელს (18 მსჯავრდებული);
ემოციური ინტელექტი და წარმატების მენტორინგი (39 მსჯავრდებული);
მეფუტკრეობა (38 მსჯავრდებული);
სტილისტი (10 მსჯავრდებული);
ქალთა უფლებები (28 მსჯავრდებული);
ემოციების ნავიგაცია (40 მსჯავრდებული).
ზემოაღნიშნულ პერიოდში №5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მყოფი 5
მსჯავრდებული დასაქმდა ყვავილების სათბურში, სადაც მოყვანილი ყვავილები ქალთა
საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში
შემავალმა უწყებებმა შეისყიდეს. ასევე, 23 ქალი მსჯავრდებული ინდივიდუალურად
დასაქმდა მაღაზია „რე-მარკეტში“. ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციის შედეგად
მიღებული შემოსავლის 70% მსჯავრდებულებს ხელფასის სახით ჩაერიცხათ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის86 ერთერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება გამყოფი ხაზის გასწვრივ ვაჭრობის წახალისება
და ბიზნეს-პროექტების მხარდაჭერა და ამ გზით ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას
შორის დიალოგისა და საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობის გაღრმავება,
სამშვიდობო ინიციატივის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ფარგლებში მოქმედი
ფინანსური მექანიზმის „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისკენ“ მეშვეობით. - 2023
წელს “მშვიდობის ფონდის“ მიერ ჩატარებული მეოთხე საგრანტო კონკურსის ფარგლებში
დაფინანსებულ იქნა 23 ქართულ-აფხაზური / ქართულ-ოსური ბიზნეს პროექტი. ჯამში
დაფინანსებულ ბენეფიციართა 30%-ს ქალი წარმოადგენდა.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში 2018 წლიდან მოქმედებს
„თანადაფინანსების საგრანტო პროგრამა“, რომლის მიზანია, ინოვაციური პროდუქტების
(სერვისების), პროცესებისა თუ ტექნოლოგიების განვითარებისა და დანერგვის
ხელშეწყობა, აგრეთვე, მათი შემდგომი კომერციალიზაცია. პროგრამა გამიზნულია
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის N
1395 წერილი
86
48
სტარტაპებისთვის, რომელთა მიერ წარმოდგენილი და შემდგომ შერჩეული პროექტი
ფინანსდება არაუმეტეს 150 000 ლარით, დამატებით ბენეფიციარის 10%-იანი წილობრივი
მონაწილეობით. 2023 წელს განხორციელდა პროგრამის მე-10 და მე-11 რაუნდი. პროგრამის
მე-10 რაუნდის ფარგლებში, ჯამურად შემოსული 2500-მდე სააპლიკაციო განაცხადიდან,
გამოვლინდა 195 გამარჯვებული პროექტი. მხოლოდ მე-10 რაუნდის ფარგლებში, 50
ფინალისტი სტარტაპიდან 16 კომპანიაში გვხვდება ქალი დამფუძნებელი, ჯამურად 22
ქალი, ხოლო პროგრამის მე-11 რაუნდის ფარგლებში, პროგრამის 52 ფინალისტი
სტარტაპიდან 13-ში გვხვდება ქალი დამფუძნებელი (25%). მნიშვნელოვანია, რომ
პროგრამის ფარგლებში, შერჩეული განმცხადებლებისთვის გათვალისწინებულია
გადამზადების ტრენინგ
კურსი ბიზნეს გეგმის შედგენის, ბიუჯეტირების,
პროგნოზირებისა და ბაზრის კვლევის მიმართულებით. აღნიშნული მნიშვნელოვნად
ხელს უწყობს, მათ შორის, ქალი სტარტაპერების სამეწარმეო პოტენციალის ზრდასა და
ეკონომიკურ გაძლიერებას.
გარდა ამისა, 2023 წლიდან სააგენტო ახორციელებს „ინოვაციების გრანტები
რეგიონებისთვის“ საგრანტო პროგრამას. პროგრამის მიზანია, საქართველოს რეგიონებში
ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება და
ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების
შემუშავება-ათვისებასა და კომერციალიზაციის გზით, ტექნოლოგიური სტარტაპების
შექმნა. პროექტის სამიზნე ჯგუფია ინოვაციურ მოწყობილობასა ან/და პროგრამებზე
მომუშავე ფიზიკური პირი ან მეწარმე სუბიექტი, რეგისტრირებული შესაბამის რეგიონში.
„ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ პროგრამის ფარგლებში მოქმედებს დროებითი
მექანიზმი პროგრამაში ქალთა მონაწილეობის წასახალისებლად. საგრანტო განაცხადის
შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია სტარტაპებში ქალთა წილობრივი მონაწილეობა,
კერძოდ, საგრანტო კომისიის მიერ, გადაწყვეტილების მიღების დროს, სარეიტინგო სიის
შედგენისას, იმ სტარტაპებს, რომელთა დამფუძნებლებიც არიან ქალები (50%-ზე მეტი
წილის მფლობელები) ენიჭებათ დამატებით 2 ქულა. აღნიშნული წესი მიზნად ისახავს,
ქალების სამეწარმეო საქმიანობაში ჩართვის წახალისებას. 2023 წელს პროგრამის
ფარგლებში, ჯამურად, განმცხადებლების რაოდენობამ შეადგინა 366, რომელთაგან ქალი
იყო 135. დაფინანსებული ბენეფიციარების რაოდენობამ შეადგინა 41, რომელთაგან ქალი
იყო 14.
ასევე, სააგენტო ინტენსიურად ახორციელებს „რეგიონული პრე-აქსელერატორის
პროგრამას“, რომელიც ითვალისწინებს ინტენსიური სამეწარმეო ტრენინგების ციკლს,
რომელიც ეხმარება რეგიონში მცხოვრებ სტარტაპერებს განავითარონ საკუთარი ბიზნეს
იდეები - იდეიდან პროდუქტამდე და მოემზადონ სააგენტოს მიერ გამოცხადებული
რეგიონული საგრანტო პროგრამებისთვის. პროგრამის სამიზნე ჯგუფია რეგიონული
სტარტაპი/ინოვაციური იდეის მქონე, რეგიონში მცხოვრები ფიზიკური პირი ან მეწარმე
სუბიექტი, რეგისტრირებული შესაბამის რეგიონში. 2023 წელს პროგრამა განხორციელდა
საქართველოს 10 რეგიონში და 424 ბენეფიციარიდან 227 იყო ქალი.
2023 წელს სააგენტომ დაიწყო ახალი პროგრამა „Do IT in Georgia". პროგრამის ფარგლებში,
2023 წელს, შემოთავაზებულ 3 კურსზე (დიზაინი, მართვა და პროგრამირება) ჩაირიცხა
1046 პირი (54% ქალი, 46% კაცი). აღნიშნული პროგრამის წინამორბედ პროგრამაში - 3000
IT სპეციალისტის მომზადების პროგრამა, ჩაირიცხა 1078 ქალი, კურსი წარმატებით
დაასრულა 968 მათგანმა, ხოლო საერთაშორისო სერტიფიკატი მოიპოვა 446-მა.
სააგენტოს მიერ 2023 წელს ქალთა დასაქმებისა და მათი შესაძლებლობების განვითარების
მიმართულებით ტექნოპარკების ბაზაზე განხორციელდა რიგი ღონისძიებები.
ტექნოპარკების ღონისძიებებში ქალთა მონაწილეობა და დაინტერესება საკითხების
მიმართ საკმაოდ მაღალია.
49
საკრედიტო პროდუქტებისა და სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდისთვის, სააგენტო
„აწარმოე საქართველოში“ ადმინისტრირებას უწევს საკრედიტო საგარანტიო სქემის
სახელმწიფო პროგრამას. პროგრამის ფარგლებში, საკრედიტო გარანტია გაიცემა
კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს
80%-ის ოდენობით. სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს კომერციული
ბანკების შემთხვევაში და 20 000 ლარს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში,
ხოლო მაქსიმალური მოცულობა განსაზღვრულია 5 000 000 ლარით. 2023 წლის მაისიდეკემბრის პერიოდში, პროგრამის ფარგლებში დადასტურებული სესხების რაოდენობის
38% და მოცულობის 32% მოდიოდა ისეთ კომპანიებზე, რომელთა დამფუძნებელი ან/და
დირექტორი ქალია ან/და კომპანიაში ქალების მფლობელობის წილი 50%-ზე მეტია.
„აწარმოე საქართველოს“ კიდევ ერთი, სესხის/ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსების
პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების
მხარდაჭერა,
ახალი
საწარმოების
შექმნის/არსებული
საწარმოების
გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის
ამაღლება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალებით. სააგენტო მეწარმე
სუბიექტისთვის ახორციელებს დამტკიცებული სესხის/ლიზინგის საგნის პროცენტის
სუბსიდირებას, დამტკიცებული სესხის სრული ვადით, რეფინანსირების განაკვეთს
გამოკლებული 5%-ის (ლიზინგის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული
3%) ოდენობით. 2023 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დადასტურებული
სესხების რაოდენობის 36% და მოცულობის 30% მოდიოდა ისეთ კომპანიებზე, რომელთა
დამფუძნებელი ან/და დირექტორი ქალია ან/და კომპანიაში ქალების მფლობელობის წილი
50%-ზე მეტია.
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის მიზანია მიკრო და მცირე ბიზნესის
განვითარება, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრება და ახალი სამუშაო
ადგილების შექმნა, ახალი ბიზნესის წამოწყებისთვის ან/და არსებული ბიზნესის
გადაიარაღებისთვის აუცილებელი ფინანსური მხარდაჭერის და ტექნიკური დახმარების
გაწევის
გზით.
ფინანსური
მხარდაჭერა
ითვალისწინებს
პოტენციური
ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი გრანტის გამოყოფას მაქსიმუმ 30,000 ლარის
ოდენობით. პროექტის ფარგლებში მიღებული დაფინანსების არანაკლებ 90% უნდა იქნას
გამოყენებული კაპიტალური დანახარჯების, ხოლო არაუმეტეს 10%-სა საბრუნავი
საშუალებების შესაძენად. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გატარებული
სხვადასხვა ღონისძიების შედეგად, სააგენტოს მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის
ნაწილში 2023 წელს ქალ ბენეფიციართა წილი 50% იყო, ხოლო მათზე მოდიოდა 2023 წელს
პროგრამის ფარგლებში გაცემული თანხის 48%.
აღსანიშნავია, რომ სააგენტო აწარმოე საქართველოში უზრუნველყოფს ქალების
დამატებით მხარდაჭერას რეგიონული საკონსულტაციო ცენტრების საკონსულტაციო
კომპონენტის ფარგლებში, რაც გულისხმობს 5%-ით გაზრდილ დაფინანსებას იმ მეწარმე
სუბიექტებისთვის, რომელთა 50%-ზე მეტი წილის მფლობელი ქალი მეწარმეა.
დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის ივნისში საპილოტე რეჟიმში (ინფორმაციის
მიწოდების მიმართულებით) ამოქმედდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული
საკონსულტაციო ცენტრი. რეგიონულ საკონსულტაციო ცენტრებს აქვს 3 ძირითადი
ფუნქცია:
●
საკონსულტაციო მომსახურების თანადაფინანსება (რომელიც გულისხმობს
ბიზნესის სიღრმისეულ დიაგნოსტიკას, არსებული პრობლემების დადგენას,
საკონსულტაციო მომსახურების შერჩევას, მის მიწოდებას და ამ მომსახურების
90%-მდე თანადაფინანსებას (25,000 ლარამდე) შემდეგი ექვსი ძირითადი
50
●
●
მიმართულებებით: გაყიდვები და მარკეტინგი, საგადასახადო საკითხები,
იურიდიული საკითხები, ფინანსები და ბუღალტერია, ბიზნეს მოდელირება და
სტრატეგიის დაგეგმვა, გაციფრულება),
ბიზნეს უნარების გაუმჯობესება (რომელიც გულისხმობს მეწარმე სუბიექტის
საჭიროებებზე მორგებული სამუშაო შეხვედრებისა და ტრენინგების დაგეგმვას,
ბიზნეს შეხვედრების და მენტორული სესიების ორგანიზებას),
ინფორმაციის მიწოდება (რომელიც გულისხმობს მეწარმისათვის მიმდინარე
ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის
მიწოდებას და მეწარმის საქმიანობის შესაბამისი უახლესი ინფორმაციით და
კვლევებით უზრუნველყოფას).
14. ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება
საბჭო აქტიურად მუშაობდა გაეროს N1325 რეზოლუციის (ქალები, მშვიდობა და
უსაფრთხოება) მიმართულებით. ამ მიზნით საბჭოს წევრებმა და სამდივნომ 2023 წლის
განმავლობაში რამდენიმე ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა მოქმედების 3 სფეროს
აერთიანებს, რომელთაგან ერთ-ერთია „ქალთა მონაწილეობა მშვიდობისა და
უსაფრთხოების გაძლიერების პროცესებში“, მისი მიზანია ქალთა, ასევე, კონფლიქტის
შედეგად დაზარალებული (მათ შორის დევნილი, ოკუპირებული ტერიტორიების
მიმდებარედ მცხოვრები) ქალებისა და ახალგაზრდების გაზრდილი წარმომადგენლობისა
და ეფექტიანი მონაწილეობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიმღებთა დონეზე
მშვიდობისა და უსაფრთხოების პროცესებში.
საანგარიშო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა და ამჟამადაც მიმდინარეობს
ცნობიერების ამაღლების კამპანიები: ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს
უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განსახორციელებლად 2022-2024 წლების
საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმით განისაზღვრა ერთ-ერთ ამოცანად
პრევენციული ღონისძიებების განხორციელება: კერძოდ, კონფლიქტის შედეგად
დაზარალებული ქალებისა და გოგოების ცნობიერების ამაღლება ძალადობისა და
უსაფრთხოების საკითხებზე. აქედან გამომდინარე, ჩამოყალიბდა შესაბამისი აქტივობები,
რომლებიც აღნიშნულის განხორციელებას ხელს შეუწყობს:
●
●
●
●
●
საკონსულტაციო შეხვედრების ორგანიზება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში
მცხოვრებ, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან, გოგოებთან და მათი
ოჯახის წევრებთან;
საკონსულტაციო/საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება გამყოფი ხაზის მიმდებარე
სოფლებში, ასევე საქართველოს მასშტაბით, რეგიონების შესაბამისად მცხოვრებ
დევნილებთან და დევნილთა ჩასახლებებში;
დევნილი ქალებისა და გოგოების საჭიროებების კვლევა, მათ შორის ‒ ძალადობის
საკითხებზე ცნობიერების შესახებ;
უსაფრთხოების სექტორში სექსუალური ძალადობის, გენდერული ნიშნით
ძალადობის, სექსუალური შევიწროების ფაქტების პრევენციასა და მათზე
ეფექტური რეაგირების მექანიზმების შემუშავება და დანერგვა ან/და გაუმჯობესება;
სექსუალური ძალადობის, გენდერული ნიშნით ძალადობის, ოჯახში ძალადობის
საკითხების ინტეგრირება გადასროლის წინა/შემდგომი მომზადებისა და
ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროგრამაში.
51
2023 წლის მარტში გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭომ მონაწილეობა
მიიღო ნატოს სამდივნოს წარმომადგენელთან ქალების მშვიდობასა და უსაფრთხოებაში ირენ ფელინთან და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრაში, სადაც
გაიწერა სამომავლო თანამშრომლობის ფორმატები.
სამხედრო სფეროში არსებული გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრის, ქალთა
წარმომადგენლობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით ქართა ეროვნულ
ლიგასთან ერთად, რომელიც გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის შემადგენელი
სტრუქტურაა ჩატარდა ქალთა ლიგის კურსი რომელიც კურსი მოიცავდა სამოქალაქო
მომზადების და სხვადასხვა ექსტრემალური პირობების დროს მოქცევის წესების
შესწავლას, მაგალითად, სტიქიური მოვლენების, ტერაქტების თუ სხვა ექსტრემალური
პირობების დროს ქცევის წესებს, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას და სხვა.
თეორიული სწავლების გარდა ჩატარდა საველე სწავლებები სპეციალურად მოწყობილ
ტერიტორიაზე, რომელიც პრაქტიკულ დავალებებს ითვალისწინებდა, კურსი გაიარეს
ქალმა დეპუტატებმა, სტუდენტებმა და პროგრამის სხვა მონაწილეებმა, რომლებსაც
კურსის ამ ნაწილს ისრაელის ელჩი საქართველოში - ჰადას მეიცადი შეუერთდა.
2023 წლის 27 სექტემბერს, როდესაც სოხუმის დაცემიდან 30 წელი შესრულდა, საბჭოს
ინიციატივით „საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის
განხორციელების“ შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია ჩატარდა. საბჭოს წევრმა და
თემატურმა მომხსენებელმა თეონა აქუბარდიამ ანგარიშის შედეგები და ძირითადი
მიგნებები წარადგინა. მან აღნიშნა, რომ რეკომენდაციების გზით უნდა შევძლოთ
გავაუმჯობესოთ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალების ყოველდღიურობა, ისევე
როგორც, პარლამენტიდან ზედამხედველობა გავუწიოთ ანგარიშში ასახული
რეკომენდაციების შესრულებას. ღონისძიებას ესწრებოდნენ არასამთავრობო და დონორი
ორგანიზაციების, რელევანტური სახელმწიფო უწყებებისა და დიპლომატიური კორპუსის
წარმომადგენლები.
მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას აღმასრულებელ დონეზე განხორციელებულ საქმიანობებს
აღნიშნული მიმართულებით:
2023 წლის მარტში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და გაეროს ქალთა
ორგანიზაციის თანამშრომლობით ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს
უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს
ეროვნული სამოქმედო გეგმის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა 2022 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის
დადგენილებით დამტკიცებული რიგით მეოთხე, ქალებზე, მშვიდობასა და
უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024
წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის, მიზნებისა და ამოცანების წარდგენა,
ასევე საუკეთესო სტრატეგიებისა და გზების განხილვა მისი ეფექტიანი
განხორციელებისთვის. სამოქმედო გეგმით განსაზღვრულია ის ამოცანები და
ღონისძიებები, რომელთაც საქართველოს მთავრობა განახორციელებს, რათა გააძლიეროს
კონფლიქტით დაზარალებული ქალების და გოგოების უფლებების დაცვა, საჭიროებების
იდენტიფიცირება და უზრუნველყოს ქალებისა და ახალგაზრდების სამშვიდობო
პროცესებში, მშვიდობის მშენებლობის საქმიანობებში და გადაწყვეტილების მიღების
პლატფორმებში მათი წარმომადგენლობის გაზრდა და ეფექტიანი მონაწილეობის
ხელშეწყობა.87
ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების
განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის,
87
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის N GOV 9 24 00021545 წერილი
52
რომლის მიზანია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული, ოკუპირებულ ტერიტორიებსა
და მის მიმდებარედ მცხოვრები, დევნილი ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვა,
ერთ-ერთი აქტივობაა „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში „მობილური იუსტიციის
სახლის“ პროექტის განხორციელება“ (აქტივობა 3.1.3.).88 აღნიშნული აქტივობის
ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში სსიპ „იუსტიციის სახლის“ მობილური იუსტიციის
სახლი ემსახურებოდა შემდეგ სოფლებს: ლია (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი),
ტახტისძირი (ქარელის მუნიციპალიტეტი), ქვემო ჭალა (კასპის მუნიციპალიტეტი),
შინდისი (გორის მუნიციპალიტეტი), პერევი (საჩხერის მუნიციპალიტეტი).
აღსანიშნავია, რომ მობილური იუსტიციის სახლი მომსახურებას უწევდა სოფელ
წეროვანში
კომპაქტურად
ჩასახლებულ
დევნილ
მოსახლეობასაც.
ამასთან,
დაინტერესებული პირები ადგილზე, იუსტიციის სახლის ფილიალში სტუმრობის გარეშე,
იღებდნენ მომსახურებას 500-მდე სერვისთან დაკავშირებით. შედეგად, 2023 წლის
იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 20 მობილური იუსტიციის სახლის მეშვეობით ქალ
მომხმარებლებზე გაიცა, ჯამში, 1689 სერვისი.
ამჟამად 20 მობილური იუსტიციის სახლი ოპერირებს საქართველოს ყველა რეგიონში და
მოსახლეობას, მათ შორის, სოფლად მცხოვრებ ქალებს, აწვდის 500-მდე სერვისს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო
მინისტრის აპარატი საანგარიშო პერიოდში აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა
აქტივობას დასახელებული თემის გარშემო.89 სახელმწიფო მინისტრი და აპარატის
წარმომადგენლები რეგულარულად ახორციელებდნენ ვიზიტებს საოკუპაციო ხაზებთან
მდებარე სოფლებში და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან, მათ
შორის ქალებთან და ახალგაზრდებთან: 2023 წელს შეხვედრები გამყოფ ხაზთან მდებარე
24 სოფლის ადგილობრივ მოსახლეობასთან გაიმართა.
ამასთან, სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლის გაძლიერების ხელშეწყობისა და
ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2023 წელს სხვადასხვა ფორმატში ახალგაზრდებთან
ჩატარდა შემდეგი შეხვედრები და სემინარები: ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო
ცენტრში; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში; კავკასიის საერთაშორისო
უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის ფარგლებში - „სამშვიდობო პოლიტიკა და ნდობის
აღდგენა ოკუპირებულ რეგიონებთან“, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატთან
თანამშრომლობით გაიმართა; თელავსა და წყალტუბოში სახელმწიფო მინისტრის
აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით და UNDP-ის მხარდაჭერით (კულტურულსაგანმანათლებლო სემინარები); ანაკლიის საზაფხულო ბანაკებში.
სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეგულარულად მართავდა შეხვედრებს საქართველოში
აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში,
რომლის დროსაც, სხვა საკითხებთან ერთად ასევე განიხილებოდა სამშვიდობო/ნდობის
მშენებლობის ინიციატივებში ქალებისა და ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდის
თემები. ცალკე შეხვედრები იმართებოდა აფხაზეთის რეგიონში სტრატეგიული
პარტნიორობის ფარგლებში (ASP) მოქმედ ორგანიზაციებთან. 2023 წელს სახელმწიფო
მინისტრის აპარატის მიერ თანხმობა გაიცა საერთაშორისო და არასამთავრობო
ორგანიზაციების 23 ახალ პროექტზე, მათ შორის 9 პროექტი (39%) მოიცავდა ქალთა
საკითხებს ან წარდგენილი იყო ქალთა ხელმძღვანელობით მოქმედი არასამთავრობო
ორგანიზაციების მიერ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს № 8936 წერილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის N
1395 წერილი
88
89
53
15. გენდერული თანასწორობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
გენდერული თანასწორობის მიღწევა ჯანდაცვის სფეროში გენდერული თანასწორობის
მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღნიშნულის
უზრუნველსაყოფად საბჭო ყოველწლიურად უერთდება ცნობიერების ამაღლების
კამპანიებს და მუშაობს როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივ დონეზე მისი
პოპულარიზაციისათვის.
საბჭო 2023 წელსაც შეუერთდა ზურმუხტისფერი იანვრის კამპანიას, რაც გულისხმობს
საშვილოსნოს კიბოს ელიმინაციის კამპანიას. აღნიშნული დაავადების პრევენციის
საუკეთესო მიგნება პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრაა. მისი პოპულარიზაციის
მიზნით გაეროს მოსახლეობის ფონდის, გაეროს ბავშვთა ფონდის, ჯანმრთელობის
მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან არაერთი მნიშვნელოვანი
შეხვედრა გაიმართა. ამასთან, საბჭო აქტიურად აქვეყნებდა ცნობიერების ამაღლების
ვიდეოებს სოციალური ქსელების მეშვეობით.90
საბჭო 2023 წელსაც შეუერთდა ვარდისფერი ოქტომბრის კამპანიას. რომელიც 1997 წლიდან
აღინიშნება. საყურადღებოა, რომ
ძუძუს კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე
გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა და ქალებში ონკოლოგიურ დაავადებებს
შორის იგი პირველ ადგილზეა.
საბჭო ჯანდაცვის პროგრამების გაძლიერებისა და სერვისების ხელმისაწვდომობის
გაზრდის მიზნით აქტიურად თანამშრომლობს სამედიცინო დაწესებულებებთან.
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო დაწესებულებებში გენდერული ბალანსის
უზრუნველყოფისა და ძალადობის პრევენციისა და სკრინინგ პროგრამების დანერგვის
კუთხით ცნობიერების ამაღლების კამპანიების წარმოება მნიშვნელოვან პრიორიტეტს
წარმოადგენს ჯანდაცვის მიმართულებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით საანგარიშო
პერიოდში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა რეგიონული ჯანდაცვის
ცენტრთან, ქალაქ ქუთაისში, ოთარ ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილურ სამედიცინო
დაწესებულებაში. მემორანდუმის ხელმომწერით, გარკვეული ვალდებულებები იქნა
აღებული, მათ შორის: მხარეების მიერ ერთმანეთისთვის ინსტიტუციური გაძლიერების
ხელშეწყობა და მხარდაჭერა, ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა რეგიონული
ჯანდაცვის ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფ კლინიკებში, გენდერული მეინსტრიმინგის
პრინციპების დანერგვა და სხვა. შეხვედრის ფარგლებში საბჭოს თავმჯდომარე შეხვდა
კლინიკის სერვისის გამცემ პერსონალსაც და სამედიცინო სფეროში გენდერული
თანასწორობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
საანგარიშო
პერიოდში,
პროგრამის
ფარგლებში
„ევროკავშირი
გენდერული
თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის
დასაძლევად“, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის და
გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა
პროექტი „შშმ ქალების მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა
აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ ქვეყანაში“. მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა
გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ ქალთა უფრო აქტიური ჩართულობის შესახებ,
იხ ვიდეო: https://fb.watch/tGZWRX9-VM/
https://fb.watch/tGZXd96kO4/
https://www.youtube.com/watch?v=2BaXsqkpqdA&feature=youtu.be&fbclid=IwY2xjawEYHYpleHRuA2FlbQIxMAAB
HdaroF6ZG9ngB803nZUAAua59PeoJsbt0pHu1pq9q2wKcY2y0uo9DCYAsg_aem_ToxpAPJwzdySbXttU02mFw
90
54
ასევე აღსანიშნავია, ისიც რომ საბჭოს მიერ შემუშავებულ ყველა დოკუმენტში შშმ ქალთა
საკითხები გათვალისწინებულია და ის სრულ მხარდაჭერას უცხადებს მათ გაძლიერებას.
16. გენდერული თანასწორობა განათლებაში, კულტურასა და სპორტში
გენდერული თანასწორობის მიღწევა კულტურის სფეროში უმნიშვნელოვანესია, რაც
ცნობიერების ამაღლებით იწყება. სწორედ ამიტომ საბჭომ 11 თებერვალს მეცნიერებაში
ქალებისა და გოგოების საერთაშორისო დღე აღნიშნა. საბჭოს ინიციატივით აღნიშნულ
დღესთან დაკავშირებით ღონისძიება - არაფორმალური შეხვედრა გაიმართა, სადაც საბჭოს
თავმჯდომარე ნინო წილოსანმა, საბჭოს წევრმა მარიამ ლაშხმა და გაეროს ქალთა
ორგანიზაციის წარმომადგენელმა კაორი იშიკავამ ისაუბრეს ვალდებულებებზე
მეცნიერების სფეროში ინკლუზიურობისა და გაძლიერების ხელშეწყობისთვის.
საინტერესო დისკუსიების საშუალებით, საუბარი შედგა იმ მიღწევებზე, რაც ქალებს აქვთ
მეცნიერებაში. ასევე, ხაზი გაესვა იმ გამოწვევებს რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს ჩვენს
რეალობაში. აღნიშნულ ღონისძიებაზე მოხდა საინტერესო ვიდეოს გაზიარებაც იმ
ქართველი მეცნიერი ქალების შესახებ, რომლებიც გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას,
გამოწვევებსა და ტრიუმფებს.91
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა
სამეცნიერო ფონდმა ევროკავშირის Horizon 2020 პროგრამით დაფინანსებული პროექტის
„CALIPER”-ის - გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით კვლევებისა და
ინოვაციების დაკავშირება ფარგლებში შექმნილი „გენდერული თანასწორობის გეგმის“
საფუძველზე, დააწესა ყოველწლიური პრემია: “ქალები მეცნიერებაში“ - განსაკუთრებული
მიღწევებისათვის. პრემიის მოსაპოვებელი კონკურსის მიზანია წაახალისოს ინჟინერიისა
და ტექნოლოგიების მიმართულებით მოღვაწე გამორჩეულად წარმატებული მეცნიერი
ქალი. გაიცემა წელიწადში ერთი პრემია. 2023 წელს 2022 წელთან შედარებით კონკურსის
მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა 80%-ით.92
საანგარიშო პერიოდში განხორციელდა სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის, მანდატურის სამსახურის, სამინისტროსა და გაეროს ქალთა
ორგანიზაციის ერთობლივი თანამშრომლობით შემუშავებული ტრენინგ მოდულით
,,გენდერული მეინსტრიმინგი განათლებაში: ძალადობა გენდერული ნიშნით და ოჯახში
ძალადობა“ - მიმდინარეობს სპეციალისტთა გადამზადება ტრენინგ მოდული მოიცავს
გენდერის საკითხებს: ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობას, ოჯახში ძალადობას,
დისკრიმინაციას სამუშაო ადგილზე ხელფასის ჭრილში და სხვ. 2023 წელს
ზემოაღნიშნული ტრენინგ მოდულით, 13-მა მანდატურმა გაიარა რამდენიმე ეტაპიანი
ტრენერთა ტრენინგი, მათგან კონტრაქტი დაუდეს 2 ტრენერს. მათ მიერ 2023 წელს
გადამზადდა თბილისის, ქვემო ქართლისა და გურიის რეგიონების 208 მანდატური,
განათლებაში გენდერული მეინსტრიმინგის თემაზე.93
2023 წელს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის
დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს თბილისისა და რეგიონების ცენტრების
უფროსებმა და კოორდინატორებმა ტრენინგი გაიარეს გენდერული თანასწორობის და
იხ ვიდეო: https://fb.watch/tGZ76Vhxdo/
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს N MES 4 24 0000960846
წერილი
93 იქვე
91
92
55
ოჯახში ძალადობის საკითხებზე. ტრენინგი განხორციელდა გაეროს პროგრამის
„გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით.94
აჭარის რეგიონის მანდატურებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პროკურატურის
მიერ ორგანიზებულ, გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების
წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში გამართულ
შეხვედრებში.95
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ დაინიცირდა
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი
წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის N06/ნ
ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანების პროექტი, რომელშიც დეკლარირებულად
დამოუკიდებლად გამოიყო ოჯახის შექმნის მიზნით 18 წლამდე მოსწავლის
არარეგისტრირებული კავშირი/კავშირის რისკის (ნაადრევი ქორწინება) შემთხვევა და
გაიწერა მისი გამოვლენისა და მართვის პროცედურა.96
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ, 2023 წლის
განმავლობაში, ჩატარდა არაერთი სასკოლო და საკლასო ინტერვენცია მოსწავლეებთან და
მშობლებთან,
ასევე
განხორციელდა
გამოკვეთილ
საჭიროებაზე
საპასუხოდ
საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელთა, პედაგოგთა და მოსწავლეებთან
დაკავშირებულ სუბიექტთა ინდივიდუალური კონსულტირება ბავშვთა მიმართ
ძალადობის მათ შორის ადრეული ქორწინების პრევენციის მიმართულებით.
2023 წელს ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის მიერ სოციალური მუშაობის
კომპონენტით წარმოდგენილ სკოლებში, მათ შორის მულტისექტორულ სკოლებში,
სასკოლო ინტერვენციის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო, საგანმანათლებლო
შეხვედრები, რომელიც მოიცავდა პრეზენტაციებს საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან
ადრეულ ასაკში ბავშვთა ქორწინების შედეგების და რეაგირების მექანიზმების შესახებ.
შეხვედრების მიზანი იყო, როგორც ცნობიერების ამაღლება და ზოგადი ინფორმაციის
მიწოდება, ასევე მასზე დროული რეაგირება და ადრეულ ეტაპზე რისკების გამოვლენის
ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მოეწყო მოსწავლეებისთვის და მათი
მშობლებისთვის ფილმების/ვიდეორგოლების ჩვენებები, დისკუსიები, პრეზენტაციები,
თემატური კვირეულები.
აღნიშნულ
თემატიკაზე
ფსიქოსოციალური
მომსახურების
ცენტრის
განხორციელებულ საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო:
●
●
●
მიერ
N5 საჯარო სკოლის (თბილისის N100, 218 და ხაშურის N2 და N6, გარდაბნის
მუნიციპალიტეტის სოფ. ყარაჯალას საჯარო სკოლის) 1247-მა მოსწავლემ.
N2 სკოლის (თბილისი 29 და 218 საჯარო სკოლის) 106-მა მშობელმა;
ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგის მიერ ქვემო ქართლის
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალის საჯარო სკოლაში, ადრეული
ქორწინების რისკების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით,
საინფორმაციო შეხვედრა/პრეზენტაცია აზერბაიჯანულ ენაზე გამართა. შეხვედრას
სკოლის აზერბაიჯანული სექტორის მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები
ესწრებოდნენ. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.
იქვე
იქვე
96 იქვე . შენიშვნა: აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევიდა 2024 წლის 12 თებერვალს
94
95
56
გარდა ამისა, 2023 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
გლობალური კამპანიის ფარგლებში, ადრეულ ასაკში ქორწინების თემაზე,
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა 10 საჯარო სკოლის 600 მოსწავლესთან
საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გამართეს. ასევე, მოეწყო აღნიშნული
სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული პოსტერების გამოფენა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს აქტიური ჩართულობა და ადვოკატირება ქალთა ეკონომიკური
გაძლიერების მიმართულებით. დასახელებული უწყების მიერ მოწოდებული
ინფორმაციის მიხედვით97 პროექტ „Log-In Georgia”-ს ფარგლებში, რომელიც საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით, „საქართველოს
ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020–2025 წლების ეროვნული სტრატეგიის“
განხორციელების მიზნით მიმდინარეობს,
კომუნიკაციების კომისია 2022 წლიდან
ახორციელებს „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“, რომლის მიზანს შერჩეული
მუნიციპალიტეტებისა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ციფრული ცნობიერების
ამაღლება, მათთვის ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენების სწავლება და ციფრულ
ეკონომიკაში ჩართულობის ხელშეწყობა წარმოადგენს. პროგრამა მოიცავს ციფრული
წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების საკითხებზე სემინარებს,
რომლებიც ემსახურება პროგრამის ბენეფიციარების ცნობიერების ამაღლებას ისეთ
საკითხებზე, როგორებიცაა: ინფორმაციის მოძიება, ელფოსტის გამოყენება, Google-ის
რუქითა და თარჯიმნით სარგებლობა, ადგილმდებარეობის გაზიარება, ონლაინ
საკომუნიკაციო საშუალებებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, ინტერნეტში
უსაფრთხო ნავიგაცია, ნამდვილი, ყალბი ინფორმაციის ამოცნობა და სხვა. გარდა
თემატური სემინარებისა, პროგრამა მოიცავს საინფორმაციო შეხვედრებს სახელმწიფო
ელექტრონული სერვისების შესახებ, მათ შორის, სახელმწიფო ელექტრონული აუქციონის
გამოყენების და ინტერნეტის მომხმარებელთა უფლებების შესახებ.
2023 წელს „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ წარმატებით განხორციელდა
ხელვაჩაურის, ქობულეთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, სამტრედიის, ამბროლაურისა და
ონის მუნიციპალიტეტების 135 სოფელსა და დასახლებულ პუნქტში. საერთო ჯამში,
პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა 53 სემინარი და გადამზადდა 3550 ადამიანი (2141 ქალი),
საიდანაც 65% იყო ქალი. ბენეფიციართა შორის იყვნენ სკოლის პედაგოგები, მაღალი
კლასების მოსწავლეები, დიასახლისები, ადგილობრივი მეწარმეები, შშმ პირები, ასევე,
დროებით უმუშევარი მოქალაქეები.
17. გენდერული თანასწორობა სოფლის მეურნეობასა და გარემოს
დაცვაში
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და
საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით, ქალების მხარდასაჭერად და
მათი ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა შემდეგი
პროექტები:98
„ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების
ხელშეწყობის გზით, საქართველოს ფერმერთა საველე სკოლების მიდგომის მეშვეობით“ პროექტის მიზანია ფერმერთა საველე სკოლაში მიღებული ცოდნით, მედეგობის ამაღლება
97
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს № 19/5966 წერილი
98
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს N 6120/01 წერილი
57
და ქალი რძის პროდუქტების მწარმოებლების გაძლიერება აფხაზეთსა და სამეგრელოში.
2023 წელს პროექტმა გააგრძელა ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა
რძის პროდუქტების წარმოების მხარდაჭერით, ფერმერთა საველე სკოლების (FFS)
მიდგომის მეშვეობით. კერძოდ, 54 ბენეფიციარისთვის ჩატარდა ტრენინგები ცხოველების
საკვებზე, საკვებ კულტურებზე და მცირე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების
განაწილებაზე. სრულად ჩამოყალიბებული და ოპერაციული FFS-ები და სრული სასწავლო
ციკლი დასრულდა 39 FFS-ისთვის. ტრენინგით ისარგებლა FFS-ის 971 წევრმა ქალმა.
„მწვანე გურია: ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა
ინკლუზიური და მოქნილი მწვანე ზრდისთვის“ (ENPARD IV ფარგლებში) - პროექტის
საქმიანობები მოიცავს ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების
ინსტიტუციურ
გაძლიერებას;
ოზურგეთის,
ლანჩხუთისა
და
ჩოხატაურის
მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების შემუშავებას
გენდერის, ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინებით
და უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის (RBA) გამოყენებით; ადგილობრივი ეკონომიკის
‘გამწვანებასა’ და დივერსიფიკაციას ინოვაციური და სადემონსტრაციო პროექტების
განხორციელებით; სამოქალაქო ჩართულობის პროცესების ხელშეწყობას და ქალების,
ახალგაზრდებისა და ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების/საზოგადოების
გაძლიერებას, რათა მათ დაიცვან თავიანთი უფლებები და მოახდინონ სხვადასხვა
საკითხის ადვოკატირება მოწყვლადი ჯგუფებისათვის ხარისხიანი სახელმწიფო
სერვისებისა და სამართლიანი და მდგრადი პოსტკოვიდური მდგომარეობის
უზრუნველსაყოფად.
„ინკლუზიურის სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობის“ - პროექტის
მიზანია ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას და ქალთა გაძლიერებას ქალების და
კაცების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად, რათა ყველას მიეცეს
პროექტიდან სარგებლის მიღების შესაძლებლობა. ქალებისა და კაცების სხვადასხვა
საზრუნავის, საჭიროებებისა და უფლებების გასაცნობად და გასათვალისწინებლად
პროექტი განხორციელდება სხვადასხვა პრინციპით. მათ შორის, დიდი მნიშვნელობა
ენიჭება სიტუაციის გენდერულ ანალიზს, ისევე როგორც დაინტერესებულ მხარეთა
ინკლუზიურ ჩართულობას. დაინტერესებული მხარეების ინკლუზიური მონაწილეობა
უზრუნველყოფილი იქნება მათთვის შესაძლებლობის მიცემით ისაუბრონ საკუთარ
საჭიროებებზე, გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე, განურჩევლად მათი ასაკისა,
ეთნიკური კუთვნილებისა, რელიგიისა, წარმომავლობისა და სხვა ფაქტორებისა.
სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობა უზრუნველყოფილი იქნება მათი
იდენტიფიკაციით, რასაც მოჰყვება არსებული პრობლემებისა და შეზღუდვების
პროფილირება (პრობლემების გენდერული განზომილების იდენტიფიცირების ჩათვლით).
პროექტის განხორციელებისას განიხილება უმცირესობების სხვადასხვა ჯგუფის წინაშე
არსებული გამოწვევები. პროექტის გუნდი დარწმუნდება, რომ უმცირესობები და
დაუცველი ჯგუფები, ახალგაზრდები, მოხუცები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირები ჩართულნი არიან დაინტერესებულ მხარეთა კონსულტაციის პროცესებში და
საველე აქტივობებში, როგორც პროექტის აქტიური წევრები და ბენეფიციარები.
რაც შეეხება ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გენდერული თანასწორობის
ხელშეწყობის კუთხით განხორციელებულ აქტივობებს, 2023 წელს სააგენტომ დასავლეთ
საქართველოს სამ მუნიციპალიტეტში, განახორციელა ცალკე მდგომი „საპილოტე
პროგრამა ქალებისათვის“, რომლის ფარგლებშიც 60-ზე მეტ ქალს დაფინანსდა სასათბურე
მეურნეობის მოწყობის ღირებულების 90 %.99
99
შენიშვნა: აღნიშნული პროგრამა დეტალურადაა განხილული ზედა თავებში
58
სსიპ
გარემოსდაცვითი
ინფორმაციისა
და განათლების ცენტრი ყველა
განხორციელებული აქტივობის მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობას აღრიცხავს
გენდერულ ჭრილში.
18. გენდერულად სეგრეგირებული მონაცემების შეგროვება
გენდერულად სეგრეგირებული მონაცემების შეგროვება გენდერული მეინსტრიმინგის
ეფექტურად განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. ასეთი მონაცემების
შეგროვებისა და დამუშავების კუთხით მთავარ როლს ქვეყანაში საქართველოს
სტატისტიკის ეროვნული სამსახური ასრულებს. საანგარიშო პერიოდში უწყების მიერ
გამოქვეყნებული ინფორმაციის უდიდესი ნაწილი გენდერულ ჭრილში იყო
წარმოდგენილი.
ფუნქციონირებს
გენდერული
სტატისტიკის
ელექტრონული
100
პორტალიც.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური ასევე იკვლევს საწარმოებსა და ორგანიზაციებს და
ავრცელებს მონაცემებს დაკავებული სამუშაო ადგილების, საქმიანობის სახეებისა და
სექტორების მიხედვით (გენდერულ ჭრილში).
საგარეო საქმეთა სამინისტრო პერიოდულად აწარმოებს გენდერულად სეგრეგირებული
მონაცემების დამუშავებას. წერილში101 მითითებული პერიოდის განმავლობაში
დამუშავდა არაერთი მონაცემი, თუმცა საინტერესოა ქვემოთ მოცემული შემდეგი
რაოდენობები:
●
●
დიპლომატიური თანამდებობა:
○ ქალი 258,
○ კაცი 265
დიპლომატიური რანგი (დიპლომატიური თანამდებობებისთვის):
○ უმაღლესი (ქალი 18, კაცი 74 ),
○ უფროსი (ქალი 145, კაცი 115),
○ უმცროსი (ქალი 63, კაცი 35),
○ პირველადი (ქალი 11, კაცი 6);
თავდაცვის სამინისტროში გენდერული მეინსტრიმინგის განხორციელების კუთხით
გადაიდგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი102: ამასთან, აღსანიშნავია რომ ამავე უწყებაში
სქესის ნიშნით სეგრეგირებული მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის სისტემა
შექმნილია. 2023 წელს თავდაცვის სამინისტროში შიდა და გარე მოხმარებისთვის
განხორციელდა მონაცემების დამუშავება: თავდაცვის სამინისტროს სამხედრო
მოსამსახურეების პროცენტული რაოდენობები წოდებებისა და სქესის ნიშნით;
სამოქალაქო ოფისში დასაქმებული პროფესიულ საჯარო მოხელეთა სქესისა და პოზიციის
(მენეჯერული, არამენეჯერული) ნიშნით და სხვა. შემუშავებულია სქესის ნიშნით
სეგრეგირებული მონაცემების წარმოების სახელმძღვანელოს პირველადი ვერსია.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო
მინისტრის აპარატი103 უწყების შიგნით რეგულარულად აწარმოებს სქესის მიხედვით
სეგრეგირებულ მონაცემებს.
იხ: http://gender.geostat.ge/gender/index.php?lang=ka
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს N 01/25244 წერილი
102 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს N MOD 2 24 00989484 წერილი
103 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის N
1395 წერილი
100
101
59
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურაც ასევე ახორციელებს
დეტალურ მონაცემების შეგროვებას და აღრიცხვას, რომელიც ასევეა ჩაშლილი სქესის
მიხედვით.104
საყურადღებოა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკაც აღნიშნული
საკითხის გარშემო.105 2023 წლიდან, სტატისტიკური მონაცემების წარმოების ახალი ფორმა
დანერგა, რომლის მიხედვითაც, უწყება ითვლის და სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე კვარტალურად აქვეყნებს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას და
გახსნის მაჩვენებელს, ასევე, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი
ორდერების სტატისტიკურ მონაცემებს (ტერიტორიული განფენილობის, მონაწილე
პირებისა (მოძალადე/მსხვერპლი - სქესის/ ასაკის მითითებით) და ძალადობის სახეების
მითითებით), ასევე, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი
ორდერების სტატისტიკურ მონაცემებს (ტერიტორიული განფენილობის, მონაწილე
პირებისა (მოძალადე/მსხვერპლი - სქესის/ ასაკის მითითებით) და ძალადობის სახეების
მითითებით).106
საანგარიშო პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ
პროკურატურას, უზენაეს სასამართლოსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს
(საქსტატი) შორის, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი
დანაშაულის შესახებ მონაცემთა107 აღრიცხვის ახალი მემორანდუმი გაფორმდა, რომლის
ფარგლებშიც აღსარიცხ ერთეულებს წარმოადგენს:
●
●
●
●
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სავარაუდო შეუწყნარებლობის
მოტივით ჩადენილ დანაშაულზე დაწყებულ გამოძიებათა საერთო რაოდენობა;
გამოძიების დაწყების მუხლი; დისკრიმინაციის ნიშანი;
დისკრიმინაციის ნიშანი ტერიტორიული განფენილობის მიხედვით;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სავარაუდო შეუწყნარებლობის
მოტივით ჩადენილ დანაშაულზე დაწყებულ გამოძიებათა საერთო რაოდენობა,
რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის
კოორდინატორი ჩაერთო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წელს
დისკრიმინაციის ნიშნით მოტივირებული - 1806 სისხლის სამართლის საქმიდან, 1653
საქმეში გენდერული დისკრიმინაციის ნიშანი გამოიკვეთა.
2023 წელს, პროკურატურამ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გააუმჯობესა
ოჯახურ დანაშაულზე სტატისტიკის დათვლის მეთოდოლოგია და უზრუნველყო
პროკურატურის ვებ-გვერდზე108 სტატისტიკური მონაცემების ხელმისაწვდომობა.
2023 წლის 5 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურას, უზენაეს სასამართლოს, შინაგან
საქმეთა სამინისტროს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და სტატისტიკის ეროვნულ
სამსახურს
შორის
გაფორმებული
განახლებული
ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, ყოველწლიურად, არა უგვიანეს 1
საქართველოს გენერალური პროკურატურის N13/50627 წერილი
საქართელოს შინაგან საქმეთა სამინისტროს N MIA 8 24 02649916 წერილი
106 გამოქვეყნებული ინფორმაცია საჯაროა და მისი გაცნობა შესაძლებელია მოცემულ ბმულზე https://info.police.ge/page?id=102
107 სეგრეგირებული სტატისტიკური მონაცემები, ქართულ და ინგლისურ ენებზე, საჯაროა და
ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე https://shorturl.at/hHW03
108
ოჯახში
ძალადობა
და
ოჯახური
ნიშნით
ჩადენილი
დანაშაულები
HTTPS://POG.GOV.GE/PAGE/DEFAULT/MONACEMEBI-OJAXURI-DANASHAULIS-SAQMEEBZE
104
105
60
მარტისა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე ქვეყნდება წინა
წლის დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის
ერთიანი სტატისტიკური ანგარიში, რომელიც, ასევე, მოიცავს ინფორმაციას გენდერული
დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი დანაშაულების შესახებ. 109
2023 წლის 1 მარტს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე110
ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნდა დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის
მოტივით ჩადენილი დანაშაულის სრული - 2022 წლის სტატისტიკური მონაცემები, ხოლო
2024 წლის 1 მარტს - 2023 წლის სტატისტიკური მონაცემები.111
2023 წელს პროკურატურამ სქესობრივ დანაშაულებზე გააუმჯობესა სეგრეგირებული
სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში
ძალადობის აღკვეთის და პრევენციის წინააღმდეგ ევროპის საბჭოს“ კონვენციის
(სტამბოლის კონვენციის) მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყო პროკურატურის
ვებ-გვერდზე112 სტატისტიკური მონაცემების ხელმისაწვდომობა.
საანგარიშო
პერიოდში
რეგიონული
განვითარებისა
და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროში
კვარტალურად
მუშავდებოდა
გენდერულად
სეგრეგირებული
მონაცემები.113
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო114 მუდმივად ამუშავებს მის უწყებაში დასაქმებული
პირების შესახებ ინფორმაციას, რომელიც მუდმივად ახლდება და პროაქტიულად
ქვეყნდება გენდერულად სეგრეგირებული მონაცემები.
გენდერულად სეგრეგირებული მონაცემების დამუშავების მიმართულებით საჯარო
სამსახურის ბიურომ115 მონაცემთა შორის სხვადასხვა მიმართების განსასაზღვრად
განაახლა ინდიკატორების სისტემა, ინდიკატორის აღწერის, გამოთვლის პრინციპისა და
მიღებული შედეგის განმარტების ჩათვლით. შემუშავდა, საერთო ჯამში, 620 ინდიკატორი.
აღნიშნული გულისხმობს, ბიუროს ხელთ არსებული მონაცემების სხვადასხვა ჭრილში
დამუშავების შესაძლებლობას. ანალიტიკის წარმოების მიზნით ინდიკატორები
დაჯგუფდა ადამიანური რესურსების მართვის პროცესების მიხედვით შემდეგ
კატეგორიებად: დასაქმებულთა ზოგადი განაწილება, შერჩევა/რეკრუტირება, ტრენინგები
და განვითარება, კარიერის მართვა, შეფასების სისტემა, სახელფასო ბიუჯეტის განაწილება
და ცალკე ჯგუფად, გენდერული თანასწორობა. საბაზისო გენდერული ინდიკატორები
შემუშავებულია ადგილობრივი საკანონმდებლო და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო
სტანდარტების შესაბამისად. საბაზისო გენდერული ინდიკატორები საჯარო სამსახურის
ბიუროს
მისცემს
შესაძლებლობას,
დეტალურად
გააანალიზოს
გენდერული
თანასწორობის მდგომარეობა საჯარო სამსახურში და აწარმოოს გენდერულ ანალიზზე
დამყარებული ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა ისეთ მონაცემებზე
დაყრდნობით, რომლებიც საქართველოს პროგრესს გაზომავს რეგიონული და
გლობალური მასშტაბით. მონაცემთა დამუშავების შეცვლილი მეთოდოლოგიისა და
საქართველოს გენერალური პროკურატურის N13/50627 წერილი
დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა
https://www.geostat.ge/ka/modules/categories/680/diskriminatsiis-nishnit-sheutsqnareblobis-motivit-chadenilidanashaulis-statistika;
111 დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის ერთიანი
ანგარიში https://www.geostat.ge/media/60697/diskriminacia_2023.pdf;
112
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები
https://pog.gov.ge/page/default/sqesobrivi-Tavisuflebisa-da-xelsheuxeblobis-winaaRmdeg-mimarTuli-danashaulebi;
113 საქართველოს რეგიონული განვიტარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს N MRDI N 01/1744
წერილი
114 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს N 08-03/60782 წერილი
115 საჯარო სამსახურის ბიუროს წერილი № გ511
109
110
61
განახლებული ინდიკატორების მიხედვით შემუშავდა 2023 წლის სტატისტიკა საჯარო
სამსახურში, რომელიც ხელმისაწვდომია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე.116
ამასთან, საჯარო სამსახურის ბიურომ ადამიანური რესურსების მართვის ერთიან
ელექტრონულ სისტემაში (eHRMS) განაახლა ანგარიშების მოდული, რაც იძლევა
შესაძლებლობას, როგორც ბიურომ, ისე აღნიშნულ პროგრამაში ჩართულმა
ორგანიზაციებმა ადამიანური რესურსების მონაცემები დაამუშაოს გენდერულ ჭრილში
დინამიკურად.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს117 სსიპ
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ყველა საინფორმაციო სისტემაში (eSchool,
eVet, eUni), აგრეთვე ნებისმიერ ახალ პროდუქტში, რომელიც იქმნება და ინერგება და
სადაც აისახება ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებების და განათლების
მართვის
ორგანიზაციების
მოსწავლეებზე,
სტუდენტებზე,
პედაგოგებზე,
ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალზე, თანამშრომლებზე
უზრუნველყოფილია
გენდერულად სეგრეგირებული მონაცემების შეგროვება, შენახვა და დამუშავება.
ამასთანავე, უშუალოდ სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო
გენდერულად სეგრეგირებულ მონაცემებს ამუშავებს საკადრო ადმინისტრირების
მიზნებისთვის. ამასთან, "გენდერული თეგინგის“ მეთოდოლოგიის დანერგვის
პარალელურად, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტომ დაიწყო გენდერული ანალიზის
წარმოებაც, უკვე განხორციელებული აქტივობების ნარატიული და სტატისტიკური
ანგარიშების საფუძველზე.
2023 წლის იანვრიდან სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო
ფონდმა დაიწყო სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსების ბენეფიციართა
გენდერული სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი. 2023 წლის მონაცემი,
რომელიც შემდგომში განიხილება როგორც ბაზისური მაჩვენებელი.118
მნიშვნელოვანია ისიც რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ,
2023 წელს, გენდერული ნიშნით სტატისტიკის წარმოება დაიწყო 3 ახალ პროექტზე და
დღეს ფაქტობრივად, ყველა პროგრამის ფარგლებში ცნობილია ქალთა მონაწილეობის
შესახებ.119 ამასთან, ამასთან, სააგენტო აღრიცხავს თანამშრომელთა შესახებ გენდერულად
სეგრეგირებულ მონაცემებს, რომელიც ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე.
სტატისტიკური მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე http://www.csb.gov.ge/navigations/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83
%98%E1%83%A1%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90/%E1%83%A1%E1%83
%90%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83
%98%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90/%E1%83
%A1%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83
%98%E1%83%A1%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83
%99%E1%83%90/
117 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს N MES 4 24 0000960846
წერილი
118 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს N MES 4 24 0000960846
წერილი
119 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს № 19/5966 წერილი
116
62
დამატებით, აღსანიშნავია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ უზრუნველყოფს
სქესის ნიშნით მონაცემების შეგროვებას შემდეგ პროგრამებში:
●
●
●
საკრედიტო საგარანტიო სქემა (2023 წლის მაისიდან);
სესხის/ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსება (ბიზნეს უნივერსალი);
მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო
პროგრამა.
სააგენტო აღრიცხავს ინფორმაციას კომპანიაში დირექტორი ქალების რაოდენობის,
დამფუძნებელი ქალების რაოდენობისა და ქალების ჯამური მფლობელობის წილის
შესახებ. ამასთან, პროგრამების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, სააგენტო
ყოველწლიურად აფასებს საკუთარი პროგრამების ეკონომიკურ ზეგავლენას, მათ შორის,
გენდერულ ჭრილში, რათა ანალიზის შედეგად გამოვლინდეს ცვლილებების
მიზანშეწონილობა.120 ამასთან, რეგულარულად გროვდება სქესის ნიშნით ჩაშლილი
მონაცემები სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ მიერაც. ეკონომიკის სამინისტროს
მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სს „საქართველოს რკინიგზაში“
დასაქმებულთა შესახებ სხვადასხვა ანგარიშების წარმოება მორგებულია გენდერულად
სეგრეგირებული მონაცემების დამუშავების შესაძლებლობაზე და ის ხორციელდება
გარკვეული პერიოდულობით. 121
ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს სოციალური
პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარების გენდერულად სეგრეგირებული მონაცემების
დამუშავებას; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის
სააგენტოც ახორციელებს გენდერულად სეგრეგირებული მონაცემების დამუშავებას,
როგორც დევნილთა, ასევე ეკომიგრანტთა და დაბრუნებულ მიგრანტთა მიმართულებით;
სსიპ - ლ.საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს ეპიდემიოლოგიური მონაცემების
დამუშავებას გენდერულ ჭრილში.122
დამატებით, სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ყველა
განხორციელებული აქტივობის მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობას აღრიცხავს
გენდერულ ჭრილში.123
19. შეჯამება
სახელმწიფოს სახელისუფლებო შტოების მიერ განხორციელებული ღონისძიებები
ცხადყოფს, რომ 2023 წელი დატვირთული იყო გენდერული თანასწორობის
უზრუნველყოფის საკითხებით. კანონმდებლობასა თუ პოლიტიკაში განხორციელებული
ცვლილებები, აგრეთვე ქვეყნის მიერ საერთაშორისოდ ნაკისრ ვალდებულებათა
იმპლემენტაციისთვის მიღებული ზომები მნიშვნელოვან ნაბიჯებს წარმოადგენს
საქართველოში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა მიმართ ძალადობის
აღმოფხვრის კუთხით. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს პროგრესის ეს
„ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს საკადრო უზრუნველყოფის შესახებ“ ხელმისაწვდომია:
https://www.enterprisegeorgia.gov.ge/ka/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83
%9D%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83
%98%E1%83%90
121 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს № 19/5966 წერილი
122 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს N MOH 5 24 00840629 წერილი
123 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს N 6120/01 წერილი
120
63
ტემპი და განსაკუთრებული აქცენტები კვლავ გაკეთდეს ისეთ მნიშვნელოვან
მიმართულებებზე, როგორიცაა: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, ქალთა
პოლიტიკური მონაწილეობა და ეკონომიკური გაძლიერება. თანასწორობის დასახული
მიზნების მიღწევისთვის განსაკუთრებული როლი აქვს მჭიდრო უწყებათაშორის
კოორდინაციასა და ინსტიტუციურ ურთიერთგაძლიერებას, ამასთანავე, გენდერული
მეინსტრიმინგის ინსტრუმენტების იმპლემენტაციას, როგორც ცენტრალურ, აგრეთვე
მუნიციპალურ დონეზე.
64
65