საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ინფორმაცია მიმდინარე მოწვევაში საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების თაობაზე, 2024 წლის 24 სექტემბრის მდგომარეობით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-10-01
ბიუროს ნომერი 384
📜 ტექსტი
წერილი
2-13143/24
24-09-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის
შესაბამისად წარმოგიდგენთ ინფორმაციას მიმდინარე მოწვევაში საქართველოს
კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით
განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე, 2024 წლის
24 სექტემბრის მდგომარეობით.
დანართი: 26 ფურცელი.
1.საქართველოს
კანონებისა
და
პარლამენტის
დადგენილების
გარდამავალი დებულებებით
განსაზღვრული დავალებები, რომელთა
შესრულების ვადა გავიდა მიმდინარე მოწვევაში 2024 წლის 24 სექტემბრამდე და
ჯერ არ შესრულებულა (19 ფურცელი);
2. საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილების
გარდამავალი დებულებებით
განსაზღვრული დავალებები, რომელთა
შესრულების ვადა გავიდა მიმდინარე მოწვევაში და შესრულდნენ 2024 წლის 25
ივნისიდან – 2024 წლის 24 სექტემბრამდე დროის მონაკვეთში, ან ნორმატიული
აქტით განსაზღვრული შესრულების ვადის გასვლის შემდეგ (7 ფურცელი).
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ქადაგიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დანართი
დანართი N1
საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი
დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა
მიმდინარე მოწვევაში 2024 წლის 24 სექტემბრამდე და ჯერ არ შესრულებულა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტი
1. საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
შესახებ N6823-რს, 14.07.2020
მუხლი 37.
1. 2021 წლის 1 იანვრამდე:
ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს 2021−2035 წლების ერთიანი
სტრატეგიისა და წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება, შესაბამისი
ორგანოების/დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და
შესრულების ვადების მითითებით;
ნაწილობრივ
შესრულებულია.
საქართველოს
მთავრობის
მიერ
შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021-2035 წლების ერთიანი სტრატეგიის ცალკე
დოკუმენტი არ შემუშავებულა, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები,
როგორც ერთ-ერთი მიმართულება, ცალკე თავად აისახა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის
ეროვნულ სტრატეგიაში (2022-2030 წლებისთვის), რომელიც დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის
2023 წლის 23 მარტის №2663- XIმს-Xმპ დადგენილებით. (კომიტეტის ინფორმაცია)
2.საქართველოს
კანონი
„საქართველოს
მთავრობის
სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე N6833-რს, 14.07.2020
მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს
„შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთა
უფლებების
კონვენციის“
იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის
შექმნა, აგრეთვე 2021−2035 წლების ერთიანი სტრატეგიისა და წლიური სამოქმედო
გეგმის შემუშავება და დამტკიცება, შესაბამისი ორგანოების/დაწესებულებების მიერ
განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესრულების ვადების მითითებით.
ნაწილობრივ
შესრულებულია.
საქართველოს
მთავრობის
მიერ
შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021-2035 წლების ერთიანი სტრატეგიის ცალკე
დოკუმენტი არ შემუშავებულა, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები,
როგორც ერთ-ერთი მიმართულება, ცალკე თავად აისახა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის
ეროვნულ სტრატეგიაში (2022-2030 წლებისთვის), რომელიც დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის
2023 წლის 23 მარტის №2663- XIმს-Xმპ დადგენილებით. (კომიტეტის ინფორმაცია)
1
3. საქართველოს კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“ (ცვლილება N361-IVმს-Xმპ;
16.03.2021)
მუხლი 64
8. საქართველოს მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
წარდგინების საფუძველზე 2022 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის 56-ე
მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ
სამართლებრივი აქტის მიღება
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტი
1. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე № 2251-IXმს-Xმპ; 02.11.2022
მუხლი 2.
4. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, 2024 წლის 1 იანვრამდე
უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა/ამ კანონთან
შესაბამისობა.
მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 19.09.2024)
2.
საქართველოს
კანონი
„საქართველოს
მთავრობის
სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე №3822-XIIIმს-Xმპ, 30.11.2023
მუხლი 2.
8.
საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა
და
ახალგაზრდობის
სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
ახალგაზრდობის
სააგენტოს
ხელმძღვანელისა
და
მისი
პირველი
მოადგილის/მოადგილეების გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე
დანიშვნა.
მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 19.09.2024)
2
3. საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ №3662-XIIIმს-Xმპ, 15.11.2023
მუხლი 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ამ კანონის
ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში (05.06.2024-მდე) უზრუნველყონ შესაბამისი
ნორმატიული აქტების გამოცემა.
ნაწილობრივ შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია, 19.09.2024)
4. საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ №3663-XIIIმს-Xმპ, 15.11.2023
მუხლი 2.
2. 2024 წლის 1 ივნისამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარდგინებით
ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების განხორციელების წესისა
და პირობების დამტკიცება.
მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია19.09.2024)
5. საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ №3959-XIIIმს-Xმპ, 15.12.2023
მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის
(25.06.2024-მდე) ვადაში უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების
მიღება/გამოცემა.
ნაწილობრივ შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია, 19.09.2024)
6. საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №4161-XIVმს-Xმპ, 15.05.2024
მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
წარდგინებით, ამ კანონის ამოქმედებიდან 90 დღის ვადაში (19.08.2024-მდე)
უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის სათანადო ნორმატიული აქტების ამ
კანონთან შესაბამისობა.
მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 19.09.2024)
3
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
1. საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5948-სს, 22.05.2020
მუხლი 67 1.
1. საქართველოს მთავრობამ:
ბ) 2022 წლის 1 სექტემბრამდე დაამტკიცოს:
ბ.ა) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა იმ ზონისთვის ან/და
აგლომერაციისთვის, სადაც ატმოსფერულ ჰაერში ძირითად მავნე ნივთიერებათა
დონეები აჭარბებს ზღვრულად დასაშვებ ნორმებს ან მიზნობრივ მნიშვნელობას;
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია)
ბ.ბ)
მოკლევადიანი
სამოქმედო
გეგმა
იმ
ზონისთვის
ან/და
აგლომერაციისთვის, სადაც ძირითად მავნე ნივთიერებათა დონეები აჭარბებს
ტექნიკური რეგლამენტით − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებით
დადგენილ ერთ ან რამდენიმე განგაშის ზღვარს.
მიმდინარეობს მუშაობა. მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების საჭიროება
ჯერჯერობით არ დგას. თბილისის აგლომერაციისათვის და შავი ზღვის ზონისათვის ატმოსფერული
ჰაერის ხარისხის მართვის გეგმების დამტკიცება დაგეგმიალია 2024 წლისთვის (კომიტეტის
ინფორმაცია)
2. საქართველოს კანონი „აკვაკულტურის შესახებ“ (ცვლილება N1356-VIIIმს-Xმპ,
1.02.2022)
მუხლი 40. გარდამავალი დებულებები
11. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 31 დეკემბრამდე დაამტკიცოს:
ბ) აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმა.
მიმდინარეობს მუშაობა. აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმა
(მენეჯმენტის გეგმები) შემუშავებული და ატვირთულია საქართველოს მთავრობის ელექტრონულ
პროგრამაში სამინისტროებთან შესათანხმებლად. (კომიტეტის ინფორმაცია)
3. საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“ (ცვლილება №3308-XIმს-Xმპ,
28.06.2023)
4
მუხლი 58.
3. საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 1 ივნისამდე მიიღოს დადგენილება
„წინასწარი დასაბუთებული თანხმობის გაცემის საფუძველზე ვერცხლისწყლისა და
ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების იმპორტის, ექსპორტისა და
ტრანზიტის განხორციელებისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“.
მიმდინარეობს მუშაობა. წინასწარ დასაბთებული თანხმობის გაცემის საფუძველზე
ვერცხლისწყლისა და ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების იმპორტის, ექსპორტისა და
ტრანზიტის განხორციელებისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის დადგენილების პროექტი შემუშავებულია და დაინტერესებულ მხარეებთან საბოლოო
კონსულტაციისა პოზიციების შეჯერების შემდეგ წარედგინება საქართველოს მთავრობას
დასამტკიცებლად. (კომიტეტის ინფორმაცია, 18.09.2024)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტი
1. საქართველოს კანონი ,,განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და
გამოყენების წახალისების შესახებ“ N5652-რს, 20.12.2019
მუხლი 21.
5. საქართველოს
ამოქმედებიდან:
მთავრობამ
სამინისტროს
წარდგინებით,
ამ
კანონის
ვ) 24 თვის ვადაში 26.12.2021-მდე უზრუნველყოს ბიოსაწვავის, ბიოგაზისა და
ბიოსითხის სერტიფიცირებისა და შესაბამისობის დადგენის წესების დამტკიცება;
მიმდინარეობს მუშაობა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
ინფორმაციით (05.09.2024) სამინისტროს მიერ შემუშავებულია კანონის ცვლილების პროექტი,
აღნიშნულის დამტკიცების შემდეგ მოხდება დონორების მიერ ზემოხსენებული კანონქვემდებარე
აქტის შემუშავება განახლებული დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად. (კომიტეტის ინფორმაცია
12.09.2024)
ზ) 24 თვის ვადაში 26.12.2021-მდე უზრუნველყოს ბიოსაწვავის, ბიოგაზისა
და ბიოსითხის წარმოების ლიცენზირებისა და ფასწარმოქმნის წესების დამტკიცება;
მიმდინარეობს მუშაობა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
ინფორმაციით (05.09.2024) სამინისტროს მიერ შემუშავებულია კანონის ცვლილების პროექტი,
აღნიშნულის დამტკიცების შემდეგ მოხდება დონორების მიერ ზემოხსენებული კანონქვემდებარე
აქტის შემუშავება განახლებული დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად. (კომიტეტის ინფორმაცია
12.09.2024)
თ) 24 თვის ვადაში 26.12.2021-მდე
უზრუნველყოს ბიოსაწვავისა და
ბიოსითხეების მდგრადობის კრიტერიუმების დადგენა;
5
მიმდინარეობს მუშაობა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
ინფორმაციით (05.09.2024) სამინისტროს მიერ შემუშავებულია კანონის ცვლილების პროექტი,
აღნიშნულის დამტკიცების შემდეგ მოხდება დონორების მიერ ზემოხსენებული კანონქვემდებარე
აქტის შემუშავება განახლებული დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად. (კომიტეტის ინფორმაცია
12.09.2024)
ი) 24 თვის ვადაში 26.12.2021-მდე
უზრუნველყოს ბიოსაწვავის,
ბიოსითხეებისა და მათი წიაღისეული საწვავის კომპარატორების სათბურის გაზის
გავლენის გამოთვლის წესების დამტკიცება.
მიმდინარეობს მუშაობა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
ინფორმაციით (05.09.2024) სამინისტროს მიერ შემუშავებულია კანონის ცვლილების პროექტი,
აღნიშნულის დამტკიცების შემდეგ მოხდება დონორების მიერ ზემოხსენებული კანონქვემდებარე
აქტის შემუშავება განახლებული დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად. (კომიტეტის ინფორმაცია
12.09.2024)
8. სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან:
ბ) 24 თვის ვადაში 26.12.2021-მდე უზრუნველყოს განახლებადი წყაროებიდან
მიღებული გათბობისა და გაგრილების წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესის
დამტკიცება.
მიმდინარეობს მუშაობა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
ინფორმაციით (05.09.2024) სამინისტროს მიერ შემუშავებულია კანონის ცვლილების პროექტი,
აღნიშნულის დამტკიცების შემდეგ მოხდება დონორების მიერ ზემოხსენებული კანონქვემდებარე
აქტის შემუშავება განახლებული დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად. (კომიტეტის ინფორმაცია
12.09.2024)
2. საქართველოს კანონი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ N5646-რს,
20.12.2019
მუხლი 162.
1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს:
ა) ამ კანონის ამოქმედებიდან:
ა.გ) 12 თვის ვადაში 27.12.2020-მდე − შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების
მიღება ან /და მოქმედ აქტებში ცვლილებების შეტანა ამ კანონის მოთხოვნათა
გასათვალისწინებლად;
ნაწილობრივ
შესრულებულია.
ენერგეტიკისა
და
წყალმომარაგების
ეროვნული
მარეგულირებელი კომისიიდან მიღებული ინფორმაციით (05.09.2024) ზოგიერთ რეგიონში
მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღების საკითხის მოწესრიგების სამოქმედო გეგმა
შემუშავებულია, ხოლო დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს პარლამენტში შესათანხმებლად
წარდგენილი არ არის. (კომიტეტის ინფორმაცია, 12.09.2024)
4. საქართველოს მთავრობამ და კომისიამ 2020 წლის 31 დეკემბრამდე
შეიმუშაონ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მოხმარებული ელექტროენერგიის
საფასურის ამოღების საკითხის მოწესრიგების სამოქმედო გეგმა და წარუდგინონ
საქართველოს პარლამენტს შესათანხმებლად.
6
ნაწილობრივ
შესრულებულია.
ენერგეტიკისა
და
წყალმომარაგების
ეროვნული
მარეგულირებელი კომისიიდან მიღებული ინფორმაციით (19.07.2023) ზოგიერთ რეგიონში
მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღების საკითხის მოწესრიგების სამოქმედო გეგმა
შემუშავებულია, ხოლო დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს პარლამენტში შესათანხმებლად
წარდგენილი არ არის. (კომიტეტის ინფორმაცია, 12.09.2024)
3. საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1088-VIმს-Xმპ, 14.12.2021
მუხლი 159. (ცვლილება N1088-VIმს-Xმპ, 14.12.2021)
1. ამ კანონით გათვალისწინებული გადამცემი სისტემის ოპერატორის
დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნები სათანადოდ უნდა
განხორციელდეს ამ კანონის 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით
გათვალისწინებული გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესის
დამტკიცების შემდეგ:
ა) არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა − ელექტროენერგიის გადამცემი
სისტემის ოპერატორებისათვის
ბ) არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა − ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის
ოპერატორებისთვის.
მიმდინარეობს მუშაობა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს ინფორმაციით (05.09.2024) სამინისტროში შემუშავებულ იქნა კანონის პროექტი,
რომელიც ითვალისწინებს გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირებისა და კანონით
განსაზღვრულ განცალკევების მოთხოვნების უზრუნველყოფის საკითხებს. კანონის პროექტის
ინიცირება დაგეგმილია უახლოესს პერიოდში. (კომიტეტის ინფორმაცია 12.09.2024.)
მუხლი 160 (ცვლილება N1088-VIმს-Xმპ, 14.12.2021)
1. ამ კანონით გათვალისწინებული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის
დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნები სათანადოდ უნდა
განხორციელდეს ამ კანონის 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა” ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ბაზრის წესების დამტკიცების შემდეგ:
„ბ) არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა − ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი
სისტემის ოპერატორისთვის.“.
მიმდინარეობს მუშაობა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი
კომისიის ინფორმაციით (05.09.2024) კომისიაში წარმოდგენილი იქნა „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და
„თბილისი ენერჯის“ განცალკევების გეგმები. უახლოესს პერიოდში კომისია განიხილავს და
დაამტკიცებს აღნიშნულ გეგმებს. (კომიტეტის ინფორმაცია 12.09.2024.)
მუხლი 162 (ცვლილება N1088-VIმს-Xმპ, 14.12.2021)
1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს:
7
„გ) არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა − ბუნებრივი გაზის სექტორში საჯარო
მომსახურების
მიმწოდებლისა
და
ბოლო
ალტერნატივის
მიმწოდებლის
ავტორიზაცია.“
მიმდინარეობს მუშაობა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი
კომისიის ინფორმაციით (17.06.2024) ბუნებრივი გაზის სექტორში გამანაწილებელი კომპანიებში
განცალკევების პროცესის დასრულების შემდეგ განხორციელდება საჯარო მომსახურების
მიმწოდებლის და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის ავტორიზაცია. (კომიტეტის ინფორმაცია
12.09.2024)
4. საქართველოს კანონი ,,ენერგოეფექტურობის შესახებ“ N5898-სს, 21.05.2020
მუხლი 28.
1. სამინისტრო უზრუნველყოფს ამ კანონის ამოქმედებიდან:
ა) 12 თვის ვადაში 28.05.2021-მდე:
ა.ე) ენერგოაუდიტის ჩატარების წესის დამტკიცებას;
დასრულების სტადიაშია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
ინფორმაციით (05.09.2024) მომზადებულია წესის სამუშაო ვერსია, უახლოესს მომავლში წარედგინება
საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად. (კომიტეტის ინფორმაცია 12.09.2024)
2. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ამ კანონის ამოქმედებიდან:
ა) 12 თვის 28.05.2021-მდე ვადაში − სამინისტროს წარდგინებით:
ა.ა) სატრენინგო პროგრამების დამტკიცებას;
დასრულების სტადიაშია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
ინფორმაციით (05.09.2024) მომზადებულია წესის სამუშაო ვერსია, უახლოესს მომავლში წარედგინება
საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად. (კომიტეტის ინფორმაცია 12.09.2024)
ა.გ) ენერგოაუდიტორთა სერტიფიცირებისა და
დამტკიცებას;
აკრედიტაციის წესების
დასრულების სტადიაშია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
ინფორმაციით (05.09.2024) მომზადებულია წესის სამუშაო ვერსია, უახლოესს მომავლში წარედგინება
საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად. (კომიტეტის ინფორმაცია 12.09.2024)
5. საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
5.02.2020
მუხლი 1
2. საქართველოს მთავრობამ
მისაწვდომობის ეროვნული გეგმა.
2021
წლის
14
ივნისამდე
N5706-IIს,
დაამტკიცოს
მიმდინარეობს მუშაობა. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის ინფორმაციით
მიმდინარეობს მისაწვდომობის ეროვნული გეგმის შემუშავება. აღნიშნულ პროცესში მონაწილეობენ
8
სახელმწიფო უწყებების, პარლამენტის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ბოლო ინფორმაციით საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო
გეგმის (https://myrights.gov.ge/ka/documents/action%20plans/) თანახმად აღნიშნული მისაწვდომობის
ეროვნული გეგმის შემუშავება დაგეგმილია 2025 წლისათვის. (კომიტეტის ინფორმაცია 12.09.2024)
6. საქართველოს კანონი ,,შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“
N5900-სს,
21.05.2020
მუხლი 19.
1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს:
ა) 2021 წლის 30 ივნისამდე:
ა.გ) შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების
ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ხარჯოპტიმალური დონეების
გამოთვლის შედარებითი მეთოდოლოგიის დამტკიცება;
მიმდინარეობს მუშაობა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
ინფორმაციით (05.09.2024) მომზადებულია მეთოდოლოგიის სამუშაო ვერსია (კომიტეტის
ინფორმაცია, 12.09.2024)
ბ) 2022 წლის 1 იანვრამდე:
ბ.ა) შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების წესის დამტკიცება;
მიმდინარეობს მუშაობა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
ინფორმაციით (05.09.2024) მომზადებულია მეთოდოლოგიის სამუშაო ვერსია (კომიტეტის
ინფორმაცია, 12.09.2024)
ბ.ბ) შენობებში გათბობისა და ჰაერის
რეგულარული ინსპექტირების წესის დამტკიცება;
კონდიცირების
სისტემების
მიმდინარეობს მუშაობა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
ინფორმაციით (05.09.2024) მომზადებულია მეთოდოლოგიის სამუშაო ვერსია (კომიტეტის
ინფორმაცია, 12.09.2024)
ბ.გ) შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი და შენობებში
გათბობისა
და
ჰაერის
კონდიცირების
სისტემების
ინსპექტირების
განმახორციელებელი
დამოუკიდებელი
ექსპერტის
აკრედიტაციისა
და
სერტიფიცირების წესების დამტკიცება;
მიმდინარეობს მუშაობა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
ინფორმაციით (05.09.2024) მომზადებულია მეთოდოლოგიის სამუშაო ვერსია (კომიტეტის
ინფორმაცია, 12.09.2024)
ბ.დ) შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და
ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების შემოწმებისა და
გადამოწმების წესების დამტკიცება;
9
მიმდინარეობს მუშაობა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
ინფორმაციით (05.09.2024) მომზადებულია მეთოდოლოგიის სამუშაო ვერსია (კომიტეტის
ინფორმაცია, 12.09.2024)
გ) 2023 წლის 30 ივნისამდე − თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების
შენობების რაოდენობის გაზრდის ეროვნული გეგმის დამტკიცება.
მიმდინარეობს მუშაობა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
ინფორმაციით (05.09.2024) შემუშავებულია გეგმის პირველადი სამუშაო ვერსია (კომიტეტის
ინფორმაცია, 12.09.2024)
7. საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ N1547-VIIIმს-Xმპ 10.05.2022
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში 24.06.2022-მდე:
ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა
უზრუნველყოს ნავსადგურის შესასვლელი არხით სარგებლობის საფასურის
განსაზღვრის მიზნით შესაბამისი ნორმატიული აქტის გამოცემა.
დასრულების სტადიაშია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციით (15.06.2023) მინისტრის შესაბამისი ბრძანება
მომზადებულია. (კომიტეტის ინფორმაცია, 12.09.2024)
8. საქართველოს კანონი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ №2738-XIმს-Xმპ,
04.04.2023
მუხლი 3.
2. მუნიციპალიტეტებმა 2024 წლის 1 იანვრამდე დაადგინონ მათ
ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობები, აგრეთვე
მწვანე ნარგავების გაშენების, მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გაცემისა და მათი
საკომპენსაციო რგვის განხორციელების წესი და პირობები.
დასრულების სტადიაშია. დარჩენილია შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მიერ
მისაღები დადგენილებები, რომლებიც უახლოესს პერიოდში იქნება მიღებული. (კომიტეტის
ინფორმაცია 12.09.2024)
9. საქართველოს კანონი „ტურიზმის შესახებ“ №3969-XIIIმს-Xმპ, 15.12.2023
მუხლი 50. გარდამავალი დებულებები
1. საქართველოს მთავრობამ:
კ) ამ კანონის ძალაში შესვლიდან 2 თვის ვადაში (28.02.2024-მდე) დაამტკიცოს
„კურორტების შესახებ“ დადგენილება;
10
მიმდინარეობს მუშაობა. სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით
(21.05.2024) „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კურორტების სააგენტო
„USAID“ ერთად მუშაობს ,,საკურორტო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონზე. ამ კანონით
უნდა დარეგულირდეს კურორტებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები. უამრავი
ნიუანსია გასათვალისწინებელი საჯარო და კერძო ინტერესები თანხვედრისთვის. კანონის
მიღებამდე უნდა დამტკიცებულიყო ,,კურორტების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის
დადგენილება. სააგენტოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში
გაიგზავნა მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც უკან დაბრუნდა უფრო მეტი
კონკრეტიზაციის მიზეზით, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტიზაცია ვერ ხერხდება. ამჟამად უნდა
გადამუშავდეს არსებული პროექტი და გადაეგზავნოს სამინისტროს. (კომიტეტის ინფორმაცია
12.09.2024)
10. საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდქსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ №4017-XIIIმს-Xმპ,
15.12.2023
მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს
90-ე დღისა (27.03.2024-მდე) უზრუნველყოს საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141 8 მუხლის:
ა) პირველი ნაწილით გათვალისწინებული გეოგრაფიული არეალებისა და მათი
სახელმწიფო კოორდინატთა სისტემაში მომზადებული საზღვრების ელექტრონული
ვერსიის დამტკიცება;
ბ) მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების
კანონიერად მიჩნევის დამატებითი კრიტერიუმების დამტკიცება.
მიმდინარეობს მუშაობა. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის ინფორმაციით
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით
ინიცირებულია საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისი პროექტი, რომელიც ამჟამად
გადის საქართველოს მთავრობის რეგლამენტით განსაზღვრულ საქართველოს მთავრობის
ნორმატიული აქტის მიღებისათვის დადგენილ პროცედურებს. იუსტიციის სამინისტროს
ინფორმაციით (10.09.2024) აღნიშნულ ნორმატიული აქტის პროექტზე გამოითქვა შენიშვნები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და კულტურისა და სპორტის სამინისტროების მხრიდან,
რის გამოც შეფერხდა ნორმატიული აქტის მიღება. (კომიტეტის ინფორმაცია 12.09.2024)
11. საქართველოს კანონი „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №2587-XIმს-Xმპ; 09.02.2023
მუხლი 2
1. მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა 2024 წლის 1 ივნისამდე
უზრუნველყონ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტისა და მოსაკრებლის
განაკვეთების ამ კანონთან შესაბამისობა.
11
ნაწილობრივ შესრულებულია. აღნიშნული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად მიღებულ იქნა:
ქალაქ თბილისის, ამბროლაურის, გორის, ქარელის, ნინოწმინდის, ქედის მუნიციპალიტეტების
საკრებულოების შესაბამისი დადგენილებები, ხოლო დღეისათვის შემუშავებულია და უახლოესს
პერიოდში დამტკიცდება: ახალქალაქის, ბათუმის, გარდაბნის, დმანისის, ლაგოდეხის, ონის,
ტყიბულის, ქობულეთის, ქუთაისის, ჭიათურის, წალენჯიხის, ხაშურის მუნიციპალიტეტების
საკრებულოების დადგენილებები. რაც შეეხება ბაღდათის, ლენტეხის, ჩოხატაურის, მცხეთის
მუნიციპალიტეტებს, მათ კანონქვემდებარე აქტის მიღების ვალდებულება არა აქვთ, ვინაიდან ამ
რაიონებში არ ფუნქციონირებს სათამაშო ბიზნესის ობიექტები. (კომიტეტის ინფორმაცია 12.09.2024)
12.
საქართველოს
კანონი
„სატელეკომუნიკაციო
ინფრასტრუქტურისა
და
სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის
გაზიარების შესახებ“ №2988-XIმს-Xმპ, 31.05.2023
მუხლი 15. გარდამავალი დებულებები
2. საქართველოს მთავრობამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს წარდგინებით 2024 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს:
ბ) შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურისა და შენობაში დაშვების
ტექნიკური სპეციფიკაციების განსაზღვრის შესახებ დადგენილების მიღება.
მიმდინარეობს მუშაობა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
ინფორმაციით
(10.09.2024)
ზემოაღნიშნული
დადგენილების
ნაცვლად
საკონსულტაციო
მომსახურების ფარგლებში, სამინისტროს სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის ჩართულობით
შემუშავებულ იქნა „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში
მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255
დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ და „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების
(მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და
სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257
დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებების
პროექტები, რომელებიც წარედგინება საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად (კომიტეტის
ინფორმაცია 12.09.2024)
13. საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე №4016-XIIIმს-Xმპ, 15.12.2023
მუხლი 2
1. საქართველოს მთავრობამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით
2024 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს:
ბ) შენობა-ნაგებობისა და შენობა-ნაგებობის ერთეულის შიდა აზომვითი სამუშაოს
შესრულებისა და დოკუმენტირების წესის დამტკიცება.
12
დასრულების სტადიაშია. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით (10.09.2024) სამინისტროში
შემუშავებულ იქნა შენობა-ნაგებობისა და შენობა-ნაგებობის ერთეულის შიდა აზომვითი სამუშაოს
შესრულებისა და დოკუმენტირების წესის პროექტი, რომლის დამტკიცებაც დაგეგმილია უახლოესს
პერიოდში. (კომიტეტის ინფორმაცია 12.09.2024)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
1. საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე N6364-11ს, 23.06.2020
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 1.01.2021-მდე:
გ) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესმა აღმასრულებელმა ორგანოებმა
უზრუნველყონ სათანადო ნორმატიული აქტების მიღება.
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 24.09.2024)
2. საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე N7106- Iს,16.09.2020
მუხლი 2.
საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 იანვრამდე დადგენილებით
დაამტკიცოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გასართობი, შემეცნებითი ან/და
სასწავლო ღონისძიების – ექსკურსიის ორგანიზების/მოწყობის წესი.
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 24.09.2024)
3. საქართველოს კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 632-IVმს-Xმპ, 10.06.2021
მუხლი 2
1. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 15.12.2021-მდე საქართველოს
მთავრობამ უზრუნველყოს შემდეგი დადგენილებების მიღება:
ბ) „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ მონაცემების
მიღებისთვის,
დამუშავებისთვის,
შენახვისთვის
ან/და
გადაცემისთვის
გამოყენებული აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების
მწარმოებელ ქვეყნებთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნების განსაზღვრის
შესახებ“
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 24.09.2024)
13
3. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 15.12.2021-მდე საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური
სააგენტოს უფროსმა გამოსცეს შემდეგი ბრძანებები:
ვ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულტექნიკური სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის
განხილვის წესის შესახებ“;
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 24.09.2024)
ზ)
„საინფორმაციო-ტექნოლოგიური
ინფრასტრუქტურის
ჩატარების წესისა და პროცედურების დადგენის შესახებ“;
შემოწმების
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 24.09.2024)
6. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 15.12.2021-მდე საჯარო
სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა
სააგენტომ უზრუნველყოს კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემის
შექმნა.
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 24.09.2024)
4. საქართველოს კანონი ,,ამნისტიის შესახებ“ N1484-VIIIმს-Xმპ
მუხლი 14
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის
ვადაში 20.05.2022-მდე „უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული
პირისგათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 9 თებერვლის №682 ბრძანებაში
ცვლილების შეტანით უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული
პროგრამის გავლის სპეციალური წესის შემუშავება იმ მსჯავრდებულისთვის,
რომელსაც ამ კანონის საფუძველზე დაკმაყოფილებულად ჩაეთვალა საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 721 მუხლის პირველი ნაწილით ან იმავე კოდექსის
73-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ნაწილის მოხდის
მოთხოვნა.
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 24.09.2024)
5. საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ №2484-Xრს-Xმპ,
01.12.2022 წ.
მუხლი 2.
14
მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა 2023 წლის 1 აპრილამდე დაადგინონ ამ
კანონით
გათვალისწინებული
საქართველოს
სივრცის
დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 136-ე მუხლის მე-4
ნაწილით გათვალისწინებული წესი.
ნაწილობრივ შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 24.09.2024)
6. საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე №3100-XIმს-Xმპ, 31.05.2023
2. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა და
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2023 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყონ
ამ კანონით გათვალისწინებული ბრძანების გამოცემა.
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 24.09.2023)
3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა და საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრმა 2023 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყონ ამ კანონით
გათვალისწინებული ერთობლივი ბრძანების გამოცემა.
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 24.09.2024)
საქართველოს კანონი საქართველოს კანონი „ეროვნული სივრცითი მონაცემების
ინფრასტრუქტურის შესახებ“ №3705-XIIIმს-Xმპ, 16.11.2023
მუხლი 16. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი
ღონისძიებები
1. საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს:
ა) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, მართვის,
ფუნქციონირებისა და განვითარების მიზნით ეროვნული სივრცითი მონაცემების
ინფრასტრუქტურის სტრატეგიისა და შესაბამისი წლის სამოქმედო გეგმის
დამტკიცება;
ბ) ეროვნულ გეოპორტალზე სივრცითი მონაცემების გამოქვეყნებისთვის
პასუხისმგებელი შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტებისა და მათ მიერ თავიანთი
უფლებამოსილებების ფარგლებში გამოსაქვეყნებელი მონაცემების განსაზღვრა;
გ) მეტამონაცემების ეროვნული პროფილის დამტკიცება;
15
დ) მონაცემთა მოდელის ტექნიკური სპეციფიკაციის დამტკიცება;
ე) მონაცემთა პროდუქტის სპეციფიკაციის ეროვნული პროფილის დამტკიცება;
ვ) ქსელური სერვისების იმპლემენტაციის ტექნიკური სპეციფიკაციის დამტკიცება;
ზ) ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების რესურსებთან
დაშვების (ლიცენზიის), მათი გამოყენებისა და გაზიარების პირობებისა და წესების
დამტკიცება;
თ) ტექნიკური ჩარჩორეგლამენტის დამტკიცება;
ი) მონაცემთა გაცვლისა და ერთობლივი გამოყენების მოდელის ეროვნული
პროფილის დამტკიცება;
კ) მონიტორინგის ყოველწლიური ანგარიშის ეროვნული პროფილის დამტკიცება;
2. კოორდინატორმა 2024 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს
გეოპორტალისა და მეტამონაცემების ეროვნული კატალოგის შექმნა.
ეროვნული
3. შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა 2024 წლის 1 ივლისამდე
უზრუნველყონ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტების
მიღება (გამოცემა), სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა და
ამ კანონის შესასრულებლად საჭირო სხვა წინასწარი ღონისძიებების განხორციელება.
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 24.09.2024)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე N6364-11ს, 23.06.2020
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 1.01.2021-მდე:
ბ)
მუნიციპალიტეტების
საკრებულოებმა
უზრუნველყონ
დადგენილებების მიღება.
სათანადო
მიმდინარეობს მუშაობა. (მუნიციპალიტეტებს დაევალათ მათ მართვაში არსებული საერთო
სარგებლობის საავტომობილო გზების მიხედვით შავი წერტილების აღმოფხვრისა და ამ გზებზე
უსაფრთხო
გადაადგილების
უზრუნველყოფის
მიზნით
შესაბამისი
ღონისძიებების
განსახორციელებლად წესების შემუშავება, შეიქმნა და სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს საგზაოსატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვიანობის ახალი ელექტრონული პლატფორმა, რომლის
სრულფასოვნად დანერგვის შემდგომ იგი უზრუნველყოფს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების
ლოკაციების GPS კოორდინატების ავტომატურ ფიქსაციასა და რუკაზე შესაბამის ინდიკაციას, ამ
16
ეტაპზე შავი წერტილების იდენტიფიცირება და მუნიციპალიტეტისთვის ინფორმაციის მიწოდება
შესაძლებელი გახდება აღნიშნული ფორმატის სრულად ამოქმედების შემდგომ. (კომიტეტის
ინფორმაცია).
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
1. საქართველოს ორგანული კანონი ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ” N4283-IIს,
19.02.2019
მუხლი 25.
1. საქართველოს მთავრობამ:
გ) 2021 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს:
გ.ა) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული სამუშაო ადგილზე სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას
უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება;
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 13.09.2024)
გ.ბ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული დროებით ან მოძრავ სამშენებლო უბნებზე უსაფრთხოებისა და
ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მიღება;
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 13.09.2024)
გ.გ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ფიზიკური აგენტით (ვიბრაციით) გამოწვეული პოტენციური
რისკის წინაშე დასაქმებულების დაყენებასთან დაკავშირებით უსაფრთხოებისა და
ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მიღება;
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 13.09.2024)
დ) 2022 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს:
დ.ა) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
სამუშაო
ადგილზე
აზბესტის
ზემოქმედებასთან
დაკავშირებული რისკებისაგან დასაქმებულთა დაცვის შესახებ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მიღება;
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 13.09.2024)
დ.ბ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ფიზიკური აგენტით (ხელოვნური ოპტიკური რადიაციით)
17
გამოწვეული პოტენციური რისკის წინაშე დასაქმებულების დაყენებასთან
დაკავშირებით უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური
მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება;
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 13.09.2024)
დ.გ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ფეთქებადი ატმოსფეროს გამო პოტენციური რისკის ქვეშ მყოფ
დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების
მიზნით დასადგენი მინიმალური მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მიღება;
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 13.09.2024)
ე) 2023 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს:
ე.ა) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული სამუშაო ადგილზე კანცეროგენების, მუტაგენებისა და
ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედებასთან დაკავშირებული რისკებისაგან
დასაქმებულთა დაცვის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება;
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 13.09.2024)
ე.ბ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ფიზიკური აგენტებით (ხმაურით, ელექტრომაგნიტური
ველით) გამოწვეული პოტენციური რისკის წინაშე დასაქმებულების დაყენებასთან
დაკავშირებით უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური
მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება;
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 13.09.2024)
ე.გ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული სამუშაო ადგილზე ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური
აგენტების ზემოქმედებით გამოწვეული რისკებისაგან, აგრეთვე ქიმიურ აგენტებთან
და ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული რისკებისაგან დასაქმებულთა დაცვის
შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება;
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 13.09.2024)
ე.დ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული მიწის ზედაპირზე და მიწის ქვეშ, აგრეთვე ბურღვის მეშვეობით
მინერალების მოპოვების ინდუსტრიებში დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და
ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის მიღება.
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 13.09.2024)
18
2. საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ (ცვლილება №4042-XIVმს-
Xმპ, 21.02.2024)
მუხლი 154 5
1. სამინისტრომ:
ა) 2024 წლის 1 აპრილამდე დაამტკიცოს:
ა.ა) საბაზო განათლების მქონე, ჯანმრთელობის დაცვის სექტორში დასაქმებული
ექთნისა და მეან-ექთნის მიერ დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობისა და
დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების მოპოვების წესი;
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 13.09.2024)
ა.ბ) მეან-ექთნის სპეციალობათა და იმ საექთნო სპეციალობათა ნუსხა, რომლებით
მუშაობაც ეკრძალება კონკრეტული დაავადების მქონე დამოუკიდებელი საექთნო
საქმიანობის სუბიექტს;
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 13.09.2024)
ა.გ) ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის შექმნისა და წარმოების წესი;
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 13.09.2024)
ა.დ) იმ პირთათვის დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობისა და დამოუკიდებელი
მეან-ექთნის საქმიანობის უფლების მინიჭების წესი, რომლებმაც საექთნო ან მეანექთნის განათლება უცხოეთში მიიღეს/აღნიშნული უფლება უცხოეთში მოიპოვეს;
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 13.09.2024)
ა.ე) სახელმწიფო სერტიფიკატისა და რეგისტრაციის მოწმობის ფორმები;
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 13.09.2024)
ა.ვ) უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი ექთნის, უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი
მეან-ექთნისა და ექთან-სპეციალისტის მოწმობების ფორმები;
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 13.09.2024)
ა.ზ) საექთნო სპეციალობათა ნუსხა და შესაბამისი კომპეტენციები;
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 13.09.2024)
3. საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ (ცვლილება №4042-XIVმს-
Xმპ, 21.02.2024)
მუხლი 154 5
2. საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ
კანონის 1544 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი აქტის მიღება.
მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 13.09.2024)
19
დანართი
დანართი N2
საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილების გარდამავალი
დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა
მიმდინარე მოწვევაში და შესრულდნენ 2024 წლის 25 ივნისიდან - 2024 წლის 24
სექტემბრამდე დროის მონაკვეთში, ან შესრულების ვადის გასვლის შემდეგ.
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
საქართველოს კანონი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა
და მცენარეთა დაცვის კოდექსი“ (ცვლილება N975-VIმს-Xმპ, 2.11.2021)
მუხლი 75
33. საქართველოს მთავრობამ:
ბ) 2023 წლის 1 სექტემბრამდე განსაზღვროს:
ბ.ა) ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის პროფესიული კომპეტენციები;
საქართველოს მთავრობის დადგენილება №263, 14.08.2024
ბ.ბ) ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო
სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესი
და პირობები.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №288, 04.09.2024
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტი
საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ №3575-XIIIმს-Xმპ, 19.10.2023
მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის
ვადაში (06.05.2024-მდე) უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღება.
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 30.07.2024.)
1
საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ №3664-XIIIმს-Xმპ, 15.11.2023
მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის
ვადაში (05.06.2024-მდე) უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების
მიღება.
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 30.07.2024.)
საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა
და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
№3822-XIIIმს-Xმპ, 30.11.2023
მუხლი 3. საქართველოს მთავრობამ შესაბამისი უწყებების წარდგინებით,
აგრეთვე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტრომ და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ამ კანონის
ამოქმედებიდან 9 თვის ვადაში (01.09.2024-მდე) უზრუნველყონ სათანადო
კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, მათ შორის, საჭიროების
შემთხვევაში სათანადო ნორმატიული აქტების მიღება/გამოცემა.
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 19.09.2024.)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტი
საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების
მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №2584XIმს-Xმპ; 09.02.2023
მუხლი 2
1. აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორები, რომლებიც 2024
წლის 1 ივნისამდე ახორციელებდნენ სისტემურ -ელექტრონული ფორმით
თამაშობების მოწყობას, ვალდებული არიან 2024 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ
შესაბამისი ნებართვების ამ კანონით გათვალისწინებულ შეცვლილ პირობებთან
შესაბამისობა .
შესრულებულია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით (N1-7476/24;
04.07.2024)
ზემოაღნიშნული
საკანონმდებლო
ნორმებით
განსაზღვრული
ვადების
გათვალისწინებით, 2024 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის 1 ივლისამდე პერიოდში, გაცემულ იქნა:
სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების - 7 ნებართვა; სისტემურელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების 8 ნებართვა; სისტემურელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების 7 ნებართვა. (კომიტეტის
ინფორმაცია 16.07.2024)
2
2. 2024 წლის 1 ივნისამდე სისტემურ -ელექტრონული ფორმით მოწყობილი
აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების მომწყობმა პირებმა 2024 წლის 1
ივლისამდე უზრუნველყონ სისტემურ -ელექტრონული ფორმით აზარტული ან /და
მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისთვის შესაბამისი ნებართვის აღება .
შესრულებულია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით (N1-7476/24;
04.07.2024) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების 7
ნებართვიდან, 5 ნებართვა გაცემულია სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, ხოლო
სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების 8
ნებართვიდან, 4 ნებართვა გაცემულია სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის
საფუძველზე. (კომიტეტის ინფორმაცია 16.07.2024)
საქართველოს კანონი „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე №4048-XIVმს-Xმპ, 21.02.2024
მუხლი 4
1. საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს
„ინტელექტუალური
საკუთრების
ობიექტების
დაპატენტებასთან,
რეგისტრაციასთან
და
დეპონირებასთან
დაკავშირებული
მომსახურების
საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3
ივლისის №182 დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობა.
საქართველოს მთავრობის დადგენილება: №220, 09.07.2024.
საქართველოს
30.06.2023)
კანონი
„მაუწყებლობის
შესახებ“
(ცვლილება
№3448-XIმს-Xმპ,
მუხლი 76.
38. კომისიამ 2024 წლის 1 ივლისამდე შეიმუშაოს სახელმძღვანელო
მითითებები
ევროპული
წარმოების
პროდუქციასთან
დაკავშირებული
ვალდებულებისგან გათავისუფლების მიზნით დაბალი შემოსავლის ან/და
მცირერიცხოვანი აუდიტორიის მქონე აუდიოვიზუალური მედიამომსახურების
მიმწოდებლის განსაზღვრის შესახებ. აღნიშნული სახელმძღვანელო მითითებების
შემუშავებამდე
გამოძახებით
აუდიოვიზუალური
მედიამომსახურების
მიმწოდებელზე
ვრცელდება
ევროპული
წარმოების
პროდუქციასთან
დაკავშირებული ვალდებულება.
შესრულებულია. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან მიღებული
ინფორმაციით (N1-7395/24; 02.07.24) დამტკიცებულია კომისიის 2024 წლის 27 ივნისის სხდომაზე,
კომისიის საოქმო გადაწყვეტილებით. (კომიტეტის ინფორმაცია 16.07.2024)
3
საქართველოს კანონი ,,განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და
გამოყენების წახალისების შესახებ“ N5652-რს, 20.12.2019
მუხლი 21.
5. საქართველოს მთავრობამ სამინისტროს წარდგინებით, ამ კანონის
ამოქმედებიდან:
ბ) 12 თვის ვადაში 26.12.2020-მდე უზრუნველყოს განახლებადი ენერგიის
ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცება;
შესრულებულია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ
შემუშავებულ იქნა და საქართველოს პარლამენტს წარედგინა
„საქართველოს სახელმწიფოს
ენერგეტიკული პოლიტიკა“ და მისი დანართი - „საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის
ეროვნული ინტეგრირებული გეგმა“ (№07-2/352; 25.12.2023). დოკუმენტი დამტკიცებულია
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. აღნიშნულმა გეგმამ ჩაანაცვლა განახლებადი
ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმა. (კომიტეტის ინფორმაცია 12.09.2024)
6. საქართველოს მთავრობამ უფლებამოსილი ორგანოს წარდგინებით, ამ
კანონის ამოქმედებიდან:
ე) 24 თვის ვადაში 26.12.2021-მდე უზრუნველყოს განახლებადი
წყაროებიდან ენერგიის პრივილეგიურ მწარმოებელთან გასაფორმებელი ფასთა
სხვაობის ხელშეკრულების სტანდარტული ფორმისა და განახლებადი
წყაროებიდან
ენერგიის
წარმოების
მოწყობილობების
მემონტაჟეების
სერტიფიცირების წესების დამტკიცება.
შესრულებულია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით
(05.09.2024) კანონქვემდებარე აქტი, რომელიც ეხება „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის
წარმოების
მოწყობილობების
მემონტაჟეების
სერტიფიცირების
წესების
დამტკიცებას“,
დამტკიცებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. (კომიტეტის
ინფორმაცია 12.09.2024)
საქართველოს კანონი ,,ენერგოეფექტურობის შესახებ“ N5898-სს, 21.05.2020
მუხლი 28.
2. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ამ კანონის ამოქმედებიდან:
ა) 12 თვის 28.05.2021-მდე ვადაში − სამინისტროს წარდგინებით:
ა.ბ) ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის (ეესგ) დამტკიცებას;
შესრულებულია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავდა
და საქართველოს პარლამენტს წარედგინა
„საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული
პოლიტიკა“ და მისი დანართი - „საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული
ინტეგრირებული გეგმა“ (№07-2/352; 25.12.2023). დოკუმენტი დამტკიცებულია საქართველოს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. აღნიშნულმა გეგმამ ჩაანაცვლა ენერგოეფექტურობის
ეროვნული სამოქმედო გეგმა. (კომიტეტის ინფორმაცია 12.09.2024)
4
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
საქართველოს კანონი „თავდაცვის კოდექსი“ №3500-XIIIმს-Xმპ, 21.09.2023
მუხლი 183. კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები/გამოსაცემი
სამართლებრივი აქტები
2. მინისტრმა ამ კოდექსის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში (12.10.2024-მდე)
განსაზღვროს:
ე) სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სამხედრო კონტინგენტის დაკომპლექტებისა
და მივლინების ორგანიზაციული საკითხები, აგრეთვე არასამხედრო კონტინგენტის
მივლინების ორგანიზაციული საკითხები;
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №64, 01.08.2024.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
ცვლილების შეტანის თაობაზე“ №3894-XIIIმს-Xმპ, 13.12.2023
კანონში
მუხლი 3. შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა ამ კანონის
ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში (25.06.2024-მდე) უზრუნველყონ ამ კანონის
შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა და სათანადო
კანონქვემდებარე აქტების ამავე კანონთან შესაბამისობა.
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია, 26.07.2024)
საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
ცვლილების შეტანის თაობაზე“ №4239-XIVმს-Xმპ, 30.05.2024
კანონში
მუხლი 2. შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა 2024 წლის 1
ივლისამდე უზრუნველყონ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე
აქტების მიღება/გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან
შესაბამისობა.
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია, 26.07.2024)
5
საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
ცვლილების შეტანის თაობაზე“ №4240-XIVმს-Xმპ, 30.05.2024
კანონში
მუხლი 2. შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა 2024 წლის 1
ივლისამდე უზრუნველყონ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე
აქტების მიღება/გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან
შესაბამისობა.
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია, 26.07.2024)
საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე №4333-XIVმს-Xმპ, 27.06.2024
მუხლი 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა −
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ამ მუხლის ამოქმედებიდან 45 დღის ვადაში
(25.08.2024-მდე)
უზრუნველყოს
მისი
უფლებამოსილების
სფეროსთვის
მიკუთვნებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
საქმეებთან
დაკავშირებული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსების, გამოყენების,
აღრიცხვისა და ანგარიშგების წესის დამტკიცება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №60, 19.08.2024
სამინისტროს
საზღვაო
საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ №4194-XIVმსXმპ, 28.05.2024
მუხლი 10. გარდამავალი დებულებები
1. ამ პუნქტის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში (01.08.2024-მდე):
ა) შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა მიიღონ/გამოსცენ ამ
კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტები და უზრუნველყონ
სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სააგენტომ განახორციელონ ამ
კანონის შესასრულებლად საჭირო წინასწარი მატერიალურ-ტექნიკური და სხვა
ღონისძიებები.
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია, 24.09.2024)
6
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
საქართველოს კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ (ცვლილება №3601-XIIIმს-
Xმპ, 01.11.2023)
მუხლი 38.
91. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საპენსიო სააგენტომ 2024
წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს დაბალანსებული (საშუალორისკიანი)
საინვესტიციო პორტფელის ამ კანონის 27-ე მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტთან შესაბამისობა, აგრეთვე დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო
პორტფელის ამ კანონის 27-ე მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტთან
შესაბამისობა.
შესრულებულია. სააგენტოს მიერ ინვესტირებული საპენსიო აქტივები სრულად იქნა
შესაბამისობაში მოყვანილი აღნიშნულ ნორმებთან. (კომიტეტის ინფორმაცია. 13.09.2024)
საქართველოს კანონი ,,დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ N6819-რს, 14.07.2020
მუხლი 58. კანონის ამოქმედებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები
2021 წლის 1 სექტემბრამდე ამ კანონის 48-ე−53-ე მუხლებით გათვალისწინებულმა
სახელმწიფო უწყებებმა უზრუნველყონ სათანადო ნორმატიული აქტების ამ
კანონთან შესაბამისობა.
შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 13.09.2024)
7