„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ (თანდართულ მასალებთან ერთად), დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2025-2028 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“
- „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ (თანდართულ მასალებთან ერთად), დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2025-2028 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ წარდგინება
- „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2025-2028 წლებისათვის“ (საბოლოო ვარიანტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
- საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნა „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე, დოკუმენტზე - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2025-2028 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენებაზე „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (№07-2/421/10; 30/09/2024). (წერილი №2-1081/25; 31/01/2025) დასკვნა
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-10-01
ბიუროს ნომერი 384
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს ცვლილება და 1145 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემიდან დამატებული
ღირებულების
გადასახადის განაწილების სისტემაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდია 2019 წლიდან 2025
წლამდე.“;
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. 2020−2025 წლებში დამატებული ღირებულების
გადასახადის
განაწილების
შედეგად თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები შემოსავლის საპროგნოზო
მოცულობის წინა წელთან შედარებით ზრდის მაქსიმალური პროცენტული მაჩვენებელი
განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით.”;
გ) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72 ნაწილები:
„71. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული შეზღუდვა არ გავრცელდეს იმ
მუნიციპალიტეტზე, რომლის დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო
მაჩვენებელი, შეზღუდვის გარეშე განაწილების შემთხვევაში შეადგენს 15 მილიონ ლარზე
ნაკლებს.
72. ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრულ პროცენტულ მაჩვენებელზე
მეტი რესურსი 2025 წელს მიიმართება შემდეგნაირად:
ა) აღნიშნული რესურსი პირველ ეტაპზე მიიმართება იმ მუნიციპალიტეტის
შემოსავლებში,
რომლის
მიერ
მისაღები
დამატებული
ღირებულების
გადასახადის
საპროგნოზო მაჩვენებელი, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვის
გარეშე განაწილების შემთხვევაში 15 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო შეზღუდვის შემთხვევაში
15 მილიონ ლარზე ნაკლები, იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს ამ მუნიციპალიტეტის
დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლის 15 მილიონ ლარამდე
შევსებას.
ბ) დარჩენილი რესურსი, მიიმართება იმ მუნიციპალიტეტის შემოსავლებში, რომლის
მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი წინა
წლის მაჩვენებელზე ნაკლებია, იმ პროპორციით, რა ხვედრითი წილიც აქვს თითოეული
მუნიციპალიტეტის შემოსავლების დანაკლისს ყველა მუნიციპალიტეტის დანაკლისს ჯამურ
მაჩვენებელში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი კანონის პროექტი წარმოადგენს „საქართველოს
2025
წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონის
პროექტს.
წარმოდგენილი
პროექტის
მომზადების
მიზანია
მუნიციპალიტეტებს
შორის
დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მოცულობის უფრო თანაბარი
გადანაწილება,
მუნიციპალიტეტების
მიერ
დაგეგმილი
პროგრამების
შეუფერხებელი
განხორციელების უზრუნველსაყოფად.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
მუნიციპალიტეტებში ფინანსური რესურსის უფრო თანაბარი განაწილება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგი:
კანონპროექტის მიღების შედეგად განხორციელდება დამატებული ღირებულების
გადასახადის
საპროგნოზო
მოცულობის
უფრო
თანაბარი
გადანაწილება
მუნიციპალიტეტებისთვის. წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, კანონით განსაზღვრული
დღგ-ს ზრდის შეზღუდვა აღარ გავრცელდება იმ მუნიციპალიტეტებზე, რომელთა დღგ-ს
საპროგნოზო მაჩვენებელი 15,0 მლნ ლარზე ნაკლებია. ასევე, იმ მუნიციპალიტეტებს,
რომლებზე ძალაში რჩება ზემოაღნიშნული შეზღუდვა, დღგ-ს მოცულობა განესაზღვრებათ
არანაკლებ 15,0 მლნ ლარამდე.
ცვლილების
შედეგად,
14
მუნიციპალიტეტს
დამატებული
ღირებულების
გადასახადიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი გაეზრდებათ ჯამში 65
886,2 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნული ოდენობით შემცირდება ქ. თბილისის
მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები საპროგნოზო შემოსავალი.
ქვემოთ ცხრილში მოცემულია ინფორმაცია წარმოდგენილი ცვლილების შედეგად იმ
მუნიციპალიტეტების მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო
მოცულობის შესახებ, რომელთა შემოსავლებზე დადებითად მოქმედებს აღნიშნული
ცვლილება:
დღგ-ს საპროგნოზო
დღგ-ს საპროგნოზო
მოცულობა
მოცულობა
მოქმედი
წარმოდგენილი
ფორმულით
ცვლილებით
შუახევის მუნიციპალიტეტი
8,015.4
15,000.0
6,984.6
ხულოს მუნიციპალიტეტი
8,448.7
15,000.0
6,551.3
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
8,015.4
13,089.3
5,073.9
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
14,731.1
15,000.0
268.9
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
13,431.3
15,000.0
1,568.7
მესტიის მუნიციპალიტეტი
12,998.0
14,970.1
1,972.1
ხობის მუნიციპალიტეტი
12,781.4
13,918.9
1,137.5
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
8,015.4
15,000.0
6,984.6
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
8,015.4
15,000.0
6,984.6
წალკის მუნიციპალიტეტი
8,015.4
15,000.0
6,984.6
ასპინძის მუნიციპალიტეტი
8,015.4
11,470.2
3,454.7
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
8,015.4
15,000.0
6,984.6
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
8,015.4
15,000.0
6,984.6
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
11,048.3
15,000.0
3,951.7
სულ ჯამი
137,562.4
203,448.6
65,886.2
მუნიციპალიტეტის დასახელება
სხვაობა
ცვლილება მოქმედი
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებებს:
გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემიდან დამატებული ღირებულების გადასახადის
განაწილების სისტემაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდი გრძელდება 2025 წლამდე.
2025 წელს გათვალისწინებულია, რომ დამატებული ღირებულების გადასახადის
განაწილების შედეგად თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები შემოსავლის
საპროგნოზო მოცულობის წინა წელთან შედარებით ზრდის მაქსიმალური პროცენტული
მაჩვენებელის შესღუდვა არ გავცელდეს იმ მუნიციპალიტეტზე, რომლის დამატებული
ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი, შეზღუდვის გარეშე განაწილების
შემთხვევაში შეადგენს 15 მილიონ ლარზე ნაკლებს.
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მიერ
მისაღები შემოსავლის ზრდის პროცენტულ მაჩვენებელზე მეტი რესურსი პირველ ეტაპზე
მიიმართება იმ მუნიციპალიტეტის შემოსავლებში, რომლის მიერ მისაღები დამატებული
ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი, შეზღუდვის გარეშე განაწილების
შემთხვევაში 15 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო შეზღუდვის შემთხვევაში 15 მილიონ
ლარზე ნაკლები, იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს ამ მუნიციპალიტეტის
დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლის 15 მილიონ
ლარამდე შევსებას, ხოლო დარჩენილი რესურსი, მიიმართება იმ მუნიციპალიტეტის
შემოსავლებში, რომლის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის
საპროგნოზო მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელზე ნაკლებია.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი წარმოადგენს „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონის პროექტს, რომელიც უნდა ამოქმედდეს
2025 წლის 1 იანვრიდან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსდება შესაბამისი
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
მუნიციპალიტეტების მიერ მისაღები შემოსავლები უფრო თანაბრად გადანაწილდება.
ცვლილების შედეგად, 14 მუნიციპალიტეტს დამატებული ღირებულების გადასახადიდან
მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი გაეზრდება ჯამში 65 886,2 ათასი ლარის
ოდენობით, რომელიც ნაწილდება შემდეგნაირად:
დღგ-ს საპროგნოზო
მუნიციპალიტეტის დასახელება
მოცულობა მოქმედი
ფორმულით
დღგ-ს საპროგნოზო
მოცულობა
წარმოდგენილი
ცვლილებით
სხვაობა
ცვლილება მოქმედი
შუახევის მუნიციპალიტეტი
8,015.4
15,000.0
6,984.6
ხულოს მუნიციპალიტეტი
8,448.7
15,000.0
6,551.3
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
8,015.4
13,089.3
5,073.9
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
14,731.1
15,000.0
268.9
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
13,431.3
15,000.0
1,568.7
მესტიის მუნიციპალიტეტი
12,998.0
14,970.1
1,972.1
ხობის მუნიციპალიტეტი
12,781.4
13,918.9
1,137.5
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
8,015.4
15,000.0
6,984.6
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
8,015.4
15,000.0
6,984.6
წალკის მუნიციპალიტეტი
8,015.4
15,000.0
6,984.6
ასპინძის მუნიციპალიტეტი
8,015.4
11,470.2
3,454.7
დღგ-ს საპროგნოზო
მუნიციპალიტეტის დასახელება
დღგ-ს საპროგნოზო
მოცულობა მოქმედი
ფორმულით
სხვაობა
მოცულობა
ცვლილება -
წარმოდგენილი
მოქმედი
ცვლილებით
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
8,015.4
15,000.0
6,984.6
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
8,015.4
15,000.0
6,984.6
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
11,048.3
15,000.0
3,951.7
სულ ჯამი
137,562.4
203,448.6
65,886.2
ამასთან, აღნიშნული ოდენობით შემცირდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ
მისაღები საპროგნოზო შემოსავალი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება, ფინანსური თვალსაზრისით, პირებზე პირდაპირ გავლენას არ
მოახდენს.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღება.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის
მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.