საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.02.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
ნომერი
#2-1211/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-05
ბიუროს ნომერი 16

📜 ტექსტი

წერილი
2-1211/25 04-02-2025 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის შესაბამისად, გიგზავნით საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს. დანართი: 21 გვერდი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში 1 სარჩევი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში ................................................................................................................................................ 1 შესავალი ............................................................................................................................................... 3 ზოგადი ინფორმაცია კომიტეტზე ................................................................................................... 3 კომიტეტის მიზნები ................................................................................................................... 3 კომიტეტის საქმიანობა ............................................................................................................... 4 კომიტეტის შემადგენლობა ....................................................................................................... 4 მთავარი მიღწევები და გამოწვევები ............................................................................................... 4 სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები................................................................................ 6 კანონშემოქმედებითი საქმიანობა .................................................................................................... 7 წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტები....................................... 8 სხვა კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტები .............................................. 8 საზედამხედველო მიმართულება .................................................................................................. 12 პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ პირთა ანგარიშების მოსმენა ........................ 13 საბიუჯეტო ზედამხედველობა .............................................................................................. 14 თემატური მოკვლევა ................................................................................................................ 16 წარმომადგენლობითი მიმართულება .......................................................................................... 17 მოქალაქეებთან ურთიერთობა ............................................................................................... 17 არასამთავრობო სექტორთან/საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა .... 18 საკანონმდებლო წინადადებები ............................................................................................. 19 პეტიციები ................................................................................................................................... 19 საერთაშორისო ხელშეკრულებები ........................................................................................ 19 ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულება ............................................................................ 20 სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო............................................................................................. 20 სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა ....................................................................... 21 2  შესავალი წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის საქმიანობის ანგარიშს და მოიცავს 2024 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის მოკლე მიმოხილვას. დოკუმენტის მიზანია შეაჯამოს კომიტეტის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი ყოველწლიურად ამზადებს ანგარიშს, რომელიც წარედგინება საქართველოს პარლამენტს, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე და განთავსებულია პარლამენტის ვებგვერდზე. ანგარიშში წარმოდგენილია: ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ; შეჯამებულია საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტის მთავარი მიღწევები და გამოწვევები; სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები; მიმოხილულია საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კუთხით განხორციელებული აქტივობები; აგრეთვე, ინფორმაცია კომიტეტის კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო და წარმომადგენლობითი საქმიანობის შესახებ; შეჯამებულია ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით კომიტეტის აქტივობები.  ზოგადი ინფორმაცია კომიტეტზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის საქმიანობა დარეგულირებულია საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და კომიტეტის დებულებით. კომიტეტის საქმიანობის სფერო მოიცავს რეგიონული პოლიტიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის, დეცენტრალიზაციისა და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების საკითხებს. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეწევა საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობას. კომიტეტის მიზნები კომიტეტის მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისათვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და სრულყოფა, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობა, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების უზრუნველყოფა, ამ სფეროში მიმდინარე პროცესებზე ზედამხედველობა, სუბსიდიარობის პრინციპზე დაფუძნებული უფლებამოსილებების გამიჯვნის მიღწევა. 3 კომიტეტის საქმიანობა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, კომიტეტმა, ჩაატარა 16 სხდომა, წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა 3 საკითხი - 1 ძირითადი და გამომდინარე 2 კანონის პროექტი1, ხოლო სავალდებულო კომიტეტის სტატუსით განიხილა 10 საკანონმდებლო ინიციატივა და მათგან გამომდინარე 46 კანონის პროექტი2. გარდა ამისა განხილული იყო საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი 10 შეთანხმება3, 3 ანგარიში და 1 დოკუმენტი. კომიტეტის შემადგენლობა 2024 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის შემადგენლობაში იყო 8 პარლამენტის წევრი: 1. ირაკლი ქადაგიშვილი- კომიტეტის თავმჯდომარე; 2. ⁠ზვიადი შალამბერიძე- კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 3. ნიკა ელისაშვილი- კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 4. ვლადიმერ ბოჟაძე- კომიტეტის წევრი; 5. ანზორ ბოლქვაძე - კომიტეტის წევრი; 6. დიმიტრი სამხარაძე - კომიტეტის წევრი; 7. ირაკლი შატაკიშვილი - კომიტეტის წევრი; 8. დიმიტრი ხუნდაძე - კომიტეტის წევრი.  მთავარი მიღწევები და გამოწვევები კომიტეტი, თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით და კომიტეტის დებულებით, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების მიმართულებით, აგრეთვე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დეცენტრალიზაციის 2020 − 2025 წლების სტრატეგია. 1 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში. წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტები. გვ.8 2 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში. სხვა კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტები. გვ.8 3 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში. საერთაშორისო ხელშეკრულებები. გვ.19 4 დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია, მუნიციპალიტეტებისთვის უფლებამოსილებების გაზრდა, კომპეტენციის შესწავლისა და მათთვის ფინანსური და მატერიალური რესურსების სათანადო უზრუნველყოფა. აღნიშნული მიმართულებით კომიტეტმა წლის განმავლობაში განიხილა შემდეგი მნიშვნელოვანი კანონის პროექტები:  საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ გორდულაძის, მაია ბითაძის, ირაკლი ზარქუას, ბექა დავითულიანისა და ნოდარ ტურძელაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონების პროექტები: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/462; 10.07.2024). ევროპის ბევრ ქვეყანაში სულ უფრო მეტ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში (ე.წ. BUS LINE) აქვთ დაშვება მოტოციკლებს და მოპედებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის გარემოება, რომ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივი ხდება მოტოციკლების და მოპედების დანახვა, რაც მკვეთრად ამცირებს საგზაო შემთხვევებს. ამასთანავე, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლების და მოპედების სწრაფი გადაადგილებით მცირდება ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა. ამ მიზნით ცვლილება შევიდა საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და თბილისის მუნიციპალიტეტს დაემატა უფლებამოსილება, განსაზღვროს, რომ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში გადაადგილების უფლება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შესაბამისი კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან – ტაქსებთან (M1 კატეგორია) ერთად, ენიჭება მოტოციკლს ან/და მოპედს. წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შევიდა კოდექსის 64-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტში, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ5“ ქვეპუნქტში და 75-ე მუხლის „ე.ე5“ ქვეპუნქტში, რომელთა მიხედვითაც, თბილისის მუნიციპალიტეტს ემატება უფლებამოსილება, განსაზღვროს, რომ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში გადაადგილების უფლება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შესაბამისი კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან – ტაქსებთან (M1 კატეგორია) ერთად, შესაძლებელია მიენიჭოს მოტოციკლს ან/და მოპედს.  საქართველოს წარმოდგენილ მთავრობის მიერ საქართველოს საკანონმდებლო კანონების ინიციატივის პროექტებზე: წესით „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში 5 ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე თვითმმართველობის 22.12.2023). „საქართველოს კოდექსი“ ორგანულ ცვლილების კანონში შეტანის „ადგილობრივი შესახებ“ (№07-2/350; კანონპროექტის მიღების მიზეზია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანის ორგანიზება, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმილი რეფორმის მიმართულებით. შესაბამისად, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიზანია, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანის რეგულირების მიზნით, შექმნას ერთიანი სამართლებრივი საფუძვლები და უზრუნველყოს მუნიციპალიტეტი შესაბამისი უფლებამოსილებით. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, სანებართვო საქმიანობების ჩამონათვალს დაემატა ახალი სანებართვო საქმიანობა - მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს დედაქალაქისა) მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა. აღნიშნულ საქმიანობაზე ნებართვის გაცემის უფლებამოსილება ენიჭება მუნიციპალიტეტის მერს ან მის მიერ უფლებამოსილ მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს. ასევე, კანონპროექტით განისაზღვრა, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ორგანიზებასა და მართვას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი, მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი.  სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები კომიტეტი საანგარიშო წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა 2024 წლის კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებული სტრატეგიული სამოქმედო გეგმით. ადგილობრივი თვითმმართველობისა და საბიუჯეტო კოდექსიდან გამომდინარე საკითხებზე კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, კომიტეტმა მოუსმინა 3 ინფორმაციას პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სუბიექტებისგან4 და ასევე მიიღო გადაწყვეტილება თემატური მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის თაობაზე5. სულ ჩატარდა 6 მოსმენა. 4 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში. პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ პირთა ანგარიშების მოსმენა. გვ.13 5 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში. თემატური მოკვლევა. გვ.16 6  კანონშემოქმედებითი საქმიანობა (ამოცანა 1) კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული იყო მთელი რიგი კანონპროექტები, მათ შორის მნიშვნელოვანი:  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ №07-2/372; 13.03.2024 „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით დირექტორის მოადგილის შვებულების/მივლინების/დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, როდესაც დირექტორის მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია, სკოლის დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ექნება უფლებამოსილება სკოლის სხვა თანამშრომელს დააკისროს, მის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობის შესრულება; ასევე, პირს, რომელიც კანონის 612 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, 2024 წლის 01 იანვრის მდგომარეობით დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, მიეცემა უფლება მაძიებლად. კანონს დაემატება 63 11 დარეგისტრირდეს მასწავლებლობის მუხლი, რომელიც დაარეგულირებს საჯარო სკოლის მასწავლებლის 2024 წლის საშვებულებო ანაზღაურების საკითხს. კერძოდ, საჯარო სკოლის მასწავლებლისათვის, რომელიც 2024 წლის კუთვნილი შვებულებით სარგებლობს/ისარგებლებს 2024 წლის 1 ივლისიდან, საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო შრომის ანაზღაურებიდან, თუ მის მიერ მუშაობის დაწყების ან ბოლო შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია– ნამუშევარი თვეების საშუალო შრომის ანაზღაურებიდან (საშვებულებო ანაზღაურების მიზნებისათვის 2024 წლის აპრილის, მაისის და ივნისის თვეების შრომის ანაზღაურება დაანგარიშდეს 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით მოქმედი ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად). თუ აღნიშნული წესის შესაბამისად განსაზღვრული საშვებულებო ანაზღაურება ნაკლები იქნა იმ თანხაზე, რომელსაც მასწავლებელი მიიღებდა 2024 წლის 30 ივნისს მდგომარეობით მოქმედი ანაზღაურების მინიმალური დაანგარიშებული ,,საჯარო სკოლების ოდენობისა საშვებულებო მასწავლებელთა და პირობების“ შესაბამისად მაშინ მასწავლებლის ანაზღაურებით, საშვებულებო ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მდგომარეობით მოქმედი ,,საჯარო სკოლების ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების და შრომის 2024 წლის 30 ივნისს მასწავლებელთა შრომის პირობების“ შესახებ“ შესაბამისად. საქართველოს კანონის პროექტით მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისთვის სახელმწიფო უზრუნველყოფს დანამატის მიცემას, რომელიც 7 სრული დატვირთვის შემთხვევაში განსაზღვრულია 150 ლარის ოდენობით, ხოლო არასრული დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად.  საქართველოს პარლამენტის წევრების: გივი მიქანაძის, რატი იონათამიშვილისა და დავით მათიკაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი" ცვლილების შეტანის შესახებ" (07-3/428; 20.03.2024) წარმოდგენილი ცვლილებით მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებულ საკრებულოს არჩევნებში საკრებულოს წევრად არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმა მიიღო. თუ ამ ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმა ორმა ან ორზე მეტმა კანდიდატმა თანაბარი რაოდენობით მიიღო, აღნიშნულ კანდიდატთაგან არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც საარჩევნო რეგისტრაცია უფრო ადრე გაიარა. წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტები:  საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ გორდულაძის, მაია ბითაძის, ირაკლი ზარქუას, ბექა დავითულიანისა და ნოდარ ტურძელაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონების პროექტები: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/462; 10.07.2024). თბილისის მუნიციპალიტეტს დაემატა უფლებამოსილება, განსაზღვროს, რომ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში გადაადგილების უფლება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შესაბამისი კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან – ტაქსებთან (M1 კატეგორია) ერთად, ენიჭება მოტოციკლს ან/და მოპედს. სხვა კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტები (სავალდებულო):  საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, გელა სამხარაულის, გიორგი ცაგარეიშვილის, ხატია წილოსანის, მერაბ ქვარაია, რამინა(რიმა) ბერაძის, ირაკლი მეძმარიაშვილის, გოგი მეშველიანის, სალომე ჯინჯოლავას, ზაზა ლომინაძის, ანტონ ობოლაშვილის, ზაალ დუგლაძის, ვლადიმერ კახაძის, შალვა კერესელიძის, ირმა ზავრადაშვილის, ქეთევან ჩარკვიანის, შოთა ხაბარელის, გიორგი სოსიაშვილის, სამველ მანუკიანის, სუმბატ კიურეღიანის, ალექსანდრე ტაბატაძის, ლევან ქარუმიძის, ზაალ მიქელაძის, ვიქტორ ჯაფარიძის, სოზარ 8 სუბარის, ნიკოლოზ სამხარაძის, გოდერძი ჩანქსელიანის, კახა კახიშვილის, გია ბენაშვილის, ედიშერ თოლორაიას, ირაკლი ჩიქოვანის, ირაკლი(დაჩი) ბერაიას, ბეჟან წაქაძისა და ლევან მგალობლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ (№07-3/401; 06.12.2023) კანონპროექტის მიღება ემსახურება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების დარგში, ევროკავშირთან საქართველოს თანმიმდევრული დაახლოების მიზნით, საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწას, რომელიც მოაწესრიგებს საქართველოში სოფლის მეურნეობის მოწყობას, პოლიტიკის მართვას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. პროექტი არის ევროპულ მოდელზე დაფუძნებული, რომლის მიღების შედეგად საკანონმდებლო დონეზე განიმარტება ფერმერის და ფერმერული მეურნეობების დეფინიციები, ასევე შემოდის ფერმერთა რეესტრის წარმოების პრაქტიკა.  საქართველოს მთავრობის წარმოდგენილი მიერ საქართველოს საკანონმდებლო კანონების ინიციატივის პროექტები: წესით „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის 2თაობაზე“, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის 9 განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კოლხეთის შესახებ“ საქართველოს დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტს- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ №072/359; 29.12.2023) კანონპროექტის მიზანია, შეიქმნას ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის მყარი სამართლებრივი საფუძვლები, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად სახეობებისა და ჰაბიტატების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება. საბოლო ბიომრავალფეროვნების ჯამში, ახალმა კომპონენტებით კანონმა, ისეთი უნდა სახით უზრუნველყოს და მოცულობით სარგებლობა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში არ იწვევს მათ შემცირებას და ხელს უწყობს მისი პოტენციალის შენარჩუნებას.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ (№07-2/353; 26.12.2023) ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 15 310 ჰა ფართობს მიენიჭა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული ეროვნული პარკის სტატუსი და შეიქმნა ახალი დაცული ტერიტორია გურიის ეროვნული პარკი. ასევე, გაუქმდა საქართველოს კანონი „პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“, ვინაიდან ამ კანონით განსაზღვრულ 443 ჰექტარს ენიჭება ეროვნული პარკის კატეგორია და შევა გურიის ეროვნულიპარკის საერთო ფართობში.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/350; სანებართვო უფლებამოსილებას დაემატა 22.12.2023) კანონპროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს დედაქალაქისა) მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა. აღნიშნულ საქმიანობაზე ნებართვის 10 გაცემის უფლებამოსილება მიენიჭა მუნიციპალიტეტის მერს ან მის მიერ უფლებამოსილ მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს.  საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ალექსანდრე დალაქიშვილის, გიორგი ცაგარეიშვილის, გოდერძი ჩანქსელიანის, ხატია წილოსანის, ეკა სეფაშვილის, ქეთევან ჩარკვიანის, სალომე ჯინჯოლავას, ირმა ზავრადაშვილის, რამინა ბერაძის, გიორგი ხახუბიას, შოთა ხაბარელის, ნოდარ ტურძელაძის, ანზორ ბოლქვაძის, სალომე ქურასბედიანის, არჩილ თალაკვაძის, გიორგი კახიანის, ბექა დავითულიანის, ზაზა ლომინაძის, ედიშერ თოლორაიას, ანრი ოხანაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ბექა ოდიშარიასა და ლევან ქარუმიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07- 3/407;27.12.2023) კანონპროექტის მიზანია შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში ცხოველთა კეთილდღეობისათვის აუცილებელი და სათანადო ინსტიტუციების განსაზღვრა და შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველის თანაარსებობა უსაფრთხო და საიმედო გარემოში. აღნიშნულის მისაღწევად, აუცილებელია გონივრული ბალანსის უზრუნველყოფის მეშვეობით, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე მხრივ- შინაური ბინადარი ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.  საქართველოს პარლამენტის წევრების: გივი მიქანაძის, რატი იონათამიშვილისა და დავით მათიკაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი" ცვლილების შეტანის შესახებ" (07-3/428; 20.03.2024) საქართველოს ცვლილების ორგანული მიზანია, კანონის „საქართველოს მუნიციპალიტეტის საარჩევნო კოდექსი“ წარმომადგენლობითი ორგანოს- საკრებულოს არჩევნებში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, საკრებულოს წევრთა არჩევის საკითხის ახლებურად დარეგულირება. კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ნამდვილ ხმას მიიღებს.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ №07-2/372; 13.03.2024 11 „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით დირექტორის მოადგილის შვებულების/მივლინების/დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, როდესაც დირექტორის მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია, სკოლის დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ექნება უფლებამოსილება სკოლის სხვა თანამშრომელს დააკისროს, მის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის შესრულება; „მაღალმთიანი რეგიონების შემთხვევაში, განვითარების დირექტორის შესახებ“ მოვალეობის საქართველოს კანონის პროექტით მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისთვის სახელმწიფო უზრუნველყოფს დანამატის მიცემას, რომელიცსრული დატვირთვის შემთხვევაში განსაზღვრულია 150 ლარის ოდენობით, ხოლო არასრულიდატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/384; 24.04.2024) განისაზღვრა თუშეთის დაცული ლანდშაფტის ახალი ფართობი და გაიზადა 2245 ჰა-თი, მათ შორის, ტბათანის ტერიტორიის საზღვრების გეოგრაფიული კოორდინატები. გაფართოებული ტერიტორიის განვითარება მოხდება ქალაქმშენებლობითი გეგმის მიხედვით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო და თანხვედრაში იქნება დაცული ლანდშაფტის კატეგორიის მიზნებთან.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ (თანდართულ მასალებთან ერთად), დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2025-2028 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ №07-2/421; 30.09.2024  საზედამხედველო მიმართულება (ამოცანა 2) კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია საკონტროლო– საზედამხედველო ფუნქციების განხორციელება. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული იყო, როგორც პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული პირების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მოსმენა, ასევე თემატური მოკვლევა. გარდა ამისა, კომიტეტის სამოქმედო გეგმა მოიცავს საბიუჯეტო ზედამხედველობას და რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა აქტივობებს. საქართველოს ამ მიმართულებით კომიტეტი საქმიანობდა შემდეგი ფორმებით: 12 პარლამენტის პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ პირთა ანგარიშების მოსმენა კომიტეტი აგრძელებდა წლების წინ დაწყებულ და კარგად აპრობირებულ პრაქტიკას, მოუსმინოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციებს, რეგიონების განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტმა მოუსმინა შემდეგ ინფორმაციებს:  საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი- „საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა“ და მის დანართს- „საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა“ (№07-2/352; 25.12.2023) ენერგეტიკული პოლიტიკის მიზანს ენერგო უსაფრთხოების და ენერგის უწყვეტი მიწოდების გაზრდა წარმოადგენს. წარმოდგენილი გეგმა ეფუძნება 2030 წლისთვის მისაღწევ მიზანს და ასევე მოიცავს გრძელვადიან ხედვას 2050 წლისთვის. დოკუმენტით ევროკავშირის და ენერგეტიკული გაერთიანების 5 ძირითადი მიმართულებაა წარმოდგენილი, რომელიც შეეხება დეკარბონიზაციას, ენერგოეფექტურობას, ენერგოუსაფრთხოებას, შიდა ენერგეტიკული ბაზრის კვლევას, ინოვაციებსა და კონკურენტუნარიანობას. 2030 წლისთვის მისაღწევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს სათბური გაზების ემისიების შემცირება, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება წარმოადგენს.  საქართველოს ენერგეტიკისა და კომისიასთან დამოუკიდებლად წყალმომარაგების არსებული მარეგულირებელ მომხმარებელთა ეროვნულ ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენი) მიერ წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2023 წლის ანგარიში №1-4129/24; 04.04.2024 მოქალაქეთა მომართვიანობის რაოდენობა კვლავაც ისევ მაღალია, ენერგოობუცმენის სამსახურს 2023 წელს გაწეული აქვს ჯამში 10 000-მდე სამართლებრივი კონსულტაცია, როგრც უშუალოდ კომუნიკაციით, ასევე სოციალური ქსელებით, ელექტრონული ფოსტის და სატელეფონო საუბრების საშუალებით. სამსახურში რეგისტრირებული სრული კორესპონდენციის რიცხვი (საჩივრები) 1268-ს შეადგენს, მათ შორის ადმინისტრაციული საქმისწარმოება, რომელიც 566 განცხადებით შემოიფარგლა. დამცველის ინიციატივით საქმისწარმოება 33 საოქმო ჩანაწერის საფუძველზე დაიწყო, რომელიც ძირითადად შშმ პირებისა და გადაადგილების სირთულის მქონე ხანდაზმული ადამიანების პრეტენზიებს შეეხება. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, როგორც გასულ წელს წელსაც, ყველაზე მეტი პრობლემა 240 საჩივარი ელექტრო ენერგეტიკის, 198 სასმელი წყლის სექტორის, ხოლო 128 ბუნებრივ აირის მისამართით იყო, მნიშვნელოვანია ის შეღავათები, რომელიც მომხმარებლებმა მათი სამსახურის მუშაობის შედეგად მიიღეს ენერგოკომპანიებში 623 რეკომენდაცია გაგზავნა, რომლის საფუძველზე მომხმარებლებს 177 ათას ლარამდე თანხა დაუკორექტირდათ. 13 წყალი და წყლის ინფრასტრუქტურა რეგიონებში ერთერთი მტკივნეული რთული და მოსაწესრიგებელი საკითხია, რადგან რეგიონებში სამწუხაროდ არ არიან ლიცენზიატი კომპანიები, რომლებსაც ზედამხედველობას გაუწევთ და ასევე დავავალებთ, რომ ყოველდღიურად გადამოწმდეს მათ მიერ მიწოდებული წყლის ხარისხი. მისვე თქმით ყველაზე დიდი წამოწყება იქნება, რომ მუნიციპალიტეტები სოფლების დონეზე დაიქსელოს და არსებობდეს ლიცენზირებული კომპანია, რომელსაც კანონის შესაბამისად მოეთხოვება პასუხი. რაც შეეხება ბუნებრივი გაზის სექტორს, სამწუხაროდ დღემდე კვლავ გამოწვევად რჩება როგორც უსაფრთხოების, ასევე უსაფუძვლო დარიცხვების საკითხი, რაც ყველაზე მტკივნეული საკითხია მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. ასევე ხშირია როგორც დატაცების, ასევე მრიცხველის მწყობრიდან გამოსვლის შედეგად უსაფუძვლოდ განხორციელებული დარიცხვები. ყველა ასეთ შემთხვევებზე ჩვენი სამსახურის მიერ ხდება ინდივიდუალურად ყველა დოკუმენტის გადამოწმება და თანხის ჩამოწერა, რომელიც არ უნდა განხორციელებულიყო კომპანიის მხრიდან. აღნიშნული საკითხები რომელიც სამწუხაროდ ყოველ წელს იყო და იქნება, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაუშვათ, რომ კომპანიამ ხშირი სახე მისცეს, ან პრაქტიკაში გადაიყვანოს ასეთი დარღვევის შეთხვევები.  საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიში“ №07-2/378; 01.04.2024 დოკუმენტის თანახმად, 2023 წელს სააგენტომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „დასაქმების ხელშეწყობის 2023 განახორციელა, რომელიც ქვეპროგრამას მოიცავდა: 3 წლის სახელმწიფო „დასაქმების პროგრამა“ ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების ქვეპროგრამა“, „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების“ და „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“. საბიუჯეტო ზედამხედველობა კომიტეტის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს კომიტეტის საქმიანობის განხორციელებას საბიუჯეტო კონტროლის მიმართულებით. კომიტეტმა განიხილა:  საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში (№07-2/392; 31.05.2024) და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე (№15809/23; 21.05.2024) წარმოდგენილი პროექტის მიხედვით 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 21 640 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 22 124 175.5 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 102.2%. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 2023 წლის განმავლობაში „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შეტანილი იქნა 14 ერთხელ. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები თავდაპირველ ბიუჯეტთან შედარებით გაიზარდა 431 174.0 ათასი ლარით და განისაზღვრა 22 311 291.1 ათასი ლარით. საანგარიშო პერიოდის საკასო შესრულებამ შეადგინა 22 350 179.4 ათასი ლარი, რაც გეგმიური მაჩვენებლის 100.2%-ია. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვრა 16 899 923.2 ათასი ლარით. დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინ 16 914 310.5 ათასი ლარი, რაც წლიური დამტკიცებული შესაბამისი მაჩვენებლის 100.1%-ია. გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 16 928 572.2 ათასი ლარი, რაც გეგმიური მაჩვენებლის 100.1%-ია. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის გამოყოფილი ასიგნების მოცულობამ შეადგინა 20 000.0 ათასი ლარი, ხოლო სახაზინო სამსახურის მიერ გადარიცხულმა თანხებმა - 19 652.5 ათასი ლარი. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებები განისაზღვრა 500 000.0 ათასი ლარით. საქართველოს მთავრობის განკარგულებებით საანგარიშო პერიოდში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აქტებით გამოყოფილი ასიგნების მოცულობამ შეადგინა 497 137.9 ათასი ლარი, ხოლო გაწეულმა საკასო ხარჯმა - 496 687.1 ათასი ლარი. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას.  ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (№07-2/394; 31.05.2024) კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის ინფორმაციის „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ (თანდართულ მასალებთან ერთად), დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2025-2028 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ №07-2/421; 30.09.2024 წარმოდგენილი პროექტის მიხედვით: 2025 წლის განახლებული პროგნოზით ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა ნომინალურ გამოხატულებაში 24 400,0 მლნ ლარს შეადგენა, რაც 2024 წლის განახლებულ პროგნოზთან შედარებით 1 500,0 მლნ ლარით მეტია; სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა შეადგენს 27 046,5 მლნ ლარს (2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით იზრდება 2 016,1 მლნ ლარით).რაც შეეხება საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელს წინა წლის დამტკიცებული გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 2 281,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 26 850,5 მლნ ლარის ოდენობით. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვრა 21,398,343.2 ათასი ლარის ოდენობით. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 200,0 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში 15 გათვალისწინებულია 2 326,0 მლნ ლარი, გრანტებში 18,5 მლნ ლარი, ხოლო კრედიტების ნაწილში 855,5 მლნ ლარი. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას. თემატური მოკვლევა როგორც კომიტეტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმაში იყო ასახული, 155-ე მუხლის შესაბამისად, კომიტეტის გადაწყვეტილებით დაიწყო თემატური მოკვლევა თემაზე - „დეცენტრალიზაციის როლი და გამოწვევები მუნიციპალიტეტების თანაბარი სოციალურ ეკონომიკური განვითარებისთვის“. მოკვლევის ფარგლებში ჩატარდა 2 ზეპირი მოსმენა და 3 ონლაინ შეხვედრა. მუნიციპალურ განვითარებაშიც შეინიშნება უთანასწორობა, რომლის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შეიძლება დეცენტრალიზაციის ნაკლებობაც იყოს. არსებობს დადებითი კორელაციური კავშირი დეცენტრალიზაციის დონესა და ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს, განათლებასა და საჯარო დანახარჯებს შორის. დეცენტრალიზაცია ასოცირდება საჯარო სექტორის ეფექტიანობის უფრო მაღალ დონესთან, უფრო მეტ ადამიანურ კაპიტალთან დეცენტრალიზაცია და უფრო დაკავშირებულია მაღალ რეგიონებს შემოსავალთან. შორის გარდა ნაკლებ ამისა, ეკონომიკურ უთანასწორობასთან. საქართველოს რეგიონებში არსებული შეზღუდული ეკონომიკური შესაძლებლობები სხვა ფაქტორებთან ერთად განპირობებულია ადამიანური კაპიტალის ნაკლებობით, განათლების დაბალი დონით, სამეწარმეო უნარების სისუსტით და ა.შ., რაც შეიძლება აფერხებდეს დეცენტრალიზაციის პროცესსაც. 2019 წლის 31 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა დეცენტრალიზაციის 20202025 წლების სტრატეგია. სტრატეგიამ განსაზღვრა დეცენტრალიზაციის სამი ძირითადი მიზანი: 1) ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაზრდა საზოგადოებრივ საქმეთა მნიშვნელოვანი ნაწილის გადაწყვეტაში; 2) ადგილობრივი თვითმმართველობის უზრუნველყოფა სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსებით; 3) სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბება. თემატური მოკვლევის მიზნები: მუნიციპალიტეტების არათანაბარი განვითარების მიზეზების დადგენა, დეცენტრალიზაციის 16 პროცესის შესწავლა, მუნიციპალურ განვითარებაზე მისი ზეგავლენისა შეფასება და დეცენტრალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებების განსაზღვრა. ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის სამართლებრივი ჰარმონიზაციის და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიღებით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება. ეს გამოწვევებია - ფინანსური დეცენტრალიზაციის რეფორმა, მათ შორის ეფექტიანი და სამართლიანი ფინანსური გათანაბრების პოლიტიკის ფორმირება; მუნიციპალიტეტისთვის არასასოფლო-სამეურნეო და სასოფლო-სამეურნეო მიწების გადაცემის პროცესის დასრულება; არაფორმალური პოლიტიკური კონტროლი მუნიციპალიტეტებზე; მიმდინარე პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობისთვის არსებული მექანიზმების გადახედვისა და ახალი მექანიზმების შემუშავების აუცილებლობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დეცენტრალიზაციის სტრატეგია მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ საკითხთა უმეტესობას, თუმცა რეალური შედეგების მიღწევა დამოკიდებულია ამოცანებისა და გეგმების სწრაფ და ეფექტიან განხორციელებაზე.  წარმომადგენლობითი მიმართულება (ამოცანა 3) კომიტეტი, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და კომიტეტის დებულების საფუძველზე, უზრუნველყოფდა კომიტეტის საქმიანობის, კომიტეტის სხდომების, განხილვის პროცესში მყოფი საკითხების პარლამენტის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომობას. მოქალაქეებთან ურთიერთობა საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა 400 კორესპონდენცია, მათ შორის მიღებულ იქნა მოქალაქეთა 236 განცხადება, ყველა წერილი რეაგირებულია, დადგენილი წესით ერთ თვიან ვადაში პასუხი გაეცა განცხადებებს და გადაიგზავნა შესაბამის ორგანოში. წერილებზე, რომელიც სხვადასხვა ადრესატთან იყო შემოსული, მათზე რეაგირება მოახდინეს შესაბამისი თემატური დარგის კომიტეტებმა, ასევე შედგა არაერთი სატელეფონო კომუნიკაცია მოქალაქეებთან. მოქალაქეთა მიმართვიანობის ძირითადი თემატიკა: ინფრასტრუქტურულ საკითხები : გზების კეთილმოწყობა, რეაბილიტაცია, სასმელი წყლის, წყალარინების პრობლემები, გაზის მომარაგების პრობლემები; სამართლებრივი საკითხები: მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემები, საკუთრების უფლების აღიარება, დაკანონება, უკანონო მშენებლობები; სოციალურ საკითხები: სოციალურად დაუცველი პირებისთვის ერთჯერად ფულადი დახმარებზე შუამდგომლობა, მიწის გამოყოფა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, საცხოვრებელი ბინით და დრობითი თავშესაფრებით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი სახლის შეკეთების თხოვნის წერილები, შრომითი მოწყობის და დასაქმების 17 საკითხები; ბინათმშენებლობით დაზარალებულების, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება, უკანონო ქმედებებთან დაკავშირებული წერილები. არასამთავრობო სექტორთან/საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა  2024 წლის 6 აპრილს USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ახალი პარტნიორების წარდგენისა და მუნიციპალიტეტებთან ერთად მიღწეული პროგრესის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე დეცენტრალიზაციის პროცესის კომიტეტის ისაუბრა თავმჯდომარემ და განაცხადა, ხელშეწყობა რომ ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებითა და დაინტერესებულ მხარეთა შორის კოორდინაციის და თანამშრომლობის ხარისხის გაზრდით უნდა მოხდეს. კონფერენციის ფარგლებში, რამდენიმე მუნიციპალიტეტთან ოფიციალურად გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. ღონისძიებაზე ახალი პარტნიორი მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, საშუალება ჰქონდათ მიემართათ აუდიტორიისთვის და გაეზიარებინათ მოლოდინები პარტნიორობის მიმართულებით.  2024 წლის 6-9 აპრილის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში, ყაზახეთსა და თურქმენეთში. დელეგაციის წევრი იყო რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე. ვიზიტის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობას. განხილულ ქინა ინვესტიციების, ეკონომიკის, ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებები. უზბეკური მხარის მიერ, ასევე, გამოითქვა რეგიონული პოლიტიკის მიმართულებით თანამშრომლობის სურვილი.  2024 წლის 22 აპრილის, კომიტეტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლსობის წევრების შეხვედრა თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციასთან. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული თანამშრომლობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭროეკონომიკურ ურთიერთობებზე. თურქმენეთის მხარე დაინტერესდა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმით.  2024 წლის 13 ივნისის, კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის აპარატის შეხვედრა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის (ათეა) აღმასრულებელ დირექტორთან. 18 ეროვნული შეხვედრაზე კომიტეტსა და ასოციაციას შორის არსებულ ურთიერთობებსა და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო მუნიციპალიტეტებში თვითმმართველობის როლის გაძლიერებას. საკანონმდებლო წინადადებები საანგარიშო პერიოდში კომიტეტში წინადადება. არ ყოფილა წარმოდგენილი საკანონმდებლო პეტიციები საანგარიშო პერიოდში კომიტეტში პეტიცია წარმოდგენილი არ ყოფილა. საერთაშორისო ხელშეკრულებები კომიტეტმა წლის განმავლობაში განიხილა შემდეგი საერთაშორისო ხელშეკრულებები:  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტი)“ (№07-2/366; 29.02.2024)  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2013 წლის 19 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეცილური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა- პროექტი 3)" №5 ცვლილების წერილშეთანხმება“ (№07-2/368; 01.03.2024)  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2015 წლის 26 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა- პროექტი 5)“ და „2015 წლის 26 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა- პროექტი 5)“ №5 ცვლილების წერილშეთანხმება“ (№07-2/369;01.03.2024)  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის ნარჩენების პოლიგონის გაზშემკრები სისტემის პროექტი)“ №07-2/402; 17.06.2024  საქართველოს მთავრობის „რეკონსტრუქციის მიერ საკრედიტო რატიფიცირებისთვის ბანკსა („KfW“), მაინის წარმოდგენილი ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმება (პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხი (საქართველოს მწვანე მიმართულებაზე გადასვლა) ფაზა I)“ №07-2/403; 18.06.2024 19  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ,,2015 წლის 12 მაისის ,,საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი) N1 ცვლილების შეთანხმება“ (07 -2/400; 13.06.2024);  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ,,2015 წლის 15 ოქტომბრის ,,საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (ქუთაისის წყალარინება) N3 ცვლილების წერილ-შეთანხმების“ (07-2/406; 01.07.2024)  საქართველოს მთავრობის „რეკონსტრუქციის მიერ საკრედიტო რატიფიცირებისათვის ბანკსა (KFW), მაინის წარმოდგენილი ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენლის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მომხსენებელი“), შორის სასესხო შეთანხმება (მდგრადი ურბანული განვითარება ურბანული მობილობა ბათუმში)“ (07-2/410; 09.07.2024);  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმება (ქალაქ ხაშურის წყალარინების სისტემის მომსახურების გაუმჯობესება)“ (№07-2/419; 09.09.2024).  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ,,საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია II)” N2 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ (07-2/424; 18.10.2024) ყველა ზემოაღნიშნულ საერთაშორისო ხელშეკრულებაზე კომიტეტმა გასცა დადებითი დასკვნა.  ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულება (ამოცანა 4) საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის აპარატის უფროსის მიერ მოხდა კომიტეტის აპარატის მოხელეთა შეფასება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. კომიტეტის აპარატის მოხელეებს, პარლამენტის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, უტარდებათ ტრენინგები, მათი შეფასების შედეგებით გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად, მონაწილეობას იღებენ სამინისტროების, პარლამენტის კომიტეტების და ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის (nala) ინიციატივით ჩატარებულ ტრენინგებსა და კონფერენციებში.  საკონსულტაციო საბჭო კომიტეტი საანგარიშო პერიოდში მუშაობდა საკონსულტაციო საბჭოს განახლებული შემადგენლობის ფორმირებასა და დებულების შემუშავებაზე. საბჭოში სამუშაოდ მოწვეულ იქნენ პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით თვითმმართველი ქალაქების წარმომადგენლები და გამოცდილი დარგის სპეციალისტები. 20  სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან, რაც შედეგიანი სამუშაო პროცესის უზრუნველყოფაა. საქართველოს მთავრობისა და სამინისტროების, მათი საქვეუწყებო ორგანიზაციების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები წარმატებულად მონაწილეობდნენ კომიტეტის სხდომებში, სამუშაო შეხვედრებსა და ღონისძიებებში. 21