საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ წარმოდგენილი, მომხმარებლის დაცვის 2024-2027 წლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში დამტკიცებული 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.02.2025
ავტორი
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო
ნომერი
#1-970/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-17
ბიუროს ნომერი 21

📜 ტექსტი

წერილი
N 02/622 12/02/2025 622-01-2-202502121735 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს ბატონო შალვა, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 2 სექტემბრის N1256 განკარგულებით მოიწონა, მომხმარებლის დაცვის ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის მიერ დამტკიცებული 2024-2027 წლების მომხმარებლის დაცვის ეროვნული სტრატეგია და მის საფუძველზე შემუშავებული 2024 წლის სამოქმედო გეგმა. სტრატეგიის დოკუმენტით გათვალისწინებულია სტრატეგიისა და შესაბამისად, მის საფუძველზე შემუშავებული სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის მექანიზმები. კერძოდ, სტრატეგიის განხორციელების პასუხისმგებელი ორგანოები ვალდებულნი არიან, მაკოორდინირებელ ორგანოს - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) წარუდგინონ შედეგების ყოველწლიური ანგარიშები. სააგენტო კი შედეგების ერთიან წლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცნობის სახით გიგზავნით, მომხმარებლის დაცვის 2024-2027 წწ. ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში დამტკიცებული, 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშს. დანართი: მომხმარებლის დაცვის 2024-2027 წწ. ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში დამტკიცებული, 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში - 26 (ოცდაექვსი) გვერდი. ირაკლი ლექვინაძე თავმჯდომარე
ანგარიში
სარჩევი შესავალი ..................................................................................................................................................... 2 სტრატეგიის მიზნების გავლენის ინდიკატორების შესრულება ......................................................... 3 1. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) .................................................... 4 2. კომუნიკაციების კომისია ................................................................................................................ 16 3. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ........................................................ 17 4. საქართველოს ეროვნული ბანკი ................................................................................................... 19 5. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ....... 21 6. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ........................................................................................... 22 გამოწვევები და რეკომენდაციები.......................................................................................................... 24 1 შესავალი საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 2 სექტემბრის N1256 განკარგულებით მოიწონა 2024-2027 წლების მომხმარებლის დაცვის ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის მიერ დამტკიცებული 2024-2027 წლების მომხმარებლის დაცვის ეროვნული სტრატეგია და მის საფუძველზე შემუშავებული 2024 წლის სამოქმედო გეგმა. მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგიის მიღებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგას ეროვნულ დონეზე, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის ჯგუფური და ინდივიდუალური ინტერესების თანაბრად დაცვას და ყველა შესაბამისი კომპეტენტური ორგანოსა და დაინტერესებული მხარის თანამშრომლობას ამ მიზნების მისაღწევად. სტრატეგიაში გაწერილია მიზნები და ამოცანები, რომლის განხორციელებაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მომხმარებლების უფლებების სათანადო დაცვას. სტრატეგია ორ ძირითად მიზანს ემსახურება. პირველი მიზანი ეხება მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით სამართლებრივი ჩარჩოს დახვეწის პროცესის გაგრძელებას, აღნიშნული მიზნის ფარგლებში თავის მხრივ დასახული იქნა სამი ამოცანა: 1. 2. 3. ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების დებულებებთან დაახლოების მიზნით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის განახლების ფასილიტაცია. მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, სახელმძღვანელო დოკუმენტების (გაიდლაინი) შემუშავება/განახლება. მომხმარებელთა დაცვის სფეროში მონაცემთა შეგროვებისა და შეფასების სქემების შემუშავება. მეორე მიზანი ეხება სამომხმარებლო განათლების და თანამშრომლობის გაძლიერებას და იგი, თავის მხრივ მოიცავს შემდეგ ამოცანებს: 1. სამომხმარებლო განათლების გაზრდის მიზნით ძალისხმევის გაძლიერება 2. მომხმარებელთა დაცვის სფეროში ეროვნული და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სტრატეგიის საფუძველზე შემუშავდა 2024 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც დეტალურად მოიცავს იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რაც სააგენტომ და მარეგულირებლემა უწყებებმა უნდა განახორციელონ სტრატეგიით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად. წლიური ანგარიშის მომზადების მიზანს წარმოადგენს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, საქართველოს სახელმწიფო დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს ეროვნული ბანკის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და კომუნიკაციების კომისიის მიერ 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულებით მიღწეული პროგრესისა და არსებული გამოწვევების გამოვლენა. 2 სტრატეგიის მიზნების გავლენის ინდიკატორების შესრულება სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მიხედვით განსაზღვრულია ორი მიზანი: მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით სამართლებრივი ჩარჩოს დახვეწის პროცესის გაგრძელება და სამომხმარებლო განათლების და თანამშრომლობის გაძლიერება. თითოეულ მიზანთან დაკავშირებულია გავლენის ინდიკატორი, რომელიც გაზომავს მიზნის მიღწევას. 2024 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, სტრატეგიის მიზნებს შეესაბამება შემდეგი გავლენის ინდიკატორები: მიზანი 1: მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით სამართლებრივი ჩარჩოს დახვეწის პროცესის გაგრძელება გავლენის ინდიკატორი 1.1: მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოვების პროცენტული მაჩვენებელი 2024 წლის სამიზნე მაჩვენებელი: დადგენილია ევროკავშირის დირექტივებთან თავსებადობის საბაზისო დონე შესრულება: ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში შეფასდა მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოვების ხარისხი. შეფასების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონმდებლობა თითქმის 85%-ით არის დაახლოვებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ შესაბამის დირექტივებთან. შესაბამისად, პირველი მიზნის გავლენის ინდიკატორი შესრულებულია. დადასტურების წყარო: https://gcca.gov.ge/index.php?m=370&news_id=1597 მიზანი 2: სამომხმარებლო განათლების და თანამშრომლობის გაძლიერება გავლების ინდიკატორი 2.1: მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე, ექვს მარეგულირებელ უწყებაში მომართვიანობის მაჩვენებელი 2024 წლის სამიზნე მაჩვენებელი: მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე, ექვს მარეგულირებელ უწყებაში მომართვიანობის მაჩვენებელი 2023 წლის საბაზისო დონესთან შედარებით გაზრდილია მინიმუმ 10%-ით. შესრულება: ექვსი მარეგულირებელი უწყების სტატისტიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე 2024 წელს მომართვიანობის მაჩვენებელი 2023 წლის საბაზისო დონესთან შედარებით გაზრდილია. კერძოდ, მომართვიანობის მაჩვენებელი საქართველოს კონკურენციისა და მომმხმარებლის დაცვის სააგენტოში გაზრდილია 80%-ით. 3 საქართველოს კომუნიკაციების კომისიაში - 88%-ით, საქართველოს ეროვნულ ბანკში - 2.59%-ით, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის - 7%-ით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომიის - 4%-ით, ხოლო სურსათის ეროვნული სააგენტოსი - 5%-ით. შედეგად, მომართვიანობის საშუალო ზრდამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა სამიზნე მაჩვენებელს - ათ პროცენტს და შესაბამისად, მეორე მიზნის გავლენის ინდიკატორი შესრულებულია. 1. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) 1.1. (აქტივობა N1.3.1.) მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე 3 სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავება შესრულება: 1.1.1. ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობებში ფასების გამჭვირვალობის, ბაზრის გამართულად ფუნქციონირების, არაკეთილსინდისიერი კომერციული პრაქტიკის თავიდან არიდების, მომხმარებლის მხრიდან ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების და მათი ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ საქონელსა და მომსახურებაზე ფასის მითითების სახელმძღვანელო დოკუმენტი მომზადდა. სამართლიანი და გამჭვირვალე სავაჭრო პრაქტიკის დანერგვის მიზნით, დოკუმენტი მოიცავს შემდგომ ძირითად მითითებებს: • • • • ერთეულის ფასის სტანდარტი: საქონელზე, რომელიც წინასწარ შეფუთული არ არის და მომხმარებლის თვალწინ იწონება/იზომება, უნდა მიეთითოს ერთეულის (1 კილოგრამი, 1 ლიტრი, 1 მეტრი, 1 კვადრატული მეტრი და ა.შ.) ფასი. ფასდაკლებისა და სპეციალური შეთავაზების სტანდარტი: მოვაჭრე ვალდებულია, ფასდაკლების გამოცხადებისას, საქონელსა და მომსახურებაზე მიუთითოს სამი სხვადასხვა ფასი: რეფერენსირებული (ფასდაკლებამდე არსებული), ფასდაკლებული და აღნიშნულ საქონელსა თუ მომსახურებაზე ბოლო 30 დღის განმავლობაში მინიჭებული ყველაზე დაბალი ფასი. (რეგულაცია არ ვრცელდება ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც მალფუჭებადია ან მოკლე ვარგისიანობის ვადა აქვს. აგრეთვე, მედიკამენტებზე). რეკლამაში ფასის მითითების სტანდარტი: თუკი მოვაჭრე კონკრეტული საქონელის ან/და მომსახურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს მისი რეალიზაციის მიზნით, მაშინ სხვა არსებით ინფორმაციასთან ერთად, აუცილებელია ფასის მითითება. კვების მენიუში ფასის მითითების სტანდარტი: ბარებსა და რესტორნებში მენიუში მოცემული უნდა იყოს საკვების და სასმელის საბოლოო ფასი, რომელიც 4 მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადსა და სხვა ხარჯებს (მათ შორის მომსახურების საფასურს). მენიუს ბოლოში მითითება, რომ ფასში არ შედის „დღგ“ და მომსახურების გადასახადი - არის კანონის დარღვევა. დოკუმენტის მომზადებაში ჩართულნი იყვნენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNINGის პროექტის ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები და იგი ეფუძნება „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკას. დადასტურების წყარო: https://gcca.gov.ge/index.php?m=370&news_id=1631 1.1.2. სააგენტომ დაამტკიცა მომხმარებლის უფლებების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების გაძლიერების მიზნით გზამკვლევი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს რეკომენდაციებს და სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობებს შემდეგი ჯგუფებისთვის: • • • • • • 18 წლამდე ასაკის მომხმარებლები (ბავშვები და მოზარდები) 18-დან 60 წლამდე ასაკის მომხმარებელი 60 წელს ზემოთ ასაკის მომხმარებლები საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ბიზნეს სექტორი და სხვა დაინტერესებული მხარეები დადასტურების წყარო: https://gcca.gov.ge/index.php?m=370&news_id=1628 1.1.3. სააგენტომ 2024 წლის 30 სექტემბრის N04/944 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოაცხადა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო მოვაჭრისთვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 31 აგვისტოს N04/582 ბრძანება და 2024 წლის 30 სექტემბრის N04/945 ბრძანებით დაამტკიცა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის ახალი წესი. მოვაჭრისთვის დასაკისრებელი ჯარიმის გამოთვლის სახელმძღვანელოს მიზანია, მხარეთა ინტერესების შესაბამისად, ხელი შეუწყოს ჯარიმის ოდენობის ობიექტურად განსაზღვრას, ჯარიმის ოდენობის გამოთვლის პროცესის გამჭვირვალობას და ობიექტურობას. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ახალი სახელმძღვანელო დოკუმენტით, ძველი წესისგან განსხვავებით, განისაზღვრა „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის წესი. დადასტურების წყარო: https://gcca.gov.ge/uploads_script/user_rights/tmp/phpVWDDIF.pdf 5 1.2. (აქტივობა N2.1.1) მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე, მინიმუმ 3 საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება მოსწავლეებთან შესრულება: მომხმარებლის უფლებების დაცვისა და კანონის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ზრუნავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე და მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით, სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გაიმართა ქ.თბილისის 45-ე, 177-ე, 132-ე და 150ე საჯარო სკოლებში, სადაც მოსწავლეებმა მათთვის საჭირო, აქტუალურ საკითხებზე დეტალური პასუხები მიიღეს. კერძოდ, რა მნიშვნელოვანი დეტალები უნდა გაითვალისწინონ ადგილზე და ონლაინ ყიდვის დროს, როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები და დარღვევის შემთხვევაში ვის უნდა მიმართონ. აქტიური დიალოგის, კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული იქნა პრაქტიკული მაგალითები. დადასტურების წყარო: https://gcca.gov.ge/index.php?m=371&news_id=1467&fbclid=IwY2xjawH0iYVleHRuA2FlbQIxMAABHeK _9ge5qga14wjq-GKwuK52hOMLtnKyV798t-V9vBOOpW4dEK1luZLqow_aem_6Ch0oxgZ0MKUuEwpQ_Wrw https://www.facebook.com/GeorgianNationalCompetitionAgency/posts/pfbid02GnnPnv5GRkbXB6pAS4 TATQbpDaAuhmcJ1USJWQNYkCwCpCpRg8WkQmz92ZaXWAb6l 1.3. (აქტივობა N2.1.2) მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე, მინიმუმ 3 საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება სტუდენტებთან შესრულება: 1.3.1. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ,,კარიერული განვითარების ბანაკის” მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრის ფორმატში, დეტალურად იქნა განხილული სააგენტოს საქმიანობის შედეგები, გატარებული რეფორმები, გამოწვევები და სამომავლოდ დაგეგმილი საკითხები. შეხვედრაზე სტუდენტებმა და სააგენტოს წარმომდგენლებმა დეტალურად იმსჯელეს მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით დადგენილ სტანდარტებზე, მიდგომებზე, კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით მიღებულ შედეგებზე და სხვა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. დადასტურების წყარო: https://www.facebook.com/GeorgianNationalCompetitionAgency/posts/pfbid026xAJ5DDwY4PhpqNJtA QVCwokMfu9PCiUD1BMZyxAHtDa1XgLniudbuaZpMjR75M8l 6 1.3.2. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ქალაქ ბათუმში მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში შეხვედრა გამართა სტუდენტებთან. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებული შედეგებზე, არსებულ გამოწვევებსა და აღსრულების მექანიზმების თავისებურებებზე. დადასტურების წყარო: https://gcca.gov.ge/index.php?m=372&news_id=1473 1.3.3. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტი სეუ-ს მიერ ორგანიზებულ ფორუმში, სადაც სააგენტოს წარმომადგენლებმა ფორუმის მონაწილეებს დეტალურად გააცნეს სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. სააგენტოს წარმომადგენლებმა, ასევე ყურადღება გაამახვილეს მომხმარებლის ძირითად უფლებებზე, კერძოდ, იმაზე თუ როგორ შეუძლიათ სააგენტოსთვის მიმართვა და რა ძირითადი ბერკეტები აქვთ თავიანთი უფლებების დასაცავად. დადასტურების წყარო: https://www.facebook.com/GeorgianNationalCompetitionAgency/posts/pfbid02j2CdpsCR3uXzK5tuUTG x2r3jnn4NJwehqDfXn9k5t4aN2MYFAsuDJDu3QAtr5Zxgl 1.4. (აქტივობა N2.1.3) მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე, მინიმუმ 2 საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან შესრულება: სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, სააგენტომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე, ორი საინფორმაციოსაგანმანათლებლო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრები 2024 წლის 12 და 13 დეკემბერს, თბილისის N98 და გარდაბნის N4 არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებთან გაიმართა, რომელსაც GCCA-ის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მოსწავლეებმა მათთვის საჭირო, აქტუალურ საკითხებზე დეტალური პასუხები მიიღეს. კერძოდ, სკოლის მოსწავლეებმა GCCA-ის წარმომადგენლებთან ერთად დეტალურად მიმოიხილეს - რა მნიშვნელოვანი საკითხები უნდა გაითვალისწინონ ადგილზე და ონლაინ ყიდვის დროს, როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები და დარღვევის შემთხვევაში ვის უნდა მიმართონ. დადასტურების წყარო: https://www.facebook.com/GeorgianNationalCompetitionAgency/posts/pfbid0H9rvi1zqCFMiYEoD3Yfzo bJQeJkrMYsLBEzX4cVzGKMzhzexd3nhUBQiefreBdQvl 7 1.5. (აქტივობა N2.1.4) მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე, მინიმუმ 1 საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან შესრულება: მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში გაწერილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, მოწყვლად ჯგუფებში, მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ ცნობიერების გაძლიერება განისაზღვრა, შესაბამისად სააგენტომ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს ყრუთა კავშირის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს - მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების, მიღებული შედეგების, სააგენტოს მიერ დადგენილი იმ სტანდარტებისა და კანონით მინიჭებული გარანტიების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს მომხმარებელთა ქცევის კულტურის გაძლიერებას და მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ღონისძიებაზე ასევე ნაჩვენები იქნა ევროკავშირის “Twinning” პროექტის მხარდაჭერით ჟესტურ ენაზე ადაპტირებული საინფორმაციო ვიდეო-რგოლები. დადასტურების წყარო: https://www.facebook.com/GeorgianNationalCompetitionAgency/posts/pfbid01KJ7NcZYWvcwt2eHHM ygKT8vEz2PLfFmy2YtcQmAGP4s5LvDfKAXJdv23mBahi9Rl 1.6. (აქტივობა N2.1.6) მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე, ქ. თბილისში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან მინიმუმ 3 საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება შესრულება: 1.6.1. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინიციატივით და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის მხარდაჭერით, ტურიზმის სექტორში, მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მიმოხილული იქნა მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები და შედეგები, ასევე ყურადღება გამახვილდა ტურისტულ სექტორში, ბიზნესის წარმომადგენლების ინფორმირებულობაზე და მომხმარებლის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დადასტურების წყარო: https://gcca.gov.ge/index.php?m=370&news_id=1509&fbclid=IwY2xjawH0fhFleHRuA2FlbQIxMAABHQG 8bNjKDVJ1GXgKpJWzCnDooT_UauAVJ7S7MmsqbNwiEpJwrnbdxu_x4A_aem_8lynUjOObBS_E7vYNnW2g 8 1.6.2. სააგენტო იქომერს ასოციაცია საქართველოს (eCOMMERCE ASSOCIATION GEORGIA) წევრ კომპანიებს შეხვდა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა - მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, ელექტრონული კომერციის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, სექტორში არსებული გამოწვევების განხილვა, ელექტრონული კომერციის ბიზნეს მოდელების ანალიზი და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება. დადასტურების წყარო: https://gcca.gov.ge/index.php?m=370&news_id=1486&fbclid=IwY2xjawH0hgdleHRuA2FlbQIxMAABHXE mC951xydoSIPXHgGET7_I8sYXqzJZTAoay9NFRxbWXRsKk4HNhsNP-w_aem_wqG4rildKypklm3-RUlOcQ 1.6.3. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, საჯარო კონსულტაციების ფარგლებში, გაიმართა მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტის განხილვა. შეხვედრაში მონაწილებდნენ დარგის ექსპერტები/იურისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების და ბიზნეს ასოციაციის წევრები. შეხვედრის ფარგლებში დეტალურად იქნა განხილული მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგიით გასათვალისწინებელი საკითხები. დადასტურების წყარო: https://gcca.gov.ge/index.php?m=370&news_id=1453 1.7. (აქტივობა N2.1.7) მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე, საქართველოს რეგიონებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან მინიმუმ 3 საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება შესრულება: მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების, ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაძლიერების და ინფორმირებულობის გაუმჯობესების მიზნით, სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ერთობლივი ორგანიზებით, ქუთაისში, ზუგდიდში და ახმეტაში მცხოვრებ მცირე მეწარმე ქალბატონებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრები დიალოგის ფორმატში გაიმართა, სადაც სააგენტოს წარმომადგენელმა, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით, კანონი, სააგენტოს მიერ დადგენილი სტანდარტები, მომხმარებლის უფლებები და მოვაჭრის ვალდებულებები, დეტალურად მიმოიხილეს. დადასტურების წყაროები: https://gcca.gov.ge/index.php?m=370&news_id=1590&fbclid=IwY2xjawHy9vZleHRuA2FlbQIxMAABHb MXbUfHu4SUFdWiLiAIxbi3ZBm7twjrP4UKt3d8ZS7pvOIZDS0nntUmaQ_aem_To6o6Um08xe4HIPvt4c9QA https://www.facebook.com/GeorgianNationalCompetitionAgency/posts/pfbid0HkNZ7J8iQBz9Y1yvRCn m4zrpV4TRGazJs566jCChoHnQUPoLFh8gUDeYRqTzSHFbl https://gcca.gov.ge/index.php?m=370&news_id=1582&fbclid=IwY2xjawHy97hleHRuA2FlbQIxMAABHfRs _eqajupzaQftZPaaCeNzRTb7MBjZZedcXlTcxEQjaMRF60ac8dVzfw_aem_OluX6Gd5ebbchFgQHJMY6w 9 1.8. (აქტივობა N2.1.8) მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე, საქართველოს რეგიონებში მომხმარებლებთან მინიმუმ 3 საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება შესრულება: მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები მომხმარებლებთან შემდეგ ქალაქებში: გურჯაანი, ქუთაისი და ბათუმი. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც მონაწილეებმა დეტალურად მიმოიხილეს - მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებული შედეგები, გამოწვევები და აღსრულების მექანიზმები. მათ შორის, თუ როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა საკუთარი უფლებები, დარღვევის შემთხვევაში ვის მიმართოს და რა ფორმით. დადასტურების წყაროები: https://gcca.gov.ge/index.php?m=370&news_id=1477&fbclid=IwY2xjawH0h6lleHRuA2FlbQIxMAABHcml 73jzwtJQRwiLr9KExfqOIdjGr8UoInQX3XLrv8mQDc0DbdW1vaBFSQ_aem_zxTkzy4mawrNUrl2KskszA https://gcca.gov.ge/index.php?m=370&news_id=1478&fbclid=IwY2xjawH0h3xleHRuA2FlbQIxMAABHXQ hsoF6OjORe2KoH-Gxbv_xh4Uxffi_U9GubSxl0biIDzgBDrt2DBLO9w_aem_uf7Ky_H22vDuC05LN4YLbA https://gcca.gov.ge/index.php?m=370&news_id=1479&fbclid=IwY2xjawH0h2NleHRuA2FlbQIxMAABHX QhsoF6OjORe2KoH-Gxbv_xh4Uxffi_U9GubSxl0biIDzgBDrt2DBLO9w_aem_uf7Ky_H22vDuC05LN4YLbA 1.9. (აქტივობა N2.1.9) მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე, სატელევიზიო არხების და სოციალური ქსელების საშუალებით ინფორმაციის გავრცელება შესრულება: ონლაინ ვაჭრობის საკითხებთან დაკავშირებით საინფორმაციო სარეკლამო რგოლი გავრცელდა სატელევიზიო არხების მეშვეობით და განთავსდა სააგენტოს ფეისბუქ გვერდზე. გარდა ამისა, სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სატელევიზიო და რადიო გადაცემებში. დადასტურების წყაროები: https://www.facebook.com/GeorgianNationalCompetitionAgency/videos/447001348204168 https://www.facebook.com/GeorgianNationalCompetitionAgency/videos/1109262090638526 https://www.facebook.com/GeorgianNationalCompetitionAgency/videos/1227120345232728 https://www.facebook.com/GeorgianNationalCompetitionAgency/videos/1399114150968904 10 1.10. (აქტივობა N2.1.10) ექვსი მარეგულირებელი უწყების თანაორგანიზებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულის ჩატარება შესრულება: კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2024 წლის 11-15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული გაიმართა. კვირეული ფარგლებში მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელმა ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებული შედეგები, გამოწვევები და აღსრულების მექანიზმები მიმოიხილეს. კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებთან შეხვედრები გაიმართა 12 მარტს გურჯაანში, 14 მარტს ქუთაისში, ხოლო 15 მარტს - მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღეს - ბათუმში. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ - მარეგულირებელი უწყების პირველი პირები, პარლამენტის, ცენტრალური და რეგიონული მთავრობის წევრები, ბიზნესის, აკადემიური და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ევროკავშირის, UNCTAD-ის, დიპლომატიური კორპუსის და ლიეტუვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყების წარმომადგენლები. გარდა აღნიშნულისა, ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა წიგნის „მომხმარებლის დაცვის ევროპული და ქართული პრაქტიკა“ პრეზენტაცია. ასევე, პანელური დისკუსიის ფორმატში, ექვსი მარეგულირებელი უწყების წარმომადგენელმა თბილისში, გურჯაანში, ქუთაისში და ბათუმში მომხმარებლებთან შეხვედრისას დეტალურად მიმოიხილეს მათთვის მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაცია - თუ როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა საკუთარი უფლებები, დარღვევის შემთხვევაში ვის მიმართონ და რა ფორმით. დადასტურების წყაროები: https://gcca.gov.ge/index.php?m=372&news_id=1476 https://gcca.gov.ge/index.php?m=372&news_id=1477 https://gcca.gov.ge/index.php?m=372&news_id=1478 https://gcca.gov.ge/index.php?m=372&news_id=1479 https://gcca.gov.ge/index.php?m=372&news_id=1475 11 1.11. (აქტივობა N2.1.11) ხუთი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება შესრულება: 2024 წლის 20-22 ნოემბერს გაიმართა კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენცია - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით. ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის საფუძველზე, საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების, მიღებული შედეგების, გამოწვევების შესახებ გაფართოებული მსჯელობის და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით. კონფერენციის ფარგლებში, საქართველომ სხვადასხვა ქვეყნის 15 დელეგაციას უმასპინძლა. ასევე, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების (ICN, UNCTAD, OECD, The EU DG COMP, The EU DG JUSTICE) კოლეგა უწყების წარმომადგენლებთან ერთად განხილული იქნა კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები, გამოწვევები, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე მიღებული შედეგები და პრაქტიკა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ - საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. დადასტურების წყაროები: https://gcca.gov.ge/index.php?m=372&news_id=1605 1.12. (აქტივობა N2.2.1) მომხმარებელის დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) მიერ დაგეგმილ მინიმუმ 3 შეხვედრასა და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა შესრულება: 1.12.1. სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) მიერ ორგანიზებულ შეხვედრებსა და სამუშაო ჯგუფების მუშაობაში. კერძოდ, სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, და მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სერგო სანიკიძემ, მონაწილეობა მიიღეს ICPEN-ის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიებში. კონფერენცია გაიმართა ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სავაჭრო კომისიის (FTC) ორგანიზებით. დადასტურების წყარო: https://www.facebook.com/GeorgianNationalCompetitionAgency/posts/pfbid02xw2uobGYLZ8arNDD9T LMRtWeoYb34zf83YKP2bNThskVh3ZbxHkEJ8xPE5SeJJ4Jl 12 1.12.2. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), მომხმარებლის დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) მიერ ორგანიზებულ პროექტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ელექტრონული კომერციის სექტორში მოქმედი კომპანიების შემოწმებას ითვალისწინებდა. კვლევის ფარგლებში, რომელშიც 26 ქვეყნის მომხმარებლის დაცვის უწყება იყო ჩართული, დადგინდა რომ მოვაჭრეების ვებ-გვერდებისა და მობილური აპლიკაციების უმეტესობა, სააბონენტო მომსახურების გაწევის დროს, შეცდომაში შემყვან შაბლონებს (Dark Pattern) იყენებს. აღნიშნული ქმედება მოვაჭრეების მხრიდან ინტერნეტ პლატფორმებზე ფიქსირდება და მისი ძირითადი მიზანია სხვადასხვა მანიპულაციებით მომხმარებლის არჩევანზე ზეგავლენის მოხდენა, რომელიც, შესაძლოა, მის საუკეთესო ინტერესებს არ შეესაბამებოდეს. პროექტის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ 6 მოვაჭრე გადამოწმდა, რომელთა დაახლოებით 85%, მინიმუმ, ერთ შეცდომაში შემყვან პირობას/შაბლონს იყენებდა. GCCA-ის მიერ ასევე დადგინდა, რომ კომპანიები, ყველაზე ხშირად, ინტერნეტ სავაჭრო გვერდზე, ინფორმაციის განთავსებისას ისეთ ფორმას მიმართავენ (ფოტო, გრაფიკა, ფერები), რომელიც მომხმარებელზე ზეგავლენის მოხდენის (interface interference) და შენაძენის გაკეთებისკენ არის მიმართული. ICPEN-ის კვლევის ფარგლებში გამოყენებულ იქნა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ დადგენილი უსამართლო კომერციული პირობისთვის/შაბლონისთვის დამახასიათებელი ექვსი ინდიკატორი და პროექტის ფარგლებში დამუშავებული ინფორმაციის შედეგად, Dark pattern-ის მზარდი გავრცელება ონლაინ სექტორში დადასტურდა. შესაბამისად, GCCA აღნიშნული დასკვნის შედეგებს და ტენდენციებს აღსრულების პროცესში გაითვალისწინებს. დადასტურების წყარო: https://gcca.gov.ge/index.php?m=370&news_id=1537&fbclid=IwY2xjawHy_BxleHRuA2FlbQIxMAABHUG Ox2ZYidnGHhpimVYtH1J9amc9lz3DQ24hfCCcAWtlw3SZ7piP05G1rQ_aem_a_GY8zGM5yHzbDQJL0cpaw 1.12.3. სააგენტოს წარმომადგენლებმა პოლონეთში, მომხმარებლის დაცვის და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. კონფერენციის ფარგლებში, 2024 წლის 8 მაისს გამართული შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მომხმარებლის დაცვის კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულების და სამომხმარებლო განათლების გაძლიერების მექანიზმებზე მსჯელობა. სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა სერგო სანიკიძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე “მომხმარებლის დაცვის სააგენტოების ეფექტიანობა და მათი გაძლიერების მექანიზმები”, სადაც მან დეტალურად მიმოიხილა სააგენტოს აღსრულების მექანიზმები, დადგენილი სტანდარტები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები. დადასტურების წყარო: https://gcca.gov.ge/index.php?m=370&news_id=1503&fbclid=IwY2xjawH0fxFleHRuA2FlbQIxMAABHbSF R1-PdE6Y1AGiP7U3mpmJ3ANm3-jVYPgay1HJF2rBBn6sU5cl7Om9FQ_aem_nrwcZPG5YIUt9Ewzr-_Xxw 13 1.13. (აქტივობა N2.2.2) გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიერ დაგეგმილ მინიმუმ 3 შეხვედრასა და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა შესრულება: 1.13.1. სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართულ კონფერენციაში, რომელიც გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიწვევით ჩატარდა და კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის საკითხებს მიეძღვნა. კონფერენციის ფარგლებში, სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე, სიტყვით გამოვიდა მე-8 სესიაზე, სადაც მან ყურადღება გაამახვილა საქართველოში ტურიზმის სექტორში მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებზე. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ UNCTAD-ის წევრი სახელმწიფოების შესაბამისი უწყებები და არასამთავრობო ორგანიზაციები. დადასტურების წყარო: https://gcca.gov.ge/index.php?m=370&news_id=1530&fbclid=IwY2xjawHy_SNleHRuA2FlbQIxMAABHUTCxTwdpuK ZMZ9tE3HbCb_3HoJBeYaV2_Sd6U_BZ5UX1SRmHCkQMw3uCA_aem_7IoHx9L1I_vd8oEuvbhPqQ 1.13.2. სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ UNCTAD-ის მიერ ორგანიზებულ სამუშაო ჯგუფში „Consumer Protection and Gender“ და ჩართულნი იყვნენ ამ ჯგუფის მიერ დაგეგმილ ვებინარებში. დადასტურების წყარო: https://unctad.org/meeting/webinar-empowering-women-consumers-bridging-trade-gender-andconsumer-protection https://mailchi.mp/8c7b5fba5f2c/8-meeting-wg-consumer-protection-and-gender461094?e=6b431e7f8a 1.13.3. სააგენტო მონაწილეობდა UNCTAD-ის სამუშაო ჯგუფის „Consumer Protection in ECommerce“ საქმიანობაში და ჩართული იყო აღნიშნული ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ვებინარებში. დადასტურების წყარო: https://unctad.org/meeting/webinar-protection-vulnerable-consumers-digital-markets 14 1.14. (აქტივობა N2.2.3) მომხმარებლის დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო უწყებებთან, დარგის ექსპერტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან მინიმუმ 3 საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება შესრულება: 1.14.1. სააგენტოს წარმომადგენლები მომხმარებელთა უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულისა და კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში შეხვდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, დარგის ექსპერტებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს. შეხვედრების მიზანი იყო დარგში არსებული პრობლემური საკითხების განხილვა და მათზე მსჯელობა. დადასტურების წყაროები: https://gcca.gov.ge/index.php?m=372&news_id=1476 https://gcca.gov.ge/index.php?m=372&news_id=1478 https://gcca.gov.ge/index.php?m=372&news_id=1479 https://gcca.gov.ge/index.php?m=372&news_id=1605 https://gcca.gov.ge/index.php?m=372&news_id=1606 https://gcca.gov.ge/index.php?m=372&news_id=1608 https://gcca.gov.ge/index.php?m=372&news_id=1607 1.14.2. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის მხარდაჭერით, მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იქნა კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, მნიშვნელოვანი ქეისები, რომელმაც ბაზარზე ქცევის წესები შეცვალა, ასევე წარდგენილი იქნა 2023 წელს მიღებული შედეგები. სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ - ტელე, რადიო და ონლაინ მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ასევე, დარგის ექსპერტები და სააგენტოს თანამშრომლები. დადასტურების წყარო: https://www.facebook.com/GeorgianNationalCompetitionAgency/posts/pfbid0pMGSddzmmhSsoQhkf3 bUkQdieeQqnEdt7iDjt4mC1oqHH4Rkum4qEoRDXQSzTKfTl 15 1.14.3. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, სააგენტოს მიერ მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმების გაზიარების მიზნით, შეხვედრა გამართა ლიეტუვის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან. შეხვედრას, ასევე ესწრებოდა ლიეტუვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყების ხელმძღვანელი, TWINNING-ის პროექტის მუდმივი რეზიდენტი მრჩეველი, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე და სააგენტოს მომხმარებლის დაცვის დეპარტამენტის უფროსი. შეხვედრაზე, გარდა მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმებისა, ასევე, განხილული იქნა აღნიშნულ სფეროში „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების შედეგად მიღებული შედეგები, ასევე მიმდინარე და სამომავლო ღონისძიებები. დადასტურების წყარო: https://www.facebook.com/GeorgianNationalCompetitionAgency/posts/pfbid031MAN8CWCwhQSnRyD RTd7AVgJMmJ3DTxRrEE28bY2oEmsa6F7j58zPTMFEwtFfnSEl 2. კომუნიკაციების კომისია 2.1. (აქტივობა N3.1.11) „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს 5 რეგიონში სემინარების ციფრული უნარების განვითარებასა და ინტერნეტის უსაფრთხო მოხმარების შესახებ შეხვედრების ჩატარება შესრულება: 2024 წელს „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების თემებზე ჩატარდა 210 სემინარი და გადამზადდა 2700 ადგილობრივი ბენეფიციარი Log-in Georgia პროექტის სამიზნე სოფლებიდან და დასახლებული პუნქტებიდან. 2024 წელს „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა" წარმატებით დასრულდა აბაშის, ზუგდიდის, ხობის, ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში. პროგრამა მიმდინარეობს ჩხოროწყუსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში. 2022 წლიდან, „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ უკვე წარმატებით განხორციელდა 11 სამიზნე მუნიციპალიტეტში (ოზურგეთი, ჩოხატაური, სამტრედია, ხელვაჩაური, ქობულეთი, ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი, ზუგდიდი, აბაშა). პროგრამით დაიფარა 200 სოფელი/დასახლება, სულ ჩატარდა 500-მდე სემინარი და გადამზადდა 6200 ადგილობრივი. ბენეფიციართა შორის არიან სკოლის პედაგოგები, მაღალი კლასების მოსწავლეები, შშმ პირები, ადგილობრივი მეწარმე ქალები, დიასახლისები, ასევე, დროებით უმუშევარი მოქალაქეები. დადასტურების წყარო: https://mediatsigniereba.ge/news?page=1&tagSlug=tsipruli-mkhardacheris-programa; https://www.comcom.ge/ge/ 16 2.2. (აქტივობა N2.1.14 ) მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამიზნე აუდიტორიასთან მინიმუმ 3 საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება. სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებული პირები და სხვა დაინტერესებული პირები. შეხვედრებზე მომხმარებელს მიეწოდება ინფორმაცია, სატელეკომუნიკაციო სფეროში მათი უფლებების, მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების ვალდებულების სამსახურის დანიშნულების და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სხვადასხვა მექანიზმების თაობაზე შესრულება: 2024 წელს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ სულ ჩატარებულ იქნა 125 საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში, კერძო და საჯარო დაწესებულებებში. დადასტურების წყარო: https://momkhmarebeli.comcom.ge/ 3. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური 3.1. (აქტივობა N 2.1.15) დაზღვევის სფეროში მომხმარებლის უფლების საკითხებზე, საინფორმაციო მასალების მომზადება და ფინანსური განათლების პორტალზე finedu.gov.ge - ზე განთავსება 3.2. (აქტივობა N 2.1.16) ფინანსური განათლების კომიტეტის მიერ დაგეგმილ „გლობალური ფულის კვირეულში“ ჩართულობა 3.3. (აქტივობა N2.1.17) დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზება, შემეცნებითი, საინფორმაციო მასალების მომზადება, გავრცელება, პირდაპირი შეხვედრები სეგმენტურ ჯგუფებთან (სკოლის მოსწავლეები/სტუდენტები, ბიზნეს სექტორი, საჯარო სექტორი) 3.4. (აქტივობა 2.1.18) დაზღვევის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს რეგიონებში მინიმუმ 3 საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება შესრულება: დაზღვევის სფეროში მომხმარებლის უფლებების საკითხებზე, მომზადდა საინფორმაციო მასალა (როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი თუ სადაზღვევო კომპანიის მიმართ პრეტენზია აქვს) და ინფორმაცია განთავსდა ფინანსური განათლების პორტალზე finedu.gov.ge. სამსახურმა მონაწილეობა მიიღო ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში, დაზოგვის დღესთან დაკავშირებულ საინფორმაციო შეხვედრაში. კერძოდ, 2024 წლის 20 მარტს, ფულის 17 გლობალური კვირეულის ფარგლებში, „ალტე უნივერსიტეტში“ ჩატარდა საჯარო, პანელური ღონისძიება, ახალგაზრდა თაობისთვის თემაზე „დაიცავი შენი ფული, დაიცავი შენი მომავალი“, სადაც სამსახურის წარმომადგენლებმა ისაუბრეს დაზღვევის არსზე, ხოლო სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებმა კიბერდაზღვევის მნიშვნელობაზე. ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ პასუხები სფეროს პროფესიონალებისგან, ასევე ჩართულიყვნენ შემეცნებითი ხასიათის ქვიზებში, ხოლო გამარჯვებულებს გადაეცათ ბრენდირებული საჩუქრები. 2024 წელს, სამსახურის ინიცირებით დაწესებული დაზღვევის დღე - 2 მაისი, მესამედ აღინიშნა საინფორმაციო, შემეცნებითი კვირეულის ფორმატით. კერძოდ, კვირეულის მიზნებისთვის მომზადდა საინფორმაციო-შემეცნებითი მასალა: „დაზღვევის მნიშვნელობა“, „დაზღვევა და მომხმარებლის უფლებები“, „სამოგზაურო დაზღვევისათვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები“ და გავრცელდა დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციოსაგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში FinEud-ფინედუს გვერდის საშუალებით. ასევე, ჩატარდა რამოდენიმე კონკურსი, ხოლო გამარჯვებულებს გადაეცათ დაზღვევის თემაზე სამაგიდე თამაში და სამსახურის ბრენდირებული საჩუქრები. დაზღვევის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების მიერ გაიმართა საჯარო შეხვედრები კახეთის რეგიონში, ქალაქ ქუთაისსა და ბათუმში. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის უშუალო ჩართულობით, დავით ონოფრიშვილი და სამსახურის წარმომადგენლები: ა) შეხვდნენ სახელმწიფო რწმუნებულს, მის მოადგილეებს და კახეთის ყველა მერს, სადაც სამსახურის უფროსმა გააცნო გუბერნატორსა და მერებს სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობა, 2023 წლის საბოლოო შედეგები და სამსახურის ფუნქციები მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით. შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია დაზღვევის მიმართულებით უშუალოდ რეგიონისთვის აქტუალურ საკითხებზე, აგროდაზღვევის პროექტის მნიშვნელობასა და ამ კუთხით კახეთის რეგიონში არსებულ გამოწვევბზე. ბ) მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეულის (11-15 მარტი) ფარგლებში, უწყების წარმომადგენლებმა გამართეს საჯარო შეხვედრები თბილისსა და რეგიონებში. შეხვედრებზე განხორციელდა როგორც სექტორული მიმართულებით მომხმარებლის უფლებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება, ასევე, კითხვა-პასუხის რეჟიმში აუდიტორიასთან დისკუსიის წარმართვა. გ) უწყების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს 2024 წლის 20-26 ნოემბერს, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც გაიმართა საქართველოში არსებული ხუთი მარეგულერებელი უწყების თანაორგანიზებით. კონფერენციის ფარგლებში, სექტორში არსებული ვითარების, მიღწევების და გამოწვევების თაობაზე ინფორმაცია მიეწოდათ, როგორც ადგილობრივ კერძო და საჯარო უწყებების წარმომადგენლებს, ასევე მოწვეულ უცხოელ სტუმრებს. 18 დადასტურების წყაროები: https://www.finedu.gov.ge/ge/rogor-unda-moiktset-tu-gakvt-pretenzia-1; https://www.finedu.gov.ge/ge/ghonisdziebebi-2/sajaro-baneli-studentebisa-da-abiturientebisatvisdaitsavi-sheni-fuli-daitsavi-sheni-momavali-1 https://www.facebook.com/share/v/19FVzPq1DP/ https://www.facebook.com/share/p/12EgxGtuSV3/ https://www.facebook.com/share/p/1BAMZpekXH/ https://www.finedu.gov.ge/ge/crosswords2/dazghvevis-dghe https://www.facebook.com/finedu.gov.ge/posts/pfbid0fQj1TYxvXG2VbCHeNg6rJnnEyEJ9f4Ymof tYk1XtSyRn2t13G24diYi2k7bHHo3Tl https://www.facebook.com/finedu.gov.ge/posts/pfbid034TnNEMeRHFUgcT27ediwHPJviT9rYxBo NskxTfpe1R28LXUyS7sTw2qs68QKUQqKl https://www.facebook.com/watch/?v=454089563763365 https://fb.watch/x4xCwgL5Bs/ 4. საქართველოს ეროვნული ბანკი 4.1. (აქტივობა 2.1.5) ფინანსური განათლების შესახებ მინიმუმ 5 ტრენინგის ორგანიზება სხვადასხვა სამიზნე სეგმენტისთვის. მათ შორის - მასწავლებლები, მეწარმეები, ტრენერები, ემიგრანტები - სადაც განხილული იქნება ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხები. შესრულება: ეროვნულმა ბანკმა ჩაატარა 10 ტრენინგი მასწავლებლებისთვის, 1 ტრენინგი მეწარმეებისთვის, 2 ტრენინგი ემიგრანტებისთვის და 2 ტრენინგი ტრენერებისთვის. აღნიშნული ტრენინგების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებს. დადასტურების წყაროები: https://finedu.gov.ge/ge/siakhleebi-1/erovnul-bankshi-mastsavlebelta-treningebi-grdzeldeba-1 19 https://finedu.gov.ge/ge/siakhleebi-1/finedus-skola-bankis-treningebshi-araformaluri-ganatlebisdatsesebulebebits-ertvebian-1 https://finedu.gov.ge/ge/siakhleebi-1/skola-bankis-treningebi-mastsavleblebistvis-grdzeldeba-1 https://finedu.gov.ge/ge/siakhleebi-1/erovnuli-bankis-fulis-muzeumshi-mastsavlebelta-treningichatarda-1 https://finedu.gov.ge/ge/siakhleebi-1/treningebi-mokalakeobis-mastsavleblebistvis-grdzeldeba-1 https://finedu.gov.ge/ge/siakhleebi-1/erovnul-bankshi-mastsavlebeltatvis-gankutvnili-skola-bankistreningebi-grdzeldeba-1 https://finedu.gov.ge/ge/siakhleebi-1/finedu-marneulsa-da-ozurgetshi-mikro-da-mtsiremetsarmeebistvis-treningebs-chaatarebs-1 https://finedu.gov.ge/ge/siakhleebi-1/vebinari-finedu-emigrantebis-mkhardasacherad-3 https://finedu.gov.ge/ge/siakhleebi-1/vebinari-finedu-emigrantebis-mkhardasacherad-1 https://finedu.gov.ge/ge/siakhleebi-1/finedum-trenerta-mkhardamcheri-proektis-meore-nakadispirveli-etapi-daasrula-1 https://finedu.gov.ge/ge/siakhleebi-1/finedum-trenerta-mkhardamcheri-proektis-pirvel-etapi-daasrula1 4.2. (აქტივობა 2.1.12) მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში, ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პორტალ „ფინედუს“ (www.finedu.gov.ge) ფეისბუქ გვერდით საინფორმაციო კამპანიის განხორციელება, რომელიც მიმართული იქნება ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის. კამპანიის ფარგლებში გაზიარდება თემატური ბლოგები, პოსტები და რჩევები საფინანსო სექტორის მომხმარებლის უფლებებზე და ფინანსური ორგანიზაციების ვალდებულებებზე. შესრულება: მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სოციალური ქსელი ფეისბუქის საშუალებით ჩატარდა საინფორმაციო კამპანია. დადასტურების წყარო: https://www.facebook.com/share/p/1PcbyGnwCC/. 20 5. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) 5.1. (აქტივობა N 2.1.10.) ექვსი მარეგულირებელი უწყების თანაორგანიზებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ცნობიერების ამაღლების სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება. შესრულება: სემეკმა მონაწილეობა მიიღო 2024 წლის 11-15 მარტს დაგეგმილ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეულში, რომლის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სატელევზიო გადაცემებში, ასევე სოციალურ ქსელებში განათავსა შესაბამისი ინფორმაცია მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით. დადასტურების წყაროები: https://imedinews.ge/ge/regioni/328749/eqvsma-maregulirebelma-utskebam-momkhmareblis-datsvissaertashoriso-dge-batumshi-agnishna https://commersant.ge/news/society/15-marts-eqvsma-maregulirebelma-utsyebam-momkhmareblisdatsvis-saertashoriso-dghe-batumshi-aghnishna https://energynews.ge/news/politika/15-marts-eqvsma-maregulirebelma-utsyebam-momkhmareblisdatsvis-saertashoriso-dghe-batumshi-aghnishna https://www.mediamonitoring.ge/#/media/detailsmedia/10391813 https://ipress.ge/news/biznesi/saqartvelo-momkhmareblis-uflebebis-datsvis-saertashoriso-kvireulsuertdeba http://kvira.ge/910283 https://www.facebook.com/photo/?fbid=725464669766875&set=a.235855412061139 https://gnerc.org/ge/media/presrelizebi-akhali-ambebi/15032024-relizi/126358 5.2. (აქტივობა N2.1.10.) ხუთი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ცნობიერების ამაღლების სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება. შესრულება: სემეკმა მონაწილეობა მიიღო 2024 წლის 20-22 ნოემბერს დაგეგმილ კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაში, რომლის ფარგლებში რომლის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემბში, ასევე სოციალურ ქსელებში განათავსა შესაბამისი ინფორმაცია მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით. 21 დადასტურების წყაროები: https://energynews.ge/news/politika/davit-narmania-energetikul-birzhaze-vachrobit-monatsileebmasashualod-400-000-lari-dazoges https://kvira.ge/974043 https://bm.ge/news/davit-narmania-energetikul-birzhaze-vachrobit-monatsileebma-sashualod-400-000lari-dazoges?utm_source=bm&utm_medium=website&utm_campaign=GNERC https://mcm.ge/263805/ https://www.mediamonitoring.ge/#/media/detailsmedia/10983112 https://www.mediamonitoring.ge/#/media/detailsmedia/10984186 https://mcm.ge/260810/ https://www.facebook.com/photo/?fbid=882942334019107&set=a.235855408727806 https://www.facebook.com/photo/?fbid=883690327277641&set=a.235855408727806 https://gnerc.org/ge/media/presrelizebi-akhali-ambebi/fl/126862 6. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო 6.1. (აქტივობა N2.1.19) საქართველოს რეგიონების მიხედვით, ცნობიერების ამაღლების მიზნით, მინიმუმ 5 საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება შემდეგ დაწესებულებებთან: კაფე/ბარი/რესტორანი, კაფე/სახაჭაპურე, ლუდის ბარი, საბანკეტო დარბაზი, სასტუმროს სასადილო, სწრაფი კვება. შესრულება: ცნობიერების ამაღლების მიზნით, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარდა ტრენინგები. დადასტურების წყაროები: https://nfa.gov.ge/Ge/News/Details/513 https://www.facebook.com/share/p/1EW7tEgBLF/ 22 6.2. (აქტივობა N2.1.20) მინიმუმ 3 საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება თემაზე - სურსათის უვნებლობის პრინციპი საზოგადოებრივი კვების ობიექტებში. შესრულება: აღნიშნული აქტივობის ფარგლებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ HORECA სექტორის, რომელიც მოიცავს სასტუმროებსა და კვების ობიექტებს, წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრები გამართა. ტრენინგების მიზანი იყო, ინფორმაციის მიაწოდება ბიზნესსექტორს სურსათის უვნებლობის სფეროში არსებული სიახლეების, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. დადასტურების წყარო: https://nfa.gov.ge/Ge/News/Details/513 6.3. (აქტივობა 2.1.21) ბიზნესოპერატორებთან. შესრულება: სურსათის ბიზნესოპერატორებთან. მინიმუმ ეროვნულმა 10 საინფორმაციო სააგენტომ საინფორმაციო შეხვედრის შეხვედრები ჩატარება გამართა დადასტურების წყაროები: https://nfa.gov.ge/Ge/News/Details/523 https://www.facebook.com/share/p/1B9i5yTVM1/ https://www.facebook.com/share/p/15dgN6xsBS/ https://nfa.gov.ge/Ge/News/Details/541 https://www.facebook.com/share/p/1A3oL8C8Ww/ 6.4. (აქტივობა 2.1.22) მინიმუმ 3 საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება თემაზე - სურსათის უვნებლობის საფრთხეები სურსათის უვნებლობის მართვა - საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა. შესრულება: აქტივობის ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტომ HORECA სექტორის, რომელიც მოიცავს სასტუმროებსა და კვების ობიექტებს, წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრები გამართა. ტრენინგების მიზანი იყო, ინფორმაციის მიწოდება ბიზნესსექტორს სურსათის უვნებლობის სფეროში არსებული სიახლეების, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. დადასტურების წყარო: https://nfa.gov.ge/Ge/News/Details/513 23 6.5. (აქტივობა 2.1.23) მინიმუმ 3 საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება ბიზნესოპერატორებთან შეხვედრები თემებზე მოთხოვნები სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის N317 დაგდენილება და „ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილ მასალებსა და ნაკეთობებში (საგნებში) ეპოქსიდური ფისების ზოგიერთი წარმოებულის გამოყენების შეზღუდვის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართელოს მთავრობის 2021 წლის 3 ნოემბრის N525 დადგენილება. შესრულება: სურსათის ეროვნულ სააგენტოში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ ახალი საკანონმდებლო მოთხოვნების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. სააგენტოს სპეციალისტებმა ბიზნესოპერატორებსა და დაინტერესებულ მხარეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმ ცვლილებების შესახებ, რომლებსაც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის N317 დადგენილება - „მოთხოვნები სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ“, და საქართველოს მთავრობის დადგენილება N525 - ,,ტექნიკური რეგლამენტი − სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილ მასალებსა და ნაკეთობებში (საგნებში) ეპოქსიდური ფისების ზოგიერთი წარმოებულის გამოყენების შეზღუდვის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე. დადასტურების წყაროები: https://nfa.gov.ge/Ge/News/Details/555 https://www.facebook.com/share/p/15bT9g2vph/ გამოწვევები და რეკომენდაციები 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასება ცხადყოფს, რომ საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ექვსი მარეგულირებელი უწყების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მომხმარებელთა უფლებების დაცვა გაძლიერდა როგორც სამართლებრივი, ასევე საგანმანათლებლო კუთხით. ჩატარდა მრავალი ტრენინგი, შეიქმნა ახალი სახელმძღვანელო დოკუმენტები, განხორციელდა სამომხმარებლო განათლების კამპანიები და რეგიონებში ბიზნესისა და მომხმარებლებისთვის ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები. მიუხედავად მიღწევებისა, წლის განმავლობაში გამოვლინდა რიგი გამოწვევები, რომელთა გადაჭრაც 2025 წლისთვის პრიორიტეტული უნდა გახდეს. პირველი მნიშვნელოვანი გამოწვევა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკანონმდებლო ჩარჩოს სრულყოფაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა უკვე მნიშვნელოვნად არის დაახლოებული ევროკავშირის დირექტივებთან, აუცილებელია აღნიშნული პროცესის გაგრძელება. მეორე გამოწვევა მცირე და საშუალო ბიზნესების (SME) ინფორმირებულობის ნაკლებობაა. ბევრ მეწარმეს ჯერ კიდევ არ აქვს საკმარისი ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიცვას 24 მომხმარებელთა უფლებები და რა ვალდებულებები აკისრია კანონის შესაბამისად. ეს ხელს უშლის კანონმდებლობის ეფექტიან აღსრულებას და შესაძლოა, გაზარდოს დარღვევების რაოდენობა. მესამე გამოწვევა მომხმარებელთა ინფორმირებულობის დაბალი დონეა. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს სხვადასხვა ქალაქში მრავალი შეხვედრა გაიმართა, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, პენსიონერები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები კვლავ რჩებიან ნაკლებად ინფორმირებულ ჯგუფებად. ამიტომ, მათი საჭიროებებზე მორგებული საინფორმაციო მასალებისა და სამომხმარებლო განათლების სპეციალური პროგრამების შექმნა აუცილებელია. ზემოთ აღნიშნული ნაბიჯები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმებს და გაზრდის საქართველოს კანონმდებლობისა და აღსრულების სისტემის შესაბამისობას ევროპულ სტანდარტებთან. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ 2025 წლის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. 25