„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.02.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა, მამუკა მდინარაძე.
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, სოზარ სუბარი, ვიქტორ ჯაფარიძე, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ნოდარ ტურძელაძე, რატი იონათამიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა, რამინა ბერაძე, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი კირცხალია, მამუკა მდინარაძე.
ნომერი
#07-3/31/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-24
ბიუროს ნომერი 26

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N18, 12/04/2010, სარეგისტრაციო კოდი: 010.100.000.05.001.003.962) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობა – ადამიანის უფლებათა ნაწილი, რომელიც გულისხმობს ქალისა პასუხისმგებლობას და და მამაკაცის თანასწორ თანასწორუფლებიან უფლება-მოვალეობებს, მონაწილეობას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში;“; გ) „ვ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) განსაკუთრებული ღონისძიება – ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს დისკრიმინაციული შედეგების გამოსწორებას და მიმართულია პირთა წრისადმი, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას სქესობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე;“. 3. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის გარანტიები“. 4. მე-4 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის გარანტიები“; ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დაცვის მიზნით, დისკრიმინაციის გარეშე უზრუნველყოფილია: ა) ქალისა და მამაკაცის თანასწორი ინდივიდუალური უფლებები და თავისუფლებები; ბ) ქალისა და მამაკაცისათვის განათლების მიღების თანაბარი ხელმისაწვდომობა და განათლების თავისუფალი არჩევანი სწავლების ყველა ეტაპზე; გ) მეუღლეთა უფლებრივი თანასწორობა; დ) შვილებთან დაკავშირებული თანასწორი უფლებები და მოვალეობები; ე) ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლება-მოვალეობები – იყვნენ ბავშვთა მეურვეები, მზრუნველები, რწმუნებულები, მშვილებლები; ვ) ოჯახსა და საზოგადოებაში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა; ზ) პროფესიის ან სამუშაოს სახეობის თავისუფლად არჩევა, თანამდებობრივი დაწინაურება, პროფესიული მომზადება/გადამზადება; თ) საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება პროფესიული ნიშნის, უნარჩვევებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად; ი) თანასწორი მოპყრობა ქალისა და მამაკაცის მუშაობის ხარისხის შეფასებისას; კ) თანაბარი სოციალური უზრუნველყოფა ქალისა და მამაკაცის ავადმყოფობისას და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში; ლ) თანასწორი შესაძლებლობების შექმნა ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობის დაცვისას; მ) ქალისა და მამაკაცისათვის თანასწორი შესაძლებლობების შექმნა ინფორმაციის ხელმისაწვდომობისას. 3. საქართველოს კანონმდებლობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ამ კანონსა და სხვა ნორმატიულ აქტებს.“. 5. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის სფეროში სტატისტიკის წარმოება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით ოფიციალურ სტატისტიკურ ანგარიშებში შეიტანება სქესის ნიშნით განცალკევებული მონაცემები.“. 6. მე-6 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალისა და მამაკაცის თანასწორობა შრომითი ურთიერთობებისას“. 7. მე-7 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის სახელმწიფო გარანტიები განათლებისა და მეცნიერების სფეროებში“. 8. მე-9 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ სფეროებში“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დისკრიმინაციად არ განიხილება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობის, ოჯახის დაგეგმვისა და ქალთა რეპროდუქციული უფლებების დაცვის მიზნით განხორციელებული განსაკუთრებული ღონისძიებები, აგრეთვე ორსული ქალისა და დედობის დაცვისკენ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკა, სქესის თავისებურებების გათვალისწინებით განხორციელებული სხვა ღონისძიებები.“. 9. 91 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა საქონლის ან მომსახურების მიწოდებისას და ხელმისაწვდომობისას“. 10. მე-10 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა საოჯახო ურთიერთობებში“. 11. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დაცვაზე ზედამხედველობა“. 12. მე-12 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის მიერ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად განსაზღვრავს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და განვითარებას, განიხილავს და ამტკიცებს შესაბამის სტრატეგიას, აკონტროლებს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობას.“; გ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქართველოს მთავრობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიას. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება უწყებათაშორისი კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“. 13. 121 მუხლი ამოღებულ იქნეს. 14. მე-13 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტების მიერ“; ბ) 11 და 12 პუნქტები ამოღებულ იქნეს; გ) პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით. 15. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებები ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დაცვასთან დაკავშირებით 1. საქართველოს სახალხო დამცველი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დაცვის მონიტორინგს და რეაგირებას ახდენს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დარღვევაზე. 2. საქართველოს სახალხო დამცველი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს მისთვის „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს.“. მუხლი 2 საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში უზრუნველყოს „გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივნისის №286 დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი საქართველოში აღიარებულია ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებები. ეს ღირებულებები განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ და სხვა საკანონმდებლო აქტებით. საქართველოში საკანონმდებლო დონეზე აღიარებულია, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც საქართველოს „ოჯახური კანონმდებლობით ღირებულებებისა დადგენილ და მოთხოვნებს არასრულწლოვანის აკმაყოფილებს. დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ქალი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული მდედრობითი სქესის ადამიანი, ხოლო მამაკაცი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული მამრობითი სქესის ადამიანი. ბიოლოგიური გარკვეული სქესი პერიოდის წარმომადგენლების პარალელურად, საქართველოს განმავლობაში, უცხოური აქტიური ლობირებით, კანონმდებლობაში, გავლენისა მიზანმიმართულად და მათი ხდებოდა ხელოვნური ტერმინის - „გენდერის“ დანერგვა. აღნიშნული წარმოადგენდა მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების ერთგვარ ანარეკლს და სახელმწიფოსთვის, რიგ შემთხვევებში, გადაულახავ დაბრკოლებას წარმოადგენდა აღნიშნული ტენდენციის საწინააღმდეგო მიმართულებით პრინციპული პოზიციის დაკავება. გლობალური ტენდენციების მასშტაბის საილუსტრაციოდ გამოდგება მაგალითი, რომლის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის პირობებში სახელმწიფო დეპარტამენტი მის მიერ თავისი თანამშრომლებისთვის ბოლოდროინდელ მიცემული დოკუმენტში სახელმძღვანელო უთითებდა, რომ წესების ერთ-ერთ მორიდებოდნენ ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორებიც არის: „ბიჭებო“, „ქალბატონებო და ბატონებო“, „დედა/მამა“, „ვაჟი/ქალიშვილი“, „ქმარი/ცოლი“, ხოლო ამ სიტყვების ნაცვლად უნდა გამოიყენონ გენდერულად ნეიტრალური შემდეგი სიტყვები: „ყველა“, „ხალხო“, „თქვენ ყველა“, „მშობელი“, „შვილი“, „მეუღლე“, „პარტნიორი“.1 აღნიშნული უარყოფითი პროცესები საზღვარგარეთ დღესაც არ კარგავს აქტუალობას. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, სულ უფრო მეტად გააქტიურდა საუბარი აღნიშნული ხელოვნური პროცესის არაკეთილსინდისიერი მოტივებისა და მართულობის შესახებ. ცხადი გახდა, რომ აღნიშნული იდეოლოგიის ლობირების უკან იდგა არა ადამიანის უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი, არამედ სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევისა და მათზე გავლენის მოპოვების პრაგმატული გათვლა. შესაბამისად, აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობიდან ისეთი ხელოვნურად შექმნილი ტერმინის, როგორიცაა „გენდერი“ ამოღება და მის ნაცვლად საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე განმტკიცება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღების შედეგად მოწესრიგდება განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, კანონის სათაურში და ტექსტში ტერმინი „გენდერული თანასწორობა“ იცვლება „ქალისა და მამაკაცის თანასწორობით“. კანონპროექტით ხდება კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ამოღება. აღნიშნული პუნქტში მოცემული იყო ტერმინ „გენდერის“ განმარტება. ამავდროულად, ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე-3 მუხლის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტები. დასახელებული ცვლილების შედეგად, ტერმინი „გენდერული თანასწორობა“ იცვლება ტერმინით „ქალისა და მამაკაცის თანასწორობა“, რომელიც განმარტებული იქნება, როგორც - ადამიანის უფლებათა ნაწილი, რომელიც გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანასწორ უფლებამოვალეობებს, პასუხისმგებლობას და თანასწორუფლებიან მონაწილეობას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. ახალი რედაქციით ყალიბდება 1 https://www.nationalreview.com/news/exclusive-blinken-cautioned-state-dept-staff-againstmisgenderingusing-gendered-terms-like-father-in-official-cable/ ასევე ტერმინი „განსაკუთრებული ღონისძიება“ და მის განმარტებაში გენდერული თავისებურებების ნაცვლად მითითება კეთდება სქესობრივი თავისებურებებზე. კანონპროექტით მე-2 თავის სათაურში, მე-4 მუხლის სათაურში, მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში, მე-5 მუხლში, მე-6 მუხლის სათაურში, მე-7 მუხლის სათაურში, მე-9 მუხლის სათაურში, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში, 91 მუხლის სათაურში, მე-10 მუხლის სათაურში, მე-3 თავის სათაურში, მე-12 მუხლში, 121 მუხლის სათაურში, 121 მუხლის მე-2 პუნქტში, 131 მუხლის სათაურში და მე-14 მუხლში ტერმინი „გენდერული თანასწორობა“ იცვლება ტერმინით „ქალისა და მამაკაცის თანასწორობა“. კანონპროექტით ხდება იმ ნორმების საქართველოს პარლამენტში გენდერული საპარლამენტო საბჭოს, ავტონომიური ამოღება, რომლებიც თანასწორობის ადგენს მუდმივმოქმედი რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული თანასწორობის საბჭოსა და მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის ვალდებულებას. კანონპროექტით გათვალისწინებულია მისი ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტით გათვალისწინებულია მისი ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე, რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. წარმოდგენილი ცვლილება არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) ინიციატორი მიერ არ არის მოთხოვნილი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე პროექტით, პარლამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული დაიზოგოს პარლამენტის სახელმწიფო ბიუჯეტში გენდერული ცვლილების ადმინისტრაციული გენდერულ თანასწორობის საბჭოს საფუძველზე შესაძლოა ხარჯები. საკითხებზე საქართველოს სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობისა და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განსახორციელებლად გათვალისწინებული იყო 50 ათასი ლარი (პროგრამული კოდი: 01 01 03 02). კანონპროექტის მიღების შემდეგ, აღნიშნული თანხა მიმართული იქნება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, ქალისა და მამაკაცის ხელშეწყობისა და თანასწორობის ქალთა შესახებ გაძლიერების ცნობიერების მხარდამჭერი ამაღლების ღონისძიებების განსახორციელებლად. საქართველოს პარლამენტი აღნიშნული მიმართულებით აქტივობებს განახორციელებს შესაბამისი კომიტეტებისა და სხვა საპარლამენტო სტრუქტურების მეშვეობით. საქართველოს პარლამენტის ანალოგიურად, საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებში არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოების და მუნიციპალიტეტებში არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოების გაუქმების შედეგად შესაძლოა დაიზოგოს ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ხარჯები. კანონპროექტის მიღების შემდეგ, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობისა და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებები განხორციელდება ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი საკრებულოების შესაბამისი ორგანოების კომიტეტებისა და და სხვა სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტს არ მოჰყვება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი ზეგავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება ინიციატორთა მოსაზრებით, კანონპროექტი არ ახდენს გავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე, რადგან „გენდერული თანასწორობის შესახებ“ არსებულ კანონშიც გენდერული თანასწორობა განმარტებულია როგორც ქალისა და მამაკაცის თანასწორობა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა, მამუკა მდინარაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა, მამუკა მდინარაძე.