„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.02.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა, მამუკა მდინარაძე.
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, სოზარ სუბარი, ვიქტორ ჯაფარიძე, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ნოდარ ტურძელაძე, რატი იონათამიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა, რამინა ბერაძე, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი კირცხალია, მამუკა მდინარაძე.
ნომერი
#07-3/31/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-24
ბიუროს ნომერი 26

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 531 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობისადმი შეუწყნარებლობის გამო, ასაკის, რელიგიის, შესაძლებლობის, პოლიტიკური მოქალაქეობის, კუთვნილების, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის ან ან სხვა ეროვნული, ქონებრივი ან შეხედულების, შეზღუდული ეთნიკური ან სოციალური წოდებრივი მდგომარეობის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.“. 2. 109 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობისადმი შეუწყნარებლობის გამო;“. 3. 115 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ქალისა და მამაკაცის თანასწორობისადმი შეუწყნარებლობის გამო;“. 4. 117 მუხლის მე-3 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობისადმი შეუწყნარებლობის გამო;“. 5. 142 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა მათი ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სექსუალური ორიენტაციის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რამაც არსებითად ხელყო ადამიანის უფლება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი საქართველოში აღიარებულია ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებები. ეს ღირებულებები განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ და სხვა საკანონმდებლო აქტებით. საქართველოში საკანონმდებლო დონეზე აღიარებულია, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც საქართველოს „ოჯახური კანონმდებლობით ღირებულებებისა დადგენილ და მოთხოვნებს არასრულწლოვანის აკმაყოფილებს. დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ქალი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული მდედრობითი სქესის ადამიანი, ხოლო მამაკაცი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული მამრობითი სქესის ადამიანი. ბიოლოგიური სქესის პარალელურად, საქართველოს კანონმდებლობაში, გარკვეული პერიოდის წარმომადგენლების განმავლობაში, აქტიური უცხოური ლობირებით, გავლენისა მიზანმიმართულად და მათი ხდებოდა ხელოვნური ტერმინის - „გენდერის“ დამკვიდრება. აღნიშნული წარმოადგენდა მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების ერთგვარ ანარეკლს და სახელმწიფოსთვის, რიგ შემთხვევებში, გადაულახავ დაბრკოლებას წარმოადგენდა აღნიშნული ტენდენციის საწინააღმდეგო მიმართულებით პრინციპული პოზიციის დაკავება. გლობალური ტენდენციების მასშტაბის საილუსტრაციოდ გამოდგება მაგალითი, რომლის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის პირობებში სახელმწიფო დეპარტამენტი მის მიერ თავისი თანამშრომლებისთვის ბოლოდროინდელ მიცემული დოკუმენტში სახელმძღვანელო უთითებდა, რომ წესების ერთ-ერთ მორიდებოდნენ ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორებიც არის: „ბიჭებო“, „ქალბატონებო და ბატონებო“, „დედა/მამა“, „ვაჟი/ქალიშვილი“, „ქმარი/ცოლი“, ხოლო ამ სიტყვების ნაცვლად უნდა გამოეყენებინათ გენდერულად ნეიტრალური შემდეგი სიტყვები: „ყველა“, „ხალხო“, „თქვენ ყველა“, „მშობელი“, „შვილი“, „მეუღლე“, „პარტნიორი“.1 აღნიშნული პროცესები საზღვარგარეთ დღესაც არ კარგავს აქტუალობას, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, გააქტიურდა საუბარი აღნიშნული ხელოვნური პროცესის არაკეთილსინდისიერი მოტივებისა და მართულობის შესახებ, ცხადი გახდა, რომ აღნიშნული იდეოლოგიის ლობირების უკან იდგა არა ადამიანის უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი, არამედ სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევისა და მათზე გავლენის მოპოვების პრაგმატული გათვლა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობიდან ისეთი ხელოვნურად შექმნილი ტერმინის, როგორიცაა „გენდერი“ ამოღება და მის ნაცვლად საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე განმტკიცება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღების შედეგად მოწესრიგდება განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის პირველი ნაწილში, რომელიც არეგულირებს სასჯელის დამამძიმებელ გარემოებებს, „გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობა“ იცვლება „ქალისა და მამაკაცის თანასწორობისადმი შეუწყნარებლობით“. ამავე ნაწილიდან ხდება ტერმინ „გენდერული იდენტობის“ ამოღება. გასათვალისწინებელია, რომ „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით, შემოთავაზებულია ტერმინის „გენდერული თანასწორობა“ შეცვლა ტერმინით „ქალისა და მამაკაცის თანასწორობა“. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში შემავალი აღნიშნული კანონის პროექტის მიხედვით, ქალისა და მამაკაცის თანასწორობა განმარტებული იქნება როგორც ადამიანის უფლებათა ნაწილი, 1 https://www.nationalreview.com/news/exclusive-blinken-cautioned-state-dept-staff-againstmisgenderingusing-gendered-terms-like-father-in-official-cable/ რომელიც გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანასწორ უფლება-მოვალეობებს, პასუხისმგებლობას და თანასწორუფლებიან მონაწილეობას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის პირველი ნაწილიდან სასჯელის დამამძიმებელი გარემოების - „გენდერის ნიშნის შეუწყნარებლობის მოტივის“ ამოღება არ გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანასწორობისადმი შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი სამართლებრივი ტერმინის დანაშაულებისთვის სტატუსის „გენდერის“ მოხსნას. შეცვლას დამამძიმებელი ცვლილება „ქალისა და გარემოების უმთავრესად მამაკაცის ემსახურება თანასწორობის“ კონსტიტუციური ტერმინით. გასათვალისწინებელია, რომ ის განაჩენები, რომლებშიც გამოყენებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლში მითითებული დამამძიმებელი გარემოება - „გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი“, ავტომატურად არ გამოიწვევს განაჩენების გადასინჯვას და სასჯელის შეცვლას, რადგან პირის მიერ ჩადენილი ქმედება და მისი მოტივი არა სიტყვა-სიტყვით, არამედ შინაარსობრივად უნდა იქნეს შეფასებული პროექტით შემოთავაზებულ ფორმულირებასთან თანხვედრის კუთხით. ის შემთხვევები, სადაც დადგინდება, რომ დანაშაული ჩადენილი იქნა: ქალისადმი მესაკუთრული დამოკიდებულების გამოვლენით, პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების გარკვეულ სფეროებში მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების სურვილით, ქალის მორჩილებაში ყოლისა და მისი ქმედებების კონტროლის სურვილით, ქალის დაქვემდებარებული როლის წარმოჩენის სურვილით, სუბიექტურად გაგებული „ოჯახის ღირსების“ აღდგენის ან/და დაცვის სურვილით, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკანონმდებლო რეგულირებისგან განსხვავებული სტერეოტიპული შეხედულებების გავლენით ან სხვაგვარი შეუწყნარებლობის მოტივით, რაც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის იდეას, ტერმინოლოგიური სხვაობის მიუხედავად, აღიარებულ უნდა იქნეს დამამძიმებელ გარემოებებად ახალი საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებშიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, თითოეულ სისხლის სამართლის საქმეში ინდივიდუალურად უნდა მოხდეს იმის შეფასება თუ რამდენადაა გამოყენებული დამამძიმებელი გარემოება („გენდერის ნიშნით“) შინაარსობრივად თანხვედრაში საკანონმდებლო ცვლილებებით დადგენილ ახალ ნორმატიულ წესრიგთან. კანონპროექტით სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტში, 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტსა და 117 მუხლის მე-3 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტში დამამძიმებელი გარემოება - „გენდერის ნიშნით“ იცვლება ფორმულირებით - „ქალისა და მამაკაცის თანასწორობისადმი შეუწყნარებლობის გამო“. აღნიშნული ცვლილებაც განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობაში ტერმინის „გენდერის“ „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის“ კონსტიტუციური ტერმინის შეცვლის აუცილებლობით. აღსანიშნავია, რომ „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის“ განმარტება გათვალისწინებული იქნება საკანონმდებლო პროექტით ცვლილებათა „გენდერული პაკეტში შემავალი საქართველოს კანონის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისთვის მისი განმარტებაც სწორედ აღნიშნულ კანონში ამ ტერმინისთვის მინიჭებული შინაარსით მოხდება. ისევე როგორც სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლთან დაკავშირებით წინა აბზაცში აღინიშნა, ამ შემთხვევებშიც, დამამძიმებელი გარემოების ტერმინოლოგიური ცვლილება, არ იქნება არსებული განაჩენების გადასინჯვის თვითკმარი საფუძველი და თითოეულ სისხლის სამართლის საქმეში ინდივიდუალურად უნდა მოხდეს გამოყენებული დამამძიმებელი გარემოების შინაარსობრივი შესაბამისობის შეფასება საკანონმდებლო ცვლილებებით დადგენილ ახალ ნორმატიულ წესრიგთან. კანონპროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება 142-ე მუხლის პირველი ნაწილი და ნორმის დისპოზიციიდან ხდება ჩანაწერის - „გენდერული იდენტობის“ ამოღება. ამ ტერმინის ამოღება, ასევე, ხდება სისხლი სამართლის კოდექსის 531 მუხლიდან, კერძოდ, მუხლის პირველი ნაწილის ჩამონათვალში არ იქნება „გენდერულ იდენტობაზე“ სახელდებით მითითება. თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს, რომ „გენდერული იდენტობის“ ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენა აღარ ჩაითვლება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად - 531 მუხლი არ ადგენს დისკრიმინაციის შემცველი ყველა ნიშნის ამომწურავ ჩამონათვალს. შესაბამისად, „გენდერული იდენტობის“ ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენის შემთხვევა შეფასდება, როგორც 531 მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენა. ანალოგიური პრინციპით, მოცემული ტერმინოლოგიური ცვლილება, ასევე, ვერ დაედება საფუძვლად უკვე არსებული განაჩენების გადასინჯვას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტით გათვალისწინებულია მისი ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე, რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. წარმოდგენილი ცვლილება არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ამავდროულად, გათვალისწინებული გადასინჯვის ახლად მოთხოვნით სისხლის სამართლის გამოვლენილ საპროცესო გარემოებათა სასამართლოსადმი კოდექსით გამო მიმართვის განაჩენის შემთხვევაში, აუცილებელი იქნება თითოეული სისხლის სამართლის საქმის გარემოებების ინდივიდუალურად განხილვა და ახალი საკანონმდებლო მოწესრიგებისადმი მისადაგება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) ინიციატორი მიერ არ არის მოთხოვნილი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტს არ მოჰყვება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი ზეგავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება ინიციატორთა მოსაზრებით, კანონპროექტი არ ახდენს გავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე, რადგან „გენდერული თანასწორობის შესახებ“ არსებულ კანონშიც გენდერული თანასწორობა განმარტებულია როგორც ქალისა და მამაკაცის თანასწორობა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა, მამუკა მდინარაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა, მამუკა მდინარაძე.