„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- -საქართველოს კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (07-3/31/11; 19/02/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- - საქართველოს ორგანული კანონების პროექტები და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი გამომდინარე „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტიდან (07-3/31/11; 19/02/2025) (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-24
ბიუროს ნომერი 26
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 07/05/2014, სარეგისტრაციო კოდი:
010100000.05.001.017403) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი
ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის,
კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების
ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის,
რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების,
პროფესიის,
ოჯახური
მდგომარეობის,
ჯანმრთელობის
მდგომარეობის,
შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, პოლიტიკური ან სხვა
შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.“.
2. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. დისკრიმინაცია არ არის განსაკუთრებული და დროებითი ღონისძიებები,
რომლებიც შემუშავებულია ფაქტობრივი თანასწორობის წასახალისებლად ან
მისაღწევად, განსაკუთრებით − ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ორსულობისა
და დედობის საკითხებში, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის
მიმართ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
საქართველოში აღიარებულია ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული
ოჯახური ღირებულებები. ეს ღირებულებები განმტკიცებულია საქართველოს
კონსტიტუციით,
საქართველოს
კანონით
„ოჯახური
ღირებულებებისა
და
არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
საქართველოში საკანონმდებლო დონეზე აღიარებულია, რომ ქორწინება არის
ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც
საქართველოს
„ოჯახური
კანონმდებლობით
ღირებულებებისა
დადგენილ
და
მოთხოვნებს
არასრულწლოვანის
აკმაყოფილებს.
დაცვის
შესახებ“
საქართველოს კანონის თანახმად, ქალი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური
მახასიათებლების
მიხედვით
იდენტიფიცირებული
მდედრობითი
სქესის
ადამიანი, ხოლო მამაკაცი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების
მიხედვით იდენტიფიცირებული მამრობითი სქესის ადამიანი.
ბიოლოგიური
გარკვეული
სქესი
პერიოდის
წარმომადგენლების
პარალელურად,
საქართველოს
განმავლობაში,
უცხოური
აქტიური
ლობირებით,
კანონმდებლობაში,
გავლენისა
მიზანმიმართულად
და
მათი
ხდებოდა
ხელოვნური ტერმინის - „გენდერის“ დანერგვა. აღნიშნული წარმოადგენდა
მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების ერთგვარ ანარეკლს და
სახელმწიფოსთვის, რიგ შემთხვევებში, გადაულახავ დაბრკოლებას წარმოადგენდა
აღნიშნული ტენდენციის საწინააღმდეგო მიმართულებით პრინციპული პოზიციის
დაკავება. გლობალური ტენდენციების მასშტაბის საილუსტრაციოდ გამოდგება
მაგალითი,
რომლის
თანახმად,
ამერიკის
შეერთებული
შტატების
წინა
ადმინისტრაციის პირობებში სახელმწიფო დეპარტამენტი მის მიერ თავისი
თანამშრომლებისთვის
ბოლოდროინდელ
მიცემული
დოკუმენტში
სახელმძღვანელო
უთითებდა,
რომ
წესების
ერთ-ერთ
მორიდებოდნენ
ისეთი
სიტყვების გამოყენებას, როგორებიც არის: „ბიჭებო“, „ქალბატონებო და ბატონებო“,
„დედა/მამა“, „ვაჟი/ქალიშვილი“, „ქმარი/ცოლი“, ხოლო ამ სიტყვების ნაცვლად
უნდა გამოიყენონ გენდერულად ნეიტრალური შემდეგი სიტყვები: „ყველა“,
„ხალხო“, „თქვენ ყველა“, „მშობელი“, „შვილი“, „მეუღლე“, „პარტნიორი“.1
აღნიშნული უარყოფითი პროცესები საზღვარგარეთ დღესაც არ კარგავს
აქტუალობას. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში
პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, სულ უფრო მეტად გააქტიურდა
საუბარი აღნიშნული ხელოვნური პროცესის არაკეთილსინდისიერი მოტივებისა
და მართულობის შესახებ. ცხადი გახდა, რომ აღნიშნული იდეოლოგიის
ლობირების უკან იდგა არა ადამიანის უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი,
არამედ სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევისა და მათზე გავლენის
მოპოვების პრაგმატული გათვლა.
შესაბამისად,
აუცილებელია
საქართველოს
კანონმდებლობიდან
ისეთი
ხელოვნურად შექმნილი ტერმინის, როგორიცაა „გენდერი“ ამოღება და მის
ნაცვლად საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ქალისა და მამაკაცის
თანასწორობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე განმტკიცება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე,
მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღების შედეგად მოწესრიგდება განმარტებითი ბარათის
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის თანახმად, კანონის პირველი მუხლიდან ხდება „გენდერული
იდენტობის“ ამოღება, ხოლო მე-2 მუხლის მე-7 პუნქტში ჩანაწერი „გენდერულ
საკითხებში“
იცვლება
ჩანაწერით
„ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
საკითხებში“.
კანონპროექტით გათვალისწინებულია მისი ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
1
https://www.nationalreview.com/news/exclusive-blinken-cautioned-state-dept-staff-againstmisgenderingusing-gendered-terms-like-father-in-official-cable/
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან
მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის
მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება
კანონპროექტით გათვალისწინებულია მისი ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე,
რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია
მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა.
წარმოდგენილი ცვლილება არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას)
ინიციატორი მიერ არ არის მოთხოვნილი კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც
მოსალოდნელია
კანონპროექტით
განსაზღვრულ
ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტს არ მოჰყვება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი ზეგავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2)
გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება
ინიციატორთა მოსაზრებით, კანონპროექტი არ ახდენს გავლენას გენდერული
თანასწორობის მდგომარეობაზე, რადგან „გენდერული თანასწორობის შესახებ“
არსებულ კანონშიც გენდერული თანასწორობა განმარტებულია როგორც ქალისა
და მამაკაცის თანასწორობა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის
მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი,
რომელთან
დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას
და
მათ
წევრ
სახელმწიფოებს
შორის
ასოცირების
შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის
მომზადებისას,
ასეთი
მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი,
რატი
იონათამიშვილი,
დავით
მათიკაშვილი,
გურამ
მაჭარაშვილი,
ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ
ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან
მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე
ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა, მამუკა მდინარაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი,
რატი
იონათამიშვილი,
დავით
მათიკაშვილი,
გურამ
მაჭარაშვილი,
ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ
ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან
მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე
ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა, მამუკა მდინარაძე.