„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.03.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური
ნომერი
#07-3/40/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-03-10
ბიუროს ნომერი 28

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 45-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 451 მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა), მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ან ნარკოტიკული საშუალების, (გარდა ამ კოდექსის 451 მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა), მისი ანალოგის ან პრეკურსორის ზემოქმედების დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.“. ბ) შენიშვნის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენა გამოიწვევს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას და მოქალაქისათვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 3 წლის ვადით.“; გ) შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6-მე-14 ნაწილები: „6. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირი იმყოფება ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 451 მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა), მისი ანალოგის ან პრეკურსორის ზემოქმედების ქვეშ, პოლიციელი უზრუნველყოფს ამ პირის შემოწმებას ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 451 მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა), მისი ანალოგის ან პრეკურსორის ზემოქმედების ქვეშ ყოფნაზე. 7. თუ პირის გარეგნული ან/და ქცევითი მახასიათებლები ქმნის საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ პირი იმყოფება ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 451 მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა), მისი ანალოგის ან პრეკურსორის ზემოქმედების ქვეშ, პოლიციელი უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით გადაყვანა ან შესაბამისი მიმართვის საფუძველზე კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების არაუგვიანეს 24 საათისა წარმოდგენა. შესაბამისი მიმართვის საფუძველზე კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების წარმოდგენისას სათანადო ნიმუში აღებული უნდა იქნას არაუგვიანეს მიმართვის გამოწერიდან 8 საათისა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში გადაყვანაზე, გადაყვანის შემთხვევაში კლინიკური ან/და ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარებაზე უარის თქმა, ან შესაბამისი მიმართვის საფუძველზე კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების წარუდგენლობა ან/და წესის დარღვევით წარდგენა ჩაითვლება ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 451 მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა), მისი ანალოგის ან პრეკურსორის ზემოქმედების დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებად. 8. თუ ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 451 მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა), მისი ანალოგის ან პრეკურსორის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტოკრიმინალისტიკურ დეპარტამენტში კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევით გამოვლინდა, პირს უფლება აქვს, აღნიშნული გამოკვლევიდან შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებაში ჩაიტაროს კლინიკური გამოკვლევა არაუგვიანეს 8 საათისა აღებული ნიმუშის საფუძველზე და წარადგინოს გამოკვლევის ჩატარებიდან არაუგვიანეს 24 საათისა. 9. ამ შენიშვნის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ერთობლივი, კლინიკური და ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, პირს არ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 451 მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა), მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი, იგი განთავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისგან. პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. 10. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განისაზღვრება იმ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ კლინიკური და ლაბორატორიული შემოწმების უფლება. მათივე ბრძანებით განისაზღვრება სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებათა შესაბამისი კრიტერიუმები და ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის ზემოქმედების დადგენის წესი. 11. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, როდესაც პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, იგი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება მისთვის სახდელის დაკისრებიდან 3 წლის შემდეგ. 12. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით. 13. სამართალდამრღვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენის/ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების მიზნით საქმის განმხილველი ორგანოსთვის მიმართვის უფლება წარმოეშობა, თუ გასულია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების/ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების შეზღუდვის ვადის არანაკლებ ნახევარი. ამ შემთხვევაში სამართალდამრღვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღუდგება/ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება, თუ დაკმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა: ა) სამართალდამრღვევი გადაიხდის 2 500 ლარს; ბ) სამართალდამრღვევმა წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა და წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობით არ დასტურდება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. 14. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის“. 2. 451 მუხლის შენიშვნის: ა) მე-11 და მე-12 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენა გამოიწვევს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 5 წლის ვადით და მოქალაქისათვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 3 წლის ვადით. 12. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისთვის პირს სასამართლომ შეიძლება 5 წლამდე ვადით ჩამოართვას „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე უფლება.“; ბ) მე-12 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 ნაწილი: „13. ამ მუხლით დადგენილი სამართალდარღვევის დადგენისას/პასუხისმგებლობის დაკისრებისას გამოიყენება 45-ე მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული წესი .“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის პირველი ივნისიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფის გზაზე. დასახელებულ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნარკოდანაშაულს, როგორც დღევანდელი მსოფლიოს უდიდეს გამოწვევას. ნარკოდანაშაული თავისი ბუნებით ხელყოფს საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებებს, აფერხებს მომავალი თაობის ჯანსაღ გარემოში აღზრდა-განვითარებას, აგრეთვე - ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ განვითარებას. დასახელებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც არაერთხელ დადასტურდა როგორც განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ისე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიებით. წინამდებარე კანონპროექტით მკაცრდება პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 451 მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა), მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადებისთვის, შეძენისთვის, შენახვისთვის, გადაზიდვისთვის, გადაგზავნისთვის ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის. გარდა ზემოაღნიშნულისა, ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენა გამოიწვევს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 5 წლის ვადით, ხოლო მოქალაქისათვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 3 წლის ვადით. ამავე კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-6-მე-14 ნაწილები განსაზღვრავს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით ზემოქმედების შემოწმების წესს. აგრეთვე, გათვალისწინებულია რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენა ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად გამკაცრდება პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 451 მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა), მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადებისთვის, შეძენისთვის, შენახვისთვის, გადაზიდვისთვის, გადაგზავნისთვის ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის. წინამდებარე კანონპროექტით განისაზღვრება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით ზემოქმედების შემოწმების წესი. აგრეთვე, განისაზღვრება რა უფლებები და რა ვადით შეიძლება შეიზღუდოს ამ კოდექსის 45-ე და 451 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, მკაცრდება პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 451 მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა), მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადებისთვის, შეძენისთვის, შენახვისთვის, გადაზიდვისთვის, გადაგზავნისთვის ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის. გარდა ზემოაღნიშნულისა, ამ კოდექსის 45-ე და 451 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენა გამოიწვევს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 5 წლის ვადით, ხოლო მოქალაქისათვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 3 წლის ვადით. ამავე კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-6-მე-14 ნაწილები განსაზღვრავს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით ზემოქმედების შემოწმების წესს. აგრეთვე, გათვალისწინებულია რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენა ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება 2025 წლის პირველი ივნისიდან, რათა იმ პირებს, ვისზეც შესაძლოა გავრცელდეს კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაცია ჰქონდეთ გონივრული ვადა გააცნობიერონ კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებით გამოწვეული აუცილებელი ხარჯების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილებით იზრდება ჯარიმის ოდენობა ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 451 მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა), მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადებისთვის, შეძენისთვის, შენახვისთვის, გადაზიდვისთვის, გადაგზავნისთვის ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის. შესაბამის ბიუჯეტზე გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება ჩადენილ სამართალდარღვევათა რაოდენობაზე. გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტით გათვალისწინებულია გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების შესაძლებლობა, რისთვისაც შესაბამის პირს მოუწევს 2500 ლარის გადახდა. შესაბამის ბიუჯეტზე გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება მიმართვიანობის რაოდენობაზე. ამასთანავე, ბიუჯეტზე გავლენა ექნება სამართალდამრღვევის მიერ ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის წარდგენის შემთხვევებსაც. შესაბამის ბიუჯეტზე გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება ცნობათა რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან წინამდებარე კანონპროექტით განისაზღვრება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით ზემოქმედების შემოწმების წესი, რაც დაკავშირებულია ხარჯების გაღებასთან. ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევის ყოველწლიურ რაოდენობაზე. ყველა ხარჯის დაფინანსება განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. კანონპროექტით იზრდება სახდელის სახედ გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები, რაც დამატებით წარმოშობს შესაბამის ხარჯებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის. აღნიშნული ხარჯის დაფინანსება განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს კანონპროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩამდენ პირებზე, მათთვის ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში, კერძოდ, იზრდება ჯარიმის ოდენობა ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 451 მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა), მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადებისთვის, შეძენისთვის, შენახვისთვის, გადაზიდვისთვის, გადაგზავნისთვის ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება გავლენას მოახდენს ზემოხსენებული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ფინანსურ მდგომარეობაზე. კანონპროექტით გათვალისწინებულია სამართალდამრღვევისთვის გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების შესაძლებლობა, რისთვისაც შესაბამის პირს აღნიშნული შესაძლებლობით სარგებლობის შემთხვევაში მოუწევს 2500 ლარის გადახდა. ამასთან, აღნიშნულ შემთხვევაში სამართალდამრღვევმა უნდა წარადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, რაც დაკავშირებულია გარკვეული საფასურის გადახდასთან. შესაბამისად, თუ სამართალდამრღვევი ისარგებლებს ზემოხსენებული შესაძლებლობით, მაშინ აღნიშნულ პროცედურას გავლენა ექნება მის ფინანსურ მდგომარეობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: წარმოდგენილი კანონპროექტით იზრდება ჯარიმის ოდენობა ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 451 მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა), მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადებისთვის, შეძენისთვის, შენახვისთვის, გადაზიდვისთვის, გადაგზავნისთვის ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის. კანონპროექტით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა შესაბამისობაში მოდის ჩადენილი სამართალდარღვევის ბუნებასთან. კანონპროექტით გათვალისწინებულია გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების შესაძლებლობა, რისთვისაც შესაბამის პირს მოუწევს 2500 ლარის გადახდა. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი დადებით გავლენას მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, კერძოდ, მოხდება დამზადებისთვის, შეძენისთვის, შენახვისთვის, გადაზიდვისთვის, გადაგზავნისთვის ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის გათვალისწინებული სახდელების გამკაცრება. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს შესაბამისი სამართალდარღვევების პრევენციასა და შესაბამისად ბავშვთა მდგომარებაზე მავნე ზეგავლენის შემცირებას. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ ალექსანდრე დავით მათიკაშვილი, ტაბატაძე, გორდულაძე, თორნიკე რატი ჭეიშვილი, იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ ალექსანდრე დავით მათიკაშვილი, ტაბატაძე, გორდულაძე, თორნიკე რატი ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი. ჭეიშვილი, იონათამიშვილი,