„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/40/11; 05/03/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-03-10
ბიუროს ნომერი 28
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“
საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 18.07.2007, მუხ. 280)
მე-3 მუხლის პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების
მომხმარებელს 5 წლით ჩამოერთმევა:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების,
ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
ე) საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე უფლება
(გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა) სასამართლომ
პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე და 451
მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეიძლება ჩამოართვას 5 წლამდე ვადით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე და 451 მუხლებით
გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს ჩამოერთმევა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება 3 წლის ვადით, ხოლო იმავე პუნქტის „დ“, „ე“
და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები 5 წლის ვადით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის პირველი ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს
წარმოადგენს
მოსახლეობის
კეთილდღეობის
უზრუნველყოფის
გზაზე.
დასახელებულ
პროცესში
განსაკუთრებული
მნიშვნელობა
ენიჭება
ნარკოდანაშაულს, როგორც დღევანდელი მსოფლიოს უდიდეს გამოწვევას.
ნარკოდანაშაული თავისი ბუნებით ხელყოფს საზოგადოების ფუნდამენტურ
ღირებულებებს, აფერხებს მომავალი თაობის ჯანსაღ გარემოში აღზრდაგანვითარებას, აგრეთვე - ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, სოციალურ, კულტურულ
და პოლიტიკურ განვითარებას.
დასახელებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს პრიორიტეტს
წარმოადგენს, რაც არაერთხელ დადასტურდა როგორც განხორციელებული
საკანონმდებლო ცვლილებებით, ისე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ
ბრძოლის ეროვნული სტრატეგიებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ
„ნარკოტიკული
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გამკაცრდეს
და იმპერატიულად განისაზღვროს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე და 451 მუხლებით გათვალისწინებულ
შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირს 3 წლამდე ეზღუდება სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლება, ხოლო პედაგოგიური და საგანმანათლებლო
დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება
და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება ეზღუდება 5
წლამდე ვადით. ამასთანავე, კანონპროექტით იზრდება დასახელებული კანონის
მე-3 მუხლის პირველი და 11 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებების
ჩამორთმევის ვადა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს
კანონით
განისაზღვრება,
რომ
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე და 451 მუხლებით გათვალისწინებულ
შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირს 3 წლამდე ეზღუდება სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლება, ხოლო პედაგოგიური და საგანმანათლებლო
დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება
და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება ეზღუდება 5
წლამდე ვადით. ამასთანავე, კანონპროექტით გაიზრდება დასახელებული კანონის
მე-3 მუხლის პირველი და 11 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებების
ჩამორთმევის ვადა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით განისაზღვრება,
რომ
საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე და 451 მუხლებით გათვალისწინებულ
შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირს 3 წლამდე ეზღუდება სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლება, ხოლო პედაგოგიური და საგანმანათლებლო
დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება
და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება ეზღუდება 5
წლამდე ვადით. ამასთანავე, კანონპროექტით გაიზრდება დასახელებული კანონის
მე-3 მუხლის პირველი და 11 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებების
ჩამორთმევის ვადა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება 2025 წლის პირველი ივნისიდან, რათა იმ პირებს, ვისზეც
შესაძლოა გავრცელდეს კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაცია
ჰქონდეთ გონივრული ვადა გააცნობიერონ კანონპროექტის მოსალოდნელი
შედეგები. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტი არ იწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური
ბიუჯეტიდან
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
იმ შემთხვევაში, თუ პირი ჩაიდენს საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე და 451 მუხლებით გათვალისწინებულ
სამართალდარღვევას, მას 5 წლამდე შეეზღუდება საჯარო სამსახურში საქმიანობის
უფლება, რასაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა ჰქონდეს მის ფინანსურ
მდგომარეობაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა
გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი,
ალექსანდრე ტაბატაძე,
დავით მათიკაშვილი, რატი
იონათამიშვილი,
ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი,
ალექსანდრე ტაბატაძე,
დავით მათიკაშვილი, რატი
იონათამიშვილი,
ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი.