„ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.03.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური
ნომერი
#07-3/40/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-03-10
ბიუროს ნომერი 28

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №57, 29.12.2005, მუხ. 438) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. ამ კანონის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს ორგანიზებული დანაშაულის, „ქურდული სამყაროსა“, რეკეტისა და ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლას და მათ თავიდან აცილებას, აგრეთვე „ქურდული სამყაროს“ წევრების/„კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ ბრძოლას კერძო, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად“. 2. ამ კანონის მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: „3. ნარკოვაჭრობა, ნარკომოვაჭრე 1. ნარკოვაჭრობა - ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღება. 2. ნარკომოვაჭრე - ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გამსაღებელი“. 2. ამ კანონის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი, დაკავშირებული პირი 1. რეკეტირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ან ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი არის მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, გერი, აგრეთვე რეკეტირთან ან „ქურდული სამყაროს“ წევრთან/„კანონიერ ქურდთან“ მუდმივად მცხოვრები პირი. 2. რეკეტირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ან ნარკომოვაჭრის ახლო ნათესავი არის მისი პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა, მშობელი. 3. რეკეტირთან, „ქურდული სამყაროს“ წევრთან/„კანონიერ ქურდთან“ ან ნარკომოვაჭრესთან დაკავშირებული პირი არის პირი, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრებაში აქვს ქონება და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ იგი მიღებულია რეკეტის, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ან ნარკომოვაჭრის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად და ამ ქონებით სარგებლობს რეკეტირი, „ქურდული სამყაროს“ წევრი/„კანონიერი ქურდი“ ან ნარკომოვაჭრე. 3. მე-5 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. რეკეტული ქონება, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ქონება, ნარკომოვაჭრის ქონება“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „2. ნარკომოვაჭრის ქონება არის ნარკომოვაჭრის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან ნარკომოვაჭრესთან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს.“; გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. რეკეტული, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ და ნარკომოვაჭრის ქონება ექვემდებარება ჩამორთმევას და მესამე პირის კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილების შემდეგ გადაეცემა მის კანონიერ მესაკუთრეს, ხოლო კანონიერი მესაკუთრის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში – სახელმწიფოს. 4. რეკეტული, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ და ნარკომოვაჭრის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.“. 4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. რეკეტირის, „ქურდული ნარკომოვაჭრის პასუხისმგებლობა სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“, რეკეტირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ და ნარკომოვაჭრის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფის გზაზე. დასახელებულ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნარკოდანაშაულს, როგორც დღევანდელი მსოფლიოს უდიდეს გამოწვევას. ნარკოდანაშაული თავისი ბუნებით ხელყოფს საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებებს, აფერხებს მომავალი თაობის ჯანსაღ გარემოში აღზრდაგანვითარებას, აგრეთვე - ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ განვითარებას. დასახელებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც არაერთხელ დადასტურდა როგორც განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ისე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვროს ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება და მოწესრიგდეს მათთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება და მოწესრიგდება მათთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები, კერძოდ, განისაზღვრება თუ ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი. ამასთანავე, დადგინდება, თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება. აგრეთვე განისაზღვრება თუ ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი. წინამდებარე კანონპროექტით დადგინდება, თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. დღეს. კანონპროექტი არ ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი არ იწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: წარმოდგენილი ცვლილებები ფინანსურ გავლენას არ მოახდენს იმ პირებზე რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი.