„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.04.2025
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/30/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-07
ბიუროს ნომერი 39

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის , უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004, მუხ. 7) მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონით განსაზღვრული აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების/თანამდებობის პირების (გარდა აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებებისა), ასევე, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოების და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელებისა და საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის მიზნით იქმნება მთავრობის ადმინისტრაცია.“. მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარდგინებით, უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ყაველაშვილი მიხეილ
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის , უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ : ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი : ა.ა.ა) პრობლემა , რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი : დღეის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ახორციელებს საქართველოს მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადებას, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელებისა და საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობას, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობას. ამავე დროს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია მოკლებულია შესაძლებლობას, განახორციელოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოების/დაწესებულებების/თანამდებობის პირების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოების და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობა. შესაბამისად, არსებული მდგომარეობა ამცირებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და აღმასრულებელი ფუნქციის განმახორციელებელ სხვა ორგანოებს შორის ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის ხარისხს. კოორდინაციის ხარისხის ამაღლების მიზნით, სასურველია მთავრობის ადმინისტრაციას მიეცეს შესაძლებლობა სრული მოცულობით, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს, მათ მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების პროცესში, სამინისტროების, სამინისტროების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ა.შ. კოორდინირებულ მუშაობაში. ამასთან, ამგვარი კოორდინაცია არაეფექტურია ისეთ დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე, როგორიცაა საჯარო სამართლის იურიდიული პირები, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოები და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები. საქართველოში, უკანასკნელ წლებში განხორციელებული კონსტიტუციური რეფორმით, გაძლიერდა მთავრობის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს მაკონტროლებელი ფუნქციები, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მისი პასუხისმგებლობის ხარისხი. შესაბამისად, გაიზარდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაც, რაც, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფაში, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალებისმომზადებაში, მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობაში და სხვა ფუნქციების განხორცილებაში. შემოთავაზებული ცვლილების მიზანია, ზემოხსენებული პასუხისმგებლობა აისახოს როგორც მთავრობაზე, ისე აღმასრულებელი ფუნქციის განმახორციელებელ სხვა სუბიექტებზეც, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირებზე, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ/მოქმედ საწარმოებზე და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებზეც. წარმოდგენილი ცვლილებები, საქართველოს მთავრობის ადმინსტრაციის მეშვეობით, უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ჩართულობას გადაწყვეტილებათა მიღების საწყის ეტაპზევე, რაც გააუმჯობესებს მისაღები/მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისობას საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან, შეამცირებს გადაწყვეტილებათა მიღებისა და აღსრულებისათვის აუცილებელ დროს და გამოიწვევს ორგანიზაციული (ბიუროკრატიული) საკითხების ოპტიმიზაციას. ამასთან, 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამიდან გამომდინარე, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი, შედეგებზე ორიენტირებული სახელმწიფო მართვის სისტემის ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად, ევროპული საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, უწყვეტად გრძელდება საჯარო მმართველობის რეფორმა, ასევე ინტენსიურად გრძელდება საჯარო სამსახურის სრულყოფა, ძლიერდება პოლიტიკის დაგეგმვის ეფექტიანი და ეფექტური სისტემის მხარდაჭერა და მისი შემდგომი გაუმჯობესება გამოვლენილი საჭიროებებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე. უმჯობესდება სამთავრობო დაწესებულებათა მიერ პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და შეფასების ხარისხი. ზემოაღნიშნული მიზნებისა და რეფორმის პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვა მოითხოვს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უშუალო მონაწილეობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეფექტიანი კოორდინაციისა და კომუნიკაციის, ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის საფუძველზე, დროულად მოხდება მმართველობის პროცესში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სათანადო ჩართულობა. აღმასრულებელი ფუნქციის განმახორციელებელ სუბიექტებს შორის კოორდინაციის ხარისხის ამაღლება ერთმნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების/თანამდებობის პირების, ისე საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოების და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის შემდგომი ეფექტურობის ზრდას, წაახალისებს გადაწყვეტილებების დროული მიღებისა და ხარისხიანად აღსრულების პროცესს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა : საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტატუსი განსაზღვრულია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, შესაბამისად, მის სტატუსთან, უფლებამოსილებებსა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ცვლილებების განსახორციელებლად საჭიროა ცვლილების განხორციელება ამავე კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები : კანონპროექტის მიღებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობის შედეგად, კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, განხორციელდება ამ კანონით განსაზღვრული აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების/თანამდებობის პირების (გარდა აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებებისა), ასევე, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოების და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით დგინდება, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების/თანამდებობის პირების, ასევე, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოების და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობას. ამასთან, შესრულების კონტროლის ხელშეწყობა არ გავრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებების გადაწყვეტილებებზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან , ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში ): კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები ხელს შეუწყობს 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამით დასახული მიზნებისა და ამოცანების ეფექტიანად განხორციელებას. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი , ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება : კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო : კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე : კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე : რესპუბლიკის კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან, მთავრობის ადმინისტრაცია არსებული საბიუჯეტო ასიგნებებისა და ადამიანური რესურსების ფარგლებში განახორციელებს კანონპროექტით გათვალისწინებულ ახალ ფუნქციას (კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონით განსაზღვრული აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების/თანამდებობის პირების (გარდა აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებებისა), ასევე, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოების და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობა). ამასთან, ის უწყებები, რომლებიც დაექვემდებარებიან მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს, აღნიშნულის უზრუნველსაყოფად საჭირო აქტივობებს განახორციელებენ თავიანთი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები , კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით : კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის , რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება , იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით , რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა : კანონპროექტის მიღებას არ ექნება ფინანსურ შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, ვინაიდან, მთავრობის ადმინისტრაცია არსებული ადამიანური რესურსების ფარგლებში განახორციელებს კანონპროექტით გათვალისწინებულ ახალ ფუნქციას (კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონით განსაზღვრული აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების/თანამდებობის პირების (გარდა აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებებისა), ასევე, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოების და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობა). ამასთან, ის უწყებები, რომლებიც დაექვემდებარებიან მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს, აღნიშნულის უზრუნველსაყოფად საჭირო აქტივობებს განახორციელებენ არსებული ადამიანური რესურსების ფარგლებში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი : კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღებას. მოსაკრებლის ან სხვა სახის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება : კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის ზეგავლენის შეფასება : კანონპროექტს მდგომარეობაზე. არ აქვს მდგომარეობაზე მოსალოდნელი კანონპროექტის ზეგავლენა გენდერული მოსალოდნელი თანასწორობის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან : გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან : კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან : ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან , აგრეთვე , ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების არსებობის შემთხვევაში , რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება , - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი : კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში , ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე მხრივ , ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან : ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები : დ.ა) სახელმწიფო , არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება , ექსპერტი , სამუშაო ჯგუფი , რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში , ასეთის არსებობის შემთხვევაში : ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების , სამუშაო ჯგუფის , ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ , ასეთის არსებობის შემთხვევაში : ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში , იმ გამოცდილების მიმოხილვა , რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში : ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი : საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი : საქართველოს მთავრობა.