„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/30; 02/04/2025) და მისგან გამომიდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-07
ბიუროს ნომერი 39
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20(27), 1999 წელი, მუხ. 101) შეტანილ იქნეს
ცვლილება და მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. სახელმწიფო კონტროლად არ ითვლება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის
ხელშეწყობის მიზნით „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და
საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული
საქმიანობა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ყაველაშვილი
მიხეილ
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ :
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი :
ა.ა.ა) პრობლემა , რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი :
კანონპროექტი
გამომდინარეობს
„საქართველოს
მთავრობის
სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან. საქართველოში, უკანასკნელ წლებში
განხორციელებული კონსტიტუციური რეფორმით, გაძლიერდა მთავრობის, როგორც
აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს მაკონტროლებელი ფუნქციები, რამაც
კიდევ უფრო გაზარდა მისი პასუხისმგებლობის ხარისხი. შესაბამისად, გაიზარდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაც, რაც, უპირველეს ყოვლისა,
გამოიხატება მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფაში, ანალიტიკური,
ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადებაში,
მთავრობის გადაწყვეტილებათა
შესრულების კონტროლის ხელშეწყობაში და სხვა ფუნქციების განხორცილებაში.
შემოთავაზებული ცვლილების მიზანია, ზემოხსენებული პასუხისმგებლობა აისახოს
როგორც მთავრობაზე, ისე
აღმასრულებელი ფუნქციის განმახორციელებელ სხვა
სუბიექტებზეც, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, სახელმწიფოს
პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი
საწარმოების და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირებზეც.
წარმოდგენილი ცვლილებები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მეშვეობით,
უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ჩართულობას გადაწყვეტილებათა მიღების
საწყის ეტაპზევე, რაც
გააუმჯობესებს
მისაღები/მიღებული გადაწყვეტილებების
შესაბამისობას საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან,
შეამცირებს გადაწყვეტილებათა მიღებისა და აღსრულებისათვის აუცილებელ დროს და
გამოიწვევს ორგანიზაციული (ბიუროკრატიული) საკითხების ოპტიმიზაციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეფექტიანი კოორდინაციისა და კომუნიკაციის,
ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის საფუძველზე, დროულად მოხდება მმართველობის
პროცესში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სათანადო ჩართულობა.
აღმასრულებელი ფუნქციის განმახორციელებელ სუბიექტებს შორის კოორდინაციის
ხარისხის ამაღლება ერთმნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც აღმასრულებელი
ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების/თანამდებობის პირების ისე საჯარო
სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი
წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოების და სახელმწიფოს მიერ
დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის
შემდგომი ეფექტურობის ზრდას, წაახალისებს გადაწყვეტილებების დროული მიღებისა და
ხარისხიანად აღსრულების პროცესს.
შესაბამისად,
წარმოდგენილი
კანონპროექტით,
ეფექტიანი
მმართველობის
გაუმჯობესების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის გადაწყვეტილებათა
შესრულების კონტროლის ხელშეწყობას განახორციელებს საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაცია, რაც არ ჩაითვლება ამ კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო
კონტროლად.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა :
ვინაიდან, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი
ადგენს ზოგად დებულებებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის, საქმიანობისა
და ორგანიზაციის წესის შესახებ, რაც ასევე მოიცავს სახელმწიფო კონტროლის
განხორციელების წესსა და ფორმებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართ,
მიზანშეწონილია, აღნიშნულ კანონში მიეთითოს, რომ საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის გადაწყვეტილებათა
შესრულების კონტროლის ხელშეწყობა არ წარმოადგენს სახელმწიფო კონტროლს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები :
კანონპროექტის მიღებით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“
საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებასთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლს
ემატება მე-4
პუნქტი და მიეთითება, რომ სახელმწიფო კონტროლად არ ითვლება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის
გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით
„საქართველოს
მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად განხორციელებული საქმიანობა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან , ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში ):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი , ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება :
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის
დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო :
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო ,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე :
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო ,
ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე :
რესპუბლიკის
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები , კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით :
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის , რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება , იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით , რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა :
კანონპროექტის მიღებას არ ექნება ფინანსურ შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი :
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის,
გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღებას.
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება :
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის
ზეგავლენის შეფასება
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
კანონპროექტს
მდგომარეობაზე.
არ
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
გენდერული
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან :
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან :
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან :
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან , აგრეთვე , ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში , რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება , - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი :
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში , ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე
მხრივ , ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან :
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები :
დ.ა) სახელმწიფო , არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება ,
ექსპერტი , სამუშაო ჯგუფი , რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში ,
ასეთის არსებობის შემთხვევაში :
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების , სამუშაო
ჯგუფის , ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ , ასეთის არსებობის შემთხვევაში :
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში , იმ გამოცდილების მიმოხილვა , რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში :
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი :
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი :
საქართველოს მთავრობა.