„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.04.2025
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/30/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-07
ბიუროს ნომერი 39

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.11.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.017921) 53-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. მოხელის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შედეგით შეფასების შემთხვევაში მას დაუკავდება ყოველი თვის თანამდებობრივი სარგოს 20% მისი მომდევნო შეფასების შედეგის დადგომამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ : ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი : ა.ა.ა) პრობლემა , რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი : წარმოდგენილი კანონპროექტით ხდება მოხელის კარიერულ მართვასთან დაკავშირებული ნორმის შინაარსის დაზუსტება, რაც, თავის მხრივ, ეფექტიანი მმართველობის გაუმჯობესების მიზანს ემსახურება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა : ვინაიდან, ხდება მოხელის კარიერულ მართვასთან დაკავშირებული ნორმის შინაარსის დაზუსტება, რომელიც მოხელის შეფასების საკითხებს არეგულირებს და აღნიშნული საკითხები გათვალისწინებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, აუცილებელია ზემოაღნიშნულ კანონში შესაბამისი ცვლილების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები : კანონპროექტის მიღებით მოხდება მოხელის კარიერულ მართვასთან, კერძოდ, მისი შეფასების საკითხთან დაკავშირებული ნორმის დაზუსტება და არსებული ხარვეზის აღმოფხვრა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, მოხელის არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში, მას დაუკავდება თანამდებობრივი სარგოს 20% მომდევნო შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე. ნორმის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტირების აღმოფხვრისა და მეტი განჭვრეტადობის უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია, დაზუსტდეს დროის მონაკვეთი, თუ რა პერიოდის განმავლობაში უნდა დაუკავდეს მოხელეს თანამდებობრივი სარგო. შესაბამისად, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ სარგოს დაკავება ხდება ყოველთვიურად მომდევნო შეფასების შედეგის დადგომამდე და არა შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან , ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში ): კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება ხელს შეუწყობს 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამით დასახული მიზნებისა და ამოცანების ეფექტიანად განხორციელებას. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი , ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება : კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო : კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე : თუ წარმოდგენილი ცვლილების საფუძველზე, პირებს შედარებით ხანგრძლივად დაუკავდებათ თანამდებობრივი სარგო, ამ სარგოს პროპორციული საშემოსავლო გადასახადი აღარ იქნება მიმართული შესაბამისი დონის ბიუჯეტში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე : რესპუბლიკის წარმოდგენილმა ცვლილებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს შესაბამისი უწყების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან, თუ უწყების თანამშრომელი მიიღებს არადამაკმაყოფილებელ შეფასებას, ცვლილების საფუძველზე, შედარებით ხანგრძლივად დაუკავდება შესაბამისი თანამდებობრივი სარგო. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები , კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით : კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის , რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება , იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით , რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა : წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, თუ პირი მიიღებს არადამაკმაყოფილებელ შეფასებას, მოქმედი რეგულაციით დადგენილზე შედარებით ხანგრძლივი პერიოდით დაუკავდება თანამდებობრივი სარგოს 20%. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მოხელის არადამაკმაყოფილებელი შეფასებისას, მისი თანამდებობრივი სარგოს 20% დაკავების განმსაზღვრელი ნორმა, რომლის დაზუსტებაც ხდება, ძალაში შევიდა 2024 წლის დეკემბრის ბოლოს და მისი გამოყენების საჭიროება ამ დრომდე არ დამდგარა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი : კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღებას. მოსაკრებლის ან სხვა სახის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება : კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტს არ მდგომარეობაზე. აქვს მდგომარეობაზე მოსალოდნელი კანონპროექტის ზეგავლენა მოსალოდნელი გენდერული თანასწორობის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან : გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან : კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან : ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან , აგრეთვე , ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების არსებობის შემთხვევაში , რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება , - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი : კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში , ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე მხრივ , ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან : ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები : დ.ა) სახელმწიფო , არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება , ექსპერტი , სამუშაო ჯგუფი , რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში , ასეთის არსებობის შემთხვევაში : ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების , სამუშაო ჯგუფის , ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ , ასეთის არსებობის შემთხვევაში : ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში , იმ გამოცდილების მიმოხილვა , რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში : ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი : საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი : საქართველოს მთავრობა.