„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ‐ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“ (07-3/49; 02/04/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტიდან „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“(07-3/49; 02/04/2025) გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა (1)
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა (2)
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-07
ბიუროს ნომერი 39
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
კარი I. საქართველოს პარლამენტი
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1.
საქართველოს პარლამენტის
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქმიანობის
პრინციპები
და
1. საქართველოს პარლამენტი (შემდგომ − პარლამენტი) არის ქვეყნის უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო
ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად
მიმართულებებს, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში
კონტროლს უწევს საქართველოს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა
უფლებამოსილებებს.
2. პარლამენტის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
ა) ხალხის ინტერესების უზენაესობა;
ბ) მრავალპარტიულობა;
გ) წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა;
დ) საკითხთა თავისუფალი და კოლეგიური განხილვა და გადაწყვეტა;
ე) საქართველოს კანონმდებლობის განუხრელი დაცვა;
ვ) საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და
ნორმების დაცვა და პატივისცემა;
ზ) საჯაროობა;
თ) გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა.
3. პარლამენტის სამუშაო ენა არის ქართული.
4. პარლამენტის რეგლამენტი (შემდგომ − რეგლამენტი) არის კანონის ძალის მქონე
საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს პარლამენტის უფლებამოსილებას,
სტრუქტურასა და მუშაობის წესს.
მუხლი 2. პარლამენტის სასახლე
1. პარლამენტის ადგილსამყოფელია საქართველოს დედაქალაქი – თბილისი.
პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის გამართვის
1
მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობების დროს.
პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას
იღებს პარლამენტის თავმჯდომარე.
2. პარლამენტის იურიდიული მისამართია: პარლამენტის სასახლე, რუსთაველის
გამზირი, 8. პარლამენტის იურიდიული მისამართის დროებით შეცვლა სხდომის
ან სესიის გამართვის მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით,
დასაშვებია ობიექტური გარემოებების არსებობისას, თუ შეუძლებელია
პარლამენტის სასახლის გამართული ფუნქციონირება.
3. პარლამენტის წევრებისა და თანამდებობის პირების კაბინეტებში მოთავსებულია
საქართველოს სახელმწიფო დროშა და საქართველოს სახელმწიფო გერბი.
მუხლი 3. საპარლამენტო ჯილდოები
1. პარლამენტში დაწესებულია თავისუფლების საპარლამენტო
პარლამენტის საპატიო მედალი და პარლამენტის სამკერდე ნიშანი.
ორდენი,
2. თავისუფლების საპარლამენტო ორდენი გადაეცემა საქართველოს ან სხვა
სახელმწიფოს მოქალაქეს პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი
განსაკუთრებული წვლილისათვის.
3. პარლამენტის საპატიო მედლით ჯილდოვდება საქართველოს ან სხვა
სახელმწიფოს მოქალაქე საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განვითარებაში
შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
4. პარლამენტის სამკერდე ნიშნით ჯილდოვდება პარლამენტის აპარატის
თანამშრომელი პარლამენტის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული
წვლილისათვის.
5. პირის დაჯილდოების შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის
თავმჯდომარე.
6. თავისუფლების საპარლამენტო ორდენით, პარლამენტის საპატიო მედლითა და
პარლამენტის სამკერდე ნიშნით დაჯილდოების წესს და ფულადი ჯილდოს
ოდენობას, აგრეთვე თავისუფლების საპარლამენტო ორდენის, პარლამენტის
საპატიო მედლისა და პარლამენტის სამკერდე ნიშნის აღწერილობებს ბრძანებით
ადგენს პარლამენტის თავმჯდომარე.
მუხლი 4. ვადების ათვლის წესი
1. ვადები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციით
განსაზღვრული, გულისხმობს კალენდარულ დღეებს.
დღეებით
არის
2
2. ვადები, რომლებიც ამ რეგლამენტით დღეებით არის განსაზღვრული,
გულისხმობს სამუშაო დღეებს, გარდა საქართველოს კონსტიტუციით
განსაზღვრული ვადებისა და კანონითა და ამ რეგლამენტით პირდაპირ
გათვალისწინებული კალენდარული დღეებისა.
3. ამ რეგლამენტით დღეებით განსაზღვრული ვადების ათვლისას არ იანგარიშება
შესაბამისი ვადის ათვლის პირობის წარმოშობის დღე, გარდა ამავე რეგლამენტით
გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
4. პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში რეგლამენტით განსაზღვრული ვადის
დინება ჩერდება, გარდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული
შემთხვევისა. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება
პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში ვადის დინების გაგრძელებისა და
საკითხის განხილვის თაობაზე.
თავი II. ახალარჩეული პარლამენტი
მუხლი 5. ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრება
1. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის
არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა.
პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პრეზიდენტმა არ განსაზღვრა პირველი სხდომის თარიღი,
ახალარჩეული პარლამენტი პირველი სხდომის ჩასატარებლად იკრიბება
პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან მე-10 დღეს,
როგორც წესი, დღის 12:00 საათზე.
2. ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს
მუშაობას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული პარლამენტის
სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტის წევრთა რეგისტრაციას
ცესკოს მიერ გაცემული დროებითი მოწმობების საფუძველზე ახორციელებს
პარლამენტის
აპარატი.
სხდომაზე
დასწრებას
პარლამენტის
წევრები
სარეგისტრაციო ფურცელზე ხელის მოწერით ადასტურებენ.
3. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ხსნის და სხდომას პარლამენტის
თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება სხდომაზე დამსწრე უხუცესი არჩეული
პარლამენტის წევრი. მის მიერ სხდომის თავმჯდომარეობაზე უარის გაცხადების
შემთხვევაში, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას გახსნის და სხდომას
პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე წარუძღვება სხდომაზე დამსწრე მისი
შემდგომი უხუცესი არჩეული პარლამენტის წევრი.
3
მუხლი 6. პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისია და დროებითი
სამანდატო კომისია . პარლამენტის წევრის ფიცი
1. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე, პარლამენტში არჩეულ
პოლიტიკურ ძალებთან წინასწარი კონსულტაციების შედეგად, სხდომის
თავმჯდომარის
წარდგინებით, პროპორციულობის
პრინციპის
დაცვით,
პარლამენტის წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ
პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, აირჩევა:
ა) პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისია 11 წევრის
შემადგენლობით, რომელიც თავის წევრთაგან, ხმათა უმრავლესობით ირჩევს
თავმჯდომარესა და მდივანს. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია
ხელმძღვანელობს ბიულეტენების მომზადებას, დარიგებასა და კენჭისყრის
პროცესს, თვალყურს ადევნებს და ითვლის ხმებს ღია ან ფარული კენჭისყრის
დროს. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია საქმიანობას წყვეტს ახალარჩეული
პარლამენტის
პირველ
სხდომაზე
დამტკიცებული
დღის
წესრიგის
ამოწურვისთანავე;
ბ) პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია 17 წევრის შემადგენლობით,
რომელიც თავის წევრთაგან, ხმათა უმრავლესობით ირჩევს თავმჯდომარესა და
მდივანს.
2. პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას უფლებამოსილება უწყდება
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დაკომპლექტებისთანავე.
3. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე
პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და პარლამენტის დროებით
სამანდატო კომისიას გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების
ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმებს, მასალებს არჩევნების
შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე,
განცხადებებს
საქართველოს
საარჩევნო
კანონმდებლობის
დარღვევის
გამოვლენილი ფაქტების შესახებ და პარლამენტის წევრის სტატუსთან
შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ).
4. პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ამ მუხლის მე-3
პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას და შედეგებს მოახსენებს
პარლამენტს, რომელიც დადგენილებით ცნობს პარლამენტის წევრთა
უფლებამოსილებას პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის მიერ
წარმოდგენილი ერთიანი სიით.
5. პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის
დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის უფლებამიოსილების
ცნობის საკითხი საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ.
ამ შემთხვევაში პარლამენტის წევრად არჩეული პირის უფლებამოსილების ცნობის
4
საკითხს შეისწავლის პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია ან
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას.
აღნიშნულ დასკვნას პარლამენტი განიხილავს უახლოეს პლენარულ სხდომაზე და
იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
6. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა სრული
შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ
მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.
7. თუ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო
პარლამენტმა, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია,
პარლამენტის პლენარული სხდომა წყდება. ახალარჩეული პარლამენტის
მომდევნო სხდომას იწვევს ცესკოს თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის
განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე
პარლამენტის წევრად არჩეული იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის
საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ
მესამედამდე შესავსებად. ამ პირთა უფლებამოსილების ცნობის საკითხი
წესრიგდება ამ მუხლით დადგენილი წესით.
8. პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის
უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი
ერთგულების ფიცს დებენ. ფიცის ტექსტს კითხულობს ცესკოს თავმჯდომარე: „მე,
სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული,
ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ
პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური
წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის
ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს
ძლევამოსილების დაცვის სამსახურში“. ფიცის ტექსტის წაკითხვის შემდეგ
პარლამენტის წევრები წარმოთქვამენ „ვფიცავ“ და ხელს აწერენ ამ ტექსტს, რის
შემდეგაც სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
9. პარლამენტის წევრი, რომლის უფლებამოსილების ცნობაც გადაიდო ან რომელიც
პარლამენტის წევრად არჩეულ იქნა გამოკლებული პარლამენტის წევრის ნაცვლად,
ფიცის ტექსტს ხელმოწერით ადასტურებს უფლებამოსილების ცნობისთანავე.
10. ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე პარლამენტის წევრები
პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას წარუდგენენ სათანადო
განცხადებასა და დოკუმენტაციას ფრაქციების შექმნისა და საპარლამენტო
უმრავლესობის წევრთა სიის შედგენის თაობაზე.
11. პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია პარლამენტის პლენარულ
სხდომას აწვდის ინფორმაციას ფრაქციების შექმნის, აგრეთვე საპარლამენტო
უმრავლესობის წევრთა სიისა და საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა სიის
5
რეგისტრაციის შესახებ, თუ
გადაწყვეტილება არ მიიღო.
დროებითმა
სამანდატო
კომისიამ
სხვა
12. ფრაქციების შექმნისთანავე პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია
შეიმუშავებს კომიტეტებში ფრაქციათა, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ
უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ
უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს და
გადასცემს ფრაქციებსა და უფრაქციო პარლამენტის წევრებს. საპარლამენტო
უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და უფრაქციო პარლამენტის წევრების
მოთხოვნის შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა
და უფრაქციო პარლამენტის წევრებისთვის შესაძლებელია განისაზღვროს
პროპორციული წარმომადგენლობის საერთო კვოტები. პარლამენტის დროებითი
სამანდატო
კომისია
პარლამენტის
უახლოეს
პლენარულ
სხდომას
დასამტკიცებლად წარუდგენს კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტებს. ამ კვოტების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს
დადგენილებით.
მუხლი 7. პირველ სხდომაზე საკითხების განხილვის თანამიმდევრობა
1. ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე საკითხებს განიხილავს შემდეგი
თანამიმდევრობით:
ა) ირჩევს პარლამენტის
მოადგილეებს;
თავმჯდომარეს,
მის
პირველ
მოადგილესა
და
ბ) რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს კომიტეტების თავმჯდომარეებს.
2. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე კენჭისყრა
ელექტრონული სისტემით. საჭიროების შემთხვევაში კენჭისყრა
გაიმართოს ბიულეტენებით.
იმართება
შეიძლება
3.
ახალარჩეული
პარლამენტის
პირველი
სხდომა
პარლამენტის
გადაწყვეტილებით, რეგლამენტით დადგენილი წესით გრძელდება ამ მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვამდე.
კარი II. საპარლამენტო სუბიექტები
თავი III. პარლამენტის წევრი
მუხლი 8. პარლამენტის წევრის მანდატი
1. პარლამენტის წევრი არის საპარლამენტო საქმიანობის ძირითადი სუბიექტი.
პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, სარგებლობს
6
თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. თავისი მოვალეობის
შესრულებისას იგი შეზღუდული არ არის ამომრჩეველთა და მისი წარმდგენი
პოლიტიკური პარტიის განაწესებითა და დავალებებით.
2. პარლამენტის
დაუშვებელია.
წევრის
უფლებამოსილების
სხვა
პირისათვის
გადაცემა
3. თავისუფალი მანდატი პარლამენტის წევრს არ ათავისუფლებს რეგლამენტით
დადგენილი
წესით
ამომრჩევლებთან
მუშაობისა
და
საქართველოს
კონსტიტუციითა
და
რეგლამენტით
გათვალისწინებული
სხვა
პასუხისმგებლობისაგან.
4. პარლამენტის წევრს აქვს პარლამენტის წევრის მოწმობა და სამკერდე ნიშანი. მათ
ნიმუშებსა ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.
მუხლი 9. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა ან ვადამდე შეწყვეტა
1. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს
დადგენილებით წყვეტს პარლამენტი. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება
გასაჩივრდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
2. პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი:
ა) პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის
შესახებ;
ბ) იკავებს სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას ან ეწევა შეუთავსებელ
საქმიანობას;
გ) მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი
სხდომების ნახევარზე მეტს;
დ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ;
ე) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და
მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში,
სასამართლომ
აღიარა
უგზო-უკვლოდ
დაკარგულად
ან
გამოაცხადა
გარდაცვლილად;
ვ) გარდაიცვალა;
ზ) დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას;
თ) ექვემდებარება უფლებამოსილების შეწყვეტას საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს გადაწყვეტილებით.
7
3. პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი
განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც დაუყოვნებლივ
გადასცემს მას პარლამენტის საპროცედურო საკითხთაკომიტეტს. კომიტეტი
ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო
განცხადებას, და არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღისა ამზადებს შესაბამის
დასკვნას. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ
განცხადება გამოითხოვოს პარლამენტის თავმჯდომარისათვის წარდგენიდან 7
დღის ვადაში და გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება.
4. ახალარჩეული პარლამენტის წევრი ვალდებულია უფლებამოსილების ცნობის
მომენტიდან შეწყვიტოს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი
სამსახური/საქმიანობა და უფლებამოსილების ცნობის დღიდან 7 დღის ვადაში
პარლამენტის საპროცედურო საკითხთაკომიტეტს წარუდგინოს შეუთავსებელი
სამსახურის/საქმიანობის შეწყვეტის დამადასტურებელი საბუთი. ამ მოთხოვნის
დარღვევის შემთხვევაში პარლამენტის წევრს რეგლამენტით დადგენილი წესით
ვადამდე უწყდება უფლებამოსილება.
5. თუ პარლამენტის წევრი სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში
გამოითხოვს სათანადო წერილობით მასალას, იღებს მისგან ახსნა-განმარტებას და
ამზადებს შესაბამის დასკვნას. თუ დადასტურდა პარლამენტის წევრის მიერ
სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, დასკვნა გადაეცემა პარლამენტის
ბიუროს, რომელსაც უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეაქვს
საკითხი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.
6. პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრის პარლამენტის წევრის სტატუსთან
შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში პარლამენტის იმავე
დადგენილებით შეუწყდება მას ვადამდე უფლებამოსილება.
7. პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრის პარლამენტის წევრის სტატუსთან
შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნაზე თანხმობის მიცემისას, საქართველოს
მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში (თუ საქართველოს
მთავრობის წევრად წარდგენილია პარლამენტის წევრი), პარლამენტის წევრის
პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევისას,
დანიშვნისას ან დამტკიცებისას (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით
გათვალისწინებული
შემთხვევებისა)
პარლამენტის
საპროცედურო
საკითხთაკომიტეტი დაუყოვნებლივ შეისწავლის შეუთავსებლობის საკითხს და
ამზადებს შესაბამის დასკვნას.
8. თუ პარლამენტის წევრი მორიგი სესიის განმავლობაში არ დაესწრო მორიგი
სხდომების ნახევარზე მეტს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთაკომიტეტი
მორიგი სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს
და, თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს შესაბამის დასკვნას.
8
9. თუ პარლამენტის წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს
გამამტყუნებელი განაჩენი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთაკომიტეტი
კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში გამოითხოვს განაჩენს და
დაუყოვნებლივ ამზადებს შესაბამის დასკვნას.
10. პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას მას უფლებამოსილება ვადამდე
შეუწყდება გარდაცვალების მომდევნო დღიდან. პარლამენტის წევრის
გარდაცვალების შემთხვევაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთაკომიტეტი
გამოითხოვს პარლამენტის წევრის გარდაცვალების შესახებ ცნობას და ამზადებს
შესაბამის დასკვნას.
11. თუ პარლამენტის წევრმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, ან თუ იგი
სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა
ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო და მოთავსებულ იქნა შესაბამის სტაციონარულ
სამედიცინო დაწესებულებაში, პარლამენტის საპროცედურო საკითხთაკომიტეტი
ამ ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში გამოითხოვს აღნიშნულის
დამადასტურებელ საბუთებს, ამოწმებს მათ ნამდვილობას და ამზადებს შესაბამის
დასკვნას.
12. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის
საკითხს, გარდა რეგლამენტის მე-6 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა,
რეგლამენტით დადგენილი წესით შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას და
წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხი განსახილველად
შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი
ვალდებულია
დაუყოვნებლივ
განიხილოს
პარლამენტის
წევრის
უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი.
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ
გადაწყვეტილების მიღებამდე პლენარული სხდომის დღის წესრიგით
გათვალისწინებულ საკითხებზე კენჭისყრა დაუშვებელია.
მუხლი 10. პარლამენტის წევრის სტატუსის სხვა საქმიანობასთან შეთავსება
1. პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა საჯარო
სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას.
2. პარლამენტის წევრის სტატუსის სამეწარმეო საქმიანობასთან შეუთავსებლობის
მოთხოვნები არ ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების
უფლებას. ის შეიძლება ფლობდეს აქციებს, წილს და სხვა ქონებას.
3. პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს:
9
ა) უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით
მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად;
ბ)
უშუალოდ
განახორციელოს
სამეწარმეო
საქმიანობის
სუბიექტის
მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო
ან/და საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი.
4. პარლამენტის წევრი შეიძლება ეწეოდეს საზოგადოებრივ საქმიანობას.
პარლამენტის წევრი შეიძლება ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ და
სახელოვნებო
საქმიანობას,
თუ
ეს
საქმიანობა
არ
ითვალისწინებს
ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას. ადმინისტრაციული ფუნქციების
შესრულება გულისხმობს სამეცნიერო, სასწავლო, სახელოვნებო დაწესებულებებში
თანამდებობის პირის მიერ საკადრო, დისციპლინურ და სხვა საკითხებზე
ადმინისტრაციული
გადაწყვეტილების
ერთპიროვნულად
მიღების
უფლებამოსილებას.
5. პარლამენტის წევრი იმავდროულად შეიძლება ეწეოდეს პარტიულ საქმიანობას,
ეკავოს ნებისმიერი თანამდებობა პოლიტიკურ პარტიაში.
6. უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში პარლამენტის წევრზე არ
ვრცელდება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურსა და სამობილიზაციო
სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოთხოვნა.
7. საომარი მდგომარეობის პერიოდში პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს, თავი
აარიდოს საპარლამენტო საქმიანობას საომარ მოქმედებაში მონაწილეობის
მოტივით.
მუხლი 11. პარლამენტის წევრის ზოგადი უფლებები და მოვალეობები
1. პარლამენტის წევრს უფლება აქვს:
ა) ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომლებიც აუცილებელია მისი
უფლებამოსილების განსახორციელებლად, თუ კანონით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული;
ბ) საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას:
ბ.ა) შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში, გარდა
კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა;
ბ.ბ) უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში;
გ) განახორციელოს საქართველოს კონსტიტუციით, რეგლამენტითა და სხვა
ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. პარლამენტის წევრი ვალდებულია:
10
ა) დაესწროს პარლამენტის პლენარულ, ბიუროს, კომიტეტის, ფრაქციის,
დროებითი საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის სხდომებს და მონაწილეობა
მიიღოს მათ მუშაობაში;
ბ) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, კანონები და ეს რეგლამენტი;
გ) პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება ან/და
მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა;
დ) პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს და არ გაამჟღავნოს სამსახურებრივი
საქმიანობის ფარგლებში მიღებული ან შექმნილი ინფორმაცია;
ე) დაიცვას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთათვის საქართველოს
კანონმდებლობითა და საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით
დადგენილი ქცევის სტანდარტები.
3. პარლამენტის წევრი ვალდებულია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი წესით შეავსოს და საჯარო სამართლის
იურიდიულ პირს − ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინოს ქონებრივი
მდგომარეობის დეკლარაცია. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი
პერიოდულად და საჭიროების შემთხვევაში აანალიზებს სათანადო ორგანოების
მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას პარლამენტის წევრის ქონებრივი მდგომარეობის
დეკლარაციის
შესახებ,
ხოლო
აუცილებლობის
შემთხვევაში
საკითხს
განსახილველად სვამს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
4. პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული ფრაქციაში, იწოდება
უფრაქციო პარლამენტის წევრად.
მუხლი 12. პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე
შესვლის უფლება
1. პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, საქართველოს ტერიტორიაზე
მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებაში შევიდეს სპეციალური ნებართვის გარეშე.
2. პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია პარლამენტის წევრს მიანიჭოს
ერთჯერადად
საქართველოს
ტერიტორიაზე
მოქმედ
პენიტენციურ
დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება.
მუხლი 13. პარლამენტის წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების
პრინციპები
1. პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო
ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის
11
წინასწარი თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც
დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი 48 საათის
განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, პარლამენტის დაკავებული ან
დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. საგამოძიებო
მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს
გენერალურ პროკურორს. ამ წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში
შეისწავლის და წინადადებას განიხილავს პარლამენტის საპროცედურო
საკითხთაკომიტეტი, რომელიც წერილობით დასკვნას წარუდგენს პარლამენტის
ბიუროს. პარლამენტის ბიურო საკითხს განსახილველად სვამს პარლამენტის
უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის
განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით.
2. პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში პარლამენტის წევრის დანაშაულზე
წასწრების შემთხვევაში საკითხი განიხილება საქართველოს კონსტიტუციის 44-ე
მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.
3. პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია
მხოლოდ საქართველოს გენერალურ პროკურორს, რაც დაუყოვნებლივ უნდა
ეცნობოს პარლამენტს.
4. პარლამენტის წევრის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ
თანხმობის მიცემის შემთხვევაში დაკავებულ ან დაპატიმრებულ პარლამენტის
წევრს დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით შეუჩერდება უფლებამოსილება
დადგენილებით. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან სასამართლოს მიერ
გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პარლამენტის წევრს
პარლამენტის დადგენილებით დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საერთო ვადაში და მიეცემა დაკავების ან
დაპატიმრების დროის შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს კომპენსაცია.
5. თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა კანონიერ ძალაში შესული
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, რომელიც შემდგომ
გამამართლებელი განაჩენით იქნა შეცვლილი, პარლამენტის წევრს პარლამენტის
დადგენილებით დაკავების, დაპატიმრების, ან/და სასჯელის შეფარდების გამო
პარლამენტის წევრის შეწყვეტილი უფლებამოსილების ვადა ჩაეთვლება
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საერთო ვადაში და მიეცემა დაკავების,
დაპატიმრების
ან/და
პარლამენტის
წევრის
უფლებამოსილების
აღდგენამდე/გამამართლებელი განაჩენის გამოტანამდე დროის შესაბამისი
თანამდებობრივი სარგოს კომპენსაცია.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირს
პარლამენტის დადგენილებით აღუდგება პარლამენტის წევრის უფლებამოსილება
იმ შემთხვევაში, თუ არ არის გასული შესაბამისი მოწვევის პარლამენტის
უფლებამოსილების ვადა, ხოლო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ
12
შემთხვევაში – თუ, ამასთანავე, არ არის ცნობილი მისი ადგილმონაცვლე
პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. პარლამენტის წევრს უფლებამოსილების
აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში შესაბამისი მოწვევის პარლამენტის
უფლებამოსილების ვადა ჩაეთვლება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების
საერთო ვადაში და მიეცემა შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს კომპენსაცია
აღნიშნული ვადის შესაბამისად.
მუხლი 14. პარლამენტის წევრის სპეციალური შრომითი გარანტიები
1. პარლამენტის წევრი წელიწადში სარგებლობს 30 კალენდარული დღის
ოდენობის შვებულებით, რომელიც, სურვილისამებრ, მიეცემა პარლამენტის
სესიებს შორის პერიოდში.
2. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პარლამენტის
წევრს გამოეყოფა სამსახურებრივი ავტომობილი (საჭიროების შემთხვევაში −
ადაპტირებული ან სპეციალური) და ენიშნება თანმხლები პირი.
3. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ჰყავდეს ერთი თანაშემწე.
4. პარლამენტის წევრი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე სარგებლობს
დიპლომატიური
პასპორტით,
გარდა
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი გამონაკლისებისა.
მუხლი 15. პარლამენტის წევრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
უზრუნველყოფილია პარლამენტის წევრის უფლებამოსილებათა შეუფერხებელი
განხორციელების პირობები. თუ არსებობს საკმარისი მონაცემები პარლამენტის
წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მოსალოდნელი ხელყოფის შესახებ,
პარლამენტის წევრის განცხადებისა და საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ან სხვა შესაბამისი
ორგანოები
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
უზრუნველყოფენ მის უსაფრთხოებას.
მუხლი 16. პარლამენტის წევრის გასამრჯელო
1. პარლამენტის წევრის გასამრჯელოს ოდენობა განისაზღვრება საქართველოს
შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დადგენილი საბაზო
თანამდებობრივი სარგოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ
სახელფასო კოეფიციენტზე ნამრავლით.
13
2.
პარლამენტის
კოეფიციენტები:
წევრებისთვის
განისაზღვრება
შემდეგი
სახელფასო
ა) პარლამენტის თავმჯდომარე – 10.00;
ბ) პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 9.20;
გ) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 9.00;
დ) კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე – 8.50;
ე) კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე – 8.30;
ვ) კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე –
8.10;
ზ) პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი, –
8.00.
3. პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს აგრეთვე პარლამენტის წევრის
სატრანსპორტო უზრუნველყოფის, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის
დაზღვევისა და მის მიერ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის
ხარჯების ანაზღაურების პირობებს.
მუხლი 17. დახმარება პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას ან შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას
1. თავდასხმის შედეგად პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის
ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 20 000 ლარის ოდენობით.
2. პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა
ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.
3. პარლამენტის წევრს, რომელიც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში
აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ეძლევა ერთჯერადი
დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.
4. პარლამენტის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს
ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო
აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და
ოდენობით.
5.
პარლამენტის
უფლებამოსილია
წევრის
წლიური
გარდაცვალების
შემთხვევაში
პარლამენტი
საბიუჯეტო
კანონით
პარლამენტისთვის
14
დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში დააფინანსოს პარლამენტის წევრის
დაკრძალვასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება.
მუხლი 18. ყოფილი პარლამენტის წევრის და თანამდებობის პირის გარანტიები
1. ყოფილ პარლამენტის წევრს ენიშნება პენსია ან ეძლევა კომპენსაცია კანონით
დადგენილი წესით.
2. პარლამენტის წევრი მისი პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან
გადადგომის ან გადაყენების შემთხვევაში იმავე მოწვევის პარლამენტის
უფლებამოსილების ვადით, აგრეთვე პარლამენტის წევრი, რომელიც იყო წინა
მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, უზრუნველყოფილია იმავე შრომის
ანაზღაურებითა და სამუშაო პირობებით (სამუშაო ფართობი, სამდივნო,
სამსახურებრივი ავტომობილი, კავშირგაბმულობის საშუალებები და სხვა
ტექნიკური საშუალებები), რომლებითაც სარგებლობს მოქმედი პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე.
თავი IV. პარლამენტის თავმჯდომარე და მოადგილეები , პარლამენტის წევრთა
სხვა საპარლამენტო თანამდებობები
მუხლი 19. პარლამენტის წევრთა საპარლამენტო თანამდებობები
1. პარლამენტის თანამდებობის პირები არიან:
ა) პარლამენტის თავმჯდომარე;
ბ) პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
გ) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
დ) კომიტეტის თავმჯდომარე;
ე) ფრაქციის თავმჯდომარე;
ვ) კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
ზ) ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
თ) კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
ი) ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.
2. პარლამენტის წევრი
თანამდებობაზე, გარდა
შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთ საპარლამენტო
რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
15
შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევა
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.
იწვევს
მიმდინარე
თანამდებობაზე
მუხლი 20. პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის წესი
1. პარლამენტი, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით,
პარლამენტის წევრთაგან ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს.
2. პარლამენტის თავმჯდომარის თითო კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს
ფრაქციას, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს.
3. პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელების შესახებ
წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის პლენარული სხდომის
თავმჯდომარეს, რომელიც ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას დასახელების
რიგითობის მიხედვით. კანდიდატთა დასახელების შემდეგ პლენარული სხდომის
თავმჯდომარე აქვეყნებს კანდიდატთა სიას და კანდიდატებისაგან ითხოვს
თანხმობას, კენჭი იყარონ აღნიშნულ თანამდებობაზე.
4. პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნაგანმარტების გარეშე მოხსნას თავისი კანდიდატურა ნებისმიერ დროს, მათ შორის,
ყოველი კენჭისყრის წინ.
5. პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე სიტყვით გამოსვლისათვის ეძლევა 20 წუთი და შესაბამისი დრო, რათა
უპასუხოს დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც იწყება კამათი, რომელიც
მიმდინარეობს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი
წესით.
6. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩეულად ჩაითვლება
კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის
უმრავლესობა.
7. თუ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისას 1 ან 2 კანდიდატი მონაწილეობს,
კენჭისყრა იმართება ელექტრონული სისტემით ერთდროულად (პირველად
დასახელებულ კანდიდატს ხმა მიეცემა „მომხრე“ ღილაკით, მეორედ
დასახელებულს – „წინააღმდეგი“ ღილაკით), ხოლო თუ 2-ზე მეტი კანდიდატი
მონაწილეობს, კენჭისყრა იმართება ბიულეტენებით.
8. თუ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისას 1 კანდიდატი მონაწილეობდა და
ვერ აირჩა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.
9. თუ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისას 2 კანდიდატი მონაწილეობდა და
ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც
16
მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა
ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.
10. თუ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისას 2-ზე მეტი კანდიდატი
მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა,
იმართება მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა
მიიღეს. თუ ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს,
რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ
დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ
მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად
კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს.
11. კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი კენჭისყრა.
მუხლი 21. პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებები
1. პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს კონსტიტუციითა და რეგლამენტით
განსაზღვრულ
უფლებამოსილებებს
ახორციელებს
სამართლიანად
და
მიუკერძოებლად.
2. პარლამენტის თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს პარლამენტს ქვეყნის საშინაო და საგარეო ურთიერთობებში;
ბ) პარლამენტის სასახლეში ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს;
გ) უძღვება პარლამენტის მუშაობას, საერთო ხელმძღვანელობას უწევს
პარლამენტის ორგანოებისა და პარლამენტის თანამდებობის პირთა საქმიანობას;
დ) თავმჯდომარეობს პარლამენტის პლენარულ სხდომებს, იწვევს და
თავმჯდომარეობს პარლამენტის ბიუროს სხდომებს, საჭიროების შემთხვევაში ამ
უფლებამოსილებათა განხორციელებას ავალებს თავის ერთ-ერთ მოადგილეს;
ე) თავის მოადგილეებს აძლევს ცალკეულ დავალებებს;
ვ) ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებული
პრეზიდენტისათვის წარდგენის შესახებ მიმართვებს;
კანონების
საქართველოს
ზ) საქართველოს კონსტიტუციითა და რეგლამენტის 118-ე
გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონებს;
მუხლით
თ) ხელს აწერს და აქვეყნებს რეგლამენტს, ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებულ
სხვა აქტებს;
17
ი) განსაზღვრავს პარლამენტის ბიუჯეტს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს
პარლამენტს;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით
ქმნის საკონსულტაციო საბჭოს. საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა და
საქმიანობის წესი განისაზღვრება პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით;მ)
ნიშნავს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს;
ნ) რეგლამენტით დადგენილი წესით წყვეტს ცალკეული პარლამენტის წევრებისა
და საპარლამენტო დელეგაციების სხვა სახელმწიფოში მივლინების საკითხებს;
ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ზომებს პარლამენტის ღირსებისა და
ცალკეული პარლამენტის წევრების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად;
პ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს პარლამენტის აპარატის საქმიანობას;
ჟ) ამტკიცებს პარლამენტის აპარატის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო
ნუსხას, განსაზღვრავს თანამდებობრივი სარგოს ოდენობას, სახელფასო
დანამატისა და ფულადი ჯილდოს განსაზღვრის წესს;
რ) ბრძანებით ადგენს სახელმწიფო პენსიაზე უფლების მქონე პარლამენტის
აპარატის თანამშრომლის პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან
გათავისუფლების შემთხვევაში მისთვის ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის წესს;
ს) რეგლამენტით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსს, პარლამენტის აპარატის
უფროსის მოადგილეს, პარლამენტის აპარატის დეპარტამენტებისა და
მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელებს;
ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს დისციპლინური პასუხისმგებლობის
საკითხებს;
უ) ამტკიცებს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესებს;
ფ) პარლამენტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ
შორის,
რწმუნებებს
(მინდობილობებს)
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში;
ქ) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იწვევს იმ თანამდებობის პირებს,
რომლებსაც არა აქვთ პლენარულ სხდომაზე დასწრების უფლება, აგრეთვე
პლენარულ სხდომაზე დასწრების მსურველ საზოგადოების წარმომადგენლებს;
ღ) ბრძანებით განსაზღვრავს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში
სივრცეების სექტორებად დაყოფას და სხდომათა დარბაზში პირთა დაშვების წესს.
18
ყ) ამტკიცებს პარლამენტში პრესკონფერენციის გამართვისა და მასობრივი
ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესებს;
შ) პარლამენტის წევრს ბრძანებით ანიჭებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ
პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე ერთჯერადად
შესვლის უფლებას;
ჩ) ბრძანებით ადგენს პარლამენტის წევრთათვის და პარლამენტის აპარატის
საჯარო და სახელმწიფო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების
ხარჯების ანაზღაურების წესს;
ც) ბრძანებით ადგენს პარლამენტის ავტოპარკის განახლებისა და სამსახურებრივი
ავტომობილების განაწილებისა და შესყიდვის წესს;
ძ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას თავისუფლების
საპარლამენტო ორდენით, პარლამენტის საპატიო მედლით და პარლამენტის
სამკერდე ნიშნით პირის დაჯილდოების შესახებ;
წ) პარლამენტში კანონპროექტის ან სხვა საკითხის მოსამზადებლად ან მისი
განხილვისას წარმოშობილი აზრთა სხვადასხვაობის აღმოფხვრისა და ცალკეულ
დებულებათა დაკონკრეტება-შეჯერების მიზნით, ფრაქციებთან კონსულტაციის
საფუძველზე, ბრძანებით ქმნის ინტერფრაქციულ ჯგუფს.
ჭ) ამტკიცებს პარლამენტის ლოგოს ნიმუშს და მისი გამოყენების წესს;
ხ) ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის
მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 22. პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში
1. პარლამენტის თავმჯდომარე კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს
პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას. ანგარიში
ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.
2. პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების
პირველ კვირაში ისმენს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს,
რომელსაც პარლამენტს წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარე.
3. პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტი განიხილავს
კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესის
შესაბამისად.
19
მუხლი 23. პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი
1. პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების
გარეშე, წერილობით მიმართოს საქართველოს პარლამენტს ან საჯაროდ
განაცხადოს გადადგომის შესახებ. აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი ცნობად იღებს
უახლოეს პლენარულ სხდომაზე, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.
2. პარლამენტის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება ამის შესახებ წერილობით
მიმართვის ან საჯაროდ განცხადების მომენტიდან.
3. პარლამენტის თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს პარლამენტმა. პარლამენტის
თავმჯდომარის გადაყენების საკითხი პარლამენტის წინაშე შეიძლება წერილობით
დასვას პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა.
4. პარლამენტის საპროცედურო საკითხთაკომიტეტი 7 დღის ვადაში ამოწმებს
პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობას და დასკვნას პლენარულ
სხდომაზე წარუდგენს პარლამენტს.
5. პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას
პარლამენტი იღებს განხილვის გარეშე, საკითხის დასმიდან 15 დღის ვადაში.
6. პარლამენტის თავმჯდომარე გადაყენებულად ითვლება, თუ მის გადაყენებას
მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ.
7. თუ პარლამენტმა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ მიიღო
გადაწყვეტილება
პარლამენტის
თავმჯდომარის
გადაყენების
შესახებ,
პარლამენტის წევრს, რომელმაც ხელი მოაწერა პარლამენტის თავმჯდომარის
გადაყენების საკითხს, მომდევნო 6 თვის განმავლობაში უფლება არა აქვს, კვლავ
მიიღოს მონაწილეობა აღნიშნული საკითხის დასმაში.
8. პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
შემთხვევაში პარლამენტი 14 დღის ვადაში, დადგენილი წესით ირჩევს ახალ
პარლამენტის თავმჯდომარეს.
მუხლი 24. პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
1. პარლამენტის თავმჯდომარის არყოფნისას პარლამენტის თავმჯდომარის
მოვალეობის შესრულებას იგი ბრძანებით ავალებს თავის ერთ-ერთ მოადგილეს.
2. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საქართველოს კონსტიტუციით
გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის
შესრულების, გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების
20
განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის,
უფლებამოსილების
ვადამდე
შეწყვეტის
შემთხვევაში
პარლამენტის
თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ
უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში პარლამენტის
თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას პარლამენტი უახლოეს პლენარულ
სხდომაზე დადგენილებით ავალებს მის ერთ-ერთ მოადგილეს. გადაწყვეტილება
განხილვის გარეშე მიიღება. აღნიშნულ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებლის წარდგენის უფლება აქვს ფრაქციას.
მუხლი 25. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის წესი
1. პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით, ამ რეგლამენტით დადგენილი
წესით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, პარლამენტის წევრთაგან ირჩევს
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს, მათ შორის, პირველ მოადგილეს:
ა) პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აირჩევა პარლამენტის
თავმჯდომარის წარდგინებით;
ბ) პარლამენტის თავმჯდომარის 3 მოადგილე აირჩევა საპარლამენტო
უმრავლესობაში შემავალ პარლამენტის წევრთა უმრავლესობის წარდგინებით;
გ) პარლამენტის თავმჯდომარის თითო მოადგილე აირჩევა საპარლამენტო
ოპოზიციაში შემავალი იმ 3 ფრაქციის წარდგინებით, რომლებშიც ოპოზიციაში
შემავალ სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. თუ
შესაბამისი ფრაქცია/ფრაქციები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის
კანდიდატს არ წარადგენს/წარადგენენ, კანდიდატის წარდგენის უფლება
თანამიმდევრობით მიენიჭებათ საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ იმ
ფრაქციებს, რომლებშიც ოპოზიციაში შემავალ სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის
წევრია გაერთიანებული. ფრაქციების წევრთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში
უპირატესობა მიენიჭება იმ ფრაქციას, რომლის პარტიამაც პარლამენტის
არჩევნებში მეტი ხმა მიიღო. შესაბამისი ფრაქცია პარლამენტის თავმჯდომარის
მოადგილეობის კანდიდატს წარადგენს სათანადო უფლების წარმოშობიდან 1 თვის
ვადაში.
2. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატის დასახელების
შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს,
რომელსაც საკითხი რეგლამენტით დადგენილი წესით შეაქვს პარლამენტის
უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში.
3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილმა კანდიდატმა
ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო, მისი წარდგენის უფლების მქონე
სუბიექტებს უფლება აქვთ, წარადგინონ იგივე ან ახალი კანდიდატი და იმართება
ხელახალი კენჭისყრა.
21
4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით პარლამენტის თავმჯდომარის
მოადგილეობის კანდიდატები ვერ მიიღებენ ხმების საჭირო რაოდენობას, არჩევის
პროცედურა ხელახლა იწყება.
მუხლი 26. პარლამენტის
შეწყვეტა
თავმჯდომარის
მოადგილის უფლებამოსილების
1. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს უფლება აქვს, რეგლამენტის 23-ე
მუხლით დადგენილი წესით გადადგეს თანამდებობიდან.
2. ამ რეგლამენტის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ
სუბიექტებს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს გამოიწვიონ მათი წარდგენით
არჩეული
პარლამენტის
თავმჯდომარის
მოადგილეები.
პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის თაობაზე განცხადება წარედგინება
პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ამის შესახებ აცნობებს პარლამენტის
ბიუროს და პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე. აღნიშნულ ფაქტს
პარლამენტი ცნობად იღებს. ამ ფაქტის ცნობად მიღებისთანავე პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილეს შეუწყდება უფლებამოსილება, რაც ფორმდება საოქმო
ჩანაწერით.
3. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის,
გადაყენების, უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის ან მისი, როგორც
პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში
პარლამენტი, როგორც წესი, არაუგვიანეს 15 დღისა ირჩევს პარლამენტის
თავმჯდომარის ახალ მოადგილეს.
თავი V. პარლამენტის ბიურო
მუხლი 27. პარლამენტის ბიუროს უფლებამოსილებები
1. პარლამენტის მუშაობის ორგანიზებისთვის იქმნება პარლამენტის ბიურო,
რომლის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილეები, პარლამენტის კომიტეტებისა და საპარლამენტო
ფრაქციების თავმჯდომარეები.
2. პარლამენტის ბიურო რეგლამენტით დადგენილი წესით:
ა) შეიმუშავებს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტის
პლენარული სხდომების კვირის დღის წესრიგის პროექტს; საჭიროების
შემთხვევაში შეიმუშავებს პარლამენტის სესიის ორკვირიანი ციკლის სამუშაო
გეგმას;
22
ბ) უზრუნველყოფს კანონის, დადგენილების, კონცეფციის, რეზოლუციის,
მიმართვის, დეკლარაციის, პარლამენტის მიერ მისაღები სხვა აქტის პროექტის,
აგრეთვე კომიტეტის, დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების
დასკვნების საფუძველზე საკითხის პარლამენტის პლენარული სხდომების დღის
წესრიგის პროექტში შეტანას;
გ) განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის დაჩქარებული
და გამარტივებული წესებით განხილვის შესახებ;
დ) უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების
საკითხის პარლამენტის პლენარული სხდომების დღის წესრიგის პროექტში
შეტანას;
ე) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის
პირთა არჩევისა და მათ დანიშვნაზე თანხმობის მიცემის თაობაზე შესაბამისი
კომიტეტების დასკვნების საფუძველზე საკითხის პარლამენტის პლენარული
სხდომების დღის წესრიგის პროექტში შეტანას;
ვ) ამტკიცებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთაკომიტეტის მიერ
წარმოდგენილ კომიტეტებში, დროებით საგამოძიებო და სხვა დროებით
კომისიებში, მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში, ეთიკის საბჭოში
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს;
ზ) ამტკიცებს კომიტეტების, დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი
კომისიების დებულებებს;
თ) წყვეტს ფრაქციათა რეგისტრაციის, აგრეთვე საპარლამენტო უმრავლესობისა და
საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა სიების რეგისტრაციის საკითხებს;
ი) ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადებასა და თანდართულ მასალებს
შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით
გადასცემს
პარლამენტის
საპროცედურო
საკითხთაკომიტეტს;
იღებს
გადაწყვეტილებას პირის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ;
კ) პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით
ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებებს;
ამტკიცებს
პარლამენტის
ლ) ეთიკის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ეთიკის საბჭოს დებულებას;
მ) იღებს გადაწყვეტილებებს პარლამენტის მუშაობის ცალკეულ ორგანიზაციულ
საკითხებზე;
ნ) ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის
კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულებას;
ო) ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის
მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
23
მუხლი 28. პარლამენტის ბიუროს სხდომა
1. პარლამენტის ბიუროს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს პარლამენტის
თავმჯდომარე ან მისი დავალებით – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
2. პარლამენტის ბიუროს სხდომები სასესიო პერიოდში იმართება, როგორც წესი,
ყოველ ორშაბათს, 15 საათზე, ხოლო პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში –
საჭიროებისამებრ.
3. პარლამენტის ბიუროს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება პარლამენტის
ბიუროს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. პარლამენტის ბიურო
გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა ხმების
უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის (უფლებამოსილების
დადგენისათვის) განსაზღვრული კვორუმის ნახევრისა.
4. პარლამენტის ბიუროს სხდომა, როგორც წესი, საჯაროა. პარლამენტის ბიუროს
საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით. პარლამენტის ბიუროს
სხდომა შეიძლება დაიხუროს, თუ ამას მოითხოვს ბიუროს წევრი და მის
მოთხოვნას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა უმრავლესობა.
პარლამენტის ბიუროს სხდომის დახურვის საკითხი განიხილება დახურული
წესით. პარლამენტის ბიუროს დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს
სხდომის თავმჯდომარე.
5. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ბიუროს წევრის დასწრება სავალდებულოა.
საპატიო მიზეზით პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაუსწრებლობის
შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება შეცვალოს
მისმა მოადგილემ, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება
შეცვალოს მისმა მოადგილემ ან ფრაქციის წევრმა უფლებამონაცვლეობის
დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.
6. პარლამენტის ბიუროს სხდომას ბიუროს თანხმობით შეიძლება სათათბირო ხმის
უფლებით დაესწრონ სხვა პარლამენტის წევრები.
მუხლი 29. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება
1. პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რეგლამენტით
გათვალისწინებულ შემთხვევებში ეცნობება პარლამენტს უახლოეს პლენარულ
სხდომაზე.
2. პარლამენტს შეუძლია პარლამენტის თავმჯდომარის, კომიტეტის, ფრაქციის,
უფრაქციო
პარლამენტის
წევრთა
არანაკლებ
შვიდკაციანი
ჯგუფის
დასაბუთებული მოთხოვნით გააუქმოს ან შეცვალოს პარლამენტის ბიუროს
24
გადაწყვეტილება. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის ინიციატორს
დასაბუთებისთვის ეძლევა დრო არაუმეტეს 10 წუთისა, რის შემდეგაც საკითხს
კენჭი ეყრება. გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული
შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, და ფორმდება საოქმო ჩანაწერით.
3. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ფორმდება პარლამენტის ბიუროს
სხდომის ოქმით.
თავი VI. პარლამენტის კომიტეტები და მათი საქმიანობის წესი
მუხლი 30. კომიტეტების საქმიანობის საფუძვლები
საკანონმდებლო
საკითხების
წინასწარ
მომზადებას,
პარლამენტის
გადაწყვეტილებათა
შესრულებისათვის
ხელის
შეწყობას,
საქართველოს
მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების
(ორგანო, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის ან სხვა საკანონმდებლო აქტის
შესაბამისად პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს ან რომლის
პარლამენტის
წინაშე
სხვა
სახით
ანგარიშვალდებულებას
უშუალოდ
ითვალისწინებს საკანონმდებლო აქტი) საქმიანობის კონტროლს პარლამენტი
უზრუნველყოფს კომიტეტების მეშვეობით.
მუხლი 31. პარლამენტის კომიტეტები
1. პარლამენტის კომიტეტებია:
ა) ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის;
ბ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა;
გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების;
დ) ეკონომიკური პოლიტიკის;
ე) დიასპორის;
ვ) ევროპასთან ინტეგრაციის;
ზ) თავდაცვისა და უსაფრთხოების;
თ) იურიდიულ საკითხთა;
ი) კულტურის;
კ) რეგიონული პოლიტიკის;
ლ) საგარეო ურთიერთობათა;
25
მ) საპროცედურო საკითხთა;
ნ) საფინანსო-საბიუჯეტო;
ო) სოფლის მეორნეობის;
პ) სპორტის;
ჟ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა.
2. კომიტეტების საქმიანობას საერთო კოორდინაციას უწევს პარლამენტის
თავმჯდომარე.
3. კომიტეტების უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება
საქართველოს კონსტიტუციით, რეგლამენტითა და კომიტეტის დებულებით.
მუხლი 32. კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა
1. კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და
საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და
საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა
რაოდენობის პროპორციულად. კომიტეტების წევრთა რაოდენობასა და
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო, ხოლო
ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე განსაზღვრავს პარლამენტის
დროებითი სამანდატო კომისია და დადგენილებით ამტკიცებს პარლამენტი.
2. კომიტეტის სრული შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 9 პარლამენტის
წევრით. კომიტეტი მუშაობას შეუდგება, თუ დანიშნულია კომიტეტის არანაკლებ 5
წევრი და არჩეულია კომიტეტის თავმჯდომარე.
3. პარლამენტის წევრი ვალდებულია იყოს არანაკლებ 1 კომიტეტის
შემადგენლობაში, ამასთანავე, არ შეიძლება იყოს გაწევრებული 2-ზე მეტ
კომიტეტში. პარლამენტის წევრის მეორე კომიტეტში გაწევრების საკითხს წყვეტს
მისი ფრაქცია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი
ადგილების რაოდენობის შესაბამისად.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პარლამენტის
ბიუროს (პარლამენტის) მიერ კომიტეტებში ფრაქციათა პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი
გადაწყვეტილებით წარადგენს კომიტეტში წევრებს.
5. კომიტეტში წევრის წარდგენის შესახებ ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება
პარლამენტის საპროცედურო საკითხთაკომიტეტს (პარლამენტის დროებით
სამანდატო კომისიას) და პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის საპროცედურო
26
საკითხთა კომიტეტი (პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია) ამოწმებს
ფრაქციის მიერ კომიტეტში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების
შემთხვევაში ახდენს შესაბამის რეაგირებას. ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი
კომიტეტში დანიშნულად ითვლება პარლამენტის ბიუროს (პარლამენტის
დროებითი სამანდატო კომისიის) მიერ აღნიშნული ფაქტის ცნობად მიღების
მომენტიდან.
6. უფრაქციო პარლამენტის წევრის კომიტეტში გაწევრება ხდება ამ მუხლის მე-4 და
მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით, პარლამენტის წევრის პირადი განცხადების
საფუძველზე. უფრაქციო პარლამენტის წევრი პარლამენტის ორგანოში ან
საპარლამენტო თანამდებობაზე საქმიანობას წყვეტს ამ რეგლამენტით დადგენილი
წესით მის მიერ ფრაქციის შექმნის მომენტიდან, აგრეთვე მისი ფრაქციაში
გაწევრების შესახებ განცხადების პარლამენტის ბიუროს მიერ ცნობად მიღების
მომენტიდან. თუ უფრაქციო პარლამენტის წევრებს შეუმცირდათ პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტები, ისინი ვალდებული არიან კვოტების შესაბამისად
თვითონ განსაზღვრონ პარლამენტის ამა თუ იმ ორგანოდან გამოსვლის საკითხი.
უფრაქციო პარლამენტის წევრთა მიერ აღნიშნული ვალდებულების 1 კვირის
ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში პარლამენტის ამა თუ იმ ორგანოდან
შესაბამისი უფრაქციო პარლამენტის წევრის გამოწვევის საკითხს სათანადო
ორგანოს სხდომაზე წილისყრით წყვეტს სხდომის თავმჯდომარე.
7. საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და უფრაქციო
პარლამენტის წევრების მოთხოვნის შემთხვევაში პარლამენტის საპროცედურო
საკითხთაკომიტეტი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და
უფრაქციო
პარლამენტის
წევრებისთვის
განსაზღვრავს
პროპორციული
წარმომადგენლობის საერთო კვოტებს, რომლებსაც ამტკიცებს პარლამენტის
ბიურო.
8. პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების ამ მუხლის მე-7 პუნქტის
შესაბამისად დამტკიცების შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის
კომიტეტში გაწევრება ხდება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის
განცხადების საფუძველზე, რომელსაც ცნობად იღებს პარლამენტის ბიურო.
9. პარლამენტის თავმჯდომარე და მისი პირველი მოადგილე არ შეიძლება იყვნენ
კომიტეტის შემადგენლობაში.
10. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის
ლიდერის, ფრაქციის თავმჯდომარის კომიტეტში გაწევრების შესახებ
გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფრაქცია პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტებით დადგენილი რაოდენობის შესაბამისად.
11. თუ ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს კომიტეტში
ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, პარლამენტის საპროცედურო
საკითხთაკომიტეტი 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და პარლამენტის ბიუროს
27
უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ
კვოტებს.
მუხლი 33. კომიტეტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა
1. კომიტეტის წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გავიდეს კომიტეტის
შემადგენლობიდან. მან ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს ფრაქციის
თავმჯდომარეს, პარლამენტის ბიუროს და საპროცედურო საკითხთაკომიტეტს.
2. კომიტეტის წევრის უფლებამოსილება წყდება:
ა) კომიტეტის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ მისი განცხადების პარლამენტის
ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან;
ბ) მისი, როგორც
მომენტიდან;
პარლამენტის
წევრის,
უფლებამოსილების
გ) მისი კომიტეტის
მომენტიდან;
წევრისათვის
შეუთავსებელ
შეწყვეტის
თანამდებობაზე
არჩევის
დ) რეგლამენტის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 34. კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის წესი
1. კომიტეტის თავმჯდომარეს რეგლამენტით დადგენილი წესით, კომიტეტის
წევრთაგან ირჩევს პარლამენტი.
2. კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ფრაქციას,
უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს კომიტეტის
წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის დანიშვნიდან, კომიტეტის
თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მისი უფლებამოსილების სხვაგვარად
შეწყვეტის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის
მომენტიდან 7 დღის ვადაში.
3. თუ უფლებამოსილი სუბიექტები ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ
ვადაში არ წარადგენენ კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას, ამ ვადის
გასვლიდან 5 დღეში კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას კომიტეტის
წევრთაგან წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარე.
4. კომიტეტის თავმჯდომარე აირჩევა ღია კენჭისყრით. თუ კომიტეტის
თავმჯდომარის არჩევისას 1 ან 2 კანდიდატი მონაწილეობს, კენჭისყრა იმართება
ელექტრონული სისტემით ერთდროულად (პირველად დასახელებულ კანდიდატს
ხმა მიეცემა „მომხრე“ ღილაკით, მეორედ დასახელებულს – „წინააღმდეგი“
28
ღილაკით), ხოლო თუ 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობს, კენჭისყრა იმართება
სახელობითი ბიულეტენებით.
5. კანდიდატთა დასახელების შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომის
თავმჯდომარე აქვეყნებს კანდიდატთა სიას.
6. კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად
ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის
უმრავლესობა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება განხილვის გარეშე.
7. თუ კომიტეტის თავმჯდომარის არჩევისას 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ
აირჩა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ 2 კანდიდატი მონაწილეობდა და
ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც
მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა
ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.
8. თუ კომიტეტის თავმჯდომარის არჩევისას 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა
და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება მეორე ტური
იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ პირველ ტურში
შეუძლებელია მხოლოდ 2 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის გამოვლენა,
მეორე ტურში კენჭი ეყრებათ იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიღებული ხმების
რაოდენობის მიხედვით პირველი ან მეორე ადგილი გაიყვეს. არჩეულად ითვლება
ის კანდიდატი, რომელმაც მიიღო მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის
სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ხმების თანაბრად გაყოფისას არჩევის
პროცედურა ხელახლა იწყება.
9. თუ მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის
ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო
კანდიდატს.
10. კანდიდატს უფლება აქვს, ყოველი კენჭისყრის წინ მოხსნას თავისი
კანდიდატურა.
მუხლი 35. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის წესი
1. კომიტეტი პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ღია კენჭისყრით, სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით, თავის წევრთაგან ირჩევს კომიტეტის
თავმჯდომარის 3 მოადგილეს (მათ შორის, პირველ მოადგილეს) და ამის შესახებ
აცნობებს პარლამენტის ბიუროს.
2. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის
უფლება აქვს კომიტეტის თავმჯდომარეს. ერთდროულად კომიტეტის
თავმჯდომარის პირველი მოადგილის რამდენიმე კანდიდატურის წარდგენა
დაუშვებელია. კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის
29
წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ ფრაქციას ან
საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა
არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს, ხოლო ერთი მოადგილის კანდიდატურისა –
საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას ან საპარლამენტო ოპოზიციაში
შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს.
3. თუ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევისას 1 კანდიდატი
მონაწილეობდა და მან ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის
პროცედურა ხელახლა იწყება. თუ 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ
დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო,
ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო
რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ 2-ზე მეტი კანდიდატი
მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა,
იმართება მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა
მიიღეს.
4. თუ მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის
ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო
კანდიდატს.
5. თუ პირველ ტურში შეუძლებელია მხოლოდ 2 საუკეთესო შედეგის მქონე
კანდიდატის გამოვლენა, მეორე ტურში კენჭი ეყრებათ იმ კანდიდატებს,
რომლებმაც მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით პირველი ან მეორე ადგილი
გაიყვეს.
6. მეორე ტურში არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მეტი ხმა მიიღო.
7. თუ მეორე ტურში მონაწილე კანდიდატებმა ხმების თანაბარი რაოდენობა
მიიღეს, არჩეულად ითვლება პირველ ტურში უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი.
თუ ამ წესით არჩეული კანდიდატი ვერ გამოვლინდა, არჩევის პროცედურა
ხელახლა იწყება.
8. არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყების შემთხვევაში შესაბამის სუბიექტებს
უფლება აქვთ, წარადგინონ იგივე ან სხვა კანდიდატურა. ერთი და იმავე
კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
9. ამ მუხლით დადგენილი წესი მოქმედებს, თუ კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე ან მოადგილე კომიტეტის პირველ საორგანიზაციო სხდომაზე
ვერ აირჩა, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილის ან მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მისი
უფლებამონაცვლე უნდა აირჩეს.
30
მუხლი 36. კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის
მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტა
თავმჯდომარის
1. კომიტეტის თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს პარლამენტმა, ხოლო
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – კომიტეტმა, თუ ამას მოითხოვს
პარლამენტის თავმჯდომარე, ბიურო, პარლამენტის სრული შემადგენლობის
არანაკლებ ერთი მეხუთედი, აგრეთვე კომიტეტის თავმჯდომარის შემთხვევაში –
შესაბამისი კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილის შემთხვევაში – შესაბამისი კომიტეტის სიითი
შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი.
2. გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს
დაუჭერს კომიტეტის თავმჯდომარის შემთხვევაში − პარლამენტის სრული
შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის
შემთხვევაში – კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
3. კომიტეტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გადადგეს.
გადადგომის შესახებ განცხადება წარედგინება პარლამენტის ბიუროს. კომიტეტის
თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება აღნიშნული განცხადების პარლამენტის
ბიუროსთვის
წარდგენის
დღიდან.
გადადგომის
შესახებ
კომიტეტის
თავმჯდომარის განცხადებას პარლამენტი ცნობად იღებს პლენარულ სხდომაზე,
რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.
4. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს
გადადგეს. გადადგომის შესახებ განცხადება წარედგინება შესაბამისი კომიტეტის
თავმჯდომარეს, რომელიც ამ განცხადებას გააცნობს კომიტეტს. კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილე გადამდგარად ითვლება აღნიშნული განცხადების
კომიტეტის თავმჯდომარისთვის წარდგენის დღიდან. გადადგომის შესახებ
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებას კომიტეტი ცნობად იღებს,
რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.
5. ამ რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ
სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გამოიწვიოს მისი წარდგენით არჩეული
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის
გამოწვევის თაობაზე განცხადება წარედგინება კომიტეტის თავმჯდომარეს,
რომელიც ამის შესახებ აცნობებს კომიტეტს. კომიტეტი ცნობად იღებს აღნიშნულ
ფაქტს, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.
6. თუ პარლამენტის წევრი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულია
ფრაქციის კვოტით და შეუწყდება ამ ფრაქციის წევრის სტატუსი, მას შეუწყდება
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებაც.
31
მუხლი 37. კომიტეტის დებულება
1. კომიტეტი პირველ საორგანიზაციო სხდომაზე შეიმუშავებს კომიტეტის
დებულებას.
2.
კომიტეტის
დებულებით
განისაზღვრება
კომიტეტის
საქმიანობის
მიმართულებები და უფლებამოსილებები, აგრეთვე კომიტეტის მუშაობის
ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები.
3. კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი და კომიტეტის დებულება
წარედგინება პარლამენტის ბიუროს.
მუხლი 38. კომიტეტის სხდომა
1. კომიტეტის სხდომების გამართვის პერიოდულობას განსაზღვრავს კომიტეტი,
მაგრამ სასესიო პერიოდში თვეში უნდა გაიმართოს არანაკლებ ერთი სხდომისა
(სესიებს შორის პერიოდში კომიტეტი არ არის ვალდებული, გამართოს კომიტეტის
სხდომა). კომიტეტის სხდომა მოიწვევა წინასწარ განსაზღვრულ დროს.
2. კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის სხდომას იწვევს თავისი ინიციატივით,
კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნით ან პარლამენტის
ბიუროს დავალებით. თუ კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის სიითი
შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნის ან პარლამენტის ბიუროს დავალების
შემთხვევაში არ მოიწვევს კომიტეტის სხდომას, კომიტეტის სხდომას იწვევს
კომიტეტის სხდომის მოწვევის ინიციატორის მიერ განსაზღვრული კომიტეტის
თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.
3. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი
შემადგენლობის უმრავლესობა.
4. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ კომიტეტის წევრს დროებით არ შეუძლია
მონაწილეობა მიიღოს კომიტეტის მუშაობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება
აქვს, აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც
ფრაქცია კომიტეტის სხდომამდე წერილობით აცნობებს შესაბამისი კომიტეტის
თავმჯდომარეს. ეს უფლება ფრაქციის თითოეული წევრის მიმართ მისი
კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ
იქნეს ერთი სესიის განმავლობაში არაუმეტეს ხუთჯერ. ამასთანავე, აღნიშნულ
რაოდენობაში არ ჩაითვლება, თუ ფრაქციის წევრს კომიტეტის სხდომაზე დასწრება
ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის გამო არ
შეუძლია. კომიტეტის წევრს, რომლის უფლებამონაცვლეც ესწრება კომიტეტის
სხდომას, შესაბამისი კომიტეტის სხდომა გაცდენილად არ ეთვლება.
5. საპროცედურო საკითხთაკომიტეტი შეისწავლის ამ მუხლის მე-4 პუნქტით
გათვალისწინებული უფლების გამოყენების შესახებ ინფორმაციას და იმავე
32
პუნქტის მოთხოვნების დაცვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში ახდენს
სათანადო რეაგირებას. ამასთანავე, საპროცედურო საკითხთაკომიტეტი ყოველი
სესიის ბოლოს, საჭიროების შემთხვევაში განიხილავს ამ მუხლის მე-4 პუნქტით
გათვალისწინებული უფლების გამოყენების საკითხს და დარღვევის გამოვლენის
შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.
6. კომიტეტის წევრს კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ
ჩაეთვლება, თუ სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ
სხდომამდე წერილობით მიეწოდება ინფორმაცია კომიტეტის თავმჯდომარეს.
კომიტეტის წევრის მიერ კომიტეტის სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად
ითვლება მისი ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით ან სხვა
შესაბამისი დოკუმენტით), სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის წევრის დაბადება,
გარდაცვალება, ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით). ამ
პუნქტის მიზნებისთვის „ოჯახის წევრში“ იგულისხმება მეუღლე, პირდაპირი
აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა. კომიტეტის წევრის
კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით.
7. კომიტეტები ყოველი თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 დღისა საპროცედურო
საკითხთაკომიტეტს უგზავნიან კომიტეტის სხდომის საოქმო ჩანაწერს, აგრეთვე
კომიტეტის წევრების მიერ კომიტეტის სხდომის გაცდენის მიზეზებთან
დაკავშირებით და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლების
გამოყენების თაობაზე კომიტეტის თავმჯდომარისთვის წარდგენილ წერილობით
მიმართვებს.
8. კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღი და დღის წესრიგი განსახილველ
საკითხებთან ერთად ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. კომიტეტის სხდომა
შეიძლება გაიმართოს კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღისა და დღის
წესრიგის გამოქვეყნების დღიდან არაუადრეს მე-2 კალენდარული დღისა. ამ
პუნქტით განსაზღვრული ვადა არ ვრცელდება კანონპროექტის დაჩქარებული
წესით განხილვის შემთხვევაზე, კანონპროექტის გამარივებული წესით განხილვის
შემთხვევაზე, საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების
განხილვის შემთხვევაზე, აგრეთვე კომიტეტის სხდომის იმავე დღისთვის
გადადების შემთხვევაზე.
9. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე
თავისი ინიციატივით ან კომიტეტის წევრის/წევრების მოთხოვნით. კომიტეტის
სხდომის დღის წესრიგის განსაზღვრისას კომიტეტის თავმჯდომარე ვალდებულია
კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნის შემთხვევაში
კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს საკითხი. კომიტეტის სხდომაზე
სხდომის დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანა დაუშვებელია, გარდა
საქართველოს
კონსტიტუციით
გათვალისწინებული
საკითხებისა
და
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევისა. კომიტეტის
სხდომაზე სხდომის დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება შესაძლებელია
33
სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.
კომიტეტის სხდომამდე სხდომის დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება ან დღის
წესრიგში ახალი საკითხის შეტანა შესაძლებელია კომიტეტის სიითი
შემადგენლობის უმრავლესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით.
10. კომიტეტის სხდომაზე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული
ცალკეული საკითხის განხილვა სხდომის თავმჯდომარის წინადადების
საფუძველზე შესაძლებელია წარიმართოს გამომსვლელთა (გარდა მომხსენებლისა)
რიგითობისა და განსაზღვრული დროის შესაბამისად, რის შესახებაც
გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა
ხმების უმრავლესობით.
11. კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე
დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის
გახსნისათვის (უფლებამოსილების დადგენისათვის) საჭირო ხმების ნახევრისა,
გარდა რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
12. კომიტეტის სხდომა საჯაროა. კომიტეტის საჯარო სხდომა გადაიცემა
პირდაპირი ტრანსლაციით. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომიტეტის სხდომა ან
მისი ნაწილი შეიძლება დაიხუროს. კომიტეტის სხდომის ან მისი ნაწილის
დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დახურული წესით, კომიტეტის
სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომიტეტის დახურულ სხდომაზე
დამსწრე პირთა წრეს ადგენს სხდომის თავმჯდომარე. დაუშვებელია
კანონპროექტის განხილვის დროს კომიტეტის სხდომის დახურვა.
13. კომიტეტის სხდომაზე დგება კომიტეტის სხდომის ოქმი. კომიტეტის სხდომის
ოქმი და აუდიოჩანაწერი აღნიშნული სხდომის დასრულებიდან 14 დღის ვადაში
ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე, გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტის
შესაბამისად კომიტეტის სხდომის ან მისი ნაწილის დახურვის შესახებ
გადაწყვეტილების მიღების შემთხვევისა, როდესაც კომიტეტის სხდომის ოქმი და
აუდიოჩანაწერი ან მათი შესაბამისი ნაწილები არ ქვეყნდება.
14. კომიტეტის სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ სხვა
პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის წევრები და მოწვეული პირები.
15. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ საზოგადოების
დაინტერესებული
წარმომადგენლები.
მათ
სხდომის
თავმჯდომარის
გადაწყვეტილებით მიეცემათ სიტყვით გამოსვლის უფლება.
16. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დადგენილი
წესით აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები.
17. პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების გამართვის დღეებში
კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა დაუშვებელია, გამონაკლისია ის
შემთხვევა, როდესაც პლენარული სხდომა არ იმართება, მიღებულია
34
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება ან
კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება,
აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის
კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის, ასევე,
საქართველოს
პრეზიდენტის
მოტივირებული
შენიშვნების
განხილვის
შემთხვევებისა.
18. კომიტეტი უფლებამოსილია გამართოს გასვლითი სხდომა. 2 კომიტეტში
გაწევრებულ პარლამენტის წევრს ერთ-ერთი კომიტეტის სხდომაზე დასწრების
შემთხვევაში მეორე კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ
ჩაეთვლება, თუ ორივე კომიტეტის სხდომა ერთ დღეს იმართება და ერთ-ერთი
მათგანი მაინც გასვლითია.
მუხლი 39. კომიტეტების ერთობლივი სხდომა
პარლამენტის
თავმჯდომარის
მოთხოვნით,
პარლამენტის
ბიუროს
გადაწყვეტილებით
ან
შესაბამისი
კომიტეტების
თავმჯდომარეების
გადაწყვეტილებით შეიძლება გაიმართოს კომიტეტების ერთობლივი სხდომა.
კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით
კომიტეტები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.
მუხლი 40. კომიტეტის თავმჯდომარის , მისი პირველი მოადგილისა
მოადგილეების უფლებამოსილებები
და
1. კომიტეტის თავმჯდომარე მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ
უფლებამოსილებებს ახორციელებს სამართლიანად და მიუკერძოებლად.
2. კომიტეტის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას, იწვევს და წარმართავს კომიტეტის
სხდომებს;
ბ) წარმოადგენს კომიტეტს პარლამენტში,
საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში;
მის
გარეთ
და
შესაბამის
გ) ხელს აწერს კომიტეტის აქტებს და კომიტეტის სხდომების ოქმებს;
დ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს;
ე) ყოველი წლის იანვრის თვის ბოლომდე პარლამენტის თავმჯდომარეს
წარუდგენს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის წერილობით ანგარიშს ყოველი
წლის შედეგების მიხედვით;
ვ) გამოსცემს განკარგულებებს შიდასაკომიტეტო ორგანიზაციულ საკითხებზე;
35
ზ) ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის
მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე:
ა) კომიტეტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს კომიტეტის
თავმჯდომარის მოვალეობას;
ბ) ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.
4. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში
ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას;
ბ) ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.
5. კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მისი უფლებამოსილების
სხვაგვარად შეწყვეტის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების
შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას
ასრულებს მისი პირველი მოადგილე. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას
ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არჩეულია
საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში −
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არჩეულია საპარლამენტო
ოპოზიციის კვოტით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილეების მიერ კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის
შესრულების
შეუძლებლობის
შემთხვევაში
კომიტეტის
თავმჯდომარის
მოვალეობის შესრულებას პარლამენტის თავმჯდომარე კომიტეტის ერთ-ერთ
წევრს ავალებს.
მუხლი 41. კომიტეტის უფლებამოსილებები
1. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის
ამზადებს
საქართველოს
საკანონმდებლო
აქტების,
პარლამენტის
დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს;
ბ) მონაწილეობს პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტების ან/და სხვა
აქტების პროექტების განხილვასა და დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და
36
კანონპროექტის
თაობაზე
წარმოდგენილი
შენიშვნების
გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ ფურცელს;
კანონპროექტში
გ) განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას;
დ) რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის ანგარიშებს;
ე) აკონტროლებს საქართველოს საკანონმდებლო აქტების, პარლამენტის
დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას და საჭიროების
შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;
ვ) ახორციელებს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე
ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლს და საჭიროების
შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;
ზ) წყვეტს კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს;
თ) სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით;
ი) ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის
მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველ ყველა საკითხს განიხილავს
შესაბამისი
კომიტეტი.
გამონაკლისია
პარლამენტის
განსაზღვრული
თანამდებობის პირების არჩევა, დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი
კომისიების შექმნის საკითხები, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების,
საქართველოს პრეზიდენტის არჩევისა და თანამდებობის პირის იმპიჩმენტის
წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხისა, აგრეთვე ამ რეგლამენტით
გათვალისწინებული სხვა გამონაკლისები.
3. კომიტეტი საკუთარი ინიციატივით ან შესაბამისი განცხადების, მიმართვის,
პეტიციის საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის
ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში
გამოითხოვს შესაბამის მასალებს და დასკვნას განსახილველად წარუდგენს
პარლამენტს.
4. კომიტეტის სხვა უფლებამოსილებები განისაზღვრება კომიტეტის დებულებით.
მუხლი 42. ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი
1. კომიტეტი აკონტროლებს მისი გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში
პარლამენტის
მიერ
მიღებული
ნორმატიული
აქტების
აღსრულების
მდგომარეობას. ამ მიზნით იგი შეისწავლის და აანალიზებს აღნიშნული
ნორმატიული აქტების ეფექტიანობას, მათი მოქმედების პერიოდში გამოვლენილ
37
ხარვეზებს, განიხილავს მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს,
ნორმატიული აქტების სრულფასოვნად ამოქმედების ხელშემშლელ ობიექტურ და
სუბიექტურ ფაქტორებს და იღებს ზომებს მათი შესრულების უზრუნველსაყოფად.
2. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია შესაბამისი კომიტეტის მიმართვის
საფუძველზე პარლამენტის პლენარული სხდომების კვირის დღის წესრიგში
შეიტანოს ნორმატიული აქტის აღსრულების საკითხი. ეს საკითხი განიხილება
კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი
წესის შესაბამისად.
3. ნორმატიული აქტის აღსრულების მდგომარეობის შესახებ საპარლამენტო
მოსმენის შემდეგ პარლამენტი საჭიროების შემთხვევაში იღებს დადგენილებას,
რომელშიც შეიძლება აისახოს:
ა) პარლამენტის შეფასება ნორმატიული აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით;
ბ) ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის მიზნით სათანადო ცვლილების
მომზადების შესაბამისი კომიტეტისათვის დავალება.
მუხლი 43. კანონქვემდებარე
შესაბამისობის შემოწმება
აქტების საქართველოს
კანონმდებლობასთან
1. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია შეამოწმოს
საქართველოს მთავრობის, მინისტრის, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა
სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტების საქართველოს
კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მათი შესრულების მდგომარეობა. იგი
შეისწავლის და აანალიზებს ამ ნორმატიული აქტების მოქმედების პერიოდში
გამოვლენილ ხარვეზებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლებსაც უგზავნის
შესაბამის უწყებას.
2. კომიტეტი მისი გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში ამოწმებს
პარლამენტის
ნორმატიული
აქტების
გარდამავალი
დებულებებით
აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული
დავალებების დადგენილ ვადაში შესრულებას. თუ აღნიშნული დავალებების
შესასრულებლად ვადა არ არის დადგენილი, ვადას აღმასრულებელი
ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას კომიტეტი უდგენს. კომიტეტი ამ
პუნქტით გათვალისწინებული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ
ინფორმაციას ყოველთვიურად აწვდის საპროცედურო საკითხთაკომიტეტს,
რომელიც შეისწავლის აღნიშნულ ინფორმაციას და 3 თვეში ერთხელ წარუდგენს
მას პარლამენტის ბიუროს. საპროცედურო საკითხთაკომიტეტი უზრუნველყოფს
პარლამენტის ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული
დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის პარლამენტის
ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებას.
38
3. ამ მუხლით გათვალისწინებული დავალების ან რეკომენდაციის
შეუსრულებლობის შემთხვევაში კომიტეტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
მუხლი 44. ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება
საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული
თანამდებობის პირი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს
ხელმძღვანელი ვალდებულია კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე,
კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტები,
დასკვნები და სხვა საჭირო მასალები. კომიტეტის თავმჯდომარე ამ მუხლით
გათვალისწინებულ კომიტეტის გადაწყვეტილებას მისი მიღებიდან არაუგვიანეს 3
დღისა უგზავნის შესაბამის თანამდებობის პირს.
მუხლი 45. კომიტეტის აქტები
1. კომიტეტის აქტებია: დასკვნა, რეკომენდაცია, გადაწყვეტილება.
2. კომიტეტი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის
მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად, აგრეთვე კანონპროექტის
განხილვის შემდეგ შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნა, როგორც წესი,
წარედგინება პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის პლენარულ სხდომას ან
დანიშნულებისამებრ იგზავნება.
3. კომიტეტი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის
მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად, აგრეთვე საქართველოს
კონსტიტუციისა და კანონების დარღვევის გამოვლენილ ფაქტებზე შეიმუშავებს
რეკომენდაციებს. კომიტეტის რეკომენდაცია შესაძლებელია პარლამენტს
წარედგინოს ან რეაგირებისთვის ქვემდებარეობით გადაიგზავნოს. მისი განხილვის
შედეგები ან მიღებული ზომები არაუგვიანეს 1 თვისა ან კომიტეტის მიერ
დადგენილ ვადაში ეცნობება კომიტეტს.
4. კომიტეტი იმ საკითხზე, რომელზეც იგი დასკვნას ან რეკომენდაციას არ
შეიმუშავებს, იღებს გადაწყვეტილებას.
5. კომიტეტის მიერ მიღებული აქტი, როგორც წესი, უნდა შეიცავდეს კომიტეტის
მიერ განსახილველი საკითხის მოკლე აღწერილობას, კომიტეტის დასაბუთებულ
პოზიციას ან/და რეაგირების კონკრეტულ ზომებს.
მუხლი 46. კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში
39
კომიტეტის თავმჯდომარე ყოველი წლის იანვრის თვის ბოლომდე პარლამენტის
თავმჯდომარეს წარუდგენს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის წერილობით
ანგარიშს შესაბამისი წლის შედეგების მიხედვით.
მუხლი 47. კომიტეტის თემატური მომხსენებელი
1. პარლამენტის კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო და სხვა საქმიანობის
უკეთ წარმართვის, აგრეთვე საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის და
პარლამენტის წევრთა შორის შრომის განაწილების მიზნით, კომიტეტის
გადაწყვეტილებით,
კომიტეტის
ცალკეული
წევრი/წევრები
შეიძლება
განისაზღვროს/განისაზღვრონ კომიტეტის თემატურ მომხსენებელად.
2. კომიტეტი, ასევე, განსაზღვრავს თემატური მომხსენებლის
სფეროს/სფეროებს ან მიმართულებას/მიმართულებებს.
სამუშაო
მუხლი 48. კომიტეტის სამუშაო ჯგუფი 1. კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობის,
საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადების მიზნით და სხვა მიმდინარე
საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტი ქმნის სამუშაო ჯგუფს.
2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობასა და ხელმძღვანელს განსაზღვრავს კომიტეტი.
სამუშაო
ჯგუფის
შემადგენლობაში,
კომიტეტის
შეხედულებისამებრ,
შესაძლებელია შედიოდნენ პარლამენტის წევრები, სახელმწიფო უწყებების
წარმომადგენლები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები, აგრეთვე სხვა
დაინტერესებული პირები.
3. სამუშაო ჯგუფის მუშაობის ვადას ადგენს კომიტეტი. აღნიშნული ვადა
შეიძლება გააგრძელოს კომიტეტმა სამუშაო ჯგუფის დასაბუთებული მიმართვის
საფუძველზე.
მუხლი 49. საკონსულტაციო საბჭო
1. კომიტეტთან, მისი დარგობრივი სპეციალიზაციისა და მიმართულებებისთვის
მიკუთვნებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევის მიზნით, კომიტეტის
გადაწყვეტილებით არაუმეტეს პარლამენტის მიმდინარე მოწვევის ვადისა
შესაძლებელია შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება შესაბამისი
დარგის
კომპეტენტური
სპეციალისტებისგან.
საკონსულტაციო
საბჭოს
შემადგენლობა, მისი საქმიანობის ვადა და წესი განისაზღვრება კომიტეტის
გადაწყვეტილებით. საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე შეიძლება იყოს
მხოლოდ იმავე კომიტეტის წევრი.
40
2. საკონსულტაციო საბჭოს სხდომას საჭიროებისამებრ იწვევს შესაბამისი
კომიტეტის თავმჯდომარე.
თავი VII. ფრაქცია
მუხლი 50. ფრაქციის სტატუსი
1. ფრაქცია არის პარლამენტის საქმიანობის პოლიტიკური სუბიექტი, რომელშიც
პარლამენტის წევრები ერთიანდებიან საერთო პოლიტიკური მიზნების
მისაღწევად. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი და მისი უფლებამოსილება
განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციითა და რეგლამენტით.
2. ფრაქციის პირადი, პროფესიული, ადგილობრივი, რეგიონული ან რელიგიური
ნიშნით შექმნა აკრძალულია.
მუხლი 51. ფრაქციის შექმნა
1. ფრაქციის შექმნის უფლება აქვს არანაკლებ 7 პარლამენტის წევრს.
2. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს
უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია.
3. ფრაქციის შექმნის მსურველი პარლამენტის წევრები შეიმუშავებენ ფრაქციის
წესდებას.
4. ფრაქციის წესდებით წესრიგდება ფრაქციის შიდაორგანიზაციული საკითხები
საქართველოს კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისად.
5. ფრაქციის წესდებით უნდა განისაზღვროს ფრაქციის შექმნისა და მის
შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელების წესი, ფრაქციის ხელმძღვანელი
ორგანოების შექმნისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი და მათი
კომპეტენცია, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, ფრაქციის მიზნები, ამოცანები
და სტრუქტურა და წესდების გადასინჯვის პროცედურა.
6. ფრაქციის ხელმძღვანელია ფრაქციის თავმჯდომარე. ფრაქციის თავმჯდომარეს
შეიძლება ჰყავდეს ფრაქციის ყოველ 7 წევრზე არაუმეტეს ერთი მოადგილისა. თუ
ფრაქციის თავმჯდომარეს ერთზე მეტი მოადგილე ჰყავს, ერთ-ერთ მათგანს
შეიძლება მიენიჭოს ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის სტატუსი.
ფრაქციის თავმჯდომარის, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და
ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებანი და არჩევის,
გადაყენებისა და გადადგომის წესები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.
7. ფრაქცია შექმნილად ითვლება მასში გაერთიანებული არანაკლებ 7 პარლამენტის
წევრის მიერ ფრაქციის წესდების მიღების მომენტიდან.
41
8. ახალშექმნილი ფრაქციის რეგისტრაცია სავალდებულოა. ახალშექმნილი
ფრაქცია რეგისტრაციამდე ახორციელებს რეგლამენტის 52-ე მუხლით
განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.
მუხლი 52. ფრაქციის რეგისტრაცია
1. ფრაქციას რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები
წარმოეშობა რეგისტრაციის მომენტიდან.
2. ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის
თავმჯდომარეს.
3. ფრაქციის თავმჯდომარე ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე
ფრაქციის რეგისტრაციისათვის პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას
მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური
სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელ პირთა და წევრთა ვინაობა.
განცხადებას ერთვის ფრაქციის წესდება. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს
დაუყოვნებლივ განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის დროებითი
სამანდატო კომისია. თუ პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია
პარლამენტის პირველსავე პლენარულ სხდომაზე არ მიიღებს რაიმე
გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად ჩაითვლება დროებითი
სამანდატო კომისიისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. ფრაქციას,
რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს, პარლამენტის დროებითი
სამანდატო კომისიის გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დასვას
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
4. ფრაქციის რეგისტრაციისათვის, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევისა, ფრაქციის თავმჯდომარე ფრაქციის შექმნიდან
ერთი კვირის ვადაში პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს განცხადებით,
რომელშიც
აღინიშნება
ფრაქციის
ოფიციალური
სახელწოდება,
მისი
თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელ პირთა და წევრთა ვინაობა. განცხადებას
ერთვის
ფრაქციის
წესდება.
პარლამენტის
თავმჯდომარე
ფრაქციის
რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ გადასცემს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთაკომიტეტს, რომელიც თავის დასკვნას
წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე. თუ პარლამენტის ბიურო
უახლოეს სხდომაზე არ მიიღებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სხვა
მოტივირებულ გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად ჩაითვლება
პარლამენტის თავმჯდომარისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ეცნობება პარლამენტს უახლოეს
პლენარულ სხდომაზე და გამოქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.
42
5. თუ ფრაქცია არ აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და
51-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტების მოთხოვნებს, მას რეგისტრაციაზე უარი
ეთქმება. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს,
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დასვას
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. აღნიშნულის თაობაზე ფრაქცია, რომელსაც
რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, წერილობით მიმართავს პარლამენტის ბიუროს.
პარლამენტის ბიუროს საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული
სხდომის დღის წესრიგში.
6. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფრაქციის რეგისტრაციაზე უარის
თქმის შესახებ გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხის პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე განხილვისას თავდაპირველად სიტყვით გამოდის იმ
ფრაქციის წარმომადგენელი, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, რომელსაც
გამოსვლისთვის ეძლევა დრო არაუმეტეს 10 წუთისა, შემდეგ − პარლამენტის
საპროცედურო საკითხთაკომიტეტის (პარლამენტის დროებითი სამანდატო
კომისიის) წარმომადგენელი, რომლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა
აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო ბოლოს სიტყვით გამოდიან ფრაქციების
წარმომადგენლები, რომელთაგან თითოეულს გამოსვლისთვის ეძლევა დრო
არაუმეტეს 5 წუთისა, რის შემდეგაც პარლამენტი კენჭისყრით იღებს
გადაწყვეტილებას.
მუხლი 53. პარლამენტის ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა
1. პარლამენტის ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა განისაზღვრება
ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად,
გარდა საქართველოს კონსტიტუციითა და რეგლამენტით დადგენილი
გამონაკლისებისა.
2. ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი წყვეტს პარლამენტის ორგანოში ან
საპარლამენტო თანამდებობაზე საქმიანობას ამ რეგლამენტით დადგენილი წესით
ფრაქციის გაუქმების, მისი ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის შესახებ
პარლამენტის
საპროცედურო
საკითხთაკომიტეტისთვის
წერილობით
შეტყობინების მომენტიდან, აგრეთვე ფრაქციის მიერ მისი ამ ორგანოდან
გამოწვევის შესახებ განცხადების პარლამენტის ბიუროს მიერ ცნობად მიღების
მომენტიდან. ფრაქციას უფლება აქვს, წარადგინოს ახალი კანდიდატურა.
3. ფრაქციის შექმნის, გაუქმების, ფრაქციაში წევრთა შესვლის, ფრაქციიდან წევრთა
გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში, თუ ფრაქციაში განხორციელებული
ცვლილებები გავლენას ახდენს ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე,
პარლამენტის საპროცედურო საკითხთაკომიტეტი განსაზღვრავს პროპორციული
წარმომადგენლობის ახალ კვოტებს. ასეთ შემთხვევაში პროპორციული
წარმომადგენლობის ახალი კვოტების დამტკიცება არ იწვევს აღნიშნული კვოტების
43
დამტკიცებამდე პარლამენტის შესაბამის ორგანოში წარდგენილ იმ პარლამენტის
წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას, რომლებსაც უშუალოდ არ შეხებიათ ამ
პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებები.
4. პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გაზრდის შემთხვევაში
პარლამენტის ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხებს
წყვეტს შესაბამისი ფრაქცია.
5. თუ ფრაქციას შეუმცირდა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, იგი
ვალდებულია თვითონ განსაზღვროს პარლამენტის ამა თუ იმ ორგანოდან თავისი
წევრების გამოწვევის საკითხი. ფრაქციის მიერ აღნიშნული ვალდებულების 1
კვირის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში პარლამენტის ამა თუ იმ
ორგანოდან შესაბამისი ფრაქციის წევრის გამოწვევის საკითხს სათანადო ორგანოს
სხდომაზე წილისყრით წყვეტს სხდომის თავმჯდომარე.
მუხლი 54. ცვლილება ფრაქციის შემადგენლობაში
1. პარლამენტის წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ 1 ფრაქციაში.
2. ფრაქციაში გაწევრების მსურველი პარლამენტის
განცხადებით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს.
წევრი
წერილობითი
3. ფრაქცია პარლამენტის წევრის განცხადებას განიხილავს ფრაქციის წესდებით
დადგენილი წესით და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
4. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, ნებისმიერ
დროს გავიდეს ფრაქციიდან, რის შესახებაც იგი წერილობით მიმართავს ფრაქციის
თავმჯდომარეს.
5. ფრაქციას უფლება აქვს, ფრაქციის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
ფრაქციიდან გარიცხოს წევრი.
6. ფრაქციაში წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის შესახებ
ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის ვადაში წერილობით ატყობინებს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთაკომიტეტს და პარლამენტის ბიუროს.
7. წევრი ფრაქციაში მიღებულად ჩაითვლება პარლამენტის ბიუროს მიერ
აღნიშნული ფაქტის ცნობად მიღების მომენტიდან. წევრი ფრაქციიდან გასულად
ან გარიცხულად ჩაითვლება ამის შესახებ ამ მუხლით დადგენილი წესით
პარლამენტის
საპროცედურო
საკითხთაკომიტეტისთვის
წერილობით
შეტყობინების მომენტიდან. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში წევრი ფრაქციიდან გასულად ჩაითვლება მისი ფრაქციიდან გასვლის
შესახებ განცხადების წარდგენისთანავე, ხოლო ფრაქციიდან გარიცხულად −
ფრაქციის მიერ მისი გარიცხვისთანავე. ამასთანავე, ამ მუხლის მე-9 პუნქტით
44
განსაზღვრულ ვადაში წევრი შესაბამის ფრაქციაში მიღებულად ჩაითვლება მის
მიერ ფრაქციაში გაწევრების შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან.
8. ფრაქციაში წევრის მიღების შემთხვევაში პარლამენტის საპროცედურო
საკითხთაკომიტეტი ამოწმებს ფრაქციაში განხორციელებული ცვლილების
სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს შესაბამის რეაგირებას.
9. თუ ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის ან ფრაქციის წევრის, როგორც
პარლამენტის
წევრის,
უფლებამოსილების
შეწყვეტის
შედეგად
მასში
გაერთიანებული დარჩა 7-ზე ნაკლები პარლამენტის წევრი, ფრაქცია გაუქმებულად
ჩაითვლება ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის ან ფრაქციის წევრის,
როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან მე-7 დღეს.
ამ პერიოდში ფრაქცია ინარჩუნებს რეგლამენტით გათვალისწინებულ უფლებებს.
ფრაქციის გაუქმების შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთაკომიტეტი
აცნობებს პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე.
10. ფრაქციის თანამდებობის პირების არჩევის, გადაყენების, გადადგომის და
ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში ნებისმიერი შესწორების შეტანის
შესახებ შესაბამისი ფაქტის დადგომიდან 3 დღის ვადაში წერილობით ეცნობება
პარლამენტის ბიუროს და საპროცედურო საკითხთაკომიტეტს.
11. ამ მუხლის მე-6, მე-8 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებების
შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.
მუხლი 55. ფრაქციის დაფინანსება
1. ფრაქციის ხარჯები ფინანსდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. ფრაქციისათვის
პარლამენტის სასახლეში გამოყოფილი სამუშაო ფართობი და ფრაქციის
საქმიანობის უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხა, როგორც წესი,
განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის
პროპორციულად.
2. ფრაქციის აპარატის თანამშრომელთა სახელფასო ფონდი განისაზღვრება
ფრაქციის
წარმომადგენლობის
პროპორციულად.
ფრაქციის
აპარატის
თანამშრომელთა სახელფასო ფონდის განსაზღვრის თაობაზე პარლამენტის
ხაზინადართა
საბჭოს
გადაწყვეტილებას
პარლამენტის
თავმჯდომარის
წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.
მუხლი 56. საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო ოპოზიცია
1. ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებიდან არაუგვიანეს 35-ე დღისა
პარლამენტის ბიუროს წარედგინება არანაკლებ 76 პარლამენტის წევრის
45
ხელმოწერით დადასტურებული საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სია,
რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს. დაუშვებელია საპარლამენტო
უმრავლესობის წევრთა სიაში რომელიმე ფრაქციის წევრთა ნაწილის შეყვანა.
2. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიაში მიეთითება საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არ არის
საპარლამენტო თანამდებობა და შესაძლებელია ამ სტატუსის საპარლამენტო
თანამდებობასთან
შეთავსება.
საპარლამენტო
უმრავლესობის
ლიდერი
უზრუნველყოფს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და უფრაქციო
პარლამენტის წევრების მუშაობის საერთო პოლიტიკურ კოორდინაციას.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი უზრუნველყოფილია იმავე შრომის
ანაზღაურებითა და სამუშაო პირობებით (სამუშაო ფართობი, სამდივნო,
სამსახურებრივი ავტომობილი, კავშირგაბმულობის საშუალებები და სხვა
ტექნიკური საშუალებები), რომლებითაც სარგებლობს მოქმედი პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე.
3. ფრაქციას, უფრაქციო პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს
დატოვოს საპარლამენტო უმრავლესობა. იგი საპარლამენტო უმრავლესობის
დატოვების შესახებ აცნობებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთაკომიტეტს.
თუ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პარლამენტის წევრი საპარლამენტო
ოპოზიციაში შემავალ ფრაქციაში გაერთიანდა, იგი უმრავლესობიდან გასულად
ჩაითვლება.
შესაბამისი
ცვლილების
გათვალისწინებით
განახლებულ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიას პარლამენტის საპროცედურო
საკითხთაკომიტეტის წარდგინებით რეგისტრაციაში ატარებს პარლამენტის
ბიურო. პარლამენტის ბიურო საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიას
რეგისტრაციაში არ გაატარებს, თუ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ
პარლამენტის წევრთა რაოდენობა 76-ზე ნაკლები გახდა. ასეთ შემთხვევაში
საპარლამენტო
უმრავლესობა
დაშლილად
ითვლება.
საპარლამენტო
უმრავლესობის დაშლის შემდეგ პარლამენტის ბიუროს ამ მუხლით დადგენილი
წესით წარედგინება საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ახალი სია, რომელსაც
იგი რეგისტრაციაში ატარებს.
4. საპარლამენტო უმრავლესობაში სხვა ფრაქციის გაერთიანების ან ახალი წევრის
გაწევრების ან საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ ფრაქციაში ახალი წევრის
გაწევრების შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განახლებულ სიას
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის წარდგინებით რეგისტრაციაში ატარებს
პარლამენტის ბიურო. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არყოფნის ან მის
მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განახლებულ სიას პარლამენტის ბიუროს
წარუდგენენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.
5. ის პარლამენტის წევრი, რომელიც არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში,
განეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას. საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა სიას
46
პარლამენტის საპროცედურო საკითხთაკომიტეტის წარდგინებით, საპარლამენტო
უმრავლესობის წევრთა სიის რეგისტრაციის ან საპარლამენტო უმრავლესობის
წევრთა სიაში ცვლილების შეტანის შემდეგ უახლოეს სხდომაზე რეგისტრაციაში
ატარებს პარლამენტის ბიურო.
6. საპარლამენტო უმრავლესობის ან საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით
წარდგენილი პარლამენტის წევრი წყვეტს პარლამენტის ორგანოში ან
საპარლამენტო თანამდებობაზე საქმიანობას, თუ იგი აღარ შედის, შესაბამისად,
საპარლამენტო უმრავლესობაში ან საპარლამენტო ოპოზიციაში.
თავი VIII. პარლამენტის სათათბირო ორგანოები
მუხლი 57. ერთობლივი საკოორდინაციო საბჭო
1. პარლამენტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების
უმაღლესი საბჭოების საკანონმდებლო პროცესების კოორდინაციის მიზნით
პარლამენტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების
უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლებისაგან, პარლამენტის თავმჯდომარის
ბრძანებით იქმნება ერთობლივი საკოორდინაციო საბჭო.
2. ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან პარლამენტის
თავმჯდომარე და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების
უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეები,აგრეთვე მათ მიერ დანიშნული 2-2 წევრი.
3. ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს სხდომებს იწვევს და ხელმძღვანელობს
პარლამენტის თავმჯდომარე.
მუხლი 58. სახელმწიფო კომისია
1. პარლამენტი უფლებამოსილია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის
ცალკეული ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის უზრუნველყოფის
მიზნით, ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოს წარმომადგენლებისა და სხვა
შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირების შემადგენლობით შექმნას სათათბირო
ორგანო – სახელმწიფო კომისია.
2. პირი სახელმწიფო კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი
თანხმობით.
3. სახელმწიფო კომისია იქმნება პარლამენტის დადგენილებით. იმავე
დადგენილებით განისაზღვრება სახელმწიფო კომისიის შემადგენლობა და
მტკიცდება სახელმწიფო კომისიის დებულება, რომლითაც განისაზღვრება
სახელმწიფო კომისიის უფლებამოსილება, საქმიანობის ვადა და წესი.
47
4. სახელმწიფო კომისიას უფლება აქვს, სახელმწიფო დაწესებულებებისგან მიიღოს
თავისი მუშაობისათვის საჭირო ინფორმაცია და სხვა დოკუმენტები.
5. სახელმწიფო კომისიას ორგანიზაციულად და ტექნიკურად უზრუნველყოფს
პარლამენტის აპარატი. სახელმწიფო კომისიის ხარჯები იფარება პარლამენტის
ბიუჯეტიდან.
მუხლი 59. სათათბირო ორგანოს სხდომის გამართვის შეზღუდვა
პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას სათათბირო ორგანოს
სხდომის გამართვა დაუშვებელია.
თავი IX. დროებითი საგამოძიებო კომისია
მუხლი 60. დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის საფუძვლები
1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის შესაბამისად, ამ მუხლით
გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას პარლამენტში იქმნება დროებითი
საგამოძიებო კომისია სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ
საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და
შესაბამისი რეაგირების მიზნით. დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტის
საქმიანობის დროებითი სუბიექტია.
2. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია:
ა) ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო
ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც
საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს,
ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს;
ბ) ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის,
არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ.
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
3. დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება მხოლოდ კონკრეტული საკითხის
შესასწავლად და უქმდება რეგლამენტით დადგენილი წესით, საკითხის
შესწავლისთანავე.
4. დროებითი საგამოძიებო კომისია ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე.
5. დროებითი საგამოძიებო კომისია შეიმუშავებს დებულებას, რომელსაც
ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.
მუხლი 61. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა
48
1. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის
დადგენილების
პროექტის
ინიციირების
უფლება
აქვს
პარლამენტის
თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის სრული შემადგენლობის
არანაკლებ ერთ მეხუთედს. პარლამენტის დადგენილების პროექტი უნდა
შეიცავდეს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროების სათანადო
დასაბუთებას. პარლამენტის დადგენილების პროექტი გადაეცემა პარლამენტის
ბიუროს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში
შესატანად. პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე
გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით.
გადაწყვეტილების მიღებისას მოწინააღმდეგეთა ხმები მხედველობაში არ მიიღება.
პარლამენტის დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს დროებითი საგამოძიებო
კომისიის შექმნის საფუძველი, გამოსაკვლევ საკითხთა წრე და კომისიის
უფლებამოსილების ვადა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების მიღებიდან
3 დღის ვადაში დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობასა და
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთაკომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო უახლოეს
სხდომაზე.
3. დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა
წარმომადგენლობისა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო
პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო
პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. ამასთანავე, დროებით
საგამოძიებო კომისიაში ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით
მაინც და დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ
უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები.
4. ფრაქციები და უფრაქციო პარლამენტის წევრები ამ მუხლის მე-2 პუნქტის
შესაბამისად განსაზღვრული კვოტების დაცვით, პარლამენტის ბიუროს მიერ
კვოტების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში,
თავიანთი გადაწყვეტილებით წარადგენენ დროებითი საგამოძიებო კომისიის
წევრებს და ამის შესახებ აცნობებენ პარლამენტის ბიუროს.
5. დროებით საგამოძიებო კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტების განსაზღვრა და შესაბამისი პარლამენტის წევრების კომისიაში გაწევრება
ასევე შესაძლებელია რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით
დადგენილი წესით.
6. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების წარდგენის შესახებ ინფორმაციის
პარლამენტის ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან არაუგვიანეს 5 დღისა
იმართება დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა.
49
7. დროებითი საგამოძიებო კომისია პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ირჩევს
კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის მდივანს, შეიმუშავებს დროებითი
საგამოძიებო კომისიის დებულებას.
მუხლი 62. დროებითი საგამოძიებო კომისიის თანამდებობის პირები
1. დროებითი საგამოძიებო კომისიის თანამდებობის პირები არიან: დროებითი
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე და დროებითი საგამოძიებო კომისიის
თავმჯდომარის მოადგილე.
2.
დროებითი
საგამოძიებო
კომისიის
თანამდებობის
კომპეტენციისთვის
მიკუთვნებულ
უფლებამოსილებებს
სამართლიანად და მიუკერძოებლად.
პირები
მათი
ახორციელებენ
3. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს კომისიას პარლამენტში და მის გარეთ;
ბ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;
გ) კოორდინაციას უწევს კომისიის წევრთა საქმიანობას;
დ) ხელს აწერს კომისიის აქტებს და მისი სხდომების ოქმებს;
ე) ახორციელებს ამ რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) კომისიის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების
შეუძლებლობის შემთხვევაში დროებით ასრულებს კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობას;
ბ) ასრულებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;
გ) ახორციელებს კომისიის
უფლებამოსილებებს.
დებულებით
მისთვის
მინიჭებულ
სხვა
მუხლი 63. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარისა და დროებითი
საგამოძიებო
კომისიის
თავმჯდომარის
მოადგილის
არჩევა
და
უფლებამოსილების შეწყვეტა
1. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარესა და დროებითი საგამოძიებო
კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს კომისიის წევრთაგან, კომისიის სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომისია.
50
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების კანდიდატურების
დასახელების უფლება აქვს კომისიის წევრთა ერთ მესამედზე მეტს.
3. თუ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე უმრავლესობის წევრია,
დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე არ შეიძლება იყოს
უმრავლესობის წევრი, ხოლო თუ დროებითი საგამოძიებო კომისიის
თავმჯდომარე არ არის უმრავლესობის წევრი, დროებითი საგამოძიებო კომისიის
თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს უმრავლესობის წევრი.
4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების არჩევისას 1
კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.
თუ 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო
რაოდენობა, ამ ორ კანდიდატს შორის იმართება მეორე ტური, რომელშიც
არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მეტი ხმა მიიღო. ხმების თანაბრად
გაყოფისას არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.
5. თუ ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად დროებითი საგამოძიებო
კომისიის თავმჯდომარე ვერ აირჩა, იგი აირჩევა წილისყრით.
6. დროებით საგამოძიებო კომისიას კომისიის სიითი შემადგენლობის ერთ
მესამედზე მეტის ინიციატივით უფლება აქვს, სიითი შემადგენლობის
უმრავლესობით ნებისმიერ დროს თანამდებობიდან გადააყენოს კომისიის
თავმჯდომარე ან კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან
გადადგომის შესახებ განცხადებას ცნობად იღებს დროებითი საგამოძიებო კომისია.
8. ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებებისა და ინფორმაციის შესახებ
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა აცნობოს პარლამენტის ბიუროს.
მუხლი 64. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის უფლებამოსილების
შეწყვეტა
1. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრს უფლება აქვს, პირადი განცხადებით
გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან.
2. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის სხვა
საფუძვლები განისაზღვრება რეგლამენტის 53-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით.
3. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის
შემთხვევაში ფრაქციას უფლება აქვს, წარადგინოს ახალი წევრი.
მუხლი 65. დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა
51
1. დროებითი საგამოძიებო კომისია შეიძლება შეიქმნას არაუმეტეს 3 თვის ვადით.
დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა ამ მუხლის მე-2
პუნქტით დადგენილი წესით შეიძლება გაგრძელდეს თითო თვით. დროებითი
საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს
6 თვეს.
2. თუ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დადგენილ ვადაში ვერ წარმოადგინა
განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილების პროექტი, პარლამენტი უახლოეს
პლენარულ სხდომაზე ისმენს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს და
მის საფუძველზე სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით იღებს
ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ;
ბ) კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
3. თუ შესაბამისი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე
დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა
დაუშვებელია. პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე
ყველა დროებით საგამოძიებო კომისიას უწყდება უფლებამოსილება. დროებითი
საგამოძიებო კომისია ვალდებულია აღნიშნულ დრომდე წარმოადგინოს გაწეული
საქმიანობის ანგარიში. თუ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ამ დრომდე ვერ
მოამზადა დასკვნა განსახილველ საკითხზე, კომისიის მიერ მოპოვებული მასალა
და შესაბამისი ანგარიში გადაეცემა ახალი მოწვევის პარლამენტს, რომელიც
რეგლამენტის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით იღებს
გადაწყვეტილებას საკითხის შემდგომი შესწავლისა და განხილვის შესახებ.
4. დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ საქმიანობის დასრულების შემდეგ ამ
საქმიანობასთან დაკავშირებული მასალები კანონით დადგენილი წესით გადაეცემა
პარლამენტის აპარატს.
მუხლი 66. დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილება
1. დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში მის სხდომაზე
გამოცხადება სავალდებულოა.
2. დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს, შესასწავლ საკითხთან
დაკავშირებით ამა თუ იმ გარემოების გამო მოიწვიოს ნებისმიერი პირი და მას
წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოართვას, გარდა კანონით გათვალისწინებული
შემთხვევებისა.
3. დროებითი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია კონკრეტული დავალების
შესასრულებლად
შესაბამისი
სახელმწიფო
ორგანოს
ხელმძღვანელთან
შეთანხმებით მოიწვიოს საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა
52
სამინისტროს, სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის, სხვა ორგანოთა,
დაწესებულებათა და უწყებათა თანამშრომლები, რომლებიც საჭიროების
შემთხვევაში, დროებითი საგამოძიებო კომისიის კონკრეტული დავალების
შესრულების ვადით თავისუფლდებიან სამსახურებრივი მოვალეობისაგან,
შესაბამის სახელმწიფო ორგანოში უნარჩუნდებათ ხელფასი და უნაზღაურდებათ
სამივლინებო ხარჯები.
4. დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში სახელმწიფო
ორგანოები, თანამდებობის პირები, ფიზიკური პირები და იურიდიული პირები
ვალდებული არიან კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, დადგენილი წესით
წარადგინონ საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი დასკვნები და სხვა
საჭირო მასალები. დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს, განსახილველ
საკითხზე ინფორმაციის მოპოვების მიზნით სახელმწიფო კონტროლის შესაბამისი
ორგანოს წინაშე დასვას საკითხი.
5. დროებითი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია წერილობითი მოთხოვნით
მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურორს და საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ადგილზე გაეცნოს სისხლის
სამართლის საქმეს და მიიღოს შესაბამისი საქმის მასალების ასლები, აგრეთვე
გაეცნოს გამოძიების არდაწყების შესახებ არსებულ მასალებს, თუ კომისიას მიაჩნია,
რომ აღნიშნულ საქმეში ან მასალებში შეიძლება მოიპოვებოდეს მის მიერ
განსახილველი საკითხის გამოკვლევისათვის საჭირო მონაცემები.
6. გამომძიებელი ვალდებულია დროებითი საგამოძიებო კომისიის წერილობითი
მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს გენერალური პროკურორის დავალებით
უზრუნველყოს კომისიის წევრებისათვის სისხლის სამართლის საქმისა და
მასალების ადგილზე გაცნობისა და ასლების მიღების შესაძლებლობა.
7. არასრულწლოვნისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევას უნდა ესწრებოდეს
მისი კანონიერი წარმომადგენელი. 14 წელს მიუღწეველ პირს განემარტება, რომ
აუცილებელია სწორი ახსნა-განმარტების მიცემა, მაგრამ მას არ აფრთხილებენ
ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმისათვის ან მისი მიცემისთვის თავის
არიდებისათვის და შეგნებულად ცრუ ახსნა-განმარტების მიცემისათვის სისხლის
სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.
8. თუ პირმა არ იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, მოწვეული უნდა იქნეს
თარჯიმანი. სმენისა და მეტყველების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შემთხვევაში მოწვეული უნდა იქნეს
ის პირი, რომელმაც იცის მისი სალაპარაკო ენა. თუ თარჯიმანი ან ის პირი,
რომელმაც იცის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სალაპარაკო ენა,
შეგნებულად არასწორად თარგმნის, იგი პასუხს აგებს საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის შესაბამისად.
53
9. მოწვეულ პირს ახსნა-განმარტება დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე
ჩამოერთმევა. გამონაკლის შემთხვევაში დროებით საგამოძიებო კომისიას შეუძლია
პირისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა დაავალოს კომისიის არანაკლებ 3
წევრს, რომელთაგან ერთი მაინც არ უნდა იყოს უმრავლესობის წარმომადგენელი.
ახსნა-განმარტების ჩამორთმევის წინ პირს აფრთხილებენ ახსნა-განმარტების
მიცემაზე უარის თქმისათვის ან მისი მიცემისთვის თავის არიდებისათვის და
შეგნებულად ცრუ ახსნა-განმარტების მიცემისათვის სისხლის სამართლის
პასუხისმგებლობის შესახებ, რაც აღინიშნება ახსნა-განმარტების ტექსტში და
დასტურდება მოწვეული პირის ხელმოწერით. ამასთანავე, დროებით საგამოძიებო
კომისიას შეუძლია კომისიის ერთ-ერთ წევრს დაავალოს იმ პირისთვის ახსნაგანმარტების ჩამორთმევა, რომელმაც თავად ისურვა, დროებითი საგამოძიებო
კომისიისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიეწოდებინა. კომისიის ეს წევრი
ახსნა-განმარტების ჩამორთმევის წინ ამ პირს აფრთხილებს შეგნებულად ცრუ
ახსნა-განმარტების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის
შესახებ, რაც დასტურდება მოწვეული პირის ხელმოწერით. პირისთვის ახსნაგანმარტების ჩამორთმევის თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს
დროებითი
საგამოძიებო
კომისიის
შესაბამისი
წევრი.
გაფრთხილება,
ხელმოწერილი ოქმი და ახსნა-განმარტების აუდიოჩანაწერი დროებით
საგამოძიებო კომისიას გადაეცემა. ახსნა-განმარტების მასალების გაცნობის შემდეგ
დროებით საგამოძიებო კომისიას შეუძლია აღნიშნული პირი მიიწვიოს შესასწავლ
საკითხთან დაკავშირებით შემდგომი ახსნა-განმარტების ჩამოსართმევად.
10. დროებითი საგამოძიებო კომისიის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების
წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
11. დროებითი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია პარლამენტს მიმართოს
წინადადებით საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის
პირთა იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხის აღძვრისათვის პარლამენტის
წევრთა ხელმოწერების შეგროვების შესახებ.
12. დროებით საგამოძიებო კომისიას შეუძლია კონკრეტული საკითხის
მომზადების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფი კომისიის წევრებისა და მოწვეული
ექსპერტების მონაწილეობით.
მუხლი 67. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა
1. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების გამართვის ადგილსა და
პერიოდულობას განსაზღვრავს კომისია.
2. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება
კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. დროებითი საგამოძიებო კომისია
გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თუ
54
რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხმების თანაბრად გაყოფისას
იმართება ხელახალი კენჭისყრა. თუ გადაწყვეტილება კვლავ არ იქნა მიღებული,
საკითხი უარყოფილად ითვლება.
3. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის გამართვის თარიღი და დღის
წესრიგი კომისიის წევრებს წინასწარ ეცნობება. აღნიშნული ინფორმაცია სხდომის
თარიღის დანიშვნისთანავე განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე.
4. დროებითი საგამოძიებო კომისიის საჯარო სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის
უფლებით დაესწრონ სხვა პარლამენტის წევრები და მოწვეული პირები. საჯარო
სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით.
5. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის წინადადებით კომისიას შეუძლია
მიიღოს გადაწყვეტილება დახურული სხდომის გამართვის შესახებ. დროებითი
საგამოძიებო კომისიის სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება
დახურული წესით. დროებითი საგამოძიებო კომისიის დახურულ სხდომაზე
დამსწრე პირთა წრეს ადგენს კომისიის თავმჯდომარე.
6. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის პარლამენტის პლენარული
სხდომის მიმდინარეობისას გამართვა დაუშვებელია.
მუხლი 68. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის ოქმი და საპარლამენტო
გამოძიების საიდუმლოება
1. დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა სრულად და ზუსტად აისახება
კომისიის სხდომის ოქმში.
2. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრს უფლება აქვს, გაეცნოს კომისიის
სხდომის ოქმს და გამოთქვას შენიშვნები.
3. თუ დროებითი საგამოძიებო კომისია თავის მუშაობაში იყენებს დოკუმენტებს,
რომლებიც შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, იგი
ვალდებულია დაიცვას ასეთი დოკუმენტების შენახვისა და ამ დოკუმენტებით
სარგებლობისათვის კანონით დადგენილი წესები.
4. დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მოპოვებული ინფორმაციის (მასალის),
კომისიის სხდომის ოქმის სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, თუ ისინი
შეიცავენ სისხლის სამართლის საქმის მასალებს, დასაშვებია საქართველოს
გენერალური პროკურორის თანხმობით, ხოლო სახელმწიფო საიდუმლოების
შემცველი მასალის ან სხდომის ოქმის გამოქვეყნების წესი განისაზღვრება
საქართველოს კანონმდებლობით.
55
5. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები, აგრეთვე სხვა პირები, რომლებიც
მონაწილეობენ კომისიის მუშაობაში, ვალდებული არიან დაიცვან საპარლამენტო
გამოძიების საიდუმლოება.
მუხლი 69. დროებითი საგამოძიებო კომისიის აქტები და მათი განხილვის წესი
1. დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს, განსახილველ საკითხზე
ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად საქართველოს
კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში დასვას საკითხი იმ
შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე, რომელიც ვალდებულია
აღკვეთოს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, ხოლო, საქართველოს
კანონმდებლობის დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, შესაბამისი ორგანოს ან
თანამდებობის პირის წინაშე დასვას გამოძიების დაწყების, ადმინისტრაციული ან
დისციპლინური წარმოების აღძვრის, უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო
ქონების გამოთხოვის ან სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების
შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკითხი. ამასთანავე, თუ არსებობს
გონივრული ეჭვი, რომ ჩადენილია დანაშაულებრივი ქმედება, დროებითი
საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია თავისი საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე
შესაბამისი ორგანოს წინაშე დასვას გამოძიების დაწყების საკითხი, რისთვისაც მას
მიაწვდის სათანადო საქმის მასალებს.
2. დროებითი საგამოძიებო კომისია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით
შეიმუშავებს შემდეგ აქტებს: დასკვნას, რეკომენდაციას, გადაწყვეტილებას.
დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა და რეკომენდაცია მიიღება მხოლოდ
საკითხის განხილვის შემაჯამებელ ეტაპზე, ხოლო გადაწყვეტილება – ამ მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც დროებითი
საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია თავისი საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე
შესაბამისი ორგანოს წინაშე დასვას გამოძიების დაწყების საკითხი, აგრეთვე ამ
რეგლამენტის 66-ე მუხლით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით.
3. დროებითი საგამოძიებო კომისია განსახილველ საკითხზე აქტებს განიხილავს
საჯაროდ, სავალდებულო პირდაპირი ტრანსლაციით, გარდა აქტებში არსებული
იმ
საკითხებისა,
რომელთა
საჯაროობა
შეზღუდულია
საქართველოს
კანონმდებლობით.
4. დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებული დასკვნა/რეკომენდაცია
პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად წარედგინება
პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო ვალდებულია საკითხი შეიტანოს
უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. დროებით საგამოძიებო
კომისიას უფლება აქვს, თავისი აქტები რეაგირებისათვის შესაბამის ორგანოს,
დაწესებულებას ან უწყებას გადაუგზავნოს.
56
5. დროებითი საგამოძიებო კომისიის აქტების
შესაბამისი ორგანოსთვის,
დაწესებულებისთვის ან უწყებისთვის გადაგზავნის შემთხვევაში საკითხის
განხილვის შედეგებისა და განხორციელებულ ღონისძიებათა შესახებ კომისიას
უნდა ეცნობოს არაუგვიანეს 1 თვისა ან მის მიერ დადგენილ ვადაში.
6. დროებითი საგამოძიებო კომისიის პოზიციას პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე წარმოადგენს კომისიის თავმჯდომარე ან მომხსენებელი, რომელსაც
კომისია ირჩევს თავისი შემადგენლობიდან.
7. პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზედაც განიხილება დროებითი
საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული აქტი, შეიძლება იყოს საჯარო ან
დახურული. პარლამენტის გადაწყვეტილებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის
მიერ შემუშავებული აქტის განსახილველად შეიძლება გაიმართოს დახურული
პლენარული სხდომა. სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება
დახურული წესით. დახურული პლენარული სხდომის დაწყებისას სხდომის
თავმჯდომარე აფრთხილებს პარლამენტის წევრებს და დახურულ სხდომაზე
რეგლამენტით დადგენილი წესით დასწრების უფლების მქონე პირებს დროებითი
საგამოძიებო კომისიის, გამოძიების მონაცემების, საიდუმლო ინფორმაციის
შემცველი ცნობების გახმაურებისათვის კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის
შესახებ.
8. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის აქტის
განხილვა იწყება კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის მიერ თავისი
შემადგენლობიდან არჩეული მომხსენებლის გამოსვლით, რომლის ხანგრძლივობა
არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს (აუცილებლობის შემთხვევაში გამოსვლის
ხანგრძლივობა
სხდომის
თავმჯდომარის
გადაწყვეტილებით
შეიძლება
გაგრძელდეს არაუმეტეს 30 წუთით).
9. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება
აქვთ, განსახილველ საკითხზე შეკითხვებით მიმართონ მას. კითხვა-პასუხი და
პარლამენტის წევრთა გამოსვლები მიმდინარეობს რეგლამენტით კანონპროექტის
პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
10. კომისიის ან ფრაქციის მოთხოვნის შემთხვევაში პარლამენტი იღებს
დადგენილებას დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული აქტის
თაობაზე.
11. დროებითი საგამოძიებო კომისია დასკვნასთან ერთად პარლამენტს წარუდგენს
მის ხელთ არსებულ მასალებს. თუ დასკვნას ერთვის სისხლის სამართლის საქმის
მასალები, პარლამენტის საჯარო პლენარული სხდომის გამართვისათვის
აუცილებელია საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობა. საიდუმლო
ინფორმაციის შემცველი ცნობების საჯარო პლენარულ სხდომაზე წარდგენის წესი
განისაზღვრება კანონით.
57
მუხლი 70. დროებითი საგამოძიებო კომისიის დაფინანსება
დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ საქმიანობის პერიოდში გაწეული
ხარჯები, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ხარჯები,
ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. დროებითი საგამოძიებო კომისიის
ხარჯების
ოდენობის
თაობაზე
პარლამენტის
ხაზინადართა
საბჭოს
გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს
პარლამენტის ბიურო.
თავი X. სხვა დროებითი კომისიები
მუხლი 71. სხვა დროებითი კომისიის საქმიანობის საფუძვლები
1. პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ინიციატივით პარლამენტში
იქმნება სხვა დროებითი კომისია (შემდგომ – დროებითი კომისია). დროებითი
კომისია არის პარლამენტის დროებითი სუბიექტი, რომელიც იქმნება
საზოგადოებრივი მნიშვნელობის იმ არამუდმივი ამოცანის შესრულების მიზნით,
რომლის შესრულებაც საჭიროებს საკითხის კოლეგიურ შესწავლასა და
გადაწყვეტას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დროებითი კომისიის
გარდა, პარლამენტში იქმნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და
დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისია, რომლის
თავმჯდომარედ ფრაქციის წარდგინებით პარლამენტი ირჩევს პარლამენტის
თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილეს.
3. დროებითი კომისია ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე.
4. დროებითი კომისია შეიმუშავებს დებულებას, რომელსაც ამტკიცებს
პარლამენტის ბიურო.
მუხლი 72. დროებითი კომისიის შექმნა
1. დროებითი კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტის
ინიციირების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას,
პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. პარლამენტის
დადგენილების პროექტი უნდა შეიცავდეს დროებითი კომისიის შექმნის
საჭიროების სათანადო დასაბუთებას. პარლამენტის დადგენილების პროექტი
გადაეცემა პარლამენტის ბიუროს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის
წესრიგში შესატანად. პარლამენტი დროებითი კომისიის შექმნის საკითხზე
გადაწყვეტილებას
იღებს
პლენარულ
სხდომაზე
დამსწრეთა
ხმების
58
უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი
მესამედისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების მიღებიდან
5 დღის ვადაში დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო
საკითხთა კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე.
3.
დროებითი
კომისიის
შემადგენლობა
განისაზღვრება
ფრაქციათა
წარმომადგენლობისა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო
პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო
პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. ამასთანავე, დროებით
კომისიაში ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც და
დროებით კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის
წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები.
4. ფრაქციები და უფრაქციო პარლამენტის წევრები პარლამენტის ბიუროს მიერ
კვოტების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში
წარადგენენ დროებითი კომისიის წევრებს და ამის შესახებ აცნობებენ პარლამენტის
ბიუროს.
5. დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა
და შესაბამისი პარლამენტის წევრების კომისიაში გაწევრება ასევე შესაძლებელია
რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით დადგენილი წესით.
6. დროებითი კომისიის წევრების წარდგენის შესახებ ინფორმაციის პარლამენტის
ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან არაუგვიანეს 10 დღისა იმართება
დროებითი კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა.
7. დროებითი კომისია პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ირჩევს კომისიის
თავმჯდომარეს და კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, შეიმუშავებს დროებითი
კომისიის დებულებას.
მუხლი 73. დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა
1. დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს
პარლამენტის მიმდინარე მოწვევის ვადას. მიმდინარე მოწვევის ვადაზე ნაკლები
ვადით შექმნილი დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა, პარლამენტის
მიერ, შეიძლება გაგრძელდეს კომისიის დასაბუთებული შუამდგომლობის
საფუძველზე.
2. დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ხორციელდება
იმავე პროცედურით, რომლითაც იქმნება დროებითი კომისია.
მუხლი 74. დროებითი კომისიის თანამდებობის პირები
1. დროებითი კომისიის თანამდებობის პირები არიან: დროებითი კომისიის
თავმჯდომარე და დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
59
2. დროებითი კომისიის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს დრობითი კომისიის საქმიანობა; იწვევს და წარმართავს
დროებითი კომისიის სხდომებს;
ბ) წარმოადგენს დროებით კომისიას პარლამენტში და მის გარეთ;
გ) კოორდინაციას უწევს დროებითი კომისიის წევრთა საქმიანობას;
დ) ხელს აწერს დროებითი კომისიის აქტებს და მისი სხდომების ოქმებს;
ე) ახორციელებს ამ რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ
სხვა უფლებამოსილებებს.
3. დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:
ა)
დროებითი
კომისიის
თავმჯდომარის
მიერ
უფლებამოსილების
განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დროებით ასრულებს დროებითი
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას;
ბ) ასრულებს დროებითი კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;
გ) ახორციელებს დროებითი კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა
უფლებამოსილებებს.
მუხლი 75. დროებითი კომისიის თავმჯდომარისა და დროებითი კომისიის
თავმჯდომარის მოადგილის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა
1. დროებითი კომისიის თავმჯდომარესა და დროებითი კომისიის თავმჯდომარის
მოადგილე დროებითი კომისიის წევრთაგან, დროებითი კომისიის სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს დროებითი კომისია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების კანდიდატურების
დასახელების უფლება აქვს დროებითი კომისიის წევრთა ერთ მესამედზე მეტს.
3. დროებით კომისიას კომისიის სიითი შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის
ინიციატივით უფლება აქვს, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ნებისმიერ
დროს თანამდებობიდან გადააყენოს დროებითი კომისიის თავმჯდომარე ან
დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან
გადადგომის შესახებ განცხადებას ცნობად იღებს დროებითი კომისია.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებებისა და ინფორმაციის შესახებ
დროებითმა კომისიამ უნდა აცნობოს პარლამენტის ბიუროს.
მუხლი 76. დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა
დროებითი კომისიის წევრს უფლება აქვს, პირადი განცხადებით გავიდეს
დროებითი კომისიის შემადგენლობიდან.
მუხლი 77. დროებითი კომისიის სხდომა
60
1. დროებითი კომისიის სხდომებს იწვევს კომისიის თავმჯდომარე.
2. დროებითი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დროებითი
კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. დროებითი კომისია
გადაწყვეტილებას იღებს დროებითი კომისიის სიითი შემადგენლობის
უმრავლესობით, თუ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხმების
თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი კენჭისყრა. თუ გადაწყვეტილება კვლავ
არ იქნა მიღებული, საკითხი უარყოფილად ითვლება.
3. დროებითი კომისიის სხდომის გამართვის თარიღი და დღის წესრიგი დროებითი
კომისიის წევრებს წინასწარ ეცნობება. აღნიშნული ინფორმაცია სხდომის თარიღის
დანიშვნისთანავე განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე.
4. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ დროებითი კომისიის წევრს არ შეუძლია
მონაწილეობა მიიღოს დროებითი კომისიის მუშაობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას
უფლება აქვს, აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით, რის
შესახებაც ფრაქცია დროებითი კომისიის სხდომამდე წერილობით აცნობებს
დროებითი კომისიის თავმჯდომარეს.
5. დროებითი კომისიის სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ
სხვა პარლამენტის წევრები და მოწვეული პირები. საჯარო სხდომა გადაიცემა
პირდაპირი ტრანსლაციით.
6. დროებითი კომისიის წევრის წინადადებით დროებით კომისიას შეუძლია
მიიღოს გადაწყვეტილება დახურული სხდომის გამართვის შესახებ. დროებითი
კომისიის სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დახურული
წესით. დროებითი კომისიის დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს
დროებითი კომისიის თავმჯდომარე.
7. დროებითი კომისიის სხდომის პარლამენტის პლენარული სხდომის
მიმდინარეობისას გამართვა დაუშვებელია.8. დროებითი კომისიის მუშაობა
აისახება დროებითი კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს დროებითი
კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 78. დროებითი კომისიის საქმიანობის ანგარიში , აქტები და მათი
განხილვის წესი
1. დროებითი კომისია მისი უფლებამოსილების ვადის ბოლოს, მაგრამ ყველაზე
ცოტა წელიწადში ერთხელ, პარლამენტის ბიუროს წარუდგენს ანგარიშს მისი
საქმიანობის შესახებ. დროებით კომისიას ასევე შეუძლია ნებისმიერ დროს
პარლამენტის ბიუროს წარუდგინოს შუალედური ანგარიში.
2. დროებით კომისიას განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით შეუძლია
შეიმუშავოს დასკვნები და რეკომენდაციები.
3. დროებით კომისიას უფლება აქვს, თავისი აქტები რეაგირებისათვის შესაბამის
ორგანოს, დაწესებულებას ან უწყებას გადაუგზავნოს. დროებითი კომისიის
აქტების შესაბამისი ორგანოსთვის, დაწესებულებისთვის ან უწყებისთვის
61
გადაგზავნის შემთხვევაში საკითხის განხილვის შედეგებისა და განხორციელებულ
ღონისძიებათა შესახებ დროებით კომისიას უნდა ეცნობოს არაუგვიანეს 1 თვისა ან
მის მიერ დადგენილ ვადაში.
4. დროებითი კომისიის მიერ მიღებული დასკვნა/რეკომენდაცია წარედგინება
პარლამენტის ბიუროს.
5. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია დროებითი კომისიის ანგარიში, დასკვნა,
რეკომენდაცია შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხი განიხილება კანონპროექტის
პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით.
6. დროებითი კომისიის პოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
წარმოადგენს დროებითი კომისიის თავმჯდომარე ან მომხსენებელი, რომელსაც
დროებითი კომისია ირჩევს თავისი შემადგენლობიდან.
7. დროებითი კომისიის ან ფრაქციის მოთხოვნის შემთხვევაში პარლამენტი იღებს
დადგენილებას დროებითი კომისიის მიერ შემუშავებული აქტის თაობაზე.
მუხლი 79. დროებითი კომისიის დაფინანსება
დროებითი კომისიის მიერ საქმიანობის პერიოდში გაწეული ხარჯები, მათ შორის
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ხარჯები, ანაზღაურდება
პარლამენტის ბიუჯეტიდან. დროებითი კომისიის ხარჯების ოდენობის თაობაზე
პარლამენტის
ხაზინადართა
საბჭოს
გადაწყვეტილებას
პარლამენტის
თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.
კარი III. პარლამენტის სესია და სხდომა
თავი XI. პარლამენტის სესია
მუხლი 80. პარლამენტის მორიგი და რიგგარეშე სესიები
1. პარლამენტი იკრიბება მორიგ ან რიგგარეშე სესიაზე.
2. პარლამენტი მორიგ სესიაზე საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ამ
რეგლამენტით დადგენილი წესით იკრიბება წელიწადში ორჯერ – საგაზაფხულო
და საშემოდგომო სესიებზე. საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ
სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს, ხოლო საგაზაფხულო სესია
იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის ბოლო პარასკევს.
3. სესიის გახსნისას და დახურვისას სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
4. პარლამენტის სესია გახსნილად ცხადდება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე,
ხოლო დახურულად − პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ან პარლამენტის
ბიუროს სხდომაზე.
62
5. პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე იკრიბება მხოლოდ მორიგ სესიებს შორის
პერიოდში, ხოლო რიგგარეშე სხდომაზე/სხდომებზე − მორიგი სესიის
მიმდინარეობისას.
6. პარლამენტის მორიგი სესია ოფიციალურად მოწვევას არ საჭიროებს.
პარლამენტის რიგგარეშე სესია და სხდომა მოიწვევა საქართველოს
კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და
დადგენილი წესით.
7. საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის
სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის ან საქართველოს მთავრობის
მოთხოვნით პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში იწვევს რიგგარეშე სესიას,
ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას − რიგგარეშე სხდომას.
8. პარლამენტის თავმჯდომარე ან პარლამენტის სრული შემადგენლობის
არანაკლებ ერთი მეოთხედი პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე
წერილობით მოთხოვნას ან პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე
წერილობით მოთხოვნას საქართველოს პრეზიდენტს გადასცემს. პარლამენტის
რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას ერთვის
რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხა, ხოლო პარლამენტის
რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას – რიგგარეშე
სესიაზე განსახილველ სავარაუდო საკითხთა ნუსხა.
9. პარლამენტის რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის აქტი
გამოიცემა წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით
პარლამენტი იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში.
10. საქართველოს მთავრობა პარლამენტის რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე
სხდომის მოწვევის თაობაზე მოთხოვნას საქართველოს პრეზიდენტს გადასცემს.
11. საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სესიას ან რიგგარეშე
სხდომას მოიწვევს მოწვევის შესახებ მოთხოვნაში განსაზღვრულ ვადაში, რაც
პარლამენტის წევრებს პირადად უნდა ეცნობოთ.
12. პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევისას მისი დღის წესრიგი განისაზღვრება
ამ რეგლამენტის 85-ე მუხლით დადგენილი წესით. პარლამენტის რიგგარეშე
სხდომა იმართება მხოლოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი
ამოწურვისთანავე.
13. პარლამენტის რიგგარეშე სესიასა და რიგგარეშე სხდომაზე ვრცელდება ამ
რეგლამენტის 82-ე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტების მოთხოვნები.
14. პარლამენტის რიგგარეშე სესია ან რიგგარეშე სხდომა უნდა დამთავრდეს
მორიგი სესიის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 დღისა. პარლამენტს შეუძლია მორიგი
63
სესიის დღის წესრიგში შეიტანოს ის საკითხი/საკითხები, რომლის/რომელთა
განხილვაც ვერ დაასრულა რიგგარეშე სესიაზე.
მუხლი 81. საგანგებო სესია
1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის
გამოცხადებისთანავე პარლამენტი დაუყოვნებლივ იკრიბება საგანგებო სესიაზე.
თუ აღნიშნული პერიოდი ემთხვევა პარლამენტის მორიგ ან რიგგარეშე სესიას,
პარლამენტი მუშაობას აგრძელებს საგანგებო სესიის რეჟიმში. საგანგებო სესია
გრძელდება აღნიშნული მდგომარეობის გაუქმებამდე, პარლამენტის ბიუროს მიერ
შემუშავებული გეგმის მიხედვით.
2. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების, ზავის დადების,
საქართველოს
პრეზიდენტის
დეკრეტების
დამტკიცების,
საქართველოს
კონსტიტუციით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში
თავდაცვის
ძალების
გამოყენების, ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის,
გამოყენებისა და გადაადგილების საკითხებს პარლამენტი განიხილავს
დაუყოვნებლივ და მათ კენჭი ეყრება წინასწარი საკომიტეტო მოსმენისა და სხვა
შესაბამისი პროცედურების გავლის გარეშე.
3. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს
პრეზიდენტის გადაწყვეტილება განიხილება საქართველოს კონსტიტუციის 71-ე
მუხლითა და რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტის საგანგებო
სხდომაზე, შემდეგი გამონაკლისების გათვალისწინებით:
ა) ძირითად მომხსენებლად გამოდის საქართველოს პრეზიდენტი ან მის მიერ
საგანგებოდ უფლებამოსილი პირი;
ბ) თანამომხსენებლებად გამოდიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან
საქართველოს მთავრობის საგანგებოდ უფლებამოსილი პირი, კომიტეტებისა და
ფრაქციების წარმომადგენლები – 10-10 წუთით;
გ) კამათი არ მიმდინარეობს;
დ) დასკვნითი სიტყვით გამოდიან მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი ან მის
მიერ საგანგებოდ უფლებამოსილი პირი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან
საქართველოს მთავრობის საგანგებოდ უფლებამოსილი პირი.
4. თანხმობის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აწერს
ხელს და აქვეყნებს პარლამენტის დადგენილებას საგანგებო ან საომარი
მდგომარეობის გამოცხადებაზე ანდა ზავის დადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
64
5. თუ პარლამენტი საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ
ანდა ზავის დადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ
დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას.
მუხლი 82. მორიგი სესიის ორკვირიანი ციკლი
1. პარლამენტის მორიგი სესია იგეგმება ორკვირიანი ციკლით. პირველი კვირა,
გარდა ახალარჩეული პარლამენტის სხდომების პირველი კვირისა, ეთმობა
პლენარულ სხდომებს, ხოლო მეორე კვირა − კომიტეტების მუშაობას და
ამომრჩევლებთან შეხვედრებს. პარლამენტის წევრების ამომრჩევლებთან
შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფენ ფრაქციათა აპარატები.
2. პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომები, გარდა საგანგებო და საომარი
მდგომარეობებისა, იმართება, როგორც წესი, პლენარული სხდომების კვირის
სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს, 12 საათიდან 21 საათამდე. 15
საათიდან 16 საათამდე ცხადდება შესვენება. 21 საათის შემდგომ პარლამენტის
პლენარული სხდომა დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ
პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა შეიძლება გაგრძელდეს
მიმდინარე საკითხის დასრულებამდე ანდა გადაწყვეტილების მიღებამდე.
ამასთანავე, პარლამენტის პლენარული სხდომა საქართველოს პრეზიდენტის
ყოველწლიური მოხსენების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლის,
პოლიტიკური დებატების, ინტერპელაციის, ფრაქციის თავისუფალი ტრიბუნის,
საქართველოს მთავრობის ნდობის საკითხის განხილვის, საქართველოს ეროვნული
ბანკის ანგარიშის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის, საქართველოს
სახალხო დამცველის ანგარიშის, საქართველოს გენერალური პროკურორის
ანგარიშის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის
ანგარიშის განხილვის დროს შეიძლება გაგრძელდეს საკითხის ამოწურვამდე.
3. პარლამენტის მორიგი სესიის სამუშაო ციკლის მსვლელობისას პლენარული
სხდომები, როგორც წესი, არ იმართება ორშაბათს და კანონით გათვალისწინებულ
დასვენების და უქმე დღეებში. პლენარული სხდომების კვირაში ორშაბათს და
კანონით გათვალისწინებულ დასვენების და უქმე დღეებში პარლამენტის
პლენარული სხდომების გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს
პარლამენტის ბიურო.
4. საჭიროების შემთხვევაში პარლამენტს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით,
მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა,
ცვლილება შეაქვს თავისი მუშაობის განრიგში.
5. პარლამენტის ან მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების წელს არჩევნებამდე
1 თვის განმავლობაში, ხოლო პარლამენტის არჩევნების შემთხვევაში, ასევე, ახალი
მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, როგორც წესი,
65
პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება. ამ პერიოდში, თუ იგი ემთხვევა
პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების კვირას, საჭიროების
შემთხვევაში პლენარულ სხდომებს იწვევს პარლამენტის თავმჯდომარე თავისი
ინიციატივით ან პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი
მეოთხედის მოთხოვნით. სხვა შემთხვევაში პლენარული სხდომა მოიწვევა და
იმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომისთვის ამ რეგლამენტის 82-ე მუხლით
დადგენილი წესით.
თავი XII. პარლამენტის პლენარული სხდომა
მუხლი 83. პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი
1. პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი (შემდგომ – სხდომათა დარბაზი)
დაყოფილია ორ იარუსად. პირველ იარუსზე განთავსებულია პლენარული
სხდომის სივრცე, ხოლო მეორე იარუსზე - ვიზიტორთა სივრცე.
2. საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სივრცეების სექტორებად
დაყოფა და სხდომათა დარბაზში პირთა დაშვების წესი წესრიგდება პარლამენტის
თავმჯდომარის ბრძანებით.
3. სხდომათა დარბაზში გამოყოფილია სპეციალური ადგილი საქართველოს
პრეზიდენტისათვის. სხდომათა დარბაზში საქართველოს პრეზიდენტის შესვლა
განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და საგანგებოდ ცხადდება.
4. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ფრაქციებისთვის და უფრაქციო
წევრებისთვის პლენარული სხდომების სივრცეში გამოიყოფა შესაბამისი
სექტორები.
სექტორის
შიგნით
ფრაქციის
წევრებისთვის
ადგილების
მიკუთვნებაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფრაქცია. უფრაქციო წევრების
სექტორის შიგნით პარლამენტის წევრებისთვის ადგილების მიკუთვნების შესახებ,
უფრაქციო წევრებთან კონსტულრაციის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს
პარლამენტის თავმჯდომარე.
5. სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საქმიანი ან
ეროვნული.
მუხლი 84. პლენარული სხდომა
1. პარლამენტის პლენარული სხდომები, გარდა დახურული სხდომისა, საჯაროდ
მიმდინარეობს. საჯარო პლენარულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ
დადგენილი წესით აკრედიტებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა
წარმომადგენლებს.
66
2. პარლამენტის
ტრანსლაციით.
საჯარო
პლენარული
სხდომა
გადაიცემა
პირდაპირი
3. საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს
მთავრობის სხვა წევრები, მათი მოადგილეები, საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს
თავმჯდომარე,
საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს
თავმჯდომარე,
გენერალური
აუდიტორი,
საქართველოს
გენერალური
პროკურორი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საქართველოს
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო
მდივანი და საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილი არიან საკუთარი
ინიციატივით დაესწრონ პარლამენტის პლენარულ სხდომას.
4. ისეთი საკითხების განხილვისას, რომლებიც საიდუმლოების დაცვას საჭიროებს,
საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს
პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მთავრობის სხვა წევრებს, კომიტეტსა და
ფრაქციას შეუძლიათ დასვან პარლამენტის პლენარული სხდომის ან მისი ნაწილის
დახურულად გამოცხადების საკითხი. პლენარული სხდომის ან მისი ნაწილის
დახურვის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება და მიიღება დახურული წესით.
გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენარულ
სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული
შემადგენლობის ერთი მესამედისა.
5. დახურულ პლენარულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს სხდომის
თავმჯდომარე.
6. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე დამსწრეთ ჩაქუჩის ორი
დარტყმით აცნობებს სხდომის დაწყებას, ხოლო სამი დარტყმით – სხდომის
დამთავრებას. ყოველი სხვა პროცედურის დაწყება და დამთავრება ჩაქუჩის ერთი
დარტყმით აღინიშნება. სხდომის თავმჯდომარეს სხდომათა დარბაზში წესრიგის
დაცვაში ეხმარება პარლამენტის აპარატის მანდატურის სამსახური.
7. პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, პარლამენტის წევრების
გარდა, სხდომათა დარბაზის პლენარული სხდომის სივრცეში ყოფნის უფლება
აქვთ მხოლოდ კანონპროექტზე მომხსენებებლებს, თანამომხსენებლებს,
საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო
მდივნებს, მანდატურებს, პარლამენტის აპარატის სხვა უფლებამოსილ პირებს და
სხდომის თავმჯდომარის მიერ დაშვებულ პირებს.
მუხლი 85. პლენარული სხდომის დღის წესრიგი
1. პარლამენტის ბიურო განსახილველი კანონპროექტებისა და სხვა საკითხების
ნუსხის საფუძველზე ადგენს პარლამენტის სასესიო კვირის პლენარული
სხდომების დღის წესრიგის პროექტს.
67
2. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია პარლამენტის პლენარული სხდომის
დღის წესრიგის პროექტში შეიტანოს საკითხი, თუ არ არის დარღვეული
რეგლამენტით განსაზღვრული საკომიტეტო განხილვის ვადები და წესი.
3. საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას, უფრაქციო პარლამენტის წევრს
უფლება აქვს, ყოველი თვის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს
დღის პირველ ნახევარში, რეგლამენტით დადგენილი წესით მოითხოვოს მის მიერ
ინიციირებული კანონის ან პარლამენტის დადგენილების პროექტის ან
პარლამენტის სხვა აქტის განსახილველად განსაზღვრული დროის გამოყოფა.
პარლამენტის ბიურო ვალდებულია საკითხი რეგლამენტით დადგენილი წესით
შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. ამ პუნქტით
გათვალისწინებული საკითხი განიხილება შესაბამისი საკითხის განხილვისათვის
რეგლამენტით დადგენილი წესით.
4. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე წარადგენს დღის წესრიგის
პროექტს, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით,
ღია კენჭისყრით (ხელის აწევით). სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით
შესაძლებელია საკითხების თანამიმდევრობის შეცვლა ან/და საკითხის რიგგარეშე
განხილვა.
5. პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით
თითოეულ პარლამენტის წევრს ეძლევა 3-წუთიანი სიტყვა. დროის გაგრძელების
საკითხი არ განიხილება.
6. თუ საქართველოს მთავრობა, პარლამენტის წევრი, პარლამენტის კომიტეტის
თავმჯდომარე ან ფრაქციის თავმჯდომარე მოითხოვს საკითხის პარლამენტის
პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანას ან დღის წესრიგიდან ამოღებას,
სხდომის თავმჯდომარე განმარტავს საკითხის დღის წესრიგში შეუტანლობის ან
დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს, რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის
კენჭისყრაზე დაყენება. პარლამენტი საკითხის პლენარული სხდომის დღის
წესრიგში შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას ან საკითხის პლენარული სხდომის
დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკითხის
განხილვის გარეშე, სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ
არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა. ამასთანავე,
საკითხის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანა
შესაძლებელია, თუ მას გავლილი აქვს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული
შესაბამისი პროცედურები.
7. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ
წარდგენილი კანონპროექტები და მიმართვები მისი მოთხოვნის საფუძველზე
რიგგარეშე განიხილება.
8. თუ კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის (გარდა საქართველოს
კონსტიტუციური კანონის პროექტისა) პარლამენტის პლენარული სხდომის დღის
68
წესრიგში შეტანიდან 6 თვის განმავლობაში არ გამოიტანს კანონპროექტს
პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისთვის, კანონპროექტი
პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება.
მუხლი 86. პლენარული სხდომის თავმჯდომარე
1. პარლამენტის პლენარულ სხდომას წარმართავს პარლამენტის თავმჯდომარე ან
მისი დავალებით მისი ერთ-ერთ მოადგილე. სხდომის თავმჯდომარე
ვალდებულია სამართლიანად და მიუკერძოებლად წარმართოს პლენარული
სხდომა.
2. პლენარული სხდომის თავმჯდომარე:
ა) აუწყებს პარლამენტს სხდომის გახსნასა და დამთავრებას;
ბ) უძღვება საკითხების განხილვას;
გ) უზრუნველყოფს რეგლამენტის დაცვას;
დ) სიტყვას აძლევს გამომსვლელს რეგლამენტით დადგენილი წესით;
ე) კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ვ) ხელს აწერს სხდომაზე მიღებულ საოქმო გადაწყვეტილებებს;
ზ) რეგლამენტის 229-ე მუხლის პირველი – მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევაში სიტყვას ართმევს გამომსვლელს, გაფრთხილებას აძლევს, სხდომათა
დარბაზს ატოვებინებს პარლამენტის წევრს ან მოწვეულ პირს;
თ) რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წყვეტს სხდომას, ცალკეულ
შემთხვევებში აცხადებს შესვენებას;
ი) კანონპროექტის/სხვა საკითხის განხილვისას საჭიროების შემთხვევაში
კენჭისყრაზე აყენებს განხილვის შეჩერებისა და მხარეთა მონაწილეობით
საკონსულტაციო შეხვედრის გამართვის საკითხს;
კ) კენჭისყრაზე დასაყენებელი ვარიანტების სიმრავლისას ან საჭიროების
შემთხვევაში ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით აწყობს სარეიტინგო
გამოკითხვას და ავტორებს სთავაზობს ნაკლებად რეალური წინადადებების
მოხსნას;
ლ) ახორციელებს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. პლენარული სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, რეგლამენტით დადგენილი
წესით მიიღოს მონაწილეობა საკითხთა განხილვაში. სხდომის თავმჯდომარე
უფლებამოსილების გადაცემის შემდეგ თავისი მოვალეობის შესრულებას
უბრუნდება გამოსვლის დამთავრებისთანავე.
69
4. პლენარული სხდომის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, კომენტარი გაუკეთოს
პარლამენტის წევრის გამოსვლას ან სიტყვა შეაწყვეტინოს მას ამ მიზნით, შეაფასოს
პარლამენტის წევრის გამოსვლა, უპასუხოს შეკითხვას, თუ შეკითხვა უშუალოდ მას
არ დაუსვეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პარლამენტის წევრი არღვევს
რეგლამენტის მოთხოვნებს.
მუხლი 87. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია . სხდომის გაცდენის საპატიო
მიზეზი
1. პარლამენტის პლენარული სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება
პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
2. დილის სხდომის გახსნის წინ, ასევე კენჭისყრის წინ ტარდება პარლამენტის
წევრთა რეგისტრაცია.
3. პარლამენტის წევრთა რეგისტრაციის ჩატარების შემდეგ რეგისტრაციის
შედეგებს საჭიროების შემთხვევაში, პლენარული სხდომის თავმჯდომარის
გადაწყვეტილებით, ადასტურებს მანდატურთუხუცესი, რომელიც პირადად არის
პასუხისმგებელი მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტისათვის.
4. თუ პარლამენტის წევრთა რეგისტრაციის შედეგი და მანდატურთუხუცესის
ინფორმაცია ეჭვს იწვევს, ფრაქციას, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ
შვიდკაციან ჯგუფს უფლება აქვს, მოითხოვოს რეგისტრაციის შედეგების შემოწმება
რეგისტრირებულ პირთა სიის ამოკითხვით. ხელახალი რეგისტრაციის ჩატარების
შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც
საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის რეგისტრაციის საბოლოო შედეგს. ასეთ
შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ
არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა.
5. თუ, პლენარული სხდომის გახსნისას ჩატარებული რეგისტრაციის შედეგების
მიხედვით, სხდომათა დარბაზში არ იმყოფება პარლამენტის წევრთა საკმარისი
რაოდენობა, რეგისტრაციის ჩატარებიდან 15 წუთის განმავლობაში სხდომის
თავმჯდომარე ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. თუ ამ შემთხვევაშიც არ
აღმოჩნდა პარლამენტის წევრთა საკმარისი რაოდენობა, მომდევნო 45 წუთის
განმავლობაში სხდომის თავმჯდომარე ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. თუ არც
ამ შემთხვევაში აღმოჩნდა პარლამენტის წევრთა საკმარისი რაოდენობა, სხდომის
თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას შემდგომი რეგისტრაციის ჩატარების ან
სხდომის არგამართვის შესახებ.
6. ფრაქციის თავმჯდომარე დილის სხდომის გახსნისას რეგისტრაციამდე
პარლამენტის
თავმჯდომარესა
და
საპროცედურო
საკითხთაკომიტეტს
წერილობით აწვდის ინფორმაციას ამ ფრაქციის წევრთა მიერ პარლამენტის
პლენარული სხდომის გაცდენის მიზეზების შესახებ. უფრაქციო პარლამენტის
70
წევრი მის მიერ პლენარული სხდომის გაცდენის მიზეზის თაობაზე
რეგისტრაციამდე თვითონ წერილობით აცნობებს პარლამენტის თავმჯდომარესა
და საპროცედურო საკითხთაკომიტეტს.
7. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირები განსაზღვრულ ვადაში
არ მიაწვდიან ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარესა და საპროცედურო
საკითხთაკომიტეტს, შესაბამის პარლამენტის წევრს პარლამენტის პლენარული
სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად ჩაეთვლება.
8. პარლამენტის წევრი ვალდებულია რეგლამენტით დადგენილი წესით გაიაროს
რეგისტრაცია. პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა გაცდენილად არ
ჩაეთვლება, თუ იგი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში გაივლის ერთ
რეგისტრაციას მაინც. ამ პუნქტის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს
პასუხისმგებლობის დაკისრებას რეგლამენტის 229-ე მუხლის მე-12 და მე-13
პუნქტების შესაბამისად.
9. პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ
ჩაეთვლება, თუ ფრაქცია ან უფრაქციო პარლამენტის წევრი პოლიტიკური
შეხედულებების გამო არ მონაწილეობს პლენარული სხდომის დღის წესრიგით
გათვალისწინებული კონკრეტული საკითხის განხილვასა და გადაწყვეტაში
(ბოიკოტი). ფრაქციის ან უფრაქციო პარლამენტის წევრმა ბოიკოტის განცხადებით
წერილობით უნდა მიმართოს პარლამენტის თავმჯდომარეს ან სხდომის ოქმში
დაფიქსირების მიზნით ზეპირად განაცხადოს სხდომის მსვლელობისას. ბოიკოტის
განცხადებაში უნდა მიეთითოს დღის წესრიგის საკითხი რომლის განხილვასა და
გადაწყვეტაში მონაწილეობაზეც ცხადდება ბოიკოტი.
10. პარლამენტის წევრის მიერ პლენარული სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად
ითვლება მისი ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით),
სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება,
ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით). ამ მიზეზის თაობაზე
სხდომამდე ინფორმირებული უნდა იქნეს ფრაქციის თავმჯდომარე. ამ პუნქტის
მიზნებისათვის „ოჯახის წევრში“ იგულისხმება მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან
დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა.
11. პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად
არ ეთვლება ასევე საქართველოს პარლამენტში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სხვა
სახელმწიფოს დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის გამო, პარლამენტის
წევრის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, პარლამენტის თავმჯდომარის
წინასწარი წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 88. პოლიტიკური დებატები
71
1. პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედის
მოთხოვნით, წინასწარ განსაზღვრულ საკითხზე, თვეში ერთხელ ინიშნება
პოლიტიკური დებატები.
2. თუ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პოლიტიკურ
დებატებში გამოსვლებისათვის ფრაქციას ეძლევა იმდენი წუთი, რამდენი
პარლამენტის წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 15 და
არაუმეტეს 75 წუთისა, ხოლო თითოეულ უფრაქციო პარლამენტის წევრს – 3 წუთი.
ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ უფრაქციო პარლამენტის
წევრებს შეუძლიათ თითოეული მათგანის გამოსვლისათვის გამოყოფილი დრო
ერთმანეთს დაუთმონ ისე, რომ შესაბამისი პარლამენტის წევრის/წევრების
გამოსვლის/გამოსვლების ხანგრძლივობა ჯამში 15 წუთს არ აღემატებოდეს.
3. პარლამენტის წევრები სიტყვით გამოდიან შემდეგი თანამიმდევრობით:
თავდაპირველად სიტყვით გამოდიან უფრაქციო პარლამენტის წევრები. უფრაქციო
პარლამენტის წევრების გამოსვლის შემდეგ ერთმანეთის მონაცვლეობით გამოდიან
საპარლამენტო ოპოზიციაში და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი
ფრაქციების წარმომადგენლები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განმცხადებელთა
სიაში არ არის ჩაწერილი სხვა ფრაქციის წევრი. ამასთან, გამომსვლეთა
გადანაწილებისას გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ საბოლოო გამომსვლელი
იყოს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციიდან. ფრაქცია მისთვის
გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავს გამომსვლელთა რაოდენობას და
მათზე დროის გადანაწილების სქემას.
4. პლენარული სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია ამ მუხლით
გათვალისწინებული სუბიექტების შეთანხმების საფუძველზე განსხვავებულად
განსაზღვროს გამომსვლელთა თანმიმდევრობა.
5. პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს, მისი გამოსვლისათვის განკუთვნილი
დრო სხვა პარლამენტის წევრს დაუთმოს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევისა. გამომსვლელისათვის გამოყოფილი დროის
გაზრდა დაუშვებელია.6. პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს,
პოლიტიკური დებატების ბოლოს ისარგებლოს 15-წუთიანი გამოსვლის უფლებით.
მუხლი 89. პოლიტიკური განცხადებები
1. პარლამენტის პლენარული სხდომების (გარდა რიგგარეშე სხდომებისა ან
რიგგარეშე სესიისა) კვირის სამშაბათს დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ
პარლამენტის წევრებს ამ მუხლით დადგენილი წესით ეთმობათ დრო
განცხადებებისთვის.
თითოეული
პარლამენტის
წევრის
განცხადების
ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 წუთს. მისთვის გამოყოფილი დროის
გაზრდა ან სხვა პარლამენტის წევრისთვის დათმობა დაუშვებელია.
72
განცხადებებისთვის ფრაქციას ეძლევა იმდენი წუთი, რამდენი პარლამენტის
წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 12 და არაუმეტეს 72
წუთისა. თუ ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის
მიხედვით განსაზღვრული დრო ოთხზე უნაშთოდ არ იყოფა, ნაკლული დრო
შესაბამისად შეივსება ოთხის ჯერადამდე.
2. განცხადებებისთვის უფრაქციო პარლამენტის წევრები პირადად, ხოლო
ფრაქციის წევრები − ფრაქციის ხელმძღვანელ პირთა მეშვეობით, დღის წესრიგის
დამტკიცებამდე ეწერებიან განმცხადებელთა სიაში, რომელიც დგება პარლამენტის
პლენარული სხდომის სამდივნოში და წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს.
ასევე შესაძლებელია, პარლამენტის წევრი განმცხადებელთა სიაში ჩაეწეროს
განცხადებების მიმდინარეობისას. პარლამენტის წევრები სიტყვით გამოდიან
შემდეგი თანამიმდევრობით: თავდაპირველად − ყველაზე მრავალრიცხოვანი
ფრაქციის წარმომადგენლები, შემდეგ − რიგითობის მიხედვით უფრო
მცირერიცხოვანი ფრაქციების წარმომადგენლები, ხოლო ბოლოს − უფრაქციო
პარლამენტის წევრები. ამასთანავე, სიტყვით არ უნდა გამოვიდეს ზედიზედ ერთი
ფრაქციის ორზე მეტი წევრი და ზედიზედ ორი ან ორზე მეტი უფრაქციო
პარლამენტის წევრი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განმცხადებელთა სიაში არ
არის ჩაწერილი სხვა ფრაქციის წევრი ან უფრაქციო პარლამენტის წევრი. სხდომის
თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა დაუშვებელია. ამასთანავე,
პარლამენტის წევრი განმცხადებელთა სიაში შეიძლება ჩაეწეროს მხოლოდ
ერთხელ. თუ პარლამენტის წევრი სიტყვის მიცემის მომენტისთვის სხდომას არ
ესწრება ან კუთვნილი დროით არ სარგებლობს, მას აღარ აქვს გამოსვლის უფლება.
3. თუ დღის წესრიგის დამტკიცების დროისათვის სხდომის სამდივნოს
განცხადებისათვის არცერთი პარლამენტის წევრი არ მიმართავს, პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრთა განცხადებების პროცედურა არ
იმართება, რის შესახებაც სხდომის თავმჯდომარე აუწყებს პლენარულ სხდომას.
4. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ცალკეულ შემთხვევებში პარლამენტის
წევრებს სასესიო კვირის სხვა დღეს გამოუყოს დრო განცხადებებისათვის. ასეთ
შემთხვევაში განცხადების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს, ხოლო
განცხადებების საერთო ხანგრძლივობა – 30 წუთს. ამასთანავე, პარლამენტის წევრი
განცხადებით შეიძლება გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ.
მუხლი 90. ხმის მიცემა
1. კენჭისყრის პროცედურის დაწყების სავარაუდო დროს პლენარული სხდომის
თავმჯდომარე აცხადებს პლენარული სხდომის გახსნისთანავე.
73
2. კენჭისყრის პროცედურის ჩატარების მიზნით, პარლამენტის პლენარული
სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია მიმდინარე საკითხის
განხილვის შეჩერება.
3. კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე პარლამენტის პლენარული სხდომის
თავმჯდომარეს უფლება აქვს, გააკეთოს განცხადება. მისი ხანგრძლივობა არ უნდა
აღემატებოდეს 10 წუთს.
4. კენჭისყრის პროცედურის დაწყების წინ ტარდება პარლამენტის წევრთა
რეგისტრაცია. თუ პარლამენტის პლენარულ სხდომას არ ესწრება სხდომის
უფლებამოსილებისათვის საჭირო პარლამენტის წევრთა რაოდენობა , სხდომის
თავმჯდომარე აცხადებს გადადებული კენჭისყრის გამართვის დროს.
5. თუ შემოვიდა წინადადება კენჭისყრის გადადების შესახებ, მას პირველ რიგში
ეყრება კენჭი. გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული
შემადგენლობის ერთი მეხუთედისა.
6. კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისას 1-წუთიანი გამოსვლა დასაშვებია
მხოლოდ კენჭისყრის პროცედურულ საკითხებზე. ამასთანავე, ფრაქციას უფლება
აქვს, პროცედურულ საკითხზე 1-წუთიანი გამოსვლით ისარგებლოს ორჯერ,
ხოლო უფრაქციო პარლამენტის წევრს – ერთხელ.
7. ფრაქციის მოთხოვნით, კენჭისყრის პროცედურის დაწყების წინ შეიძლება
გამოცხადდეს შესვენება მხოლოდ ერთხელ, 5 წუთით.
8. პარლამენტის წევრი ხმას პირადად აძლევს. ხმის მიცემის უფლებისა და ხმის
მისაცემი ბარათის სხვისთვის გადაცემა დაუშვებელია.
9. თუ პარლამენტის წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, მას უფლება არა
აქვს, ამ საკითხზე ხმა კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ მისცეს.
მუხლი 91. კენჭისყრის ფორმა
1. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა არის ღია (ხელის აწევა,
კენჭისყრის ელექტრონული სისტემით გვარების ამობეჭდვა, სახელობითი
ბიულეტენებით, აგრეთვე ბიულეტენების გარეშე − სახელობითი კენჭისყრა ამ
რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში) ან ფარული (კენჭისყრის
ელექტრონული სისტემის გამოყენებით ან ბიულეტენებით კენჭისყრა ამ
რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში).
2. კენჭისყრა ყოველთვის ღიაა, გარდა საქართველოს კონსტიტუციით და სხვა
საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
74
3. ფარული კენჭისყრის წინ პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე
აცხადებს კენჭისყრის ფორმას.
4. კენჭისყრის ელექტრონული სისტემის გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში
შეიძლება გაიმართოს სახელობითი კენჭისყრა (ბიულეტენების გარეშე,
პარლამენტის წევრთა სიის ამოკითხვით). აღნიშნული ფორმით კენჭისყრის
გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით (ხელის აწევით),
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ
არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეოთხედისა.
მუხლი 92. ხმების დათვლა
1. ბიულეტენების მეშვეობით ფარული კენჭისყრის გამართვისას ხმის დამთვლელი
კომისია ან პარლამენტის საპროცედურო საკითხთაკომიტეტი ადგენს კენჭისყრის
ადგილსა და ბიულეტენის ფორმას.
2. კენჭისყრის ელექტრონული სისტემის მიერ პარლამენტის წევრის ხმის მისაცემი
ბარათის სიგნალის მიუღებლობის შემთხვევაში მისი ხმა მიცემულად ჩაითვლება,
თუ ეს კენჭისყრის შედეგების გამოცხადებამდე დადასტურდება. თუ
დადასტურდა, რომ შესაბამისი განცხადების მიზანი კენჭისყრის შედეგების
გაყალბება იყო, ეს კენჭისყრის შედეგებზე გავლენას არ ახდენს. თუ კენჭისყრის
შედეგების გამოცხადების შემდეგ, დაუყოვნებლივ დადასტურდა, რომ კენჭისყრის
ელექტრონულმა სისტემამ არ მიიღო პარლამენტის წევრის ხმის მისაცემი ბარათის
სიგნალი ან სხვისი ბარათი იქნა გამოყენებული და ეს ხმა გადამწყვეტია, იმართება
ხელახალი კენჭისყრა.
3. კენჭისყრის შედეგების ეჭვქვეშ დაყენების თაობაზე ფრაქციის ან უფრაქციო
პარლამენტის
წევრთა
არანაკლებ
შვიდკაციანი
ჯგუფის
სათანადოდ
მოტივირებული განცხადება დაუყოვნებლივ წარედგინება პარლამენტის
პლენარული სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც საკითხს შესასწავლად გადასცემს
მანდატურთუხუცესს. მანდატურთუხუცესი შეისწავლის საკითხს და დასკვნას
დაუყოვნებლივ აცნობებს პარლამენტს. თუ აღნიშნული დასკვნის შედეგად
დადასტურდა ხმების გაყალბება, ხელახალი კენჭისყრა იმართება მხოლოდ იმ
შემთხვევაში, როდესაც საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის კენჭისყრის საბოლოო
შედეგს. კენჭისყრის შედეგების თაობაზე არსებული დავის გადაწყვეტამდე სხვა
კენჭისყრის გამართვა დაუშვებელია. ფრაქციის ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა
არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფის მიერ კენჭისყრის შედეგების შესახებ
გამოთქმული ეჭვის გადამოწმების შედეგად მისი დაუდასტურებლობის
შემთხვევაში შესაბამის ფრაქციას ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ
შვიდკაციან ჯგუფს იმავე დღეს უფლება არა აქვს, მოითხოვოს სხვა კენჭისყრის
შედეგების გადამოწმება.
75
4. ყველა კენჭისყრის შედეგებს პარლამენტს აცნობებს პლენარული სხდომის
თავმჯდომარე. ისინი განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე.
5. ხმის მისაცემი ბარათის დაკარგვის შესახებ პარლამენტის წევრი დაუყოვნებლივ
აცნობებს პარლამენტის აპარატს. ამ შემთხვევაში პარლამენტის წევრს ხმის
მისაცემი დროებითი ბარათი გადაეცემა.
მუხლი 93. ფრაქციის თავისუფალი ტრიბუნა
ფრაქციას უფლება აქვს, მორიგი სესიის განმავლობაში ორჯერ ისარგებლოს 30წუთიანი გამოსვლით. აღნიშნული საკითხის დასმა ფრაქციას შეუძლია
პლენარული სხდომის მსვლელობისას სხდომის თავმჯდომარისადმი ზეპირად
მიმართვით, რაც ფორმდება პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით.
გამოსვლისთვის ფრაქციას დრო ეძლევა დღის წესრიგით გათვალისწინებული
საკითხების დასრულების შემდეგ ან სხვა დროს, პლენარული სხდომების
მიმდინარე კვირაში, სხდომის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
კარი IV. საკანონმდებლო პროცესი
თავი XIII. საკანონმდებლო პროცესი ს სტადიები , მექანიზმები და
თავისებურებები
მუხლი 94. საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა
1. საკანონმდებლო პროცესი იწყება საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე
სუბიექტის მიერ კანონპროექტის მომზადებით და პარლამენტისათვის წარდგენით,
მათ შორის, ოფიციალური ელექტრონული რესურსების გამოყენებით.
2. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო
ინიციატივის უფლება აქვთ: საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წევრს,
კომიტეტს, ფრაქციას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს,
არანაკლებ 25 000 ამომრჩეველს.
3. მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი, პარლამენტს წარუდგინოს
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონისა და მთავრობის სტრუქტურისა და საქმიანობის
წესის შესახებ კანონის პროექტები.
4. მხოლოდ პარლამენტის წევრი, კომიტეტი, ფრაქცია არის უფლებამოსილი,
პარლამენტს წარუდგინოს რეგლამენტის პროექტი.
76
5. კანონპროექტი, რომლის ავტორია საქართველოს მთავრობა ან აღმასრულებელი
ხელისუფლების დაწესებულება ან აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო
კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, არ
შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინოს პარლამენტის წევრმა,
საპარლამენტო ფრაქციამ ან პარლამენტის კომიტეტმა.
მუხლი 95. საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმა
1. საქართველოს მთავრობა ვალდებულია თავისი კანონშემოქმედებითი
საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა პარლამენტს წარუდგინოს წელიწადში ორჯერ,
თითო სასესიო პერიოდისათვის. საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული
მოკლევადიანი გეგმა პარლამენტს წარედგინება არაუგვიანეს 31 იანვრისა, ხოლო
საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მოკლევადიანი გეგმა –
არაუგვიანეს 31 აგვისტოსი.
2. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია პარლამენტს წარუდგინოს ისეთი
საკანონმდებლო ინიციატივაც, რომელიც არ არის გათვალისწინებული მის
კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში.
მუხლი 96. კანონპროექტის განხილვის ზოგადი წესები
1. პარლამენტისათვის საკანონმდებლო ინიციატივის წესით
კანონპროექტი განხილვისას გადის შემდეგ პროცედურებს:
ა) კანონპროექტი რეგისტრაციისათვის
საორგანიზაციო დეპარტამენტს;
გადაეცემა
წარდგენილი
პარლამენტის
აპარატის
ბ) პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი კანონპროექტს
გადასცემს პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს და პარლამენტის
საბიუჯეტო ოფისს რეგლამენტის 97-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული
დასკვნების მოსამზადებლად. ამის შემდეგ პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო
დეპარტამენტი
კანონპროექტს
პარლამენტის
აპარატის
იურიდიული
დეპარტამენტისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დასკვნებთან ერთად
გადასცემს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას, თუ იგი წარდგენილია
ბიუროს სხდომის წინა კვირის ხუთშაბათამდე;
გ) პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას
კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ, ამასთანავე,
განსაზღვრავს წამყვან და სხვა კომიტეტებს, რომელთა დასკვნა სავალდებულოა
(შემდგომ - სავალდებულო კომიტეტი) და გადასცემს კანონპროექტს მათ, ისევე
როგორც სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უფრაქციო პარლამენტის წევრებსა და
77
პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს
მთავრობას,.
დ)
წამყვანი
და
სავალდებულო
კომიტეტების
მიერ
განხილვის
შემდეგ,კანონპროექტი შესაბამისი დასკვნებით გადაეცემა პარლამენტის ბიუროს
პირველი მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის პარლამენტის უახლოესი
პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად;
ე) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისა და
მიღების შემდეგ კანონპროექტი გადაეცემა წამყვან კომიტეტს პირველი მოსმენისას
გათვალისწინებული შენიშვნების კანონპროექტში ასახვისათვის და პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის
მოსამზადებლად;
ვ) კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ წამყვანი კომიტეტი მას
განიხილავს ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და
კარების მიხედვით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით
განხილვისთვის
მოსამზადებლად.
კომიტეტი
განიხილავს
აგრეთვე
კანონპროექტის თაობაზე ალტერნატიულ წინადადებებს;
ზ) წამყვანი კომიტეტის მიერ განხილვის შემდეგ კანონპროექტი შესაბამისი
დასკვნებითა და ალტერნატიული წინადადებებით გადაეცემა პარლამენტის
ბიუროს უახლოეს სხდომას მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის
პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად;
თ) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და მიღების
შემდეგ კანონპროექტი გადაეცემა წამყვან კომიტეტს მესამე მოსმენისათვის
მოსამზადებლად;
ი) მეორე მოსმენით მიღების შემდეგ წამყვანი კომიტეტი პარლამენტის მიერ მეორე
მოსმენით განხილვისას გათვალისწინებულ შენიშვნებს ასახავს კანონპროექტში,
განიხილავს კანონპროექტს და გადასცემს მას პარლამენტის ბიუროს მესამე
მოსმენით განხილვისათვის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში
შესატანად;
კ) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვის შემდეგ
კანონპროექტის საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი დგება კენჭისყრაზე
საბოლოო რედაქციით მისაღებად;
ლ) მესამე მოსმენით მიღების
საქართველოს პრეზიდენტს.
შემდეგ
კანონი
ხელმოსაწერად
გადაეცემა
2. პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული წამყვანი კომიტეტი კანონპროექტის
განსახილველად მართავს კომიტეტის სხდომას, კანონპროექტის პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე პირველი, მეორე და მესამე მოსმენებით განხილვისათვის
78
მომზადების მიზნით უძღვება შესაბამისი კანონპროექტის საპარლამენტო
განხილვის პროცედურებს და პასუხისმგებელია მათი დაცვისათვის.
3. კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს, სათანადო მოტივირებით
გამოითხოვოს კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი
მოსმენით მიღებამდე.
4. კანონპროექტის ორი ან ორზე მეტი პარლამენტის წევრის, კომიტეტის ან
ფრაქციის მიერ ინიციირების შემთხვევაში იგი პარლამენტიდან გათხოვილად
ჩაითვლება შესაბამისად კანონპროექტის ინიციატორი ყველა პარლამენტის წევრის,
კომიტეტის ან ფრაქციის ერთობლივი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
5. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში,
აგრეთვე
ფრაქციის
გაუქმების
შემთხვევაში
შესაბამისი
პარლამენტის
წევრის/ფრაქციის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ
კანონპროექტებზე, რომლებიც განხილვის პროცესშია და პირველი მოსმენით არის
მიღებული, მომხსენებელს დანიშნავს წამყვანი კომიტეტი. ამის შესახებ წამყვანი
კომიტეტი აცნობებს პარლამენტის ბიუროს. ამ პუნქტით გათვალისწინებული
კანონპროექტები, რომლებიც პირველი მოსმენით არ არის მიღებული,
გათხოვილად ითვლება წამყვანი კომიტეტის მიმართვის საფუძველზე აღნიშნული
ფაქტის პარლამენტის ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან.
6. კანონი, რომელიც იწვევს მიმდინარე საბიუჯეტო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას, პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ
საქართველოს მთავრობის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საბიუჯეტო წელთან
დაკავშირებული კანონი – საქართველოს მთავრობის თანხმობით ან მთავრობის
მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და
მიმართულებების დოკუმენტის ფარგლებში.
7. კომიტეტი ვალდებულია საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი
კანონპროექტი, რომლის რიგგარეშე განხილვასაც იგი მოითხოვს, განიხილოს
უახლოეს სხდომაზე.
მუხლი 97. კანონპროექტის განსახილველად მიღება და მომზადება საკომიტეტო
მოსმენისთვის
1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ მომზადებული
და პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტი მატერიალური სახით, აგრეთვე
ადვილად დამუშავებადი ელექტრონული დოკუმენტის სახით გადაეცემა
პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს, რომელიც მას აღრიცხავს
და რეგისტრაციაში ატარებს.
79
2. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ მომზადებული
კანონპროექტის პარლამენტისათვის წარდგენის თარიღად მიიჩნევა მისი
პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის მიერ რეგისტრაციის
თარიღი.
3. პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის მიერ რეგლამენტის 96ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად პარლამენტის
ბიუროსთვის გადაცემულ კანონპროექტს უნდა ერთოდეს პარლამენტის აპარატის
იურიდიული და საორგანიზაციო დეპარტამენტების მიერ მომზადებული
კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ პარლამენტის ბიუროს
გადაწყვეტილების პროექტი, რომელშიც მითითებულია:
ა) კანონპროექტის დასახელება;
ბ) კანონპროექტის ინიციატორი;
გ) კანონპროექტის ავტორი;
დ) კანონპროექტის პარლამენტისათვის წარდგენის თარიღი;
ე) წამყვანი კომიტეტი;
ვ) კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღი;
ზ) სავალდებულო კომიტეტები;
თ) კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო
თარიღი.
4. პარლამენტის ბიურო იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის
პროცედურის დაწყების შესახებ და ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“–„თ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული საკითხების თაობაზე.
5. პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი ამოწმებს წარდგენილი
კანონპროექტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებთან და მე2–მე-4 პუნქტებთან შესაბამისობას, ხოლო პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი −
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის
პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობას. თუ წარდგენილი
კანონპროექტი არ შეესაბამება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის ზემოაღნიშნული პუნქტების მოთხოვნებს, პარლამენტის
ბიურო უფლებამოსილია პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტისა
და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მოტივირებული დასკვნების საფუძველზე
კანონპროექტი ხარვეზის გამოსასწორებლად დაუბრუნოს მის ინიციატორს.
6. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი უფლებამოსილია კანონპროექტის განხილვის
პროცედურის დაწყებიდან პირველ მოსმენამდე წარმოადგინოს დამატებითი
80
ინფორმაცია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე.
7. თუ საქართველოს მთავრობა მოითხოვს კანონპროექტის რიგგარეშე განხილვას,
პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის
ვადებს და გადასცემს მას შესაბამის კომიტეტებს.
8. პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების
შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანონპროექტი განსახილველად
გადაეცემა კომიტეტებს, ფრაქციებს, უფრაქციო პარლამენტის წევრებსა და
პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს
მთავრობას და განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე.
9. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კანონპროექტთან ან მის ცალკეულ
მუხლებთან/პუნქტებთან დაკავშირებით საჯარო კონსულტაციების მიღების
მიზნით ნებისმიერ პირს შეუძლია დააფიქსიროს თავისი მოსაზრება/შენიშვნა
კომენტარის სახით.
10. თუ კანონპროექტის საპარლამენტო განხილვისათვის მომზადება დადგენილ
ვადაში ვერ მოხერხდა, მისი განხილვისათვის დადგენილ ვადას საჭიროების
შემთხვევაში გააგრძელებს პარლამენტის ბიურო.
მუხლი 98. პარლამენტის აპარატის იურიდიული
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დასკვნები
დეპარტამენტისა
და
1. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს
პარლამენტის
აპარატის
საორგანიზაციო
დეპარტამენტის
ინფორმაცია
კანონპროექტის
თაობაზე
და
პარლამენტის
აპარატის
იურიდიული
დეპარტამენტისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დასკვნები.
2. პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს დასკვნას შემდეგ
საკითხებთან დაკავშირებით:
ა) შეესაბამება თუ არა ან ხომ არ ეწინააღმდეგება კანონპროექტი საქართველოს
კანონმდებლობას და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ
ნორმებს;
ბ) საჭიროა თუ არა ახალი კანონის მიღება;
გ) შეესაბამება თუ არა ან ხომ არ ეწინააღმდეგება კანონპროექტი საქართველოს მიერ
საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს;
დ) ამომწურავია თუ არა გასაუქმებელი ნორმატიული აქტების ნუსხა, იმ
საკანონმდებლო აქტების პროექტების ნუსხა, რომლებშიც ცვლილების შეტანა
აუცილებელია;
81
ე) შეესაბამება თუ არა კანონპროექტი ევროპის კავშირის კანონმდებლობას.
3. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ამზადებს დასკვნას შემდეგ საკითხებზე:
ა) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
გ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.
მუხლი 99. წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი
კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის
შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი
1. წამყვანი კომიტეტი ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის
გამართვიდან არაუგვიანეს 4 თვისა ადგენს წინა მოწვევის პარლამენტში
განსახილველად წარდგენილ იმ კანონპროექტთა ნუსხას, რომელთა განხილვის
პროცედურის გაგრძელებაც მიზანშეწონილად მიაჩნია, და მას წარუდგენს
პარლამენტის ბიუროს.
2. წამყვანი კომიტეტი ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ კანონპროექტთა
ნუსხაში კანონპროექტს, რომლის განხილვის პროცედურის გაგრძელებაც
მიზანშეწონილად მიაჩნია, შეიტანს იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის
ინიციატორი გამოთქვამს თანხმობას კანონპროექტის განხილვის პროცედურაში
მის ინიციატორად მონაწილეობის გაგრძელებაზე და მას საქართველოს
კონსტიტუციის შესაბამისად აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. იმ
კანონპროექტზე, რომლის ინიციატორს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება
აღარ აქვს და რომლის განხილვის პროცედურის გაგრძელებას მიზანშეწონილად
მიიჩნევს წამყვანი კომიტეტი, კანონპროექტის ინიციატორად ჩაითვლება
კანონპროექტის განმხილველი წამყვანი კომიტეტი. თუ კომიტეტს არ აქვს ასეთი
კანონპროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის უფლება,
კანონპროექტი პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება.
3. პარლამენტის ბიურო წამყვანი კომიტეტის მიერ შედგენილ კანონპროექტთა
ნუსხას
გადასცემს
პარლამენტის
საპროცედურო
საკითხთაკომიტეტს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთაკომიტეტი ამ მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად შედგენილი კანონპროექტთა ნუსხების მიხედვით შეიმუშავებს და
პარლამენტს წარუდგენს წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად
წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების
მიზანშეწონილობის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტს.
4. პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას წინა მოწვევის
პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის
პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ. ის კანონპროექტები,
82
რომლებიც აღნიშნული დადგენილებით
პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება.
გათვალისწინებული
არ
იქნება,
5. ამ მუხლით განსაზღვრული წესები ვრცელდება აგრეთვე პარლამენტის იმ
დადგენილებების
პროექტებზე,
რომლებიც
პარლამენტს
წარედგინება
კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი
წესით.
მუხლი 100. საკანონმდებლო წინადადება
1. საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების
არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისათვის მატერიალურად ან ელექტრონულად
წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა
ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის
ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
2. საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლება აქვთ: საქართველოს
მოქალაქეებს, სახელმწიფო ორგანოებს (გარდა საქართველოს აღმასრულებელი
ხელისუფლების დაწესებულებებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების
სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის
იურიდიული პირებისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებს, კანონით დადგენილი
წესით საქართველოში რეგისტრირებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ
გაერთიანებებს, სხვა იურიდიულ პირებს.
3. საკანონმდებლო წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს კანონპროექტის ანდა
მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული
წინადადებების სახით. საკანონმდებლო წინადადება უნდა შეიცავდეს მისი
საჭიროების ავტორისეულ დასაბუთებას. საკანონმდებლო წინადადებაში
მითითებული უნდა იყოს ცვლილების მიზეზი და არსი, აგრეთვე საკანონმდებლო
წინადადების ავტორის ხელმოწერა, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის
ნომერი.
4. საკანონმდებლო წინადადება წარედგინება პარლამენტის აპარატის
საქმისწარმოების დეპარტამენტს, რომელიც მას ერთიანი საქმისწარმოების
პროგრამის მეშვეობით გადასცემს პარლამენტის ყველა წევრს.. საკანონმდებლო
წინადადების გადაცემიდან 1 თვის ვადაში პარლამენტის წევრი უფლებამოსილია,
საკანონმდებლო წინადადებაზე დაყრდნობთ,
პარლამენტს წარუდგინოს
საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის ავტორადაც მიეთითება საკანონმდებლო
წინადადების ავტორი.
5. საკანონმდებლო წინადადების ავტორს უფლება აქვს, გამოითხოვოს იგი
პარლამენტის წევრის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით პარლამენტისათვის
შესაბამისი კანონპროექტის წარდგენამდე.
83
მუხლი 101. კანონპროექტზე მომხსენებელი და თანამომხსენებელი
1. კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს
განსახილველად წარადგენს მისი ინიციატორი პარლამენტის წევრი, პარლამენტის
წევრთა მიერ ინიციირებულ კანონპროექტს − პარლამენტის წევრთა მიერ
დანიშნული წარმომადგენელი, საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებულ
კანონპროექტს – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ მთავრობის მიერ სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით კანონპროექტზე მომხსენებლად/თანამომხსენებლად შესაბამისი მინისტრი
ან მინისტრის მოადგილე/მოადგილეები არ არის/არიან დანიშნული, ფრაქციის ან
კომიტეტის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – შესაბამისად ფრაქციის ან
კომიტეტის თავმჯდომარე ანდა ფრაქციის ან კომიტეტის მიერ შესაბამისი
ფრაქციის ან კომიტეტის წევრთაგან დანიშნული წარმომადგენელი, აფხაზეთის ან
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს
მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – მის მიერ დანიშნული შესაბამისი უმაღლესი
წარმომადგენლობითი
ორგანოს
თავმჯდომარე,
მისი
მოადგილე
ან
კომიტეტის/კომისიის თავმჯდომარე, ხოლო ამომრჩეველთა მიერ ინიციირებულ
კანონპროექტს – საინიციატივო ჯგუფის მიერ არჩეული საინიციატივო ჯგუფის
წევრი.
2. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებულ კანონპროექტზე მომხსენებლად/თანამომხსენებლად საქართველოს
მთავრობის საპარლამენტო მდივანი გამოდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
მთავრობის
მიერ
სათანადო
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით
მომხსენებლად/თანამომხსენებლად შესაბამისი მინისტრი ან მინისტრის
მოადგილე/მოადგილეები არ იქნება/იქნებიან დანიშნული. ფრაქციის, კომიტეტის,
პარლამენტის წევრის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს და ამომრჩეველთა მიერ ინიციირებულ
კანონპროექტზე
მომხსენებელია
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებული შესაბამისი პირი, ხოლო ამომრჩეველთა მიერ ინიციირებულ
კანონპროექტზე
თანამომხსენებლად
გამოდის
შესაბამისი
კომიტეტის
წარმომადგენელი.
3. საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე მომხსენებლად
დანიშნული პირი არ შეიძლება იყოს პარლამენტის წევრი.
4. პარლამენტის წევრის, ფრაქციის ან კომიტეტის მიერ ინიციირებულ
კანონპროექტზე თანამომხსენებლად გამოდის საქართველოს მთავრობის
შესაბამისი წარმომადგენელი.
5. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველი საკითხის განხილვის
დაწყებისას სხდომათა დარბაზში მომხსენებლის არყოფნის შემთხვევაში საკითხი
84
იხსნება ამ პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან და გადადის მომდევნო
პლენარული სხდომის დღის წესრიგში, ხოლო თანამომხსენებლის არყოფნა არ
აბრკოლებს საკითხის განხილვას.
6. საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას
პრეზიდენტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში შენიშვნები
განიხილება პრეზიდენტის წარმომადგენლის მოხსენებისა და კითხვა-პასუხის
ეტაპების გამოტოვებით.
მუხლი 102. კომიტეტში კანონპროექტის განხილვის ზოგადი პროცედურები
1. პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების
შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუადრეს მე-2 დღისა და არაუგვიანეს 3
კვირისა საქართველოს მთავრობა, პარლამენტის კომიტეტები, ფრაქციები,
უფრაქციო პარლამენტის წევრები და პარლამენტის აპარატის იურიდიული
დეპარტამენტი წამყვან კომიტეტს გადასცემენ კანონპროექტის თაობაზე თავიანთ
შენიშვნებს. თუ აღნიშნული სუბიექტები მითითებულ ვადაში არ წარმოადგენენ
კანონპროექტის თაობაზე შენიშვნებს, კანონპროექტი მათ მიერ მოწონებულად
ჩაითვლება.
2. პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების
შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუადრეს მე-2 დღისა და არაუგვიანეს 5
კვირისა წამყვანი კომიტეტი იწვევს კომიტეტის სხდომას (გარდა კანონპროექტის
დაჩქარებული და გამარტივებული წესით განხილვის შემთხვევისა).წამყვანი
კომიტეტის სხდომა მოწვეული უნდა იქნეს მას შემდეგ, რაც პარლამენტის ბიუროს
მიერ განსაზღვრული სავალდებულო კომიტეტები ამ მუხლის პირველი პუნქტით
განსაზღვრულ ვადაში წამყვან კომიტეტს გადასცემენ კანონპროექტის თაობაზე
თავიანთ შენიშვნებს.
3. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კანონპროექტთან ან მის ცალკეულ
მუხლებთან/პუნქტებთან დაკავშირებით კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე
განხილვამდე დაფიქსირებული მოსაზრება/შენიშვნა წარედგინება წამყვანი
კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, კანონპროექტის
კომიტეტის სხდომაზე განხილვისას გააცნობს მას კომიტეტის წევრებს. თუ
კომიტეტი ამ მოსაზრებას/შენიშვნას გაიზიარებს, იგი აისახება კომიტეტის
დასკვნაში.
4. კომიტეტის სხდომაზე განხილვისას კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული
შენიშვნა გათვალისწინებულად ითვლება, თუ მას დაეთანხმება მომხსენებელი ან
კენჭისყრის შედეგად გაიზიარებს კომიტეტი. იმისთვის, რომ შენიშვნა დადგეს
კენჭისყრაზე, ის უნდა იყოს წარმოდგენილი ალტერნატიული წინადადების სახით
ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
85
5. კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად კანონპროექტი შეიძლება ცნობილ
იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის მომზადებულად,
არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად. კომიტეტის მიერ კანონპროექტის
პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის არასაკმარისად მომზადებულად ან
მიუღებლად ცნობა არ აბრკოლებს პლენარულ სხდომაზე მისი განხილვის
დაწყებას. თუ კანონპროექტის ინიციატორი ორი თანამიმდევრული მორიგი სესიის
განმავლობაში კომიტეტში კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის ამ
რეგლამენტით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში მოწვეულ კომიტეტის
სხდომაზე არ გამოიტანს კანონპროექტს, იგი პარლამენტიდან გათხოვილად
ჩაითვლება, ხოლო კანონპროექტის მეორე ან მესამე მოსმენით განხილვის
შემთხვევაში მისი განხილვა წყდება წამყვანი კომიტეტის მიმართვის საფუძველზე
აღნიშნული ფაქტის პარლამენტის ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან.
6. წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე გატანა დაუშვებელია, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევისა. თუ პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის
განხილვისათვის დადგენილ ვადაში წამყვანი კომიტეტი არ გამართავს სხდომას და
არ გამოხატავს თავის პოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით, კანონპროექტის
ინიციატორი უფლებამოსილია მიმართოს წამყვან კომიტეტს მისი განხილვის
მოთხოვნით ან პარლამენტის ბიუროს წინაშე დასვას წამყვანი კომიტეტის დასკვნის
გარეშე კანონპროექტის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში
შეტანის საკითხი.
7. თუ ამ მუხლით განსაზღვრულ ვადაში წამყვანი კომიტეტი ვერ ახერხებს
კომიტეტის სხდომის გამართვას და დასკვნის წარდგენას, პარლამენტის ბიურო
უფლებამოსილია კომიტეტის თავმჯდომარის მოტივირებული წინადადების
საფუძველზე დაადგინოს კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ახალი ვადა. თუ
წამყვანი კომიტეტი ამ ვადაშიც არ გამართავს სხდომას და არ გამოხატავს თავის
პოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით, კანონპროექტის ინიციატორი
უფლებამოსილია კვლავ მიმართოს წამყვან კომიტეტს მისი განხილვის მოთხოვნით
ან პარლამენტის ბიუროს წინაშე დასვას წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე
კანონპროექტის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის
საკითხი. წამყვანი კომიტეტის მიერ კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილი
ვადის დარღვევის შემთხვევაში პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია განიხილოს
აღნიშნული ფაქტი და დასვას შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარის
პასუხისმგებლობის საკითხი.
8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
პარლამენტის ბიურო ვალდებულია კანონპროექტი შეიტანოს პარლამენტის
უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. თუ კანონპროექტის
ინიციატორი შესაბამისი სესიის განმავლობაში პარლამენტის ბიუროს წინაშე არ
დასვამს მისი შემდგომი განხილვის საკითხს, იგი პარლამენტიდან გათხოვილად
86
ჩაითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო
დეპარტამენტი აწვდის პარლამენტის ბიუროს.
9. წამყვანი კომიტეტის მიერ კანონპროექტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება
აისახება კომიტეტის დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერს კომიტეტის თავმჯდომარე.
10. წამყვანი კომიტეტის სხდომის გამართვის შემდეგ კანონპროექტი კომიტეტის
თავმჯდომარის ხელმოწერით, წერილობითი ფორმით ეგზავნება პარლამენტის
აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს პარლამენტის ბიუროს უახლოესი
სხდომის დღის წესრიგში შესატანად. ამასთანავე, კანონპროექტის თითოეული
გვერდი ვიზირებული უნდა იქნეს კომიტეტის აპარატის კანონპროექტზე
პასუხისმგებელი პირის მიერ.
11. პარლამენტის ბიუროსათვის წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს
წამყვანი კომიტეტის დასკვნა, აგრეთვე სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უფრაქციო
პარლამენტის წევრების, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის,
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისა და სხვა უფლებამოსილი სუბიექტების
დასკვნები და მათი შენიშვნების კანონპროექტში გათვალისწინების მდგომარეობის
ამსახველი ფურცელი (შემდგომ – შენიშვნების ფურცელი).
12. წამყვანი კომიტეტის მიერ კანონპროექტის განხილვის შემდეგ პარლამენტის
ვებგვერდზე განთავსდება კანონპროექტი და მასში გათვალისწინებული
შენიშვნების ვიზუალურად მკაფიოდ ხილვადი ვერსია.
მუხლი 103. ალტერნატიული კანონპროექტი
1. პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების
შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან კანონპროექტის პირველი მოსმენით
საკომიტეტო განხილვამდე რეგლამენტით განსაზღვრული საკანონმდებლო
ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტმა შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივის
წესით
წარადგინოს
ალტერნატიული
კანონპროექტი.
ალტერნატიული
კანონპროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელიც მას განსახილველად
გადასცემს ძირითადი კანონპროექტის განმხილველ წამყვან კომიტეტს.
ალტერნატიული კანონპროექტი წამყვანი კომიტეტის სხდომაზე განიხილება
ძირითად კანონპროექტთან ერთად.
2. ალტერნატიული კანონპროექტი არსებითად უნდა განსხვავდებოდეს ძირითადი
კანონპროექტისაგან.
3. წამყვანი კომიტეტი ალტერნატიული კანონპროექტის ინიციატორის თანხმობით
იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი შეჯერებული ვარიანტის წარდგენის
შესახებ. თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, წარდგენილი იქნება ძირითადი
87
კანონპროექტი და ალტერნატიული კანონპროექტი. პარლამენტი დადგენილებით
წყვეტს ერთ-ერთი მათგანის საფუძვლად მიღების ან უარყოფის საკითხს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვის დროს
მომხსენებლად გამოდის ჯერ ძირითადი კანონპროექტის მომხსენებელი, ხოლო
შემდეგ – ალტერნატიული კანონპროექტის მომხსენებელი. თითოეული
მომხსენებლის მოხსენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. ამის
შემდეგ კენჭი ეყრება შესაბამისი დადგენილების პროექტს.
მუხლი 104. ალტერნატიული წინადადება
1. კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე შეიძლება წარდგენილ იქნეს
ალტერნატიული წინადადება. ალტერნატიული წინადადების წარდგენის უფლება
აქვს კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის წევრს.
2. კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული წინადადება
წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით, შესაბამისი კანონპროექტის
მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვის წინა დღის 18 საათამდე.
ალტერნატიული წინადადება წარედგინება წამყვან კომიტეტს და პარლამენტის
აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს.
3. კანონპროექტის თაობაზე ალტერნატიული წინადადება მიღებულად ჩაითვლება,
თუ მას დაეთანხმება მომხსენებელი. თუ მომხსენებელი არ ეთანხმება
ალტერნატიული წინადადების მიღებას, წამყვანი კომიტეტი ან პარლამენტის
პლენარული სხდომა კენჭისყრით წყვეტს კანონპროექტის ცალკეული ნორმების
თაობაზე ალტერნატიული წინადადების მიღების ან უარყოფის საკითხს.
ალტერნატიული წინადადების წამყვანი კომიტეტის მიერ უარყოფის შემთხვევაში
იგი წამყვანი კომიტეტის დასკვნასთან ერთად ეგზავნება პარლამენტის ბიუროს.
მუხლი 105. კანონპროექტის სამი მოსმენით განხილვის წესი
1. პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს სამი მოსმენით, გარდა საქართველოს
კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. კანონპროექტის პირველი მოსმენისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
განიხილება მისი ზოგადი პრინციპები და ძირითადი დებულებები.
3. კანონპროექტის მეორე მოსმენისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იგი
განიხილება ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და
კარების მიხედვით და მას ერთიანად ეყრება კენჭი. პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენისას მისი განხილვის ფორმის
(ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების
88
მიხედვით განხილვის) შესახებ გადაწყვეტილებას წამყვანი კომიტეტის
თავმჯდომარის წინადადების საფუძველზე იღებს სხდომის თავმჯდომარე.
4. კანონპროექტის მესამე მოსმენისას მასში შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული
ცვლილებების შეტანა.
მუხლი 106. კანონპროექტის
განხილვა
პლენარულ
სხდომაზე
პირველი
მოსმენით
1. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვა იწყება მისი
პირველი მოსმენით განხილვით, გარდა რეგლამენტით გათვალისწინებული
შემთხვევებისა.
2. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით
განხილვა იწყება კანონპროექტზე მომხსენებლის გამოსვლით.
3. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტზე მომხსენებლის გამოსვლის
ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. აუცილებლობის შემთხვევაში
მისი გამოსვლის ხანგრძლივობა შეიძლება გაგრძელდეს სხდომის თავმჯდომარის
გადაწყვეტილებით.
4. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება
აქვთ, კანონპროექტის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას. თითოეული
შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს.
ამასთანავე, მას შეუძლია დაზუსტებისათვის ისარგებლოს არაუმეტეს 1 წუთით.
პარლამენტის წევრს უფლება აქვს, შეკითხვისა და დაზუსტებისათვის გამოვიდეს
თითოჯერ. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს,
საჭიროების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება შეკითხვების დასმის შეწყვეტის
შესახებ.
5. შეკითხვების დასრულების შემდეგ კანონპროექტზე მომხსენებელს უფლება აქვს,
ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა
არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. აუცილებლობის შემთხვევაში მომხსენებლის
პასუხის ხანგრძლივობა შეიძლება გაგრძელდეს სხდომის თავმჯდომარის
გადაწყვეტილებით.
6. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ, როგორც წესი, სიტყვით
გამოდის კანონპროექტზე თანამომხსენებელი. მისი გამოსვლის ხანგრძლივობა არ
უნდა აღემატებოდეს 15 წუთს. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების
შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, კანონპროექტის თაობაზე
შეკითხვებით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის ავტორისთვის გამოყოფილი
დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. შეკითხვების დასრულების შემდეგ
89
თანამომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად
უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს.
7. კანონპროექტზე თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ, როგორც
წესი, სიტყვით გამოდიან წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი (თუ წამყვანი
კომიტეტის წარმომადგენელი არ არის თანამომხსენებელი) და სხვა კომიტეტების
წარმომადგენლები.
წამყვანი
კომიტეტის
წარმომადგენლის
გამოსვლის
ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო სხვა კომიტეტის
წარმომადგენლის გამოსვლისა − 5 წუთს.
8.
წამყვანი
კომიტეტის
წარმომადგენლისა
და
სხვა
კომიტეტების
წარმომადგენლების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან
უფრაქციო
პარლამენტის
წევრები.
თითოეული
მათგანის
გამოსვლის
ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს, ხოლო თუ ერთი პოლიტიკური
პარტიის წარდგენით არჩეული უფრაქციო პარლამენტის წევრები თითოეული
მათგანის გამოსვლისათვის გამოყოფილ დროს ერთმანეთს დაუთმობენ, შესაბამისი
პარლამენტის წევრის/წევრების გამოსვლის/გამოსვლების ხანგრძლივობა ჯამში 15
წუთს არ უნდა აღემატებოდეს. ამისათვის პარლამენტის წევრები მომხსენებლის
გამოსვლის დასრულებამდე პირადად ეწერებიან გამომსვლელთა სიაში. ამ
პარლამენტის წევრთა თანმიმდევრობას განსაზღვრავს პარლამენტის პლენარული
სხდომის თავმჯდომარე გამომსვლელთა სიაში ჩაწერის რიგითობის მიხედვით.
გამომსვლელთა რიგითობის დაცვა სავალდებულოა. პლენარული სხდომის
თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა დაუშვებელია. ამასთანავე,
პარლამენტის წევრს შეუძლია გამომსვლელთა სიაში ჩაეწეროს მხოლოდ ერთხელ.
პარლამენტის წევრს, რომელიც ჩაწერილია გამომსვლელთა სიაში და სიტყვის
მიცემის მომენტისათვის ესწრება სხდომას, უფლება არა აქვს, მისი
გამოსვლისათვის განკუთვნილი დრო სხვა პარლამენტის წევრს დაუთმოს, გარდა
ამ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თუ პარლამენტის წევრი სიტყვის
მიცემის მომენტისათვის სხდომას არ ესწრება, მას აღარ აქვს ამ საკითხზე
გამოსვლის უფლება.
9. პარლამენტის წევრების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან
საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები და
საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები ამ
თანმიმდევრობით და პარლამენტის პლენარულ სხდომას მოახსენებენ თავიანთ
პოზიციას წარმოდგენილი კანონპროექტის ზოგადი პრინციპებისა და ძირითადი
დებულებების თაობაზე. გამოსვლებისათვის ფრაქციას ეძლევა იმდენი წუთი,
რამდენი პარლამენტის წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 15
და არაუმეტეს 75 წუთისა.
10.
კანონპროექტზე
მომხსენებელი,
თანამომხსენებელი,
კომიტეტის
წარმომადგენელი, ფრაქციის წარმომადგენელი, უფრაქციო პარლამენტის წევრი
სიტყვით გამოდის სხდომათა დარბაზში პრეზიდიუმის წინ განთავსებული
90
ტრიბუნიდან, თუ მისი გამოსვლის ხანგრძლივობა 3 წუთს აღემატება. თუ
გამოსვლისთვის განსაზღვრული დრო 3 წუთს არ აღემატება, პარლამენტის წევრს
(გარდა მომხსენებლისა) უფლება აქვს, სიტყვით გამოვიდეს აგრეთვე სხდომათა
დარბაზში მისთვის განკუთვნილი ადგილიდან.
11. ფრაქციის წარმომადგენელთა გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი
სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, გამოდის
მომხსენებელი.
12. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას კანონპროექტის თაობაზე
გამოთქმული შენიშვნა გათვალისწინებულად ჩაითვლება, თუ მას დაეთანხმება
მომხსენებელი.
13. კანონპროექტის პირველი მოსმენის დასრულების შემდეგ პარლამენტი
კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების
შესახებ.
14. კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს
მისი მიღებისათვის საჭირო ხმათა რაოდენობას, უარყოფილად ითვლება და
ფორმდება დადგენილება კანონპროექტის უარყოფის შესახებ.
მუხლი 107. კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა
1. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ იგი მასზე გამოთქმული და
გათვალისწინებული შენიშვნების კანონპროექტში ასახვისა და მეორე მოსმენით
განხილვისათვის მომზადების მიზნით გადაეცემა წამყვან კომიტეტს, რომელიც
კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებიდან 3 კვირის ვადაში განიხილავს მას.
წამყვანი კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი განიხილება ქვეპუნქტების,
პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით და კენჭი
ეყრება ერთიანად. საჭიროების შემთხვევაში კენჭი ეყრება ალტერნატიულ
წინადადებებს. თუ ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში წამყვანი კომიტეტი ვერ
მოახერხებს კანონპროექტის განხილვას, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს
კომიტეტის თავმჯდომარის მოტივირებული წინადადების საფუძველზე,
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით.
2. პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით განხილვისას გათვალისწინებული
შენიშვნების მიხედვით გადამუშავებული კანონპროექტი პირველი მოსმენით
მიღებიდან 4 კვირის ვადაში, რეგლამენტის 102-ე მუხლის მე-10 პუნქტით
დადგენილი წესით ეგზავნება პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო
დეპარტამენტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა
და კენჭისყრისათვის.
91
3. პარლამენტის პლენარული სხდომისათვის მეორე მოსმენით წარდგენილ
კანონპროექტს უნდა ერთოდეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით
განხილვისას კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნების ფურცელი,
წამყვანი კომიტეტისა და პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის
დასკვნები, აგრეთვე ალტერნატიული წინადადებები, რომლებიც წამყვან
კომიტეტს წარედგინა.
4. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა
იწყება კანონპროექტზე მომხსენებლის გამოსვლით, რომელიც კანონპროექტს
სხდომას გააცნობს რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე
მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. პარლამენტის წევრს უფლება აქვს,
რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიღებული
გადაწყვეტილების თანახმად, შესაბამის ქვეპუნქტთან, პუნქტთან (ნაწილთან),
მუხლთან,
თავთან
ან/და
კართან
დაკავშირებით,
შეკითხვისა
და
დაზუსტებისათვის გამოვიდეს თითოჯერ. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის
გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ამასთანავე, მას შეუძლია
დაზუსტებისათვის ისარგებლოს არაუმეტეს 1 წუთით. პარლამენტის წევრს
უფლება აქვს, შეკითხვისა და დაზუსტებისათვის გამოვიდეს თითოჯერ. სხდომის
თავმჯდომარეს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება
შეკითხვების დასმის შეწყვეტის შესახებ.
5. შეკითხვების დასრულების შემდეგ მომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ
შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა
აღემატებოდეს 20 წუთს.
6. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ, როგორც წესი, სიტყვით
გამოდის კანონპროექტზე თანამომხსენებელი (არსებობის შემთხვევაში). მისი
გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. თანამომხსენებლის
გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ,
კანონპროექტის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის
ავტორისთვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 1 წუთს. შეკითხვების
დასრულების შემდეგ თანამომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას
ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10
წუთს.
7. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის ის
პარლამენტის წევრი, კომიტეტის, ფრაქციის წარმომადგენელი, რომლის
ალტერნატიული წინადადებაც გამოტანილ იქნა პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე. ალტერნატიული წინადადების ავტორის გამოსვლის ხანგრძლივობა არ
უნდა აღემატებოდეს 5 წუთს. პარლამენტის წევრს შეუძლია ალტერნატიული
წინადადების ავტორს 1-წუთიან რეჟიმში დაუსვას შეკითხვა მხოლოდ ერთხელ.
92
8. ამ მუხლის მე-4–მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ პირთა გამოსვლების
დასრულების შემდეგ, როგორც წესი, სიტყვით გამოდიან წამყვანი კომიტეტის
წარმომადგენელი (თუ წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი არ არის
თანამომხსენებელი) და სხვა კომიტეტების წარმომადგენლები. წამყვანი
კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს
10 წუთს, ხოლო სხვა კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლისა − 5 წუთს.
9.
წამყვანი
კომიტეტის
წარმომადგენლისა
და
სხვა
კომიტეტების
წარმომადგენლების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან
უფრაქციო
პარლამენტის
წევრები.
თითოეული
მათგანის
გამოსვლის
ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს, ხოლო თუ ერთი პოლიტიკური
პარტიის წარდგენით არჩეული უფრაქციო პარლამენტის წევრები თითოეული
მათგანის გამოსვლისათვის გამოყოფილ დროს ერთმანეთს დაუთმობენ, შესაბამისი
პარლამენტის წევრის/წევრების გამოსვლის/გამოსვლების ხანგრძლივობა ჯამში 15
წუთს არ უნდა აღემატებოდეს. ამისათვის პარლამენტის წევრები მომხსენებლის
გამოსვლის დასრულებამდე პირადად ეწერებიან გამომსვლელთა სიაში, რომელიც
დგება პარლამენტის პლენარული სხდომის სამდივნოში და წარედგინება სხდომის
თავმჯდომარეს. ამ პარლამენტის წევრთა თანმიმდევრობას განსაზღვრავს
პლენარული სხდომის თავმჯდომარე გამომსვლელთა სიაში ჩაწერის რიგითობის
მიხედვით. გამომსვლელთა რიგითობის დაცვა სავალდებულოა. სხდომის
თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა დაუშვებელია. ამასთანავე,
პარლამენტის წევრს შეუძლია გამომსვლელთა სიაში ჩაეწეროს მხოლოდ ერთხელ.
პარლამენტის წევრს, რომელიც ჩაწერილია გამომსვლელთა სიაში და სიტყვის
მიცემის მომენტისათვის ესწრება სხდომას, უფლება არა აქვს, მისი
გამოსვლისათვის განკუთვნილი დრო სხვა პარლამენტის წევრს დაუთმოს, გარდა
ამ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თუ პარლამენტის წევრი სიტყვის
მიცემის მომენტისათვის სხდომას არ ესწრება, მას აღარ აქვს ამ საკითხზე
გამოსვლის უფლება.
10. პარლამენტის წევრების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან
საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები და
საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები ამ
თანმიმდევრობით და პარლამენტის პლენარულ სხდომას მოახსენებენ თავიანთ
პოზიციას წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე. გამოსვლებისათვის ფრაქციას
ეძლევა იმდენი წუთი, რამდენი პარლამენტის წევრიც არის მასში გაერთიანებული,
მაგრამ არანაკლებ 15 და არაუმეტეს 75 წუთისა.
11. მომხსენებელი, თანამომხსენებელი, კომიტეტის წარმომადგენელი, ფრაქციის
წარმომადგენელი, უფრაქციო პარლამენტის წევრი სიტყვით გამოდის სხდომათა
დარბაზში პრეზიდიუმის წინ განთავსებული ტრიბუნიდან, თუ მისი გამოსვლის
ხანგრძლივობა 3 წუთს აღემატება. თუ გამოსვლისთვის განსაზღვრული დრო 3
წუთს არ აღემატება, პარლამენტის წევრს (გარდა მომხსენებლისა) უფლება აქვს,
93
სიტყვით გამოვიდეს აგრეთვე სხდომათა დარბაზში მისთვის განკუთვნილი
ადგილიდან.
12. ფრაქციის წარმომადგენელთა გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი
სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, გამოდის
მომხსენებელი.
13. დასაშვებია კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღება ცალკეული მუხლების
გამოკლებით. ეს მუხლები შეიძლება შემოტანილ იქნეს მესამე მოსმენისას.
14. მეორე მოსმენისას კანონპროექტს მთლიანად ეყრება კენჭი. ალტერნატიულ
წინადადებას პირველ რიგში ეყრება კენჭი. თუ საკითხის განხილვისას
ალტერნატიული წინადადების ავტორი დარბაზში არ იმყოფება ან იგი
ალტერნატიული წინადადების განხილვაზე უარს აცხადებს, ალტერნატიული
წინადადება უარყოფილად ითვლება და მას კენჭი არ ეყრება.
15. კანონპროექტის მეორე მოსმენის დასრულების შემდეგ პარლამენტი
კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების
შესახებ.
16. კანონპროექტი, რომელიც მეორე მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს მისი
მიღებისათვის დადგენილ ხმათა საჭირო რაოდენობას, ჩავარდნილად ითვლება და
ფორმდება დადგენილება კანონპროექტის მეორე მოსმენით მიუღებლობის შესახებ.
17. თუ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენისას ჩავარდნილი
კანონპროექტი სასესიო პერიოდში 1 თვის განმავლობაში მისი ინიციატორის
მოთხოვნით არ დადგება პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე, იგი უარყოფილად
ჩაითვლება. ასევე უარყოფილად ჩაითვლება კანონპროექტი, რომელიც
განმეორებით ვერ დააგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობას.
მუხლი 108. საკანონმდებლო პაკეტის
განხილვისა და მიღების თავისებურებანი
პირველი
და მეორე
მოსმენებით
1. საკანონმდებლო პაკეტის პირველი და მეორე მოსმენებით განხილვისას პაკეტში
შემავალ თითოეულ კანონპროექტზე ცალკე იმართება რეგლამენტის 106-ე მუხლის
მე-2–მე-6
პუნქტებითა
და
107-ე
მუხლის
მე-4–მე-7
პუნქტებით
გათვალისწინებული პროცედურები.
2. საკანონმდებლო პაკეტში შემავალ ყველა კანონპროექტზე ამ მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ ერთიანად
იმართება რეგლამენტის 106-ე მუხლის მე-7–მე-9 და მე-11 პუნქტებითა და 107-ე
მუხლის მე-8–მე-10 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული გამოსვლები.
94
3. საკანონმდებლო პაკეტის პირველი ან მეორე მოსმენით განხილვის დასრულების
შემდეგ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ იმ პროექტებზე, რომელთა მისაღებად
თანაბარი რაოდენობის ხმებია საჭირო, კენჭისყრა ერთიანად იმართება.
მომხსენებლის, პარლამენტის წევრის ინიციატივით პარლამენტი უფლებამოსილია
მიიღოს გადაწყვეტილება საკანონმდებლო პაკეტში შემავალ თითოეულ პროექტზე
კენჭისყრის ცალკე გამართვის თაობაზე. გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ
პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა.
მუხლი 109. კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა
1. კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ წამყვანი კომიტეტი 10 დღის
ვადაში განიხილავს მას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით
განხილვისათვის მოსამზადებლად. კომიტეტის სხდომის გამართვის შემდეგ
კანონპროექტი რეგლამენტის 102-ე მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით
ეგზავნება პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს პარლამენტის
ბიუროს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შესატანად.
2. პარლამენტის პლენარული სხდომისათვის მესამე მოსმენით წარდგენილ
კანონპროექტს უნდა ერთოდეს წამყვანი კომიტეტის მიერ მომზადებული, მეორე
მოსმენით კენჭისყრის შედეგად გათვალისწინებული შენიშვნების ფურცელი,
აგრეთვე წამყვანი კომიტეტისა და პარლამენტის აპარატის იურიდიული
დეპარტამენტის დასკვნები.
3. მესამე მოსმენისას კანონპროექტს წარადგენს მომხსენებელი, რომელსაც
პარლამენტის წევრებმა კანონპროექტთან დაკავშირებით შეიძლება მისცენ
რედაქციული შენიშვნები. რედაქციული შენიშვნებისათვის თითოეული
გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. ამასთანავე, პირი
ერთსა და იმავე საკითხზე შეიძლება გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ.
4. გამოსვლების დასრულების შემდეგ რედაქციულ შენიშვნებზე პასუხისთვის
სიტყვით გამოდის კანონპროექტზე მომხსენებელი. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ
უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. მომხსენებლის გამოსვლის შემდეგ პარლამენტის
პლენარული
სხდომის
თავმჯდომარე
კანონპროექტის
განხილვას
დასრულებულად მიიჩნევს.
5. მეორე მოსმენისას დამატებითი განხილვისათვის გადადებული მუხლები
კენჭისყრაზე ცალკე დგება. შეიძლება კანონპროექტის მიღება ამ მუხლების
გარეშეც, თუ ისინი არ არის კანონპროექტის პრინციპული დებულებები.
6. მესამე მოსმენით კენჭისყრის წინ სავალდებულოა პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე კანონპროექტის საბოლოო რედაქტირებული ვარიანტის დარიგება,
რომელშიც ასახულია მესამე მოსმენისას გამოთქმული და გათვალისწინებული
95
შენიშვნები. აღნიშნული ვარიანტის თავფურცელი ვიზირებული უნდა იყოს
კანონპროექტზე მომხსენებლის, წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის, წამყვანი
კომიტეტის აპარატის პასუხისმგებელი პირისა და პარლამენტის აპარატის
იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მიერ.
7. მესამე მოსმენისას კანონპროექტის საბოლოო რედაქტირებულ ვარიანტს
მთლიანად ეყრება კენჭი. დაუშვებელია მესამე მოსმენით კენჭისყრის შემდეგ
კანონპროექტში რაიმე შესწორების შეტანა.
8. კანონპროექტი, რომელიც მესამე მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს მისი
მიღებისათვის საჭირო ხმათა რაოდენობას, ჩავარდნილად ითვლება და ფორმდება
დადგენილება კანონპროექტის მესამე მოსმენით მიუღებლობის შესახებ.
ჩავარდნილ კანონპროექტზე ვრცელდება რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-17
პუნქტით დადგენილი წესი.
9. მეორე და მესამე მოსმენებისას უარყოფილ კანონპროექტს პარლამენტი
განიხილავს მისი ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის
შემთხვევაში.
მუხლი 110.
დაუშვებლობა
პარლამენტის
საბოლოო
გადაწყვეტილების
შესწორების
დაუშვებელია პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ან დადგენილების
გადაკეთება ან გასწორება საბოლოო კენჭისყრის შემდეგ. ამ ქმედების
განხორციელება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
მუხლი 111. პლენარული სხდომის ოქმი და სტენოგრამა
1. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დგება სხდომის ოქმი და სტენოგრამა.
პარლამენტის პლენარული სხდომის ოქმი და სტენოგრამა, საიდუმლო საკითხების
გამოკლებით, განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე.
2. პარლამენტის დახურული პლენარული სხდომის ოქმისა და სტენოგრამის
გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ პარლამენტის წევრებს, საქართველოს
პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის უფლებამოსილ წარმომადგენლებს,
აგრეთვე სახელმწიფო ორგანოთა იმ წარმომადგენლებს, რომლებიც აღნიშნული
სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ.
მუხლი 112. კანონპროექტის განხილვის წინა მოსმენაზე დაბრუნება
96
პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე
კანონპროექტის
განხილვისას
აუცილებლობის
შემთხვევაში,
კანონპროექტზე
მომხსენებლის
ან
თანამომხსენებლის მოტივირებული წინადადების საფუძველზე პარლამენტმა
შეიძლება დადგენილებით მიიღოს გადაწყვეტილება კანონპროექტის მესამე
მოსმენიდან მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის დაბრუნების
შესახებ.
მუხლი 113. კანონის დაჩქარებული წესით მიღება
1. პარლამენტმა კანონპროექტი შეიძლება განიხილოს და მიიღოს დაჩქარებული
წესით. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება იმ შემთხვევაში, თუ იგი
ითვალისწინებს მხოლოდ კანონში ცვლილების შეტანას.
2. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება გულისხმობს მის
სამივე მოსმენით განხილვასა და მიღებას პარლამენტის პლენარული სხდომების 1
კვირის განმავლობაში. პარლამენტის პლენარული სხდომის 1 დღეს
კანონპროექტის განხილვა და მიღება დასაშვებია ერთზე მეტი მოსმენით, მაგრამ
არაუმეტეს ორისა. ამასთანავე, ერთ დღეს დასაშვებია კანონპროექტის მხოლოდ
მეორე და მესამე მოსმენებით განხილვა და მიღება.
3. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას
იღებს პარლამენტის ბიურო კანონპროექტის ინიციატორის მოთხოვნის
საფუძველზე. აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის ბიურომ შესაძლებელია
მიიღოს როგორც კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
გადაწყვეტილების მიღებისას, ისე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვამდე. კანონპროექტის განხილვის
პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პარლამენტის
ბიურომ
კანონპროექტის
დაჩქარებული
წესით
განხილვის
შესახებ
გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს კანონპროექტის ინიციატორის წერილობითი
დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
4. პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის
შესახებ
გადაწყვეტილების
მიღების
შემთხვევაში
რეგლამენტით
გათვალისწინებული სუბიექტები პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ
ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს კანონპროექტის თაობაზე თავიანთ
შენიშვნებს.
5. დაუშვებელია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის
დაჩქარებული წესით განხილვა მისი დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ
გადაწყვეტილების მიღების დღეს.
6. კანონპროექტს, რომლის თაობაზედაც მიღებულია დაჩქარებული წესით
განხილვის შესახებ გადაწყვეტილება, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
97
განხილვისას უნდა ერთოდეს რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი
დასკვნები. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის დაჩქარებული
წესით განხილვა და კენჭისყრა ხდება კანონპროექტის განხილვისა და
კენჭისყრისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით.
მუხლი 114. კანონის გამარტივებული წესით მიღება
1. საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ კანონპროექტი,
იმ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომელიც შეეხება
მხოლოდ კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური
ხასიათის ცვლილებას, აგრეთვე კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს კანონის ნორმების ნუმერაციის
ცვლილებას მათი სამართლებრივი შინაარსის ცვლილების გარეშე, პარლამენტის
სხდომაზე შეიძლება განხილულ და მიღებულ იქნეს გამარტივებული წესით –
ერთი მოსმენით, რეგლამენტის 106-ე მუხლით დადგენილი წესით.
2. კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას
იღებს პარლამენტის ბიურო კანონპროექტის ინიციატორის წინადადების
საფუძველზე. კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის ვადა არ უნდა
აღემატებოდეს 2 კვირას. პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის
გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების
შემთხვევაში რეგლამენტით გათვალისწინებული სუბიექტები პარლამენტის
ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს კანონპროექტის
თაობაზე თავიანთ შენიშვნებს. 3. პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის
გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების
შემთხვევაში რეგლამენტით გათვალისწინებული სუბიექტები პარლამენტის
ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს კანონპროექტის
თაობაზე თავიანთ შენიშვნებს.
4. კანონპროექტს, რომლის თაობაზედაც მიღებულია გამარტივებული წესით
განხილვის შესახებ გადაწყვეტილება, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
განხილვისას უნდა ერთოდეს რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი
დასკვნები. დაუშვებელია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის
გამარტივებული წესით განხილვა მისი გამარტივებული წესით განხილვის შესახებ
გადაწყვეტილების მიღების დღეს.
მუხლი 115. საკანონმდებლო აქტების მიღება და კონსტიტუციური შეთანხმების
დამტკიცება
1. კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას სამი მოსმენით მხარს
დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.
98
კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა
მომდევნო მოწვევის პარლამენტის მიერ ერთი მოსმენით განხილვიდან და სრული
შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მიერ მისი უცვლელად დამტკიცებიდან
10 დღის ვადაში.
2. თუ კონსტიტუციურ კანონს სამი მოსმენით მხარს დაუჭერს პარლამენტის
სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, კონსტიტუციური კანონი
საქართველოს
პრეზიდენტს
ხელმოსაწერად
გადაეცემა
საქართველოს
კონსტიტუციის 46-ე მუხლით დადგენილ ვადაში.
3. კონსტიტუციური კანონი, რომელიც უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის
აღდგენას, მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის
უმრავლესობით და საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა
საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლით დადგენილ ვადაში.
4. კონსტიტუციური შეთანხმება დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს
დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედისა.
5. ორგანული კანონი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის
სრული შემადგენლობის უმრავლესობა, თუ საქართველოს კონსტიტუციით სხვა
რამ არ არის გათვალისწინებული.
6. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებული ორგანული
კანონი მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის
უმრავლესობით.
7. რეგლამენტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის
სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
8. კანონი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული
შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ საქართველოს კონსტიტუციით სხვა რამ არ
არის გათვალისწინებული.
9. კანონის მიღების თარიღად ითვლება პარლამენტის მიერ მისი საბოლოო
რედაქციით მიღების დღე.
მუხლი 116. საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ საქართველოს
ორგანული კანონის მიღების წესი
საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი დადგენილია „საქართველოს
სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, რომელიც
მიიღება და გადაისინჯება საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვისათვის
განსაზღვრული წესით.
99
მუხლი 117. პარლამენტის
პრეზიდენტისთვის გადაცემა
მიერ
მიღებული
კანონის
საქართველოს
პარლამენტის მიერ მიღებული კანონი 10 დღის ვადაში, კანონპროექტის
ინიციატორის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის, წამყვანი კომიტეტის
თავმჯდომარის, კომიტეტის აპარატის პასუხისმგებელი პირისა და პარლამენტის
აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მიერ ვიზირებისა და
პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შესაბამის მიმართვაზე ხელის მოწერის შემდეგ
გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს.
მუხლი 118. საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები
1. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს კონსტიტუციით
გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ვადაში ხელი არ მოაწეროს კანონს და
მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს იგი პარლამენტს.
2. საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები კანონპროექტის
ფორმით უნდა იყოს ჩამოყალიბებული.
3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებული
კანონი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება და მიიღება ერთი
მოსმენით, რეგლამენტის 106-ე მუხლით დადგენილი წესით. პირველ რიგში კენჭი
ეყრება საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით
დაბრუნებულ კანონს, ხოლო შემდეგ – კანონის პირვანდელ რედაქციას.
4. თუ პარლამენტი მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს, კანონი 5
დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც მის საბოლოო
რედაქციას ხელს აწერს და აქვეყნებს 5 დღის ვადაში.
5. თუ პარლამენტი არ მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს, კენჭი
ეყრება კანონის პირვანდელ რედაქციას. კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას
მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. ორგანული
კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული
შემადგენლობის უმრავლესობა, გარდა საქართველოს კონსტიტუციის მე-19
მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ორგანული კანონისა, რომელიც
მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული
შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. კონსტიტუციური კანონი მიღებულად
ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის
არანაკლებ სამი მეოთხედი. კანონი 3 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს
პრეზიდენტს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას.
100
6. საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ კონსტიტუციურ
კანონს, რომელიც პარლამენტმა მიიღო სრული შემადგენლობის ორი მესამედის
უმრავლესობით, საქართველოს პრეზიდენტი ხელს აწერს და აქვეყნებს
გადაცემიდან 5 დღის ვადაში, პარლამენტისთვის შენიშვნებით დაბრუნების
უფლების გარეშე.
7. თუ საქართველოს პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, მას
ხელს აწერს და 5 დღეში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − „საქართველოს
საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.
8. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კანონპროექტი
კენჭისყრისას ვერ დააგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობას, იგი უარყოფილად
ითვლება.
9. თუ საქართველოს პრეზიდენტი კანონს მოტივირებული შენიშვნებით
დაუბრუნებს პარლამენტს, მაგრამ გამოცხადებულია საპარლამენტო არდადეგები,
შენიშვნების განსახილველად შეიძლება დადგენილი წესით მოწვეულ იქნეს
პარლამენტის რიგგარეშე სესია.
მუხლი 119. პარლამენტის წევრთა
კონსტიტუციური კანონის პროექტი
მიერ
ინიციირებული
საქართველოს
პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის მიერ წარმოდგენილი
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი წარედგინება პარლამენტის
ბიუროს უახლოეს სხდომას, რომელიც ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების
მიზნით მას პარლამენტის საპროცედურო საკითხთაკომიტეტს გადასცემს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთაკომიტეტი მისთვის გადაცემიდან 1 კვირის
ვადაში ამოწმებს ხელმოწერებს და შედეგებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.
პარლამენტის ბიუროს საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული
სხდომის დღის წესრიგში საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის
გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის
შექმნის მიზნით. პარლამენტის ბიუროს იმავე სხდომაზე საქართველოს
კონსტიტუციური კანონის პროექტი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით
განსახილველად გადაეცემა კომიტეტებს.
მუხლი
120.
ამომრჩეველთა
მიერ
კონსტიტუციური კანონის პროექტი
ინიციირებული
საქართველოს
1. ამომრჩეველთა ინიციატივით საქართველოს კონსტიტუციური კანონის
პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით საარჩევნო უფლების
101
მქონე საქართველოს მოქალაქეები ქმნიან საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ 10
წევრის შემადგენლობით.
2. საინიციატივო ჯგუფი პარლამენტის ბიუროს წარუდგენს განცხადებას
რეგისტრაციაში გატარების შესახებ. განცხადებას უნდა ერთოდეს საქართველოს
კონსტიტუციური კანონის პროექტი და საინიციატივო ჯგუფის წევრთა შემდეგი
მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, პირადი ნომერი და
ტელეფონის ნომერი. ეს მასალები წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს
სხდომას,
რომელიც
მათ
გადასცემს
პარლამენტის
საპროცედურო
საკითხთაკომიტეტს. საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი განცხადება და
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი განთავსდება პარლამენტის
ვებგვერდზე.
3. პარლამენტის საპროცედურო საკითხთაკომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიერ
საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების შესახებ მასალების მისთვის
გადაცემიდან 7 დღის ვადაში საინიციატივო ჯგუფს გადასცემს სარეგისტრაციო
მოწმობას ან მოტივირებულ უარს ეუბნება რეგისტრაციაზე. რეგისტრაციაზე უარის
თქმის საფუძველია ამ მუხლის პირველი პუნქტის ან/და მე-2 პუნქტის მოთხოვნათა
დარღვევა.
4. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, სარეგისტრაციო მოწმობის მიღებამდე
გამოითხოვოს რეგისტრაციაში გატარების შესახებ განცხადება.
5. საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღების დღიდან
უფლებამოსილია დაიწყოს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის
მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება შემდეგი ფორმით/ფორმებით:
ა) ხელმოწერების ფურცლების შევსებით;
ბ) პარლამენტის ვებგვერდზე „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული
სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერების შეგროვებით.
6.
ხელმოწერების
შესაგროვებლად
პარლამენტის
საპროცედურო
საკითხთაკომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის თითოეულ ფურცელს ხელს აწერს
არაუმეტეს 50 ამომრჩევლისა. ხელმოწერების სისწორისთვის პასუხისმგებელი
პირი აღნიშნავს ამომრჩევლის შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების
წელს, თვესა და რიცხვს, მისამართს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს და
ხელმოწერის თარიღს. ამ მონაცემებს ხელმოწერით ადასტურებს ამომრჩეველი.
ყოველ
ასეთ
ფურცელს
ხელმოწერით
ადასტურებს
ხელმოწერების
შეგროვებისთვის
პასუხისმგებელი
პირი,
რომელიც
პასუხისმგებელია
ხელმოწერების სისწორისათვის და პასუხს აგებს ხელმოწერების გაყალბებისათვის.
თითოეული პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო
ბიუროში. ამასთანავე, ერთ მუნიციპალიტეტში ხელმოწერების შეგროვებისთვის
102
პასუხისმგებელი პირის ხელმოწერის სანოტარო წესით დამოწმება საკმარისია
ერთხელ. მის მიერ ხელმოწერით დადასტურებული ყველა სხვა ხელმოწერების
ფურცელი იმავე მუნიციპალიტეტში სანოტარო წესით დამოწმებას აღარ
საჭიროებს.
7. საინიციატივო ჯგუფისთვის სარეგისტრაციო მოწმობის გადაცემის შემდეგ
კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერების შესაგროვებლად საქართველოს
კონსტიტუციური კანონის პროექტი განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე.
ამომრჩეველი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულებამდე
პარლამენტის ვებგვერდის შესაბამის ველში ელექტრონულად აღნიშნავს
ტელეფონის ნომერს და ასრულებს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას.
8.
პარლამენტის
საპროცედურო
საკითხთაკომიტეტი
ამ
მუხლით
გათვალისწინებული
მიზნებისთვის
იყენებს
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ ხელმომწერი პირის შემდეგ
მონაცემებს: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მისამართი და
მოქალაქეობა.
9. საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღებიდან 4 თვის ვადაში
პარლამენტის ბიუროს მიმართავს განცხადებით და წარუდგენს ქვემოთ
ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს:
ა) არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მიერ შევსებულ ხელმოწერების ფურცლებს;
ბ) ინფორმაციას არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის კვალიფიციური ელექტრონული
ხელმოწერის შეგროვების შესახებ;
გ) შევსებულ ხელმოწერების ფურცლებს და შეგროვებული კვალიფიციური
ელექტრონული ხელმოწერების შესახებ ინფორმაციას, რომელიც არანაკლებ 200 000
ამომრჩევლის ხელმოწერას ადასტურებს.
10. შევსებული ხელმოწერების ფურცლები და შეგროვებული კვალიფიციური
ელექტრონული ხელმოწერების შესახებ ინფორმაცია წარედგინება პარლამენტის
ბიუროს უახლოეს სხდომას, რომელიც მათ გადასცემს პარლამენტის
საპროცედურო
საკითხთაკომიტეტს
ხელმოწერების
ნამდვილობის
შესამოწმებლად.
11. პარლამენტის საპროცედურო საკითხთაკომიტეტი ხელმოწერების ფურცლებისა
და შეგროვებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერების შესახებ
ინფორმაციის მიღებიდან 1 თვის ვადაში ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას
და შედეგებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას. თუ დადგინდა,
რომ ხელმოწერები შესრულებულია რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევით,
103
პარლამენტის ბიურო საინიციატივო ჯგუფს უარს ეუბნება საქართველოს
კონსტიტუციური კანონის პროექტის პარლამენტში განსახილველად წარდგენაზე.
12. ბათილად მიიჩნევა ხელმოწერა, რომელიც:
ა) შესრულებულია იმ ფურცელზე, რომელიც არ არის დადგენილი ფორმის ან/და
რომელიც ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული
ან დამოწმებული;
ბ) ხელმოწერების ფურცელზე შესრულების შემთხვევაში არ შეიცავს ამ მუხლის მე6 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს;
გ) შესრულებულია მოტყუებით, მუქარით, ძალდატანებით ან სხვა პირის მიერ, თუ
ამას ამომრჩეველი წერილობით დაადასტურებს;
დ) შესრულებულია იმ პირის მიერ, რომელიც არ აკმაყოფილებს ამომრჩევლისთვის
საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს;
ე) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შემთხვევაში შესრულებული არ
არის „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
13. თუ შემოწმების შედეგად ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა 200 000-ზე
ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა ინიციატივით საქართველოს კონსტიტუციური
კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელება უარყოფილად ითვლება.
14. საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენაზე უარის
მიღების შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, 5 დღის ვადაში
მიმართოს საერთო სასამართლოს.
15. ამომრჩეველთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა და არანაკლებ 200 000
ამომრჩევლის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციური კანონის
პროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს. საქართველოს კონსტიტუციური
კანონის პროექტს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით აღრიცხავს და
რეგისტრაციაში ატარებს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი.
პარლამენტის ბიუროს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის
დასკვნის საფუძველზე საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული
სხდომის დღის წესრიგში საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის
გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის
შექმნის მიზნით. პარლამენტის ბიუროს იმავე სხდომაზე საქართველოს
კონსტიტუციური კანონის პროექტი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით
განსახილველად გადაეცემა კომიტეტებს.
104
მუხლი 121.
განხილვა
კონსტიტუციური
კანონის
პროექტის
საყოველთაო -სახალხო
1. პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს
კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაოსახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე.
2. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის
რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს პარლამენტი.
წევრთა
3. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში შემავალ
პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტს, მაგრამ არანაკლებ სამისა, უნდა
შეადგენდნენ საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პარლამენტის წევრები.
4. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში შემავალ
პარლამენტის
წევრთა
წარმომადგენლობითი
თანაფარდობის
დაცვა
სავალდებულო არ არის, თუ კომისიის ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი
წესით დაკომპლექტება შეუძლებელია.
5. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია საქართველოს
კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის დაწყებიდან ერთი თვის
განმავლობაში განიხილავს ამ პროექტთან დაკავშირებულ მასალებს და განხილვის
დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ ადგენს შემაჯამებელ ოქმს.
6. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია საქართველოს
კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის მიზნით, მოსახლეობის
მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის პრინციპის გათვალისწინებით,
მართავს შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ
ერთეულში.
7. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შეხვედრების
დაწყებამდე არაუგვიანეს 5 დღისა შეხვედრების გამართვის გრაფიკი ქვეყნდება
პარლამენტის
ვებგვერდზე.
შეხვედრების
გამართვის
გრაფიკში
განხორციელებული
ცვლილებები
დამატებით
ქვეყნდება
პარლამენტის
ვებგვერდზე, შესაბამისი შეხვედრის გამართვამდე არაუგვიანეს 2 დღისა.
8. მოსახლეობის ინფორმირების მიზნით კონსტიტუციური კანონის პროექტის
არსის შესახებ მოკლე ინფორმაცია თავსდება პარლამენტის ვებგვერდზე, აგრეთვე
რიგდება შეხვედრების დროს.
9. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შეხვედრაზე
მოქალაქეთა მოსაზრებების დაფიქსირება ხდება ზეპირად ან/და წერილობით.
მოქალაქეთა ზეპირი მოსაზრებები აისახება შეხვედრის ოქმში და საყოველთაოსახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელ ოქმში, ხოლო
105
საყოველთაო-სახალხო განხილვისას წერილობით ან/და
წარდგენილი მოსაზრებები დაერთვის შემაჯამებელ ოქმს.
ელექტრონულად
10. შეხვედრების ოქმები ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე თითოეული
შეხვედრის გამართვიდან არაუგვიანეს 3 დღისა, ხოლო საყოველთაო-სახალხო
განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელი ოქმი – საყოველთაო-სახალხო
განხილვის დასრულებიდან 10 დღის ვადაში.
მუხლი 122. კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა და მიღება
1. პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვას
იწყებს მისი გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ. პარლამენტის ბიუროს მიერ
განსაზღვრული კომიტეტები საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს
განიხილავენ 1 თვის ამოწურვიდან არაუგვიანეს 1 თვისა.
2. საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე განხილვა იწყება საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო
კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის მიერ უფლებამოსილი წევრის მოხსენებით,
რომელიც სხდომაზე დამსწრეთ გააცნობს საქართველოს კონსტიტუციური კანონის
პროექტის
საყოველთაო-სახალხო
განხილვის
შედეგებს.
ამის
შემდეგ
ამომრჩეველთა მიერ ინიციირებულ საქართველოს კონსტიტუციური კანონის
პროექტს პლენარულ სხდომაზე წარადგენს საინიციატივო ჯგუფის მიერ
დანიშნული საინიციატივო ჯგუფის წევრი, ხოლო პარლამენტის წევრთა მიერ
ინიციირებულ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს − პარლამენტის
წევრთა მიერ დანიშნული წარმომადგენელი.
3. საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი სამი მოსმენით განხილული
და მიღებული უნდა იქნეს ერთი და იმავე მოწვევის პარლამენტის მიერ
კანონპროექტის სამი მოსმენით განხილვისა და მიღებისათვის რეგლამენტით
დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არის გათვალისწინებული.
4. რეგლამენტის 115-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ
კონსტიტუციური კანონის პროექტს მომდევნო მოწვევის პარლამენტს წარუდგენს
პარლამენტის თავმჯდომარე. მოხსენების დასრულების შემდეგ იმართება
პოლიტიკური დებატები რეგლამენტის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
5.
დაუშვებელია
საქართველოს
კონსტიტუციური
კანონის
დაჩქარებული ან გამარტივებული წესით განხილვა და მიღება.
პროექტის
6. საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე ალტერნატიული
კანონპროექტის წარდგენა, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური კანონის
პროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული წინადადების
წარდგენა დაუშვებელია.
106
მუხლი 123. ამომრჩეველთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება
1. არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით კანონპროექტის წარდგენის
უფლების განხორციელების მიზნით საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს
მოქალაქეები ქმნიან საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით.
2. საინიციატივო ჯგუფი პარლამენტის ბიუროს წარუდგენს განცხადებას
რეგისტრაციაში გატარების შესახებ. განცხადებას უნდა ერთოდეს კანონპროექტი
და საინიციატივო ჯგუფის წევრთა შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების
თარიღი, მისამართი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი. ეს მასალები
წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას, რომელიც მათ გადასცემს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთაკომიტეტს. საინიციატივო ჯგუფის მიერ
წარდგენილი განცხადება და კანონპროექტი განთავსდება პარლამენტის
ვებგვერდზე.
3. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიერ
საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების შესახებ მასალების მისთვის
გადაცემიდან 5 დღის ვადაში საინიციატივო ჯგუფს გადასცემს სარეგისტრაციო
მოწმობას ან მოტივირებულ უარს ეუბნება რეგისტრაციაზე. რეგისტრაციაზე უარის
თქმის საფუძველია ამ მუხლის პირველი პუნქტის ან/და მე-2 პუნქტის მოთხოვნათა
დარღვევა.
4. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, სარეგისტრაციო მოწმობის მიღებამდე
გამოითხოვოს რეგისტრაციაში გატარების შესახებ განცხადება.
5. საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღების დღიდან
უფლებამოსილია დაიწყოს კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების
შეგროვება შემდეგი ფორმით/ფორმებით:
ა) ხელმოწერების ფურცლების შევსებით;
ბ) პარლამენტის ვებგვერდზე „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული
სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერების შეგროვებით.
6. ხელმოწერების შესაგროვებლად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა
კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის თითოეულ ფურცელს ხელს აწერს
არაუმეტეს 50 ამომრჩევლისა. ხელმოწერების სისწორისთვის პასუხისმგებელი
პირი აღნიშნავს ამომრჩევლის შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების
წელს, თვესა და რიცხვს, მისამართს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს და
ხელმოწერის თარიღს. ამ მონაცემებს ხელმოწერით ადასტურებს ამომრჩეველი.
ყოველ
ასეთ
ფურცელს
ხელმოწერით
ადასტურებს
ხელმოწერების
შეგროვებისთვის
პასუხისმგებელი
პირი,
რომელიც
პასუხისმგებელია
107
ხელმოწერების სისწორისათვის და პასუხს აგებს ხელმოწერების გაყალბებისათვის.
თითოეული პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო
ბიუროში. ამასთანავე, ერთ მუნიციპალიტეტში ხელმოწერების შეგროვებისთვის
პასუხისმგებელი პირის ხელმოწერის სანოტარო წესით დამოწმება საკმარისია
ერთხელ. მის მიერ ხელმოწერით დადასტურებული ყველა სხვა ხელმოწერების
ფურცელი იმავე მუნიციპალიტეტში სანოტარო წესით დამოწმებას აღარ
საჭიროებს.
7. საინიციატივო ჯგუფისთვის სარეგისტრაციო მოწმობის გადაცემის შემდეგ
კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერების შესაგროვებლად კანონპროექტი
განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. ამომრჩეველი კვალიფიციური
ელექტრონული ხელმოწერის შესრულებამდე პარლამენტის ვებგვერდის შესაბამის
ველში ელექტრონულად აღნიშნავს ტელეფონის ნომერს და ასრულებს
კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას.
8.
პარლამენტის
საპროცედურო
საკითხთა
კომიტეტი
ამ
მუხლით
გათვალისწინებული
მიზნებისთვის
იყენებს
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ ხელმომწერი პირის შემდეგ
მონაცემებს: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მისამართი და
მოქალაქეობა.
9. საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღებიდან 45 დღის ვადაში
პარლამენტის ბიუროს მიმართავს განცხადებით და წარუდგენს ქვემოთ
ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს:
ა) არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის მიერ შევსებულ ხელმოწერების ფურცლებს;
ბ) ინფორმაციას არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის კვალიფიციური ელექტრონული
ხელმოწერის შეგროვების შესახებ;
გ) შევსებულ ხელმოწერების ფურცლებს და შეგროვებული კვალიფიციური
ელექტრონული ხელმოწერების შესახებ ინფორმაციას, რომელიც არანაკლებ 25 000
ამომრჩევლის ხელმოწერას ადასტურებს.
10. შევსებული ხელმოწერების ფურცლები და შეგროვებული კვალიფიციური
ელექტრონული ხელმოწერების შესახებ ინფორმაცია წარედგინება პარლამენტის
ბიუროს უახლოეს სხდომას, რომელიც მათ გადასცემს პარლამენტის
საპროცედურო
საკითხთა
კომიტეტს
ხელმოწერების
ნამდვილობის
შესამოწმებლად.
11. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხელმოწერების
ფურცლებისა და შეგროვებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერების
შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 2 კვირის ვადაში შერჩევითი პრინციპის
108
საფუძველზე ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და შედეგებს წარუდგენს
პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას. თუ დადგინდა, რომ ხელმოწერები
შესრულებულია ამ თავის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ნამდვილ
ხელმოწერათა რაოდენობა 25 000-ზე ნაკლები აღმოჩნდა, პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე
პარლამენტის ბიურო საინიციატივო ჯგუფს უარს ეუბნება კანონპროექტის
პარლამენტში განსახილველად წარდგენაზე. შესაბამისად, კანონპროექტის
წარდგენის უფლების განხორციელება უარყოფილად ითვლება.
12. ბათილად მიიჩნევა ხელმოწერა, რომელიც:
ა) შესრულებულია იმ ფურცელზე, რომელიც არ არის დადგენილი ფორმის ან/და
რომელიც ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული
ან დამოწმებული;
ბ) ხელმოწერების ფურცელზე შესრულების შემთხვევაში არ შეიცავს ამ მუხლის მე6 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს;
გ) შესრულებულია მოტყუებით, მუქარით, ძალდატანებით ან სხვა პირის მიერ, თუ
ამას ამომრჩეველი წერილობით დაადასტურებს;
დ) შესრულებულია იმ პირის მიერ, რომელიც არ აკმაყოფილებს ამომრჩევლისთვის
საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს;
ე) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შემთხვევაში შესრულებული არ
არის „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
13. კანონპროექტის წარდგენაზე უარის მიღების შემთხვევაში საინიციატივო
ჯგუფს უფლება აქვს, 5 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს.
14. ამომრჩეველთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა და წარმოდგენილი
კანონპროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს. კანონპროექტს ამ
რეგლამენტით დადგენილი წესით აღრიცხავს და რეგისტრაციაში ატარებს
პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი.
15. პარლამენტი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით წარდგენილ
კანონპროექტს განიხილავს კანონპროექტის განხილვისათვის რეგლამენტით
დადგენილი წესით.
მუხლი 124. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცება
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების მიზნით
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკის
უმაღლესი
საბჭო
პარლამენტს
109
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარუდგენს „აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის პროექტს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ
დადგენილი წესით მიღებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას პარლამენტი ამტკიცებს
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონით, ერთი მოსმენით განხილვისა და მიღების
გზით, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის რეგლამენტით
დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 125. თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცება
1. პარლამენტს თავდაცვის ძალების რაოდენობას დასამტკიცებლად წარუდგენს
საქართველოს
მთავრობა
სახელმწიფო
ბიუჯეტის
კანონის
პროექტის
წარდგენასთან ერთად.
2. თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების საკითხი განსახილველად
გადაეცემა პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ შესაბამის კომიტეტებს,
რომლებიც განიხილავენ ამ საკითხს და ამზადებენ დასკვნებს.
3. წამყვანი კომიტეტის მოტივირებული დასკვნა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის
პროექტის საბოლოო ვარიანტის განხილვამდე და კენჭისყრამდე წარედგინება
პარლამენტის ბიუროს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში
შესატანად. საკითხის საპარლამენტო განხილვის შემდეგ პარლამენტი
დადგენილებით ამტკიცებს თავდაცვის ძალების რაოდენობას. აღნიშნული
დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის
სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
4. თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს თავდაცვის ძალების რაოდენობას,
დადგენილებით შეიძლება შეიქმნას შემთანხმებელი კომისია, რომელიც 10 დღის
ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 31 დეკემბრისა, წარადგენს გადაწყვეტილების
საბოლოო ვარიანტს, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტი.
თავი XIV. პარლამენტის დადგენილება
მუხლი 126. პარლამენტის დადგენილების შინაარსი
1. პარლამენტის ყველა გადაწყვეტილება ფორმდება დადგენილებით.
2. პარლამენტის დადგენილება შეიძლება იყოს ინდივიდუალური ან ნორმატიული
ხასიათის.
110
3. პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, რომლებიც
მოწესრიგებული არ არის რეგლამენტით ან სხვა ნორმატიული აქტით, პარლამენტი
წყვეტს დადგენილებით.
მუხლი 127. პარლამენტის დადგენილების მიღების წესი
1. პარლამენტის დადგენილების პროექტი პარლამენტს წარედგინება და
განიხილება კანონპროექტის პარლამენტისათვის წარდგენისა და კომიტეტის მიერ
განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით.
2. პარლამენტის დადგენილების პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
განიხილება
ერთი
მოსმენით,
კანონპროექტის
პირველი
მოსმენით
განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით.
3. პარლამენტის დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ
პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ საკანონმდებლო
აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. პარლამენტის დადგენილების მიღების თარიღად ითვლება პარლამენტის მიერ
მისი საბოლოო რედაქციით მიღების დღე.
მუხლი 128. პარლამენტის დადგენილების გამოქვეყნება და ძალაში შესვლა
1. პარლამენტის დადგენილება, გარდა ნორმატიული ხასიათის დადგენილებისა,
ძალაში შედის მიღებისთანავე, თუ ამ დადგენილებით სხვა ვადა არ არის
განსაზღვრული.
პარლამენტის
ნორმატიული
ხასიათის
დადგენილება
ოფიციალურად ქვეყნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
„საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე და ძალაში შედის
გამოქვეყნებისთანავე, თუ ამ დადგენილებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.
2. პარლამენტის დადგენილება განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე.
მუხლი 129. კონცეფცია
1. კონცეფცია არის დოკუმენტი, რომლითაც პარლამენტი სახელმწიფო პოლიტიკის
ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს.
2.
კონცეფციის
პროექტი
პარლამენტს
წარედგინება
კანონპროექტის
პარლამენტისათვის წარდგენისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით.
კონცეფციის პროექტის ინიციატორია პარლამენტის წევრთა ერთი მეხუთედი,
გარდა საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი გამონაკლისი
111
შემთხვევებისა.
კონცეფციას
პარლამენტი
ამტკიცებს
დადგენილებით,
რეგლამენტის 127-ე მუხლით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული.
3. პარლამენტისათვის წარდგენილი კონცეფცია გადაეცემა პარლამენტის ბიუროს
უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას კონცეფციის განხილვის
პროცედურის დაწყების შესახებ და განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს, აგრეთვე
კომიტეტებს, რომელთა დასკვნებიც უნდა ერთოდეს კონცეფციას. პარლამენტის
ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კონცეფცია განსახილველად
გადაეცემა წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უფრაქციო
პარლამენტის წევრებსა და პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს.
4. პარლამენტის კომიტეტები, ფრაქციები, უფრაქციო პარლამენტის წევრები და
პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი განიხილავენ კონცეფციას და
მასთან დაკავშირებით მოტივირებულ დასკვნებს არაუგვიანეს 10 დღისა
წარუდგენენ წამყვან კომიტეტს, რომელიც კონცეფციას და მასთან დაკავშირებულ
დასკვნებს გადასცემს პარლამენტის ბიუროს კონცეფციის პარლამენტის
პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად.
5. პარლამენტი კონცეფციას ამტკიცებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
6. თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს კონცეფციას, საკითხი არაუგვიანეს 48 საათისა
განიხილება პარლამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომიტეტებისა და
ფრაქციების თავმჯდომარეების და კონცეფციის ინიციატორის ან მის მიერ
უფლებამოსილი პირის მიერ გამართულ შეხვედრაზე, რის შემდეგაც იგი კვლავ
განიხილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
თავი XV. პარლამენტის საბიუჯეტო უფლებამოსილებები
მუხლი 130. პარლამენტის
უფლებამოსილება
საფინანსო -საბიუჯეტო
კომიტეტის
ძირითადი
პარლამენტის კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებისა და
მასში ცვლილების შეტანის პროცესს ხელმძღვანელობს პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტი.
მუხლი 131. ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს
სამინისტროების ძირითადი მიმართულებების განხილვა
1. პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების
შეთანხმების მიზნით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად,
საქართველოს მთავრობა ყოველი წლის 1 ივნისამდე პარლამენტს წარუდგენს
112
ინფორმაციას ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს
სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.
2.
ძირითადი
მაკროეკონომიკური
პროგნოზებისა
და
საქართველოს
სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის განხილვასა
და შეთანხმებას ორგანიზებას უწევს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტი, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს საჭირო
ინფორმაცია საქართველოს მთავრობისგან, საქართველოს სამინისტროებისგან,
სხვა უწყებებისგან, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებისგან.
3. პარლამენტის კომიტეტები, როგორც წესი, მათი სფეროების მიხედვით
განიხილავენ ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს
სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციას და
ამზადებენ შესაბამის დასკვნებს. ეს დასკვნები არაუგვიანეს 18 ივნისისა
წარედგინება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, რომელიც მათ
თავის დასკვნასთან ერთად, არაუგვიანეს 20 ივნისისა უგზავნის საქართველოს
მთავრობას.
მუხლი 132. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის პარლამენტისთვის
წარდგენა და მისი ხელმისაწვდომობა
1. საქართველოს მთავრობა არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა პარლამენტს წარუდგენს
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული თანდართული მასალებით (მათ შორის, მიმდინარე წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებას) და
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის ქვეყნის ძირითადი
მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი თანდართული მასალებით და
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი
მონაცემებისა
და
მიმართულებების
დოკუმენტი
პარლამენტისათვის
წარდგენისთანავე ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.
3. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის თანდართული მასალები (გარდა
წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო
ცვლილებების პაკეტისა) მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და არ მტკიცდება
პარლამენტის მიერ.
მუხლი 133. სახელმწიფო
პროცედურის დაწყება
ბიუჯეტის
კანონის
პროექტის
განხილვის
113
1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის, მიმდინარე წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის
მოხსენებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის
ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მიღებიდან 2 დღის
ვადაში, პარლამენტის კომიტეტებისა და ფრაქციების წარმომადგენლებთან
პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის შემდეგ პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტი უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის
პროექტის, საქართველოს მთავრობის მოხსენებისა და ქვეყნის ძირითადი
მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის განხილვის განრიგის შედგენას.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი, მიმდინარე წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის
მოხსენება და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის
ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი მიღებისთანავე
ეგზავნება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
3. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი, მიმდინარე წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის
მოხსენება და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის
ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი და მათი განხილვის
განრიგი განრიგის შედგენის მომდევნო დღეს ეგზავნება პარლამენტის
კომიტეტებს, ფრაქციებს, უფრაქციო პარლამენტის წევრებს, პარლამენტის
აპარატის იურიდიულ დეპარტამენტსა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს.
საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სახელმწიფო
აუდიტის სამსახურს ეგზავნება მხოლოდ აღნიშნული განხილვის განრიგი.
4. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს, მიმდინარე წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის
მოხსენებას და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის ქვეყნის
ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს პარლამენტის
ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 2 კვირის ვადაში განიხილავენ პარლამენტის
კომიტეტები (გარდა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა),
ფრაქციები, უფრაქციო პარლამენტის წევრები, პარლამენტის აპარატის
იურიდიული დეპარტამენტი და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი და ამზადებენ
შესაბამის დასკვნებს. აღნიშნული დასკვნები ეგზავნება პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტს.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების
გადაცემიდან 2 კვირის ვადაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარლამენტს
წარუდგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით
გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და
კანონიერების შესახებ, აგრეთვე მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის
114
მოხსენების თაობაზე, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკი − დასკვნას
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის ძირითადი პარამეტრების შესახებ.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების დადგენილი
წესით განხილვას ორგანიზებას უწევს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტი, რომელიც უფლებამოსილია აუცილებლობის შემთხვევაში მოითხოვოს
და მიიღოს საჭირო ინფორმაცია საქართველოს მთავრობისგან, საქართველოს
სამინისტროებისგან, სხვა უწყებებისგან, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა
დაწესებულებებისგან.
7. საკომიტეტო განხილვების დროს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს,
მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ
საქართველოს მთავრობის მოხსენებას და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის
პროექტის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების
დოკუმენტს საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ან მის მოადგილესთან ერთად
წარადგენს შესაბამისი სამინისტროს მინისტრი ან მისი მოადგილე. ამ განხილვებს
ესწრება გენერალური აუდიტორი ან მისი მოადგილე, ხოლო პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის
პრეზიდენტი ან ვიცე-პრეზიდენტი ან აღმასრულებელი დირექტორი.
8. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის იმ ნაწილს, რომელიც ეხება
სახელმწიფო საიდუმლოებას, განიხილავს ნდობის ჯგუფი. სახელმწიფო ბიუჯეტის
კანონის პროექტის განხილვისას ნდობის ჯგუფი მისი კომპეტენციისათვის
მიკუთვნებულ საკითხებზე თავის დასკვნებს სპეციალური პროგრამებისა და
სახელმწიფო ბიუჯეტში ამ პროგრამებისათვის გასათვალისწინებელი თანხების
შესახებ წარუდგენს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.
9. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს და აფასებს სხვა
კომიტეტების, ფრაქციების, უფრაქციო პარლამენტის წევრების, პარლამენტის
აპარატის იურიდიული დეპარტამენტისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის,
აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
დასკვნებს, ამ დასკვნების, საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე
ამზადებს საბოლოო დასკვნას და მას არაუგვიანეს 20 ოქტომბრისა წარუდგენს
პარლამენტის თავმჯდომარეს.
10. პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის
შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნას მიღებიდან 2
დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 22 ოქტომბრისა, უგზავნის საქართველოს
მთავრობას. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნაში
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის ქვეყნის ძირითადი
მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტზე დასაგეგმისშემდგომ სამ
საბიუჯეტო წელზე გამოთქმული შენიშვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა.
115
11. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის (რომლის
თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი
პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების
დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს განსახილველად წარუდგენს
პარლამენტს არაუგვიანეს 5 ნოემბრისა. პროექტს უნდა ერთოდეს წარდგენილი
წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ ინფორმაცია, თითოეული მათგანის
გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით.
12. წინადადებები და შენიშვნები, რომელთა გათვალისწინებაზედაც საქართველოს
მთავრობამ თანხმობა განაცხადა, გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო
ბიუჯეტის კანონის პროექტში.
13. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი
მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები
პარლამენტში მიღებისთანავე ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე, ამასთანავე,
ეგზავნება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს,
ხოლო მიღებიდან 2 დღის ვადაში ეგზავნება პარლამენტის კომიტეტებს,
ფრაქციებს, უფრაქციო პარლამენტის წევრებს, პარლამენტის აპარატის იურიდიულ
დეპარტამენტსა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს.
14. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების მიღებიდან 5
დღის ვადაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარლამენტს წარუდგენს დასკვნას
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტისა და ამ
პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების
საფუძვლიანობისა და კანონიერების შესახებ, ხოლო საქართველოს ეროვნული
ბანკი − დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებული
ვარიანტის ძირითადი პარამეტრების შესახებ.
15. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი
მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს
გადაცემიდან 3 დღის ვადაში განხილვაში მონაწილე პარლამენტის კომიტეტები
(გარდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა), ფრაქციები, უფრაქციო პარლამენტის
წევრები და პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი განიხილავენ და
ამზადებენ შესაბამის დასკვნებს. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და
ქვეყნის
ძირითადი
მონაცემებისა
და
მიმართულებების
დოკუმენტის
გადამუშავებულ ვარიანტებს გადაცემიდან 3 დღის ვადაში განიხილავს აგრეთვე
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი და ამზადებს შესაბამის დასკვნას. აღნიშნული
დასკვნები ეგზავნება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.
16. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს სახელმწიფო
ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და
მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს, განიხილავს და
აფასებს სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უფრაქციო პარლამენტის წევრების,
116
პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტისა და პარლამენტის
საბიუჯეტო ოფისის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის დასკვნებს, ამ დასკვნების, საკუთარი შენიშვნებისა და
მოსაზრებების საფუძველზე ამზადებს საბოლოო დასკვნას და მას წარუდგენს
პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტის ბიუროს.
17. პარლამენტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ დასკვნის პარლამენტის
თავმჯდომარისა და პარლამენტის ბიუროსათვის წარდგენის შემდეგ, მაგრამ
არაუგვიანეს 18 ნოემბრისა, პლენარულ სხდომაზე განიხილავს სახელმწიფო
ბიუჯეტის კანონის პროექტს.
მუხლი 134. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებული
ვარიანტის პლენარულ სხდომაზე განხილვა
1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
განიხილება ერთი მოსმენით, ამ თავით დადგენილი წესით.
2. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს
და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ
მოხსენებას წარადგენს/წარადგენენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან/და
საქართველოს მთავრობის სხვა წევრი/წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრის
დავალების შესაბამისად.
3. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და მიმდინარე წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენების წარდგენისას
საქართველოს
მთავრობის
წევრის/წევრების
გამოსვლის/გამოსვლების
ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს
მომხსენებლის მოთხოვნით. საქართველოს მთავრობის წევრის/წევრების
მოხსენების დასრულების შემდეგ სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება
30 წუთს, გამოდის თანამომხსენებელი – პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის წარმომადგენელი.
4. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესახებ სიტყვით, რომლის
ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს, გამოდიან:
ა) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც წარმოადგენს დასკვნას
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის
ძირითადი პარამეტრების შესახებ;
ბ) გენერალური აუდიტორი, რომელიც წარმოადგენს დასკვნას სახელმწიფო
ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტისა და ამ პროექტით
გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და
კანონიერების შესახებ, აგრეთვე მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო
117
ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის
მოხსენების თაობაზე.
5. გამოსვლების დასრულების შემდეგ იმართება განხილვა, რომელიც
მიმდინარეობს
კანონპროექტის
პირველი
მოსმენით
განხილვისათვის
რეგლამენტით დადგენილი წესით.
6. განხილვის დამთავრების შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომის
თავმჯდომარე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვაში შესვენებას
აცხადებს.
7. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვაში შესვენების
გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 20 ნოემბრისა, პარლამენტის
თავმჯდომარე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნას
პლენარულ სხდომაზე განხილვისას გამოთქმული შენიშვნების ამსახველ
სტენოგრამასთან ერთად უგზავნის საქართველოს მთავრობას.
მუხლი 135. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტის
განხილვა
1. საქართველოს მთავრობა რეგლამენტის 134-ე მუხლის მე-7 პუნქტით
გათვალისწინებული დასკვნის გადაცემის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 30
ნოემბრისა, პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის
(რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის
პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და
მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტებს პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინების
მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად, რომლებიც მიღებისთანავე
ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე და ეგზავნება საქართველოს ეროვნულ ბანკსა
და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
2. მიღებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარლამენტს
წარუდგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო
ვარიანტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და
გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შესახებ, ხოლო
საქართველოს ეროვნული ბანკი − დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის
პროექტის საბოლოო ვარიანტის ძირითადი პარამეტრების შესახებ.
3. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
განხილვამდე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს სახელმწიფო
ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტს და დასკვნას პარლამენტის
ბიუროს წარუდგენს.
118
4. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე
განიხილავს საქართველოს მთავრობის მიერ ამ პროექტის საბოლოო ვარიანტის
წარდგენიდან არაუადრეს 5 დღისა. აღნიშნული პროექტის განხილვა გრძელდება
საქართველოს
მთავრობის
წევრის/წევრების
მოხსენებით/მოხსენებებით,
რომლის/რომელთა ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს.
5. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე
განიხილავს რეგლამენტით კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის
დადგენილი წესის შესაბამისად, ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების
გათვალისწინებით.
6. გამოსვლების
დასრულების
ხანგრძლივობა არ აღემატება
წევრი/წევრები.
შემდეგ
დასკვნითი
სიტყვით,
რომლის
30 წუთს, გამოდის/გამოდიან მთავრობის
7. პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონს იღებს სრული შემადგენლობის
უმრავლესობით. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს კენჭი ეყრება
არაუგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა.
8. პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება
შესაძლებელია შეტანილ იქნეს საქართველოს მთავრობის თანხმობით. ასეთ
შემთხვევაში საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო
ბიუჯეტის კანონის შესაბამის, შესწორებულ პროექტს. სახელმწიფო ბიუჯეტის
კანონის პროექტში ცვლილება შესაძლებელია შეტანილ იქნეს აგრეთვე
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვისას იმ შემთხვევაში, თუ
გამოთქმულ შენიშვნას დაეთანხმება მომხსენებელი.
9. თუ პარლამენტი ვერ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონს არაუგვიანეს
დეკემბრის მესამე პარასკევისა, შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის
პროექტის იმავე ვარიანტს ან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის
წევრთა
შემთანხმებელი
კომისიის
მონაწილეობით გადამუშავებულ პროექტს ხელახლა ეყაროს კენჭი 10 დღის ვადაში,
მაგრამ არაუგვიანეს 31 დეკემბრისა.
10. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი ქვეყნდება დადგენილი წესით. სახელმწიფო
ბიუჯეტის კანონი და მისი დანართები ხელმისაწვდომი უნდა იყოს
საზოგადოებისათვის.
11. დასაგეგმი წლის დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს ფინანსთა
სამინისტრო მუნიციპალიტეტებიდან და ავტონომიური რესპუბლიკებიდან
მიღებული ინფორმაციების საფუძველზე უზრუნველყოფს ქვეყნის ძირითადი
მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო, დაზუსტებული
ვარიანტის მომზადებას და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის
ინფორმაციის სახით წარდგენას.
119
მუხლი 136. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების კომიტეტში განხილვა
1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი
განიხილება რეგლამენტის 133-ე მუხლის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ
არის გათვალისწინებული.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი
საქართველოს
მთავრობისგან
მიღებისთანავე
ქვეყნდება
პარლამენტის
ვებგვერდზე. ამ პროექტის მიღებიდან 2 დღის ვადაში პარლამენტის ბიურო
განიხილავს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის
მიერ წარმოდგენილ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
კანონის პროექტის განხილვის გრაფიკს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს
პარლამენტის თავმჯდომარეს.
3. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის
განხილვის გრაფიკით განისაზღვრება ბიუჯეტის პროექტის განმხილველი
პარლამენტის სუბიექტების მიერ ბიუჯეტის პროექტის განხილვისა და დასკვნების
წარმოდგენის ვადები, აგრეთვე აღნიშნული პროექტის პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე განხილვისა და მიღების საორიენტაციო ვადები.
4. საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ კანონის პროექტის პარლამენტისათვის წარდგენიდან 10 დღის
ვადაში პარლამენტის თავმჯდომარე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნას
უგზავნის საქართველოს მთავრობას.
5. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის
შესახებ კანონის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს (რომლის თითოეული
გვერდი ვიზირებულია პროექტის მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის
მიერ) განსახილველად წარუდგენს პარლამენტს დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს
5 დღისა. პროექტს უნდა ერთოდეს წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების
შესახებ ინფორმაცია, რომელშიც მითითებულია თითოეული მათგანის
გათვალისწინების მდგომარეობა.
6. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის
გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტისათვის წარდგენისთანავე ქვეყნდება
პარლამენტის ვებგვერდზე და 1 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს ეროვნულ
ბანკსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
მუხლი 137. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების პლენარულ სხდომაზე
განხილვა
120
1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს
პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს რეგლამენტის 134-ე და 135-ე
მუხლებით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის მიერ პროექტის
გადამუშავებული ვარიანტის წარდგენიდან არაუგვიანეს 7 დღისა.
2. გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით,
ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს, გამოდის უფლებამოსილი პირი.
რომლის
3. პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
კანონს იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ერთი მოსმენით.
4. თუ პარლამენტი ვერ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ კანონს, შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის იმავე ვარიანტს ან საქართველოს
მთავრობისა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრთა
შემთანხმებელი კომისიის მონაწილეობით გადამუშავებულ პროექტს ხელახლა
ეყაროს კენჭი.
5. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონი ქვეყნდება
დადგენილი წესით.
მუხლი 138. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშის
განხილვა
1. პარლამენტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მეშვეობით ახორციელებს
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საერთო, თანამიმდევრულ კონტროლს. სხვა
კომიტეტები ბიუჯეტის შესრულების კონტროლს, როგორც წესი, ახორციელებენ
მათი სფეროების მიხედვით.
2. ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა
სამინისტრო პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით.
3. საბიუჯეტო წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
მიმდინარეობის შესახებ მიმოხილვას, როგორც წესი, განიხილავს პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, ხოლო სხვა კომიტეტები მას განიხილავენ მათი
სფეროების მიხედვით. ისინი უფლებამოსილი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოითხოვონ და მიიღონ
შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან. საკომიტეტო განხილვებს ორგანიზებას
უწევს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. განხილვის შედეგები,
პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის
გადაწყვეტილებით,
წარედგინება პარლამენტს და შეიძლება მისი განხილვის საგანიც გახდეს.
121
მუხლი 139. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა
1. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს საქართველოს მთავრობა
პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
მიერ ამ ანგარიშის შესახებ მოხსენების დასრულების თაობაზე ინფორმაციის
მიწოდებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან 5 თვისა.
პარლამენტის აპარატი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს
რეგლამენტით დადგენილი წესით უგზავნის საქართველოს ეროვნულ ბანკს.
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მისთვის გადაცემიდან 50 დღის
ვადაში პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ამ ანგარიშის შესახებ.
3. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და ამ ანგარიშის შესახებ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებას:
ა) განიხილავს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, ხოლო სხვა
კომიტეტები მას განიხილავენ, როგორც წესი, მათი სფეროების მიხედვით;
ბ) განიხილავენ ფრაქციები და უფრაქციო პარლამენტის წევრები.
4. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და ამ ანგარიშის შესახებ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებას პარლამენტი განიხილავს
არაუგვიანეს საგაზაფხულო სესიის დასრულებისა.
5. პარლამენტის აპარატი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური
ანგარიშისა და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
მოხსენების ასლებს მათი მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა გადასცემს
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს,
უფრაქციო პარლამენტის წევრებსა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს და
უგზავნის საქართველოს ეროვნულ ბანკს, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურს
უგზავნის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს. პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური
ანგარიშისა და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
მოხსენების მიღებიდან 2 დღის ვადაში განსაზღვრავს სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის განრიგს და უგზავნის მას
პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებს, აგრეთვე საქართველოს მთავრობას,
სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, სხვა კომიტეტები მათი
სფეროების მიხედვით, ფრაქციები და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი 2 კვირის
განმავლობაში განიხილავენ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ
ანგარიშს და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებას
და ამზადებენ შესაბამის დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ
ანგარიშთან დაკავშირებით.
122
6. პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის, სხვა კომიტეტებისა და ფრაქციების დასკვნები.
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის, ამ ანგარიშის შესახებ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების, პარლამენტის კომიტეტებისა და
ფრაქციების დასკვნების განხილვისა და საპარლამენტო კამათის დასრულების
შემდეგ, რომელიც მიმდინარეობს კანონპროექტის პირველი მოსმენით
განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტი იღებს
დადგენილებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის
თაობაზე. პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს
ამტკიცებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ზუსტად და სრულად ასახავს გასული
საბიუჯეტო წლის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების მოცულობებს
და მათ კანონიერებას. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია არ
დაამტკიცოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში.
პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე იღებს დადგენილებას
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების ან
დაუმტკიცებლობის შესახებ.
თავი XVI. საქართველოს პარლამენტის , სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბიუჯეტების ფორმირება ,
ხაზინადართა საბჭო
მუხლი 140. პარლამენტის ბიუჯეტის ფორმირება
1. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტის ფორმირებას და საქართველოს
მთავრობისათვის წარდგენას უზრუნველყოფს პარლამენტი საბიუჯეტო წლის
დაწყებამდე, არაუგვიანეს 15 ივნისისა.
2. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტის ფორმირებას საერთო ხელმძღვანელობასა და
კოორდინაციას უწევს პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის ბიუჯეტის
პროექტის ფორმირება ხდება შესაბამისი კომიტეტების, ფრაქციების, ხაზინადართა
საბჭოს და პარლამენტის აპარატის წინადადებების საფუძველზე. პარლამენტის
ბიუჯეტის პროექტი არაუგვიანეს 1 მაისისა წარედგინება პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტს.
პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის ბიუჯეტის პროექტს არაუგვიანეს 1 ივნისისა
განსახილველად წარადგენს პარლამენტის აპარატის უფროსი. პარლამენტის
ბიუჯეტის პროექტს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტის
თავმჯდომარე.
პარლამენტის ბიუჯეტის პროექტში პარლამენტისთვის
(პროგრამული კლასიფიკაციის კოდი – 01 01) გათვალისწინებული დაფინანსების
მოცულობის შემცირება შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ბიუჯეტის პროექტის
განხილვისას სავალდებულოა ამ პროექტის დარიგება. პარლამენტის ბიუჯეტის
123
პროექტი უნდა ასახავდეს საბიუჯეტო კლასიფიკაციის ძირითადი ჯგუფების
მიხედვით ბიუჯეტის ხარჯების ფინანსური ოპერაციებისა და არაფინანსური
აქტივების შესახებ ინფორმაციას.
3. სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისათვის გათვალისწინებული ასიგნებების
მოცულობის შემცირება წინა და მიმდინარე წლების შესაბამის მოცულობასთან
შედარებით შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. პარლამენტი
თავად იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისათვის
გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების განაწილების/გადანაწილების თაობაზე. თუ
საბიუჯეტო სახსრების მოცულობა არ აღემატება პარლამენტისათვის გამოყოფილი
საბიუჯეტო სახსრების 15%-ს, სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისათვის
გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების განაწილების/გადანაწილების თაობაზე
გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო სხვა შემთხვევაში –
პარლამენტი დადგენილებით.
4. შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის განკარგვის თაობაზე
გადაწყვეტილებას პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის
დეპარტამენტის წარდგინების და პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს
რეკომენდაციის საფუძველზე იღებს პარლამენტის თავმჯდომარე.
5. პარლამენტში საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში შეიძლება შეიქმნას
სპეციალური ფონდი, რომელშიც აისახება რეგლამენტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში პარლამენტის წევრის ხელფასიდან დაკავებული თანხა. პარლამენტის
წევრს უფლება აქვს, ამ ფონდის სასარგებლოდ უარი განაცხადოს ხელფასზე.
აღნიშნულ ფონდში ასახული თანხების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას
იღებს პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის
ხაზინადართა საბჭოს წინადადების საფუძველზე. მიღებული გადაწყვეტილების
თაობაზე ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარე აწვდის პარლამენტის
ბიუროს.
მუხლი 141. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის ფორმირება
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომავალი წლის ბიუჯეტის საქართველოს
მთავრობისათვის წარდგენას უზრუნველყოფს პარლამენტი.
2. გენერალური აუდიტორი პარლამენტს 1 მაისამდე წარუდგენს მომავალი წლის
საბიუჯეტო განაცხადს ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული
ოდენობის შესახებ.
3. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი არაუგვიანეს 1 ივნისისა
განიხილავს წარდგენილ საბიუჯეტო განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას,
რომელსაც განსახილველად გადასცემს პარლამენტს. პარლამენტის პლენარულ
124
სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
სავალდებულოა ამ პროექტის დარიგება.
ბიუჯეტის
განხილვისას
4. პარლამენტის მიერ განხილვის შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
ბიუჯეტი არაუგვიანეს 15 ივნისისა წარედგინება საქართველოს მთავრობას
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში გასათვალისწინებლად.
5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხარჯების ზღვრული მოცულობის
დამტკიცებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ იგი არ უნდა იყოს წინა
საბიუჯეტო წელს დამტკიცებულ მოცულობაზე ნაკლები; ამასთანავე, სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო
სახსრებთან შედარებით შეიძლება მხოლოდ პარლამენტის ბიუროს წინასწარი
თანხმობით.
მუხლი 142. ცესკოს ბიუჯეტის ფორმირება
1. ცესკოს მომავალი წლის ბიუჯეტის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენას
უზრუნველყოფს პარლამენტი.
2. ცესკო პარლამენტს 1 მაისამდე წარუდგენს მომავალი წლის საბიუჯეტო
განაცხადს ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის
შესახებ.
3. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი არაუგვიანეს 1 ივნისისა
განიხილავს წარდგენილ საბიუჯეტო განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას,
რომელსაც განსახილველად გადასცემს პარლამენტს.
4. პარლამენტის მიერ განხილვის შემდეგ ცესკოს ბიუჯეტი არაუგვიანეს 15
ივნისისა წარედგინება საქართველოს მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის
პროექტში გასათვალისწინებლად.
მუხლი 143. ხაზინადართა საბჭო
1. პარლამენტში საფინანსო საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში
აკონტროლებს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის ბიუჯეტის მიზნობრივი
ხარჯვისთვის შექმნილი ხაზინადართა საბჭოს მეშვეობით.
2. ხაზინადართა საბჭო არის პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანო.
ხაზინადართა საბჭოს წევრთა რაოდენობას და საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს
პარლამენტის თავმჯდომარე. ხაზინადართა საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს
პარლამენტის
თავმჯდომარე
საპარლამენტო
ფრაქციებთან
წინასწარი
კონსულტაციების საფუძველზე.
125
3. ხაზინადართა საბჭოს ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარე, ან მისი
დავალებით - ხაზინადართა საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
4. ხაზინადართა საბჭოს უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება
ხაზინადართა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის
თავმჯდომარე.
5. პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას ხაზინადართა საბჭოს
სხდომის გამართვა დაუშვებელია.
თავი XVII. საერთაშორისო ხელშეკრულებები
მუხლი 144. საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების , დენონსირების
ან გაუქმების განხილვის წესი
1. პარლამენტს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების, დენონსირების
ან გაუქმების შესახებ მიმართავს საქართველოს მთავრობა.
2. რატიფიცირებისათვის, დენონსირებისათვის ან გაუქმებისათვის წარმოდგენილ
საერთაშორისო ხელშეკრულებას უნდა ერთოდეს ოფიციალური ტექსტის
დადგენილი წესით დამოწმებული ასლი და დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს:
ა) მისი რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების მიზანშეწონილობის
დასაბუთებას;
ბ) მისი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის განსაზღვრას;
გ) მისი შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური და სხვა შედეგების შეფასებას.
3. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი შესაბამის კომიტეტებთან
ერთად წინასწარ განიხილავს რატიფიცირებისათვის ან დენონსირებისათვის
წარმოდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას და ამზადებს შესაბამის დასკვნას.
4. საერთაშორისო ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, პარლამენტის
ბიურო განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს საერთაშორისო ხელშეკრულების
რატიფიცირებისათვის, დენონსირებისათვის ან გაუქმებისათვის მოსამზადებლად
და მას დასკვნისათვის უგზავნის თანდართულ მასალებს.
5. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ხელშეკრულების
რატიფიცირებისათვის, დენონსირებისათვის ან გაუქმებისათვის მომზადებაში
მონაწილეობა შეიძლება მიიღონ სხვა კომიტეტებმაც.
6. საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებისათვის, დენონსირებისათვის
ან გაუქმებისათვის მომზადებას წამყვან კომიტეტთან ერთად ორგანიზებას უწევს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, თუ იგი არ არის წამყვანი
კომიტეტი.
126
7. წამყვანმა კომიტეტმა ან/და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა
შეიძლება სხვა სახელმწიფო დაწესებულებებისგან გამოითხოვოს საერთაშორისო
ხელშეკრულების რატიფიცირებისათვის, დენონსირებისათვის ან გაუქმებისათვის
მომზადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ის საერთაშორისო ხელშეკრულება,
რომელიც დაკავშირებულია ფინანსურ ხარჯებთან, წინასწარ თანხმდება
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან და საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტთან.
8. საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად,
პარლამენტი რეგლამენტით დადგენილი წესით ახდენს სხვა სახელმწიფოებთან,
საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ან სხვა სახელმწიფოთა ორგანოებთან
სახელმწიფო საგარეო კრედიტების აღებასთან ან კრედიტებისათვის სახელმწიფო
გარანტიების
გაცემასთან
დაკავშირებით
დადებულ
ხელშეკრულებათა
რატიფიცირებას.
9. წამყვანმა კომიტეტმა ან/და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა
საერთაშორისო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია უნდა
წარუდგინოს პარლამენტს.
10. კომიტეტი საერთაშორისო ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხს
განიხილავს საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი პირის აუცილებელი
მონაწილეობით. ამ პირის არმონაწილეობა ხელს ვერ შეუშლის საკითხის
განხილვას, თუ კომიტეტი აუცილებლად არ მიიჩნევს საკითხის მისი
მონაწილეობით განხილვას. ასეთ შემთხვევაში საკითხის განხილვა კომიტეტის
მომდევნო სხდომამდე გადაიდება.
11. საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება, დენონსირება ან გაუქმება
მუხლობრივად არ ხდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული
ხორციელდება დათქმით.
12. წამყვანი კომიტეტის დასკვნა უნდა შეიცავდეს რეკომენდაციას საერთაშორისო
ხელშეკრულების რატიფიცირების ან რატიფიცირების უარყოფის შესახებ,
წინადადებას – აუცილებლად მოხდეს რატიფიცირება, დენონსირება, გაუქმება ან
დათქმა, აგრეთვე მასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მისაღებ
რეკომენდაციებს.
13. თუ წამყვანი კომიტეტი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ხელშეკრულების
რატიფიცირება, დენონსირება ან გაუქმება აუცილებლად დათქმით უნდა მოხდეს,
იგი უნდა შეუთანხმდეს საქართველოს მთავრობას. თუ საქართველოს მთავრობა
თანხმობას განაცხადებს, საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება,
დენონსირება ან გაუქმება მოხდება შესაბამისი დათქმით, ხოლო თუ იგი
წინააღმდეგი იქნება, საკითხს კვლავ განიხილავს წამყვანი კომიტეტი უახლოეს
სხდომაზე. თუ წამყვანი კომიტეტი კვლავ აუცილებლად მიიჩნევს დათქმას,
საკითხი განიხილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დათქმით.
127
14. საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების
საკითხის საპარლამენტო განხილვას უნდა ესწრებოდნენ პარლამენტის საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
ხელმძღვანელები და სხვა შესაბამისი თანამდებობის პირები.
15. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საერთაშორისო ხელშეკრულების
რატიფიცირებასთან, დენონსირებასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებით
მოხსენებით წარდგება საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი პირი.
თანამომხსენებლებად
შეიძლება
გამოვიდნენ
განსახილველ
საკითხთან
დაკავშირებით პარლამენტის მიერ განსაზღვრული წამყვანი კომიტეტისა და
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები.
16. რატიფიცირებისათვის, დენონსირებისათვის ან გაუქმებისათვის წარმოდგენილ
საერთაშორისო ხელშეკრულებას პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს
კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესით და
სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას,
გარდა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებისა, რომელიც ეხება სახელმწიფოს
ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლას.
17. იმ საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებას, დენონსირებას და
გაუქმებას, რომელიც ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან
სახელმწიფო საზღვრის შეცვლას, პარლამენტი ახდენს სრული შემადგენლობის
სამი მეოთხედის უმრავლესობით.
18. თუ საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების, დენონსირების ან
გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა, ითვლება, რომ საკითხმა
ვერ გაიარა შესაბამისი პროცედურა და იგი ხელახლა განსახილველად უბრუნდება
წამყვან კომიტეტს. წამყვანი კომიტეტი საერთაშორისო ხელშეკრულების
პარლამენტის პლენარული სხდომისთვის ხელახლა წარდგენის საკითხს წყვეტს 1
თვის ვადაში.
19. პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საერთაშორისო
ხელშეკრულების რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების საკითხის
განხილვის გადადების შესახებ. თუ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას
საერთაშორისო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული შესაბამისი საკითხის
განხილვის გადადების შესახებ, ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული,
დასაბუთებული და მიღებული უნდა იქნეს დადგენილებით.
20.
თუ
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოში
შეტანილია
კონსტიტუციური სარჩელი სათანადო საერთაშორისო ხელშეკრულების
კონსტიტუციურობის შესახებ, მისი რატიფიცირების საკითხის განხილვა
გადაიდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების
გამოტანამდე.
128
21. იმ საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც დადებული და ხელმოწერილია
საქართველოს მთავრობის სახელით, აგრეთვე ხელშეკრულებას, რომელიც
რატიფიცირებას არ საჭიროებს და რომელთან შეერთებაც მოხდა საქართველოს
მთავრობის სახელით, პარლამენტი საქართველოს მთავრობის წარდგინებით
აუქმებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, გარდა იმ საერთაშორისო
ხელშეკრულებისა, რომელიც ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან
სახელმწიფო საზღვრის შეცვლას. სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან
სახელმწიფო საზღვრის შეცვლის შესახებ ამგვარ საერთაშორისო ხელშეკრულებას
პარლამენტი საქართველოს მთავრობის წარდგინებით აუქმებს სრული
შემადგენლობის სამი მეოთხედის უმრავლესობით.
მუხლი 145. საერთაშორისო ხელშეკრულებასთან
საკითხის განხილვა
საქართველოს შეერთების
საერთაშორისო ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების
საკითხის
პარლამენტისთვის წარდგენის შემთხვევაში პარლამენტი საკითხს განიხილავს და
გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლისა და
რეგლამენტის 144-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 146. პარლამენტის მონაწილეობა საერთაშორისო
დადებისას
ხელშეკრულების
1. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი და საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტრო ვალდებული არიან ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების
დადების შესახებ, რომელიც რატიფიცირებას არ საჭიროებს, პარლამენტს აცნობონ
მისი დადებიდან 1 თვის ვადაში და გადასცენ ეს საერთაშორისო ხელშეკრულება.
ეს ინფორმაცია წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელიც ცნობად იღებს მას.
პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი შეიტანოს
პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე განსახილველად.
2. პარლამენტი საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე თავის
რეკომენდაციებს წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
3.
საერთაშორისო
ხელშეკრულების
დადების
თაობაზე
პარლამენტის
რეკომენდაციები უნდა შეიცავდეს ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის
დასაბუთებას.
129
კარი V. საპარლამენტო კონტროლი
თავი XVIII. საპარლამენტო კონტროლი ს ძირითადი მექანიზმები
მუხლი 147. კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო
დასწრება
1. საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული
თანამდებობის პირი (მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული
ორგანოს ხელმძღვანელი ან თანამდებობის პირი, რომელიც საქართველოს
კონსტიტუციის ან სხვა საკანონმდებლო აქტის თანახმად პარლამენტს წარუდგენს
თავისი საქმიანობის ანგარიშს ან რომლის სხვა სახის ანგარიშვალდებულებას
პარლამენტის წინაშე უშუალოდ ითვალისწინებს საკანონმდებლო აქტი),
პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი, საქართველოს
სახალხო დამცველი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში –
ვალდებულია რეგლამენტით დადგენილი წესით დაესწროს კომიტეტის სხდომას,
პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული
საქმიანობის ანგარიში. ასეთ პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომიტეტმა.
2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, პერსონალურ მონაცემთა
დაცვის სამსახურის უფროსის მოთხოვნისთანავე მისი მოსმენის ფარგლებში
აღნიშნული სამსახურის უფროსი კომიტეტს წარუდგენს აგრეთვე:
ა) ინფორმაციას სამსახურის საქმიანობის პროცესში გამოვლენილი საკანონმდებლო
ხარვეზების თაობაზე და მოსაზრებებს აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად
განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ;
ბ) მოსაზრებებს სამსახურის საქმიანობის
განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
ეფექტიანობის
გასაზრდელად
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია
კომიტეტის სხდომას დაესწროს კომიტეტის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის
ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთანავე, ფრაქციას კომიტეტის სხდომაზე
სავალდებულო წესით მოწვევის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ მას ჰყავს
კომიტეტში წევრი.
4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს გენერალური პროკურორი,
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვალდებულია
კომიტეტის სხდომას დაესწროს კომიტეტის წევრების სიითი შემადგენლობის
უმრავლესობის წერილობითი მოთხოვნით, რომელიც უნდა შეიცავდეს კომიტეტის
სხდომაზე მოსაწვევ პირთან ერთად განსახილველი საკითხის/საკითხების შესახებ
ამომწურავ ინფორმაციას.
130
5. კომიტეტის სხდომაზე მოწვევის შესახებ კომიტეტის მოთხოვნას ამ მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს ფრაქციის მიმართვიდან ან
კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა უგზავნის
კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის სხდომაზე მოწვევის შესახებ მოთხოვნა
უნდა გაიგზავნოს კომიტეტის სხდომამდე არაუგვიანეს 1 კვირისა. კომიტეტი
მოწვეულ პირს უსმენს ამ ვადის გასვლიდან პირველსავე კომიტეტის სხდომაზე. ამ
წესის შეცვლა შესაძლებელია მოწვევის ინიციატორსა და მოსაწვევ პირს შორის
შეთანხმების შემთხვევაში.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს
კომიტეტის
სხდომაზე
მოსაწვევ
პირთან
ერთად
განსახილველი
საკითხის/საკითხების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას. კომიტეტის სხდომაზე
მოწვეულ პირს უფლება აქვს, არ ისაუბროს იმ საკითხების გარშემო, რომლებიც ამ
მუხლით დადგენილი წესით მისთვის წინასწარ არ ყოფილა ცნობილი.
7. კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით მოწვეულ პირს სიტყვით
გამოსვლისთვის ეძლევა 20 წუთი, რომელიც სხდომის თავმჯდომარის
გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 წუთით.
8. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მოხსენების
დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, მოხსენების თაობაზე
შეკითხვებით მიმართონ მას არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში. თავდაპირველად
შეკითხვას სვამს მოწვევის ინიციატორი. შეკითხვების დრო სამართლიანად უნდა
განაწილდეს ფრაქციებს/უფრაქციო პარლამენტის წევრებს შორის. შეკითხვების
დასრულების შემდეგ თანამდებობის პირი პარლამენტის წევრთა მიერ დასმულ
შეკითხვებს ცალ-ცალკე უპასუხებს.
9. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი კომიტეტის სხდომაზე
სავალდებულო წესით დასწრებიდან 2 თვის ვადაში ვალდებულია დაესწროს
კომიტეტის სხდომას კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის
მოთხოვნით.
10. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პერიოდულად შეისწავლის
კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და
კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის საკითხს. ამ მიზნით
პარლამენტის კომიტეტები კალენდარული წლის ყოველი მესამე თვის (მარტი,
ივნისი, სექტემბერი, დეკემბერი) დასრულებიდან არაუგვიანეს 5 დღისა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უგზავნიან ამ მუხლის პირველი−მე-5
პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიმართვას კომიტეტის
სხდომაზე მოსმენის მოთხოვნის თაობაზე და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის
პირის მოწვევის შესახებ მოთხოვნებს, აგრეთვე ინფორმაციას კომიტეტის
სხდომაზე თანამდებობის პირის დასწრების/მოსმენის გამართვის თაობაზე.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ პუნქტით კომიტეტებისთვის
131
განსაზღვრული ვადის გასვლიდან 15 დღეში შეისწავლის მიღებულ ინფორმაციას
და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას, მათ შორის,
შეიმუშავებს რეკომენდაციებს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი
აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს,
აგრეთვე უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე
გამოქვეყნებას.
11. ამ მუხლის პირველი−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის
პირის მიმართვა კომიტეტის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნის თაობაზე და
კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ მოთხოვნები,
აგრეთვე მოწვეული თანამდებობის პირის კომიტეტის სხდომაზე მოსმენის
აუდიოჩანაწერი ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.
მუხლი 148. პარლამენტის წევრის კითხვა
1. პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს საქართველოს
მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის
წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს,
სახელმწიფო დაწესებულებას. კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა
სავალდებულოა.
2. კითხვა უნდა იყოს წერილობითი. კითხვის შინაარსი უნდა შეეხებოდეს
ადრესატის უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებულ საკითხს.
3. კითხვა ჰბარდება პარლამენტის აპარატს, რომელიც აღრიცხავს მას და
დაუყოვნებლივ აქვეყნებს პარლამენტის ვებგვერდზე. კითხვას პარლამენტის
აპარატი ადრესატს გადასცემს ჩაბარებიდან არაუგვიანეს 1 დღისა.
4. თითოეული ორგანო, თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს,
ვალდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან 10 დღეში წარუდგინოს სრული
წერილობითი პასუხი. ეს ვადა კითხვის ავტორისადმი ადრესატის დასაბუთებული
წერილობითი მიმართვის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს 10 დღით.
კითხვაზე პასუხს ხელს აწერს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი ან საქართველოს
მთავრობის შესაბამისი წევრი.
5. თანამდებობის პირს უფლება აქვს, კითხვაზე პასუხში არ მიუთითოს ის
ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს.
6. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გამოითხოვოს კითხვა.
7. კითხვაზე პასუხი პარლამენტის აპარატის მიერ გადაეცემა კითხვის ავტორს და
ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე, გარდა კონფიდენციალური ინფორმაციისა.
132
კითხვაზე პასუხის გაცემისთვის დადგენილი ვადის გადაცილების შემთხვევაში
გადაცილების თაობაზე აღინიშნება მისი გამოქვეყნებისას.
8. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კალენდარული წლის
თებერვლისა და ყოველი მომდევნო მესამე თვის (მაისი, აგვისტო, ნოემბერი)
დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღისა შეისწავლის ამ მუხლის მე-4 პუნქტით
დადგენილი მოთხოვნების (გარდა სრული წერილობითი პასუხის წარდგენის
მოთხოვნისა) შესაბამისად პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პარლამენტის წევრის კითხვაზე
რეაგირების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.
პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი შეიტანოს
პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტის საპროცედურო
საკითხთა კომიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის
ვებგვერდზე გამოქვეყნებას.
9. პარლამენტის წევრის კითხვას რეგლამენტით დადგენილი წესით პასუხი უნდა
გაეცეს იმავე მოწვევის პარლამენტში.
მუხლი 149. ინტერპელაცია
1. პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს, ფრაქციას უფლება აქვს,
ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას,
პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს
(შემდგომ – ადრესატი).
2. შეკითხვა უნდა იყოს წერილობითი. შეკითხვის შინაარსი უნდა იყოს
კონკრეტული
და
შეეხებოდეს
ადრესატის
უფლებამოსილებისათვის
მიკუთვნებულ საკითხს.
3. შეკითხვა ჰბარდება პარლამენტის აპარატს, რომელიც აღრიცხავს მას და
გადასცემს ადრესატს არაუგვიანეს 1 დღისა.
4. ადრესატი ვალდებულია შეკითხვას პირადად უპასუხოს პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე შეკითხვაზე პასუხი წერილობითი ფორმით
წარუდგინოს პლენარულ სხდომას. შეკითხვაზე პასუხს ხელს აწერს მხოლოდ ამ
მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი ან
საქართველოს მთავრობის შესაბამისი წევრი.
5. ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატი პარლამენტში წარდგება, მორიგი
სესიის ყოველი პლენარული სხდომების კვირაში (გარდა დეკემბრის თვისა და
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის
პლენარული სხდომების კვირისა) და უპასუხებს ყველა შეკითხვას, რომლებიც მას
გადაეცა აღნიშნულ დრომდე არაუგვიანეს 10 დღისა. მორიგი სესიის ყოველი
133
პლენარული სხდომების კვირაში ინტერპელაციის დღეს, შეკითხვის ავტორთან და
ადრესატთან კონსულტაციის საფუძველზე, ადგენს პარლამენტის ბიურო
პლენარული სხდომების დღის წესრიგის ფარგლებში. მორიგი სესიის ყოველი თვის
განმავლობაში ინტერპელაციის წესით შეკითხვების ერთი და იგივე ადრესატი
პარლამენტში წარდგება მხოლოდ ერთხელ.
6. შეკითხვის ავტორს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გამოითხოვოს შეკითხვა. ამ
შემთხვევაში ადრესატი პარლამენტის წინაშე აღარ წარდგება.
7. თუ ინტერპელაციის წესით ჩაბარებულია ორზე მეტი შეკითხვა, პარლამენტის
ბიურო პროპორციულად ამცირებს ამ მუხლის მე-8–მე-10 პუნქტებით
გათვალისწინებულ თითოეულ დროს ისე, რომ ყველა შეკითხვაზე ამ მუხლით
გათვალისწინებული ყველა პროცედურის გავლისათვის გამოყოფილი დრო
შეესაბამებოდეს ორი შეკითხვისათვის ამავე მუხლით განსაზღვრულ ჯამურ დროს.
8. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად შეკითხვის ავტორს
ეძლევა 10 წუთი, ხოლო შემდეგ ადრესატს – 20 წუთი, რომელიც შეიძლება
გაგრძელდეს არაუმეტეს 10 წუთით.
9. შეკითხვის ავტორს უფლება აქვს, დამაზუსტებელი კითხვით ადრესატს
მიმართოს ერთხელ, არაუმეტეს 3 წუთით. პასუხის დაზუსტებისათვის ადრესატს
ეძლევა არაუმეტეს 10 წუთისა.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების
შემდეგ იმართება დებატები შემდეგი წესით: თითოეულ ფრაქციას ეძლევა იმდენი
წუთი, რამდენი წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 15 და
არაუმეტეს 75 წუთისა, ხოლო თითოეულ უფრაქციო პარლამენტის წევრს – 3 წუთი.
პარლამენტის წევრები სიტყვით გამოდიან შემდეგი თანამიმდევრობით:
თავდაპირველად − ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქციის წარმომადგენლები,
შემდეგ − რიგითობის მიხედვით უფრო მცირერიცხოვანი ფრაქციების
წარმომადგენლები, ხოლო ბოლოს − უფრაქციო პარლამენტის წევრები. ამასთანავე,
სიტყვით არ უნდა გამოვიდეს ზედიზედ ერთი ფრაქციის ერთზე მეტი წევრი და
ზედიზედ ერთზე მეტი უფრაქციო პარლამენტის წევრი, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც განმცხადებელთა სიაში არ არის ჩაწერილი სხვა ფრაქციის წევრი ან
უფრაქციო პარლამენტის წევრი.
ფრაქცია მისთვის გამოყოფილი დროის
ფარგლებში განსაზღვრავს გამომსვლელთა რაოდენობას და მათზე დროის
გადანაწილების სქემას. პლენარული სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე
გამოსვლა დაუშვებელია. გამომსვლელისათვის გამოყოფილი დროის გაზრდა
დაუშვებელია. დებატების შემდეგ ადრესატს ეძლევა 20 წუთი დასკვნითი
გამოსვლისათვის.
11. ინტერპელაციის დასრულების შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს
დადგენილება. მისი პროექტი პარლამენტს წარედგინება და განიხილება და
დადგენილება მიიღება ამ რეგლამენტის 127-ე მუხლით განსაზღვრული წესით.
134
12. ინტერპელაციის წესით დასმულ კითხვას რეგლამენტით დადგენილი წესით
პასუხი უნდა გაეცეს იმავე მოწვევის პარლამენტში.
მუხლი 150. საქართველოს პრემიერ -მინისტრის ყოველწლიური მოხსენება
1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ,
საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს
წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის
შესახებ. აღნიშნული მოხსენება წერილობითი ფორმით პარლამენტს წარედგინება
1 ივნისამდე.
2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოხსენებით წარდგომის ზუსტ დროს
განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან
შეთანხმებით.
3. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოხსენების დასრულების შემდეგ
მოხსენების განხილვა გრძელდება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის
პროცედურის შესაბამისად. მოხსენების განხილვის შემდეგ შეიძლება მიღებულ
იქნეს დადგენილება. მისი პროექტი პარლამენტს წარედგინება და განიხილება და
დადგენილება მიიღება ამ რეგლამენტის 127-ე მუხლით განსაზღვრული წესით.
მუხლი 151. საქართველოს პრემიერ -მინისტრის ანგარიში
1. პარლამენტი უფლებამოსილია საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოსთხოვოს
სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მიმდინარეობის
შესახებ ანგარიშის წარდგენა. ანგარიშის წარდგენის მოთხოვნის შესახებ
გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის
საფუძველზე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების
უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი
მესამედისა. ანგარიშის წარდგენის მოთხოვნის თაობაზე კომიტეტის ან ფრაქციის
გადაწყვეტილება წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელსაც საკითხი შეაქვს
პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე შესაბამისი კომიტეტის ან ფრაქციის წარმომადგენელს
ანგარიშის წარდგენის მოთხოვნის დასაბუთებისთვის ეძლევა დრო არაუმეტეს 10
წუთისა, რის შემდეგაც საკითხს კენჭი ეყრება. ანგარიშის წარდგენის მოთხოვნის
შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილება ფორმდება საოქმო ჩანაწერით და
დაუყოვნებლივ ეგზავნება ადრესატს.
2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებულ ანგარიშს წერილობითი ფორმით პარლამენტს წარუდგენს
სათანადო მოთხოვნის მიღებიდან 2 კვირის ვადაში და არაუგვიანეს 3 კვირისა
135
პარლამენტის წინაშე წარდგება შესაბამისი ანგარიშით. საქართველოს პრემიერმინისტრის ანგარიშით წარდგომის ზუსტ დროს განსაზღვრავს პარლამენტის
ბიურო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიში განიხილება კანონპროექტის
პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის შესაბამისად. ანგარიშის განხილვის
შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს დადგენილება. მისი პროექტი პარლამენტს
წარედგინება და განიხილება და დადგენილება მიიღება ამ რეგლამენტის 127-ე
მუხლით განსაზღვრული წესით.
მუხლი 152. თანამდებობის პირის პლენარულ სხდომაზე გამოცხადება
1. პარლამენტი კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ
პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მიერ მიღებული
გადაწყვეტილებით პლენარულ სხდომაზე იწვევს საქართველოს მთავრობის წევრს,
პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, პარლამენტის
წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელს. თითოეული მათგანი
ვალდებულია გამოცხადდეს პლენარულ სხდომაზე, ამ მუხლით დადგენილი
წესით პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული
საქმიანობის ანგარიში. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანამდებობის პირის
მოწვევის თაობაზე კომიტეტის ან ფრაქციის გადაწყვეტილება წარედგინება
პარლამენტის ბიუროს, რომელსაც საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი
პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
შესაბამისი კომიტეტის ან ფრაქციის წარმომადგენელს თანამდებობის პირის
მოწვევის მოთხოვნის დასაბუთებისთვის ეძლევა დრო არაუმეტეს 10 წუთისა, რის
შემდეგაც საკითხს კენჭი ეყრება. პარლამენტის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ
ეგზავნება ადრესატს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი პარლამენტის წინაშე
წარდგება, როგორც წესი, ყოველი თვის პლენარული სხდომების ბოლო კვირის
პარასკევს და ისაუბრებს იმ საკითხებზე, რომლებიც მას გადაეცა აღნიშნულ
დრომდე არაუგვიანეს 10 დღისა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით განსაზღვრულ საკითხთან
დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისთვის თანამდებობის პირს ეძლევა 30 წუთი.
4. თანამდებობის პირის მოხსენების დასრულების შემდეგ, 30 წუთის განმავლობაში
პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, მოხსენების თაობაზე შეკითხვებით
მიმართონ მას და მოისმინონ პასუხები. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის
გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს, რომელიც შეიძლება
გაგრძელდეს 30 წამით, დაზუსტების უფლების გარეშე. პარლამენტის წევრს
136
უფლება აქვს, შეკითხვით გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ. შეკითხვების
დასრულების შემდეგ თანამდებობის პირი პარლამენტის წევრთა მიერ დასმულ
შეკითხვებს ცალ-ცალკე უპასუხებს.
5. თანამდებობის პირის სიტყვით გამოსვლისა და კითხვა-პასუხის შემდეგ
იმართება პოლიტიკური დებატები რეგლამენტის 88-ე მუხლის მე-2-მე-6
პუნქტებით დადგენილი წესით. ამის შემდეგ თანამდებობის პირს ეძლევა 15 წუთი
დასკვნითი გამოსვლისთვის.
6. თანამდებობის პირის მოსმენის შემდეგ პარლამენტმა შეიძლება მიიღოს
დადგენილება. მისი პროექტი პარლამენტს წარედგინება და განიხილება და
დადგენილება მიიღება ამ რეგლამენტის 127-ე მუხლით განსაზღვრული წესით.
მუხლი 153. საქართველოს მთავრობის წევრისა და სხვა თანამდებობის პირის
მოსმენა
1. საქართველოს მთავრობის წევრს, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ
თანამდებობის პირს, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს
ხელმძღვანელს, საქართველოს სახალხო დამცველს მოთხოვნისთანავე მოუსმენს
პარლამენტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირი
ვალდებულია პარლამენტისადმი მიმართვამდე არაუგვიანეს 3 დღისა
პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით წარუდგინოს ის საკითხები,
რომლებზედაც მას სურს პარლამენტისადმი მიმართვა. პარლამენტის
თავმჯდომარე პარლამენტის აპარატის მეშვეობით უზრუნველყოფს თანამდებობის
პირის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მიმართვის ფრაქციებისა და უფრაქციო
პარლამენტის წევრებისათვის დაუყოვნებლივ გაგზავნას.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიმართვისას
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა
აღემატებოდეს 20 წუთს. აუცილებლობის შემთხვევაში იგი შეიძლება გააგრძელოს
სხდომის თავმჯდომარემ 10 წუთით.
4. თანამდებობის პირის მიმართვის დასრულების შემდეგ თანამდებობის პირის
გამოსვლა განიხილება რეგლამენტით კანონპროექტის პირველი მოსმენით
განხილვისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
თავი XIX. საპარლამენტო კონტროლი თავდაცვის სფეროში
მუხლი 154. საპარლამენტო
უსაფრთხოების სექტორზე
კონტროლი
საქართველოს
თავდაცვისა
და
137
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური
სამსახურის,
საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის,
საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს
ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს (შემდგომ – საქართველოს თავდაცვისა და
უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებები) საქმიანობას პარლამენტი
აკონტროლებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის, ნდობის
ჯგუფისა და სხვა დარგობრივი სპეციალიზაციის კომიტეტების მეშვეობით.
მუხლი 155. ნდობის ჯგუფის შემადგენლობა
1. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებზე
საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მიზნით, ამ მუხლით დადგენილი
წესით პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში იქმნება ნდობის
ჯგუფი.
2. ნდობის ჯგუფი შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან ერთი არის პარლამენტის
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ორი – საპარლამენტო
უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის/ფრაქციების წევრი, ხოლო ორი –
საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციების წევრი.
3. ფრაქციები ნდობის ჯგუფის წევრებად დასახელებულ პირებს წარუდგენენ
პარლამენტს. საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციების მიერ ორზე მეტი
ნდობის ჯგუფის წევრის წარდგენის შემთხვევაში პარლამენტის პლენარულ
სხდომას წარედგინება იმ 2 ფრაქციის წევრი, რომლებშიც ოპოზიციაში შემავალ
სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. ფრაქციების წევრთა
თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში პარლამენტის პლენარულ სხდომას
წარედგინება იმ ფრაქციის წევრი, რომლის პარტიამაც პარლამენტის არჩევნებში
მეტი ხმა მიიღო.
4. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მისაღებად, პარლამენტისათვის
წარდგენამდე, ნდობის ჯგუფის წევრად დასახელებული პირი შემოწმებას გადის
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
5. პარლამენტი ცნობად იღებს ნდობის ჯგუფის შემადგენლობას, რაც ფორმდება
საოქმო ჩანაწერით.
6. ნდობის ჯგუფს თავმჯდომარეობს და წარმოადგენს პარლამენტის თავდაცვისა
და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე.
138
7. ფრაქციის მიერ წარდგენილ ნდობის ჯგუფის წევრს უფლებამოსილება უწყდება
ამ ფრაქციის მიერ ახალი კანდიდატურის წარდგენის შემთხვევაში. ნდობის
ჯგუფის წევრს უფლებამოსილება უწყდება პარლამენტის მიერ ამ ფაქტის ცნობად
მიღების მომენტიდან.
მუხლი 156. ნდობის ჯგუფის მუშაობის წესი
1. ნდობის ჯგუფის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ნდობის ჯგუფის წევრთა
ხმების უმრავლესობით. ნდობის ჯგუფის სხდომა დახურულია.
2. ნდობის ჯგუფის სხდომები იმართება საჭიროებისამებრ. ნდობის ჯგუფის
სხდომას იწვევს და წარმართავს ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე. ნდობის ჯგუფის
სხდომა შესაძლებელია მოწვეულ იქნეს ნდობის ჯგუფის ნებისმიერი წევრის
წინადადებით, თუ სხდომის გამართვას მხარს დაუჭერს ნდობის ჯგუფის წევრთა
უმრავლესობა.
3. ნდობის ჯგუფის გადაწყვეტილებით, მოწვევის შემთხვევაში, მის სხდომას
შეიძლება დაესწრონ სხვა პარლამენტის წევრები, აგრეთვე საქართველოს
თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებებიდან მოწვეული
პირები.
მუხლი 157. პარლამენტის საკონტროლო უფლებამოსილებები თავდაცვისა და
უსაფრთხოების სფეროში
1. ნდობის ჯგუფი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ზედამხედველობს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში
საიდუმლო საქმიანობასა და სპეციალურ პროგრამებს, გარდა იმ ნაწილისა,
რომელიც დაკავშირებულია საქმიანობის ფარულ ფორმებსა და მეთოდებთან.
2. შესაბამისი უწყებები ვალდებული არიან ნდობის ჯგუფის მოთხოვნის
შემთხვევაში წარუდგინონ მას მისი უფლებამოსილების შეუფერხებელი
განხორციელებისათვის საჭირო ყველა ინფორმაცია, გარდა საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საჯარო სამართლის
იურიდიული პირი – ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ნდობის ჯგუფს
ინფორმაციას აწვდის ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით.
3. შესაბამისი უწყებები, ეროვნული/საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და
სახელმწიფო ინტერესების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, უფლებამოსილი
არიან უარი განაცხადონ მიმდინარე საქმეებსა და ღონისძიებებთან
დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებაზე. ასევე შეზღუდულია შესაბამისი
უწყებების მიერ ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ნორმატიული აქტის) მიწოდება,
რომელიც დაკავშირებულია საქმიანობის ფარულ ფორმებსა და მეთოდებთან.
139
საერთაშორისო
ხელშეკრულებებით
განსაზღვრული
თანამშრომლობის
ფარგლებში
ნდობის
ჯგუფს
ინფორმაცია
მიეწოდება
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ინფორმაციის მიწოდებაზე უარის შემთხვევაში
ვალდებული არიან ნდობის ჯგუფს წარუდგინონ
დასაბუთება.
შესაბამისი უწყებები
უარის წერილობითი
5. შესაბამისი უწყებები ნდობის ჯგუფს წარუდგენენ დეტალურ ინფორმაციას
განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან
მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 (ორ მილიონ) ლარს,
ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 4 000 000 (ოთხ
მილიონ) ლარს, აგრეთვე წელიწადში არანაკლებ ერთხელ წარუდგენენ
ინფორმაციას განხორციელებული და მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვების
შესახებ.
6. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობა, შესაბამისი უწყება
ვალდებულია საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის
საიდუმლო ნაწილში შეტანიდან 2 კვირის ვადაში ნდობის ჯგუფს გააცნოს უწყების
სტრუქტურისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანების
შემცველი საიდუმლო ნორმატიული აქტი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული შემთხვევებისა. გაცნობის შემდეგ ნორმატიული აქტი
დაუყოვნებლივ უბრუნდება შესაბამის უწყებას.
7. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობა, შესაბამისი
უწყებები ვალდებული არიან მიღებიდან 2 კვირის ვადაში პარლამენტის
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს წარუდგინონ საქართველოს
თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის, პრიორიტეტებისა და
სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტები.
8. შესაბამისი უწყებები ნდობის ჯგუფს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15
აპრილისა, წარუდგენენ მოხსენებას წინა წელს განხორციელებული საიდუმლო
საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ, ხოლო საჯარო სამართლის
იურიდიული პირი – ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო წარუდგენს გაწეული
საქმიანობის სტატისტიკურ და განზოგადებულ ანგარიშს.
9. შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები ან ნდობის ჯგუფთან შეთანხმებით – მათ
მიერ უფლებამოსილი პირები უფლებამოსილი არიან, ხოლო ნდობის ჯგუფის
მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებული არიან დაესწრონ ნდობის ჯგუფის
სხდომებს, უპასუხონ დასმულ შეკითხვებს, წარმოადგინონ შესაბამისი მასალები
და გაწეული საქმიანობის ანგარიში.
10. ნდობის ჯგუფის წევრი/წევრები უფლებამოსილია/უფლებამოსილი არიან,
ნდობის
ჯგუფის
თავმჯდომარის
თანხმობით,
ნდობის
ჯგუფის
140
კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე განახორციელოს/განახორციელონ
ვიზიტები შესაბამის უწყებებში. ვიზიტის ფარგლებში ნდობის ჯგუფის
წევრი/წევრები უფლებამოსილია/უფლებამოსილი არიან გაესაუბროს/გაესაუბრონ
უწყების
თანამშრომლებს
და
გაეცნოს/გაეცნონ
ნდობის
ჯგუფის
კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
აღნიშნულთან დაკავშირებით ნდობის ჯგუფის თავმჯდომარის გადაწყვეტილება
შესაბამის უწყებას ეგზავნება ვიზიტის დაწყებამდე.
11. ნდობის ჯგუფი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შემოწმების შესახებ და
შეამოწმოს იგი წელიწადში არაუმეტეს ორჯერ. აღნიშნული სააგენტოს საქმიანობის
შემოწმების მიზნით ნდობის ჯგუფის წევრს/წევრებს შეარჩევს ნდობის ჯგუფი
რეგლამენტით დადგენილი წესით.
12. ნდობის ჯგუფი ვალდებულია უფლებამოსილების განხორციელებისას
დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში მიმართოს საგამოძიებო ორგანოს
და მიმართვას დაურთოს მის ხელთ არსებული მასალები.
13. თუ ნდობის ჯგუფი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში
წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის საფუძველზე მიიჩნევს, რომ შესაბამისი
უწყება ან მისი ხელმძღვანელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობას,
ამასთანავე,
ინფორმაცია
უკანონოდ
ან
დაუსაბუთებლად
არის
დასაიდუმლოებული, იგი წერილობით მიმართავს საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოტივირებული
მითითების გამოცემის მიზნით. თუ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახური მიიჩნევს, რომ საიდუმლოობის გრიფის მინიჭება არ ეწინააღმდეგება
კანონიერებისა და დასაბუთებულობის პრინციპებს, ნდობის ჯგუფი, „სახელმწიფო
საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის
შესაბამისად, მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ინფორმაციისთვის
სახელმწიფო საიდუმლოობის გრიფის მოხსნის წინადადებით, რომელსაც
დაურთავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის
დასკვნას.
14. ნდობის ჯგუფი უფლებამოსილია საქართველოს თავდაცვისა
უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებს წარუდგინოს რეკომენდაციები.
და
15. პარლამენტის მიერ განსახილველი საკითხი, რომელიც ნდობის ჯგუფის
კომპეტენციას მიეკუთვნება, საჭიროებს ნდობის ჯგუფის დასკვნას.
141
თავი XX. პარლამენტის წინაშე ანგარიშგება
მუხლი 158. ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის
მდგომარეობაზე ზედამხედველობა
1. საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტს წელიწადში ერთხელ,
კალენდარული წლის მარტში, წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში ადამიანის
უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე
წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიაზე − მოხსენებას ყოველწლიურ
ანგარიშთან დაკავშირებით, რომელთა განხილვის საფუძველზედაც პარლამენტი
იღებს დადგენილებას. პარლამენტის დადგენილება უნდა შეიცავდეს ქვეყანაში
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის შეფასებას, აგრეთვე პარლამენტის
დავალებებს და მათი შესრულების მონიტორინგის ვადებს.
2. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული
დადგენილების აღსრულების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს პარლამენტის
ბიუროს. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ეს ინფორმაცია წარედგინება
პარლამენტის პლენარულ სხდომას, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს
შესაბამისი გადაწყვეტილება.
მუხლი 159. პარლამენტის მიერ საჯარო სახსრების მართვის კონტროლი
დასახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშ გება პარლამენტის წინაშე
1. პარლამენტი საჯარო სახსრების მართვის
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მეშვეობით.
კონტროლს
უზრუნველყოფს
2. პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით აკონტროლებს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას.
3. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წინასწარი ანგარიშისა და სრული
ანგარიშის წარდგენის დროს სახელმწიფო აუდიტის სამსახური წელიწადში ორჯერ
წარადგენს მოხსენებას საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე.
4. სახელმწიფო აუდიტის სამსახური წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს
საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 ივნისისა, პარლამენტს წარუდგენს თავისი
საქმიანობის ანგარიშს. ამ ანგარიშს დანართის სახით უნდა ერთოდეს სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტის შედეგები. აღნიშნული ანგარიში
ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის განხილვის შემდეგ
პარლამენტი იღებს შესაბამის დადგენილებას. პარლამენტის დადგენილებაში
შესაძლებელია აისახოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აუდიტის ჯგუფის
142
მიერ
შემუშავებული
და
კომიტეტის
გადაწყვეტილებით
მიღებული
რეკომენდაციები, მათი შესრულების ვადების მითითებით. ამ საკითხზე
პლენარულ სხდომაზე მომხსენებელია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტი.
6. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი აუდიტის ჯგუფის მეშვეობით
ზედამხედველობას უწევს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული
დადგენილების აღსრულებას და მისი აღსრულების შესახებ ინფორმაციას
საჭიროების შემთხვევაში წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის
ბიუროს გადაწყვეტილებით, ეს ინფორმაცია შესაძლებელია წარდგენილ და
განხილულ იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე
საკითხი
განიხილება
კანონპროექტის
პირველი
მოსმენით
განხილვისთვის დადგენილი წესით.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების
მიზნით პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტის წევრებისგან
ქმნის კომიტეტთან არსებულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების
განმხილველ მუდმივმოქმედ აუდიტის ჯგუფს. აუდიტის ჯგუფის წევრთა
რაოდენობა და შემადგენლობა განისაზღვრება პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებით. ამასთანავე, პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტი კოორდინაციას უწევს პარლამენტის კომიტეტების მიერ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განხილვას.
8. აუდიტის ჯგუფი ანგარიშვალდებულია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის წინაშე. აუდიტის ჯგუფის დებულებას პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული აუდიტის ჯგუფის ძირითადი საქმიანობაა
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
24-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშების და რეკომენდაციების (ასეთის
არსებობის შემთხევაში) განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის წარდგენა.
10. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ მუხლის მე-9 პუნქტით
გათვალისწინებულ ანგარიშებს და რეკომენდაციებს (ასეთის არსებობის
შემთხევაში) პარლამენტს წარუდგენს დაუყოვნებლივ. ამასთანავე, წელიწადში
ორჯერ – მიმდინარე წლის 10 სექტემბრამდე და მომდევნო წლის 10 თებერვლამდე
– სახელმწიფო აუდიტის სამსახური წარმოადგენს აგრეთვე წერილობით
ინფორმაციას ამ ანგარიშებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ანგარიშების
თაობაზე.
11. აუდიტის ჯგუფი ვალდებულია პარლამენტის მორიგი სესიის განმავლობაში
სულ მცირე ერთხელ წარუდგინოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს
თავისი საქმიანობის შესახებ მოხსენება.
143
12. აუდიტის ჯგუფის სხდომები საჯაროა. აუდიტის ჯგუფი ვალდებულია
პარლამენტის მორიგი სესიის განმავლობაში თვეში ერთი სხდომა მაინც მოიწვიოს.
13. აუდიტის ჯგუფი შეიმუშავებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტს შესაბამისი რეკომენდაციებით და
წარუდგენს აღნიშნულ კომიტეტს.
14. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავისი საქმიანობის გეგმის შედგენისას
ითვალისწინებს
პარლამენტის
კომიტეტების,
დროებითი
საგამოძიებო
კომისიებისა და დროებითი კომისიების წინადადებებს.
15. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის
შემთხვევაში – ვალდებულია პარლამენტის შესაბამის კომიტეტსა და დროებით
საგამოძიებო კომისიას გადასცეს აუდიტის მასალები.
16. პარლამენტისა და დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ატარებს არაგეგმურ აუდიტსა და შემოწმებას.
17. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტი ხორციელდება
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
მე-2 მუხლის „ვ.ა“, „ვ.გ“ და „ვ.დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საერთაშორისო
სტანდარტების მიხედვით და აუდიტორული ფირმის შერჩევაზე ვრცელდება
რეგლამენტის 160-ე მუხლის მე-9–მე-12 პუნქტებით დადგენილი წესი.
მუხლი 160. საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის ზედამხედველობა
1. პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით აკონტროლებს
საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ეროვნული ბანკის უმაღლეს
თანამდებობის პირთა საქმიანობას.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველწლიურად, საფინანსო წლის
დამთავრებიდან არაუგვიანეს 4 თვისა, პარლამენტს წარუდგენს „საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-60 და 61-ე
მუხლებით გათვალისწინებულ საქმიანობის ანგარიშს და ფულად-საკრედიტო,
სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ანგარიშს.
ამ ანგარიშებს პარლამენტი განიხილავს და ამტკიცებს დადგენილებით.
3. საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში
პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ეროვნული ბანკის
საქმიანობის შეფასების შესახებ.
144
4. ახალი საფინანსო წლის დაწყებამდე, არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა, საქართველოს
ეროვნული ბანკი პარლამენტს წარუდგენს მომავალი სამი წლის მონეტარული
პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს.
5. მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს, როგორც წესი,
განიხილავს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ან/და განიხილავენ
ეკონომიკური პროფილის კომიტეტები და ამზადებს/ამზადებენ შესაბამის
დასკვნებს. კომიტეტი უფლებამოსილია აუცილებლობის შემთხვევაში მოითხოვოს
და მიიღოს საჭირო ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკისგან,
საქართველოს
მთავრობისგან,
საქართველოს
სამინისტროებისგან,
სხვა
უწყებებისგან, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებისგან.
6. პარლამენტი მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს
განიხილავს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის რეგლამენტით
დადგენილი წესით.
7. პარლამენტი მიმდინარე წლის ბოლომდე დადგენილებით
მონეტარული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.
ამტკიცებს
8. პარლამენტი უფლებამოსილია საფინანსო წლის განმავლობაში საჭიროებისამებრ
მოსთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ინფორმაცია მონეტარული პოლიტიკის
ძირითადი მიმართულებების შესახებ პარლამენტის დადგენილების შესრულების
მიმდინარეობის თაობაზე. საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია
პარლამენტის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს ინფორმაცია პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე.
9.
საქართველოს
ეროვნული
ბანკის
ანგარიშგების
გარე
აუდიტის
განსახორციელებლად
პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტი
პარლამენტს არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა წარუდგენს მსოფლიოს 4 ყველაზე
მსხვილი აუდიტორული ფირმის სიას, ხოლო პარლამენტი ამ სიიდან არაუგვიანეს
1 დეკემბრისა, ტენდერის ან კონკურსის საფუძველზე აირჩევს 1 აუდიტორულ
ფირმას (გარე აუდიტორს). ამ აუდიტორულ ფირმასთან კონტრაქტი ფორმდება
არაუმეტეს 3 წლის ვადით. შერჩეულ აუდიტორულ კომპანიას შესაძლებლობა
ექნება, უწყვეტად მხოლოდ სამჯერ განახორციელოს წლიური ფინანსური
ანგარიშგების აუდიტირება. საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშგების გარე
აუდიტის ხარჯებს ანაზღაურებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
10. პარლამენტის მიერ აუდიტორული ფირმის შესარჩევად პარლამენტის
თავმჯდომარეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შესაბამისი
წარდგინებით გათვალისწინებული საკითხი შეაქვს პარლამენტის ბიუროს
უახლოესი სხდომის დღის წესრიგში. აუდიტორული ფირმის შერჩევის ფორმის
(ტენდერი/კონკურსი), სატენდერო/საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და
ტენდერის/კონკურსის ჩატარების ვადების განსაზღვრის უზრუნველსაყოფად
პარლამენტის ბიურო აღნიშნულ საკითხს განსახილველად გადასცემს
145
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტი ამ საკითხს 2 კვირის განმავლობაში განიხილავს.
11. თუ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მიზანშეწონილად
მიიჩნევს, რომ პარლამენტმა აუდიტორული ფირმა ტენდერის საფუძველზე
შეარჩიოს, იგი მიღებულ გადაწყვეტილებას შესაბამისი დადგენილების პროექტთან
ერთად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს აღნიშნული
საკითხი შეაქვს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი
დადგენილებით ამტკიცებს სატენდერო კომისიის შემადგენლობას. სატენდერო
პირობებს, მოთხოვნებს, წესებს და სატენდერო კომისიის დებულებას პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.
12. თუ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მიზანშეწონილად
მიიჩნევს, რომ პარლამენტმა აუდიტორული ფირმა კონკურსის საფუძველზე
შეარჩიოს, იგი მიღებულ გადაწყვეტილებას შესაბამისი დადგენილების პროექტთან
ერთად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. დადგენილების პროექტში
განსაზღვრული უნდა იყოს საკონკურსო კომისიის შემადგენლობა (არაუმეტეს 9
წევრისა), საკონკურსო კომისიის დებულების შემუშავებისა და დამტკიცების
საკითხები, პარლამენტის სახელით განსახორციელებელი ღონისძიებები და
კონკურსის შედეგად გამოვლენილი აუდიტორული ფირმის პარლამენტისათვის
წარდგენის ვადა.
მუხლი 161. საპენსიო ფონდის საქმიანობის ზედამხედველობა
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო ფონდის (შემდგომ −
საპენსიო ფონდი) გენერალური დირექტორი ვალდებულია ყოველწლიურად,
კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 თვისა, საქართველოს
პარლამენტს
წარუდგინოს
საპენსიო
ფონდის
მიერ
გასულ
წელს
განხორციელებული საქმიანობის ანგარიში. ამ პუნქტით გათვალისწინებული
მიმოხილვის/ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისა და
პარლამენტის დადგენილების მიღების შემთხვევაში ამ დადგენილებაში შეიძლება
მიეთითოს ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრასთან ან/და საპენსიო ფონდის
საქმიანობის
გაუმჯობესებასთან
დაკავშირებული
რეკომენდაციები
და
წინადადებები.
2. პარლამენტი უფლებამოსილია საფინანსო წლის განმავლობაში საჭიროებისამებრ
მოსთხოვოს საპენსიო ფონდს ინფორმაცია პარლამენტის დადგენილების
შესრულების მიმდინარეობის თაობაზე. საპენსიო ფონდის ვალდებულია
პარლამენტის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს ინფორმაცია პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე.
146
მუხლი 162. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტისა და
საქართველოს
ენერგეტიკისა
და წყალმომარაგების
მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის ბიუჯეტის შესრულების აუდიტი
საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია გადაწყვიტოს საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული
ბიუჯეტის შესრულების აუდიტის არაუმეტეს წელიწადში ერთხელ ჩატარება. ასეთ
შემთხვევაში პარლამენტი ტენდერის საფუძველზე შეარჩევს საერთაშორისოდ
აღიარებულ აუდიტორს. სატენდერო კომისიის შემადგენლობას პარლამენტის
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტი
დადგენილებით.
მუხლი 163. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წლიური ანგარიში
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი პარლამენტს წელიწადში ერთხელ,
არაუგვიანეს 31 მარტისა, წარუდგენს ანგარიშს სპეციალური საგამოძიებო
სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების მდგომარეობისა
და ამ მიმართულებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წინა წელს
განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
მუხლი 164. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წლიური ანგარიში
1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი პარლამენტს წელიწადში
ერთხელ, არაუგვიანეს 31 მარტისა, წარუდგენს ანგარიშს საქართველოში
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო
მოქმედებების
ჩატარებისა
და
ელექტრონული
კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული
აქტივობების კონტროლის შესახებ.
2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი პარლამენტს ასევე
წელიწადში ერთხელ წარუდგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის
136-ე–138-ე
მუხლებით
გათვალისწინებული
საგამოძიებო
1
მოქმედებებისა და იმავე კოდექსის 143 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების
ჩატარების კონტროლის შედეგების შესახებ ანგარიშს. აღნიშნულ ანგარიშს
პარლამენტის ბიურო გადასცემს პარლამენტის შესაბამის კომიტეტსა და ნდობის
ჯგუფს.
მუხლი 165. მთავარი შრომის ინსპექტორის წლიური ანგარიში
147
მთავარი შრომის ინსპექტორი წელიწადში ერთხელ, კალენდარული წლის
დასრულებიდან არაუგვიანეს 6 თვისა, პარლამენტს წარუდგენს შრომის ინსპექციის
სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშს.
მუხლი 166. იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის ანგარიში
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების
სამსახურის (შემდგომ − იურიდიული დახმარების სამსახური) დირექტორი
ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მარტისა, პარლამენტს წარუდგენს იურიდიული
დახმარების სამსახურის წინა წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს.
2. იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოსმენისა და პარლამენტის დადგენილების
მიღების შემთხვევაში პარლამენტი ამ დადგენილებით მოიწონებს აღნიშნულ
ანგარიშს ან იურიდიული დახმარების სამსახურს მოსთხოვს ცალკეული
ხარვეზების აღმოფხვრას ან/და საქმიანობის გაუმჯობესებას.
მუხლი 167. საქართველოს
საქმიანობის საჯარო ანგარიში
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის
1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი წელიწადში
ერთხელ, არაუგვიანეს 15 აპრილისა, პარლამენტს წარუდგენს საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის
შესახებ საჯარო ანგარიშს.
2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული
საქმიანობის შესახებ ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა
სავალდებულოა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ
გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის განხილვის შემდეგ პარლამენტის
დადგენილების მიღების შემთხვევაში პარლამენტი ამ დადგენილებით აფასებს
აღნიშნული სამსახურის საქმიანობას. პარლამენტის დადგენილებაში შეიძლება
მიეთითოს ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრასთან ან/და საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესებასთან
დაკავშირებული რეკომენდაციები და წინადადებები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დადგენილების შესრულებას
ზედამხედველობს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი.
4.
საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის
უფროსი
უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია დაესწროს
პარლამენტის, მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს შესაბამის
სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ
148
ანგარიში. გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოთხოვნის შემთხვევაში
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვალდებულია
ანგარიში მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში წარმოადგინოს.
მუხლი 168. საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ანგარიში
1. საქართველოს გენერალური პროკურორი წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15
მაისისა, პარლამენტს წარუდგენს საქართველოს პროკურატურის მიერ წინა წელს
გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს, რომელიც ეხება სისხლის სამართლის
პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური
ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ
მაჩვენებლებს,
მათი
კატეგორიებისა
და
ტენდენციების
მითითებით,
სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების
დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს,
პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს.
ანგარიში არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან,
სასამართლო
განხილვასთან
ან/და
საქმის
ცალკეულ
გარემოებებთან
დაკავშირებულ საკითხებს.
2. საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა სავალდებულოა. საქართველოს
პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის განხილვის შემდეგ
პარლამენტის
დადგენილების
მიღების
შემთხვევაში
პარლამენტი
ამ
დადგენილებით
აფასებს
პროკურატურის
საქმიანობას.
პარლამენტის
დადგენილებაში შეიძლება მიეთითოს ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრასთან
ან/და პროკურატურის საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული
რეკომენდაციები და წინადადებები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დადგენილების შესრულებას
ზედამხედველობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
4. საქართველოს გენერალური პროკურორი, მისი პირველი მოადგილე ან
მოადგილე უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია
დაესწროს პარლამენტის, მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს
სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ
ანგარიში.
აღნიშნული
მოთხოვნა
უნდა
შეიცავდეს
განსახილველი
საკითხის/საკითხების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას. სხდომაზე მოწვეულ
საქართველოს გენერალურ პროკურორს, მის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს
უფლება აქვს, არ ისაუბროს იმ საკითხების გარშემო, რომლებიც მისთვის წინასწარ
არ ყოფილა ცნობილი. აგრეთვე, გენერალურ პროკურორს, მის პირველ მოადგილეს
ან მოადგილეს არ შეიძლება დაუსვან კითხვა კონკრეტული სისხლის სამართლის
149
საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ
გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
5. გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს
გენერალური პროკურორი, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე ვალდებულია
ანგარიში მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში წარმოადგინოს.
მუხლი 169. გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის
უნივერსალური
პერიოდული მიმოხილვის რეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველობა
1. საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული
მიმოხილვის სამუშაო ჯგუფის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოს შესახებ
საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტს საქართველოს
მთავრობისთვის ოფიციალურად გადაცემის მომენტიდან არაუგვიანეს 1 კვირისა.
2. საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული
მიმოხილვის სამუშაო ჯგუფის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოს შესახებ
საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების საბოლოო ვარიანტს
საქართველოს მთავრობისთვის ოფიციალურად გადაცემის მომენტიდან
არაუგვიანეს 1 კვირისა.
3. საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში აღებული
რეკომენდაციების შესრულების შესახებ შუალედურ ანგარიშს (ასეთის არსებობის
შემთხვევაში) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა
საბჭოსთვის წარდგენამდე არაუგვიანეს 2 თვისა.
4. საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის
უნივერსალური
პერიოდული
მიმოხილვის
ფარგლებში
საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საბოლოო
ანგარიშის პროექტს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა
საბჭოსთვის წარდგენამდე არაუგვიანეს 2 თვისა.
მუხლი 170. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
ორგანოების ანგარიშები საქართველოს მიმართ
საზედამხედველო
1. საქართველოს მთავრობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი
კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში, ამავე კომიტეტის დამფუძნებელი
150
ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენამდე არაუგვიანეს 2
თვისა ანგარიშის პროექტს წარუდგენს პარლამენტს.
2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საზედამხედველო ორგანოების მიერ
საქართველოს მიმართ შესაბამის ანგარიშებში მოცემული რეკომენდაციების
შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ ინფორმაციას
პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი ისმენს მოთხოვნისამებრ.
3. საქართველოს მთავრობა პარლამენტს ყოველწლიურად, არაუგვიანეს შესაბამისი
წლის 1 აპრილისა, წარუდგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი
კომიტეტის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ინდივიდუალურ საჩივრებთან
დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის
შესახებ ანგარიშს.
მუხლი
171.
ადამიანის
უფლებათა
ევროპული
გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობა
სასამართლოს
1. საქართველოს მთავრობა პარლამენტს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1
აპრილისა, წარუდგენს:
ა)
ადამიანის
უფლებათა
ევროპული
სასამართლოს
გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ ანგარიშს იმ საქმეებთან
დაკავშირებით, რომლებზედაც წინა წელს მიღებულია ევროპის საბჭოს მინისტრთა
კომიტეტის საბოლოო რეზოლუცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ)
ადამიანის
უფლებათა
ევროპული
სასამართლოს
გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების სამოქმედო გეგმას მიმდინარე
საქმეებთან დაკავშირებით, აგრეთვე ამ საქმეების შესახებ ევროპის საბჭოს
მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებებსა და შუალედურ რეზოლუციებს
(ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. წამყვანი კომიტეტი ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხების საკომიტეტო
განხილვისთვის მომზადების მიზნით ეცნობა დაინტერესებული პირის/პირების
მოსაზრებებსა და შეფასებებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ.
მუხლი 172. დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიში
საქართველოს მთავრობა წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 აპრილისა,
პარლამენტს წარუდგენს დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების
ანგარიშს (გასული წლის ანგარიშსა და მომავალი წლის გეგმას).
151
მუხლი 173. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი
უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციაზე ზედამხედველობა
საქართველოს მთავრობა წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 აპრილისა,
პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის,
სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების შესრულების თაობაზე.
მუხლი 174. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის
განმსაზღვრელი დოკუმენტის დამტკიცება , ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ
ბრძოლის საკითხებზე ზედამხედველობა , საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიში
1. პარლამენტი დადგენილებით ამტკიცებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის
ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დადგენილება პარლამენტს
წარედგინება, განიხილება და მიიღება რეგლამენტის 127-ე მუხლით
გათვალისწინებული წესით.
3. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი
დოკუმენტის დამტკიცებისას პარლამენტი მსჯელობს აგრეთვე ამ საკითხთან
დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული
ბიუროს და სხვა სათანადო სახელმწიფო უწყებების მიერ პარლამენტისთვის
წარდგენილ წინადადებებზე.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ანტიკორუფციული ბიურო წელიწადში
ერთხელ, არაუგვიანეს 31 მარტისა, პარლამენტს წარუდგენს წლიურ ანგარიშს
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს
უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებული საკითხების შესახებ.
მუხლი 175. პარლამენტისათვის წარდგენილი ანგარიშის განხილვა
1. პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშს, თუ ამ რეგლამენტით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული, პარლამენტი განიხილავს ამ მუხლით დადგენილი წესით.
2. ანგარიშს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი წარუდგენს
პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას.
3. პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას ანგარიშის
განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე, განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს და
ანგარიშის საპარლამენტო განხილვის ვადებს. ამის შემდეგ ანგარიში
განსახილველად გადაეცემა წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებსა და ფრაქციებს.
152
4. პარლამენტის კომიტეტები და ფრაქციები პარლამენტის ბიუროს მიერ
განსაზღვრულ ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს ანგარიშის თაობაზე თავიანთ
შენიშვნებს.
5. წამყვანი კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში
კომიტეტის სხდომაზე განიხილავს ანგარიშს, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს
პარლამენტის ბიუროს.
6. ამ რეგლამენტის 161-ე და 163 მუხლებით, 164 მუხლის პირველი პუნქტით, 165ე, 166-ე, და 169-ე-173-ე მუხლებით, 174-ე მუხლის მე-4 პუნქტით, 176-ე, 217-ე და
218-ე მუხლებით გათვალისწინებული ანგარიში პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე განიხილება წამყვანი კომიტეტის, ფრაქციის ან პარლამენტის ბიუროს
(ბიუროს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე.
აღნიშნულის მოთხოვნის უფლება შესაბამის სუბიექტს (გარდა წამყვანი
კომიტეტისა) აქვს ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით ანგარიშის
თაობაზე დასკვნის პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენიდან არაუგვიანეს 2
კვირისა.
7. ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის სავალდებულოობის
საკითხი აღინიშნება წამყვანი კომიტეტის დასკვნაში.
8. ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში იგი
განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი
წესით.
9. ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში
ანგარიშის თაობაზე მომხსენებლად გამოდის შესაბამისი თანამდებობის პირი ან
შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი. საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი
ანგარიშის თაობაზე მომხსენებლად გამოდის საქართველოს მთავრობის
საპარლამენტო მდივანი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის მიერ სათანადო
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მომხსენებლად შესაბამისი მინისტრი
ან მინისტრის მოადგილე/მოადგილეები არ არის/არიან დანიშნული. პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე ანგარიშის თაობაზე თანამომხსენებლად გამოდის წამყვანი
კომიტეტის მიერ დანიშნული წარმომადგენელი.
10. ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში მისი
განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტი ცნობად იღებს ამ ანგარიშს ან
უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება.
11. კანონითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი
სახელმწიფო ორგანოს/თანამდებობის პირის მოხსენება, მიმოხილვა ან ინფორმაცია
განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესით.
153
მუხლი 176. საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიშების განხილვის წესი
1. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე შეიმუშავებს და პარლამენტის
ბიუროს წარუდგენს ერთიან დასკვნას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის 49-ე მუხლით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულებების მიერ
პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშების შესახებ. აღნიშნული საკითხის
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში პარლამენტი
უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საჯარო ინფორმაციის შესახებ
ანგარიშების შეფასების და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე.
2. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტი უფლებამოსილია შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით
დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს
გადაუგზავნოს
საჯარო
დაწესებულებების
მიერ
პარლამენტისათვის
წარმოდგენილი ანგარიშები. პარლამენტის კომიტეტი უფლებამოსილია
მოამზადოს ამ ანგარიშების შესახებ დასკვნა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშების განხილვის
დაწყების შესახებ ინფორმაციას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი აქვეყნებს პარლამენტის ვებგვერდზე.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტი შეისწავლის ანგარიშების და მათში ასახული ინფორმაციის შესახებ
პარლამენტში შემოსულ მოქალაქეთა და ორგანიზაციათა განცხადებებს.
კარი VI. თანამდებობის პირთა განწესება , იმპიჩმენტი ს წესით თანამდებობიდან
გადაყენება და თანამდებობიდან გათავისუფლება
თავი XXI. საქართველოს პრეზიდენტი ს არჩევა
მუხლი 177. საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესი
1. საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით
ირჩევს საარჩევნო კოლეგია.
2. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 წევრი, მათ შორის,
საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი.
საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს ცესკოს მიერ ორგანული კანონის საფუძველზე
განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი
პოლიტიკური პარტიები.
154
3. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო
კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეუძლია მხარი
დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას.
4. საქართველოს პრეზიდენტის
პარლამენტი ცესკოს მეშვეობით.
არჩევნების
გამართვას
უზრუნველყოფს
5. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება საქართველოს პრეზიდენტის
უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში.
საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების თარიღს ნიშნავს პარლამენტი
არჩევნების
დღემდე
60
დღით
ადრე.
საქართველოს
პრეზიდენტის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის
არჩევნები იმართება უფლებამოსილების შეწყვეტიდან 45 დღის ვადაში. არჩევნებს
ნიშნავს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში. თუ არჩევის თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ
მდგომარეობას,
საქართველოს
პრეზიდენტის
არჩევნები
იმართება
ამ
მდგომარეობის გაუქმებიდან 45 დღის ვადაში. თუ საქართველოს პრეზიდენტის
არჩევის თარიღი ემთხვევა პარლამენტის არჩევნების ან მის წინა თვეს,
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება ახალარჩეული პარლამენტის
პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღის განმავლობაში.
6. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა ქვეყნდება
პარლამენტის ვებგვერდზე არაუგვიანეს არჩევნების დანიშვნის დღის მომდევნო
დღისა.
7. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება პარლამენტის სასახლეში,
არჩევნების დღის 9 საათიდან და სრულდება იმავე დღის 14 საათზე, ან ნებისმიერ
დროს, თუ საარჩევნო კოლეგიის ყველა წევრმა მისცა ხმა. საქართველოს
პრეზიდენტის არჩევნებზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო
კოლეგიის წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოწვეულ პირებს, ცესკოს
წევრებს, პარლამენტისა და ცესკოს აპარატის შესაბამის უფლებამოსილ
წარმომადგენლებს.
საქართველოს
პრეზიდენტის
არჩევნები
გადაიცემა
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში.
8. საარჩევნო კოლეგიის წევრები საარჩევნო კოლეგიის წევრთა სიაში
ხელმოწერებით ადასტურებენ საარჩევნო ბიულეტენის მიღებას, რის შემდეგაც
შემოხაზავენ მათთვის სასურველ მხოლოდ 1 საქართველოს პრეზიდენტობის
კანდიდატს და საარჩევნო ბიულეტენს წინასწარ დალუქულ, გამჭვირვალე
საარჩევნო ყუთში ათავსებენ.
9. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება
კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის
ხმების ორ მესამედს მაინც. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ
აირჩა, მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2
155
კანდიდატს. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას
მიიღებს. არჩევნების პირველი ან მეორე ტური შემდგარად ჩაითვლება, თუ მასში
მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე
მეტი. თუ არჩევნები არ შედგა ან საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი
არ აირჩია, 30 დღის ვადაში იმართება საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი
არჩევნები. საქართველოს პრეზიდენტის
ხელახალ არჩევნებს ნიშნავს
პარლამენტის თავმჯდომარე შესაბამისი გარემოების დადგომიდან 3 დღის ვადაში.
10. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს ადგენს და აჯამებს ცესკო
არჩევნების დასრულებისთანავე, თავის სხდომაზე, რომელიც პარლამენტის
სასახლეში იმართება.
თავი XXII. საქართველოს მთავრობისთვის ნდობისა და უნდობლობის
გამოცხადებ ის წესი
მუხლი 178. საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება
1. პარლამენტი საქართველოს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან,
აგრეთვე
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
გადადგომიდან
ან
უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს
პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ
წამოყენებული
პრემიერმინისტრობის
კანდიდატის
მიერ
წარდგენილ
საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობის შემადგენლობასთან ერთად
პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა.
2. პარლამენტს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილი
საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა უნდა
წარედგინოს საქართველოს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ან
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების
სხვაგვარად შეწყვეტიდან არაუგვიანეს მე-9 დღისა.
3. პარლამენტი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის
რეგლამენტით დადგენილი წესით, კომიტეტებში განხილვის გარეშე, პლენარულ
სხდომაზე
განიხილავს
და
კენჭს
უყრის
საქართველოს
მთავრობის
შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს.
4. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა
შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
პარლამენტის
სრული
5. თუ საქართველოს მთავრობამ საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-2
პუნქტით დადგენილ ვადაში ვერ მიიღო ნდობა, პარლამენტი ამ ვადის
ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ამ
მუხლით დადგენილი წესით ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული
156
შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის
კანდიდატის მიერ წარდგენილ საქართველოს მთავრობას. ერთზე მეტი
პრემიერმინისტრობის კანდიდატის არსებობის შემთხვევაში პარლამენტი
განიხილავს პრემიერმინისტრობის იმ კანდიდატს, რომელიც უფრო მეტმა
პარლამენტის წევრმა წარადგინა, ხოლო წარმდგენთა თანაბარი რაოდენობის
შემთხვევაში − იმ კანდიდატს, რომელიც უფრო ადრე იქნა წარდგენილი.
6. თუ საქართველოს მთავრობის შემადგენლობის წარდგენა ემთხვევა
საპარლამენტო არდადეგებს ან იმ კვირას, როდესაც პლენარული სხდომები არ
იმართება, რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწვევა რიგგარეშე სესია ან
რიგგარეშე სხდომა.
მუხლი 179. საქართველოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება
1. პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს საქართველოს
მთავრობას. უნდობლობის საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული
შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტს.
2. უნდობლობის საკითხის აღძვრასთან ერთად პარლამენტს ერთდროულად
წარედგინება ინიციატორების მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის
კანდიდატი, საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო
პროგრამა.
3. თუ პარლამენტი საკითხის აღძვრიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 14 დღისა
სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს ახალ მთავრობას,
უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება.
4. საქართველოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურაზე
ვრცელდება რეგლამენტის 178-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი.
5. თუ პარლამენტი უნდობლობის საკითხის აღძვრის შემდეგ არ გამოუცხადებს
საქართველოს მთავრობას უნდობლობას, დაუშვებელია პარლამენტის იმავე
წევრთა მიერ მომდევნო 6 თვის განმავლობაში უნდობლობის საკითხის აღძვრა.
მუხლი 180. საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება საქართველოს
პრემიერ -მინისტრის ინიციატივით
1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია პარლამენტის წინაშე დასვას
საქართველოს მთავრობის ნდობის საკითხი.
2. ნდობის საკითხს კენჭი ეყრება მისი დასმიდან არაუადრეს მე-7 და არაუგვიანეს
მე-14 დღისა.
157
3.
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
ინიციატივით
საქართველოს
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურაზე ვრცელდება რეგლამენტის
178-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი.
4. თუ პარლამენტი ნდობას არ გამოუცხადებს საქართველოს მთავრობას
საქართველოს კონსტიტუციის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში,
პარლამენტი
უფლებამოსილია
საქართველოს
მთავრობისთვის
ნდობის
არგამოცხადებიდან 7 დღის ვადაში, სრული შემადგენლობის უმრავლესობით
ნდობა გამოუცხადოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის
მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ
საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობის შემადგენლობასთან ერთად
პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა.
5. საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ამ მუხლის მე-4 პუნქტით
გათვალისწინებულ პროცედურაზე ვრცელდება რეგლამენტის 178-ე მუხლის მე-3
პუნქტით დადგენილი წესი.
თავი XXIII. საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით
გათვალისწინებულ სხვა თანამდებობის პირთა არჩევა , დანიშვნაზე თანხმობის
მიცემა
მუხლი 181. საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევა
თავმჯდომარის ,
1. პარლამენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით,
სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს უზენაესი
სასამართლოს
თავმჯდომარეს,
საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს
მოსამართლეს.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა არჩევის საკითხის
განმხილველი კომიტეტია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისა და საქართველოს
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს
კონსტიტუციის ან/და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის
ხელშეწყობის მიზნით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ქმნის ამ
რეგლამენტის 48-ე მუხლით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფს.
3. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიერ
მისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის
ასარჩევად წარდგენის შესახებ წარდგინების გადაცემიდან 3 დღის ვადაში ქმნის ამ
რეგლამენტის 48-ე მუხლით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფს.
158
4. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიერ
მისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის
ასარჩევად წარდგენის შესახებ წარდგინების გადაცემიდან 1 კვირის ვადაში
უზრუნველყოფს ამ წარდგინებისა და თანდართული მასალების კომიტეტის ყველა
წევრისთვის გაგზავნას. აღნიშნული წარდგინება და თანდართული მასალები
ეგზავნება აგრეთვე სხვა პარლამენტის წევრს მისი მოთხოვნის შემთხვევაში.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების
საქართველოს
კანონმდებლობასთან
შესაბამისობის
დადგენის
მიზნით
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ამ მუხლის მე-4 პუნქტით
გათვალისწინებული დოკუმენტების კომიტეტის ყველა წევრისთვის გაგზავნიდან
არაუადრეს 1 კვირისა საჯარო სხდომაზე უსმენს თითოეულ კანდიდატს.
კანდიდატების მოსმენა და კითხვა-პასუხი ტარდება სათითაოდ.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენის
პროცედურას კომიტეტთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე.
7. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე
ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა ერთი მოწვევის პარლამენტის
უფლებამოსილების ვადის ფარგლებში შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
9. თუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე
დასახელებულმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისთვის საჭირო, საქართველოს
კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული რაოდენობის ხმები,
პარლამენტს წარედგინება ახალი კანდიდატურა.
მუხლი 182. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევა
1. პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით,
ამავდროულად, სხვა კანდიდატზე მეტი ხმით, 10 წლის ვადით ირჩევს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრს.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კანდიდატურის
წარდგენის უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, ფრაქციას, უფრაქციო
პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ასარჩევად ერთი და იმავე
კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
159
4. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს წევრობის თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი.
5. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრის არჩევისას 3
კანდიდატი მონაწილეობდა და რომელიმე მათგანმა ვერ მიიღო არჩევისთვის
საჭირო რაოდენობის ხმები, პარლამენტის თავმჯდომარე, ფრაქცია, უფრაქციო
პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფი უფლებამოსილია
კენჭისყრის ჩატარებიდან 10 დღის შემდეგ პარლამენტს იგივე კანდიდატურა
წარუდგინოს. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრის
არჩევისას 3-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და კანდიდატთა საჭირო
რაოდენობა ვერ აირჩა, ტარდება ხელახალი კენჭისყრა. ამ შემთხვევაში კენჭი ეყრება
იმ 3 კანდიდატს, რომლებმაც პირველ ტურში სხვა კანდიდატებზე მეტი ხმა მიიღეს.
მუხლი 183. საქართველოს სახალხო დამცველის არჩევა
1. პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით,
ამავდროულად, სხვა კანდიდატზე მეტი ხმით, 6 წლის ვადით ირჩევს
საქართველოს სახალხო დამცველს.
2. საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატურების წარდგენის უფლება აქვს
ფრაქციას, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს.
3. საქართველოს სახალხო დამცველის არჩევის ერთ ციკლში ერთი და იმავე
კანდიდატურის წარდგენა შეიძლება ორჯერ.
4. საქართველოს სახალხო დამცველობის თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება
კენჭი.
5. თუ საქართველოს სახალხო დამცველის არჩევისთვის საკმარისი ხმები ერთზე
მეტმა კანდიდატმა მიიღო, მაგრამ ხმათა თანაბრად გაყოფის გამო გამარჯვებული
ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს ერთად ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის
კანდიდატი, რომელიც კენჭისყრისას მიიღებს პარლამენტის წევრთა მეტ ხმას,
მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის ხმებისა.
ხმათა თანაბრად გაყოფის განმეორების შემთხვევაში კენჭისყრის პროცედურა
გაგრძელდება გამარჯვებულის გამოვლენამდე. თუ საქართველოს სახალხო
დამცველის არჩევისთვის საკმარისი ხმები ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო,
კენჭისყრის ჩატარებიდან არაუადრეს 7 დღისა და არაუგვიანეს 14 დღისა არჩევის
პროცედურა ხელახლა იწყება.
მუხლი 184. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის არჩევა
160
პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, სრული შემადგენლობის
უმრავლესობით, 7 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
წევრს.
მუხლი 185. გენერალური აუდიტორის არჩევა
1.
პარლამენტი
პარლამენტის
თავმჯდომარის
წარდგინებით,
სრული
შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს გენერალურ აუდიტორს.
2. გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე
კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
მუხლი 186. საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევა
1. პარლამენტი საპროკურორო საბჭოს წარდგინებით, სრული შემადგენლობის
უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.
2. თუ საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დასახელებულმა
კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისთვის საჭირო, საქართველოს კონსტიტუციითა და
ამ რეგლამენტით გათვალისწინებული რაოდენობის ხმები, პარლამენტს
წარედგინება ახალი კანდიდატურა.
მუხლი 187. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის არჩევა
პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, სრული შემადგენლობის
უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის წევრს.
მუხლი
188.
საქართველოს
ენერგეტიკისა
და
მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის არჩევა
წყალმომარაგების
1.
პარლამენტი
საქართველოს
პრეზიდენტის
წარდგინებით,
სრული
შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
წევრს.
2. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის წევრი არ შეიძლება კომისიის წევრად აირჩეს 2-ზე მეტი
ვადით. თუ კომისიის წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე თავისუფლდება,
161
პარლამენტი ამ თანამდებობისთვის განსაზღვრული წესით ირჩევს კომისიის ახალ
წევრს დარჩენილი ვადით.
მუხლი 189. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის
არჩევა
1. პარლამენტი საქართველოს მთავრობის წარდგინებით, სრული შემადგენლობის
უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის უფროსს.
2.
საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის
უფროსის
თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება
მხოლოდ ორჯერ.
მუხლი 190. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის არჩევა
1. პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ამავდროულად, სხვა
კანდიდატზე მეტი ხმით, 6 წლის ვადით ირჩევს სპეციალური საგამოძიებო
სამსახურის უფროსს.
2. პარლამენტს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
კანდიდატურას წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
უფროსის
ერთ
3. პარლამენტის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსობის
კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება, თუ კენჭისყრისას მხარს დაუჭერს
პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ კენჭისყრის შედეგად
ვაკანსია არ შეივსო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2 კვირის ვადაში აცხადებს
ხელახალ კონკურსს.
მუხლი 191. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის არჩევა
1. პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ამავდროულად, სხვა
კანდიდატზე მეტი ხმით, 6 წლის ვადით ირჩევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახურის უფროსს.
2. პარლამენტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 1
კანდიდატურას წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. პარლამენტის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის
არჩევისას თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის
კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული
შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ
162
კანდიდატზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის უკეთესი შედეგის
მქონე კანდიდატი, ხოლო თუ მათ მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო
გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი
მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ კენჭისყრის შედეგად ვაკანსია არ
შეივსო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2 კვირის ვადაში აცხადებს ხელახალ
კონკურსს.
მუხლი 192. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის აღმასრულებელი დირექტორისა და სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის საბჭოს წევრის დანიშვნაზე თანხმობის მიცემა
1. პარლამენტი პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა ხმების
უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი
მესამედისა, თანხმობას აძლევს საქართველოს პრემიერ-მინისტრს საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (შემდგომ
− საქსტატი) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე 4 წლის ვადით
დანიშვნაზე.
2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტს საქსტატის აღმასრულებელი
დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე თანხმობის მისაღებად წარუდგენს ღია
კონკურსის შედეგად შერჩეულ ერთ კანდიდატს. საქართველოს პრემიერ-მინისტრს
თანხმობა მიეცემა კანდიდატის დანიშვნაზე, თუ კენჭისყრისას მას მხარს დაუჭერს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა უმრავლესობა,
მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. თუ
კენჭისყრის შედეგად კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა,
ჩაითვლება, რომ პარლამენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ მისცა
თანხმობა კანდიდატის დანიშვნაზე.
3. პარლამენტი პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა ხმების
უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი
მესამედისა, თანხმობას აძლევს საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქსტატის
საბჭოს წევრის თანამდებობაზე 4 წლის ვადით დანიშვნაზე.
4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტს საქსტატის საბჭოს წევრის 5
ვაკანტურ თანამდებობაზე წარუდგენს 5 კანდიდატურას, ხოლო თუ ვაკანტური
თანამდებობა 5-ზე ნაკლებია − ამ ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობის
კანდიდატს.
5. თუ პარლამენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქსტატის საბჭოს წევრის
ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე თანხმობა არ
მისცა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 21 დღის ვადაში წარუდგენს პარლამენტს
შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის შედეგად შერჩეულ სხვა
163
კანდიდატებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრს აღნიშნული კანდიდატების
დანიშვნაზე თანხმობა მიეცემა ამ მუხლით დადგენილი წესით. საწინააღმდეგო
შემთხვევაში ცხადდება ხელახალი კონკურსი. საქართველოს პრემიერ-მინისტრს
ხელახალი კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატების დანიშვნაზე თანხმობა
მიეცემა ამ მუხლითა და ამ რეგლამენტის 193-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 193. ამ რეგლამენტის 181- ე-192- ე მუხლებით გათვალისწინებულ
თანამდებობის პირთა არჩევის , დანიშვნაზე თანხმობის მიცემის პროცედურა
1. პარლამენტი ამ რეგლამენტის 181-ე-192-ე მუხლებით გათვალისწინებულ
თანამდებობის პირებს ირჩევს, როგორც წესი, მისთვის შესაბამისი კანდიდატურის
წარდგენიდან 2 კვირის ვადაში, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტით სხვა რამ
არ არის დადგენილი.
2. პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს ამ რეგლამენტის 182-ე-192-ე მუხლებით
გათვალისწინებული თანამდებობის პირების არჩევის, დანიშვნაზე თანხმობის
მიცემის საკითხის განმხილველ კომიტეტს/კომიტეტებს. ამ მუხლით დადგენილი
წესები
ვრცელდება
აგრეთვე
საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს
თავმჯდომარისა და მოსამართლის არჩევის შემთხვევაზე, თუ ამ რეგლამენტის 181ე მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი.3. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი
ადგენს თანამდებობის პირის კანდიდატურის საქართველოს კონსტიტუციის ან/და
სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობას. ამ მიზნით კანდიდატი ვალდებულია
კომიტეტს სრულყოფილად მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია. თავის მხრივ,
კომიტეტი უფლებამოსილია მოიძიოს/გადაამოწმოს აღნიშნული თანამდებობის
პირის კანდიდატურის შესახებ საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, მისი
ბიოგრაფიული ცნობები, შრომითი გამოცდილებისა და პროფესიული ცოდნის
შესახებ ინფორმაცია.
4. თანამდებობის პირთა კანდიდატურების საქართველოს კანონმდებლობასთან
შესაბამისობის დადგენის შემდეგ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი სხდომაზე
უსმენს თითოეულ კანდიდატს.
5. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი სხდომაზე კანდიდატების მოსმენის შემდეგ
შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება
კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომიტეტის დასკვნა უნდა
შეიცავდეს კომიტეტის რეკომენდაციას ამ რეგლამენტის 181-ე-192-ე მუხლებით
გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა კანდიდატურების მიმართ. კომიტეტის
დასკვნა პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით
წარედგინება პარლამენტის ბიუროს და ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.6.
პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წარდგინების საფუძველზე, პარლამენტის
ბიუროს გადაწყვეტილებით პარლამენტი პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის
პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით განიხილავს
164
კანდიდატურებს და უსმენს ამ რეგლამენტის 183-ე-192-ე მუხლებით
გათვალისწინებულ ყოველ კონკრეტულ თანამდებობაზე დასახელებულ
თითოეულ კანდიდატს.7. კენჭისყრის წინ პლენარული სხდომის თავმჯდომარე
პარლამენტს აცნობს კანდიდატთა სიას და მათ წერილობით თანხმობას.
მუხლი 194. მომხმარებელთა
შერჩევის წესი
ინტერესების
საზოგადოებრივი
დამცველის
1. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ქმნის ეროვნულ
მარეგულირებელ
ორგანოსთან
არსებულ
მომხმარებელთა
ინტერესების
საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიას, რომელიც
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის არჩევის შესახებ
გადაწყვეტილებებს იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
2. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტი საკონკურსო კომისიას ქმნის არანაკლებ 12 წევრის შემადგენლობით.
საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან ფრაქციებისა და უფრაქციო
პარლამენტის წევრების წარმომადგენლები, სახელმწიფო სექტორის, საქართველოს
სახალხო დამცველისა და შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს
წარმომადგენლები. საკონკურსო კომისია საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის
არჩევის
შესახებ
გადაწყვეტილებას
იღებს
სრული
შემადგენლობის
უმრავლესობით.
3. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევი
საკონკურსო კომისიის დებულებას და საკონკურსო პირობებს პარლამენტის
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის
თავმჯდომარე.
4. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და საკონკურსო კომისიის
მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ აღნიშნული კომიტეტი აცნობებს
პარლამენტის ბიუროს.
მუხლი 195. საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევის წესი
1. საპროკურორო საბჭოს 5 წევრი, მათ შორის, 2 წევრი პარლამენტის წევრთაგან,
აირჩევა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ამ
მუხლით დადგენილი წესით.
2. საპროკურორო საბჭოს 2 წევრს პარლამენტის წევრთაგან, სრული
შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. არჩეულ საპროკურორო
საბჭოს წევრთაგან ერთი უნდა იყოს საპარლამენტო უმრავლესობის
წარმომადგენელი, ხოლო ერთი − საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი.
165
ყოველ ფრაქციას და უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან
ჯგუფს უფლება აქვს, წარადგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის თითო
კანდიდატი. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი წარედგინება
პარლამენტის ბიუროს საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის
ამოწურვამდე არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, ხოლო უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
დღიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. პარლამენტის ბიუროს
საპროკურორო საბჭოს წევრის არჩევის საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი
პლენარული სხდომის დღის წესრიგში. თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტით
გათვალისწინებული კენჭისყრის ორივე ტურის გამართვის შემდეგ ისევ დარჩა
შეუვსებელი ვაკანსია, არჩევის პროცედურა ერთი თვის ვადაში, ამ პუნქტით
დადგენილი წესით, ხელახლა გაიმართება. ასეთ შემთხვევაში პარლამენტის
ბიუროს საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატები 2 კვირის ვადაში
წარედგინება. საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის
გასვლამდე, საპროკურორო საბჭოს წევრ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება
შეუწყდება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში.
3. პარლამენტი საპროკურორო საბჭოს 2 წევრს ირჩევს კონკურსის საფუძველზე.
საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და
მკვლევრებისგან, აგრეთვე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისგან,
შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე.
ზემოთ აღნიშნული თითოეული წარმდგენი სუბიექტი უფლებამოსილია
პარლამენტს წარუდგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3
კანდიდატისა. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტის
წევრის, მოსამართლის, პროკურორის წარდგენა არ შეიძლება.
4. პარლამენტი საპროკურორო საბჭოს 1 წევრს ირჩევს საქართველოს იუსტიციის
მინისტრის წარდგინების საფუძველზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია პარლამენტს წარუდგინოს
საპროკურორო საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3 კანდიდატი. პარლამენტმა
საპროკურორო საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი
იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური
ხარისხით და იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის
გამოცდილება.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარლამენტმა
საპროკურორო საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე,
რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან
გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით,
სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და
რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. საპროკურორო საბჭოს
166
წევრობის კანდიდატმა წევრად არჩევაზე წინასწარ წერილობითი თანხმობა უნდა
განაცხადოს.
6. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგინებას უნდა დაერთოს
სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის
მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და
სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილების დამადასტურებელი
საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების (თუ
კანდიდატს აქვს ასეთი შრომები) ნუსხა და კანდიდატის წერილობითი თანხმობა.
7. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
საპროკურორო საბჭოს ახალი წევრი უნდა აირჩეს საპროკურორო საბჭოს
შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30
კალენდარული დღისა და ამ ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული
დღისა, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში –
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა. თუ
პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს ახალი წევრის არჩევისას ეს ვადები
მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, მისი
არჩევის პროცესი დაიწყება ან გაგრძელდება მორიგი სესიის დაწყებისთანავე ან
მორიგი სესიის დაწყებამდე, რიგგარეშე სესიაზე.
8. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში:
ა) საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტს უნდა წარედგინოს
საპროკურორო საბჭოს წევრის:
ა.ა) უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს მე-60 და არაუგვიანეს მე40 კალენდარული დღისა;
ა.ბ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა;
ბ) საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენის ვადას პარლამენტის
ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე;
გ) პარლამენტისთვის წარდგენილი სათანადო საბუთები დაუყოვნებლივ
გადაეცემა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, რომელმაც მათი
განხილვა ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად
უნდა დაასრულოს საპროკურორო საბჭოს წევრთა კანდიდატურების წარდგენის
ვადის ამოწურვიდან:
გ.ა) 10 კალენდარული დღის
გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ვადაში
−
ამ
პუნქტის
„ა.ა“
ქვეპუნქტით
167
გ.ბ) 4 კალენდარული დღის ვადაში
გათვალისწინებულ შემთხვევაში;
−
ამ
პუნქტის
„ა.ბ“
ქვეპუნქტით
დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საბუთების განხილვის დასრულების
შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საპროკურორო საბჭოს
წევრობის იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც შეესაბამებიან ამ მუხლით
განსაზღვრულ მოთხოვნებს, სათანადო საბუთებთან ერთად წარუდგენს
პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო საპროკურორო საბჭოს წევრობის
კანდიდატთა სიას და თანდართულ საბუთებს დაუყოვნებლივ გადასცემს
ფრაქციებს;
ე) ფრაქციებს უფლება აქვთ, წარდგენილი საპროკურორო საბჭოს წევრთა
კანდიდატურები განიხილონ პარლამენტის ბიუროსთვის საპროკურორო საბჭოს
წევრობის კანდიდატთა სიის წარდგენიდან:
ე.ა) 2 კვირის ვადაში − ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში;
ე.ბ) 1 კვირის ვადაში − ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში;
ვ) პარლამენტის ბიუროს საპროკურორო საბჭოს წევრის არჩევის საკითხი შეაქვს
ფრაქციათა მიერ კანდიდატურების განხილვის ვადის დასრულებიდან უახლოესი
პლენარული სხდომის დღის წესრიგში. კენჭისყრის დაწყებამდე პარლამენტის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი პარლამენტს გააცნობს
წარდგენილ კანდიდატთა მონაცემებს.
9. ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში:
ა) პარლამენტი საპროკურორო საბჭოს წევრთა კანდიდატურების პლენარულ
სხდომაზე განხილვის გარეშე მართავს კენჭისყრას საპროკურორო საბჭოს წევრების
ასარჩევად. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატებს კენჭი ცალ-ცალკე
ეყრებათ. კენჭისყრის რიგითობა ანბანურად, კანდიდატთა გვარების მიხედვით
განისაზღვრება;
ბ) კენჭისყრის პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლებიან საპროკურორო საბჭოს
წევრობის კანდიდატები, რომლებიც პარლამენტის სრული შემადგენლობის
უმრავლესობის ხმებს მიიღებენ. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ
კანდიდატთა რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან საუკეთესო
შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატები. თუ არჩეული კანდიდატი
ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების
მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება
უკეთესი შედეგის მქონე, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის
უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი;
168
გ) თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, იმავე დღეს ან
პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე გაიმართება კენჭისყრის მეორე
ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილ კანდიდატთაგან პირველ ტურში
საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს. ამ კანდიდატთა რაოდენობა ვაკანტური
თანამდებობების გაორმაგებულ რაოდენობას არ უნდა აღემატებოდეს. თუ
აღნიშნულ კანდიდატთა რაოდენობა ამ რიცხვზე მეტი აღმოჩნდა მათ მიერ
თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, კენჭი ეყრება ყველა ასეთ კანდიდატს.
კენჭისყრის მეორე ტურში არჩეული კანდიდატი გამოვლინდება ამ პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტით დადგენილი წესით;
დ) თუ კენჭისყრის პირველ ტურში კანდიდატთა რაოდენობა ვაკანტური
თანამდებობების რაოდენობას არ აღემატება და ყველა ვაკანსია ვერ შეივსო,
კენჭისყრის მეორე ტური არ გაიმართება.
10. თუ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამავე
მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით ყველა ვაკანსია ვერ შეივსო,
საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევის პროცედურა 70 კალენდარული დღის
ვადაში, ამ მუხლით დადგენილი წესით, ხელახლა გაიმართება. ასეთ შემთხვევაში
საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენის ვადას იმ პირობების
დაცვით, რომ ეს ვადა 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები არ იყოს და პარლამენტის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა და ფრაქციებმა კანდიდატურები ამ მუხლის მე8 პუნქტის „გ.ა“ და „ე.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვადებში განიხილონ, ადგენს
და პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.
მუხლი 196. საქართველოს საერთო სასამართლოების
სადისციპლინო კოლეგიის წევრების არჩევის წესი
მოსამართლეთა
1. პარლამენტი კონკურსის საფუძველზე ირჩევს საქართველოს საერთო
სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2 წევრს.
პარლამენტმა
საქართველოს
საერთო
სასამართლოების
მოსამართლეთა
სადისციპლინო კოლეგიის ახალი წევრი უნდა აირჩიოს მოსამართლეთა
სადისციპლინო კოლეგიის შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის
გასვლამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა და ამ ვადის გასვლიდან
არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ხოლო მოსამართლეთა სადისციპლინო
კოლეგიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − მისი
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა. თუ ეს
ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა პარლამენტის სესიებს შორის
პერიოდს, ამ პუნქტით საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა
სადისციპლინო კოლეგიის წევრის არჩევისთვის განსაზღვრული ვადა შესაბამისი
დროით გაგრძელდება.
169
2. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო
კოლეგიის წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებებში
მოღვაწე
პროფესორებისა
და
მკვლევრებისგან, აგრეთვე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისგან,
შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე.
ზემოთ აღნიშნული თითოეული წარმდგენი სუბიექტი უფლებამოსილია
პარლამენტს
წარუდგინოს
საქართველოს
საერთო
სასამართლოების
მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის თითო კანდიდატი.
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო
კოლეგიის წევრობის კანდიდატად პარლამენტის წევრის, მოსამართლის,
პროკურორის წარდგენა არ შეიძლება.
3. პარლამენტმა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა
სადისციპლინო კოლეგიის წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე,
რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის
არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და სამართლის დარგის
აღიარებული სპეციალისტია.
4. კანდიდატის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი,
კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი,
უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10
წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის
საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ კანდიდატს აქვს ასეთი
შრომები) და კანდიდატის წერილობითი თანხმობა.
5. კანდიდატები პარლამენტს უნდა წარედგინოს საქართველოს
სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის:
საერთო
ა) უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს მე-60 და არაუგვიანეს მე-40
კალენდარული დღისა;
ბ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა.
6. კანდიდატების წარდგენის ვადებს პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს
პარლამენტის თავმჯდომარე.
7. პარლამენტისთვის წარდგენილი საბუთები დაუყოვნებლივ გადაეცემა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. კომიტეტმა აღნიშნული
საბუთების განხილვა ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ
მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად უნდა დაასრულოს კანდიდატების
წარდგენის ვადის გასვლიდან:
ა) 10 კალენდარული დღის ვადაში − ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში;
170
ბ) 4 კალენდარული დღის ვადაში − ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული განხილვის დასრულების შემდეგ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც
წარდგენილი არიან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ
და შეესაბამებიან ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სათანადო საბუთებთან
ერთად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. კომიტეტის დასკვნაში მითითებული
უნდა იყოს ამ პუნქტში აღნიშნულ კანდიდატთაგან იმ კანდიდატების შესახებ,
რომელთაც
კომიტეტი
უწევს
რეკომენდაციას
საქართველოს
საერთო
სასამართლოების
მოსამართლეთა
სადისციპლინო
კოლეგიის
წევრის
თანამდებობაზე განსაწესებლად. პარლამენტის ბიურო კანდიდატთა სიას და
თანდართულ საბუთებს დაუყოვნებლივ გადასცემს ფრაქციებს.
9. ფრაქციებს უფლება აქვთ, წარდგენილი კანდიდატურები
პარლამენტის ბიუროსთვის კანდიდატთა სიის წარდგენიდან:
განიხილონ
ა) 2 კვირის ვადაში − ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში;
ბ) 1 კვირის ვადაში − ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში.
10. პარლამენტი ფრაქციათა მიერ განხილვის ვადის დასრულების შემდეგ უახლოეს
პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე იწყებს კენჭისყრას საქართველოს საერთო
სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების ასარჩევად.
კანდიდატებს კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. კენჭისყრის რიგითობა ანბანურად,
კანდიდატთა გვარების მიხედვით განისაზღვრება. კენჭისყრის დაწყებამდე
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი პარლამენტს
გააცნობს წარდგენილ კანდიდატთა შესახებ მონაცემებს.
11. პარლამენტის მიერ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა
სადისციპლინო კოლეგიის წევრების არჩევის პროცედურა საჭიროების
შემთხვევაში იმართება 2 ტურად. სადისციპლინო კოლეგიის წევრებად არჩეული
კანდიდატები
გამოვლინდებიან
პარლამენტის
სრული
შემადგენლობის
უმრავლესობით, ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით
დადგენილი წესით.
12. თუ კენჭისყრის პირველ ტურში იმ კანდიდატთა რაოდენობა, რომლებმაც
პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმები მიიღეს, არსებულ
ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად
ჩაითვლებიან საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატები.
თუ არჩეული კანდიდატი ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ
171
თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ
კენჭი. არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.
13. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, იმავე დღეს ან
პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე გაიმართება კენჭისყრის მეორე
ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილ კანდიდატთაგან პირველ ტურში
საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს. მათი რაოდენობა არსებულ ვაკანტურ
თანამდებობათა რაოდენობაზე ორჯერ მეტი არ უნდა იყოს. თუ კანდიდატთა
რაოდენობა ამ რიცხვზე მეტი აღმოჩნდა მათ მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების
მიღების გამო, კენჭი ეყრება ყველა ასეთ კანდიდატს. არჩეული კანდიდატები
გამოვლინდებიან ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით დადგენილი წესით.
14. თუ კენჭისყრის ორივე ტურის გამართვის შემდეგ ისევ დარჩა შეუვსებელი
ვაკანსია, კანდიდატთა არჩევის პროცედურა 70 კალენდარული დღის ვადაში, ამ
მუხლით დადგენილი წესით, ხელახლა გაიმართება. ასეთ შემთხვევაში
კანდიდატურების წარდგენის ვადას იმ პირობების დაცვით, რომ ეს ვადა 14
კალენდარულ დღეზე ნაკლები არ იყოს და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა
კომიტეტმა და ფრაქციებმა კანდიდატურები ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“
ქვეპუნქტითა და მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადებში
განიხილონ, ადგენს და პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის
თავმჯდომარე.
მუხლი 197. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესი
1. პარლამენტი ფრაქციის ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ
შვიდკაციანი ჯგუფის წარდგინებით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს 5 წევრს. პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
უნდა აირჩიოს თანამდებობაზე მყოფი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 30
კალენდარული დღისა, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუადრეს 10 კალენდარული დღისა. ფრაქცია ან
უფრაქციო
პარლამენტის
წევრთა
არანაკლებ
შვიდკაციანი
ჯგუფი
უფლებამოსილია
პარლამენტს
თითოეულ
ვაკანტურ
თანამდებობაზე
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მხოლოდ 1 კანდიდატი
წარუდგინოს.
2. პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება
აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული
განათლება
მაგისტრის
ან
მასთან
გათანაბრებული
აკადემიური
ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის
არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის
172
დარგის აღიარებული სპეციალისტია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წევრობის კანდიდატად პარლამენტის წევრის, მოსამართლის, პროკურორის
წარდგენა არ შეიძლება.
3. კანდიდატის წარდგინებას უნდა დაერთოს კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია,
პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა
და
სპეციალობით
მუშაობის
არანაკლებ
5
წლის
გამოცდილების
დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული
შრომების (თუ კანდიდატს აქვს ასეთი შრომები) ნუსხა და კანდიდატის
წერილობითი თანხმობა.
4. კანდიდატები პარლამენტს უნდა წარედგინოს საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს წევრის:
ა) უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს მე-60 და არაუგვიანეს მე-40
კალენდარული დღისა;
ბ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − მისი უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა.
5. კანდიდატების წარდგენის ვადებს პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს
პარლამენტის თავმჯდომარე.
6. პარლამენტისთვის წარდგენილი საბუთები დაუყოვნებლივ გადაეცემა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობასთან
შესაბამისობის დასადგენად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
საჯარო სხდომაზე უსმენს თითოეულ კანდიდატს. კომიტეტმა პარლამენტისთვის
წარდგენილი საბუთების განხილვა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით
განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად და საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების კომიტეტის საჯარო
სხდომაზე მოსმენა უნდა დაასრულოს კანდიდატების წარდგენის ვადის
გასვლიდან:
ა) 10 კალენდარული დღის ვადაში − ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ბ) 4 კალენდარული დღის ვადაში − ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული განხილვის/მოსმენის დასრულების შემდეგ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის
დასკვნაში მითითებული უნდა იყოს იმ კანდიდატების შესახებ, რომლებსაც
კომიტეტი უწევს რეკომენდაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წევრის თანამდებობაზე განსაწესებლად. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
173
დასკვნას და იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც წარდგენილი არიან ამ მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების მიერ და შეესაბამებიან ამ
მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სათანადო საბუთებთან ერთად წარუდგენს
პარლამენტის ბიუროს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის წარდგენის შემდეგ
პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე იწყებს კენჭისყრას
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად. კანდიდატებს
კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. კენჭისყრის რიგითობა ანბანურად, კანდიდატთა
გვარების მიხედვით განისაზღვრება. კენჭისყრის დაწყებამდე პარლამენტის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი პარლამენტს გააცნობს
წარდგენილ კანდიდატთა შესახებ მონაცემებს.
9. პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების
არჩევის პროცედურა საჭიროების შემთხვევაში 3 ტურად იმართება. საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან
პარლამენტის
სრული
შემადგენლობის
არანაკლებ
სამი
მეხუთედის
უმრავლესობით, ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-10−მე-12 პუნქტებით დადგენილი
წესით.
10. კენჭისყრის პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები,
რომლებმაც პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის
უმრავლესობის ხმები მიიღეს. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა არსებულ
ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად
ჩაითვლებიან საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატები.
თუ არჩეული კანდიდატი ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ
თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ
კენჭი. არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე ის კანდიდატი, რომელმაც
პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობის
ხმები მიიღო.
11. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, გაიმართება
კენჭისყრის მეორე ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილ კანდიდატთაგან
პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს. მათი რაოდენობა
არსებულ ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობაზე ორჯერ მეტი არ უნდა იყოს. თუ
კანდიდატთა რაოდენობა ამ რიცხვზე მეტი აღმოჩნდა მათ მიერ თანაბარი
რაოდენობის ხმების მიღების გამო, კენჭი ეყრება ყველა ასეთ კანდიდატს.
არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც ამ მუხლის მე-10 პუნქტით
დადგენილი წესით საჭირო რაოდენობის ხმები მიიღო.
12. თუ კენჭისყრის მეორე ტურში კვლავ ვერ შეივსო ყველა ვაკანსია, გაიმართება
კენჭისყრის მესამე ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილ კანდიდატთაგან
174
მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს. არჩეული კანდიდატები
გამოვლინდებიან ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი წესით.
13. თუ კენჭისყრის სამივე ტურის გამართვის შემდეგ ისევ დარჩა შეუვსებელი
ვაკანსია, კანდიდატთა არჩევის პროცედურა 70 კალენდარული დღის ვადაში, ამ
მუხლით დადგენილი წესით, ხელახლა გაიმართება. ასეთ შემთხვევაში
კანდიდატურების წარდგენის ვადას იმ პირობების დაცვით, რომ ეს ვადა 14
კალენდარულ დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს და პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტმა კანდიდატურები ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით
განსაზღვრულ ვადაში უნდა განიხილოს, ადგენს და პარლამენტის ვებგვერდზე
აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.
მუხლი 198. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ
ასარჩევად კანდიდატის წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება
1. პარლამენტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის
წესდების (შემდგომ − რომის წესდება) შესაბამისად, ამ მუხლით დადგენილი წესით
იღებს გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს
მოსამართლედ ასარჩევად ერთი კანდიდატის წარდგენის თაობაზე. ამ მიზნით
საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს საქართველოს მთავრობის მიერ
შერჩეულ ერთ ან ერთზე მეტ კანდიდატს (შემდგომ − მთავრობის მიერ შერჩეული
მოსამართლეობის კანდიდატი).
2. მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატის წარდგინება
თანდართულ მასალებთან ერთად გადაეცემა პარლამენტის ბიუროს უახლოეს
სხდომას.
3. პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს მთავრობის მიერ შერჩეული
მოსამართლეობის
კანდიდატის
სისხლის
სამართლის
საერთაშორისო
სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატად წარდგენის საკითხის
განმხილველ კომიტეტს/კომიტეტებს.
4. ამ მუხლით დადგენილი წესით განსაზღვრული კომიტეტი კომიტეტის საჯარო
სხდომაზე უსმენს მთავრობის მიერ შერჩეულ მოსამართლეობის კანდიდატს და
ადგენს ამ კანდიდატის რომის წესდების მოთხოვნებთან შესაბამისობას. მთავრობის
მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატი ვალდებულია კომიტეტს
სრულყოფილად მიაწოდოს მისი რომის წესდების მოთხოვნებთან შესაბამისობის
დასადგენად საჭირო ინფორმაცია. კომიტეტი უფლებამოსილია გადაამოწმოს მის
ხელთ არსებული ინფორმაცია ან/და მოიძიოს სხვა საჭირო ინფორმაცია.
5. კომიტეტი მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატის
კომიტეტის სხდომაზე მოსმენის შემდეგ შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის
დასკვნა მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომიტეტის
175
დასკვნა უნდა შეიცავდეს კომიტეტის რეკომენდაციას მთავრობის მიერ შერჩეული
მოსამართლეობის კანდიდატის მიმართ. კომიტეტის დასკვნა პარლამენტის
პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით წარედგინება
პარლამენტის ბიუროს და ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.
6. პარლამენტი მთავრობის მიერ შერჩეულ მოსამართლეობის კანდიდატს კენჭს
უყრის პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე. კენჭისყრის წინ პლენარული
სხდომის თავმჯდომარე პარლამენტს აცნობს მთავრობის მიერ შერჩეული
მოსამართლეობის კანდიდატის ვინაობას და მის წერილობით თანხმობას.
მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატი სისხლის სამართლის
საერთაშორისო
სასამართლოს
მოსამართლედ
ასარჩევად
კანდიდატად
წარდგენილი იქნება, თუ კენჭისყრისას მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული
შემადგენლობის უმრავლესობა. თუ პარლამენტისთვის წარდგენილია მთავრობის
მიერ შერჩეული მოსამართლეობის ერთზე მეტი კანდიდატი, მათ ცალ-ცალკე
ეყრებათ კენჭი. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ
ასარჩევად კანდიდატად წარდგენილი იქნება მთავრობის მიერ შერჩეული
მოსამართლეობის ის კანდიდატი, რომელიც კენჭისყრისას მიიღებს პარლამენტის
წევრთა მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის
უმრავლესობის ხმებისა. თუ კენჭისყრისას ხმების საუკეთესო რაოდენობა
მთავრობის მიერ შერჩეულმა მოსამართლეობის ერთზე მეტმა კანდიდატმა
თანაბრად მიიღო, ამასთანავე, ეს რაოდენობა პარლამენტის სრული
შემადგენლობის ნახევარზე მეტია, მათ ხელახლა ეყრებათ კენჭი. სისხლის
სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატად
წარდგენილი იქნება მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის ის კანდიდატი,
რომელიც კენჭისყრისას მიიღებს პარლამენტის წევრთა მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ
პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა.
7. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრის შედეგად
მთავრობის მიერ შერჩეულმა მოსამართლეობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ
მიიღო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ
ასარჩევად კანდიდატად წარდგენისთვის საჭირო რაოდენობის პარლამენტის
წევრთა ხმები, საქართველოს მთავრობის შესაბამისი წარდგინების საფუძველზე ამ
მუხლით განსაზღვრული პროცედურა ხელახლა იწყება.
8. მთავრობის მიერ შერჩეულ მოსამართლეობის კანდიდატს შეუძლია ამ მუხლით
გათვალისწინებული
პროცედურის
მიმდინარეობისას
ნებისმიერ
დროს
წერილობით თქვას უარი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს
მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატად წარდგენაზე. ასეთ შემთხვევაში ამ
მუხლით განსაზღვრული პროცედურა აღნიშნული კანდიდატის მიმართ წყდება,
ხოლო თუ იგი ერთადერთი კანდიდატი იყო, საქართველოს მთავრობის შესაბამისი
წარდგინების საფუძველზე ეს პროცედურა ხელახლა იწყება.
176
9. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად
კანდიდატის წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად ერთი და იმავე
კანდიდატურის ერთი და იმავე მოწვევის პარლამენტისთვის წარდგენა შეიძლება
მხოლოდ ორჯერ.
მუხლი 199. საქართველოს კვოტით ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური
ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის
წევრობის კანდიდატთა წარდგენა
1. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი
საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს წარუდგენს საქართველოს კვოტით
„წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის
ევროპული კონვენციით“ დაარსებული ევროპის საბჭოს წამებისა და
არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული
კომიტეტის წევრობის 3 კანდიდატს შემდგომი განხილვისა და შერჩევისთვის.
2. ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან
დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის კანდიდატად შეიძლება
მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს
შემდეგ მოთხოვნებს:
ა) აქვს უმაღლესი განათლება;
ბ) აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ან ადამიანის უფლებათა შესახებ განათლების
სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
გ) იცის ინგლისური ან ფრანგული ენა;
დ) არ არის ნასამართლევი.
3. საქართველოს კვოტით ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან
დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის
კანდიდატთა შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესს, საკონკურსო კომისიისა და
საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობებს ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.
4. საკონკურსო კომისია შედგება 7 წევრისგან. საკონკურსო კომისიის
შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან ევროპის საბჭოს საპარლამენტო
ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის
ხელმძღვანელი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო კომისიის დანარჩენ წევრებს (3
წევრს − საპარლამენტო უმრავლესობის წევრთაგან, 2 წევრს − საპარლამენტო
ოპოზიციის წევრთაგან) შესაბამის სუბიექტებთან წინასწარი კონსულტაციის
საფუძველზე ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე. საკონკურსო კომისიის
თავმჯდომარეს კომისიის წევრთაგან ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე.
177
მუხლი 200. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევის
წესი
1. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო
კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსით.
საბჭოს
წევრის
−
მეურვის
2. მეურვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 30 კალენდარული დღით
ადრე ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 კალენდარული დღის
განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს კონკურსის გამოცხადების
შესახებ ბრძანებას, რომლითაც განსაზღვრავს მეურვეობის კანდიდატთა მიერ
განაცხადების წარდგენის ვადას – არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა.
3. კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 10 დღისა პარლამენტის
დადგენილებით იქმნება 9 წევრისგან შემდგარი საკონკურსო კომისია.
პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციებთან, უფრაქციო პარლამენტის წევრებთან,
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან და საქართველოს
სახალხო დამცველთან კონსულტაციების შედეგად პარლამენტს დასამტკიცებლად
წარუდგენს საკონკურსო კომისიის წევრთა კანდიდატურებს. საკონკურსო
კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ სამოქალაქო საზოგადოების
(აკადემიური
წრეების)
წარმომადგენლები.
საკონკურსო
კომისიას
ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე. საკონკურსო კომისია
შეიმუშავებს დებულებას, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო და
რომლითაც განისაზღვრება მეურვეობის კანდიდატთა და მათ მიერ
წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების
შეფასების კრიტერიუმები.
4. პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს საკონკურსო
კომისიის შემადგენლობას.
5. ყველას აქვს უფლება, წარადგინოს მეურვის კანდიდატურა. მეურვეობის
კანდიდატთა მიერ განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს
კანდიდატთა სია ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.
6. საკონკურსო კომისია მეურვეობის კანდიდატებს შეარჩევს კანდიდატურების
წარდგენის ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ორ ეტაპად.
პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კანდიდატთა
შეფასების დამატებითი კრიტერიუმები განისაზღვრება საკონკურსო კომისიის
დებულებით. მეორე ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან მათ მიერ წარმოდგენილი
საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების განხილვის და
მათთან გასაუბრების შედეგად. კანდიდატთა შერჩევის შემდეგ საკონკურსო
კომისია ფრაქციებს, საქართველოს სახალხო დამცველსა და აჭარის ავტონომიური
178
რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტ
კანდიდატურას.
7. საკონკურსო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს შერჩეულ მეურვეობის
კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების
კონცეფციების საჯარო განხილვა. კანდიდატი ვალდებულია საკონკურსო კომისიას
წარუდგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია, რომელიც
საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს საჯარო დებატებში,
რომლებიც გაიმართება პარლამენტის მიერ მეურვეთა არჩევამდე და გადაიცემა
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით.
8. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან ორს
საქართველოს სახალხო დამცველი, სამს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი
ფრაქცია/ფრაქციები, სამს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ის ფრაქციები,
რომლებშიც ყველაზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული, და სამს აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ასარჩევად წარუდგენს/წარუდგენენ
პარლამენტს. აღნიშნული სუბიექტები მეურვეობის კანდიდატებს შეარჩევენ და
მეურვეთა კანდიდატურებს წარადგენენ შემდეგი რიგითობით: თავდაპირველად –
საქართველოს სახალხო დამცველი, შემდეგ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო, შემდეგ – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციები და
ბოლოს – საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია/ფრაქციები.
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შერჩეული მეურვეთა კანდიდატურების
წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქართველოს სახალხო
დამცველი. ფრაქციების მიერ შერჩეული მეურვეთა კანდიდატურების წარდგენის
შესახებ
გადაწყვეტილებებს
ხელს
აწერენ
შესაბამისი
ფრაქციების
თავმჯდომარეები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ
შერჩეული მეურვეთა კანდიდატურების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას
ხელს აწერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
9. საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს
3 კალენდარული დღისა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული
სუბიექტები კანდიდატურებს წარუდგენენ პარლამენტს.
10. საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატთა შერჩევიდან
არაუგვიანეს 10 დღისა პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით,
ცალ-ცალკე ირჩევს საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი
ფრაქციის/ფრაქციების და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციების მიერ
წარდგენილ კანდიდატებს. თუ ვაკანსია ერთზე მეტია და ისინი უნდა შეივსოს
საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის
კვოტებით, ჯერ აირჩევა კანდიდატი საქართველოს სახალხო დამცველის კვოტით,
შემდეგ – კანდიდატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
179
კვოტით, შემდეგ – კანდიდატი საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით და ბოლოს –
კანდიდატი საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით.
11. თუ მეურვეობის კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები,
საქართველოს სახალხო დამცველი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია/ფრაქციები
და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციები 10 კალენდარული დღის
ვადაში წარუდგენენ პარლამენტს ახალ კანდიდატურებს.
12. მეურვის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს შეუძლიათ
საქართველოს პარლამენტს წარუდგინონ 3 კანდიდატურა საკონკურსო კომისიის
მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან. შესაძლებელია ერთი და იმავე კანდიდატურის
ორჯერ წარდგენა.
13. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები,
არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც დააგროვა ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ
არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ყველაზე მეტი
ხმის მიმღები კანდიდატი აირჩევა საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობისა
და საპარლამენტო ოპოზიციის კვოტებით.
14. თუ მეურვეობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო პარლამენტის სრული
შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის ხმები და საზოგადოებრივი
მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 11 წევრით − მეურვით ვერ დაკომპლექტდა,
დარჩენილი ვაკანტური ადგილებისთვის ხელახალი კონკურსი იმართება.
მუხლი 201. საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი
წევრობის კანდიდატ ების შესარჩევი კომისიის წევრების დანიშვნის წესი
1. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრობის
კანდიდატების შესარჩევი კომისიის 3 წევრი ინიშნება პარლამენტის წევრთაგან, ამ
მუხლით დადგენილი წესით.
2. საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრობის
კანდიდატების შესარჩევი კომისიის 2 წევრს თავის წევრთაგან, თავის მიერვე
დადგენილი წესით ნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ის ფრაქცია,
რომელშიც ყველაზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული, ხოლო ერთ
წევრს თავის წევრთაგან, თავის მიერვე დადგენილი წესით − საპარლამენტო
ოპოზიციაში შემავალი ის ფრაქცია, რომელშიც ყველაზე მეტი პარლამენტის წევრია
გაერთიანებული. თუ საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი შესაბამისი ფრაქცია
საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრობის
კანდიდატების შესარჩევი კომისიის წევრს ვერ დანიშნავს, შესარჩევი კომისიის
180
წევრის დანიშვნის უფლება თანმიმდევრობით მიენიჭებათ საპარლამენტო
ოპოზიციაში შემავალ იმ ფრაქციებს, რომლებშიც სხვა ფრაქციებზე მეტი
პარლამენტის წევრია გაერთიანებული. ფრაქციების წევრთა თანაბარი რაოდენობის
შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ ფრაქციას, რომლის პარტიამაც
პარლამენტის არჩევნებში მეტი ხმა მიიღო.
3. საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრობის
კანდიდატების შესარჩევი კომისიის ახალი წევრი უნდა დაინიშნოს ახალი მოწვევის
პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული
დღისა, ხოლო შესაბამისი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან
არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. თუ შესარჩევი კომისიის ახალი წევრის
დანიშვნისას ამ მუხლით განსაზღვრული ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ
დაემთხვა პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, ვადები შესაბამისი დროით
გაგრძელდება.
მუხლი 202. ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესი
1. პარლამენტი საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო
კოდექსი“ და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, 5 წლის ვადით ირჩევს ცესკოს 7
წევრსა და თავმჯდომარეს. თუ საქართველოს პარლამენტმა ცესკოს წევრი/ცესკოს
თავმჯდომარე ვერ აირჩია, ცესკოს წევრს/ცესკოს თავმჯდომარეს საქართველოს
ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, 5 წლის
ვადით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
2. ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 30 დღისა,
ხოლო ცესკოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში – მისი
უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 15 დღისა პარლამენტის
თავმჯდომარე
გამოსცემს
ბრძანებას
ცესკოს
წევრობის
კანდიდატის
(კანდიდატების) შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და ცესკოს წევრობის
კანდიდატის (კანდიდატების) შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ.
საკონკურსო კომისია შედგება არანაკლებ 7 და არაუმეტეს 9 წევრისგან, რომელთა
შორის შეიძლება იყვნენ აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საქართველოს
პრეზიდენტს უფლება აქვს, საკონკურსო კომისიაში ჰყავდეს 1 წარმომადგენელი,
რომელიც შეიძლება იმავდროულად არ იყოს სამოქალაქო საზოგადოების
წარმომადგენელი. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადისა და სხვა
შესაბამისი საკონკურსო დოკუმენტების წარდგენის ვადაა კონკურსის
გამოცხადებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა. თუ აღნიშნული ვადები არჩევნების
ჩატარების პერიოდს დაემთხვა, პარლამენტის თავმჯდომარე კონკურსს აცხადებს
არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 1 კვირისა.
181
საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე.
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს მის წევრთა ხმების უმრავლესობით.
3. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადისა და სხვა შესაბამისი საკონკურსო
დოკუმენტების წარდგენის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 2 დღისა პარლამენტის
ვებგვერდზე ქვეყნდება კონკურსში მონაწილე პირთა სია მათ ბიოგრაფიებთან
ერთად. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია გაესაუბროს კონკურსში მონაწილე
პირებს.
4. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადისა და სხვა შესაბამისი საკონკურსო
დოკუმენტების წარდგენის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 1 კვირისა საკონკურსო
კომისია შეარჩევს და პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის მიზნით
პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს ცესკოს წევრობის იმდენ კანდიდატს,
ცესკოს რამდენი წევრიც არის ასარჩევი. კონკურსში მონაწილე თითოეულ პირთან
დაკავშირებით საკონკურსო კომისიის მიერ ჩატარებული კენჭისყრის შედეგები და
საკონკურსო კომისიის წევრთა მიერ ამ პირის მხარდაჭერის ან მის მხარდაჭერაზე
უარის თქმის მოტივაცია აისახება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში. ეს ოქმი
საჯაროა.
5. პარლამენტის თავმჯდომარე მისთვის ცესკოს წევრობის კანდიდატის
წარდგენიდან არაუგვიანეს 1 კვირისა იღებს გადაწყვეტილებას ამ კანდიდატის
პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის შესახებ ან მისი პარლამენტისთვის
ასარჩევად წარდგენაზე უარის თქმის თაობაზე. თუ პარლამენტის თავმჯდომარემ
მიიღო გადაწყვეტილება ცესკოს წევრობის კანდიდატის პარლამენტისთვის
ასარჩევად წარდგენის შესახებ, მან შესაბამის წარდგინებაში უნდა მიუთითოს,
აღნიშნულ კანდიდატს ცესკოს რომელი ასარჩევი წევრის თანამდებობაზე
წარადგენს. თუ პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება ცესკოს
წევრობის კანდიდატის პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენაზე უარის თქმის
თაობაზე, იგი ცესკოს შესაბამისი ასარჩევი წევრის თანამდებობაზე ამ მუხლით
დადგენილი წესით ხელახალ კონკურსს აცხადებს, რის შემდეგაც სათანადო
პროცედურები ხელახლა ტარდება.
6. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ცესკოს წევრობის კანდიდატის
პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენიდან, როგორც წესი, 2 კვირის ვადაში
პარლამენტი ირჩევს ცესკოს წევრს. ცესკოს წევრობის კანდიდატის საკითხს
იხილავს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
7. პარლამენტის მიერ ცესკოს წევრის (წევრების) არჩევისას ცესკოს წევრობის
კანდიდატს (თითოეულ კანდიდატს) ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება
ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული
შემადგენლობის უმრავლესობამ. თუ კენჭისყრის შედეგად ცესკოს წევრი
(რომელიმე წევრი) არ აირჩა, ცესკოს წევრობის კანდიდატს (თითოეულ დარჩენილ
კანდიდატს) ხელახლა ეყრება კენჭი. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად
182
ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარი დაუჭირა პარლამენტის
სრული შემადგენლობის უმრავლესობამ. თუ ხელახალი კენჭისყრის შედეგად
ცესკოს წევრი (რომელიმე წევრი) ისევ არ აირჩა, კენჭისყრიდან არაუგვიანეს 1
კვირისა პარლამენტის თავმჯდომარე ცესკოს წევრის (წევრების) დანიშვნის
მიზნით საქართველოს პრეზიდენტს უგზავნის ცესკოს წევრობის კანდიდატის
(კანდიდატების) შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა სიას (ცესკოს წევრად
ახალარჩეული პირი ამ სიაში არ შეიყვანება) და შესაბამის საკონკურსო
დოკუმენტაციას. თუ საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ორგანული
კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ თანახმად არ დანიშნა ცესკოს წევრი
(წევრები), არაუგვიანეს 1 კვირისა ცესკოს შესაბამისი ასარჩევი წევრის (წევრების)
თანამდებობაზე (თანამდებობებზე) ამ მუხლით დადგენილი წესით ხელახალი
კონკურსი ცხადდება, რის შემდეგაც სათანადო პროცედურები ხელახლა
ტარდება.8.
ცესკოს
თავმჯდომარეს
პარლამენტი
ირჩევს/საქართველოს
პრეზიდენტი
ნიშნავს
ცესკოს
წევრის
პარლამენტის
მიერ
არჩევისთვის/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშვნისთვის საქართველოს
ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ამ რეგლამენტით
დადგენილი წესით.
მუხლი 203. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ მიერ
შექმნილი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი
ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისიის წევრების წარდგენის წესი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური
საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ მიერ შექმნილი ქონებრივი
უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის
კომისიის (შემდგომ − კომისია) 2 წევრს წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე
პარლამენტის წევრთაგან წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით კომისიის 2 წევრის წარდგენა
ხდება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი
ორგანიზაციის აკრედიტაციის კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-14
კალენდარული დღისა. ამ კონკურსის გამოცხადების შესახებ დაუყოვნებლივ
ეცნობება პარლამენტის თავმჯდომარეს.
3. თუ ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილ კომისიის წევრს შეუწყდა პარლამენტის
წევრის უფლებამოსილება, პარლამენტის თავმჯდომარე სათანადო ფაქტის
დადგომიდან არაუგვიანეს მე-14 დღისა ამავე მუხლით დადგენილი წესით
წარადგენს მის ადგილმონაცვლეს.
183
თავი XXIV. იმპიჩმენტის წესით თანამდებობის პირთა თანამდებობიდან
გადაყენება
მუხლი 204. იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა
1. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს
მოსამართლის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს გენერალური
პროკურორის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
წევრის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის
უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.
2. იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების
წერილობით მოთხოვნაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს:
საკითხის
აღძვრის
ა) იმ ქმედების აღწერა, რომელიც, საკითხის აღძვრის ინიციატორთა აზრით,
იმპიჩმენტის საფუძველია;
ბ) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, საკითხის აღძვრის
ინიციატორთა აზრით, არღვევს თანამდებობის პირი, ან/და საქართველოს სისხლის
სამართლის
კოდექსის
მუხლი/მუხლები,
რომლით/რომლებით
გათვალისწინებული დანაშაულიც, საკითხის აღძვრის ინიციატორთა აზრით,
ჩაიდინა თანამდებობის პირმა;
გ) მტკიცებულებანი, რომლებიც, საკითხის აღძვრის ინიციატორთა აზრით,
ადასტურებს კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას.
3. თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების
საკითხის აღძვრისათვის კონსტიტუციური წარდგინების შედგენის შემდეგ,
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტისთვის შესაბამისი წარდგინების
გადაცემიდან 3 დღის ვადაში აღნიშნული კომიტეტი ამოწმებს ხელმოწერების
ნამდვილობას და ადგენს შესაბამის დასკვნას.
4. თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების
საკითხის აღძვრის ინიციატორებმა საკითხის აღძვრიდან 7 დღის ვადაში
დასკვნისათვის კონსტიტუციური წარდგინებით უნდა მიმართონ საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს.
5. დაუშვებელია პარლამენტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისათვის
წარდგენილი ბრალდების განხილვა ან გადაწყვეტილების მიღება საგანგებო ან
საომარი მდგომარეობის დროს. ასეთ შემთხვევაში პარლამენტი საქართველოს
პრეზიდენტისათვის წარდგენილი ბრალდების განხილვას იწყებს/აგრძელებს
საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, უახლოესი (მორიგი ან
რიგგარეშე) სესიის პირველსავე სხდომაზე.
184
6. თუ თანამდებობის პირი, რომლის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან
გადაყენების საკითხიც აღიძრა, გადადგა ან გაათავისუფლეს თანამდებობიდან, მის
მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა წყდება.
მუხლი 205. იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან
განხილვა
გადაყენების საკითხის
1. პარლამენტის მიერ რეგლამენტის 204-ე მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული
თანამდებობის
პირის
ქმედებაზე
საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ, მაგრამ
არაუგვიანეს 3 საათისა, აღნიშნული ფაქტი ეცნობება პარლამენტის თავმჯდომარეს,
ამ თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების
საკითხის აღძვრის ინიციატორებს, ფრაქციებსა და უფრაქციო პარლამენტის
წევრებს.
2. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით
დაადასტურა
რეგლამენტის
204-ე
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის
დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა და პარლამენტის
მიერ აღნიშნული სასამართლოს დასკვნის მიღების დროს მიმდინარეობს
პარლამენტის მორიგი ან რიგგარეშე სესია, დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს მე-5
კალენდარული დღისა პარლამენტის ბიურო იღებს გადაწყვეტილებას საკითხის
განხილვის პარლამენტის პლენარულ სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე.
3. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით
დაადასტურა თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა
ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა და პარლამენტის მიერ
აღნიშნული სასამართლოს დასკვნის მიღების დროს არ მიმდინარეობს
პარლამენტის მორიგი ან რიგგარეშე სესია, დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს 24
საათისა პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს
რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნას.
4. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით
დაადასტურა
რეგლამენტის
204-ე
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის
დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, პარლამენტი
აღნიშნული სასამართლოს დასკვნის მიღებიდან 2 კვირის ვადაში, კომიტეტებში
განხილვის გარეშე, პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის
თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.
პარლამენტის გადაწყვეტილებით, ეს პლენარული სხდომა შეიძლება დახურულად
გამოცხადდეს.
185
5.
პარლამენტში
რეგლამენტის
204-ე
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებული თანამდებობის პირისათვის წარდგენილი ბრალდების
განხილვაში პარლამენტის ბიუროს მოწვევით შეიძლება მონაწილეობდეს თავად ეს
თანამდებობის პირი, ხოლო განხილვაში ამ თანამდებობის პირის მონაწილეობის
შეუძლებლობის შემთხვევაში, ბიუროს თანხმობით, - მისი წარმომადგენელი.
6. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით არ
დაადასტურა არც რეგლამენტის 204-ე მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის
დარღვევა და არც მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, ამ
თანამდებობის პირის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა წყდება.
მუხლი 206. იმპიჩმენტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება
1.
საქართველოს
პრეზიდენტი
იმპიჩმენტის
წესით
თანამდებობიდან
გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს
პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, საქართველოს მთავრობის
წევრი, საქართველოს გენერალური პროკურორი, გენერალური აუდიტორი,
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი იმპიჩმენტის წესით
თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს
დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
3. პარლამენტის გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება იმ
თანამდებობის პირს, რომლის თანამდებობიდან გადაყენების საკითხიც
განიხილებოდა.
4. თუ პარლამენტმა რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ
ვადაში კენჭი არ უყარა თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან
გადაყენების საკითხს ან ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა პარლამენტის
წევრთა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულმა რაოდენობამ,
საკითხი მოხსნილად ჩაითვლება და დაუშვებელია აღნიშნული თანამდებობის
პირისთვის იმავე ბრალდების წარდგენა.
თავი XXV. თანამდებობის პირების გადადგომის ან მათი უფლებამოსილების
სხვაგვარად შეწყვეტის წესი, თანამდებობის პირთა გათავისუფლება
მუხლი 207. თანამდებობის პირების გადადგომის ან მათი უფლებამოსილების
სხვაგვარად შეწყვეტის წესი
186
1. გენერალური აუდიტორის გადადგომის შემთხვევაში პარლამენტი ცნობად იღებს
მის გადადგომას, რაც ფორმდება პარლამენტის პლენარული სხდომის საოქმო
ჩანაწერით. გენერალური აუდიტორი გადამდგარად ითვლება შესაბამისი
განცხადების პარლამენტისათვის წარდგენის დღიდან.
2. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში საქართველოს სახალხო დამცველს უფლებამოსილება შეუწყდება
პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის
არანაკლებ სამი მეხუთედით.
3. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი შეიძლება გადადგეს
თანამდებობიდან, თუ ამის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს
პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობიდან გადადგომამდე არაუგვიანეს 2
თვისა. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი თანამდებობიდან
გადამდგარად ითვლება ამ განცხადებაში მითითებული თარიღიდან.
4. პარლამენტის მიერ არჩეულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს
თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტი „საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. „საერთო სასამართლოების
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ზ“
ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას პარლამენტი
ასეთი გარემოების არსებობის შესახებ ინფორმაციას იღებს ცნობად,
გადაწყვეტილების მიღების გარეშე, ხოლო იმავე მუხლის პირველი პუნქტის
„თ“–„ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას
პარლამენტი კენჭს უყრის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის
უფლებამოსილების
შეწყვეტის
შესახებ
გადაწყვეტილებას.
აღნიშნული
გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
5. პარლამენტის მიერ არჩეული საქართველოს საერთო სასამართლოების
მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის
შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი სრული შემადგენლობის
უმრავლესობით.
6. პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული შესაბამისი კომიტეტი ამოწმებს
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო
კოლეგიის
წევრის
უფლებამოსილების
შეწყვეტის
საფუძველს.
იგი
უფლებამოსილია სხდომაზე მოიწვიოს საქართველოს საერთო სასამართლოების
მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის შესაბამისი წევრი და მოისმინოს მისი
მოსაზრება. შესაბამისი კომიტეტის დასკვნა წარედგინება პარლამენტის ბიუროს
პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
7519 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე
187
გარემოების არსებობისას პარლამენტი ასეთი გარემოების არსებობის შესახებ
ინფორმაციას იღებს ცნობად, გადაწყვეტილების მიღების გარეშე, ხოლო იმავე
მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“–„კ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების
არსებობისას პარლამენტი კენჭს უყრის სადისციპლინო კოლეგიის წევრის
უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას.
მუხლი 208. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან
გათავისუფლება
1. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის
91 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის უფროსის უფლებამოსილება ვადამდე შეწყვეტილად
ჩაითვლება შესაბამისი გარემოების დადგომის მომენტიდან, რის შესახებაც
პარლამენტის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აცნობებს პარლამენტს. პარლამენტი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს უფლებამოსილებას უწყვეტს
პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციის ცნობად მიღების საფუძველზე.
2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი ხელშეუხებელია. სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა,
დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან
პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია
დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს
პარლამენტს. თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას,
დაკავებული ან დაპატიმრებული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი
დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების
შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს.
ამ წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლის და განიხილავს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, რომელიც წერილობით
დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო საკითხს
განსახილველად სვამს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე
საკითხის
განხილვის
შემდეგ
გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით. პარლამენტის სესიებს შორის
პერიოდში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის დანაშაულზე
წასწრების შემთხვევაში საკითხი განიხილება საქართველოს კონსტიტუციის 44-ე
მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.
3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე
პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში მას პარლამენტის
დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლისსამართლებრივი დევნის
შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების გამოტანამდე ან სასამართლოს
განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.
188
4. პარლამენტი ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე
დადგენილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
მუხლი 209. პერსონალურ მონაცემთა
თანამდებობიდან გათავისუფლება
დაცვის
სამსახურის
უფროსის
1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა
დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილება ვადამდე შეწყვეტილად
ჩაითვლება შესაბამისი გარემოების დადგომის მომენტიდან, რის შესახებაც
პარლამენტის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აცნობებს პარლამენტს. პარლამენტი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს უფლებამოსილებას
უწყვეტს პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციის ცნობად მიღების
საფუძველზე.
2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ხელშეუხებელია.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის სისხლის სამართლის
პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო
ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის
თანხმობით.
გამონაკლისია
დანაშაულზე
წასწრების
შემთხვევა,
რაც
დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი 48 საათის
განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი დაუყოვნებლივ უნდა
გათავისუფლდეს. საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება
პარლამენტში შეაქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს. ამ წინადადების
საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, რომელიც წერილობით დასკვნას წარუდგენს
პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო საკითხს განსახილველად სვამს
პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე
საკითხის
განხილვის
შემდეგ
გადაწყვეტილება
მიიღება
დადგენილებით. პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში პერსონალურ მონაცემთა
დაცვის სამსახურის უფროსის დანაშაულზე წასწრების შემთხვევაში საკითხი
განიხილება საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით
დადგენილი წესით.
3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის დაკავებაზე ან
დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში მას
პარლამენტის
დადგენილებით
შეუჩერდება
უფლებამოსილება
სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების
გამოტანამდე ან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.
189
4. პარლამენტი ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე
დადგენილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
მუხლი 210. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული
ბიუროს უფროსის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პრინციპები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს
(შემდგომ
−
ანტიკორუფციული
ბიურო)
უფროსი
ხელშეუხებელია.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში
მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის,
მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით.
გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა
ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს
თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი
დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების
შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს.
ამ წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლის და განიხილავს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, რომელიც წერილობით
დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო საკითხს
განსახილველად სვამს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე
საკითხის
განხილვის
შემდეგ
გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით. ეს დადგენილება მიიღება
პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით. პარლამენტის სესიებს
შორის პერიოდში ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის დანაშაულზე წასწრების
შემთხვევაში საკითხი განიხილება საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე2 პუნქტით დადგენილი წესით.
2. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე
პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში მას პარლამენტის სრული
შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული დადგენილებით შეუჩერდება
უფლებამოსილება
სისხლისსამართლებრივი
დევნის
შეწყვეტის
შესახებ
დადგენილების/განჩინების გამოტანამდე ან სასამართლოს განაჩენის კანონიერ
ძალაში შესვლამდე.
მუხლი
211.
იურიდიული
დახმარების
თანამდებობიდან გათავისუფლება
სამსახურის
დირექტორის
1. პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს იურიდიული დახმარების სამსახურის
დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილება
იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენის
190
შემდეგ, აგრეთვე იურიდიული დახმარების საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი
მესამედის წარდგინების ან სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე,
თუ იგი დაასკვნის, რომ არსებობს იურიდიული დახმარების სამსახურის
დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის „იურიდიული
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ და „ე“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები.
2. თუ იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის
მოსმენისას გამოიკვეთა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორისთვის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის „იურიდიული დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული საფუძვლები, პარლამენტის სრული შემადგენლობის
არანაკლებ ერთ მეხუთედს უფლება აქვს, ანგარიშის მოსმენის დასრულებიდან 3
დღის ვადაში დასვას იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. იურიდიული დახმარების
სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს
პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავს.
3. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის შესახებ იურიდიული დახმარების საბჭოს წევრთა არანაკლებ
ერთი
მესამედის
წარდგინება
ან
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებული სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია წერილობით
წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც მას პარლამენტის ბიუროს
უახლოეს სხდომას წარუდგენს. პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს იურიდიული
დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
საკითხის განმხილველ კომიტეტს და განხილვის ვადას. შესაბამისი კომიტეტი
განიხილავს აღნიშნულ საკითხს და მოტივირებულ დასკვნას წარუდგენს
პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს ეს საკითხი შეაქვს პარლამენტის
უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. თუ პლენარულ სხდომაზე
საკითხის განხილვისას პარლამენტი მიიჩნევს, რომ არსებობს იურიდიული
დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7
პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, იგი მიიღებს
დადგენილებას
იურიდიული
დახმარების
სამსახურის
დირექტორის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.
მუხლი 212. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის
თანამდებობიდან გათავისუფლება
1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული
საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ პარლამენტის სრული
191
შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უფლება აქვს, დასვას საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების
საკითხი, თუ ანგარიშის მოსმენისას გამოიკვეთა ასეთი გადაწყვეტილების მიღების
აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში
ინიციატორებმა უნდა მიუთითონ
ზემოაღნიშნული საკითხის დასმის მიზეზები/საფუძვლები. პარლამენტი
საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის
უფროსის
თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავს და კენჭს უყრის უახლოეს
პლენარულ სხდომაზე, მისი დასმიდან არაუადრეს 2 დღისა. შესაბამისი
გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
2. საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერებისა და პარლამენტისთვის მისი
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის წარდგენის შესახებ
საქართველოს მთავრობის განკარგულების მიღებიდან 2 კვირის ვადაში
პარლამენტი პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დასკვნის
საფუძველზე, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს სამსახურის
უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს და სრული
შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის უფროსის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. თუ აღნიშნულ ვადაში კენჭისყრა
არ ჩატარდა და ამ ვადის ბოლო დღე დაემთხვა იმ დღეს, როდესაც პარლამენტის
მორიგი პლენარული სხდომა არ იმართება, კენჭისყრა უახლოეს პლენარულ
სხდომაზე ჩატარდება. თუ პარლამენტმა ზემოაღნიშნული პროცედურით
განსაზღვრულ ვადაში არ მიიღო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ
გადაწყვეტილება, სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ
საქართველოს მთავრობის განკარგულება ძალადაკარგულად ითვლება.
3. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „ე“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას პარლამენტი უფლებამოსილია
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დასკვნის საფუძველზე,
ამ დასკვნის მისთვის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში, ამ რეგლამენტით დადგენილი
წესით განიხილოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი და სრული
შემადგენლობის უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება სამსახურის უფროსის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. თუ აღნიშნულ ვადაში კენჭისყრა
არ ჩატარდა და ამ ვადის ბოლო დღე დაემთხვა იმ დღეს, როდესაც პარლამენტის
მორიგი პლენარული სხდომა არ იმართება, კენჭისყრა უახლოეს პლენარულ
სხდომაზე ჩატარდება. თუ კენჭისყრა კვლავ არ ჩატარდა, ზემოაღნიშნული საკითხი
დღის წესრიგიდან მოხსნილად ითვლება.
192
4. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ვ“ ან „თ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას პარლამენტის საპროცედურო
საკითხთა კომიტეტი შესაბამისი ფაქტის გამოვლენიდან ან მის შესახებ
ინფორმაციის მიღებიდან 1 კვირის ვადაში, რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-3 და მე9–მე-11 პუნქტებით დადგენილი წესით შეისწავლის მისი ნამდვილობის საკითხს
და შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომას.
ამ დასკვნაში აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტი ცნობად იღებს, რაც ფორმდება
პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით. ზემოაღნიშნული ინფორმაციის ცნობად
მიღების მომენტიდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
უფროსს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება.
5. თუ პარლამენტმა ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში არ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
შესახებ, მომდევნო 6 თვის განმავლობაში იმავე მიზეზით/საფუძვლით მისი
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განმეორებით დასმა არ
შეიძლება.
მუხლი
213.
საზოგადოებრივი
მაუწყებლის
სამეურვეო
საბჭოსთვის
უნდობლობის გამოცხადება და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო
საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
1. პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს საზოგადოებრივი
მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, თუ:
ა) არ შესრულდა სამეურვეო საბჭოს მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს
კანონის საფუძველზე და მის მოთხოვნათა გათვალისწინებით განსაზღვრული
პროგრამული პრიორიტეტები და საბჭომ არ განახორციელა ქმედითი
ღონისძიებები მათ შესასრულებლად;
ბ) არ შესრულდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე
მიღებული ბიუჯეტი და საბჭომ არ განახორციელა ქმედითი ღონისძიებები მის
შესასრულებლად.
2. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უნდობლობის საკითხის
დასმის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ
მესამედს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთვის უნდობლობის
გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს
დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედი.
პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის მხარდაჭერის
193
არარსებობის შემთხვევაში დაუშვებელია უნდობლობის საკითხის დასმა მომდევნო
1 წლის განმავლობაში.
3. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის საკითხის დასმის უფლება აქვს პარლამენტის სრული
შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს იმ შემთხვევაში, თუ სამეურვეო საბჭოს
წევრი
დაარღვევს
ინტერესთა
კონფლიქტის
„მაუწყებლობის
შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილ ნორმებს, ზედიზედ 2 თვის განმავლობაში
არასაპატიო მიზეზით არ განახორციელებს სამეურვეო საბჭოს წევრის
უფლებამოსილებას ან 1 კალენდარული წლის განმავლობაში 3 თვეზე მეტი ხნით
არ ან ვერ განახორციელებს სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილებას.
4. პარლამენტის დადგენილებით, რომელიც მიიღება პლენარულ სხდომაზე
დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული
შემადგენლობის ერთი მესამედისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო
საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში. პარლამენტის დადგენილებით საზოგადოებრივი
მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება
აგრეთვე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
5. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში,
ხოლო თუ ეს ვადა დაემთხვა პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს – მომდევნო
სესიის დაწყებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, პარლამენტი პლენარულ
სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო
საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.
6. ერთი და იმავე ფაქტის საფუძველზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო
საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განმეორებით
დასმა დაუშვებელია.
7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის
„ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო
საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას
პარლამენტი იღებს ცნობად.
მუხლი 214. საქართველოს კომუნიკაციების
თანამდებობიდან გათავისუფლება
ეროვნული კომისიის წევრის
1. თუ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის მიმართ
კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც
სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას, ვადიან
194
თავისუფლების აღკვეთას ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ან თუ სასამართლო
მას უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობს და
სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ან თუ
აღნიშნული კომისიის წევრი გადადგება თანამდებობიდან ან გარდაიცვლება,
პარლამენტი მითითებული გარემოების დადგომიდან 1 თვის ვადაში იღებს
გადაწყვეტილებას მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომისას
მოქმედებს რეგლამენტის მე-9 მუხლით პარლამენტის წევრის უფლებამოსილების
ვადამდე
შეწყვეტისათვის
დადგენილი
პროცედურები.
საქართველოს
კომუნიკაციების
ეროვნული
კომისიის
წევრი
თანამდებობიდან
გათავისუფლებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა უმრავლესობა.
3. პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს შეუძლია
აღძრას
საქართველოს
კომუნიკაციების
ეროვნული
კომისიის
წევრის
თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა:
ა) ინტერესთა კონფლიქტის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი ნორმების დარღვევის შემთხვევაში;
ბ) კომისიის წევრის მიერ ზედიზედ 3 თვეზე მეტი ხნით ან წლის განმავლობაში 4
თვეზე მეტი ხნით არასაპატიო მიზეზით კომისიის წევრის უფლებამოსილების
განუხორციელებლობის შემთხვევაში.
4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან
გათავისუფლების პროცედურის აღძვრის ინიციატორმა პარლამენტის წევრებმა
დოკუმენტური მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთონ კომისიის წევრის
თანამდებობიდან გათავისუფლების კონკრეტული საფუძველი.
5. პარლამენტის წევრთა ხელმოწერების შეგროვებიდან 30 დღის ვადაში
პარლამენტს სრული შემადგენლობის უმრავლესობით პლენარული სხდომის დღის
წესრიგში შეაქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის
თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი.
6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან
გათავისუფლების საკითხს პარლამენტი კენჭს უყრის პლენარული სხდომის დღის
წესრიგში შეტანიდან 30 დღის ვადაში. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ
კომისიას, იმ კომისიის წევრს, რომლის თანამდებობიდან გათავისუფლების
საკითხიც იხილება, უფლება აქვს, წერილობით ან/და ზეპირად − პლენარულ
სხდომაზე წარუდგინოს პარლამენტს საკუთარი პოზიცია. საქართველოს
კომუნიკაციების
ეროვნული
კომისიის
წევრის
თანამდებობიდან
გასათავისუფლებლად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის სამ
მეხუთედზე მეტის თანხმობა.
195
7. თუ ხმების რაოდენობა საკმარისზე ნაკლებია ან თუ პარლამენტი არ გამართავს
კენჭისყრას ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების
პროცედურა წყდება.
8. ერთი ფაქტის საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის ორჯერ დასმა დაუშვებელია.
მუხლი
215.
საქართველოს
ენერგეტიკისა
და
მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის გადაყენება
წყალმომარაგების
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისიის წევრის მიერ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს
კანონის მოთხოვნების დარღვევის ან/და ზედიზედ 4 თვის განმავლობაში
სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისიის წევრის
გადაყენების თაობაზე გადაწყვეტილებას სრული შემადგენლობის უმრავლესობით
იღებს პარლამენტი.
კარი VII. პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობები
თავი XXVI. საქართველოსა და სხვა სახელმწიფოთა ოფიციალური
საპარლამენტო დელეგაციები , მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციები ,
მეგობრობის ჯგუფები
მუხლი 216. საქართველოს ოფიციალური საპარლამენტო დელეგაციები
1. საგარეო ურთიერთობებში პარლამენტის უმაღლესი წარმომადგენელია
პარლამენტის თავმჯდომარე. მხოლოდ ის არის უფლებამოსილი სხვა
სახელმწიფოების პარლამენტებთან, საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო და
სხვა ორგანიზაციებთან დადოს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები.
2. საქართველოს ოფიციალურ საპარლამენტო დელეგაციებს, როგორც წესი,
ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით – მისი ერთერთი მოადგილე ან პარლამენტის წევრი.
3. პარლამენტის წევრი სხვა სახელმწიფოში სამსახურებრივი ვიზიტის შესახებ,
ხოლო საქართველოს ოფიციალური საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი
– საპარლამენტო დელეგაციის სხვა სახელმწიფოში ვიზიტისა და იქ გაწეული
მუშაობის შედეგების შესახებ ანგარიშს ვიზიტის დამთავრებიდან არაუგვიანეს 14
დღისა წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. კომიტეტის, ფრაქციის, უფრაქციო
პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფის მოთხოვნით, ეს ანგარიში
შეიძლება პარლამენტის პლენარული სხდომის განხილვის საგანი გახდეს.
196
4. პარლამენტი დადგენილებით იღებს
საპარლამენტო ასამბლეაში გაწევრების
მონაწილეობის თაობაზე.
გადაწყვეტილებას საერთაშორისო
ან ახალი ასამბლეის შექმნაში
მუხლი 217. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციები
1. საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციებთან რეგულარული
ურთიერთობისთვის, მოწვევის ვადით, დადგენილებით იქმნება მუდმივმოქმედი
საპარლამენტო დელეგაციები.
2. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა განისაზღვრება
პროპორციული
წარმომადგენლობის
კვოტების
გათვალისწინებით,
ამ
რეგლამენტის 32-ე მუხლის პირველი და მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით. ამ
კვოტებს განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი.
მუდმივმოქმედი
საპარლამენტო
დელეგაციების
ხელმძღვანელებსა
და
შემადგენლობას
პარლამენტის
საგარეო
ურთიერთობათა
კომიტეტის
თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.
3. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია უფლებამოსილია მისი
კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე პარლამენტის სახელით მიიღოს
გადაწყვეტილებები.
4. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის საქმიანობას წარმართავს
დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელიც ყოველი წლის საგაზაფხულო სესიის
დაწყებიდან არაუგვიანეს 14 დღისა პარლამენტის ბიუროს და პარლამენტის
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს წარუდგენს გაწეული საქმიანობის ანგარიშს.
ანგარიშის შესახებ მოხსენებას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
სხდომაზე წარადგენს დელეგაციის ხელმძღვანელი. ანგარიშის პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე მოსმენის შემთხვევაში მომხსენებელია დელეგაციის
ხელმძღვანელი,
ხოლო
თანამომხსენებელი
−
პარლამენტის
საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტი. ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
მოსმენისა და პარლამენტის დადგენილების მიღების შემთხვევაში ამ
გადაწყვეტილებით შესაძლებელია მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის
შემადგენლობაში ცვლილება იქნეს შეტანილი.
მუხლი 218. მეგობრობის ჯგუფები
1. სხვა სახელმწიფოების პარლამენტებთან რეგულარული ურთიერთობის
დასამყარებლად პარლამენტში, მისი მოწვევის ვადით, დადგენილებით იქმნება
მეგობრობის ჯგუფები.
197
2. მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელებსა და შემადგენლობას პარლამენტის
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს
პარლამენტის ბიურო.
3. მეგობრობის ჯგუფების საქმიანობას კოორდინაციას უწევს პარლამენტის საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტი, რომელიც გაწეული საქმიანობის ანგარიშს
ყოველწლიურად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.
4. მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მეგობრობის ჯგუფის სხვა სახელმწიფოში
ვიზიტისა და ამ სახელმწიფოში გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ
ინფორმაციას, ანგარიშს და ვიზიტის თაობაზე მოსაზრებებს ვიზიტის
დამთავრებიდან არაუგვიანეს 10 დღისა წარუდგენს პარლამენტის საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტს.
მუხლი 219. სხვა სახელმწიფოთა დელეგაციები
პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე
სიტყვით
გამოვიდნენ
სხვა
სახელმწიფოების
პარლამენტების ხელმძღვანელები, სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურები,
დელეგაციათა ხელმძღვანელები და გამოჩენილი მოღვაწეები.
კარი VIII. განსაკუთრებული პროცედურები , ამომრჩევლებთან ურთიერთობა ,
პასუხისმგებლობა რეგლამენტის დარღვევის ათვის და საპარლამენტო ეთიკა
თავი XXVII. განსაკუთრებული პროცედურები
მუხლი 220. საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება
1. პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს,
საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ისმენს საქართველოს პრეზიდენტის
ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.
აღნიშნული თარიღის შეცვლა შესაძლებელია პარლამენტის თავმჯდომარესთან
შეთანხმებით. ამ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხების
განხილვა დაუშვებელია.
2. საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით
გამოდიან ფრაქციათა თავმჯდომარეები და საპარლამენტო უმრავლესობის
ლიდერი. თავდაპირველად გამოდიან ყველაზე მცირერიცხოვანი ფრაქციების
თავმჯდომარეები, შემდეგ − ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქციების
თავმჯდომარეები, ხოლო ბოლოს გამოდის საპარლამენტო უმრავლესობის
ლიდერი. თითოეული გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10
198
წუთს. გამოსვლების დასრულების შემდეგ საქართველოს
უფლებამოსილია გამოვიდეს დასკვნითი სიტყვით.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის
პარლამენტის პლენარული სხდომა იხურება.
პრეზიდენტი
დასრულების
შემდეგ
მუხლი 221. რეფერენდუმის საკითხის დასმა
1. პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მეხუთედს შეუძლია სათანადო
დასაბუთების საფუძველზე, რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-3 პუნქტის
შესაბამისად ხელმოწერებით დადასტურებული წერილობითი ფორმით
პარლამენტში დასვას საქართველოს კონსტიტუციითა და ორგანული კანონით
განსაზღვრულ საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის საკითხი.
2. საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება მისი დასმიდან
არაუგვიანეს 20 დღისა. პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით
იღებს რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის შესახებ მიმართვას, რომელიც
წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს.
3. თუ პარლამენტმა ვერ გადაწყვიტა რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის
საკითხი, იგი მოხსნილად ითვლება და მომდევნო 6 თვის განმავლობაში ამ
საკითხზე კენჭისყრა აღარ შედგება.
4. პარლამენტს სრული შემადგენლობის უმრავლესობით შეუძლია გამოითხოვოს
თავისი მოთხოვნა რეფერენდუმის დანიშვნის თაობაზე საქართველოს
პრეზიდენტის მიერ რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების
მიღებამდე.
5. თუ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის ან 200 000
ამომრჩევლის მოთხოვნით რეფერენდუმზე დასვამს იმავე საკითხს, რომელიც
წარდგენილია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად, იგი სხდომის
დღის წესრიგიდან მოიხსნება.
მუხლი 222. კონსტიტუციურ ი სარჩელ ი, კონსტიტუციური წარდგინება
1. პარლამენტის წევრთა ერთი მეხუთედი უფლებამოსილია საქართველოს
კონსტიტუციითა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით ან კონსტიტუციური
წარდგინებით.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წევრთა
კონსტიტუციურ სარჩელზე ან კონსტიტუციურ წარდგინებაზე პარლამენტის
199
წევრთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმება ხდება რეგლამენტის 204-ე
მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 223. ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს
საქმიანობის შეჩერებაზე ან დათხოვნაზე თანხმობის მიცემის პროცედურა
1. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წარდგინების
საფუძველზე
პარლამენტს
მიმართავს
ტერიტორიული
ერთეულის
წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის შეჩერებაზე ან დათხოვნაზე
თანხმობის მისაღებად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიმართვას პარლამენტის
ბიურო გადასცემს წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებსა და ფრაქციებს, რომლებიც
მას განიხილავენ არაუგვიანეს 10 დღისა და დასკვნას წარუდგენენ პარლამენტის
ბიუროს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში
შესატანად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხს პარლამენტი
პლენარულ სხდომაზე განიხილავს კანონპროექტის პირველი მოსმენით
განხილვისთვის დადგენილი წესით და სრული შემადგენლობის უმრავლესობით
იღებს დადგენილებას.
მუხლი
224. ადგილობრივი
თვითმმართველობის
ადმინისტრაციულ ტერიტორიული ორგანიზების საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება
საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს ორგანული კანონის
შესაბამისად, მუნიციპალიტეტის შექმნის, გაუქმების ან მისი საზღვრების შეცვლის
თაობაზე, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის დადგენისა
და შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებებს საქართველოს მთავრობის წარდგინებით,
დადგენილებით იღებს პარლამენტი.
თავი XXVIII. ამომრჩევლებთან ურთიერთობა , ოლქის დელეგატის ბიურო ,
პეტიცია
მუხლი 225. დაინტერესებული
ურთიერთობა
პირების
წერილები
და ამომრჩევლებთან
პარლამენტის წევრები, კომიტეტი, პარლამენტის სხვა სუბიექტები ვალდებული
არიან განიხილონ დაინტერესებული პირების წერილები და განცხადებები და
პასუხი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აცნობონ ავტორებს 1 თვის ვადაში,
თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
200
მუხლი 226. ოლქის დელეგატის ბიურო
1. პარლამენტის წევრის მოქალაქეებთან მუშაობის ორგანიზების, შესაბამის საჯარო
დაწესებულებებთან კომუნიკაციისა და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში
მონაწილეობის მიზნით ადგილზე იქმნება საქართველოს ორგანული კანონის
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 115-ე მუხლის 61 პუნქტით განსაზღვრული
ოლქის დელეგატის ბიურო.
2. ოლქის დელეგატის ბიუროს ფუნქციები, ორგანიზებისა და საქმიანობის წესი,
აგრეთვე დაფინანსების წესი და ოდენობა განისაზღვრება დებულებით, რომელსაც
პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.
3. ოლქის დელეგატის ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები
ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან და ექვემდებარება ჩამოწერას ოლქის
დელეგატის ბიუროს საბანკო ანგარიშზე გადარიცხვისთანავე. ოლქის დელეგატი
ვალდებულია პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს წელიწადში
ერთხელ, 15 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, მიაწოდოს ინფორმაცია ოლქის
დელეგატის ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ.
4. თუ ოლქის დელეგატს ვადამდე შეუწყდება პარლამენტის წევრის
უფლებამოსილება, ოლქის დელეგატის უფლებამონაცვლე პარლამენტის წევრს
ფრაქციის წევრთაგან ასახელებს შესაბამისი ოლქის დელეგატის წარმდგენი
პოლიტიკური პარტიის მიერ შექმნილი ფრაქცია.
მუხლი 227. პეტიცია
1. პეტიცია არის არანაკლებ 300 პირის მიმართვა, რომელიც შეეხება
სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე საკითხს.
2. პეტიციის განაცხადი წერილობით ან/და ელექტრონულად წარედგინება
პარლამენტის თავმჯდომარეს და აღირიცხება შესაბამის რეესტრში. პეტიციის
ელექტრონულად წარსადგენად პირი ავსებს და კვალიფიციური ელექტრონული
ხელმოწერით
ადასტურებს
პარლამენტის
ვებგვერდზე
განთავსებულ,
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ ელექტრონული
პეტიციის ფორმას.
3. პეტიციის განაცხადი პარლამენტის თავმჯდომარისთვის წარდგენიდან 3 დღის
ვადაში ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც
იგი:
ა) შეიცავს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ
ან ძალადობით შეცვლისკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისკენ,
ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ომისკენ, სიძულვილისკენ ან
დისკრიმინაციისკენ, ან აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ
201
შუღლს, ანდა ქმნის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა
საფრთხეს;
ბ) არ ეხება სახელმწიფოებრივი
გამომდინარე საკითხს;
ან/და
საზოგადოებრივი
პრობლემიდან
გ) შეურაცხმყოფელი ან უხამსი შინაარსისაა.
4. პეტიციის განაცხადის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 1 თვის
ვადაში უნდა შეგროვდეს არანაკლებ 300 მხარდამჭერი. პეტიციის განაცხადზე
პირის
მხარდაჭერა
ფიქსირდება
მხოლოდ
ერთხელ,
კვალიფიციური
ელექტრონული ხელმოწერის შესრულებით. კვალიფიციური ელექტრონული
ხელმოწერის შესრულებამდე პირი პარლამენტის ვებგვერდის შესაბამის ველში
ელექტრონულად უთითებს ტელეფონის ნომერს. თუ პეტიციის განაცხადი
პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში ვერ მიიღებს პეტიციის
წარდგენისთვის საჭირო, ამ პუნქტით გათვალისწინებული რაოდენობის პირის
მხარდაჭერას, იგი არ განიხილება, რის შესახებაც ეცნობება პეტიციის განაცხადის
წარმდგენ პირს, ხოლო რამდენიმე პირის არსებობის შემთხვევაში − იმ პირს,
რომელიც პეტიციის განაცხადის ავტორად არის მითითებული. პარლამენტის
ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში ან აღნიშნული ვადის გასვლამდე
არანაკლებ 300 მხარდამჭერის შეგროვების შემთხვევაში, პეტიციის განაცხადის
ავტორის მიმართვის საფუძველზე პეტიციას პარლამენტის თავმჯდომარე
წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას.
5. წერილობით წარდგენილ პეტიციის განაცხადზე/პეტიციაზე პირის მხარდაჭერა
ფიქსირდება მხოლოდ ერთხელ, ხელმოწერით, მისი სახელის, გვარის, პირადი
ნომრისა და ტელეფონის ნომრის მითითებით.
6. წერილობით წარდგენილი პეტიცია, რომელიც წარდგენისას მხარდაჭერილია
არანაკლებ 300 პირის მიერ, მხარდამჭერთა შეგროვების მიზნით პარლამენტის
ვებგვერდზე გამოქვეყნების გარეშე აღირიცხება შესაბამის რეესტრში. აღნიშნულ
პეტიციას პარლამენტის თავმჯდომარე გადასცემს პარლამენტის ბიუროს უახლოეს
სხდომას.
7. პარლამენტის ბიურო პეტიციას გადასცემს პარლამენტის საპროცედურო
საკითხთა კომიტეტს ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად. პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პეტიციის მისთვის გადაცემიდან 1 კვირის
ვადაში ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და შედეგებს წარუდგენს
პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას. ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ იგი
ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით არის შესრულებული. თუ დადგინდა, რომ
ნამდვილ
ხელმოწერათა
რაოდენობა
300-ზე
ნაკლებია,
პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე
პარლამენტის ბიურო პეტიციის ავტორს პეტიციის განხილვაზე უარს ეუბნება.
202
8. პარლამენტის ბიურო პეტიციას შესასწავლად და განსახილველად გადასცემს
შესაბამის კომიტეტს.
9. შესაბამისი კომიტეტი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) მიზანშეწონილად მიიჩნევს პეტიციის უშუალოდ შესწავლასა და განხილვას;
ბ) პეტიციას შესაბამის სამინისტროს, სხვა უწყებას უგზავნის;
გ) მიზანშეუწონლად მიიჩნევს პეტიციის შესწავლასა და განხილვას.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება 2 კვირის
ვადაში ეცნობება პეტიციის ავტორს და ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.
11. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი კომიტეტი განიხილავს
პეტიციას მისთვის გადაცემიდან 1 თვის ვადაში და დასკვნას, რომელსაც თან
ერთვის პეტიციის სრული ტექსტი, წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. აღნიშნული
ვადა კომიტეტის წერილობითი მიმართვის საფუძველზე შესაძლებელია
გააგრძელოს პარლამენტის ბიურომ არაუმეტეს 2 თვით. საჭიროების შემთხვევაში,
კომიტეტის დასკვნის საფუძველზე პარლამენტის ბიუროს შესაბამისი საკითხი
განსახილველად შეაქვს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში.
12. სამინისტრო, სხვა უწყება 1 თვის ვადაში აცნობებს პასუხს პეტიციის ავტორს და
შესაბამის კომიტეტს. შესაბამისი კომიტეტის თანხმობით ეს ვადა შეიძლება
გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით. თუ სამინისტრო, სხვა უწყება დადგენილ ვადაში
არ აცნობებს პასუხს პეტიციის ავტორს, პარლამენტი იღებს სათანადო
გადაწყვეტილებას.
13. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პეტიციის განხილვის შემდეგ პარლამენტი
იღებს დადგენილებას.
14. პეტიციის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე და
ეცნობება პეტიციის ავტორს.
თავი XXIX. პასუხისმგებლობა რეგლამენტის დარღვევისთვის და
საპარლამენტო ეთიკა
მუხლი 228. სანქციები რეგლამენტის დარღვევისთვის
რეგლამენტის დარღვევისთვის პარლამენტის წევრის მიმართ დაწესებულია
ზემოქმედების შემდეგი ფორმები:
ა) სხდომაზე სიტყვის ჩამორთმევა;
ბ) გაფრთხილება;
203
გ)
შესაბამის
დღეს
პარლამენტის
ბიუროს
სხდომის/კომიტეტის
სხდომის/პარლამენტის
პლენარული
სხდომის/ამ
რეგლამენტით
გათვალისწინებული კომისიის სხდომის მიმდინარეობის პერიოდით პარლამენტის
ბიუროს სხდომის დარბაზის/კომიტეტის სხდომის დარბაზის/სხდომათა
დარბაზის/შესაბამისი კომისიის სხდომის დარბაზის დატოვებინება;
დ) ხელფასის დაკავება.
მუხლი 229. პარლამენტის წევრისა და პარლამენტის თანამდებობის პირისთვის
სანქციების შეფარდება
1. პარლამენტის ბიუროს, კომიტეტის, პლენარულ ან
ამ რეგლამენტით
გათვალისწინებული კომისიის სხდომაზე სხდომის თავმჯდომარე სიტყვას
ჩამოართმევს იმ პარლამენტის წევრს, რომელიც:
ა) სიტყვით სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოდის;
ბ) სიტყვით გამოდის და არ მსჯელობს განსახილველ საკითხზე;
გ) სიტყვა პროცედურულ საკითხზე მიეცა და თავის გამოსვლაში სხვა საკითხებს
შეეხო;
დ) აჭარბებს რეგლამენტით დადგენილ დროს ან იმ დროს, რომელიც მას
გაუგრძელეს.
2. გაფრთხილება გამოიყენება იმ პარლამენტის წევრის მიმართ, რომელიც:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში სიტყვის ჩამორთმევის შემდეგაც განაგრძობს გამოსვლას;
ბ) სიტყვით უმიკროფონოდ გამოდის;
გ) სჩადის მოქმედებას, რომელიც იწვევს რეგლამენტით დადგენილი წესით
წარმართული სხდომის შეფერხებას.
3.
შესაბამის
დღეს
პარლამენტის
ბიუროს
სხდომის/კომიტეტის
სხდომის/პარლამენტის
პლენარული
სხდომის/ამ
რეგლამენტით
გათვალისწინებული კომისიის სხდომის მიმდინარეობის პერიოდით პარლამენტის
ბიუროს სხდომის დარბაზის/კომიტეტის სხდომის დარბაზის/სხდომათა
დარბაზის/ამ რეგლამენტით გათვალისწინებული კომისიის სხდომის დარბაზის
დატოვებინების მოთხოვნა გამოიყენება იმ პარლამენტის წევრის მიმართ,
რომელიც:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების შემდეგაც
აგრძელებს იმავე მოქმედებას;
204
ბ) დარბაზში გამოცხადდა ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით;
გ) სჩადის ძალადობას ან ამგვარი მოქმედებისკენ მოუწოდებს სხვა პარლამენტის
წევრებს.
4. პარლამენტის წევრი, რომლის მიმართაც პარლამენტის ბიუროს სხდომის
დარბაზის/კომიტეტის სხდომის დარბაზის/სხდომათა დარბაზის/ამ რეგლამენტით
გათვალისწინებული კომისიის სხდომის დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა
იქნა გამოყენებული, ვალდებულია დატოვოს დარბაზი. წინააღმდეგ შემთხვევაში
სხდომის თავმჯდომარე შეაჩერებს სხდომას, რის შემდეგაც მანდატური
აღასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას.
5. პარლამენტის წევრის მიმართ ზემოქმედების რომელიმე ფორმის გამოყენების
შემთხვევაში მომდევნო გამომსვლელებს უფლება არა აქვთ, განხილვის საგნად
აქციონ წესრიგის დაცვისაკენ მოწოდების საკითხი.
6. იმ პარლამენტის წევრს, რომლის მიმართაც შესაბამის დღეს პარლამენტის
ბიუროს სხდომის/კომიტეტის სხდომის/პარლამენტის პლენარული სხდომის/ამ
რეგლამენტით გათვალისწინებული კომისიის სხდომის მიმდინარეობის
პერიოდით პარლამენტის ბიუროს სხდომის დარბაზის/კომიტეტის სხდომის
დარბაზის/სხდომათა დარბაზის/ამ რეგლამენტით გათვალისწინებული კომისიის
სხდომის დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა იქნა გამოყენებული, დაუკავდება
შესაბამისი თვის ხელფასის 5%. ეს ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით, რომელსაც
პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი უგზავნის პარლამენტის
აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტს პარლამენტის წევრის
შესაბამისი თვის ხელფასიდან აღნიშნული თანხის დასაკავებლად.
7. რეგლამენტის 83-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ჩაცმულობის
წესის უგულებელყოფის შემთხვევაში მანდატურს უფლება აქვს, პირი არ დაუშვას
სხდომათა დარბაზში. ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება სხდომის
თავმჯდომარეს. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, შეცვალოს მანდატურის
გადაწყვეტილება.
8. თუ 1 დღის განმავლობაში კენჭისყრისა და რეგისტრაციის შედეგების
შემოწმებისას გამოვლინდა, რომ პარლამენტის წევრი არ იმყოფება სხდომათა
დარბაზში და მისი სახელით მიღებულია მონაწილეობა კენჭისყრაში ან
რეგისტრაციაში, მას, აგრეთვე იმ პარლამენტის წევრს, რომელმაც მის ნაცვლად
მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში ან რეგისტრაციაში, დაუკავდება ხელფასის 20%.
იმავე სესიის განმავლობაში აღნიშნული ქმედების მეორე და ყოველი მომდევნო
განმეორების შემთხვევაში პარლამენტის წევრს დაუკავდება ხელფასის 25%.
აღნიშნული ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით, რომელიც ეგზავნება
პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტს შესაბამისი
თვის ხელფასიდან თანხის დასაკავებლად.
205
9. თუ პარლამენტის წევრი, რომელსაც ევალება პლენარულ სხდომაზე
კანონპროექტის
წარდგენა
(მომხსენებელია
ან
თანამომხსენებელია),
კანონპროექტის წარდგენის დროს არასაპატიო მიზეზით არ იმყოფება სხდომათა
დარბაზში, მას დაუკავდება შესაბამისი თვის ხელფასის 5%. პარლამენტის წევრის
მიერ სხდომათა დარბაზში კანონპროექტის წარუდგენლობის ფაქტი სხდომის
თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე ფორმდება საოქმო ჩანაწერით,
რომელსაც მანდატურთუხუცესი 24 საათის განმავლობაში უგზავნის პარლამენტის
აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტს ამ პუნქტის შესაბამისად
ხელფასიდან თანხის დასაკავებლად.
10. თუ პარლამენტის წევრი (გარდა რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-9 და მე-10
პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის პირისა) არ არის არცერთი
კომიტეტის შემადგენლობაში, ითვლება, რომ იგი არ ახორციელებს პარლამენტის
წევრის უფლებამოსილებას, და მას არ ეძლევა კანონით განსაზღვრული ხელფასი.
აღნიშნული ინფორმაცია აღირიცხება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა
კომიტეტის
მიერ
და
ეგზავნება
პარლამენტის
აპარატის
საფინანსო
უზრუნველყოფის დეპარტამენტს შესაბამისი თვის ხელფასის დასაკავებლად.
11. თუ 2 კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი კალენდარული თვის
განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ორჯერ არ დაესწრება კომიტეტის სხდომას,
ხოლო 1 კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი კალენდარული თვის
განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ერთხელ არ დაესწრება კომიტეტის სხდომას,
მას, შესაბამისად, ყოველი მომდევნო სხდომის არასაპატიო მიზეზით
გაცდენისთვის დაუკავდება ხელფასის 10%.
12. პარლამენტის წევრს მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით
გაცდენილი ორზე მეტი პლენარული სხდომიდან თითოეულისთვის, აგრეთვე
რიგგარეშე სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გაცდენილი ყოველი
პლენარული სხდომისთვის დაუკავდება ხელფასის 10%.
13. თუ პარლამენტის წევრი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში არ გაივლის
რომელიმე რეგისტრაციას, მას თითოეულ ასეთ შემთხვევაში დაუკავდება
ხელფასის 5% (მაგრამ არაუმეტეს დღის განმავლობაში 10%-ისა), გარდა
რეგლამენტის 87-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა და
პლენარული სხდომის გაცდენის შემთხვევისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული
პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრს დაეკისრება კალენდარული თვის
განმავლობაში ოთხზე მეტი რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში.
14. თუ კომიტეტის თავმჯდომარე კალენდარული თვის განმავლობაში ზედიზედ
ორჯერ არასაპატიო მიზეზით არ მოიწვევს კომიტეტის სხდომას, მას დაუკავდება
ხელფასის 50%. პარლამენტის ბიურო განიხილავს კომიტეტის სხდომის
მოუწვევლობის მიზეზს და იმავე სესიის განმავლობაში აღნიშნული ფაქტის
206
განმეორების შემთხვევაში უფლებამოსილია დადგენილი წესით პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე დასვას კომიტეტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი.
15. ამ მუხლის მე-6, მე-8 და მე-11– მე-13 პუნქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში პარლამენტის წევრისათვის ერთჯერადად დაკავებული ხელფასის
საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პარლამენტის წევრის ხელფასის 50%ს.
16. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ყოველი კალენდარული
თვის დასრულებიდან არაუგვიანეს შემდგომი თვის 15 რიცხვისა ადგენს იმ
პარლამენტის წევრთა სიას, რომელთა მიმართაც გამოყენებული უნდა იქნეს ამ
მუხლის მე-11– მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა,
და მას უგზავნის პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის
დეპარტამენტს შესაბამისი თვის ხელფასიდან თანხის დასაკავებლად.
17. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ყოველთვიურად ადგენს
კომიტეტების სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას, მასში უთითებს
თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობასა და გაცდენის
თარიღებს და უზრუნველყოფს ამ სიის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას.
18. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ყოველი სესიის ბოლოს
ადგენს პარლამენტის პლენარული სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას,
მასში უთითებს თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობასა
და გაცდენის თარიღებს და უზრუნველყოფს ამ სიის პარლამენტის ვებგვერდზე
გამოქვეყნებას.
მუხლი 230. პროტესტი პასუხისმგებლობის ზომაზე
პარლამენტის წევრს, რომლის მიმართაც გამოყენებულ იქნა რეგლამენტის 229-ე
მუხლის მე-6 – მე-14 პუნქტებით გათვალისწინებული ზემოქმედების ფორმა,
უფლება აქვს, წერილობით შეიტანოს დასაბუთებული პროტესტი. პროტესტის
საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე.
მუხლი 231. სხვა თანამდებობის პირის მიერ რეგლამენტის დარღვევა და
სანქციები
1. რეგლამენტის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა რეგლამენტით დადგენილი
წესით ეკისრება პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს,
აგრეთვე სხვა თანამდებობის პირს, რომელსაც ევალება პარლამენტის საქმიანობაში
მონაწილეობა.
207
2. თანამდებობის პირის
დარღვევებისათვის:
პასუხისმგებლობის
საკითხი
დგება
შემდეგი
ა) მოწვეულია პარლამენტში საკითხის განხილვაზე და არ ცხადდება;
ბ) არღვევს პარლამენტის წევრის კითხვაზე/შეკითხვაზე პასუხის გაცემისათვის
დაწესებულ პროცედურას;
გ) პარლამენტს აწვდის დამახინჯებულ ან არასწორ ინფორმაციას;
დ) არ ასრულებს პარლამენტის დადგენილებებსა და რეკომენდაციებს;
ე) დაბრკოლებებს უქმნის პარლამენტის წევრს რეგლამენტითა და საქართველოს
სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებულ
უფლებამოსილებათა განხორციელებაში.
3. პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის კომიტეტის, პლენარულ სხდომაზე ან/და
ამ რეგლამენტით გათვალისწინებული კომისიის სხდომაზე მოწვეული პირი
ვალდებულია სხდომის მიმდინარეობის დროს წესრიგი დაიცვას. მას ეკრძალება
ისეთი მოქმედება, რომელიც პარლამენტს ან პარლამენტის წევრს ხელს უშლის
ფუნქციების შესრულებაში. სხდომის მიმდინარეობისას მან თავი უნდა შეიკავოს
განვითარებული მოვლენებისადმი პირადი დამოკიდებულების გამოხატვისაგან.
წესრიგის დამრღვევ სტუმარს სხდომის თავმჯდომარემ შეიძლება დაატოვებინოს
პარლამენტის ბიუროს სხდომის დარბაზი, კომიტეტის სხდომის დარბაზი,
სხდომათა დარბაზი ან ამ რეგლამენტით გათვალისწინებული კომისიის სხდომის
დარბაზი.
4. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს ამ მუხლის მე-2
პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ შემთხვევას და საკითხს სათანადო
რეაგირებისათვის გადასცემს პარლამენტის ბიუროს.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარლამენტი
თანამდებობის პირის (გარდა საქართველოს მთავრობის წევრისა) მიმართ იყენებს
რეაგირების შემდეგ ფორმებს:
ა) იღებს დადგენილებას ან რეზოლუციას დარღვევის გამო კონკრეტული
თანამდებობის პირის მიმართ რეაგირების ზომების მისაღებად;
ბ) სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელს მიმართავს რეკომენდაციით მისდამი
დაქვემდებარებული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის შესახებ.
მუხლი 232. ეთიკის საბჭო და პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი
208
1. პარლამენტის წევრის ქცევის ეთიკური სტანდარტები განისაზღვრება
პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს
დადგენილებით.
2. პარლამენტის წევრი ვალდებულია ხელი შეუწყოს საპარლამენტო ეთიკის
ნორმების დაცვას.
3. პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით, უფლებამოსილების ცნობიდან
2 თვის ვადაში დადგენილებით ქმნის ეთიკის საბჭოს. ამ დადგენილებაში
მითითებული უნდა იყოს ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობა. ეთიკის საბჭოს
შემადგენლობა
განისაზღვრება
ფრაქციათა
წარმომადგენლობისა
და
საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და
საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა
რაოდენობის პროპორციულად. პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები
შეიძლება განისაზღვროს ასევე რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-7პუნქტით
დადგენილი წესით. ამასთანავე, ეთიკის საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის
წარმომადგენლობა არ უნდა აჭარბებდეს ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობის
ნახევარს.
4. ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს ეთიკის საბჭოს
შექმნის შესახებ დადგენილების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში განსაზღვრავს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის
ბიურო. ფრაქციის მიერ წარდგენილი ეთიკის საბჭოს წევრი წელიწადში ერთხელ
როტაციას ექვემდებარება. აღნიშნული ვადის გასვლისთანავე შესაბამისი ფრაქცია
ვალდებულია
ამ
პუნქტით
გათვალისწინებული
პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტების დაცვით წარადგინოს ახალი წევრი.
5. შესაბამისი ფრაქციები პროპორციული წარმომადგენლობის
შესაბამისად ეთიკის საბჭოს წევრებად დასახელებულ პირებს ამ
დამტკიცებიდან 1 კვირის ვადაში წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს.
კვოტების
კვოტების
6. საქართველოს პარლამენტი ცნობად იღებს ეთიკის საბჭოს შემადგენლობას, რაც
ფორმდება საოქმო ჩანაწერით.
7. ეთიკის საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება და ორგანიზაციული საკითხები
წესრიგდება პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსითა და ეთიკის საბჭოს
დებულებით.
8. ეთიკის საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის
მიზნით იქმნება ეთიკის საბჭოს სამდივნო, რომლის სტრუქტურა, ფუნქციები და
მუშაობის წესი განისაზღვრება ეთიკის საბჭოს დებულებით.
9. შესაბამისი მოწვევის პარლამენტის ეთიკის საბჭოში შესული საჩივრები
განხილულ უნდა იქნეს იმავე მოწვევის პარლამენტის ეთიკის საბჭოს მიერ.
209
კარი IX. პარლამენტის აპარატი და დაცვა
თავი XXX. პარლამენტის აპარატი და დაცვა
მუხლი 233. პარლამენტის აპარატის უფლებამოსილება
1. პარლამენტის აპარატი ახორციელებს პარლამენტის საქმიანობის სამართლებრივ,
ორგანიზაციულ, ანალიტიკურ, კვლევით, დოკუმენტურ, საინფორმაციო,
საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
2. პარლამენტის აპარატის უფლებამოსილებებს განეკუთვნება აგრეთვე თავისი
კომპეტენციის ფარგლებში პარლამენტის ბიუჯეტის მართვა და ეკონომიკურ,
შრომით,
სამართლებრივ
და
სხვა
ურთიერთობებში
პარლამენტის
წარმომადგენლობა, მისი უფლებების განხორციელება და მოვალეობების
შესრულება.
3. პარლამენტის აპარატის სტრუქტურა, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი
განისაზღვრება რეგლამენტითა და პარლამენტის აპარატის დებულებით.
4. პარლამენტის აპარატის დებულებას პარლამენტის
წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.
აპარატის
უფროსის
მუხლი 234. პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობა
1. პარლამენტის აპარატს ხელმძღვანელობს პარლამენტის აპარატის უფროსი.
2. პარლამენტის აპარატის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე.
3. პარლამენტის აპარატის უფროსი არ შეიძლება იყოს პარლამენტის წევრი.
4. პარლამენტის აპარატის უფროსი არის პარლამენტის თანამდებობის პირი.
5. პარლამენტის აპარატის უფროსს ჰყავს არაუმეტეს 3 მოადგილისა. პარლამენტის
აპარატის უფროსის მოადგილეთა რაოდენობას პარლამენტის აპარატის უფროსის
წარდგინებით წყვეტს პარლამენტის თავმჯდომარე.
6. პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილეს პარლამენტის აპარატის უფროსის
წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
პარლამენტის თავმჯდომარე.
210
მუხლი 235. პარლამენტის აპარატის სტრუქტურა
1. პარლამენტის აპარატის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულების სახით
შედიან დეპარტამენტები, მანდატურის სამსახური, პარლამენტის თავმჯდომარის
კაბინეტი, პარლამენტის კომიტეტების აპარატები, საპარლამენტო ფრაქციების
აპარატები,
პარლამენტის
თავმჯდომარის
პირველი
მოადგილისა
და
მოადგილეების სამდივნოები, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის სამდივნო,
საბჭოებისა და სახელმწიფო კომისიების სამდივნოები, პარლამენტის საბიუჯეტო
ოფისი, ოლქის დელეგატის ბიუროები.
2. პარლამენტის კომიტეტის აპარატი არის კომიტეტისადმი დაქვემდებარებული
პარლამენტის აპარატის მუდმივმოქმედი სტრუქტურული ერთეული, რომელიც
შექმნილია კომიტეტის საქმიანობის უზრუნველსაყოფად.
მუხლი 236. დებულებები და წესები
1. პარლამენტის აპარატის, დეპარტამენტების, მანდატურის სამსახურისა და
პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის დებულებებს პარლამენტის აპარატის
უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.
2. პარლამენტის კომიტეტის აპარატის დებულებას პარლამენტის აპარატის
უფროსის მიერ შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეთანხმების შემდეგ,
პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის
თავმჯდომარე.
3. პარლამენტის აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას პარლამენტის
აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.
4. პარლამენტის აპარატის დეპარტამენტების, მანდატურის სამსახურის და
პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსებს „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე.
5. პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეებს (გარდა ამ მუხლის მე-4
პუნქტით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეებისა და პარლამენტის
საბიუჯეტო ოფისის უფროსისა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი. პარლამენტის აპარატში
დასაქმებულ სხვა პირებს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს
შრომის
კოდექსი“
დადგენილი
წესით
თანამდებობაზე
ნიშნავს
და
თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი.
211
6. პარლამენტის აპარატში დასაქმებულ პირთათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განისაზღვრება
საქართველოს
კანონმდებლობითა
და
პარლამენტის
თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით.
7. პარლამენტის აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა უფლებები და
მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, პარლამენტის
აპარატის დებულებით, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და
სამუშაოს აღწერილობით.
8. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და შრომითი
ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება
შესაბამისი ხელშეკრულებებით.
9. სამუშაოთა აღწერილობებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსთან
შეთანხმებით, ხოლო კომიტეტების აპარატებში – შესაბამისი კომიტეტის
თავმჯდომარესთან შეთანხმებით ამტკიცებს პარლამენტის აპარატის უფროსი.
10. დასაშვებია პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლა. პარლამენტის აპარატში
სტაჟირების გავლის წესს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით
ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.
11. პარლამენტის აპარატის უფროსი
ექსკურსიების ჩატარების წესს.
ამტკიცებს
პარლამენტის
სასახლეში
მუხლი 237. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი
1. პარლამენტის, პარლამენტის კომიტეტების, ფრაქციების, უფრაქციო
პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის საფინანსო, საბიუჯეტო და
ეკონომიკური ხასიათის სხვა ანალიტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფის
მიზნით პარლამენტის აპარატის სტრუქტურაში იქმნება პარლამენტის საბიუჯეტო
ოფისი.
2. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსს პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის
თავმჯდომარე. ერთი და იგივე პირი პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის
თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
3. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის თანამშრომლებს, გარდა ამ მუხლის მე-2
პუნქტით გათვალისწინებული პირისა, „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი.
212
4. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სტრუქტურა და საქმიანობის წესი
განისაზღვრება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დებულებით, რომელსაც
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის ან/და პარლამენტის საბიუჯეტო
ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის
თავმჯდომარე.
5. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საქმიანობას კოორდინაციას უწევს
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭო. პარლამენტის
საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად
შედიან პარლამენტის თავმჯდომარე და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის
თავმჯდომარე, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს დანარჩენ წევრებს ფრაქციებთან და
უფრაქციო პარლამენტის წევრებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე
ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე ისე, რომ სამეთვალყურეო საბჭოში
თითოეული ფრაქციის ერთი წევრი მაინც იყოს წარმოდგენილი. პარლამენტის
საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს პარლამენტის
თავმჯდომარე. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს
უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს პარლამენტის
თავმჯდომარე.
6. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ანგარიშვალდებულია პარლამენტის
საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე, რომელსაც წარუდგენს
თავისი საქმიანობის წლიურ ანგარიშს, ხოლო პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტს წელიწადში ორჯერ, საგაზაფხულო სესიისა და
საშემოდგომო სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში, წარუდგენს წერილობით
ინფორმაციას შესაბამის სასესიო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ.
მუხლი 238. პარლამენტის
ჯანმრთელობის დაზღვევა
აპარატის
თანამშრომელთა
სიცოცხლისა
და
1. პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის
დაზღვევა სავალდებულოა.
2. პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის
დაზღვევის საკითხებზე გადაწყვეტილებას პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს
რეკომენდაციით იღებს პარლამენტის თავმჯდომარე.
მუხლი 239. პარლამენტის დაცვა
1.
პარლამენტისა
და
პარლამენტის
წევრთა
დაცვას
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახური.
213
2. პარლამენტის აპარატი პარლამენტის დაცვის სამსახურთან ერთად შეიმუშავებს
პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის
რეჟიმს, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.
3. პარლამენტის სასახლეში დაუშვებელია, მათ შორის, პარლამენტის წევრისათვის,
ცეცხლსასროლი იარაღისა და ცივი იარაღის ტარება. ამ წესიდან გამონაკლისი
განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და პარლამენტის სასახლეში და
მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმით.
4. პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის
რეჟიმის უზრუნველსაყოფად პარლამენტი უფლებამოსილია საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში გადაამოწმოს პირის შემდეგი პერსონალური
მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რეგისტრაციის მისამართი,
მოქალაქეობა, ფოტოსურათი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მონაცემები.
კარი IX. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
თავი XXXI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 240. გარდამავალი დებულებები
1. ამ რეგლამენტის ამოქმედების მომენტისათვის პარლამენტის აპარატის
საქმისწარმოების დეპარტამენტის მიერ ერთიანი საქმისწარმოების პროგრამის
მეშვეობით რეგისტრირებულ ყველა საკანონმდებლო წინადადებაზე, რომელიც
ჯერ წარდგენილი არ არის პარლამენტის ბიუროსათვის, მსვლელობა მიეცეს ამ
რეგლამენტის მე-100 მუხლის შესაბამისად.
2. იმ კომიტეტებს, რომელთაც ამ რეგლამენტის ამოქმედების მომენტისათვის
პარლამენტის ბიუროს მიერ გადაცემული აქვთ საკანონმდებლო წინადადებები და
ჯერ არ განუხილავთ ისინი, ეძლევათ 1 თვიანი ვადა საკანონმდებლო წინადადების
მათთვის გადაცემის დროს მოქმედი შესაბამისი ნორმების მიხედვით
რეაგირებისათვის. აღნიშნული 1 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ საკანონმდებლო
წინადადება აღარ ჩაითლება კომიტეტის მიერ განსახილველ საკითხად.
მუხლი 241. 2028 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების
ცნობამდე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნა , საპარლამენტო
პოლიტიკური ჯგუფის უფლებები და საქმიანობის წესი
1. 2028 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე 1
პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ არანაკლებ 3 პარლამენტის წევრს
214
შეუძლია რეგლამენტით ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი
მოთხოვნების
(გარდა პარლამენტის წევრთა მინიმალური რაოდენობის შესახებ მოთხოვნისა)
შესაბამისად შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი (შემდგომ −
პოლიტიკური ჯგუფი), თუ იგი პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი იყო,
როგორც პარლამენტის წევრობის უპარტიო კანდიდატი, ან თუ იგი დატოვებს
შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობას. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის
მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრების 1 პოლიტიკურ ჯგუფში გაერთიანება
დაუშვებელია.
2. პოლიტიკური ჯგუფი იქმნება ფრაქციის შექმნისთვის რეგლამენტით
დადგენილი წესით. პოლიტიკური ჯგუფი უქმდება ფრაქციის გაუქმებისთვის
რეგლამენტით დადგენილი წესით იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ჯგუფის
შემადგენლობაში 3-ზე ნაკლები პარლამენტის წევრი დარჩა. პარლამენტის წევრის
პოლიტიკურ ჯგუფში გაერთიანება და პოლიტიკური ჯგუფის წევრის
პოლიტიკური ჯგუფიდან გასვლა ან გარიცხვა ხდება, შესაბამისად, პარლამენტის
წევრის ფრაქციაში გაერთიანებისა და ფრაქციის წევრის ფრაქციიდან გასვლისთვის
ან გარიცხვისთვის რეგლამენტით დადგენილი წესებით.
3. პოლიტიკური ჯგუფი სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც აქვს
ფრაქციას, გარდა საქართველოს კონსტიტუციით ფრაქციისთვის განსაზღვრული
უფლებებისა. პოლიტიკური ჯგუფის საქმიანობაზე ვრცელდება საქართველოს
კანონმდებლობის
ის
ნორმები,
რომლებითაც
წესრიგდება
ფრაქციის
საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები (მათ შორის, რეგლამენტის 54-ე
მუხლი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ნორმები იმავდროულად
კონსტიტუციური ნორმებია. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს უფლება აქვს,
სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს პარლამენტის ბიუროს სხდომას.
4. პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელია პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე.
პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე.
პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე და პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის
მოადგილე არიან პარლამენტის თანამდებობის პირები და სარგებლობენ იმავე
უფლებებით, რომლებიც აქვს, შესაბამისად, ფრაქციის თავმჯდომარეს (მათ შორის,
რეგლამენტის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
უფლებით), გარდა საქართველოს კონსტიტუციით ფრაქციის თავმჯდომარისთვის
განსაზღვრული უფლებებისა, და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს.
პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის
მოადგილეს არ აქვს უფლება, ეკავოს სხვა საპარლამენტო თანამდებობა.
პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს უფლება აქვს, არ იყოს პარლამენტის
კომიტეტის წევრი. თუ პოლიტიკური ჯგუფის შემადგენლობაში 6-ზე მეტი
პარლამენტის წევრია, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს 2
მოადგილე, ხოლო თუ პოლიტიკური ჯგუფის წევრთა რაოდენობა 7-ზე ნაკლებია −
1 მოადგილე.
215
5. 2028 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე
პარლამენტის წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ 1 პოლიტიკურ ჯგუფში.
ამასთანავე, პოლიტიკური ჯგუფის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს
ფრაქციის წევრი.
6. 2028 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე,
თუ პოლიტიკური ჯგუფი არ აკმაყოფილებს რეგლამენტის 48-ე მუხლის მე-2
პუნქტის, 49-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ამ მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების
მოთხოვნებს, მას რეგისტრაციაზე უარი ეთქმება. პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც
რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს, პარლამენტის ბიუროს შესაბამისი
გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დასვას პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე.
7. 2028 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე
პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული ფრაქციაში ან
პოლიტიკურ ჯგუფში, იწოდება უფრაქციო პარლამენტის წევრად.
მუხლი 242. დასკვნითი დებულებები
1. რეგლამენტის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2018 წლის
6 დეკემბრის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი:
010190030.06.001.016054) .
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტის
საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ
ძალას ამ რეგლამენტთან მათ შესაბამისობამდე.
3. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
პაპუაშვილი
შალვა
216
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი:
აქტიური საპარლამენტო ცხოვრების კვალდაკვალ, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტი, როგორც საპარლამენტო ცხოვრების განმსაზღვრელი და მომწესრიგებელი
ძირითადი კანონი, მუდმივად ცვლილებებს განიცდის. საპარლამენტო მმართველობის
მოდელზე სრულად გადასვლის პარალელურად, წლების განმავლობაში რეგლამენტში
არაერთი ცვლილება იქნა შეტანილი. რეგლამენტის მოქმედი რედაქცია პარლამენტმა 2018
წელს მიიღო. მას შემდეგ, საპარლამენტო პროცედურების დახვეწის საჭიროებიდან
გამომდინარე, რეგლამენტში სხვადასხვა ცვლილება შევიდა. განხორციელებული
ცვლილებებისა და პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების შედეგად, რეგლამენტში
შინაარსობრივი ცვლილებების შეტანის საჭიროებასთან ერთად, გამოიკვეთა, რომ მისი
სტრუქტურა ახლებურ სისტემატიზაციასა და გაუმჯობესებას მოითხოვს. შესაბამისად,
მიზანშეწონილია ახალი რეგლამენტის მიღება, რომლითაც პარლამენტის საკანონმდებლო,
საზედამხედველო და წარმომადგენლობითი ფუნქციები ისე გაუმჯობესდება, რომ
უზრუნველყოფილი იქნება არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა და შესაბამისი
სუბიექტების ეფექტიანი მუშაობის ხელშეწყობა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხები, მათი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე,
პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღებას მოითხოვს.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
პარლამენტის
ახალი
რეგლამენტის
მიღებით
აღმოიფხვრება
მასში
არსებული
შინაარსობრივი ხარვეზები, დაზუსტდება და ახლებურად მოწესრიგდება საპარლამენტო
საქმიანობასთან
რეგლამენტის
დაკავშირებული
სტრუქტურა.
ზოგიერთი
კერძოდ,
საკითხი,
რეგლამენტი
ამასთანავე,
დაიხვეწება
საკანონმდებლო
ტექნიკის
გაუმჯობესების მიზნით კარებად და თემატურ თავებად დაიყოფა. ახლებური სტრუქტურა
გააადვილებს რეგლამენტის აღქმას და მას სახელმძღვანელოდ უფრო მოქნილს გახდის.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
პარლამენტის მოქმედი რეგლამენტისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ
თავებად და მუხლებად არის დაყოფილი, ახალი რეგლამენტის პროექტი შედგება X
კარისა
და
XXXI
თავისგან,
რომლებიც
ლოგიკური
თანამიმდევრობითაა
დაჯგუფებული.
ინიციირებულ
პროექტში
საკითხები
შინაარსობრივი
თანამიმდევრობის მიხედვით არის დალაგებული. რეგლამენტი იწყება ზოგადი
დებულებებით. მათ მოსდევს ნორმები, რომლებითაც წესრიგდება საპარლამენტო
სუბიექტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები, პარლამენტის
სესიისა და პლენარული სხდომის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები,
საკანონმდებლო
პროცესის
სტადიები
და
თავისებურებები,
საპარლამენტო
კონტროლთან დაკავშირებული საკითხები, თანამდებობის პირთა განწესების,
იმპიჩმენტისა
და
თანამდებობიდან
გათავისუფლებასთან
დაკავშირებული
საკითხები, პარლამენტის განსაკუთრებული პროცედურები, რეგლამენტის
დარღვევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის მექანიზმები და
პარლამენტის აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. რეგლამენტი
მთავრდება გარდამავალი და დასკვნითი დებულებებით.
რეგლამენტის პროექტის მე-5 მუხლით დაზუსტდა და საქართველოს
კონსტიტუციის შესაბამისად მოწესრიგდა ახალარჩეული პარლამენტის პირველი
სხდომის გამართვასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, ახალარჩეული
პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების
ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა, რომელსაც ნიშნავს
საქართველოს პრეზიდენტი. ამასთანავე, განიმარტა, რომ, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პრეზიდენტმა არ განსაზღვრა პირველი სხდომის გამართვის
თარიღი, ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე იკრიბება პარლამენტის
არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან მე-10 დღეს, როგორც წესი,
დღის 12 საათზე. ასევე დაზუსტდა, რომ ახალარჩეული პარლამენტის პირველ
სხდომას ხსნის და პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება სხდომაზე
დამსწრე უხუცესი არჩეული პარლამენტის წევრი.
რეგლამენტის პროექტის მე-8 და მე-21 მუხლები პარლამენტის თავმჯდომარეს, სხვა
უფლებამოსილებებთან ერთად, ანიჭებს უფლებამოსილებას, დაამტკიცოს
პარლამენტის წევრის მოწმობისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშები და აღწერილობები,
აგრეთვე ბრძანებით შექმნას ინტერფრაქციული ჯგუფი.
რეგლამენტის პროექტის მე-3 მუხლით ახლებურად მოწესრიგდა საპარლამენტო
ჯილდოებთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, პარლამენტის საპატიო
მედლით ჯილდოვდება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე
საპარლამენტთაშორისო
ურთიერთობების
განვითარებაში
შეტანილი
განსაკუთრებული წვლილისთვის, ხოლო პარლამენტის სამკერდე ნიშნით −
პარლამენტის აპარატის თანამშრომელი პარლამენტის საქმიანობაში შეტანილი
განსაკუთრებული წვლილისთვის.
რეგლამენტის პროექტის 22-ე მუხლი აღარ ითვალისწინებს პარლამენტის
საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენასთან ერთად სამოქმედო გეგმის
წარდგენის ვალდებულებას. პარლამენტის საკანონმდებლო და საზედამხედველო
საქმიანობები საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის პოლიტიკური დღის
წესრიგის ნაწილია და გაუმართლებელია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თავის
ანგარიშში პარლამენტის საქმიანობის გეგმა დასახოს. ამასთანავე, მე-46 მუხლის მე2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დგინდება კომიტეტის თავმჯდომარის ვალდებულება,
ყოველი წლის იანვრის ბოლომდე პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით
წარუდგინოს
კომიტეტის
მიერ
გაწეული
საქმიანობის
ანგარიში,
რომლის
საფუძველზედაც პარლამენტის თავმჯდომარე ადგენს პარლამენტის საქმიანობის
ერთიან წლიურ ანგარიშს.
რეგლამენტის პროექტის 31-ე მუხლით ახლებურად ჩამოყალიბდა ზოგიერთი
კომიტეტის სახელწოდება, კერძოდ: აგრარულ საკითხთა კომიტეტს ეწოდება
სოფლის მეურნეობის კომიტეტი; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტს − ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი; თავდაცვისა და
უშიშროების კომიტეტს − თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი; დიასპორისა
და კავკასიის საკითხთა კომიტეტს − დიასპორის კომიტეტი; რეგიონული
პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს − რეგიონული პოლიტიკის
კომიტეტი; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს − საპროცედურო
საკითხთა კომიტეტი.
რეგლამენტის პროექტის 38-ე მუხლით ახლებურად მოწესრიგდა კომიტეტის
სხდომის გამართვასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი. კერძოდ,
დაზუსტდა, რომ კომიტეტის სხდომების გამართვის პერიოდულობას
განსაზღვრავს კომიტეტი, მაგრამ სასესიო პერიოდში უნდა გაიმართოს თვეში
არანაკლებ ერთი სხდომისა. კომიტეტის სხდომა შეიძლება გაიმართოს კომიტეტის
სხდომის გამართვის თარიღისა და დღის წესრიგის გამოქვეყნების დღიდან
არაუადრეს მე-2 კალენდარული დღისა. ასევე დაზუსტდა შემთხვევები,
რომლებზედაც აღნიშნული ვადა არ ვრცელდება. ეს შემთხვევებია: კანონპროექტის
დაჩქარებული წესით განხილვა, კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვა,
საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა, აგრეთვე
კომიტეტის სხდომის იმავე დღისთვის გადადება. იმავე მუხლის მე-17 პუნქტის
თანახმად, კომიტეტის სხდომა შესაძლებელია გაიმართოს მორიგი სასესიო კვირის
იმ დღეებში, როდესაც პარლამენტის პლენარული სხდომა არ იმართება.
რეგლამენტის პროექტის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაზუსტდა ის საკითხები,
რომლებიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კომიტეტის მიერ განხილვის
გარეშე განიხილება. ეს საკითხებია: თანამდებობის პირის არჩევის, დროებითი
საგამოძიებო
და
სხვა
დროებითი
კომისიების
შექმნის,
საქართველოს
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების, საქართველოს პრეზიდენტის არჩევის,
თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებისა და
რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხები.
რეგლამენტის პროექტის 47-ე მუხლით ახლებურად მოწესრიგდა კომიტეტის
თემატური მომხსენებლის ინსტიტუტი. კერძოდ, თუ რეგლამენტის მოქმედი
რედაქციით
კომიტეტი
ვალდებული
იყო
კანონპროექტზე
თემატური
მომხსენებელი დაენიშნა, რეგლამენტის ახალი რედაქციით ეს ვალდებულება
უქმდება და თემატური მომხსენებლის განსაზღვრა კომიტეტის გადაწყვეტილებაზე
იქნება დამოკიდებული.
რეგლამენტის პროექტის 48-ე მუხლის თანახმად, კომიტეტი აღარ არის ვალდებული,
საქართველოს
პარლამენტის
ვებგვერდზე
გამოაქვეყნოს
სამუშაო
ჯგუფის
საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, სამუშაო შეხვედრების
ოქმები. ეს ცვლილება, ერთი მხრივ, შეამცირებს საპარლამენტო საქმიანობასთან
დაკავშირებული ფორმალური ვალდებულებების რაოდენობას, ხოლო მეორე
მხრივ, სამუშაო ჯგუფის მუშაობას უფრო მოქნილსა და ეფექტიანს გახდის.
ცვლილებები შეეხება პარლამენტის სათათბირო ორგანოებს (რეგლამენტის
პროექტის VIII თავი). მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში
მუდმივმოქმედი
საპარლამენტო
საბჭოები
საკონსულტაციო
ფორმატით
ფუნქციონირებდნენ, ისინი ფაქტობრივად კომიტეტების ფუნქციებს ითავსებდნენ,
რაც არ შეესაბამებოდა მათ სამართლებრივ სტატუსს. აქედან გამომდინარე,
გაუქმდება გენდერული თანასწორობის, ღია მმართველობისა და ბავშვის
უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოები. თუმცა, ამის
საპირწონედ, დაიხვეწა პარლამენტის „სხვა დროებითი კომისიების“ საქმიანობის
მარეგულირებელი ნორმები. აღსანიშნავია, რომ, არსებული ნორმების
სირთულიდან გამომდინარე, დროებითი კომისიის ფორმატი ფაქტობრივად არ
გამოიყენებოდა. დროებით კომისიასთან დაკავშირებული ნორმების ახლებურად
განსაზღვრა კი შესაძლებელს გახდის, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი
საკითხები კოლეგიურად, საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული
დროებითი კომისიის ინსტრუმენტის გამოყენებით იქნეს შესწავლილი.
რეგლამენტის პროექტის 83-ე მუხლით დადგინდა, რომ საქართველოს პარლამენტის
სხდომათა დარბაზში სივრცეების სექტორებად დაყოფისა და სხდომათა დარბაზში
პირთა დაშვების წესი განისაზღვრება პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.
რეგლამენტის პროექტის 82-ე მუხლით დაზუსტდა პარლამენტის პლენარული
სხდომების გამართვის საათები. ახალი რედაქციის თანახმად, პარლამენტის
სხდომის
გამართვის
საათებია
12:00−21:00.
ამასთანავე,
პარლამენტის
გადაწყვეტილებით შესაძლებელი იქნება პლენარული სხდომის 21:00 საათის
შემდეგ გაგრძელება განსახილველი საკითხის ამოწურვის მიზნით.
საპარლამენტო პრაქტიკამ აჩვენა, რომ საპარლამენტო სუბიექტები ხშირად
ბოიკოტის მექანიზმს არაკეთილსინდისიერად, პლენარული სხდომის გაცდენის
არასაპატიოდ ჩათვლის თავიდან ასაცილებლად იყენებდნენ. მიუხედავად მოქმედი
რედაქციის ნორმისა, რომ ბოიკოტი განსახილველ საკითხს ეხება, საპარლამენტო
სუბიექტები აცხადებდნენ ზოგად ბოიკოტს პლენარული სხდომების კვირის,
ზოგჯერ კი − მთლიანად სასესიო პერიოდის მიმართ. შესაბამისად, საჭირო გახდა
აღნიშნული მექანიზმის კიდევ უფრო დაზუსტება. კერძოდ, განისაზღვრა, რომ
ბოიკოტი შეიძლება გამოცხადდეს არა ზოგადად პლენარული სხდომის, არამედ
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხის მიმართ.
რეგლამენტის პროექტის 88-ე მუხლით მოწესრიგდა და დეტალურად განისაზღვრა
პოლიტიკური დებატების პროცესში პარლამენტის წევრთა სიტყვით გამოსვლის
თანამიმდევრობა.
რეგლამენტის პროექტის მე-100 მუხლი ეხება საკანონმდებლო წინადადების
ინსტიტუტს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო პროცესში
უშუალოდ მონაწილეობის შესაძლებლობას ანიჭებს. პარლამენტში შესული
საკანონმდებლო წინადადების პარლამენტის ყველა წევრამდე მისვლისა და
პარლამენტის საქმიანობის რაციონალიზაციის მიზნით საკანონმდებლო
წინადადება პარლამენტის ყველა წევრს გადაეცემა. მათ საკანონმდებლო
წინადადების მიღებიდან 1 თვის ვადაში შესაძლებლობა ექნებათ, მასზე
დაყრდნობით პარლამენტს წარუდგინონ საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის
ავტორადაც საკანონმდებლო წინადადების ავტორი მიეთითება.
რეგლამენტის პროექტის 102-ე მუხლით ახლებურად მოწესრიგდა კანონპროექტის
გამარტივებული წესით განხილვის პროცედურა. კერძოდ, პარლამენტის ბიუროს
მიერ
კანონპროექტის
განხილვის
პროცედურის
დაწყების
შესახებ
გადაწყვეტილების მიღებიდან კანონპროექტის განხილვის დაწყებისა და
დასრულების ვადები აღარ გავრცელდება კანონპროექტის გამარტივებული წესით
განხილვაზე.
რეგლამენტის პროექტის 148-ე მუხლის მე-9 პუნქტით განისაზღვრა, რომ
პარლამენტის წევრის კითხვას პასუხი იმავე მოწვევის პარლამენტში უნდა გაეცეს,
რაც იმას გულისხმობს, რომ პარლამენტის წევრის პასუხგაუცემელი კითხვა
მომდევნო მოწვევის პარლამენტს არ გადაეცემა.
ცვლილებები განხორციელდა პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის
ნაწილშიც. კერძოდ, წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტით უქმდება მინისტრის
საათი, რომელიც არ არის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული
საზედამხედველო ინსტრუმენტი და რომელიც, როგორც პრაქტიკამ აჩვენა,
საპარლამენტო კონტროლის არაეფექტიანი მექანიზმი იყო. ამის სანაცვლოდ, ახალი
რეგლამენტის პროექტით იზრდება ინტერპელაციების გამართვის ინტენსივობა.
კერძოდ, რეგლამენტის პროექტის 149-ე მუხლის მე-5 პუნქტით განისაზღვრა, რომ,
გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ინტერპელაცია გაიმართება მორიგი სესიის
პლენარული სხდომების ყოველ კვირაში, რაც პარლამენტის წევრებს
შესაძლებლობას მისცემს, პლენარული სხდომების ყოველ კვირაში ჰქონდეთ
საშუალება, კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხები მოისმინონ საქართველოს
მთავრობის ნებისმიერი წევრისგან, აგრეთვე სხვა ანგარიშვალდებული
სუბიექტებისგან.
ცალკე თავებად (IX და X თავები) ჩამოყალიბდა დროებითი საგამოძიებო და სხვა
დროებითი კომისიების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების
მომწესრიგებელი ნორმები. დროებითი საგამოძიებო კომისიის ნაწილში ცვლილება
შეეხო საგამოძიებო კომისიის თანამდებობის პირებს. კერძოდ, დროებითი
საგამოძიებო კომისიის თანამდებობის პირად, ნაცვლად ამ კომისიის მდივნისა,
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე განისაზღვრა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ
მოქმედ რედაქციაში სხვა დროებით კომისიებთან დაკავშირებული საკითხების
მარეგულირებელ ნორმებში იყო მითითება დროებითი საგამოძიებო კომისიის
ნორმებზე, წარმოდგენილი ცვლილებით კი დეტალურად განისაზღვრა სხვა
დროებითი კომისიის შექმნის წესი, აგრეთვე მისი უფლებამოსილებები და
საქმიანობის წესი, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ დროებითი კომისიის
ფორმატი გამოყენებულ იქნეს როგორც კონკრეტულ თემაზე მოკვლევის
ჩასატარებლად, ისე ცალკეული თემების კოლეგიური წესით დამუშავებისთვის.
წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტი აღარ ითვალისწინებს თემატური
მოკვლევის ინსტიტუტის არსებობას. თემატური მოკვლევა ფორმალური ხასიათის
იყო და, სხვა საპარლამენტო საზედამხედველო ინსტრუმენტების არსებობის
ფონზე, არაეფექტიან მექანიზმად გვევლინებოდა. თემატური მოკვლევის
ინსტრუმენტის ფუნქციების შეთავსებას უზრუნველყოფს წარმოდგენილი
რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული დროებითი კომისიისა და სამუშაო
ჯგუფის ფორმატები.
ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის მიმართ.
ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
იქიდან
გამომდინარე,
რომ
ახალი
რეგლამენტის
ასამოქმედებლად
დამატებითი
ღონისძიებების განხორციელებაა საჭირო, ის 2025 წლის 1 ივლისს ამოქმედდება.
რეგლამენტის პროექტი რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭებას არ ითვალისწინებს.
ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის მიმართ.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა)
რეგლამენტის
პროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
იმ შემთხვევაში, თუ ახალი რეგლამენტის მიღება დამატებით ხარჯებს გამოიწვევს,
ხარჯების დაფინანსების წყარო იქნება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, კერძოდ,
საქართველოს პარლამენტისთვის გამოყოფილი ასიგნებები.
ბ.ბ)
რეგლამენტის
პროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, პარლამენტის წევრებს დაუკავდებათ შესაბამისი
თვის ხელფასის 5% არა მხოლოდ პარლამენტის კომიტეტის სხდომის/პლენარული
სხდომის დატოვების შემთხვევაში, არამედ აგრეთვე პარლამენტის ბიუროს სხდომისა და
ამ რეგლამენტით გათვალისწინებული დროებითი კომისიის სხდომის დატოვების
შემთხვევაში, რაც ასეთი შემთხვევის დადგომისას დაზოგავს პარლამენტის ხარჯებს.
შესაბამისი პირების მიერ სხდომის დატოვების ფინანსური გავლენის მოცულობა
დამოკიდებული იქნება ასეთ შემთხვევათა რაოდენობაზე.
ამასთანავე, ღია მმართველობის, ბავშვის უფლებათა დაცვისა და გენდერული
თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოების გაუქმება დაზოგავს
პარლამენტის ასიგნებებიდან გასაწევ ხარჯებს.
ბ.გ)
რეგლამენტის
პროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, პარლამენტის წევრებს დაუკავდებათ შესაბამისი
თვის ხელფასის 5% არა მხოლოდ პარლამენტის კომიტეტის სხდომის/პლენარული
სხდომის დატოვების შემთხვევაში, არამედ აგრეთვე პარლამენტის ბიუროს სხდომისა და
ამ რეგლამენტით გათვალისწინებული დროებითი კომისიის სხდომის დატოვების
შემთხვევაში, რაც ასეთი შემთხვევის დადგომისას დაზოგავს პარლამენტის ხარჯებს.
შესაბამისი პირების მიერ სხდომის დატოვების ფინანსური გავლენის მოცულობა
დამოკიდებული იქნება ასეთ შემთხვევათა რაოდენობაზე.
ამასთანავე,
ღია
თანასწორობის
მმართველობის,
მუდმივმოქმედი
ბავშვის
უფლებათა
საპარლამენტო
დაცვისა
საბჭოების
და
გენდერული
გაუქმება
დაზოგავს
პარლამენტის ასიგნებებიდან გასაწევ ხარჯებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტის განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, პარლამენტის წევრებს დაუკავდებათ შესაბამისი
თვის ხელფასის 5% არა მხოლოდ პარლამენტის კომიტეტის სხდომის/პლენარული
სხდომის დატოვების შემთხვევაში, არამედ აგრეთვე პარლამენტის ბიუროს სხდომისა და
ამ რეგლამენტით გათვალისწინებული დროებითი კომისიის სხდომის დატოვების
შემთხვევაში, რაც ასეთი შემთხვევის დადგომისას შესაბამის პირებზე ფინანსურ გავლენას
მოახდენს. ფინანსური გავლენის მოცულობა დამოკიდებული იქნება ასეთ შემთხვევათა
რაოდენობაზე.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
რეგლამენტის პროექტი არ აწესებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება:
რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2 ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
რეგლამენტის
პროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება, −
მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. რეგლამენტის პროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის პროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
რეგლამენტის
პროექტის
მსგავსი
კანონის
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორები: შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, გიორგი
ვოლსკი, თეა წულუკიანი, გიორგი კახიანი, ნინო წილოსანი, შოთა ბერეკაშვილი, მაია
ბითაძე, გიორგი გაბუნია, არჩილ გორდულაძე, ირაკლი ზარქუა, რატი იონათამიშვილი,
პაატა კვიჟინაძე, ზაზა ლომინაძე, დავით მათიკაშვილი, ლევან მახაშვილი, გივი მიქანაძე,
გელა სამხარაული, ნიკოლოზ სამხარაძე, ვიქტორ სანიკიძე, ალექსანდრე ტაბატაძე, ირაკლი
ქადაგიშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, მარიამ ლაშხი, დიმიტრი სამხარაძე, რამინა
ბერიძე, ირმა ზავრადაშვილი, ეკა ჭიჭინაძე, სალომე ჯინჯოლავა, დათო კოდუა, არჩილ
ბერიძე, გრიგოლ აბესაძე, ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე დალაქიშვილი, სავალან
მირზოევი, ისკო დასენი, დავით შერაზადიშვილი, აკაკი ალადაშვილი, ზაალ დუგლაძე,
ზაურ დარგალი, თორნიკე ჭეიშვილი, ლევან მაჭავარიანი, გიორგი გუგუჩია, ნოდარ
ტურძელაძე, ვლადიმერ ბოჟაძე, ვლადიმერ კახაძე, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ირაკლი
ჭეიშვილი, გიორგი სოსიაშვილი, ლაშა ტალახაძე, ანტონ ობოლაშვილი, სუმბატ
კიურეღიანი, ზურაბ რურუა, გრეტა წიწავა, ანზორ ბოლქვაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ლიკა
შარტავა, გიორგი ბარვენაშვილი, შოთა ხაბარელი, ირაკლი ხელაძე, თენგიზ შარმანაშვილი,
თორნიკე ბერეკაშვილი, იმედა ნიკურაძე, ბეჟან წაქაძე, ვახტანგ თურნავა, ზვიად
შალამბერიძე, გივი ჭიჭინაძე, ირაკლი კირცხალია, ალუდა ღუდუშაური, გოდერძი
ჩანქსელიანი, გენო პეტრიაშვილი, გიორგი ხახუბია, გოჩა ენუქიძე, ედიშერ თოლორაია, გია
ბენაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, გიორგი ჭყონია, სამველ მანუკიანი.
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორები: შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, გიორგი
ვოლსკი, თეა წულუკიანი, გიორგი კახიანი, ნინო წილოსანი, შოთა ბერეკაშვილი, მაია
ბითაძე, გიორგი გაბუნია, არჩილ გორდულაძე, ირაკლი ზარქუა, რატი იონათამიშვილი,
პაატა კვიჟინაძე, ზაზა ლომინაძე, დავით მათიკაშვილი, ლევან მახაშვილი, გივი მიქანაძე,
გელა სამხარაული, ნიკოლოზ სამხარაძე, ვიქტორ სანიკიძე, ალექსანდრე ტაბატაძე, ირაკლი
ქადაგიშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, მარიამ ლაშხი, დიმიტრი სამხარაძე, რამინა
ბერიძე, ირმა ზავრადაშვილი, ეკა ჭიჭინაძე, სალომე ჯინჯოლავა, დათო კოდუა, არჩილ
ბერიძე, გრიგოლ აბესაძე, ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე დალაქიშვილი, სავალან
მირზოევი, ისკო დასენი, დავით შერაზადიშვილი, აკაკი ალადაშვილი, ზაალ დუგლაძე,
ზაურ დარგალი, თორნიკე ჭეიშვილი, ლევან მაჭავარიანი, გიორგი გუგუჩია, ნოდარ
ტურძელაძე, ვლადიმერ ბოჟაძე, ვლადიმერ კახაძე, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ირაკლი
ჭეიშვილი, გიორგი სოსიაშვილი, ლაშა ტალახაძე, ანტონ ობოლაშვილი, სუმბატ
კიურეღიანი, ზურაბ რურუა, გრეტა წიწავა, ანზორ ბოლქვაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ლიკა
შარტავა, გიორგი ბარვენაშვილი, შოთა ხაბარელი, ირაკლი ხელაძე, თენგიზ შარმანაშვილი,
თორნიკე ბერეკაშვილი, იმედა ნიკურაძე, ბეჟან წაქაძე, ვახტანგ თურნავა, ზვიად
შალამბერიძე, გივი ჭიჭინაძე, ირაკლი კირცხალია, ალუდა ღუდუშაური, გოდერძი
ჩანქსელიანი, გენო პეტრიაშვილი, გიორგი ხახუბია, გოჩა ენუქიძე, ედიშერ თოლორაია, გია
ბენაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, გიორგი ჭყონია, სამველ მანუკიანი.