„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.04.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, თეა წულუკიანი, გიორგი კახიანი, ნინო წილოსანი, შოთა ბერეკაშვილი, მაია ბითაძე, გიორგი გაბუნია, არჩილ გორდულაძე, ირაკლი ზარქუა, რატი იონათამიშვილი, პაატა კვიჟინაძე, ზაზა ლომინაძე, დავით მათიკაშვილი, ლევან მახაშვილი, გივი მიქანაძე, გელა სამხარაული, ნიკოლოზ სამხარაძე, ვიქტორ სანიკიძე, ალექსანდრე ტაბატაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, მარიამ ლაშხი, დიმიტრი სამხარაძე, რამინა (რიმა) ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ეკა ჭიჭინაძე, სალომე ჯინჯოლავა, დათო კოდუა, არჩილ ბერიძე, გრიგოლ აბესაძე, ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე დალაქიშვილი, სავალან მირზოევი, ისკო დასენი, დავით შერაზადიშვილი, აკაკი ალადაშვილი, ზაალ დუგლაძე, ზაურ დარგალი, თორნიკე ჭეიშვილი, ლევან მაჭავარიანი, გიორგი გუგუჩია, ნოდარ ტურძელაძე, ვლადიმერ ბოჟაძე, ვლადიმერ კახაძე, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ირაკლი ჭეიშვილი, გიორგი სოსიაშვილი, ლაშა ტალახაძე, ანტონ ობოლაშვილი, სუმბატ კიურეღიან, ზურაბ რურუა, გენრიეტა წიწავა, ანზორ ბოლქვაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ლიკა შარტავა, გიორგი ბარვენაშვილი, შოთა ხაბარელი, ირაკლი ხელაძე, თენგიზ შარმანაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, იმედა ნიკურაძე, ბეჟან წაქაძე, ვახტანგ თურნავა, ზვიად შალამბერიძე, გივი ჭიჭინაძე, ირაკლი კირცხალია, ალუდა ღუდუშაური, გოდერძი ჩანქსელიანი, გენო პეტრიაშვილი, გიორგი ხახუბია, გოჩა ენუქიძე, ედიშერ თოლორაია, გია ბენაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, გიორგი ჭყონია, სამველ მანუკიან
ნომერი
#07-3/49/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-07
ბიუროს ნომერი 39

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2023, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.020936) 41-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს პრემიერ-მინისტრი 10 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ერთ კანდიდატურას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად. 6. საქართველოს პარლამენტი კანდიდატურის წარდგენიდან არაუგვიანეს 14 დღისა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს. თუ ეს ვადა მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა საქართველოს პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის არჩევისთვის ამ პუნქტით განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება. თუ საქართველოს პარლამენტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს კენჭისყრით ვერ აირჩევს ან თუ კანდიდატი კენჭისყრამდე უარს იტყვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არჩევაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2 კვირის ვადაში აცხადებს ხელახალ კონკურსს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე “ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ : ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი : ა.ა.ა) პრობლემა , რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონ პროექტი : „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის საჭიროება გამომდინარეობს საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტის ინიციირებიდან და მიზნად ისახავს ტექნიკური თვალსაზრისით კანონის მასთან შესაბამისობაში მოყვანას. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარუდგენს ერთ კანდიდატურას ნაცვლად ორისა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა : „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მოითხოვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონ პროექტის მოსალოდნელი შედეგები : კანონპროექტის მიღების შედეგად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს პარლამენტსათვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კანდიდატურის წარდგენას, შესაბამისობაში იქნება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამის ნორმებთან. ა.გ) კანონ პროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარუდგენს ერთ კანდიდატურას. საქართველოს პარლამენტი კანდიდატურის წარდგენიდან არაუგვიანეს 14 დღისა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით აირჩევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს. თუ ეს ვადა მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა საქართველოს პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 1 არჩევისთვის განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება. თუ საქართველოს პარლამენტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს კენჭისყრით ვერ აირჩევს ან თუ კანდიდატი კენჭისყრამდე უარს იტყვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არჩევაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2 კვირის ვადაში აცხადებს ხელახალ კონკურსს. ა.დ) კანონ პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან , ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში ): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ (კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული). ა.ე) კანონ პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი , ხოლო კანონისათის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება : იქიდან გამომდინარე, რომ ახალი რეგლამენტის პროექტი ამოქმედდება 2025 წლის 1 ივლისს, აღნიშნული კანონპროექტის ამოქმედების ვადად, ასევე, განისაზღვრა 2025 წლის 1 ივლისი. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონ პროექტის დასაბუთება (თუ დაჩქარებული ინიციატორი წესით განხილვის ითხოვს მიზეზები კანონ პროექტის და შესაბამისი დაჩქარებული წესით განხილვას ): ინიციატორები არ ითხოვენ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონ პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონ პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონ პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო : კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან. ბ.ბ) კანონ პროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე : კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონ პროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე : 2 კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები , კანონ პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით : კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონ პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის , რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონ პროექტის მოქმედება , იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის მოსალოდნელია ბუნებისა და მიმართულების კანონ პროექტით განსაზღვრულ მითითებით , ქმედებებს რომლებზედაც ჰქონდეს პირდაპირი გავლენა : კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონ პროექტით დადგენილი გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი : კანონპროექტი არ აწესებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონ პროექტის ზეგავლენის შეფასება : კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2 ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება : კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონ პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან : გ.ა) კანონ პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან : კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. 3 გ.ბ) კანონ პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან : კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონ პროექტის მიმართება ხელშეკრულებებთან და ხელშეკრულების /შეთანხმების საქართველოს ორმხრივ შეთანხმებებთან , არსებობის და მრავალმხრივ აგრეთვე , შემთხვევაში , რომელსაც ისეთი უკავშირდება კანონ პროექტის მომზადება , − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი : კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში , ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე მხრივ , ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან : ასეთი არ არსებობს. დ) კანონ პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები : დ.ა) სახელმწიფო , არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება , ექსპერტი , სამუშაო ჯგუფი , რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონ პროექტის შემუშავებაში , ასეთის არსებობის შემთხვევაში : ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონ პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების , სამუშაო ჯგუფის , ექსპერტის შეფასება კანონ პროექტის მიმართ , ასეთის არსებობის შემთხვევაში : ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონ პროექტის მსგავსი კანონის იმპლემენტაციის სფეროში , იმ გამოცდილების მიმოხილვა , რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონ პროექტის მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში : ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონ პროექტის ავტორი : 4 საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, თეა წულუკიანი, გიორგი კახიანი, ნინო წილოსანი, შოთა ბერეკაშვილი, მაია ბითაძე, გიორგი გაბუნია, არჩილ გორდულაძე, ირაკლი ზარქუა, რატი იონათამიშვილი, პაატა კვიჟინაძე, ზაზა ლომინაძე, დავით მათიკაშვილი, ლევან მახაშვილი, გივი მიქანაძე, გელა სამხარაული, ნიკოლოზ სამხარაძე, ვიქტორ სანიკიძე, ალექსანდრე ტაბატაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, მარიამ ლაშხი, დიმიტრი სამხარაძე, რამინა ბერიძე, ირმა ზავრადაშვილი, ეკა ჭიჭინაძე, სალომე ჯინჯოლავა, დათო კოდუა,არჩილ ბერიძე, გრიგოლ აბესაძე, ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე დალაქიშვილი, სავალან მირზოევი, ისკო დასენი, დავითი შერაზადიშვილი, აკაკი ალადაშვილი, ზაალ დუგლაძე, ზაურ დარგალი, თორნიკე ჭეიშვილი, ლევან მაჭავარიანი, გიორგი გუგუჩია, ნოდარ ტურძელაძე, ვლადიმერ ბოჟაძე, ვლადიმერ კახაძე, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ირაკლი ჭეიშვილი, გიორგი სოსიაშვილი, ლაშა ტალახაძე, ანტონ ობოლაშვილი, სუმბატ კიურეღიან, ზურაბ რურუა, გრეტა წიწავა, ანზორ ბოლქვაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ლიკა შარტავა, გიორგი ბარვენაშვილი, შოთა ხაბარელი, ირაკლი ხელაძე, თენგიზ შარმანაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, იმედა ნიკურაძე, ბეჟან წაქაძე, ვახტანგი თურნავა, ზვიად შალამბერიძე, გივი ჭიჭინაძე, ირაკლი კირცხალია, ალუდა ღუდუშაური, გოდერძი ჩანქსელიანი, გენო პეტრიაშვილი, გიორგი ხახუბია, გოჩა ენუქიძე, ედიშერ თოლორაია, გია ბენაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, გიორგი ჭყონია, სამველ მანუკიან. ვ) კანონ პროექტის ინიციატორი : საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, თეა წულუკიანი, გიორგი კახიანი, ნინო წილოსანი, შოთა ბერეკაშვილი, მაია ბითაძე, გიორგი გაბუნია, არჩილ გორდულაძე, ირაკლი ზარქუა, რატი იონათამიშვილი, პაატა კვიჟინაძე, ზაზა ლომინაძე, დავით მათიკაშვილი, ლევან მახაშვილი, გივი მიქანაძე, გელა სამხარაული, ნიკოლოზ სამხარაძე, ვიქტორ სანიკიძე, ალექსანდრე ტაბატაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, მარიამ ლაშხი, დიმიტრი სამხარაძე, რამინა ბერიძე, ირმა ზავრადაშვილი, ეკა ჭიჭინაძე, სალომე ჯინჯოლავა, დათო კოდუა,არჩილ ბერიძე, გრიგოლ აბესაძე, ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე დალაქიშვილი, სავალან მირზოევი, ისკო დასენი, დავითი შერაზადიშვილი, აკაკი ალადაშვილი, ზაალ დუგლაძე, ზაურ დარგალი, თორნიკე ჭეიშვილი, ლევან მაჭავარიანი, გიორგი გუგუჩია, ნოდარ ტურძელაძე, ვლადიმერ ბოჟაძე, ვლადიმერ კახაძე, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ირაკლი ჭეიშვილი, გიორგი სოსიაშვილი, ლაშა ტალახაძე, ანტონ ობოლაშვილი, სუმბატ კიურეღიან, ზურაბ რურუა, გრეტა წიწავა, ანზორ ბოლქვაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ლიკა შარტავა, გიორგი ბარვენაშვილი, შოთა ხაბარელი, ირაკლი ხელაძე, თენგიზ შარმანაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, იმედა ნიკურაძე, ბეჟან წაქაძე, ვახტანგი თურნავა, ზვიად შალამბერიძე, გივი ჭიჭინაძე, ირაკლი კირცხალია, ალუდა ღუდუშაური, გოდერძი ჩანქსელიანი, გენო პეტრიაშვილი, გიორგი ხახუბია, გოჩა ენუქიძე, ედიშერ თოლორაია, გია ბენაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, გიორგი ჭყონია, სამველ მანუკიან. 5