„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/38/11; 01/05/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-13
ბიუროს ნომერი 46
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევას, რომელშიც
ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, და
აღნიშნულის
სამინისტროს
მიერ
დადგენილი
წესით
დადასტურებას,
რის
საფუძველზედაც გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტი − დიპლომი და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტი.“.
2. 213 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლობის უფლება მასწავლებლის მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მოპოვებული მასწავლებლის
მომზადების სერტიფიკატის მიხედვით.“;
ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად
მოპოვებული მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის მიხედვით.“.
3. 22-ე მუხლის 62 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,62. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განათლების სფეროში
უფლებამოსილი სამინისტრო უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების, მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „ჩ7.ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული რესურსსკოლების, პანსიონური მომსახურების
დაფინანსებას.“.
4. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 23. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დამატებითი საგანმანათლებლო და
სააღმზრდელო მომსახურების დაფინანსება
სამეურვეო საბჭოს მოთხოვნის საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ტერიტორიაზე განათლების სფეროში უფლებამოსილმა სამინისტრომ შეიძლება
აანაზღაუროს დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების
ხარჯები.“.
5. 26-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის ,,ვ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ3) ამტკიცებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი
განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესსა და
პირობებს;“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა
განსახორციელებლად
სამინისტრო,
„საქართველოს
მთავრობის
სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქმნის, გარდაქმნის და აუქმებს საკუთარ
ტერიტორიულ ორგანოებს, ამტკიცებს მათ დებულებებს, თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ ორგანოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს.
სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები ფინანსდებიან საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.“.
6. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 29. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე –
განათლების სფეროში უფლებამოსილ შესაბამის სამინისტროთა უფლებამოსილება ზოგადი
განათლების სფეროში
1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების
სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტრო შესაბამისი ავტონომიური
რესპუბლიკის ტერიტორიაზე:
ა) არის ზოგადი განათლების სისტემის მართვის ძირითადი რგოლი, ატარებს ერთიან
სახელმწიფო პოლიტიკას ზოგადი განათლების სფეროში;
ბ) უზრუნველყოფს ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის
შესრულებას;
გ) ორგანიზებას უწევს ეროვნული სასწავლო გეგმების დანერგვას;
დ) სამინისტროს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად უზრუნველყოფს ყველა
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების
სამინისტროს
მიერ
დადგენილ
ნორმატივებთან შესაბამისობას;
ე) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასებებს სამინისტროს
მიერ დადგენილი წესით;
ვ) სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს ზოგადსაგანმანათლებლო, სკოლისგარეშე
საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების წესდებებს;
ზ) აფუძნებს სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს კერძო სამართლის
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით;
თ) ამ კანონითა და ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე აქტებით
დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლის დირექტორს, დირექტორის
მოვალეობის შემსრულებელს, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის
მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი
მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის
თანამდებობის
არარსებობის
შემთხვევაში
−
სკოლის
სხვა
თანამშრომლის
უფლებამოსილებასა და უფლებამოსილების შეწყვეტას და აღნიშნულ მონაცემებს
სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. მონაცემთა
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაცია იწვევს მათ ძალაში
შესვლას;
ი) ახორციელებს ზოგადი განათლების დაფინანსებას ამ კანონით გათვალისწინებული
წესით;
კ ) ატარებს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსს;
ლ) გასცემს თანხმობას სკოლის დირექტორის შვებულებაში გასვლაზე; დისკრეციული
უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას მისი შვებულებიდან
გამოძახების შესახებ;
მ) სამინისტროს დასანიშნად წარუდგენს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრის
კანდიდატურას; სამინისტროს წინაშე აყენებს წინადადებას მისი სამეურვეო საბჭოდან
გამოწვევის თაობაზე;
ნ) უფლებამოსილია გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს საჯარო სკოლის სამეურვეო
საბჭო, თუ იგი უკანონოდ გაათავისუფლებს დირექტორს, რაც დადასტურებულია
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილებით;
ო) უფლებამოსილია ამ კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 41-ე მუხლის მე-4 პუნქტითა
და 44-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის
მოვალეობის შემსრულებელი;
პ) გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილზე შეისწავლის საჯარო სკოლის მიერ
საქართველოს კანონმდებლობის შესრულებას;
ჟ) სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად იბარებს საჯარო სკოლის გასული
წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის შესრულების, სასწავლო
პროცესისა და ფინანსური საქმიანობის შესახებ;
რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით განსაზღვრულ
სხვა უფლებამოსილებებს.
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების
სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტრო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად შექმნას,
გარდაქმნას და გააუქმოს საკუთარი ტერიტორიული ორგანოები შესაბამისი ავტონომიური
რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, დაამტკიცოს მათი დებულებები, თანამდებობაზე
დანიშნოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს მათი უფროსები და მოადგილეები.
3. თუ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესახებ საქართველოსა და
შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის
განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს არსებობა, ამ მუხლის
პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს
სამინისტრო ამ კანონით დადგენილი წესით.“.
7. 41-ე მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,41. არჩეული დირექტორის ან დანიშნული დირექტორის/დირექტორის მოვალეობის
შემსრულებლის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაცია იწვევს
დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.”.
8. 56-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებს,
რომლებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე
ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, კერძო სამართლის არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესაბამის სფეროში უფლებამოსილი სამინისტრო, რომელიც
ამტკიცებს ამ დაწესებულების წესდებას, ნიშნავს და ათავისუფლებს მის ხელმძღვანელს.“.
9. 58-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ1“ ქვეპუნქტი, 27-ე მუხლის 11 პუნქტი და
29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011-2012 სასწავლო წლის
დასაწყისიდან.".
10. 632 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 632 . აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სახელმწიფოს მიერ
გადაცემული საჯარო სკოლის ქონების განკარგვა
ამ კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლება აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განათლების სფეროში უფლებამოსილ
სამინისტროს მიენიჭოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე
შესაბამისი პირობების შექმნის შემდეგ.“.
მუხლი 2.
ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული საშუალო პროფესიული განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი გათანაბრებულია სრული ზოგადი
განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან.
მუხლი 3.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ამ კანონის
ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ
კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 4.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2024-2025 სასწავლო წლიდან ზოგადი განათლების საფეხურზე დაიწყო მნიშვნელოვანი
რეფორმის პილოტირება. კერძოდ, პროფესიული პროგრამების ზოგადსაგანმანათლებლო
სკოლებში ინტეგრირების მიზნით შეირჩა 20 საპილოტე სკოლა თბილისისა და სხვა
რეგიონების მასშტაბით. აღნიშნული ინიციატივა დამამთავრებელი კლასის (XI-XII
კლასების) მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, სკოლაშივე, სრული ზოგადი განათლების
პარალელურად დაეუფლონ პროფესიას. გასათვალისწინებელია, რომ „ზოგადი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იმ საშუალო პროფესიულ
საგანმანათლებლო პროგრამის, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების
საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, დაძლევის შემდგომ გაიცემა საშუალო
პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, რომელიც
გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან.
მიზანშეწონილია, რომ საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტთან - დიპლომთან ერთად გაიცემოდეს სრული ზოგადი განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცვლილება შედის
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“
ქვეპუნქტსა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ3“ ქვეპუნქტში.
,,უმაღლესი განათლების შესახებ კანონის“ საქართველოს კანონის 472 მუხლის მე-2
პუნქტის შესაბამისად, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლა
შეუძლია ნებისმიერ ბაკალავრს, მათ შორის მათაც, ვისაც დიპლომით არ უდასტურდებათ
ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის, საგნობრივი ჯგუფის სპეციალობა.
აღნიშნულის შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ახორციელებენ
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას და იხარჯება სახელმწიფო
რესურსი, თუმცა ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში არ არსებობს
მკაფიო ჩანაწერი, რომ ამ პირებს მასწავლებლად დასაქმების საშუალება მიეცემათ.
წარმოდგენილი ცვლილებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213
მუხლის პირველ პუნქტს დაემატება „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც მასწავლებლად
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმების უფლება ექნება პირს, რომელსაც
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად
მოპოვებული ექნება მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი. გასათვალისწინებელია,
რომ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისას
სავალდებულოა აპლიკანტის მიერ დადგენილი წინაპირობების დაკმაყოფილება. კერძოდ,
„პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის
დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016
წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის თანახმად,
„მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტის ჩარიცხვის
საფუძველია:
ა) საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის
ჩაბარება.
ზემოთ აღნიშნულიდან ერთმნიშვნელოვნად გამომდინარეობს, რომ პირის მიერ
მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის მოპოვება უკვე ნიშნავს, რომ პირს ჩაბარებული
აქვს შესაბამისი საგნის გამოცდა. ასევე, აქვს სულ მცირე ბაკალავრის ხარისხი ,,უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 472 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე.
ცვლილებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლის მე-3
პუნქტს ემატება „ვ“ ქვეპუნქტი, რითაც იმ პირებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა
და
უდასტურდებათ
მასწავლებლობის
უფლება
მასწავლებლის
მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მოპოვებული მასწავლებლის
მომზადების სერტიფიკატის მიხედვით, მიეცემათ სპეციალურ მასწავლებლად დასაქმების
შესაძლებლობა.
წარმოდგენილი ცვლილებები, ხელს უწყობს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში
ვაკანსიების შევსებას კვალიფიციური კადრებით და სწავლა-სწავლების პროცესის
გაუმჯობესებას.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან პროფესიული განათლების სისტემაში დაიწყო
ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა, რომელიც
გულისხმობს, საშუალო პროფესიული განათლების პროგრამაში ზოგადი განათლების
საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირებას. აღნიშნული პროგრამების დანერგვის
საფუძველი გახდა შესაბამისი ჩანაწერები „პროფესიული განათლების შესახებ“
საქართველოს კანონისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში და
შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები.
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი
პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტრო „ამტკიცებს იმ პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული
ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესს,
რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის
შედეგები“, ხოლო ამავე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად
„ამტკიცებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების
საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესსა და პირობებს“.
მოგეხსენებათ, რომ ინტეგრირებული პროგრამების დანერგვის პროცესი სწორედ შესაბამის
კანონქვემდებარე აქტების ფარგლებში ხორციელდება. კერძოდ, 2019 წლის 19 ივლისის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცდა „პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი
განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის მიერ
მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების
დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ №48/ნ ბრძანება, ხოლო 2019 წლის 19
აგვისტოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის
მიერ დამტკიცდა „საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი
განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესისა და
პირობების დამტკიცების შესახებ“ №170/ნ ბრძანება.
აღნიშნულის შესაბამისად, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6
მუხლის 12 პუნქტი გვთავაზობს შემდეგ ჩანაწერს - „ზოგადი განათლების
დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშსა და იმ საშუალო პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული
ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესს,
რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის
შედეგები, ამტკიცებს სამინისტრო“. როგორც ზემოთ აღინიშნა, აღნიშნული უკვე
დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2019 წლის 19
ივლისის №48/ნ ბრძანებით „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში,
რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის
შედეგები, პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო
საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“. თუმცა,
,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის
,,ვ3“ ქვეპუნქტში გვხდება ჩანაწერი, რომ სამინიტრო ამტკიცებს „იმ საშუალო პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის
სწავლის შედეგების დადასტურების შეფასების ფორმას, რომელშიც ინტეგრირებულია
ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, და პროგრამას“.
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი
პუნქტის შესაბამისად „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას შეიმუშავებს და
ამტკიცებს შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულება“, ხოლო მე-3 პუნქტის
შესაბამისად „საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა სამინისტროს მიერ
დადგენილი წესით უნდა მოიცავდეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის
შედეგებს“. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ3“ ქვეპუნქტი შესაბამისობაში მოვიდეს
,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ჩანაწერებთან და შესაბამის
კანონქვემდებარე აქტებთან და ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით: „ამტკიცებს საშუალო
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის
სწავლის შედეგების ინტეგრირების წესსა და პირობებს“.
გარდა ამისა, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის 41
პუნქტის თანახმად, დირექტორის არჩევა ან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის
შემსრულებლის
დანიშვნა
იწვევს
დირექტორის
მოადგილის/მოადგილეების
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, ხოლო „საჯარო სკოლის დირექტორის,
დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში –
მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის
რეგისტრაციის წესის“ თანახმად, შესაბამისი სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული
დირექტორის და მინისტრის მიერ დანიშნული დირექტორის/დირექტორის მოვალეობის
შემსრულებლის უფლებამოსილება ძალაშია განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან. ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის თანახმად, მოადგილის უფლებამოსილება ვადამდე წყდება დირექტორის არჩევის
და დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის მომენტიდან.
ვინაიდან, შესაძლებელია, რომ სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის არჩევის ან
მინისტრის მიერ დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის
თარიღი და მათი უფლებამოსილების მართვის სისტემაში რეგისტრაციის თარიღი
განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, წარმოდგენილი ცვლილებით დირექტორის
მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტა განხორციელდება არჩეული
დირექტორის ან მინისტრის მიერ დანიშნული დირექტორის/დირექტორის მოვალეობის
შემსრულებლის
მომენტიდან.
განათლების
მართვის
საინფორმაციო
სისტემაში
რეგისტრაციის
პროექტის შესაბამისად, კანონში, ასევე, ტექნიკურად სწორდება აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე შესაბამის სამინისტროთა დასახელებები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
2024-2025 სასწავლო წლიდან ზოგადი განათლების საფეხურზე დაიწყო მნიშვნელოვანი
რეფორმის პილოტირება. კერძოდ, პროფესიული პროგრამების ზოგადსაგანმანათლებლო
სკოლებში ინტეგრირების მიზნით შეირჩა 20 საპილოტე სკოლა თბილისისა და სხვა
რეგიონების მასშტაბით. აღნიშნული ინიციატივა დამამთავრებელი კლასის (XI-XII
კლასების) მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, სკოლაშივე, სრული ზოგადი განათლების
პარალელურად დაეუფლონ პროფესიას. გასათვალისწინებელია, რომ „ზოგადი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იმ საშუალო პროფესიულ
საგანმანათლებლო პროგრამის, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების
საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, დაძლევის შემდგომ გაიცემა საშუალო
პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, რომელიც
გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან.
მიზანშეწონილია, რომ საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტთან - დიპლომთან ერთად გაიცემოდეს სრული ზოგადი განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი.
მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში
დასაქმების
უფლება
მიეცეს
პირს,
რომელსაც
მასწავლებლის
მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მოპოვებული ექნება მასწავლებლის
მომზადების სერტიფიკატი. ასევე, იმ პირებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და
უდასტურდებათ
მასწავლებლობის
უფლება
მასწავლებლის
მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მოპოვებული მასწავლებლის
მომზადების სერტიფიკატის მიხედვით, მიეცემათ სპეციალურ მასწავლებლად დასაქმების
შესაძლებლობა.
მნიშვნელოვანია, რომ ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის
პირველი პუნქტის ,,ვ3“ ქვეპუნქტი შესაბამისობაში მოვიდეს ,,პროფესიული განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონის ჩანაწერებთან და შესაბამის კანონქვემდებარე აქტებთან და
ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით: „ამტკიცებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო
პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების
ინტეგრირების წესსა და პირობებს“.
გარდა ზემოხსენებულისა, ვინაიდან, შესაძლებელია, რომ სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ
დირექტორის არჩევის ან მინისტრის მიერ დირექტორის/დირექტორის მოვალეობის
შემსრულებლის დანიშვნის თარიღი და მათი უფლებამოსილების მართვის სისტემაში
რეგისტრაციის თარიღი განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, წარმოდგენილი ცვლილებით
აუცილებელია
დაზუსტდეს,
რომ
დირექტორის
მოადგილის/მოადგილეების
უფლებამოსილების შეწყვეტა განხორციელდება არჩეული დირექტორის ან მინისტრის
მიერ დანიშნული დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განათლების
მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან.
ასევე, ტექნიკური თვალსაზრისით სწორდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების ტერიტორიებზე შესაბამის სამინისტროთა დასახელებები.
შესაბამისად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია საკანონმდებლო
ცვლილების განხორციელება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით:
საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად,
რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის
შედეგები, დიპლომთან ერთად გაიცემა სრული ზოგადი განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი);
შეიცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ:
იმ პირებს, რომლებსაც აქვთ მასწავლებლობის უფლება მასწავლებლის
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად
მოპოვებული მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის მიხედვით
მიეცემათ მასწავლებლად დასაქმების შესაძლებლობა;
იმ პირებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და უდასტურდებათ
მასწავლებლობის უფლება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამის დასრულების შედეგად მოპოვებული მასწავლებლის
მომზადების
სერტიფიკატის
მიხედვით
მიეცემათ
სპეციალურ
მასწავლებლად დასაქმების შესაძლებლობა;
,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი
პუნქტის ,,ვ3“ ქვეპუნქტი შესაბამისობაში მოვა ,,პროფესიული განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის ჩანაწერთან;
დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
განხორციელდება არჩეული დირექტორის ან მინისტრის მიერ დანიშნული
დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან;
ტექნიკურად გასწორდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების
ტერიტორიებზე შესაბამის სამინისტროთა დასახელებები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად:
საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად,
რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის
შედეგები, დიპლომთან ერთად გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტი (ატესტატი);
შეიცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ:
იმ პირებს,
რომლებსაც აქვთ მასწავლებლობის უფლება მასწავლებლის
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მოპოვებული
მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის მიხედვით მიეცემათ მასწავლებლად
დასაქმების შესაძლებლობა;
იმ პირებს,
რომლებსაც ჩაბარებული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და უდასტურდებათ
მასწავლებლობის უფლება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამის დასრულების შედეგად მოპოვებული მასწავლებლის მომზადების
სერტიფიკატის მიხედვით მიეცემათ სპეციალურ მასწავლებლად დასაქმების
შესაძლებლობა;
,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი
პუნქტის ,,ვ3“ ქვეპუნქტი შესაბამისობაში მოვა ,,პროფესიული განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის ჩანაწერთან;
დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
განხორციელდება არჩეული დირექტორის ან მინისტრის მიერ დანიშნული
დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან;
ტექნიკურად გასწორდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების
ტერიტორიებზე შესაბამის სამინისტროთა დასახელებები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის
დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება
განხორციელდება სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისა, ინტეგრირებული
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო
დაწესებულებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მიერ.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
წარმოდგენილი ცვლილება ხელს უწყობს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში
ვაკანსიების შევსებას მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის მქონე პირებით.
შესაბამისად, ამ პირებს გაუჩნდებათ შემოსავალი, რაც თავის მხრივ აისახება სახელმწიფო
ბიუჯეტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, დასაქმებული პირების მიერ მიღებული ანაზღაურებიდან
გადახდილი საშემოსავლო გადასახადების სახით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი ცვლილება ხელს უწყობს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში
ვაკანსიების შევსებას კვალიფიციური კადრებით და სწავლა-სწავლების პროცესის
გაუმჯობესებას. აღნიშნულ ვაკანტურ პოზიციებზე გასაცემი ხელფასი საჯარო სკოლას
დამტკიცებული აქვს შესაბამისი წლის დასაწყისში, რაც ფინანსდება შესაბამისი წლის
სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჯარო სკოლებისათვის გამოყოფილი ასიგნებების
ფარგლებში.
კანონის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული დიპლომის ადმინისტრირების ხარჯს
გაწევს
ინტეგრირებული
პროფესიული
საგანმანათლებლო
პროგრამის
განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება. ხოლო, სრული ზოგადი
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ადმინისტრირების ხარჯი დაიფარება სსიპ
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისათვის გამოყოფილი ასიგნებების
ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
წარმოდგენილი ცვლილება ხელს უწყობს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში
ვაკანსიების შევსებას კვალიფიციური კადრებით და სწავლა-სწავლების პროცესის
გაუმჯობესებას. კერძოდ, პროექტით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში
დასაქმების
უფლება
ექნება
პირს,
რომელსაც
მასწავლებლის
მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მოპოვებული ექნება მასწავლებლის
მომზადების სერტიფიკატი.
აღსანიშნავია, რომ კანონის დღეს მოქმედი რედაქციით მასწავლებლის მომზადების
სერტიფიკატი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას უზრუნველყოფდა მხოლოდ
იმ პირთათვის, რომლებსაც ჰქონდათ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული
საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული
აკადემიური ხარისხი. აღნიშნული ცვლილებით, ახალი კადრების დასაქმება ასევე
მოხდება კერძო სკოლებშიც, შესაბამისად წინამდებარე კანონპროექტი გავლენას იქონიებს
კერძო სკოლების შესაბამის ბიუჯეტზეც.
ასევე, ცვლილება არ გამოიწვევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის
დამატებით ფინანსურ ხარჯს, ვინაიდან მათ მიერ განხორციელებული პროგრამების
ბიუჯეტი, პროგრამაზე ჩარიცხული აპლიკანტების რაოდენობა წინასწარ არის
დადგენილი, ხოლო კანონპროექტი აპლიკანტთა რაოდენობის ხელოვნურად ზრდას არ
ითვალისწინებს.
დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნასა და განათლების
მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციას შორის სხვაობის პერიოდით
გაუხანგრძლივდებათ დირექტორის მოადგილეებს უფლებამოსილება და მიიღებენ
შესაბამის ანაზღაურებას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი
(ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ
მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.