„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.05.2025
ავტორი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/38/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-13
ბიუროს ნომერი 46

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.10.2018, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.05.001.019178) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ერთ-ერთ პროგრამაზე ჩარიცხვიდან 3 თვის ვადაში შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას წარუდგინოს საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მასთან გათანაბრებული დოკუმენტი ან განათლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, რომელიც აღნიშნულ პირს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საბაზო ზოგადი განათლების/სრული ზოგადი განათლების მიღების საფუძველზე გადაეცა. პირი თავისუფლდება აღნიშნული დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებისაგან იმ შეთხვევაში თუ მის მიერ ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის დაძლევა დასტურდება პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.“. 2. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები გაიცემა დიპლომი და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.“. 3. 22-ე მუხლის პირველი პუნქტს ,,ღ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ღ3“ და ,,ღ4“ ქვეპუნქტები: ,,ღ3) ამტკიცებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული პროფესიული განათლების აღიარების წესს; ღ4) ამტკიცებს პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების წესს;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში. ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვიდან 3 თვის ვადაში პროფესიულმა სტუდენტმა შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას უნდა წარუდგინოს საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მასთან გათანაბრებული დოკუმენტი ან განათლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, რომელიც აღნიშნულ პირს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საბაზო ზოგადი განათლების/სრული ზოგადი განათლების მიღების საფუძველზე გადაეცა. გამომდინარე იქედან, რომ პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულია როგორც ზოგადი, ისე პროფესიული განათლების სისტემის მონაცემები, მიზანშეწონილია ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც პირი ვალდებული აღარ იქნება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვიდან 3 თვის ვადაში შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას წარუდგინოს საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მასთან გათანაბრებული დოკუმენტი ან განათლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, იმ შეთხვევაში თუ მისი ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის დაძლევა დასტურდება სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაში. ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდგომ, ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით გაიცემა დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან. 2024 წლიდან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო ინტეგრირებული პროგრამების დანერგვა საჯარო სკოლებში. აღნიშნული ინიციატივა ემსახურება პროფესიული განათლების იმიჯის გაუმჯობესების, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობისა და სისტემაში ახალგაზრდების ჩართულობის მაჩვენებლის ზრდას. შესაბამისად, 2024 წლიდან დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საშუალება აქვთ, სკოლაშივე, სრულ ზოგად განათლებასთან ერთად დაეუფლონ პროფესიას. პროფესიული განათლების სისტემის მოქნილობის უზრუნველყოფისა და მიმზიდველობის გაზრდის მიზნით, ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვანია დიპლომთან ერთად გაიცეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი), რისთვისაც საჭიროა შესაბამისი ცვლილების განხორციელება "პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონსა და "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული პროფესიული განათლების აღიარების წესის შემუშავებისთვის საკანონმდებლო საფუძვლის შექმნის მიზნით საჭიროა ცვლილებების შეტანა ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში. ცვლილების განხორციელების შემდგომ, შესაძლებელი გახდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული პროფესიული განათლების აღიარების მექანიზმის შემუშავება და ამოქმედება, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის პროფესიული განათლების სისტემას. 2024 წლის ოქტომბერში დამტკიცდა პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი მოდელი (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა შემდეგი რეგულაციები: პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესი და პირობები; სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაცემის წესი და პირობები; პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი და პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი). ახალი მოდელი ამოქმედდება 2026 წლის პირველი იანვრიდან და მისი ერთერთი მნიშვნელოვანი ასპექტია პროფესიული განათლების მასწავლებლების მომზადება და უწყვეტი პროფესიული განვითარება. პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესი ითვალისწინებს პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის შემუშავებას, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული განათლების სისტემაში კვალიფიციური მასწავლებლების შემოსვლას. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებების განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის უფლების მოპოვების წესის შექმნისათვის საკანონმდებლო საფუძვლის შექმნა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულია როგორც ზოგადი, ისე პროფესიული განათლების სისტემის მონაცემები. აღნიშნულის გათვალისწინებით მიზანშეწონილია ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც პირი ვალდებული აღარ იქნება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვიდან 3 თვის ვადაში შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას წარუდგინოს საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მასთან გათანაბრებული დოკუმენტი ან განათლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, იმ შეთხვევაში თუ მისი ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის დაძლევა დასტურდება პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაში. პროფესიული განათლების სისტემის მოქნილობის უზრუნველყოფისა და მიმზიდველობის გაზრდის მიზნით, ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვანია დიპლომთან ერთად გაიცეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი), რისთვისაც საჭიროა შესაბამისი ცვლილების განხორციელება "პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონში. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული პროფესიული განათლების აღიარების წესის შემუშავებისთვის საკანონმდებლო საფუძვლის შექმნის მიზნით საჭიროა ცვლილების შეტანა ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში. ცვლილების განხორციელების შემდგომ, შესაძლებელი გახდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული პროფესიული განათლების აღიარების მექანიზმის შემუშავება და ამოქმედება, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის პროფესიული განათლების სისტემას. 2024 წლის ოქტომბერში დამტკიცდა პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი მოდელი (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა შემდეგი რეგულაციები: პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესი და პირობები; სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაცემის წესი და პირობები; პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი და პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი). ახალი მოდელი ამოქმედდება 2026 წლის პირველი იანვრიდან და მისი ერთერთი მნიშვნელოვანი ასპექტია პროფესიული განათლების მასწავლებლების მომზადება და უწყვეტი პროფესიული განვითარება. პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესი ითვალისწინებს პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის შემუშავებას, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული განათლების სისტემაში კვალიფიციური მასწავლებლების შემოსვლას. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებების განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის უფლების მოპოვების წესის შექმნისათვის საკანონმდებლო საფუძვლის შექმნა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად,    პირი ვალდებული აღარ იქნება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვიდან 3 თვის ვადაში შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას წარუდგინოს საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მასთან გათანაბრებული დოკუმენტი ან განათლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, იმ შეთხვევაში თუ მისი ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის დაძლევა დასტურდება პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაში; საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, დიპლომთან ერთად გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი); გაჩნდება საკანონმდებლო საფუძველი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული პროფესიული განათლების აღიარების წესის, ასევე, პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების წესის შემუშავებისთვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმადაც პირი ვალდებული აღარ იქნება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვიდან 3 თვის ვადაში შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას წარუდგინოს საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მასთან გათანაბრებული დოკუმენტი ან განათლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, იმ შეთხვევაში თუ მისი ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის დაძლევა დასტურდება პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაში. ასევე, პროექტის შესაბამისად, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, დიპლომთან ერთად გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი). გარდა ამისა, გაჩნდება საკანონმდებლო საფუძველი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული პროფესიული განათლების აღიარების წესის, ასევე, პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების წესის შემუშავებისთვის. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისა და ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული დიპლომის ადმინისტრირების ხარჯს გაწევს ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება. ხოლო, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ადმინისტრირების ხარჯი დაიფარება სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება ვალდებულების აღებას. არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს მოსალოდნელ ფინანსური შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.