„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/38/11; 01/05/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-13
ბიუროს ნომერი 46
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე” საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
30/07/2024, სარეგისტრაციო კოდი: 430050000.05.001.102336) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 621 მუხლი:
„მუხლი 621. ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობისა და საშუალო საფეხურის
ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
1.
ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილება შეეხება აგრეთვე
იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს IX კლასში იქნებიან.
2.
ის პირები, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს ექსტერნატის წესით დაძლევენ
ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის IX კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით
დადგენილ მიღწევის დონეს და მათი ასაკი შეესაბამება ან აღემატება 2024-2025 სასწავლო წელს
X კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ კატეგორიას, 2024-2025 სასწავლო წლიდან სწავლას
გააგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის შესაბამის კლასში.
3. ის მოსწავლეები, რომლებსაც მოსწავლის სტატუსი 2024-2025 სასწავლო წლის ჩათვლით
ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასში შეუჩერდათ და რომლებიც ამ სტატუსს
2025-2026 სასწავლო წლიდან აღიდგენენ, სწავლას გააგრძელებენ ზოგადი განათლების
საშუალო საფეხურის XI კლასში.
4. ის მოსწავლეები, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს ვერ დაძლევენ ზოგადი განათლების
საშუალო საფეხურის X კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის
დონეს, 2025-2026 სასწავლო წლიდან სწავლას გააგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო
საფეხურის XI კლასში.
5. საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს იმ საშუალო პროფესიულ
საგანმანათლებლო პროგრამას, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო
საფეხურის
სწავლის
შედეგები,
უფლებამოსილია
იმ
საშუალო
პროფესიულ
საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების
საშუალო საფეხურის 3 წლის სწავლის შედეგები, 2025 წლის 1 ივლისამდე გამოცხადებული
პროფესიულ სტუდენტთა მიღების საფუძველზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს
სწავლა დაასრულებინოს და მიანიჭოს ამ პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია. ამ
შემთხვევაში გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი –
დიპლომი და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
6. იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი
საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების
საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, უფლებამოსილი არ არის, ამ მუხლის მე-5 პუნქტით
გათვალისწინებულ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ
სტუდენტთა მიღება 2025 წლის 1 ივლისის შემდეგ გამოაცხადოს.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის „ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში. აღნიშნული
კანონით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატა 621 მუხლი,
რომლითაც განსაზღვრულია ზოგადი განათლების საბაზო საფეხურისა და საშუალო
საფეხურის
ხანგრძლივობის
ცვლილებასთან
დაკავშირებით
განსახორციელებელი
ღონისძიებები.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს 621 მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად, „ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილება შეეხება
აგრეთვე იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს IX კლასში იქნებიან.“.
აღნიშნული ჩანაწერი ბუნდოვანია და საჭიროებს დაზუსტებას. გასათვალისწინებელია, რომ
2024-2025 სასწავლო წელს გამოცხადებულ ექსტერნატის გამოცდებზე გასვლისა და მე-9
კლასის პროგრამის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, მაშინ, როცა პირის ასაკი შეესაბამება
ექსტერნატის წესით დასაძლევი კლასის ასაკობრივ კატეგორიას, წარმოიქმნა საბაზო
საფეხურის ატესტატების გაცემის პრობლემა. რიგ შემთხვევაში, აღნიშნულ პირებს უკვე
წარმატებით ჰქონდათ ჩაბარებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების
მისაღები გამოცდები. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის მიერ
გაიცა რეკომენდაცია, აღნიშნული პირებისთვის გაცემულიყო საბაზო საფეხურის ატესტატები.
მიმდინარე სასწავლო წელს, გაზაფხულზე იგეგმება ექსტერნატის გამოცდების ჩატარება,
რისთვისაც მიზანშეწონილია, ცვლილება შევიდეს „ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის 621 მუხლში და განისაზღვროს, რომ ის პირები, რომლებიც 2024-2025
სასწავლო წელს ექსტერნატის წესით დაძლევენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის IX
კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს და მათი ასაკი
შეესაბამება ან აღემატება 2024-2025 სასწავლო წელს X კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ
კატეგორიას, 2024-2025 სასწავლო წლიდან სწავლას გააგრძელებენ ზოგადი განათლების
საშუალო საფეხურის შესაბამის კლასში.
გარდა ზემოხსენებულისა, 2024-2025 სასწავლო წლიდან ზოგადი განათლების საფეხურზე
დაიწყო მნიშვნელოვანი რეფორმის პილოტირება. კერძოდ, პროფესიული პროგრამების
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინტეგრირების მიზნით შეირჩა 20 საპილოტე სკოლა
თბილისისა და სხვა რეგიონების მასშტაბით. აღნიშნული ინიციატივა დამამთავრებელი
კლასის (XI-XII კლასების) მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, სკოლაშივე, სრული ზოგადი
განათლების პარალელურად დაეუფლონ პროფესიას. გასათვალისწინებელია, რომ „ზოგადი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იმ საშუალო პროფესიულ
საგანმანათლებლო პროგრამის, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო
საფეხურის სწავლის შედეგები, დაძლევის შემდგომ გაიცემა საშუალო პროფესიული
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან. მიზანშეწონილია, რომ
საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტთან - დიპლომთან
ერთად გაიცემოდეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ
მიზნით, წარმოდგენილი კანონის პროექტი ითვალისწინებს ,,ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის
თანმდევ ცვლილებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდება
ახლებური რედაქციით:
,,2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 621 მუხლი:
„მუხლი 621. ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობისა და საშუალო საფეხურის
ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
3.
ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილება შეეხება აგრეთვე
იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს IX კლასში იქნებიან.
4.
ის პირები, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს ექსტერნატის წესით დაძლევენ
ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის IX კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით
დადგენილ მიღწევის დონეს და მათი ასაკი შეესაბამება ან აღემატება 2024-2025 სასწავლო წელს
X კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ კატეგორიას, 2024-2025 სასწავლო წლიდან სწავლას
გააგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის შესაბამის კლასში.
3. ის მოსწავლეები, რომლებსაც მოსწავლის სტატუსი 2024-2025 სასწავლო წლის ჩათვლით
ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასში შეუჩერდათ და რომლებიც ამ სტატუსს
2025-2026 სასწავლო წლიდან აღიდგენენ, სწავლას გააგრძელებენ ზოგადი განათლების
საშუალო საფეხურის XI კლასში.
4. ის მოსწავლეები, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს ვერ დაძლევენ ზოგადი განათლების
საშუალო საფეხურის X კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის
დონეს, 2025-2026 სასწავლო წლიდან სწავლას გააგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო
საფეხურის XI კლასში.
5. საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს იმ საშუალო პროფესიულ
საგანმანათლებლო პროგრამას, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო
საფეხურის
სწავლის
შედეგები,
უფლებამოსილია
იმ
საშუალო
პროფესიულ
საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების
საშუალო საფეხურის 3 წლის სწავლის შედეგები, 2025 წლის 1 ივლისამდე გამოცხადებული
პროფესიულ სტუდენტთა მიღების საფუძველზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს
სწავლა დაასრულებინოს და მიანიჭოს ამ პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია. ამ
შემთხვევაში გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი –
დიპლომი და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
6. იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი
საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების
საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, უფლებამოსილი არ არის, ამ მუხლის მე-4 პუნქტით
გათვალისწინებულ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ
სტუდენტთა მიღება 2025 წლის 1 ივლისის შემდეგ გამოაცხადოს.“.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს 621 მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად, „ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილება შეეხება
აგრეთვე იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს IX კლასში იქნებიან.“.
აღნიშნული ჩანაწერი ბუნდოვანია და საჭიროებს დაზუსტებას. გასათვალისწინებელია, რომ
2024-2025 სასწავლო წელს გამოცხადებულ ექსტერნატის გამოცდებზე გასვლისა და მე-9
კლასის პროგრამის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, მაშინ, როცა პირის ასაკი შეესაბამება
ექსტერნატის წესით დასაძლევი კლასის ასაკობრივ კატეგორიას, წარმოიქმნა საბაზო
საფეხურის ატესტატების გაცემის პრობლემა. რიგ შემთხვევაში, აღნიშნულ პირებს უკვე
წარმატებით ჰქონდათ ჩაბარებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების
მისაღები გამოცდები. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის მიერ
გაიცა რეკომენდაცია, აღნიშნული პირებისთვის გაცემულიყო საბაზო საფეხურის ატესტატები.
მიმდინარე სასწავლო წელს, გაზაფხულზე იგეგმება ექსტერნატის გამოცდების ჩატარება,
რისთვისაც მიზანშეწონილია, ცვლილება შევიდეს „ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის 621 მუხლში და განისაზღვროს, რომ ის პირები, რომლებიც 2024-2025
სასწავლო წელს ექსტერნატის წესით დაძლევენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის IX
კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს და მათი ასაკი
შეესაბამება ან აღემატება 2024-2025 სასწავლო წელს X კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ
კატეგორიას, 2024-2025 სასწავლო წლიდან სწავლას გააგრძელებენ ზოგადი განათლების
საშუალო საფეხურის შესაბამის კლასში.
გარდა ზემოხსენებულისა, 2024-2025 სასწავლო წლიდან ზოგადი განათლების საფეხურზე
დაიწყო მნიშვნელოვანი რეფორმის პილოტირება. კერძოდ, პროფესიული პროგრამების
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინტეგრირების მიზნით შეირჩა 20 საპილოტე სკოლა
თბილისისა და სხვა რეგიონების მასშტაბით. აღნიშნული ინიციატივა დამამთავრებელი
კლასის (XI-XII კლასების) მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, სკოლაშივე, სრული ზოგადი
განათლების პარალელურად დაეუფლონ პროფესიას. გასათვალისწინებელია, რომ „ზოგადი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იმ საშუალო პროფესიულ
საგანმანათლებლო პროგრამის, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო
საფეხურის სწავლის შედეგები, დაძლევის შემდგომ გაიცემა საშუალო პროფესიული
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან. მიზანშეწონილია, რომ
საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტთან - დიპლომთან
ერთად გაიცემოდეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილების
განხორციელება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონში (30/07/2024; 430050000.05.001.102336).
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამის დაძლევის შედეგად, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების
საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, დიპლომთან ერთად გაიცემა სრული ზოგადი
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი).
ამასთან, განისაზღვრება, რომ ის პირები, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს ექსტერნატის
წესით დაძლევენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის IX კლასისთვის ეროვნული
სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს და მათი ასაკი შეესაბამება ან აღემატება 20242025 სასწავლო წელს X კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ კატეგორიას, 2024-2025 სასწავლო
წლიდან სწავლას გააგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის შესაბამის
კლასში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში (30/07/2024; 430050000.05.001.102336),
რომლის თანახმადაც:
საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად,
რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის
შედეგები, დიპლომთან ერთად გაიცემა სრული ზოგადი განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი).
განისაზღვრება, რომ ის პირები, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს ექსტერნატის
წესით დაძლევენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის IX კლასისთვის ეროვნული
სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს და მათი ასაკი შეესაბამება ან აღემატება
2024-2025 სასწავლო წელს X კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ კატეგორიას, 2024-2025
სასწავლო წლიდან სწავლას გააგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის
შესაბამის კლასში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია, რომ დროულად
ამოქმედდეს ცვლილება შესაბამის კანონში, რათა გამოირიცხოს შესაძლო საკანონმდებლო
ხარვეზები. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება
განხორციელდება სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისა და
ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული დიპლომის ადმინისტრირების ხარჯს
გაწევს ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი
საგანმანათლებლო დაწესებულება. ხოლო, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტის ადმინისტრირების ხარჯი დაიფარება სსიპ - განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება
ვალდებულების აღებას.
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს მოსალოდნელ ფინანსური შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი
(ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
წარმოდგენილი კანონპროქტის მიღება დადებით ზეგავლენას მოახდენს ბავშვთა უფლებრივ
მდგომარეობაზე და საშუალებას მისცემს 2024-2025 სასწავლო წელს, ასაკის შესაბამისად,
დაძლიოს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური და გააგრძელოს სწავლა ზოგადი
განათლების საშუალო საფეხურზე ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.