„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
14.05.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი
ნომერი
#07-3/60/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-19
ბიუროს ნომერი 49

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.04.001.016256) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ქვემდებარეობა და სამოქმედო ტერიტორია 1. საქართველოს პროკურატურა სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას შემდეგ სისხლის სამართლის საქმეებზე: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441−1443 მუხლებით, 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 335-ე მუხლით ან/და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ; ბ) სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულზე, რომელმაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში ანდა ნებისმიერ წარმომადგენლის, მოხელის ან სხვა მასთან ადგილას, სადაც გათანაბრებული სამართალდამცავი პირის მიერ, ორგანოს თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ; გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 111-ე, 113-ე−118-ე, 120-ე−124-ე, 126ე, 1261, 137-ე−139-ე, 143-ე−144-ე და 150-ე−1511 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის ფაქტს; ე) საქართველოს გათვალისწინებულ სისხლის სამართლის დანაშაულზე, თუ კოდექსის იგი 162-ე−163-ე ჩადენილია და 1644 მუხლებით სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ; ვ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე, 332-ე, 333-ე, 341-ე და 3691 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ ეს დანაშაული საქართველოს პროკურატურამ ამ პუნქტის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დანაშაულთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას გამოავლინა. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილია პროკურატურის თანამშრომლის მიერ, სისხლის სამართლის საქმის საგამოძიებო და ტერიტორიულ საგამოძიებო ქვემდებარეობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. დაუშვებელია აღნიშნული დანაშაულების საქართველოს პროკურატურის სისტემის საგამოძიებო დანაყოფების გამომძიებლების მიერ გამოძიება. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის საქმეზე, რომელიც პროკურატურის თანამშრომლის მიერ არის ჩადენილი, საპროცესო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ასრულებს საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის წესს, პროკურატურის ორგანოების და სტრუქტურული დანაყოფების სამოქმედო ტერიტორიებს განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.“. 2. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობის სხვა წევრის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო წოდების ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის, პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის ან პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მიერ დანაშაულის ჩადენისას;“. 3. 76-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროკურატურის თანამშრომლის მიერ ჩადენილ დანაშაულს საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად იძიებს საქართველოს პროკურატურა, გარდა ამ კანონით დადგენილი გამონაკლისისა.“. 4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 841 მუხლი: „მუხლი 841. სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობის გაუქმება, მისი შედეგები და გარდამავალ პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებები 1. 2025 წლის 1 ივლისიდან გაუქმდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, გაუქმდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობა. 2025 წლის 1 ივლისიდან თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, მისი პირველი მოადგილე, მოადგილე და მიეცეთ კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. 2. 2025 წლის 1 ივლისამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ლიკვიდაცია, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მოხელეს, რომელიც გათავისუფლდა ლიკვიდაციის შედეგად, მიეცემა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით და სურვილის შემთხვევაში ჩაირიცხება მოხელეთა რეზერვში. 3. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონების, ფინანსური რესურსების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ამ სამსახურის კუთვნილი დოკუმენტაციის 2025 წლის 1 ივლისიდან განკარგვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია უზრუნველყოს 2025 წლის 1 ივლისიდან ამ ქონების, ფინანსური რესურსების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და დოკუმენტაციის ნაწილის პირდაპირ გადაცემა საქართველოს პროკურატურისთვის, ხოლო აღნიშნული ქონებისა და დოკუმენტაციის სხვა ნაწილისა − შესაბამისი სამსახურისთვის. ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების წესს ადგენს საქართველოს მთავრობა. 4. 2025 წლის 1 ივლისიდან გაუქმდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურთან დადებული კერძოსამართლებრივი და ადმინისტრაციული გარიგებები. ასეთი გარიგების შეწყვეტის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების წესი კანონის შესაბამისად დაადგინოს საქართველოს მთავრობამ. 5. 2025 წლის 1 ივლისამდე საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ამ კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებული სისხლის სამართლის საქმეების საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრა. 6. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა უზრუნველყოს მიმდინარე და დასრულებული სისხლის სამართლის საქმეთა განაწილება ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად. 7. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობა 2025 წელს ფინანსდება საქართველოს „2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის დამტკიცებული პროგრამული კოდიდან (51 00) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სპეციალური მიზნობრივი განაწილება. საგამოძიებო სამსახურისთვის გამოყოფილი ასიგნებების 8. შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 2025 წლის 1 ივლისისა, მიიღონ/გამოსცენ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.“. 5. კანონის 85-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. 2025 წლის 1 ივლისიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.05.001.019099).“. მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი—მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი—მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა მკაფიოდ განსაზღვრავს საგამოძიებო უწყებების ჩამონათვალს, რომელსაც გააჩნიათ მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების უფლებამოსილება. ამგვარ ფუნქციის მქონე უწყებას მიეკუთვნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომლის მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა ვრცელდება შემდეგ დანაშაულებზე:  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441−1443 მუხლებით, 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 335-ე მუხლით ან/და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ;  სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულზე, რომელმაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში ანდა ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ;  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 111-ე, 113-ე−118-ე, 120137-ე−139-ე, 143-ე−144-ე და 150-ე−1511 მუხლებით ე−124-ე, 126-ე, 1261, გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ;  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე−159-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე;  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის ფაქტს;  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე−163-ე და 1644 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ;  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე, 332-ე, 333-ე, 341-ე და 3691 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ ეს დანაშაული სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამ პუნქტის „ა“−„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დანაშაულთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას გამოავლინა. ზემოხსენებული დანაშაულების მიმართ, სამართლებრივი სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა უფრო მეტად ამაღლდეს გამოძიების ხარისხი დანაშაულთა სამომავლო პრევენციისთვის. შესაბამისად, გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება გადაეცემა დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს საქართველოს პროკურატურას. ამავდროულად, წარმოდგენილი კანონპროექტით აღმოიფხვრება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებული ბუნდოვანება. კონსტიტუციური სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე სახელმწიფო მმართველობის მოდელი კონსტიტუციით ექსკლუზიურად უნდა იყოს მოწესრიგებული. დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს სამართლებრივი სტატუსი უნდა იყოს გათვალისწინებული ქვეყნის უზენაეს კანონში. ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუცია ადგენს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებულ კომპეტენციებს, რომელთა განხორციელება მხოლოდ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას შეუძლია. ამგვარ უფლებამოსილებას განეკუთვნება გამოძიების განხორციელება. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურა წარმოადგენს კონსტიტუციურ ორგანოს, რომლის დამოუკიდებლობის ხარისხი უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით, რაც ქმნის მყარ საფუძველს მის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული საკითხები მოწესრიგებულია კანონის დონეზე, საჭიროა დასახელებული ორგანული კანონის გარკვეული ნორმების ცვლილება და ახალი მოწესრიგება, რაც უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილების გზით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საგამოძიებო უფლებამოსილების გადასვლა, კონსტიტუციურ ორგანოში- საქართველოს პროკურატურაში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის მიხედვით, უქმდება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობა. აღნიშნული თანამდებობის პირებისთვის, აგრეთვე სამსახურის თანამშრომლებისთვის განისაზღვრა ფულადი კომპენსაციის მიცემის ვალდებულება. ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზედაც „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით ვრცელდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობა, კანონპროექტის მიხედვით, გადავა საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში, გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილია პროკურატურის თანამშრომლის მიერ. კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ვალდებულება სამსახურის ლიკვიდაციის უზრუნველყოფასთან, ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონებისა და ამ სამსახურის კუთვნილი დოკუმენტაციის განკარგვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება გამომდინარე ღონისძიებების იქიდან, რომ განხორციელება ცვლილების არის სრულად საჭირო, ასამოქმედებლად ნაწილი ნორმებისა დამატებითი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ნაწილი კი 2025 წლის 1 ივლისიდან. ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: საკანონმდებლო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ლიკვიდაცია გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტს დააკლდება სპეციალურის საგამოძიებო სამსახურში დასაქმებული პირების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯების საფუძველზე დაიზოგება სახელმწიფოს ადმინისტრაციული ხარჯები. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტს არ მოჰყვება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი ზეგავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.