„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
14.05.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი
ნომერი
#07-3/60/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-19
ბიუროს ნომერი 49

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.05.2025, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016122) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 147-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მოთხოვნისთანავე მისი მოსმენის ფარგლებში აღნიშნული სამსახურის უფროსი კომიტეტს წარუდგენს აგრეთვე: ა) ინფორმაციას სამსახურის საქმიანობის პროცესში გამოვლენილი საკანონმდებლო ხარვეზების თაობაზე და მოსაზრებებს აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ; ბ) მოსაზრებებს სამსახურის საქმიანობის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.“. ეფექტიანობის 2. 163-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 3. 190-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 4. 208-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გასაზრდელად
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შესახებ: ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი: რეგლამენტის პროექტის მიღების საჭიროება განაპირობა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებულმა ცვლილებამ და „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გაუქმებამ, შესაბამისად, უქმდება სამსახური, რაც უნდა აისახოს სხვა საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის მიღების აუცილებლობა: აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, საჭიროა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცალკეული ნორმების ფორმულირებების კორექტირება, რაც უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილების გზით. ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები: რეგლამენტის პროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცალკეული ნორმების შესაბამისობა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გაუქმებით გამოწვეულ განსახორციელებელ ცვლილებასთან. ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი: რეგლამენტის პროექტის მიხედვით, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-2 პუნქტი, აგრეთვე ამოღებულ იქნა 163, 190-ე და 208 მუხლები რეგლამენტის პროექტით განხორციელდება დასახელებული ნორმების შესაბამისობაში მოყვანა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან. ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის მიმართ. ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ვინაიდან, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ძირითადი დებულებები ამოქმედდება 2025 წლის 1 ივლისიდან, წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტი ასევე ამოქმედდება 2025 წლის 1 ივლისიდან. ამასთანავე, რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის მიმართ. ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) რეგლამენტის პროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების რეგლამენტის პროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. სახელმწიფო ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. მოახდენს ან/და რესპუბლიკის სახელმწიფო ან/და ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტის განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება. ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება: რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. რეგლამენტის პროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონის იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) რეგლამენტის პროექტის ავტორები: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი. ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორები: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.