„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- -საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/60/11; 14/05/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს ორგანული კანონებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს კანონების პროექტები გამომდინარე „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტიდან (07-3/60/11; 14/05/2025). (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-19
ბიუროს ნომერი 49
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 34-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას აწარმოებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს,
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს,
საქართველოს
თავდაცვის
სამინისტროს,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და
საქართველოს პროკურატურის სისტემის საგამოძიებო დანაყოფების გამომძიებლები.“.
2. 106-ე მუხლის „11“ ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. დაზარალებულს უფლება აქვს, გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის
შესახებ პროკურორის დადგენილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან.
ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობა, იმავე კოდექსის 111 მუხლით
გათვალისწინებული ოჯახური დანაშაული ან დანაშაული, რომელიც, კანონის თანახმად,
საქართველოს პროკურატურის ქვემდებარეა. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი პროკურორი საჩივარს
არ დააკმაყოფილებს, დაზარალებულს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს
გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. სასამართლოს განჩინება
გამოაქვს 15 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილება არ საჩივრდება.“.
3. 167-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) თუ საქართველოს პარლამენტმა/საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ/საქართველოს
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანხმობა არ მისცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის
უფროსის, გენერალური აუდიტორის/მოსამართლის იმ ვადით სისხლის სამართლის პასუხისგებაში
მიცემაზე, რა ვადაშიც აღნიშნულ პირს იმუნიტეტი იცავს.“.
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5.
საქართველოს
საკონსტიტუციო
პრეზიდენტის,
სასამართლოს
საქართველოს
წევრის,
პარლამენტის
საქართველოს
უზენაესი
წევრის,
საქართველოს
სასამართლოს
წევრის,
საქართველოს საერთო სასამართლოს სხვა მოსამართლის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს
სახალხო დამცველის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის, დიპლომატიური
იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ
წარმომადგენლის, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას სისხლის სამართლის
საერთაშორისო სასამართლოს წესდების შესაბამისად სარგებლობს იმუნიტეტით, სისხლის
სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაპატიმრებისა და მათ მიმართ სისხლის სამართლის
საპროცესო იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების განსაკუთრებულ წესს განსაზღვრავს
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კოდექსი და
საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები.“.
4. 168-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დაზარალებულს უფლება აქვს, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის
შესახებ პროკურორის დადგენილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან.
ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ან დანაშაული, რომელიც, კანონის
თანახმად, საქართველოს პროკურატურის
ქვემდებარეა. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი
პროკურორი საჩივარს არ დააკმაყოფილებს, დაზარალებულს უფლება აქვს, პროკურორის
გადაწყვეტილება
გაასაჩივროს
გამოძიების
ადგილის
მიხედვით
რაიონულ
(საქალაქო)
სასამართლოში. სასამართლოს განჩინება გამოაქვს 15 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან მის
გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.“.
5. 169-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7.
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
წევრის
ბრალდებისთვის
აუცილებელია
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თანხმობა. პერსონალურ მონაცემთა
დაცვის სამსახურის უფროსის, გენერალური აუდიტორის ბრალდებისთვის აუცილებელია
საქართველოს
პარლამენტის
საქართველოს
საერთო
თანხმობა.
სასამართლოს
საქართველოს
სხვა
უზენაესი
მოსამართლის
სასამართლოს
ბრალდებისთვის
წევრის,
აუცილებელია
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობა.“.
6. 173-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 173. იმუნიტეტი დაკავებისას
არ შეიძლება დაკავებულ იქნენ: დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირი და მისი ოჯახის წევრები,
საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გენერალური აუდიტორი,
საქართველოს სახალხო დამცველი,
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი,
მოსამართლე. ეს აკრძალვა, საქართველოს პრეზიდენტის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე
პირისა და მისი ოჯახის წევრების გარდა, არ ვრცელდება ამ კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილის
„ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
კანონპროექტის მიღების საჭიროება განაპირობა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში განხორციელებულმა ცვლილებამ და „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონის გაუქმებამ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
მოიცავს
საკითხებს,
რომელიც
სისტემურად
დაკავშირებულია
„სპეციალური
საგამოძიებო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან. შესაბამისად, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისა და
სამართლებრივი
ნორმების
შესაბამისობაში
მოყვანის
მიზნით,
აუცილებელია
ცვლილება
განხორციელდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა დასახელებული კოდექსის ცალკეული ნორმების
ფორმულირებების კორექტირება, რაც უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილების გზით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის ცალკეული ნორმების შესაბამისობა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონის გაუქმებით გამოწვეულ განსახორციელებელ ცვლილებებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის თანახმად, ახალი რედაქციით ყალიბდება სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილი, 167-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და მე-5 ნაწილი,
168-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 169-ე მუხლის მე-7 ნაწილი და 173-ე მუხლი.
კანონპროექტით
განხორციელდა
დასახელებული
ნორმების
შესაბამისობაში
მოყვანა
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო
გეგმასთან,
ასეთის
არსებობის
შემთხვევაში
(საქართველოს
მთავრობის
მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული
ქვეპუნქტი
არ
გამოიყენება
წარმოდგენილ
კანონპროექტთან
მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
ვინაიდან, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ძირითადი დებულებები ამოქმედდება 2025
წლის 1 ივლისიდან, წარმოდგენილი კანონპროექტი ასევე ამოქმედდება 2025 წლის 1 ივლისიდან.
ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტს არ მოჰყვება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი ზეგავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტის მიღებით ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის
მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს
პარლამენტის
წევრები:
არჩილ
გორდულაძე,
თორნიკე
ჭეიშვილი,
ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ
შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს
პარლამენტის
წევრები:
არჩილ
გორდულაძე,
თორნიკე
ჭეიშვილი,
ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ
შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.