„დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/54/11; 04/06/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-09
ბიუროს ნომერი 54
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №27, 24.05.2010, მუხ. 182) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) „საერთაშორისო გამოფენათა შესახებ“ კონვენცია - „საერთაშორისო გამოფენათა
შესახებ“ 1928 წლის 22 ნოემბრის პარიზის კონვენცია;“.
2. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. გარდა ამ კანონის მე-6 მუხლში მითითებული გარემოებებისა, დიზაინის სიახლის
დადგენისას საჯაროდ ხელმისაწვდომად მიიჩნევა საქპატენტში წარდგენილი დიზაინი,
რომელსაც აქვს ადრინდელი პრიორიტეტი, მაგრამ გამოქვეყნდა იმ დიზაინზე განაცხადის
წარდგენის შემდეგ, რომლის სიახლეც დგინდება. იგივე წესი ვრცელდება საერთაშორისო
ბიუროში რეგისტრირებულ დიზაინზე, რომლისთვისაც მოთხოვნილია საქართველოს
ტერიტორიაზე დაცვის გავრცელება.“.
3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. დიზაინის გასაჯაროება
1. დიზაინი საჯაროდ ხელმისაწვდომად მიიჩნევა, თუ იგი იყო გამოქვეყნებული,
გამოფენილი, ჩართული სავაჭრო მიმოქცევაში ან სხვა გზით გახდა საზოგადოებისთვის
ხელმისაწვდომი განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულის მიუხედავად, დიზაინი არ ჩაითვლება
გასაჯაროებულად თუ:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედებებით დიზაინი
ხელმისაწვდომი არ იქნებოდა იმ პირებისათვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე
შესაბამის სფეროში საქმიანობენ;
ბ) დიზაინზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა მესამე პირისათვის პირდაპირ ან ირიბად
კონფიდენციალურობის დაცვის პირობით.
3. დიზაინზე ინფორმაციის გამჟღავნება არ ჩაითვლება დიზაინის გასაჯაროებად, თუ
ამგვარი ინფორმაცია მესამე პირისთვის ხელმისაწვდომი გახდა განაცხადის წარდგენის ან
პრიორიტეტის თარიღამდე 12 თვის ვადაში:
ა) დიზაინერის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ დიზაინზე ინფორმაციის გამჟღავნებით;
ბ) მესამე პირის მიერ დიზაინზე ინფორმაციის გამჟღავნებით, თუ მესამე პირისათვის
ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა დიზაინერის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ
მისთვის ინფორმაციის მიწოდების გზით ან დიზაინერის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ
მესამე პირის მიმართ განხორციელებული სხვა ისეთი ქმედების საფუძველზე, რომლითაც
ამ პირმა მიიღო ინფორმაცია დიზაინის შესახებ;
გ) მესამე პირის მიერ დიზაინერის ან მისი უფლებამონაცვლის მიმართ განხორციელებული
არაკეთილსინდისიერი ქმედების შედეგად.“.
4 . მე-9 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. დიზაინის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები
დიზაინი არ რეგისტრირდება, თუ:
ა) იგი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს;
ბ) იგი იდენტურია ადრინდელი დიზაინისა, რომელიც წარდგენილია საქპატენტში ან
რეგისტრირებულია საერთაშორისო ბიუროში საქართველოს ტერიტორიაზე დაცვის
გავრცელების მოთხოვნით და გამოქვეყნდა აღნიშნული განაცხადის შეტანამდე ან
პრიორიტეტის თარიღამდე;
გ) იგი იდენტურია ადრინდელი დიზაინისა, რომელიც გამოქვეყნდა განაცხადის შეტანის
ან
პრიორიტეტის
თარიღის
შემდეგ,
მაგრამ
წარდგენილია
საქპატენტში
ან
რეგისტრირებულია საერთაშორისო ბიუროში საქართველოს ტერიტორიაზე დაცვის
გავრცელების მოთხოვნით ზემოაღნიშნულ თარიღამდე;
დ) მისი რეგისტრაცია ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან მორალის აღიარებულ
პრინციპებს;
ე) იგი მთლიანად ან რომელიმე შემადგენელი ელემენტით ემთხვევა ისეთ სიმბოლოს,
რომელიც, პარიზის კონვენციის მე-6ter მუხლის საფუძველზე, არ ექვემდებარება
რეგისტრაციას და არ არსებობს საქართველოს შესაბამისი ან/და საზღვარგარეთის
შესაბამისი კომპეტენტური უწყების ნებართვა;
ვ) იგი მთლიანად ან რომელიმე შემადგენელი ელემენტით ემთხვევა საერთაშორისო
ორგანიზაციის გერბს, დროშას, ემბლემას ან ნიშანს, საქართველოს სახელმწიფო ან
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გერბს, დროშას ან ემბლემას, რომელიც არ
არის დაცული პარიზის კონვენციის მე-6ter მუხლით, მაგრამ მის მიმართ საქართველოს
ტერიტორიაზე არსებობს საჯარო ინტერესი და, ამასთანავე, არ არსებობს ამ ნიშნის
მფლობელის ან/და საქართველოს, ან/და საზღვარგარეთის შესაბამისი კომპეტენტური
უწყების თანხმობა მის გამოყენებაზე;
ზ) დიზაინად ან მის შემადგენელ ელემენტად გამოსახულია საქონლის ადგილწარმოშობის
დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა, რომელსაც, ადგილობრივი რეგისტრაციის,
ორმხრივი ან საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, მინიჭებული აქვს დაცვა
საქართველოს ტერიტორიაზე.“.
6. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დაყოს წარდგენილი განაცხადი ცალკეულ განაცხადებად (გამოცალკევებული
განაცხადი);“.
7. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.
განმცხადებელი,
რომელსაც
სურს
ისარგებლოს
საგამოფენო
პრიორიტეტით,
ვალდებულია განაცხადი საქპატენტში წარადგინოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის
მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში მოწყობილ „საერთაშორისო გამოფენათა შესახებ“
კონვენციის მიხედვით ოფიციალურ, ან ოფიციალურად მიჩნეულ საერთაშორისო
გამოფენაზე დიზაინის ექსპონირების თარიღიდან 6 თვის ვადაში.“.
8. მე-20 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კანონის 29-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ
სააპელაციო პალატაში გაასაჩივრონ დიზაინის რეგისტრაციის შესახებ არსობრივი
ექსპერტიზის გადაწყვეტილება, თუ არსებობს ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლები.“.
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:
„41. ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დიზაინის რეგისტრაციის შესახებ
არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში,
შესაძლებელია დიზაინის რეგისტრაცია შეცვლილი ფორმით, თუ შეცვლილი დიზაინი
აკმაყოფილებს დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს და შენარჩუნებულია თავდაპირველი
დიზაინის არსი.
42. შეცვლილი ფორმით დიზაინის რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს:
ა) დიზაინის განმცხადებლის განცხადების საფუძველზე, რომლითაც განმცხადებელი
უარს აცხადებს დიზაინის ნაწილზე დაცვის გავრცელებაზე;
ბ) რეესტრის მონაცემებში ან განაცხადში სასამართლოს, ან სააპელაციო პალატის, ან
ხელახალი ექსპერტიზის გადაწყვეტილების შეტანით, რომლითაც ნაწილობრივ ბათილად
იქნა ცნობილი დიზაინის რეგისტრაცია.“.
9. 22-ე მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. განმცხადებელს შეუძლია მოითხოვოს დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურიდან
ამ კანონის II თავით დადგენილ პროცედურაზე გადასვლა ექსპერტიზის ნებისმიერ
ეტაპზე, დიზაინის რეგისტრაციამდე.“.
10. 22-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:
„მუხლი 221. დიზაინის ხელახალი ექსპერტიზა
1. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების ვადის
განმავლობაში, მოითხოვოს დიზაინზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება იმ საფუძვლით,
რომ:
ა) დიზაინი შეიცავს მხოლოდ იმ ნიშნებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კანონის მე7 მუხლის პირველი პუნქტით;
ბ) დიზაინის რეგისტრაციისას არსებობდა ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული
რომელიმე გარემოება;
გ) დიზაინი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-4 - მე-10 პუნქტების მოთხოვნებს;
დ) დიზაინის რეგისტრაციით ირღვევა მესამე პირის საავტორო უფლებები;
ე) დიზაინში გამოყენებულია განმასხვავებელუნარიანი სიმბოლო და მასზე უფლებების
მფლობელი, შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილია აკრძალოს
განმასხვავებელუნარიანი სიმბოლოს ამგვარი გამოყენება.
2. დიზაინზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ განცხადებას თან უნდა
ერთოდეს:
ა) წერილობითი დასაბუთება იმის თაობაზე, რომ დიზაინის რეგისტრაცია ექვემდებარება
ბათილად ცნობას;
ბ) ყველა იმ ადრე გაცემული რეგისტრაციის, გამოცემის ან სხვა შესაბამისი დოკუმენტის
ასლი, რომელსაც დაინტერესებული მხარე დასაბუთებისას ეყრდნობა. ამასთანავე, თუ ამ
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
დოკუმენტები
წარდგენილია
უცხოურ
ენაზე,
დაინტერესებული მხარე ვალდებულია 1 თვის ვადაში წარადგინოს მათი ნოტარიულად
დამოწმებული ქართული თარგმანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, უცხოურ ენაზე
წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
3. დიზაინის მფლობელს უფლება აქვს დიზაინზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების
შესახებ განცხადების ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში წარადგინოს წერილობითი შეპასუხება,
რომელიც გათვალისწინებული იქნება დიზაინზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების
დროს.
4. საქპატენტი, დიზაინზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების საფუძველზე, იღებს
გადაწყვეტილებას დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ან
დიზაინის რეგისტრაციის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ.
5. მონაცემები დიზაინის რეგისტრაციის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის
შესახებ ქვეყნდება ბიულეტენში და შეიტანება რეესტრში.
6. დიზაინზე ხელახალი ექსპერტიზა, ასევე, შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დიზაინის
რეგისტრაციის გაუქმების ან რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგაც.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
საფუძვლებით დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შემთხვევაში, შესაძლებელია
დიზაინის რეგისტრაციის შენარჩუნება შეცვლილი ფორმით ამ კანონის მე-20 მუხლის 42
პუნქტით დადგენილი წესის დაცვით, თუ შეცვლილი დიზაინი აკმაყოფილებს
დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს და შენარჩუნებულია თავდაპირველი დიზაინის
არსი.
8. დიზაინზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.“.
11. 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის, არსობრივი ექსპერტიზის,
დიზაინის გამოქვეყნებისა და რეგისტრაციის, დაჩქარებული ექსპერტიზის, დიზაინზე
ხელახალი ექსპერტიზის, რეგისტრაციის ძალის ყოველი 5 წლით შენარჩუნების,
სააპელაციო საჩივრის წარდგენის, რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანისა და
დიზაინის
სამართლებრივ
დაცვასთან
დაკავშირებული
განხორციელებისთვის
გადაიხდება
საქართველოს
გათვალისწინებული წესით დადგენილი საფასური.“.
სხვა
მოქმედებების
კანონმდებლობით
12. 24-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 241 მუხლი:
„მუხლი 241 . საერთაშორისო განაცხადის წარდგენა საქპატენტის მეშვეობით
1. განმცხადებელს უფლება აქვს, დიზაინის საერთაშორისო რეგისტრაციის მიზნით,
განაცხადი საერთაშორისო ბიუროში წარადგინოს საქპატენტის მეშვეობით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული განაცხადის წარდგენის პირობები
განისაზღვრება ინსტრუქციით.“.
13. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საერთაშორისო დიზაინისათვის გამოიყენება ამ კანონის მე-10, მე-12, მე-17, მე-19, მე-20
და 28 -ე -301 მუხლები, გარდა 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა.“.
14. 26-ე მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
დიზაინის გამოქვეყნების გადადების შემთხვევაში, დიზაინის მფლობელს უფლება აქვს
აკრძალოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებები მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ სადავო გამოყენება წარმოადგენს რეგისტრირებული დიზაინის
რეპროდუცირების შედეგს. სადავო ქმედება არ ჩაითვლება რეგისტრირებული დიზაინის
რეპროდუცირებად, თუ იგი წარმოადგენს მესამე პირის დამოუკიდებელი შემოქმედების
შედეგს, რომელსაც არ ჰქონია წვდომა ამ დიზაინზე.“.
15. 26-ე მუხლის მე-5 პუნქტს „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ და
„ე2“ ქვეპუნქტები:
„ე1) დიზაინის გამოყენება ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საზღვაო
ხომალდის, საჰაერო ან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალების შეკეთების მიზნით,
სათადარიგო ნაწილების და აქსესუარების საქართველოში იმპორტისას;
ე2) დიზაინის გამოყენება ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საზღვაო
ხომალდზე, საჰაერო ან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებაზე სარემონტო
სამუშაოების განხორციელებისას;“.
16. 26-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 მუხლი:
„მუხლი 261. დიზაინერის სახელის უფლება
დიზაინერს და თანადიზაინერებს უფლება აქვთ მითითებულ იყვნენ განაცხადში და
რეესტრში ისეთი ფორმით, როგორც ეს გათვალისწინებულია განმცხადებლის და
დიზაინის მფლობელის შემთხვევაში.“.
17. 28-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დიზაინის მფლობელის მიერ რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელების
საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ გასულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული ვადა;“;
ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) დიზაინის მფლობელი ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ მას არ
დარჩა მემკვიდრე, ან, იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში, თუ არ არსებობს
უფლებამონაცვლე;“.
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,
დიზაინის რეგისტრაცია გაუქმებულად არ მიიჩნევა, თუ დიზაინის მფლობელი
რეგისტრაციის მოქმედების ვადის ამოწურვიდან 6 თვეში გადაიხდის შემდგომი
პერიოდისათვის რეგისტრაციის მოქმედების ვადის საფასურს, ამასთანავე, დიზაინის
რეგისტრაციის მოქმედებიდან გასული არ არის 25 წელი. ამ პუნქტით განსაზღვრული 6 −
თვიანი ვადის გაშვების შემთხვევაში, დიზაინის რეგისტრაცია უქმდება რეგისტრაციის
ვადის ამოწურვის დღიდან, მისი აღდგენის უფლების გარეშე.“.
გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 - 23 პუნქტები:
„21. თუ დიზაინის მფლობელი რამდენიმეა, რეგისტრაციის გაუქმება ამ მუხლის პირველი
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა მოხდეს ყველა მფლობელის თანხმობით.
22. რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება შეეხოს მრავლობითი განაცხადის ცალკეულ
დიზაინებს.
23. თუ რეესტრში რეგისტრირებულია ლიცენზია, დიზაინის მფლობელის მოთხოვნა
დიზაინის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ მფლობელი წარადგენს მტკიცებულებას იმის თაობაზე, რომ მან აცნობა
ლიცენზიატს თავისი გადაწყვეტილების შესახებ.“.
დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დიზაინის რეგისტრაციის გაუქმების შედეგად დიზაინის რეგისტრაციით მინიჭებული
უფლებები შეწყვეტილად მიიჩნევა რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ჩანაწერის რეესტრში
შეტანის დღიდან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.
ე) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. დიზაინის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინფორმაცია შეიტანება რეესტრში და
ქვეყნდება ბიულეტენში.“.
18. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29. დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობა
1. დიზაინის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო, თუ დადგინდა, რომ:
ა) დიზაინი წარმოდგენილია მხოლოდ იმ ნიშნებით, რომლებიც შეესაბამება ამ კანონის მე7 მუხლის პირველ პუნქტს;
ბ) დიზაინის რეგისტრაციისას არსებობდა ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული
ერთ-ერთი საფუძველი;
გ) დიზაინი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-4 - მე-10 პუნქტების მოთხოვნებს;
დ) დიზაინის რეგისტრაციისას განმცხადებელი ან დიზაინის მფლობელი არ იყო
უფლებამოსილი პირი ამ კანონის მე-8 და მე-9 მუხლების შესაბამისად;
ე) დიზაინის რეგისტრაციით ირღვევა მესამე პირის საავტორო უფლებები;
ვ) დიზაინში გამოყენებულია განმასხვავებელუნარიანი სიმბოლო და მასზე უფლებების
მფლობელი, შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილია აკრძალოს
განმასხვავებელუნარიანი სიმბოლოს ამგვარი გამოყენება;
ზ) დიზაინის რეგისტრაცია განხორციელდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,
დაინტერესებულმა პირმა დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის ნაცვლად შეიძლება
მოითხოვოს დიზაინის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებების გადაცემა. თუ
დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მითითებულ იქნეს თანაგანმცხადებლად, მას
შეუძლია მოითხოვოს დიზაინის თანამფლობელობა.
3. დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს დიზაინის
რეგისტრაციის გაუქმების ან რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ, გარდა ამ მუხლის მე4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დიზაინის რეგისტრაციის
ბათილად
ცნობის
მოთხოვნა
დასაშვებია
დიზაინის
გამოქვეყნებიდან
3
წლის
განმავლობაში. ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა დიზაინის
რეგისტრაციაზე
არაუფლებამოსილი
პირი
მოქმედებდა
არაკეთილსინდისიერად
დიზაინის განაცხადის შეტანისას ან დიზაინზე უფლებების მიღებისას.
5. მრავლობითი ან გაერთიანებული განაცხადის შემთხვევაში, სარჩელი შეიძლება
შეეხებოდეს ერთ ან რამდენიმე დიზაინს.
6. დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობა შეიძლება მოითხოვოს ამ მუხლის პირველი
პუნქტის:
ა) „ა“, „ბ“, „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე - დაინტერესებულმა პირმა;
ბ) „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე - მხოლოდ იმ პირმა, რომელსაც დიზაინზე უფლება აქვს
ამ კანონის მე-8 და მე-9 მუხლების თანახმად;
გ) „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე - მხოლოდ საავტორო უფლების მფლობელმა;
დ) „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე - მხოლოდ განმასხვავებელუნარიან სიმბოლოზე
უფლებების მფლობელმა.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დიზაინის მფლობელის
შეცვლის შემთხვევაში, უფლებამოსილი მფლობელის მონაცემების რეესტრში შეტანის
მომენტიდან, აღნიშნულ დიზაინზე ყველა ადრე გაცემული ლიცენზია და სხვა უფლება
გაუქმებულად ითვლება.
8. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დიზაინის
რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელის აღძვრამდე დიზაინის
მფლობელმა
ან
ლიცენზიატმა დაიწყო დიზაინის გამოყენება ან
განახორციელა
მნიშვნელოვანი და ეფექტიანი მოსამზადებელი ქმედებები დიზაინის გამოყენების
დაწყებისათვის, იგი უფლებამოსილია, დიზაინის ახალი მფლობელის
მითითებიდან
3
თვის
ვადაში,
დიზაინის
ახალი
მფლობელისგან
რეესტრში
მოითხოვოს
არაექსკლუზიური კერძო ლიცენზია, ლიცენზია უნდა გაიცეს იმ ვადით, რაც საჭიროა
სარჩელის აღძვრამდე არსებული ვალდებულებების დასასრულებლად და იმ
უფლებამოსილების ფარგლებში, რომლითაც ადრინდელი მფლობელი ან ლიცენზიატი
ახორციელებდა საქმიანობას სარჩელის აღძვრამდე.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტი არ გამოიყენება, თუ დიზაინის არაუფლებამოსილი მფლობელი
ან ლიცენზიატი დიზაინის გამოყენების დაწყებისას ან გამოყენებისათვის მოსამზადებელი
სამუშაოს გაწევისას, მოქმედებდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით.
10. დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შედეგად, რეგისტრაციით მინიჭებული
უფლებები შეწყვეტილად მიიჩნევა დიზაინზე ამ უფლებების წარმოშობის დღიდან, თუ
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში სხვა თარიღი არ იქნება
მითითებული.
11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
საფუძვლების არსებობისას, დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შემთხვევაში,
შესაძლებელია დიზაინის რეგისტრაციის შენარჩუნება შეცვლილი ფორმით ამ კანონის მე20 მუხლის 41 და 42 პუნქტებით დადგენილი წესით.“.
19. 29-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 291 მუხლი:
„მუხლი 291. დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის უკუძალა
დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას უკუძალა არ აქვს:
ა) თუ სასამართლოს გადაწყვეტილება დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების
დარღვევის თაობაზე კანონიერ ძალაში შევიდა იგივე დიზაინის რეგისტრაციის ბათილად
ცნობის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;
ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის
შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დადებული და აღსრულებული
გარიგებების მიმართ.“.
მუხლი 2.
1. განაცხადი, რომელზედაც ამ კანონის ამოქმედების დღისთვის საქპატენტში საქმის
წარმოება მიმდინარეობს, განიხილება ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით.
2. საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს „ინტელექტუალური
საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან
დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობა.
3. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა − „საქპატენტმა“
2026 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს „დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“
ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“
თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №03 ბრძანებით დამტკიცებული „დიზაინის
რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის ამ კანონთან შესაბამისობა.
4. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა − „საქპატენტმა“
2026 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს „საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის
დებულების“ დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის
თავმჯდომარის 2011 წლის 18 მარტის №02 ბრძანებით დამტკიცებული დებულების ამ
კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-8, მე-10, მე-11 და მე-18 პუნქტებისა,
ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-8, მე-10, მე-11 და მე-18 პუნქტები ამოქმედდეს 2026
წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიზანია საქართველოში დიზაინების სამართლებრივი დაცვის
მექანიზმების გაუმჯობესება და დახვეწა, არსებული ხარვეზების გამოსწორება,
ეფექტიანობისა და ერთგვაროვნების უზრუნველყოფა და, ამავდროულად, დიზაინების
დაცვის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული თანამედროვე
სტანდარტებისა და მიდგომების ქართულ კანონმდებლობაში დანერგვა. კანონპროექტის
მომზადებას გამოყენებულ იქნა 1998 წლის 13 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს
98/71/EC დირექტივა დიზაინის სამართლებრივი დაცვის შესახებ და 2001 წლის 12
დეკემბრის საბჭოს (EC) No 6/2002 რეგულაცია „გაერთიანების დიზაინების შესახებ“.1
აღსანიშნავია, რომ „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებულია 2010 წელს. მისი
შემუშავებისას გამოყენებული იყო 1998 წლის 13 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და
საბჭოს 98/71/EC დირექტივა დიზაინის სამართლებრივი დაცვის შესახებ და 2001 წლის 12
დეკემბრის საბჭოს (EC) No 6/2002 რეგულაცია „გაერთიანების დიზაინების შესახებ“.
კერძოდ, დიზაინის განმარტება, დაცვის კრიტერიუმები, დაცვის ხანგრძლივობა,
მფლობელის განსაკუთრებული უფლებები და მათი შეზღუდვები, დიზაინის
რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლები, სრულად შეესაბამება ევროკავშირის
კანონმდებლობას, თუმცა, არსებობს ზოგიერთი შეუსაბამობა, რომელიც კანონპროექტის
მიღების შემდეგ გამოსწორდება და სრულ შესაბამისობაში მოვა ევროკავშირის
კანონმდებლობასთან.
ერთ-ერთ ცვლილებას წარმოადგენს საშეღავათო პერიოდის გავრცელება მესამე პირის
მიერ დიზაინის გასაჯაროებაზე, თუ ინფორმაცია დიზაინის შესახებ მისთვის
ხელმისაწვდომი გახდა დიზაინერის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ. ამასთან, დიზაინის
რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებთან მიმართებაში, კანონპროექტს შემოაქვს
ცვლილება, რომლის მიხედვითაც ზუსტდება დიზაინის რეგისტრაციაზე უარის თქმის
საფუძვლები და ცვლილების შესაბამისად, დიზაინის რეგისტრაციაზე უარის თქმის
საფუძვლად კეთდება მითითება „სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის“
(შემდგომ - პარიზის კონვენცია) (აღნიშნული კონვენცია საქართველოსთვის ძალაშია) მე6ter მუხლით დაცულ სიმბოლოებზე.
ასევე, დიზაინის გამოქვეყნების გადადების შემთხვევაში, კანონპროექტი აწესებს
მფლობელის განსაკუთრებული უფლებების შეზღუდვებს დიზაინის სადავო
გამოყენებასთან დაკავშირებით და, აგრეთვე, რომელიმე ქვეყნის საზღვაო ხომალდზე,
საჰაერო ან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებაზე, მათი საქართველოს ტერიტორიაზე
ევროკავშირის აღნიშნული სამართლებრივი აქტების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვის
ვალდებულება არც „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის
ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ და არც ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან არ გამომდინარეობს.
1
დროებით ყოფნის დროს სარემონტო სამუშაოების განხორციელებისას და ამ მიზნით
სათადარიგო ნაწილების და აქსესუარების იმპორტის მიმართ.
კანონპროექტი ადგენს ხანდაზმულობის ვადას დიზაინის რეგისტრაციის უფლებებთან
დაკავშირებული დავებისათვის და განსაზღვრავს სამართლებრივ შედეგებს დიზაინის
რეგისტრაციის მფლობელის მიერ გაცემულ ლიცენზიებთან დაკავშირებით.
კანონპროექტი აფართოებს დიზაინის ბათილად ცნობის საფუძვლებს. კერძოდ,
შესაძლებელი იქნება დიზაინის ბათილად ცნობა იმ შემთხვევაშიც, თუ დიზაინის დაცვის
ვადა გასულია ან რეგისტრაცია გაუქმებულია. ასევე, მოწესრიგებული იქნება დიზაინის
ბათილად ცნობის უკუძალის შედეგები. მოქმედი კანონმდებლობით, უფლებების
დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, დიზაინის მფლობელს უფლება აქვს
მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება იმ პერიოდისთვის, რომლისთვისაც დიზაინის
რეგისტრაცია ბათილად იქნა ცნობილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია,
რომ კანონპროექტით განსახორციელებელი ცვლილებებით მოპასუხე მხარეს მიეცემა
შესაძლებლობა, მოითხოვოს დიზაინის ბათილად ცნობა რეგისტრაციის ვადის გასვლის
შემდეგაც, რათა არ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება იმ პერიოდისთვის, რომლისთვისაც
დიზაინი ბათილად იქნა ცნობილი.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ითვალისწინებს კანონპროექტი, არის ის,
რომ დაშვებული იქნება დიზაინის ნაწილობრივი ბათილად ცნობის და შეცვლილი
ფორმით რეგისტრაციის შენარჩუნების შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ
შენარჩუნებულია თავდაპირველი დიზაინის არსი.
კანონპროექტით ინერგება დიზაინზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების პრაქტიკა,
დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების განმავლობაში დაინტერესებული მხარის მიერ
აღნიშნულის მოთხოვნის შემთხვევაში, დიზაინზე ხელახალი ექსპერტიზა, ასევე,
შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დიზაინის რეგისტრაციის გაუქმების ან რეგისტრაციის
ვადის გასვლის შემდეგაც. აღნიშნული ემსახურება დიზაინის დაცვის სისტემის
ეფექტიანობის გაუმჯობესებას. ამასთან, ხელახალი ექსპერტიზა მოიცავს უფრო ფართო
საფუძვლებს, ვიდრე ეს განსაზღვრულია არსებული კანონმდებლობით არსობრივი
ექსპერტიზის დროს. აღნიშნული წარმოადგენს ხანგრძლივი სასამართლო პროცედურების
ალტერნატივას და შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ პირებს, მათი მოთხოვნის
საფუძველზე, დიზაინის ბათილად ცნობის საკითხები განხილულ იქნეს სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტში“
(შემდგომ - საქპატენტი) სწრაფად, რაც ხელს შეუწყობს დიზაინის დაცვის სისტემის
შემდგომ გაუმჯობესებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
დიზაინების და ზოგადად, ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარება,
საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც, ასევე, გულისხმობს
ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული თანამედროვე სტანდარტებისა
და მიდგომების ქართულ კანონმდებლობაში დანერგვას.
პროდუქტის დიზაინი ეფექტიანი ინსტრუმენტია, რომელიც ემსახურება ადამიანის
ინტელექტუალურ-შემოქმედებითი
პოტენციალის
განვითარებასა
და
მაღალი
კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას, მისი დაცვის ეფექტიანი სისტემა კი
უზრუნველყოფს კეთილსინდისიერ კონკურენციასა და კეთილსინდისიერი ვაჭრობის
წესების დაცვას, რაც ხელს უწყობს კომერციულ გამოცოცხლებას და, შედეგად, ქვეყნის
ეკონომიკურ განვითარებას. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია, რომ სახელმწიფოს
მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს დიზაინის სამართლებრივი დაცვის მარეგულირებელი
ეფექტიანი და ევროკავშირთან დაახლოებული საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა.
„დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონი დიდწილად შეესაბამება ევროკავშირის
კანონმდებლობას, თუმცა, არსებობს გარკვეული პროცედურული და ტექნიკური
შეუსაბამობები, რომელთა აღმოფხვრის მიზნით ჩატარდა არაერთი შეხვედრა
ევროკავშირის დარგის სპეციალისტებთან, გაკეთდა საქართველოსა და ევროკავშირის
კანონმდებლობების შედარებითი ანალიზი, გამოიკვეთა შეუსაბამობები, რომელთა
საბოლოო გამოხატულებასაც წარმოადგენს წინამდებარე ცვლილებათა ევროკავშირის
ინტელექტუალური საკუთრების უწყებისა (EUIPO) და საქართველოს ერთობლივი
პროექტის “EUGIPP” ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების ექსპერტების
წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე, შემუშავებული კანონის ცვლილებათა
პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დიზაინების საკანონმდებლო და
ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია „დიზაინის შესახებ“ საქართველოს
კანონში აისახოს რეკომენდაციებში ასახული და სამუშაო შეხვედრების შედეგად
შეჯერებული პოზიციები, რათა მოხდეს საქართველოს კანონმდებლობის დახვეწა,
სრულყოფა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით დიზაინის დაცვის სფეროში მოქმედი ქართული
კანონმდებლობა დაიხვეწება და მოხდება ევროკავშირის სტანდარტებთან სრული
დაახლოება. ცვლილებების შედეგად გაუმჯობესდება დიზაინის ექსპერტიზა და
სამართლებრივი დაცვა, გაიზრდება საქპატენტთან არსებული დავების განმხილველი
ორგანოს - სააპელაციო პალატის უფლებამოსილებები, ამასთან, დაინერგება დიზაინის
ხელახალი ექსპერტიზა, რაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს
დიზაინის ბათილად ცნობის დავები განხილულ იქნეს უფრო სწრაფად, რაც ააცილებს
მხარეებს ხანგრძლივ სასამართლო დავებს და ხელს შეუწყობს დიზაინის დაცვის
სისტემის შემდგომ გაუმჯობესებას.
შესაბამისად, კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია ისეთი ადმინისტრაციული და
სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს დიზაინის ექსპერტიზის,
ასევე, მისი გამოყენებისა და მასზე უფლებების აღსრულების მექანიზმის დახვეწასა და
გაძლიერებას. ეს კი ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვას, რომელიც
შედეგად მოიტანს კერძო სექტორში ნდობის ამაღლებას საქპატენტის მიმართ, რაც თავის
მხრივ სარგებლის მომტანი იქნება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის
გაუმჯობესებისთვის.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ახალი
მუხლები, ამასთან, ცვლილებები შეეხო კანონის მოქმედი რედაქციის 18 მუხლს, კერძოდ:
კანონის მე-2 მუხლს დაემატა დაემატა „გ1“ ქვეპუნქტი, რომელიც განმარტავს
„საერთაშორისო გამოფენათა შესახებ“ კონვენციას (აღნიშნულ კონვენციას საქართველო
შეურთდა საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 11 მარტის N5838-Iს დადგენილებით).
ამ ქვეპუნქტის დამატება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ დიზაინის მოქმედ კანონში არ არის
დადგენილი გამოფენის ოფიციალურად მიჩნევისთვის საჭირო კრიტერიუმები, რაც ქმნის
სამართლებრივ ბუნდოვანებას.
ახლებურად ჩამოყალიბდა კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლითაც დაკონკრეტდა
დიზაინის სიახლის დადგენისას საჯაროდ ხელმისაწვდომად მიჩნევის კრიტერიუმები.
ახლებურად ჩამოყალიბდა და ტერმინოლოგიურად დაიხვეწა კანონის მე-6 მუხლი.
კერძოდ, ტერმინი „ინფორმაციის გახსნა“ შეიცვალა ტერმინით – „დიზაინის
გასაჯაროება“. აღნიშნული ცვლილებით მოხდა ბუნდოვანი ნორმების ახლებურად
ჩამოყალიბება და მეტად განჭვრეტადობის უზრუნველყოფა. აღნიშნული მუხლის მე-3
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დიზაინის გასაჯაროების საშეღავათო პერიოდი
გავრცელდა მესამე პირის მიერ გამჟღავნებულ დიზაინზე, თუ მესამე პირისათვის
დიზაინი ხელმისაწვდომი გახდა დიზაინერის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ მისთვის
ინფორმაციის პირდაპირ მიწოდების გზით ან მათ მიერ განხორციელებული ისეთი სხვა
ქმედების საფუძველზე, რომლითაც ამ პირისთვის ცნობილი გახდა დიზაინის შესახებ.
კანონიდან ამოღებულ იქნა მე-9 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები, რომლებიც შეეხებოდა,
დასაქმებულის/შეკვეთის
მიმღების
მიერ
დიზაინის
შესაქმნელად
დამსაქმებლის/შემკვეთის მფლობელობაში არსებული რესურსის გამოყენების
შემთხვევაში,
დიზაინის
რეგისტრაციის
უფლების
მინიჭებას
დამსაქმებლის/შემკვეთისთვის.
დიზაინის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებთან, კერძოდ, კანონის მე-10
მუხლთან მიმართებაში, კანონპროექტს შემოაქვს ცვლილება, რომლის მიხედვითაც,
უარის თქმის საფუძვლები ზუსტდება და კეთდება მითითება პარიზის კონვენციის მე6ter მუხლით დაცულ სიმბოლოებზე.
ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტში შევიდა ცვლილება და დაემატა დიზაინის რეგისტრაციაზე
უარის თქმის საფუძველი იმ შემთხვევაში, თუ ის ეწინააღმდეგება მორალის აღიარებულ
პრინციპებს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ქვეპუნქტის „საჯარო წესრიგის“
ინტერპრეტაცია მოიცავს მორალის აღიარებულ პრინციპებსაც, ეს ცვლილება შეტანილ
იქნა სამართლებრივი ბუნდოვანების თავიდან აცილების აუცილებლობიდან
გამომდინარე, კანონის განჭვრეტადობის პრინციპის უზრუნველყოფის მიზნით.
აღნიშნული მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გაიწერა რეგისტრაციაზე უარის თქმის შემდეგი
საფუძველი: იგი მთლიანად ან რომელიმე შემადგენელი ელემენტით ემთხვევა
საერთაშორისო ორგანიზაციის გერბს, დროშას, ემბლემას ან ნიშანს, საქართველოს
სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გერბს, დროშას ან
ემბლემას, რომელიც არ არის დაცული პარიზის კონვენციის მე-6ter მუხლით, მაგრამ მის
მიმართ საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს საჯარო ინტერესი და, ამასთანავე, არ
არსებობს ამ ნიშნის მფლობელის ან/და საქართველოს ან/და საზღვარგარეთის შესაბამისი
კომპეტენტური უწყების თანხმობა მის გამოყენებაზე.
აღმოიფხვრა ტექნიკური შინაარსის უზუსტობა კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტში. კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტში დაკონკრეტდა საერთაშორისო
გამოფენის ოფიციალურად მიჩნევისთვის საჭირო კრიტერიუმები, კერძოდ, ასეთად
განისაზღვრა
„საერთაშორისო
გამოფენათა
შესახებ“
კონვენციის
მიხედვით
ოფიციალურად მიჩნეული გამოფენა.
ცვლილება შეეხო კანონის მე-20 მუხლს, რომლითაც გაფართოვდა საქპატენტის
სააპელაციო პალატის უფლებამოსილება და შესაძლებელი გახდა სააპელაციო
საჩივრების განხილვა ყველა იმ საფუძვლით, რომლითაც დასაშვებია სასამართლოს მიერ
დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობა. აღნიშნული დაინტერესებულ პირებს
საშუალებას აძლევს არ დაელოდონ დიზაინის რეგისტრაციის პროცესის დასრულებას
იმისთვის, რომ მოითხოვონ დიზაინის ბათილად ცნობა სასამართლოსთვის მიმართვის
გზით. კერძოდ, თუ დიზაინის რეგისტრაციით ირღვევა მესამე პირის საავტორო
უფლებები, ან, თუ დიზაინი წარმოდგენილია მხოლოდ ტექნიკური ფუნქციით
განპირობებული ნიშნებით, ან, თუ დიზაინის რეგისტრაცია ხორციელდება
არაკეთილსინდისიერი განზრახვით, ან განმცხადებელი არ არის უფლებამოსილი პირი
კანონის შესაბამისად, აღნიშნული შესაძლოა გახდეს საქპატენტის სააპელაციო პალატაში
საჩივრის განხილვის საფუძველი, რაც უზრუნველყოფს სისტემის ეფექტიანობის
გაუმჯობესებას.
მე-20 მუხლს დაემატა 41 პუნქტი, რომლის თანახმად, დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე
არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში,
შესაძლებელი გახდება დიზაინის რეგისტრაცია შეცვლილი ფორმით, თუ ცვლილების
შემდეგ აღნიშნული დიზაინი დააკმაყოფილებს დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს და
შენარჩუნებული იქნება თავდაპირველი დიზაინის არსი. მუხლს დაემატა, აგრეთვე, 42
პუნქტი, რომლის თანახმადაც, კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ და „ვ“
ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული
საფუძვლების
არსებობისას
დიზაინის
რეგისტრაციის ბათილად ცნობის შემთხვევაში, განმცხადებელს ეძლევა შესაძლებლობა
დიზაინი დაარეგისტრიროს შეცვლილი ფორმით განცხადების საფუძველზე, იმ
შემთხვევაში, თუ სახეზეა სასამართლოს, ხელახალი ექსპერტიზისა ან სააპელაციო
პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ ბათილად იქნა
ცნობილი დიზაინის რეგისტრაცია.
ცვლილება შევიდა კანონის 22-ე მუხლში, რომლის თანახმადაც, განმცხადებელს,
დიზაინის რეგისტრაციამდე, ექსპერტიზის ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია მოითხოვოს
დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურიდან სტანდარტულ პროცედურაზე გადასვლა.
მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს 221 მუხლის დამატება, რომელიც შეეხება
ხელახალი ექსპერტიზის პროცესს და ითვალისწინებს დაინტერესებული მხარის მიერ
ხელახალი ექსპერტიზის მოთხოვნის შესაძლებლობას რეგისტრირებულ დიზაინზე
რეგისტრაციის მოქმედების ვადაში, ამასთან, ექსპერტიზის მოთხოვნა შესაძლებელია
თითქმის ყველა იმ საფუძვლით, რომლითაც მოითხოვება სასამართლოს მიერ დიზაინის
რეგისტრაციის ბათილად ცნობა. ასეთი ახალი პროცედურის შემოღება გააუმჯობესებს
დიზაინის დაცვის სისტემის ეფექტიანობას და მესამე პირებს საშუალებას მისცემს
დაზოგონ დრო და საპროცესო ხარჯები.
კანონის 23-ე მუხლის პირველ პუნქტში განხორციელებული ცვლილებით დაკონკრეტდა,
რომ დიზაინზე ხელახალი ექსპერტიზისთვის გადაიხდება საფასური.
კანონის მე-3 თავს დაემატა 241 მუხლი „საერთაშორისო განაცხადის წარდგენა
საქპატენტის მეშვეობით“, რომლის თანახმადაც, განმცხადებელს უფლება აქვს, დიზაინის
საერთაშორისო რეგისტრაციის მიზნით, განაცხადი საერთაშორისო ბიუროში
წარადგინოს საქპატენტის მეშვეობით. აღნიშნული განაცხადის წარდგენის პირობები
განისაზღვრება „დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის –
„საქპატენტის“ თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №03 ბრძანებით.
ახლებურად ყალიბდება კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც
საერთაშორისო დიზაინისათვის გამოიყენება ეროვნული დიზაინის რეგისტრაციისთვის
გათვალისწინებული ბათილობის საფუძვლები. ასევე, განისაზღვრა, რომ საერთაშორისო
დიზაინის რეგისტრაციაზე უფლებების მფლობელი ისარგებლებს იმავე უფლებებით,
რომლითაც სარგებლობს ეროვნული დიზაინის რეგისტრაციაზე უფლების მფლობელი.
ცვლილება შეეხო კანონის 26-ე მუხლს და განისაზღვრა, დიზაინის გამოქვეყნების
გადადების შემთხვევაში, დიზაინის სადავო გამოყენებასთან დაკავშირებული დიზაინის
მფლობელის განსაკუთრებული უფლებების შეზღუდვები, ასევე, განისაზღვრა
შეზღუდვები რომელიმე ქვეყნის საზღვაო ხომალდზე, საჰაერო ან სახმელეთო
სატრანსპორტო საშუალებაზე, მათი საქართველოს ტერიტორიაზე დროებით ყოფნის
დროს სარემონტო სამუშაოების განხორციელებისას და ამ მიზნით სათადარიგო
ნაწილების და აქსესუარების იმპორტის დროს დიზაინის გამოყენებისას.
კანონს დაემატა 261 მუხლი, რომლითაც ზუსტდება, რომ დიზაინერსა და თანადიზაინერს
ეძლევათ შესაძლებლობა, განმცხადებელსა და დიზაინის მფლობელთან ერთად,
მითითებულ იყვნენ განაცხადსა და რეესტრში.
ცვლილება განხორციელდა კანონის 28-ე მუხლშიც, კერძოდ: ტექნიკური შინაარსის
ცვლილება განხორციელდა პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში. ასევე, აღნიშნული
მუხლის მეორე პუნქტს დაემატა „დ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად დიზაინის
რეგისტრაციას აუქმებს საქპატენტი დიზაინის მფლობელი ფიზიკური პირის
გარდაცვალების შემთხვევაში, თუ მას არ დარჩა მემკვიდრე, ან იურიდიული პირის
ლიკვიდაციის შემთხვევაში, თუ არ არსებობს უფლებამონაცვლე; აგრეთვე, მუხლს
დაემატა დიზაინის რეგისტრაციის გაუქმების პირობები, კერძოდ, რეგისტრაციის
გაუქმება შეიძლება შეეხოს მრავლობითი განაცხადის ცალკეულ დიზაინებს, ხოლო თუ
მფლობელი რამდენიმეა, მფლობელის განცხადების საფუძველზე გაუქმება უნდა მოხდეს
ყველა მფლობელის თანხმობით, ამასთან, თუ რეესტრში რეგისტრირებულია ლიცენზია,
დიზაინის მფლობელის მოთხოვნა რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე შეიძლება
დაკმაყოფილდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მფლობელი წარმოადგენს
მტკიცებულებას იმის თაობაზე, რომ მან აცნობა ლიცენზიანტს თავისი გადაწყვეტილების
შესახებ.
მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა დიზაინის ბათილად ცნობის საფუძვლებში,
კერძოდ, ახლებურად ჩამოყალიბდა კანონის 29-ე მუხლი, რომლის მე-3 პუნქტის
თანახმად, დიზაინის ბათილად ცნობა დასაშვები გახდა დიზაინის რეგისტრაციის
მოქმედების ვადის გასვლის ან გაუქმების შემდეგაც, რაც არ იყო გათვალისწინებული
მოქმედი კანონით. ეს ცვლილება მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ზოგიერთ შემთხვევაში,
დიზაინზე უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული დავა შეიძლება ინიციირებულ
იქნეს დიზაინის რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე და ასეთი დავები გაგრძელდეს იმ
შემთხვევაშიც, როცა დიზაინის რეგისტრაციის ვადა იწურება დავის მიმდინარეობისას.
უფლებების დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, დიზაინის მფლობელს უფლება
აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება იმ პერიოდისთვის, როდესაც დიზაინის
რეგისტრაცია ძალაში იყო.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, განისაზღვრა დიზაინის რეგისტრაციის ბათილად
ცნობის მოთხოვნის ვადა, რაც არ იყო განსაზღვრული მოქმედი კანონით.
კანონპროექტით რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლებში (29-ე მუხლის მე-6
პუნქტში)
„სასაქონლო
ნიშნების“
ნაცვლად,
შემოტანილია
ცნება
„განმასხვავებელუნარიანი სიმბოლო“, რომელიც უფრო ფართოა, ვიდრე ადრინდელი
პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშანი ან „საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშანი“.
აღნიშნული ხორციელდება იმ მიზნით, რომ დიზაინის ბათილად ცნობის საფუძვლად
გათვალისწინებული იყოს ყველა ის შემთხვევა, როდესაც სხვა განმასხვავებელი
აღნიშვნიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებები იძლევა სადავო დიზაინის
გამოყენების აკრძალვის შესაძლებლობას. შესაბამისად, აღნიშნული ტერმინის
დამკვიდრება მიზანშეწონილია, რადგან თავიდან იქნეს არიდებული რაიმე
სამართლებრივი ბუნდოვანება უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ დავებში და
უზრუნველყოფილ იქნეს კანონის განჭვრეტადობის პრინციპი.
ამავე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, დიზაინის ბათილად ცნობისას,
შესაძლებელი გახდება, მფლობელის განცხადების საფუძველზე, ან სასამართლოს
გადაწყვეტილებით, დიზაინის რეგისტრაციის შენარჩუნება შეცვლილი ფორმით, თუ
შეცვლილი დიზაინი ინარჩუნებს თავდაპირველ არსს.
ამავე მუხლს დაემატა მე-7-მე-9 პუნქტები, რომლებიც განსაზღვრავს რეგისტრაციის
ბათილად ცნობის შედეგებს გაცემულ ლიცენზიებთან მიმართებით. კერძოდ, ამ მუხლის
პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დიზაინის მფლობელის შეცვლის
შემთხვევაში, ადრე გაცემული ყველა ლიცენზია გაუქმებულად ითვლება, ხოლო, თუ
სარჩელის აღძვრამდე დიზაინის მფლობელმა ან ლიცენზიატმა დაიწყო დიზაინის
გამოყენება ან განახორციელა მნიშვნელოვანი და ეფექტიანი მოსამზადებელი ქმედებები
დიზაინის გამოყენების დაწყებისათვის, იგი უფლებამოსილია, დიზაინის ახალი
მფლობელის რეესტრში მითითებიდან 3 თვის ვადაში, დიზაინის ახალი მფლობელისგან
მოითხოვოს არაექსკლუზიური კერძო ლიცენზია, თუმცა, აღნიშნული არ გამოიყენება,
თუ
აღნიშნული
მფლობელი
ან
ლიცენზიანტი
ამ
დროს
მოქმედებდა
არაკეთილსინდისიერი განზრახვით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონის სრულყოფის მიზნით, მას დაემატა 291 მუხლი,
რომელიც განსაზღვრავს დიზაინის ბათილად ცნობის შემთხვევაში დიზაინზე
უფლებების შეწყვეტის საკითხს და მის თანმდევ შედეგებს.
ასევე, ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებებს. კერძოდ, გამომდინარე იქიდან, რომ
კანონპროექტის პირველი მუხლის მე-8, მე-10 და მე-18 პუნქტებით განსაზღვრული
ცვლილებების აღსრულება საჭიროებს საქპატენტის ელექტრონული საქმისწარმოების
სისტემის შემდგომ დახვეწას, „დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის
დამტკიცების შესახებ“ სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული
ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №03 ბრძანებისა და
„საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის დებულების“ დამტკიცების თაობაზე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური
საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2011 წლის 18 მარტის
№02 ბრძანებით დამტკიცებული დებულების ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანას,
აუცილებელია, ზემოაღნიშნული პუნქტების 2026 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-8, მე-10, მე-11 და მე-18 პუნქტებისა, ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან
ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონის პირველი
მუხლის მე-8, მე-10, მე-11 და მე-18 პუნქტები ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან,
ვინაიდან აღნიშნულ ვადამდე უნდა განხორციელდეს შესამისი ცვლილებები
კანონპროექტის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ კანონქვემდებარე აქტებში.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
ცვლილების შედეგად, კანონს ემატება ხელახალი ექსპერტიზის პროცედურა,
რომლისთვისაც გათვალისწინებული იქნება კანონით დადგენილი საფასურის გადახდა.
საფასური მიიმართება საქპატენტის ბიუჯეტში, შესაბამისად, აღნიშნულს გავლენა ექნება
საქპატენტის საკუთარ შემოსავლებზე. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საქპატენტის
საკუთარი შემოსავლები აღემატება 1 მილიონ ლარს, საქპატენტი საკუთარი შემოსავლის
არანაკლებ 10%-ს მიმართავს სახელმწიფო ბიუჯეტში. აღნიშნულს, ასევე, გავლენა ექნება
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
კანონპროექტის თანახმად, დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე არსობრივი ექსპერტიზის
გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება დიზაინის
რეგისტრაცია შეცვლილი ფორმით, თუ ცვლილების შემდეგ აღნიშნული დიზაინი
დააკმაყოფილებს დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს და შენარჩუნებული იქნება
თავდაპირველი დიზაინის არსი, ასევე, კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ და
„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას დიზაინის
რეგისტრაციის ბათილად ცნობის შემთხვევაში, განმცხადებელს ეძლევა შესაძლებლობა
დიზაინი დაარეგისტრიროს შეცვლილი ფორმით განცხადების საფუძველზე, იმ
შემთხვევაში, თუ სახეზეა სასამართლოს, ხელახალი ექსპერტიზისა ან სააპელაციო
პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ ბათილად იქნა
ცნობილი დიზაინის რეგისტრაცია. აღნიშნულ ცვლილებას უარყოფითი ფინანსური
გავლენა ექნება საქპატენტის ბიუჯეტზე, ვინადან, განმცხადებელ აღარ მოუწევს ახალი
განაცხადის წარმოდგენა შეცვლილი ფორმით დიზაინის რეგისტრაციისათვის.
შესაბამისად, გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
გარდა ამისა, ცვლილებებით გათვალისწინებულია სააპელაციო პალატაში დიზაინის
რეგისტრაციის გასაჩივრების ახალი საფუძვლები, რაც გამოიწვევს სააპელაციო საჩივრების
ზრდას და პირდაპირპროპორციულად აისახება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე. გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დამოკიდებული იქნება სააპელაციო
საჩივრების რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ, ცვლილების შედეგად, კანონს ემატება
ხელახალი ექსპერტიზის პროცედურა, რაც მოიცავს უფრო ფართო საფუძვლებს, ვიდრე ეს
განსაზღვრულია არსებული კანონმდებლობით არსობრივი ექსპერტიზის დროს.
აღნიშნული წარმოადგენს ხანგრძლივი სასამართლო პროცედურების ალტერნატივას,
შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებით სასამართლო სისტემაში შეიძლება დაიზოგოს
რესურსი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფოს
მხრიდან
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
კანონპროექტის მიხედვით, კანონიდან ამოღებულ იქნა მე-9 მუხლის მე-4 და მე-5
პუნქტები, რომლებიც შეეხებოდა დასაქმებულის/შეკვეთის მიმღების მიერ დიზაინის
შესაქმნელად
დამსაქმებლის/შემკვეთის
მფლობელობაში
არსებული
რესურსის
გამოყენების
შემთხვევაში,
დიზაინის
რეგისტრაციის
უფლების
მინიჭებას
დამსაქმებლის/შემკვეთისთვის. აღნიშნულს ფინანსური გავლენა შეიძლება ჰქონდეს
დამსაქმებლზე/შემკვეთის მიმღებზე, ვინაიდან, ის აღარ იქნება კანონით უფლებამოსილი
მოახდინოს სადავო დიზაინის რეგისტრაცია თავის სახელზე. ამასთან, დადებითი
ფინანსური გავლენა ექნება დასაქმებულზე ან/და შეკვეთის მიმღებზე.
კანონპროექტით გაიწერა რეგისტრაციაზე უარის თქმის შემდეგი საფუძველი: იგი
მთლიანად ან რომელიმე შემადგენელი ელემენტით ემთხვევა საერთაშორისო
ორგანიზაციის გერბს, დროშას, ემბლემას ან ნიშანს, საქართველოს სახელმწიფო ან
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გერბს, დროშას ან ემბლემას, რომელიც არ
არის დაცული პარიზის კონვენციის მე-6ter მუხლით, მაგრამ მის მიმართ საქართველოს
ტერიტორიაზე არსებობს საჯარო ინტერესი და, ამასთანავე, არ არსებობს ამ ნიშნის
მფლობელის ან/და საქართველოს ან/და საზღვარგარეთის შესაბამისი კომპეტენტური
უწყების თანხმობა მის გამოყენებაზე. აღნიშნული მუხლით ხდება რეგისტრაციაზე უარის
თქმის საფუძვლების მოქმედი ჩამონათვალის გაფართოება, შესაბამისად, გარკვეული
ფინანსური გავლენა ექნება განმცხადებელზე.
კანონპროექტის თანახმად, დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე არსობრივი ექსპერტიზის
გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება დიზაინის
რეგისტრაცია შეცვლილი ფორმით, თუ ცვლილების შემდეგ აღნიშნული დიზაინი
დააკმაყოფილებს დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს და შენარჩუნებული იქნება
თავდაპირველი დიზაინის არსი, ასევე, კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ და
„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას დიზაინის
რეგისტრაციის ბათილად ცნობის შემთხვევაში, განმცხადებელს ეძლევა შესაძლებლობა
დიზაინი დაარეგისტრიროს შეცვლილი ფორმით განცხადების საფუძველზე, იმ
შემთხვევაში, თუ სახეზეა სასამართლოს, ხელახალი ექსპერტიზისა ან სააპელაციო
პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ ბათილად იქნა
ცნობილი დიზაინის რეგისტრაცია. აღნიშნულ ცვლილებას დადებითი ფინანსური
გავლენა ექნება განმცხადებელზე, ვინაიდან მას აღარ მოუწევს შეცვლილი ფორმით
დიზაინის რეგისტრაციის მიზნით ახალი განაცხადის წარდგენა საქპატენტში.
ასევე, დიზაინის გამოქვეყნების გადადების შემთხვევაში, კანონპროექტი აწესებს
მფლობელის განსაკუთრებული უფლებების შეზღუდვებს დიზაინის სადავო
გამოყენებასთან დაკავშირებით და, აგრეთვე, რომელიმე ქვეყნის საზღვაო ხომალდზე,
საჰაერო ან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებაზე, მათი საქართველოს ტერიტორიაზე
დროებით ყოფნის დროს სარემონტო სამუშაოების განხორციელებისას და ამ მიზნით,
სათადარიგო ნაწილების და აქსესუარების იმპორტის მიმართ, აღნიშნულს გარკვეული
უარყოფითი ფინანსური გავლენა ექნება დიზაინის მფლობელზე, თუმცა დადებითი
ფინანსური გავლენის მქონე იქნება მესამე პირებზე, რომლებიც დაინტერესებულები
იქნებიან გამოიყენონ რეგისტრირებული დიზაინი ან დიზაინი, რომლის გამოქვეყნება
გადადებულია.
კანონპროექტის მიხედვით დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობა შეიძლება
მოთხოვნილ იქნეს დიზაინის რეგისტრაციის გაუქმების ან რეგისტრაციის ვადის გასვლის
შემდეგ, ამასთან, დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნა დასაშვებია
დიზაინის გამოქვეყნებიდან 3 წლის განმავლობაში. აღნიშნულს დადებითი ფინანსური
გავლენა შეიძლება ჰქონდეს დაინტერესებულ პირზე, ხოლო უარყოფითი ფინანსური
გავლენა დიზაინის მფლობელზე.
განმასხვავებელუნარიან სიმბოლოზე უფლებების მფლობელის ინიციატივით დიზაინის
რეგისტრაციის ბათილად ცნობისას დიზაინის მფლობელის შეცვლის შემთხვევაში,
უფლებამოსილი მფლობელის მონაცემების რეესტრში შეტანის მომენტიდან, აღნიშნულ
დიზაინზე ყველა ადრე გაცემული ლიცენზია და სხვა უფლება გაუქმებულად ითვლება.
შესაბამისად, აღნიშნულს უარყოფითი ფინანსური გავლენა ექნება ლიცენზიის
მფლობელზე.
იმ შემთხვევაში, თუ განმასხვავებელუნარიან სიმბოლოზე უფლებების მფლობელის მიერ
დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელის აღძვრამდე დიზაინის
მფლობელმა ან ლიცენზიატმა დაიწყო დიზაინის გამოყენება ან განახორციელა
მნიშვნელოვანი და ეფექტიანი მოსამზადებელი ქმედებები დიზაინის გამოყენების
დაწყებისათვის, იგი უფლებამოსილია, დიზაინის ახალი მფლობელის
რეესტრში
მითითებიდან 3 თვის ვადაში, დიზაინის ახალი მფლობელისგან მოითხოვოს
არაექსკლუზიური კერძო ლიცენზია, შესაბამისად, აღნიშნულ ცვლილებას შესაძლოა
ფინანსური გავლენა ჰქონდეს დაინტერესებულ პირებზე, ვინაიდან, არაექსკლუზიური
კერძო ლიცენზიის გაფორმება დაკავშირებული იქნება დამატებით ხარჯებთან, ამასთან,
თუ პირი ისარგებლებს ამ შესაძლებლობით, რისი საშუალებაც მანამდე არ ჰქონდა, ეს
დადებით გავლენას მოახდენს მის შემოსავლებზე.
კანონპროექტის მიხედვით დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ
გადაწყვეტილებას უკუძალა არ აქვს თუ სასამართლოს გადაწყვეტილება დიზაინზე
განსაკუთრებული უფლებების დარღვევის თაობაზე კანონიერ ძალაში შევიდა იგივე
დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში
შესვლამდე, ასევე, აღნიშნული დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დადებული და აღსრულებული
გარიგებების მიმართ. აღნიშნულ ცვლილებას უარყოფითი ფინანსური გავლენა შეიძლება
ჰქონდეს დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების სავარაუდო დამრღვევზე, ვინაიდან,
მისი ინიციატივით დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის მიუხედავად, ის
ვალდებული იქნება აუნაზღაუროს ზიანი დიზაინის მფლობელს, თუკი თუ სასამართლოს
გადაწყვეტილება დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევის თაობაზე
კანონიერ ძალაში შევიდა იგივე დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. შესაბამისად, აღნიშნულს დადებითი
ფინანსური გავლენა ექნება დიზაინის მფლობელზე. ასევე, დადებითი გავლენა ექნება
აღნიშნული დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების
კანონიერ ძალაში შესვლამდე დადებული და აღსრულებული გარიგებების მხარეებზე.
ცვლილებებით გათვალისწინებულია სააპელაციო პალატაში დიზაინის რეგისტრაციის
გასაჩივრების ახალი საფუძვლები, რაც გამოიწვევს სააპელაციო საჩივრების ზრდას, რასაც
შესაძლოა ფინანსური გავლენა ჰქონდეს პირებზე, რომლებიც ისარგებლებენ გასაჩივრების
ახალი საფუძვლებით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი ითვალისწინებს გადასახდელის შემოღებას. კერძოდ, ემატება ხელახალი
ექსპერტიზის პროცედურა, რომლისთვისაც, როგორც ამ განმარტებითი ბარათის „ბ.ბ“
ქვეპუნქტში აღინიშნა, დადგენილი იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული
საფასური, რომელიც განისაზღვრება „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების
დაპატენტებასთან,
რეგისტრაციასთან
და
დეპონირებასთან
დაკავშირებული
მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3
ივლისის N182 დადგენილებით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. პირიქით იგი ეხმიანება
1998 წლის 13 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 98/71/EC დირექტივას
„დიზაინის სამართლებრივი დაცვის შესახებ“ და 2001 წლის 12 დეკემბრის საბჭოს (EC) No
6/2002 რეგულაციას „გაერთიანების დიზაინების შესახებ“.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი მომზადდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინტელექტუალური
საკუთრების სისტემის მხარდაჭერის საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტის,
„ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის
(EUGIPP)“ფარგლებში ინტელექტუალური საკუთრების ექსპერტების მიერ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მომოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
სსიპ - საქართველოს
„საქპატენტი“.
ინტელექტუალური
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
საკუთრების
ეროვნული
ცენტრი
-