„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/54/11; 04/06/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-09
ბიუროს ნომერი 54
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №1920, 30.05.1998, გვ. 37) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„ბ) მოსარჩელენი - სარჩელებზე, რომლებიც გამომდინარეობს საავტორო, აგრეთვე
აღმოჩენის, გამოგონების, რაციონალიზატორული წინადადებებისა და დიზაინის
უფლებებიდან;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა მიზნად ისახავს
მის შესაბამისობაში მოყვანას „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონთან.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის მე-5 მუხლის
პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი იყენებს ტერმინს „სამრეწველო ნიმუში“. ვინაიდან,
„დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც არეგულირებს დიზაინებთან
დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, ზემოაღნიშნული ტერმინის ნაცვლად
იყენებს ტერმინს „დიზაინი“, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, აღნიშნული მუხლი
შესაბამისობაში მოვიდეს „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონთან ტერმინოლოგიური
თვალსაზრისით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დიზაინის დაცვის შესახებ
არსებული მუხლი შეიცავს ტერმინოლოგიურ უზუსტობას, აუცილებელია ზემოაღნიშნულ
კანონში ცვლილების განხორციელება და მისი „დიზაინის შესახებ“ საქართველოს
კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია
შესაბამისი ცვლილების შეტანა წარმოდგენილ კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
აღნიშნული ცვლილებით „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5
მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი შესაბამისობაში მოვა „დიზაინის შესახებ“
საქართველოს კანონთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“
საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტში. ზემოაღნიშნული მუხლის მოქმედ რედაქციაში მითითებულია ტერმინი
„სამრეწველო ნიმუში“. ვინაიდან, „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც
არეგულირებს
დიზაინებთან
დაკავშირებულ
სამართლებრივ
ურთიერთობებს,
ზემოაღნიშნული ტერმინის ნაცვლად იყენებს ტერმინს „დიზაინი“, მიზანშეწონილად იქნა
მიჩნეული, აღნიშნული მუხლი შესაბამისობაში მოვიდეს „დიზაინის შესახებ“
საქართველოს კანონთან ტერმინოლოგიური თვალსაზრისით. კერძოდ, მე-5 მუხლის
პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „მოსარჩელენი –
სარჩელებზე, რომლებიც გამომდინარეობს საავტორო, აგრეთვე აღმოჩენის, გამოგონების,
რაციონალიზატორული წინადადებებისა და დიზაინიდან გამომდინარე უფლებებიდან;“.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის
დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. ამასთან კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფოს
მხრიდან
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის,
გადასახდელის (ფულადი შენატანი) შემოღებას.
მოსაკრებლის,
ან
სხვა
სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.