„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- საქართველოს კანონის პროექტი „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (272/2-XIმპ, 18/03/2026)და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-03-24
ბიუროს ნომერი 119
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის
წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში
შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები,
№12-13, ნოემბერ-დეკემბერი, 1993 წ., მუხ. 223) მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოდან დროებით გასული საქართველოს მოქალაქე, რომელიც კანონის
შესაბამისად ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლას,
ვალდებულია სათანადო შეტყობინების/უწყების ჩაბარებისთანავე, გონივრულ ვადაში
ჩამოვიდეს საქართველოში და გამოცხადდეს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში
გაწვევისთვის შექმნილი გამწვევი კომისიის სხდომაზე. პროფესიული სამხედრო მოსამსახურე
პირად საქმეზე საქართველოდან მიემგზავრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით გაფორმებული შესაბამისი ნებართვით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის
წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
პროექტი
წარმოადგენს
„თავდაცვის
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს და მიზნად ისახავს წვევამდელთა
ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად პირის გამოძახებასთან
დაკავშირებული
საკითხის დაზუსტებას. კერძოდ, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და
საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი
პუნქტის მიხედვით, საქართველოდან დროებით გასული საქართველოს მოქალაქე, რომელიც
კანონის შესაბამისად ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლას,
ვალდებულია სათანადო შეტყობინების მიღებისთანავე, გონივრულ ვადაში ჩამოვიდეს
საქართველოში
და
გამოცხადდეს
წვევამდელთა
ეროვნულ
სამხედრო
სამსახურში
გაწვევისთვის შექმნილი გამწვევი კომისიის სხდომაზე. თავდაცვის კოდექსის 67-ე მუხლში
განსახორციელებელი ცვლილების მიხედვით, განისაზღვრება წვევამდელთა ეროვნულ
სამხედრო სამსახურში გაწვევისათვის, პირისათვის შეტყობინების/უწყების ჩაბარების
პროცედურები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს მოქალაქეების
საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტში განხორციელდება ტექნიკური ცვლილება და
სიტყვები „სათანადო შეტყობინების მიღებისთანავე“ შეიცვლება სიტყვებით: „სათანადო
შეტყობინების/უწყების ჩაბარებისთანავე“.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საქართველოდან დროებით გასული საქართველოს მოქალაქის წვევამდელთა ეროვნულ
სამხედრო სამსახურში გასაწვევად გამოცხადების საკითხი დარეგულირებულია
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის
წესების შესახებ“ საქართველოს კანონით. შესაბამისად აღნიშნული საკითხის დაზუსტება
საჭიროებს ამ კანონში ცვლილების შეტანას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ცვლილების შედეგად „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და
საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის სათანადო ნორმა
შესაბამისობაში მოვა თავდაცვის კოდექსთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით
ცვლილება
განხორციელდება
„საქართველოს
მოქალაქეების
საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-18 მუხლის პირველ პუნქტში და სიტყვები „სათანადო შეტყობინების
მიღებისთანავე“
შეიცვლება
სიტყვებით:
„სათანადო
შეტყობინების/უწყების
ჩაბარებისთანავე“.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია
„თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
ამოქმედების ვადასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
არ არის მოთხოვნილი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.