„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (284/3-XIმპ, 01/04/2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
🏛️ კომიტეტები
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-04-06
ბიუროს ნომერი 124
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge), 17.03.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010120000.05.001.017356) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის:
ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 5 წლის მოქმედების
ვადით. ამასთანავე, უცხოელის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საერთო ვადა არ
უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში, გარდა ამავე
მუხლის მე-71 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. მრავალჯერადი მოკლევადიანი
ვიზა გაიცემა იმ უცხოელზე, რომელიც წინა წლის განმავლობაში, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთხელ მაინც იმყოფებოდა საქართველოში და
რომლის მიერ მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზის მოთხოვნის საფუძველი არსებობს,
თუ საქართველოს მთავრობის დადგენილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“
ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
„71. მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა, ასევე, შეიძლება გაიცეს 5 წლის მოქმედებისა და
საქართველოში ყოფნის 1 წლის ვადით მხოლოდ C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის
გაცემის შემთხვევაში.“
2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ე“ ქვეპუნქტი:
„გ.ე) C5 კატეგორიის - მოკლევადიანი მიზნებით საქართველოში მომავალ პირზე,
რომელიც საქართველოს ტერიტორიზე შემოდის ტურისტული მიზნით და რომელსაც
ასევე აქვს უფლება განახორციელოს საქმიანობა მხოლოდ არარეზიდენტი პირის
სასარგებლოდ თუ ის უკავშირდება არარეზდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლებს
გარეთ საქმიანობის განხორციელებას. ამ კატეგორიის ვიზა ასევე გაიცემა პირის მეუღლესა
და არასრულწლოვან შვილზე/შვილებზე.“.
3. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31.
საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ
გადაწყვეტილება
ექვემდებარება გასაჩივრებას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
არ
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიზანია C5 კატეგორიის ახალი ვიზის შემოღება.
ცვლილება უპირველესად განპირობებულია შედარებით უსაფრთხო ქვეყნებიდან მაღალი
მსყიდველუნარიანობის მქონე ვიზიტორების მოზიდვის სტრატეგიული საჭიროებით.
ახალი რეგულაციით იქმნება მექანიზმი, რათა აღნიშნულმა პირებმა შეძლონ განგრძობითი
პერიოდის განმავლობაში მრავალჯერადად შემოსვლა საქართველოში, რის სანაცვლოდაც
ისინი გადაიხდიან შესაბამის, მაღალ სავიზო მოსაკრებელს.
C5 კატეგორიის ვიზის შემოღება წარმოადგენს მიზნობრივ და თანამედროვე ეკონომიკურ
ინსტრუმენტს, რომელიც მიმართულია მაღალი გადახდისუნარიანობის მქონე უცხოელი
ვიზიტორების მოზიდვისკენ. აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება იმ გარემოებას, რომ
შეძლებული ტურისტები გამოირჩევიან მაღალი მსყიდველუნარიანობით და ქმნიან
მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტს მასპინძელი ქვეყნისთვის. მათი ვიზიტები ზრდის
ტურიზმის
სექტორში
შემოსავლებს,
აძლიერებს
მომსახურების
სფეროს
და
უზრუნველყოფს უცხოური ვალუტის სტაბილურ შემოდინებას.
C5 ვიზა ქმნის ინვესტიციების მოზიდვის დამატებით შესაძლებლობას. საერთაშორისო
პრაქტიკა აჩვენებს, რომ მაღალი ქონებრივი სტატუსის მქონე ვიზიტორები ხშირად
ინტერესდებიან
ბიზნესის
დაწყებით,
რაც
ეკონომიკაში
დამატებითი
კაპიტალის
შემოდინებას იწვევს. შესაბამისად, აღნიშნული ინიციატივა შეიძლება იქცეს ინვესტიციების
სტიმულირების ეფექტურ მექანიზმად.
სახელმწიფოსთვის დამატებითი სარგებელი გამოიხატება საბიუჯეტო შემოსავლების
ზრდაშიც. C5 ვიზის მიღება დაკავშირებული იქნება სპეციალურ სავიზო მოსაკრებლებთან
და
იმ
ეკონომიკურ
აქტივობასთან,
რომელსაც
ვიზის
მფლობელები
ქვეყანაში
განახორციელებენ. მათი ხარჯვა პირდაპირ აისახება გადასახადების ზრდაზე და ზრდის
სახელმწიფოს ფინანსურ რესურსებს.
მაღალი შემოსავლების მქონე ვიზიტორების მოზიდვა ხელს უწყობს ეკონომიკის
დივერსიფიკაციას. მათი მოთხოვნები ქმნის განვითარებისთვის ახალ მიმართულებებს
ისეთ სფეროებში, როგორიცაა მედიცინა, განათლება და მაღალი დონის სერვისები.
შედეგად,
ეკონომიკა
გამარტივებული
ხდება
მიმოსვლა
უფრო
ხელს
მრავალფეროვანი
უწყობს
და
ტურისტების
მდგრადი.
ამასთანავე,
შემოსვლას
არასეზონურ
პერიოდშიც (ე.წ. "Off-peak seasons"), რაც უზრუნველყოფს ტურისტულ ინდუსტრიაში
დასაქმებული მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსურ სტაბილურობას მთელი წლის
განმავლობაში.
ინიციატივას
აქვს
მნიშვნელოვანი
როლი
ქვეყნის
საერთაშორისო
იმიჯის
გაუმჯობესებაშიც. მაღალი გადახდისუნარიანი ვიზიტორების მიღება აძლიერებს ქვეყნის
რეპუტაციას, როგორც უსაფრთხო, სტაბილური და ეკონომიკურად მიმზიდველი გარემოსი.
ეს, თავის მხრივ, ზრდის ნდობას როგორც ტურისტების, ისე საერთაშორისო ინვესტორების
მხრიდან.
ამასთანავე, C5 ვიზის ბენეფიციარები არ ქმნიან სოციალურ ტვირთს სახელმწიფოსთვის.
ისინი არ საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და არ ახდენენ ზეწოლას საჯარო სერვისებზე,
არამედ პირიქით — ზრდიან ეკონომიკურ აქტივობას და ქმნიან დამატებით მოთხოვნას
ბაზარზე.
ინიციატივის
ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი
უპირატესობაა
მისი
მიზნობრივი
და
კონტროლირებადი ხასიათი. განსაზღვრული ფინანსური კრიტერიუმი უზრუნველყოფს,
რომ C5 კატეგორიის ვიზას მიიღებენ ფინანსურად სტაბილური და სანდო პირები, რაც
ამცირებს რისკებს და ამარტივებს ადმინისტრაციულ მართვას.
აღნიშნული მიდგომა სრულად შეესაბამება გლობალურ ტენდენციებს. მრავალი ქვეყანა
უკვე წარმატებით იყენებს მსგავს მექანიზმებს მაღალი ქონებრივი სტატუსის მქონე პირების
მოსაზიდად და კონკურენცია ამ მიმართულებით მუდმივად იზრდება. შესაბამისად, C5
ვიზის შემოღება ქვეყნისთვის წარმოადგენს სტრატეგიულ ნაბიჯს საერთაშორისო
პრაქტიკასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით.
მაღალი შემოსავლების მქონე ვიზიტორები ხშირად ინარჩუნებენ კავშირს ქვეყანასთან
გრძელვადიან პერსპექტივაში — ისინი განმეორებით სტუმრობენ, ახორციელებენ
ინვესტიციებს და ქმნიან ბიზნეს-ურთიერთობებს. ეს იწვევს ეკონომიკური ეფექტის
დაგროვებას და ზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას.
ამრიგად,
C5
კატეგორიის
ვიზის
შემოღება
წარმოადგენს
დაბალრისკიან
და
მაღალსარგებლიან პოლიტიკურ ინიციატივას, რომელიც უზრუნველყოფს როგორც
მოკლევადიან ეკონომიკურ სარგებელს, ისე გრძელვადიან განვითარებას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტის მიზანია დაადგინოს, რომ უცხოელისათვის
საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება წარმოადგენს
სახელმწიფოს ექსკლუზიურ კომპეტენციას და იგი არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
საერთაშორისო სამართლის აღიარებული პრინციპების შესაბამისად, სახელმწიფოს გააჩნია
აბსოლუტური უფლებამოსილება, თავად განსაზღვროს თავის ტერიტორიაზე უცხო
ქვეყნის მოქალაქეთა დაშვების პირობები. ვიზის გაცემა არ არის უცხოელის უფლება,
არამედ ეს არის სახელმწიფოს მიერ მინიჭებული პრივილეგია, რაც გამორიცხავს ამ
გადაწყვეტილების სამართლებრივი რევიზიის აუცილებლობას.
თანამედროვე მიგრაციული პოლიტიკა მოითხოვს სწრაფ, მკაფიო და პროგნოზირებად
გადაწყვეტილებებს.
როდესაც
ვიზის
გაცემაზე
უარი
უკვე
ეფუძნება
წინასწარ
განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და უსაფრთხოების შეფასებებს, მისი დამატებითი
გასაჩივრების მექანიზმი ხშირად ქმნის ბიუროკრატიულ გადატვირთვას და აჭიანურებს
პროცესებს. ეს განსაკუთრებით პრობლემურია იმ პირობებში, როცა სახელმწიფო უწყებებს
უწევთ დიდი მოცულობის განაცხადების დამუშავება შეზღუდულ რესურსებში. გარდა
ამისა, გასაჩივრების პროცესი ხშირ შემთხვევაში არ ცვლის არსებით გადაწყვეტილებას,
არამედ მხოლოდ ახანგრძლივებს ადმინისტრაციულ ციკლს. შედეგად, იქმნება ცრუ
მოლოდინი განმცხადებლებში, რომ გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს, მაშინ
როდესაც რეალურად იგი უკვე დაფუძნებულია სიღრმისეულ ანალიზზე — მათ შორის
უსაფრთხოების, იმიგრაციული რისკებისა და დოკუმენტური სანდოობის შეფასებაზე.
საბოლოოდ, პროცესის გამარტივება და ერთჯერადი, საბოლოო გადაწყვეტილების
მოდელის
დანერგვა
ხელს
უწყობს
როგორც
ადმინისტრაციული
რესურსების
ოპტიმიზაციას, ისე სისტემის გამჭვირვალობას — განმცხადებლებს თავიდანვე ექნებათ
გაცნობიერებული, რომ განაცხადის ხარისხი და სიზუსტე გადამწყვეტია, რაც ზრდის
პასუხისმგებლობას
და
ამცირებს
ფორმალური,
არასრულყოფილი
განაცხადების
რაოდენობას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე,
მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, შემოღებულ იქნება C5 კატეგორიის ვიზა, რომლის
დანერგვა ხელს შეუწყობს მაღალი კლასის ტურიზმის განვითარებას. ქვეყანა უფრო მეტად
პოზიციონირდება როგორც პრემიუმ ტურისტული მიმართულება, რაც ზრდის არა
მხოლოდ ვიზიტორთა რაოდენობას, არამედ ერთ ტურისტზე საშუალო დანახარჯსაც. ეს კი,
თავის მხრივ, აძლიერებს სასტუმროების, რესტორნების, გასართობი და სხვა მაღალი დონის
სერვისების განვითარებას.
კანონპროექტის ამოქმედება გამოიწვევს სახელმწიფო რესურსების უფრო რაციონალურ
გადანაწილებას და გრძელვადიან პერსპექტივაში შეამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს:
- საკონსულო და საიმიგრაციო სამსახურების განტვირთვა: პერიოდულად ერთი და იმავე
პირების
მიერ
შემოტანილი
განაცხადების
განმეორებითი
დამუშავება
მოითხოვს
მნიშვნელოვან ადამიანურ და მატერიალურ რესურსს (დრო, საოფისე მასალები,
პროგრამული უზრუნველყოფის დატვირთვა). მრავალწლიანი ვიზის სისტემაზე გადასვლა
შეამცირებს ყოველწლიური განაცხადების საერთო რაოდენობას, რაც საშუალებას მისცემს
სახელმწიფოს,
არსებული
რესურსები
მიმართოს
უფრო
მაღალი
რისკის
მქონე
აპლიკანტების სიღრმისეულ შემოწმებაზე დამატებითი კადრების აყვანის (და შესაბამისად,
ხარჯების ზრდის) გარეშე.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მიღების
შედეგად,
ვიზაზე
უარის
თქმის
შესახებ
არმქონე
პირთა
გადაწყვეტილება გამოცხადდება საბოლოო აქტად.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის
მიხედვით,
„უცხოელთა
და
მოქალაქეობის
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ინერგება ახალი - C5
კატეგორიის ორდინალური ვიზა.
- აღნიშნული კატეგორიის მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა 5 წლის
მოქმედების ვადით და საქართველოში ყოფნის 1 წლის ვადით.
- C5 კატეგორიის გაიცემა მოკლევადიანი მიზნებით საქართველოში მომავალ პირზე,
რომელიც საქართველოს ტერიტორიზე შემოდის ტურისტული მიზნით და რომელსაც ასევე
აქვს უფლება განახორციელოს საქმიანობა მხოლოდ არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ
თუ ის
უკავშირდება არარეზდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ
საქმიანობის განხორციელებას. ამ კატეგორიის ვიზა ასევე გაიცემა პირის მეუღლესა და
არასრულწლოვან შვილზე/შვილებზე.
- „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონებში შესული
ცვლილებების თანახმად, C5 კატეგორიის ვიზის, მათ შორის სპეციალური ვებგვერდის (eVISA PORTAL) მეშვეობით ელექტრონული ვიზის გაცემის საკითხის განხილვისათვის
მოსაკრებელი და ბაჟი განისაზღვრება არანაკლებ 20 და არაუმეტეს 500 აშშ დოლარის
ოდენობით,
კონკრეტული
ოდენობა
დადგინდება
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მიხედვით,
ვიზის
გაცემაზე
უარის
თქმის
შესახებ
გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ დაექვემდებარება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით
(კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით
გათვალისწინებულია
ახალი
რეგულაციების
გამოქვეყნებისთანავე
ძალაში შესვლა, რადგან მისი ამოქმედებისათვის დამატებითი ვადები არ არის საჭირო და
მნიშვნელოვანია
მისი
დროული
ამოქმედება.
ამასთანავე,
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი მიზანშეწონილია მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან
მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში დასრულდეს შესაბამისი
ცვლილებების ასახვა კანონმდებლობაში და შესაძლებელი გახდეს C5 კატეგორიის ვიზის
გაცემა.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის ხარჯვით ნაწილის დაფინანსება მოხდება საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტროს ასიგნებებიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტს გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. C5 ვიზის
მიღება დაკავშირებული იქნება სპეციალურ სავიზო მოსაკრებლებთან (რომლის ოდენობაც
განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით) და იმ ეკონომიკურ აქტივობასთან,
რომელსაც ვიზის მფლობელები ქვეყანაში განახორციელებენ. გავლენის ოდენობა
დამოკიდებული იქნება აღნიშნული ვიზის მიმღებთა რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის ამოქმედება გამოიწვევს სახელმწიფო რესურსების უფრო რაციონალურ
გადანაწილებას და გრძელვადიან პერსპექტივაში შეამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს:
- საკონსულო და საიმიგრაციო სამსახურების განტვირთვა: პერიოდულად ერთი და იმავე
პირების
მიერ
შემოტანილი
განაცხადების
განმეორებითი
დამუშავება
მოითხოვს
მნიშვნელოვან ადამიანურ და მატერიალურ რესურსს (დრო, საოფისე მასალები,
პროგრამული უზრუნველყოფის დატვირთვა). მრავალწლიანი ვიზის სისტემაზე გადასვლა
შეამცირებს ყოველწლიური განაცხადების საერთო რაოდენობას, რაც საშუალებას მისცემს
სახელმწიფოს,
არსებული
რესურსები
მიმართოს
უფრო
მაღალი
რისკის
მქონე
აპლიკანტების სიღრმისეულ შემოწმებაზე დამატებითი კადრების აყვანის (და შესაბამისად,
ხარჯების ზრდის) გარეშე.
C5 ვიზის ბენეფიციარები არ ქმნიან სოციალურ ტვირთს სახელმწიფოსთვის. ისინი არ
საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და არ ახდენენ ზეწოლას საჯარო სერვისებზე, არამედ
პირიქით — ზრდიან ეკონომიკურ აქტივობას და ქმნიან დამატებით მოთხოვნას ბაზარზე.
შესაბამისად, კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
კანონპროექტის ხარჯვით ნაწილის დაფინანსება მოხდება საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტროს ასიგნებებიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტს მოჰყვება ფინანსური გავლება იმ პირთათვის, რომელთაც ექნებათ С5
კატეგორიის ვიზის მიღების სურვილი. კერძოდ, აღნიშნულ პირებს C5 კატეგორიის ვიზის
მისაღებად მოუწევთ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით განსაზღვრული მოსაკრებლის
გადახდა. გავლენის მოცულობა დამოკიდებული იქნება ვიზის მსურველთა რაოდენობასა
და კანონქვემდებარე აქტით განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობაზე. ამავდროულად,
გამარტივდება ტურისტების შემოსვლა არასეზონურ პერიოდშიც (ე.წ “Off-peak seasons”), რაც
უზრუნველყოფს ტურისტულ ინდუსტრიაში დასაქმებული მცირე და საშუალო ბიზნესის
ფინანსურ სტაბილურობას მთელი წლის განმავლობაში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი
(ფულადი შენატანი).
ბ1)
ბავშვის
უფლებრივ
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორმხრივ
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
და
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
დადებულ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადებისას შესწავლილ იქნა საერთაშორისო პრაქტიკა და იმ ქვეყნების
გამოცდილება, რომლებმაც წარმატებით დანერგეს მრავალწლიანი ტურისტული ვიზების
სისტემა. პრაქტიკა აჩვენებს, რომ მსგავსი რეფორმები პირდაპირპროპორციულად აისახება
ტურიზმის ზრდასა და ეკონომიკურ წინსვლაზე:
•
ევროკავშირის (შენგენის ზონის) გამოცდილება
ევროკავშირმა 2020 წელს განაახლა „სავიზო კოდექსი“ (Visa Code) და დანერგა ე.წ.
კასკადური სისტემა. ამ სისტემის მიხედვით, აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ პოზიტიური
სავიზო ისტორია, ავტომატურად ეძლევათ ჯერ 1-წლიანი, შემდეგ 2-წლიანი, ხოლო
საბოლოოდ 5-წლიანი მრავალჯერადი ვიზები.
შედეგი: ევროკომისიის კვლევებმა აჩვენა, რომ ამ მიდგომამ მნიშვნელოვნად შეამცირა
საკონსულოების გადატვირთულობა და გაზარდა განმეორებითი ტურისტული ვიზიტების
რაოდენობა, რამაც დამატებითი ფინანსური სტიმული მისცა ევროკავშირის წევრი
ქვეყნების მომსახურების სფეროს.
•
ამერიკის შეერთებული შტატების პრაქტიკა
აშშ-ს საიმიგრაციო პოლიტიკა აქტიურად იყენებს B1/B2 (ტურისტული და საქმიანი)
კატეგორიის 10-წლიან ვიზებს.
შედეგი:
ეს
მოდელი
აღიარებულია
ერთ-ერთ
ყველაზე
ეფექტურ
ეკონომიკურ
ინსტრუმენტად. ის უზრუნველყოფს მაღალმხარჯველობითი ტურისტების გრძელვადიან
ლოიალობას. ტურისტი, რომელსაც აქვს 10-წლიანი ვიზა, გაცილებით უფრო სპონტანურად
გეგმავს მოგზაურობას, რაც პირდაპირ ზრდის ავიაკომპანიების, სასტუმროებისა და
სავაჭრო სექტორის შემოსავლებს.
•
გაერთიანებული სამეფოს მოდელი
დიდი ბრიტანეთი აპლიკანტებს სთავაზობს არჩევანს: სტანდარტული 6-თვიანი ვიზის
გარდა, მათ შეუძლიათ პირდაპირ მოითხოვონ 2, 5 ან 10-წლიანი მრავალჯერადი ვიზები.
შედეგი: გრძელვადიანი ვიზების გაცემისას მოსაკრებელი გაცილებით მაღალია. ამ სისტემამ
სახელმწიფოს საშუალება მისცა, ერთი მხრივ, მიეღო მნიშვნელოვანი პირდაპირი
შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტში სავიზო მოსაკრებლების სახით, ხოლო მეორე მხრივ,
მოეზიდა სტაბილური, გადახდისუუნარიანი ტურისტული ნაკადები.
•
აშშ: „საკონსულოს გადაწყვეტილების გადასინჯვის დაუშვებლობის დოქტრინის“
(Consular
Nonreviewability)
თანახმად,
ვიზაზე
უარის
თქმა
საბოლოოა
და
სასამართლო კონტროლს არ ექვემდებარება.
•
დიდი ბრიტანეთი: 2014 წლის საიმიგრაციო რეფორმის შედეგად, ვიზიტორთა
უმრავლესობისთვის გასაჩივრების უფლება სრულად გაუქმდა ადმინისტრაციული
პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით.
•
ავსტრალია: ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი პირებისათვის დროებით ვიზებზე
უარის თქმის შემთხვევაში გასაჩივრების უფლება არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ლევან მახაშვილი, ვახტანგი თურნავა, ლიკა შარტავა,
დავით დოლიძე, ირაკლი შატაკიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ჩაკვეტაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ლევან მახაშვილი, ვახტანგი თურნავა, ლიკა შარტავა,
დავით დოლიძე, ირაკლი შატაკიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ჩაკვეტაძე.