„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.04.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ლევან მახაშვილი, ვახტანგი თურნავა, ლიკა შარტავა, დავით დოლიძე, ირაკლი შატაკიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ჩაკვეტაძე
ნომერი
#284/3-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0

🏛️ კომიტეტები

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-04-06
ბიუროს ნომერი 124

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №53, 11.10.2010, მუხ. 339) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვა − არანაკლებ 20 აშშ დოლარი და არაუმეტეს 500 აშშ დოლარი. საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვისთვის თანხის ოდენობა და დაჩქარებული მომსახურებისთვის გათვალისწინებული თანხის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით;“. მუხლი 2. საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვისთვის თანხის ოდენობისა და დაჩქარებული მომსახურებისთვის გათვალისწინებული თანხის ოდენობის განისაზღვრამდე მოქმედებს ამ კანონის ამოქმედებამდე კანონით კანსაზღვრული ოდენობა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წინამდებარე კანონპროექტით მიზნად ისახავს საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვასთან დაკავშირებული მოსაკრებლის ოდენობის საკითხის დარეგულირებას, კერძოდ წარმომადგენლობისა და საზღვარგარეთ საკონსულო საქართველოს დაწესებულების დიპლომატიური მიერ საკონსულო მოქმედების შესრულებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის მოსაკრებელი გადაიხდევინება შემდეგი განაკვეთით - საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვა − არანაკლებ 20 აშშ დოლარი და არაუმეტეს 500 აშშ დოლარი. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრება საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვისათვისა და დაჩქარებული მომსახურებისთვის გათვალისწინებული თანხის ოდენობა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებით საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვისათვის განაკვეთი განისაზღვრება არანაკლებ 20 აშშ დოლარისა და არაუმეტეს 500 აშშ დოლარის ოდენობით. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრავს საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვისათვისა და დაჩქარებული მომსახურებისთვის გათვალისწინებულ თანხის ოდენობას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით, „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვა − არანაკლებ 20 აშშ დოლარი და არაუმეტეს 500 აშშ დოლარი. საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვისთვის თანხის ოდენობა და დაჩქარებული მომსახურებისთვის გათვალისწინებული საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით;“. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ მიმართებით (კანონპროექტი გამოიყენება წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის კანონპროექტთან მიერ არ არის ინიციირებული). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე ძალაში შესვლა, ახალი რეგულაციების მისი ამოქმედებისათვის რადგან დამატებითი ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი მიზანშეწონილია მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში დასრულდეს შესაბამისი ცვლილებების ასახვა კანონმდებლობაში. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დაფინანსების საჭიროებას ხარჯების ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტს გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვისათვის განაკვეთი განისაზღვრება არანაკლებ 20 აშშ დოლარისა და არაუმეტეს 500 აშშ დოლარის ოდენობით. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრავს საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვისათვისა და დაჩქარებული მომსახურებისთვის გათვალისწინებულ თანხის ოდენობას. თანხის ოდენობა დამოკიდებული იქნება გაკეთებული განაცხადების ოდენობასა და დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნების ოდენობაზე, ასევე მთავრობის გადაწყვეტილებაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს ვრცელდება აქვს ფინანსური გავლენა იმ პირებზე, რომელთა მიმართაც მისი მოქმედება, კერძოდ, პირებს, რომლებიც გადაწყვეტენ საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვისათვის წარადგინონ სავიზო განაცხადი, მოუწევთ საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული თანხის გადახდა (არანაკლებ 20 აშშ დოლარისა და არაუმეტეს 500 აშშ დოლარის ოდენობით). ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის თანახმად, პირებს, რომლებიც გადაწყვეტენ საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვისათვის წარადგინონ სავიზო განაცხადი, მოუწევთ საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული თანხის გადახდა (არანაკლებ 20 აშშ დოლარისა და არაუმეტეს 500 აშშ დოლარის ოდენობით). აღნიშნული მოდელი საქართველოს ბრძანებით განსაზღვროს შესაბამისი მთავრობას სავიზო მისცემს შესაძლებლობას განაცხადის განხილვისათვის სათანადო თანხის ოდენობა. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადების შემთხვევაში: მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ლევან მახაშვილი, ვახტანგი თურნავა, ლიკა შარტავა, დავით დოლიძე, ირაკლი შატაკიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ჩაკვეტაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ლევან მახაშვილი, ვახტანგი თურნავა, ლიკა შარტავა, დავით დოლიძე, ირაკლი შატაკიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ჩაკვეტაძე.