„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.04.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ლევან მახაშვილი, ვახტანგი თურნავა, ლიკა შარტავა, დავით დოლიძე, ირაკლი შატაკიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ჩაკვეტაძე
ნომერი
#284/3-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0

🏛️ კომიტეტები

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-04-06
ბიუროს ნომერი 124

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) მე-4 მუხლის: ა) 72 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „72. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ელექტრონული ვიზის გაცემისათვის, თუ შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − e-VISA PORTAL-ის − მეშვეობით − არანაკლებ 20 აშშ დოლარი და არაუმეტეს 500 აშშ დოლარი.“. ბ) 73 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 74 პუნქტი: „74. ამ მუხლის 72 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობა, აგრეთვე დაჩქარებული მომსახურებისთვის გათვალისწინებული თანხის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.“. მუხლი 2. საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვისთვის თანხის ოდენობისა და დაჩქარებული მომსახურებისთვის გათვალისწინებული თანხის ოდენობის განისაზღვრამდე მოქმედებს ამ კანონის ამოქმედებამდე კანონით განსაზღვრული თანხის ოდენობა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წინამდებარე კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხის მოწესრიგება დაკავშირებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებასთან. კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, სპეციალური ვებგვერდის e-VISA PORTAL-ის მეშვეობით წარდგენილ სავიზო განაცხადზე საქართველოს ელექტრონული ვიზის გაცემის საკითხის განხილვისათვის განაკვეთი განისაზღვრება არანაკლებ 20 აშშ დოლარისა და არაუმეტეს 500 აშშ დოლარის ოდენობით. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება სპეციალური ვებგვერდის e-VISA PORTAL-ის მეშვეობით წარდგენილ სავიზო განაცხადზე ელექტრონული ვიზის გაცემის საკითხის განხილვისათვისა და დაჩქარებული მომსახურებისთვის გათვალისწინებული თანხის ოდენობა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, სპეციალური ვებგვერდის e-VISA PORTAL-ის მეშვეობით წარდგენილ სავიზო განაცხადზე საქართველოს ელექტრონული ვიზის გაცემის საკითხის განხილვისათვის განაკვეთი განისაზღვრება არანაკლებ 20 აშშ დოლარისა და არაუმეტეს 500 აშშ დოლარის ოდენობით. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება სპეციალური ვებგვერდის e-VISA PORTAL-ის მეშვეობით წარდგენილ სავიზო განაცხადზე ელექტრონული ვიზის გაცემის საკითხის განხილვისათვისა და დაჩქარებული მომსახურებისთვის გათვალისწინებული თანხის ოდენობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის: ა) 72 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „72. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ელექტრონული ვიზის გაცემისათვის, თუ შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − e-VISA PORTAL-ის − მეშვეობით − არანაკლებ 20 აშშ დოლარი და არაუმეტეს 500 აშშ დოლარი.“. ბ) 73 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 74 პუნქტი: „74. ამ მუხლის 72 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობა, აგრეთვე დაჩქარებული მომსახურებისთვის გათვალისწინებული საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.“. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით (კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებულია ახალი რეგულაციების გამოქვეყნებისთანავე ძალაში შესვლა, რადგან მისი ამოქმედებისათვის დამატებითი ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი მიზანშეწონილია მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში დასრულდეს შესაბამისი ცვლილებების ასახვა კანონმდებლობაში. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ავტონომიური რესპუბლიკის ხარჯების რესპუბლიკური გამოყოფას ან/და სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტს გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. გამომდინარე იქიდან, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, სპეციალური ვებგვერდის e-VISA PORTAL-ის მეშვეობით წარდგენილ სავიზო განაცხადზე საქართველოს ელექტრონული ვიზის გაცემის საკითხის განხილვისათვის განაკვეთი განისაზღვრება არანაკლებ 20 აშშ დოლარისა და არაუმეტეს 500 აშშ დოლარის ოდენობით. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება სპეციალური ვებგვერდი e-VISA PORTAL-ის მეშვეობით წარდგენილ სავიზო განაცხადზე ელექტრონული ვიზის გაცემის საკითხის განხილვისთვისა და დაჩქარებული მომსახურებისთვის გათვალისწინებული თანხის ოდენობა. თანხის ოდენობა დამოკიდებული იქნება გაკეთებული განაცხადების ოდენობასა და დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნების ოდენობაზე, ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის ვალდებულებები. მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს აქვს ფინანსური გავლენა იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება, კერძოდ, პირებს, რომლებიც გადაწყვეტენ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სპეციალური ვებგვერდის e-VISA PORTAL-ის მეშვეობით წარადგინონ სავიზო განხილვისათვის, განაცხადი მოუწევთ ელექტრონული საქართველოს ვიზის მთავრობის გაცემის საკითხის ნორმატიული აქტით განსაზღვრული თანხის გადახდა (არანაკლებ 20 აშშ დოლარისა და არაუმეტეს 500 აშშ დოლარის ოდენობით). ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის თანახმად, პირებს, რომლებიც გადაწყვეტენ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სპეციალური ვებგვერდის e-VISA PORTAL-ის მეშვეობით წარადგინონ სავიზო განხილვისათვის, განაცხადი მოუწევთ ელექტრონული საქართველოს ვიზის მთავრობის გაცემის საკითხის ნორმატიული აქტით განსაზღვრული თანხის გადახდა (არანაკლებ 20 აშშ დოლარისა და არაუმეტეს 500 აშშ დოლარის ოდენობით). აღნიშნული მოდელი საქართველოს მთავრობას მისცემს შესაძლებლობას განსაზღვროს შესაბამისი სავიზო განაცხადის განხილვისათვის სათანადო თანხის ოდენობა. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი მდგომარეობაზე. არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან მიმართება და საქართველოს ორმხრივ შეთანხმებებთან, და მრავალმხრივ აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ლევან მახაშვილი, ვახტანგი თურნავა, ლიკა შარტავა, დავით დოლიძე, ირაკლი შატაკიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ჩაკვეტაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ლევან მახაშვილი, ვახტანგი თურნავა, ლიკა შარტავა, დავით დოლიძე, ირაკლი შატაკიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ჩაკვეტაძე.