„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (320/3-XIმპ, 13.05.2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-18
ბიუროს ნომერი 140
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), №5, 18.01.2005, მუხ. 19) სარეგისტრაციო
კოდი: 450.140.000.05.001.001.632) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კანონის 661 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. აკრძალულია მაუწყებლის (გარდა სპეციალიზებული მაუწყებლისა) მიერ
უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან
ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება (გარდა
კომერციული
რეკლამისა,
ტელეშოპინგისა,
სპონსორობისა
და
პროგრამაში
პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა,). ამასთანავე, აკრძალულია
უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის (გარდა სპეციალიზებული მაუწყებლისა)
მომსახურების
შესყიდვა
(გარდა
კომერციული
რეკლამისა
და
პროდუქტის
განთავსებისა,) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან
ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.
2. კანონის 70-ე მუხლის მე-9 და 91 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. კომისია უფლებამოსილია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების
პლატფორმის
მომსახურების
მიმწოდებლისგან
გამოითხოვოს,
ხოლო
მედიამომსახურებისა
და
ვიდეოგაზიარების
პლატფორმის
მომსახურების
მიმწოდებელი ვალდებულია კომისიას სრულად და განსაზღვრულ ვადაში მიაწოდოს
ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ამოცანებისა
და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი
საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების,
ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნების
შესრულების თაობაზე, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
მოთხოვნების
დაცვის
დამადასტურებელი
დოკუმენტაცია,
ასევე
მედიამომსახურებისა
და
ვიდეოგაზიარების
პლატფორმის
მომსახურების
მიმწოდებლის
და
მედიამომსახურებისა
და
ვიდეოგაზიარების
პლატფორმის
მომსახურების
მიმწოდებლის პირდაპირი ან/და არაპირდაპირი დამფინანსებელი პირის
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით
ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით
გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია (საბანკო საიდუმლოება).
მედიამომსახურებისა
და
ვიდეოგაზიარების
პლატფორმის
მომსახურების
მიმწოდებლის მიერ კომისიისთვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება
ინფორმაციის
მიუწოდებლობად
მიიჩნევა.
მედიამომსახურებისა
და
ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელმა მოთხოვნილი
ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მისი მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ
კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის დადგენილი. კომისია უფლებამოსილია
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ლიცენზიის/ავტორიზაციის
პირობების
შეუსრულებლობის
შემთხვევაში
გამოიყენოს
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.
91. მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების
მიმწოდებლის და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის
მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირი ან/და არაპირდაპირი დამფინანსებელი
პირის შესახებ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-17 მუხლით ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე
მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაციის კომისიისთვის
მიუწოდებლობის ან არასრულად მიწოდების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია
აღნიშნული
ინფორმაცია
გამოითხოვოს
კომერციული
ბანკისგან
ან/და
მიკრობანკისგან
საქართველოს
ადმინისტრაციული
საპროცესო
კოდექსით
დადგენილი წესით.“.
3. კანონის 72-ე მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32
პუნქტები:
„31. ამ კანონის 661 მუხლის 1 ან/და 11 პუნქტით გათვალისწინებული უკანონო
დაფინანსების მიღება გამოიწვევს კომისიის მიერ მაუწყებლისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული
პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად ამ დაფინანსების საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას.
32. მაუწყებლის მიერ ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის
გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში აღსრულებას
უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია ადგენს
მაუწყებლების დაფინანსებასთან დაკავშირებულ გარკვეულ შეზღუდვებს და
აკრძალვებს, თუმცა არსებული რეგულაციების პრაქტიკაში უფრო ეფექტიანად
აღსრულების უზრუნველსაყოფად მიზანშეწონილია რიგი საკანონმდებლო
ცვლილებების განხორციელება. არსებობენ სპეციალიზებული მაუწყებლები,
რომლებიც ძირითადად ერთი თემატიკის (ახალი ამბებისა და საზოგადოებრივპოლიტიკური თემატიკის გარდა) პროგრამებით (სპორტული, შემეცნებითი,
საგანმანათლებლო,
გასართობი)
მაუწყებლობენ.
შესაბამისად,
საჭიროა
საკანონმდებლო დონეზე გაიმიჯნოს მსგავსი მაუწყებლები, რომლებისთვისაც
შესაძლებელი იქნება უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღება და უცხოური
ძალისგან დაფინანსების მიღების აკრძალვა არ შეეხოთ სპეციალიზებულ
მაუწყებლებს.
მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოს მიხედვით, საქართველოს კომუნიკაციების
ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) უფლებამოსილია კანონდარღვევის
შემთხვევაში მაუწყებელს დააკისროს შესაბამისი სანქცია, თუმცა მაუწყებლისთვის,
სანქციის დაკისრების მიუხედავად, კანონით არ არის გათვალისწინებული რა
სამართლებრივი მექანიზმი გამოიყენება აკრძალული დაფინანსების მიღების
შემთხვევაში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს რეგულაციის ეფექტიანობას და
გარკვეულწილად უკარგავს მას პრევენციულ და შემაკავებელ ფუნქციას.
იმის გათვალისწინებით, რომ მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების
პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი შესაძლოა დაფინანსდეს პირდაპირი
ან/და არაპირდაპირი ფორმით, რომელიც ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ
ნორმებს, მხოლოდ
მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის
მომსახურების მიმწოდებლის
საბანკო გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის
გამოთხოვა და მასზე წვდომა კომისიას ვერ მიაწოდებს სრულ ინფორმაციას, რაც
საჭიროა კანონის ეფექტიანად აღსრულებისთვის. მაუწყებლების დაფინანსების
რეგულირება მიზნად ისახავს მაუწყებლების და შესაბამისად საზოგადოების დაცვას
სხვადასხვა ჯგუფების გავლენებისგან. ამ ლეგიტიმური, მაღალი საზოგადოებრივი
ინტერესის დასაცავად საჭიროა შეიქმნას დამატებითი ქმედითი მექანიზმი, რომელიც
კანონის აღმასრულებელ ორგანოს საშუალებას მისცემს საბანკო დაწესებულებიდან
გამოითხოვოს ინფორმაცია, როგორც მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების
პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ,
აგრეთვე პირდაპირი ან/და არაპირდაპირი დამფინანსებელი პირის შესახებ.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში დასახული მიზნების მიღწევა, მისი არსიდან გამომდინარე,
საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას „მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ
კომისიას, რომელიც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის
აღსრულებაზე პასუხისმგებელ ორგანოს, მიეცემა შესაძლებლობა ეფექტიანად
აღასრულოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
რეგულაციები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი ცვლილებებით მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან
არაპირდაპირი დაფინანსების მიღების შეზღუდვა მოეხსნებათ სპეციალიზებულ
მაუწყებლებს (რომელებიც ძირითადად ერთი თემატიკის (ახალი ამბებისა და
საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა) პროგრამებით (სპორტული,
შემეცნებითი, საგანმანათლებლო, გასართობი) მაუწყებლობენ)).
წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება, რომ მაუწყებლის მიერ აკრძალული
დაფინანსების მიღების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილი იქნება „მაუწყებლობის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული
პასუხისმგებლობის
დაკისრებასთან ერთად მაუწყებელს დაავალდებულოს მიღებული დაფინანსების
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა. ასევე დგინდება, რომ კომისიის
გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში აღსრულებას
უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიურო. შესაბამისად, ცვლილება შედის
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72 მუხლში და მას ემატება ახალი 31
და 32 პუნქტები.
შედეგად, კანონპროექტით დგინდება მაუწყებლის მიერ აკრძალული დაფინანსების
მიღების შემთხვევაში მიღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის
მექანიზმი, რაც უზრუნველყოფს კანონის ეფექტიან აღსრულებას.
აგრეთვე, ცვლილება შედის „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 70-ე მუხლის მე-9 და 91
პუნქტებში, რომლის თანახმადაც ფართოვდება სუბიექტთა წრე, კერძოდ,
სასამართლო კონტროლის გამოყენებით შესაძლებელი იქნება იმ პირთა
გადარიცხვების
შესახებ
ინფორმაციის
მოპოვება,
რომლებიც
შესაძლოა,
არაპირდაპირი გზით აფინანსებდნენ მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების
პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიცარღვევდნენ კანონით
გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას, რადგან,
კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი
ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება
დაფინანსებასთან.
არ
არის
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე. იმ შემთხვევაში, თუ კომისია გამოავლენს შემთხვევას, რომ მაუწყებელს
პირდაპირ ან არაპირდაპირ მიღებული აქვს უკანონო დაფინანსება, კომისია
უფლებამოსილია მაუწყებელი დაავალდებულოს მიღებული შემოსავალი მიმართოს
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. აღნიშნული თანხის წინასწარ განსაზღვრა
დამოკიდებულია მაუწყებლების მიერ უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტის
გამოვლენასა და მიღებული შემოსავლის ოდენობაზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე, ვინაიდან თანხის დაბრუნების ვალდებულების დაკისრების მიზნით
აუცილებელი გახდება შესაბამისი წარმოების დაწყება. აღნიშნული პროცესი
დაკავშირებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
აღსრულების
ეროვნული
ბიუროს
ადმინისტრაციულ ხარჯებთან, რომელთა ზუსტი ოდენობაც დამოკიდებული იქნება
წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რაოდენობაზე.
ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებული წარმოების განხორციელებისა და
გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ექნება საქართველოს კომუნიკაციების
ეროვნული კომისიას, ხოლო აღსრულებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიურო. შესაბამისად, პროცესისთვის
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსება
განხორციელდება
აღნიშნული
დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და
მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტს ფინანსური შედეგები ექნება იმ სპეციალიზებულ მაუწყებლებზე,
რომლებსაც შეზღუდვა მოეხსნებათ და რომელებიც ძირითადად ერთი თემატიკის
(ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა) პროგრამებით
(სპორტული, შემეცნებითი, საგანმანათლებლო, გასართობი) მაუწყებლობენ.
აგრეთვე, იმ მაუწყებლებზე, ვისზეც მისი მოქმედება ვრცელდება, რამდენადაც
კანონპროექტი აწესებს ახალ რეგულაციას ფინანსური კუთხით იმ პირთათვის, ვისზეც
მისი მოქმედება ვრცელდება. წარმოდგენილი კანონპროექტით იმ მაუწყებლებს,
რომლებიც მიიღებენ აკრძალულ პირდაპირ ან/და არაპირდაპირ დაფინანსებას,
ვალდებულება ექნებათ უკანონოდ მიღებული დაფინანსება მიმართონ საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტში.
ამასთანავე, სასამართლო კონტროლის გამოყენებით შესაძლებელი იქნება იმ პირთა
გადარიცხვების
შესახებ
ინფორმაციის
მოპოვება,
რომლებიც
შესაძლოა,
არაპირდაპირი გზით აფინანსებდნენ მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების
პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც არღვევდნენ კანონით
გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
ინიციატორთა მოსაზრებით, კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენას
ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების
/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის
მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: შოთა ბერეკაშვილი,
არჩილ გორდულაძე, ანტონ ობოლაშვილი და გიორგი ბარვენაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: შოთა
ბერეკაშვილი, არჩილ გორდულაძე, ანტონ ობოლაშვილი და გიორგი ბარვენაშვილი.