„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
13.05.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, არჩილ გორდულაძე, ანტონ ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი
ნომერი
#320/3-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-18
ბიუროს ნომერი 140

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ2“ ქვეპუნქტი: „ჟ2) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება მაუწყებლისთვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის შესახებ;“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით. კერძოდ, ცვლილების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია პასუხისმგებლობის მიღებული (შემდგომში - დაკისრებასთან დაფინანსების კომისია) ერთად საქართველოს უფლებამოსილი მაუწყებელს სახელმწიფო იქნება დაავალდებულოს ბიუჯეტში ჩარიცხვა. შესაბამისად, განისაზღვრება, რომ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მაუწყებლის მიერ გადაწყვეტილების დადგენილ აღსრულებას ვადაში შეუსრულებლობის უზრუნველყოფს საქართველოს შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო. ვინაიდან, კომისიის უფლებამოსილების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება უნდა უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, საჭიროა ცვლილება შევიდეს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება აუცილებელია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილების გამო. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღებით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კოდექსის მე-2 მუხლს ემატება ჟ2 ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც აღსრულებას დაქვემდებარებულ აქტებს დაემატა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება - მაუწყებლისთვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული გათვალისწინებული მიღებული 72-ე მუხლის დაფინანსების 31 პუნქტის საქართველოს თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის ვალდებულების დაკისრების შესახებ; ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება წარმოდგენილი კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან არ არის მიზანშეწონილი ამოქმდების ვადის სხვაგვარი რეგულირება. ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აღსრულებას დაექვემდებარება კომისიის ის გადაწყვეტილება, რომლითაც მაუწყებელს დაეკისრება "მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის ვალდებულება. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან თანხის დაბრუნების ვალდებულების დაკისრების მიზნით აუცილებელი გახდება შესაბამისი წარმოების დაწყება. აღნიშნული პროცესი დაკავშირებულია ადმინისტრაციულ ხარჯებთან, რომელთა ზუსტი ოდენობაც დამოკიდებული იქნება წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რაოდენობაზე. ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებული წარმოების განხორციელებისა და გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ექნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას, ხოლო აღსრულებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიურო. შესაბამისად, პროცესისთვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსება განხორციელდება აღნიშნული დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტის მიღებას გავლენა ექნება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ სუბიექტებზე (მაუწყებლები), რადგან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აღსრულდება კომისიის გადაწყვეტილება - მაუწყებლის მიერ კანონის დარღვევით მიღებული დაფინანსების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვასთან და ჯარიმის დაკისრებასთან დაკავშირებით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი ზეგავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება კანონპროექტის მიღებით ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან მიმართება და საქართველოს ორმხრივ შეთანხმებებთან, და აგრეთვე, მრავალმხრივ ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრსახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, არჩილ გორდულაძე, ანტონ ობოლაშვილი და გიორგი ბარვენაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, არჩილ გორდულაძე, ანტონ ობოლაშვილი და გიორგი ბარვენაშვილი.