„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (320/3-XIმპ, 13.05.2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-05-18
ბიუროს ნომერი 140
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) VII29 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„თავი VII29. ადმინისტრაციული სამართალწარმოება საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ კომერციული
ბანკისგან, მიკრობანკისგან მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის
მომსახურების მიმწოდებლის და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების
პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირი ან/და არაპირდაპირი
დამფინანსებელი პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებასთან
დაკავშირებით
მუხლი 21111. მოსამართლის ბრძანება კომერციული ბანკის, მიკრობანკის მიერ საჯარო
სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიისთვის მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების
მიმწოდებლის და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის
მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირი ან/და არაპირდაპირი დამფინანსებელი პირის
შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე
კომერციული ბანკის, მიკრობანკის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის −
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მედიამომსახურებისა და
ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის და მედიამომსახურებისა
და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირი ან/და
არაპირდაპირი დამფინანსებელი პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის
მიწოდების თაობაზე ბრძანებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
მუხლი 21112. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების
ეროვნული კომისიის შუამდგომლობა კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან
მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის
და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების
მიმწოდებლის პირდაპირი ან/და არაპირდაპირი დამფინანსებელი პირის შესახებ
კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისია
უფლებამოსილია
სასამართლოს
წარუდგინოს
შუამდგომლობა
მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის
და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების
მიმწოდებლის პირდაპირი ან/და არაპირდაპირი დამფინანსებელი პირის მიერ
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების
შესრულების მონიტორინგის ფარგლებში კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან
მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის
და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების
მიმწოდებლის პირდაპირი ან/და არაპირდაპირი დამფინანსებელი პირის შესახებ
კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, თუ საჯარო სამართლის
იურიდიულმა პირმა − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ამ
მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელს
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთხელ მაინც მიმართა აღნიშნული
კონფიდენციალური ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნით, მაგრამ ეს ინფორმაცია
დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს. შუამდგომლობაში მითითებული
უნდა იყოს:
ა) იმ მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების
მიმწოდებლის და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის
მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირი ან/და არაპირდაპირი დამფინანსებელი პირის
დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის შესახებ კონფიდენციალური
ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
ბ) იმ კომერციული ბანკის, მიკრობანკის დასახელება, რომლისგანაც საჯარო სამართლის
იურიდიულმა პირმა − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უნდა
მიიღოს მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების
მიმწოდებლის და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის
მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირი ან/და არაპირდაპირი დამფინანსებელი პირის
შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის მიერ მოთხოვნილი კონფიდენციალური ინფორმაციის აღწერა;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის მიერ მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების
მიმწოდებლის და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის
მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირი ან/და არაპირდაპირი დამფინანსებელი პირის
შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღების ფორმა და ვადა.
მუხლი 21113. კომერციული ბანკის, მიკრობანკის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული
პირისთვის
−
საქართველოს
კომუნიკაციების
ეროვნული
კომისიისთვის
მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის
და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების
მიმწოდებლის პირდაპირი ან/და არაპირდაპირი დამფინანსებელი პირის შესახებ
კონფიდენციალური ინფორმაციის
გამოცემისა და გასაჩივრების წესები
მიწოდების
თაობაზე
მოსამართლის
ბრძანების
1. მოსამართლე კომერციული ბანკის, მიკრობანკის მიერ საჯარო სამართლის
იურიდიული პირისთვის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის
მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის
და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების
მიმწოდებლის პირდაპირი ან/და არაპირდაპირი დამფინანსებელი პირის შესახებ
კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ბრძანებას საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ამ შუამდგომლობის წარდგენიდან 14 დღის
ვადაში.
2. მოსამართლე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების
ეროვნული კომისიის შუამდგომლობას ერთპიროვნულად განიხილავს. სასამართლო
სხდომაზე ამ შუამდგომლობის განხილვაში მონაწილეობენ საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
წარმომადგენელი და ის მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის
მომსახურების მიმწოდებელი და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების
პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირი ან/და არაპირდაპირი
დამფინანსებელი პირი, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების
თაობაზე ბრძანების გამოცემასაც ითხოვს საჯარო სამართლის იურიდიული პირი −
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ან მისი წარმომადგენელი (გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც სასამართლო სხდომაზე მხარეების მოწვევა ვერ ხერხდება).
3. სასამართლო სხდომაზე მხარეების გამოუცხადებლობა ან მათი მოწვევის
შეუძლებლობა არ იწვევს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობის განხილვის გადადებას.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე
გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ან
შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის
შუამდგომლობის
დაკმაყოფილების
შემთხვევაში
შუამდგომლობის
დაკმაყოფილების შესახებ ბრძანებაში აღინიშნება:
ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი;
გ) ის კომერციული ბანკი, მიკრობანკი, რომელმაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს
− საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მედიამომსახურებისა და
ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის და მედიამომსახურებისა
და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირი ან/და
არაპირდაპირი დამფინანსებელი პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია უნდა
მიაწოდოს;
დ) კომერციული ბანკის, მიკრობანკის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის
− საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მედიამომსახურებისა და
ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის და მედიამომსახურებისა
და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირი ან/და
არაპირდაპირი დამფინანსებელი პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის
მიწოდების ფორმა და ვადა;
ე) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ.
6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის
შუამდგომლობის
დაკმაყოფილებაზე
უარის
თქმის
შემთხვევაში
შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებაში აღინიშნება:
ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი;
გ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
7. კომერციული ბანკის, მიკრობანკის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის
− საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მედიამომსახურებისა და
ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის და მედიამომსახურებისა
და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირი ან/და
არაპირდაპირი დამფინანსებელი პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის
მიწოდების თაობაზე მოსამართლის ბრძანება დგება 4 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი
ეგზავნება შუამდგომლობის წარმდგენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს −
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, მეორე – მედიამომსახურებისა და
ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის და მედიამომსახურებისა
და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირი ან/და
არაპირდაპირი დამფინანსებელი პირს რომლის შესახებ კონფიდენციალური
ინფორმაციის მიწოდების თაობაზეც გამოიცა ეს ბრძანება, მესამე – იმ კომერციულ ბანკს,
მიკრობანკს, რომელმაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების
პლატფორმის
მომსახურების
მიმწოდებლის
და
მედიამომსახურებისა
და
ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირი ან/და
არაპირდაპირი დამფინანსებელი პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია უნდა
მიაწოდოს, ხოლო მეოთხე რჩება სასამართლოში.
8. კომერციული ბანკის, მიკრობანკის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის
− საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მედიამომსახურებისა და
ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის და მედიამომსახურებისა
და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირი ან/და
არაპირდაპირი დამფინანსებელი პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის
მიწოდების თაობაზე მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის მისი გასაჩივრების ვადის
ამოწურვის მომენტიდან. ამ ბრძანების გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას.
9. კომერციული ბანკის, მიკრობანკის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის
− საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მედიამომსახურებისა და
ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის და მედიამომსახურებისა
და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირი ან/და
არაპირდაპირი დამფინანსებელი პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის
მიწოდების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გაუქმების შესახებ საჩივარი შეიტანება ამ
ბრძანების გამომცემ სასამართლოში მხარისთვის აღნიშნული ბრძანების ეგზემპლარის
გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად
დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს.
10. საჩივარს სააპელაციო სასამართლო განიხილავს მისი შეტანიდან 10 დღის ვადაში.
11. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს
პრეზიდენტი
მიხეილ
ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
საქართველოს კანონში „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში“
ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,
„აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის
პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი
მომსახურების შესყიდვა და პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის
პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება”, ხოლო იმავე მუხლის 11 პუნქტის
თანახმად „აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან
არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის
მატერიალური სიკეთის) მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა,
სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა).”
ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-9 და 91 პუნქტების თანახმად კი საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) უფლებამოსილია
მედიამომსახურებისა
და
ვიდეოგაზიარების
პლატფორმის
მომსახურების
მიმწოდებლისგან გამოითხოვოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-17 მუხლით ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური
ინფორმაცია (საბანკო საიდუმლოება). ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიუწოდებლობის ან
არასრულად მიწოდების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაცია
გამოითხოვოს
კომერციული
ბანკისგან
ან/და
მიკრობანკისგან
საქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
კანონში არსებული მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის
მომსახურების მიმწოდებლის საბანკო საიდუმლოების გამოთხოვის მექანიზმი ვერ
უზრუნველყოფს კანონის სრულყოფილად აღსრულებას, ვინაიდან არაპირდაპირი
დაფინანსების შემთხვევაში საბანკო ინფორმაციაში ვერ გამოჩნდება ირიბი
დამფინანსებლის შესახებ ინფორმაცია, რაც შეუძლებელს გახდის კანონის აღსრულებას და
მაუწყებელსაც საშუალებას მისცემს კანონის გვერდის ავლით უკანონო დაფინანსება
მიიღოს არაპირდაპირი დაფინანსების გზით.
აქედან გამომდინარე, ცვლილება შედის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის
70-ე მუხლის მე-9 და 91 პუნქტებში და ფართოვდება სუბიქეტთა წრე, კერძოდ, სასამართლო
კონტროლის გამოყენებით შესაძლებელი იქნება იმ პირთა გადარიცხვების შესახებ
ინფორმაციის მოპოვება, რომლების შესაძლოა, არაპირდაპირი გზით აფინანსებდნენ
მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს
და არღვევდნენ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
ვინაიდან, აღნიშნული ინფორმაციის ნებაყოფლობით მოუწოდებლობის შემთხვევაში
ინფორმაციის გამოთხოვა ხდება სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, საჭიროა რომ
ცვლილება შევიდეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII29 თავშიც
და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაფართოვდეს
სუბიექტთა წრე, რომლის შესახებაც ინფორმაციის გამოსათხოვად კომისიას შეუძლია
მიმართოს სასამართლოს და შესაბამისად, სასამართლომ გამოსცეს ბრძანება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში დასახული მიზნების მიღწევა, მისი არსიდან გამომდინარე, საჭიროებს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას საქართველოს ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის ადმინისტრაციული საპროცესო
კოდექსის VII29 თავში, ფართოვდება სუბიექტთა წრე, რომლის თანახმადაც კომისიას
შეუძლია გამოითხოვოს საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია და ამ ცვლილების
შედეგად კომისია უფლებამოსილი იქნება გამოითხოვოს, როგორც მედიამომსახურებისა
და
ვიდეოგაზიარების
პლატფორმის
მომსახურების
მიმწოდებლის,
ასევე
მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის
პირდაპირი ან/და არაპირდაპირი დამფინანსებლების შესახებ საბანკო საიდუმლოების
შემცველი ინფორმაცია სასამართლოს მეშვეობით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას, რადგან,
კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების
ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
მიღება
დაფინანსებასთან.
არ
არის
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
რესპუბლიკის
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
წარმოდგენილი კანონპროექტით კომისიას მიეცემა შესაძლებლობა სასამართლოს
მიმართოს როგორც მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის
მომსახურების მიმწოდებლის, ასევე მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების
პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირი ან/და არაპირდაპირი
დამფინანსებელი პირების შესახებ საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის
გამოთხოვის მოთხოვნით, მოსამართლის ბრძანების შემთხვევაში მოიპოვოს აღნიშნული
ინფორმაცია და უზრუნველყოს კანონის ეფექტიანი აღსრულება.
კანონპროექტს ფინანსური შედეგები არ ექნება იმ პირებზე, ვისზეც მისი მოქმედება
ვრცელდება, რამდენადაც კანონპროექტი არ აწესებს რაიმე ახალ რეგულაციას ფინანსური
კუთხით იმ პირთათვის, ვისზეც მისი მოქმედება ვრცელდება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
გადასახდელის შემოღებას.
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
ინიციატორთა მოსაზრებით, კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენას ქალისა
და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: შოთა ბერეკაშვილი,
არჩილ გორდულაძე, ანტონ ობოლაშვილი და გიორგი ბარვენაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: შოთა ბერეკაშვილი,
არჩილ გორდულაძე, ანტონ ობოლაშვილი და გიორგი ბარვენაშვილი.