სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში

ანგარიში ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
01.06.2026
ავტორი
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
ნომერი
#1-5257/26/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ინიციირებული ვარიანტი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-08
ბიუროს ნომერი 146

📜 ტექსტი

ანგარიში
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 2026 სარჩევი 2025 წლის საქმიანობის ძირითადი შედეგები ........................................................................................... 3 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ.............................................................................................. 6 1. აუდიტორული საქმიანობა .................................................................................................................... 7 1.1 აუდიტების ძირითადი შედეგები ...................................................................................................... 7 1.2 აუდიტის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა .......................................................... 55 1.3 სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული ანგარიშები ............................................................. 60 2. ძირითად პარტნიორებთან თანამშრომლობა .................................................................................. 61 2.1 თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან........................................................................... 61 2.2 თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან ....................................................................... 63 2.3 საზოგადოებასთან ურთიერთობა .................................................................................................... 63 2.4 საერთაშორისო თანამშრომლობა ..................................................................................................... 65 3. შიდა მმართველობის სისტემის გაძლიერებით ეფექტიანობის ამაღლება ................................. 69 4. თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა ....................................................... 71 5. სამსახურის ფინანსები ......................................................................................................................... 74 დანართები: .................................................................................................................................................... 75 დანართი 1. 2025 წლის აუდიტორული საქმიანობის გეგმის ფარგლებში ჩატარებული აუდიტები ................................................................................................................................................... 75 დანართი 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები. ................................... 77 დანართი 3. 2025 წელს პარლამენტის აუდიტის ჯგუფის მიერ განხილული აუდიტები ........... 79 დანართი 4. სამართალდამცავ ორგანოებში 2025 წელს გადაგზავნილი ანგარიშები/მასალები. 80 დანართი 5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის ბიუჯეტი .......................................... 81 დანართი 6. დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე........................................................................ 82 2 2025 წლის საქმიანობის ძირითადი შედეგები 1. აუდიტორული საქმიანობა  ჩატარდა 44 აუდიტი, მათ შორის, 5 − ფინანსური, 26 − შესაბამისობის, 3 − უწყებათაშორისი შესაბამისობისა და 10 ეფექტიანობის აუდიტი;  ჩატარებული 5 ფინანსური აუდიტიდან უპირობო მოსაზრება გაიცა ერთ შემთხვევაში, პირობითი − 3 შემთხვევაში, ხოლო ერთი მოსაზრება იყო უარყოფითი;  პირველად ჩატარდა სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რითაც სრულად დაკმაყოფილდა საერთაშორისო სტანდარტებითა და შეფასებებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართ განსაზღვრული მოთხოვნები;  ფინანსური აუდიტებით დაიფარა 28.5 მლრდ ლარი, რაც ნაერთი ბიუჯეტის 95%-ია;  შესაბამისობის აუდიტებით დაიფარა 3.2 მლრდ ლარი;  სამსახურმა ჩაატარა 3 უწყებათაშორისი შესაბამისობის აუდიტი, ერთი − ცენტრალური ხელისუფლების, ერთი − მუნიციპალური, ხოლო ერთი აფხაზეთის ავტონომიური ხელისუფლების დონეზე, რომელთა ფარგლებში თემატურად დაიფარა 12 საჯარო უწყება და 5 სახელმწიფო საწარმო;  ეფექტიანობის აუდიტების წილმა მთლიან აუდიტორულ საქმიანობაში 23% შეადგინა;  ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მოცულობამ 36.5 მლნ ლარი შეადგინა;  სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტების შედეგად საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში დაბრუნებული/დაზოგილი/დამატებით მობილიზებული თანხების ჯამურმა მოცულობამ 11.8 მლნ ლარი შეადგინა;  2025 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა მსოფლიო ბანკის (WB) მიერ დაფინანსებული 1 პროექტის ფინანსური აუდიტი და ასევე, განახორციელა ამავე პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შედეგებისა და ინდიკატორების მიღწევის დამოუკიდებელი ვერიფიკაცია;  2020-2025 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების 49% სრულად შესრულებულია, 30% − შესრულებულია ნაწილობრივ, 11% − მიმდინარეა და 10% − შეუსრულებელია;  არსებული მდგომარეობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულების ელექტრონული სისტემის1 საშუალებით მონიტორინგი მიმდინარეობს 13 სამინისტროზე, ორივე ავტონომიურ რესპუბლიკაზე, 69 მუნიციპალიტეტზე, ყველა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და 13 სახელმწიფო საწარმოზე გაცემულ 1,800-ზე მეტ რეკომენდაციაზე. 1 https://aris.sao.ge 3 2. ძირითად პარტნიორებთან თანამშრომლობა  პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა აუდიტის ჯგუფმა განიხილა 31 აუდიტის ანგარიში. მათ შორისაა: 10 − ფინანსური, 9 − შესაბამისობისა და 11 ეფექტიანობის აუდიტი;  მომზადდა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარედგინა აუდიტის რეკომენდაციების შესრულების წლიური ანალიტიკური ანგარიში;  2025 წელს გენერალურ ანგარიში/კონკრეტული პროკურატურაში ინფორმაცია, მათ გაიგზავნა შორის, 6 17 შემთხვევა აუდიტის ეხებოდა მუნიციპალიტეტებს, ხოლო 4 − სახელმწიფო საწარმოებს;  2025 წელს სამსახურმა მიღებული მომართვების 47% გაითვალისწინა აუდიტორული საქმიანობის გეგმების შედგენის პროცესში;  სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის უნიკალური მომხმარებლების რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა;  სამსახურის ფეისბუკის გვერდის მომხმარებელთა რაოდენობამ 55 ათასს გადააჭარბა;  2025 წელს დაფიქსირდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ 869 ერთეული მედიაგამოხმაურება;  2025 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქტიურად მონაწილეობდა ევროკავშირის კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ქსელის (EU Network) მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებასა და აქტივობაში;  წარმატებით დასრულდა ევროკავშირის „საქართველოში უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის“ პროექტი (EU SAFE);  გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით განხორციელდა ქალისა და კაცის თანასწორობის საკითხებზე თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებისა და ინსტიტუციური მხარდაჭერის სხვადასხვა აქტივობა;  2025 წელს აუდიტის სამსახურმა უმასპინძლა აზერბაიჯანისა და ტაილანდის სამეფოს უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების მაღალი რანგის დელეგაციებს;  სამსახურის თანამშრომლებმა 2025 წელს მონაწილეობა მიიღეს INTOSAI-ის, EUROSAIისა და ASOSAI-ის მიერ ორგანიზებულ 60-მდე საერთაშორისო კონფერენციაში, შეხვედრასა და ვებინარში;  2025 წელს უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ავტორობით მომზადებული 3 პუბლიკაცია. 4 3. შიდა მმართველობა და ორგანიზაციული კულტურა  INTOSAI-ის განვითარების ინიციატივის (IDI-ის) საერთაშორისო პროექტის − „დიჯიტალიზაცია და ICT მმართველობა“ − ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უცხოელი ექსპერტის მხარდაჭერით ჩაიტარა უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ინფორმაციული ტექნოლოგიების სიმწიფის თვითშეფასება (IT Maturity Assessment) და შეფასების შედეგების საფუძველზე განაახლა სამსახურის გრძელვადიანი IT სტრატეგია;  2018 წლიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსურ აუდიტს ახორციელებს მსოფლიოს 4 უმსხვილესი კერძო აუდიტორული კომპანიიდან ერთ-ერთი. 2019-2020 წლებში Deloitte-ის, ხოლო 2021-2026 წლებში − PwC-ის მიერ ჩატარებული ფინანსური აუდიტის ფარგლებში უკვე მერვე წელია სამსახური იღებს უპირობო დასკვნას, რაც ნიშნავს იმას, რომ სამსახურის ფინანსური ანგარიშგება სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. 4. თანამშრომელთა პროფესიული განვითარება  თანამშრომელთა შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, სამსახურმა შეიმუშავა პროფესიული საჯარო მოხელის განვითარების წლიური გეგმა, რაც ემსახურება თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და შესაძლებლობების გაძლიერებას;  2025 წელს სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიკაცია აიმაღლა სამსახურის 240-მა თანამშრომელმა;  სამსახურის აუდიტორთა 50% ფლობს პროფესიული განვითარების დამადასტურებელ სერტიფიკატს;  არსებული მდგომარეობით, PESA-ს2 საერთაშორისო სერტიფიკატს ფლობს სამსახურის 23 აუდიტორი;  2025 წელს სსიპ − საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ჩაატარა 37 ტრენინგკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1,131-მა მსმენელმა. საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამა გაიარა 18-მა პირმა. აკრედიტებული პროგრამების კურსი განხორციელდა 13 ჯგუფისათვის, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 178-მა მსმენელმა;  2025 წელს სსიპ − საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა მოიპოვა საგანმანათლებლო ორგანიზაციების მართვის სისტემის სერტიფიკატი (ISO 21001:2018). 2 IDI-ის პროფესიული განათლების პროგრამაში (Professional Education for SAI Auditors – PESA). 5 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ 2025 წლის 11 ივნისს საქართველოს პარლამენტმა ახალი გენერალური აუდიტორი დაამტკიცა. საქართველოს გენერალურ აუდიტორად არჩეულ იქნა გიორგი გაბიტაშვილი.3 ამასთანავე, 2025 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატი და გაძლიერდა მისი ინსტიტუციური ფუნქციური როლი დატვირთვა. და კერძოდ, სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს და სსიპ − პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაუქმების შედეგად, 2026 წლის 2 მარტიდან, პერსონალურ მონაცემთა სამსახურის საზედამხედველო ანტიკორუფციული დაცვის და ბიუროს პრევენციული ფუნქციების უმეტესობა სახელმწიფო გადაეცა აუდიტის სამსახურს.4 გიორგი გაბიტაშვილი ზემოაღნიშნული მიზანია საქართველოს გენერალური აუდიტორი ცვლილებების საზედამხედველო მექანიზმების კონსოლიდაცია ერთი ორგანიზაციის ფარგლებში, რაც გაზრდის ეფექტიანობას, შეამცირებს ინსტიტუციურ ფრაგმენტაციას და გააძლიერებს სახელმწიფოს შესაძლებლობებს როგორც საჯარო ფინანსების ზედამხედველობის, ასევე პრევენციული ანტიკორუფციული დამუშავების საქმიანობის კანონიერებაზე განხორციელებისა ზედამხედველობის და პერსონალურ მონაცემთა მიმართულებებით. ამასთანავე, სამსახურს მიეცემა საშუალება უფრო კომპლექსურად მართოს საჯარო სექტორში არსებული რისკები. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განახლებული მმართველი გუნდის სტრატეგიული ხედვა გულისხმობს სამსახურის ინსტიტუციონალიზაციას, უწყების არსებული მიღწევების განმტკიცებასა და საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას, ასევე სახელმწიფოს მიერ გაცხადებული კორუფციასთან ბრძოლის პრიორიტეტის ფარგლებში პრევენციული და ანალიტიკური ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერებას, მათ შორის, რეალურ დროში აუდიტის პრაქტიკის დანერგვას. 3 საქართველოს გენერალური აუდიტორი. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 4 6 1. აუდიტორული საქმიანობა 1.1 აუდიტების ძირითადი შედეგები 2025 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა 44 აუდიტი (დეტალური ინფორმაციისთვის იხ. დანართი 1) და ჯამურად დაფარა 28.5 მლრდ ლარზე მეტი. ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის თანხობრივი დაფარვის მაჩვენებელმა 95% შეადგინა. სამსახურმა ჩაატარა 5 − ფინანსური, 29 − შესაბამისობისა და 10 ეფექტიანობის აუდიტი. დიაგრამა 1. ნაერთი ბიუჯეტის თანხობრივი დაფარვის მაჩვენებელი (მლრდ ლარი; %). 95% 91% 90% 89% 90% 89% 87% 85% 11.0 12.0 13.9 2018 2019 2020 28.5 16.5 2021 20.0 20.4 2022 2023 23.4 2024 2025 დიაგრამა 2. 2025 წელს ჩატარებული აუდიტების განაწილება სახეობების მიხედვით. 10 3 5 ფინანსური აუდიტი შესაბამისობის აუდიტი 44 აუდიტი უწყებათაშორისი შესაბამისობის აუდიტი 26 ეფექტიანობის აუდიტი 2025 წელს ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მოცულობამ 36.5 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნული ძირითადად საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებია და არ მოიცავს აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებებით იდენტიფიცირებულ ნაკლოვანებებს. ამასთან, ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე, აუდიტის სამსახურის მიერ გაცემულ იქნა რეკომენდაციები, რომელთა შესრულების შედეგად ბიუჯეტში დაბრუნდა ზედმეტად გადახდილი თანხები ან მობილიზებულ იქნა 7 დამატებითი შემოსავლები, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, დაიზოგა საბიუჯეტო რესურსები. საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში დაბრუნებული/დაზოგილი/დამატებით მობილიზებული თანხების ჯამურმა მოცულობამ 11.8 მლნ ლარი შეადგინა. ასევე, სამსახურის მიერ ჩატარებული რეალურ დროში აუდიტების ფარგლებში განხორციელებული შესწავლის შედეგად სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზებისა და არასწორად განსაზღვრული საჭიროებების გამო შეწყდა 9.2 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი. დარღვევის კატეგორია თანხა მიღებული სარგებელი თანხა შესყიდვების მართვა 9 მლნ ₾ დამატებით მიღებული შემოსავლები 4.3 მლნ ₾ აქტივების მართვა 4.3 მლნ ₾ დაზოგილი თანხა 3.8 მლნ ₾ საბიუჯეტო რესურსების მართვა 23.2 მლნ ₾ ბიუჯეტში დაბრუნებული თანხა 3.7 მლნ ₾ სულ 36.5 მლნ ₾ სულ 11.8 მლნ ₾ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრიორიტეტული მიმართულებაა საჯარო სექტორში არსებული სისტემური ხასიათის ნაკლოვანებების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა. ამ მიზნით სამსახური იყენებს სისტემური, ე.წ. უწყებათაშორისი შესაბამისობის აუდიტის ინსტრუმენტს, რომლის ფარგლებშიც თემატურად იფარება ათეულობით საბიუჯეტო ორგანიზაცია, განსხვავებით ტრადიციული შესაბამისობის აუდიტისა. აღნიშნული აუდიტის შედეგად გამოვლენილი საკითხები საერთოა საჯარო უწყებების უმრავლესობისთვის და ხშირ შემთხვევაში მათი აღმოფხვრა სცდება ცალკეული ორგანიზაციების უფლებამოსილებას. შესაბამისად, სისტემური შესაბამისობის აუდიტი ზრდის აუდიტის შედეგად მოტანილ სარგებელს მისი მასშტაბის ეფექტიდან გამომდინარე. 2025 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა 3 უწყებათაშორისი შესაბამისობის აუდიტი, რომელთა ფარგლებშიც შესწავლილ იქნა საჯარო უწყებების ადმინისტრაციული ხარჯები სახელმწიფოს ყველა დონეზე (ცენტრალური ხელისუფლება, ავტონომიური რესპუბლიკა, მუნიციპალიტეტები და სახელმწიფო საწარმოები). აუდიტის სამსახურის კიდევ ერთი სტრატეგიული მიმართულებაა სახელმწიფო საწარმოების აუდიტი. სამსახურის გაცხადებული მიზანია, სტრატეგიის პერიოდში (20232027 წლებში) განახორციელოს 20 მსხვილი სახელმწიფო საწარმოს აუდიტი. მხოლოდ 2025 წელს სამსახურმა ჩაატარა 7 სახელმწიფო საწარმოს ინდივიდუალური შესაბამისობის აუდიტი, 3 სისტემური შესაბამისობის და 1 ეფექტიანობის აუდიტი სახელმწიფო საწარმოებში. შედეგად, აუდიტის სამსახური 2025 წლის ბოლოს მიუახლოვდა 2027 წლისთვის სტრატეგიით დაგეგმილ მიზნობრივ ნიშნულს. 8 ფინანსური აუდიტების შედეგები ფინანსური აუდიტის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს საჯარო დაწესებულების ანგარიშსა და ანგარიშგებას, ასევე, აფასებს შიდა კონტროლის გარემოს და შიდა აუდიტის ფუნქციონირებას. აუდიტის შედეგების საფუძველზე სამსახური გასცემს დასკვნას ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშგების სისრულესა და სიზუსტეზე. 2025 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პირველად განახორციელა სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგების პრაქტიკისგან, როდესაც აუდიტი, რაც ფინანსური არსებითად აუდიტი განსხვავდება ტარდებოდა წინა წლების ინდივიდუალური სამინისტროების დონეზე. აღნიშნულის შედეგად ნაერთი ბიუჯეტის თანხობრივი დაფარვის მაჩვენებელი 95%-მდე გაიზარდა და შესაძლებელი გახდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებითა და შეფასებებით განსაზღვრული მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება, მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების ფარგლებში, როგორებიცაა, უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საქმიანობის შეფასების ჩარჩო (SAI-PMF),5 საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ფისკალური გამჭვირვალობის შეფასება6 და სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების შეფასება (PEFA).7 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტის არსებული პრაქტიკა სრულად შეესაბამება უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო სტანდარტებს. სამსახურის მიერ საანგარიშო პერიოდში ჩატარებული ფინანსური აუდიტების ფარგლებში გამოვლენილი გარემოებები აჩვენებს, რომ საჯარო სექტორში ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების პროცესი გამოწვევებით ხასიათდება. აღნიშნულზე მიუთითებს ფინანსურ აუდიტებში გაცემული მოსაზრებების8 სტატისტიკაც, რომელიც ასახავს საჯარო უწყებების მიერ წარმოებული ფინანსური ანგარიშგების სისრულისა და სიზუსტის შეფასებას. 2025 წელს სამსახურის მიერ ჩატარებული 5 ფინანსური აუდიტიდან, უპირობო 5 უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საქმიანობის შეფასების ჩარჩო (SAI-PMF). საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ფისკალური გამჭვირვალობის შეფასება. 7 სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების შეფასება (PEFA). 8 ფინანსურ აუდიტში სახელმწიფო აუდიტის სამსახური გამოთქვამს ოთხი ტიპის მოსაზრებას:  უპირობო მოსაზრება - აუდიტის ფარგლებში არ გამოვლენილა არსებითი უზუსტობები;  პირობითი მოსაზრება - აუდიტის ფარგლებში გამოვლენილი უზუსტობები ფინანსური ანგარიშგებისთვის არსებითია, მაგრამ არა - ყოვლისმომცველი;  უარყოფითი მოსაზრება - აუდიტის ფარგლებში გამოვლენილი უზუსტობები ფინანსური ანგარიშგებისთვის არსებითიცაა და ყოვლისმომცველიც;  უარი მოსაზრების გამოთქმაზე - აუდიტორებს არ შეუძლიათ საკმარისი და შესაფერისი აუდიტორული მტკიცებულების მოპოვება, რომელთაც დაეყრდნობა მათი მოსაზრება. 6 9 მოსაზრება გაიცა მხოლოდ 1 შემთხვევაში,9 პირობითი მოსაზრება − 3 შემთხვევაში, ხოლო 1 მოსაზრება იყო უარყოფითი. 2021-2025 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული 56 ფინანსური აუდიტიდან, 51-ში გაცემულია პირობითი ან უარყოფითი მოსაზრება; მხოლოდ 5 აუდიტის შემთხვევაში გამოითქვა უპირობო მოსაზრება, ანუ აუდიტის ფარგლებში არ გამოვლენილა არსებითი ხასიათის უზუსტობები. დიაგრამა 3. 2021-2025 წლებში ჩატარებული ფინანსური აუდიტების ფარგლებში გაცემულ მოსაზრებათა ტიპების სტატისტიკა. 10 8 6 6 6 5 4 3 2 2 1 1 1 1 0 უპირობო მოსაზრება 2021 პირობითი მოსაზრება 2022 2023 2024 უარყოფითი მოსაზრება 2025 საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ერთ-ერთი მიმართულებაა სახელმწიფო სახსრების მართვის, აღრიცხვისა და ანგარიშგების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება. აღნიშნული მიზნით 2009 წლიდან მიმდინარეობს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო სექტორში ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) სრულად დანერგვას. მიუხედავად რეფორმის ფარგლებში განხორციელებული მრავალი აქტივობისა და მიღწეული პროგრესისა, საბიუჯეტო ორგანიზაციებში ფინანსური ინფორმაციის აღრიცხვა-ანგარიშგების კუთხით ისევ შეინიშნება სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები, რომელთა გამომწვევი მიზეზებიდან აღსანიშნავია:  არასათანადოდ შემუშავებული ან ფუნქციონირებადი კონტროლის მექანიზმები, რაც განაპირობებს პროცესების არასრულ ფორმალიზებას;  ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების ნაკლებ პრიორიტეტულობა საჯარო სექტორში; 9 საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფინანსური აუდიტი, რომელიც წარმოადგენდა სპეციფიკური ხასიათის აუდიტს, მისი მიზნიდან და მასშტაბიდან გამომდინარე. 10  სახელმწიფო ხაზინის მიერ ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკის არარსებობა, რაც ვერ უზრუნველყოფს ფინანსური ანგარიშგებების უნიფიცირებული ფორმით მომზადებას;  პერსონალის კვალიფიკაცია საჯარო სექტორში აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) მიმართულებით. 2025 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული ფინანსური აუდიტების ფარგლებში გამოვლენილი ძირითადი შედეგებია: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ორგანიზაციების აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა სახელმწიფო ხაზინის მიერ 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგება, რომელიც აერთიანებს 64 მხარჯავი ინფორმაციისთვის იხ. დაწესებულების დანართი 2). ფინანსურ სახელმწიფო (დეტალური ანგარიშგებას აუდიტის სამსახურმა გასცა მოდიფიცირებული მოსაზრება. აუდიტის შედეგად გამოვლენილი მნიშვნელოვანი გარემოებებია:  სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების ერთიანი რეესტრის ფორმის წარმოებაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო ხაზინა. ერთიანი რეესტრის წარმოების მიზანია სხვადასხვა სესხის გამცემთა მიერ გაცემული სესხების თავმოყრა, სისტემატიზაცია და მათზე მონაცემთა სრული და ერთიანი ბაზის შექმნა. 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების ერთიან რეესტრში ასახული აქვს სახელმწიფო ორგანიზაციაზე რიცხული 184 სესხი, ღირებულებით − 404 მლნ ლარი, მათ შორის, ძირი − 149 მლნ ლარი, პროცენტი − 27 მლნ ლარი და პირგასამტეხლო − 228 მლნ ლარი. ამასთანავე, უშუალოდ სახელმწიფო ხაზინის ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულია საბიუჯეტო სახსრებით ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული სესხები 57 ორგანიზაციაზე/ფიზიკურ პირზე, ღირებულებით − 129.5 მლნ ლარი, მათ შორის, პროცენტი − 27 მლნ ლარი და პირგასამტეხლო − 217 მლნ ლარი. აღნიშნული სესხები წარმოშობილია 1992-2010 წლებში და ანგარიშგების თარიღისათვის არ არის დაფარული. სესხების უმეტესობის ამოღების ალბათობა დაბალია, ვინაიდან ზოგიერთი მათგანი გაკოტრებულია, ლიკვიდირებულია ან არ 11 ერიცხებათ უძრავ-მოძრავი ქონება, რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა სააღსრულებლო ქმედებების მიმართვა. ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილ სამთავრობო კომისიას10 არ უმსჯელია აღნიშნული თანხების გაუფასურებასთან ან ჩამოწერასთან დაკავშირებით. აუდიტის ჯგუფისათვის სამთავრობო კომისიის სხდომის ოქმები ვერ იქნა მოწოდებული. სახელმწიფო ხაზინის განმარტებით, კომისიის სხდომა 2024 წელს არ ჩატარებულა.  ფინანსური აქტივების შესწავლისას გამოვლინდა, რომ 2024 წელს ინვენტარიზაციის წესის მიხედვით სავალდებულო ინვენტარიზაციის დროს ორგანიზაციებში არ შეფასებულა თანხების ამოღების ალბათობები და ასევე, რამდენად აკმაყოფილებდა აქტივად აღიარების კრიტერიუმებს; საინვენტარიზაციო კომისიებსა და უწყებების ხელმძღვანელობას არ უმსჯელიათ თანხების გაუფასურებასთან ან ჩამოწერასთან დაკავშირებით; ორგანიზაციებს ბალანსზე ერიცხებათ წინა პერიოდებში წარმოქმნილი მოთხოვნები ისეთ ორგანიზაციებზე, რომლებიც ან ლიკვიდირებული არიან, ან − გაკოტრებული; გარკვეულ შემთხვევებში პირველადი დოკუმენტაცია არ იძებნება ან/და კონტრაგენტები დაუდგენელია; ორგანიზაციებს ერიცხებათ მოთხოვნები, რომლებზეც წლების განმავლობაში თანხები არ ამოღებულა ან სააღსრულებო წარმოება უშედეგოდ მიმდინარეობს.  სახელმწიფო საწარმოებში არსებული წილების აღრიცხვასთან დაკავშირებით ხარვეზები გამოვლინდა 7 სამინისტროში.11 კერძოდ, ზოგიერთ სამინისტროში ფინანსური ანგარიშგების მუხლში − „ინვესტიციები წილობრივ ინსტრუმენტებში“ − ასახული ინფორმაცია შემცირებული ოდენობით იყო წარმოდგენილი; ზოგიერთი სამინისტროს შემთხვევაში არსებული წილები საერთოდ არ იყო აღრიცხული სამინისტროს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ან არ იყო აღრიცხული კაპიტალ-მეთოდის გამოყენებით; ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფო საწარმოებში არსებული წილები ფინანსური ანგარიშგებაში აღრიცხული იყო არააუდირებული მონაცემებით. სახელმწიფო საწარმოების და ცენტრალურ ხელისუფლებას დაქვემდებარებული ორგანიზაციების სააღრიცხვო პოლიტიკები არ არის ერთმანეთთან შესაბამისი. ამასთან, საჯარო სექტორის და სახელმწიფო საწარმოების აუდირებული ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვადები განსხვავებულია, რაც ვერ უზრუნველყოფს 10 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“. 11 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ფინანსთა სამინისტრო; კულტურისა და სპორტის სამინისტრო; თავდაცვის სამინისტრო; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; ჯანდაცვის სამინისტრო. 12 სახელმწიფოს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების სამართლიან წარდგენას და ორგანიზაციებს ყოველწლიურად უწევთ შეცდომების გასწორება და რეტროსპექტიული გადაანგარიშება.  7 სამინისტროში12 არ არის ფორმალიზებული საფინანსო და იურიდიული სამსახურების კომუნიკაციის წესი და პირობები და არ არის შემუშავებული ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკა სასამართლო დავებთან, პირობითი აქტივების და პირობითი ვალდებულებების აღრიცხვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში ერთიანი მიდგომით არ ხდება სასამართლო დავების, მათ შორის, საარბიტრაჟო დავების მოსალოდნელი შედეგების შეფასება და საჭიროების შემთხვევაში, ვალდებულებების, ფინანსურ ანარიცხების, ანგარიშგებაში პირობითი აქტივებისა მოთხოვნების, და პირობითი ვალდებულებების ასახვა. ასევე, 9 სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში ასახულია პირობითი აქტივები − 117.8 მლნ ლარის, ხოლო პირობითი ვალდებულებები 228.5 − მლნ ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის ნაჩვენები სამინისტროების და სხვა ორგანიზაციების მიერ თავიანთ ანგარიშგებებში წარმოდგენილი ინფორმაცია პირობითი აქტივების და პირობითი ვალდებულებების შესახებ. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ვერ მიიღო რწმუნება მოთხოვნების და ვალდებულებების (მათ შორის, ანარიცხების) ანგარიშებზე აღრიცხული თანხების სისრულესა და სისწორეზე, ასევე პირობით აქტივებში/ვალდებულებებში ნაჩვენები ინფორმაციის სისრულეზე.  სსიპ − ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შესაბამისად, კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში აღრიცხული არ არის სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული 31,716 ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეო და 131,041 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ასევე, სახელმწიფო თანასაკუთრებაში რეგისტრირებული 95 ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეო და 1,596 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. ამასთან, 2024 წელს სსიპ − ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ პრივატიზებულია ისეთი უძრავი ქონება, რაც სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებაში არ ჰქონდა აღრიცხული, როგორც აქტივი. გარდა ამისა, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში გამოვლინდა აღურიცხველი მატერიალური მარაგები და ძირითადი აქტივები. 12 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; თავდაცვის სამინისტრო; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; ფინანსთა სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; ჯანდაცვის სამინისტრო. 13 აუდიტის შედეგად ხარვეზები გამოვლინდა მატერიალური მარაგების აღრიცხვასთან დაკავშირებით. კერძოდ, ორგანიზაციების ბალანსზე ირიცხება ისეთი მატერიალური მარაგები, რომლებიც ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარია; არ ჩატარებულა კანონმდებლობით განსაზღვრული სავალდებულო ინვენტარიზაცია და არ გამოვლენილა აქტიური მოხმარებიდან გამოსული ან/და გამოუყენებელი აქტივები; არსებული კონტროლის გარემო ვერ უზრუნველყოფს მატერიალური მარაგების სწორ და ზუსტ აღრიცხვას. ასევე, ცალკეული ორგანიზაციების ბალანსზე აღრიცხულია ისეთი აქტივები, რომლებიც დაზიანებული ან გამოუყენებელია, ორგანიზაციისათვის არ მოაქვს ეკონომიკური სარგებელი აშკარაა/იკვეთება და მომსახურების პოტენციალი. გაუფასურების მაჩვენებლები და შესაბამისად, ინვენტარიზაციის წესის მიხედვით არ არის ჩატარებული გაუფასურების ტესტირება. ზოგიერთი ორგანიზაციის ბალანსზე აღრიცხულია „ძირითადი აქტივები“, რომლებიც აღრიცხვის ინსტრუქციის მიხედვით, სხვა მუხლებში უნდა იყოს დაკლასიფიცირებული, ხარვეზები ვლინდება ცვეთის დარიცხვის, ხარჯების კაპიტალიზების, საკითხებში. არაფინანსური ასეთი აქტივების შემთხვევების შედეგად, მართვის და ინვენტარიზაციის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში „სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივები“ გაზრდილია 126.7 მლნ ლარით.  ზოგიერთ ორგანიზაციას აღრიცხული აქვს მხოლოდ ისეთი ტიპის შემოსავლები, რომლებიც ირიცხება მათ საკუთარ ანგარიშებზე და არ აქვთ აღრიცხული სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხული შემოსავლები. ამასთანავე, ხაზინის ერთიან ანგარიშზე შემოსული თანხები − საკასო შემოსავლები, აღირიცხება სახელმწიფო ხაზინის მიერ „შემოსავლები შიდა ტრანსფერის“ ანგარიშზე. შესაბამისად, არ ხდება დარიცხვის მეთოდით მათი აღრიცხვა და შესაბამისი კლასიფიკაცია. ფინანსთა სამინისტროში არ არის შემუშავებული და დამტკიცებული სააღრიცხვო პოლიტიკა გადასესხებული სესხების, საშინაო და საგარეო ვალის აღრიცხვასთან დაკავშირებით, არ არის შემუშავებული წესები და პირობები, რომელთა მიხედვით მოხდება საპროცენტო შემოსავლების დროში გამიჯვნა და განაწილება, საპროცენტო შემოსავლების აღიარება წარმოებს არა დარიცხვის მეთოდით, არამედ გადახდის თარიღით (საკასო მეთოდით). აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენების გამო, არ ხდება კურსთაშორისი სხვაობების სწორი გაანგარიშება და აღრიცხვა. 14 აღსანიშნავია, რომ გადასესხებული სესხების აღრიცხვა ორგანიზაციების მიერ, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, არ ხდება და მონაცემები სახელმწიფოს კონსოლიდირებულ (ნაერთ) ფინანსურ ანგარიშგებას ემატება მანუალურად. ასევე, გადასესხებულ სესხებზე არ ხორციელდება ბუღალტრული გატარებები, რაც ვერ უზრუნველყოფს სწორ და სამართლიან აღრიცხვას და ფინანსურ ანგარიშგებაში ინფორმაციის წარმოდგენას.  სახელმწიფო ხაზინის მიერ არ არის დანერგილი შესაბამისი სააღრიცხვო პოლიტიკა და სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა შიდაჯგუფური ოპერაციების იდენტიფიცირებას, აღრიცხვის ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებასა და შესაბამისი ელიმინირებების შესრულებას. შედეგად, საბიუჯეტო ორგანიზაციები ერთმანეთთან განხორციელებულ ოპერაციებს ხშირად აღრიცხავენ განსხვავებული სააღრიცხვო პოლიტიკით ან აღრიცხვის ინსტრუქციების მოთხოვნების დარღვევით, რის გამოც კონსოლიდირებულ ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებაში არ არის ელიმინირებული ცენტრალური ხელისუფლებისადმი დაქვემდებარებულ ორგანიზაციებს შორის განხორციელებული შიდაჯგუფური ოპერაციები.  საბიუჯეტო ორგანიზაციებში გამოვლინდა ისეთი კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებული ნაკლოვანებები, როგორებიცაა, ინვენტარიზაცია და სპეციალიზებული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამების გამოუყენებლობა. კერძოდ, ცალკეულ ორგანიზაციებში არ არის ჩატარებული ან არასრულყოფილადაა ჩატარებული ინვენტარიზაცია, არ არის დაცული ინვენტარიზაციის ჩატარების ვადები, არ არის დაცული საინვენტარიზაციო კომისიის ჩამოყალიბების წესები, არასათანადოდ არის შევსებული დოკუმენტაცია, არასათანადოდ ინვენტარიზაციის არის შევსებული დროს სავალდებული არაფინანსური აქტივების რეესტრი, არ არის გადახედილი ძირითადი აქტივების სასარგებლო მომსახურების ვადები, არაფინანსური არაფინანსურ აქტივები აქტივებზე არ გაუფასურებაზე არ არის შემოწმებული, არის/არასრულყოფილად არის მინიჭებული საინვენტარიზაციო ნომრები, არაფინანსურ აქტივებზე არ არის/არასრულყოფილად არის განსაზღვრული ადგილმდებარეობები. ორგანიზაციების მიერ ფინანსური ანგარიშგებების წარმოდგენა კონსოლიდირებისათვის ხდება MS EXCEL-ის საშუალებით, რაც ზრდის ადამიანური ფაქტორებით შეცდომების დაშვების ალბათობას ანგარიშგების მომზადებისას და ხაზინის მიერ ანგარიშგებების კონსოლიდირებისას. ხშირ შემთხვევაში წარმოდგენილი ინფორმაციები არასწორია ან დარღვეულია მათი წარმოდგენის ვადები. 15 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგებების აუდიტები აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგებები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაში ფინანსური ანგარიშგება აერთიანებს 7 მხარჯავი დაწესებულების ფინანსურ ანგარიშგებას, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაში − 8 უწყების ფინანსურ ანგარიშგებას. ორივე აუდიტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა მოდიფიცირებული მოსაზრება. აუდიტების შედეგად გამოვლენილი მნიშვნელოვანი გარემოებებია:  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის ასახული და შეფასებული საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 430 ერთეულზე მეტი მიწის ნაკვეთი და სხვა უძრავი ქონება. შესაბამისად, ნაერთ ფინანსურ ანგარიშგებაში „სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების“ მუხლი არასრულადაა წარმოდგენილი.  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო ორგანიზაციებს ფინანსურ ანგარიშგებებში არ აქვთ ასახული ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით მომსახურების საფასურის სახით მიღებული ფულადი სახსრები. კერძოდ, რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაფინანსებულ 30 საბიუჯეტო ორგანიზაციას, საკუთარი შემოსავლების სახით მიღებული ფულადი სახსრებიდან, ნაშთად ერიცხებოდათ 3.2 მლნ ლარი. აღნიშნული ფინანსური რესურსი დაწესებულებებს არ განუხილავთ როგორც საკუთარი ხარჯების დაფინანსების წყარო, რაც ბიუჯეტის დაგეგმვაში არსებულ ნაკლოვანებაზე მიუთითებს.  აფხაზეთის ანგარიშგებაში ავტონომიური რესპუბლიკის დაქვემდებარებულ კონსოლიდირებულ კომპონენტებს შორის ფინანსურ ფიქსირდება შიდა ოპერაციები 31 ათასი ლარის ოდენობით, რაც არ არის ელიმინირებული. შესაბამისად, ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისში შემოსულობები და გასვლები წარმოდგენილია გაზრდილი ოდენობით.  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სსიპ − დევნილთა მომსახურების სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულია 46.4 ათასი ლარის კრედიტორული დავალიანება, რომელიც უკავშირდება 2021 წელს შენობების სადეზინფექციო მომსახურების შესყიდვას. აღნიშნული დავალიანება დღემდე არ არის დაფარული, 16 რადგან შპს-ის მიერ სამუშაოების არაჯეროვანი შესრულების გამო, შედგა ზეპირსიტყვიერი შეთანხმება ვალდებულების არდაფარვის შესახებ. მიუხედავად ამისა, სააგენტოს მიერ არ მომხდარა ამ ვალდებულების ჩამოწერა. შესაბამისად, როგორც სამინისტროს, ასევე კონსოლიდირებულ ფინანსური ანგარიშგების „ვალდებულების“ მუხლი 46.4 ათასი ლარით გაზრდილად არის წარმოდგენილი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგების აუდიტი აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული ქალაქ დაქვემდებარებული ანგარიშგება. თბილისის ერთეულების ფინანსური ანგარიშგება მუნიციპალიტეტისა ნაერთი მის კონტროლს (კონსოლიდირებული) ფინანსური აერთიანებს 279 და ორგანიზაციის ფინანსურ ანგარიშგებას, მათ შორის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 10 რაიონული გამგეობის, 5 სსიპ-ის და 262 ა(ა)იპ-ის ანგარიშგებას. აუდიტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა მოდიფიცირებული მოსაზრება. აუდიტის შედეგად გამოვლენილი მნიშვნელოვანი გარემოებებია:  მერიის ფინანსურ ანგარიშგებაში „მოკლევადიანი დებიტორული დავალიანებების“ ნაშთში ასახულია 11.3 მლნ ლარის მოთხოვნა, რომელიც წარმოადგენს 2021 წელს სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის გამო მიმწოდებლისთვის დარიცხულ ჯარიმას. მიმწოდებელი აღნიშნულ დავალიანებას არ აღიარებდა და ითხოვდა დაკისრებული ჯარიმის შემცირებას. 2023 წელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯარიმა შემცირდა 143.5 ათას ლარამდე, თუმცა მერიას სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დებიტორული დავალიანება არ შეუმცირებია. შესაბამისად, 2024 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში დებიტორული დავალიანება გაზრდილი თანხით არის წარმოდგენილი.  მუნიციპალიტეტის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში „მატერიალური მარაგების“ მუხლში აღრიცხულია 42.1 მლნ ლარის მარაგები, რომლებიც გახარჯულია ან ექსპლუატაციაშია გადაცემული, თუმცა მარაგებიდან არ არის ჩამოწერილი. ექსპლუატაციაში განსაზღვრული მოთხოვნებისა გადაცემული და მარაგები, მუნიციპალიტეტის შიდა სტანდარტით ინსტრუქციის შესაბამისად, ხარჯებში უნდა ჩამოიწეროს. შესაბამისად, არ აკმაყოფილებს მარაგად აღიარების კრიტერიუმს.  მერიის ფინანსურ ანგარიშგებაში „ინვესტიციები წილობრივი ინსტრუმენტების“ მუხლში აღრიცხულია 26 იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანები 1.4 17 მლრდ ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ მერიას წილები კაპიტალ-მეთოდით არ შეუფასებია. შესაბამისად, ინვესტიციები „წილობრივი კონსოლიდირებულ ფინანსურ ინსტრუმენტების“ მუხლში ანგარიშგებაში თავდაპირველად აღრიცხული თანხა არ არის შეცვლილი იურიდიული პირების საქმიანობის წლიური ფინანსური შედეგების გათვალისწინებით. ასევე, მუხლი მოიცავს 13 ორგანიზაციის საწესდებო კაპიტალში შენატანებს 38.9 მლნ ლარის ოდენობით, რომლებიც გაუქმებულია ან ლიკვიდაციის პროცესშია.  მერიას ფინანსურ ანგარიშგებაში „ძირითადი აქტივების“ მუხლში ერიცხება 14.5 მლნ ლარის ღირებულების მიწები, რომელთა იდენტიფიცირებას და არსებობის დადასტურებას მერია ვერ ახდენს. შესაბამისად, აუდიტის სამსახურმა ვერ მიიღო რწმუნება აღნიშნული თანხის სისწორეზე. ასევე, მერიას ფინანსურ ანგარიშგებაში „ძირითადი აქტივების“ მუხლში ერიცხება 12.3 მლნ ლარის ღირებულების მიწები, რომლებიც გაყიდულია წინა წლებში და ჰყავს კერძო მესაკუთრეები. შესაბამისად, არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის აქტივს.  თბილისის განვითარების ფონდს ფინანსურ ანგარიშგებაში „დაუმთავრებელი მშენებლობის“ მუხლში ერიცხება 101 მლნ ლარი, რომელიც წარმოადგენს თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციის ღირებულებას. ობიექტებს რეაბილიტაცია ჩაუტარა ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდმა“. პროექტები დასრულებულია, თუმცა მერიაზე გადაცემული და ბალანსიდან მოხსნილი არ არის. შესაბამისად, „დაუმთავრებელი მშენებლობის“ მუხლში ირიცხება დასრულებული სამუშაოები. შედეგად, თბილისის განვითარების ფონდის „სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების“ მუხლი გაზრდილია 101 მლნ ლარით.  მუნიციპალიტეტში 2024 წელს 20 ორგანიზაციას არ ჩაუტარებია აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია. შესაბამისად, არ განხორციელებულა აქტივების, ვალდებულებებისა და ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახული ფაქტობრივი ნაშთების დადგენა და ორგანიზაციის სააღრიცხვო მონაცემებთან შედარება, არ გაფორმებულა ურთიერთშედარების აქტები, ასევე არ ჩატარებულა დებიტორული დავალიანების რეალობის, ხანდაზმულობისა და ამოღების ალბათობის შესწავლის ღონისძიებები. შესაბამისობის აუდიტების შედეგები შესაბამისობის აუდიტის მიზანია დაადგინოს აუდიტის ობიექტის საქმიანობის შესაბამისობა კანონმდებლობასთან, მარეგულირებელ ნორმებთან, სახელშეკრულებო 18 მოთხოვნებსა და ორგანიზაციულ პოლიტიკასთან მიმართებით. 2025 წელს აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული 29 შესაბამისობის აუდიტის ფარგლებში დაიფარა 3.2 მლრდ ლარი. აუდიტების შედეგად გამოვლენილი საკითხები შესაძლებელია დაჯგუფდეს 4 ძირითადი სისტემური მიმართულებით:  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესწავლის შედეგად ნაკლოვანებები გამოვლინდა შესყიდვების თითქმის ყველა ეტაპზე, როგორც საწყის − საჭიროებების იდენტიფიცირებისა და ბაზრის კვლევის, ასევე სატენდერო პროცედურების, ხელშეკრულებების მართვის, სამუშაოების ზედამხედველობისა და მიღება-ჩაბარების განხორციელების ეტაპებზე. აღნიშნული ხარვეზები წარმოშობს საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური, არაპროდუქტიული და არაეფექტიანი განკარგვის რისკებს. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ შესაბამისობის აუდიტი კორპორაციის მიერ არ ხორციელდება ფასთა გამოკითხვის შედეგად პოტენციური მიმწოდებლების მიერ მნიშვნელოვნად გაზრდილი ღირებულებებით წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვების სათანადო ანალიზი. ამასთანავე, სრულყოფილად არ არის შეფასებული სამუშაოების საკუთარი რესურსებით შესრულების შესაძლებლობა, რის შედეგადაც არსებობს ფულადი სახსრების არაეკონომიური ხარჯვის რისკი. ნავთობის გადატანისა და მომსახურე პერსონალის ტრანსპორტით უზრუნველყოფის მიზნით, კორპორაციის ავტოცისტერნებისა მიერ და ფიზიკურ პირთან მიკროავტობუსის 2022-2023 დროებით წლებში გაფორმდა სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულებები, ღირებულებით − 491.6 ათასი ლარი და 108.5 ათასი ლარი. ხელშეკრულებებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მომსახურება გაიწეოდა 2024 წელსაც, რაც ასევე დამატებით იქნა ანაზღაურებული. ანალიზით გამოვლინდა, რომ მიკროავტობუსებისა ანაზღაურებული და თანხა ავტოცისტერნების საკმარისი იქნებოდა დროებით სარგებლობისთვის ანალოგიური პარამეტრების მიკროავტობუსებისა და ავტოცისტერნების შესაძენად. ამასთანავე, შეძენილი აქტივის გამოყენებით შემდგომში შესაძლებელი იქნებოდა იმავე ან სხვა პროექტების ფარგლებში პერსონალისა და ფლუიდის ტრანსპორტირება კორპორაციის ძალებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავდა ანალოგიური მომსახურების შესყიდვების აუცილებლობას. შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ შესაბამისობის აუდიტი კომპანიის მიერ, ქალაქ ქუთაისში, ყოფილი საპარლამენტო კომპლექსის შენობებში განთავსებული აგრეგატების ტექნიკური შემოწმებისა და ტესტირების მომსახურების სამუშაოებთან დაკავშირებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვა ვერ 19 უზრუნველყოფს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მოთხოვნას ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვასთან დაკავშირებით. სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 20.9 მლნ ლარს, ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ 12 პოზიციაზე განხორციელებული სარემონტო სამუშაოებისთვის კომპანიის მიერ არაეკონომიურად ანაზღაურებულია 1.3 მლნ ლარი. კომპანიამ საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა განახორციელა სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის გვერდის ავლით. შრომითი ხელშეკრულებით დაიქირავა ფიზიკური პირი, რომლის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება, კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით, 25.5 ათას ლარს შეადგენდა. ა(ა)იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ შესაბამისობის აუდიტი ჰოლდინგის მიერ შესყიდულ13 იქნა მეორადი, არასათანადო მდგომარეობაში მყოფი მობილური პჯრ14 ლაბორატორია და მინიმალური დარჩენილი ვარგისიანობის ვადის მქონე COVID-19-ის სადიაგნოსტიკო ტესტები, რომელთა გამოყენებაც არ მომხდარა. ლაბორატორიის ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრისა და მისი მიღების ეტაპზე დარგის შესაბამისი სპეციალისტის დასკვნა არ იყო წარმოდგენილი. ამასთანავე, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი არ განხორციელებულა. აღნიშნულის შედეგად, 996.5 ათასი ლარის ხარჯი გაწეულია არარაციონალურად. ასევე, ჰოლდინგში არ იყო დანერგილი ეფექტიანი შიდა კონტროლის სისტემა, რაც მიუთითებდა ზედამხედველობის მექანიზმების ნაკლოვანებზე და ქმნიდა რესურსების არაეფექტიანი და არაეკონომიური გამოყენების რისკებს. მათ შორის, ჰოლდინგის სისტემაში შემავალი სამედიცინო დაწესებულებები, ხშირ შემთხვევაში სრულად არ იცავდნენ დადგენილ ისეთ მოთხოვნებს, როგორიცაა მაგალითად, 10 ათას ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო შესყიდვების ჰოლდინგთან შეთანხმება. ა(ა)იპ „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის“ შესაბამისობის აუდიტი საფეხბურთო მატჩების ვიდეორეფერის VAR სისტემით მომსახურების მიზნით, სათანადოდ არ იქნა გათვალისწინებული მიმწოდებელთან გაფორმებული წინარე ხელშეკრულების პირობები და ბაზრის კვლევის შედეგები. შესაბამისად, საფეხბურთო მატჩების ვიდეორეფერის სისტემით მომსახურებისთვის ზედმეტად გადახდილმა თანხამ შეადგინა 285 ათასი ლარი. სსიპ − სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის − „დელტას“ აქტივების მართვისა და შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი 13 14 2021 წლის 13 სექტემბრის ხელშეკრულება. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია. 20 „დელტას“ მოქმედი შვილობილი კომპანიების ნაწილი აუდიტის პერიოდში არ იცავდა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებული ნორმატიული აქტების მოთხოვნებს იმ მოტივით, რომ მათი დამფუძნებელია არა სახელმწიფო, არამედ საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხოლო კანონის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება იმ საწარმოს სახსრებით, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო. შესაბამისად, რეგულირების მიღმა რჩება მათი სახსრების ხარჯვა, რაც წარმოშობს არაეკონომიურად და არამიზნობრივად განკარგვის რისკებს. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შესაბამისობის აუდიტი ცესკოს მიერ ერთი ხელშეკრულების საარქივე/სასაწყობე ინფრასტრუქტურის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ფარგლებში მოწყობის შესყიდვა ჩატარდა შესყიდვის მეთოდით, დეტალური საპროექტო- და მის საფუძველზე სამუშაოების მრავალწლიანი მომზადებისა სადემონტაჟო/სამშენებლო/სარემონტო/სარეაბილიტაციო სახელმწიფო Design-Build ობიექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და კონცეპტუალური პროექტის შემუშავების მომსახურების შესყიდვის პროცედურების გარეშე, რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა შესყიდვის სავარაუდო ღირებულების არასწორად განსაზღვრასა და ეკონომიურობაზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობა გზების დეპარტამენტის მიერ შესყიდული 177 ათასი ლარის ღირებულების 21 საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია გამოუყენებელი დარჩა, რაც სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს და წარმოშობს საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანად განკარგვის რისკებს. ასევე, დეპარტამენტის მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, რიგ შემთხვევებში სათანადოდ არ ხორციელდებოდა ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი და გამოვლენილი ხარვეზების გამომწვევი მიზეზების შესწავლა, რის შედეგად იზრდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები და სამუშაოთა შეუსრულებლობის რისკი. შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ შესაბამისობის აუდიტი ნაგავსაყრელის პოლიგონის ტერიტორიაზე ღობისა და საპარკინგე ტერიტორიის მოწყობის სამუშაოების ღირებულება 600 ათასი ლარით განისაზღვრა. შესყიდვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებმა გამოიწვია საუკეთესო ფასის წარმომდგენი კვალიფიციური პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, რომლის სატენდერო წინადადებაც 91 ათასი ლარით ნაკლებია გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაზე. არასწორად შედგენილმა საპროექტო დოკუმენტაციამ 223.6 ათასი ლარით გაზარდა ტენდერის 21 სავარაუდო ღირებულება, რამაც მიმწოდებელ კომპანიას საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე დამატებითი ფინანსური სარგებლის − 98.8 ათასი ლარის მიღების საშუალება მისცა. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტის − „მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება“ − ფარგლებში გაწეული საქმიანობა შპს „ბათუმის წყლის“ მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო გამოყენებული მასალების ღირებულებიდან ტრანსპორტირების ხარჯის პროცენტულად დარიცხვა. შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის თანახმად, მიმწოდებელზე ტრანსპორტირებისათვის გადახდილია 370.4 ათასი ლარი. ინსპექტირების ანგარიშის მიხედვით დადგინდა, რომ ობიექტზე გაწეული ფაქტობრივი სატრანსპორტო ხარჯი შეადგენდა 133.9 ათას ლარს. შესაბამისად, მიმწოდებელზე ზედმეტად იქნა გადახდილი 236.5 ათასი ლარი, რომელიც აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში დაქვითულია მიმწოდებლისათვის გადასახდელი თანხიდან. დუშეთის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი მუნიციპალიტეტმა 2022-2024 წლებში შეისყიდა 871.7 ათასი ლარის ღირებულების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის. აქედან, 230.7 ათასი ლარის ღირებულების 169 პროექტის გამოყენების მიზნით, მერიას 2023-2024 წლებში შესყიდვები არ განუხორციელებია, რომელთა ფარგლებში გათვალისწინებული იყო 31.1 მლნ ლარის სავარაუდო ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობა/რეაბილიტაცია. ამასთან გამოვლინდა, რომ შესყიდული დოკუმენტაციის ნაწილი შეიცავდა ხარვეზებს, რის გამოც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ხელშეკრულებებში ცვლილებები შედიოდა სისტემატურად. ხელშეკრულებიდან 49 კერძოდ, შესამოწმებელ ხელშეკრულებაში შეტანილია პერიოდში 99 მოქმედი ცვლილება. აქედან, 200 21 ხელშეკრულება შეცვლილია ორჯერ და მეტჯერ. ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტების მართვაში არსებული სუსტი კონტროლის მექანიზმების გამო ღირებულებით − მნიშვნელოვანი 271.9 ათასი ინფრასტრუქტურული ლარი, პროექტები, დაუსრულებელია. საერთო მუნიციპალიტეტს ხელშეკრულებების შეწყვეტისა და გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის დარიცხული 146.2 ათასი ლარის საჯარიმო თანხების მისაღებად, შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები არ განუხორციელებია. თელავის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი მუნიციპალიტეტმა ვერ დანერგა კონტროლის შესაფერისი მექანიზმები და პროცესები ვერ წარმართა იმგვარად, რომ მიეღო სათანადო ხარისხის ინფრასტრუქტურული პროექტები. შედეგად, მერიამ ჩაიბარა 16.9 მლნ ლარის ღირებულების ისეთი ობიექტები, 22 რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებიდან მოკლე დროში ნაწილობრივ დაზიანდა და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. მუნიციპალიტეტმა არ დაადგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები და ზიანის აღმოსაფხვრელად არ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები პასუხისმგებელი პირების, შემსრულებელი კომპანიებისა და საზედამხედველო ორგანიზაციის მიმართ. ახმეტის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი შესაფერისი კონტროლის მექანიზმების არარსებობის შედეგად, მუნიციპალიტეტის მერიამ ჩაიბარა 2.4 მლნ ლარის ღირებულების ისეთი ობიექტები, რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებიდან მოკლე დროში ნაწილობრივ დაზიანდა და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. მუნიციპალიტეტმა არ დაადგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები და ზიანის პასუხისმგებელი აღმოსაფხვრელად პირების, არ შემსრულებელი გაატარა შესაბამისი კომპანიებისა და ღონისძიებები საზედამხედველო ორგანიზაციის მიმართ. ასევე, 2023-2024 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას მუნიციპალიტეტმა 16 ხელშეკრულების ფარგლებში, სათანადო დასაბუთების გარეშე, მიწოდების ვადები გაზარდა 13-169 დღით. თუკი მუნიციპალიტეტი ვადებს დაუსაბუთებელი და არაობიექტური მიზეზებით არ გადასწევდა, მიმწოდებლებს ვადების დარღვევისათვის დაერიცხებოდათ 619.9 ათასი ლარის საჯარიმო თანხა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი მერიამ ქალაქ ბოლნისში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებში გადაიხადა 444.8 ათასი ლარი და გზის ნაწილი დაზიანებულია. გარდა ამისა, ხარვეზები გამოვლინდა 14 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ პროექტებზე, რომელთა ღირებულება 3.9 მლნ ლარია. კერძოდ, დაზიანებულია სპორტული მოედანი, სარიტუალო სახლი, სკვერი, გზა და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტები. აღსანიშნავია, რომ დათვალიერების მომენტისათვის ყველა ინფრასტრუქტურულ ობიექტს გააჩნდა მოქმედი საგარანტიო ვადა, რომლის ფარგლებშიც უნდა მომხდარიყო არსებული ნაკლოვანებების გამოსწორება. მერიამ ობიექტებზე არსებული დაზიანებების აღმოფხვრის მიზნით, 15-დან მხოლოდ ერთ შემთხვევაში მიმართა მიმწოდებლებს. მერია სათანადოდ არ აკონტროლებდა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცულობას და არ ატარებდა საკმარის ღონისძიებებს სამუშაოების დროულად დასასრულებლად. სამუშაოების დასრულების ვადები ზოგიერთ შემთხვევაში გაზრდილია დაუსაბუთებლად, რითაც შემსყიდველი ორგანიზაციისათვის პირობები გაუარესებულია. ამასთანავე, მერიამ 23 არ გამოიყენა საჯარიმო სანქციები ხელშეკრულებების შეწყვეტისას. შესყიდვის პროცესის სათანადოდ წარმართვის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი პირგასამტეხლოს სახით მიიღებდა, მინიმუმ, 386.2 ათას ლარს. ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი მერიამ 2023 წელს შეისყიდა გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები, ღირებულებით − 105.1 ათასი ლარი. დათვალიერებით გამოვლინდა, რომ გზის ნაწილი დაზიანებულია. გარდა ამისა, ხარვეზები გამოვლინდა 6 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ პროექტებზე, რომელთა ღირებულება 879.4 ათასი ლარია. კერძოდ, დაზიანებულია გზები, საბავშვო სკვერი და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტები. აღსანიშნავია, რომ დათვალიერების მომენტისათვის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გააჩნდათ მოქმედი საგარანტიო ვადა, რომლის ფარგლებში უნდა მომხდარიყო არსებული ნაკლოვანებების გამოსწორება. მუნიციპალიტეტს 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით გამოუყენებელი ჰქონდა 20212022 წლებში შეძენილი 52.2 ათასი ლარის ღირებულების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც ითვალისწინებდა 30 ობიექტის მშენებლობა-რეაბილიტაციას, რაც არაეფექტიან ხარჯს წარმოადგენს. ასევე, მუნიციპალიტეტი 2023-2024 წლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში სათანადოდ არ აკონტროლებდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვას და არ ატარებდა საკმარის ღონისძიებებს სამუშაოების დროულად დასრულების უზრუნველსაყოფად. ზოგიერთ შემთხვევაში ხელშეკრულების პირობები და სამუშაოების დასრულების ვადები შეიცვალა ან გაიზარდა დაუსაბუთებლად, რის შედეგადაც გაუარესდა შემსყიდველი ორგანიზაციის პირობები. მუნიციპალიტეტმა საჯარიმო სანქციების სახით ვერ მიიღო, არანაკლებ, 216.1 ათასი ლარი. გორის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი მერიამ 2022-2024 წლებში შეისყიდა 1.1 მლნ ლარის ღირებულების საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობა- რეაბილიტაციისთვის. აქედან, 236.6 ათასი ლარის ღირებულების 35 პროექტის გამოყენების მიზნით, მერიას 2023-2024 წლებში შესყიდვები არ განუხორციელებია. აღნიშნული დოკუმენტაციით გათვალისწინებული იყო 33.9 მლნ ლარის სავარაუდო ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობა/რეაბილიტაცია. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ნაწილი შეიცავდა ხარვეზებს, რის გამოც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ხელშეკრულებებში ცვლილებები შედიოდა სისტემატურად. კერძოდ, 2023-2024 წლებში მოქმედი 204 ხელშეკრულებიდან 117 24 ხელშეკრულებაში შეტანილია 186 ცვლილება. აქედან, 47 ხელშეკრულება შეცვლილია ორჯერ და მეტჯერ. პროექტებსა და ხარჯთაღრიცხვებში არსებული ხარვეზების გამო იცვლებოდა სამუშაოების მოცულობები ან/და ემატებოდა ახალი სამუშაოები. აღნიშნული ხშირ შემთხვევაში იწვევდა სამუშაოების დასრულების ვადების გაზრდას. მაგალითად, 42 ხელშეკრულებაში მიწოდების ვადები 10-დან 215 დღემდე გაიზარდა. ხობის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების ადმინისტრირების პროცესში მერიამ არ გამოიყენა შესაბამისი მექანიზმები და ვერ უზრუნველყო სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული საჯარიმო თანხების ბიუჯეტში მობილიზება. შედეგად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო ჯამურად 544.3 ათასი ლარი. ამასთანავე, სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული წესით შესყიდვისას მუნიციპალიტეტმა არ დაიცვა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და 357.9 ათასი ლარი მიმწოდებლებს აუნაზღაურა ფაქტობრივი დანახარჯების დათვლისა და დადასტურების გარეშე. აღნიშნული პრაქტიკა ქმნის საბიუჯეტო სახსრების ზედმეტად ანაზღაურების რისკს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ტენდერების სათანადო დაგეგმვა-განხორციელებას, რის გამოც საჭირო გახდა 10 ტენდერის შეწყვეტა, სავარაუდო ღირებულებით − 36.3 მლნ ლარი. შეწყვეტის მიზეზების უმეტესობა ტექნიკური ხასიათისაა და ძირითადად სატენდერო დოკუმენტაციაში არსებულ მექანიკურ შეცდომებში გამოიხატება. ქალაქ ქობულეთში, ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის ტენდერში, რომლის სავარაუდო ღირებულება 5.2 მლნ ლარს შეადგენდა, სატენდერო დოკუმენტაციით პრეტენდენტს უნდა ჰქონოდა, არანაკლებ, 2 მლნ ლარის სამუშაოების შესრულების გამოცდილება. ერთ-ერთ პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია მიენიჭა იმ მოტივით, რომ მის მიერ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოები აღემატებოდა 2 მლნ ლარს, თუმცა ხელშეკრულება მოიცავდა 3 სხვადასხვა ლოკაციაზე შესრულებულ სამუშაოებს. შედეგად, გამარჯვებულად გამოვლინდა მეორე პრეტენდენტი, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება 5.4 მლნ ლარის ღირებულებით, რაც 181 ათასი ლარით აღემატებოდა დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის შეთავაზებულ ფასს. აღსანიშნავია, რომ შემდგომ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებებით, ღირებულება 5.8 მლნ ლარამდე გაიზარდა. 25 სსიპ − აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს პროგრამების (ქვეპროგრამების) შესრულებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას 41 შემთხვევაში ბაზრის კვლევაში მონაწილეობდა ერთი პირი, რომლებთანაც შემდგომში გაფორმდა ხელშეკრულებები, ჯამურად 58.5 ათასი ლარის ღირებულებით: მათ შორის, სააგენტოს აპარატის პროგრამით − 11.4 ათასი ლარის 13 შესყიდვა; დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა მხარდაჭერის პროგრამით − 36.9 ათასი ლარის 26 შესყიდვა და დევნილთა მომსახურების ცენტრების პროგრამით − 10.2 ათასი ლარის 2 შესყიდვა.  აქტივების მართვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები აქტივების მართვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები მოიცავს აქტივების არაეფექტიან გამოყენებას, ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცედურებთან დაკავშირებულ დარღვევებს, ბიუჯეტში მიუმართავ სახსრებსა და სხვა შემთხვევებს. შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის” შესაბამისობის აუდიტი კომპანია 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფლობდა 13 იურიდიული პირის 100%-იან წილს, რომელთა შორის აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა 6 საწარმო. 20232024 წლებში კომპანიამ სხვადასხვა დანიშნულებით სახელმწიფოსგან მიიღო 124.8 მლნ ლარის ტრანსფერი, საიდანაც 80.2 მლნ ლარი გადარიცხულ იქნა შვილობილ კომპანიებში. აქტივების მართვის კომპანია არ არის ჩართული შვილობილი კომპანიების საქმიანობის შედეგების განხილვაში და სრულად არ ასრულებს მმართველობით ფუნქციას. კერძოდ, დანერგილი არ არის შვილობილი კომპანიების საქმიანობის შედეგების პერიოდული მიმოხილვის და შედეგების გათვალისწინებით ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკა. ასევე, აქტივების მართვის კომპანია არ აკონტროლებს გადარიცხული თანხების შვილობილი კომპანიების მიერ მიზნობრივად ათვისების საკითხს. აქტივების მართვის კომპანიას 2016-2024 წლებში 3 შვილობილ კომპანიაზე ჯამურად გაცემული აქვს 7.5 მლნ ლარის ოდენობის სესხი. 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „სამთომაშველზე“ გაცემული სესხის სრული თანხა 10 ათასი ლარი, ხოლო შპს „საქსპეცტრანსზე“ ჯამურად გაცემული 618.9 ათასი ლარიდან 531.5 ათასი ლარი (86%), ასევე ამ სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი, ჯამურად 512.3 ათასი ლარის ოდენობით, აქტივების მართვის კომპანიისთვის არ არის გადახდილი. შპს „საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნულ ცენტრთან“ გაფორმებული ოთხი სასესხო 26 ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული 6.9 მლნ ლარის სესხიდან დაფარულია მხოლოდ ერთის თანხის ნაწილი (1.8 მლნ ლარი). დანარჩენი სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში სესხის ძირი თანხა (5.1 მლნ ლარი) და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი (1.6 მლნ ლარი) შვილობილ კომპანიას არ დაუფარავს. ა(ა)იპ „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის“ შესაბამისობის აუდიტი 2022-2023 წლებში 6 საფეხბურთო კლუბს არ შეუსრულებია ა(ა)იპ „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. შედეგად, დებიტორულმა დავალიანებამ შეადგინა 610.1 ათასი ლარი, მათ შორის, არამიზნობრივად (იგულისხმება დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი) გახარჯულმა თანხამ − 266.7 ათასი ლარი. სსიპ − სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის − „დელტას“ აქტივების მართვისა და შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „დელტას“ ბალანსზე „სხვა დანარჩენი მანქანადანადგარებისა და ინვენტარის“ ანგარიშზე ირიცხება 2016 და 2019 წლებში სასერვერო ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის გაწეული ხარჯი − 545.7 ათასი ლარის ოდენობით. აუდიტის მიმდინარეობისას, „დელტას“ შესაბამისი სპეციალისტების მიერ ვერ მოხერხდა ბალანსზე რიცხული აქტივების თითქმის ნახევრის იდენტიფიცირება. ასევე, „დელტას“ მიერ ქონების საწყობად გამოყენებული შენობის სახურავი დაზიანებულია და უხვი ნალექის დროს დიდი რაოდენობით ჩაედინება წყალი, რაც აზიანებს საწყობში განთავსებულ ნივთებს. ამდენად, ქონება ინახება შეუსაბამო პირობებში, რაც მისი ხარისხის გაუარესების ან საერთოდ მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი შეიძლება გახდეს. დუშეთის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი აუდიტის პერიოდში მუნიციპალიტეტში მოქმედებდა ქონების სარგებლობით გაცემის 27 ხელშეკრულება. განკარგული ობიექტებიდან, 8 შემთხვევაში ქონება გაცემულია პირდაპირი განკარგვის წესით და არ იყო გამოყენებული ელექტრონული აუქციონის ფორმა, რომლის დროსაც იზრდება ინფორმირებულ პირთა წრე და ვაჭრობის კონკურენტულ/გამჭვირვალე გარემოში წარმართვის შესაძლებლობა. მოქმედი საიჯარო ხელშეკრულებებიდან, მუნიციპალიტეტის მიერ 2 შემთხვევაში ქონება გაცემულია 2015 წელს. მიუხედავად იმისა, რომ გასულია 10 წელი, მუნიციპალიტეტს არ უმსჯელია იჯარით გაცემული ქონების საიჯარო ღირებულების გადახედვისა და საბაზრო ფასებთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ. ასევე, გადაუხდელი საიჯარო გადასახდელების სახით, მოიჯარეებს ერიცხებათ დავალიანება 244.4 ათასი 27 ლარის ოდენობით, მათ შორის, 145.4 ათასი ლარის დავალიანების ამოღების მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ არ არის გატარებული შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები. გორის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და კერძო კომპანიას შორის 2010 წელს გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება 4,335 კვ.მ ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დროებით სარგებლობაში გადაცემაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2040 წლის 19 ოქტომბრამდე, ხოლო ქონების საიჯარო ფასი გათვალისწინებულ იქნა წლიურად 34.7 ათასი ლარი. მოიჯარე მიწის ნაკვეთებს გასცემს ქვეიჯარით. გამოთხოვილი ქვეიჯარის ხელშეკრულებების ანალიზით გაირკვა, რომ ქვეიჯარით სულ გაცემულია 679 კვ.მ ფართი, საიდანაც წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი შეადგენს 134.3 ათას ლარს. შედეგად, მოიჯარე ფართის ნაწილის გაქირავებიდან იღებს 4-ჯერ მეტ შემოსავალს, ვიდრე გადახდილი აქვს მერიისთვის, რაც საიჯარო ფართის არასათანადო შეფასებაზე მიუთითებს. თელავის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 36 ერთეული სასოფლო და არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით სარგებლობენ არაუფლებამოსილი პირები. მაგალითად, სოფელ გულგულაში 69.8 ათასი კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა დამუშავებულია ისე, რომ მოსარგებლესთან ხელშეკრულება ქონების გამოყენების უფლების გადაცემის შესახებ არ გაფორმებულა. უნებართვოდ დაკავებული მიწების საერთო ფართობი ჯამში 927.3 ათასი კვ.მ-ია. მუნიციპალიტეტი წელიწადში კარგავს, მინიმუმ, 39 ათასი ლარის ოდენობის შემოსავალს საიჯარო ქირის სახით. თიანეთის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი მუნიციპალიტეტს 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ბალანსზე ერიცხება 37 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, საიდანაც გაუმართავია 20 ერთეული, ხოლო 2 ერთეული ავტომანქანის ადგილმდებარეობაზე მუნიციპალიტეტმა აუდიტის სამსახურს ინფორმაცია ვერ მიაწოდა. კერძოდ, 9 ერთეული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება წლების განმავლობაში გაუმართავია და არ გამოიყენება, 8 ერთეული სპეცტექნიკა გაუმართავია და წლების განმავლობაში დგას უმოქმედოდ, ხოლო 2 მიკროავტობუსი ექსპლუატაციისთვის გამოუსადეგარია და მათი გამოყენება შეუძლებელია. ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან საიჯარო ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე სათანადო მონიტორინგის დაუწესებლობისა და ხელშეკრულებებით განსაზღვრული უფლებამოსილებების არასრულად გამოყენების შედეგად, 2024 წლის 31 28 დეკემბრის მდგომარეობით, საიჯარო გადასახადის დავალიანება 251.1 ათას ლარს, ხოლო გადაუხდელი პირგასამტეხლოს თანხა 157.2 ათას ლარს შეადგენდა. თანხის გადაუხდელობის პირობებში გრძელდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობა. ასევე, მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ხუთივე კომპანია ზარალიანია და ბიუჯეტიდან ფინანსდება. მოძველებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის არასათანადო წარმართვის შედეგად, ადგილი აქვს მნიშვნელოვანი რესურსების არასათანადო გამოყენების, შემოსავლების მიუღებლობისა და არაეფექტიანი ხარჯვის ფაქტებს. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის მიერ არ არის შემუშავებული კონტროლის რაიმე სახის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა საწარმოთა საქმიანობის ზედამხედველობას. ახმეტის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 2022 წელს მერიამ ელექტრონული აუქციონით სარგებლობის უფლებით გასცა 18 ერთეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ჯამში − 510 ჰა), წლიური საიჯარო საფასურით − 185.7 ათასი ლარი. ხელშეკრულებების მოქმედების ვადები შეადგენდა 2 წელს. მოიჯარე ხელშეკრულებების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში სარგებლობის საფასურს არ იხდიდა. მიუხედავად ამისა, მერიას მის მიმართ ქმედითი ღონისძიებები არ განუხორციელებია და შემოიფარგლა მხოლოდ წერილობითი გაფრთხილებებით. ამ პერიოდისათვის გადაუხდელმა სარგებლობის საფასურმა და დარიცხულმა საურავმა, ჯამში 396.6 ათასი ლარი შეადგინა. იჯარის ხელშეკრულებების ვადის ამოწურვის შემდეგ, მუნიციპალიტეტმა საიჯარო დავალიანების დაფარვასა და ქონების შემდგომ განკარგვასთან დაკავშირებით დროული და სათანადო ღონისძიებები არ გაატარა. ასევე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 23 ერთეული მიწის ნაკვეთით (საერთო ფართობით − 290 ჰა) სარგებლობს სხვადასხვა პირი. მათ მუნიციპალური ქონებით სარგებლობაზე მერიასთან შესაბამისი ხელშეკრულებები არ აქვთ გაფორმებული. სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაკავებული მიწები გამოყენებულია ერთწლიანი ნარგავებისთვის, შენობა-ნაგებობის განსათავსებლად და ა.შ., ხოლო სარგებლობის შესაბამისი საფასური ადგილობრივ ბიუჯეტში არ მიიმართება. ხობის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 2022-2023 წლებში მუნიციპალიტეტმა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებისათვის შეიძინა სამშენებლო მასალები, ღირებულებით − 209.2 ათასი ლარი. მასალები გადაეცა 89 მოსახლეს, რომელთაც საკუთარი ძალებით უნდა აღმოეფხვრათ საცხოვრებელ სახლებზე არსებული დაზიანებები. მუნიციპალიტეტმა სამშენებლო 29 მასალების განკარგვა გადაწყვიტა ისე, რომ არ გაითვალისწინა მოსახლეობის ცოდნაგამოცდილება და ფინანსური შესაძლებლობა მასალების გამოყენებასთან დაკავშირებით. შედეგად, 57 ათასი ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა დასაწყობებულია 28 მოსახლესთან და გამოუყენებელია. გარდა ამისა, მოსახლეობასთან დასაწყობებულია 2022 წელს იმავე პროგრამით შეძენილი 27.1 ათასი ლარის ღირებულების მასალები. საერთო ჯამში 84.1 ათასი ლარი დახარჯულია არაეფექტიანად და სრულად არ არის მიღწეული პროგრამებით გათვალისწინებული მიზნები. შპს „სამედიცინო ცენტრ „დიომედი +”-ის შემოსავლების, ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა, მიღება-ხარჯვისა და გამოყენების შესაბამისობის აუდიტი აუდიტის ფარგლებში გამოვლინდა, რომ სამედიცინო ცენტრს აღრიცხვაში არ აქვს ასახული მნიშვნელოვანი მოცულობის აქტივები:  ძირითად აქტივებად არ არის აღრიცხული 2022 წელს უზურფუქტით მიღებული შენობა-ნაგებობები, რომელთა ჯამურმა შეფასებულმა ღირებულებამ 456.6 ათასი ლარი შეადგინა. ძირითადი საშუალებების საინვენტარო აღწერის შედეგებით გამოვლინდა 11,091 ერთეული აქტივის ზედმეტობა;  ორგანიზაციის ბალანსზე ირიცხება 17.9 ათასი ლარის საბალანსო ღირებულების სხვადასხვა ინვენტარი, რომლებიც ფიზიკურად არსებობს, თუმცა წლებია არ გამოიყენება და გამოუსადეგარია.  საბიუჯეტო რესურსის მართვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები უკავშირდება ცალკეული საჯარო უწყებების მიერ ბიუჯეტის არარაციონალურად და არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევებს, ასევე ბიუჯეტის დაგეგმვასა და შესრულებასთან დაკავშირებულ ხარვეზებს. შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ შესაბამისობის აუდიტი აუდიტის პერიოდში ხელშეკრულებით ერთდროულად დასაქმებული იყვნენ კომპანიის დირექტორის მრჩევლები (2023 წელს − 10, 2024 წელს − 9), სხვადასხვა მიმართულებით (ეკონომიკური, იურიდიული, ადმინისტრაციული, პრივატიზება, იჯარით გაცემა, ხარისხის მართვა, შესყიდვები და სხვ.). მრჩევლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების უმეტესობა არ შეიცავს ინფორმაციას მათი კონკრეტული ფუნქცია-მოვალეობების შესახებ. ამასთანავე, კომპანიის ორგანიზაციულ სტრუქტურაში ფუნქციონირებს ზემოაღნიშნული მიმართულებების შესაბამისი სამსახურები/განყოფილებები. 2023-2024 წლებში 30 დირექტორის მრჩევლებზე გაწეულმა შრომის ანაზღაურების ხარჯმა 913.3 ათასი ლარი შეადგინა. კომპანიამ ძირითადად ვერ წარმოადგინა დირექტორის მრჩევლების მიერ შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ასევე, აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 2023-2024 წლებში, აქტივების მართვის კომპანიაში დასაქმებულ 23 თანამშრომელს სხვადასხვა პერიოდში, ჯამში 662 სამუშაო დღით, გადაკვეთილი ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ამ პერიოდში არცერთი მათგანი არ სარგებლობდა შვებულებით ან სამსახურებრივი მივლინებით. მიუხედავად აღნიშნულისა, გაცდენილი პერიოდი მათ ჩაეთვალათ ნამუშევარ დროდ და გაიცა შრომის ანაზღაურება, ჯამურად 69.2 ათასი ლარი. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ შესაბამისობის აუდიტი კორპორაციაში არ არის დანერგილი სისტემა, სადაც განსაზღვრული იქნებოდა თანამშრომელთა წახალისების კონკრეტული კრიტერიუმები. შედეგად, 2022-2023 წლებში 6 შემთხვევაში გაცემული პრემიები, ჯამური ოდენობით 7.2 მლნ ლარი, არ არის საკმარისად დასაბუთებული, პრემირების საფუძვლებში არ ჩანს კონკრეტული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოები და პრემიის გაცემის მოტივები. ასევე, კორპორაცია 2022-2023 წლებში განიცდიდა ფულადი სახსრების ნაკლებობას, რის შესავსებად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღო 230 მლნ ლარის ოდენობის სესხი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ დაფინანსებულია 822.5 ათასი ლარის ოდენობის სხვადასხვა არაპროფილური ხარჯი. საჯარო უწყებებში მივლინებების მართვის შესაბამისობის აუდიტი ქვეყნის შიგნით განხორციელებული მივლინებების ფარგლებში, სასტუმროში განთავსების მარეგულირებელი ჩარჩო არ არის დადგენილი. შედეგად, საჯარო უწყებებს არ გააჩნიათ მკაფიო საორიენტაციო სტანდარტები განთავსების ხარჯების გონივრული ფარგლების განსაზღვრისთვის. ასევე, საჯარო უწყებებში ავიაბილეთების შესყიდვის პროცესი არ რეგულირდება ნორმატიული აქტით და თითოეულ უწყებაში დანერგილია საკუთარი შიდა პროცედურები, რაც წარმოშობს არასისტემურ მიდგომებს. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების შრომის ანაზღაურებისა და საწვავის ხარჯების შესაბამისობის აუდიტი სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი 2023-2024 წლებში საკონსულტაციო საბჭოს მიერ ჩატარებული სხდომების შესაბამისი ოქმები, რომლებითაც დადასტურდებოდა საბჭოს მიერ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება. ამ პერიოდში საბჭოს 8 წევრსა და აღმასრულებელ მდივანზე შრომის ანაზღაურების სახით გაიცა 383.8 ათასი ლარი. 31 სს „საქართველოს რკინიგზის“ სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულ 16 მრჩეველ-კონსულტანტზე, 2023-2024 წლებში შრომის ანაზღაურების სახით გაიცა 1 მლნ ლარი, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ დასაქმებულ 4 მრჩეველსა და ერთ კონსულტანტზე − 413.1 ათასი ლარი, ხოლო შპს „საქართველოს ფოსტაში“ დასაქმებულ 3 მრჩეველზე − 273.7 ათასი ლარი. კომპანიების მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია მათ მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ. 2023-2024 წლებში სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებული ზოგიერთი თანამშრომელი იმყოფებოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ეს დრო მათ ჩაეთვალათ ნამუშევრად, თუმცა ვერ იქნა წარმოდგენილი სამსახურებრივი მივლინების, დისტანციურად სამუშაოს შესრულების უფლებამოსილების, შვებულებით სარგებლობის და სხვა შესაფერისი დოკუმენტაცია, რაც შრომის ანაზღაურების პროცესში არსებულ კონტროლის სისუსტეებზე მიუთითებს. გორის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი საბიუჯეტო პარამეტრების არასათანადო დაგეგმვისა და შესრულების გამო, მუნიციპალიტეტი ფლობდა მნიშვნელოვანი მოცულობის საბიუჯეტო ნაშთებს. კერძოდ, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს ნაშთის სახით ერიცხებოდა 8.8 მლნ ლარი, ხოლო 2024 წლის ბოლოს − 8.3 მლნ ლარი ლარი. 2023-2024 წლებში მუნიციპალიტეტმა კონკრეტული პროგრამის განხორციელების მიზნით ხელშეკრულებები გააფორმა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან. ხელშეკრულებების შესრულების საკასო ხარჯმა 99.2 ათასი ლარი შეადგინა. პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები უნდა ყოფილიყვნენ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, არანაკლებ 1,000 პირი. აღსანიშნავია, რომ დახარჯული თანხიდან წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ შრომის ანაზღაურებაზე მიიმართა 82.8 ათასი ლარი (83%), სხვადასხვა მიმდინარე ხარჯებზე − 11.6 ათასი ლარი, ხოლო ბენეფიციარების მხარდაჭერაზე − 4.8 ათასი ლარი. დუშეთის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 2023-2024 წლებში მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო 99.6 ათასი ლარის ოდენობის დასუფთავების მოსაკრებელი. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ბოლოს, სულ დაგროვილი გადაუხდელი მოსაკრებლის დავალიანება 514.5 ათას ლარს შეადგენდა. 2023-2024 წლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში რიგი სამუშაოები ვერ განხორციელდა, რამაც გავლენა იქონია თანხების ათვისებაზე. კერძოდ, 2023 წელს გამოყოფილი 2.8 მლნ ლარი სრულად ვერ იქნა ათვისებული და წლის ბოლოს მუნიციპალიტეტს ნაშთად ერიცხებოდა 666.1 ათასი ლარი (მიღებული დაფინანსების 24%); 2024 წელს გამოყოფილი 2.8 მლნ 32 ლარიდან წლის ბოლოს მუნიციპალიტეტს ნაშთად დარჩა 777.7 ათასი ლარი (მიღებული დაფინანსების 28%). გარდა აღნიშნულისა, მუნიციპალიტეტს 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა 2019-2023 წლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიღებული თანხების ნაშთი 238.7 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც ვერ იქნა ათვისებული შესაბამის პერიოდებში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებსა და მივლინებებზე გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში 2023-2024 წლებში მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადების და სამსახურის დატოვების ელექტრონული აღრიცხვის სისტემა ტექნიკური გაუმართაობის გამო შეფერხებებით ფუნქციონირებდა. 2023 წელს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული 18 პირიდან ელექტრონული აღრიცხვით სარგებლობდა მხოლოდ 2, ხოლო 2024 წელს 25 პირიდან − 3. 2023-2024 წლებში ფაქტობრივი სამუშაო დროის აღრიცხვის გარეშე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე გაცემულია შრომის ანაზღაურება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის აპარატის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატისა და განათლებისა და კულტურის სამინისტროს აპარატის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ ზოგიერთ პირს არ წარმოუდგენია შესრულებული სამუშაოების ანგარიშები. 2023-2024 წლებში მათზე გაწეულმა შრომის ანაზღაურების ხარჯმა ჯამურად 647.1 ათასი ლარი შეადგინა.  ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები უკავშირდება საჯარო უწყებებში გაუმართავი სტრატეგიული და ოპერაციული დაგეგმვის ჩარჩოს არსებობას, არაეფექტიანი ორგანიზაციული მართვის პრაქტიკას, ფორმალური პროცედურების არარსებობას, ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ ხარვეზებსა და სხვ. შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ შესაბამისობის აუდიტი აქტივების მართვის კომპანიამ 2023-2024 წლებში სახელმწიფო აქტივების იჯარით გაცემიდან, პრივატიზებიდან და საბიუჯეტო სახსრების საბანკო ანგარიშებზე განთავსებიდან საპროცენტო სარგებლის სახით, ჯამურად მიიღო 19.7 მლნ ლარის 33 შემოსავალი. მოცემული საანგარიშო პერიოდი კომპანიამ დაასრულა ფინანსური ზარალით, რამაც ჯამში 17 მლნ ლარი შეადგინა. აუდიტის პერიოდში აქტივების მართვის კომპანიას პარტნიორისათვის დივიდენდები არ გადაუხდია, თუმცა პერიოდულად, საკუთარი სახსრებით მონაწილეობდა სხვადასხვა სახელმწიფო პროექტების განხორციელებაში. კომპანია ფლობს 113.2 მლნ ლარის ღირებულების საინვესტიციო ქონებას. მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები ახორციელებენ კომპანიის საკუთრებაში არსებულ, იჯარით გაცემული ქონების პერიოდულ მონიტორინგს, მათ შორის, ქონების მართლზომიერად სარგებლობაზე კონტროლს. 2023 წელს მონიტორინგს დაქვემდებარებული იყო 193 ერთეული, ხოლო 2024 წელს − 214 ერთეული აქტივი. კომპანიაში არ არის შემუშავებული და დანერგილი მონიტორინგის გეგმების შედგენის მეთოდოლოგია, სადაც გაწერილი იქნებოდა რისკებზე დაფუძნებული შერჩევის კრიტერიუმები. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ შესაბამისობის აუდიტი 2022-2023 წლებში კორპორაციამ ვერ უზრუნველყო ბიზნესგეგმების ეკონომიკის სამინისტროსთვის საანგარიშგებო წლის დაწყებამდე დროული წარდგენა, ხოლო ხარჯები ხორციელდებოდა პარტნიორთან შეუთანხმებლად და დამტკიცებული ბიუჯეტის გარეშე. კორპორაციის საშტატო განრიგისა და დარიცხვის უწყისებით, დეპარტამენტებში ერთსა და იმავე პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომლებზე განსაზღვრულია განსხვავებული სახელფასო განაკვეთები, მაშინ როდესაც სამუშაო აღწერილობების მიხედვით შესასრულებელი სამუშაოები სხვადასხვა თანამშრომლისათვის იდენტურია. ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვრებოდა დასაქმებულთა შესაბამისი უფლებამოვალეობები და შესასრულებელი სამუშაოები, თუმცა კომპანიის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შტატგარეშე თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც ქმნის აღნიშნული პროცესის გაუმჭვირვალობის რისკებს. სსიპ − სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის − „დელტას“ აქტივების მართვისა და შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი „დელტას“ არ აქვს დამტკიცებული განვითარების სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა (მიმდინარეობს დოკუმენტის შემუშავება), რის გამოც ვერ დგინდება კონკრეტულად რა ღონისძიებები შესაბამისად, იგეგმება აუდიტის არსებული რისკებისა სამსახურისათვის და გამოწვევების შეუძლებელია მათ საპასუხოდ. საჭიროებასა და მოსალოდნელ ეფექტიანობაზე მსჯელობა. ასევე, „დელტას“ შვილობილ კომპანიებთან დაკავშირებით გამოვლინდა, რომ არ არის შემუშავებული შვილობილი კომპანიების მართვის სტრატეგია, სამოქმედო გეგმა ან სხვა სახის ფორმალიზებული პროცესი; ზოგიერთ 34 შემთხვევაში კომპანიის დაფუძნება ხორციელდება შესაბამისი დასაბუთებული ბიზნესგეგმის გარეშე და საჭირო რესურსების უქონლობის გამო ვერ ხერხდება საქმიანობის დაწყება; შვილობილი კომპანიების მართვისათვის ფორმალიზებული დოკუმენტი არ არის შემუშავებული. „დელტას“ დაქვემდებარებული 6 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ 2 წლის განმავლობაში 3 მლნ ლარზე ნაკლები თანხაა დახარჯული სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად, რაც არასაკმარისი ინვესტიციაა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის საჭირო აქტივების შესასყიდად. შედეგად, „დელტა“ სრულყოფილად ვერ იყენებს მის დაქვემდებარებაში არსებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების პოტენციალს. სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისობის აუდიტი საერთაშორისო სატვირთო და სამგზავრო ნებართვები გაიცა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებსაც სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში არ გაუმარჯვიათ. კერძოდ, აუდიტის ჯგუფის მიერ შესწავლილი ნებართვებიდან გამოვლინდა ასეთი 19 შემთხვევა. ამასთანავე, სააგენტოში არ არის დანერგილი ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა მრავალჯერადი ნებართვების გაცემას მხოლოდ კონკურსში გამარჯვებული პირებისთვის. სააგენტოს მიერ გასაცემი ნებართვების შესახებ ინფორმაცია ქვეყნების და სახეობების მიხედვით, არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი. აღნიშნულის გამო, შესაძლოა ნებართვის მაძიებლები აღმოჩნდნენ არათანაბარ პირობებში და დროულად ვერ მიიღონ სასურველი რაოდენობის ნებართვები. ამასთანავე, ხელმისაწვდომი ნებართვების შესახებ დეტალური ინფორმაციის არქონა შეიძლება ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდეს გადამზიდი კომპანიებისთვის, დაგეგმონ საკუთარი ეკონომიკური აქტივობა. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების შრომის ანაზღაურებისა და საწვავის ხარჯების შესაბამისობის აუდიტი სახელმწიფო საწარმოებში კანდიდატების მიღების მარეგულირებელი ერთიანი ნორმები საკანონმდებლო დონეზე არ არის განსაზღვრული. ამასთანავე, აუდიტის ფარგლებში შესწავლილ არცერთ საწარმოში არ იყო შიდა წესებით დარეგულირებული, რა შემთხვევებში მიიღებოდა პირი სამსახურში, კონკურსით თუ უკონკურსოდ. შესწავლილ ყველა სახელმწიფო საწარმოში ადგილი ჰქონდა შემთხვევებს, როდესაც თანამშრომლები ერთდროულად დასაქმებული იყვნენ ორ სხვადასხვა კომპანიაში სრულ განაკვეთზე და ხელშეკრულებების მიხედვით, განსხვავებული ფუნქციების შესრულება ევალებოდათ დროის ერთსა და იმავე პერიოდში, რაც ფაქტობრივად დადასტურებული იყო 35 სამუშაო დროის აღრიცხვის უწყისებით (ტაბელი). გონივრული თვალსაზრისით, ასეთი სახით სამუშაოების შესრულება შეუძლებელია. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ ავტობუსის მძღოლებთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, დასაქმებულთა სამუშაო და დასვენების დრო დამოკიდებული იყო შესაბამისი კატეგორიის ავტობუსის მუშაობის გრაფიკზე. 2023-2024 წლებში ავტობუსის მძღოლების უმრავლესობა კვირაში მუშაობდა 48 საათზე მეტს. აუდიტით გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც მძღოლების სამუშაო დღეებს/ცვლებს შორის უწყვეტი დასვენების ხანგრძლივობა 12 საათზე ნაკლებს შეადგენდა. შედეგად, კომპანიის მიერ არ იყო დაცული დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობისთვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, რაც ზრდის შრომის და მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შესაბამისობის აუდიტი ცესკოში აპარატის თანამშრომლებსა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე ხელფასის დარიცხვისას არ გამოიყენება პირველადი დოკუმენტი − ტაბელი ან/და ტურნიკეტის მონაცემები. ასევე, დადგენილი საწვავის ლიმიტების განსაზღვრის კრიტერიუმები და ოდენობა დოკუმენტურად არ არის განსაზღვრული. აღნიშნული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის სისუსტეზე მიუთითებს. დუშეთის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მართვის პროცესი ხარვეზებით ხასიათდება. კერძოდ, ზოგიერთ შემთხვევაში იურიდიულ პირებში დასაქმებულთა ფუნქცია-მოვალეობები გაურკვეველია, ვინაიდან არ არსებობდა შესაბამისი საქმიანობის შესრულების აუცილებლობა, ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. გარდა აღნიშნულისა, მუნიციპალიტეტი ფლობს 8 შპს-ს, რომლებიც არ წარადგენენ წლიურ ანგარიშებს, რომლებზე დაყრდნობითაც მუნიციპალიტეტმა უნდა განიხილოს მათი წლიური შედეგები და შეაფასოს განხორციელებული საქმიანობა. აღნიშნული მიუთითებს მუნიციპალიტეტის მხრიდან შესაბამისი კონტროლის მექანიზმების არ არსებობაზე. 2023-2024 წლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე, სხვადასხვა პირისათვის გადახდილია ჯამში 263.8 ათასი ლარი. წარმოდგენილი ინფორმაციით, წარმოებული სასამართლო დავები ძირითადად შეეხებოდა გაფორმებული შესყიდვის ხელშეკრულებების პირობების დარღვევას და შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებაზე უარს. მუნიციპალიტეტისათვის სასამართლო დავები დასრულდა უარყოფითი შედეგით და დაეკისრა მოსარჩელე მხარეების ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება. 36 თიანეთის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის არსებული სისტემა გაუმართავია, რაც ვერ უზრუნველყოფს უკანონო მშენებლობების დროულად გამოვლენას. კერძოდ, 2023-2024 წლებში მერიამ გამოავლინა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის მხოლოდ 12 შემთხვევა, მაშინ როდესაც, აუდიტის ჯგუფის მიერ შერჩეული 65 ობიექტიდან 61 საცხოვრებელ სახლსა და სასტუმროს ტიპის კომპლექსზე მშენებლობის ნებართვა არ იყო გაცემული. აქედან, 46 ვიზუალურად − ახალი აშენებული ნაგებობაა. მერიას არ გამოუვლენია აღნიშნული უნებართვო მშენებლობის ფაქტები და შესაბამისად, არ გაუტარებია კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. გორის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 2023-2024 წლებში გორის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებდა 12 ა(ა)იპ, რომელთა დაფინანსებაზე ბიუჯეტიდან გაცემულია 72.3 მლნ ლარი. ა(ა)იპ-ებში შესწავლილ პერიოდში დასაქმებული იყო 3,041-3,109 პირი. აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა ნაწილის ფუნქცია-მოვალეობები დუბლირებულია, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში მოვალეობები გაურკვეველია, ვინაიდან არ არსებობდა საქმიანობის შესრულების აუცილებლობა. ამასთანავე, ვერ იქნა შესაბამისი წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. მუნიციპალიტეტის „ერთჯერადი სოციალური დახმარების“ პროგრამის ფარგლებში 2023-2024 წლებში 777 ბენეფიციარზე გაცემულია 333.7 ათასი ლარი. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარზე 1,500 ლარამდე დახმარებას. ქვეპროგრამის ფარგლებში დადგენილია მხოლოდ გასაცემი თანხის მაქსიმალური ოდენობა, ხოლო შესაბამისი კრიტერიუმები განსაზღვრული არ არის. შედეგად, დახმარების მიმღებ პირებზე გასაცემი კონკრეტულ თანხის მოცულობას ადგენს მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი. ახმეტის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი მუნიციპალიტეტში არსებობს მოსახლეობის წყალმომარაგების მნიშვნელოვანი პრობლემები: სასმელი წყლის მიწოდებას ახორციელებს არალიცენზირებული პირი; მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი მიეწოდება შეფერხებით; მიწოდებული წყალი სათანადოდ არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საქმიანობა მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდებისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად არასაკმარისია. 37 ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 2023-2024 წლებში მუნიციპალიტეტში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული იყო, საშუალოდ, 40-42 პირი, რომლებზეც გაცემულმა შრომის ანაზღაურების ჯამურმა ოდენობამ 1 მლნ ლარი შეადგინა. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული ზოგიერთი პირის ფუნქცია ძირითადად შტატით განსაზღვრული საჯარო მოხელეების მოვალეობების იდენტურია და არ წარმოადგენს დამხმარე ან არამუდმივ სამუშაოებს. ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა 2023 წელს – 30 ერთეულით, ხოლო 2024 წელს – 32 ერთეულით აღემატებოდა კანონმდებლობით დადგენილ ნორმას, რაც საკრებულოსთან არ შეთანხმებულა. 2023-2024 წლებში მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებდა 13 ა(ა)იპ, რომლებზეც გაცემული სუბსიდიის ოდენობამ ჯამურად 6.6 მლნ ლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში ა(ა)იპ-ებში დასაქმებული იყო 651-699 პირი. მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაფუძნებული სუბიექტების მართვის კუთხით სისტემური ხარვეზებით ხასიათდება, რაც გამოიხატება შემდეგ გარემოებებში: დაფუძნებულ სუბიექტებს არ აქვთ სათანადო ფუნქციური დატვირთვა; დაფუძნებული სუბიექტების მართვის პროცესში სახსრები არაეკონომიურად გამოიყენება; მუნიციპალიტეტში არსებობს საერთო მიზნების და ამოცანების მქონე ერთი და იმავე პროფილის რამდენიმე ა(ა)იპ, რომლებიც მომხმარებელს სთავაზობს ერთნაირ დარგობრივ მომსახურებას; დაფუძნებულ სუბიექტებში დასაქმებულთა რაოდენობა არ არის ოპტიმიზებული. ეფექტიანობის აუდიტების შედეგები აუდიტის სამსახურის პრიორიტეტული მიმართულებაა ეფექტიანობის აუდიტი, რომელიც უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია საჯარო უწყებების მიერ განხორციელებული პროგრამებით/ღონისძიებებით/პროექტებით მიღწეული შედეგებისა და ამ პროცესში საბიუჯეტო რესურსის გამოყენების ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის შესაფასებლად. ეფექტიანობის აუდიტის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულება ხელს უწყობს საჯარო მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებას. აუდიტის სამსახურმა 2025 წელს ჩაატარა 10 ეფექტიანობის აუდიტი, რომელთა ფარგლებშიც დაიფარა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, გარემოს დაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროები. 2025 წელს ჩატარებული ზოგიერთი ეფექტიანობის აუდიტის ფარგლებში გამოვლენილი მნიშვნელოვანი შედეგებია: 38 აუდიტის დასახელება: საარსებო შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი ბენეფიციარების სოციალურ დახმარებებზე დამოკიდებულების შემცირების (შემდგომი რეაგირების) ეფექტიანობის აუდიტი სახელმწიფო სექტორი: სოციალური დაცვა აუდიტის პერიოდი: 2023-2025 წლები აუდიტის ობიექტები: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტო აუდიტის მიზანს წარმოადგენდა, შეესწავლა, რამდენად უწყობს ხელს საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახთა მიმართ გატარებული სოციალური დახმარების ღონისძიებები შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი პირების ფორმალურ შრომის ბაზარზე დასაქმებასა და ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევას. აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი მიგნებების მოკლე აღწერა მიგნება: შრომისუნარიანი ბენეფიციარების დასაქმების სტიმულირების მექანიზმების დანერგვის პროცესში მარეგულირებელი ნორმები ხშირად იცვლებოდა. კერძოდ, საარსებო შემწეობის სისტემაში, 2022 წლიდან შემოღებულ იქნა ძლიერი სტიმული სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების შრომის ბაზარზე აქტივაციისთვის - 4-წლიანი საშეღავათო პერიოდი.15 აუდიტის პერიოდში 4-წლიანი საშეღავათო პერიოდის მექანიზმის მოქმედების პირობები რამდენჯერმე შეიცვალა.16 რეფორმისა და მის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ პოტენციური ბენეფიციარების დაბალი ინფორმირებულობა შესაძლოა გამხდარიყო საშეღავათო პირობებით სარგებლობის ეფექტიანობაზე უარყოფითად მოქმედი ერთ-ერთი ფაქტორი. კერძოდ, 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, რეფორმის უშუალო სამიზნე ჯგუფის მხოლოდ 13%-მა (დაახლოებით, 33 ათასი პირი) შეძლო ფორმალურ შრომის ბაზარზე ჩართვა. რეკომენდაცია: შრომისუნარიანი ბენეფიციარების დასაქმების ხელშეწყობის პროცესის თანმიმდევრულობისა და სისტემის მიმართ ნდობის ამაღლების მიზნით, სამინისტრომ 15 საშეღავათო პირობებით სარგებლობის შემთხვევაში ოჯახს ოთხი წლის განმავლობაში უნარჩუნდებოდა საარსებო შემწეობა და არ ექვემდებარებოდა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებას. ეს მიდგომა მიზნად ისახავდა შრომის ბაზარზე აქტივაციის ხელშეწყობას, რათა დახმარების შეწყვეტის რისკს არ შეეფერხებინა ბენეფიციარის მიერ მუშაობის დაწყების პროცესი. 16 2022–2023 წლებში მოქმედი მექანიზმის ფარგლებში, ბენეფიციარი არ კარგავდა საშეღავათო პირობებით სარგებლობის უფლებას, თუ იგი დროებით კვლავ დაუსაქმებელი დარჩებოდა. 2024-2025 წლებში ამოქმედებული რეგულაციით კი წესი შეიცვალა: 4 თვეზე მეტხანს დაუსაქმებლობის შემთხვევაში, საშეღავათო პირობებით სარგებლობის უფლება უქმდებოდა. შედეგად, ოჯახი შესაძლოა დაქვემდებარებოდა ხელახალ გადამოწმებას და დადგენილ ზღვარზე მაღალი სარეიტინგო ქულის მინიჭების (სოციალურეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების) შემთხვევაში, დაეკარგა საარსებო შემწეობა. 39 შეიმუშაოს და დაამტკიცოს სოციალური დახმარებიდან დასაქმებაზე გადასვლის გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის/პოლიტიკის დოკუმენტი და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს დასაქმების სტიმულირების მექანიზმების განვითარების ერთიან ჩარჩოს და უზრუნველყოფს განჭვრეტადი გარემოს შექმნას. ასევე, სამინისტრომ ახალი ინსტრუმენტების დანერგვისას გაითვალისწინოს პროაქტიული საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავების საკითხი, რაც უზრუნველყოფს ბენეფიციართა დროულ და სრულყოფილ ინფორმირებას მოსალოდნელი სიახლეების შესახებ. მიგნება: საარსებო შემწეობის მოქმედი სისტემის დიზაინი ვერ უზრუნველყოფს შრომისუნარიანი ბენეფიციარების ეფექტიან დაკავშირებას შრომის ბაზართან. აუდიტის ფარგლებში გამოვლინდა, რომ სისტემა ვერ ახერხებს დასაქმების სურვილისა და პოტენციალის მქონე პირების დიფერენცირებას და არ მოიცავს პროაქტიული დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტს. შედეგად, საარსებო შემწეობის სისტემაში არსებული მექანიზმები არასაკმარისია ბენეფიციარების შრომის ბაზარზე ინტეგრირებისა და სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებულების შესამცირებლად. რეკომენდაცია: სოციალური დაცვისა და დასაქმების სისტემების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტრომ ჩამოაყალიბოს სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის კოორდინაციის მექანიზმი, სადაც მკაფიოდ გადანაწილდება პასუხისმგებლობები ბენეფიციარის აქტივაციის პროცესში. ამასთანავე, სამინისტრომ დასაქმების მხარდაჭერის მექანიზმებში გაითვალისწინოს პროაქტიული დასაქმების ხელშეწყობა, რაც მოიცავს ბენეფიციარებისთვის ინდივიდუალური შეთავაზებების გაკეთებას. აუდიტის დასახელება: დასაქმების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტი სახელმწიფო სექტორი: სოციალური დაცვა აუდიტის პერიოდი: 2022-2025 წლები აუდიტის ობიექტი: სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა სააგენტოს მიერ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის, დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარებისა და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები. აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი მიგნებების მოკლე აღწერა 40 მიგნება: Worknet არის შრომის ბაზრის ციფრული სისტემა, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას სამუშაოს მაძიებლების, დამსაქმებლებისა და დასაქმების სახელმწიფო პროგრამების შესახებ. Worknet 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მისი ძირითადი მიზანია დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებლების დაკავშირების გზით დასაქმების პროცესის ხელშეწყობა. Worknet-ში რეგისტრირებული პირების 86%-ს უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში არ მიუღია სააგენტოს მიერ შეთავაზებული სერვისები,17 ხოლო მათი კუთვნილი ანგარიშების 79% არ განახლებულა,18 სულ მცირე, 10 წლის განმავლობაში. შედეგად, სააგენტოს შესაძლოა არ ჰქონდეს სანდო ინფორმაცია პოტენციური მომხმარებლების რეალური რაოდენობის შესახებ. მონაცემები არ არის პერიოდულად განახლებადი, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს როგორც საქმიანობის დაგეგმვის, ასევე ადამიანური რესურსების ოპტიმალური განაწილების შესაძლებლობას. დიაგრამა 4. სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაციის დინამიკა წლების მიხედვით. 113,574 91,910 65,973 31,611 36,577 23,940 10,160 13,048 977 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 2021 18,217 8,399 6,671 2022 2023 2024 3,497 2025 რეკომენდაცია: სამუშაოს მაძიებელთა რეალური სიმრავლის იდენტიფიცირებისა და მათ შესახებ სრული, ზუსტი და განახლებადი ინფორმაციის უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს სამუშაოს მაძიებელთა მონაცემების მართვის (განახლების, წაშლის და დაარქივების) პერიოდულობა და კრიტერიუმები. მიგნება: კონსულტანტების დატვირთვა და მათი რეგიონული გადანაწილება ხორციელდება შესაბამისი დასაბუთების გარეშე და არ ეფუძნება რეალურ საჭიროებას. კერძოდ, დღიურ ჭრილში დატვირთვა ინდივიდუალურ კონსულტანტზე 0-დან 1 17 ვაკანსიის შეთავაზება და დამსაქმებელთან გაგზავნა, მომზადება-გადამზადების კურსებზე რეგისტრაცია/გადამისამართება, კარიერული კონსულტაცია, ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავება, მხარდაჭერითი დასაქმება (შშმპ, სსმპ და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დასაქმება). 18 აუდიტის ჯგუფმა სსიპ − ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოსგან გამოითხოვა ინფორმაცია ბაზაში არსებულ ბენეფიციართა ლოგების შესახებ, რომელთა სტატუსია „პროფილის შეცვლა ან შევსება“. 41 მომხმარებლამდეა. კონსულტანტების ურთიერთკავშირის ანალიზმა აჩვენა, რომ რაოდენობისა რიგ და მიმართვიანობის სერვისცენტრებში კონსულტანტი ემსახურება ყოველდღიურად, მინიმუმ, 1 მომხმარებელს, ხოლო გარკვეულ რეგიონებში − ერთ მომხმარებელს ყოველ 10 დღეში ერთხელ. ცხრილი 1. რეგიონების მიხედვით კონსულტანტების დღიური დატვირთვა. რეკომენდაცია: კონსულტანტების დატვირთვის დისბალანსის შემცირებისა და რესურსების ეფექტიანი განაწილების მიზნით, სააგენტომ უზრუნველყოს კონსულტანტზე საშუალო დატვირთვის მიზნობრივი მაჩვენებლის დადგენა და მათი რეგიონული გადანაწილების გადახედვა. აუდიტის დასახელება: განრიდება-მედიაციის პროგრამის ეფექტიანობის აუდიტი სახელმწიფო სექტორი: საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება აუდიტის პერიოდი: 2023-2024 წლები აუდიტის ობიექტები: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; სსიპ − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო აუდიტის შედეგად შეფასდა, რამდენად უზრუნველყოფს განრიდება-მედიაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები დასახული მიზნის მიღწევას, ბენეფიციართა მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკის შემცირებას და მათ საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას. 42 აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი მიგნებების მოკლე აღწერა მიგნება: განრიდება-მედიაციის პროცესის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც დამოუკიდებლად და ერთიანი ხედვით უნდა განსაზღვრავდეს ამ მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს, არ არის შემუშავებული. ცალკეული აქტივობები ფრაგმენტულად წარმოდგენილია ეროვნული, სექტორული დონის და სხვადასხვა ერთეულის/სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ პოლიტიკის დოკუმენტებში. დღეს მოქმედი ორი მაღალი მნიშვნელობის პოლიტიკის დოკუმენტი მოიცავს მხოლოდ რამოდენიმე აქტივობას, რაც ვერ უზრუნველყოფს განრიდება-მედიაციის პროცესის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების სრულფასოვან დაფარვას, როგორებიცაა, სოციალური მუშაკების ჩართულობა, სარეაბილიტაციო პროგრამების ხელმისაწვდომობა და ფოკუსჯგუფებთან ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების ჩატარება. რეკომენდაცია: განრიდება-მედიაციის პროცესის მართვის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია შემუშავდეს პოლიტიკის დოკუმენტი, სადაც დეტალურად გაიწერება აქტივობები შესაბამისი ვადებით და შეფასების ინდიკატორებით, რაც სააგენტოს საშუალებას მისცემს ჩაატაროს აქტივობების განხორციელების პერიოდული მონიტორინგი. მიგნება: ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციით, აღდგენითი მართლმსაჯულების გამოყენება შესაძლებელია სისხლის სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით, აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპი გათვალისწინებულია განრიდება-მედიაციის პროცესში, თუმცა პროცესის მარეგულირებელ ნორმატიულ ჩარჩოს გააჩნია გარკვეული ხარვეზები, რაც აბრკოლებს აღდგენითი მართლმსაჯულების სრულყოფილ დანერგვას. კერძოდ, განრიდების პროცესის დაწყებაზე ან/და მედიაციაში მონაწილეობაზე დაზარალებულის მხრიდან უარის შემთხვევაში, მედიატორები წყვეტენ მასთან კომუნიკაციას. იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულმა ამის შემდგომ აზრი შეიცვალა და პროცესში ჩართვის სურვილი გამოხატა, არსებული რეგულაცია არ ითვალისწინებს შესაბამის პროცედურებს. ასევე, მედიატორების მიერ არ ხორციელდება განრიდება-მედიაციის პროცესში დაზარალებულთა შესაბამის მხარდამჭერ პროგრამებზე გადამისამართება. რეკომენდაცია: იმ მიზნით, რომ გაიზარდოს განრიდების პროცესში მედიაციით დასრულებული საქმეების რაოდენობა, მნიშვნელოვანია, სააგენტომ, იუსტიციის სამინისტროსთან და პროკურატურასთან ერთობლივი კოორდინირებული მუშაობით, შეიმუშაოს და დანერგოს შესაბამისი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მედიატორის ვალდებულებას, შეინარჩუნოს პერიოდული კომუნიკაცია დაზარალებულთან. ამასთანავე, გაიზარდოს დაზარალებულთა ინფორმირებულობა მათთვის ხელმისაწვდომი 43 მხარდამჭერი სერვისების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს დანაშაულის მსხვერპლთა საჭიროებების გათვალისწინებას და მათ შერიგების პროცესში ჩართულობას. მიგნება: ბენეფიციართათვის დანერგილი აქტივობები არ არის თანაბრად ხელმისაწვდომი ქვეყნის მასშტაბით. ამასთანავე, 2023-2024 წლებში სოციალური მუშაკი არ იყო ხელმისაწვდომი 12 მუნიციპალიტეტში. იმ რეგიონებში, სადაც არ არის ხელმისაწვდომი სოციალური მუშაკი, მათ ცვლიან პრობაციის ოფიცრები, რომლებიც ბენეფიციარებს ვერ აწვდიან სარეაბილიტაციო პროგრამებს. ასევე, გამოწვევას წარმოადგენს ბენეფიციარებისთვის განმარტებით, პროფესიულ 2021-2024 წლებში განათლებაზე პროგრამაში ხელმისაწვდომობა. ჩართვის მიზნით სააგენტოს გაიგზავნა 184 ბენეფიციარის მონაცემი, მათ შორის, 10 განრიდებულის. სააგენტოს, 2021-2022 წლებში მემორანდუმის ფარგლებში, სერვისით სარგებლობის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 5 ბენეფიციარზე აქვს. მათივე განმარტებით, მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ძირითადად განპირობებულია შემდეგი გარემოებით: თუ კოლეჯის მიერ შეთავაზებული შესაბამისი პროგრამა ვერ გაივლის აკრედიტაციას ან ვერ ხერხდება საკმარისი რაოდენობით ჯგუფების დაკომპლექტება, შესაბამისი პროგრამა არ მიეწოდებათ ბენეფიციარებს. ბენეფიციართათვის სერვისების მიწოდების საინფორმაციო ბაზის მიხედვით, 2021-2024 წლებში პროფესიული განათლების პროგრამაში ჩართული იყო მხოლოდ 10 ბენეფიციარი, რომლებზეც პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ იქნა წარმოდგენილი. 44 რეკომენდაცია: სერვისების მრავალფეროვნებისა და ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო თანაბარი ხელმისაწვდომობისათვის, მიზანშეწონილია სააგენტომ:  სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, უზრუნველყოს კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოზიდვა და არსებული რესურსის მოტივაციის ამაღლება;  იუსტიციის სამინისტროსთან კოორდინაციით, კერძო/საჯარო პარტნიორობის ფარგლებში გაზარდოს მოხალისეობრივი აქტივობების რაოდენობა/მრავალფეროვნება;  გააფართოვოს პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა, რაც ხელს შეუწყობს ბენეფიციართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესს და საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას. აუდიტის დასახელება: წითელი ნუსხით დაცული სახეობების აღდგენა-შენარჩუნების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების მართვის ეფექტიანობის აუდიტი სახელმწიფო სექტორი: გარემოს დაცვა აუდიტის პერიოდი: 2020-2024 წლები აუდიტის ობიექტები: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; სსიპ − ველური ბუნების ეროვნული სააგენტო; სსიპ − დაცული ტერიტორიების სააგენტო აუდიტის ფარგლებში შეფასდა საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობების მდგომარეობის გაუმჯობესების, მართვისა და აღდგენა-გამრავლების მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ − დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სსიპ − ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობა. აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი მიგნებების მოკლე აღწერა მიგნება: საქართველოში „წითელი ნუსხის“ განახლების მოქმედი წესი და პრაქტიკა სრულად არ შეესაბამება საერთაშორისო დონეზე დამკვიდრებულ კრიტერიუმებსა და კარგი პრაქტიკის პრინციპებს. არსებული პროცესის ძირითადი ნაწილი ორგანიზებულია მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ, ხოლო სამინისტროს როლი კოორდინაციით და დამტკიცებისთვის მომზადების ფუნქციებით შემოიფარგლება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამინისტროს, როგორც ბიომრავალფეროვნების დაცვის ეროვნულ პოლიტიკაზე პასუხისმგებელ უწყებას, წამყვანი მმართველობითი როლი სიის განახლების პროცესში არ აქვს. 45 მეცნიერებათა აკადემიასა და სამინისტროს შორის არ არსებობს ფორმალურად დამტკიცებული თანამშრომლობის მექანიზმი ან პროცესის წარმართვის წესი, რომელიც განსაზღვრავდა სიის განახლების ეტაპებს, შეფასების კრიტერიუმებსა და მონაცემთა გადამოწმების პროცედურებს. რეკომენდაცია: უკეთეს საერთაშორისო პრაქტიკასთან თანხვედრის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტრომ განიხილოს „წითელი ნუსხის“ განახლების მოქმედი წესის მოდიფიცირების შესაძლებლობები. კერძოდ, „წითელი ნუსხის“ განახლების პროცესში სამინისტრომ შეასრულოს წამყვანი ფუნქცია, ხოლო თავად პროცესი წარიმართოს ამგვარი პროექტებისათვის აუცილებელი წინაპირობების უზრუნველყოფით, რომელიც მოიცავს:  პროექტის ბიუჯეტის განსაზღვრას;  პროცესში ჩართულ მხარეთა უფლება-მოვალეობების ფორმალიზაციას;  მონაცემთა ხარისხის კონტროლს;  სხვა აუცილებელ პროცედურებს. მიგნება: აუდიტის პერიოდში საქართველოში მოქმედი „წითელი ნუსხის“ განახლების პრაქტიკა ეროვნული შეფასების პროცესში წინასწარ მასშტაბს არ განსაზღვრავდა. სამინისტრო პრაქტიკაში იყენებდა მხოლოდ Guidelines for Using the IUCN Red List Categories and Criteria-ს, რომელიც აღწერს კონსერვაციული სტატუსის განსაზღვრის კრიტერიუმს. აღნიშნული სახელმძღვანელო გამოიყენება წითელი ნუსხის განახლების პროცესში შეგროვებული მონაცემების კლასიფიკაციის მიზნით და არ არეგულირებს განახლების პროცესის ორგანიზებასა და მართვას. შესაბამისად, საჭიროა არსებობდეს გეგმა/ეტაპობრივი სტრატეგია, რომელიც დაარეგულირებს ნუსხის გაფართოების და განახლების ნაბიჯებს. ეროვნული „წითელი ნუსხის“ პროექტებისთვის, IUCN-ის სახელმძღვანელოს მიხედვით, ხელმისაწვდომია შეფასების ოთხი ვარიანტი,19 რომელთა მასშტაბი და ხარისხი დამოკიდებულია კვლევითი რესურსების ხელმისაწვდომობაზე. მინიმალური რესურსების პირობებში განიხილება ვარიანტი 1, საშუალო დონისთვის ვარიანტი 2.1 და 2.2, ხოლო ვარიანტი 3 მოითხოვს მაქსიმალურ ფინანსურ და დროით რესურსს, თუმცა შედეგები შესაბამისად ფართომასშტაბიანია. 19 Guidelines for Establishing a National Red List Programme, IUCN, გვ. 9. 46 ვარიანტი 2.1 IUCN-ის „წითელ ნუსხაზე" უკვე გამოქვეყნებულ შეფასებებს ემატება ახალი მონაცემები, აქცენტით ენდემურ და თითქმის ენდემურ სახეობებზე გლობალურ დონეზე. ვარიანტი 2.2 IUCN -ის „წითელ ნუსხაზე" არსებულ შეფასებებს ემატება ინფორმაცია ეროვნულ დონეზე სოციალურ-ეკონომიკურად მნიშვნელოვან სახეობებზე. ვარიანტი 1. გლობალური მასშტაბით ჩატარებული და გამოქვეყნებული IUCN-ის „წითელი ნუსხის“ შეფასებების გამოყენება. ვარიანტი 3. ყოვლისმომცველი შეფასებების ჩატარება რეკომენდებული ტაქსონომიური ჯგუფებისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ჯგუფების დამატება, როდესაც ხელმისაწვდომია შესაბამისი მონაცემები და ექსპერტული ცოდნა. რეკომენდაცია: „წითელი ნუსხის“ განახლების პროცესში სამინისტრომ, არსებული/ხელმისაწვდომი ფინანსური და სამეცნიერო-ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, შეარჩიოს „წითელი ნუსხის“ განახლების 4 მიღებული კონცეპტუალური მიდგომიდან მისთვის პრაქტიკული მიდგომა, რაც ხელს შეუწყობს რესურსების პროდუქტიულად გამოყენების მიზნით ამოცანების პრიორიტეტიზაციას. მიგნება: საქართველოში არსებული პრაქტიკით ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი არ არის განსაზღვრული ერთიანი სისტემით. სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო მონაცემებს კოორდინირებული, აგროვებენ ქვეყნის განსხვავებული მასშტაბით მეთოდებით ერთიანი და არ მონიტორინგის არსებობს მინიმალური სტანდარტი. შედეგად, პროცესი ფრაგმენტულია და არ ქმნის მონაცემთა ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობას. საერთაშორისო პრაქტიკაში მონაცემთა შეგროვება ხორციელდება წინასწარ განსაზღვრული პროტოკოლების, პასუხისმგებლობების მკაფიო გადანაწილებისა და ერთიანი სისტემების მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა ხარისხსა და სანდოობას. რეკომენდაცია: სამინისტრომ და დაცული ტერიტორიების სააგენტომ ერთობლივად შეიმუშაონ ინფორმაციის შეგროვების სისტემური მიდგომა/მოდელი, რომელიც უპასუხებს ბიომრავალფეროვნების შესახებ შეგროვებული ინფორმაციისთვის უკეთესი პრაქტიკით დადგენილ საბაზისო/მინიმალურ კომპონენტის/მდგენელის ფუნქციას მოთხოვნებს „წითელი და შეასრულებს ნუსხის“ მნიშვნელოვანი შემდგომი განახლების მიზნებისთვის. 47 აუდიტის დასახელება: ტრანსპორტის სექტორში სათბურის აირების ემისიების შემცირებისთვის განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი სახელმწიფო სექტორი: გარემოს დაცვა აუდიტის პერიოდი: 2022-2024 წლები აუდიტის ობიექტები: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აუდიტის ფარგლებში შეფასდა, რამდენად მიაღწია სახელმწიფომ „პარიზის შეთანხმებისა“ და მდგრადი განვითარების მიზნების შესასრულებლად საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად, მთავრობის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმებით განსაზღვრულ მიზნებსა და ამოცანებს, სათბურის აირების ემისიის შესამცირებლად ტრანსპორტის სექტორში და რამდენად მოსალოდნელია საბოლოო შედეგების მიღწევა. აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი მიგნებების მოკლე აღწერა მიგნება: საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიით გათვალისწინებულია ტრანსპორტის სექტორში სათბურის აირების ემისიების 15%-ით შემცირება საბაზისო სცენარით გათვალისწინებულ პროგნოზებთან შედარებით. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, სტრატეგიის 2021-2023 და 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმებით განსაზღვრულია სხვადასხვა ამოცანა, აქტივობა და ინდიკატორი, რომლებიც მიზნად ისახავს დაბალემისიური ტრანსპორტის წახალისებას, წიაღისეულ საწვავზე მოთხოვნის შემცირებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და არამოტორიზებული მობილობის განვითარებას, ასევე, ინოვაციური ინიციატივების განხორციელებას. აუდიტით გამოვლინდა, რომ სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული ზოგიერთი ღონისძიება შესრულდა. კერძოდ, შექმნილია თბილისის ურბანული მობილობის გეგმა, თბილისში დაემატა ელექტრომობილების დამტენი პუნქტები, გაიზარდა საპარკინგე ადგილების რაოდენობა, ნაწილობრივ განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკი და სხვ., თუმცა რიგ შემთხვევებში, სამოქმედო გეგმებში განსაზღვრული აქტივობები და ინდიკატორები მხოლოდ ნაწილობრივ უკავშირდება ემისიების რეალურ შემცირებას და მათი სრულად განხორციელების შემთხვევაშიც გამოწვევად რჩება 2030 წლისთვის დაგეგმილი მიზნის მიღწევა. რეკომენდაცია: ტრანსპორტის სექტორში სათბურის აირების ემისიების შემცირების მიზნების მისაღწევად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, შესაბამის პასუხისმგებელ სუბიექტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან 48 კოორდინირებული სტრატეგიისა და თანამშრომლობით, შესაბამისი უზრუნველყოს სამოქმედო გეგმის კლიმატის ცვლილების განახლებისთვის აუცილებელი ღონისძიებები იმგვარად, რომ გეგმით განსაზღვრული მიზნები, ამოცანები, აქტივობები და ინდიკატორები მკაფიოდ უკავშირდებოდეს ემისიების შემცირების საბოლოო სტრატეგიულ მიზანს, თითოეული აქტივობისთვის განსაზღვრული იყოს მისაღწევი შედეგი, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს ტრანსპორტის სექტორიდან ემისიების შემცირებაზე. ამასთანავე, სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული იყოს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული ტრანსპორტის სექტორიდან ემისიების შემცირებაზე მაღალი გავლენის მქონე ღონისძიებები. აუდიტის დასახელება: მყარი ნარჩენების მართვის ეფექტიანობის აუდიტი სახელმწიფო სექტორი: გარემოს დაცვა აუდიტის პერიოდი: 2023-2024 წლები აუდიტის ობიექტები: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; სსდ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი; სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტო; შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“; შპს „თბილსერვის ჯგუფი“ აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა, რამდენად უზრუნველყოფს საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემა ნაგავსაყრელების მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის პროცესების ეფექტიანობას, გარემოსა და საზოგადოებაზე ნეგატიური ზეგავლენის მინიმუმამდე შესამცირებლად. აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი მიგნებების მოკლე აღწერა მიგნება: ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმებით განსაზღვრული რეგიონული ნაგავსაყრელების მოწყობის პროცესი ვერ განხორციელდა დაგეგმილი ვადებისა და მიზნების შესაბამისად. აუდიტის შედეგები აჩვენებს, რომ პროექტების შეფერხება და შეჩერება მნიშვნელოვნად განპირობებულია დაინტერესებული მხარეების ინფორმირებისა არასაკმარისი პრაქტიკით, და ჩართულობის ასევე, ინსტიტუციური მხარდაჭერით. განხორციელების პროცესი და არასისტემური, ადგილობრივი აღნიშნულმა დაგვიანებული ხელისუფლების გარემოებებმა არასათანადო შეაფერხა გარემოსდაცვითი/სანიტარიული და პროექტების სტანდარტების გაუმჯობესება ნარჩენების მართვის სექტორში. რეკომენდაცია: შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, ნარჩენების 49 მართვის ეროვნული სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმებით განსაზღვრული ამოცანების ეფექტიანად შესრულების მიზნით, შეიმუშაოს დაინტერესებული მხარეების ჩართულობის ერთიანი, სტრუქტურირებული და ქმედითი მექანიზმი ახალი ნაგავსაყრელების პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების ყველა ეტაპზე. მიგნება: ინერტული ნარჩენების მართვის სფეროში არ არის სათანადო სამართლებრივი და ორგანიზაციული სისტემა ქვეყნის მასშტაბით ინერტული ნარჩენების კონტროლირებადი, უსაფრთხო და ეფექტიანი მართვის უზრუნველსაყოფად. მიუხედავად იმისა, რომ ნარჩენების მართვის კოდექსი მუნიციპალიტეტებს აძლევს ინერტული ნარჩენების განთავსებისთვის სპეციალური ადგილების განსაზღვრის შესაძლებლობას შესაბამისი ნებართვების გარეშე (ამოვსების ოპერაციისთვის), აღნიშნული მექანიზმი არ არის გამყარებული გარემოსდაცვითი მოთხოვნებით, წინასწარი კვლევებითა და ეფექტიანი მონიტორინგის სისტემით. მუნიციპალიტეტების სპეციალიზებული განსხვავებული ინფრასტრუქტურის რესურსების პირობებში, ეს სიმწირისა და მიდგომა ვერ უზრუნველყოფს ინერტული ნარჩენების მართვის ერთგვაროვან და კოორდინირებულ პრაქტიკას. შედეგად, იზრდება ინერტული ნარჩენების არარეგულირებული განთავსების, გარემოს დაბინძურებისა და ინფრასტრუქტურული დაზიანებების რისკი. რეკომენდაცია: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან კოორდინაციით, უზრუნველყოს ისეთი მექანიზმის შემუშავება და დანერგვა, რომელიც განსაზღვრავს ამოვსების ოპერაციებისთვის ან მშენებლობის მიზნებისთვის ინერტული ნარჩენების განთავსების პირობებს, ადგილის შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცესში ჩართული სუბიექტების პასუხისმგებლობებს. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების მიერ ინერტული ნარჩენების კონტროლირებად და ერთგვაროვან მართვას ქვეყნის მასშტაბით. მიგნება: საქართველოში მოქმედი არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელებზე გარემოსდაცვითი პარამეტრების მონიტორინგი ხორციელდება არასრულყოფილად და ხარვეზებით. მონიტორინგის მოცულობა, სიხშირე, მეთოდოლოგია და ლაბორატორიული შესაძლებლობები ვერ უზრუნველყოფს ნაგავსაყრელების გარემოზე ზემოქმედების სათანადო შეფასებას. ამასთანავე, მონიტორინგის შედეგების სამინისტროსთვის სავალდებულო წარდგენის აღსრულებასთან დაკავშირებული გამოწვევები ზღუდავს სამინისტროს შესაძლებლობას − ეფექტიანად განახორციელოს ზედამხედველობა, დროულად გამოავლინოს გარემოსდაცვითი რისკები და დაგეგმოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა. რეკომენდაცია: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშაოს ნაგავსაყრელების ოპერატორების მიერ მონიტორინგის შედეგებისა და გარემოსდაცვითი მონიტორინგის წლიური ანგარიშების სამინისტროსთვის სავალდებულო და სისტემური 50 წარდგენის მექანიზმი, რაც უზრუნველყოფს სახელმწიფო კონტროლის ეფექტიან განხორციელებას და გამოვლენილ გარემოსდაცვით რისკებზე დროულ რეაგირებას. აუდიტის დასახელება: სახიფათო ნარჩენების მართვის ეფექტიანობის აუდიტი სახელმწიფო სექტორი: გარემოს დაცვა აუდიტის პერიოდი: 2022-2025 წლები აუდიტის ობიექტები: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; სსდ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი; სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტო აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა სახიფათო ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებული მიზნების მისაღწევად განხორციელებული სამუშაოები, განსაზღვრული ამოცანების შესრულების მდგომარეობა და მიღწეული პროგრესი. აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი მიგნებების მოკლე აღწერა მიგნება: ელექტრონული და ადმინისტრაციული პროცედურებით20 თვითგამოვლენის სისტემა ფარავს პოტენციურად სახიფათო ნარჩენების მქონე სუბიექტების მხოლოდ მცირე ნაწილს. აუდიტის ფარგლებში შემუშავებული, სახიფათო ნარჩენების ფლობის რისკზე დაფუძნებული ანალიზის მიხედვით, 2022-2025 წლების საშუალო მონაცემებით, საქართველოში მოქმედი 229.5 ათასი კომპანიიდან 39.1 ათასი კომპანია პოტენციურად სახიფათო ნარჩენების მქონე სუბიექტთა ჯგუფს მიეკუთვნება, ხოლო 25 ათასი - მაღალი რისკის ჯგუფს. ამავე პერიოდში, ნარჩენების მართვის ელექტრონული სისტემის (WMS) წლიური აღრიცხვა-ანგარიშგების მონაცემებით, სისტემაში ასახული სახიფათო ნარჩენების მქონე ბიზნესსუბიექტების საშუალო რაოდენობა 551-ს შეადგენს.21 სისტემაში ბიზნესსუბიექტების გამოვლენის დაბალი დაფარვიდან გამომდინარე, აუდიტის ფარგლებში გადამოწმდა რამდენად ქმედითია რისკზე დაფუძნებული მიდგომა იმ სუბიექტების პრაქტიკულად გამოსავლენად, რომლებიც საქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ფლობდნენ სახიფათო ნარჩენებს, თუმცა WMS-ში არ ჩანან. 20 ელექტრონული პროცედურები მოიცავს სამინისტროს მიერ ადმინისტრირებულ ნარჩენების მართვის ელექტრონულ სისტემაში (WMS) კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის ასახვას, მათ შორის, საქმიანობის რეგისტრაციას, ნარჩენების ტრანსპორტირების ფორმების შევსებასა და წლიური ანგარიშგების წარდგენას, ხოლო ადმინისტრაციული პროცედურები გულისხმობს ელექტრონული სისტემის გარეთ კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცესებს, მათ შორის, ნარჩენების მართვის გეგმის სამინისტროსთან შეთანხმებას. 21 ბიზნესსუბიექტების რაოდენობა დათვლილია წარმოქმნილი ნარჩენების შესახებ წლიური ანგარიშის მონაცემთა ბაზიდან საიდენტიფიკაციო უნიკალური კოდების მიხედვით. 51 მაღალი რისკის სექტორებიდან შეირჩა 5 კომპანია, რომლებიც WMS-ში არ ფიქსირდებოდა, თუმცა მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, არსებობდა სახიფათო ნარჩენების ფლობის მაღალი ალბათობა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვის საფუძველზე სსდ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულმა ინსპექტირებებმა დაადასტურა, რომ ხუთივე კომპანია ფაქტობრივად ფლობდა სახიფათო ნარჩენს. ამასთან, მათ არ ჰქონდათ შესრულებული ძირითადი ვალდებულებები, მათ შორის: შეთანხმებული ნარჩენების მართვის გეგმის არსებობა, WMS-ში ტრანსპორტირების ფორმების წარმოება და წლიური აღრიცხვა-ანგარიშგების წარდგენა. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა სახიფათო ნარჩენის არაუფლებამოსილ პირებზე გადაცემა, შეგროვება/ტრანსპორტირების საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე გადაწყვეტილებასთან/სკრინინგთან განხორციელება და დაკავშირებული გარემოსდაცვით ვალდებულებების შეუსრულებლობა. რეკომენდაციები: ნარჩენების მართვის კანონმდებლობას დაქვემდებარებული სახიფათო ნარჩენების მფლობელი ბიზნესსუბიექტების სრულყოფილად იდენტიფიცირებისა და სისტემაში ასახვის მიზნით, სამინისტრომ მის სისტემაში შემავალ შესაბამის უწყებებთან ერთად შეიმუშაოს სახიფათო ნარჩენების პოტენციური მფლობელების განსაზღვრის რისკზე დაფუძნებული მიდგომა. სახიფათო ნარჩენების მფლობელთა ნარჩენების მართვის ელექტრონულ სისტემაში (WMS) რეგისტრაციისა და ასახვის წახალისების მიზნით, სამინისტრომ მის სისტემაში შემავალ შესაბამის უწყებებთან ერთად განიხილოს სახიფათო ნარჩენების მფლობელთა პროაქტიული გამოვლენის სისტემის დანერგვა. აუდიტის დასახელება: სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის ეფექტიანობის აუდიტი სახელმწიფო სექტორი: საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება აუდიტის პერიოდი: 2022-2024 წლები აუდიტის ობიექტები: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა, რამდენად უწყობს ხელს სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვა ქვეყნის განვითარების საშუალოვადიანი გეგმების მიღწევას, აგრეთვე, რამდენად გათვალისწინებულია ბიუჯეტის პროგრამების და ქვეპროგრამებისთვის აღქმადი და გაზომვადი საშუალოვადიანი და საბოლოო მიზნობრივი მაჩვენებლები. აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი მიგნებების მოკლე აღწერა 52 მიგნება: მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“ და 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმები. აუდიტის შედეგად, შერჩეული სამინისტროების შესაბამისი დოკუმენტების ანალიზით გამოვლინდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტით დაგეგმილი აქტივობები არ იყო თანხვედრაში სტრატეგიული და სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებულ აქტივობებთან. ფინანსთა სამინისტროს როლი მნიშვნელოვანია ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში კოორდინაციაზე, ყოველწლიური ბიუჯეტის გრძელვადიან სტრატეგიებთან და სამოქმედო გეგმებთან მაქსიმალურ დაახლოებაზე და, შესაბამისად, გამოვლენილი გარემოებების შემდგომი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებაზე. რეკომენდაცია: სამინისტროებმა და მათმა დაქვემდებარებულმა უწყებებმა მთავრობის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმებით დაგეგმილი აქტივობები თანხვედრაში მოიყვანონ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტთან და ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტით (BDD) განსაზღვრულ პარამეტრებთან. აღნიშნული რეკომენდაციის შესრულების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული დადგენილების პროექტში ასახოს შესაბამისი დებულებები. მიგნება: ფინანსთა სამინისტროს ფუნქცია, რომელიც ითვალისწინებს პროგრამების ეფექტიანობის შეფასებასა და რეკომენდაციების მომზადებას, საჭიროებს უფრო მეტად გააქტიურებას. კერძოდ, სამინისტრომ, პროგრამების ეფექტიანობის შეფასებით, დროულად უნდა განსაზღვროს მიიღწევა თუ არა დასახული მიზნები და პროგრამების განხორციელება შეესაბამება თუ ამავდროულად, არა მდგრადი სამინისტრომ განვითარების უნდა პრიორიტეტულ გამოავლინოს მიმართულებებს. პროგრამების/ქვეპროგრამების შეუსრულებლობის მიზეზები და იმსჯელოს ინდიკატორებზე, როგორც პროგრამების შესრულების ეფექტიანად გაზომვის საშუალებაზე, ხოლო გამოვლენილი გარემოებები გაითვალისწინოს შემდგომ წლებში ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ასიგნებების გამოყოფაზე გადაწყვეტილების მისაღებად. რეკომენდაცია: ქვეყნის განვითარების მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად განსაზღვრული საბიუჯეტო სახსრების უფრო ეფექტიანად დაგეგმვის ხელშესაწყობად, მნიშვნელოვანია, ფინანსთა სამინისტრომ გააძლიეროს აქტივობები პროგრამების ეფექტიანობის შეფასების, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებისა და მიღებული შედეგების შემდგომი წლების ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე გასათვალისწინებლად. 53 საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების აუდიტი სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2018 წლიდან ატარებს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების აუდიტებს, რაც სამსახურის დამოუკიდებელი აუდიტორული საქმიანობის მაღალ ხარისხზე მიუთითებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ნდობა გამოუცხადეს ისეთმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორებიცაა, მსოფლიო ბანკი (WB), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). 2023 წლიდან აუდიტის სამსახური მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული მსხვილი პროექტის − „საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის“ ფინანსურ აუდიტს ატარებს და ამავდროულად, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შედეგებისა და ინდიკატორების მიღწევის დამოუკიდებელ ვერიფიკაციას ახორციელებს. პროგრამა მოიცავს განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორებს და მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების მომსახურების მიწოდების ეფექტიანობის გაზრდას როგორც ფინანსური მექანიზმების, ასევე ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერების გზით. პროგრამის განმახორციელებლები არიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ფინანსური აუდიტის ფარგლებში სამსახურმა შეისწავლა 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული „საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის“ სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგება, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და განათლების, მეცნიერებისა პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში და ახალგაზრდობის მიღებული სახსრებისა სამინისტროების და გაწეული დანახარჯების შესახებ. აუდიტის შედეგად გაიცა არამოდიფიცირებული მოსაზრება, რაც გულისხმობს, რომ ანგარიშგება მომზადებულია ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით. ადამიანური კაპიტალის პროგრამა შედგება 4 ინდიკატორის კომპლექტისგან და მოიცავს პროგრამის ათვისებასთან დაკავშირებულ 27 ღონისძიების შედეგს (DLR-ს). პროგრამის შესაბამისად, სესხის ათვისების ერთ-ერთი წინაპირობაა ათვისებასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიების შესრულების დამოწმება ვერიფიკაციის გზით. სახელმწიფო აუდიტის სამსახური პროგრამის 27 ღონისძიებიდან, 14 ღონისძიების ვერიფიკატორია. აღსანიშნავია, რომ სწორედ აუდიტის სამსახურის ვერიფიკაციის ანგარიშის საფუძველზე მსოფლიო ბანკის მხრიდან მიიღება გადაწყვეტილება პროექტით გათვალისწინებული ტრანშების ქვეყნისთვის გამოყოფის შესახებ. 54 2025 წელს აუდიტის სამსახურმა მოამზადა მესამე ვერიფიკაციის ანგარიში,22 რომელიც თან დაერთო საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილ აუდიტის სამსახურის მოხსენებას „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“. ვერიფიკაციის პროცესი მოიცავდა პროგრამის ათვისებასთან დაკავშირებული სამი ღონისძიების შედეგის (DLR 3.1.1; DLR 3.1.2 და DLR 3.2) შეფასებას. ჩატარებული აუდიტორული პროცედურების შედეგად გამოვლინდა შემდეგი გარემოებები:  DLR 3.1.1 საქართველოს თითოეულ რეგიონში დასაქმების სააგენტოს რეგიონული ოფისის არსებობა, რომელიც დაკომპლექტებულია სათანადო პერსონალით და აღჭურვილია შესაბამისად − 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით გახსნილია დასაქმების სააგენტოს 3 რეგიონალური ოფისი, აღჭურვილია და დაკომპლექტებულია დადგენილი წესის მიხედვით;  DLR 3.1.2 დასაქმების სააგენტოს რეგიონალური ოფისების მეშვეობით სოფლად მცხოვრები სამუშაოს მაძიებლებისთვის დასაქმების მხარდამჭერი სერვისების გაზრდა − 2024 წელს 1,049 ბენეფიციარია რეგისტრირებული სოფლად მცხოვრებ სამუშაოს მაძიებლად, რაც 2024 წლისთვის განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებელზე − 2,000 ბენეფიციარზე ნაკლებია;  DLR 3.2 დასაქმების სააგენტოს შრომის ბაზრის მიმდინარე პროგრამებში ჩართული მოწყვლადი სამუშაოს მაძიებელი პირების რაოდენობის ზრდა − 2024 წელს 10,503 ბენეფიციარია რეგისტრირებული მოწყვლადი კატეგორიის სამუშაოს მაძიებლად, რაც 2024 წლისთვის განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებელზე − 12,000 ბენეფიციარზე ნაკლებია. ვერიფიკაციის აუდიტის პროცესში სამსახურის გამოვლენილი მიერ გაიცა ორი გარემოებების საპასუხოდ რეკომენდაცია, რათა სახელმწიფო სამომავლოდ უზრუნველყოფილ იქნეს პროგრამის ათვისებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შედეგების სრულად და დროულად მიღწევა. 1.2 აუდიტის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, როგორც უმაღლესი აუდიტორული ორგანოს, მთავარი მიზანია მოქალაქეებისთვის ღირებულების შექმნა. ეს მიზანი უშუალოდ უკავშირდება აუდიტების შედეგად გაცემული რეკომენდაციების ეფექტიან დანერგვას. შესაბამისად, სამსახურისთვის პრიორიტეტულია რეკომენდაციების დროული შესრულება 22 ,,საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის“ ძირითადი მიმართულებით დაგეგმილი შედეგების და ინდიკატორების მიღწევის დამოუკიდებელი ვერიფიკაციის ანგარიში, გვ.119. 55 პარლამენტსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებთან თანამშრომლობითა და პროაქტიური კომუნიკაციით. 2020-2025 წლებში სამსახურმა გასცა 3,200-ზე მეტი რეკომენდაცია.23 სტატისტიკური ანალიზით, სრულად შესრულებულია რეკომენდაციების 49%, ნაწილობრივ შესრულებულია − 30%. რეკომენდაციების 11% − მიმდინარეა და ორგანიზაციების მიერ მათი საბოლოო შესრულებისთვის დაგეგმილი თარიღი ჯერ არ დამდგარა, ხოლო 10% − შეუსრულებელია. რაც შეეხება ხელისუფლების ცენტრალურ დონეს, 2020-2025 წლებში აუდიტის სამსახურმა გასცა 1,200-ზე მეტი რეკომენდაცია, რაც ჯამური რეკომენდაციების 40%-ია. აღსანიშნავია, რომ სრულად შესრულებული რეკომენდაციების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია ცენტრალური ხელისუფლების დონეზე და 61%-ს შეადგენს, რაც 12 პ.პ.-ით აღემატება რეკომენდაციების შესრულების ჯამურ მაჩვენებელს. აღნიშნულს, თავის მხრივ, ხელს უწყობს ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ჩატარებული აუდიტის ანგარიშების პარლამენტის აუდიტის ჯგუფის მიერ განხილვის პროცესი. დიაგრამა 5. 24 რაოდენობა. 633 გაცემული 708 რეკომენდაციების დიაგრამა 6. 2020-2025 წლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა. 664 568 შესრულებული 10% 11% 382 296 49% ნაწილობრივ შესრულებული მიმდინარე 30% შეუსრულებელი 2020 2021 2022 2023 2024 2025 23 წინამდებარე ანგარიშში 2025 წლის რეკომენდაციების მაჩვენებელი მოიცავს 2025 წლის აუდიტის გეგმით განსაზღვრული იმ აუდიტების რეკომენდაციებსაც, რომლებიც დამტკიცდა 2026 წლის დასაწყისში. 24 წინამდებარე ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების სტატისტიკა შესაძლებელია განსხვავდებოდეს გასული წლების საქმიანობის ანგარიშებში წარმოდგენილი მონაცემებისგან. კერძოდ, რელევანტურობის შესანარჩუნებლად, სამსახური ყოველწლიურად ატარებს გასულ წლებში გაცემული რეკომენდაციების ინვენტარიზაციას და არავალიდური რეკომენდაციების იდენტიფიცირების შემთხვევაში, ჩამოწერს მათ. 56 დიაგრამა 7. ხელისუფლების ცენტრალურ დონეზე გაცემული რეკომენდაციების რაოდენობა. 297 დიაგრამა 8. 2020-2025 წლებში ხელისუფლების ცენტრალურ დონეზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა. 5% 294 შესრულებული 186 146 169 193 19% ნაწილობრივ შესრულებული 61% 15% მიმდინარე შეუსრულებელი 2020 2021 2022 2023 2024 2025 სახელმწიფო აუდიტის სამსახური გასცემს ორი ტიპის რეკომენდაციას: მნიშვნელოვანსა და სტანდარტულს. მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ეხება ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებებს და მათ შესრულებას შეუძლია არსებითი ზეგავლენის მოხდენა საჯარო ფინანსების მართვის სისტემაზე. მათი შეუსრულებლობა ზრდის თაღლითობის, კორუფციისა და რესურსების არამიზნობრივი გამოყენების რისკებს. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულება საბიუჯეტო ორგანიზაციების მხრიდან მეტ ძალისხმევას მოითხოვს, მიღებული სარგებელი აღემატება დანახარჯს. 2020-2025 წლებში გაცემული 1,300-ზე მეტი მნიშვნელოვანი რეკომენდაციიდან 54% სრულად არის შესრულებული. შედარებით დაბალია სტანდარტული რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი, რომელიც 46%-ია. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების ცენტრალურ დონეზე გაცემული რეკომენდაციები შესრულების შედარებით მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება, მათ შორის, მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულება 66%ს შეადგენს, ხოლო სტანდარტული რეკომენდაციების − 57%-ს. დიაგრამა 9. მნიშვნელოვანი მდგომარეობა. 2020-2025 წლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების დიაგრამა 10. სტანდარტული მდგომარეობა. 2020-2025 წლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების 3% შესრულებული 8% 35% 54% ნაწილობრივ შესრულებული 13% 46% ნაწილობრივ შესრულებული მიმდინარე მიმდინარე შეუსრულებელი შესრულებული 15% 26% შეუსრულებელი 57 დიაგრამა 11. 2020-2025 წლებში ხელისუფლების ცენტრალურ დონეზე გაცემული მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა. დიაგრამა 12. 2020-2025 წლებში ხელისუფლების ცენტრალურ დონეზე გაცემული სტანდარტული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა. 4% 5% შესრულებული შესრულებული 14% 16% ნაწილობრივ შესრულებული 25% ნაწილობრივ შესრულებული 57% მიმდინარე 66% მიმდინარე 13% შეუსრულებელი შეუსრულებელი რაც შეეხება რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას აუდიტის სახეობების მიხედვით, ეფექტიანობის აუდიტებში გაცემული რეკომენდაციები უფრო კომპლექსური ხასიათისაა და მათი შესრულება მეტ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. შესაბამისად, ეფექტიანობის აუდიტის რეკომენდაციების მხოლოდ 30%-ია სრულად შესრულებული, ხოლო ნაწილობრივ შესრულებულია − 39%. შედარებით მაღალია შესაბამისობის აუდიტების ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულება, რომელიც 55%-ს აღწევს. შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა ფინანსური აუდიტის რეკომენდაციები, რომელთა შესრულება 61%-ია. ხელისუფლების ცენტრალურ დონეზე გაცემული რეკომენდაციებიდან შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით შესაბამისობის აუდიტების ფარგლებში გაცემული რეკომენდაციები ხასიათდება, რაც 80%-ს შეადგენს. ჯამურ მაჩვენებელთან შედარებით არსებითად მაღალია ხელისუფლების ცენტრალურ დონეზე ეფექტიანობის აუდიტებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი, რომელიც 48%-ია. დიაგრამა 13. 2020-2025 წლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულება აუდიტის სახეობების მიხედვით. 61% 55% 39% 30% 28% 22% 20% 16% 9% 11% 8% 2% ფინანსური აუდიტი შესრულებული შესაბამისობის აუდიტი ნაწილობრივ შესრულებული ეფექტიანობის აუდიტი მიმდინარე შეუსრულებელი 58 დიაგრამა 14. 2020-2025 წლებში ხელისუფლების ცენტრალურ დონეზე გაცემული რეკომენდაციების შესრულება აუდიტის სახეობების მიხედვით. 80% 57% 48% 25% 22% 19% 15% 15% 4% 2% ფინანსური აუდიტი შესრულებული 12% 1% შესაბამისობის აუდიტი ნაწილობრივ შესრულებული ეფექტიანობის აუდიტი მიმდინარე შეუსრულებელი რეკომენდაციების რაოდენობის ზრდასთან ერთად განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მათი მართვის ეფექტიანი მექანიზმების არსებობა. ამ მიზნით აუდიტის სამსახური მუდმივად აუმჯობესებს შიდა პროცესების ეფექტიანობას. რეკომენდაციების შესრულების უკეთესი მონიტორინგის მიზნით, აუდიტის სამსახური იყენებს რეკომენდაციების მონიტორინგის ელექტრონულ სისტემას (www.aris.sao.ge), რომელსაც პროცესი სრულად გადაჰყავს ელექტრონულ სივრცეში და უზრუნველყოფს მის ავტომატიზაციასა და საბიუჯეტო ორგანიზაციებთან პროაქტიულ კომუნიკაციას. არსებული მდგომარეობით, ელექტრონულ სისტემაში ჩართულია 13 სამინისტრო და მათ დაქვემდებარებაში მყოფი 130-მდე საბიუჯეტო ორგანიზაცია, 2 ავტონომიური რესპუბლიკა, 69 მუნიციპალიტეტი, ყველა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და 13 სახელმწიფო საწარმო. სისტემის საშუალებით მონიტორინგი ხორციელდება 2021-2025 წლებში გაცემულ 1,800-ზე მეტ რეკომენდაციაზე. რეკომენდაციების შესრულების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია აღნიშნულ პროცესში პარლამენტის ჩართულობა. პარლამენტის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, სამსახურმა 2025 წელს მოამზადა რეკომენდაციების შესრულების ანალიტიკური ანგარიში, რომელიც იძლევა დეტალურ ინფორმაციას არსებული მდგომარეობის, გამოწვევების, სისტემური ხასიათის საკითხების, მათი გამომწვევი მიზეზებისა და თითოეული მხარჯავი დაწესებულების მიერ რეკომენდაციების შესასრულებლად განხორციელებული ქმედებების ეფექტიანობის შესახებ. აღნიშნული ანგარიში მიეწოდა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. 59 1.3 სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული ანგარიშები საჯარო ფინანსების მართვის პროცესში საპარლამენტო კონტროლის ხელშეწყობის ერთერთი მნიშვნელოვანი ელემენტია საბიუჯეტო კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული აუდიტის სამსახურის ანგარიშები. სახელმწიფო აუდიტის სამსახური საბიუჯეტო პროცესის მონაწილეა და ჩართულია როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის, ასევე შესრულების კონტროლის ეტაპებზე. კერძოდ, 2025 წელს სამსახურმა მოამზადა და საქართველოს პარლამენტს წარუდგინა:  მოხსენება „2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე;  მოხსენება „2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე;  დასკვნა კანონის პროექტზე „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ (კანონპროექტის სამივე ვერსიაზე);  დასკვნა კანონის პროექტზე „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის მოხსენებების მიზანია, შეაფასოს ბიუჯეტის შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშებში წარმოდგენილი ინფორმაციის სისრულე და სიზუსტე. ამასთანავე, გამოავლინოს საჯარო ფინანსების მართვის პროცესში არსებული სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები და ხელი შეუწყოს აღნიშნული სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას რეკომენდაციების საშუალებით. 2025 წელს მომზადებულ მოხსენებებში სამსახურმა შეისწავლა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა:  მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და ფისკალური რისკების რეალიზების მდგომარეობა;  „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ფისკალური წესების შესრულების მდგომარეობა;  სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მობილიზების მდგომარეობა;  საბიუჯეტო ორგანიზაციების ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების პროცესის გამართულობა;  კაპიტალური/საინვესტიციო პროექტების მართვა;  სახელმწიფოს ფინანსური აქტივების მართვა;  სახელმწიფო ვალის მართვა;  პროგრამული ბიუჯეტის შედგენისა და ანგარიშგების პროცესის გამართულობა. 60 სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესახებ აუდიტის სამსახურის დასკვნის მიზანია კანონპროექტში ასახული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შეფასება, ფისკალური წესების საპროგნოზო მაჩვენებლებისა და ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის შესაბამისობის დადგენა კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. სამსახურის დასკვნები ეხმარება პარლამენტს მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვის პროცესში ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში. 2025 წელს მომზადებულ დასკვნებში წარმოდგენილი საკითხებიდან აღსანიშნავია:  ქვეყნის მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა და კანონპროექტში ასახული მაკროეკონომიკური დაშვებების ანალიზი;  „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ფისკალური წესების საპროგნოზო მაჩვენებლების ანალიზი და შესაბამისობა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან;  მაკროეკონომიკური და ფისკალური რისკები და მათი გავლენის ანალიზი;  სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებისა და პროგრამებზე გამოყოფილი დაფინანსების მიზანშეწონილობის ანალიზი;  სახელმწიფო ვალის საპროგნოზო მაჩვენებლების ანალიზი;  პროგრამული ბიუჯეტის გამართულობა და შესაბამისობა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნებსა და მოხსენებებში გასულ წლებში გაცემული რეკომენდაციების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საბიუჯეტო დოკუმენტების ხარისხი, შინაარსი და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგების პროცესი, გაიზარდა საჯარო ფინანსების გამჭვირვალობა და დარეგულირდა არაერთი საკითხი, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე. 2. ძირითად პარტნიორებთან თანამშრომლობა 2.1 თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან სახელმწიფო აუდიტის სამსახური უზრუნველყოფს საჯარო ფინანსების მართვის კონტროლს პარლამენტის მიერ. პარლამენტი აუდიტის სამსახურის ძირითადი პარტნიორი და აუდიტის ანგარიშების მთავარი მომხმარებელია. შესაბამისად, საჯარო ფინანსების მართვის სფეროში საზედამხედველო როლის გაძლიერებისა და აუდიტის რეკომენდაციების შესრულების პროცესის მხარდაჭერის მიზნით, პარლამენტსა და მის დარგობრივ კომიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობა სამსახურის პრიორიტეტია. 61 პარლამენტსა და აუდიტის სამსახურს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პლატფორმაა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული აუდიტის ჯგუფი, რომელიც განიხილავს კონკრეტული აუდიტების შედეგებსა და რეკომენდაციებს. 2021-2025 წლებში ჯგუფმა საერთო ჯამში განიხილა 124 აუდიტის ანგარიში, მათ შორის, 2025 წელს − 31 ანგარიში (დეტალური ინფორმაციისთვის იხ. დანართი 3). დიაგრამა 15. 2021-2025 წლებში პარლამენტის აუდიტის ჯგუფის მიერ განხილული ანგარიშების რაოდენობა. 31 30 23 22 15 7 7 7 8 8 2021 2022 ფინანსური აუდიტი 12 6 18 6 7 9 3 11 2023 შესაბამისობის აუდიტი 8 10 2024 2025 ეფექტიანობის აუდიტი აუდიტის ანგარიშების განხილვის პარალელურად, პარლამენტს მნიშვნელოვანი როლი აქვს სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესში. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი აქტიურად ახორციელებს აუდიტის ჯგუფის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს, რაც რეკომენდაციების დროული შესრულების უზრუნველყოფის ხელშემწყობი მექანიზმია. რეკომენდაციების შესრულების წახალისების მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იყენებს არაერთ ინსტრუმენტს. კერძოდ, 2025 წელს მომზადდა და კომიტეტს წარედგინა გასულ წლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის ამსახველი დეტალური ანალიტიკური ანგარიში. ასევე, 2025 წელს აუდიტის სამსახურმა შეისწავლა 2020-2025 წლებში გაცემული შეუსრულებელი სტატუსის მქონე რეკომენდაციები და მოიკვლია მათი შეუსრულებლობის გამომწვევი მიზეზები. მიღებული შედეგები მიეწოდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. ამასთანავე, პარლამენტის რეკომენდაციების საზედამხედველო მონიტორინგის პროცესში როლის უფრო გაძლიერებისა აქტიური და მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, აუდიტის სამსახური იყენებს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონულ სისტემას, რომელშიც ჩართულია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. აღნიშნული სისტემა კომიტეტს საშუალებას აძლევს მუდმივად განახლებად რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციებზე გაცემული თითოეული 62 რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი რეაგირება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის პრიორიტეტია პარლამენტის წევრებისა და აპარატის მუდმივი ინფორმირება სამსახურის საქმიანობის, სტრატეგიული მიმართულებებისა და ძირითადი შედეგების შესახებ. შესაბამისად, აუდიტის სამსახური აქტიურად მონაწილეობს როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი შეხვედრების ფორმატში, ინფორმაციის გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. 2.2 თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტების ფარგლებში გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, გადაეცემა სამართალდამცავ ორგანოებს. შესაბამისად, აუდიტის სამსახურისთვის არსებითად მნიშვნელოვანია სამართალდამცავ ორგანოებთან მჭიდრო და ეფექტიანი კომუნიკაცია, როგორც რისკის შემცველი მასალების გადაგზავნის, ასევე გადაგზავნილ საკითხებზე რეაგირების შესახებ ინფორმაციის მიღების კუთხით. 2025 წელს საქართველოს ანგარიში/კონკრეტული პროკურატურაში ინფორმაცია, მათ შორის, გაიგზავნა 6 17 აუდიტის შემთხვევა ეხებოდა მუნიციპალიტეტებს, ხოლო 4 − სახელმწიფო საწარმოებს (დეტალური ინფორმაციისთვის იხ. დანართი 4). აქედან 4 საკითხი დაერთო უკვე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, ხოლო 13 შემთხვევაში დაიწყო გამოძიება ახალ სისხლის სამართლის საქმეზე. პროკურატურაში გადაგზავნილი მასალები თანხობრივ გამოხატულებაში 80 მლნ ლარს შეადგენს. 2.3 საზოგადოებასთან ურთიერთობა სახელმწიფო აუდიტის სამსახური მუშაობს თანამედროვე მიდგომების შემუშავებაზე, რომლებიც გააძლიერებს მედიის როლს საჯარო ფინანსების მართვის პროცესში და გაზრდის მისი ინფორმირებულობის ხარისხს სამსახურის საქმიანობისა და ძირითადი შედეგების შესახებ. მედიასა და მოქალაქეებთან ეფექტიანი ურთიერთობისთვის აუდიტის სამსახური იყენებს სხვადასხვა კომუნიკაციის არხსა და ინსტრუმენტს. 63 სამსახურის ოფიციალური ვებგვერდი სოციალური ქსელი (www.sao.ge) (facebook) 50 ათასამდე უნიკალური მომხმარებელი; 500 ათასზე მეტი ნახვა; დოკუმენტების 44 ათასამდე ნახვა. 2025 წლის ბოლოს სამსახურის ფეისბუქის გვერდის მომხმარებელთა რაოდენობამ 55 ათასს გადააჭარბა. საზოგადოების ჩართულობის გაზრდის მიზნით, აუდიტის სამსახური უზრუნველყოფს დაინტერესებულ მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებას წლიური აუდიტორული საქმიანობის გეგმის ფორმირების პროცესში. სამსახური მუდმივად იღებს მომართვებს სხვადასხვა საკითხის შესწავლისა და აუდიტის ჩატარების შესახებ მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების, საკანონმდებლო ორგანოსა თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ასეთი მომართვების, საშუალოდ, 57% გაითვალისწინება წლიური აუდიტორული საქმიანობის გეგმაში. დიაგრამა 16. 2018-2025 წლებში სამსახურის მიერ მიღებული მომართვები აუდიტის ჩატარების შესახებ, კატეგორიების მიხედვით. დიაგრამა 17. 2018-2025 წლებში სამსახურის მიერ მიღებული მომართვების გათვალისწინების მაჩვენებელი (%) წლების მიხედვით. 71% მოქალაქე 56% 19% 66 130 4% 15 14% 38% სამოქალაქო საზოგადოება 63% 60% 61% 49% 47% 47% აღმასრულებელი ხელისუფლება 49 86 საკანონმდებლო ორგანო 25% სხვა 2018 2019 2020 2021 2022 2023 2024 2025 სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს მედიასთან აუდიტის ანგარიშების, სამსახურის საქმიანობისა და ძირითადი პროდუქტების შესახებ ინფორმაციის პროაქტიული მიწოდების გზით და იყენებს კომუნიკაციის ისეთ საშუალებებს, როგორებიცაა, სამსახურის ოფიციალური ვებგვერდი, ეფექტიანობის აუდიტის ბლოგი, ბიუჯეტის მონიტორი, Facebook გვერდი, Linkedln და Youtube. მეორე მხრივ, აუდიტის სამსახური მუდმივად აანალიზებს მედიის სხვადასხვა საშუალების გამოხმაურებასა და ინტერესს სამსახურთან მიმართებით და იყენებს აღნიშნულ ინფორმაციას საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. სამსახური მუშაობს თანამედროვე მიდგომების განვითარებაზე, რაც გაზრდის საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხს და გააძლიერებს მის როლს საჯარო ფინანსების მართვის პროცესში. 64 დიაგრამა 18. 2025 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პლატფორმებზე განთავსებული სიახლეების/პოსტების სტატისტიკა. საზოგადოებასთან 69 კომუნიკაციის 69 48 46 39 30 18 13 Sao.ge სიახლე Sai.ge სიახლე Blog.sao.ge პოსტი FB SAO პოსტი FB SAI პოსტი LinkedIn LinkedIn SAI YouTube SAO - პოსტი ვიდეო პოსტი მასალა დიაგრამა 19. 2025 წელს დაფიქსირდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ 869 ერთეული მედიაგამოხმაურება. 3% ინტერნეტი - 666 სტატია 21% ტელევიზია - 179 სიუჟეტი პრესა - 23 სტატია 77% რადიო - 1 ინფორმაცია 2.4 საერთაშორისო თანამშრომლობა სახელმწიფო აუდიტის სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას სხვა ქვეყნების უმაღლეს აუდიტორულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან სხვადასხვა პროექტის/პროგრამის თუ პლატფორმის ფარგლებში. 2024 წლიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახური გაწევრიანდა ევროკავშირის კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ქსელში (EU Network). აღნიშნულ ფორმატში თანამშრომლობის მიზანია კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება და ინტეგრირება. ქსელი ფუნქციონირებს ევროპის აუდიტორთა სასამართლოს, EU/OECD SIGMA-ს და შვედეთის 65 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხარდაჭერით. 2025 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ქსელის ფარგლებში ორგანიზებულ შემდეგ აქტივობებში:  ერთწლიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ეფექტიანობის აუდიტში − პროგრამაში ჩართული იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოთხი აუდიტორი. პროგრამა ხორციელდებოდა შვედეთის აუდიტის სამსახურის მხარდაჭერით და მიზნად ისახავდა მონაწილეთა პროფესიული უნარების გაძლიერებას ეფექტიანობის აუდიტში;  საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „აუდიტის ხარისხის მართვა“ − სამსახურის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, რომელიც შეეხებოდა აუდიტის ხარისხის მართვის განახლებული სტანდარტისა (ISSAI 140) და მისი პრაქტიკაში დანერგვის მიდგომების გაცნობას;  საერთაშორისო შეხვედრა თემაზე „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აუდიტში“ − სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს შეხვედრაში, რომელიც შეეხებოდა გამოცდილების გაზიარებას აუდიტში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისა და ამ პროცესში არსებული რისკების შესახებ. რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, 2025 წელს აუდიტის სამსახურის ჩართულობით განხორციელებული პროექტებიდან აღსანიშნავია:  ევროკავშირის − „საქართველოში უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის“ − პროექტი (EU SAFE) – პროექტის მხარდაჭერით წლის განმავლობაში განხორციელდა სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების არაერთი აქტივობა. კერძოდ, უცხოელი ექსპერტების მიერ სამსახურის 70-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა ტრენინგები შემდეგ თემებზე: „ღია წყაროების მოკვლევა“, „ხელოვნული ინტელექტი და მისი ავტომატიზაცია“, „ხელოვნული ინტელექტის გამოყენება უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების მიერ“. პროექტი დასრულდა 2025 წლის ბოლოს;  ევროკავშირის (EU) სამეზობლო პოლიტიკის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამაში Interreg NEXT – 2025 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განაგრძო მონაწილეობა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამაში − Interreg NEXT, სადაც სამსახური ჩართულია აუდიტორთა ჯგუფში, შავი ზღვისპირა აუზის ქვეყნებიდან. პროგრამის მიზანია შავი ზღვის აუზის ქვეყნებში საზღვრისპირა თანამშრომლობის განვითარება 4 ძირითადი მიმართულებით: კვლევები, კლიმატის ცვლილება და კატასტროფების რისკების პრევენცია, გარემოს დაცვა და მოქალაქეთა შორის ურთიერთობების გაღრმავება; 66  გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) – სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და UN Women-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში 2025 წელს განხორციელებული აქტივობები ძირითადად ემსახურებოდა თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებას. კერძოდ, სამსახურის 30-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა ტრენინგი, ექსპერტული მხარდაჭერით მომზადდა „სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების დოკუმენტი“, უცხოელი ექსპერტის ჩართულობით დაიწყო მუშაობა ქალთა და კაცთა თანასწორობის კომპონენტის მეთოდოლოგიურ ინტეგრირებაზე სამსახურის ეფექტიანობის აუდიტებში, ასევე სამსახურის თანამშრომლებისთვის გაიმართა სემინარი თემაზე „ქალთა და კაცთა თანასწორობა და ეფექტიანობის აუდიტი“;  აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 2025 წელს აქტიურ ფაზაში გადავიდა ADB-ისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის თანამშრომლობა. აღნიშნული გამოიხატა ADB-ის მიერ აუდიტორებისათვის ჩატარებულ სხვადასხვა ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებში, რომელთა მიზანი იყო აუდიტორთა ცოდნის გაღრმავება ფინანსური მართვის სისტემებსა და IPSAS სტანდარტებში. ამასთანავე, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ADB-ის დაფინანსებული პროექტის აუდიტის განხორციელების შესაძლებლობის შესახებ. სახელმწიფო აუდიტის სამსახური, როგორც უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო გაერთიანებების (INTOSAI, EUROSAI, ASOSAI) წევრი, 2025 წელს აქტიურად იყო ჩართული და მონაწილეობდა აღნიშნული ორგანიზაციების ფარგლებში შექმნილი ქვეკომიტეტების, სამუშაო და საპროექტო ჯგუფების საქმიანობაში. სამსახურის თანამშრომლებმა 2025 წელს მონაწილეობა მიიღეს 60-მდე საერთაშორისო კონფერენციაში, შეხვედრასა და ვებინარში, რომელთა შორის აღსანიშნავია INTOSAI-ის ეფექტიანობის აუდიტისა და შესაბამისობის აუდიტის ქვეკომიტეტების წლიური შეხვედრები; INTOSAIის სახელმწიფო ვალის სამუშაო ჯგუფის წლიური შეხვედრა; EUROSAI-ის მუნიციპალური აუდიტისა და კატასტროფებსა და უბედურ შემთხვევებზე მიმართული სახსრების აუდიტის სამუშაო ჯგუფების წლიური შეხვედრები; EUROSAI-ის რეალურ დროში აუდიტის, ტოლსწორ მიმომხილველთა (Peer Review) და განმავითარებელი აქტივობების საპროექტო ჯგუფების შეხვედრები; ASOSAI-ის სახელმწიფო საწარმოების აუდიტის სამუშაო ჯგუფის წლიური შეხვედრა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს სხვა ქვეყნების უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებთან საჯარო აუდიტის უახლესი მიდგომების გაზიარების, პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. სამსახურის ძირითადი პარტნიორები არიან აშშ-ის, გერმანიის, პოლონეთის, 67 შვედეთის, ლატვიის, ნიდერლანდების, თურქეთის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციები. 2025 წელს განხორციელებული თანამშრომლობიდან აღსანიშნავია:  ტაილანდის სამეფოს აუდიტის სამსახურის დელეგაციის ვიზიტი25 − სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უმასპინძლა ტაილანდის სამეფოს აუდიტის სამსახურის დელეგაციას, გენერალური აუდიტორის ხელმძღვანელობით. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრა გენერალურ აუდიტორებს შორის, ასევე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა სტუმრებს გაუზიარეს საქართველოს გამოცდილება აუდიტის პროცესში გამოყენებული სხვადასხვა ელექტრონული სისტემისა და კაპიტალური პროექტების, სახელმწიფო ვალის მართვისა და მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვის აუდიტებში გამოყენებული აუდიტორული მიდგომების შესახებ;  აზერბაიჯანის აუდიტის სამსახურის დელეგაციის ვიზიტი26 − სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უმასპინძლა აზერბაიჯანის საანგარიშო პალატის დელეგაციას, გენერალური აუდიტორის ხელმძღვანელობით. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა გენერალურ აუდიტორებს შორის. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობები აუდიტორულ გაუზიარეს საქმიანობაში. გამოცდილება სამუშაო შეხვედრებზე მთავრობის მხარეებმა ერთმანეთს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების, საგადასახადო შემოსავლებისა და ეფექტიანობის აუდიტების, აუდიტის ხარისხის მართვისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადების შესახებ;  ტაჯიკეთის აუდიტის სამსახურის დელეგაციის ვიზიტი27 − სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა IDI-ის GSAI პროექტის ფარგლებში უმასპინძლა ტაჯიკეთის საანგარიშო პალატის წარმომადგენლებს. ვიზიტის ფარგლებში კოლეგები გაეცნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გამოცდილებას აუდიტის ხარისხის კონტროლისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ აუდიტის სამსახურის მოხსენების მომზადების მიმართულებით. სახელმწიფო აუდიტის სამსახური IDI-ის „უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გლობალური ინიციატივა“ (Global SAI Accountability Initiative - GSAI)28 პროექტის მონაწილეა. ინიციატივა ემსახურება შერჩეული 8 25 საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ტაილანდის სამეფოს აუდიტის სამსახურის დელეგაციას უმასპინძლა. 26 სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აზერბაიჯანის აუდიტის სამსახურის დელეგაციას უმასპინძლა. 27 სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ტაჯიკეთის აუდიტის სამსახურის დელეგაციას უმასპინძლა. 28 IDI-ის პროექტი „უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გლობალური ინიციატივა (GSAI)“. 68 ქვეყნის აუდიტის სამსახურების ინსტიტუციურ განვითარებას პარტნიორი აუდიტის სამსახურების მხარდაჭერით. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ტაჯიკეთის საანგარიშო პალატის მენტორია. 2025 წელს დასრულდა პროექტის პირველი ფაზა;  საუდის არაბეთის სამეფოს გენერალური აუდიტის სასამართლო − სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2025 წელს მონაწილეობა მიიღო საუდის არაბეთის სამეფოს გენერალური აუდიტის სასამართლოს ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, რომლის მიზანი იყო უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების მხარდაჭერა ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით. სამსახურმა მოიპოვა გრანტი 40 ათასი გათვალისწინებულია აშშ დოლარის ოდენობით, თანამშრომელთა რომლის პროფესიული ფარგლებშიც შესაძლებლობების გაძლიერება მონაცემთა ანალიზის პროგრამებში (კერძოდ, Power BI-სა და Python-ში), კომპიუტერული ინფრასტრუქტურის განახლება და პროგრამული ლიცენზიების შესყიდვა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც საერთაშორისო აუდიტორული საზოგადოების აქტიურ წევრს, თავისი წვლილი შეაქვს უკეთესი საერთაშორისო პრაქტიკის ჩამოყალიბებასა და გაზიარებაში, უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო ჟურნალებში საკუთარი გამოცდილებისა და მიღწევების შესახებ სტატიების გამოქვეყნებით. 2025 წელს გამოქვეყნდა სამსახურის 3 პუბლიკაცია EUROSAI-ის სხვადასხვა საერთაშორისო ჟურნალში.29 3. შიდა მმართველობის სისტემის გაძლიერებით ეფექტიანობის ამაღლება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სტრატეგიულ გეგმაში გაცხადებული აქვს მიზანი შიდა მმართველობის სისტემის გაძლიერების გზით გაზარდოს ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობა, შექმნას მეტი ღირებულება საზოგადოებისთვის და ჩამოყალიბდეს საჯარო სექტორში სანიმუშო ორგანიზაციად. შესაბამისად, სამსახური 2025 წელსაც აგრძელებდა შიდა ორგანიზაციული გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობას, არსებული გამოწვევების საპასუხოდ. აღნიშნული პროცესი მოიცავს მმართველობითი მექანიზმების დახვეწას, 29 EUROSAI-ის გაზეთში გამოქვეყნდა სტატია თემაზე „SAI-PMF შეფასება: განვითარების კატალიზატორი საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმატების ისტორია“. EUROSAI-ის მუნიციპალური აუდიტის სამუშაო ჯგუფის ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ინფრასტრუქტურის პროექტებზე – გამოცდილების გაზიარება 26 უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციას შორის“. EUROSAI-ის ინოვაციების ჟურნალში გამოქვეყნდა საქართველოს, ლიეტუვას და უკრაინის აუდიტის სამსახურების ერთობლივი სტატია თემაზე „ტყის ხანძრების მართვის პარალელური ეფექტიანობის აუდიტის შედეგები“. 69 ეთიკური სტანდარტების განმტკიცებას, უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას და სტრატეგიული და ოპერაციული დაგეგმვის სისტემის კიდევ უფრო განვითარებას. თანამედროვე სამსახურისთვის ტექნოლოგიური გარემოს პრიორიტეტულად რჩება გამოწვევების გათვალისწინებით, ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შესაბამისი მექანიზმების/სისტემების დანერგვა და გაძლიერება აუდიტის პროცესსა და სამსახურის ოპერაციულ საქმიანობაში. ამასთანავე, სამსახური აცნობიერებს იმ რისკებსა და გამოწვევებს, რომლებიც დაკავშირებულია ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის დაცვასთან, ასევე მათი მართვის ეფექტიანობასთან. ინფორმაციული სისტემების გაუმჯობესებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სამსახურში ფუნქციონირებს ინფორმაციული უსაფრთხოების საბჭო, რომელიც პასუხისმგებელია ამ მიმართულებით პოლიტიკის განხორციელებასა და განახლებაზე; ასევე, სამსახურს ჰყავს ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი, რომელიც პერიოდულად აფასებს სამსახურის IT გარემოს უსაფრთხოებას, სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებით. ამ შეფასებების საფუძველზე შემუშავებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის IT განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია და შესაბამისი ინფორმაციული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა. 2025 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახური მონაწილეობდა INTOSAI-ის განვითარების ინიციატივის (IDI-ის) პროექტში „დიჯიტალიზაცია და ICT მმართველობა“,30 რომლის მიზანია უმაღლესი ტექნოლოგიების აუდიტორული საქმიანობაში ორგანიზაციების უფრო ეფექტიანად დახმარება გამოყენებასა თანამედროვე და პროცესების გაციფრულებაში. ინიციატივის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტის მხარდაჭერით, აუდიტის სამსახურმა ჩაიტარა უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ინფორმაციული ტექნოლოგიების სიმწიფის თვითშეფასება (IT Maturity Assessment). შეფასების შედეგების საფუძველზე განახლდა სამსახურის გრძელვადიანი IT სტრატეგია და შემუშავდა სამოქმედო გეგმა. ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის დაცვის კუთხით არსებული რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, აუდიტის სამსახური აქტიურად განაგრძობს მუშაობას IT უსაფრთხოების პოლიტიკებისა და პროცედურების დანერგვასა და გაუმჯობესებაზე, რათა მაქსიმალურად დაუახლოვდეს უსაფრთხოების საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტს. ამ კუთხით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური 30 IDI-ის ინიციატივა „დიჯიტალიზაცია და ICT მმართველობა (pICTure)“. 70 აგრძელებს მუშაობას ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის − ISO 27001-ის დანერგვაზე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრატეგიული პრიორიტეტია ეთიკური ღირებულებების განმტკიცება ორგანიზაციაში. შიდა მმართველობის სისტემამ უნდა უზრუნველყოს საოპერაციო და რეპუტაციული ხასიათის რისკების დროული გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება. სამსახურში მოქმედებს ეთიკის კომისია, რომელიც პერიოდულად იკრიბება და იღებს გადაწყვეტილებებს ეთიკური ღირებულებების წახალისების შესახებ. 2025 წელს ეთიკური ნორმებისა და ქცევის შესახებ ტრენინგი გაიარა 150-ზე მეტმა თანამშრომელმა. 4. თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა სამსახურის მიერ დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრების მოზიდვა და მათი შენარჩუნება მუდმივი პროფესიული განვითარების ხელშეწყობითა და მოტივაციის ამაღლებით. შესაბამისად, სამსახურის მიერ განხორციელებული მრავალი აქტივობა და პარტნიორებისგან მიღებული მხარდაჭერა მიმართულია ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერებაზე. 2025 წელს აუდიტის სამსახურში დასაქმებული იყო 298 თანამშრომელი (პროფესიული საჯარო მოხელეები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები), საიდანაც 73% პროფესიული შტატია, ხოლო 27% − დამხმარე პერსონალი. აღსანიშნავია, რომ სამსახურში დაცულია ქალთა და კაცთა რაოდენობას შორის ბალანსი. პროფესიული და დამხმარე შტატი 27% განაწილება ქალისა და კაცის მიხედვით პროფესიული შტატი 73% დამხმარე შტატი ქალი 49% 51% კაცი 71 დასაქმებულთა სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დასაქმებულთა ასაკობრივი განაწილება 20-29 9% 8% 11% 11% 30-40 0-3 წელი 15% 4-6 წელი 41-55 40% 58% 7-10 წელი 56-65 32% 16% 10+ წელი 65+ დასაქმებულთა განათლების სფერო დასაქმებულთა განათლების დონე ეკონომიკა 2% 14% 28% 4% ბიზნეს ადმინისტრირება იურიდიული 3% ბაკალავრი 37% მაგისტრი ჰუმანიტარული 59% 24% 27% აუდიტის დოქტორი სოციალური მეცნიერებები სხვა სამსახურში დანერგილია საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების სისტემა, რომლის საშუალებით განისაზღვრება თანამშრომელთა პროფესიული განვითარების საჭიროებები და წახალისების წინაპირობები. როგორც პროფესიული, ასევე სხვა უნარების განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სამსახურის თანამშრომლები აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ტრენინგკურსებსა და პროფესიულ სამუშაო შეხვედრებში. 2025 წელს ტრენინგი გაიარა 240-მდე თანამშრომელმა. აღნიშნული სასწავლო კურსები შეეხებოდა როგორც აუდიტორულ, ასევე არააუდიტორულ და ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საკითხებს. აღსანიშნავია, რომ სამსახურის თანამშრომლების დაახლოებით 50% ფლობს პროფესიული განვითარების დამადასტურებელ სერტიფიკატს. აუდიტის სამსახური 2021 წლიდან ჩართულია IDI-ის პროფესიული განათლების პროგრამაში (Professional Education for SAI Auditors – PESA), რომლის მიზანია აუდიტორთა კვალიფიკაციის ამაღლება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სწავლებით ფინანსური, შესაბამისობისა და ეფექტიანობის აუდიტების მიმართულებით. 72 პროგრამა ითვალისწინებს თითოეული მონაწილისთვის ინდივიდუალური სასწავლო პორტფელის შემუშავებასა და აუდიტორთა პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას. 2025 წელს PESA-ს საერთაშორისო სერტიფიკატი მოიპოვა 11-მა აუდიტორმა. არსებული მდგომარეობით, PESA-ს სერტიფიკატს ფლობს სამსახურის 23 აუდიტორი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები ასევე აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისოდ აღიარებულ სასერტიფიკაციო პროგრამებში, როგორებიცაა, სსიპ − საჯარო აუდიტის ინსტიტუტის „საჯარო სექტორის აუდიტორთა სასერტიფიკაციო პროგრამა“, ACCA, CFA, CFM, CISA და სხვ. დიაგრამა 20. 2025 წელს გადამზადებულ თანამშრომელთა განაწილება მიმართულებების მიხედვით. 239 45 41 აუდიტორთა ქალთა და კაცთა ინფორმაციული ეთიკის კოდექსი თანასწორობასთან ტექნოლოგიების დაკავშირებული აუდიტი საკითხები 32 28 სახელმწიფო ქონების მართვა საბიუჯეტო კანონმდებლობა 11 11 PESA სერტიფიცირება სხვა აუდიტის სამსახურისა და ზოგადად, საჯარო სექტორში ადამიანური რესურსების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ − საჯარო აუდიტის ინსტიტუტი.31 ინსტიტუტის პირველადი ფუნქციაა აუდიტის სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, შესაბამისი სასწავლო კურსების შემუშავებითა და ჩატარებით, მოსამსახურეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა. 2025 წელს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული საქმიანობა მოიცავდა როგორც აკრედიტებულ და სერტიფიცირების პროგრამებს, ასევე სპეციალიზებულ კორპორატიულ ტრენინგებს. ინსტიტუტმა ჩაატარა 37 ტრენინგკურსი, რომელშიც მონაწილეობდა 1,131 მსმენელი. ამასთანავე, საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამა გაიარა 18-მა პირმა. 2025 წელს აკრედიტებული პროგრამების კურსი განხორციელდა 13 ჯგუფისათვის, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 178-მა მსმენელმა. 31 http://www.sai.ge/ka/ 73 ინსტიტუტმა 2025 წელს მოიპოვა საგანმანათლებლო ორგანიზაციების მართვის სისტემის სერტიფიკატი (ISO 21001:2018). აღნიშნული მიღწევა ხაზს უსვამს ინსტიტუტის შესაბამისობას სწავლების ხარისხის საერთაშორისო კრიტერიუმებთან. ასევე, ინსტიტუტი ფლობს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატს (ISO 9001:2015). 5. სამსახურის ფინანსები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის ბიუჯეტი 25.3 მლნ ლარს შეადგენდა. წლის განმავლობაში ფაქტობრივად დაიხარჯა 24.9 მლნ ლარი (გეგმის 98.5%). სამსახურის ძირითადი ხარჯი იყო თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება,32 რაზეც წლის განმავლობაში 21.7 მლნ ლარი მიიმართა (დეტალური ინფორმაციისთვის იხ. დანართი 5). დიაგრამა 21. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის ბიუჯეტის სტრუქტურა (ფაქტი). 2% 2% 2% შრომის ანაზღაურება საქონელი და მომსახურება 12% სოციალური უზრუნველყოფა სხვა ხარჯები 81% არაფინანსური აქტივების ზრდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსურ აუდიტს ატარებს საქართველოს პარლამენტის მიერ შერჩეული მსოფლიოს ოთხი უმსხვილესი კერძო აუდიტორული კომპანიიდან ერთ-ერთი. 2025 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩაატარა შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველომ“ (PwC). სამსახურმა მიიღო უპირობო დასკვნა, რაც ნიშნავს, რომ სამსახურის ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია კანონმდებლობის სრული დაცვით. სამსახურის 2025 წლის ფინანსური ანგარიშგება და შესაბამისი აუდიტის დასკვნა იხ. დანართ 6-ში. 32 შრომის ანაზღაურება მოიცავს შტატით გათვალისწინებულ და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ თანამშრომელთა ანაზღაურებას. 74 დანართები: დანართი 1. 2025 წლის აუდიტორული საქმიანობის გეგმის ფარგლებში ჩატარებული აუდიტები 5 ფინანსური აუდიტი 1. 2. 3. 4. 5. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგების აუდიტი საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფინანსური აუდიტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგების აუდიტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგების აუდიტი 29 შესაბამისობის აუდიტი 6. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორში მოქმედი სუბიექტების შესაბამისობის აუდიტი 7. შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის” შესაბამისობის აუდიტი 8. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების შრომის ანაზღაურებისა და საწვავის ხარჯების შესაბამისობის აუდიტი 9. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შესაბამისობის აუდიტი 10. ა(ა)იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ შესაბამისობის აუდიტი 11. შპს „სპორტმშენსერვისის“ სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი 12. საქართველოს კულტურის სამინისტროს შესაბამისობის აუდიტი 13. ა(ა)იპ „საქართველოს რაგბის კავშირის“ შესაბამისობის აუდიტი 14. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტივების მართვისა და შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი 15. 16. 17. 18. შპს „დელტა ინტერნეიშენალის“ და მისი შვილობილი კომპანიების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, მთავრობის აპარატსა და სამინისტროებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებსა და მივლინებებზე გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი სსიპ − აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს პროგრამების (ქვეპროგრამების) შესრულებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი შპს „სამედიცინო ცენტრ „დიომედი +”-ის შემოსავლების, ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის, მიღება-ხარჯვისა და გამოყენების შესაბამისობის აუდიტი 75 21. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტის „მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება“ (პროგრამული კოდი 02 00) ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ შესაბამისობის აუდიტი 22. მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი 23. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 24. ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 25. 27. ხობის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი მცხეთის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 28. ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 29. თიანეთის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 30. თელავის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 31. დუშეთის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 32. გორის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 33. ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შსაბამისობის აუდიტი 34. ახმეტის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 19. 20. 26. 10 ეფექტიანობის აუდიტი 35. დასაქმების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტი 36. საარსებო შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი ბენეფიციარების სოციალურ დახმარებებზე დამოკიდებულების შემცირების (შემდგომი რეაგირება) ეფექტიანობის აუდიტი 37. სახიფათო ნარჩენების მართვის ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი 38. განრიდება-მედიაციის პროგრამის ეფექტიანობის აუდიტი 39. სახელმწიფო საწარმოთა მართვის ეფექტიანობის აუდიტი 40. ტრანსპორტის სექტორში სათბურის აირების ემისიების შემცირებისთვის განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი 41. მყარი ნარჩენების მართვის ეფექტიანობის აუდიტი 42. ზოგადი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა სოფლად და მაღალმთიან რეგიონებში ეფექტიანობის აუდიტი 43. სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობის აუდიტი 44. უმაღლესი განათლების პროგრამებისა და შრომის ბაზრის თავსებადობის (შემდგომი რეაგირება) ეფექტიანობის აუდიტი 76 დანართი 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები 1. საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები 2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია 3. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი 4. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია 5. სახელმწიფო აუდიტის სამსახური 6. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 8. 9. საქართველოს უზენაესი სასამართლო საერთო სასამართლოები 10. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 11. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში 12. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში 13. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში 14. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში 15. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში 16. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში 17. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში 18. სახელმწიფო თეთრიწყაროს, რწმუნებულის მარნეულის, ადმინისტრაცია წალკის ბოლნისის, მუნიციპალიტეტებსა გარდაბნის, დმანისის, და რუსთავის ქალაქ მუნიციპალიტეტში 19. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში 20. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 21. საქართველოს პროკურატურა 22. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი 23. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 24. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 77 25. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 26. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 27. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 28. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 29. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 30. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 31. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 32. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 33. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო 34. საქართველოს დაზვერვის სამსახური 35. სსიპ − საჯარო სამსახურის ბიურო 36. სსიპ − იურიდიული დახმარების სამსახური 37. სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური 38. სსიპ − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური 39. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 40. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 41. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 42. სსიპ − საზოგადოებრივი მაუწყებელი 43. სსიპ − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო 44. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია − სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია 45. საქართველოს საპატრიარქო 46. სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო 47. სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური – „საქსტატი“ 48. სსიპ − საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია 49. საქართველოს სავაჭრო−სამრეწველო პალატა 50. სსიპ − რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 51. სპეციალური საგამოძიებო სამსახური 52. სსიპ − სახელმწიფო ენის დეპარტამენტი 53. სსიპ − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო 54. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი 55. სსიპ − ანტიკორუფციული ბიურო 56. საერთო − სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები 57. სსიპ − ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 58. ა(ა)იპ „ათასწლეულის ფონდი“ 59. ა(ა)იპ „მშვიდობის ფონდი − „უკეთესი მომავლისთვის“ 60. სსიპ − საპენსიო სააგენტო 78 61. სსიპ − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი − საქპატენტი 62. სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 63. სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური 64. სსიპ − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო დანართი 3. 2025 წელს პარლამენტის აუდიტის ჯგუფის მიერ განხილული აუდიტები № აუდიტის დასახელება 1 სეტყვასაწინააღმდეგო სისტემების ეფექტიანობის აუდიტი 2 ფერმათა/ფერმერთა რეესტრის ფორმირებისა და ადმინისტრირების პროცესის ეფექტიანობის აუდიტი 3 შპს „საქართველოს მელიორაციის“ შესაბამისობის აუდიტი 4 პანდემიის შემდგომ პერიოდში ინფექციების მართვის ეფექტიანობის აუდიტი 5 სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის მართვის შემდგომი რეაგირების ეფექტიანობის აუდიტი 6 სამედიცინო დაწესებულებების ზედამხედველობის ეფექტიანობის აუდიტი 7 ციფრული ჯანდაცვის ეფექტიანობის აუდიტი 8 მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ეფექტიანობის აუდიტი 9 შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის (SRAMP) ეფექტიანობის აუდიტი 10 მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მონაცემების ადრეული გაფრთხილებებისთვის გამოყენების ეფექტიანობის აუდიტი 11 მაღალი მიღწევების სპორტის განვითარების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტი 12 აღსრულების ეროვნული ბიუროს სააღსრულებო პროცესის ეფექტიანობის აუდიტი 13 გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ზოგადი განათლების სფეროში (ეფექტიანობის აუდიტი) 14 შრომის უსაფრთხო პირობების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტი 15 ეროვნული ბანკის კაპიტალური და ადმინისტრაციული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი 16 სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სისტემური შესაბამისობის აუდიტი 17 შპს „ენგურჰესის“ საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 18 სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკოს)“ შესაბამისობის აუდიტი 19 სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შესაბამისობის აუდიტი 20 საქართველოს პარლამენტის 2019-2021 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 21 პროგრამის − „საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია“ − შესაბამისობის აუდიტი 79 22 საბიუჯეტო ორგანიზაციების კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში საგადასახადო შემოსავლების ფინანსური აუდიტი 23 საქართველოს პარლამენტის 2022 წლის ფინანსური აუდიტი 24 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური აუდიტი 25 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფინანსური აუდიტი 26 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფინანსური აუდიტი 27 ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტი 28 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური აუდიტი 29 იუსტიციის სამინისტროს ფინანსური აუდიტი 30 შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური აუდიტი 31 თავდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტი დანართი 4. სამართალდამცავ ორგანოებში 2025 წელს გადაგზავნილი ანგარიშები/მასალები № 1 2 3 4 აუდიტის ანგარიშები/მასალები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის კონსოლიდირებული ანგარიშგების ფინანსური აუდიტის ანგარიშიდან ამონარიდი და აუდიტის მასალები პროგრამის „საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია“ 2019-2022 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებსა და მივლინებებზე გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტის მასალები სსიპ − მუნიციპალური განვითარების ფონდში მიმდინარე შესაბამისობის აუდიტის მასალები 5 სამშენებლო სამუშაოების შესყიდვების 2020-2023 წლების უწყებათაშორისი შესაბამისობის აუდიტის მასალები 6 ხობის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მასალები 7 ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მასალები 8 შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ 2022−2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მასალები 9 გორის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მასალები 10 ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მასალები 80 11 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მასალები 12 ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მასალები 13 შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტის მასალები 14 შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის” შესაბამისობის აუდიტის მასალები 15 16 17 შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიმდინარე შესაბამისობის აუდიტის მასალები საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმდინარე შესაბამისობის აუდიტის მასალები საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორში მოქმედი სუბიექტების შესაბამისობის აუდიტის მასალები დანართი 5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის ბიუჯეტი (ათასი ლარი) ხარჯები დაზუსტებული გეგმა შესრულება % ფაქტი 24,561 24,309 99% შრომის ანაზღაურება 20,245 20,244 100% საქონელი და მომსახურება 3,305 3,090 93% გრანტები 5.5 4.7 84% სოციალური უზრუნველყოფა 480 455 95% სხვა ხარჯები 526 515 98% 718 596 83% 25,279 24,905 99% არაფინანსური აქტივების ზრდა მთლიანი ბიუჯეტი 81 დანართი 6. დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე 82
ანგარიში
saxelmwifo auditis samsaxuris 2025 wlis saqmianobis angariSi 2026 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში სარჩევი 2025 წლის საქმიანობის ძირითადი შედეგები................................................................................................................. 3 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ ..................................................................................................................... 6 1. აუდიტორული საქმიანობა .......................................................................................................................................... 7 1.1 აუდიტების ძირითადი შედეგები .............................................................................................................................. 7 1.2 აუდიტის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა ..................................................................................... 53 1.3 სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული ანგარიშები ....................................................................................... 58 2. ძირითად პარტნიორებთან თანამშრომლობა ......................................................................................................... 59 2.1 თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან ................................................................................................. 59 2.2 თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან ............................................................................................ 61 2.3 საზოგადოებასთან ურთიერთობა ........................................................................................................................ 61 2.4 საერთაშორისო თანამშრომლობა ....................................................................................................................... 63 3. შიდა მმართველობის სისტემის გაძლიერებით ეფექტიანობის ამაღლება ............................................................ 67 4. თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა ............................................................................... 69 5. სამსახურის ფინანსები ........................................................................................................................................... 72 დანართები: ....................................................................................................................................................................... 74 დანართი 1. 2025 წლის აუდიტორული საქმიანობის გეგმის ფარგლებში ჩატარებული აუდიტები .............................. 74 დანართი 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები ............................................................................................... 76 დანართი 3. 2025 წელს პარლამენტის აუდიტის ჯგუფის მიერ განხილული აუდიტები .................................................. 78 დანართი 4. სამართალდამცავ ორგანოებში 2025 წელს გადაგზავნილი ანგარიშები/მასალები ............................. 79 დანართი 5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის ბიუჯეტი ........................................................................ 80 დანართი 6. დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე ........................................................................................................................................... 81 2 2025 წლის საქმიანობის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ძირითადი შედეგები 1. აუდიტორული საქმიანობა ჩატარდა 44 აუდიტი, მათ შორის, 5 − ფინანსური, 26 − შესაბამისობის, 3 − უწყებათაშორისი შესაბამისობისა და 10 ეფექტიანობის აუდიტი; ჩატარებული 5 ფინანსური აუდიტიდან უპირობო მოსაზრება გაიცა ერთ შემთხვევაში, პირობითი − 3 შემთხვევაში, ხოლო ერთი მოსაზრება იყო უარყოფითი; პირველად ჩატარდა სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რითაც სრულად დაკმაყოფილდა საერთაშორისო სტანდარტებითა და შეფასებებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართ განსაზღვრული მოთხოვნები; ფინანსური აუდიტებით დაიფარა 28.5 მლრდ ლარი, რაც ნაერთი ბიუჯეტის 95%-ია; შესაბამისობის აუდიტებით დაიფარა 3.2 მლრდ ლარი; სამსახურმა ჩაატარა 3 უწყებათაშორისი შესაბამისობის აუდიტი, ერთი − ცენტრალური ხელისუფლების, ერთი − მუნიციპალური, ხოლო ერთი აფხაზეთის ავტონომიური ხელისუფლების დონეზე, რომელთა ფარგლებში თემატურად დაიფარა 12 საჯარო უწყება და 5 სახელმწიფო საწარმო; ეფექტიანობის აუდიტების წილმა მთლიან აუდიტორულ საქმიანობაში 23% შეადგინა; ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მოცულობამ 36.5 მლნ ლარი შეადგინა; სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტების შედეგად საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში დაბრუნებული/დაზოგილი/დამატებით მობილიზებული თანხების ჯამურმა მოცულობამ 11.8 მლნ ლარი შეადგინა; 2025 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა მსოფლიო ბანკის (WB) მიერ დაფინანსებული 1 პროექტის ფინანსური აუდიტი და ასევე, განახორციელა ამავე პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შედეგებისა და ინდიკატორების მიღწევის დამოუკიდებელი ვერიფიკაცია; 2020-2025 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების 49% სრულად შესრულებულია, 30% − შესრულებულია ნაწილობრივ, 11% − მიმდინარეა და 10% − შეუსრულებელია; არსებული მდგომარეობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულების ელექტრონული სისტემის საშუალებით მონიტორინგი მიმდინარეობს 13 სამინისტროზე, ორივე ავტონომიურ რესპუბლიკაზე, 69 მუნიციპალიტეტზე, ყველა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და 13 სახელმწიფო საწარმოზე გაცემულ 1,800-ზე მეტ რეკომენდაციაზე. 3 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 2. ძირითად პარტნიორებთან თანამშრომლობა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა აუდიტის ჯგუფმა განიხილა 31 აუდიტის ანგარიში. მათ შორისაა: 10 − ფინანსური, 9 − შესაბამისობისა და 12 ეფექტიანობის აუდიტი; მომზადდა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარედგინა აუდიტის რეკომენდაციების შესრულების წლიური ანალიტიკური ანგარიში; 2025 წელს გენერალურ პროკურატურაში გაიგზავნა 17 აუდიტის ანგარიში/კონკრეტული ინფორმაცია, მათ შორის, 6 შემთხვევა ეხებოდა მუნიციპალიტეტებს, ხოლო 4 − სახელმწიფო საწარმოებს; 2025 წელს სამსახურმა მიღებული მომართვების 47% გაითვალისწინა აუდიტორული საქმიანობის გეგმების შედგენის პროცესში; სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის უნიკალური მომხმარებლების რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა; სამსახურის ფეისბუკის გვერდის მომხმარებელთა რაოდენობამ 55 ათასს გადააჭარბა; 2025 წელს დაფიქსირდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ 869 ერთეული მედიაგამოხმაურება; 2025 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქტიურად მონაწილეობდა ევროკავშირის კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ქსელის (EU Network) მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებასა და აქტივობაში; წარმატებით დასრულდა ევროკავშირის „საქართველოში უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის“ პროექტი (EU SAFE); გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით განხორციელდა ქალისა და კაცის თანასწორობის საკითხებზე თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებისა და ინსტიტუციური მხარდაჭერის სხვადასხვა აქტივობა; 2025 წელს აუდიტის სამსახურმა უმასპინძლა აზერბაიჯანისა და ტაილანდის სამეფოს უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების მაღალი რანგის დელეგაციებს; სამსახურის თანამშრომლებმა 2025 წელს მონაწილეობა მიიღეს INTOSAI-ის, EUROSAIისა და ASOSAI-ის მიერ ორგანიზებულ 60-მდე საერთაშორისო კონფერენციაში, შეხვედრასა და ვებინარში; 2025 წელს უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ავტორობით მომზადებული 3 პუბლიკაცია. 4 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 3. შიდა მმართველობა და ორგანიზაციული კულტურა INTOSAI-ის განვითარების ინიციატივის (IDI-ის) საერთაშორისო პროექტის − „დიჯიტალიზაცია და ICT მმართველობა“ − ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უცხოელი ექსპერტის მხარდაჭერით ჩაიტარა უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ინფორმაციული ტექნოლოგიების სიმწიფის თვითშეფასება (IT Maturity Assessment) და შეფასების შედეგების საფუძველზე განაახლა სამსახურის გრძელვადიანი IT სტრატეგია; 2018 წლიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსურ აუდიტს ახორციელებს მსოფლიოს 4 უმსხვილესი კერძო აუდიტორული კომპანიიდან ერთ-ერთი. 2019-2020 წლებში Deloitte-ის, ხოლო 2021-2026 წლებში − PwC-ის მიერ ჩატარებული ფინანსური აუდიტის ფარგლებში უკვე მერვე წელია სამსახური იღებს უპირობო დასკვნას, რაც ნიშნავს იმას, რომ სამსახურის ფინანსური ანგარიშგება სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. 4. თანამშრომელთა პროფესიული განვითარება თანამშრომელთა შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, სამსახურმა შეიმუშავა პროფესიული საჯარო მოხელის განვითარების წლიური გეგმა, რაც ემსახურება თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და შესაძლებლობების გაძლიერებას; 2025 წელს სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიკაცია აიმაღლა სამსახურის 240-მა თანამშრომელმა; სამსახურის აუდიტორთა 50% ფლობს პროფესიული განვითარების დამადასტურებელ სერტიფიკატს; არსებული მდგომარეობით, PESA-ს საერთაშორისო სერტიფიკატს ფლობს სამსახურის 23 აუდიტორი; 2025 წელს სსიპ − საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ჩაატარა 37 ტრენინგკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1,131-მა მსმენელმა. საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამა გაიარა 18-მა პირმა. აკრედიტებული პროგრამების კურსი განხორციელდა 13 ჯგუფისათვის, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 178-მა მსმენელმა; 2025 წელს სსიპ − საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა მოიპოვა საგანმანათლებლო ორგანიზაციების მართვის სისტემის სერტიფიკატი (ISO 21001:2018). 5 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ 2025 წლის 11 ივნისს საქართველოს პარლამენტმა ახალი გენერალური აუდიტორი დაამტკიცა. საქართველოს გენერალურ აუდიტორად არჩეულ იქნა გიორგი გაბიტაშვილი.1 ამასთანავე, 2025 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატი და გაძლიერდა მისი ინსტიტუციური როლი და ფუნქციური დატვირთვა. კერძოდ, სსიპ − გიორგი გაბიტაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს და სსიპ − პერსონალურ მონაცემთა დაცვის საქართველოს გენერალური აუდიტორი სამსახურის გაუქმების შედეგად, 2026 წლის 2 მარტიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საზედამხედველო და ანტიკორუფციული ბიუროს პრევენციული ფუნქციების უმეტესობა გადაეცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.2 ზემოაღნიშნული ცვლილებების მიზანია საზედამხედველო მექანიზმების კონსოლიდაცია ერთი ორგანიზაციის ფარგლებში, რაც გაზრდის ეფექტიანობას, შეამცირებს ინსტიტუციურ ფრაგმენტაციას და გააძლიერებს სახელმწიფოს შესაძლებლობებს როგორც საჯარო ფინანსების ზედამხედველობის, ასევე პრევენციული ანტიკორუფციული საქმიანობის განხორციელებისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე ზედამხედველობის მიმართულებებით. ამასთანავე, სამსახურს მიეცემა საშუალება უფრო კომპლექსურად მართოს საჯარო სექტორში არსებული რისკები. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განახლებული მმართველი გუნდის სტრატეგიული ხედვა გულისხმობს სამსახურის არსებული მიღწევების განმტკიცებასა და ინსტიტუციონალიზაციას, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას, ასევე სახელმწიფოს მიერ გაცხადებული კორუფციასთან ბრძოლის პრიორიტეტის ფარგლებში პრევენციული და ანალიტიკური ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერებას, მათ შორის, რეალურ დროში აუდიტის პრაქტიკის დანერგვას. 1 საქართველოს გენერალური აუდიტორი. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 2 6 2025 წლის საქმიანობის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახური 1. აუდიტორული საქმიანობა 1.1 აუდიტების ძირითადი შედეგები 2025 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა 44 აუდიტი (დეტალური ინფორმაციისთვის იხ. დანართი 1) და ჯამურად დაფარა 28.5 მლრდ ლარზე მეტი. ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის თანხობრივი დაფარვის მაჩვენებელმა 95% შეადგინა. სამსახურმა ჩაატარა 5 − ფინანსური, 29 − შესაბამისობისა და 10 ეფექტიანობის აუდიტი. 2025 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა 44 აუდიტი და თანხობრივად დაფარა 28.5 მლრდ ₾ - ნაერთი ბიუჯეტის 95%. დიაგრამა 1. ნაერთი ბიუჯეტის თანხობრივი დაფარვის მაჩვენებელი (მლრდ ლარი; %). 95% 91% 90% 89% 90% 89% 87% 85% 11.0 12.0 13.9 2018 2019 2020 28.5 16.5 2021 20.0 20.4 2022 2023 23.4 2024 2025 დიაგრამა 2. 2025 წელს ჩატარებული აუდიტების განაწილება სახეობების მიხედვით. 10 3 5 ფინანსური აუდიტი შესაბამისობის აუდიტი 44 აუდიტი უწყებათაშორისი შესაბამისობის აუდიტი 26 ეფექტიანობის აუდიტი 7 2025 წლის საქმიანობის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წელს ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მოცულობამ 36.5 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნული ძირითადად საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებია და არ მოიცავს აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებებით იდენტიფიცირებულ ნაკლოვანებებს. ამასთან, ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე, აუდიტის სამსახურის მიერ გაცემულ იქნა რეკომენდაციები, რომელთა შესრულების შედეგად ბიუჯეტში დაბრუნდა ზედმეტად გადახდილი თანხები ან მობილიზებულ იქნა დამატებითი შემოსავლები, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, დაიზოგა საბიუჯეტო რესურსები. საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში დაბრუნებული/დაზოგილი/დამატებით მობილიზებული თანხების ჯამურმა მოცულობამ 11.8 მლნ ლარი შეადგინა. აუდიტების ფარგლებში გამოვლენილმა დარღვევებმა თანხობრივად 36.5 მლნ ₾ შეადგინა, ხოლო სამსახურის რეკომენდაციების შესრულების შედეგად ბიუჯეტში დაბრუნებულმა/დაზოგილმა/დამატებით მობილიზებულმა თანხებმა - 11.8 მლნ ₾. ასევე, სამსახურის მიერ ჩატარებული რეალურ დროში აუდიტების ფარგლებში განხორციელებული შესწავლის შედეგად სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზებისა და არასწორად განსაზღვრული საჭიროებების გამო შეწყდა 9.2 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი. დარღვევის კატეგორია თანხა მიღებული სარგებელი თანხა შესყიდვების მართვა 9 მლნ ₾ დამატებით მიღებული შემოსავლები 4.3 მლნ ₾ აქტივების მართვა 4.3 მლნ ₾ დაზოგილი თანხა 3.8 მლნ ₾ საბიუჯეტო რესურსების მართვა 23.2 მლნ ₾ ბიუჯეტში დაბრუნებული თანხა 3.7 მლნ ₾ სულ 36.5 მლნ ₾ სულ 11.8 მლნ ₾ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრიორიტეტული მიმართულებაა საჯარო სექტორში არსებული სისტემური ხასიათის ნაკლოვანებების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა. ამ მიზნით სამსახური იყენებს სისტემური, ე.წ. უწყებათაშორისი შესაბამისობის აუდიტის ინსტრუმენტს, რომლის ფარგლებშიც თემატურად იფარება ათეულობით საბიუჯეტო ორგანიზაცია, განსხვავებით ტრადიციული შესაბამისობის აუდიტისა. აღნიშნული აუდიტის შედეგად გამოვლენილი საკითხები საერთოა საჯარო უწყებების უმრავლესობისთვის და ხშირ შემთხვევაში მათი აღმოფხვრა სცდება ცალკეული ორგანიზაციების უფლებამოსილებას. შესაბამისად, სისტემური შესაბამისობის აუდიტი ზრდის აუდიტის შედეგად მოტანილ სარგებელს მისი მასშტაბის ეფექტიდან გამომდინარე. 2025 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა 3 უწყებათაშორისი შესაბამისობის აუდიტი, რომელთა ფარგლებშიც შესწავლილ იქნა საჯარო უწყებების ადმინისტრაციული 8 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში ხარჯები სახელმწიფოს ყველა დონეზე (ცენტრალური ხელისუფლება, ავტონომიური რესპუბლიკა, მუნიციპალიტეტები და სახელმწიფო საწარმოები). აუდიტის სამსახურის კიდევ ერთი სტრატეგიული მიმართულებაა სახელმწიფო საწარმოების აუდიტი. სამსახურის გაცხადებული მიზანია, სტრატეგიის პერიოდში (20232027 წლებში) განახორციელოს 20 მსხვილი სახელმწიფო საწარმოს აუდიტი. მხოლოდ 2025 წელს სამსახურმა ჩაატარა 7 სახელმწიფო საწარმოს ინდივიდუალური შესაბამისობის აუდიტი, 3 სისტემური შესაბამისობის და 1 ეფექტიანობის აუდიტი სახელმწიფო საწარმოებში. შედეგად, აუდიტის სამსახური 2025 წლის ბოლოს მიუახლოვდა 2027 წლისთვის სტრატეგიით დაგეგმილ მიზნობრივ ნიშნულს. ფინანსური აუდიტების შედეგები ფინანსური აუდიტის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს საჯარო დაწესებულების ანგარიშსა და ანგარიშგებას, ასევე, აფასებს შიდა კონტროლის გარემოს და შიდა აუდიტის ფუნქციონირებას. აუდიტის შედეგების საფუძველზე სამსახური გასცემს დასკვნას ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშგების სისრულესა და სიზუსტეზე. 2025 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პირველად განახორციელა სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რაც არსებითად განსხვავდება წინა წლების პრაქტიკისგან, როდესაც ფინანსური აუდიტი ტარდებოდა ინდივიდუალური სამინისტროების დონეზე. აღნიშნულის შედეგად ნაერთი ბიუჯეტის თანხობრივი დაფარვის მაჩვენებელი 95%-მდე გაიზარდა და შესაძლებელი გახდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებითა და შეფასებებით განსაზღვრული მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება, მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების ფარგლებში, როგორებიცაა, უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საქმიანობის შეფასების ჩარჩო (SAI-PMF),3 საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ფისკალური გამჭვირვალობის შეფასება4 და სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების შეფასება (PEFA).5 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტის არსებული პრაქტიკა სრულად შეესაბამება უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო სტანდარტებს. 2025 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პირველად ჩაატარა სახელმწიფოს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რითაც სრულ შესაბამისობაში მოვიდა საერთაშორისო პრაქტიკასთან. 3 უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საქმიანობის შეფასების ჩარჩო (SAI-PMF). 4 საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ფისკალური გამჭვირვალობის შეფასება. 5 სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების შეფასება (PEFA). 9 2025 წლის საქმიანობის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახური სამსახურის მიერ საანგარიშო პერიოდში ჩატარებული ფინანსური აუდიტების ფარგლებში გამოვლენილი გარემოებები აჩვენებს, რომ საჯარო სექტორში ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების პროცესი გამოწვევებით ხასიათდება. აღნიშნულზე მიუთითებს ფინანსურ აუდიტებში გაცემული მოსაზრებების6 სტატისტიკაც, რომელიც ასახავს საჯარო უწყებების მიერ წარმოებული ფინანსური ანგარიშგების სისრულისა და სიზუსტის შეფასებას. 2025 წელს სამსახურის მიერ ჩატარებული 5 ფინანსური აუდიტიდან, უპირობო მოსაზრება გაიცა მხოლოდ 1 შემთხვევაში,7 პირობითი მოსაზრება − 3 შემთხვევაში, ხოლო 1 მოსაზრება იყო უარყოფითი. 2025 წელს ჩატარებული 5 ფინანსური აუდიტიდან, უპირობო მოსაზრება გაიცა ერთ შემთხვევაში, პირობითი მოსაზრება − 3 შემთხვევაში, ხოლო ერთი მოსაზრება იყო უარყოფითი. 2021-2025 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული 56 ფინანსური აუდიტიდან, 51-ში გაცემულია პირობითი ან უარყოფითი მოსაზრება; მხოლოდ 5 აუდიტის შემთხვევაში გამოითქვა უპირობო მოსაზრება, ანუ აუდიტის ფარგლებში არ გამოვლენილა არსებითი ხასიათის უზუსტობები. დიაგრამა 3. 2021-2025 წლებში ჩატარებული ფინანსური აუდიტების ფარგლებში გაცემულ მოსაზრებათა ტიპების სტატისტიკა. 10 8 5 2 0 6 6 6 4 3 1 1 უპირობო მოსაზრება 2021 2 1 პირობითი მოსაზრება 2022 2023 1 უარყოფითი მოსაზრება 2024 2025 6 ფინანსურ აუდიტში სახელმწიფო აუდიტის სამსახური გამოთქვამს ოთხი ტიპის მოსაზრებას: უპირობო მოსაზრება - აუდიტის ფარგლებში არ გამოვლენილა არსებითი უზუსტობები; პირობითი მოსაზრება - აუდიტის ფარგლებში გამოვლენილი უზუსტობები ფინანსური ანგარიშგებისთვის არსებითია, მაგრამ არა - ყოვლისმომცველი;  უარყოფითი მოსაზრება - აუდიტის ფარგლებში გამოვლენილი უზუსტობები ფინანსური ანგარიშგებისთვის არსებითიცაა და ყოვლისმომცველიც;  უარი მოსაზრების გამოთქმაზე - აუდიტორებს არ შეუძლიათ საკმარისი და შესაფერისი აუდიტორული მტკიცებულების მოპოვება, რომელთაც დაეყრდნობა მათი მოსაზრება. 7 საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფინანსური აუდიტი, რომელიც წარმოადგენდა სპეციფიკური ხასიათის აუდიტს, მისი მიზნიდან და მასშტაბიდან გამომდინარე.   10 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ერთ-ერთი მიმართულებაა სახელმწიფო სახსრების მართვის, აღრიცხვისა და ანგარიშგების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება. აღნიშნული მიზნით 2009 წლიდან მიმდინარეობს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო სექტორში ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) სრულად დანერგვას. მიუხედავად რეფორმის ფარგლებში განხორციელებული მრავალი აქტივობისა და მიღწეული პროგრესისა, საბიუჯეტო ორგანიზაციებში ფინანსური ინფორმაციის აღრიცხვა-ანგარიშგების კუთხით ისევ შეინიშნება სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები, რომელთა გამომწვევი მიზეზებიდან აღსანიშნავია: არასათანადოდ შემუშავებული ან ფუნქციონირებადი კონტროლის მექანიზმები, რაც განაპირობებს პროცესების არასრულ ფორმალიზებას; ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების ნაკლებ პრიორიტეტულობა საჯარო სექტორში; სახელმწიფო ხაზინის მიერ ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკის არარსებობა, რაც ვერ უზრუნველყოფს ფინანსური ანგარიშგებების უნიფიცირებული ფორმით მომზადებას; პერსონალის კვალიფიკაცია საჯარო სექტორში აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) მიმართულებით. 2025 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული ფინანსური აუდიტების ფარგლებში გამოვლენილი ძირითადი შედეგებია: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგების აუდიტი აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა სახელმწიფო ხაზინის მიერ 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგება, რომელიც აერთიანებს 64 მხარჯავი დაწესებულების ფინანსურ ანგარიშგებას (დეტალური ინფორმაციისთვის იხ. დანართი 2). სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა მოდიფიცირებული მოსაზრება. აუდიტის შედეგად გამოვლენილი მნიშვნელოვანი გარემოებებია: სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების ერთიანი რეესტრის ფორმის წარმოებაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო ხაზინა. ერთიანი რეესტრის წარმოების მიზანია სხვადასხვა სესხის გამცემთა მიერ გაცემული სესხების თავმოყრა, სისტემატიზაცია და მათზე მონაცემთა სრული და ერთიანი ბაზის შექმნა. 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების ერთიან რეესტრში ასახული აქვს სახელმწიფო ორგანიზაციაზე რიცხული 184 სესხი, ღირებულებით − 11 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 404 მლნ ლარი, მათ შორის, ძირი − 149 მლნ ლარი, პროცენტი − 27 მლნ ლარი და პირგასამტეხლო − 228 მლნ ლარი. ამასთანავე, უშუალოდ სახელმწიფო ხაზინის ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულია საბიუჯეტო სახსრებით ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული სესხები 57 ორგანიზაციაზე/ფიზიკურ პირზე, ღირებულებით − 129.5 მლნ ლარი, მათ შორის, პროცენტი − 27 მლნ ლარი და პირგასამტეხლო − 217 მლნ ლარი. აღნიშნული სესხები წარმოშობილია 1992-2010 წლებში და ანგარიშგების თარიღისათვის არ არის დაფარული. სესხების უმეტესობის ამოღების ალბათობა დაბალია, ვინაიდან ზოგიერთი მათგანი გაკოტრებულია, ლიკვიდირებულია ან არ ერიცხებათ უძრავ-მოძრავი ქონება, რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა სააღსრულებლო ქმედებების მიმართვა. ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილ სამთავრობო კომისიას8 არ უმსჯელია აღნიშნული თანხების გაუფასურებასთან ან ჩამოწერასთან დაკავშირებით. აუდიტის ჯგუფისათვის სამთავრობო კომისიის სხდომის ოქმები ვერ იქნა მოწოდებული. სახელმწიფო ხაზინის განმარტებით, კომისიის სხდომა 2024 წელს არ ჩატარებულა. ფინანსური აქტივების შესწავლისას გამოვლინდა, რომ 2024 წელს ინვენტარიზაციის წესის მიხედვით სავალდებულო ინვენტარიზაციის დროს ორგანიზაციებში არ შეფასებულა თანხების ამოღების ალბათობები და ასევე, რამდენად აკმაყოფილებდა აქტივად აღიარების კრიტერიუმებს; საინვენტარიზაციო კომისიებსა და უწყებების ხელმძღვანელობას არ უმსჯელიათ თანხების გაუფასურებასთან ან ჩამოწერასთან დაკავშირებით; ორგანიზაციებს ბალანსზე ერიცხებათ წინა პერიოდებში წარმოქმნილი მოთხოვნები ისეთ ორგანიზაციებზე, რომლებიც ან ლიკვიდირებული არიან, ან − გაკოტრებული; გარკვეულ შემთხვევებში პირველადი დოკუმენტაცია არ იძებნება ან/და კონტრაგენტები დაუდგენელია; ორგანიზაციებს ერიცხებათ მოთხოვნები, რომლებზეც წლების განმავლობაში თანხები არ ამოღებულა ან სააღსრულებო წარმოება უშედეგოდ მიმდინარეობს. სახელმწიფო საწარმოებში არსებული წილების აღრიცხვასთან დაკავშირებით ხარვეზები გამოვლინდა 7 სამინისტროში.9 კერძოდ, ზოგიერთ სამინისტროში ფინანსური ანგარიშგების მუხლში − „ინვესტიციები წილობრივ ინსტრუმენტებში“ − ასახული ინფორმაცია შემცირებული ოდენობით იყო წარმოდგენილი; ზოგიერთი სამინისტროს შემთხვევაში არსებული წილები საერთოდ არ იყო აღრიცხული საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“. 9 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ფინანსთა სამინისტრო; კულტურისა და სპორტის სამინისტრო; თავდაცვის სამინისტრო; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; ჯანდაცვის სამინისტრო. 8 12 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში სამინისტროს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ან არ იყო აღრიცხული კაპიტალ-მეთოდის გამოყენებით; ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფო საწარმოებში არსებული წილები ფინანსური ანგარიშგებაში აღრიცხული იყო არააუდირებული მონაცემებით. სახელმწიფო საწარმოების და ცენტრალურ ხელისუფლებას დაქვემდებარებული ორგანიზაციების სააღრიცხვო პოლიტიკები არ არის ერთმანეთთან შესაბამისი. ამასთან, საჯარო სექტორის და სახელმწიფო საწარმოების აუდირებული ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვადები განსხვავებულია, რაც ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფოს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების სამართლიან წარდგენას და ორგანიზაციებს ყოველწლიურად უწევთ შეცდომების გასწორება და რეტროსპექტიული გადაანგარიშება. 7 სამინისტროში10 არ არის ფორმალიზებული საფინანსო და იურიდიული სამსახურების კომუნიკაციის წესი და პირობები და არ არის შემუშავებული ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკა სასამართლო დავებთან, პირობითი აქტივების და პირობითი ვალდებულებების აღრიცხვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში ერთიანი მიდგომით არ ხდება სასამართლო დავების, მათ შორის, საარბიტრაჟო დავების მოსალოდნელი შედეგების შეფასება და საჭიროების შემთხვევაში, ფინანსურ ანგარიშგებაში მოთხოვნების, ვალდებულებების, ანარიცხების, პირობითი აქტივებისა და პირობითი ვალდებულებების ასახვა. ასევე, 9 სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში ასახულია პირობითი აქტივები − 117.8 მლნ ლარის, ხოლო პირობითი ვალდებულებები − 228.5 მლნ ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის ნაჩვენები სამინისტროების და სხვა ორგანიზაციების მიერ თავიანთ ანგარიშგებებში წარმოდგენილი ინფორმაცია პირობითი აქტივების და პირობითი ვალდებულებების შესახებ. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ვერ მიიღო რწმუნება მოთხოვნების და ვალდებულებების (მათ შორის, ანარიცხების) ანგარიშებზე აღრიცხული თანხების სისრულესა და სისწორეზე, ასევე პირობით აქტივებში/ვალდებულებებში ნაჩვენები ინფორმაციის სისრულეზე. სსიპ − ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შესაბამისად, კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში აღრიცხული არ არის სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული 31,716 ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეო და 131,041 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ასევე, სახელმწიფო თანასაკუთრებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; თავდაცვის სამინისტრო; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; ფინანსთა სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; ჯანდაცვის სამინისტრო. 10 13 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში რეგისტრირებული 95 ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეო და 1,596 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. ამასთან, 2024 წელს სსიპ − ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ პრივატიზებულია ისეთი უძრავი ქონება, რაც სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებაში არ ჰქონდა აღრიცხული, როგორც აქტივი. გარდა ამისა, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციაში გამოვლინდა აღურიცხველი მატერიალური მარაგები და ძირითადი აქტივები. აუდიტის შედეგად ხარვეზები გამოვლინდა მატერიალური მარაგების აღრიცხვასთან დაკავშირებით. კერძოდ, ორგანიზაციების ბალანსზე ირიცხება ისეთი მატერიალური მარაგები, რომლებიც ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარია; არ ჩატარებულა კანონმდებლობით განსაზღვრული სავალდებულო ინვენტარიზაცია და არ გამოვლენილა აქტიური მოხმარებიდან გამოსული ან/და გამოუყენებელი აქტივები; არსებული კონტროლის გარემო ვერ უზრუნველყოფს მატერიალური მარაგების სწორ და ზუსტ აღრიცხვას. ასევე, ცალკეული ორგანიზაციების ბალანსზე აღრიცხულია ისეთი აქტივები, რომლებიც დაზიანებული ან გამოუყენებელია, ორგანიზაციისათვის არ მოაქვს ეკონომიკური სარგებელი და მომსახურების პოტენციალი. შესაბამისად, აშკარაა/იკვეთება გაუფასურების მაჩვენებლები და ინვენტარიზაციის წესის მიხედვით არ არის ჩატარებული გაუფასურების ტესტირება. ზოგიერთი ორგანიზაციის ბალანსზე აღრიცხულია „ძირითადი აქტივები“, რომლებიც აღრიცხვის ინსტრუქციის მიხედვით, სხვა მუხლებში უნდა იყოს დაკლასიფიცირებული, ხარვეზები ვლინდება ცვეთის დარიცხვის, ხარჯების კაპიტალიზების, არაფინანსური აქტივების მართვის და ინვენტარიზაციის საკითხებში. ასეთი შემთხვევების შედეგად, კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში „სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივები“ გაზრდილია 126.7 მლნ ლარით. ზოგიერთ ორგანიზაციას აღრიცხული აქვს მხოლოდ ისეთი ტიპის შემოსავლები, რომლებიც ირიცხება მათ საკუთარ ანგარიშებზე და არ აქვთ აღრიცხული სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხული შემოსავლები. ამასთანავე, ხაზინის ერთიან ანგარიშზე შემოსული თანხები − საკასო შემოსავლები, აღირიცხება სახელმწიფო ხაზინის მიერ „შემოსავლები შიდა ტრანსფერის“ ანგარიშზე. შესაბამისად, არ ხდება დარიცხვის მეთოდით მათი აღრიცხვა და შესაბამისი კლასიფიკაცია. ფინანსთა სამინისტროში არ არის შემუშავებული და დამტკიცებული სააღრიცხვო პოლიტიკა გადასესხებული სესხების, საშინაო და საგარეო ვალის აღრიცხვასთან დაკავშირებით, არ არის შემუშავებული წესები და პირობები, რომელთა მიხედვით მოხდება საპროცენტო შემოსავლების დროში გამიჯვნა და განაწილება, საპროცენტო შემოსავლების აღიარება წარმოებს არა დარიცხვის მეთოდით, არამედ გადახდის თარიღით (საკასო მეთოდით). აღრიცხვის საკასო მეთოდის 14 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში გამოყენების გამო, არ ხდება კურსთაშორისი სხვაობების სწორი გაანგარიშება და აღრიცხვა. აღსანიშნავია, რომ გადასესხებული სესხების აღრიცხვა ორგანიზაციების მიერ, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, არ ხდება და მონაცემები სახელმწიფოს კონსოლიდირებულ (ნაერთ) ფინანსურ ანგარიშგებას ემატება მანუალურად. ასევე, გადასესხებულ სესხებზე არ ხორციელდება ბუღალტრული გატარებები, რაც ვერ უზრუნველყოფს სწორ და სამართლიან აღრიცხვას და ფინანსურ ანგარიშგებაში ინფორმაციის წარმოდგენას. სახელმწიფო ხაზინის მიერ არ არის დანერგილი შესაბამისი სააღრიცხვო პოლიტიკა და სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა შიდაჯგუფური ოპერაციების იდენტიფიცირებას, აღრიცხვის ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებასა და შესაბამისი ელიმინირებების შესრულებას. შედეგად, საბიუჯეტო ორგანიზაციები ერთმანეთთან განხორციელებულ ოპერაციებს ხშირად აღრიცხავენ განსხვავებული სააღრიცხვო პოლიტიკით ან აღრიცხვის ინსტრუქციების მოთხოვნების დარღვევით, რის გამოც კონსოლიდირებულ ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებაში არ არის ელიმინირებული ცენტრალური ხელისუფლებისადმი დაქვემდებარებულ ორგანიზაციებს შორის განხორციელებული შიდაჯგუფური ოპერაციები. საბიუჯეტო ორგანიზაციებში გამოვლინდა ისეთი კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებული ნაკლოვანებები, როგორებიცაა, ინვენტარიზაცია და სპეციალიზებული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამების გამოუყენებლობა. კერძოდ, ცალკეულ ორგანიზაციებში არ არის ჩატარებული ან არასრულყოფილადაა ჩატარებული ინვენტარიზაცია, არ არის დაცული ინვენტარიზაციის ჩატარების ვადები, არ არის დაცული საინვენტარიზაციო კომისიის ჩამოყალიბების წესები, არასათანადოდ არის შევსებული ინვენტარიზაციის დროს სავალდებული დოკუმენტაცია, არასათანადოდ არის შევსებული არაფინანსური აქტივების რეესტრი, არ არის გადახედილი ძირითადი აქტივების სასარგებლო მომსახურების ვადები, არაფინანსური აქტივები გაუფასურებაზე არ არის შემოწმებული, არაფინანსურ აქტივებზე არ არის/არასრულყოფილად არის მინიჭებული საინვენტარიზაციო ნომრები, არაფინანსურ აქტივებზე არ არის/არასრულყოფილად არის განსაზღვრული ადგილმდებარეობები. ორგანიზაციების მიერ ფინანსური ანგარიშგებების წარმოდგენა კონსოლიდირებისათვის ხდება MS EXCEL-ის საშუალებით, რაც ზრდის ადამიანური ფაქტორებით შეცდომების დაშვების ალბათობას ანგარიშგების მომზადებისას და ხაზინის მიერ ანგარიშგებების კონსოლიდირებისას. ხშირ შემთხვევაში წარმოდგენილი ინფორმაციები არასწორია ან დარღვეულია მათი წარმოდგენის ვადები. 15 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგებების აუდიტები აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგებები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაში ფინანსური ანგარიშგება აერთიანებს 7 მხარჯავი დაწესებულების ფინანსურ ანგარიშგებას, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაში − 8 უწყების ფინანსურ ანგარიშგებას. ორივე აუდიტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა მოდიფიცირებული მოსაზრება. აუდიტების შედეგად გამოვლენილი მნიშვნელოვანი გარემოებებია: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის ასახული და შეფასებული საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 430 ერთეულზე მეტი მიწის ნაკვეთი და სხვა უძრავი ქონება. შესაბამისად, ნაერთ ფინანსურ ანგარიშგებაში „სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების“ მუხლი არასრულადაა წარმოდგენილი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო ორგანიზაციებს ფინანსურ ანგარიშგებებში არ აქვთ ასახული ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით მომსახურების საფასურის სახით მიღებული ფულადი სახსრები. კერძოდ, რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაფინანსებულ 30 საბიუჯეტო ორგანიზაციას, საკუთარი შემოსავლების სახით მიღებული ფულადი სახსრებიდან, ნაშთად ერიცხებოდათ 3.2 მლნ ლარი. აღნიშნული ფინანსური რესურსი დაწესებულებებს არ განუხილავთ როგორც საკუთარი ხარჯების დაფინანსების წყარო, რაც ბიუჯეტის დაგეგმვაში არსებულ ნაკლოვანებაზე მიუთითებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში დაქვემდებარებულ კომპონენტებს შორის ფიქსირდება შიდა ოპერაციები 31 ათასი ლარის ოდენობით, რაც არ არის ელიმინირებული. შესაბამისად, ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისში შემოსულობები და გასვლები წარმოდგენილია გაზრდილი ოდენობით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სსიპ − დევნილთა მომსახურების სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულია 46.4 ათასი ლარის კრედიტორული დავალიანება, რომელიც უკავშირდება 2021 წელს შენობების სადეზინფექციო მომსახურების შესყიდვას. აღნიშნული დავალიანება დღემდე არ არის დაფარული, რადგან შპს-ის მიერ სამუშაოების არაჯეროვანი შესრულების გამო, შედგა ზეპირ- 16 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში სიტყვიერი შეთანხმება ვალდებულების არდაფარვის შესახებ. მიუხედავად ამისა, სააგენტოს მიერ არ მომხდარა ამ ვალდებულების ჩამოწერა. შესაბამისად, როგორც სამინისტროს, ასევე კონსოლიდირებულ ფინანსური ანგარიშგების „ვალდებულების“ მუხლი 46.4 ათასი ლარით გაზრდილად არის წარმოდგენილი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგების აუდიტი აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგება. ფინანსური ანგარიშგება აერთიანებს 279 ორგანიზაციის ფინანსურ ანგარიშგებას, მათ შორის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 10 რაიონული გამგეობის, 5 სსიპ-ის და 262 ა(ა)იპ-ის ანგარიშგებას. აუდიტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა მოდიფიცირებული მოსაზრება. აუდიტის შედეგად გამოვლენილი მნიშვნელოვანი გარემოებებია: მერიის ფინანსურ ანგარიშგებაში „მოკლევადიანი დებიტორული დავალიანებების“ ნაშთში ასახულია 11.3 მლნ ლარის მოთხოვნა, რომელიც წარმოადგენს 2021 წელს სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის გამო მიმწოდებლისთვის დარიცხულ ჯარიმას. მიმწოდებელი აღნიშნულ დავალიანებას არ აღიარებდა და ითხოვდა დაკისრებული ჯარიმის შემცირებას. 2023 წელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯარიმა შემცირდა 143.5 ათას ლარამდე, თუმცა მერიას სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დებიტორული დავალიანება არ შეუმცირებია. შესაბამისად, 2024 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში დებიტორული დავალიანება გაზრდილი თანხით არის წარმოდგენილი. მუნიციპალიტეტის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში „მატერიალური მარაგების“ მუხლში აღრიცხულია 42.1 მლნ ლარის მარაგები, რომლებიც გახარჯულია ან ექსპლუატაციაშია გადაცემული, თუმცა მარაგებიდან არ არის ჩამოწერილი. ექსპლუატაციაში გადაცემული მარაგები, სტანდარტით განსაზღვრული მოთხოვნებისა და მუნიციპალიტეტის შიდა ინსტრუქციის შესაბამისად, ხარჯებში უნდა ჩამოიწეროს. შესაბამისად, არ აკმაყოფილებს მარაგად აღიარების კრიტერიუმს. მერიის ფინანსურ ანგარიშგებაში „ინვესტიციები წილობრივი ინსტრუმენტების“ მუხლში აღრიცხულია 26 იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანები 1.4 მლრდ ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ მერიას წილები კაპიტალ-მეთოდით არ შეუფასებია. შესაბამისად, კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ინვესტიციები „წილობრივი ინსტრუმენტების“ მუხლში თავდაპირველად აღრიცხული 17 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში თანხა არ არის შეცვლილი იურიდიული პირების საქმიანობის წლიური ფინანსური შედეგების გათვალისწინებით. ასევე, მუხლი მოიცავს 13 ორგანიზაციის საწესდებო კაპიტალში შენატანებს 38.9 მლნ ლარის ოდენობით, რომლებიც გაუქმებულია ან ლიკვიდაციის პროცესშია. მერიას ფინანსურ ანგარიშგებაში „ძირითადი აქტივების“ მუხლში ერიცხება 14.5 მლნ ლარის ღირებულების მიწები, რომელთა იდენტიფიცირებას და არსებობის დადასტურებას მერია ვერ ახდენს. შესაბამისად, აუდიტის სამსახურმა ვერ მიიღო რწმუნება აღნიშნული თანხის სისწორეზე. ასევე, მერიას ფინანსურ ანგარიშგებაში „ძირითადი აქტივების“ მუხლში ერიცხება 12.3 მლნ ლარის ღირებულების მიწები, რომლებიც გაყიდულია წინა წლებში და ჰყავს კერძო მესაკუთრეები. შესაბამისად, არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის აქტივს. თბილისის განვითარების ფონდს ფინანსურ ანგარიშგებაში „დაუმთავრებელი მშენებლობის“ მუხლში ერიცხება 101 მლნ ლარი, რომელიც წარმოადგენს თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციის ღირებულებას. ობიექტებს რეაბილიტაცია ჩაუტარა ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდმა“. პროექტები დასრულებულია, თუმცა მერიაზე გადაცემული და ბალანსიდან მოხსნილი არ არის. შესაბამისად, „დაუმთავრებელი მშენებლობის“ მუხლში ირიცხება დასრულებული სამუშაოები. შედეგად, თბილისის განვითარების ფონდის „სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების“ მუხლი გაზრდილია 101 მლნ ლარით. მუნიციპალიტეტში 2024 წელს 20 ორგანიზაციას არ ჩაუტარებია აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია. შესაბამისად, არ განხორციელებულა აქტივების, ვალდებულებებისა და ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახული ფაქტობრივი ნაშთების დადგენა და ორგანიზაციის სააღრიცხვო მონაცემებთან შედარება, არ გაფორმებულა ურთიერთშედარების აქტები, ასევე არ ჩატარებულა დებიტორული დავალიანების რეალობის, ხანდაზმულობისა და ამოღების ალბათობის შესწავლის ღონისძიებები. შესაბამისობის აუდიტების შედეგები შესაბამისობის აუდიტის მიზანია დაადგინოს აუდიტის ობიექტის საქმიანობის შესაბამისობა კანონმდებლობასთან, მარეგულირებელ ნორმებთან, სახელშეკრულებო მოთხოვნებსა და ორგანიზაციულ პოლიტიკასთან მიმართებით. 2025 წელს აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული 29 შესაბამისობის აუდიტის ფარგლებში დაიფარა 3.2 მლრდ ლარი. აუდიტების შედეგად გამოვლენილი საკითხები შესაძლებელია დაჯგუფდეს 4 ძირითადი სისტემური მიმართულებით: 2025 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა 29 შესაბამისობის აუდიტი და დაფარა 3.2 მლრდ ლარი. 18 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესწავლის შედეგად ნაკლოვანებები გამოვლინდა შესყიდვების თითქმის ყველა ეტაპზე, როგორც საწყის − საჭიროებების იდენტიფიცირებისა და ბაზრის კვლევის, ასევე სატენდერო პროცედურების, ხელშეკრულებების მართვის, სამუშაოების ზედამხედველობისა და მიღება-ჩაბარების განხორციელების ეტაპებზე. აღნიშნული ხარვეზები წარმოშობს საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური, არაპროდუქტიული და არაეფექტიანი განკარგვის რისკებს. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ შესაბამისობის აუდიტი კორპორაციის მიერ არ ხორციელდება ფასთა გამოკითხვის შედეგად პოტენციური მიმწოდებლების მიერ მნიშვნელოვნად გაზრდილი ღირებულებებით წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვების სათანადო ანალიზი. ამასთანავე, სრულყოფილად არ არის შეფასებული სამუშაოების საკუთარი რესურსებით შესრულების შესაძლებლობა, რის შედეგადაც არსებობს ფულადი სახსრების არაეკონომიური ხარჯვის რისკი. ნავთობის გადატანისა და მომსახურე პერსონალის ტრანსპორტით უზრუნველყოფის მიზნით, კორპორაციის მიერ ფიზიკურ პირთან 2022-2023 წლებში გაფორმდა ავტოცისტერნებისა და მიკროავტობუსის დროებით სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულებები, ღირებულებით − 491.6 ათასი ლარი და 108.5 ათასი ლარი. ხელშეკრულებებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მომსახურება გაიწეოდა 2024 წელსაც, რაც ასევე დამატებით იქნა ანაზღაურებული. ანალიზით გამოვლინდა, რომ მიკროავტობუსებისა და ავტოცისტერნების დროებით სარგებლობისთვის ანაზღაურებული თანხა საკმარისი იქნებოდა ანალოგიური პარამეტრების მიკროავტობუსებისა და ავტოცისტერნების შესაძენად. ამასთანავე, შეძენილი აქტივის გამოყენებით შემდგომში შესაძლებელი იქნებოდა იმავე ან სხვა პროექტების ფარგლებში პერსონალისა და ფლუიდის ტრანსპორტირება კორპორაციის ძალებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავდა ანალოგიური მომსახურების შესყიდვების აუცილებლობას. შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ შესაბამისობის აუდიტი კომპანიის მიერ, ქალაქ ქუთაისში, ყოფილი საპარლამენტო კომპლექსის შენობებში განთავსებული აგრეგატების ტექნიკური შემოწმებისა და ტესტირების მომსახურების სამუშაოებთან დაკავშირებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვა ვერ უზრუნველყოფს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მოთხოვნას ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვასთან დაკავშირებით. სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 20.9 მლნ ლარს, ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ 12 პოზიციაზე განხორციელებული სარემონტო სამუშაოებისთვის კომპანიის მიერ არაეკონომიურად ანაზღაურებულია 1.3 მლნ ლარი. 19 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში კომპანიამ საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა განახორციელა სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის გვერდის ავლით. შრომითი ხელშეკრულებით დაიქირავა ფიზიკური პირი, რომლის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება, კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით, 25.5 ათას ლარს შეადგენდა. ა(ა)იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ შესაბამისობის აუდიტი ჰოლდინგის მიერ შესყიდულ11 იქნა მეორადი, არასათანადო მდგომარეობაში მყოფი მობილური პჯრ12 ლაბორატორია და მინიმალური დარჩენილი ვარგისიანობის ვადის მქონე COVID-19-ის სადიაგნოსტიკო ტესტები, რომელთა გამოყენებაც არ მომხდარა. ლაბორატორიის ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრისა და მისი მიღების ეტაპზე დარგის შესაბამისი სპეციალისტის დასკვნა არ იყო წარმოდგენილი. ამასთანავე, მიღებაჩაბარების აქტის გაფორმებისას ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი არ განხორციელებულა. აღნიშნულის შედეგად, 996.5 ათასი ლარის ხარჯი გაწეულია არარაციონალურად. ასევე, ჰოლდინგში არ იყო დანერგილი ეფექტიანი შიდა კონტროლის სისტემა, რაც მიუთითებდა ზედამხედველობის მექანიზმების ნაკლოვანებზე და ქმნიდა რესურსების არაეფექტიანი და არაეკონომიური გამოყენების რისკებს. მათ შორის, ჰოლდინგის სისტემაში შემავალი სამედიცინო დაწესებულებები, ხშირ შემთხვევაში სრულად არ იცავდნენ დადგენილ ისეთ მოთხოვნებს, როგორიცაა მაგალითად, 10 ათას ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო შესყიდვების ჰოლდინგთან შეთანხმება. ა(ა)იპ „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის“ შესაბამისობის აუდიტი საფეხბურთო მატჩების ვიდეორეფერის VAR სისტემით მომსახურების მიზნით, სათანადოდ არ იქნა გათვალისწინებული მიმწოდებელთან გაფორმებული წინარე ხელშეკრულების პირობები და ბაზრის კვლევის შედეგები. შესაბამისად, საფეხბურთო მატჩების ვიდეორეფერის სისტემით მომსახურებისთვის ზედმეტად გადახდილმა თანხამ შეადგინა 285 ათასი ლარი. სსიპ − სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის − „დელტას“ აქტივების მართვისა და შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი „დელტას“ მოქმედი შვილობილი კომპანიების ნაწილი აუდიტის პერიოდში არ იცავდა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებული ნორმატიული აქტების მოთხოვნებს იმ მოტივით, რომ მათი დამფუძნებელია არა სახელმწიფო, არამედ საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხოლო კანონის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება იმ საწარმოს სახსრებით, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო. შესაბამისად, რეგულირების მიღმა რჩება მათი სახსრების ხარჯვა, რაც წარმოშობს არაეკონომიურად და არამიზნობრივად განკარგვის რისკებს. 11 2021 წლის 13 სექტემბრის ხელშეკრულება. 12 პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია. 20 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შესაბამისობის აუდიტი ცესკოს მიერ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით, საარქივე/სასაწყობე ინფრასტრუქტურის მოწყობის დეტალური საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე სადემონტაჟო/სამშენებლო/სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვა ჩატარდა შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და კონცეპტუალური პროექტის შემუშავების მომსახურების შესყიდვის პროცედურების გარეშე, რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა შესყიდვის სავარაუდო ღირებულების არასწორად განსაზღვრასა და ეკონომიურობაზე. 2025 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა 3 უწყებათაშორისი შესაბამისობის აუდიტი, რომელთა ფარგლებშიც შესწავლილ იქნა ორგანიზაციების ადმინისტრაციული ხარჯები სახელმწიფოს ყველა დონეზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი გზების დეპარტამენტის მიერ შესყიდული 177 ათასი ლარის ღირებულების 21 საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია გამოუყენებელი დარჩა, რაც სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს და წარმოშობს საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანად განკარგვის რისკებს. ასევე, დეპარტამენტის მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, რიგ შემთხვევებში სათანადოდ არ ხორციელდებოდა ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი და გამოვლენილი ხარვეზების გამომწვევი მიზეზების შესწავლა, რის შედეგად იზრდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები და სამუშაოთა შეუსრულებლობის რისკი. შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ შესაბამისობის აუდიტი ნაგავსაყრელის პოლიგონის ტერიტორიაზე ღობისა და საპარკინგე ტერიტორიის მოწყობის სამუშაოების ღირებულება 600 ათასი ლარით განისაზღვრა. შესყიდვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებმა გამოიწვია საუკეთესო ფასის წარმომდგენი კვალიფიციური პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, რომლის სატენდერო წინადადებაც 91 ათასი ლარით ნაკლებია გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაზე. არასწორად შედგენილმა საპროექტო დოკუმენტაციამ 223.6 ათასი ლარით გაზარდა ტენდერის სავარაუდო ღირებულება, რამაც მიმწოდებელ კომპანიას საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე დამატებითი ფინანსური სარგებლის − 98.8 ათასი ლარის მიღების საშუალება მისცა. 21 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტის − „მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება“ − ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი შპს „ბათუმის წყლის“ მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო გამოყენებული მასალების ღირებულებიდან ტრანსპორტირების ხარჯის პროცენტულად დარიცხვა. შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის თანახმად, მიმწოდებელზე ტრანსპორტირებისათვის გადახდილია 370.4 ათასი ლარი. ინსპექტირების ანგარიშის მიხედვით დადგინდა, რომ ობიექტზე გაწეული ფაქტობრივი სატრანსპორტო ხარჯი შეადგენდა 133.9 ათას ლარს. შესაბამისად, მიმწოდებელზე ზედმეტად იქნა გადახდილი 236.5 ათასი ლარი, რომელიც აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში დაქვითულია მიმწოდებლისათვის გადასახდელი თანხიდან. დუშეთის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი მუნიციპალიტეტმა 2022-2024 წლებში შეისყიდა 871.7 ათასი ლარის ღირებულების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის. აქედან, 230.7 ათასი ლარის ღირებულების 169 პროექტის გამოყენების მიზნით, მერიას 2023-2024 წლებში შესყიდვები არ განუხორციელებია, რომელთა ფარგლებში გათვალისწინებული იყო 31.1 მლნ ლარის სავარაუდო ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობა/რეაბილიტაცია. ამასთან გამოვლინდა, რომ შესყიდული დოკუმენტაციის ნაწილი შეიცავდა ხარვეზებს, რის გამოც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ხელშეკრულებებში ცვლილებები შედიოდა სისტემატურად. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი 200 ხელშეკრულებიდან 49 ხელშეკრულებაში შეტანილია 99 ცვლილება. აქედან, 21 ხელშეკრულება შეცვლილია ორჯერ და მეტჯერ. ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტების მართვაში არსებული სუსტი კონტროლის მექანიზმების გამო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, საერთო ღირებულებით − 271.9 ათასი ლარი, დაუსრულებელია. მუნიციპალიტეტს ხელშეკრულებების შეწყვეტისა და გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის დარიცხული 146.2 ათასი ლარის საჯარიმო თანხების მისაღებად, შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები არ განუხორციელებია. თელავის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი მუნიციპალიტეტმა ვერ დანერგა კონტროლის შესაფერისი მექანიზმები და პროცესები ვერ წარმართა იმგვარად, რომ მიეღო სათანადო ხარისხის ინფრასტრუქტურული პროექტები. შედეგად, მერიამ ჩაიბარა 16.9 მლნ ლარის ღირებულების ისეთი ობიექტები, რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებიდან მოკლე დროში ნაწილობრივ დაზიანდა და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. მუნიციპალიტეტმა არ დაადგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები და ზიანის აღმოსაფხვრელად არ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები პასუხისმგებელი პირების, შემსრულებელი კომპანიებისა და საზედამხედველო ორგანიზაციის მიმართ. 22 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში ახმეტის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი შესაფერისი კონტროლის მექანიზმების არარსებობის შედეგად, მუნიციპალიტეტის მერიამ ჩაიბარა 2.4 მლნ ლარის ღირებულების ისეთი ობიექტები, რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებიდან მოკლე დროში ნაწილობრივ დაზიანდა და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. მუნიციპალიტეტმა არ დაადგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები და ზიანის აღმოსაფხვრელად არ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები პასუხისმგებელი პირების, შემსრულებელი კომპანიებისა და საზედამხედველო ორგანიზაციის მიმართ. ასევე, 2023-2024 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას მუნიციპალიტეტმა 16 ხელშეკრულების ფარგლებში, სათანადო დასაბუთების გარეშე, მიწოდების ვადები გაზარდა 13-169 დღით. თუკი მუნიციპალიტეტი ვადებს დაუსაბუთებელი და არაობიექტური მიზეზებით არ გადასწევდა, მიმწოდებლებს ვადების დარღვევისათვის დაერიცხებოდათ 619.9 ათასი ლარის საჯარიმო თანხა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი მერიამ ქალაქ ბოლნისში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებში გადაიხადა 444.8 ათასი ლარი და გზის ნაწილი დაზიანებულია. გარდა ამისა, ხარვეზები გამოვლინდა 14 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ პროექტებზე, რომელთა ღირებულება 3.9 მლნ ლარია. კერძოდ, დაზიანებულია სპორტული მოედანი, სარიტუალო სახლი, სკვერი, გზა და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტები. აღსანიშნავია, რომ დათვალიერების მომენტისათვის ყველა ინფრასტრუქტურულ ობიექტს გააჩნდა მოქმედი საგარანტიო ვადა, რომლის ფარგლებშიც უნდა მომხდარიყო არსებული ნაკლოვანებების გამოსწორება. მერიამ ობიექტებზე არსებული დაზიანებების აღმოფხვრის მიზნით, 15-დან მხოლოდ ერთ შემთხვევაში მიმართა მიმწოდებლებს. მერია სათანადოდ არ აკონტროლებდა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცულობას და არ ატარებდა საკმარის ღონისძიებებს სამუშაოების დროულად დასასრულებლად. სამუშაოების დასრულების ვადები ზოგიერთ შემთხვევაში გაზრდილია დაუსაბუთებლად, რითაც შემსყიდველი ორგანიზაციისათვის პირობები გაუარესებულია. ამასთანავე, მერიამ არ გამოიყენა საჯარიმო სანქციები ხელშეკრულებების შეწყვეტისას. შესყიდვის პროცესის სათანადოდ წარმართვის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი პირგასამტეხლოს სახით მიიღებდა, მინიმუმ, 386.2 ათას ლარს. ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი მერიამ 2023 წელს შეისყიდა გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები, ღირებულებით − 105.1 ათასი ლარი. დათვალიერებით გამოვლინდა, რომ გზის ნაწილი დაზიანებულია. გარდა ამისა, ხარვეზები გამოვლინდა 6 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ პროექტებზე, რომელთა ღირებულება 879.4 ათასი ლარია. კერძოდ, დაზიანებულია გზები, საბავშვო სკვერი და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული 23 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში ობიექტები. აღსანიშნავია, რომ დათვალიერების მომენტისათვის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გააჩნდათ მოქმედი საგარანტიო ვადა, რომლის ფარგლებში უნდა მომხდარიყო არსებული ნაკლოვანებების გამოსწორება. მუნიციპალიტეტს 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით გამოუყენებელი ჰქონდა 20212022 წლებში შეძენილი 52.2 ათასი ლარის ღირებულების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც ითვალისწინებდა 30 ობიექტის მშენებლობა-რეაბილიტაციას, რაც არაეფექტიან ხარჯს წარმოადგენს. ასევე, მუნიციპალიტეტი 2023-2024 წლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში სათანადოდ არ აკონტროლებდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვას და არ ატარებდა საკმარის ღონისძიებებს სამუშაოების დროულად დასრულების უზრუნველსაყოფად. ზოგიერთ შემთხვევაში ხელშეკრულების პირობები და სამუშაოების დასრულების ვადები შეიცვალა ან გაიზარდა დაუსაბუთებლად, რის შედეგადაც გაუარესდა შემსყიდველი ორგანიზაციის პირობები. მუნიციპალიტეტმა საჯარიმო სანქციების სახით ვერ მიიღო, არანაკლებ, 216.1 ათასი ლარი. გორის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი მერიამ 2022-2024 წლებში შეისყიდა 1.1 მლნ ლარის ღირებულების საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობარეაბილიტაციისთვის. აქედან, 236.6 ათასი ლარის ღირებულების 35 პროექტის გამოყენების მიზნით, მერიას 2023-2024 წლებში შესყიდვები არ განუხორციელებია. აღნიშნული დოკუმენტაციით გათვალისწინებული იყო 33.9 მლნ ლარის სავარაუდო ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობა/რეაბილიტაცია. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ნაწილი შეიცავდა ხარვეზებს, რის გამოც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ხელშეკრულებებში ცვლილებები შედიოდა სისტემატურად. კერძოდ, 2023-2024 წლებში მოქმედი 204 ხელშეკრულებიდან 117 ხელშეკრულებაში შეტანილია 186 ცვლილება. აქედან, 47 ხელშეკრულება შეცვლილია ორჯერ და მეტჯერ. პროექტებსა და ხარჯთაღრიცხვებში არსებული ხარვეზების გამო იცვლებოდა სამუშაოების მოცულობები ან/და ემატებოდა ახალი სამუშაოები. აღნიშნული ხშირ შემთხვევაში იწვევდა სამუშაოების დასრულების ვადების გაზრდას. მაგალითად, 42 ხელშეკრულებაში მიწოდების ვადები 10-დან 215 დღემდე გაიზარდა. ხობის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების ადმინისტრირების პროცესში მერიამ არ გამოიყენა შესაბამისი მექანიზმები და ვერ უზრუნველყო სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული საჯარიმო თანხების ბიუჯეტში მობილიზება. შედეგად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო ჯამურად 544.3 ათასი ლარი. ამასთანავე, სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული წესით შესყიდვისას მუნიციპალიტეტმა არ დაიცვა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და 357.9 ათასი 24 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში ლარი მიმწოდებლებს აუნაზღაურა ფაქტობრივი დანახარჯების დათვლისა და დადასტურების გარეშე. აღნიშნული პრაქტიკა ქმნის საბიუჯეტო სახსრების ზედმეტად ანაზღაურების რისკს. 2025 წელს სამსახურმა ჩაატარა სახელმწიფო საწარმოების 7 ინდივიდუალური და 3 სისტემური შესაბამისობის აუდიტი, ასევე ერთი ეფექტიანობის აუდიტი. ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ტენდერების სათანადო დაგეგმვა-განხორციელებას, რის გამოც საჭირო გახდა 10 ტენდერის შეწყვეტა, სავარაუდო ღირებულებით − 36.3 მლნ ლარი. შეწყვეტის მიზეზების უმეტესობა ტექნიკური ხასიათისაა და ძირითადად სატენდერო დოკუმენტაციაში არსებულ მექანიკურ შეცდომებში გამოიხატება. ქალაქ ქობულეთში, ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის ტენდერში, რომლის სავარაუდო ღირებულება 5.2 მლნ ლარს შეადგენდა, სატენდერო დოკუმენტაციით პრეტენდენტს უნდა ჰქონოდა, არანაკლებ, 2 მლნ ლარის სამუშაოების შესრულების გამოცდილება. ერთ-ერთ პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია მიენიჭა იმ მოტივით, რომ მის მიერ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოები აღემატებოდა 2 მლნ ლარს, თუმცა ხელშეკრულება მოიცავდა 3 სხვადასხვა ლოკაციაზე შესრულებულ სამუშაოებს. შედეგად, გამარჯვებულად გამოვლინდა მეორე პრეტენდენტი, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება 5.4 მლნ ლარის ღირებულებით, რაც 181 ათასი ლარით აღემატებოდა დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის შეთავაზებულ ფასს. აღსანიშნავია, რომ შემდგომ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებებით, ღირებულება 5.8 მლნ ლარამდე გაიზარდა. სსიპ − აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს პროგრამების (ქვეპროგრამების) შესრულებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას 41 შემთხვევაში ბაზრის კვლევაში მონაწილეობდა ერთი პირი, რომლებთანაც შემდგომში გაფორმდა ხელშეკრულებები, ჯამურად 58.5 ათასი ლარის ღირებულებით: მათ შორის, სააგენტოს აპარატის პროგრამით − 11.4 ათასი ლარის 13 შესყიდვა; დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა მხარდაჭერის პროგრამით − 36.9 ათასი ლარის 26 შესყიდვა და დევნილთა მომსახურების ცენტრების პროგრამით − 10.2 ათასი ლარის 2 შესყიდვა. 25 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში აქტივების მართვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები აქტივების მართვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები მოიცავს აქტივების არაეფექტიან გამოყენებას, ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცედურებთან დაკავშირებულ დარღვევებს, ბიუჯეტში მიუმართავ სახსრებსა და სხვა შემთხვევებს. შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის” შესაბამისობის აუდიტი კომპანია 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფლობდა 13 იურიდიული პირის 100%-იან წილს, რომელთა შორის აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა 6 საწარმო. 2023-2024 წლებში კომპანიამ სხვადასხვა დანიშნულებით სახელმწიფოსგან მიიღო 124.8 მლნ ლარის ტრანსფერი, საიდანაც 80.2 მლნ ლარი გადარიცხულ იქნა შვილობილ კომპანიებში. აქტივების მართვის კომპანია არ არის ჩართული შვილობილი კომპანიების საქმიანობის შედეგების განხილვაში და სრულად არ ასრულებს მმართველობით ფუნქციას. კერძოდ, დანერგილი არ არის შვილობილი კომპანიების საქმიანობის შედეგების პერიოდული მიმოხილვის და შედეგების გათვალისწინებით ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკა. ასევე, აქტივების მართვის კომპანია არ აკონტროლებს გადარიცხული თანხების შვილობილი კომპანიების მიერ მიზნობრივად ათვისების საკითხს. აქტივების მართვის კომპანიას 2016-2024 წლებში 3 შვილობილ კომპანიაზე ჯამურად გაცემული აქვს 7.5 მლნ ლარის ოდენობის სესხი. 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „სამთომაშველზე“ გაცემული სესხის სრული თანხა 10 ათასი ლარი, ხოლო შპს „საქსპეცტრანსზე“ ჯამურად გაცემული 618.9 ათასი ლარიდან 531.5 ათასი ლარი (86%), ასევე ამ სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი, ჯამურად 512.3 ათასი ლარის ოდენობით, აქტივების მართვის კომპანიისთვის არ არის გადახდილი. შპს „საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნულ ცენტრთან“ გაფორმებული ოთხი სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული 6.9 მლნ ლარის სესხიდან დაფარულია მხოლოდ ერთის თანხის ნაწილი (1.8 მლნ ლარი). დანარჩენი სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში სესხის ძირი თანხა (5.1 მლნ ლარი) და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი (1.6 მლნ ლარი) შვილობილ კომპანიას არ დაუფარავს. ა(ა)იპ „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის“ შესაბამისობის აუდიტი 2022-2023 წლებში 6 საფეხბურთო კლუბს არ შეუსრულებია ა(ა)იპ „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. შედეგად, დებიტორულმა დავალიანებამ შეადგინა 610.1 ათასი ლარი, მათ შორის, არამიზნობრივად (იგულისხმება დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი) გახარჯულმა თანხამ − 266.7 ათასი ლარი. 26 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში სსიპ − სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის − „დელტას“ აქტივების მართვისა და შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „დელტას“ ბალანსზე „სხვა დანარჩენი მანქანადანადგარებისა და ინვენტარის“ ანგარიშზე ირიცხება 2016 და 2019 წლებში სასერვერო ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის გაწეული ხარჯი − 545.7 ათასი ლარის ოდენობით. აუდიტის მიმდინარეობისას, „დელტას“ შესაბამისი სპეციალისტების მიერ ვერ მოხერხდა ბალანსზე რიცხული აქტივების თითქმის ნახევრის იდენტიფიცირება. ასევე, „დელტას“ მიერ ქონების საწყობად გამოყენებული შენობის სახურავი დაზიანებულია და უხვი ნალექის დროს დიდი რაოდენობით ჩაედინება წყალი, რაც აზიანებს საწყობში განთავსებულ ნივთებს. ამდენად, ქონება ინახება შეუსაბამო პირობებში, რაც მისი ხარისხის გაუარესების ან საერთოდ მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი შეიძლება გახდეს. დუშეთის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი აუდიტის პერიოდში მუნიციპალიტეტში მოქმედებდა ქონების სარგებლობით გაცემის 27 ხელშეკრულება. განკარგული ობიექტებიდან, 8 შემთხვევაში ქონება გაცემულია პირდაპირი განკარგვის წესით და არ იყო გამოყენებული ელექტრონული აუქციონის ფორმა, რომლის დროსაც იზრდება ინფორმირებულ პირთა წრე და ვაჭრობის კონკურენტულ/გამჭვირვალე გარემოში წარმართვის შესაძლებლობა. მოქმედი საიჯარო ხელშეკრულებებიდან, მუნიციპალიტეტის მიერ 2 შემთხვევაში ქონება გაცემულია 2015 წელს. მიუხედავად იმისა, რომ გასულია 10 წელი, მუნიციპალიტეტს არ უმსჯელია იჯარით გაცემული ქონების საიჯარო ღირებულების გადახედვისა და საბაზრო ფასებთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ. ასევე, გადაუხდელი საიჯარო გადასახდელების სახით, მოიჯარეებს ერიცხებათ დავალიანება 244.4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის, 145.4 ათასი ლარის დავალიანების ამოღების მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ არ არის გატარებული შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები. გორის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და კერძო კომპანიას შორის 2010 წელს გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება 4,335 კვ.მ ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დროებით სარგებლობაში გადაცემაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2040 წლის 19 ოქტომბრამდე, ხოლო ქონების საიჯარო ფასი გათვალისწინებულ იქნა წლიურად 34.7 ათასი ლარი. მოიჯარე მიწის ნაკვეთებს გასცემს ქვეიჯარით. გამოთხოვილი ქვეიჯარის ხელშეკრულებების ანალიზით გაირკვა, რომ ქვეიჯარით სულ გაცემულია 679 კვ.მ ფართი, საიდანაც წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი შეადგენს 134.3 ათას ლარს. შედეგად, მოიჯარე ფართის ნაწილის გაქირავებიდან იღებს 4-ჯერ მეტ შემოსავალს, ვიდრე გადახდილი აქვს მერიისთვის, რაც საიჯარო ფართის არასათანადო შეფასებაზე მიუთითებს. 27 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში თელავის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 36 ერთეული სასოფლო და არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით სარგებლობენ არაუფლებამოსილი პირები. მაგალითად, სოფელ გულგულაში 69.8 ათასი კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა დამუშავებულია ისე, რომ მოსარგებლესთან ხელშეკრულება ქონების გამოყენების უფლების გადაცემის შესახებ არ გაფორმებულა. უნებართვოდ დაკავებული მიწების საერთო ფართობი ჯამში 927.3 ათასი კვ.მ-ია. მუნიციპალიტეტი წელიწადში კარგავს, მინიმუმ, 39 ათასი ლარის ოდენობის შემოსავალს საიჯარო ქირის სახით. თიანეთის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი მუნიციპალიტეტს 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ბალანსზე ერიცხება 37 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, საიდანაც გაუმართავია 20 ერთეული, ხოლო 2 ერთეული ავტომანქანის ადგილმდებარეობაზე მუნიციპალიტეტმა აუდიტის სამსახურს ინფორმაცია ვერ მიაწოდა. კერძოდ, 9 ერთეული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება წლების განმავლობაში გაუმართავია და არ გამოიყენება, 8 ერთეული სპეცტექნიკა გაუმართავია და წლების განმავლობაში დგას უმოქმედოდ, ხოლო 2 მიკროავტობუსი ექსპლუატაციისთვის გამოუსადეგარია და მათი გამოყენება შეუძლებელია. ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან საიჯარო ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე სათანადო მონიტორინგის დაუწესებლობისა და ხელშეკრულებებით განსაზღვრული უფლებამოსილებების არასრულად გამოყენების შედეგად, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საიჯარო გადასახადის დავალიანება 251.1 ათას ლარს, ხოლო გადაუხდელი პირგასამტეხლოს თანხა 157.2 ათას ლარს შეადგენდა. თანხის გადაუხდელობის პირობებში გრძელდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობა. ასევე, მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ხუთივე კომპანია ზარალიანია და ბიუჯეტიდან ფინანსდება. მოძველებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის არასათანადო წარმართვის შედეგად, ადგილი აქვს მნიშვნელოვანი რესურსების არასათანადო გამოყენების, შემოსავლების მიუღებლობისა და არაეფექტიანი ხარჯვის ფაქტებს. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის მიერ არ არის შემუშავებული კონტროლის რაიმე სახის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა საწარმოთა საქმიანობის ზედამხედველობას. ახმეტის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 2022 წელს მერიამ ელექტრონული აუქციონით სარგებლობის უფლებით გასცა 18 ერთეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ჯამში − 510 ჰა), წლიური საიჯარო საფასურით − 185.7 ათასი ლარი. ხელშეკრულებების მოქმედების ვადები შეადგენდა 2 წელს. მოიჯარე ხელშეკრულებების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში სარგებლობის საფასურს არ იხდიდა. მიუხედავად ამისა, მერიას მის 28 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მიმართ ქმედითი ღონისძიებები არ განუხორციელებია და შემოიფარგლა მხოლოდ წერილობითი გაფრთხილებებით. ამ პერიოდისათვის გადაუხდელმა სარგებლობის საფასურმა და დარიცხულმა საურავმა, ჯამში 396.6 ათასი ლარი შეადგინა. იჯარის ხელშეკრულებების ვადის ამოწურვის შემდეგ, მუნიციპალიტეტმა საიჯარო დავალიანების დაფარვასა და ქონების შემდგომ განკარგვასთან დაკავშირებით დროული და სათანადო ღონისძიებები არ გაატარა. ასევე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 23 ერთეული მიწის ნაკვეთით (საერთო ფართობით − 290 ჰა) სარგებლობს სხვადასხვა პირი. მათ მუნიციპალური ქონებით სარგებლობაზე მერიასთან შესაბამისი ხელშეკრულებები არ აქვთ გაფორმებული. სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაკავებული მიწები გამოყენებულია ერთწლიანი ნარგავებისთვის, შენობა-ნაგებობის განსათავსებლად და ა.შ., ხოლო სარგებლობის შესაბამისი საფასური ადგილობრივ ბიუჯეტში არ მიიმართება. ხობის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 2022-2023 წლებში მუნიციპალიტეტმა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებისათვის შეიძინა სამშენებლო მასალები, ღირებულებით − 209.2 ათასი ლარი. მასალები გადაეცა 89 მოსახლეს, რომელთაც საკუთარი ძალებით უნდა აღმოეფხვრათ საცხოვრებელ სახლებზე არსებული დაზიანებები. მუნიციპალიტეტმა სამშენებლო მასალების განკარგვა გადაწყვიტა ისე, რომ არ გაითვალისწინა მოსახლეობის ცოდნაგამოცდილება და ფინანსური შესაძლებლობა მასალების გამოყენებასთან დაკავშირებით. შედეგად, 57 ათასი ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა დასაწყობებულია 28 მოსახლესთან და გამოუყენებელია. გარდა ამისა, მოსახლეობასთან დასაწყობებულია 2022 წელს იმავე პროგრამით შეძენილი 27.1 ათასი ლარის ღირებულების მასალები. საერთო ჯამში 84.1 ათასი ლარი დახარჯულია არაეფექტიანად და სრულად არ არის მიღწეული პროგრამებით გათვალისწინებული მიზნები. შპს „სამედიცინო ცენტრ „დიომედი +”-ის შემოსავლების, ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა, მიღება-ხარჯვისა და გამოყენების შესაბამისობის აუდიტი აუდიტის ფარგლებში გამოვლინდა, რომ სამედიცინო ცენტრს აღრიცხვაში არ აქვს ასახული მნიშვნელოვანი მოცულობის აქტივები: ძირითად აქტივებად არ არის აღრიცხული 2022 წელს უზურფუქტით მიღებული შენობა-ნაგებობები, რომელთა ჯამურმა შეფასებულმა ღირებულებამ 456.6 ათასი ლარი შეადგინა. ძირითადი საშუალებების საინვენტარო აღწერის შედეგებით გამოვლინდა 11,091 ერთეული აქტივის ზედმეტობა; ორგანიზაციის ბალანსზე ირიცხება 17.9 ათასი ლარის საბალანსო ღირებულების სხვადასხვა ინვენტარი, რომლებიც ფიზიკურად არსებობს, თუმცა წლებია არ გამოიყენება და გამოუსადეგარია. 29 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში საბიუჯეტო რესურსის მართვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები უკავშირდება ცალკეული საჯარო უწყებების მიერ ბიუჯეტის არარაციონალურად და არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევებს, ასევე ბიუჯეტის დაგეგმვასა და შესრულებასთან დაკავშირებულ ხარვეზებს. შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ შესაბამისობის აუდიტი აუდიტის პერიოდში ხელშეკრულებით ერთდროულად დასაქმებული იყვნენ კომპანიის დირექტორის მრჩევლები (2023 წელს − 10, 2024 წელს − 9), სხვადასხვა მიმართულებით (ეკონომიკური, იურიდიული, ადმინისტრაციული, პრივატიზება, იჯარით გაცემა, ხარისხის მართვა, შესყიდვები და სხვ.). მრჩევლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების უმეტესობა არ შეიცავს ინფორმაციას მათი კონკრეტული ფუნქცია-მოვალეობების შესახებ. ამასთანავე, კომპანიის ორგანიზაციულ სტრუქტურაში ფუნქციონირებს ზემოაღნიშნული მიმართულებების შესაბამისი სამსახურები/განყოფილებები. 2023-2024 წლებში დირექტორის მრჩევლებზე გაწეულმა შრომის ანაზღაურების ხარჯმა 913.3 ათასი ლარი შეადგინა. კომპანიამ ძირითადად ვერ წარმოადგინა დირექტორის მრჩევლების მიერ შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ასევე, აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 2023-2024 წლებში, აქტივების მართვის კომპანიაში დასაქმებულ 23 თანამშრომელს სხვადასხვა პერიოდში, ჯამში 662 სამუშაო დღით, გადაკვეთილი ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ამ პერიოდში არცერთი მათგანი არ სარგებლობდა შვებულებით ან სამსახურებრივი მივლინებით. მიუხედავად აღნიშნულისა, გაცდენილი პერიოდი მათ ჩაეთვალათ ნამუშევარ დროდ და გაიცა შრომის ანაზღაურება, ჯამურად 69.2 ათასი ლარი. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ შესაბამისობის აუდიტი კორპორაციაში არ არის დანერგილი სისტემა, სადაც განსაზღვრული იქნებოდა თანამშრომელთა წახალისების კონკრეტული კრიტერიუმები. შედეგად, 2022-2023 წლებში 6 შემთხვევაში გაცემული პრემიები, ჯამური ოდენობით 7.2 მლნ ლარი, არ არის საკმარისად დასაბუთებული, პრემირების საფუძვლებში არ ჩანს კონკრეტული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოები და პრემიის გაცემის მოტივები. ასევე, კორპორაცია 2022-2023 წლებში განიცდიდა ფულადი სახსრების ნაკლებობას, რის შესავსებად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღო 230 მლნ ლარის ოდენობის სესხი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ დაფინანსებულია 822.5 ათასი ლარის ოდენობის სხვადასხვა არაპროფილური ხარჯი. საჯარო უწყებებში მივლინებების მართვის შესაბამისობის აუდიტი ქვეყნის შიგნით განხორციელებული მივლინებების ფარგლებში, სასტუმროში განთავსების მარეგულირებელი ჩარჩო არ არის დადგენილი. შედეგად, საჯარო უწყებებს 30 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში არ გააჩნიათ მკაფიო საორიენტაციო სტანდარტები განთავსების ხარჯების გონივრული ფარგლების განსაზღვრისთვის. ასევე, საჯარო უწყებებში ავიაბილეთების შესყიდვის პროცესი არ რეგულირდება ნორმატიული აქტით და თითოეულ უწყებაში დანერგილია საკუთარი შიდა პროცედურები, რაც წარმოშობს არასისტემურ მიდგომებს. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების შრომის ანაზღაურებისა და საწვავის ხარჯების შესაბამისობის აუდიტი სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი 2023-2024 წლებში საკონსულტაციო საბჭოს მიერ ჩატარებული სხდომების შესაბამისი ოქმები, რომლებითაც დადასტურდებოდა საბჭოს მიერ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება. ამ პერიოდში საბჭოს 8 წევრსა და აღმასრულებელ მდივანზე შრომის ანაზღაურების სახით გაიცა 383.8 ათასი ლარი. სს „საქართველოს რკინიგზის“ სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულ 16 მრჩეველ-კონსულტანტზე, 2023-2024 წლებში შრომის ანაზღაურების სახით გაიცა 1 მლნ ლარი, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ დასაქმებულ 4 მრჩეველსა და ერთ კონსულტანტზე − 413.1 ათასი ლარი, ხოლო შპს „საქართველოს ფოსტაში“ დასაქმებულ 3 მრჩეველზე − 273.7 ათასი ლარი. კომპანიების მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია მათ მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ. 2023-2024 წლებში სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებული ზოგიერთი თანამშრომელი იმყოფებოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ეს დრო მათ ჩაეთვალათ ნამუშევრად, თუმცა ვერ იქნა წარმოდგენილი სამსახურებრივი მივლინების, დისტანციურად სამუშაოს შესრულების უფლებამოსილების, შვებულებით სარგებლობის და სხვა შესაფერისი დოკუმენტაცია, რაც შრომის ანაზღაურების პროცესში არსებულ კონტროლის სისუსტეებზე მიუთითებს. გორის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი საბიუჯეტო პარამეტრების არასათანადო დაგეგმვისა და შესრულების გამო, მუნიციპალიტეტი ფლობდა მნიშვნელოვანი მოცულობის საბიუჯეტო ნაშთებს. კერძოდ, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს ნაშთის სახით ერიცხებოდა 8.8 მლნ ლარი, ხოლო 2024 წლის ბოლოს − 8.3 მლნ ლარი ლარი. 2023-2024 წლებში მუნიციპალიტეტმა კონკრეტული პროგრამის განხორციელების მიზნით ხელშეკრულებები გააფორმა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან. ხელშეკრულებების შესრულების საკასო ხარჯმა 99.2 ათასი ლარი შეადგინა. პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები უნდა ყოფილიყვნენ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, არანაკლებ 1,000 პირი. აღსანიშნავია, რომ დახარჯული თანხიდან წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ შრომის ანაზღაურებაზე მიიმართა 82.8 ათასი ლარი (83%), სხვადასხვა მიმდინარე ხარჯებზე − 11.6 ათასი ლარი, ხოლო ბენეფიციარების მხარდაჭერაზე − 4.8 ათასი ლარი. 31 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში დუშეთის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 2023-2024 წლებში მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო 99.6 ათასი ლარის ოდენობის დასუფთავების მოსაკრებელი. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ბოლოს, სულ დაგროვილი გადაუხდელი მოსაკრებლის დავალიანება 514.5 ათას ლარს შეადგენდა. 2023-2024 წლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში რიგი სამუშაოები ვერ განხორციელდა, რამაც გავლენა იქონია თანხების ათვისებაზე. კერძოდ, 2023 წელს გამოყოფილი 2.8 მლნ ლარი სრულად ვერ იქნა ათვისებული და წლის ბოლოს მუნიციპალიტეტს ნაშთად ერიცხებოდა 666.1 ათასი ლარი (მიღებული დაფინანსების 24%); 2024 წელს გამოყოფილი 2.8 მლნ ლარიდან წლის ბოლოს მუნიციპალიტეტს ნაშთად დარჩა 777.7 ათასი ლარი (მიღებული დაფინანსების 28%). გარდა აღნიშნულისა, მუნიციპალიტეტს 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა 2019-2023 წლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიღებული თანხების ნაშთი 238.7 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც ვერ იქნა ათვისებული შესაბამის პერიოდებში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებსა და მივლინებებზე გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში 2023-2024 წლებში მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადების და სამსახურის დატოვების ელექტრონული აღრიცხვის სისტემა ტექნიკური გაუმართაობის გამო შეფერხებებით ფუნქციონირებდა. 2023 წელს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული 18 პირიდან ელექტრონული აღრიცხვით სარგებლობდა მხოლოდ 2, ხოლო 2024 წელს 25 პირიდან − 3. 2023-2024 წლებში ფაქტობრივი სამუშაო დროის აღრიცხვის გარეშე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე გაცემულია შრომის ანაზღაურება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის აპარატის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატისა და განათლებისა და კულტურის სამინისტროს აპარატის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ ზოგიერთ პირს არ წარმოუდგენია შესრულებული სამუშაოების ანგარიშები. 2023-2024 წლებში მათზე გაწეულმა შრომის ანაზღაურების ხარჯმა ჯამურად 647.1 ათასი ლარი შეადგინა. ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები უკავშირდება საჯარო უწყებებში გაუმართავი სტრატეგიული და ოპერაციული დაგეგმვის ჩარჩოს არსებობას, 32 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში არაეფექტიანი ორგანიზაციული მართვის პრაქტიკას, ფორმალური პროცედურების არარსებობას, ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ ხარვეზებსა და სხვ. შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ შესაბამისობის აუდიტი აქტივების მართვის კომპანიამ 2023-2024 წლებში სახელმწიფო აქტივების იჯარით გაცემიდან, პრივატიზებიდან და საბიუჯეტო სახსრების საბანკო ანგარიშებზე განთავსებიდან საპროცენტო სარგებლის სახით, ჯამურად მიიღო 19.7 მლნ ლარის შემოსავალი. მოცემული საანგარიშო პერიოდი კომპანიამ დაასრულა ფინანსური ზარალით, რამაც ჯამში 17 მლნ ლარი შეადგინა. აუდიტის პერიოდში აქტივების მართვის კომპანიას პარტნიორისათვის დივიდენდები არ გადაუხდია, თუმცა პერიოდულად, საკუთარი სახსრებით მონაწილეობდა სხვადასხვა სახელმწიფო პროექტების განხორციელებაში. კომპანია ფლობს 113.2 მლნ ლარის ღირებულების საინვესტიციო ქონებას. მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები ახორციელებენ კომპანიის საკუთრებაში არსებულ, იჯარით გაცემული ქონების პერიოდულ მონიტორინგს, მათ შორის, ქონების მართლზომიერად სარგებლობაზე კონტროლს. 2023 წელს მონიტორინგს დაქვემდებარებული იყო 193 ერთეული, ხოლო 2024 წელს − 214 ერთეული აქტივი. კომპანიაში არ არის შემუშავებული და დანერგილი მონიტორინგის გეგმების შედგენის მეთოდოლოგია, სადაც გაწერილი იქნებოდა რისკებზე დაფუძნებული შერჩევის კრიტერიუმები. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ შესაბამისობის აუდიტი 2022-2023 წლებში კორპორაციამ ვერ უზრუნველყო ბიზნესგეგმების ეკონომიკის სამინისტროსთვის საანგარიშგებო წლის დაწყებამდე დროული წარდგენა, ხოლო ხარჯები ხორციელდებოდა პარტნიორთან შეუთანხმებლად და დამტკიცებული ბიუჯეტის გარეშე. კორპორაციის საშტატო განრიგისა და დარიცხვის უწყისებით, დეპარტამენტებში ერთსა და იმავე პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომლებზე განსაზღვრულია განსხვავებული სახელფასო განაკვეთები, მაშინ როდესაც სამუშაო აღწერილობების მიხედვით შესასრულებელი სამუშაოები სხვადასხვა თანამშრომლისათვის იდენტურია. ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვრებოდა დასაქმებულთა შესაბამისი უფლებამოვალეობები და შესასრულებელი სამუშაოები, თუმცა კომპანიის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შტატგარეშე თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც ქმნის აღნიშნული პროცესის გაუმჭვირვალობის რისკებს. სსიპ − სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის − „დელტას“ აქტივების მართვისა და შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი „დელტას“ არ აქვს დამტკიცებული განვითარების სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა (მიმდინარეობს დოკუმენტის შემუშავება), რის გამოც ვერ დგინდება კონკრეტულად რა ღონისძიებები იგეგმება არსებული რისკებისა და გამოწვევების საპასუხოდ. შესაბამისად, აუდიტის სამსახურისათვის შეუძლებელია მათ საჭიროებასა და მოსალოდ- 33 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში ნელ ეფექტიანობაზე მსჯელობა. ასევე, „დელტას“ შვილობილ კომპანიებთან დაკავშირებით გამოვლინდა, რომ არ არის შემუშავებული შვილობილი კომპანიების მართვის სტრატეგია, სამოქმედო გეგმა ან სხვა სახის ფორმალიზებული პროცესი; ზოგიერთ შემთხვევაში კომპანიის დაფუძნება ხორციელდება შესაბამისი დასაბუთებული ბიზნესგეგმის გარეშე და საჭირო რესურსების უქონლობის გამო ვერ ხერხდება საქმიანობის დაწყება; შვილობილი კომპანიების მართვისათვის ფორმალიზებული დოკუმენტი არ არის შემუშავებული. „დელტას“ დაქვემდებარებული 6 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ 2 წლის განმავლობაში 3 მლნ ლარზე ნაკლები თანხაა დახარჯული სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად, რაც არასაკმარისი ინვესტიციაა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის საჭირო აქტივების შესასყიდად. შედეგად, „დელტა“ სრულყოფილად ვერ იყენებს მის დაქვემდებარებაში არსებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების პოტენციალს. სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისობის აუდიტი საერთაშორისო სატვირთო და სამგზავრო ნებართვები გაიცა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებსაც სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში არ გაუმარჯვიათ. კერძოდ, აუდიტის ჯგუფის მიერ შესწავლილი ნებართვებიდან გამოვლინდა ასეთი 19 შემთხვევა. ამასთანავე, სააგენტოში არ არის დანერგილი ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა მრავალჯერადი ნებართვების გაცემას მხოლოდ კონკურსში გამარჯვებული პირებისთვის. სააგენტოს მიერ გასაცემი ნებართვების შესახებ ინფორმაცია ქვეყნების და სახეობების მიხედვით, არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი. აღნიშნულის გამო, შესაძლოა ნებართვის მაძიებლები აღმოჩნდნენ არათანაბარ პირობებში და დროულად ვერ მიიღონ სასურველი რაოდენობის ნებართვები. ამასთანავე, ხელმისაწვდომი ნებართვების შესახებ დეტალური ინფორმაციის არქონა შეიძლება ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდეს გადამზიდი კომპანიებისთვის, დაგეგმონ საკუთარი ეკონომიკური აქტივობა. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების შრომის ანაზღაურებისა და საწვავის ხარჯების შესაბამისობის აუდიტი სახელმწიფო საწარმოებში კანდიდატების მიღების მარეგულირებელი ერთიანი ნორმები საკანონმდებლო დონეზე არ არის განსაზღვრული. ამასთანავე, აუდიტის ფარგლებში შესწავლილ არცერთ საწარმოში არ იყო შიდა წესებით დარეგულირებული, რა შემთხვევებში მიიღებოდა პირი სამსახურში, კონკურსით თუ უკონკურსოდ. შესწავლილ ყველა სახელმწიფო საწარმოში ადგილი ჰქონდა შემთხვევებს, როდესაც თანამშრომლები ერთდროულად დასაქმებული იყვნენ ორ სხვადასხვა კომპანიაში სრულ განაკვეთზე და ხელშეკრულებების მიხედვით, განსხვავებული ფუნქციების შესრულება ევალებოდათ დროის ერთსა და იმავე პერიოდში, რაც ფაქტობრივად დადასტურებული 34 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში იყო სამუშაო დროის აღრიცხვის უწყისებით (ტაბელი). გონივრული თვალსაზრისით, ასეთი სახით სამუშაოების შესრულება შეუძლებელია. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ ავტობუსის მძღოლებთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, დასაქმებულთა სამუშაო და დასვენების დრო დამოკიდებული იყო შესაბამისი კატეგორიის ავტობუსის მუშაობის გრაფიკზე. 2023-2024 წლებში ავტობუსის მძღოლების უმრავლესობა კვირაში მუშაობდა 48 საათზე მეტს. აუდიტით გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც მძღოლების სამუშაო დღეებს/ცვლებს შორის უწყვეტი დასვენების ხანგრძლივობა 12 საათზე ნაკლებს შეადგენდა. შედეგად, კომპანიის მიერ არ იყო დაცული დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობისთვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, რაც ზრდის შრომის და მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შესაბამისობის აუდიტი ცესკოში აპარატის თანამშრომლებსა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე ხელფასის დარიცხვისას არ გამოიყენება პირველადი დოკუმენტი − ტაბელი ან/და ტურნიკეტის მონაცემები. ასევე, დადგენილი საწვავის ლიმიტების განსაზღვრის კრიტერიუმები და ოდენობა დოკუმენტურად არ არის განსაზღვრული. აღნიშნული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის სისუსტეზე მიუთითებს. დუშეთის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მართვის პროცესი ხარვეზებით ხასიათდება. კერძოდ, ზოგიერთ შემთხვევაში იურიდიულ პირებში დასაქმებულთა ფუნქცია-მოვალეობები გაურკვეველია, ვინაიდან არ არსებობდა შესაბამისი საქმიანობის შესრულების აუცილებლობა, ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. გარდა აღნიშნულისა, მუნიციპალიტეტი ფლობს 8 შპს-ს, რომლებიც არ წარადგენენ წლიურ ანგარიშებს, რომლებზე დაყრდნობითაც მუნიციპალიტეტმა უნდა განიხილოს მათი წლიური შედეგები და შეაფასოს განხორციელებული საქმიანობა. აღნიშნული მიუთითებს მუნიციპალიტეტის მხრიდან შესაბამისი კონტროლის მექანიზმების არ არსებობაზე. 2023-2024 წლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე, სხვადასხვა პირისათვის გადახდილია ჯამში 263.8 ათასი ლარი. წარმოდგენილი ინფორმაციით, წარმოებული სასამართლო დავები ძირითადად შეეხებოდა გაფორმებული შესყიდვის ხელშეკრულებების პირობების დარღვევას და შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებაზე უარს. მუნიციპალიტეტისათვის სასამართლო დავები დასრულდა უარყოფითი შედეგით და დაეკისრა მოსარჩელე მხარეების ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება. თიანეთის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის არსებული სისტემა გაუმართავია, რაც ვერ უზრუნველყოფს უკანონო მშენებლობების 35 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში დროულად გამოვლენას. კერძოდ, 2023-2024 წლებში მერიამ გამოავლინა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის მხოლოდ 12 შემთხვევა, მაშინ როდესაც, აუდიტის ჯგუფის მიერ შერჩეული 65 ობიექტიდან 61 საცხოვრებელ სახლსა და სასტუმროს ტიპის კომპლექსზე მშენებლობის ნებართვა არ იყო გაცემული. აქედან, 46 ვიზუალურად − ახალი აშენებული ნაგებობაა. მერიას არ გამოუვლენია აღნიშნული უნებართვო მშენებლობის ფაქტები და შესაბამისად, არ გაუტარებია კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. გორის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 2023-2024 წლებში გორის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებდა 12 ა(ა)იპ, რომელთა დაფინანსებაზე ბიუჯეტიდან გაცემულია 72.3 მლნ ლარი. ა(ა)იპ-ებში შესწავლილ პერიოდში დასაქმებული იყო 3,041-3,109 პირი. აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა ნაწილის ფუნქცია-მოვალეობები დუბლირებულია, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში მოვალეობები გაურკვეველია, ვინაიდან არ არსებობდა შესაბამისი საქმიანობის შესრულების აუცილებლობა. ამასთანავე, ვერ იქნა წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. მუნიციპალიტეტის „ერთჯერადი სოციალური დახმარების“ პროგრამის ფარგლებში 20232024 წლებში 777 ბენეფიციარზე გაცემულია 333.7 ათასი ლარი. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარზე 1,500 ლარამდე დახმარებას. ქვეპროგრამის ფარგლებში დადგენილია მხოლოდ გასაცემი თანხის მაქსიმალური ოდენობა, ხოლო შესაბამისი კრიტერიუმები განსაზღვრული არ არის. შედეგად, დახმარების მიმღებ პირებზე გასაცემი კონკრეტულ თანხის მოცულობას ადგენს მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი. ახმეტის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი მუნიციპალიტეტში არსებობს მოსახლეობის წყალმომარაგების მნიშვნელოვანი პრობლემები: სასმელი წყლის მიწოდებას ახორციელებს არალიცენზირებული პირი; მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი მიეწოდება შეფერხებით; მიწოდებული წყალი სათანადოდ არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საქმიანობა მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდებისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად არასაკმარისია. ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 2023-2024 წლებში მუნიციპალიტეტში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული იყო, საშუალოდ, 40-42 პირი, რომლებზეც გაცემულმა შრომის ანაზღაურების ჯამურმა ოდენობამ 1 მლნ ლარი შეადგინა. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული ზოგიერთი პირის ფუნქცია ძირითადად შტატით განსაზღვრული საჯარო მოხელეების მოვალეობების იდენტურია და არ წარმოადგენს დამხმარე ან არამუდმივ სამუშაოებს. ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა 2023 წელს – 30 ერთეულით, ხოლო 2024 წელს – 32 ერთეულით აღემატებოდა კანონმდებლობით დადგენილ ნორმას, რაც საკრებულოსთან არ შეთანხმებულა. 36 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 2023-2024 წლებში მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებდა 13 ა(ა)იპ, რომლებზეც გაცემული სუბსიდიის ოდენობამ ჯამურად 6.6 მლნ ლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში ა(ა)იპებში დასაქმებული იყო 651-699 პირი. მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაფუძნებული სუბიექტების მართვის კუთხით სისტემური ხარვეზებით ხასიათდება, რაც გამოიხატება შემდეგ გარემოებებში: დაფუძნებულ სუბიექტებს არ აქვთ სათანადო ფუნქციური დატვირთვა; დაფუძნებული სუბიექტების მართვის პროცესში სახსრები არაეკონომიურად გამოიყენება; მუნიციპალიტეტში არსებობს საერთო მიზნების და ამოცანების მქონე ერთი და იმავე პროფილის რამდენიმე ა(ა)იპ, რომლებიც მომხმარებელს სთავაზობს ერთნაირ დარგობრივ მომსახურებას; დაფუძნებულ სუბიექტებში დასაქმებულთა რაოდენობა არ არის ოპტიმიზებული. ეფექტიანობის აუდიტების შედეგები აუდიტის სამსახურის პრიორიტეტული მიმართულებაა ეფექტიანობის აუდიტი, რომელიც უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია საჯარო უწყებების მიერ განხორციელებული პროგრამებით/ღონისძიებებით/პროექტებით მიღწეული შედეგებისა და ამ პროცესში საბიუჯეტო რესურსის გამოყენების ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის შესაფასებლად. ეფექტიანობის აუდიტის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულება ხელს უწყობს საჯარო მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებას. 2025 წელს სამსახურმა ჩაატარა 10 ეფექტიანობის აუდიტი, რაც ჯამური აუდიტების 23% ია. აუდიტის სამსახურმა 2025 წელს ჩაატარა 10 ეფექტიანობის აუდიტი, რომელთა ფარგლებშიც დაიფარა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, გარემოს დაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროები. 2025 წელს ჩატარებული ზოგიერთი ეფექტიანობის აუდიტის ფარგლებში გამოვლენილი მნიშვნელოვანი შედეგებია: აუდიტის დასახელება: საარსებო შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი ბენეფიციარების სოციალურ დახმარებებზე დამოკიდებულების შემცირების (შემდგომი რეაგირების) ეფექტიანობის აუდიტი სახელმწიფო სექტორი: სოციალური დაცვა აუდიტის პერიოდი: 2023-2025 წლები აუდიტის ობიექტები: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტო 37 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში აუდიტის მიზანს წარმოადგენდა, შეესწავლა, რამდენად უწყობს ხელს საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახთა მიმართ გატარებული სოციალური დახმარების ღონისძიებები შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი პირების ფორმალურ შრომის ბაზარზე დასაქმებასა და ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევას. აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი მიგნებების მოკლე აღწერა მიგნება: შრომისუნარიანი ბენეფიციარების დასაქმების სტიმულირების მექანიზმების დანერგვის პროცესში მარეგულირებელი ნორმები ხშირად იცვლებოდა. კერძოდ, საარსებო შემწეობის სისტემაში, 2022 წლიდან შემოღებულ იქნა ძლიერი სტიმული სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების შრომის ბაზარზე აქტივაციისთვის - 4წლიანი საშეღავათო პერიოდი.13 აუდიტის პერიოდში 4-წლიანი საშეღავათო პერიოდის მექანიზმის მოქმედების პირობები რამდენჯერმე შეიცვალა.14 რეფორმისა და მის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ პოტენციური ბენეფიციარების დაბალი ინფორმირებულობა შესაძლოა გამხდარიყო საშეღავათო პირობებით სარგებლობის ეფექტიანობაზე უარყოფითად მოქმედი ერთ-ერთი ფაქტორი. კერძოდ, 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, რეფორმის უშუალო სამიზნე ჯგუფის მხოლოდ 13%-მა (დაახლოებით, 33 ათასი პირი) შეძლო ფორმალურ შრომის ბაზარზე ჩართვა. რეკომენდაცია: შრომისუნარიანი ბენეფიციარების დასაქმების ხელშეწყობის პროცესის თანმიმდევრულობისა და სისტემის მიმართ ნდობის ამაღლების მიზნით, სამინისტრომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს სოციალური დახმარებიდან დასაქმებაზე გადასვლის გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის/პოლიტიკის დოკუმენტი და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს დასაქმების სტიმულირების მექანიზმების განვითარების ერთიან ჩარჩოს და უზრუნველყოფს განჭვრეტადი გარემოს შექმნას. ასევე, სამინისტრომ ახალი ინსტრუმენტების დანერგვისას გაითვალისწინოს პროაქტიული საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავების საკითხი, რაც უზრუნველყოფს ბენეფიციართა დროულ და სრულყოფილ ინფორმირებას მოსალოდნელი სიახლეების შესახებ. 13 საშეღავათო პირობებით სარგებლობის შემთხვევაში ოჯახს ოთხი წლის განმავლობაში უნარჩუნდებოდა საარსებო შემწეობა და არ ექვემდებარებოდა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებას. ეს მიდგომა მიზნად ისახავდა შრომის ბაზარზე აქტივაციის ხელშეწყობას, რათა დახმარების შეწყვეტის რისკს არ შეეფერხებინა ბენეფიციარის მიერ მუშაობის დაწყების პროცესი. 14 2022–2023 წლებში მოქმედი მექანიზმის ფარგლებში, ბენეფიციარი არ კარგავდა საშეღავათო პირობებით სარგებლობის უფლებას, თუ იგი დროებით კვლავ დაუსაქმებელი დარჩებოდა. 2024-2025 წლებში ამოქმედებული რეგულაციით კი წესი შეიცვალა: 4 თვეზე მეტხანს დაუსაქმებლობის შემთხვევაში, საშეღავათო პირობებით სარგებლობის უფლება უქმდებოდა. შედეგად, ოჯახი შესაძლოა დაქვემდებარებოდა ხელახალ გადამოწმებას და დადგენილ ზღვარზე მაღალი სარეიტინგო ქულის მინიჭების (სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების) შემთხვევაში, დაეკარგა საარსებო შემწეობა. 38 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მიგნება: საარსებო შემწეობის მოქმედი სისტემის დიზაინი ვერ უზრუნველყოფს შრომისუნარიანი ბენეფიციარების ეფექტიან დაკავშირებას შრომის ბაზართან. აუდიტის ფარგლებში გამოვლინდა, რომ სისტემა ვერ ახერხებს დასაქმების სურვილისა და პოტენციალის მქონე პირების დიფერენცირებას და არ მოიცავს პროაქტიული დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტს. შედეგად, საარსებო შემწეობის სისტემაში არსებული მექანიზმები არასაკმარისია ბენეფიციარების შრომის ბაზარზე ინტეგრირებისა და სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებულების შესამცირებლად. რეკომენდაცია: სოციალური დაცვისა და დასაქმების სისტემების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტრომ ჩამოაყალიბოს სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის კოორდინაციის მექანიზმი, სადაც მკაფიოდ გადანაწილდება პასუხისმგებლობები ბენეფიციარის აქტივაციის პროცესში. ამასთანავე, სამინისტრომ დასაქმების მხარდაჭერის მექანიზმებში გაითვალისწინოს პროაქტიული დასაქმების ხელშეწყობა, რაც მოიცავს ბენეფიციარებისთვის ინდივიდუალური შეთავაზებების გაკეთებას. აუდიტის დასახელება: დასაქმების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტი სახელმწიფო სექტორი: სოციალური დაცვა აუდიტის პერიოდი: 2022-2025 წლები აუდიტის ობიექტი: სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა სააგენტოს მიერ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის, დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარებისა და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები. აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი მიგნებების მოკლე აღწერა მიგნება: Worknet არის შრომის ბაზრის ციფრული სისტემა, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას სამუშაოს მაძიებლების, დამსაქმებლებისა და დასაქმების სახელმწიფო პროგრამების შესახებ. Worknet 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მისი ძირითადი მიზანია დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებლების დაკავშირების გზით დასაქმების პროცესის ხელშეწყობა. Worknet-ში რეგისტრირებული პირების 86%-ს უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში არ მიუღია სააგენტოს მიერ შეთავაზებული სერვისები,15 ხოლო მათი ვაკანსიის შეთავაზება და დამსაქმებელთან გაგზავნა, მომზადება-გადამზადების კურსებზე რეგისტრაცია/გადამისამართება, კარიერული კონსულტაცია, ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავება, მხარდაჭერითი დასაქმება (შშმპ, სსმპ და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დასაქმება). 15 39 2025 წლის საქმიანობის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახური კუთვნილი ანგარიშების 79% არ განახლებულა,16 სულ მცირე, 10 წლის განმავლობაში. შედეგად, სააგენტოს შესაძლოა არ ჰქონდეს სანდო ინფორმაცია პოტენციური მომხმარებლების რეალური რაოდენობის შესახებ. მონაცემები არ არის პერიოდულად განახლებადი, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს როგორც საქმიანობის დაგეგმვის, ასევე ადამიანური რესურსების ოპტიმალური განაწილების შესაძლებლობას. დიაგრამა 4. სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაციის დინამიკა წლების მიხედვით. 113,574 91,910 65,973 31,611 36,577 23,940 10,160 13,048 977 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 2021 18,217 8,399 6,671 2022 2023 2024 3,497 2025 რეკომენდაცია: სამუშაოს მაძიებელთა რეალური სიმრავლის იდენტიფიცირებისა და მათ შესახებ სრული, ზუსტი და განახლებადი ინფორმაციის უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს სამუშაოს მაძიებელთა მონაცემების მართვის (განახლების, წაშლის და დაარქივების) პერიოდულობა და კრიტერიუმები. მიგნება: კონსულტანტების დატვირთვა და მათი რეგიონული გადანაწილება ხორციელდება შესაბამისი დასაბუთების გარეშე და არ ეფუძნება რეალურ საჭიროებას. კერძოდ, დღიურ ჭრილში დატვირთვა ინდივიდუალურ კონსულტანტზე 0-დან 1 მომხმარებლამდეა. კონსულტანტების რაოდენობისა და მიმართვიანობის ურთიერთკავშირის ანალიზმა აჩვენა, რომ რიგ სერვისცენტრებში კონსულტანტი ემსახურება ყოველდღიურად, მინიმუმ, 1 მომხმარებელს, ხოლო გარკვეულ რეგიონებში − ერთ მომხმარებელს ყოველ 10 დღეში ერთხელ. რეკომენდაცია: კონსულტანტების დატვირთვის დისბალანსის შემცირებისა და რესურსების ეფექტიანი განაწილების მიზნით, სააგენტომ უზრუნველყოს კონსულტანტზე საშუალო დატვირთვის მიზნობრივი მაჩვენებლის დადგენა და მათი რეგიონული გადანაწილების გადახედვა. 16 აუდიტის ჯგუფმა სსიპ − ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოსგან გამოითხოვა ინფორმაცია ბაზაში არსებულ ბენეფიციართა ლოგების შესახებ, რომელთა სტატუსია „პროფილის შეცვლა ან შევსება“. 40 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში ცხრილი 1. რეგიონების მიხედვით კონსულტანტების დღიური დატვირთვა. აუდიტის დასახელება: განრიდება-მედიაციის პროგრამის ეფექტიანობის აუდიტი სახელმწიფო სექტორი: საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება აუდიტის პერიოდი: 2023-2024 წლები აუდიტის ობიექტები: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; სსიპ − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო. აუდიტის შედეგად შეფასდა, რამდენად უზრუნველყოფს განრიდება-მედიაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები დასახული მიზნის მიღწევას, ბენეფიციართა მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკის შემცირებას და მათ საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას. აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი მიგნებების მოკლე აღწერა მიგნება: განრიდება-მედიაციის პროცესის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც დამოუკიდებლად და ერთიანი ხედვით უნდა განსაზღვრავდეს ამ მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს, არ არის შემუშავებული. ცალკეული აქტივობები ფრაგმენტულად წარმოდგენილია ეროვნული, სექტორული დონის და სხვადასხვა ერთეულის/სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ პოლიტიკის დოკუმენტებში. 41 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში დღეს მოქმედი ორი მაღალი მნიშვნელობის პოლიტიკის დოკუმენტი მოიცავს მხოლოდ რამოდენიმე აქტივობას, რაც ვერ უზრუნველყოფს განრიდება-მედიაციის პროცესის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების სრულფასოვან დაფარვას, როგორებიცაა, სოციალური მუშაკების ჩართულობა, სარეაბილიტაციო პროგრამების ხელმისაწვდომობა და ფოკუსჯგუფებთან ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების ჩატარება. რეკომენდაცია: განრიდება-მედიაციის პროცესის მართვის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია შემუშავდეს პოლიტიკის დოკუმენტი, სადაც დეტალურად გაიწერება აქტივობები შესაბამისი ვადებით და შეფასების ინდიკატორებით, რაც სააგენტოს საშუალებას მისცემს ჩაატაროს აქტივობების განხორციელების პერიოდული მონიტორინგი. მიგნება: ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციით, აღდგენითი მართლმსაჯულების გამოყენება შესაძლებელია სისხლის სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით, აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპი გათვალისწინებულია განრიდება-მედიაციის პროცესში, თუმცა პროცესის მარეგულირებელ ნორმატიულ ჩარჩოს გააჩნია გარკვეული ხარვეზები, რაც აბრკოლებს აღდგენითი მართლმსაჯულების სრულყოფილ დანერგვას. კერძოდ, განრიდების პროცესის დაწყებაზე ან/და მედიაციაში მონაწილეობაზე დაზარალებულის მხრიდან უარის შემთხვევაში, მედიატორები წყვეტენ მასთან კომუნიკაციას. იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულმა ამის შემდგომ აზრი შეიცვალა და პროცესში ჩართვის სურვილი გამოხატა, არსებული რეგულაცია არ ითვალისწინებს შესაბამის პროცედურებს. ასევე, მედიატორების მიერ არ ხორციელდება განრიდება-მედიაციის პროცესში დაზარალებულთა შესაბამის მხარდამჭერ პროგრამებზე გადამისამართება. რეკომენდაცია: იმ მიზნით, რომ გაიზარდოს განრიდების პროცესში მედიაციით დასრულებული საქმეების რაოდენობა, მნიშვნელოვანია, სააგენტომ, იუსტიციის სამინისტროსთან და პროკურატურასთან ერთობლივი კოორდინირებული მუშაობით, შეიმუშაოს და დანერგოს შესაბამისი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მედიატორის ვალდებულებას, შეინარჩუნოს პერიოდული კომუნიკაცია დაზარალებულთან. ამასთანავე, გაიზარდოს დაზარალებულთა ინფორმირებულობა მათთვის ხელმისაწვდომი მხარდამჭერი სერვისების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს დანაშაულის მსხვერპლთა საჭიროებების გათვალისწინებას და მათ შერიგების პროცესში ჩართულობას. მიგნება: ბენეფიციართათვის დანერგილი აქტივობები არ არის თანაბრად ხელმისაწვდომი ქვეყნის მასშტაბით. ამასთანავე, 2023-2024 წლებში სოციალური მუშაკი არ იყო ხელმისაწვდომი 12 მუნიციპალიტეტში. იმ რეგიონებში, სადაც არ არის ხელმისაწვდომი სოციალური მუშაკი, მათ ცვლიან პრობაციის ოფიცრები, რომლებიც ბენეფიციარებს ვერ აწვდიან სარეაბილიტაციო პროგრამებს. ასევე, გამოწვევას წარმოადგენს ბენეფიციარებისთვის პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა. სააგენტოს განმარტებით, 2021-2024 წლებში პროგრამაში ჩართვის მიზნით გაიგზავნა 184 ბენეფიციარის მონაცემი, მათ შორის, 10 განრიდებულის. სააგენტოს, 2021-2022 წლებში მემორანდუმის ფარგლებში, სერვისით სარგებლობის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 5 42 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში ბენეფიციარზე აქვს. მათივე განმარტებით, მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ძირითადად განპირობებულია შემდეგი გარემოებით: თუ კოლეჯის მიერ შეთავაზებული შესაბამისი პროგრამა ვერ გაივლის აკრედიტაციას ან ვერ ხერხდება საკმარისი რაოდენობით ჯგუფების დაკომპლექტება, შესაბამისი პროგრამა არ მიეწოდებათ ბენეფიციარებს. ბენეფიციართათვის სერვისების მიწოდების საინფორმაციო ბაზის მიხედვით, 2021-2024 წლებში პროფესიული განათლების პროგრამაში ჩართული იყო მხოლოდ 10 ბენეფიციარი, რომლებზეც პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ იქნა წარმოდგენილი. რეკომენდაცია: სერვისების მრავალფეროვნებისა და ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო თანაბარი ხელმისაწვდომობისათვის, მიზანშეწონილია სააგენტომ: სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, უზრუნველყოს კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოზიდვა და არსებული რესურსის მოტივაციის ამაღლება; იუსტიციის სამინისტროსთან კოორდინაციით, კერძო/საჯარო პარტნიორობის ფარგლებში გაზარდოს მოხალისეობრივი აქტივობების რაოდენობა/მრავალფეროვნება; გააფართოვოს პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა, რაც ხელს შეუწყობს ბენეფიციართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესს და საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას. 43 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში აუდიტის დასახელება: წითელი ნუსხით დაცული სახეობების აღდგენა-შენარჩუნების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების მართვის ეფექტიანობის აუდიტი სახელმწიფო სექტორი: გარემოს დაცვა აუდიტის პერიოდი: 2020-2024 წლები აუდიტის ობიექტები: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; სსიპ − ველური ბუნების ეროვნული სააგენტო; სსიპ − დაცული ტერიტორიების სააგენტო აუდიტის ფარგლებში შეფასდა საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობების მდგომარეობის გაუმჯობესების, მართვისა და აღდგენა-გამრავლების მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ − დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სსიპ − ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობა. აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი მიგნებების მოკლე აღწერა მიგნება: საქართველოში „წითელი ნუსხის“ განახლების მოქმედი წესი და პრაქტიკა სრულად არ შეესაბამება საერთაშორისო დონეზე დამკვიდრებულ კრიტერიუმებსა და კარგი პრაქტიკის პრინციპებს. არსებული პროცესის ძირითადი ნაწილი ორგანიზებულია მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ, ხოლო სამინისტროს როლი კოორდინაციით და დამტკიცებისთვის მომზადების ფუნქციებით შემოიფარგლება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამინისტროს, როგორც ბიომრავალფეროვნების დაცვის ეროვნულ პოლიტიკაზე პასუხისმგებელ უწყებას, წამყვანი მმართველობითი როლი სიის განახლების პროცესში არ აქვს. მეცნიერებათა აკადემიასა და სამინისტროს შორის არ არსებობს ფორმალურად დამტკიცებული თანამშრომლობის მექანიზმი ან პროცესის წარმართვის წესი, რომელიც განსაზღვრავდა სიის განახლების ეტაპებს, შეფასების კრიტერიუმებსა და მონაცემთა გადამოწმების პროცედურებს. რეკომენდაცია: უკეთეს საერთაშორისო პრაქტიკასთან თანხვედრის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტრომ განიხილოს „წითელი ნუსხის“ განახლების მოქმედი წესის მოდიფიცირების შესაძლებლობები. კერძოდ, „წითელი ნუსხის“ განახლების პროცესში სამინისტრომ შეასრულოს წამყვანი ფუნქცია, ხოლო თავად პროცესი წარიმართოს ამგვარი პროექტებისათვის აუცილებელი წინაპირობების უზრუნველყოფით, რომელიც მოიცავს: პროექტის ბიუჯეტის განსაზღვრას; პროცესში ჩართულ მხარეთა უფლება-მოვალეობების ფორმალიზაციას; მონაცემთა ხარისხის კონტროლს; სხვა აუცილებელ პროცედურებს. 44 2025 წლის საქმიანობის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიგნება: აუდიტის პერიოდში საქართველოში მოქმედი „წითელი ნუსხის“ განახლების პრაქტიკა ეროვნული შეფასების პროცესში წინასწარ მასშტაბს არ განსაზღვრავდა. სამინისტრო პრაქტიკაში იყენებდა მხოლოდ Guidelines for Using the IUCN Red List Categories and Criteria-ს, რომელიც აღწერს კონსერვაციული სტატუსის განსაზღვრის კრიტერიუმს. აღნიშნული სახელმძღვანელო გამოიყენება წითელი ნუსხის განახლების პროცესში შეგროვებული მონაცემების კლასიფიკაციის მიზნით და არ არეგულირებს განახლების პროცესის ორგანიზებასა და მართვას. შესაბამისად, საჭიროა არსებობდეს გეგმა/ეტაპობრივი სტრატეგია, რომელიც დაარეგულირებს ნუსხის გაფართოების და განახლების ნაბიჯებს. ეროვნული „წითელი ნუსხის“ პროექტებისთვის, IUCN-ის სახელმძღვანელოს მიხედვით, ხელმისაწვდომია შეფასების ოთხი ვარიანტი,17 რომელთა მასშტაბი და ხარისხი დამოკიდებულია კვლევითი რესურსების ხელმისაწვდომობაზე. მინიმალური რესურსების პირობებში განიხილება ვარიანტი 1, საშუალო დონისთვის ვარიანტი 2.1 და 2.2, ხოლო ვარიანტი 3 მოითხოვს მაქსიმალურ ფინანსურ და დროით რესურსს, თუმცა შედეგები შესაბამისად ფართომასშტაბიანია. ვარიანტი 2.1 IUCN-ის „წითელ ნუსხაზე" უკვე გამოქვეყნებულ შეფასებებს ემატება ახალი მონაცემები, აქცენტით ენდემურ და თითქმის ენდემურ სახეობებზე გლობალურ დონეზე. ვარიანტი 2.2 IUCN -ის „წითელ ნუსხაზე" არსებულ შეფასებებს ემატება ინფორმაცია ეროვნულ დონეზე სოციალურ-ეკონომიკურად მნიშვნელოვან სახეობებზე. ვარიანტი 1 გლობალური მასშტაბით ჩატარებული და გამოქვეყნებული IUCN-ის „წითელი ნუსხის“ შეფასებების გამოყენება. ვარიანტი 3 ყოვლისმომცველი შეფასებების ჩატარება რეკომენდებული ტაქსონომიური ჯგუფებისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ჯგუფების დამატება, როდესაც ხელმისაწვდომია შესაბამისი მონაცემები და ექსპერტული ცოდნა. რეკომენდაცია: „წითელი ნუსხის“ განახლების პროცესში სამინისტრომ, არსებული/ხელმისაწვდომი ფინანსური და სამეცნიერო-ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, შეარჩიოს „წითელი ნუსხის“ განახლების 4 მიღებული კონცეპტუალური მიდგომიდან მისთვის პრაქტიკული მიდგომა, რაც ხელს შეუწყობს რესურსების პროდუქტიულად გამოყენების მიზნით ამოცანების პრიორიტეტიზაციას. მიგნება: საქართველოში არსებული პრაქტიკით ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი არ არის განსაზღვრული ერთიანი სისტემით. სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო მონაცემებს აგროვებენ განსხვავებული მეთოდებით და არ არსებობს კოორდინირებული, ქვეყნის მასშტაბით ერთიანი მონიტორინგის მინიმალური სტანდარ17 Guidelines for Establishing a National Red List Programme, IUCN, გვ. 9. 45 2025 წლის საქმიანობის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახური ტი. შედეგად, პროცესი ფრაგმენტულია და არ ქმნის მონაცემთა ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობას. საერთაშორისო პრაქტიკაში მონაცემთა შეგროვება ხორციელდება წინასწარ განსაზღვრული პროტოკოლების, პასუხისმგებლობების მკაფიო გადანაწილებისა და ერთიანი სისტემების მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა ხარისხსა და სანდოობას. რეკომენდაცია: სამინისტრომ და დაცული ტერიტორიების სააგენტომ ერთობლივად შეიმუშაონ ინფორმაციის შეგროვების სისტემური მიდგომა/მოდელი, რომელიც უპასუხებს ბიომრავალფეროვნების შესახებ შეგროვებული ინფორმაციისთვის უკეთესი პრაქტიკით დადგენილ საბაზისო/მინიმალურ მოთხოვნებს და შეასრულებს მნიშვნელოვანი კომპონენტის/მდგენელის ფუნქციას „წითელი ნუსხის“ შემდგომი განახლების მიზნებისთვის. ტრანსპორტის სექტორში სათბურის აირების ემისიების შემცირებისთვის განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი აუდიტის დასახელება: სახელმწიფო სექტორი: გარემოს დაცვა აუდიტის პერიოდი: 2022-2024 წლები აუდიტის ობიექტები: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; საქართველოს მუნიციპალიტეტის მერია ფინანსთა სამინისტრო; ქალაქ თბილისის აუდიტის ფარგლებში შეფასდა, რამდენად მიაღწია სახელმწიფომ „პარიზის შეთანხმებისა“ და მდგრადი განვითარების მიზნების შესასრულებლად საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად, მთავრობის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმებით განსაზღვრულ მიზნებსა და ამოცანებს, სათბურის აირების ემისიის შესამცირებლად ტრანსპორტის სექტორში და რამდენად მოსალოდნელია საბოლოო შედეგების მიღწევა. აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი მიგნებების მოკლე აღწერა მიგნება: საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიით გათვალისწინებულია ტრანსპორტის სექტორში სათბურის აირების ემისიების 15%-ით შემცირება საბაზისო სცენარით გათვალისწინებულ პროგნოზებთან შედარებით. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, სტრატეგიის 2021-2023 და 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმებით განსაზღვრულია სხვადასხვა ამოცანა, აქტივობა და ინდიკატორი, რომლებიც მიზნად ისახავს დაბალემისიური ტრანსპორტის წახალისებას, წიაღისეულ საწვავზე მოთხოვნის შემცირებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და არამოტორიზებული მობილობის განვითარებას, ასევე, ინოვაციური ინიციატივების განხორციელებას. 46 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში აუდიტით გამოვლინდა, რომ სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული ზოგიერთი ღონისძიება შესრულდა. კერძოდ, შექმნილია თბილისის ურბანული მობილობის გეგმა, თბილისში დაემატა ელექტრომობილების დამტენი პუნქტები, გაიზარდა საპარკინგე ადგილების რაოდენობა, ნაწილობრივ განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკი და სხვ., თუმცა რიგ შემთხვევებში, სამოქმედო გეგმებში განსაზღვრული აქტივობები და ინდიკატორები მხოლოდ ნაწილობრივ უკავშირდება ემისიების რეალურ შემცირებას და მათი სრულად განხორციელების შემთხვევაშიც გამოწვევად რჩება 2030 წლისთვის დაგეგმილი მიზნის მიღწევა. რეკომენდაცია: ტრანსპორტის სექტორში სათბურის აირების ემისიების შემცირების მიზნების მისაღწევად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, შესაბამის პასუხისმგებელ სუბიექტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინირებული თანამშრომლობით, უზრუნველყოს კლიმატის ცვლილების სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის განახლებისთვის აუცილებელი ღონისძიებები იმგვარად, რომ გეგმით განსაზღვრული მიზნები, ამოცანები, აქტივობები და ინდიკატორები მკაფიოდ უკავშირდებოდეს ემისიების შემცირების საბოლოო სტრატეგიულ მიზანს, თითოეული აქტივობისთვის განსაზღვრული იყოს მისაღწევი შედეგი, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს ტრანსპორტის სექტორიდან ემისიების შემცირებაზე. ამასთანავე, სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული იყოს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული ტრანსპორტის სექტორიდან ემისიების შემცირებაზე მაღალი გავლენის მქონე ღონისძიებები. აუდიტის დასახელება: მყარი ნარჩენების მართვის ეფექტიანობის აუდიტი სახელმწიფო სექტორი: გარემოს დაცვა აუდიტის პერიოდი: 2023-2024 წლები აუდიტის ობიექტები: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; სსდ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი; სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტო; შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“; შპს „თბილსერვის ჯგუფი“ აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა, რამდენად უზრუნველყოფს საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემა ნაგავსაყრელების მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის პროცესების ეფექტიანობას, გარემოსა და საზოგადოებაზე ნეგატიური ზეგავლენის მინიმუმამდე შესამცირებლად. აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი მიგნებების მოკლე აღწერა მიგნება: ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმებით განსაზღვრული რეგიონული ნაგავსაყრელების მოწყობის პროცესი ვერ განხორციელდა 47 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში დაგეგმილი ვადებისა და მიზნების შესაბამისად. აუდიტის შედეგები აჩვენებს, რომ პროექტების შეფერხება და შეჩერება მნიშვნელოვნად განპირობებულია დაინტერესებული მხარეების ინფორმირებისა და ჩართულობის არასისტემური, დაგვიანებული და არასაკმარისი პრაქტიკით, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების არასათანადო ინსტიტუციური მხარდაჭერით. აღნიშნულმა გარემოებებმა შეაფერხა პროექტების განხორციელების პროცესი და გარემოსდაცვითი/სანიტარიული სტანდარტების გაუმჯობესება ნარჩენების მართვის სექტორში. რეკომენდაცია: შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმებით განსაზღვრული ამოცანების ეფექტიანად შესრულების მიზნით, შეიმუშაოს დაინტერესებული მხარეების ჩართულობის ერთიანი, სტრუქტურირებული და ქმედითი მექანიზმი ახალი ნაგავსაყრელების პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების ყველა ეტაპზე. მიგნება: ინერტული ნარჩენების მართვის სფეროში არ არის სათანადო სამართლებრივი და ორგანიზაციული სისტემა ქვეყნის მასშტაბით ინერტული ნარჩენების კონტროლირებადი, უსაფრთხო და ეფექტიანი მართვის უზრუნველსაყოფად. მიუხედავად იმისა, რომ ნარჩენების მართვის კოდექსი მუნიციპალიტეტებს აძლევს ინერტული ნარჩენების განთავსებისთვის სპეციალური ადგილების განსაზღვრის შესაძლებლობას შესაბამისი ნებართვების გარეშე (ამოვსების ოპერაციისთვის), აღნიშნული მექანიზმი არ არის გამყარებული გარემოსდაცვითი მოთხოვნებით, წინასწარი კვლევებითა და ეფექტიანი მონიტორინგის სისტემით. სპეციალიზებული ინფრასტრუქტურის სიმწირისა და მუნიციპალიტეტების განსხვავებული რესურსების პირობებში, ეს მიდგომა ვერ უზრუნველყოფს ინერტული ნარჩენების მართვის ერთგვაროვან და კოორდინირებულ პრაქტიკას. შედეგად, იზრდება ინერტული ნარჩენების არარეგულირებული განთავსების, გარემოს დაბინძურებისა და ინფრასტრუქტურული დაზიანებების რისკი. რეკომენდაცია: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან კოორდინაციით, უზრუნველყოს ისეთი მექანიზმის შემუშავება და დანერგვა, რომელიც განსაზღვრავს ამოვსების ოპერაციებისთვის ან მშენებლობის მიზნებისთვის ინერტული ნარჩენების განთავსების პირობებს, ადგილის შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცესში ჩართული სუბიექტების პასუხისმგებლობებს. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების მიერ ინერტული ნარჩენების კონტროლირებად და ერთგვაროვან მართვას ქვეყნის მასშტაბით. მიგნება: საქართველოში მოქმედი არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელებზე გარემოსდაცვითი პარამეტრების მონიტორინგი ხორციელდება არასრულყოფილად და ხარვეზებით. მონიტორინგის მოცულობა, სიხშირე, მეთოდოლოგია და ლაბორატორიული შესაძლებლობები ვერ უზრუნველყოფს ნაგავსაყრელების გარემოზე ზემოქმედების სათანადო შეფასებას. ამასთანავე, მონიტორინგის შედეგების სამინისტროსთვის სავალდებულო წარდგენის აღსრულებასთან დაკავშირებული გამოწვევები ზღუდავს სამინისტროს შესაძლებლობას − ეფექტიანად განახორციელოს ზედამხედველობა, დროუ- 48 2025 წლის საქმიანობის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახური ლად გამოავლინოს გარემოსდაცვითი დაფუძნებული პოლიტიკა. რისკები და დაგეგმოს მტკიცებულებებზე რეკომენდაცია: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშაოს ნაგავსაყრელების ოპერატორების მიერ მონიტორინგის შედეგებისა და გარემოსდაცვითი მონიტორინგის წლიური ანგარიშების სამინისტროსთვის სავალდებულო და სისტემური წარდგენის მექანიზმი, რაც უზრუნველყოფს სახელმწიფო კონტროლის ეფექტიან განხორციელებას და გამოვლენილ გარემოსდაცვით რისკებზე დროულ რეაგირებას. აუდიტის დასახელება: სახიფათო ნარჩენების მართვის ეფექტიანობის აუდიტი სახელმწიფო სექტორი: გარემოს დაცვა აუდიტის პერიოდი: 2022-2025 წლები აუდიტის ობიექტები: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; სსდ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი; სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტო აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა სახიფათო ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებული მიზნების მისაღწევად განხორციელებული სამუშაოები, განსაზღვრული ამოცანების შესრულების მდგომარეობა და მიღწეული პროგრესი. აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი მიგნებების მოკლე აღწერა მიგნება: ელექტრონული და ადმინისტრაციული პროცედურებით18 თვითგამოვლენის სისტემა ფარავს პოტენციურად სახიფათო ნარჩენების მქონე სუბიექტების მხოლოდ მცირე ნაწილს. აუდიტის ფარგლებში შემუშავებული, სახიფათო ნარჩენების ფლობის რისკზე დაფუძნებული ანალიზის მიხედვით, 2022-2025 წლების საშუალო მონაცემებით, საქართველოში მოქმედი 229.5 ათასი კომპანიიდან 39.1 ათასი კომპანია პოტენციურად სახიფათო ნარჩენების მქონე სუბიექტთა ჯგუფს მიეკუთვნება, ხოლო 25 ათასი - მაღალი რისკის ჯგუფს. ამავე პერიოდში, ნარჩენების მართვის ელექტრონული სისტემის (WMS) წლიური აღრიცხვა-ანგარიშგების მონაცემებით, სისტემაში ასახული სახიფათო ნარჩენების მქონე ბიზნესსუბიექტების საშუალო რაოდენობა 551-ს შეადგენს.19 ელექტრონული პროცედურები მოიცავს სამინისტროს მიერ ადმინისტრირებულ ნარჩენების მართვის ელექტრონულ სისტემაში (WMS) კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის ასახვას, მათ შორის, საქმიანობის რეგისტრაციას, ნარჩენების ტრანსპორტირების ფორმების შევსებასა და წლიური ანგარიშგების წარდგენას, ხოლო ადმინისტრაციული პროცედურები გულისხმობს ელექტრონული სისტემის გარეთ კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცესებს, მათ შორის, ნარჩენების მართვის გეგმის სამინისტროსთან შეთანხმებას. 19 ბიზნესსუბიექტების რაოდენობა დათვლილია წარმოქმნილი ნარჩენების შესახებ წლიური ანგარიშის მონაცემთა ბაზიდან საიდენტიფიკაციო უნიკალური კოდების მიხედვით. 18 49 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში სისტემაში ბიზნესსუბიექტების გამოვლენის დაბალი დაფარვიდან გამომდინარე, აუდიტის ფარგლებში გადამოწმდა რამდენად ქმედითია რისკზე დაფუძნებული მიდგომა იმ სუბიექტების პრაქტიკულად გამოსავლენად, რომლებიც საქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ფლობდნენ სახიფათო ნარჩენებს, თუმცა WMS-ში არ ჩანან. მაღალი რისკის სექტორებიდან შეირჩა 5 კომპანია, რომლებიც WMS-ში არ ფიქსირდებოდა, თუმცა მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, არსებობდა სახიფათო ნარჩენების ფლობის მაღალი ალბათობა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვის საფუძველზე სსდ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულმა ინსპექტირებებმა დაადასტურა, რომ ხუთივე კომპანია ფაქტობრივად ფლობდა სახიფათო ნარჩენს. ამასთან, მათ არ ჰქონდათ შესრულებული ძირითადი ვალდებულებები, მათ შორის: შეთანხმებული ნარჩენების მართვის გეგმის არსებობა, WMS-ში ტრანსპორტირების ფორმების წარმოება და წლიური აღრიცხვა-ანგარიშგების წარდგენა. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა სახიფათო ნარჩენის არაუფლებამოსილ პირებზე გადაცემა, შეგროვება/ტრანსპორტირების საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე განხორციელება და გარემოსდაცვით გადაწყვეტილებასთან/სკრინინგთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობა. რეკომენდაცია: ნარჩენების მართვის კანონმდებლობას დაქვემდებარებული სახიფათო ნარჩენების მფლობელი ბიზნესსუბიექტების სრულყოფილად იდენტიფიცირებისა და სისტემაში ასახვის მიზნით, სამინისტრომ მის სისტემაში შემავალ შესაბამის უწყებებთან ერთად შეიმუშაოს სახიფათო ნარჩენების პოტენციური მფლობელების განსაზღვრის რისკზე დაფუძნებული მიდგომა. სახიფათო ნარჩენების მფლობელთა ნარჩენების მართვის ელექტრონულ სისტემაში (WMS) რეგისტრაციისა და ასახვის წახალისების მიზნით, სამინისტრომ მის სისტემაში შემავალ შესაბამის უწყებებთან ერთად განიხილოს სახიფათო ნარჩენების მფლობელთა პროაქტიული გამოვლენის სისტემის დანერგვა. აუდიტის დასახელება: სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის ეფექტიანობის აუდიტი სახელმწიფო სექტორი: საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება აუდიტის პერიოდი: 2022-2024 წლები აუდიტის ობიექტები: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა, რამდენად უწყობს ხელს სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვა ქვეყნის განვითარების საშუალოვადიანი გეგმების მიღწევას, აგრეთვე, რამდენად გათვალისწინებულია ბიუჯეტის პროგრამების და ქვეპროგრამებისთვის აღქმადი და გაზომვადი საშუალოვადიანი და საბოლოო მიზნობრივი მაჩვენებლები. 50 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი მიგნებების მოკლე აღწერა მიგნება: მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“ და 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმები. აუდიტის შედეგად, შერჩეული სამინისტროების შესაბამისი დოკუმენტების ანალიზით გამოვლინდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტით დაგეგმილი აქტივობები არ იყო თანხვედრაში სტრატეგიული და სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებულ აქტივობებთან. ფინანსთა სამინისტროს როლი მნიშვნელოვანია ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში კოორდინაციაზე, ყოველწლიური ბიუჯეტის გრძელვადიან სტრატეგიებთან და სამოქმედო გეგმებთან მაქსიმალურ დაახლოებაზე და, შესაბამისად, გამოვლენილი გარემოებების შემდგომი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებაზე. რეკომენდაცია: სამინისტროებმა და მათმა დაქვემდებარებულმა უწყებებმა მთავრობის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმებით დაგეგმილი აქტივობები თანხვედრაში მოიყვანონ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტთან და ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტით (BDD) განსაზღვრულ პარამეტრებთან. აღნიშნული რეკომენდაციის შესრულების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული დადგენილების პროექტში ასახოს შესაბამისი დებულებები. მიგნება: ფინანსთა სამინისტროს ფუნქცია, რომელიც ითვალისწინებს პროგრამების ეფექტიანობის შეფასებასა და რეკომენდაციების მომზადებას, საჭიროებს უფრო მეტად გააქტიურებას. კერძოდ, სამინისტრომ, პროგრამების ეფექტიანობის შეფასებით, დროულად უნდა განსაზღვროს მიიღწევა თუ არა დასახული მიზნები და პროგრამების განხორციელება შეესაბამება თუ არა მდგრადი განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს. ამავდროულად, სამინისტრომ უნდა გამოავლინოს პროგრამების/ქვეპროგრამების შეუსრულებლობის მიზეზები და იმსჯელოს ინდიკატორებზე, როგორც პროგრამების შესრულების ეფექტიანად გაზომვის საშუალებაზე, ხოლო გამოვლენილი გარემოებები გაითვალისწინოს შემდგომ წლებში ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ასიგნებების გამოყოფაზე გადაწყვეტილების მისაღებად. რეკომენდაცია: ქვეყნის განვითარების მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად განსაზღვრული საბიუჯეტო სახსრების უფრო ეფექტიანად დაგეგმვის ხელშესაწყობად, მნიშვნელოვანია, ფინანსთა სამინისტრომ გააძლიეროს აქტივობები პროგრამების ეფექტიანობის შეფასების, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებისა და მიღებული შედეგების შემდგომი წლების ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე გასათვალისწინებლად. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების აუდიტი სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2018 წლიდან ატარებს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების აუდიტებს, რაც სამსახურის დამოუკიდებელი აუდიტორული საქმიანობის მაღალ ხარისხზე მიუთითებს. 51 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ნდობა გამოუცხადეს ისეთმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორებიცაა, მსოფლიო ბანკი (WB), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). 2023 წლიდან აუდიტის სამსახური მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული მსხვილი პროექტის − „საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის“ ფინანსურ აუდიტს ატარებს და ამავდროულად, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შედეგებისა და ინდიკატორების მიღწევის დამოუკიდებელ ვერიფიკაციას ახორციელებს. პროგრამა მოიცავს განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორებს და მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების მომსახურების მიწოდების ეფექტიანობის გაზრდას როგორც ფინანსური მექანიზმების, ასევე ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერების გზით. პროგრამის განმახორციელებლები არიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის ფინანსური აუდიტი და პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შედეგების დამოუკიდებელი ვერიფიკაცია. ფინანსური აუდიტის ფარგლებში სამსახურმა შეისწავლა 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული „საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის“ სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგება, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროების პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში მიღებული სახსრებისა და გაწეული დანახარჯების შესახებ. აუდიტის შედეგად გაიცა არამოდიფიცირებული მოსაზრება, რაც გულისხმობს, რომ ანგარიშგება მომზადებულია ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით. ადამიანური კაპიტალის პროგრამა შედგება 4 ინდიკატორის კომპლექტისგან და მოიცავს პროგრამის ათვისებასთან დაკავშირებულ 27 ღონისძიების შედეგს (DLR-ს). პროგრამის შესაბამისად, სესხის ათვისების ერთ-ერთი წინაპირობაა ათვისებასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიების შესრულების დამოწმება ვერიფიკაციის გზით. სახელმწიფო აუდიტის სამსახური პროგრამის 27 ღონისძიებიდან, 14 ღონისძიების ვერიფიკატორია. აღსანიშნავია, რომ სწორედ აუდიტის სამსახურის ვერიფიკაციის ანგარიშის საფუძველზე მსოფლიო ბანკის მხრიდან მიიღება გადაწყვეტილება პროექტით გათვალისწინებული ტრანშების ქვეყნისთვის გამოყოფის შესახებ. 52 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 2025 წელს აუდიტის სამსახურმა მოამზადა მესამე ვერიფიკაციის ანგარიში,20 რომელიც თან დაერთო საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილ აუდიტის სამსახურის მოხსენებას „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“. ვერიფიკაციის პროცესი მოიცავდა პროგრამის ათვისებასთან დაკავშირებული სამი ღონისძიების შედეგის (DLR 3.1.1; DLR 3.1.2 და DLR 3.2) შეფასებას. ჩატარებული აუდიტორული პროცედურების შედეგად გამოვლინდა შემდეგი გარემოებები: DLR 3.1.1 საქართველოს თითოეულ რეგიონში დასაქმების სააგენტოს რეგიონული ოფისის არსებობა, რომელიც დაკომპლექტებულია სათანადო პერსონალით და აღჭურვილია შესაბამისად − 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით გახსნილია დასაქმების სააგენტოს 3 რეგიონალური ოფისი, აღჭურვილია და დაკომპლექტებულია დადგენილი წესის მიხედვით; DLR 3.1.2 დასაქმების სააგენტოს რეგიონალური ოფისების მეშვეობით სოფლად მცხოვრები სამუშაოს მაძიებლებისთვის დასაქმების მხარდამჭერი სერვისების გაზრდა − 2024 წელს 1,049 ბენეფიციარია რეგისტრირებული სოფლად მცხოვრებ სამუშაოს მაძიებლად, რაც 2024 წლისთვის განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებელზე − 2,000 ბენეფიციარზე ნაკლებია; DLR 3.2 დასაქმების სააგენტოს შრომის ბაზრის მიმდინარე პროგრამებში ჩართული მოწყვლადი სამუშაოს მაძიებელი პირების რაოდენობის ზრდა − 2024 წელს 10,503 ბენეფიციარია რეგისტრირებული მოწყვლადი კატეგორიის სამუშაოს მაძიებლად, რაც 2024 წლისთვის განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებელზე − 12,000 ბენეფიციარზე ნაკლებია. ვერიფიკაციის პროცესში გამოვლენილი გარემოებების საპასუხოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაიცა ორი რეკომენდაცია, რათა სამომავლოდ უზრუნველყოფილ იქნეს პროგრამის ათვისებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შედეგების სრულად და დროულად მიღწევა. 1.2 აუდიტის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, როგორც უმაღლესი აუდიტორული ორგანოს, მთავარი მიზანია მოქალაქეებისთვის ღირებულების შექმნა. ეს მიზანი უშუალოდ უკავშირდება აუდიტების შედეგად გაცემული რეკომენდაციების ეფექტიან დანერგვას. შესაბამისად, სამსახურისთვის პრიორიტეტულია რეკომენდაციების დროული შესრულება პარლამენტსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებთან თანამშრომლობითა და პროაქტიული კომუნიკაციით. 2020-2025 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა 3,200-ზე მეტი რეკომენდაცია. 20,,საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის“ ძირითადი მიმართულებით დაგეგმილი შედეგების და ინდიკატორების მიღწევის დამოუკიდებელი ვერიფიკაციის ანგარიში, გვ.119. 53 2025 წლის საქმიანობის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2020-2025 წლებში სამსახურმა გასცა 3,200-ზე მეტი რეკომენდაცია.21 სტატისტიკური ანალიზით, სრულად შესრულებულია რეკომენდაციების 49%, ნაწილობრივ შესრულებულია − 30%. რეკომენდაციების 11% − მიმდინარეა და ორგანიზაციების მიერ მათი საბოლოო შესრულებისთვის დაგეგმილი თარიღი ჯერ არ დამდგარა, ხოლო 10% − შეუსრულებელია. დიაგრამა 5. რაოდენობა.22 633 გაცემული 708 რეკომენდაციების დიაგრამა 6. 2020-2025 წლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა 664 568 შესრულებული 10% 11% 382 ნაწილობრივ შესრულებული 296 49% მიმდინარე 30% შეუსრულებელი 2020 2021 2022 2023 2024 2025 დიაგრამა 7. ხელისუფლების ცენტრალურ დიაგრამა 8. 2020-2025 წლებში ხელისუფლების დონეზე გაცემული რეკომენდაციების ცენტრალურ დონეზე გაცემული რაოდენობა. რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა. 297 5% 294 შესრულებული 186 146 169 193 19% 15% ნაწილობრივ შესრულებული 61% მიმდინარე შეუსრულებელი 2020 2021 2022 2023 2024 2025 21 წინამდებარე ანგარიშში 2025 წლის რეკომენდაციების მაჩვენებელი მოიცავს 2025 წლის აუდიტის გეგმით განსაზღვრული იმ აუდიტების რეკომენდაციებსაც, რომლებიც დამტკიცდა 2026 წლის დასაწყისში. 22 წინამდებარე ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების სტატისტიკა შესაძლებელია განსხვავდებოდეს გასული წლების საქმიანობის ანგარიშებში წარმოდგენილი მონაცემებისგან. კერძოდ, რელევანტურობის შესანარჩუნებლად, სამსახური ყოველწლიურად ატარებს გასულ წლებში გაცემული რეკომენდაციების ინვენტარიზაციას და არავალიდური რეკომენდაციების იდენტიფიცირების შემთხვევაში, ჩამოწერს მათ. 54 2025 წლის საქმიანობის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახური რაც შეეხება ხელისუფლების ცენტრალურ დონეს, 2020-2025 წლებში აუდიტის სამსახურმა გასცა 1,200-ზე მეტი რეკომენდაცია, რაც ჯამური რეკომენდაციების 40%-ია. აღსანიშნავია, რომ სრულად შესრულებული რეკომენდაციების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია ცენტრალური ხელისუფლების დონეზე და 61%-ს შეადგენს, რაც 12 პ.პ.-ით აღემატება რეკომენდაციების შესრულების ჯამურ მაჩვენებელს. აღნიშნულს, თავის მხრივ, ხელს უწყობს ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ჩატარებული აუდიტის ანგარიშების პარლამენტის აუდიტის ჯგუფის მიერ განხილვის პროცესი. სახელმწიფო აუდიტის სამსახური გასცემს ორი ტიპის რეკომენდაციას: მნიშვნელოვანსა და სტანდარტულს. მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ეხება ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებებს და მათ შესრულებას შეუძლია არსებითი ზეგავლენის მოხდენა საჯარო ფინანსების მართვის სისტემაზე. მათი შეუსრულებლობა ზრდის თაღლითობის, კორუფციისა და რესურსების არამიზნობრივი გამოყენების რისკებს. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულება საბიუჯეტო ორგანიზაციების მხრიდან მეტ ძალისხმევას მოითხოვს, მიღებული სარგებელი აღემატება დანახარჯს. სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების 49% სრულად შესრულებულია, 30% ნაწილობრივ შესრულებულია, 11% - მიმდინარეა და 10% - შეუსრულებელია. 2020-2025 წლებში გაცემული 1,300-ზე მეტი მნიშვნელოვანი რეკომენდაციიდან 54% სრულად არის შესრულებული. შედარებით დაბალია სტანდარტული რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი, რომელიც 46%-ია. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების ცენტრალურ დონეზე გაცემული რეკომენდაციები შესრულების შედარებით მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება, მათ შორის, მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულება 66%-ს შეადგენს, ხოლო სტანდარტული რეკომენდაციების − 57%-ს. დიაგრამა 9. 2020-2025 წლებში გაცემული დიაგრამა 10. 2020-2025 წლებში გაცემული მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულების სტანდარტული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა. მდგომარეობა. 3% შესრულებული 8% 54% 35% ნაწილობრივ შესრულებული 13% 46% ნაწილობრივ შესრულებული მიმდინარე მიმდინარე შეუსრულებელი შესრულებული 15% 26% შეუსრულებელი 55 2025 წლის საქმიანობის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახური დიაგრამა 11. 2020-2025 წლებში ხელისუფლების ცენტრალურ დონეზე გაცემული მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა. დიაგრამა 12. 2020-2025 წლებში ხელისუფლების ცენტრალურ დონეზე გაცემული სტანდარტული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა. 4% 5% შესრულებული შესრულებული 14% ნაწილობრივ შესრულებული 16% 66% 25% ნაწილობრივ შესრულებული 57% მიმდინარე მიმდინარე 13% შეუსრულებელი შეუსრულებელი რაც შეეხება რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას აუდიტის სახეობების მიხედვით, ეფექტიანობის აუდიტებში გაცემული რეკომენდაციები უფრო კომპლექსური ხასიათისაა და მათი შესრულება მეტ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. შესაბამისად, ეფექტიანობის აუდიტის რეკომენდაციების მხოლოდ 30%-ია სრულად შესრულებული, ხოლო ნაწილობრივ შესრულებულია − 39%. შედარებით მაღალია შესაბამისობის აუდიტების ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულება, რომელიც 55%-ს აღწევს. შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა ფინანსური აუდიტის რეკომენდაციები, რომელთა შესრულება 61%-ია. დიაგრამა 13. 2020-2025 წლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულება აუდიტის სახეობების მიხედვით. 61% 55% 39% 22% 30% 28% 20% 16% 9% 11% 8% 2% ფინანსური აუდიტი შესრულებული შესაბამისობის აუდიტი ნაწილობრივ შესრულებული ეფექტიანობის აუდიტი მიმდინარე შეუსრულებელი 56 2025 წლის საქმიანობის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახური დიაგრამა 14. 2020-2025 წლებში ხელისუფლების ცენტრალურ რეკომენდაციების შესრულება აუდიტის სახეობების მიხედვით. დონეზე გაცემული 80% 57% 48% 25% 22% 19% 2% ფინანსური აუდიტი შესრულებული 15% 15% 4% 1% შესაბამისობის აუდიტი ნაწილობრივ შესრულებული 12% ეფექტიანობის აუდიტი მიმდინარე შეუსრულებელი ხელისუფლების ცენტრალურ დონეზე გაცემული რეკომენდაციებიდან შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით შესაბამისობის აუდიტების ფარგლებში გაცემული რეკომენდაციები ხასიათდება, რაც 80%-ს შეადგენს. ჯამურ მაჩვენებელთან შედარებით არსებითად მაღალია ხელისუფლების ცენტრალურ დონეზე ეფექტიანობის აუდიტებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი, რომელიც 48%-ია. რეკომენდაციების რაოდენობის ზრდასთან ერთად განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მათი მართვის ეფექტიანი მექანიზმების არსებობა. ამ მიზნით აუდიტის სამსახური მუდმივად აუმჯობესებს შიდა პროცესების ეფექტიანობას. რეკომენდაციების შესრულების უკეთესი მონიტორინგის მიზნით, აუდიტის სამსახური იყენებს რეკომენდაციების მონიტორინგის ელექტრონულ სისტემას (www.aris.sao.ge), რომელსაც პროცესი სრულად გადაჰყავს ელექტრონულ სივრცეში და უზრუნველყოფს მის ავტომატიზაციასა და საბიუჯეტო ორგანიზაციებთან პროაქტიულ კომუნიკაციას. სახელმწიფო აუდიტის სამსახური გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს ელექტრონული სისტემის საშუალებით WWW.ARIS.SAO.GE არსებული მდგომარეობით, ელექტრონულ სისტემაში ჩართულია 13 სამინისტრო და მათ დაქვემდებარებაში მყოფი 130-მდე საბიუჯეტო ორგანიზაცია, 2 ავტონომიური რესპუბლიკა, 69 მუნიციპალიტეტი, ყველა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და 13 სახელმწიფო საწარმო. სისტემის საშუალებით მონიტორინგი ხორციელდება 2021-2025 წლებში გაცემულ 1,800-ზე მეტ რეკომენდაციაზე. რეკომენდაციების შესრულების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია აღნიშნულ პროცესში პარლამენტის ჩართულობა. პარლამენტის ინფორმირებულობის გაზრდის 57 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მიზნით, სამსახურმა 2025 წელს მოამზადა რეკომენდაციების შესრულების ანალიტიკური ანგარიში, რომელიც იძლევა დეტალურ ინფორმაციას არსებული მდგომარეობის, გამოწვევების, სისტემური ხასიათის საკითხების, მათი გამომწვევი მიზეზებისა და თითოეული მხარჯავი დაწესებულების მიერ რეკომენდაციების შესასრულებლად განხორციელებული ქმედებების ეფექტიანობის შესახებ. აღნიშნული ანგარიში მიეწოდა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. 1.3 სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული ანგარიშები საჯარო ფინანსების მართვის პროცესში საპარლამენტო კონტროლის ხელშეწყობის ერთერთი მნიშვნელოვანი ელემენტია საბიუჯეტო კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული აუდიტის სამსახურის ანგარიშები. სახელმწიფო აუდიტის სამსახური საბიუჯეტო პროცესის მონაწილეა და ჩართულია როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის, ასევე შესრულების კონტროლის ეტაპებზე. კერძოდ, 2025 წელს სამსახურმა მოამზადა და საქართველოს პარლამენტს წარუდგინა: მოხსენება „2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე; მოხსენება „2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე; დასკვნა კანონის პროექტზე „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ (კანონპროექტის სამივე ვერსიაზე); დასკვნა კანონის პროექტზე „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის მოხსენებების მიზანია, შეაფასოს ბიუჯეტის შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშებში წარმოდგენილი ინფორმაციის სისრულე და სიზუსტე. ამასთანავე, გამოავლინოს საჯარო ფინანსების მართვის პროცესში არსებული სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები და ხელი შეუწყოს აღნიშნული სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას რეკომენდაციების საშუალებით. 2025 წელს მომზადებულ მოხსენებებში სამსახურმა შეისწავლა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და ფისკალური რისკების რეალიზების მდგომარეობა; „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ფისკალური წესების შესრულების მდგომარეობა; სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მობილიზების მდგომარეობა; საბიუჯეტო ორგანიზაციების ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების პროცესის გამართულობა; კაპიტალური/საინვესტიციო პროექტების მართვა; 58 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში სახელმწიფოს ფინანსური აქტივების მართვა; სახელმწიფო ვალის მართვა; პროგრამული ბიუჯეტის შედგენისა და ანგარიშგების პროცესის გამართულობა. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესახებ აუდიტის სამსახურის დასკვნის მიზანია კანონპროექტში ასახული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შეფასება, ფისკალური წესების საპროგნოზო მაჩვენებლებისა და ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის შესაბამისობის დადგენა კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. სამსახურის დასკვნები ეხმარება პარლამენტს მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვის პროცესში ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში. 2025 წელს მომზადებულ დასკვნებში წარმოდგენილი საკითხებიდან აღსანიშნავია: ქვეყნის მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა და კანონპროექტში ასახული მაკროეკონომიკური დაშვებების ანალიზი; „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ფისკალური წესების საპროგნოზო მაჩვენებლების ანალიზი და შესაბამისობა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან; მაკროეკონომიკური და ფისკალური რისკები და მათი გავლენის ანალიზი; სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებისა და პროგრამებზე გამოყოფილი დაფინანსების მიზანშეწონილობის ანალიზი; სახელმწიფო ვალის საპროგნოზო მაჩვენებლების ანალიზი; პროგრამული ბიუჯეტის გამართულობა და შესაბამისობა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნებსა და მოხსენებებში გასულ წლებში გაცემული რეკომენდაციების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საბიუჯეტო დოკუმენტების ხარისხი, შინაარსი და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგების პროცესი, გაიზარდა საჯარო ფინანსების გამჭვირვალობა და დარეგულირდა არაერთი საკითხი, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე. 2. ძირითად პარტნიორებთან თანამშრომლობა 2.1 თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან სახელმწიფო აუდიტის სამსახური უზრუნველყოფს საჯარო ფინანსების მართვის კონტროლს პარლამენტის მიერ. პარლამენტი აუდიტის სამსახურის ძირითადი პარტნიორი და აუდიტის ანგარიშების მთავარი მომხმარებელია. შესაბამისად, საჯარო ფინანსების მართვის სფეროში საზედამხედველო როლის გაძლიერებისა და აუდიტის რეკომენდაციების შესრულების პროცესის მხარდაჭერის მიზნით, პარლამენტსა და მის დარგობრივ კომიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობა სამსახურის პრიორიტეტია. 59 2025 წლის საქმიანობის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარლამენტსა და აუდიტის სამსახურს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პლატფორმაა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული აუდიტის ჯგუფი, რომელიც განიხილავს კონკრეტული აუდიტების შედეგებსა და რეკომენდაციებს. 2021-2025 წლებში ჯგუფმა საერთო ჯამში განიხილა 124 აუდიტის ანგარიში, მათ შორის, 2025 წელს − 31 ანგარიში (დეტალური ინფორმაციისთვის იხ. დანართი 3). დიაგრამა 15. 2021-2025 წლებში პარლამენტის აუდიტის ჯგუფის მიერ განხილული ანგარიშების რაოდენობა. 31 30 22 23 15 7 7 7 6 18 6 7 9 3 8 8 11 2021 2022 2023 ფინანსური აუდიტი 12 შესაბამისობის აუდიტი 8 10 2024 2025 ეფექტიანობის აუდიტი აუდიტის ანგარიშების განხილვის პარალელურად, პარლამენტს მნიშვნელოვანი როლი აქვს სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესში. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი აქტიურად ახორციელებს აუდიტის ჯგუფის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს, რაც რეკომენდაციების დროული შესრულების უზრუნველყოფის ხელშემწყობი მექანიზმია. 2025 წელს პარლამენტის აუდიტის ჯგუფმა განიხილა 31 აუდიტის ანგარიში. რეკომენდაციების შესრულების წახალისების მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იყენებს არაერთ ინსტრუმენტს. კერძოდ, 2025 წელს მომზადდა და კომიტეტს წარედგინა გასულ წლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის ამსახველი დეტალური ანალიტიკური ანგარიში. ასევე, 2025 წელს აუდიტის სამსახურმა შეისწავლა 2020-2025 წლებში გაცემული შეუსრულებელი სტატუსის მქონე რეკომენდაციები და მოიკვლია მათი შეუსრულებლობის გამომწვევი მიზეზები. მიღებული შედეგები მიეწოდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. ამასთანავე, პარლამენტის საზედამხედველო როლის გაძლიერებისა და რეკომენდაციების მონიტორინგის პროცესში უფრო აქტიური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, აუდიტის სამსახური იყენებს რეკომენდაციების შესრულების მონიტო- 60 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში რინგის ელექტრონულ სისტემას, რომელშიც ჩართულია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. აღნიშნული სისტემა კომიტეტს საშუალებას აძლევს მუდმივად განახლებად რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციებზე გაცემული თითოეული რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი რეაგირება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის პრიორიტეტია პარლამენტის წევრებისა და აპარატის მუდმივი ინფორმირება სამსახურის საქმიანობის, სტრატეგიული მიმართულებებისა და ძირითადი შედეგების შესახებ. შესაბამისად, აუდიტის სამსახური აქტიურად მონაწილეობს როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი შეხვედრების ფორმატში, ინფორმაციის გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. 2.2 თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტების ფარგლებში გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, გადაეცემა სამართალდამცავ ორგანოებს. შესაბამისად, აუდიტის სამსახურისთვის არსებითად მნიშვნელოვანია სამართალდამცავ ორგანოებთან მჭიდრო და ეფექტიანი კომუნიკაცია, როგორც რისკის შემცველი მასალების გადაგზავნის, ასევე გადაგზავნილ საკითხებზე რეაგირების შესახებ ინფორმაციის მიღების კუთხით. 2025 წელს საქართველოს პროკურატურაში გაიგზავნა 17 აუდიტის ანგარიში/ კონკრეტული ინფორმაცია. 2025 წელს საქართველოს პროკურატურაში გაიგზავნა 17 აუდიტის ანგარიში/კონკრეტული ინფორმაცია, მათ შორის, 6 შემთხვევა ეხებოდა მუნიციპალიტეტებს, ხოლო 4 − სახელმწიფო საწარმოებს (დეტალური ინფორმაციისთვის იხ. დანართი 4). აქედან 4 საკითხი დაერთო უკვე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, ხოლო 13 შემთხვევაში დაიწყო გამოძიება ახალ სისხლის სამართლის საქმეზე. პროკურატურაში გადაგზავნილი მასალები თანხობრივ გამოხატულებაში 80 მლნ ლარს შეადგენს. 2.3 საზოგადოებასთან ურთიერთობა სახელმწიფო აუდიტის სამსახური მუშაობს თანამედროვე მიდგომების შემუშავებაზე, რომლებიც გააძლიერებს მედიის როლს საჯარო ფინანსების მართვის პროცესში და გაზრდის მისი ინფორმირებულობის ხარისხს სამსახურის საქმიანობისა და ძირითადი შედეგების შესახებ. მედიასა და მოქალაქეებთან ეფექტიანი ურთიერთობისთვის აუდიტის სამსახური იყენებს სხვადასხვა კომუნიკაციის არხსა და ინსტრუმენტს. 61 2025 წლის საქმიანობის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახური სამსახურის ოფიციალური ვებგვერდი სოციალური ქსელი (facebook) 50 ათასამდე უნიკალური მომხმარებელი; 500 ათასზე მეტი ნახვა; დოკუმენტების 44 ათასამდე 2025 წლის ბოლოს სამსახურის ფეისბუქის გვერდის მომხმარებელთა რაოდენობამ 55 ათასს (www.sao.ge) გადააჭარბა. ნახვა. საზოგადოების ჩართულობის გაზრდის მიზნით, აუდიტის სამსახური უზრუნველყოფს დაინტერესებულ მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებას წლიური აუდიტორული საქმიანობის გეგმის ფორმირების პროცესში. სამსახური მუდმივად იღებს მომართვებს სხვადასხვა საკითხის შესწავლისა და აუდიტის ჩატარების შესახებ მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების, საკანონმდებლო ორგანოსა თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ასეთი მომართვების, საშუალოდ, 57% გაითვალისწინება წლიური აუდიტორული საქმიანობის გეგმაში. დიაგრამა 16. 2018-2025 წლებში სამსახურის დიაგრამა 17. 2018-2025 წლებში სამსახურის მიერ მიერ მიღებული მომართვები აუდიტის მიღებული მომართვების გათვალისწინების ჩატარების შესახებ, კატეგორიების მიხედვით. მაჩვენებელი (%) წლების მიხედვით. 71% მოქალაქე 56% 19% 66 38% 130 4% 15 14% 49 86 25% სამოქალაქო საზოგადოება 49% 47% 60% 61% 63% 47% აღმასრულებელი ხელისუფლება საკანონმდებლო ორგანო სხვა 2018 2019 2020 2021 2022 2023 2024 2025 სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს მედიასთან აუდიტის ანგარიშების, სამსახურის საქმიანობისა და ძირითადი პროდუქტების შესახებ ინფორმაციის პროაქტიული მიწოდების გზით და იყენებს კომუნიკაციის ისეთ საშუალებებს, როგორებიცაა, სამსახურის ოფიციალური ვებგვერდი, ეფექტიანობის აუდიტის ბლოგი, ბიუჯეტის მონიტორი, Facebook გვერდი, Linkedln და Youtube. მეორე მხრივ, აუდიტის 62 2025 წლის საქმიანობის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახური სამსახური მუდმივად აანალიზებს მედიის სხვადასხვა საშუალების გამოხმაურებასა და ინტერესს სამსახურთან მიმართებით და იყენებს აღნიშნულ ინფორმაციას საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. სამსახური მუშაობს თანამედროვე მიდგომების განვითარებაზე, რაც გაზრდის საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხს და გააძლიერებს მის როლს საჯარო ფინანსების მართვის პროცესში. დიაგრამა 18. 2025 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საზოგადოებასთან კომუნიკაციის პლატფორმებზე განთავსებული სიახლეების/პოსტების სტატისტიკა. 69 69 48 46 39 30 18 13 Sao.ge სიახლე Sai.ge სიახლე Blog.sao.ge პოსტი FB SAO პოსტი FB SAI პოსტი LinkedIn SAO LinkedIn SAI YouTube - პოსტი - პოსტი ვიდეო მასალა დიაგრამა 19. 2025 წელს დაფიქსირდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ 869 ერთეული მედიაგამოხმაურება. 3% ინტერნეტი - 666 სტატია 21% ტელევიზია - 179 სიუჟეტი პრესა - 23 სტატია 77% რადიო - 1 ინფორმაცია 2.4 საერთაშორისო თანამშრომლობა სახელმწიფო აუდიტის სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას სხვა ქვეყნების უმაღლეს აუდიტორულ და 63 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში საერთაშორისო ორგანიზაციებთან. სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან სხვადასხვა პროექტის/პროგრამის თუ პლატფორმის ფარგლებში. 2024 წლიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახური გაწევრიანდა ევროკავშირის კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ქსელში (EU Network). აღნიშნულ ფორმატში თანამშრომლობის მიზანია კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება და ინტეგრირება. ქსელი ფუნქციონირებს ევროპის აუდიტორთა სასამართლოს, EU/OECD SIGMA-ს და შვედეთის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხარდაჭერით. 2025 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ქსელის ფარგლებში ორგანიზებულ შემდეგ აქტივობებში: ერთწლიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ეფექტიანობის აუდიტში − პროგრამაში ჩართული იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოთხი აუდიტორი. პროგრამა ხორციელდებოდა შვედეთის აუდიტის სამსახურის მხარდაჭერით და მიზნად ისახავდა მონაწილეთა პროფესიული უნარების გაძლიერებას ეფექტიანობის აუდიტში; საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „აუდიტის ხარისხის მართვა“ − სამსახურის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, რომელიც შეეხებოდა აუდიტის ხარისხის მართვის განახლებული სტანდარტისა (ISSAI 140) და მისი პრაქტიკაში დანერგვის მიდგომების გაცნობას; საერთაშორისო შეხვედრა თემაზე „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აუდიტში“ − სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს შეხვედრაში, რომელიც შეეხებოდა გამოცდილების გაზიარებას აუდიტში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისა და ამ პროცესში არსებული რისკების შესახებ. რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, 2025 წელს აუდიტის სამსახურის ჩართულობით განხორციელებული პროექტებიდან აღსანიშნავია: ევროკავშირის − „საქართველოში უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის“ − პროექტი (EU SAFE) – პროექტის მხარდაჭერით წლის განმავლობაში განხორციელდა სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების არაერთი აქტივობა. კერძოდ, უცხოელი ექსპერტების მიერ სამსახურის 70-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა ტრენინგები შემდეგ თემებზე: „ღია წყაროების მოკვლევა“, „ხელოვნური ინტელექტი და მისი ავტომატიზაცია“, „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების მიერ“. პროექტი დასრულდა 2025 წლის ბოლოს; ევროკავშირის (EU) სამეზობლო პოლიტიკის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამაში Interreg NEXT – 2025 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განაგრძო მონაწილეობა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამაში − Interreg NEXT, სადაც სამსახური ჩართულია აუდიტორთა ჯგუფში, 64 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში შავი ზღვისპირა აუზის ქვეყნებიდან. პროგრამის მიზანია შავი ზღვის აუზის ქვეყნებში საზღვრისპირა თანამშრომლობის განვითარება 4 ძირითადი მიმართულებით: კვლევები, კლიმატის ცვლილება და კატასტროფების რისკების პრევენცია, გარემოს დაცვა და მოქალაქეთა შორის ურთიერთობების გაღრმავება; გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) – სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და UN Women-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში 2025 წელს განხორციელებული აქტივობები ძირითადად ემსახურებოდა თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებას. კერძოდ, სამსახურის 30-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა ტრენინგი, ექსპერტული მხარდაჭერით მომზადდა „სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების დოკუმენტი“, უცხოელი ექსპერტის ჩართულობით დაიწყო მუშაობა ქალთა და კაცთა თანასწორობის კომპონენტის მეთოდოლოგიურ ინტეგრირებაზე სამსახურის ეფექტიანობის აუდიტებში, ასევე სამსახურის თანამშრომლებისთვის გაიმართა სემინარი თემაზე „ქალთა და კაცთა თანასწორობა და ეფექტიანობის აუდიტი“; აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 2025 წელს აქტიურ ფაზაში გადავიდა ADB-ისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის თანამშრომლობა. აღნიშნული გამოიხატა ADB-ის მიერ აუდიტორებისათვის ჩატარებულ სხვადასხვა ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებში, რომელთა მიზანი იყო აუდიტორთა ცოდნის გაღრმავება ფინანსური მართვის სისტემებსა და IPSAS სტანდარტებში. ამასთანავე, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ADB-ის დაფინანსებული პროექტის აუდიტის განხორციელების შესაძლებლობის შესახებ. სახელმწიფო აუდიტის სამსახური, როგორც უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო გაერთიანებების (INTOSAI, EUROSAI, ASOSAI) წევრი, 2025 წელს აქტიურად იყო ჩართული და მონაწილეობდა აღნიშნული ორგანიზაციების ფარგლებში შექმნილი ქვეკომიტეტების, სამუშაო და საპროექტო ჯგუფების საქმიანობაში. სამსახურის თანამშრომლებმა 2025 წელს მონაწილეობა მიიღეს 60-მდე საერთაშორისო კონფერენციაში, შეხვედრასა და ვებინარში, რომელთა შორის აღსანიშნავია INTOSAI-ის ეფექტიანობის აუდიტისა და შესაბამისობის აუდიტის ქვეკომიტეტების წლიური შეხვედრები; INTOSAI-ის სახელმწიფო ვალის სამუშაო ჯგუფის წლიური შეხვედრა; EUROSAI-ის მუნიციპალური აუდიტისა და კატასტროფებსა და უბედურ შემთხვევებზე მიმართული სახსრების აუდიტის სამუშაო ჯგუფების წლიური შეხვედრები; EUROSAI-ის რეალურ დროში აუდიტის, ტოლსწორ მიმომხილველთა (Peer Review) და განმავითარებელი აქტივობების საპროექტო ჯგუფების შეხვედრები; ASOSAI-ის სახელმწიფო საწარმოების აუდიტის სამუშაო ჯგუფის წლიური შეხვედრა. სამსახურის თანამშრომლებმა 2025 წელს მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში, შეხვედრასა და ვებინარში. მიიღეს 60-მდე 65 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს სხვა ქვეყნების უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებთან საჯარო აუდიტის უახლესი მიდგომების გაზიარების, პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. სამსახურის ძირითადი პარტნიორები არიან აშშ-ის, გერმანიის, პოლონეთის, შვედეთის, ლატვიის, ნიდერლანდების, თურქეთის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციები. 2025 წელს განხორციელებული თანამშრომლობიდან აღსანიშნავია: ტაილანდის სამეფოს აუდიტის სამსახურის დელეგაციის ვიზიტი23 − სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უმასპინძლა ტაილანდის სამეფოს აუდიტის სამსახურის დელეგაციას, გენერალური აუდიტორის ხელმძღვანელობით. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრა გენერალურ აუდიტორებს შორის, ასევე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა სტუმრებს გაუზიარეს საქართველოს გამოცდილება აუდიტის პროცესში გამოყენებული სხვადასხვა ელექტრონული სისტემისა და კაპიტალური პროექტების, სახელმწიფო ვალის მართვისა და მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვის აუდიტებში გამოყენებული აუდიტორული მიდგომების შესახებ; აზერბაიჯანის აუდიტის სამსახურის დელეგაციის ვიზიტი24 − სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უმასპინძლა აზერბაიჯანის საანგარიშო პალატის დელეგაციას, გენერალური აუდიტორის ხელმძღვანელობით. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა გენერალურ აუდიტორებს შორის. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობები აუდიტორულ საქმიანობაში. სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება მთავრობის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების, საგადასახადო შემოსავლებისა და ეფექტიანობის აუდიტების, აუდიტის ხარისხის მართვისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადების შესახებ; ტაჯიკეთის აუდიტის სამსახურის დელეგაციის ვიზიტი25 − სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა IDIის GSAI პროექტის ფარგლებში უმასპინძლა ტაჯიკეთის საანგარიშო პალატის წარმომადგენლებს. ვიზიტის ფარგლებში კოლეგები გაეცნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გამოცდილებას აუდიტის ხარისხის კონტროლისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ აუდიტის სამსახურის მოხსენების მომზადების მიმართულებით. სახელმწიფო აუდიტის სამსახური IDI-ის „უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გლობალური ინიციატივა“ 23 საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ტაილანდის სამეფოს აუდიტის სამსახურის დელეგაციას უმასპინძლა. 24 სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აზერბაიჯანის აუდიტის სამსახურის დელეგაციას უმასპინძლა. 25 სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ტაჯიკეთის აუდიტის სამსახურის დელეგაციას უმასპინძლა. 66 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში (Global SAI Accountability Initiative - GSAI)26 პროექტის მონაწილეა. ინიციატივა ემსახურება შერჩეული 8 ქვეყნის აუდიტის სამსახურების ინსტიტუციურ განვითარებას პარტნიორი აუდიტის სამსახურების მხარდაჭერით. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ტაჯიკეთის საანგარიშო პალატის მენტორია. 2025 წელს დასრულდა პროექტის პირველი ფაზა; საუდის არაბეთის სამეფოს გენერალური აუდიტის სასამართლო − სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2025 წელს მონაწილეობა მიიღო საუდის არაბეთის სამეფოს გენერალური აუდიტის სასამართლოს ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, რომლის მიზანი იყო უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების მხარდაჭერა ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით. სამსახურმა მოიპოვა გრანტი 40 ათასი აშშ დოლარის ოდენობით, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერება მონაცემთა ანალიზის პროგრამებში (კერძოდ, Power BI-სა და Python-ში), კომპიუტერული ინფრასტრუქტურის განახლება და პროგრამული ლიცენზიების შესყიდვა. 2025 წელს გამოქვეყნდა აუდიტის სამსახურის 3 სტატია EUROSAI-ის სხვადასხვა საერთაშორისო ჟურნალში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც საერთაშორისო აუდიტორული საზოგადოების აქტიურ წევრს, თავისი წვლილი შეაქვს უკეთესი საერთაშორისო პრაქტიკის ჩამოყალიბებასა და გაზიარებაში, უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო ჟურნალებში საკუთარი გამოცდილებისა და მიღწევების შესახებ სტატიების გამოქვეყნებით. 2025 წელს გამოქვეყნდა სამსახურის 3 პუბლიკაცია EUROSAIის სხვადასხვა საერთაშორისო ჟურნალში.27 3. შიდა მმართველობის სისტემის გაძლიერებით ეფექტიანობის ამაღლება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სტრატეგიულ გეგმაში გაცხადებული აქვს მიზანი შიდა მმართველობის სისტემის გაძლიერების გზით გაზარდოს ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობა, შექმნას მეტი ღირებულება საზოგადოებისთვის და ჩამოყალიბდეს საჯარო IDI-ის პროექტი „უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გლობალური ინიციატივა (GSAI)“. 27 EUROSAI-ის გაზეთში გამოქვეყნდა სტატია თემაზე „SAI-PMF შეფასება: განვითარების კატალიზატორი საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმატების ისტორია“. EUROSAI-ის მუნიციპალური აუდიტის სამუშაო ჯგუფის ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ინფრასტრუქტურის პროექტებზე – გამოცდილების გაზიარება 26 უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციას შორის“. EUROSAI-ის ინოვაციების ჟურნალში გამოქვეყნდა საქართველოს, ლიეტუვას და უკრაინის აუდიტის სამსახურების ერთობლივი სტატია თემაზე „ტყის ხანძრების მართვის პარალელური ეფექტიანობის აუდიტის შედეგები“. 26 67 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში სექტორში სანიმუშო ორგანიზაციად. შესაბამისად, სამსახური 2025 წელსაც აგრძელებდა შიდა ორგანიზაციული გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობას, არსებული გამოწვევების საპასუხოდ. აღნიშნული პროცესი მოიცავს მმართველობითი მექანიზმების დახვეწას, ეთიკური სტანდარტების განმტკიცებას, უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას და სტრატეგიული და ოპერაციული დაგეგმვის სისტემის კიდევ უფრო განვითარებას. თანამედროვე ტექნოლოგიური გარემოს გამოწვევების გათვალისწინებით, სამსახურისთვის პრიორიტეტულად რჩება ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შესაბამისი მექანიზმების/სისტემების დანერგვა და გაძლიერება აუდიტის პროცესსა და სამსახურის ოპერაციულ საქმიანობაში. ამასთანავე, სამსახური აცნობიერებს იმ რისკებსა და გამოწვევებს, რომლებიც დაკავშირებულია ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის დაცვასთან, ასევე მათი მართვის ეფექტიანობასთან. ინფორმაციული სისტემების გაუმჯობესებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სამსახურში ფუნქციონირებს ინფორმაციული უსაფრთხოების საბჭო, რომელიც პასუხისმგებელია ამ მიმართულებით პოლიტიკის განხორციელებასა და განახლებაზე; ასევე, სამსახურს ჰყავს ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი, რომელიც პერიოდულად აფასებს სამსახურის IT გარემოს უსაფრთხოებას, სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებით. ამ შეფასებების საფუძველზე შემუშავებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის IT განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია და შესაბამისი ინფორმაციული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა. 2025 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახური მონაწილეობდა INTOSAI-ის განვითარების ინიციატივის (IDI-ის) პროექტში „დიჯიტალიზაცია და ICT მმართველობა“,28 რომლის მიზანია უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების დახმარება თანამედროვე ტექნოლოგიების საქმიანობაში უფრო ეფექტიანად გამოყენებასა და პროცესების გაციფრულებაში. ინიციატივის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტის მხარდაჭერით, აუდიტის სამსახურმა ჩაიტარა უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ინფორმაციული ტექნოლოგიების სიმწიფის თვითშეფასება (IT Maturity Assessment). შეფასების შედეგების საფუძველზე განახლდა სამსახურის გრძელვადიანი IT სტრატეგია და შემუშავდა სამოქმედო გეგმა. ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის დაცვის კუთხით არსებული რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, აუდიტის სამსახური აქტიურად განაგრძობს მუშაობას IT უსაფრთხოების პოლიტიკებისა და პროცედურების დანერგვასა და გაუმჯობესებაზე, რათა მაქსიმალურად დაუახლოვდეს უსაფრთხოების საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტს. ამ კუთხით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური აგრძელებს მუშაობას ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის − ISO 27001-ის დანერგვაზე. 28 IDI-ის ინიციატივა „დიჯიტალიზაცია და ICT მმართველობა (pICTure)“. 68 2025 წლის საქმიანობის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახური სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრატეგიული პრიორიტეტია ეთიკური ღირებულებების განმტკიცება ორგანიზაციაში. შიდა მმართველობის სისტემამ უნდა უზრუნველყოს საოპერაციო და რეპუტაციული ხასიათის რისკების დროული გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება. სამსახურში მოქმედებს ეთიკის კომისია, რომელიც პერიოდულად იკრიბება და იღებს გადაწყვეტილებებს ეთიკური ღირებულებების წახალისების შესახებ. 2025 წელს ეთიკური ნორმებისა და ქცევის შესახებ ტრენინგი გაიარა 150-ზე მეტმა თანამშრომელმა. 4. თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა სამსახურის მიერ დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრების მოზიდვა და მათი შენარჩუნება მუდმივი პროფესიული განვითარების ხელშეწყობითა და მოტივაციის ამაღლებით. შესაბამისად, სამსახურის მიერ განხორციელებული მრავალი აქტივობა და პარტნიორებისგან მიღებული მხარდაჭერა მიმართულია ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერებაზე. 2025 წელს აუდიტის სამსახურში დასაქმებული იყო 298 თანამშრომელი (პროფესიული საჯარო მოხელეები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები), საიდანაც 73% პროფესიული შტატია, ხოლო 27% − დამხმარე პერსონალი. აღსანიშნავია, რომ სამსახურში დაცულია ქალთა და კაცთა რაოდენობას შორის ბალანსი. პროფესიული და დამხმარე შტატი 27% განაწილება ქალისა და კაცის მიხედვით ქალი პროფესიული შტატი დამხმარე შტატი 49% 51% კაცი 73% 69 2025 წლის საქმიანობის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახური დასაქმებულთა სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დასაქმებულთა ასაკობრივი განაწილება 20-29 9% 8% 11% 11% 30-40 40% 15% 7-10 წელი 58% 16% 65+ დასაქმებულთა განათლების სფერო 4% 14% 28% ბიზნეს ადმინისტრირება იურიდიული ჰუმანიტარული 24% 27% სოციალური მეცნიერებები სხვა 10+ წელი დასაქმებულთა განათლების დონე 3% ეკონომიკა 2% 4-6 წელი 41-55 56-65 32% 0-3 წელი ბაკალავრი 37% მაგისტრი 59% დოქტორი აუდიტის სამსახურში დანერგილია საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების სისტემა, რომლის საშუალებით განისაზღვრება თანამშრომელთა პროფესიული განვითარების საჭიროებები და წახალისების წინაპირობები. როგორც პროფესიული, ასევე სხვა უნარების განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სამსახურის თანამშრომლები აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ტრენინგკურსებსა და პროფესიულ სამუშაო შეხვედრებში. 2025 წელს ტრენინგი გაიარა 240-მდე თანამშრომელმა. აღნიშნული სასწავლო კურსები შეეხებოდა როგორც აუდიტორულ, ასევე არააუდიტორულ და ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საკითხებს. აღსანიშნავია, რომ სამსახურის თანამშრომლების დაახლოებით 50% ფლობს პროფესიული განვითარების დამადასტურებელ სერტიფიკატს. 2025 წელს პროფესიული განვითარების ტრენინგი გაიარა სამსახურის 240-მდე თანამშრომელმა. 70 2025 წლის საქმიანობის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახური აუდიტის სამსახური 2021 წლიდან ჩართულია IDI-ის პროფესიული განათლების პროგრამაში (Professional Education for SAI Auditors – PESA), რომლის მიზანია აუდიტორთა კვალიფიკაციის ამაღლება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სწავლებით ფინანსური, შესაბამისობისა და ეფექტიანობის აუდიტების მიმართულებით. პროგრამა ითვალისწინებს თითოეული მონაწილისთვის ინდივიდუალური სასწავლო პორტფელის შემუშავებასა და აუდიტორთა პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას. 2025 წელს PESA-ს საერთაშორისო სერტიფიკატი მოიპოვა 11-მა აუდიტორმა. არსებული მდგომარეობით, PESA-ს სერტიფიკატს ფლობს სამსახურის 23 აუდიტორი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები ასევე აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისოდ აღიარებულ სასერტიფიკაციო პროგრამებში, როგორებიცაა, სსიპ − საჯარო აუდიტის ინსტიტუტის „საჯარო სექტორის აუდიტორთა სასერტიფიკაციო პროგრამა“, ACCA, CFA, CFM, CISA და სხვ. დიაგრამა 20. 2025 წელს გადამზადებულ თანამშრომელთა განაწილება მიმართულებების მიხედვით. 239 45 აუდიტორთა ეთიკის ქალთა და კაცთა კოდექსი თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხები 41 ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი 32 28 სახელმწიფო ქონების მართვა საბიუჯეტო კანონმდებლობა 11 11 PESA სერტიფიცირება სხვა აუდიტის სამსახურისა და ზოგადად, საჯარო სექტორში ადამიანური რესურსების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ − საჯარო აუდიტის ინსტიტუტი.29 ინსტიტუტის პირველადი ფუნქციაა აუდიტის სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, შესაბამისი სასწავლო კურსების შემუშავებითა და ჩატარებით, მოსამსახურეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა. 2025 წელს საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული საქმიანობა მოიცავდა როგორც აკრედიტებულ და სერტიფიცირების პროგრამებს, ასევე სპეციალიზებულ კორპორატიულ ტრენინგებს. ინსტიტუტმა ჩაატარა 37 ტრენინგკურსი, რომელშიც მონა29 http://www.sai.ge/ka/ 71 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წილეობდა 1,131 მსმენელი. ამასთანავე, საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამა გაიარა 18-მა პირმა. სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ჩაატარა 37 ტრენინგკურსი, რომელშიც მონაწილეობდა 1,131 მსმენელი. 2025 წელს აკრედიტებული პროგრამების კურსი განხორციელდა 13 ჯგუფისათვის, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 178-მა მსმენელმა. ინსტიტუტმა 2025 წელს მოიპოვა საგანმანათლებლო ორგანიზაციების მართვის სისტემის სერტიფიკატი (ISO 21001:2018). აღნიშნული მიღწევა ხაზს უსვამს ინსტიტუტის შესაბამისობას სწავლების ხარისხის საერთაშორისო კრიტერიუმებთან. ასევე, ინსტიტუტი ფლობს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატს (ISO 9001:2015). 5. სამსახურის ფინანსები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის ბიუჯეტი 25.3 მლნ ლარს შეადგენდა. წლის განმავლობაში ფაქტობრივად დაიხარჯა 24.9 მლნ ლარი (გეგმის 98.5%). სამსახურის ძირითადი ხარჯი იყო თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება,30 რაზეც წლის განმავლობაში 21.7 მლნ ლარი მიიმართა (დეტალური ინფორმაციისთვის იხ. დანართი 5). სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის ფინანსურ ანგარიშგებაზე PwC-მ გასცა უპირობო დასკვნა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსურ აუდიტს ატარებს საქართველოს პარლამენტის მიერ შერჩეული მსოფლიოს ოთხი უმსხვილესი კერძო აუდიტორული კომპანიიდან ერთ-ერთი. 2025 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩაატარა შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველომ“ (PwC). სამსახურმა მიიღო უპირობო დასკვნა, რაც ნიშნავს, რომ სამსახურის ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია კანონმდებლობის სრული დაცვით. სამსახურის 2025 წლის ფინანსური ანგარიშგება და შესაბამისი აუდიტის დასკვნა იხ. დანართ 6-ში. 30 შრომის ანაზღაურება მოიცავს შტატით გათვალისწინებულ და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ თანამშრომელთა ანაზღაურებას. 72 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში დიაგრამა 21. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის ბიუჯეტის სტრუქტურა (ფაქტი). 2% 2% 2% შრომის ანაზღაურება საქონელი და მომსახურება 12% სოციალური უზრუნველყოფა სხვა ხარჯები 81% არაფინანსური აქტივების ზრდა 73 2025 წლის საქმიანობის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახური დანართები: დანართი 1. 2025 წლის აუდიტორული საქმიანობის გეგმის ფარგლებში ჩატარებული აუდიტები 5 ფინანსური აუდიტი 1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგების აუდიტი 2. საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფინანსური აუდიტი 3. 4. 5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგების აუდიტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგების აუდიტი 29 შესაბამისობის აუდიტი 6. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორში მოქმედი სუბიექტების შესაბამისობის აუდიტი 7. შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის” შესაბამისობის აუდიტი 8. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების შრომის ანაზღაურებისა და საწვავის ხარჯების შესაბამისობის აუდიტი 9. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შესაბამისობის აუდიტი 10. ა(ა)იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ შესაბამისობის აუდიტი 11. შპს „სპორტმშენსერვისის“ სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი 12. საქართველოს კულტურის სამინისტროს შესაბამისობის აუდიტი 13. ა(ა)იპ „საქართველოს რაგბის კავშირის“ შესაბამისობის აუდიტი 14. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტივების მართვისა და შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი 15. შპს „დელტა ინტერნეიშენალის“ და მისი შვილობილი კომპანიების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 16. 17. 18. 19. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, მთავრობის აპარატსა და სამინისტროებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებსა და მივლინებებზე გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი სსიპ − აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს პროგრამების (ქვეპროგრამების) შესრულებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი შპს „სამედიცინო ცენტრ „დიომედი +”-ის შემოსავლების, ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის, მიღება-ხარჯვისა და გამოყენების შესაბამისობის აუდიტი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტის „მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება“ (პროგრამული კოდი 02 00) ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 74 2025 წლის საქმიანობის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახური 20. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 21. შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ შესაბამისობის აუდიტი 22. მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი 23. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 24. ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 25. ხობის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 26. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 27. მცხეთის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 28. ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 29. თიანეთის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 30. თელავის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 31. დუშეთის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 32. გორის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 33. ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შსაბამისობის აუდიტი 34. ახმეტის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 10 ეფექტიანობის აუდიტი 35. 37. დასაქმების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტი საარსებო შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი ბენეფიციარების სოციალურ დახმარებებზე დამოკიდებულების შემცირების (შემდგომი რეაგირება) ეფექტიანობის აუდიტი სახიფათო ნარჩენების მართვის ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი 38. განრიდება-მედიაციის პროგრამის ეფექტიანობის აუდიტი 39. სახელმწიფო საწარმოთა მართვის ეფექტიანობის აუდიტი 40. ტრანსპორტის სექტორში სათბურის აირების ემისიების შემცირებისთვის განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი 41. მყარი ნარჩენების მართვის ეფექტიანობის აუდიტი 42. ზოგადი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა სოფლად და მაღალმთიან რეგიონებში ეფექტიანობის აუდიტი 43. სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობის აუდიტი 44. უმაღლესი განათლების პროგრამებისა და შრომის ბაზრის თავსებადობის (შემდგომი რეაგირება) ეფექტიანობის აუდიტი 36. 75 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში დანართი 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები 1. საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები 2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია 3. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი 4. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია 5. სახელმწიფო აუდიტის სამსახური 6. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 8. საქართველოს უზენაესი სასამართლო 9. საერთო სასამართლოები 10. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 11. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში 12. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში 13. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში 14. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში 15. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში 16. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში 17. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში 18. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში 19. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში 20. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 21. საქართველოს პროკურატურა 22. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი 23. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 24. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 25. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 26. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 27. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 76 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 28. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 29. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 30. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 31. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 32. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 33. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო 34. საქართველოს დაზვერვის სამსახური 35. სსიპ − საჯარო სამსახურის ბიურო 36. სსიპ − იურიდიული დახმარების სამსახური 37. სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური 38. სსიპ − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური 39. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 40. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 41. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 42. სსიპ − საზოგადოებრივი მაუწყებელი 43. სსიპ − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო 44. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია − სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია 45. საქართველოს საპატრიარქო 46. სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო 47. სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური – „საქსტატი“ 48. სსიპ − საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია 49. საქართველოს სავაჭრო−სამრეწველო პალატა 50. სსიპ − რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 51. სპეციალური საგამოძიებო სამსახური 52. სსიპ − სახელმწიფო ენის დეპარტამენტი 53. სსიპ − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო 54. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი 55. სსიპ − ანტიკორუფციული ბიურო 56. საერთო − სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები 57. სსიპ − ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 58. ა(ა)იპ „ათასწლეულის ფონდი“ 59. ა(ა)იპ „მშვიდობის ფონდი − „უკეთესი მომავლისთვის“ 60. სსიპ − საპენსიო სააგენტო 61. სსიპ − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი − საქპატენტი 62. სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 63. სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური 64. სსიპ − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო 77 2025 წლის საქმიანობის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახური დანართი 3. 2025 წელს პარლამენტის აუდიტის ჯგუფის მიერ განხილული აუდიტები № აუდიტის დასახელება 1 სეტყვასაწინააღმდეგო სისტემების ეფექტიანობის აუდიტი 2 ფერმათა/ფერმერთა რეესტრის ფორმირებისა და ადმინისტრირების პროცესის ეფექტიანობის აუდიტი 3 შპს „საქართველოს მელიორაციის“ შესაბამისობის აუდიტი 4 პანდემიის შემდგომ პერიოდში ინფექციების მართვის ეფექტიანობის აუდიტი 5 სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის მართვის შემდგომი რეაგირების ეფექტიანობის აუდიტი 6 სამედიცინო დაწესებულებების ზედამხედველობის ეფექტიანობის აუდიტი 7 ციფრული ჯანდაცვის ეფექტიანობის აუდიტი 8 მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ეფექტიანობის აუდიტი 9 შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის (SRAMP) ეფექტიანობის აუდიტი 10 მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მონაცემების ადრეული გაფრთხილებებისთვის გამოყენების ეფექტიანობის აუდიტი 11 მაღალი მიღწევების სპორტის განვითარების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტი 12 აღსრულების ეროვნული ბიუროს სააღსრულებო პროცესის ეფექტიანობის აუდიტი 13 გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ზოგადი განათლების სფეროში (ეფექტიანობის აუდიტი) 14 შრომის უსაფრთხო პირობების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტი 15 ეროვნული ბანკის კაპიტალური და ადმინისტრაციული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი 16 სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სისტემური შესაბამისობის აუდიტი 17 შპს „ენგურჰესის“ საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 18 სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკოს)“ შესაბამისობის აუდიტი 19 სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შესაბამისობის აუდიტი 20 საქართველოს პარლამენტის 2019-2021 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 21 პროგრამის − „საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია“ − შესაბამისობის აუდიტი 22 საბიუჯეტო ორგანიზაციების კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში საგადასახადო შემოსავლების ფინანსური აუდიტი 23 საქართველოს პარლამენტის 2022 წლის ფინანსური აუდიტი 24 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური აუდიტი 25 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფინანსური აუდიტი 26 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფინანსური აუდიტი 78 2025 წლის საქმიანობის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახური 27 ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტი 28 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური აუდიტი 29 იუსტიციის სამინისტროს ფინანსური აუდიტი 30 შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური აუდიტი 31 თავდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტი დანართი 4. სამართალდამცავ ორგანოებში 2025 წელს გადაგზავნილი ანგარიშები/მასალები № 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 აუდიტის ანგარიშები/მასალები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის კონსოლიდირებული ანგარიშგების ფინანსური აუდიტის ანგარიშიდან ამონარიდი და აუდიტის მასალები პროგრამის „საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია“ 2019-2022 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებსა და მივლინებებზე გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტის მასალები სსიპ − მუნიციპალური განვითარების ფონდში მიმდინარე შესაბამისობის აუდიტის მასალები სამშენებლო სამუშაოების შესყიდვების 2020-2023 წლების უწყებათაშორისი შესაბამისობის აუდიტის მასალები ხობის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მასალები ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მასალები შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ 2022−2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მასალები გორის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მასალები ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მასალები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მასალები ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მასალები შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტის მასალები 14 შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის” შესაბამისობის აუდიტის მასალები 15 შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიმდინარე შესაბამისობის აუდიტის მასალები 79 2025 წლის საქმიანობის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახური 16 საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმდინარე შესაბამისობის აუდიტის მასალები 17 საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორში მოქმედი სუბიექტების შესაბამისობის აუდიტის მასალები დანართი 5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის ბიუჯეტი (ათასი ლარი) ხარჯები დაზუსტებული გეგმა შესრულება % ფაქტი 24,561 24,309 99% შრომის ანაზღაურება 20,245 20,244 100% საქონელი და მომსახურება 3,305 3,090 93% გრანტები 5.5 4.7 84% სოციალური უზრუნველყოფა 480 455 95% სხვა ხარჯები 526 515 98% 718 596 83% 25,279 24,905 99% არაფინანსური აქტივების ზრდა მთლიანი ბიუჯეტი 80 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში დანართი 6. დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე 81