„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.06.2026
ავტორი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#335/2-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0

🏛️ კომიტეტები

  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-08
ბიუროს ნომერი 146

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01/05/2026, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.103081) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სამართალდარღვევათა საქმეები სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431− 443, 445, 447−4411, 45-ე−46-ე, 462−464, 467−4611, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−551, 553, 55 4 , 56-ე, 57-ე−59-ე, 593−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694, 696, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე და 79 1 −793 მუხლებით, 794 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 794 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებისა), 79 5 −მე-80, 821−825, 827, 828, 84-ე−86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 105 1 მუხლებით, 1152 მუხლის მე-3−მე-7 ნაწილებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1164 მუხლის მე-2 ნაწილით, 1165 მუხლის მე-2 ნაწილით, 1166 მუხლის მე-2 ნაწილით, 1167 მუხლის მე-2 ნაწილით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281−1286, 143-ე, 144-ე, 144 10 , 145-ე და 150-ე მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 153-ე და 153 1 მუხლებით, 1533 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 1535 მუხლით, 1536 მუხლის მე-2 და მე5 ნაწილებით, 15313−1542, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 155 6 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557−156-ე და 1571−1581 მუხლებით, 1585 მუხლის მე-3 და მე4 ნაწილებით, 1594-15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651−165 3 , 166-ე და 166 1 მუხლებით, 166 2 მუხლის მე-2 ნაწილით, 170 1 მუხლით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 171 2−171 4 მუხლებით, 171 5 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 172 4−172 6, 173-ე, 173 4−173 7, 173 9 და 173 14−173 16 მუხლებით, 174 1 მუხლის მე-4, მე-6 და მე-8−მე-10 ნაწილებით, 174 15 მუხლის მე-4 ნაწილით, 175 1 და 175 2 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 177 8, 177 9, 177 11 და 177 12 მუხლებით, 177 13 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 4 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 179 1−179 3, 181 6 , 183-ე, 187-ე, 187 1, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196 3, 196 6 და 197 1 მუხლებით, 197 3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 199 1 მუხლით, აგრეთვე საქმეებს ამ კოდექსის 208 1 მუხლის შესაბამისად უფლებამოსილი შემთხვევაში.“. პირის მიერ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში წარდგენის მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომლის მიღების შედეგად, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღად, ნაცვლად 2027 წლის 1 იანვრისა, განისაზღვრება 2030 წლის 1 იანვარი. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01/05/2026, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.103081) გათვალისწინებული კოდექსის 208-ე მუხლის ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2028 წლის 1 აპრილი. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღად, ნაცვლად 2027 წლის 1 იანვრისა, განისაზღვრება 2030 წლის 1 იანვარი, საკანონმდებლო სივრცის ერთიანობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად აუცილებელია, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01/05/2026, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.103081) „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად აუცილებელია, რომ 2028 წლის 1 აპრილიდან სამართალდარღვევათა კოდექსში ასახული იყოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, ამჟამად მოქმედი სამართლებრივი ნორმები. ყოველივე აღნიშნული შესაბამისობის უზრუნველყოფა მხოლოდ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01/05/2026, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.103081) ცვლილების განხორციელების გზით არის შესაძლებელი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01/05/2026, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.103081) შესაბამისობის საჭიროებით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01/05/2026, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.103081) შესაბამისობაში იქნება მოყვანილი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღად, ნაცვლად 2027 წლის 1 იანვრისა განისაზღვრება 2030 წლის 1 იანვარი. ამდენად, საკანონმდებლო სივრცის ერთიანობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, რომ 2028 წლის 1 აპრილიდან სამართალდარღვევათა კოდექსში ასახული იყოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, ამჟამად მოქმედი სამართლებრივი ნორმები. კანონპროექტის არსს წარმოადგენს „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01/05/2026, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.103081) შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედებასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი წარმოადგენს „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ ცვლილებას, რომლითაც მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა. აღნიშნულის აუცილებლობის დასაბუთება ასახულია საკანონმდებლო პაკეტში შემავალ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის „ა.ვ“ ქვეპუნქტში. ბ)კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. რესპუბლიკის ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს არ ექნება მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირების მიმართ, რომლებზეც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.