„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რეკლამის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (350/3-XIმპ, 17.06.2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-22
ბიუროს ნომერი 151
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ე-3 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) აზარტული თამაშობები – თამაშობები, რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ
შემთხვევითობაზეა დამოკიდებული. ეს თამაშობები ტარდება ბანქოს, კამათლის (გარდა
ნარდისა), სათამაშო ბორბლის (რულეტის), სათამაშო აპარატის, სამორინის მაგიდის,
კლუბის მაგიდის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით და მათში მონაწილეობა
ფულადი მოგების შესაძლებლობას იძლევა. აზარტული თამაშობების (გარდა აზარტული
ტურნირისა) ორგანიზება დასაშვებია მხოლოდ სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონში,
აზარტულ კლუბში ან/და ამ მუხლის „გ1“, „გ2“, „ვ1“ და „ვ2“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით;“;
ბ) „ა2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა2) სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების
ორგანიზება – ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშობების ინტერნეტის, ტელეფონის ან/და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული
საშუალებების გამოყენებით გამართვა, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების საერთაშორისო ორგანიზება;“;
გ) „ა2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა3“ ქვეპუნქტი:
„ა3) სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების
საერთაშორისო ორგანიზება – ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით აზარტული
ან/და მომგებიანი თამაშობების ინტერნეტის, ტელეფონის ან/და სპეციალურად მოწყობილი
ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართვა, სადაც მონაწილეობის მიღება არ
არის დასაშვები საქართველოს მოქალაქეებისთვის;
დ) „გ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ2“ ქვეპუნქტი:
„გ2) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო
ორგანიზება – სამორინეში დაშვებული აზარტული თამაშობების ინტერნეტის, ტელეფონის
ან/და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართვა,
სადაც მონაწილეობის მიღება არ არის დასაშვები საქართველოს მოქალაქეებისთვის;“;
ე) „ვ1“ ქვეპუნქტის დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ2“ ქვეპუნქტი:
„ვ2) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო
ორგანიზება − სათამაშო აპარატების სალონში დაშვებული აზარტული თამაშობების
ინტერნეტის, ტელეფონის ან/და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების
გამოყენებით გამართვა, სადაც მონაწილეობის მიღება არ არის დასაშვები საქართველოს
მოქალაქეებისთვის;“;
ვ) „ო.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო.გ) ტოტალიზატორი – თამაშობა, რომელიც იმართება მოთამაშეების მიერ შეჯიბრების
მიმდინარეობის, თამაშობის, რაიმე მოვლენის/მოვლენების შედეგის პროგნოზზე ფსონების
დადებით, ხოლო მოგება დამოკიდებულია ფსონის მოცულობასა და შედეგზე. აკრძალულია
ტოტალიზატორის მოწყობა იმ შემთხვევებში, როდესაც შედეგი შესაძლოა წინასწარ იყოს
ცნობილი ერთ-ერთი ან ორივე მხარისთვის. ტოტალიზატორი იმართება სპეციალურად
მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ან შენობა-ნაგებობის ნაწილში ან/და ამ მუხლის „ო.გ1“ და „ო.გ
2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით;“;
ზ) „ო.გ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო.გ2“ ქვეპუნქტი:
“ო.გ2) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო
ორგანიზება − ტოტალიზატორში დაშვებული მომგებიანი თამაშობების ინტერნეტის,
ტელეფონის ან/და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით
გამართვა, სადაც მონაწილეობის მიღება არ არის დასაშვები საქართველოს
მოქალაქეებისთვის;“;
თ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) თამაშობის ორგანიზატორი − აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის
ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების
ორგანიზების ნებართვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელი;“;
ი) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის, სისტემურელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების
ნებართვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული
ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო − სპეციალურად მოწყობილი ადგილი
მომსახურების პროვაიდერისა), სადაც მოლარის მეშვეობით ხდება თანხის მოთამაშისთვის
გახსნილ დეპოზიტზე შეტანა ან/და ამ დეპოზიტიდან გაცემა;“.
ე-11 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების
ორგანიზება;“;
საერთაშორისო
ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო
ორგანიზება;“.
ა.გ) „ზ“ ქვეპუნქტის დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო
ორგანიზება;“;
ბ) მე-4 - მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა
შეიძლება გაიცეს როგორც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე, ისე მის გარეშე. სისტემურ-ელექტრონული
ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვა გაიცემა ამ
მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე.
ამასთანავე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზებისა და
სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების
თითოეული ნებართვით დასაშვებია მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით
არსებული ვებგვერდის ორგანიზება.
სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების
ნებართვა შეიძლება გაიცეს როგორც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე, ისე მის გარეშე. სისტემურ-ელექტრონული
ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვა
გაიცემა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის
გარეშე. ამასთანავე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების
ორგანიზებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების
საერთაშორისო ორგანიზების თითოეული ნებართვით დასაშვებია მხოლოდ ერთი
ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზება.
სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების
ნებართვა გაიცემა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ნებართვის მფლობელზე. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის
თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვა გაიცემა ამ მუხლის პირველი პუნქტის
„დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე. ამასთანავე, სისტემურელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებისა და სისტემურელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების
თითოეული ნებართვით დასაშვებია მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით
არსებული ვებგვერდის ორგანიზება.“.
გ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“17. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების, სისტემურელექტრონული ფორმით
სამორინის
თამაშობების
საერთაშორისო ორგანიზების,
სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების,
სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო
ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების
ორგანიზებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების
საერთაშორისო
ორგანიზების
ნებართვით
გათვალისწინებული
საქმიანობის
შეწყვეტის/შეჩერების ან/და ამ ნებართვის გაუქმების შემთხვევაში მოთამაშის ანგარიშზე
განთავსებული თანხის განკარგვის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“;
დ) მე-18 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამორინის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა,
აგრეთვე სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების,
სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების,
სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების,
სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო
ორგანიზებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების
საერთაშორისო ორგანიზების ნებართვა − 5 წლის ვადით, ხოლო სამორინის მოწყობის
ნებართვის საფუძველზე გაცემული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის
თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის
საფუძველზე გაცემული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების
თამაშობების
ორგანიზების
ნებართვა,
სისტემურ-ელექტრონული
ფორმით
ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა და აზარტული კლუბის მოწყობის
ნებართვა − იმ ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადით, რომლის საფუძველზედაც
გაცემულია აღნიშნული ნებართვა;“;
ე) 22-ე და 23-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“22. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების, სისტემურელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატის თამაშობების ორგანიზების, სისტემურელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების,
სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების და
სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო
ორგანიზების
შემთხვევაში
ინტერნეტმისამართის
შეცვლა
ან/და
ობიექტის
ადგილმდებარეობის (მართვის ადგილის) შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ უწყებრივ
სანებართვო რეესტრში ცვლილებების შეტანით.
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვა (გარდა წამახალისებელი
გათამაშების მოწყობის ნებართვისა), სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის
თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების
საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების
თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების
თამაშობების
საერთაშორისო
ორგანიზების,
სისტემურ-ელექტრონული
ფორმით
ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით
ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვა და აზარტული
ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა აღიარებული საგადასახადო
დავალიანების არსებობის შემთხვევაში არ გაიცემა.“;
ვ) 25-ე და 26-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„25. აკრძალულია სამორინის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის
ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების,
სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების,
სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების,
სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო
ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების
ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების
საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული კლუბის მოწყობის
ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის იმ პირზე
გაცემა, რომლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე
პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე არის
მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულისთვის, მათ შორის,
საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულისთვის, ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით
მძიმე დანაშაულისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს.
აკრძალულია სამორინის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის
ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების,
სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების,
სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების,
სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო
ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების
ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების
საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული კლუბის მოწყობის
ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის
ხელმძღვანელობისა
და
წარმომადგენლობის
უფლებამოსილების
მქონე
პირი,
დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე იყოს
მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულისთვის, მათ შორის,
საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულისთვის, ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით
მძიმე დანაშაულისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდეს.“.
თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი II. მომგებიანი თამაშობების მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით
ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით
ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზებისა და შესაბამისი
ნებართვების გაცემის პირობები“.
ე-12 მუხლის:
ა) 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების,
აგრეთვე
სისტემურ-ელექტრონული
ფორმით
ტოტალიზატორის
თამაშობების
საერთაშორისო ორგანიზების ნებართვით აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა, რომელიც
ნებართვის მფლობელის მიერ წარდგენილი სისტემურ-ელექტრონული ფორმით
ორგანიზებული თამაშობის წესით გათვალისწინებული არ არის.“;
3
ბ) 13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 14 პუნქტი:
„14. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო
ორგანიზების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა შემოსავლების სამსახურს,
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით
გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარუდგინოს ამ მუხლის 12 პუნქტით
გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტები, გარდა ამავე პუნქტის „ა.დ“ და „ა.მ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა. ამასთან, თამაშობის ინტერნეტით მოწყობის
შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენილ სისტემურ-ელექტრონული
ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესში მითითებული უნდა იყოს თამაშობისთვის
განკუთვნილი
ვებგვერდის
მისამართი,
მოთამაშის
რეგისტრაციის
წესი,
დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი. აღნიშნულ ვებგვერდზე ქართულ და ინგლისურ
ენებზე მითითებული უნდა იყოს თამაშობის ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული
მისამართი, ტელეფონის ნომერი, შესაბამისი ნებართვის ნომერი, თამაშობების
ჩამონათვალი, თამაშის დეტალური წესები, ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის და 18
წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის თამაშობაში
მონაწილეობის აკრძალვის შესახებ.“.
ე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი (გარდა წამახალისებელი გათამაშების
ორგანიზატორისა), სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების
ორგანიზების,
აგრეთვე
სისტემურ-ელექტრონული
ფორმით
ტოტალიზატორის
თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ კანონის
მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ე“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის 12 პუნქტის
„ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თამაშობის ზოგად წესში, თამაშობების ჩამონათვალსა
და დეტალურ აღწერილობაში ან თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობებში
ცვლილების შეტანის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის თანხმობის მისაღებად
შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე მიმართოს შემოსავლების სამსახურს, ხოლო
სხვა ცვლილების განხორციელების შემთხვევაში – ამ ცვლილების განხორციელებამდე
არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული
ცვლილების თაობაზე. ამასთანავე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული
მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორმა ამ კანონის
მე-12 მუხლის 12 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თამაშობების ჩამონათვალსა
და აღწერილობებში ცვლილების შეტანის შესახებ შეტყობინება მისი შეტანიდან 2 დღის
ვადაში უნდა განათავსოს თამაშობისთვის განკუთვნილ ვებგვერდზე (თამაშობის
ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში).“.
მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 161
საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს მომგებიანი თამაშობების მოწყობის,
სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების,
სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო
ორგანიზებისა
და
ნებართვების
გაცემის
დამატებითი
პირობები,
რომელთა
შესრულება/დაკმაყოფილება ნებართვის მაძიებლისთვის/ნებართვის მფლობელისთვის
სავალდებულოა და რომელთა შეუსრულებლობა/დაუკმაყოფილებლობა მიიჩნევა
სანებართვო პირობების შეუსრულებლობად/დარღვევად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია დაადგინოს/სამოქმედოდ შემოიღოს
მოთხოვნები/სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მომგებიანი თამაშობების
მოწყობის ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის, სისტემურ-ელექტრონული
ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების და სისტემურ-ელექტრონული
ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის
მაძიებლის/ნებართვის
მფლობელის
მიერ
თავის
საქმიანობაში
გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება ან/და ნებისმიერი სხვა
მოწყობილობა.“.
მე-19 მუხლის:
ა) 13 პუნქტის შემდეგ დაემატოს 14 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„14. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო
ორგანიზების ნებართვის მისაღებად, ნებართვის მაძიებელმა შემოსავლების სამსახურს,
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით
გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარუდგინოს ამ მუხლის 13 პუნქტით
გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტები, გარდა ამავე პუნქტის „ა.დ“ და „ა.მ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისა. ამასთან, თამაშობის ინტერნეტით მოწყობის
შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენილ სისტემურ-ელექტრონული
ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესში მითითებული უნდა იყოს თამაშობისთვის
განკუთვნილი
ვებგვერდის
მისამართი,
მოთამაშის
რეგისტრაციის
წესი,
დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი. აღნიშნულ ვებგვერდზე ქართულ და ინგლისურ
ენებზე მითითებული უნდა იყოს თამაშობის ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული
მისამართი, ტელეფონის ნომერი, შესაბამისი ნებართვის ნომერი, თამაშობების ჩამონათვალი,
თამაშის დეტალური წესები, ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის და 18 წლამდე ასაკის
უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის თამაშობაში მონაწილეობის
აკრძალვის შესახებ.“.
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამორინეში აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა, რომელიც გათვალისწინებული არ
არის სამორინის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით), ხოლო სისტემურ-ელექტრონული
ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების, აგრეთვე სისტემურ-ელექტრონული
ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების შემთხვევაში – ამ კანონით
დადგენილი სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესით.“.
მე-20 მუხლის:
ა) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:
„12. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო
ორგანიზების ნებართვის მისაღებად, ნებართვის მაძიებელმა შემოსავლების სამსახურს,
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით
გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარუდგინოს ამ მუხლის 11 პუნქტით
გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტები, გარდა ამავე პუნქტის „ა.დ“ და „ა.მ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისა. ამასთან, თამაშობის ინტერნეტით მოწყობის
შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენილ სისტემურ-ელექტრონული
ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესში მითითებული უნდა იყოს თამაშობისთვის
განკუთვნილი
ვებგვერდის
მისამართი,
მოთამაშის
რეგისტრაციის
წესი,
დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი, საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის
ნომერი. აღნიშნულ ვებგვერდზე ქართულ და ინგლისურ ენებზე მითითებული უნდა იყოს
თამაშობის ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი,
შესაბამისი ნებართვის ნომერი, თამაშობების ჩამონათვალი, თამაშის დეტალური წესები,
ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის და 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის
მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ.“;
ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სათამაშო აპარატების სალონში აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა, რომელიც
გათვალისწინებული არ არის სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობებით
თამაშობების ორგანიზების, აგრეთვე სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო
აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების შემთხვევაში – სისტემურელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესით.
სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით
სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან/და სისტემურელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების
ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს
ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელსაც შემოსავლების სამსახური ნებართვის
გაცემის შესახებ ნებართვის მაძიებლის განცხადების განხილვისას და შესაბამისი
გადაწყვეტილების მისაღებად მოითხოვს.“.
მე-201 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის,
სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების
ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების
ორგანიზების ნებართვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების
თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელი ამ კანონის 28-ე მუხლის
მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სალაროს მოწყობის/ცვლილების შემთხვევაში
სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესში ცვლილების
შეტანამდე 2 სამუშაო დღით ადრე შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას
სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართის/მისამართების შესახებ.
სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის,
სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების
ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების
ორგანიზების ნებართვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების
თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელი მის მიერ
გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების ცვლილების
შემთხვევაში ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 2 დღისა
შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს
ავტორიზაციის სერტიფიკატი (არსებითი პროდუქციის/მომსახურების ჩანაცვლების ან/და
დამატების შემთხვევაში).“.
მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 242
საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს აზარტული თამაშობების მოწყობის,
სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების, სისტემურელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების, სისტემურელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების,
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების და ნებართვების გაცემის დამატებითი
პირობები, რომელთა შესრულება/დაკმაყოფილება ნებართვის მაძიებლისთვის/ნებართვის
მფლობელისთვის სავალდებულოა და რომელთა შეუსრულებლობა/დაუკმაყოფილებლობა
მიიჩნევა სანებართვო პირობების შეუსრულებლობად/დარღვევად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია დაადგინოს/სამოქმედოდ შემოიღოს
მოთხოვნები/სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული თამაშობების
მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების
ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების
საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო
აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით
სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის, აზარტული
ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის
მიერ
თავის
საქმიანობაში
გამოსაყენებელი/გამოყენებული
არსებითი
პროდუქცია/მომსახურება ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა.“.
ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. აკრძალულია, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების
საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების
თამაშობების
საერთაშორისო
ორგანიზების,
სისტემურ-ელექტრონული
ფორმით
ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელი
პირის მიერ, საქართველოს მოქალაქის სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ
აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის დაშვება.“.
მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის კონტროლის
ელექტრონული სისტემით კონტროლდება სამორინის მოწყობის ნებართვის მფლობელის,
სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელის, ტოტალიზატორის
მოწყობის ნებართვის მფლობელის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის
თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით
სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელის, სისტემურელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის
მფლობელის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო
ორგანიზების ნებართვის მფლობელის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო
აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელის, სისტემურელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების
ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის
მოთხოვნების შესრულება.“;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. თუ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების
ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი, აგრეთვე სისტემურ-ელექტრონული
ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის
მაძიებელი/ნებართვის მფლობელი თავისი საქმიანობისთვის საკუთარი რესურსებით
შექმნილ სისტემას იყენებს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის სამართლებრივი აქტით
შემოღებული/დადგენილი სტანდარტების/მოთხოვნების შესაბამისად, შერჩეულმა პირმა
უნდა შეამოწმოს ეს სისტემა და უნდა გასცეს ავტორიზაციის სერტიფიკატი.“.
მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები:
„ტ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო
ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების
თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით
ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელთა
მიმართ − 20 000 ლარს;
უ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო
ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების
თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით
ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელთა
მიმართ, მათ მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 20
მუხლი 2
ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის
თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების
თამაშობების ორგანიზების ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის
თამაშობების ორგანიზების 1 ნებართვით არაუმეტეს 2 ინტერნეტდომენის სახელით
არსებული ვებგვერდების ორგანიზება დასაშვებია შესაბამისი ნებართვის მოქმედების
დარჩენილი ვადით, ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესის შესაბამისად.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ს
ა
ქ
ა
რ
თ
ვ
ე
ლ
ო
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
ბოლო
წლების
განმავლობაში
საქართველომ
შექმნა
სათამაშო
ინდუსტრიის
ზედამხედველობის ძლიერი მარეგულირებელი და ტექნიკური ინფრასტრუქტურა. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული
სისტემის დანერგვისა და ოპერირების მიზნით შერჩეული პირის მიერ ოპერირებადი
ცენტრალიზებული მონიტორინგის სისტემების დანერგვამ, სსიპ - შემოსავლების
სამსახურის ზედამხედველობასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაზარდა გამჭვირვალობა,
სანებართვო და საგადასახადო შესაბამისობა და ეფექტური რეგულარული კონტროლი.
დღეის მდგომარეობით სათამაშო ბიზნესის ინდუსტრიას ჰყავს ტექნიკურად გამართული,
მაღალი
რეპუტაციის
მქონე
მარეგულირებელი,
რომელიც
მიმდინარე
რეჟიმში
ახორციელებს კონტროლის ელექტრონული სისტემის ოპერირებას.
ამავე დროს, გლობალური ელექტრონული სათამაშო ინდუსტრია სწრაფად ვითარდება და
რეპუტაციული
ოპერატორები
აქტიურად
ეძებენ
იურისდიქციებს,
რომლებიც
უზრუნველყოფენ პროგნოზირებად და გამჭვირვალე სანებართვო პროცესებს, ბაზარზე
შესვლის სწრაფ მექანიზმებს, პროპორციულ შესაბამისობის მოთხოვნებს და თანამედროვე
გადახდის ინსტრუმენტებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა იურისდიქციებში
აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისო ნებართვის და მისი მსგავსი ინსტრუმენტების
დანერგვისა და შემოღებისთვის საჭირო ღონისძიებები, რაც თავისთავად წარმოშობს
ზემოაღნიშნული
კონკურენციას
რეპუტაციული
საერთაშორისო
ოპერატორების
ქვეყანაში
მოსაზიდად
ერთგვარ
ბაზარზე,
დროსაც
სწორი
მოქნილი
რა
და
მარეგულირებელი ჩარჩოს დროული შექმნა და მონიტორინგის უმაღლესი სტანდარტის
შენარჩუნება საქართველოს დააპოზიციონირებს როგორც ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ
იურისდიქციას. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს, როგორც ციფრული
მმართველობისა და „დიგიტალიზაციის“ რეგიონული ლიდერის არსებობა, საკუთარი
მოქნილი საბანკო სისტემითა და ეროვნული ბანკის მიერ გადახდის ალტერნატიული
საშუალებების,
მათ
მიმართულებით
შორის
ციფრული
გააქტიურება
ქმნის
ვალუტისა
და
ვირტუალური
ერთიანი
ეკოსისტემის
აქტივების
ჩამოყალიბების
შესაძლებლობას, რომელშიც საქართველოსთვის ეკონომიკური ეფექტის მიღება არა
მხოლოდ შიდა ბაზრის განვითარებით, არამედ საერთაშორისო მომხმარებელზე და
კომპანიებზე წვდომითაც შესაძლებელი ხდება.
მიუხედავად
იმისა,
რომ
საქართველოში
უზრუნველყოფილია
ზემოხსენებული
წინაპირობების უმრავლესობა, არსებული სანებართვო და ოპერირების ჩარჩო ძირითადად
ორიენტირებულია შიდა ბაზარზე და არ არსებობს საერთაშორისო ან რეგიონულ ბაზრებზე
ორიენტირებული ელექტრონული სათამაშო ოპერაციებისთვის სპეციალური ნებართვის
კატეგორია.
შედეგად,
საქართველო
ვერ
ხვდება
რეპუტაციული
საერთაშორისო
ოპერატორების ინტერესის სფეროში და ქვეყანა კარგავს საკუთარი შესაძლებლობების
მნიშვნელოვან ნაწილს.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
წარმოდგენილი
კანონპროექტის
მიზანია,
ახალი
კატეგორიის სანებართვო ჩარჩოს დანერგვის გზით სხვა ქვეყნებში რეგისტრირებული
სათამაშო ბიზნესის ოპერატორების საქართველოში ლეგალური შემოსვლით, მათ
ინტერნეტ ვებგვერდებზე საქართველოს მოქალაქეების დაშვების ავტომატური აკრძალვა.
სარეგულაციო
ჩარჩოს ამგვარი
დახვეწა/განვითარება
ემსახურება
პირველ რიგში
საქართველოს მოქალაქეების სათამაშო ინდუსტრიის დამატებითი მავნე ზეგავლენისაგან
დაცვას, რაც უშუალოდ გამოიხატება ახალი ნებართვის მფლობელების ვებგვერდებზე
საქართველოს მოქალაქეების დაშვებაზე აბსოლუტური აკრძალვის დადგენით, ხოლო
მეორე მხრივ ახალი რეგულაცია ხელს უწყობს სათამაშო ბიზნესის მიმართულებით
თვისობრივად ახალი ინდუსტრიის შექმნას საქართველოში, მათ შორის მომსახურების
სფეროს განვითარების დამატებით სტიმულაციას, რის შედეგადაც მოსალოდნელია
შემოსავლების ზრდა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან
ზემოთ
ხსენებული
პრობლემის
გადასაჭრელად
აუცილებელია
ახალი
კატეგორიის სანებართვო ჩარჩოს შემოღება, რომელიც ხელს შეუწყობს საერთაშორისო
ოპერატორების
მოზიდვას
და
საქართველოს
მოქალაქეების
დაცვას
დამატებითი
ზეგავლენისგან, აუცილებელია კანონის მიღება, ვინაიდან სათამაშო ბიზნესის სფეროში
ახალი კატეგორიის ნებართვების შემოღება შესაძლებელია „ლატარიების, აზარტული და
მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში და სხვა შესაბამის
საკანონმდებლო აქტებში სათანადო ცვლილებების შეტანის გზით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით შემოღებულ იქნება ახალი კატეგორიის ნებართვები - სისტემურელექტრონული
ფორმით
სამორინის
თამაშობების
საერთაშორისო
ორგანიზების,
სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო
ორგანიზების და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების
საერთაშორისო ორგანიზების ნებართვები, რის შედეგადაც, ერთი მხრივ, გაიზრდება
საქართველოში ნებართვის მაძიებელთა რიცხვი, ხოლო მეორე მხრივ - საქართველოს
მოქალაქეები დაცული იქნებიან დამატებითი მავნე ზეგავლენისგან, რამდენადაც,
საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელების მიერ სისტემურ-ელექტრონული
ფორმით ორგანიზებულ თამაშობებში მონაწილეობის მიღების უფლება ექნებათ მხოლოდ
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს/მოქალაქეობის არმქონე პირებს.
გარდა ზემოხსენებულისა, კანონპროექტის მიღებით საქართველოს შესაძლებლობა მიეცემა
ჩამოაყალიბოს სათამაშო ბიზნეს-ინდუსტრიის ახალი მიმართულება, რაც საშუალებას
მისცემს დაიკავოს კონკურენტუნარიანი, სანდო და ინოვაციაზე ორიენტირებული
იურისდიქციის
პოზიცია,
რაც
თავის
მხრივ,
გამოიწვევს
პირდაპირი
უცხოური
ინვესტიციების ზრდას, მაღალკვალიფიციური კადრების (მათ შორის საინფორმაციო
ტექნოლოგიების,
მარკეტინგის,
კიბერუსაფრთხოების)
ქვეყანაში
მომსახურების სფეროს განვითარების დამატებით სტიმულაციას
შემოსვლას,
და ნებართვის
მაძიებლების მიერ გადახდილი მოსაკრებლების და გადასახადების სახელმწიფო
ბიუჯეტში აკუმულირებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, შემოღებულ იქნება ახალი კატეგორიის ნებართვები სათამაშო
ბიზნესის სფეროში შემდეგი საქმიანობის სახეებისთვის:
ისტემურ-ელექტრონული
ფორმით
სამორინის
თამაშობების
საერთაშორისო
ფორმით
სათამაშო
აპარატების
თამაშობების
ორგანიზება;
ისტემურ-ელექტრონული
საერთაშორისო ორგანიზება;
ისტემურ-ელექტრონული
ფორმით
ტოტალიზატორის
თამაშობების
საერთაშორისო ორგანიზება.
ახალი კატეგორიის სანებართვო რეჟიმის დანერგვის მიზნით, ცვლილებები შედის კანონის
ტერმინთა განმარტებაში და განიმარტება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული
ან/და მომგებიანი თამაშობების საერთაშორისო ორგანიზება – ამ კანონით დადგენილ
მოთხოვნათა
დაცვით
აზარტული
ტელეფონის
ან/და
სპეციალურად
ან/და
მომგებიანი
მოწყობილი
თამაშობების
ელექტრონული
ინტერნეტის,
საშუალებების
გამოყენებით გამართვა, სადაც მონაწილეობის მიღება არ არის დასაშვები საქართველოს
მოქალაქეებისთვის. ასევე, კანონს ემატება ახალი ტერმინები - სისტემურ-ელექტრონული
ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზება, სისტემურ-ელექტრონული
ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზება და სისტემურელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზება,
რომელთა მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ შესაბამის თამაშობაში მონაწილეობის
მიღება არ არის დასაშვები საქართველოს მოქალაქეებისთვის.
გარდა იმისა, რომ მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს/მოქალაქეობის არმქონე პირებს
შეეძლებათ თამაშობებში მონაწილეობის მიღება, სისტემურ-ელექტრონული ფორმით
სამორინის
თამაშობების
საერთაშორისო
ორგანიზების,
სისტემურ-ელექტრონული
ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების და სისტემურელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების
ნებართვების
მაძიებლებზე/მფლობელებზე
გავრცელდება
იდენტური
სანებართვო
პირობები და უფლება-მოვალეობები, რაც მოქმედი კანონმდებლობით დაწესებულია
სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების, სისტემურელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების და სისტემურელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვების
მაძიებლებზე/მფლობელებზე, შესაბამისად, ტერმინოლოგიური ცვლილებები შედის
კანონის სათანადო ნორმებში.
ამასთანავე, სანებართვო კონტროლისა და შერჩეული პირის მიერ დანერგილი კონტროლის
ელექტრონული სისტემის მოთხოვნები სრულად გავრცელდება ახალი ნებართვის ტიპზე
და
აღნიშნული
ნებართვის
მაძიებლებზე,
რაც
ერთი
მხრივ,
უზრუნველყოფს
მარეგულირებელი ჩარჩოს მთლიანობის შენარჩუნებას და დადგენილი სტანდარტების
გამოყენებას, ხოლო მეორე მხრივ შეუნარჩუნებს სახელმწიფოს კონტროლის მაღალ
ხარისხს,
რაც
უზრუნველყოფს
რეპუტაციული
საერთაშორისო
ორგანიზაციების,
მაგალითად
რისკებისგან
მანივალის
დაცულობას
(MONEYVAL)
და
მიერ
საქართველოსთვის მინიჭებული რეიტინგის როგორც შენარჩუნებას, ისე გაძლიერებას.
კანონის
მოქმედი
რედაქციით,
სისტემურ-ელექტრონული
ფორმით
სამორინის
თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების
თამაშობების ორგანიზების და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის
თამაშობების ორგანიზების 1 ნებართვის საფუძველზე შესაძლებელია არაუმეტეს 2
ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდების ორგანიზება. კანონპროექტი
ითვალისწინებს ცვლილებას აღნიშნულ ნაწილში და 1 ნებართვის საფუძველზე
შესაძლებელი იქნება მხოლოდ 1 ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის
ორგანიზება. ამასთან, უკვე გაცემული ნებართვის მფლობელების მიმართ კანონპროექტი
ითვალისწინებს გარდამავალ რეგულაციას, რომლის თანახმად, ნებართვის მფლობელებს
ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადით შეეძლებათ 1 ნებართვის ფარგლებში
არაუმეტეს 2 ინტერნეტდომენის სახელით ვებგვერდების ორგანიზება, კანონპროექტის
ამოქმედებამდე არსებული წესით.
კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი სახის ნებართვების მფლობელებისთვის
(სისტემურ-ელექტრონული
ფორმით
სამორინის
თამაშობების
საერთაშორისო
ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების
საერთაშორისო ორგანიზების და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის
თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვების მფლობელები) სანებართვო
მოსაკრებლის
გადახდის
ვადის
დარღვევისა
და
სანებართვო
პირობების
სხვა
დარღვევებისთვის წესდება იდენტური ოდენობის ჯარიმები, რაც გათვალისწინებულია
კანონის
მოქმედი
რედაქციით
სისტემურ-ელექტრონული
ფორმით
სამორინის
თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების
თამაშობების ორგანიზების და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის
თამაშობების ორგანიზების ნებართვების მფლობელებისთვის.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით
(წარმოდგენილი კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი
ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე,
ვინაიდან,
მისი
ამოქმედებისათვის
დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ)
კანონპროექტის
დაჩქარებული
წესით
განხილვის
მიზეზები
და
შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი
ითვალისწინებს
სისტემურ-ელექტრონული
ფორმით
აზარტული
თამაშობების საერთაშორისო ორგანიზატორი პირების და სისტემურ-ელექტრონული
ფორმით მომგებიანი თამაშობების საერთაშორისო ორგანიზატორი პირებისთვის ახალი
სანებართვო ჩარჩოს დადგენას, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო ოპერატორების
მოზიდვას. ცვლილება ხელს შეუწყობს საერთაშორისო ოპერატორების მოზიდვას და
ამავდროულად უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა დამატებით დაცვას შესაძლო
ზეგავლენებისგან. აღნიშნული თავის მხრივ, დადებით გავლენას მოახდენს სახელმწიფო
ბიუჯეტის შემოსულობების ზრდაზე. შესაბამისად, მიზანშეწონილია წარმოდგენილი
კანონის პროექტი მიღებულ იქნეს მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე, რა მიზნითაც
მოთხოვნილია მისი დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ღონისძიებების
განხორციელება
მოხდება
შემოსავლების სამსახურის შესაბამისი წლის ბიუჯეტის, არსებული ადამიანური და
მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე ზრდის მიმართულებით, ვინაიდან პროექტით ცალკე ნებართვის გაცემას
დაექვემდებარება
სისტემურ-ელექტრონული
ფორმით
სამორინის
თამაშობების
საერთაშორისო ორგანიზება, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების
თამაშობების საერთაშორისო ორგანიზება
ტოტალიზატორის თამაშობების
და სისტემურ-ელექტრონული ფორმით
საერთაშორისო ორგანიზება,
რისთვისაც
წესდება
სანებართვო მოსაკრებელი, თითოეული სახის ნებართვისთვის (რომელიც გაიცემა 5 წლის
ვადით), ყოველწლიურად, წელიწადში 100 000 ლარის ოდენობით. ვინაიდან დგინდება
ახალი ტიპის ნებართვა, ბიუჯეტი მიიღებს დამატებით შესავლებს, რაც კანონის მიღებამდე
არ არსებობდა. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება გაცემული ნებართვების
რაოდენობაზე.
დამატებით, ნებართვის მფლობელებისთვის დადგენილია მოგების გადასახადი, რომელიც
შეადგენს
მიღებულ
ფსონებსა
და
გაცემულ
მოგებას
შორის
სხვაობის
5%-ს
ყოველთვიურად. ამ გადასახადით საბიუჯეტო შემოსავლები დამოკიდებულია ნებართვის
მფლობელთა რაოდენობაზე.
ნებართვის მფლობელების მიერ კვალიფიციური კადრების ქვეყანაში შემოსვლამ
შესაძლოა დამატებით გამოიწვიოს საშემოსავლო გადასახადის გაზრდა, თუმცა მისი
ოდენობა და მოცულობა დამოკიდებული იქნება ნებართვის მფლობელების ბიზნეს
გეგმაზე.
გარდა ზემოხსენებულისა, კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმების დაწესებას 20 000
ლარის
ოდენობით,
სისტემურ-ელექტრონული
ფორმით
სამორინის
თამაშობების
საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების
თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების და სისტემურ-ელექტრონული ფორმით
ტოტალიზატორის
თამაშობების
საერთაშორისო
ორგანიზების
ნებართვების
მფლობელებისთვის, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისა და
სანებართვო პირობების სხვა დარღვევის შემთხვევაში, რაც ასევე იქონიებს გავლენას
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზრდის მიმართულებით. გავლენის
ოდენობა დამოკიდებული იქნება სანებართვო პირობების დარღვევის რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღების შემდეგ ნებართვის მფლობელების ზრდის შემთხვევაში, მათ
მიმართ ადმინისტრაციული საქმიანობის შედეგად გაზრდილი დამატებითი ხარჯები
დაფინანსდება შემოსავლების სამსახურის არსებული რესურსის ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
არსებული საკანონმდებლო რეგულაციით ნებართვა გაიცემა მხოლოდ საქართველოში
რეგისტრირებულ მეწარმეზე. აღნიშნულიდან გამომდიანრე, კანონპროექტის მიღება
გავლენას იქონიებს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებიც
ამ კანონის ამოქმედების შემდგომ მიმართავენ სსიპ - შემოსავლების სამსახურს სისტემურელექტრონული
ფორმით
სამორინის
თამაშობების
საერთაშორისო
ორგანიზების,
სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო
ორგანიზების ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების
საერთაშორისო ორგანიზების ნებართვების ასაღებად (რომელიც გაიცემა 5 წლის ვადით).
თითოეული ნებართვისთვის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებულია
სანებართვო
მოსაკრებელი
ყოველწლიურად, წელიწადში 100 000 ლარის ოდენობით.
ახალი ნებართვის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებისთვის დაუშვებელი იქნება
სისტემურ-ელექტრონული
ფორმით
ორგანიზებულ
აზარტულ
ან/და
მომგებიან
თამაშობებში მონაწილეობა, რაც გამორიცხავს საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი
ფულადი სახსრების ხარჯვას აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში მონაწილებისას
ახალი ნებართვის მფლობელების მიერ ორგანიზებულ თამაშობებში.
ნებართვის მაძიებლები გაივლიან ტექნიკურ აუდიტსა და ინტეგრაციის პროცედურებს
შერჩეულ პირთან, რაც გულისხმობს მათ მიერ შერჩეული პირისთვის კანონმდებლობით
განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდას.
1
დომეინის
დამატებითი
განსაზღვრის
ხარჯები,
ნაწილში ნებართვის
ვინაიდან
ვებ-გვერდის
მფლობელებს
არსებობის
არ
წარმოეშვებათ
გარეშე
შეუძლებელია
საქმიანობის არსებობაც. რაც შეეხება გარდამავალ პერიოდში 2 დომენიდან ერთ დომენზე
დაბრუნებას,
იგი
შეამცირებს
საოპერაციო
ხარჯებს,
კერძოდ
ჰოსტინგისა
და
ინტერნეტსერვისებთან დაკავშირებულ დანახარჯებს იმ ნებართვის მფლობელებისთვის,
რომლებსაც 2 დომენი ჰქონდათ.
გარდა ზემოხსენებულისა, კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სისტემურელექტრონული
ფორმით
სამორინის
თამაშობების
საერთაშორისო
ორგანიზების,
სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო
ორგანიზების ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების
საერთაშორისო
ორგანიზების
ნებართვების
მფლობელი
პირების
ფინანსურ
მდგომარეობაზე, რომლებიც დაარღვევენ სანებართვო მოსაკრების გადახდის ვადას ან სხვა
სანებართვო
პირობებს.
აღნიშნული
დარღვევებისთვის,
თითოეული
ნებართვის
მფლობელისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 20 000 ლარის ოდენობით. კერძოდ,
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული კანონის
371 მუხლს ემატება „უ“ ქვეპუნქტი და სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის
ჯარიმის
ოდენობა
სისტემურ-ელექტრონული
ფორმით
სამორინის
თამაშობების
საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო
აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის და სისტემურელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების
ნებართვის მფლობელთა მიმართ შეადგენს 20 000 ლარს, აღნიშნული ჯარიმის სამმაგი
ოდენობა კი - 60 000 ლარს.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
პროექტით
გათვალისწინებულია
სისტემურ-ელექტრონული
ორგანიზების
ნებართვა,
ახალი
ფორმით
სახის
ნებართვების
სამორინეს
სისტემურ-ელექტრონული
შემოღება,
თამაშობების
ფორმით
კერძოდ,
საერთაშორისო
სათამაშო
აპარატის
თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვა და სისტემურ-ელექტრონული
ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვა,
რომლებისთვისაც „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევი კანონპროექტით გათვალისწინებულია
შესაბამისი
სანებართვო
მოსაკრებელი
-
თოთოეული
სახეობის
ნებართვისთვის
წელიწადში 100 000 ლარის ოდენობით. სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა იდენტურია
სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტულია ან/და მომგებიანი
თამაშობებისთვის გათვალისწინებული მოსაკრებლისა, რომლის ნებართვაც გაიცემა
ფიზიკურად მოწყობილი ობიექტების შემთხვევაში.
ასევე, კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმების დაწესებას 20 000 ლარის ოდენობით,
სისტემურ-ელექტრონული
ფორმით
სამორინის
თამაშობების
საერთაშორისო
ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების
საერთაშორისო ორგანიზების და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის
თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვების მფლობელებისთვის, სანებართვო
მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისა და სანებართვო პირობების სხვა დარღვევის
შემთხვევაში.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
მიერ
საერთაშორისო
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს
შორის
ასოცირების
შესახებ
შეთანხმებიდან“
ან
ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი,
თორნიკე ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი და მარიამ ლაშხი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი,
თორნიკე ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი და მარიამ ლაშხი.